შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უჩვეულოდ (სრულად)


3-06-2020, 14:11
ავტორი Gone With Dreams
ნანახია 23 950

2019 წელი.

-გინდა ცოტა ხანს მარტო დაგტოვო?
-დრო გვაქვს?
-კი,ჯერ ადრეა. მისაღებში ვიქნები,თუ რამე დაგჭირდა დამიძახე, კარგი?
სალომე კარისკენ დაიძრა,თავი ვერ შევიკავე და ჩახლეჩილი ხმით აღმომხდა.
-სალო,მადლობა. შენ რომ არ მყავდე...
-მადლობა და ეგეთი დებილობები არ ვიცი მე. გარეთ ვიქნები. -გამიღიმა და გავიდა.
სარკის წინ ვიჯექი და ალბათ ცხოვრებაში პირველად საკუთარ თავს ვერ ვცნობდი. ძალიან სადა მაკიაჟი მაქვს,თმაც ლამაზია. კაბაც მომწონს,რატომ არ ვარ ბედნიერი? რა სულელური კითხვაა,არა? თითქოს ეს ყველაფერი ადამიანს აბედნიერებდეს.
შეიძლება თმა და მაკიაჟი არა,მაგრამ საკუთარი ქორწილი ნამდვილად უნდა აბედნიერებდეს ადამიანს. ასე არ არის?
არადა,მეტირება.
ძალიან არ მინდა გარეთ გასვლა,მანქანაში ჩაჯდომა და ისეთი სახის მიღება,თითქოს ამ ყველაფერს ვეკუთვნი. ბევრისთვის საოცნებო მდგომარეობაში ვარ. ლამაზი კაბა,საოცარი საქმრო, საუკეთესო სამეგობრო წრე. სასაცილოა . გული მეკუმშება.
ძალიან,ძალიან მინდა ტირილი. მაკიაჟი გამიფუჭდება,არ ღირს.
სარკეში კვლავ ჩემს ანარეკლს მოვკარი თვალი და ჩემმა უსუსურობამ გული ამირია. რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე, თვალები დავხუჭე,რომ მოწოლილი ცრემლების გროვა შემეკავებინა.
-მორჩა,ვსიო. გაიარა,კარგად ხარ. კარგად ხარ!
კარებზე უხეშმა კაკუნმა დამაფრთხო,სალომე შემოვარდა შეშინებული სახით, წინ დამიჯდა და ანერვიულებულმა დაიწყო:
-მისმინე,შეიძლება ჩემზე ძალიან გაბრაზდე და მართალიც იქნები. არ გამაწყვეტინო! -მითხრა საცოდავად,როცა რაღაცის თქმა დავაპირე და გააგრძელა. - ახლა გაბრაზდები,იკივლებ,იტირებ,მაგრამ მერე მადლობას მეტყვი. შემოდი! -კარისკენ გაიხედა.
ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი. როგორც კი კარებში ჩრდილს მოვკარი თვალი,მივხვდი ვინც იყო. ფეხზე წამოვხტი,მაგრამ სალომემ დამსვა და კარი სწრაფად მიკეტა.
-აქ.. რა გინდა აქ? -ძლივს ამოვიხავლე.
-მოსალოცად მოვედი. -წარბიც არ შეუხრია.
-ეგ სისულელეები სხვებს დააჯერე. სალომე,მოჰკიდე ხელი და აქედან წაიყვანე,სანამ ვინმეს დაუნახავს. საერთოდ არ მეცინება. -ღმერთმა იცის როგორ ვცდილობდი თავდაჯერებულობა არ დამეკარგა,მაგრამ,როცა ადამიანი საკუთარ თავზე კარგად გიცნობს, ძნელია თავი მყარად გეჭიროს და არ დაიფშვნა.
გაეღიმა და იმ სკამზე ჩამოჯდა,სადაც რამდენიმე წუთის წინ სალომე იჯდა.
-არ მეგონა ამას თუ ოდესმე გეტყოდი,მაგრამ ამ ყველაფერს ვერ გახდენ.
არაფერი მითქვამს. ვერ მოვასწარი. სალომემ დამასწრო.
-ძალიან მიხარია,რომ ორმა ჯიუტმა თხამ საუკუნის მერე ლაპარაკი გადაწყვიტეთ,მაგრამ დრო არ არის. რამდენიმე წუთში სახლი სტუმრებით აივსება,ასე რომ თუ გეგმა ისევ ძალაშია,ჯობია მალე გაქრეთ აქედან.
-რაა? სად უნდა გავქრეთ? ჩემი ქორწილია დღეს...
-მე მეგონა ეს გაფორმება,შენი კაბა და საერთოდ ყველაფერი,მხოლოდ ბუტაფორია იყო. - გაიცინა,მერე ძალიან ახლოს მოვიდა ჩემთან და მომენტალურად ვიგრძენი რაღაც მწარე გემო. მერე ვიღაცამ ჰაერში ამიტაცა, ყველაფერი მიდუმდა. მხოლოდ არეული ხმები მესმოდა.
-სალო,მადლობა. არასოდეს დაგივიწყებ ამას.
-მადლობა არ მჭირდება,კარგად მიხედე და გთხოვ,სამშვიდობოს რომ იქნებით,რამენაირად,მხოლოდ ერთი სმს-ით გამაგებინე...

მერე გავითიშე. აღარაფერი მახსოვს.
* * *
2016 წელი
ყველა წყვილს გაცნობის სხვადასხვანაირი ისტორია აქვს,არა? ზოგი საერთო მეგობრების საშუალებით ხვდება ერთმანეთს,ზოგი კაფეში ან რესტორანში. ზოგსაც ერთი ნახვით უყვარდება ერთმანეთი.
ჩვენთან ყველაფერი უჩვეულო იყო.
ისტორია მაშინ დაიწყო,როცა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დღეს ჩამეძინა. კი,მთელი ჩემი კარიერული მომავალი ამ შეხვედრაზე იყო დამოკიდებული. ზუსტად მაშინ მიმტყუნა მაღვიძარამ და შეხვედრამდე ზუსტად ორმოცი წუთით ადრე გამაღვიძა დედაჩემმა.
-შვილო,მე რა ვიცოდი თუ ჩაგეძინა?
-დედა,კარგი რა! ხომ გაგაფრთხილე. ახლა რა ვქნა? მანქანაც პროპილაქტიკაშია. მამას არ სცალია რომ გამიყვანოს?
-ადრიანად წავიდა,ტაქსს გამოგიძახებ. -დედაჩემი ჩემზე მეტად წუხდა ჩემი დაგვიანების გამო.
-არა,მაგდენი დრო არ მაქვს. ისე გავაჩერებ. წავედი!

ჩემს ბედად ისეთი საშინელი საცობი იყო, კინაღამ ტირილი დავიწყე. ტაქსიც კი არ ჩანდა,რომ გამეჩერებინა. არ ვიცი რატომ გადავწყვიტე,რომ ქუჩის მარჯვენა მხარეს პარკინგზე გაჩერებული მანქანა ტაქსი იყო,მაგრამ ფაქტია,წამებში უკანა სავარძელზე ვიჯექი.
-ქავთარაძის 22 ა. ძალიან მეჩქარება,ზედმეტს გადაგიხდით,ოღონდ ყველანარად ვეცადოთ,რომ საცობებს ავცდეთ, რა!
გაფართოებული თვალებით გამომხედა,ხელში ყავა ეჭირა. რაღაცის თქმა დააპირა,მაგრამ არ ვაცადე.
-დედას გეფიცები,სხვა დროს მართლა სიამოვნებით მოვისმენდი შენს დებილურ ისტორიებს,მაგრამ თათბირზე მეჩქარება. წავიდეთ რა!
-გოგონა..
-გეხვეწები,სწრაფად! -აქ უკვე ნერვებმა მიმტყუნა და საკუთარმა ხმამ მეც კი შემაშინა.
ბიჭმა ამოიოხრა,ძალიან დინჯად დაქოქა მანქანა და დავიძარით.
ყველაფერი თავზე მეყარა,ფურცლებში თავი ჩავრგე და ვცდილობდი, რამენაირად გონებაში გამევლო თათბირის პროგრამა. მანქანა ყანყალებდა, მძღოლს ტელეფონში ჰქონდა ლოქეიშენი ჩართული და ვერ გაეგო საით გაეხვია.
-ჯერ ხომ არც ერთ იამას არ ააცილა და ახლა საით წავიდეს, ისიც არ იცის... -აღმომხდა გამწარებულს.
-ბატონო?
-მინიმუმ თბილისში მცხოვრებმა და მაქსიმუმ ტაქსის მძღოლმა, უნდა იცოდე ქავთარაძე საით არის. მარჯვნივ გაუხვიე.
სარკეში დავინახე როგორ აუჭარხლდა სახე,ამოიგმინა და დაიწყო.
-ესეთი სითავხედე არსად მინახავს. ჯერ იყო მანქანაში ჩამიხტი,არაფერი მაცალე. ვინ გგონია თავი? მადლობა თქვი,რომ შუა გზაში არ გსვამ. -იყვირა და თავისთვის ბუტბუტი გააგრძელა.
-რაო? ვის რათ უნდა შენი სამადლო მიყვანა და მოყვანა? აქ გამიჩერე და ფეხით გავაგრძელებ გზას. თავხედი! -ვიკივლე და ნახევრად მიმავალი მანქანიდან გადავუხტი, ოცლარიანი პირდაპირ სახეზე მივაგდე,მისი ერთდროულად გაოცებული და გამწარებული სახისთვის ყურადღება არ მიმიქცევია და სირბილით გავაგრძელე გზა.
ზუსტად ხუთ წუთში სამსახურის საპირფარეშოში თავის მოწესრიგებას ვცდილობდი. სახეზე რომ წყალი შევისხი და მსუბუქი მაკიაჟის გაკეთება დავამთავრე,მერე გავიაზრე რა უზრდელურად გამომივიდა საწყალ ტაქსის მძღოლთან.
-ნეტავ რას ვერჩოდი იმ უბედურს? -მერე სიცილი ამიტყდა,საათს დავხედე და ვითომ დავდაჯერებული სახით შევედი თათბირზე.


ყველაფერმა იმაზე კარგად ჩაიარა,ვიდრე ველოდი. ამოვისუნთქე,ამჯერად გადავრჩი ჩაფლავებას,მგონი ყველას მოეწონა ჩემი პროექტი.
ეს კარგი,მაგრამ უნებურად ტაქსის მძღოლი გამახსენდა. ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი,მაგრამ თათბირის აჟიტირებამ ყველაფერი გადაფარა და ამასობაში სალომემაც დამირეკა.
-რას შვრები? როგორი იყო თათბირი?
-ნუ,იმას თუ არ ჩავთვლით,რომ ლამის დამაგვიანდა და გზაში ტაქსის მძღოლი კინაღამ მოვკალი, კარგი იყო.
-გაგიჭირდებოდა შენ. -გაეცინა სალომეს. -მისმინე,საღამოს დათასთან ვიკრიბებით წყნეთში. უეჭველი ყველა იქ იყავითო,არ ვიცი რა ხდება.
-ხვალ ვმუშაობ,სალო. ვერანაირად.
-კარგი მაშინ,პასუხი შენ გაეცი.
-ნამუსზე ამაგდე? -გამეცინა.
-გამოვიდა?
-აუ კი. წამოვალ,ოღონდ იქიდან ცოტა ადრე ჩამომიყვანეთ რა. -ავწუწუნდი,სალომე შევიპირე და სახლისკენ ავიღე გეზი.
ზუსტად შვიდი საათი იყო სალომე რომ ოთახში შემომივარდა,მძინარეს თავზე დამხტა და საერთოდ არ მახსოვს როგორ აღმოვჩნდი წყნეთის გზაზე.
-სალომე,ვერ ვაზროვნებ ისე მეძინება. რა მოხდებოდა ცოტა გვიან რომ მოვსულიყავი?
-დეაკოოო, შენი პუნქტუალურობიდან გამომდინარე ცოტა გვიან და ცოტა ადრე არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ‘ძალიან მაგვიანდება’ და ‘არასდროს მოვალ’. ასე რომ მერჩივნა ისევ მე წამომეყვანე.
ჯერ არ მიხსენებია,რომ არაჩვეულებრივი სამეგობრო წრე მყავს. სკოლიდან მოვყვებით ერთმანეთს, რამდენიმე უნივერსიტეტში შემოგვიერთდა. საამაყო ნამდვილად ყოველთვის მქონდა, რაც არ უნდა ყოფილიყო,ჩემი მეგობრები სულ გვერდში მედგნენ. რა საჭირო იყო თქვენთის ამ ყველაფრის ახსნა,ისტორიის კითხვისას მაინც მიხვდებით და ალბათ,თქვენც ჩემსავით დააფასებთ ჩემს მეგობრებს.
რომ მივედით, ყველა იქ იყო. აივანზევე შევხვდი ბავშვებს, სათითაოდ ვნახე და დათას მივუჯექი გვერდით.
-რა ხდება ასეთი საგანგებოდ რომ შეგვკრიბე?
-მიზეზებსაც ვეძებთ შესაკრებად? - ცხვირი აიბზუა.
-უიმე,ნუ მესწერვები რა,შენი ჭირიმე. -გამეცინა და ჩავეხუტე. -მართლა, რა ხდება?
-არაფერი ისეთი. ვიღაც უნდა გაგაცნოთ,წამო შიგნით შევიდეთ.
-ოჰოო,გოგოს ამბავია?
-ყველგან გოგოს ამბები ნუ გელანდება შენ. ნუ ითარსები!
დათამ მე და სალომე შიგნით შეგვიყვანა და პირველი,ვინც თვალში მომხვდა ჩემ მიერ გალანძღული ტაქსის მძღოლი იყო,რომელსაც ჩემი დანახვისას წყალი გადასცდა და ხველა აუტყდა.
მთელი სხეული სირცხვილისგან რომ გიხურდება და გიკანკალებს,ეგ მომენტი ყველას გქონიათ ალბათ. ზუსტად ამას ვგრძნობდი,როცა დათამ ძალიან მშვიდი ტონით წარადგინა „ტაქსის მძღოლი.“
-ეს ჩემი ძმაკაცია, ანდრო ცხადაძე. 2 დღის წინ ჩამოვიდა საფრანგეთიდან.
-ვაიმე,სალომე. თუ გინდა,რომ აქვე გული არ გამისკდეს,აქედან როგორმე გამაპარე. -ჩემს დაქალს ისე დაუნდობლად ვბწკენდი,გვერდები გამოვუღე.
-მეტკინა,დეა,რას შვრები! რა გეტაკა? - ხან დათას ზურგს ვეფარებოდი,ხან სალომესას. დამალვა იდეალურად გამომდიოდა,სანამ ჩემმა საამაყო დაქალმა არ გადაწყვიტა პირადად მისალმებოდა ჩვენს მძღოლს და გეზი პირდაპირ მისკენ არ აიღო.
ისეთი შეგრძნება მქონდა,თითქოს შიშველი დავრჩი. ეს ბიჭი, ყურადღებას დიდად არ მაქცევდა,მაგრამ მომენტებში ისეთი სახით მიყურებდა,მეგონა ცოტაც და შემჭამს-მეთქი.
-დეა,მანდ რას დგახარ მეზობლის ბავშვივით,მოდი ჩვენთან. -დამიძახა დათამ.
„გაგიწყდეს ხმა!“- გავიფიქრე და რამდენიმე წამიანი უხერხული სიჩუმის შემდეგ,ძლივს ამოვთქვი. -აქ ვიქნები,რა პრობლემაა!
მძღოლს გაეცინა. როგორი სიცილი იყო თქვენით გადაწყვიტეთ: ირონიული,მტრული თუ უბრალოდ „რა ცოდო ხარ“ ღიმილი.
გონებაში ვხსნიდი იმ ორუცნობიან განტოლებას, თუ როგორ შეიძლებოდა დათას საფრანგეთიდან ჩამოსული ძმაკაცი ტაქსის მძღოლი ყოფილიყო, ამ დროს სალომე მოვიდა და სულ ცემა-ცემით წამიყვანა ბავშვებთან.
-სალომე,გეხვეწები,ოღონდ იქ არ მიმიყვანო და რასაც გინდა იმას შეგისრულებ!
-გაგიჟდი შენ? რა დაგემართა,სირცხვილია დათასთან!
-სალომე,ეს ის ტაქსის მძღოლია დილით რომ გავთათხე!
-დეა,მაშინებ უკვე! -გაეცინა გამრეკელს და წამებში აღმოვჩნდი გილიოტინასთან.
-ანდრო, ეს დეაა, ჩემი ძალიან ახლო მეგობარი. გუშინაც გიყვებოდი მასზე.
„ღმერთო,ოღონდ აქედან გამაქრე და გეფიცები, 3 თვე წვეთს არ დავლევ!“ -ფიქრებიდან ძააალიააან ნაცნობმა ხმამ გამომაფხიზლა.
-ვიცნობთ ჩვენ ერთმანეთს. -პირდაპირ თვალებში მიყურებდა,ძალიან ირონიული ხმით დაასრულა წინადადება. -დილით შევხვდით.
-ღადაობ,ხო ? სად შეხვდით ტო? -გაეცინა დათას.
-დეა, მარცხვენ? -ჩამჩურჩულა სალომემ.
ეს ის კითხვაა,რომელსაც ძალიან,ძალიან კრიტიკულ სიტუაციებში ვუსვამთ ხოლმე ერთმანეთს. დეამ ალბათ სახეზე შემატყო,რომ საშველი არ იყო. მძიმედ დავიქნიე თავი და კბილებში გამოვცერი.
-ხო გთხოვე,წამიყვანე-მეთქი აქედან!
-დეა,შენ მაინც თქვი, სად შეხვდით. -არ მეშვებოდა დათა.
-მგონი უნდა უპასუხო. -გაეღიმა უცნობს და მშვიდად მოსვა კუთვნილი ლუდი.
-მგონი დიდი გაუგებრობა მოხდა. მაპატიეთ რა! -აღმომხდა და ნერწყვი ძლივს გადავყლაპე.
-კარგი, მე მოვყვები. -დაიწყო ანდრომ. -მოკლედ,ჩემთვის ვიდექი პარკინგზე, „ანტრეს“ წინ. ყავას ვსვამდი,ვიფიქრე ჯერ გამოვფხიზლდები და მერე ბიჭებს ავუვლი სამსახურში-მეთქი. ყავა გადაყლაპულიც არ მქონდა, ვიღაც მანქანაში რომ ჩამიხტა. გინდა თუ არა, ქავთარაძეზე გამიყვანე,მაგვიანდებაო. მინდოდა მეთქვა, „გოგონი ტაქსის მძღოლი არ ვარ და გადადით მანქანიდან-მეთქი“,მაგრამ ვინ გაცალა,წიკვინი დაიწყო და შემეშინდა. თან, ვაი და რამე სერიოზული საქმე აქვს-თქო, შემეცოდა და დავქოქე მანქანა.
სანამ ანდრო ჩემს სირცხვილს ყვებოდა,დათა სიცილისგან ხაოდა,სალომე კი ფხუკუნებდა.
-ჩემი აზრით,საერთოდ არ არის სასაცილო. - ხმა გამეპარა.
-მაცალეთ,არ დამიმთავრებია. დათა, ხო იცი, თბილისის გზებს კარგად ვიცნობ,მაგრამ დიდი ხანია ქალაქში მანქანა არ მიტარებია,ჰოდა ვაჟადან ქავთარაძის ასახვევი ამერია. აქედან დაიწყო ისტერიკები. გავბრაზდი მეც და სანამ სიტყვა დავამთავრე, აქეთ გამლანძღა, მიმავალი მანქანიდან გადამიხტა, ოცლარიანი თავში მესროლა და ისე გაქრა,ისიც ვერ მოვასწარი საკადრისი პასუხი გამეცა. -ანდრომ თხრობა ირონიანარევი ღიმილით დაამთავრა.
როცა მეგონა ყველაზე ცუდი დამთავრდა-მეთქი,სწორედ ამ დროს ანდრომ ჯიბიდან ორად გადაკეცილი ოცლარიანი მოიღო და გამიმოწოდა.
-ეს შენი უნდა იყოს.
აბსოლუტურად ყველა ხარხარებდა. სად წავსულიყავი, მართლა არ ვიცოდი. ბოლო ძალებს მოვუხმე,რომ არ მეტირა და საცოდავად დავიწყე ახსნა.
-არ ვიცი, ბოდიში როგორ მოგიხადო. დღეს სერიოზული თათბირი მქონდა,ჩამეძინა, რატომ გადავწყვიტე,რომ შენი მანქანა ტაქსი იყო, ეგეც არ ვიცი. უბრალოდ,სისწრაფეში ძალიან ვიბნევი. მოთმინების უნარი საერთოდ არ მაქვს. და გზაშიც,ყველაფერი თავზე მეყარა, არ ვიცი რა დამემართა. ძალიან დიდ ბოდიშის გიხდი!
-კაი რა,ყველას დაგვმართნია. გაიცნობ და ნახავ,ეს რა ოქრო მყავს. -დათამ ხელი გადამხვია.
ანდროს აღარაფერი უთქვამს,გატრიალდა და ვიღაცას დაუწყო ლაპარაკი.
სალომეს და დათას წყალობით უხერხულობის მომენტი გადავლახე, ყველანაირად ვცდილობდი არ შემემჩნია,რომ სიკვდილამდე მრცხვენოდა ჩემი საქციელის. არ ვიცი,მეჩვენებოდა თუ მართლა ასე იყო,მაგრამ ანდრო დრო და დრო კმაყოფილი სახით გადმომხედავდა ხოლმე. მეც პატარა ბავშვივით ვიბნეოდი და ერთ-ერთი ასეთი მომენტის დროს ლუდი გადავისხი მაისურზე.
-სალომე,გეხვეწები აქედან წამიყვანე. -ჩავჩურჩულე სალომეს.
-ცხრა საათიც არ არის,დეა. ეწყინება დათას.
-გეფიცები,ეს ბიჭი ისეთი სახით მიყურებს,ჩემი შეჭმა უნდა.
-გეჩვენება, თვითონაც ეცინება,ვერ ხედავ?
სალომემ დათასთან და სხვებთან ჭორაობა გააგრძელა,მე კი ტაქსი გამოვიძახე და ნელ-ნელა გამზადება დავიწყე.
-ბავშვებო,მე უნდა წავიდე. დილით სამსახურში ადრე უნდა ვიყო პროექტის გამო და ამ ერთხელ მაპატიეთ რა.
-სად წახვალ, გაგიჟდი? -დათა წამომიხტა. -დარჩი რა დღეს და ხვალ დილით მე ჩაგიყვან პირადად.
-აუ, არა დათ,მოსაწესრიგებელი ვარ. თან ხო იცი,უეჭველი რაღაც დამემართება. -გამეცინა. -ტაქსი გამოვიძახე და ათ წუთში გავალ.
-რა ჯიუტი კვატი ხარ?! წაგიყვანდი მე. -გამებუსხა სალომე.
ვიფიქრე ყველაფერმა გაიარა მეთქი,სანამ ანდრომ თავის ტყავის ქურთუკს არ მოჰკიდა ხელი და ფეხზე არ ადგა. ცუდად მენიშნა,მაგრამ ამას რას ვიფიქრებდი.
-ტაქსი რა საჭიროა,აქ რისთვის ვარ?
ოთახში სიცილი ატყდა. ღიმილი სახეზე შემეყინა.
-ეს ხუმრობით და მეც მივდივარ. ჩემი და და დის შვილი მელოდებიან,გაგიყოლებ ბარემ.
-არა,რა სისულელეა. რატომ უნდა შეგაწუხო,ტაქსი გამოვიძახე უკვე. -ტელეფონი ცხვირწინ ავუფრიალე იმაში დასარწმუნებლად,რომ ახლა მასთან ერთად მგზავრობას სიკვდილი მერჩივნა.მან კი, მობილური წამის მეასედებში ამართვა, გამოძახება გააუქმა და შემდეგ უკან დამიბრუნა.
-ტაქსი აღარ გყავს. -მხრები აიჩეჩა,დათას და ბიჭებს მიუტრიალდა. გნახავთო,მიაძახა და გარეთ გავიდა.
-სალომე,ახლა ამასთან ერთად თუ გამიშვებ,დაქალების სიიდან ამოგწერ.
-შენ თავს ვფიცავარ,ძალიან უხერხულია. -სალომე სიმწრისგან ფხუკუნებდა. -გადი,გელოდება.
-ყველა მეზიზღებით.
ნელი ნაბიჯებით გავედი გარეთ და სულ რამდენიმე წუთში უკვე მანქანაში ვისხედით. ჩემდა უნებურად წარმოვიდგინე,როგორ გადმომსვა შუა წყნეთში ანდრომ მანქანიდან და დამცინავად დამიქნია ხელი. ან, უზარმაზარ ხეს შემახეთქა,ან მგლებს მიუგდო ჩემი თავი საჭმელად. ასე და ამგვარად, მართლა სრულიად გაუაზრებლად გადავიწერე პირჯვარი. ანდროს სიცილი აუტყდა.
-ახლა სერიოზულად გადაიწერე პირჯვარი?
-ვიხუმრე.
-მგონი არ გიხუმრია,მაგრამ დაგიჯერებ.
-დილანდელისთვის მართლა გულწრფელად გიხდი ბოდიშს,ასეთი ადამიანი არ ვარ,საშინელი დღე მქონდა.
-არა,დილით გავბრაზდი,მაგრამ ახლა რომ ვუკვირდები,მაგრად მეცინება.
-მეც მეცინება. -უცბად შემომხედა.
-ესეიგი დამცინი კიდეც.
-არა,შენ კი არ დაგცინი, ანუ სიტუაციაზე მეცინება,ხომ ხვდები? არ მინდოდა ასე მეთქვა...
ძალიან უცნაური ღიმილით შემომხედა.
-ვიხუმრე. სულ ასე იბნევი ხოლმე?
საერთოდ აღარაფერი მითქვამს,ვგრძნობდი როგორ ავწითლდი.ასეთი რამ მეცხრე კლასის მერე არ დამმართნია. ამ ბიჭის ყველა სიტყვა სხვანაირად მოქმედებდა ჩემზე. მასაც აღარ ამოუღია ხმა. არაფერი უკითხავს. გულის სიღრმეში ალბათ ძალიან მინდოდა ჩემზე მომეყოლა,თუნდაც ჩემი გვარი ეკითხა,რომ მერე იმის იმედი მქონოდა facebook-ზე დამამატებს-მეთქი.
-იქ დაგტოვო,სადაც დილით...
-კი,თუ არ შეწუხდები. -წინადადების დამთავრება არ ვაცალე. არ მინდოდა ჩემი სამარცხვინო საქციელი კიდევ ერთხელ შეეხსენებინა.
ასე ჩუმად და უხერხულად ცხოვრებაში არასდროს მიმგზავრია.
მალე გაჩერებასთან მივედით.
-აქ ჩამოვალ. ძალიან დიდი მადლობა და კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდი.
-სად მიდიხარ? -შევცბი. -შენზე ოცი ლარია.
დავიბენი,მეგონა ხუმრობდა,მაგრამ რამდენიმე წამი სახის მიმიკა რომ არ შეიცვალა,ჩანთაში ფულს დავუწყე ძებნა.
გაეცინა.
-ღამე მშვიდობის,დეა!
ძალიან ლამაზი ღიმილი ჰქონდა,მაშინ პირველად შევნიშნე,რომ ორივე ლოყა ეჩხვლიტებოდა. მანქანიდან გადავედი.
მგონი გავები.
* * *
2019 წელი.
სიცივემ გამომაფხიზლა. მთელი სხეულით ვკანკალებდი,უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა. თვალები გავახილე და მივხვდი,რომ მანქანაში ვისხედით. უკვე ბნელოდა,ამდენ ხანს როგორ გამთიშა? მთელი სხეული მტკიოდა,მეგონა ტანზე ცხოველების ჯოგმა გადამიარა.
-გაიღვიძე? როგორ ხარ? -მკითხა მშვიდი ტონით და სიჩქარეს შეუნელა.
-გული მერევა,შეგიძლია გააჩერო?
ანდრომ მანქანა გადააყენა. კარები გამიღო და გადმოსვლაში დამეხმარა. კაბაში ავიხლართე,მის მკლავს დავეყრდენი. სუფთა ჰაერზე უარესად ვიგრძენი თავი და ჩავიკეცე. ძალიან ციოდა. ცხადაძემ თავისი ქურთუკი მხრებზე მომასხა,ბრაზისგან ხელი ავიქნიე და ქურთუკი შორს გადავარდა.
-დეა,კარგად ხარ?
-კარგად როგორ უნდა ვიყო,იდიოტო?
-გული გერევა? -ანდრომ თმაში ჩამაგრებული საქორწილო თავსაბურავი მომხსნა და იქვე მანქანაში მიაგდო. -ეს ხელს შეგიშლის.
ჰო,აბა რა! ერთადერთი პრობლემა ახლა ჩემი თავსაბურავია.
თითქოს მინდოდა ყველა ის ემოეცია ამომენთხია,რასაც ახლა ვგრძნობდი. ბრაზი,წყენა.. აღიარება არ მინდოდა,მაგრამ ალბათ მონატრებაც.
გული ამერია.
ანდრომ წყალი მომიტანა,ოდნავ სახეზე მომასხა და პირიც დამაბანინა.
-უკეთ ხარ? გინდა ცოტა ხანს ჩამოვსხდეთ?
დაძაბულმა ავხედე, სიმწრით სხეული მეწვოდა. ისეთი მშვიდი იყო,თითქოს ამქვეყნად არაფერი ედარდებაო. მე კი, საქორწილო კაბაში,სადღაც შუა ტრასაზე ჩაკუზულს, გული მერეოდა.
-ანდრო შეიშალე? -მშვიდი ხმა მქონდა,ვცდილობდი როგორმე მას დავმსგავსებოდი და ბრაზი არ დამტყობოდა,მაგრამ ცოტაც და ჭკუიდან შევიშლებოდი. -ფიქრობ,რას აკეთებ?
-რადგან ამაზე ლაპარაკი დაიწყე,ანუ კარგად ხარ. მოდი,მანქანაში ჩაჯექი. ძალიან ცივა.
ისევ ის სიმშვიდე! აქ კი თავი ვეღარ შევიკავე,ნერვებმა მიმტყუნა,ფეხზე წამოვვარდი და გაშლილი ხელებით მკერდზე ვეცი.
-შენი „ფეხებზე “ დამოკიდებულება ერთ ადგილას გაიკეთე,გაიგე? საერთოდ,რა გინდა? რა ჯანდაბა გინდა? -გამეტებით ვურტყამდი. არც გავუჩერებივარ,მოთმინებით იტანდა ჩემს ისტერიკას. -თავი ვინ გგონია? ანდრო,უკან დამაბრუნე! ფეხებზე ,ახლავე წამიყვანე,თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ!
-დამშვიდდი,სუ! დამშვიდდი-მეთქი! -ოდნავ აუწია ტონს,ხელები გამიკავა და გულზე მიმიხუტა.
-ნუ მეხები!
-დეა,იძულებულს ნუ გამხდი ისევ იგივე მეთოდს მივმართო,შენით ჩაჯექი მანქანაში.
-მანიაკი ხარ.
მანქანაში ჩავჯექი,ანდროც უკან მომყვა.
-ღვედი შეიკარი.
-სერიოზულად? -სიმწრისგან გამეცინა.
-უსაფრთხოება,უპირველეს ყოვლისა. -თბილად გამიღიმა და მანქანა დაქოქა.

* * *
2016 წელი.

იმ დღის შემდეგ ორი კვირა სამსახურისა და სახლის გარდა,არსად გავსულვარ. ძალიან ბევრი საქმე მქონდა,არც ოჯახისთვის და არც მეგობრებისთვის არ მეცალა. ასე რომ არ გამკვირვებია,როცა სალომემ ჩემი კაბინეტის კარები შემოგლიჯა და სამუშაო მაგიდაზე ჩამოდო უკანალი.
-გახსოვს,საერთოდ მეგობრები რომ გყავს?
-აუ,სალო,ოღონდ ახლა ლექციები არ მიკითხო. ძალიან ბევრი საქმე მქონდა.
-ხო კარგი,მაგრამ ახლა ხომ გცალია?
-შენთვის სულ მცალია,ოქრო... -სალომესთან ლაპარაკი დედაჩემის ზარმა გამაწყვეტინა. წინასწარ მენიშნა,კარგი ამბავი ვერ იყო. - მოიცა,ლია მირეკავს.
-ხო,დე.
-დეა,სად ხარ,დედიკო?
-სამსახურში ვარ,ლია,სად ვიქნები?
-არ მოდიხარ? -დაფრთხა დედაჩემი და მკაცრი ტონით გააგრძელა. -დეა,არ მითხრა ახლა, რომ დაგავიწყდა.
ყურმილს ხელი ავაფარე და სალომეს გადავულაპარაკე,შარში ვარ-მეთქი.
-დეა,დაგავიწყდა ხომ?
-აუ,დე. რა ხდება? ხო იცი რამდენი საქმე მქონდა...
-დეა,რამდენი ხნის წინ გაგაფრთხილე? ბებიაშენის მეგობრები არიან მოსულები,რამდენი ხანია დაგსდევენ,რომ როგორმე გნახონ. რანაირად იქცევი? სასწრაფოდ წამოდი სახლში!
ესღა მაკლდა. სალომე ხომ გამპუტავს და სახლში რომ არ მივიდე,ლია და თამილა ოფიციალურად ამომწერენ ოჯახის სიიდან.
-კარგი დედა,კარგი მოვდივარ.
ამის თქმაღა იყო და სალომე ამიკივლდა. კინაღამ დაცვის გამოძახება დამჭირდა,რომ როგორმე ოთახიდან გამომეტანა. ბოლოს შევიპირე,მთელი შაბათ-კვირა თქვენი ვიქნები,ოღონდ გამიშვი-მეთქი და სახლისკენ ავიღე გეზი.
ჯერ ტორტი დავანახე ლიას,რომ სახლში შევეშვი და მერე გამოვჩნი მეც. მაინც ვერ ავცდი საყვედურების კორიანტელს,ჯერ დედაჩემის და შემდეგ ბებიაჩემისგან.
-გამოიცვალე ტანსაცმელი და ოთახში შემოდი,რამდენი ხანია გელოდებიან სტუმრები. რამე ლამაზი ჩაიცვი,დეაკო! -ქოთქოთებდა თამილა.
-კარგი რა ბებო,ამ პერანგს რა უჭირს?
-მაგ დაკუჭული პერანგით,შენს მეგობრებს დაენახე. -გაბრაზდა თამილა და სულ ძალით შემიძახა საძინებელში.
სურვილები მალევე ავასრულე,ბებიაჩემს რომ ძალიან უყვარდა ის სარაფანა გადავიცვი,თმა ჩამოვიშალე და მაკიაჟსაც ხელი შევავლე,რომ მუშაობისგან ჩაშავებული თვალების გამო სტუმრებს გული არ გასკდომოდათ.
მისაღებში ღიმილიანი სახით შევედი,მაგრამ ესეც ზედ შემაშრა,როცა სავარძელში მყუდროდ მოკალათებული არისტოკრატიულად ჩაცმული და სათვალეებიანი ყმაწვილი დავინახე. მაშინვე მივხვდი,რაც ხდებოდა.
ჩემი გაუთხოვრობის შიშით დაზაფრულმა ბებიაჩემმა, სახლში ისევ მოიყვანა „წესიერი ოჯახის შვილი“ ბიჭი და საცოდავმა დედაჩემმაც წინააღმდეგობა ვერ გაუწია,იმიტომ რომ მისი დედამთილი გულის პრობლემებით მანიპულირებს. ტანში ჟრუანტელმა დამიარა,როცა მივხვდი უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში რისი ატანა მომიწევდა. დედაჩემს გადავხედე საცოდავად,ისიც მიმიხვდა ფიქრებს და მიჩურჩულა.
-დედიკო,გაფიცებ ახლა წივილ-კივილს ნუ ატეხ და პირობას გაძლევ, ამიერიდან მსგავსი აღარაფერი მოხდება.
-ლია,კარგი რა! არ გრცხვენიათ? რომელი საუკუნეა?
-მიდი,სირცხვილია!
-მოგესალმებით! როგორ ბრძანდებით? -ყალბი ღიმილი ავიკარი სახეზე და ზრდილობიანად მივესალმე სტუმრებს.
-ოჰ,ოჰ, ჩვენი გოგოც მოსულა! -აფერისტულად გამიცინა სათვალეებიანი ბიჭის გვერდით მჯდომმა ქალბატონმა და ჩაიჩოჩა. -მოდი,დეაკო,აქ დაჯექი,გენაცვალე!
ახლაღა შევნიშნე,რომ ეს ბიჭი,არაადეკვატური მზერით მიყურებდა და უცნაურად მიცინოდა. შევკრთი,მაგრამ ჩემი „ძალად ღიმილი“ დავიბრუნე და მიუხედავად არსურვილისა,ქალბატონის გვერდით მოვთავსდი.
-როგორა ხარ,დეაკო,როგორ მიდის სამსახურის საქმეები? -საუბარში მეორე ქალბატონი ჩაება.
-მადლობა,ყველაფერი კარგად არის,თქვენ როგორ ბრძანდებით?
-კარგად,გეთაყვა,გმადლობ. მე ნუნუ ვარ,ეს ჩემი დაა თამარი. ბებიაშენი სულ გვიყვებოდა შენზე. ვიცით შენი წარმატებების ამბავი. შორიდან მოგვწონხარ ძალიან. – „რა ბედნიერებაა პირდაპირ“, გავიფიქრე და დედაჩემს გავხედე,იქნებ შენ მაინც მიშველო რამე-მეთქი,თუმცა უშედეგოდ,იჯდა და მხრებს იჩეჩავდა. - შენ ჩვენს ილიას არ იცნობ,ხომ ასეა?
-არა,ნამდვილად არ ვიცნობთ ერთმანეთს. -ზრდილობიანად გავიღიმე.
-ილია,მიესალმე გოგოს. -დამეფიცება,რომ თამარმა ბიჭს უბწკინა და რაღაცისკენ მოუწოდა,ამ უკანასკნელმა კი- სიმწრით ამოიგმინა.
ილიამ წამის მეასედებში დააძრო უზარმაზარი ყვავილების თაიგული და ისეთი ძალით შემომაჩეჩა ხელში,ჩემი სისწრაფე რომ არა,სახეში მომხვდებოდა.
-ეს შენ,გამომართვი. ჩემი მეგობარი ფლორისტია,პირდაპირ მისი ბაღიდან დავკრიფე. - უცნაურად გამიცინა ბიჭმა.
-ძალიან დიდი მადლობა,მაგრამ საჭირო არ იყო. – „ღმერთო,ხომ შეიძლება ახლა აქედან გავქრე?“
ყვავილების თაიგული ხელში შემრჩა,გვერდით შეფუთვაზე დიდი ასოებით ეწერა Amelie. გულში ჩამეცინა. „ეს მაინც მოეძრო,იქნებ დამეჯერებინა.“
წამით წარმოვიდგინე, სალომეს და დათას ამ მდგომარეობაში რომ დავენახე რა მოხდებოდა და სიცილი ამიტყდა.
-წესიერად მოიქეცი,დეა. რა სულელივით იცინი? -გადმომჩურჩულა ბებიაჩემმა. - ნახე, რა კარგი ბიჭია,წესიერი,სიმპატიური,პრესპექტ....
-ბებო,ახლა გადავრჩე და მაგაზე მერე ვილაპარაკოთ!
მაინც საშინელ მდგომარეობაში ვარ და ვიფიქრე,გავერთობი-მეთქი.
-ილია,რას საქმიანობ?
-მე კომპოზიტორი გახლავართ,მაგრამ...
-ხუმრობს შვილო,არქიტექტორია,ამჟამად ძალიან კარგ თანამდებობაზეა,მაღალი ანაზღაურებით. -გაიჯგიმა ნუნუ და შვილიშვილს თავზე ხელი გადაუსვა.
-მგონი ჯობია საქმეზე გადავიდეთ. - უხერხულად გაიცინა თამარმა.
-ჰა? რა საქმეზე? რაის საქმე,არანაირი საქმე მე არ ვიცი. - პანიკაში ჩავვარდი,წამით წარმოვიდგინე,როგორ გეგმავდნენ ეს შეშლილები ჩემი და ილიას ქორწილს.
ჩემი რეაქციით გაოცებული ნუნუ და თამარი წყრომით იყურებოდნენ,ბებიაჩემი თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა და დედაჩემი ძლივშეკავებული სიცილის გამო,საცოდავად ფხუკუნებდა.
-ჩვენ შეხვედრას ვგულისხმობდით... -ქალბატონმა ნუნუმ ახსნა დაიწყო. -მაგრამ თუ ასეა საქმე,ახლავე წავალთ.
-არა,ნუნუ გენაცვალე,რას ამბობთ? ხუმრობდა ბავშვი,კარგად ვერ გაიგო,ხომ ასეა,ბებო?
-კი,მაგრამ...
ბებიაჩემი ისე მიყურებდა,ახლა რომ მისთვის თანხმობა არ მეთქვა,ცოცხლად დამწვავდა.
-მაპატიეთ,ცუდად გამოვიდა.
-თუ წინააღმდეგი არ ხარ,ხვალ სადმე გავისეირნოთ. -საუბარში ილია ჩაერთო.
რაღა ახლა მოუნდა ამ „მკვდარზე ვენოკს“ გამოცოცხლება?
-ხვალ ძალიან ბევრი საქმე მაქ...
-მოახერხებს,აუცილებლად მოახერხებს! -ჩაერია ბებიაჩემი და ნუნუს და თამარს უხერხული სიცილი შეაგება.
რა გაეწყობოდა. დავთანხმდი. სტუმრები მალევე აიშალნენ,ღიმილით გადამკოცნ-გადმომკოცნეს. ილიამ ისე ნერვიულად ჩამომართვა ხელი,კიდევ ერთხელ დავეჭვდი ხვალინდელ გეგმებზე და ბებიაჩემს გადავხედე,იქნებ შევეცოდო მეთქი,მაგრამ შენც არ მომიკვდე.
ყველაფერი დაგეგმილი იყო. ხვალ „მკვდარზე ვენოკ“ ილიასთან ერთად უნდა წავსულიყავი პაემანზე. სიგიჟე იყო.
სიგიჟე! მაგრამ რაღა დაგიმალოთ და იმ დღიდან ყველაზე ნაკლებად გიჟი სწორედ ილია აღმოჩნდა.

* * *

ათი საათი არ იყო თამილამ რომ გამაღვიძა.
-ბებო,დეაკო,გაიღვიძე.
-რა გინდა,რააა? ხომ შეიძლება ერთ დღეს მაინც დამაძინოთ? -საცოდავად ამოვიკნავლე და საათს დავხედე. -კარგი რა თამილა,რომელი საათია? რა გინდა ამ დილაუთენია?
-ხომ გახსოვს იმ ბიჭს რომ ხვდები დღეს? ადექი,მოემზადე! -ეშმაკური ღიმილით მიყურებდა ბებიაჩემი.
-ბებო,შეხვედრა ხუთ საათზე დავთქვით,ახლა რატომ მაღვიძებ?
-ადექი შვილო,ისაუზმე,მოწესრიგდი. გოგო ხარ ბოლოს და ბოლოს. ხომ უნდა გეტყობოდეს,რომ პაემანზე მიდიხარ?
სულ ოხვრით და ჩხუბით წამოვდექი საწოლიდან და სამზარეულოსკენ ავიღე გეზი,სადაც მამაჩემი და დედაჩემი დამხვდნენ.
-რა გაცინებთ? ნორმალურია ეს ახლა? - შევუტიე მშობლებს.
-არ აწყენინო რა მამა, ხომ იცი მაგის ამბავი?
-მერამდენე პაემანზე უნდა წამიყვანოს,ხალხი არ ხართ? მიშველეთ რამე!
მამაჩემს და დედაჩემს ისტერიკული სიცილი აუტყდათ,მეც გამეცინა. სხვა რა გზა მქონდა. მხიარული ნოტა იქამდე გაგრძელდა,სანამ თამილა სამზარეულოში თავისი ახალგაზრდობის ორი ყველაზე ძვირფასი კაბით არ დაბრუნდა.
-ბებო,ნახე რა მოგიტანე...
-თამილა,თუ არ გინდა ეგ შენი ნაქები ილია და მაგისი ორივე კუპიდონი ჯანდაბაში არ გავუშვა,თავი დამანებე და ის მაინც მაცალე ტანსაცმელი ჩემით ავარჩიო!
-კარგი,ბებო,კარგი! რაც გინდა ის ჩაიცვი. -მომეფერა ბებიაჩემი და სამზარეულოდან ღიღინით გავიდა.
მაინც არ მომასვენა. ხუთ საათამდე უკან დამსდევდა და ყველაფერზე შენიშვნას მაძლევდა.
მოკლედ,სახლიდან ძლივს გავაღწიე. გზაში მშვიდად ვაწყობდი გეგმებს,როგორ გამეგიჟებინა ილია პირველივე პაემანზე ისე,რომ მეორედ ჩემთან შეხვედრის სურივილი აღარ გასჩენოდა. ასე ბევრჯერ გამიკეთებია. ბებიაჩემს გულს არ ვწყვეტდი,მის არჩეულ ბიჭებს ვხვდებოდი,პაემნებზეც დავდიოდი,მერე მისი ნაქები ყმაწვილები ჭკუიდან გადამყავდა და ასე გავდიოდი იოლად.
სალომემ დამირეკა.
-საღამოს ხომ მოდიხარ? არ მითხრა არაო,თორემ გეფიცები მართლა ამოგწერ...
-მოვდივარ შენ თავს გეფიცები! რა წამოვიყოლო?
-შენ ამოდი და არაფერი არ გვინდა! -იკივლა სალომემ და ყურმილი დამიკიდა.
კაფეში რომ შევედი,ილია უკვე მაგიდასთან დამხვდა გამწესებული. ზოლიანი პერანგი და ნაცრისფერი შარვალი ეცვა. თმა ამჯერად მარჯვნიდან მარცხნივ გადაევარცხნა,გაგიკვირდებათ და სათვალეც არ ეკეთა. ნერვულად იყურებოდა აქეთ-იქით,რომ დამინახა უფრო აღელდა და კინაღამ წყალი გადაივლო პერანგზე.
-ილია,გამარჯობა.
ფეხზე წამოხტა,ხელი გამომგლიჯა და მაკოცა. სიცილს ძლივს ვიკავებდი.
-დაჯექი. ყავას დალევ თუ ჩაის?
-ყავა იყოს,კაპუჩინო.
-ძალიან ლამაზად გამოიყურები. -გამიღიმა ილიამ. პრინციპში,უფრო სწორი იქნებოდა,რომ მეთქვა ჰაერს გაუღიმა-მეთქი. ეს ბიჭი არაფრის დიდებით არ მიყურებდა თვალებში.
-მადლობა. ილია,რაღაც მინდა აგიხსნა..
-მეც ამის თქმა მინდოდა. მოკლედ,ხშირ შემთხვევაში არ მიყვარს ხოლმე,როცა ბებიაჩემი პაემნებზე დამათრევს.. -აქ კი ვიფიქრე გადავრჩი-მეთქი,სანამ ილიამ არ გააგრძელა. - მაგრამ..
-რა მაგრამ?
-მაგრამ შენ ძალიან მომეწონე. ძალიან სხვანაირი ხარ. ლამაზი,ჭკვიანი. პირდაპირ ჩემი გემოვნების.
-იცი,მე..
-ნუ მაწყვეტინებ! არ გაჩქარებ,როცა შენ გენდომება მაშინ გადავწყვიტოთ.
-რა უნდა გადავწყვიტოთ? -ცოტაც და სიცილი ამიტყდებოდა.
-ურთიერთობის დასერიოზულების ამბავი... - კიდევ ჰაერში იყურება.
-ილია,იქით რატომ იყურები?
-საქმე იმაშია,რომ სათვალის გარეშე ცუდად ვხედავ.
აქ კი მართლა ტუჩები დავიჭამე,რომ არ გამცინებოდა.
-ძალიან ვაფასებ შენს ჩემდამი გრძნობებს,მაგრამ შეყვარებული მყავს.
არ ვიცი,საიდან მოვბოდე,მაგრამ ენაზე ეს მომადგა. ვიფიქრე დათას სმს-სს გავუგზავნი,რომ მომაკითხოს,ილიაც დარწმუნდება და თავს დამანებებს მეთქი,მაგრამ უცბათ ბიჭმა მაგიდას მუშტი დაარტყა. ნერვებმა მიმტყუნა და ხმამაღლა ამიტყდა სიცილი.
-რას აკეთებ?
-რას ნიშნავს შეყვარებული გყავს? აბა მე რაღატომ შემხვდი? არ მჯერა!
-ილია,ძალიან გთხოვ. მგონი ზრდასრული ადამიანები ვართ და...
-არ მჯერა რასაც ამბობ!
ტელეფონი ამოვიღე,დათასთვის დასარეკად,როცა დახლთან ანდრო ცხადაძე დავინახე. წამით გავშეშდი,მერე კი თავში გენიალური იდეა მომივიდა. თავი უნდა გადავირჩინო!
-არ გჯერა? აი,ჩემი შეყვარებულიც მოვიდა! -გავიჯგიმე და ყვირილი ავტეხე. - ანდრო! ანდრო აქეთ!
ცხადაძე აქეთ-იქით იყურებოდა გაოცებული,ხელში ხელსახოცების გროვა ეჭირა და ვერ გაეგო საით გაეხედა.
-ანდრო,საყვარელო,აქეთ ვარ!
თვალი მომკრა და ჩემი არაადეკვატურობით გაოცებული, ჩემკენ ნელი ნაბიჯებით წამოვიდა. ილიას სახე აწითლებოდა.
-ხომ არ გჯეროდა? აი,გაიცანი, ეს ანდროა! -გავიღიმე და ცხადაძეს მკლავზე მოვკიდე ხელი.
-ეს... ეს აქ საიდან გაჩნდა? -ილიას ენა დაება.
-დეა,გამარჯობა. როგორ ხარ? -ანდრო ისევ გაოცებული ჩანდა.
-ჩამოჯექი,საყვარელო. ეს ილიაა,რომ გიყვებოდი. -ანდროს განწირული სახით შევხედე და თვალები დავუქაჩე.
ბიჭი ხან მე მიყურებდა,ხან ილიას. გონზე ვერ მოდიოდა.
-დიდი სიამოვნებით,მაგრამ ვერ ჩამოვჯდები,იქით მელოდებიან. -მითხრა ანდრომ და შეუმჩნევლად მანიშნა მოპირდაპირე მაგიდისკენ,სადაც ქერა გოგო ზურგით იჯდა.
„ჯანდაბა! ახლა რა ვქნა? „
-შენ შეყვარებულს სადმე ეჩქარება? - ნიშნისმოგებით წამოიძახა ილიამ.
ანდროს თვალები გაუფართოვდა და გაკირვებულმა გამომხედა.
-არსად ეჩქარება,ჩამოჯდება. -წამოვდექი და ვუჩურჩულე. -გეხვეწები სულ ორი წუთი. ოღონდ ახლა მიშველე და ამას არ დაგივიწყებ.
ანდრომ უხერხულად გაიღიმა და ჩამოჯდა.
-კარგი. ილია ხომ? რამე პრობლემაა?
-შენ და დეა ერთად ხართ? -ილია ცდილობდა ჩემთვის ან ცხადაძისთვის ეყურებინა,მაგრამ მგონი სათვალის პრობლემა ისევ მყარად იდგა თავის ადგილას.
ცხადაძემ გადმომხედა,ისეთი საცოდავი სახე მქონდა და ისე ჩავბღაუჭებოდი მის მკლავს,რომ ალბათ მიხვდა საქმის სირთულეს.
-კი,მე და დეა ერთად ვართ. ერთმანეთი ძალიან გვიყვარს,რა არის ამაში გაუგებარი?
-მაშინ მე რატომ შემხვდა? -არ დრკებოდა ილია.
ანდროს მოთმინება ეწურებოდა,შიგა და შიგ მეზობელი მაგიდისკენ იყურებოდა,სადაც გოგონა იჯდა.
-იმიტომ რომ შენთვის ყველაფერი აეხსნა,კიდევ დიდხანს უნდა გარწმუნო იმაში,თუ როგორ მიყვარს ჩემი შეყვარებული? -კბილებში გამოსცრა ანდრომ და სიტუაციის გასამძაფრებლად ხელი გადამხვია.
ასეთი უხერხულობა ჯერ არ მიგრძვნია,თვალებს მეც ვაპარებდი მაგიდისკენ,საბედნიეროდ ის გოგო უძრავად იჯდა და ტელეფონში იყურებოდა.
-მე.. მე ბოდიშს ვიხდი. -დაიბნა ილია.
-ბოდიში მიღებულია,მაგრამ ამიერიდან ჩემს შეყვარებულს აღარ შეაწუხებ,გასაგებია? -ანდრო ტონს არ იცვლიდა,უკვე მეცინებოდა.
-კიდევ ერთხელ ბოდიში,მე წავალ. -ილია სევდიანად წამოდგა და კარებისკენ ხელებისცეცებით წავიდა.
წამით სინდისის ქენჯნა ვიგრძენი და ფიქრებში კიდევ ერთხელ გავლანძღე ბებიაჩემი,რომ ამ მდგომარეობაში ჩამაგდო,მეც და ანდროც. ილია ახალი გასული იყო კაფიდან,რომ თავზე ქერა გრძელთმიანი გოგო წამოგვადგა.
-ანდრო! რას აკეთებ? -წამოიკივლა და მივხვდი,რომ ცხადაძე შარში გავხვიე.
ანდროს ხელები წამებში მოვიშორე, ფეხზე წამოვდექი და გოგოს მივუბრუნდი.
-ყველაფერს აგიხსნი,შეგიძლია მომისმინო?
-შენ არავინ არაფერს გეკითხება! -დაიკივლა გოგომ და ანდროს გადასწვდა. -რას აკეთებ-მეთქი?
-ელენე,გაუგებრობაა..
-ასეთი უპატივცემულობა საიდან? კაფეში დამპატიჟე და მეორე წამს სხვა გოგოსთან ერთად ხელგადახვეულს გხედავ. მეორედ აღარ დამირეკო! -ქერათმიანი ბოლო ხმაზე კიოდა,იქვე დაგდებულ ჩანთას დასწვდა და კარისკენ დაიძრა,მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო,მოტრიალდა და ამჯერად მე მოვხვდი ხელში. - აი შენ კი,შე გოიმო, ეგ პიჯაკი მაგ ფეხსაცმელს საერთოდ არ უხდება!
დემოსნტრაციულად წავიდა კარისკენ,მე და ანდრო კი ერთმანეთს შეგვატოვა.
ანდრო სწრაფად გაეკიდა,მაგრამ გოგომ კარები ცხვირწინ მოუჯახუნა და ცხადაძესაც აღარ გაუგიჟებია თავი.
სირცვილისგან ხმას ვერ ვიღებდი. აშკარად ამ ბიჭის თავის ტკივილი ვარ. ჯერ იყო და ტყუილად ვეჩხუბე,ოცლარიანი სახეში მივაგდე და გავლანძღე,ახლა კი პაემანი ჩავუშალე და გოგო გავუქციე. მის სახეს რომ დავაკვირდი,ვერაფერი გავიგე.
გაურკვევლობა,შოკი,უხერხულობა. ყველაფერი ზედ ეხატა.
-ანდრო,ძალიან ვწუხვარ. ღმერთო,არც კი ვიცი...
უეცრად სიცილი აუტყდა. სკამზე ჩამოჯდა და ხელით თმა გაისწორა.
-დედას გეფიცები,ეს ამბავი რომ ჩემთვის ვინმეს მოეყოლა,არ დავიჯერებდი. ახლა რა მოხდა? -ანდრო სიცილს არ წყვეტდა,მე კი აფორიაქებული ვიდექი და ვერ გამერკვია,მისი რეაქცია როგორ გამეგო.
-წარმოდგენა არ გაქვს,როგორ ვწუხვარ. ყველაფერი გაგიფუჭე. იმ გოგოს ნომერს თუ მომცემ,ახლავე დავურეკავ და ავუხსნი. თუ საჭიროა ილიასაც ვთხოვ რომ...
-დეა,ამოისუნთქე და დაჯექი. -ანდრო კვლავ იცინოდა. -იმ გოგოზე არ ინერვიულო,ჩემი მეგობარია სამსახურიდან,ყავის დასალევად გამოვედით მხოლოდ,თუ ვნახავ ყველაფერს ავუხსნი.
-„თუ ვნახავ“,რას ნიშნავს?
-მგონი,აქ კითხვებს მე უნდა ვსვამდე. -იღიმოდა. -აშკარაა,რომ ამ წამს ორივეს პაემანი ჩაიშალა.
-ღმერთო,რა უხერხულია. -სერიოზულად ვწუხდი,რომ ბიჭი ამ მდგომარეობაში ჩავაყენე,ის კი მშვიდად იყო.
იმან საერთოდ გამაოცა,რომ რამდენიმე წამში მიმტანს დაუძახა და ორი კაპუჩინო ითხოვა.
-ვერ ვხდები,იმაზე უფრო მეცინება, რაც ახლა მოხდა, თუ იმაზე ასეთი რამ ჩემთან უკვე მეორედ რომ გემართება.
-ანდრო,ნუ იცინი. -უხერხულობა კიდევ უფრო მემატებოდა. -ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს..
-შენი პიჯაკი ფეხსაცმელს რომ არ უხდება,მაგიტომ? -ორივეს გაგვეცინა. -თუ ელენეზე ნერვიულობ,იმ ბიჭზეც იგივეს უნდა ფიქრობდე..
-ეგ სხვა ამბავია. -მეწყინა მე.
-რატომ? როცა ადამიანთან შეხვედრა არ გინდა,ეს პირდაპირ უნდა უთხრა. გრძნობებზე თამაში ძალიან ცუდი საქციელია. -ლექციასავით გამოუვიდა.
-პაემანი ბებიაჩემმა დამიგეგმა,უარი ვერ ვუთხარი და ისე გამოვიდა,რომ ეს ბიჭი სასწრაფოდ უნდა მომეშორებინა თავიდან.
ანდროს გაეცინა.
-ბებიაშენი პაემნების მოწყობის საჭიროებას ხედავს?
-ხომ იცი,მათი თაობისთვის ოცდახუთი წელი უკვე სერიოზული ასაკია.
-შენც ეგრე ფიქრობ? -ანდრო დაჟინებით ჩამაშტერდა თვალებში.
-ეგრე რომ ვფიქრობდე,ახლა შენთან კი არა,ილიასთან ერთად ვიჯდებოდი აქ. -გამეცინა მეც. -პაემანი ჩაგიშალე,მაგრამ გადამარჩინე. დიდი მადლობა.
-ჩემს ჩაშლილ პაემანს რა ვუყოთ?
უკვე გითხარით რომ ორივე ლოყა ეჩხვლიტებოდა? ღია მწვანე თვალები ჰქონდა,შავი მოკლე თმა,ოდნავ კეხიანი ცხვირი და უხეში ნაკვთები. შავი როლინგი და ჯინსის მუქი შარვალი ეცვა. ისე უნამუსოდ მივაშტერდი,საკუთარი თავის შემრცხვა.
-რა.. რა მკითხე?
-ჩემს ჩაშლილ პაემანს რა ვუყოთ-მეთქი?
-ხომ გითხარი,ავუხსნი ყველა...
-შენზე მომიყევი რამე,არაფერი არ ვიცი. ვერაფრის გაგებას ვერ ვასწრებ ხოლმე,ხან მაბულინგებ,ხან პაემნებს მიშლი.
გამეცინა.
-იუმორის გრძნობა კარგი გაქვს,ვერაფერს იტყვი.
-იუმორის გრძნობის გარეშე არასდროს არაფერი გამოვა. -დაასკვნა ანდრომ.
-აი,მე რომ მაგას ვამბობ-ხოლმე,მეგობრები დამცინიან.
-უჟმურ ადამიანებთან კონტაქტი ჩემთვის ყველაზე რთულია. იცი რამდენჯერ გამფუჭებია სამსახურში საქმე მაგის გამო? -ანდროს სერიოზული ტონი ჰქონდა.
-მესმის. მეც ძალიან მიჭირს ხოლმე. სერიოზულ სიტუაციებში თავის შეკავებაც მიჭირს. პანაშვიდზე ჩემი შეყვანა არ შეიძლება.
-ალბათ პანაშვიდსაც გააჩნია,არა? -სიცილით იკითხა ანდრომ.
-ჰო,რა თქმა უნდა.
ეს ბიჭი მაბნევდა,თითქოს ჩვეულებრივი ტონით ლაპარაკობდა,არაფერს ზედმეტს,მაგრამ ყველა წინადადებაში ქვეტექსტებს ვეძებდი. თითქოს რაღაცას მანიშნებდა,მე კი მინიშნებები უნდა მეპოვა.
საკმაოდ დიდხანს ვილაპარაკეთ. ანდრო ძალიან ჭკვიანი,მშვიდი და ამავდროულად საოცარი იუმორის პატრონი იყო. მასთან ყველა თემაზე ლაპარაკით მიიღებდი სიამოვნებას.
საკუთარ თავთან არ ვტყდებოდი,ან ვტყდებოდი... ამ ბიჭით აღფრთოვანებული ვიყავი.
კაფიდან ერთად გამოვედით. ანდრომ მაშინ მითხრა.
-სხვათა შორის,დღეს დათამ დამირეკა,რაღაცას მებოდიალებოდა,მოდიო. შემთხვევით შენც იქ ხომ არ მიდიხარ?
-კი,იქით მივდივარ. -გამეცინა. -შენც ჩემსავით გჩაგრავენ?
-მე შენზე უარეს დღეში ვარ. ოჯახსა და მეგობრებს შორის ვიხლიჩები. ხან დათას შემორიგება მიწევს,ხან დედაჩემის. -ანდროს ეცინებოდა.
-რომელი უფრო რთულია? -ავყევი მეც.
-დათა! დედაჩემს ტკბილეულით ვირიგებ ხოლმე,ამას რიტუალები უნდა უტარო.
-ჰოდა,სანამ ერთად გაფიცულან სალომე და დათა,წავიდეთ.
-მოდი,ტაქსს გავაჩერებ. -გატრიალდა ანდრო. -ოღონდ ნამდვილ ტაქსს, წამო განახო როგორ გამოიყურება. -ცხადაძე კვლავ იცინოდა და იქამდე არ გაჩერდა,სანამ მეც არ ამიყოლია.
-მადლობა,ანდრო. მაგრამ მანქანით ვარ,ისე შენს მანქანას რა მოუვიდა?
-შენს მერე ვეღარ ქაჩავს. -სახე დაუსევდიანდა. -როგორც მაშინ აღნიშნე,“არც ერთ იამას არ ავაცილე“ და ცოტა დაერხა.
სიცილი ამიტყდა.
-შენს იუმორს ცოტა მასხარაობის ელემენტებიც ურევია,მგონი.
-შეიძლება,არ ვარ მთლად უარზე. -დამეთანხმა ცხადაძე და ერთად დავიძარით მანქანისკენ.
გზაში ისიც აღმოვაჩინეთ,რომ თითქმის ერთი მუსიკალური გემოვნება გვქონია. თითქმის... სანამ ერთ ძალიან მტკივნეულ თემასთან არ მივიჭერით.
-Metallica-ს, “Guns ‘N’ Roses როგორ გირჩევნია,მეღადავები? -ყვიროდა ანდრო.
-მირჩევნია და რა ვქნა? დაჟე,მაგათ ზოგ სიმღერას ვერც ვუსმენ.
-ჯერ ერთი, „მაგათ“ არა,რა! -დაიძაბა ანდრო. - ღმერთები არიან ეგენი და მერე მეორეც,შენი მანქანა რომ არ იყოს,შუა გზაზე დაგტოვებდი.
ეს ძალიან მწარედ გამახსნდა და სიცილით ვუთხარი.
-ხო,შენ შუა გზაში დატოვება მაგრად იცი.
-მაგიტომ არ გადამიხტი მანქანიდან?

მგონი ცხოვრებაში პირველად მეწყინა თბილისის ცარიელი ქუჩები. მალე მივედით სალომესთან. ანდრომ ჯერ მე შემატარა,მერე თვითონ მომყვა. უამრავ ხალხში გავერიეთ და ძალიან მალე დავკარგეთ ერთმანეთი. იმედი მქონდა მისი ჯენტლმენობა ხელს არ შეუშლიდა,ჩემთვის სახლში დატოვება ეთხოვა. მერე რა მოხდა? უმანქანოდ იყო.
სპეციალურად წვეთი არ დამილევია,რომ მანქანაზე დაჯდომა შემძლებოდა. რა ჯანდაბა მომდიოდა?
იმ ღამეს ანდრო აღარ მინახავს. გული დამწყდა,მაგრამ დარწმუნებული ვიყავი,რომ ამ სულელური ამბების შემდეგ ერთმანეთს რაღაცნაირად გადავეჯაჭვეთ. დებილურად ჟღერდა,მაგრამ არც შევმცდარვარ.
მეორე დღეს ანდრომ დამირეკა.
-დეა,დღეს ყავაზე რომ დაგპატიჟო,გეცლება? ჩათვალე ჩაშლილი პაემნის სამაგიეროა!
* * *
2019 წელი.
ძალიან დიდხანს ვიყავით ჩუმად. ან რა იყო სათქმელი? ქორწილიდან მოტაცებული,ყოფილი შეყვარებულის მანქანაში ვიჯექი. ჩემი საქმრო,მეგობრები,ოჯახის წევრები ალბათ გიჟებს გავდნენ.
სალომე! ეს როგორ გამიკეთა?
მაგრამ არ მიკვირს. გუგა არასდროს მოსწონდა. ჩემი და ანდროს ფანი იყო ყოველთვის. იმის მიუხედავად რაც გავაკეთე,ან ანდრომ გააკეთა, მაშინაც არ დაუკარგავს ჩვენი შერიგების იმედი.
ვერ გამეგო,რას ვაკეთებდი მის მანქანაში. რა ჯანდაბა მინდოდა იქ,საიდანაც დიდი ხნის წინ უნდა გავმქრალიყავი?
ხომ გეუბნებით? ჩვენთან ყველაფერი უჩვეულო იყო.
პირველი შეხვედრა.
პირველი პაემანი.
პირველი კოცნა.
პირველი ჩხუბი.
პირველი დაშორება.
პირველი და უკანასკნელი დაშორება.
ანდროს გავხედე. მანაც შემომხედა.
როგორ მინდოდა ერთხელ ისე გაეღიმა,როგორც ძველად.
* * *
2016 წელი.
მე და ანდრო თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს. მასთან სულ სხვანაირი ვიყავი და პირიქით. ჩემი ანდრო ჩემთვის ყველაზე განსაკუთრებული იყო. საოცრად თბილი,მზრუნველი,ყურადღებიანი,მასთან ვერ მოიწყენდი. ისე კარგად მიდიოდა ყველაფერი,მიკვირდა კიდეც.


-გეფიცები,ხანდახან მგონია,რომ ერთმანეთისთვის ხართ შექმნილები. -სალომე ხშირად იმეორებდა ამ ფრაზას.
-გეყოფა,სალო. ჯერ ერთადაც კი არ ვართ.
აქ სალომე ჩაიცინებდა და მომაძახებდა ხოლმე,დებილი ხარო.
შუა დეკემბერი იყო დათამ რომ დაიჟინა, გინდა თუ არა, ბათუმში წავიდეთო. შუა კვირაში და თან ვიმეორებ,დეკემბერში.
მოკლედ,ხან სალომე მეხვეწა,ხან დათამ მაფიცა წინაპრების სულები,ბოლოს კი ანდრო გამოუშვეს ჩემთან,ამ უკანასკნელმაც ბავშვებს არ ვაწყენინოთო და დილითს რვა საათზე უკვე ბათუმისკენ მიმავალ მანქანაში ვისხედით.
-აი,მაინც ვერ ვხვდები რა ჯანდაბა გვინდა ამ ყინვაში ბათუმში? -წუწუნს მაინც არ ვწყვეტდი.
-მაგას აქვს,გოგო,მუღამი. ყველა სიცხეში დადის,ჩვენ განსხვავებულები გავიჩითებით.
-კი,დათა. ფილტვების ანთებას რომ ავიკიდებთ,მაგარი განსხვავებულები გავიჩითებით. -გამეცინა და ანდროს გადავძახე. -როგორია საბარგულით მგზავრობა?
-ხუმრობის ხასიათზე ვართ? -გადმომყვირა ოთხად მოკეცილმა ანდრომ და საცოდავად ამოიკნავლა.
ჩვენთან ერთად დათას ორი მეგობარიც წამოვიდა,მათ გამო კი ანდროს საბარგულით უწევდა მგზავრობა.
-დებილი ვარ ამხელა კაცი,შენ რომ დაგიჯერე. -იკურთხებოდა ანდრო და შიგა და შიგ დათას ლანძღავდა.
კიდევ კარგი,რომ გზა არ გაწელილა და ბათუმში მალე შევედით. ნომრებში დავნაწილდით,ვისაუზმეთ და სასეირნოდ გავედით.
დათამ გვაიძულა მთელი ბათუმის ქუჩები ფეხით მოგვევლო. ვინც მანქანას ახსენებდა,სჯიდა და დამატებით აკეთებინებდა ბუქნებს. ბოლოს ანდროს რომ ყელში ამოუვიდა,კინაღამ პირდაპირ შუა ქუჩაში სცემა.
-აუ,წამო რა ციცინათელაში წავიდეთ! -წამოიყვირა სალომემ.
მე და ანდროს ვინ რა გვკითხა,გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო. ძლივს სადღაც განმარტოებულებს, უცბათ,თავს დაგვეცნენ და ძალით ჩაგვტენეს მანქანაში.
-იმაზეც მადლობლები ვართ დათა,რომ ქობულეთში წასვლაც ფეხით არ მოინდომე.
-ეგეც იქნება,ჩემო ანდრო,მაგაზე არ იდარდო.
ციცინათელა თითქმის სულ ცარიელი იყო,ძალიან იშვიათად ვინმე შეგვხვედროდა.
ბავშვობიდან ძალიან მეშინია სიმაღლეების. ეშმაკის ბორბალზე ცხოვრებაში არ ვმჯდარვარ.
იმ დღემდე.
-არ არსებობს! ვერ დავჯდები,სალომე. რა ვერ გაიგე? -ვკიოდი და ანდროს ხელზე ვეჭიდებოდი. -მეშინია!
-გოგო,ხომ უნდა დაძლიო ოდესმე შიში? - არ მეშვებოდა დათა.
-ვაიმე,ეშმაკის ბორბალის გარეშე ვერ ვიცხოვრებ,თუ როგორაა ჩემი საქმე? -გავცხარდი მე.
-კაი,შეეშვით,ძალაა მართლა? -ამყვა სანდრო და ხელი გადამხვია.
მეც თავი დაცულად ვიგრძენი და გავიყურსე.
-სუფთა წიწილა ხარ! -ენა გამომიყო სალომემ და კაბინაში შეხტა.
არ ვიცი,როგორ და რანაირად,მაგრამ 2 წუთში ეშმაკის ბორბალზე დაჯდომის სურვილი მეც გამოვთქვი. როგორ არ მარწმუნა ანდრომ,არ გინდაო,მაგრამ არ დავუჯერე.
ნეტა დამეჯერებინა!
კაბინა ოდნავ ასცილდა თუ არა მიწას,კანკალი დამეწყო.
-ღმერთო,აქედან ცოცხალი ჩამიყვანე და გეფიცები,აღარასდროს გავივლი იმ ბეცების ჭკუაზე!
-დეა,გინდა გავაჩერებინო?
-რა უნდა გააჩერებინო,გაგიჟდი? ახლა აქ რომ გამოვეკიდო,გავაფრენ! -ვკიოდი და ანდროს ვეხუტებოდი.
-მისმინე,უბრალოდ კაბინაა,არაფერი მოუვა და სულ რაღაც თხუთმეთ წუთში დაბლა ვიქნებით.
-ანდრო,ძალიან მეშინია. -სიმწრით მეცინებოდა და სხეულს ვეღარ ვაჩერებდი.
ამაზე ხშირად ვფიქრობ ხოლმე. ანდრომ ეს მაშინ იმიტომ გააკეთა,რომ დავემშვიდებინე,თუ მხოლოდ მიზეზიღა სჭირდებოდა.
ჩემი სახე ხელებში მოიქცია,თბილად მომეფერა ლოყაზე და მერე ძალიან ფრთხილად მაკოცა.
არც თინეიჯერი ვიყავი და არც ჩემი პირველი კოცნა იყო ეს,მაგრამ ვიგრძენი,როგორ დამიბუჟდა მთელი სხეული. ძალიან უსუსურად ავყევი კოცნაში.
მერე გაჩერდა,შუბლით შუბლზე შემეხო და ძალიან მაგრად ჩამიკრა გულში.
ვიღას ახსოვდა სიმაღლის შიში?
ხომ გითხარით.
ჩვენთან ყველაფერი უჩვეულოდ იყო!
* * *
2019 წელი.

რაღაც სოფელში შევედით. სიბნელის გამო წარწერა ვერ გავარჩიე,არც ამის თავი მქონდა და არც ნერვები. ანდრომ მანქანა კერძო სახლთან დააყენა. სახლში შუქი ენთო.
ჭიშკრის კარი გამოაღო,მერე მანქანაში დაბრუნდა და შიგნით შეიყვანა. ძრავა გამორთო. გადმოვიდა და მალე ჩემს მხარეს კარები გაიღო.
-არ გადმოხვალ?
-არა,არ გადმოვალ. -თითქოს შეუვალი ვიყავი.
-დეა, გარეთ ყინავს,მთელი ღამე მანქანაში ხომ ვერ იქნები,გადმოდი.
-არ გადმოვალ-მეთქი,ვერ გაიგე? -ტონი გამიმკაცრდა.
-ვერ ვიტან უხეშად რომ მელაპარაკები და ძალიან ვბრაზდები,როცა შენთან ძალის გამოყენება მიწევს. ამიტომ,გთხოვ,გადმოდი.
-არა!
ანდრომ ამოიხვნეშა,ფეხებსა და მკლავებში ერთდროულად მომკიდა ხელი და მანქანიდან გადამსვა.
-გამიშვი ხელი! ცხოველო!
-იარე.
-კაბა დაისვარა,ვერ ხედავ რა ტალახია? -კბილებში გამოვცერი.
წამით შევამჩნიე,როგორ გაუკრთა ანდროს ბრაზი სახეზე,მერე მომიახლოვდა და მკითხა:
-რამე მეტყობა,რომ მაგ კაბის ბედი მაინტერესებს?
ხელი მომკიდა და სახლისკენ წავიდა.
მორჩილად მივყვებოდი. კაცს,რომელმაც მიმატოვა. რომელიც მეც მივატოვე.
ჩემი ქორწილის დღეს კი,მაინც მასთან ვიყავი.
ერთხელ სალომემ მითხრა:
-იცი ვის მაგონებთ?
-ვის?
-მიას და სებასტიანს.
-ჰა? -თვალები ვჭყიტე.
-რა იყო,ბანძო. „ლა ლა ლენდი“ ნანახი არ გაქვს? მოკლედ,შეიძლება ერთად არ იყოთ,მაგრამ ერთმანეთი ყოველთვის გეყვარებათ.
ანდრომ კარზე დააკაკუნა. კარი მოხუცებულმა,ჭაღარა,სასიამოვნო აღნაგობის ბაბუმ გააღო და შიგნით შეგვიპატიჟა.
-მოდით,ბაბუა,მოდით. დასხედით,გაიყინებოდით. -გვიღიმოდა ბაბუ და ბუხარში შეშას უმატებდა. -შენი ცოლია,ბაბუ? -ჰკითხა ანდროს.
-სხვისი ქორწილიდან მოვიტაცე,ბაბუ. -ნაღვლიანად გაეღიმა ანდროს.
ბაბუმ გადახარხარა. ხუმრობა ეგონა,ალბათ. ანდროც აჰყვა.
-კი,ჩემი ცოლია.
-კარგით,ბაბუა,მე აღარ შეგაწუხებთ. მეორე სახლიც ჩემია მეზობლად და იქ დავრჩები,თუ რაიმე დაგჭირდეს,ბაბუ,გადმამძახე ხოლოთ.
-დიდი მადლობა,ამირან ბაბუა.
ანდრომ მოხუცი გააცილა და მისაღებში დაბრუნდა.
-რატომ იცრუე?
-სიმრთლე ვუთხარი,მაგრამ ხომ ხედავ, არ დაიჯერა.
იქვე ჩანთა იდო,ახლოს მივიდა. ტანსაცმელი ამოიღო და გამომიწოდა.
-გამოიცვალე,მე რაღაცებს მოვიტან მანქანიდან.
-ახლა შენი ბრძანებები უნდა ვასრულო?
-დეა,რა ბრძანებები? გაიყინები მაგ ტანსაცმელში.
-ამ კაბიცს ჩაცმა,სხვათა შორის,ჩემი არჩევანი იყო.
ანდრომ კბილები დააჭირა ერთმანეთს და ძალიან ძლიერად მომუშტა ხელი.
-რატომ ცდილობ წყობიდან გამომიყვანო? -მკითხა საცოდავად.
ანდრო გავიდა. ამ კაბის გახდის ათასი ვარიანტი მქონდა წარმოდგენილი ამ წუთამდე.
სიმართლე რომ გითხრათ,ბედნიერი ვიყავი,რომ მისი მოშორება ასე მომიწია.
ანდრო რომ დაბრუნდა,უკვე ჩაცმული ვიყავი.
-ჩაის დალევ?
-ანდრო,რა მინდა აქ?
-ხილის იყოს თუ მეორე? შენი საყვარელი, კენკრისაც მაქვს,მოვემზადე. -გაეცინა.
ნერვებმა მიმტყუნა,ფეხზე წამოვვარდი და ვიყვირე.
-ანდრო,რატომ თამაშობ ჩემს გრძნობებზე?
ყველაფერი ძირს დადო,რაც ხელში ეჭირა. გაკვირვებულმა შემომხედა.
-რამდენიმე საათის წინ სხვა კაცს მიჰყვებოდი ცოლად და კიდევ მე ვთამაშობ შენს გრძნობებზე?
ტანში გამცრა. ფეხებში ძალა წამერთვა.
-კენკრის. კენკრის ჩაი მინდა. -აღმომხდა და ჩემს ადგილას დავჯექი.

* * *
2016 წელი.
იმ კოცნის შემდეგ აღარაფერი იყო თავის ადგილას.
მაშინვე გამოვუტყდი თავს,რომ ანდრო ცხადაძე სიგიჟემდე მიყვარდა. როგორ,რანაირად,როდის?
არაფერი ვიცი,მაგრამ ასე იყო.
ჩვენი ურთიერთობა ერთი დიდი ქაოსი იყო. პლიუსი და მინუსი ვიყავით,მაგრამ ვანეიტრალებდით ერთმანეთს.
ერთი დღე არ გავიდოდა არ გვეჩხუბა.
ყვირილამდე,ტირილამდეც გვიჩხუბია,მაგრამ გვერჩივნა ერთმანეთისთვის გვეყვირა,ოღონდ არასდროს ვყოფილიყავით შორს.
ერთხელ ძალიან მაწყენინა. მხოლოდ იმიტომ რომ ბავშვივით გავებუტე და დათასთან ჩავიკეტე წყნეთში,ჯერ დათას სახლის ჭიშკარზე,შემდეგ კი ხეზე ამოცოცება მოუხდა,რომ როგორმე ოთახამდე შემოსულიყო.
-რა გიჟი ხარ,ანდრო.
-მასე აღარ გამებუტო რა. -ძალიან თბილად მაკოცა.

* * *

ანდროს დაბადების დღეები არ უყვარდა. თავისას კი განსაკუთრებულად ვერ იტანდა.რომ ვეკითხებოდი რატომ-მეთქი,მპასუხობდა, გადამეტებული ყურადღება მაწუხებსო. მეც ისე გავაკეთე,რომ იმ დღეს ჩემ გარდა არავის შეეწუხებინა.
ყაზბეგში,მის საყვარელ ადგილას დავჯავშნე სასტუმროს ნომერი და შუაღამისას დავადექი სახლში.
-დაბადების დღეს გილოცავ!
-რა გიჟი ხარ,დეა! -გამიცინა. -ძალიან მიყვარხარ.
პირველად მაშინ წამოსცდა მიყვარხარო.
ყაზბეგის ნომერში მთვარის შუქის ფონზე მარტოები რომ დავრჩით, იმ წამს ვიგრძენი საშინლად მძაფრად მისი სიყვარული.
-დეა,დიდი მადლობა,რომ მაშინ მანქანაში ჩამიხტი.
გამეცინა.
-მაინც შევხვდებოდით,დებილო.
-ჰო,მაგრამ, მაშინ გადაწყდა ზემოთ რაღაც.
ანდრომ მაკოცა. მერე ძალიან ნაზად გამხადა ქურთუკი, მე პერანგის ღილები შევუხსენი. თამამად ავათამაშე მის მკერდზე ხელები. კოცნა უფრო მომთხოვნი გახდა,მთელი სახე დამიკოცნა,თუმცა არ ეყო. მალე უკანასკნელი ნაჭერიც შემომეძარცვა სხეულზე.
ყველაზე ბედნიერი ღამე იყო ჩემს ცხოვრებაში.
ვინმეს რომ ეთქვა შენ და ანდრო ამდენ რამეს გადაიტანთო,მაინც დაუფიქრებლად დავიწყებდი ამ ურთიერთობას თავიდან.
****
დეკემბრის მერე ყველაფერი აირია.
სამსახურში ძალიან ბევრი საქმე მქონდა. შეკვეთები მოდიოდა და მოდიოდა. არაფრისთვის მრჩებოდა დრო. ანდრო მოთმინებით იტანდა ჩემს გრაფიკს,სამსახურში მაკითხავდა,ჩემთვის საჭმელი ან ტკბილეული მოჰქონდა,იმიტომ რომ ზოგჯერ, შესვენებაზე გასვლის დროც კი არ მქონდა.
-დეა,მგონი ძალიან გადაიღალე. -ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს,ანდრო სახეზე მომეფერა და მითხრა. -ხომ არ ჯობს ცოტა ხანს დაისვენო?
-ანდრო,ახლა სამსახურიდან რომ დავეთხოვო,უპასუხისმგებლობა იქნება,თან მგონი დაწინაურების შანსი მაქვს. ხომ იცი,ამისთვის ვწვალობ მთელი ცხოვრებაა და არ მინდა ახლა ყველაფერი წყალში ჩავყარო.
ანდრომ გამიღიმა.
-საერთოდ რომ ვეღარ გნახულობ, მაგას რა ვუყოთ? მე არ ვარ ცოდო?
-გეხვეწები,ეს ერთი კვირაც მოითმინე და ამ შაბათ-კვირას სადმე წავიდეთ. მარტო მე და შენ.
-იცოდე,ვიმახსოვრებ.
მტკიცედ გადავწყვიტე,რომ ეს უქმეები მთლიანად ანდროსთვის უნდა დამეთმო. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა,სანამ ჩემმა უფროსმა არ გამომიცხადა მომავალ კვირას ტენდერია და ახლა ყველაზე მეტად მჭირდებიო. უარის თქმა არ გამოდიოდა,არ ვიცოდი ანდროსთვის როგორ შემეპარებინა ეს ყველაფერი. რომ დავურეკე,ხმაზე შემატყო,მაშინვე მიხვდა.
-რაღაც მოხდა ხო?
-ანდრო,უფროსმა მთხოვა,მომავალ კვირას ტენდერია და..
-ყველაფერი მზად იყო უკვე. -ამოიოხრა.
-გთხოვ,მაპატიე რა,ამ ყველაფერმა ჩაიაროს და..
-კარგი,დეა,კარგი.
ტელეფონი გამითიშა. ვიცოდი ძალიან ნაწყენი იყო და მესმოდა. ძალიან ბევრჯერ გამიგო,ბევრჯერაც მოითმინა ჩემი უპასუხისმგებლო საქციელი,ვიცოდი,თვითონაც ბევრი საქმე ჰქონდა,ბევრს მუშაობდა,მაგრამ ჩემთვის მაინც ყოველთვის პოულობდა დროს.
ის შაბათი-კვირა სრული სიგიჟე იყო. ტენდერამდე ანდროსთან არც კი მილაპარაკია. როგორც იქნა,ყველაფერი დამთავრდა,ტენდერმა კარგად ჩაიარა. ჰოდა,პარასკევს day-off ავიღე,ყველაფერი დავგეგმე და დილითვე დავადექი ანდროს სამსახურში. რომ დამინახა,თვალები გაუნათდა,მაგრამ დამეფიცება,საკუთარ თავს შემოუძახა,გაბრაზებული ხარ და ნუ იცინიო და ისე მოქცევა დაიწყო,თითქოს იქ არც ვყოფილვარ.
-ბიჭებო,როგორ ხართ? -მივესალმე ანდროს თანამშრომლებს, გიორგის და ირაკლის.
-სად ხარ გოგო,ლამისაა სული განუტევოს. -იხუმრა ირაკლიმ და ჩაიფხუკუნა.
-შენი უკბილო ხუმრობები შენთვის შეინახე. -დაეღრინა ანდრო და კომპიუტერში კირკიტი გააგრძელა.
-დედას გეფიცები,ეს ერთი კვირაა ყველას ეჩხუბება,ავი ძაღლივით იცოფება. -აჰყვა გიორგიც.
-თავს გაგიტეხავ! -ანდროს სახე რომ არა,აუცილებლად გამეცინებოდა,მაგრამ ისე გვიყურებდა ხან მე და ხან ბიჭებს,რომ ნამდვილად არ ღირდა გარისკვა.
-მე წავედი,რამეს ვიყიდი,თორე კუჭი გამიხმა. -ირაკლიმ თვალი ჩამიკრა და მაგიდიდან ადგა.
-მეც მოვდივარ! ეე,რომეო,წამოგიღოთ რამე? -სიცილით ჰკითხა გიორგიმ ანდროს,უარის შემდეგ კი ჩუმად გაიძურწა კაბინეტიდან.
მარტო დავრჩით,ანდროსთან მივედი და წინ დავუჯექი.
-არ მელაპარაკები?
-გელაპარაკები. -ჩემთვის არც შემოუხედავს.
-რომ არ მიყურებ? -გამეცინა.
-ეგ როდის აქეთ გაინტერესებს? -ანდრომ ლეპტოპო ჩახურა და თვალი გამისწორა.
-ეგ თუ არა,სხვა რა მაინტერესებს? -მივუცუცქდი და ლოყაზე ვაკოცე. -ნუ მებუტები.
-არ გებუტები,ნაწყენი ვარ უბრალოდ. -ანდრომ სახე ამარიდა და ადგა. -ხომ იცი,შენგან ყველაზე მეტად ვერ ვიტან მაგ დამოკიდებულებას,მთელი კვირაა არც დაგირეკავს.
-ვიცი,ძალიან ცუდი გოგო ვარ,მართლა ვწუხვარ,რომ გეგმები ჩაგვეშალა. მაგრამ დღეს გავეთავისუფლე,შაბათ-კვირასაც. თანაც ყველაფერი დავჯავშნე..
-ახლა მე არ მცალია. -პატარა ბავშვივით გამოუვიდა, რომ იბუსხებიან ხოლმე.
მის პასუხზე გამეცინა,ანდრომ გაბრაზებით შემომხედა.
-რამე სასაცილო ვთქვი?
-არა,ბოდიში. -დავსერიოზულდი და გავაგრძელე. -ნუ ბუზღუნებ,რას ქვია არ გცალია?
-ოჰ,არ შეიძლება შენ გარდა სხვაც დაკავებული იყოს?
-როგორ არ შეიძლება. -გამეღიმა მე. -მაშინ დაგელოდები,როცა მოიცლი მაშინ წავიდეთ. მთავარია შენთან ვიქნები.
-დიდი მადლობა,ვალში ვარ შენთან. -ირონიულად გამიღიმა ანდრომ.
სიცილს ძლივს ვიკავებდი,ძალიან საყვარელი იყო ასე რომ მებუსხებოდა. არადა ზუსტად ვიცოდი,ახლა ჩემთან ჩახუტება ყველაფერს ერჩივნა. ზურგიდან მოვეხვიე და ყელში ვაკოცე.
-შემირიგდი რა!
-ნუ მკოცნი,ვერ გიბრაზდები მერე. -სრულიად სერიოზული ტონით მითხრა.
მე გამეცინა,კიდევ ვაკოცე,ორჯერ,სამჯერ...
-გეყოს,დეა! -კუთხეებში ღიმილი შეეპარა.
-კარგად გაიღიმე,რომ ლოყები ჩაგეჩხვლიტოს.
-მგონი,შენ მე კი არა,ჩემი ჩაჩხვლეტილი ლოყები გიყვარს. -ანდრომ ვეღარ მოითმინა და ძალიან ნაზად მაკოცა. -ძალიან მომენატრე,აღარ ქნა ეგრე. ძაან ბევრია ერთი კვირა.
-ბოლო იყო,გეფიცები. მართლა არ გცალია?
გაეცინა ანდროს,სავარძელში ჩაჯდა და კალთაში ჩამისვა.
-სირცხვილია ანდრო,ვინმე რომ შემოვიდეს?
-იმ ორი დეგენერატის გარდა,მაინც არავინ შემოვა. ისინი დაიკიდე! ახლა მართლა არ მცალია,რაღაცები მაქვს დასამთავრებელი,ცოტა ხანს დამელოდე და საღამოს წავიდეთ.
-არის! -ჩავეხუტე,თავი მკერდზე დავადე და გავიყურსე.
ამაზე საიმედო ადგილი დედამიწის ზურგზე არ მეგულებოდა. კინაღამ ჩამეძინა.
-დეა,თუ არ ადგები,ვერ ვიმუშავებ. -გაეცინა ანდროს და თმაზე მომეფერა.
-მხოლოდ იმიტომ ვდგები,რომ მალე დაამთავრო და მალე წავიდეთ.
ამასობაში კარებზე დააკაკუნეს.
-ღიაა. -უპასუხა ანდრომ.
ოთახში ირაკლი და გიორგი შემოლაგდნენ.
-ამან დააკაკუნა,იქნებ რას აკეთებენო და.. -თავი იმართლა ირაკლიმ.
-ორი იმბეცილი! -გაეცინა ანდროს.
-ახლა კარგად იკრიჭები? ნახევარი საათის წინ კინაღამ დანაზე აგვაცვი ორივე. -იცინოდა ირაკლი.
-თუ ენას არ გააჩუმებ,ახლაც აგაცვამს. ვერ ხედავ,დაბმული ხარივით იყურება. -ჩაერია გიორგი და ანდროსგან ნასროლი სტეპლერი სასწაულებრივად აიცილა.
-ღმერთო,რა გიჟები ხართ. -მეც ვიცინოდი.
სანამ ანდრო მუშაობდა,მე ბიჭებმა გამართეს. ანდროს ამბებს მიყვებოდნენ.
-რძალო,ახლა მისმინე. რაღაც საქმე მაქვს შენთან. -დასერიოზულდა ირაკლი.
-ვაი,შე საცოდაო. -გადაბჟირდა გიორგი.
-მაცალე,მგონი ავრორამ ჩემთვის გაისროლა. ერთი გოგო მომეწონა,ჩემი დეიდაშვილის კორპუსში ცხოვრობს,რამდენჯერმე რომ მივედი,შევეჩეხე. იმდენი ვქენი,სახელი და გვარი გავიგე და აღმოვაჩინე,რომ მეგობრებში გყავს და სურათებიც კი გაქვთ ერთად. მოკლედ,უნდა გამაცნო! -აღიარა ირაკლიმ.
ამ დროს ანდროსაც გაეცინა.
-არ გააცნო,დეა. არც ის გოგო დაღუპო,არც შენი თავი.
-ვინ არის,ირაკლი. მითხარი და თუ რამით შემიძლია შენი დახმარება,აგერ ვარ. -გამეცინა.
-სალომე გამრეკელი.
ისეთი კაკანი ავტეხე,მგონი ანდროს მთელმა სამსახურმა გაიგო ჩემი იქ ყოფნა.
-რა ვთქვი ასეთი? -ეწყინა ირაკლის.
-ვაიმე,ბოდიში ირაკლი. -ვეცადე სიცილი შემეწყვიტა,მაგრამ ანდრო არ ჩერდებოდა. -უბრალოდ,სალომე უახლოესი დაქალია ჩემი.
-მერე? მთლად უკეთესი,შე ქალო. თავი ქუდში მქონია! -გაიხარა ირაკლიმ.
-ირაკლი,დარწმუნებული ხარ რომ სალომეს გაცნობა გინდა?
-რა იყო კი მაგრამ, მანიაკია?
ამის გაგება და ჩემი და სანდროს გაგუდვა ერთი იყო.
-ნუ,მანიაკი არ ვიცი და გიჟი ნამდვილად არის. -აუხსნა ანდრომ.
-მე კი გაგაცნობ სალომეს,მაგრამ დანარჩენზე შენ უნდა ივაჟკაცო. -გამეცინა. -მაგ საქმეში ღმერთის გარდა,ვერავინ გიშველის.
-ტყუილად მაშინებთ. -გაიჯგიმა ირაკლი. -ეგეთები მომიხიბლავს.
-ძმაო,რა მარტივად უყურებ სამყაროს? -ანდრო წამოდგა და მხარზე ხელი დაჰკრა. -გნახავ ცოტა ხანში დაბერებულს...
-გააფსი,რა დებილობებს მეუბნები?! -გაცხარდა ირაკლი და მე მომიტრიალდა. -როდის გამაცნობ?
-სადმე შევიკრიბოთ და შენც იქ მოდი. ოღონდ არ უთხრა,შენი გაცნობა დიდი ხანია მინდაო,თორემ შანსი აღარ გაქვს. -გამეცინა მე.
-შენ გამაცანი და დანარჩენი მე ვიცი!

სხვათა შორის,სულ ტყუილად ვუყურებდით ირაკლის ეჭვის თვალით. სალომეს მოხიბვლაც შეძლო და თავიც შეაყვარა. მაგრამ.. ამაზე ცოტა მოგვიანებით.
ანდრო მუშაობას მორჩა და რაჭისკენ დავიძარით.
რაჭაში ციოდა,სუსხი ძვლებში ატანდა. მე კი პლედში გახვეული ანდროსთან ერთად ცხელ,ლიმნიან ჩაის ვსვამდი.
-ამაზე ბევრჯერ მიოცნებია. -დუმილი ანდრომ დაარღვია.
-ჩემზე? -გავეპრანჭე.
-რა თავმდაბალი ხარ,დეა. -გაეცინა. -ჰო,ზუსტად შენზე. ძნელია გვერდით ისეთი ადამიანი იპოვო,ვისთანაც ყველაფერზე ლაპარაკი შეგიძლია. ვინც გვერდში გედგება,გაგიგებს,არ მოგატყუებს,შენს ზურგს უკან არაფერს გააკეთებს. ზუსტად ვიცი,სამყარო რომ დაინგრეს ჩემს გვერდით იქნები...
-ძალიან მიყვარხარ,ანდრო. არასდროს წახვიდე რა. -ხმა დამისევდიანდა.
-ჰეი,რატომ მოიწყინე? -ანდრო მაგრად მომეხვია,მერე ჩემი სახე ხელებში მოიქცია და მაკოცა.
-არ მოვიწყინე. უბრალოდ გეუბნები,შენთან ყოფნა ყოველთვის ისე ძლიერად მენდომება,როგორც ახლა და თუ ამას შემატყობ, არასოდეს გამიშვა.
ტუჩებზე დამეკონა. ნელა დაუყვა კისერს,ლავიწებიდან მკედრზე გადავიდა,მკერდიდან მუცელზე...
საოცრებაა,გვერდით გყავდეს ადამიანი,რომლის ნაწილადაც აღიქვამ თავს.

* * *
2017 წლის ზაფხული.
აგვისტოს შუა რიცხვებისკენ შვებულება ავიღე. ჩემი თავისუფლების პირველი დღით ვტკბებოდი და გაგუდულს მეძინა,როცა ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. ვინ იქნებოდა? რა თქმა უნდა,სალომე. არ ვუპასუხე,მობილური გავთიშე და ძილი უდარდელად შევიბრუნე. არ ვიცი,რომელ სიზმარს ვხედავდი,მაგრამ ყველაფერი წამში გაქრა,როცა ჩემი საწოლის ცალი მხარე ჩაიზნიქა და რამდენიმე წამში ყურთან კივილი გავიგონე.
-დეა,გაიღვიძე გოგო,დამექცა სამყარო თავზე. -კიოდა სალომე.
ისეთ შეშინებულს გამეღვიძა,მეგონა გული ამომივარდება-მეთქი. ტუმბოზე მდგარი ჭიქით წყალი რომ არა,იქვე განვუტევებდი სულს.
-შენ ნორმალური ხარ? -ვუკივლე სალომეს გონზე მოსულმა. -გული გამიხეთქე,როგორ შეიძლება ასე,კინაღამ შაქარი დამმართე.
-რა შაქარი გოგო,რა დროს შაქარია. დავიღუპე და ეგ არის! -ვერ მშვიდდებოდა სალომე.
-რა მოხდა,აღარ იტყვი?
-რა მოხდა და... დილით დედაჩემი დამაცხრა თავს და გამაღვიძა..
-უი,მართლა? რა ცუდი გრძნობაა ალბათ,ხო? -მოთმინებამ მიმტყუნა.
-დეაკო,გენაცვალე,ეგ შენი ირონია სხვა დროს გადმოაფრქვიე,მაცადე ახლა. ჰოდა,მოკლედ,დედაჩემმა გამაღვიძა,მთელი შვებულების გეგმები გამომკითხა,რას აპირებ,სად მიდიხარო. ჯერ არაფერი მაქვს დაგეგმილი-მეთქი, ვუპასუხე და მაგ დროს გადაეკრა სახეზე მავნე ღიმილი. - სალომე ისეთ ეშხში იყო შესული,ვერ გავაწყვეტინე. -იმანაც,თუ არაფერი გაქვს დაგეგმილი უკეთესი,ჩვენთან ერთად წამოხვალ გონიოში და თან შენ რძალს მიეხმარები ბავშვების მოვლაშიო. გესმის,გოგო? იმ გიჟ ტყუპებს ვუყურო მე,მიწას შეჭამენ თუ ბალახს, თუ დავისვენო? -კიოდა სალომე.
-არ წაჰყვე მერე! -ვიპოვე გამოსავალი,მაგრამ სალომეს ჩემ ნათქვამზე სახე რომ შეეცვალა,მაშინვე გავჩუმდი.
-ჰოდა,წამომცდა დეასთან,მის შეყვარებულთან და სამეგობროსთან ერთად მივდივარ მთაში თქო. ჯერ ხო მატყუარა მეძახა,აკი გეგმები არ გქონდაო,მაგრამ დავაჯერე სულ გადამავიწყდა-თქო.. -სალომე აქეთ-იქით დადიოდა და ხელებს ჰაერში იქნევდა. -დეა,ჭკუიდან გადამიყვანენ,დედაჩემი,ბებიაჩემი და ჩემი რძალი ერთად. რა უნდა ვქნა?
სიცილი ამიტყდა,სალომემ კი- მსუქანი მატყლის ბალიში პირდაპირ სახეში ჩამახუტა და ერთი-ორი სალანძღავი სიტყვაც მომაყოლა.
-რა გაცინებს, სასაცილოა? ხომ ხარ ღირსი ბებიაშენს ვუთხრა ახალ-ახალი ბიჭები გაგირიგოს და სულ ანდრო კი არ შეგეჩეხება ბარებში და გადაგარჩენს. -ცოფებს ყრიდა გამრეკელი.
-კარგი გოგო! რა მეორედ მოსვლა მოაწყვე დილიდან. წავიდეთ მერე სადმე,ისეც ხომ ვაპირებდით ერთად დასვენებას?
-დეა,ორ დღეში მიდიან,მანამდე თუ ვერ გავასწარი,წასულია ჩემი საქმე,გაიგე ?
-გავიგე,გავიგე. მაცადე გამოვფხიზლდე და ანდროს დავურეკავ,მოვიფიქრებთ რამეს.
ფართხა-ფურთხით გადმოვქანდი საწოლიდან,სანამ სალომე ჩემს ოთახში ბოლთას სცემდა,ანდროს დავურეკე და მომხდარზე სიცილით მოვუყევი. მანაც მარტივად გადაჭრა ჩვენი „პრობლემა“ და ამ სასიხარულო ამბის შესატყობინებლად ოთახში დავბრუნდი.
-დაწყნარდი,შე გიჟო. ხვალ შუადღისკენ მივდივართ ანდროსთან გურიაში. მე,შენ,დათა,მისი ახალი გოგო და ანდროს ძმაკაცები.
სალომე სიხარულისკენ აკივლდა,კისერზე შემომახტა.
-შენ რომ არ მყავდე,რა მეშველებოდა?
-შემეშვი ოღონდაც,პანიკიორი ხარ. ისე დამაფრინდი,მე მეგონა მოკვდა ვინმე.
-გოგო,ნათიას გაწელილი სახისთვის რომ უნდა მეყურებინა მთელი ორი კვირა,სიკვდილია,აბა რა არის? -ჩხუბობდა სალომე.
-ნეტავ გამაგებინა რატომ არ გიყვარს შენი რძალი. -გამეცინა მე.
-მაშინ რომ გითხრა ცხვირი ხელოვნური გაქვს და რამდენად გაიკეთეო,არ უნდა დამეცავი. -გაიბუტა სალომე და ჩანთას დასტაცა ხელი. -ხო კარგი,შენ ისეთი საქმე გამიკეთე,არ ვბრაზობ, წავედი ახლა ჩავლაგდები. უი,გურიაში ცივა ხო? -შუა გზიდან მომიტრიალდა.
-საღამოობით ცივა,მაგრამ ისე ნუ იზამ მთელი გარდერობი წამოიღო და ორ მანქანაშიც ვერ ჩავეტიოთ. -ვურჩიე სალომეს,მაგრამ დარწმუნებული ვარ არაფერი გაუგონია. უკვე სადარბაზოში იყო,კიბეებზე ჩარბოდა.
მთელი საღამო მომზადებაში გავატარე. კი ვსაყვედურობდი სალომეს,მაგრამ არც მე გამომსვლია ცოტა ბარგი. ერთი პატარა ჩემოდანი,ზურგჩანთა და პატარა ჩანთა ერთმანეთზე მივაწყვე,გზისთვის საჭმელიც გავამზადე და დასაძინებლად დავწექი.
დილით ანდრომ გამომიარა,ბარგის ჩატანაში დამეხმარა და გავუდექით გზას.
-დეაკო,სალომე ხომ უეჭველი მოდის? -უკვე მესამედ მეკითხებოდა ირაკლი და თან ნერვულად ცმუკავდა.
-მოდის რომელია,ირაკლი,მაგის დაგეგმილია მთელი ეს ამბავი.
-მარტო მაგას რომ გადააბრალე,მე რა დავაშავე? -წყენით იკითხა ანდრომ. -ისეც მქონდა გეგმაში,სალომემ დამასწრო უბრალოდ.
-ჰო,მეც ეგ ვიგულისხმე. -გამეცინა ანდროს ბავშვურობაზე.
-მალე გააცანით ის გოგო,თორემ უკვე შევწუხდი. აღარ შემიძლია! -აწუწუნდა გიორგი.
-შენ რა გესმის ნამდვილი გრძნობების? -სიცილით ჰკითხა ირაკლიმ და მუჯლუგუნიც მიიღო.
-მგონი მაგრად გავერთობით. -გაეღიმა ანდროს ბიჭების საქციელზე და მერე მე მომიტრიალდა. -კიდევ კარგი წინ დაჯექი,თორემ ირაკლი ტვინს გამიბურღავდა.
-ყველაფერი გავიგონე! -იყვირა ირაკლიმ.
-მარტო მაგიტომ გინდოდა ჩემი წინ დაჯდომა,ირაკლის რომ ტვინი არ გაებურღა? -ცხვირი ავიბზუე და ფანჯრისკენ მივატრიალე თავი.
-ვაიმე,როგორ გამებუტა. -ტონი დაირბილა ანდრომ და ხელი სახეზე თბილად მომისვა.
-ეე,წინ იყურე!თქვენ ხვევნა-კოცნას ვერ შევეწირები ანგელოზივით ბიჭი. -გააპროტესტა გიორგიმ,მის ნათქვამზე ყველას სიცილი აგვიტყდა.
-რა გეშველებათ?!
-აუ,სალომე ჩაგვესვა რა ჩვენს მანქანაში!
-შენ და სალომე ერთ მანქანაში და მე აქვე მოვიკლავდი თავს. -გაეცინა ანდროს.
-გაჩუმდი და ატარე მანქანა! -იწყინა ირაკლიმ.
გზის დარჩენილი ნაწილიც ასე გავლიეთ,ხუმრობა-ხუმრობაში. ირაკლიმ დაგეგმა როგორ უნდა გასცნობოდა სალომეს,როგორ მოეწონებინა თავი,როდის უნდა ეთხოვა ცოლობა,რამდენი შვილი უნდა ჰყოლოდათ ერთად და ა.შ.
ანდროს სოფელში შესვლიდან დაახლოებით ათ წუთში მის სახლსაც მივადექით. ანდრო გადავიდა,ჭიშკარი გააღო და მანქანა უზარმაზარ ეზოში შეაყენა. მალევე დათაც შემოგყვა.
სახლი ულამაზესი იყო. ორსართულიანი,ხის. უზარმაზარ ბაღში ფერად-ფერადი ყვავილები ერგო,შუაში დიდი კაკლის ხე იდგა,იქვე ახლოს კი პატარა მაგიდა და სკამები. კაკლის ხის ძირში დიდი ჰამაკი ეკიდა, ახლოსვე პატარა წყარო იყო გაკეთებული. ოდნავ მოშორებით დიდი ძაღლი ება და როგორც კი თვალი მოგვკრა,მაშინვე ყეფა დაიწყო.
-ჩერჩილ,როგორ ხარ ბიჭო? -დაიძახა შორიდან ანდრომ და ძაღლისკენ გაექანა.
მეგონა ხურმობდა,მაგრამ მოფერება-მოფერებაში კიდევ რამდენიმეჯერ რომ ახსენა სახელი,სიცილი ამიტყდა.
-ვინ როგორ ხარო? -სერიოზული სახით იკითხა გიორგიმ.
-ამ საწყალ ძაღლს ჩერჩილი ჰქვია? -ჩაიფხუკუნა ირაკლიმ.
-საწყალი რატოა ვითომ? -არ გვეპუებოდა ანდრო.
-რაღა რატო, შე ჩემა, ჩერჩილი რატო დაარქვით?
-ლეკვი იყო რომ მოგვიყვანეს,მთვრალები ვიყავით მე და ჩემი ბიძაშვილები და ვღადაობდით,მერე შერჩა რა! -მხრები აიჩეჩა ანდრომ.
-შე ცოდო! -ირაკლი სიცილისგან სულს ძლივს ითქვამდა და ძაღლს უყურებდა გაოცებული.
-რომ ავუშვებ და გვერდებს გამოგაჭამს,ზოგიც მერე ეძახე ცოდო! -დაიმუქრა ანდრო და ძაღლის მოფერება გააგრძელა. -მოდი დეა,კი არ შეგჭამს.
ჩერჩილი მარტივად გამიშინაურდა.
-უფრო საყვარელი იქნებოდი ჩერჩილი რომ არ გერქვას,მაგრამ რა შენი ბრალია შენი პატრონები თუ შტერები არიან?
-აყევი ხო იმ უგვანოს?! -გაეცინა ანდროს.
ამასობაში დათამ მანქანა დააყენა და სალომე სულ ლანძღვა-ლანძღვით გადმოვიდა მანქანიდან. ირაკლი დასჯილი ბავშვივით მომიდგა გვერდით.
-შემაწუხა ამ მზემ,მთელი გზა მაინც და მაინც მე მაჭერდა! -არ ჩერდებოდა სალომე.
-შენში კონკურენტი დაინახა სალო და იმიტომ! -იხუმრა დათამ.
-ჰა ჰა ჰა. რა ხუმარები ვართ! -გამოაჯავრა სალომემ და მე და ანდრო გადაგვკოცნა. მზერა ბიჭებზე გააჩერა,ირაკლიმ ხელი ისე გამკრა,ლამის სული გავაფრთხე.
-ვაიმე! სულ დამავიწყდა,სალომე ესენი ანდროს მეგობრები არიან,ირაკლი და გიორგი. ბიჭებო,ეს ჩემი ბავშვობის დაქალია-სალომე.
-ძალიან სასიამოვნოა. -დადნა ირაკლი.
-ჩემთვისაც. -ოდნავ გაუღიმა სალომემ და მერე უცბათ დათაზე გადაერთო. -დათა,შენ კი ვერ მიგიხვდება ტვინი და იქნებ გააცნო თიკა ბავშვებს.
დათა აზრზე მოვიდა,თიკა ყველას წარგვიდგინა და გაცნობაც შედგა. ანდროს სახლი მოვუწონეთ,თვითონ კმაყოფილმა კი შიგნით შეგვიპატიჟა და ოთახებში გაგვანაწილა. ბიჭები ერთად მოთავსდნენ ორ-ორად,გოგოები კი ერთ ოთახში დავეტიეთ. ცოტა ხანს დავისვენეთ,მოვწესრიგდით და საღამოსთვის დავიწყეთ გამზადება.
მალევე გავშინაურდით,თიკა არაჩვეულებრივი გოგო იყო,მარტივად გამოვნახეთ საერთო ენა. ირაკლი მთელი საღამო თვალებს მიქაჩავდა,მეც ვცდილობდი ის და სალომე როგორმე ერთმანეთთან დამეახლოვებინა,თუმცა არაფერი გამოვიდა. სალომე გიჟივით დასდევდა კოღოებს, ბუზებს და სხვა მწერებს,ვითომ აფრთხობდა.
-რა მანიაკივით დასდევ მაგ ბუზებს,შეეშვი. -ვუთხარი ბოლოს სალომეს მობეზრებულმა.
გამრეკელმა ისეთი სახით გამომხედა,ხელები დანებების ნიშნად ჰაერში ავწიე.
-არა მაინც,ჩერჩილი რამ დაგარქმევინათ? -ირაკლი ისევ ანდროს ძაღლის სახელზე ხუმრობდა. ვერაფრით გადახარშა,რომ ამხელა ნაგაზს,თან ძალიან საყვარელს ასეთი სახელი უნდა რქმეოდა.
-რას გამიტრაკე საქმე? -გაეცინა ანდროს.
-ბიჭო,ლენინი და სტალინიც გყავს სადმე?
-ამ ხუმრობაზე უნდა გაგვცინებოდა? -ცალი წარბი დამცინავად ასწია სალომემ და ირაკლის გამომწვევად გახედა.
-ოპაა! აქ ამბავი აიწევა! -ჩაერთო გიორგი.
ირაკლის წამებში დაუსერიოზულდა სახე.
-რა ხდება? -სიცილით იკითხა დათამ.
-ყველაზე წმინდას შეეხო. -სევდიანად ჩაილაპარაკა ანდრომ და სალომეს გადაულაპარაკა. -შენით გახვალ თუ გადაგმალოთ სადმე?
-შენ რა,ჩემი იუმორის სიწმინდე ამ წამს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენე? -იკითხა ირაკლიმ ისეთი სახით,გეგონება ამაზე დიდი შეურაცხყოფა ქვეყნად არავის მიუყენებია მისთვის.
-მაგას იუმორს ეძახი? -არ ჩერდებოდა სალომე.
-ომი თუა,ომი იყოს. -ჩაუკრა ირაკლიმ თვალი,მერე მომიახლოდა და ჩუმად გადმომილაპარაკა. -ყველა გეგმას ვაუქმებ,ისეთ გოგოს გულის კარს ვერ გავუღებ,რომელსაც ჩემს ხუმრობებზე არ ეცინება.
-მასახარა ხარ,ირაკლი. -გამეცინა და ირაკლის მუჯლუგუნი წავკარი.
გოგოებმა საჭმელი გავამზადეთ,ბიჭებმა მწვადი შეწვეს და საღამოსკენ მივუსხედით სუფრას.
-დღეს ხო ყველა ვსვამთ? -იკითხა ანდრომ ღიმილით და ღვინის სავსე გრაფინი დაგვანახა.
-კი ვსვამთ,მაგრამ ისე,ცნობისთვის, დეა სიმთვრალეში ჭედავს. -ძალიან მშვიდი ტონით თქვა სალომემ და მწვადი ყბაში გაიქანა.
-რა სისულელეა?! -ვიუარე. -ნუ იტყუები,სალომე!
-ბოდიში,დეაკო,მაგრამ ამჯერად სალომეს უნდა დავეთანხმო. -ჩაერთო დათა.
-ცუდი ბავშვები ხართ. არაფერსაც არ ვჭედავ,დამისხი ერთი. -მივუბრუნდი ანდროს.
-რო რამე,მეც შარში ვარ? -მკითხა ცხადაძემ და ლოყაზე ხმაურით მაკოცა.
-ეგეთები მაღლა,ჩვენ ნუ გვაყურებინებთ. -რა თქმა უნდა ეს მოვლენა ირაკლის არ გამოჰპარვია.
-ეს გაცვეთილი ხუმრობა ვის მოჰპარე? -ჩაერია სალომე.
-თქვენ რა გჭირთ, ეე? -სიცილი აუტყდა გიორგის. -პატარა ბავშვებივით ხართ.
-პატარა და ბავშვი ვინ არის ეტყობა,ბუზებს დასდევდა წეღან ფლოსტებით. -ირონიული ღიმილი აიკრა ირაკლიმ,ის იყო სალომეს რაღაც ძალიან გველური უნდა ეთქვა,რომ ბიჭმა მშვიდი ხმით გააგრძელა. -სხვათა შორის,მხარზე დიდი კალია გაზის.
კალია გაზისო?!
სალომე კივილით წამოფრინდა მაგიდიდან,ელვისებური სისწრაფით გადაახტა გიორგის,დათას,თიკა თავისი სკამიანად ჩაახუტა მიწას და კივილით დაიწყო ხელის რტყმა მხარზე. ადგილიდან არავინ განძრეულა.
-მომაშორეთ ვიღაცამ! -შეჰკივლა სალომემ. მერე ნელ-ნელა სახე დაუსერიოზულდა და რომ მიხვდა,ირაკლიმ მოატყუა,ალისფერი მოედო. -შენ ნახე ამისთვის რას გიზამ! -დაემუქრა და მშვიდად დაუბრუნდა ადგილს.
-ესენი მაგრად გაგვართობენ. -გიორგის სიცილის შეკავება აღარ უფიქრია და როხროხი ატეხა.
-გაიცინებ და ამ ჩანგალს ხელში ჩაგარჭობ! -კბილებში გამოსცრა ჩემმა გიჟმა დაქალმა და ირაკლის ოთხკბილიანი და ქათმის სალათიანი ჩანგალა დაანახა.
ხუთი ჭიქის მერე ყველაფერი იმაზე მხიარული იყო,ვიდრე მანამდე. ისე დავთვერი,ირაკლის და სალომეს კინკლაობაც კი მესაყვარლებოდა.
-ბიჭო,ჩერჩილა სად არის,ეე? -სერიოზული სახით იკითხა ირაკლიმ. -მაგას ისეთი სახელი ჰქვია,სუფრასთან რომ არ მოვიპატიჟოთ, მაგრად ტეხავს.
ყველას გაეცინა ჩემ გარდა.
-ჩემი შეყვარებულის ძაღლს რატომ დასცინი? -ვიკითხე ხმამაღალი ტონით.
-რავი,ალბათ იმიტომ,რომ ჩერჩილი ჰქვია. -ირაკლი ხარხარებდა,ეს ის მომენტი იყო,თვით სალომემაც რომ ვერ შეიკავა თავი და აფხუკუნდა.
-იცი რა? მთელი დღეა ჩერჩილზე ღადაობ და საერთოდ არ მომწონს. -ენას ძლივს ვატრიალებდი,თან მასლოკინებდა და ვცდილობდი როგორმე თავი შემეკავებინა.
-დეა,შეეშვი,ხუმრობს. -გაეცინა ანდროს და მომეხვია.
-შენ ახლა ის დაიცავი? მე ეშმაკებისკენ ვარ,შენ კიდე ჩემკენ? -მოვიშორე ანდრო და ფეხზე მოჩხუბარი მთვრალი კაცივით წამოვიჭერი.
-ეგ პირიქითაა,დებილო. -დამცინა დათამ.
ანდრომ ჩაახველა და სუფრაზე მსხდომ ბავშვებს გადახედა.
-ვინ თქვა დეა სიმთვრალეში ჭედავსო?
-არაფერსაც არ ვჭედავ,შენ თუ მზად ხარ ჩერჩილის შეურაცხყოფა აიტანო-კი ბატონო,მაგრამ მე ამას არ მოვითმენ! -ვთქვი მკაცრად და მაგიდას მუშტი დავარტყი.
ანდრო უცნაურად მიყურებდა,ეტყობოდა ძლივს იკავებდა სიცილს.
-მართალი ხარ,პატარა. -უცბად სახე დაისერიოზულა. -მოვითხოვ ირაკლიმ ბოდიში მოიხადოს.
-ხო არ უბერავთ,ტოო? -გაეცინა ირაკლის.
-მაგრად შეტოპე,ძმაო. ეგრე არ გამოვა. -ჩაერთო დათა.
-წამოდი ახლავე და ჩერჩილს ბოდიში მოუხადე! -ვიყვირე მე.
სიმართლე რომ გითხრათ,ღვინოს ვერ ვიტან. არაყი უფრო ჩემია. რამდენიც არ უნდა დავლიო,ზუსტად ვიცი,რომ მეორე დღეს ყველაფერი თუ არა,წინა დღეს მომხდარი ამბების ოთხმოცი პროცენტი მაინც მემახსოვრება. ეს იმიტომ მოვაყოლე,რომ გითხრათ,ამ საღამოს უმეტესი ნაწილი საერთოდ არ მახსოვს და ბავშვების მონაყოლითა და ვიდეოებით ვიცი.
როგორც ჩანს ჩემი გაჭედვის ყველას შეეშინდა,ნუ შეშინებით თუ არა,ჩემი ტირილის და ისტერიკის ატანის თავი არავის ჰქონდა,ასე რომ, ირაკლი მორჩილად გამომყვა ჩერჩილთან.
-ბოდიში მოუხადე. -ვუთხარი სერიოზული სახით.
-ბოლო წამამდე მეგონა რომ ხუმრობდი.-სიმწრით გაეღიმა ირაკლის. -მაგრამ რა გაეწყობა... ჩერჩილ,მეგობარო,ბოდიშის გიხდი,რომ მთელი დღეა დაგცინი და შენს კაცურ სახელს მასხრად ვიგდებ. მეტჯერ აღარ განმეორდება!
-ეგრე რა,კაცი ხარ კაცური! -ხელი გადავხვიე ირაკლის და მაგიდისკენ მივიწვიე. -ახლა ეს ამბავი უნდა აღვნიშნოთ.
-მგონი შენ აღარაფრის აღნიშვნა აღარ გინდა. -სიცილით მითხრა ანდრომ და უკნიდან მომეხვია.
-ჭიქებს მითვლი,ბიჭო?
-ანდრო,ძმაო,ეს რა შარში ხარ. -აღნიშნა გიორგიმ.
-სალომე,ხელი დაჰკა! ჩვენი სადარდებელი აღარ არის ეს გიჟი. -დათას ხმა გავიგე.
ნელ-ნელა თავბრუ მეხვეოდა,როგორც ჩანს ანდრო მიმიხვდა და ხელი შემომაშველა.
-წამოდი,დაგაწვენ. -მითხრა თბილად და მერე ოდნაც გამხიარულებული ხმით მოაყოლა. -შენ რა ხუთჭიქიანი ყოფილხარ? ეს არის რომ მებლატავებოდი ხარივით ვსვამო?
-ნუ ხარ შენ... ცუდი...
-კიდევ რას მიმალავ? კანონიერი ქურდიც ხომ არ ხარ? ისე ეკაჩავებოდი ირაკლის,არ გამიკვირდება, შენ თავს ვფიცავარ.
-ჰა ჰა ჰა,ეგ „შუტკები“ ირაკლიმ გასწავლა?
ანდრომ ხელი მომხვია და ოთახისკენ წამიყვანა.
-აუ,ჰამაკში წამიყვანე რა,გთხოვ!
თვალები მეხუჭებოდა,მაგრამ მაინც ვგრძნობდი ანდროს სუნს. ცხვირი მის ყელში მქონდა ჩარგული და დედას გეფიცებით,იმ მომენტში მისი მკლავებიდან ვერავინ გამომწიწკნიდა.
ანდრომ ჰამაკში ჩამაწვინა. გრილი სიო სახეზე მელამუნებოდა,თვალების გახელა მიჭირდა,მაგრამ არც მდომებია. ასე უკეთესი იყო.
-ცუდად ხომ არ ხარ? -მკითხა ანდრომ შეწუხებით.
-ნწ! ახლა ყველაზე კარგად ვარ.
-მთვრალიც ძალიან საყვარელი რომ ხარ,რა გიყო? -გაეცინა ცხადაძეს.
-რომ ვჭედავ?
-ღადაობ? ირაკლიმ ბოდიში მოუხადა ჩერჩილს და ამ ყველაფერს გიორგი იღებდა,ჯერ მარტო მაგ ვიდეოსთვის ღირდა შენი გაჭედვა.
-მომიწექი რა! -ოდნავ ჩავიჩოჩე,რომ ანდროსთვისაც გამეთავისუფლებინა ადგილი.
ანდრო ფრთხილად მეფერებოდა თმაზე,ისე გავიტრუნე,თითქოს მე კი არა,ვიღაც სხვამ მოაწყო ბუნტი რამდენიმე წუთის წინ.
-ძალიან მიყვარხარ. -ვუთხარი დამტკბარმა და ისევ მის ყელში ჩავრგე თავი.
ანდროს ჩაცინება გავიგე,ნაზად მაკოცა და ყურთან მიჩურჩულა.
-ხშირად უნდა დაგათრო ხოლმე. ჩემი ყველაფერი ხარ შენ!
***
მეორე დღეს ,რაღა თქმა უნდა,მთავარი საღადაო ობიექტი მე ვიყავი და არა ჩერჩილი.
-დეა,შენი გაჭედვის მსუბუქი ფორმა ვიხილეთ გუშინ თუ მძიმე? -დამცინოდა ლევანი.
-შეეშვი,თორე მაგრად გცემ! -დამიცვა ანდრომ.
-მსუბუქი. -ჩაერია სალომე. -მძიმე ფორმებზე მოვყვე?
-სალომე,ენას ამოგაძრობ. -გავუცინე ნაძალადევად.
-მოყევი! -შესძახა ყველამ ერთხმად.
-მოკლედ,როგორც იცით, მე,დათა და ეს „ბრაძიაგა“ კლასელები ვიყავით. ბოლო ზარზე ყველაზე დიდი სიტყვა დეას მისცეს,ვინაიდან და რადგანაც მთავარი „შკოლნიკა“ იყო მთელს ქალაქში. მოკლედ,ბოლთას სცემს,მაგრად ნერვიულობს. ამდენ ხალხში,ამხელა სიტყვის თქმა მრცხვენიაო. ჰოდა,დათამ დააძრო ნახევარლიტრიან კოკა-კოლის ბოთლში პაპამისის ჭაჭა და ერთი ფილა შოკოლადი. გადავკარით სამი ჭიქა ზედიზედ და დეას მაგრად მოეკიდა. მოვიდა ამის სიტყვის ჯერიც და ფეხს ითრევს,ვერ გადის,იცის რომ მაგარ შარშია. მოკლედ, ძლივს ააგდო ჩვენმა დამრიგებელმა. გავიდა დეა და დაიწყო. ენა ებმის,ძლივს ლაპარაკობს და თან ასლოკინებს. ჩვენი დირექტორი წამოდგა,მიიხედ-მოიხედა და ძალიან მორიდებით კითხულობს,ეს რა უმსგავსობააო. -სალომეს სიცილი აუტყდა. -მოიცათ,მთავარი არ მითქვამს! დეა გაბრაზდა,რას ჰქვია ამდენ ხალხში ასეთი რამ მითხრაო და ხმამაღლა მიაძახა ამ ჩვენს მადონას,შენ რომ დაცვის უფროსთან დადიხარ,ეგ არ არის უმსგავსობაო?
-ღადაობ? - ანდრო სიცილისგან ხაოდა. -მართლა ეგრე უთხარი,გოგო?
-მთვრალი ვიყავი,რა მექნა? -ჩემს წარსულის ცოდვებზე ავწითლდი.
-ასე რომ მეგობრებო,ნუ გააღიზიანებთ სიმთვრალეში,თორემ დანდობა არ იცის. -ჩაერთო დათა.
-მაგრად გადავრჩენილვარ, მარტო ჩერჩილას ბოდიშით რომ გამოვძვერი. -თქვა ჩაფიქრებულმა ირაკლიმ და შეშინებულმა შემომხედა.
საღამოს ანდრომ გამოგვიცხადა სიმინდის მოსატანად წავალო და რაღა თქმა უნდა მეც თან გავყევი.
-შორს არის შენი ყანა? -ვკითხე ინტერესით.
-ჩვენ ყანა არ გვაქვს. -მიპასუხა ანდრომ მშვიდად.
-აბა სად მივდივართ? -გულწრფელად გამიკვირდა.
-თედო ბაბუას ყანაში.
-უნდა მოიპარო,ანდრო? -თვალები გამიფართოვდა.
-მოპარვა არ გამოდის,ახლობლები არიან ჩვენი. ვსხესხულობ უბრალოდ. -თქვა სერიოზულად.
-ანდრო,26 წლის ბიჭი სიმინდს რომ იპარავ,არ გრცხვენია? ნაყიდი ხომ გვაქვს.
-გოგო,მოპარულს სულ სხვა გემო აქვს. თან რას გაიგებს ახლა,რამდენიმე ტაროს თუ ავიღებ. ვუყვარვარ და მაპატიებს! -გაეცინა და ხელი გადამხვია. -ჩემს partner in crime-ობაზე უარს ამბობ?
-გეკადრება? შენ მოიპარე,მე დავზვერავ!
ყანაში ძალიან ჩუმად შევიპარეთ. ჩვენც ვართ რა,დღისით,მზისით ვაპირებდით ანდროს მეზობლისთვის სიმინდები მოგვეპარა.
-იცოდე მალე ქენი,არავინ მოგვისწროს.
ანდრო სიცილ-სიცილით შევიდა ყანაში,მე კი იქვე მდგარ ქლიავის ხეს მოვკარი თვალი. ისე გამიტაცა ნაყოფის ჭამამ,ვერც გავიგე როგორ მომეპარა უკნიდან მძიმე ნაბიჯებით ვიღაც!
-რას ჭამ ახლა,თუ იცი? -გულგახეთქილი მოვტრიალდი და ხელში მოხუცი,სანადირო თოფიანი კაცი შემრჩა ხელთ,რომელიც წარბაწეული მიყურებდა და აშკარად მე მიმიზნებდა იარაღს.
ენა დამება,ვერაფერი ვთქვი. კიდევ კარგი,ხმაურზე ანდრო გამოვიდა ყანიდან და სიცილი აუტყდა.
-თედო ბაბუ,მაინც ვერ თმობ მაგ თოფს ხო?
-რომელი ხარ შენ? -ცალი თვალი მოჭუტა კაცმა და დაკვირვებით აათვალიერა ანდრო. -შენ ხარ,ჯო? -მალე სახე ღიმილმა გაუთბო და იარაღიც დაუშვა.
გულზე ერთიანად მომეშვა,გაოცებული ვუყურებდი ხან ანდროს და ხანაც თედო ბაბუას.
-რას დაიძურწები,ბაბუა, სხვის ყანაში,ისევ ვერ ეშვები ბალღურ ანცობას? -გაუცინა კაცმა და ანდროს გადაეხვია.
-რა არის ახლა,რომ შემიშინე გოგო? -ანდრომ ისე სწრაფად აიკიდა გურული კილო,რამდენიმე წამი გაშტერებული ვუყურებდი,ხომ ნამდვილად ცხადაძეა მეთქი.
-რა ვქნა,ბაბუა,ყოველდღე დაწოწიალობენ მეზობლის გლახა ბავშვები და როცა მოვალ,ყანა სულ აოხრებული და გაპალაჩებული მხვდება ხოლმე.
-როგორი მხვდებაო? -გაკვირვება ვერ დავმალე და წამომცდა.
-გოგო,ეს იყო შენი დაზვერვა? -დამცინა ანდრომ.
-ქლიავს ვჭამდი და ვერც გავიგე ისე მომეპარა. -ავხსენი შეწუხებულმა.
ანდროს გულიანად გაეცინა.
-ბოდიში ბაბუა,ქლათ ჩვენიანი ყოფილხარ და მაპატიე ეს უგვანო თოფი რომ მოგიმიზნე. არ ისვრის ისე,ტყუებიც არ დევს შით! -იცინოდა თედო ბაბუა.
-გაიცანი,ბაბუ, ეს დეაა.
-სასიამოვნოა,ბაბუა,სასიამოვნო! წამოით ახლა ჩემთან,ჩემი არაყი უნდა გაგასინჯო.
-სხვა დროს იყოს,სახლში ვართ წასასვლელები. -იუარა ანდრომ და ხელი გადამხვია.
-აპ,აპ,აპ! მაგი არ გამაგონო,ვინ გგონივარ ბიჭო რომ მატყუილებ ამხელა კაცს? ხომ არ გინდა დაგიხვრიტო მაი გაჩხიკინებული ფეხები?
-აკი არ ისვრისო? -ტყუილში გამოიჭირა ანდრომ და თან ღიმილს ვერ მალავდა.
-შენთვის ქე გაისვრის! -ტონს აუწია ბაბუამ და წინ გაგვიძღვა.
-სხვა გზა არ არის,უნდა გავყვეთ. -გამიღიმა ცხადაძემ და ხელიხელგადახვეულები მივყევით თედო ბაბუას.
მისი სახლი იქვე იყო,ძალიან ახლოს. ეზოში როგორც კი შევედი დიდი ხის ლამაზი სახლი მომხვდა თვალში. შიგნით პატარა შემოღობილში ქათმები სასაცილოდ დადიოდნენ. ისეთი ლამაზი ბაღი ჰქონდათ გაშენებული,თვალები ზედ დამრჩა. იქვე სახლთან ახლოს თედო ბაბუას ასაკის ქალი იჯდა,შედარებით ნაოჭიანი სახით და ძალიან თბილი,ცისფერი თვალებით. დანახვისთანავე წამოდგა და ეზოშივე შემოგვეგება.
ანდრო რომ იცნო,გულში ჩაიკრა და ძალიან ბევრი კოცნა.
-კაი ქალო,ნუ შეჭამე აი ბალღი,შემოუშვი შით.
-როგორ ხარ,ბებია? სა დეიკარგე აქამდე,რომ არ ჩანდი? არ უნდა გეიხსენო სოფელი? -უსაყვედურა ბებომ და კიდევ ერთხელ ჩაიკრა გულში. -მარა გეპატიება ახლა,საქმიანი კაცი ხარ შენ. მოით,მოით. ახლახან დავაცხვე ხაჭაპურები,გამოვიტან უცებ.
-არ გინდა რა,ლუბა ბებო. მალე უნდა წავიდეთ ჩვენ.
-რას ამბობ, ბებია, საუკუნეა არ მინახიხარ და ისე გაგიშობ აქიდან? -შეიცხადა ლუბა ბებომ.
სანამ შიგნით შევიდოდით ანდრომ ლუბა ბებო გამაცნო,იმდენი მეფერა და მკოცნა,თითქოს უკვე დიდი ხანია მიცნობსო. ისეთი სითბო ტრიალებდა იმ ოჯახში,მომინდა ძალიან დიდხანს დავრჩენილიყავით იქ.
მოხუცი ცოლ-მქარი ყოველ წამს რაღაცაზე ეკიდებოდა ერთმანეთს,მაგრამ საოცარი სიყვარულით უყურებდნენ ერთმანეთს,აი ისე,ბევრ ახალგაზრდას რომ შეშურდება. მაგიდას რომ მივუსხედით,თედო პაპამ ჯერ ცოლს გადაუღო ხაჭაპური თეფშზე,დამჭკნარი ხელები დაუკოცნა და მერე გასინჯა თვითონ ცოლის ნახელავი.
ჩემი ოჯახი გამახსენდა. თბილი და ყველაზე ახლობელი. ასეთი სიტუაცია იყო ჩვენთანაც სულ. საზაფხულოდ ყველანი რომ გავიკრიფებოდით სოფელში,საოცარი სიმშვიდის და სიყვარულის სუნი დგებოდა ჩვენს ძველ სახლში. დილით ბებიაჩემის დამცხვარი ხაჭაპურების ან ლობიანების სუნი მაღვიძებდა და რა თქმა უნდა,ახალგაღვიძებულს დედაჩემის საყვედურიც მეწეოდა,თუ როგორ შემეძლო ძილი ამ დრომდე. მერე ბაბუა მესარჩლებოდა ხოლმე,სიტყვას არავის ათქმევინებდა ჩემზე. აბა ვინმეს გაებედა მისი დეას წყენინება!
სამწუხაროდ,ბაბუამ რამდენიმე წლის წინ დაგვტოვა. ვეღარ იყო ჩვენი ყოფა ისეთივე სრულყოფილი,მაგრამ ჩემს ოჯახს მაინც არასდროს უჭირდა სიყვარულის გაზიარება.
თედო ბაბუასა და ლუბა ბებოს ოჯახიც ასეთი იყო. სითბოთი და სიყვარულით სავსე. წამით არ მომშორებია ღიმილი იქ ყოფნის განმავლობაში სახიდან. როგორც ანდრომ მომიყვა, ანდრო ბაბუას და ლუბა ბებოს შვილები და შვილიშვილები თბილისში ცხოვრობდნენ,ხშირად სტუმრობდნენ ხოლმე მშობლებს და მოსაწყენ ცხოვრებას უფერადებდნენ.
ოჯახი გემრიელი ხაჭაპურით და საუცხოოდ გემრიელი არყით გაგვიმასპინძლდა. ერთი ჭიქა რომ დავლიე,ანდრომ ჩუმად მითხრა ყურში.
-ერთზე მეტი არ გარისკო,არ გინდა.
-რატო ვითომ? -თავიდან ვერ მივხვდი.
-ამათ ჩერჩილი არ ჰყავთ და მეშინია რამე მასიური არ მოაწყო აქ. -ეშმაკური სიცილით მითხრა და მერე ჩემს მოღუშულ სახეზე გულიანად გაეცინა.
ცოტა ხანს კიდევ დავრჩებოდით,სალომეს ზარი რომ არა.
-სად ჯანადაბაში ხართ ამდენ ხანს? ახალ სიმინდს თესავთ? -კიოდა სალომე. -თან ირაკლიმ ნერვები დამაწყვიტა,ანდროს გადაეცი რომ ძალიან ბანძი ძმაკაცები ჰყავს!
-ჩემგან რაღა გინდა? -იქიდან გიორგის ყვირილიც გავიგე.
-მაგასთან რომ ძმაკაცობ,არც შენ მეყოლები დალაგებული. -ნიშნის მოგებით დაუყვირა სალომემ და მერე მე მომიტრიალდა. -მალე მოდით სახლში!
ანდროს ღიმილით გადავხედე და ისიც უსიტყვოდ მიმიხვდა სათქმელს. ბებიამ და ბაბუამ ჭიშკრამდე გამოგვაცილეს,დამშვიდობებისას ლუბა ბებომ ყურში მიჩურჩულა.
-მაი ბალღი ასეთი ბედნიერი ჯერ არ მინახავს და კარგად მოუარე იცოდე! -ეშმაკური ღიმილით მითხრა ქალმა,თბილად მიმიხუტა გულზე და შიგნით,ქმართან დაბრუნდა.
უხმოდ მივუყვებოდით გზას,ის ემოციები იმ საღამოს რომ მივიღე,ალბათ ძალიან დიდხანს გამყვებოდა.
-ჩვენი სიბერე რაღაც ასეთი წარმომიდგენია. -დუმილი მე დავარღვიე.
-ჩემი თავი წარმოვიდგინე თოფით ხელში. -გაეღიმა ანდროს.
-ეგ არ მიგულისხმია. ისეთი საოცრებები არიან,ამდენი წლის მერეც როგორი თბილები... დღემდე უყვართ ერთმანეთი ხო?
-ჰო,ასე მგონია ერთმანეთის გარეშე ვერ იცხოვრებენ. ძალიან მიყვარს ორივე,საოცარი ხალხია.
-გაქურდვას რომ უპირებდი,არაფერი ხო? -გავახსენე ანდროს დანაშაული.
-სიმინდის მოპარვა ქურდობად ითვლება?
გამეცინა და აღარ მიპასუხია. ბედნიერებისგან მეტირებოდა რატომღაც.
-რას გაიყურსე? -გაჩერდა ანდრო და ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ფრთხილად მაკოცა ტუჩებზე. -რატომ მოიწყინე?
-კი არ მოვიწყინე,ძალიან ბედნიერი ვარ უბრალოდ. -ამოვთქვი სლუკინით.
-ვაიმე,ჩემო პატარა,ტირი? -ანდროს ისე ჩაეცინა,მე რომ ძალიან მიყვარდა.
კარგად გამოეკვეთა ნაჩხვლეტები და მეც საშუალება მომეცა ხელებით შევხებოდი ჩემს საყვარელ ნაწილს მასში.
-ნეტავ ვინმეს ისე ვუყვარდე,როგორც შენ გიყვარს ჩემი ნაჩხვლეტები.
-რა დებილობას მეუბნები ახლა? შენ მიყვარხარ ჯერ და მერე შენი ნაჩხვლეტები! -ვიწყინე.
-დარწმუნებული ხარ? -ცალი წარბი ასწია ანდრომ.
-ცოტათი! -ხელებით ვანიშნე,რომ ჩემს ნათქვამში ეჭვის შეტანის მიზეზი ჰქონდა.
-მაიმუნი ბავშვი ხარ შენ! -ანდრომ ისე ჩამიხუტა,ჩემივე ძვლების ტკაცუნის ხმა გავიგე.
-დავიხრჩე ანდრო!
არც მაშინ გაუშვია ხელები. რამდენი ხნით ვიდექით ასე არ მახსოვს.
სახლს რომ მივუახლოვდით,იქვე სკამზე სალომეს და ირაკლის მოვკარით თვალი. მარტოები ისხდნენ,ძალიან ჩუმად.
-აქ რა ხდება,ანდრო? -თვალები შუბლზე ამივიდა.
-დავიჯერო ასე მალე მორჯულდა სალომე? -არც ანდრო ყოფილა ნაკლებად გაკვირვებული.
-ყველაფერი და მაგას ვერ დავიჯერებ!
ნელა მივუახლოვდით,სალომემ როგორც კი დამინახა,სიხარულით წამოფრინდა და შემომახტა.
-აქ რატომ სხედხართ? -იკითხა ანდრომ.
-გამოგვყარეს. -დამნაშავესავით ჩაილაპარაკა ირაკლიმ.
-რაა?
-რაც გესმის. ვეღარ გაუძლეს ჩემს საოცარ პიროვნებას და გარეთ გამომაგდეს.
-შენს პიროვნებას კი არა,შენს აბეზარობას და უაზრო ლაპარაკს ვერ გაუძლეს. -ჩაერია ირაკლი. -მეც ზედ მომაყოლეს!
-რატომ, კი მაგრამ? -ხარხარებდა ანდრო.
-ცოტა ვიკამათეთ. -დაამატა ირაკლიმ.
დიდი თხოვნის,ხვეწნისა და მუდარის შემდეგ,ბავშვები დავითანხმეთ რომ ეს ორი აბეზარი არსება სახლში დაგვებრუნებინა. მართალია რამდენიმე წუთის შემდეგ ყველამ ვინანეთ გადაწყვეტილება,მაგრამ რაღას გავაწყობდით.
ზუსტად ამ ვითარებაში გავატარეთ ერთი კვირა.
ნელ-ნელა ყველამ დავინახეთ სალომეს და ირაკლის შორის გაბმული სიყვარულის ძაფები.
კი,ვიცი,ძალიან სასაცილოდ ჟღერს,მაგრამ ირაკლი ასე ეძახდა ხოლმე მათ Love story-ის. სალომემ რომ გაუგოს,თავს წააცლის,ასე რომ ერთგულად შევუნახოთ საიდუმლო.
მე კი უფრო და უფრო ვხვდებოდი,ცხოვრებაში სწორი ადამიანი რომ მყავდა გვერდით. ისეთი მტკიცე მეგონა ჩემი გრძნობები,ვერასდროს ვიფიქრებდი,რომ ვინმეს ან რამეს შეეძლო მათში ეჭვის შეტანა.
2019 წელი.

ჩუმად ვისხედით ბუხართან. ანდრო ცეცხლს უყურებდა,მაგრამ ბევრად უფრო შორი მზერა ჰქონდა. ფიქრებით სხვაგან იყო,ძალიან შორს.
-რაზე ფიქრობ? -ვკითხე და მაშინვე ვინანე.
იმ მომენტში ისეთი სევდიანი სახე ჰქონდა,ცოტაც და ვიტირებდი. ჩამქრალი თვალები,უფერული მზერა..
-დეა,მე რომ არ წამომეყვანე,მართლა გაჰყვებოდი ცოლად?
-ანდრო...
-გაჰყვებოდი,არა?
-ალბათ გავყვებოდი.
-ასე როგორ შეგაყვარათ ყველას თავი? -ხმა ირონიული გაუხდა,ტონი დამცინავი.
-ნუ დარდობ. დიდად არავინ სწყალობს. ბებიაჩემი დასანახად ვერ იტანს,შენი ფანია ბოლომდე. -გამეცინა,როცა თამილას დამოკიდებულება გამახსენდა გუგას მიმართ.
ანდროსაც გაეღიმა.
-ჰო,თამილას სულ ვუყვარდი. იმას რას ერჩის?
-არაფერს ერჩის,უბრალოდ შენ მერე ვერ შეეგუა. არ უყვარს. სალომეს აზრიც გეცოდინება. -ხმაში ბრაზი გამერია.
-იმაში ნუ ადანაშაულებ,რომ შენთვის კარგი უნდა. რადგან ამ ყველაფერში დამეხმარა,ესე იგი დარწმუნებული იყო,რომ მასთან ბედნიერი არ იქნებოდი. ხომ იცი,სხვანაირად ისეთ რამეს არ გააკეთებდა,რომ შენ გწყენოდა. სალომესთვის ყველაფერი ხარ.
-ვიცი,მაგრამ ამჯერად შეცდა. მე და შენ ბედნიერები ვერ ვიქნებით,ანდრო.. -ხმა გამიწყდა.
-როცა ამას მეუბნები,კეთილი ინებე და თვალებში მიყურე. მზერას ნუ მარიდებ! -ანდრომ ტონს აუწია და სკამიდან ადგა.
-ანდრო,ეს რატომ გააკეთე? ხომ იცი ახლა რა მოჰყვება ამ ამბავს. გუგა ალბათ გიჟივით მეძებს...
-გუგა ფეხებზე ! -იყვირა. ხელი თავზე მოისვა და ჩემს წინ ჩაიმუხლა. -გახსოვს რაჭაში რა მითხარი?
მახსოვდა. ყველა სიტყვა მახსოვდა,რაც ვუთხარი,მაგრამ თავი გავიქნიე უარის ნიშნად.
-თუ შემატყობ,რომ შენთან ყოფნა მენდომება,არ გამიშვაო. -გამიღიმა. -შენ თავს გეფიცები,რომ ვიცოდე,დარწმუნებული რომ ვიყო გიყვარს,ჩემი ხელით მიგიყვანდი მასთან.
-შენ რა იცი? -ამეტირა. -შენ საერთოდ რა იცი,ანდრო. არაფერი იცი!
-ჩუ,არ იტირო. -ხმა ჩაეხლიჩა. -არ იტირო,ვერ ვიტან შენს ტირილს.
-ხომ შეიძლება ეს ამბავი მორჩეს. ერთხელ და სამუდამოდ.
ანდრო მომეხვია. მთელ ტანში ტაომ დამაყარა. ამდენი წლის მერე,ამდენი გულის ტკენის,წყენის,ტირილის მერე, ისევ მის მკლავებში ვიყავი. ნაცნობი სუნი ცხვირში მიღიტინებდა, გული ამოვარდნას მქონდა. სანდრო ოდნავ მომშორდა,თვალებში ჩამაშტერდა და სახეზე ოდნავ მომეფერა.
-ყველაფერი ისე იქნება,როგორც შენ გინდა,დეა.
* * *
2018 წელი.
ყველა წყვილს აქვს რთული პერიოდი ურთიერთობის დროს,ერთხელ მაინც. ჩვენ კი,როცა გვეგონა ამ პერიოდს უპრობლემოდ გადავლახავთო,მაშინ წავიდა ყველაფერი უკუღმა. ყველაფერო ჯაჭვივით გადაება ერთმანეთს. არადა,მე ანდროს გარეშე არ შემეძლო,ანდროს ჩემ გარეშე. ეს ორივემ ვიცოდით,მაგრამ,როგორც ჩანს იმ მომენტში, ანდრო უფრო მაფასებდა,ვიდრე მე მას.
ისევ იგივე მოხდა. მე მთელ ყურადღებას სამსახურს ვუთმობდი. ძალიან ახლოს ვიყავი იმასთან,რისთვისაც ამდენი ხანი დაუღალავად ვიბრძოლე.
-გეყოს ანდრო! -ერთხელაც ერთ-ერთი სატელეფონო საუბრის დროს მოთმინებამ მიმტყუნა. -რა ვქნა? ამ ეტაპზე ძალიან ბევრი საქმეა,ამის გამო სამსახურიდან ხომ არ წამოვალ?
-წამოსვლას არავინ გთხოვს,უბრალოდ შეგიძლია დრო ისე გადაანაწილო,რომ ცოტა ოდენი შენი თავი მე და შენს საყვარელ ადამიანებსაც შეგვახვედრო. -ანდროს ხმაში გაღიზიანება დაეტყო.
-ანდრო,უფროსი მეძახის. უნდა წავიდე.
ტელეფონი დავკიდე. არავინაც არ მეძახდა,უბრალოდ მინდოდა ამ ლაპარაკისთვის ცოტა ხანს მაინც ამერიდებინა თავი. ვიცოდი ნაწილობრივ მართლები იყვნენ,მაგრამ საკუთარ თავსაც ვერ ვამტყუნებდი.
საღამოს ჩემმა უფროსმა თავის კაბინეტში დამიბარა და სერიოზული ტონით დაიწყო საუბარი.
-დეა,ამდენი ხანია გაკვირდები. ძალიან ბევრ სიტუაციაში გამოგცადე და მივხვდი,რომ სტაბილური და საიმედო თანამშრომელი ხარ. გადაწყვეტილება მივიღე.
ვიცოდი რაც უნდა ეთქვა. დაწინაურება!
-ჩვენს კომპანიას ბერლინში თანამშრომელი სჭირდება,რომელიც დისტანციურად წაიყვანს მოლაპარაკებებს,რომელმაც მშობლიური ენასავით იცის გერმანული და რაც მთავარია უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს. ჩემთვის ასეთი თანამშრომელი შენ ხარ, ვფიქრობ,იდეალურად მოერგები ამ თანამდებობას.
-ბატონო გურამ,მე უბრალოდ დაწინაურებას ველოდი. ეს ძალიან მოულოდნელი რამაა...
-ჩათვალე,რომ ეს დაწინაურებაზე ბევრად მეტია. ასეთი შანსისთვის ხალხი წლების განმავლობაში შრომობს. კარგად დაფიქრდი,დეა. არ გაჩქარებ, ამ გადაწყვეტილებაზეა შენი მომავალი კარიერა დამოკიდებული.
კაბინეტიდან გაოცებული გამოვედი. ვერ ვხვდებოდი ეს შემოთავაზება მიხაროდა,თუ არა. საშინლად დავიბენი.
ოჯახისთვის რა უნდა მეთქვა,ანდრო როგორ შეხვდებოდა ამ ამბავს. სასწრაფოდ სალომეს დავურეკე და შევხვდი.
-რას ფიქრობ?
-ასეთი დაბნეული არასდროს ვყოფილვარ,სალომე. რა უნდა ვქნა? არც კი ვიცი,მინდა თუ არა.
-დეა,ამისთვის არ იკლავდი თავს?
-ამაზე არ მიფიქრია. ან ანდროს როგორ უნდა ვუთხრა?
-მგონია,რომ ანდრო გამოგყვება. -მითხრა სალომემ.-არა მგონია ასეთ შანსზე უარი გათქმევინოს.
-მათქმევინოს რას ქვია,მისი ნება არ არის.
-მისი ნება არ არის,მაგრამ ასეთ რაღაცებს წყვილები ერთად წყვეტენ ხოლმე,დეა. -მითხრა სალომემ. -შენ რა გჭირს? ამ ბოლო დროს არეული ხარ.
-გადავიღალე,ძალიან ცუდად ვარ. ენერგია საერთოდ აღარ მაქვს,სულ დაღლილი ვარ და ეს რამდენიმე დღეა გულიც კი მერევა.
წინადადება დავამთავრე და სალომე კი უცნაურად გაიყურსა.
-რა იყო? -გავიოცე მეც.
-დეა,ორსულად ხომ არ ხარ? -ამოღერღა გამრეკელმა.
ელდა მეცა.
-რაებს ბოდავ?
-რა ვიცი,დაღლილობაო,გულის რევაო...
-არ არსებობს. გამორიცხულია! -გავუცინე სალომეს.
მასაც აღარ გამოუთქვამს არანაირი ეჭვი. თუმცა,შიგნიდან რაღაც მღრღნიდა. ვერ ვისვენებდი. სულ სალომეს ნათქვამზე მეფიქრებოდა.
იქნებ მართლა ორსულად ვარ?
სახლში ასვლამდე აფთიაქში სამი ცალი ორსულობის ტესტი ვიყიდე.
თითქოს გულმა უგრძნოო.
ანდრომ დამირეკა.
ორსულობის სამივე ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.
სრული ისტერიკა მქონდა. კონცენტრაციას ვერაფერზე ვახდენდი. რა უნდა გამეკეთებინა წარმოდგენა არ მქონდა. ჩემი ორსულობის ამბავი მხოლოდ სალომემ იცოდა და ისიც მაჩქარებდა,ანდროს უთხარიო. მეც ვიცოდი,რომ ანდროსთვის უნდა მეთქვა. რომ რაც უფრო დიდხანს დავმალავდი,უარესი იყო,მაგრამ მეშინოდა. ვიცოდი ანდროს უნდოდა ოჯახი,ბავშვებიც უნდოდა,მაგრამ ეს ყველაფერი,ამ ეტაპზე ძალიან მეჩქარებოდა. თან არსებობდა ერთი დიდი მაგრამ.
ჩემი სამსახური.
ოცდახუთი წლის ასაკში ამხელა წარმატებას მარტომ მივაღწიე. ჩემი შრომითა და წვალებით იქ აღმოვჩნდი,სადაც ძალიან ბევრი მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ ახერხებს მოხვედრას. არ მინდოდა ყველაფერი წყალში ჩამეყარა. ბავშვს თუ დავიტოვებდი,სად უნდა გვეცხოვრა? ბავშვი გერმანიაში მარტო მე და ანდროს როგორ უნდა გაგვეზარდა? ან საერთოდ,დამთანხმდებოდა კი ამაზე?
-დეა,ერთი კვირა გავიდა უკვე. როდემდე უნდა უმალო?
-შენ გგონია არ მინდა თქმა? უბრალოდ საჭირო დრო ვერ ავარჩიე,თანაც ამ ეტაპზე არ გვაქვს მთლად დალაგებული ურთიერთობა. როგორ უნდა ვუთხრა ეგეც არ ვიცი.
-უბრალოდ უთხარი. ხომ იცი,ანდრო არ არის დაბნეული,ყოველთვის იცის რა უნდა. გამოსავალს აუცილებლად იპოვით.
სალომეს დავუჯერე.
იმ საღამოს ანდროსთან ავედი სახლში. თითქოს ფსიქოლოგიურად მზად ვიყავი ყველაფრისთვის,მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა,ყველაფერი დამავიწყდა.
-უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ. -დაიწყო ანდრომ. -არ თვლი რომ ბოლო რამდენიმე თვეა ძალიან გაგვიფუჭდა ურთიერთობა?
-ანდრო,რაღაც ძალიან სერიოზული უნდა გითხრა. იქნებ ამაზე მერე გველაპარაკა?
-ყოველთვის ცდილობ ეს საუბარი გადამადებინო. მეტი აღარ შემიძლია,დეა.
-ანდრო,მაცალე გეხვეწები,ისეც ძალიან მიჭირს ლაპარაკი.
-ჩემთან რამის თქმა გიჭირს? -გაიოცა ანდრომ.
-ორსულად ვარ. -არც ვაციე და არც ვაცხელე,პირდაპირ ვახალე ანდროს.
რამდენიმე წამი გაყუჩდა. საერთოდ არანაირი რეაქცია არ ჰქონია,ვცდილობდი რამე მაინც ამომეცნი მის სახეზე,მაგრამ არაფერი. სრულიად არაფერი. დუმდა.
მერე ნელ-ნელა ღიმილმა სახე გაუხსნა. მთელი სახე გადაეწმინდა,თვალები გაუბრწყინდა და გაიცინა,ლოყებიც კი ჩაეჭყლიტა.
-დეა... მოიცა,მართლა? სერიოზულად ამბობ?
-ჰო,ხუთი კვირის. -თითქოს დამნაშავესავით ჩავილაპარაკე.
-დეა,ეს ხომ ძალიან მაგარი რაღაცაა. ბავშვი.. -ანდრო აქეთ-იქით დადიოდა ბედნიერი,მერე თითქოს შეკრთაო,შემომხედა. -რატომ ხარ ასე? ყველაფერი კარგად არის? ექიმთან იყავი?
-არა,არ ვყოფილვარ, დიდი ხანი არ არის რაც გავიგე. ანდრო,ძალიან დაბნეული ვარ. ვერ ვხვდები რა რეაქცია უნდა მქონდეს.
-რას ნიშნავს,ვერ ხვდები რა რეაქცია უნდა გქონდეს?
-ახლა ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია. შემოთავაზება მივიღე ბერლინში. არ ვიცი იქ რამდენ ხანს მომიწევს ცხოვრება. თან შენი აზრიც მაინტერესებს,როგორ ვიქნებით. არ ვიცი ანდრო,საშინლად არეული ვარ.
-დეა,მგონი სჯობს პირდაპირ მითხრა, რას ფიქრობ. -ანდროს ხმა გაეყინა.
-ამ ეტაპზე,ბავშვი არ მინდა... -წინადადება ძლივს დავასრულე. თითქოს ძალა გამომაცალაო ამ სიტყვებმა.
-სამსახურის გამო?
-არა,მხოლოდ სამსახურის გამო არა. უბრალოდ,მგონია,რომ ბავშვისთვის მზად არ ვარ. ფსიქოლოგიურად,მორალურად,ფიზიკურად.ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.
-მერე? ჩვენ რით ვართ უპასუხისმგებლოები? -აგრძელებდა ანდრო. -შენს ოჯახს დაველაპარაკები,დავქორწინდეთ,თუ გერმანია ასეთი მნივშვნელოვანია გამოგყვები. აქ საქმეს მამაჩემი მიხედავს,ან რამეს მოვიფიქრებ,დეა. -გამიღიმა და ჩემს წინ ჩაიმუხლა. -წინ ცხრა თვე გვაქვს,ყველაფრის დაგეგმვას მოვასწრებთ.
-ანდრო,არ ფიქრობ რომ ეს ყველაფერი ზედმეტად ნაადრევია? ოჯახი,ქორწილი,ბავშვი. -ხმა ამიკანკალდა. -ეს ყველაფერი ერთად. ამდენი პასუხისმგებლობა.
-ახლა ამას სერიოზულად ამბობ? -ხმა გაეყინა ანდროს.
-ნუ გწყინს რა. -მასთან მივედი და სახეზე მივეფერე. -ანდრო,მე სრულფასოვან ოჯახში გავიზარდე. არასდროს მინახავს ატირებული დედაჩემი,ან მამაჩემის აწეული ხმა და ცუდი ტონი. ეს ყველაფერი ჩემთვის იმდენად ბუნებრივია,მინდა დარწმუნებული ვიყო,რომ ,როცა ოჯახს შევქმნი, ჩემი შვილიც ასეთ გარემოში გაიზრდება. ახლა კი.. ახლა მე ძალიან არეული ვარ. ჩემი კარიერა ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზეა. არ მინდა ბავშვმა...
-ეს ყველაფერი გააფუჭოს? -ანდრომ ჩემი სათქმელი დაამთავრა. -ანუ იმას ამბობ,რომ მე და ეს ბავშვი ხელს შეგიშლით? ხელს შეგიშლით შენი იდეალური კარიერის მოწყობაში?
ტონი უფრო და უფრო მკაცრი უხდებოდა,მე კი თანდათან ვიფერფლებოდი.
-ასე არ არის,უბრალოდ ბავშვს ისეც ვიყოლიებთ. ახლა...
-დეა,რას მეუბნები? -ანდროს ზუსტად ისეთი ხმა გაუხდა,რომლის მოსმენაც ასე ძალიან არ მინდოდა.
-ახლა ბავში არ მინდა...
ანდრო ჩამოჯდა. სრულიად წაშლილი სახე ჰქონდა. გვერდით მივუჯექი. მინდოდა რამე მეთქვა,მაგრამ,როგორც კი პირს ვაღებდი,ბგერების გარდა იქიდან არაფერი ამომდიოდა.
-გთხოვ,დეა. დაფიქრდი.
-ერთი კვირაა ამაზე ვფიქრობ,ანდრო. მინდოდა ყველაფერი გადამეხარშა და ამ დასკვნამდე მივედი.
-ხომ იცი,რომ ეს ყველაფერს არევს. იმაზე მეტად,ვიდრე იყო.
წამოვდექი. ახლა წასვლის გარდა არაფერი შემეძლო.
-უნდა წავიდე,ანდრო.
-დეა,დაფიქრდი. გეხვეწები არ ვიჩქაროთ,კიდევ ერთხელ ვილაპარაკოთ და ისე გადავწყვიტოთ,კარგი?
არაფერი მითქვამს. წამოვედი.
მეორე დღეს გვიან გავიღვიძე. საშინელ ხასიათზე ვიყავი,არავისთან ლაპარაკი არ მინდოდა. ყველაფერი მაღიზიანებდა,თან ამ ყველაფერს ისიც დაემატა,რომ უფროსმა დამირეკა და გადაწყვეტილების მიღება სწრაფად მთხოვა.
ანდროს არც ერთი ზარისთვის არ მიპასუხია.
პრინციპში,ჩემი გადაწყვეტილება უკვე ვიცოდი. გერმანიაში წასვლის წინადადებას მივიღებდი,ბავშვი კი,რამდენადაც საშინლად არ უნდა ჟღერდეს,უნდა მომეშორებინა.
იმდღესვე დავრეკე. ჩავეწერე. საჭირო წამლები ვიყიდე. დავლიე. დასაძინებლად დავწექი. ვიაზრებდი,რომ არავისთვის არაფერი მითქვამს. ანდროსთვისაც კი. რამდენად სწორი იყო ეს ყველაფერი? რას ვაკეთებდი საერთოდ?
არსებობს ადამიანს ცხოვრებაში პერიოდი,როცა სწორს და არასწორს ვერ არჩევ. როცა საკუთარ თავში იკეტები.
მე მაშინვე მქენჯნიდა სინდისი. თუმცა,მაინც ვერ გავიგე რა იყო ჩემთვის სწორი.
მაინც არასწორისკენ წავედი.
ანდრო მოვიდა და ასე მეგონა სულ სხვა ადამიანს ვუყურებდი. ძალიან ფერმკრთალი იყო,ადამიანს აღარ ჰგავდა. შუშის თვალებით იყურებოდა აქეთ-იქით,ცდილობდა ჩემთვის არც შემოეხედა.
-როგორ ხარ? -ვკითხე ხმადაბლა.
-ყველაზე უაზრო რაღაც მკითხე ამ წამს,დეა. -ირონიულად გამიღიმა.
-ანდრო,ეგრე ნუ მელაპარაკები,გეხვეწები. -ხმაში ბზარი შემერია.
-დედას გეფიცები,ერთი კვირაა არ მძინებია. კრიჭა მაქვს,დეა, შეკრული. -დაბნეული ლაპარაკობდა. თითქოს საჭირო სიტყვებს ეძებს,მაგრამ ვერ პოულობსო. -ყველაფერზე დავილაპარაკოთ,დავგეგმოთ,ოჯახის წევრებიც დაგვეხმარებიან..
-ანდრო,გადავწყვიტე უკვე.
შეკრთა,მერე სახე ბრაზმა შეუცვალა და ახლა ისე მიყურებდა,გულწრფელად მეშინოდა.
-ისე,თითქოს მე არ ვარსებობ?
-ანდრო,შენც ხომ იცი,რომ ეს ყველაფერი ზედმეტად ნაჩქარევია.
-შენ ჩემს მაგივრად ნუ ლაპარაკობ! -კბილების ჭრიალით მითხრა და მაგიდაზე მსუბუქად დაჰკრა მუშტი,მერე თვითონვე შეცბა და გააგრძელა. -მაპატიე,არ მინდოდა,უბრალოდ წყობიდან გამოვედი.
-არა უშავს,ახლა არც ერთი არ ვართ კარგად. ანდრო,ახლა ასე სჯობს,დამიჯერე.
-გადაგიწყვეტია უკვე,მე რა შემიძლია? -ნაწყენი ხმა ჰქონდა,ცხოვრებაში პირველად ვხედავდი,როგორ ეტირებოდა.
-მეც ძალიან მიჭირს...
-არ გააკეთო,გეხვეწები,ცოტა ხანს დაიცადე. კიდე დავფიქრდეთ.
-აზრი არ აქვს,ანდრო. თან სამსახურზეც... მოკლედ,დიდი ალბათობით გერმანიაში წავალ. -ვუთხარი და ხმა ჩამიწყდა.
-გასაგებია. -მითხრა ჩუმად. -წავალ მე,ასე სჯობს,სანამ რამე ისეთი მითქვამს,რასაც მერე ვინანებ...
-ანდრო,მოიცა.
იმედის თვალებით შემომხედა,არ ვიცი ჩემგან იმ მომენტში რას ელოდა,აზრის შეცვლას,რამე თბილ სიტყვას,თუმცა,მე პირადად საკუთარი თავი მეზიზღებოდა იმის გამო,რაც უნდა მეთქვა.
-უნდა გამომყვე. აბორტს შენს გარეშე ვერ გავიკეთებ,ხელმოწერაა საჭირო.
რამდენიმე წამით გაყინული მზერით მიყურა,მერე წამოდგა და უთქმელად მიიხურა კარი.

* * *
მეორე დღეს,დათქმულ დროს ორივე საავადმყოფოში ვიცდიდით. ანდრო ფეხებს ნერვულად აბაკუნებდა,მე კი პირდაპირ თავში მირტყამდა მისი მოძრაობები. ისედაც დაძაბულს,გული გახეთქვას მქონდა. მთელი დილის განმავლობაში არაფერი უთქვამს,ზედაც კი არ შემოუხედავს ჩემთვის. ვცდილობდი რამეზე დავლაპარაკებოდი,მიზეზი მაინც მეპოვნა,რომ მისთვის რაღაც მეთქვა და რამით მხარდაჭერა მეგრძნო. ან რაში უნდა მეგრძნო მხარდაჭერა? აბორტის გასაკეთებლად ვიყავით მოსულები. ჩემი და ანდროს შვილს ვიშორებდი. გულ-მუცელი მეწვოდა,ალბათ კიდევ რამდენიმე წუთი და გიჟივით წამოვვარდებოდი,უკანმოუხედავად გავიქცეოდი საავადმყოფოდან,თუმცა მალევე გამოვიდა კაბინეტიდან თეთრხალათიანი ქალი და ჩემი გვარი ამოიკითხა.
-შემომყვები?
-დამცინი? -ამომხედა ანდრომ.
მორჩილად შევედი კაბინეტში.
მერე თითქოს გავითიშე,ან მინდოდა ასე ყოფილიყო,რომ აღარაფერი მეგრძნო.
რამდენიმე საათის შემდეგ ყველაფერი დამთავრებული იყო.
ანდროს მანქანაში ვიჯექი.
-სალომესთან წამიყვანე,ჩემებთან ასე ვერ მივალ.
თვალები დამსიებოდა,თავი საშინლად მიბჟუოდა,თან გამაფრთხილეს,რომ შეიძლება სისხლდენა მქონოდა და სახლში ამას ვერ ავიტანდი.
ანდრომ თავი დამიქნია. მთელი გზა დაძაბული იჯდა,საჭეს ორივე ხელით ჩაჰფრენოდა და ნერვულად იკვნეტდა ფრჩხილებს. როცა მივედით,მანქანა მკვეთრად დაამუხრუჭა და თავი საჭეს დაადო.
-ანდრო,არაფერს მეტყვი? -ხმა ამიკანკალდა,რამდენიმე წუთიც და ხმამაღლა ავტირდებოდი.
ახლა ისე მჭირდებოდა მისი ჩახუტება,მისი მშვიდი ხმა,ეგოისტურად მჭირდებოდა.
-ჩემგან რამე გჭირდება? რამის მოტანა,ყიდვა.. ან არ ვიცი. -მითხრა ცივად.
-არა,ყველაფერი მაქვს.
-ამოგყვები მაშინ,მერე წავალ.
-ანდრო...
-ახლა არ გინდა დეა,ძალიან გთხოვ. -ისე სწრაფად მოიწმინდა ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი,თითქოს არც უარსებია.
-არ მინდა გაცილება,ავალ. -მანქანიდან გადავედი.
დაუმშვიდობებლად დავიშალეთ. როგორც კი სალომემ კარი გამიღო,თავი ვეღარ შევიკავე და ავტირდი. შიგნით შემიყვანა და მერე მახსოვს,რომ სალომეს კალთაში ვქვითინებდი. წამლებმა თავისი ქნეს და როგორც იქნა,ჩამეძინა.

* *
ერთი კვირა საერთოდ არ გამოჩენილა. მე კი არა,საკუთარი მშობლები და მეგობრები ვერ პოულობდნენ,დათამაც კი არაფერი იცოდა მის შესახებ. უკვე გიჟს ვგავდი, აბორტის ამბავი თითქმის სულ გადამავიწყდა, ისე ვნერვიულობდი. ვწერდი,ვურეკავდი,შეტყობინებებს ვუტოვებდი,რომლებსაც ზუსტად ვიცი,რომ კითხულობდა,მაგრამ არაფერი. საერთოდ არაფერი.
-უნდა მოვძებნო,სალომე. ასე აღარ შემიძლია.
-სად უნდა მოძებნო,გაგიჟდი?
-ასე ეგოისტურად რატო იქცევა,სალომე? ხომ იცის, რომ ვნერვიულობთ.
-მგონი,სჯობს დრო მისცე. -სალომემ ტონი შეიცვალა. -ეს სახუმარო თემა არ არის,დეა. ზედმეტად დიდი სტრესია და შენც კარგად იცი,რომ ბევრ რამეს ცვლის ეს ამბავი.
-ჩემთვის არ იყო სტრესი? ან ჩემთვის არაფერი შეცვლილა?
-შენც კარგად იცი,რასაც ვგულისხმობ. ეს ყველაფერი ბევრ რამეს არევს,დეა. ურთიერთობას ძალიან შეცვლის. ალბათ,იმიტომაც არ ჩანს,რომ უნდა ყველაფერი დაალაგოს. ცოტა დრო მიეცი.
სალომე მართალი იყო,ჯობდა ცოტა ხანს დავლოდებოდი. ნელ-ნელა საქმეებისთვისაც მიმეხედა. გერმანიისთვის საბუთების მზადება დავიწყე,ისე ვიქცეოდი,თითქოს არაფერი მომხდარა და ამის გამო საკუთარი თავი მეზიზღებოდა.
მართლაც,რამდენიმე დღეში ანდრომ სალომესთან მომაკითხა.
-ბავშვებო,მე გავდივარ,თუ რამე დაგჭირდათ,დამირეკეთ აქვე ვიქნები. -დაგვიბარა სალომემ და წავიდა.
რომ დავინახე,უფრო გავიაზრე,როგორ მომნატრებოდა. ერთი სული მქონდა ჩავხუტებოდი და მეკოცნა,თუმცა როცა მისკენ წავიწიე ჩასახუტებლად,ცივად გადამკოცნა და მომიშორა.
-სად იყავი?
-მაგას რა მნიშვნელობა აქვს,სად ვიყავი. -ასეთი ტონით მაშინაც კი არ დამლაპარაკებია,როცა აბორტზე ვუთხარი.
-ვინერვიულე,ერთხელ მაინც დაგერეკა.
-საერთოდ არ ვარ საყვედურების მოსმენის ხასიათზე,დეა.
-რატომ მეუხეშები?
-ხო,გეუხეშები და ვერ ვიტან,რომ გეუხეშები. -დაიწყო მშვიდი ტონით,მერე ფეხზე ადგა და აქეთ-იქით სიარულს მოჰყვა. -იცი რატომ? იმიტომ რომ,ჩემთვის შეუძლებელი იყო შენთან სითბოს გარდა რამე სხვა გამომემჟღავნებინა. სულ სხვანაირი ვარ შენთან. ისეთი,როგორიც ამქვეყნად არავისთან ,დეა. ტონისთვისაც კი არ ამიწევია,იმიტომ,რომ ვფიქრობდი,თუ ამას გავაკეთებ საკუთარი თავი შემზიზღდება-მეთქი. ახლა? ახლა იცი რა მჭირს? ბრაზს ვერ ვაკონტროლებ. მინდა რამე დავლეწო,აი აქვე ყველაფერი დავამტვრიო და ეგოისტურად მინდა,შენ ამას უყურებდე. -ვერც გაიაზრა,როგორ გადაიზარდაა მისი მშვიდი ხმა ყვირილში.
-ანდრო,მომისმინე...
-ასე მგონია,რაღაც ამომაცალეს,ამომაგლიჯეს და ეს მხოლოდ ის ბავშვი არ არის! იცი ყველაზე ძალიან რა მტკივა?
-ანდრო,შენ ჩემზე მეტად გტკივა? -ხმა ამიკანკალდა.
-მტკივა! -დაიღრიალა და ფეხი სკამს გაჰკრა. გულწრფელად შემეშინდა,მაგრამ ამას არ გაუჩერებია. -მტკივა,ეს დედამო**ული,მტკივა,იმიტომ რომ ეგ გადაწყვეტილება მარტო შენ მიიღე. ყველას და ყველაფრის აზრი ფეხებზე დაიკიდე! მარტო მე კი არა,ყველას გადაახტი თავზე. საკუთარ თავსაც კი. გიფიქრია საერთოდ მე რას ვგრძნობ? გეკითხები და მიპასუხე!იფიქრე საერთოდ ვინმეზე,საკუთარი თავის გარდა? თუ იმ შენი სი**ლი სამსახურის გარდა არაფერი არსებობს?
-ნუ ყვირი. სირცხვილია,სხვის სახლში ვართ.
-ფეხებზე ! -ისევ იღრიალა.
რამდენიმე წუთი ხმა არ ამოუღია,მე უკვე თავშეუკავებლად ვტიროდი.
-ნუ ტირიხარ! -ოდნავ მშვიდი ხმით მითხრა. -ახლა რაღა აზრი აქვს მაგ ნიანგის ცრემლებს?
-ნიანგის ცრემლები რა შუაშია,ანდრო,რა გჭირს..
-რა მჭირს? -გაეცინა. -არაფერი,რავი,კარგად ვარ,ჯიგრულად... იცი რაზე ვგიჟდები? ეს ყველაფერი კიდევ ნორმალური რომ გგონია. აქეთ ხარ დიდგულზე,თურმე რატომ დავიკარგე,რატომ გელაპარაკები უხეშად,რა მჭირს. არ ვიცი,დეა. ასე მგონია უცხო ხარ,სხვა ხარ. საერთოდ აღარაფერი გვაქვს საერთო,ასე მგონია,ფეხებზე გკიდია ჩემი,შენი,ყველას გრძნობები.
-რატომ ვერ ხვდები,რომ არ ვიყავი მზად?
-ვხვდები,ძალიან კარგად ვხვდები,რომ შეიძლება მზად არ ყოფილიყავი,მაგრამ შენ რა ქენი? მაშინვე ყველაზე მარტივ გამოსავალს მიახტი.როცა ურთიერთობაში ასეთი დაუგეგმავი რაღაცები ხდება,წყვილები ამაზე ლაპარაკობენ ხოლმე. ერთად წყვეტენ რა უნდათ,როგორ უნდა მოიქცნენ. არ შეგვეძლო ცოტა ხანს დაგვეცადა? გველაპარაკა,გამოსავალი ერთად მოგვეძებნა,მაგრამ, არა! *ლეზე დაიკიდე ყველაფერი. -გიჟივით ყვიროდა,ყველა სიტყვაში იმხელა ბრაზს და ზიზღს ვგრძნობდი,რომ ტანში ჟრუანტელი მივლიდა. ყოველი მისი სიტყვა გულზე მხვდებოდა,ტირილს უფრო და უფრო ვუმატებდი,მაგრამ ანდროს თითქოს ფეხებზე ეკიდა, აგრძელებდა ჩემს ტანჯვას. -ისე მოიქეცი,როგორც გაწყობდა. ახლა ხომ ხარ კარგად? გზები გაგეხსნა,შეგიძლია თავისუფლად წახვიდე გერმანიაში. არავინ გიშლის ხელს. -ირონიულად გაშალა ხელები იმის საჩვენებლად,რომ გზა თავისუფალი იყო. მერე კი ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო. -გავიგე,რომ უკვე ემზადები კიდეც.
-არ ვემზადები,არ გადამიწყვეტია ჯერ. -ვიცრუე.
-ნუ მატყუებ,დეა. გუშინ არ დავბადებულვარ. -ხმაში ზიზღი გაერია.
-ანდრო,გეხვეწები, ეგრე ნუ მელაპარაკები,მოვკვდები. -საცოდავად ამოვიტირე.
ამან აშკარად იმოქმედა,ანდროს მზერა მოულბა და ერთხანს თვალცრემლიანი მიყურებდა,მაგრამ მერე კონტროლი დაიბრუნა.
-ნუ ტირი-მეთქი. ვერ ვიტან,როცა ტირი.
-ახლა რა უნდა ვქნათ?
-არაფერი,შენ წახვალ გერმანიაში და კარიერას მოიწყობ. მერე,როცა მზად იქნები,შვილებიც გეყოლება. -ამ სიტყვებმა მომკლა. დამეფიცება,რომ იმ მომენტში ვიგრძენი,როგორ ჩამწყდა გულში რაღაც.
-ანდრო,რას ამბობ.
-იმას,რასაც უკვე კვირებია გეგმავ.
-ეგრე არ მომექცე.
-დეა,იმაზე მეტს,ფიზიკურად ვერ გავაკეთებ,რაც შენ მიქენი. -სევდიანად გაეღიმა. მერე მომიახლოვდა და ძალიან ნაზად მაკოცა ლოყაზე. -იმედი მაქვს,წარმატებებს მიაღწევ და ეს ყველაფერი ამად ეღირება. -თითით მუცელზე მიმანიშნა.
მერე წამოდგა და უსიტყვოდა გაიკეტა კარი,ერთხელად არ მოუხედავს უკან.

2019 წელი

ვისხედით ჩუმად,კენკრის ჩაის ვსვამდით და ერთმანეთის შეხედვის გვეშინოდა. არამარტო მზერის,მეშინოდა,რომ რამეს მკითხავდა,ლაპარაკს ისევ გუგაზე ან ქორწილზე დაიწყებდა. მეშინოდა,რომ ისეთი პასუხების გაცემა მომიწევდა,რომელიც ორივეს გვატკენდა გულს.
-დეა,შანსი რატომ არ მომეცი? -მკითხა მოულოდნელად და გულისცემა თავში ვიგრძენი.
-ამაზე ლაპარაკს ახლა რა აზრი აქვს?
-რადგან გკითხე,ესე იგი,პასუხის მოსმენა მინდა. -მშვიდი იყო,თუმცა წყლიანი და სევდიანი თვალები ჰქონდა.
-ძალიან გთხოვ,არ გვინდა ამაზე ლაპარაკი. ახლა არ ღირს,სჯობს ის მითხრა,რას აპირებ. რამდენ ხანს აპირებ ჩემს აქ გამოკეტვას? ადრე თუ გვიან ვინმე გვიპოვის. მამაჩემი,გუგა...
-არ შეიძლება ცოტა ხანს მისი სახელი არ ახსენო? -აფეთქდა ანდრო.
-ის რა შუაშია,ანდრო? -არ დავაკელი მეც და ყვირილს ვუმატე. -გუგამ რა დააშავა? ასეთი არაკაცური საქციელი შენგან რით დაიმსახურა? ერთადერთ რამეშია დამნაშავე,შევუყვარდი...
-მე რა დავაშავე? -ხმა ჩაუწყდა. -მითხარი,მე რა დავაშავე,რომ ის ერთი შეცდომა არ მაპატიე,როცა მე ყველგან ფეხდაფეხ დაგდევდი.
-ეგრე არ არის და შენც კარგად იცი.
-მართალი ხარ,იცი? გუგა მართლა არაფერ შუაშია,მაგრამ ბოდიში,ვერ დავუშვებდი ჩემს საყვარელ ქალს ცხოვრება თავისი ხელებით დაენგრია.
ანდრო წამოდგა და ოთახიდან გავიდა. რამდენიმე წამში პლედითა და ბალიშით დაბრუნდა.
-შეგიძლია იმ ოთახში დაიძინო,ყველაფერი მზად არის. მე აქ დავწვები,ტახტზე.
-სერიოზულად გგონია,რომ ამ დროს ძილს შევძლებ?
-დაღლილი იქნები,ბოლოს და ბოლოს საქორწილო სამზადისი სახუმარო ამბავი ხომ არ არის? გადაღლებოდი. -ირონიული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე და თან ზედ არ მიყურებდა,პლედს შლიდა.
-იუმორის გრძნობა უცვლელია. -აღვნიშნე ღიმილით.
-სხვათა შორის,ეს უფრო ირონია იყო,ვიდრე იუმორის გამოვლინება.
-ანდრო,შეიძლება რაღაც გკითხო?
თავი დაბნეულმა დამიქნია. მომეჩვენა,თითქოს დაიძაბა,იქვე ჩამოჯდა და მზერა გამისწორა.
-მაშინ რატომ არ მოხვედი? აეროპორტში.. რომ მოსულიყავი,არ წავიდოდი.
გაეცინა.
-მე რომ მაშინ იქ მოვსულიყავი,შენს სიყვარულს ვეღარასდროს შევძლებდი. იმ დროს ვერაფერს ვგრძნობდი,აზრი არ ჰქონდა. ალბათ საჭირო იყო,რომ ის ყველაფერი მომხდარიყო. -ამოიოხრა და ისევ წამოდგა. -თუ ძილს არ აპირებ,ოთახში მე შევალ.
-ჯენტლმენობა დაკარგე,როგორც ჩანს. -გამეცინა მე.
-ხომ იცი,დრო ბევრ რამეს ცვლის. -ამყვა ანდროც.
-შეგიძლია დაიძინო,მე არამგონია ეგ შევძლო.
-ძილინებისა. -დამემშვიდობა ანდრო,თუმცა შუა გზიდან მოტრიალდა,თითქოს რაღაც გაახსენდაო და ნიშნისმოგებით მითხრა. -მანქანის გასაღები ჯიბეში მიდევს,ტელეფონს ბალიშის ქვეშ დავიდებ,ასე რომ,გაქცევას არ ეცადო, თუ არ გინდა,რომ მგლებმა შეგჭამონ.
სად ჯანდაბაში უნდა გავქცეულიყავი? ან თბილისამდე რომც ჩავსულიყავი ვისთვის რა უნდა მეთქვა? გუგას ოჯახს,ჩემსას,150 სტუმარს და საკუთარ საქმროს როგორ ავუხსნიდი მსგავს სიტუაციას? რას ვეტყოდი,ყოფილმა შეყვარებულმა მომიტაცა,ამაში ჩემი მეჯვარე დაეხმარა,მე ყველაფერს თავი დავაღწიე და ახლა მზად ვარ ჩემი გათხოვება აღვნიშნოთ-მეთქი?
ფილმის სცენარს ჰგავს,არა? წარმოგიდგენიათ იქ რა მოხდებოდა?
ერთადერთი,ვისაც ეს ამბავი გაახარებდა,ბებიაჩემი იყო,რომელსაც ჩემზე მეტად ანდრო უყვარდა. რატომ არა?
ანდრო იყო ერთადერთი,ვინც დაუზარელად ისმენდა ბებიაჩემის ახალგაზრდობის ყველა ისტორიას. ანდრო უყურებდა თურქულ სერიალებს მასთან ერთად და მერე თამილას ბოროტი გმირის გალანძღვაში სასაცილოდ ეხმარებოდა. ტკბილეულს ჩუმად იპარავდნენ,მიუხედავას იმისა,რომ ბებიაჩემს შაქარი ჰქონდა,ანდროს კი ტკბილეული ეზიზღებოდა. აივნიდან ჩუმად უთვალთვალებდნენ ყველა მეზობელს და როცა თამილა ჩურჩულით გაუმხელდა ანდროს „საიდუმლოს“, ცხადაძე თავის კანტურს მოჰყვებოდა ხოლმე.
დედაჩემი და მამაჩემი კი ღიმილით უყურებდნენ ამ ამბავს,მოსწონდათ ანდრო. ყველაფერი იდეალურობასთან იმდენად ახლოს იყო,რომ მხოლოდ მე შემაშინა ამან. მარტო მე აღმოვჩნდი ლაჩარი და ის ბედნიერება,რომელიც ყოველ წამს მიჩქარებდა გულს,ვერ შევირგე. არადა,თითქოს სულელური მიზეზია,თუმცა რეალურად ამ შიშმა ცხოვრება დამინგრია.
ახლა?
ახლა ვიჯექი სადღაც სოფელში,ბუხრის წინ,ცრემლი ცრემლზე მომდიოდა და წინ ტალახიანი,დაჭმუჭნული საქორწინო კაბა მედო,რომელსაც წესით ბედნიერება უნდა მოეტანა ჩემთვის.
იმ მომენტში ერთი აზრი მიტრიალებდა მხოლოდ თავში,მინდოდა ახალგაღვიძებულს, პირველი ანდროს სახე დამენახა. თუ გამიმართლებდა და მას ჯერ კიდევ ეძინებოდა,შემეძლო სახეზე ოდნავაც შევხებოდი.
წამოვდექი,ძალიან ჩუმად შევიპარე ოთახში,სადაც ანდროს მშვიდი სუნთქვა ისმოდა და ძალიან ფრთხილად დავადექი თავს.
საწოლის ერთ მხარეს თვითონ იწვა,მთვარის შუქი კი პირდაპირ მეორე,ცარიელ მხარეს ანათებდა. საბანი გადახდილი იყო,თითქოს ანდრო მახვედრებდა,რომ იცოდა,შევიდოდი.
ფრთხილად დავწექი და გავინაბე. მიუხედავად იმ სულელური სიტუაციისა,რაშიც ორივე აღმოვჩნდით,ბოლო ერთი წლის მანძილზე,მგონი პირველად ვიყავით გულწრფელად ბედნიერები.
* * *
2018 წელი.
ბოლო ერთი თვის მანძილზე ანდროსთან დაკავშირების ყველანაირი გზა ვცადე. ვურეკავდი,ვწერდი,რამდენჯერმე სამსახურთან და სახლთანაც დავხვდი,მაგრამ ოსტატურად შეძლო თავის არიდება.
როცა მიხვდა,გაჩერებას არ ვაპირებდი,შეხვედრა დამითქვა.
-მადლობა რომ,როგორც იქნა მნახე. -ვუთხარი გულწრფელად,თუმცა,როგორც ჩანს,ჩემს ყველა სიტყვას ირონიულად აღიქვამდა.
-იმიტომ არ მინახიხარ,რომ მადლობები გეხადა. სჯობს მითხრა,რისი თქმაც გინდა და დავიშალოთ.
-სულ ეს არის? ეს არის შენი სათქმელი?
-დეა,მე ჩემი სათქმელი მაშინ გითხარი,როცა ბოლოს გნახე. მეტი რა უნდა გითხრა,მართლა ვერ ვხვდები.
-სულ ასე აპირებ გაგრძელებას? ასე როდემდე უნდა ვიყოთ,არ უნდა ვილაპარაკოთ?
-ახლა გაბრაზებული ვარ,ნაწყენი,შეურაცხყოფილი. ყველაფერი ერთმანეთში მაქვს არეული და დრო მჭირდება,რომ დავლაგდე. ასეთი რთული გასაგებია? -დაიძაბა ანდრო.
-ანდრო... მე მივდივარ. -ხმა ჩამიწყდა.
სიცილი აუტყდა. როგორი სიცილიც იყო,თქვენც მიხვდებით.
-აი,თურმე რაში ყოფილა საქმე. და რა, ჩემგან რას ელი? -ეჭვის თვალით შემომხედა და მერე განაგრძო. -შემთხვევით ხომ არ გგონია,რომ შენთან ერთად წამოვალ?
-ანდრო...
-დეა,ახლა კარგად მისმინე. შენ შენი არჩევანი გააკეთე. ძალიან მტკივნეულად,თუმცა გააკეთე და სჯობს ახლა ამით ისწავლო ცხოვრება. მეგონა იმ ლაპარაკის მერე მაინც შეიცვლებოდა რამე,იქნებ წასვლა მაინც გადაიფიქროს მეთქი-ვფიქრობდი,თუმცა მართალი ხარ,მსხვერპლი ტყუილად ხომ არ გაგიღია? ჯობია,წახვიდე.
-ჯანდაბა,ყოველ წამს ნუ მახსენებ იმ ამბავს! -მეც ავფეთქი და კონტროლი დავკარგე. -არ შეგიძლია მეც გამიგო?
-ვწუხვარ,დეა,ვცადე,მაგრამ არ გამოდის. შენი არ მესმის. -მითხრა ანდრომ,შემდეგ სევდიანად გამიღიმა და ადგა. -ბედნიერ ფრენას გისურვებ,იმედი მაქვს მიაღწევ იმ მიზანს,რისთვისაც ასე იბრძვი.

* * *

ბოლო საუბრის შემდეგ,თითქოს შევეგუე იმ აზრს,რომ ყველაფერი დამთავრდა. საკუთარ თავს იმის მტკიცება დავუწყე,რომ ყველაფერი მორჩა და არაფრის გაკეთება არ შემეძლო. ცხოვრება უნდა გავაგრძელო-მეთქი ვფიქრობდი და ასეც ვიქცეოდი. მომდევნო ერთი კვირა მთლიანად საბუთების მოწესრიგებას დავუთმე,მინდოდა რაც შეიძლებოდა სწრაფად მომეგვარებინა ყველაფერი და წავსულიყავი. ოცნების კოშკები ავაგე,რომ გერმანიში წასვლის შემდეგ,მთელ ყურადღებას სამსახურზე გადავიტანდი და ამ ამბის დავიწყებას მარტივად შევძლებდი,თუმცა მალევე ჩამომენგრა ყველაფერი თავს.
რთული იყო ამეხსნა მშობლებისთვის,მეგობრებისთვის,ბებიაჩემისთვის ამეხსნა,თუ რატომ დავშორდი ბიჭს,რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა. რატომ არ მაცილებდა ანდრო,რატომ არ უხაროდა ჩემი წარმატებები. ყველაზე ცუდი კი ის იყო,რომ ყველას წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. მე და სანდროს საერთო სამეგობრო წრე გვქონდა,ის კი ჩემ გამო არსად ჩნდებოდა.
-როგორ არის? -ვკითხე დათას ჩემს გამოსამშვიდობებელ საღამოზე.
-არის რა,ახლა უკეთ. გამოიხედა თვალებში,მუშაობს,მერე ძირითადად თავის დასთან არის ხოლმე. -დათა ისეთი დაძაბული იყო,თითქოს ანდროზე ჩემთან ლაპარაკით რამეს აშავებსო.
-საერთოდ არ მახსენებს?
-შენზე სიტყვის გაგებაც არ უნდა. ახლაც რომ იცოდეს მასზე გელაპარაკები,მაგრად მცემს.
-აღარ ვიცი რა ვქნა,დათა.
-ცოტა ხანს აცალე,დეაკო,გადაუვლის რა. -თბილად გამიღიმა დათამ და ჩამეხუტა.
მხოლოდ სალომემ და დათამ იცოდნენ ჩემი და ანდროს დაშორების ნამდვილი მიზეზი.ამიტომ მიჭირდა ჩემებისთვის ყველაფრის ახსნა. მიხაროდა გერმანიაში წასვლა,იქ მაინც შევძლებდი ცოტა ხანს ამ ამბისგან თავის არიდებას.
წასვლის წინა დღეს ირაკლის დავურეკე.
-ირაკლი,როგორ ხარ?
-დეა,როგორ გამიხარდა რომ დამირეკე. -ირაკლი თბილად მელაპარაკებოდა,ცდილობდა ხმაში დაძაბულობა არ შემემჩნია. -შენ როგორ ხარ?
-მეც ვარ რა,სამზადისში. ვიცი რომ ანდროსთან ერთად ხარ,მინდა რაღაც გადასცე.
-გისმენ.
-უთხარი,დეა ხვალ მიფრინავს და ძალიან გაეხარდება თუ დასამშვიდობებლად მიხვალ-თქო. -ხმა ამიკანკალდა,ძალიან მიჭირდა ამ სიტყვების თქმა,მაგრამ უნდა მეთქვა,მინდოდა სცოდნოდა. -კიდევ გადაეცი,რომ ძალიან მიყვარს და თავს გაუფრთხილდეს.
-ეგენი შენით უთხარი რომ მოვა,რომელი ჯულიეტა მე მნახე? -გაეცინა ირაკლის.
-ეს იმ შემთხვევისთვის,თუ არ მოვა. -ვუთხარი და ყურმილი დავკიდე.
რატომღაც დარწმუნებული ვიყავი რომ მოვიდოდა.
აეროპორტში მხოლოდ სალომე და ოჯახის წევრები გავიყოლე. არ მინდოდა ხალხმრავლობა,ისეც ვერ ვიტან დამშვიდობებას.
-იცოდე ჭკუით იყავი და როცა შეძლებ დამირეკე ხოლმე. -სალომეს ეტირებოდა,მაგრამ მაქსიმალურად ცდილობდა თავის შეკავებას.
-ეგრე ვიზამ,თავს მიხედე და ირაკლი არ გამიბრაზო. -სალომეს ჩავეხუტე.
ოჯახთან გამომშვიდობება ყველაზე რთული აღმოჩნდა,თუმცა ამანაც გაიარა. ესკალატორიდან მაინც ჯიუტად ვათვალიერებდი იქაურობას,რის იმედად,არ ვიცი,მაგრამ როცა ნაბიჯი წინ გადავდგი,მერე უკან აღარ მომიხედავს.

* * *
გერმანიაში თავიდან ყველაფერი მარტივად ამეწყო. ადაპტაცია არ გამჭირვებია,მეგობრებიც კი გავიჩინე,რომლებთანაც ვიქენდზე ცოტას ვსვამდი და ვეწეოდი ხოლმე. სამსახურში ბევრი საქმე მქონდა,მეც თავაუღებლად ვცდილობდი თავის გამოჩენას.
თავის დარწმუნება,რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა,კარგად გამომდიოდა. თუმცა,რამდენიმე თვის მერე მივხვდი,რომ კარგი სამსახური,უცხო გარემო, ჩემი მეგობრების და ოჯახის ნაკლებობა არ მაბედნიერებდა. და მეტიც,ანდრო საშინლად მენატრებოდა. ეს გრძნობები ისე გაძლიერდა,რომ ჩემი შეცდომების გაანალიზება დავიწყე,საკუთარ თავთან მარტო დარჩენამ მიმახვედრა,როგორ მოვექეცი ანდროს და საკუთარ თავს. რის გამო დავაყენე ჩვენი ბედნიერება ეჭვქვეშ.
დღითიდღე მიმძაფრდებოდა დანაშაულის გრძნობა. არაფრის სურვილი აღარ მქონდა,არც ჭამის,არც მუშაობის. ვიქენდზე,ჩემს მეგობრებთან შეხვედრაც კი შევწყვიტე,რომელიც ასე მეხმარებოდა და ცოტა ხნით მაინც მავიწყებდა ჩემს საქციელს. ანდროს ფეისბუქ გვერდზე ვათენებდი და ვაღამებდი,ის კი-ჯიუტად არაფერს ანახლებდა. დათასაც კი ვერ ვეკითხებოდი მის ამბებს.
ადრე ხშირად ვფიქრობდი ხოლმე,რა არის ადამიანისთვის ყველაზე გაუსაძლისი? საყვარელი ადამიანის დაკარგვასთან ერთად,საშინელი დანაშაულის გრძნობა,რომელიც ნელ-ნელა გჭამს. საკუთარ თავს გაზიზღებს,თავს არარაობად გაგრძნობინებს და ნელ-ნელა ხვდები,როგორ გძულდება საკუთარი პათეტიკური სიცოცხლე.
-დეა,რა გჭირს? ეს რამდენიმე კვირაა ვერ გცნობ. -მითხრა სალომემ,რომელსაც როგორც იქნა ვუპასუხე გამოტოვებულ ზარებსა და შეტყობინებებზე.
-ისეთი არაფერია,გადამივლის. შენ როგორ ხარ? -ვცადე ლაპარაკი სხვა თემაზე გადამეტანა,მაგრამ სალომეს რას გამოაპარებდი.
-რა გადაგივლის,მოჩვენებას ჰგავხარ. საჭმელს საერთოდ არ ჭამ?
-კარგი,სალომე,დედაჩემივით რატომ მელაპარაკები?
-ალბათ იმიტომ,რომ დედაშენს ამ ყველაფრის თქმას არ აცდი. ქალი გაგიჟებულია,დეა. ყველა ძალიან ნერვიულობს.
-ხომ გითხარი გამივლის-მეთქი,არ უნდა ამას ამხელა პანიკა. -ხმაში გაღიზიანება დამეტყო.
-ფეხებზე ,ჩამოვდივარ! -მიყვირა სალომემ.
-სად ჩამოდიხარ,გაგიჟდი? -სიცილი ამიტყდა.
-საერთოდ არ მეცინება.შენ რომ გიყუროს კაცმა,თავს მოიკლავ. დღესვე ბილეთს ავიღებ.
-სალომე,ძალიან გთხოვ,არაფერი სერიოზული არ არის,ეს დღეები გადავიღალე უბრალოდ. -ტონი დამისერიოზულდა,როცა მივხვდი,რომ სალომე არ ხუმრობდა და არც ჩემს შესაშინებლად ამბობდა ამ ყველაფერს.
-ჰოდა,ერთად დავისვენებთ. -თვალი ჩამიკრა და უბრალოდ გამითიშა.
ზუსტად ნახევარ საათში სალომემ ბილეთის ფოტო ჩამიგდო. დაახლოებით ერთ კვირაში კი,აეროპორტში ვიდექი და მოთმინებით ველოდი ჩემი იდიოტი დაქალის თვითმფრინავის დაშვებას.
-აქ როგორ ცხოვრობ საერთოდ? -ეს იყო სალომეს პირველივე სიტყვები ჩემი ბინის დანახვისას.
-რას ერჩი?
-რა ვიცი,ცოტა დალაგება არ აწყენდა. -გაეცინა.
-ჰო,მაგისთვის ვერ მოვიცალე. რაღაცები მოგიმზადე. ხომ გშია? -დავიტრაბახე ჩემი კულინარიული შესაძლებლობებით და მაცივრიდან ქვაბები გამოვიღე.
-მოიცა,რა დროს ეგ არის. დედაშენმა ბებიაშენის გაკეთებული ჩურჩხელები გამომატანა და შენ თავს გეფიცები,ძლივს ვითმენდი,რომ თვითმფრინავშივე არ გადამეშვა ყბაში. კიდევ რაღაცებია: ქართული ყველი,შენი საყვარელი კიტრის მწნილი..
-შე ქალო,თუ ეგენი მოგქონდა,რაღას მაწვალე?
-ხო უნდა გამეგო,ისევ ისეთ უგემურ საჭმელებს აკეთებ,თუ რამე გეშველა. -გაეცინა სალომეს.
მე და სალომე მაგიდას მივუსხედით და თავისუფლად შემეძლო მეთქვა,რომ ამდენი ხნის შემდეგ ვიყავი მართლა კარგად. ისე მომნატრებოდა სალომესთან ლაპარაკი,მისი სიცილი და ჩახუტება,რომ გვერდიდან არ მოვშორებივარ.
-რა დამტკბარი სახით მიყურებ,რა იყო? -გაეცინა სალომეს და კიტრის მწნილი ხრაშუნით მოკბიჩა.
-ისე მომენატრე,გეფიცები ეგ ხრაშუნიც არ მაღიზიანებს ახლა.
-ჰაა? -აღმოხდა გაოცებულ სალომეს. -ეგრე სერიოზულად არის საქმე?
-არის,არის. -გამეცინა მე. -მომიყევი ახლა თბილისში რა ხდება,შენი ბიჭი რას შვება?
-ირაკლიზე ამბობ?
-სხვა ბიჭი გყავს ვინმე და მე არ ვიცი? -გავიოცე და გამომცდელი ტონით მივაჩერდი დაქალს.
-არა,არა. -სალომეს სიცილი აუტყდა. -რა ვიცი,კარგად ვართ ძალიან. არაფერს ვჩქარობთ,ვუძლებთ ერთმანეთს.
-თუ ის გიძლებს? გამოტყდი.- ცალი წარბი ავწიე.
-ხო,შეიძლება ეგრეც ითქვას. -დანებდა სალომე. მერე ხელები დაატკაცუნა და მივხვდი რაზეც იწყებდა ლაპაკს. საერთოდ ასეა ხოლმე,როცა რამე მნიშვნელოვანი აქვს სათქმელი,ასე შვრება. და მანაც არ დააყოვნა. -შენ ის მითხარი, ბებიაჩემის ბებიას რატომ ჰგავხარ?
წყალი გადამცდა,კინაღამ დავიხრჩვე.
-ალალი,ალალი! რა იყო,განა რა ვიკითხე?
-რა შედარებებია,სალომე? -გამეცინა. -ან ბებიაშენის ბებიას რაღას ერჩი?
-რა ბებიაჩემის ბებიას,სად ვიცნობდი ბებიაჩემის ბებიას. სიტუაციის გადრამატიზების პონტში ვიკითხე რა! -ახსნა სალომემ და მერე სახე დაასერიოზულა. -დეა,რა გამხდარი ხარ იცი? ან სახე რას გიგავს,ან სახლი რას ჰგავს. სულ გააფრინე?
-უკვე მაკომპლექსებ,სალო,გენაცვალე! -ვცადე იუმორში გადამეტანა,მაგრამ არ გამოვიდა.
-არ მეცინება მე!
-ხო,კარგი! რა ვიცი სალომე,რა. ყველაფრის სურვილი დამეკარგა. არც ეს სამსახური აღარ მინდა და არც გერმანია,მომბეზრდა ყველაფერი.
-ანდროს გამო?
-არა! ბებიაჩემი რომ მირიგებდა ფლორისტ ილიას,იმის გამო.
ილიას გახსენებაზე ორივეს გაგვეცინა.
-მისი ნახვა მინდა ძალიან. თან სულ იმაზე მეფიქრება,რომ შევხვდე რა უნდა ვუთხრა. საერთოდ რაზე უნდა დაველაპარაკო.
-იმაზე უნდა ელაპარაკო,რასაც გრძნობ. -დაასკვნა სალომემ.
-ანუ ვუთხრა,რომ ჩემი თავი მეზიზღება იმის გამო,რაც გავაკეთე? -სევდიანად გამეღიმა.
-ეგრე ნუ ამბობ,დეა. -სახე მოეღუშა სალომეს.
-ეგრეა და რა ვქნა. მახრჩობს ეს შეგრძნება,სალომე. ჯერ ხო ბავშვის ამბავი მჭამს და მერე ანდროს როგორც მოვექეცი,ეგ.
-არ იყავი იმ პერიოდში მზად,ან ასე გეგონა უბრალოდ.
-მამართლებ? -გამეღიმა.
-იმაში ნამდვილად გამართლებ,რომ იმ მომენტში არც ბავშვი გინდოდა და შენი კარიერისთვის იბრძოდი. ასეთ რაღაცებს დიდი ფსიქოლოგიური მზადყოფნა სჭირდება. მე უბრალოდ იმას არ ვამართლებ,რომ ყველაფერი შენით გადაწყვიტე, იყო ამ ამბის სამართლიანად მოგვარების ვარიანტებიც,ორივეს რომ მოგენდომებინათ. ეს იქით იყოს და ახლა ამაზე ფიქრს აქვს რამე აზრი? -ჩამეკითხა სალომე. -აბა დაფიქრდი,ზიხარ და ტყუილად იტანჯავ თავს.
-რა ვქნა აბა? ძალიან მინდა ანდროს ნახვა.. -ამოვიოხრე და წყალი მოვსვი.
-მერე რას მიზიხარ აქ ორჯერ დაქვრივებული ქალივით. აგერ,ორი ფეხის ნაბიჯზე გყავს კაცი.
-ორი ფეხის ნაბიჯზე რანაირად მყავს,თუ ღმერთი გწამს? -გამეცინა.
-ნუ,ევროპებში ხო ხართ ორივე?
-სალომე,რას ცოდვილობ,ამიხსენი.
-ჩააკითხე!
-გააფრინე შენ? -ახლა მართლა გულიანად გამეცინა. -სად ჩავაკითხო,საერთოდ არ გვაქვს ურთიერთობა.
-გოგო,ურთიერთობა რომ არ გაქვთ და იქეთ ის ხტება ფანჯრიდან და აქეთ შენ,ზუსტად მანდ ვარ მეც! ოდესმე ხომ უნდა გაარკვიოთ ყველაფერი? თუ არ რიგდებით ის მაინც გეცოდინებათ,რომ არ რიგდებით და მორჩა.
-ძალიან სიგიჟეა,სად ჩავაკითხო. არც ვიცი სად არის,სად ცხოვრობს,რას აკეთებს.
-ვაიმეეე,ეგ რა მითხარი? -ორივე ხელი ლოყაზე შემოირტყა სალომემ. -მაგას ნამდვილად ვერ გავარკვევთ. არც ანდროს მეგობრებს ვიცნობთ,არც მისი უახლოესი ძმაკაცია ჩემი შეყვარებული. ნწ,ნწ,ნწ. -ხელოვნურად მოთქვამდა სალომე.
-ხო კარგი,კარგი. რას დამცინი? -ტონი დავისერიოზულე.
-მიდი ახლა ბილეთები შენ დაჯავშნე,მე ჰოსტელს მოვძებნი და „ძერსკ“ რესტორნებს დავგუგლავ,იქნებ სიყვარულის ქალაქში რამეს გამოკრა ხელი. -სალომემ ლეპტოპო მომაწოდა და თან ეშმაკურად ჩამიკრა თვალი.
ასე და ამგვარად,სალომემ რამდენიმე წამში გადაწყვიტა ჩვენი პარიზული მოგზაურობის ამბავი.
კარგი,სალომეს ტყუილად ვაბრალებ,მისი იდეა იყო,მაგრამ წასვლა არ მდომებია-მეთქი,ნამდვილად ვერ მოგატყუებთ.
ნახევარ საათში ბილეთებიც,ჰოსტელის ჯავშანიც და საერთოდ ყველაფერი მზად ჰქონდა იმ არანორმალურს,მე კი იმის წარმოდგენაში,რომ ანდროს სულ რამდენიმე დღეში ვნახავდი,სახე ბედნიერებისგან მომბრეცვოდა.
-როგორ იღრიჭები ნეტა დაგანახა. -დამცინა სალომემ.
-რომ არ გამოვიდეს რამე?
-არ გამოვა და ნუ გამოვა,ფლორისტი ილია სულ გელოდება,ჩემი აზრით.
-გაეთრიე რა! -გულიანად გამეცინა და სალომეს მუჯლუგუნი ვუთავაზე.
მოკლედ მეგობრებო,თავი რომ აღარ მოგაბეზროთ,მე და სალომე ჩავბარგდით და მისი ჩამოსვლიდან ზუსტად მეოთხე დღეს შარლ დე გოლის აეროპორტში თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდით.
-საიდან უნდა გავიდეთ?
-მე რა ვიცი,იდიოტო,გეგონება ყოველ კვირას დავდივარ აქ.
ძლივს ვიპოვეთ გასასვლელი და ტაქსში გავნაწილდით.
-სალომე,იცი რომ ძალიან დიდი სიგიჟეს ვაკეთებ და ყველაფერი შენი ბრალია?
-ჩემო კარგო,ყველაფერი კარგი შენს ცხოვრებაში ჩემი წყალობით მოხდა. ასე რომ მოდუნდი და მენდე.
-კარგი სალომე,მადლობა რომ “Friends”-ს მაყურებინე,არ დაგივიწყებ. -გამეცინა.
-მარტო „Friends“ი შე უმადურო? რამდენი რამე დაგვიწყებია. ასეა რა,სიკეთე არ უნდა გააკეთო,თორემ ხომ ხედავ მიიხედავ-მოიხედავ და აღარავის ახსოვს.
-რაებს ბოდიალობ,გოგო..
-ყურადღება გადამაქვს,რომ არ ინერვიულო,ბანძო! რას ვერ მიხვდი? -გაბრაზდა სალომე.
-სალო,შენ რომ არ მყავდე რა მეშველებოდა.
-ახლაც შენ აყროლებულ ბინაში იჯდებოდი ბებიაჩემის ბებიის „პრიჩოსკით“.
სალომეს მართლაც გამოსდიოდა,ჰოსტელამდე,გზაში იმდენი მელაპარაკა ანდროზე და მასთან შეხვედრის აჟიტირებაზე საერთოდ არ მიფიქრია. აი,ნომერში რომ შევედით,წყალი გადავივლეთ,მოვწესრიგდით და წასვლის დროც მოვიდა,მაშინ ამეწვა შიგნიდან ყველაფერი. ასე მეგონა გული გამისკდებოდა,ფეხების კანკალი დამეწყო,შუბლი ოფლით დამეცვარა.
-ეე,ქვეშაფსია,რომ დაწყნარდე არ გინდა? -დამცინა სალომემ.
-აუ,ძალიან ცუდი იდეაა შენ თავს ვფიცავარ. არ მინდა,უკან გავბრუნდეთ რა! -ამოვიწუწუნე.
-რა უკან გავბრუნდეთ,გააფრინე?
-არ შემიძლია სალომე,მოვკვდები.
-ნუ პანიკიორობ ახლა,ასე გაგზარდე? -შეიცხადა გამრეკელმა.
-გეხვეწები წავიდეთ.
-ახლა მუცელში დაგარტყამ და მოგგუდავ,მერე მაინც ხომ გამოფხიზლდები?
მეთერთმეტე კლასი გამახსენდა, სალომე დედაჩემის შანელის სუნამოს გამო რომ მეცა და ლამის ძვლებში გადამტეხა. ისე საშინლად მახსოვდა ის ტკივილი,სახე დამებრიცა.
-წამოვალ,ოღონდ ეგ არ ქნა.
სალომემ გამარჯვებული სახით მომაწოდა ჩანთა და სულ ხელის კვრით გამაგდო გარეთ. მთელი გზა ხმა არ ამომიღია. სიცხე თავში მომაწვა,როცა შენობას მივადექით და უბერის მძღოლმა ღიმილით გვამცნო მოვედითო.
-ნეტა რა გიხარია? -აღმომხდა გაბრაზებულს.
-მთელი კაცობრიობის ცოდვებს ამ საცოდავ კაცს ნუ აკიდებ, ოღონდაც. -კბილებს შორის გამოსცრა სალომემ,თითქოს ის კაცი რამეს გაიგებდა. –„მეღსი ბოკუ.“ -ღიმილით გაუწოდა ფული და მანქანიდან გადავიდა, რატომღაც მე არ მიჩქარია. გაოცებული ტაქსის მძღოლი სარკიდან მიყურებდა და აშკარად ვერ ხვდებოდა რა უნდა ექნა.
-გადმოეთრიე მანქანიდან,თორემ ამ კაცს მანიაკი ჰგონიხარ. -ღრენით გამიღო სალომემ კარი. ყოყმანით გადავედი. –„ჟე სუი დეზოლე, ო ღევუაღ.“ -გაუღიმა სალომემ და კარი მიუჯახუნა.
-ამ ამბებში სულ დამავიწყდა ფრანგულად რა კარგად ლაპარაკობ.
-ეგ იქით იყოს და მზად ხარ? -გამიღიმა. -ეი,მისმინე,ყველაფერი კარგად იქნება,გესმის?მიდი ახლა და დაიბრუნე. ხომ იცი,რაც არ უნდა იყოს,ძალიან უყვარხარ.
სანამ სალომე შვეიცარს არწმუნებდა,რომ ანდროს საცოლე ვიყავი,მე გონებაში მის ნათქვამ სიტყვებს ვიმეორებდი,რომ ანდროს ყველაფრის მიუხედავად ვუყვარვარ, რომ ახლა ძლიერი უნდა ვიყო და ყველა ჩემი სისულელის გამო ბოდიში უნდა მოვუხადო. შვეიცარმა უცნაური მზერა გამომაყოლა,როცა შიგნით შევდიოდი,თუმცა,რა თქმა უნდა ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. კედელ-კედელ ავიარე პირველი სართული და ლიფტის კარებში ჩანთა მომყვა,საკუთარ დაბნეულობაზე მეცინებოდა, თან ხელები მთლიანად მიკანკალებდა.
რამდენიმე წუთში 709 ბინის პირდაპირ ვიდექი. ნერვიულობას არ უკლია,თუმცა ანდროს დანახვის წარმოდგენამ,თითქოს სულ ცოტა სიმშვიდე მომიტანა და ზარს ხელი დავაჭირე. რამდენიმე წამიანი პაუზა იყო,იგივე გავიმეორე და როცა ქალის წვრილი და სასაიმოვნო ხმა მომესმა კარს მიღმა,მივხვდი,რომ მთელ სხეულში დამიარა ჟრუანტელმა.
-Andro, ouvre la porte!
ჩემი მწირი ფრანგული ლექსიკონით მივხვდი,რომ ვიღაც ანდროს კარის გაღებას სთხოვდა. გონებაში სიგნალები ამენთო,უკან დავიხიე და ის ის იყო ლიფტის ღილაკს დავაჭირე ხელი,რომ 709-ე ბინის კარები მოულოდნელად გაიღო. ანდროს ნაცრისფერი სპორტული შარვალი ეცვა და წელს ზემოთ შიშველი იყო, ჩემს დანახვაზე თვალები გაუფართოვდა,წამით მზერა ისე დაუთბა,მეგონა მოვიდოდა და ჩამეხუტებოდა,მეტყოდა „როგორც იქნაო“ და ღიმილით დამიკოცნიდა სახეს,მაგრამ ამის მაგივრად წამსვე შეიცვალა გამომეტყველება და ჩახლეჩილი ხმით მკითხა ყველაზე ბანალური რამ,რაც კი ამ დროს შეიძლებოდა ჩემს დაბუჟებულ ყურებს გაეგონა.
-დეა... აქ რას აკეთებ?
მერჩივნა მიწა გამსკდარიყო და ჩავვარდნილიყავი,ვიდრე ახლა იქ,ანდროს წინ გაფითრებული,შეშინებული და ნაწილობრივ უგონო ვმდგარიყავი. მინდოდა რამე მეთქვა,სწრაფად მიმეხალა პირში,რომ ჩემი იქ ჩასვლა შეცდომა იყო,რომ ბოდიშს ვუხდიდი შეწუხებისთვის ,მაგრამ ენას პირში ვერ ვატრიალებდი. ამასობაში ის მოხდა,რასაც ყველაზე მეტად ვერ წარმოვიდგენდი,რაც ყველა ბანალურ მელოდრამაში ხდება ხოლმე და რაზეც ყველა გოგოს გვეშლება ნერვები. რას ვიფიქრებდი,თუ ეს ყველაფერი პირადად მე შემემთხვეოდა?
-Qui est là?(ვინ არის მანდ?) -ანდროს გვერდით ქერათმიანი გოგო ამოუდგა,რომელსაც მისი მაისური ეცვა მხოლოდ,ჩემს დანახვაზე ფართოდ გაიღიმა,ანდროს მიუტრიალდა და ჰკითხა. –Nous avons un visiteur? (სტუმარი გვყავს)
არაფერი მესმოდა,ფეხზე ძლივს ვიდექი. ანდრომ გოგონას რაღაც გადაულაპარაკა,ამასობაში ძალა მოვიკრიბე,რომ როგორმე თავი დამეღწია ამ სიტუაციიდან და ლიფტის ღილაკს ხელი დავაჭირე. ანდრომ დამინახა და ხელში მწვდა.
-მოიცა,რას აკეთებ,სად მიდიხარ?
-გამიშვი ძალიან გთხოვ,დაუფიქრებლად მოვიქეცი. უნდა წავიდე!
-სად უნდა წახვიდე,ფერი არ გადევს. -ანდრო დაიბნა.
გოგონაც გაოცებული იყურებოდა,ვერ გაეგო რა ხდებოდა. მერე მიხვდა,რომ ანდროს ეროვნების ვიყავი და ინგლისურად მკითხა.
-კარგად ხარ? წყალი ხომ არ გინდა?
-შიგნით შემოვა. -გადაჭრით უთხრა ანდრომ და კარისკენ მიბიძგა.
-ვერ შემოვალ,გამიშვი!
-შედი რა,ნუ ჯიუტობ. -ხმაში გაღიზიანება დაეტყო,წინ მიბიძგა და უკან მომყვა.
რამდენიმე წამში დიდ ნათელ მისაღებ ოთახში აღმოვჩნდი,ანდრომ ტყავის სავარძელში ჩამსვა და დაბნეული გადგა განზე. გოგონა ოთახში წყლით ხელში დაბრუნდა,თუმცა შევნიშნე ამჟამად შორტიც ეცვა.
-უკეთ ხარ? -თბილად მკითხა გოგომ და გამიღიმა.
წყალი მოვსვი და თავი დავუქნიე. მერე ანდროს გავხედე ისე,თითქოს მისგან ახსნა-განმარტებას ველოდი,ის კი წარბშეკრული იდგა,კუშტი მზერით მიყურებდა, ხელები ერთმანეთზე გადაეჯვარიდებინა და თვალს არ მაცილებდა. წამოდგა და ოთახი დატოვა,სანამ რამის ფიქრს მოვასწრებდი, ჩაცმული დაბრუნდა უკან. ხაკისფერი მაისური გადაეცვა.
-ძალიან დიდი მადლობა. -გოგოს ჭიქა გავუწოდე და ფეხზე წამოვდექი. -დიდი ბოდიში რომ შეგაწუხეთ,მე უნდა წავიდე. -გაღიმება ვცადე,მაგრამ დარწმუნებული ვარ,ფილმ “It”-ში რომ მახინჯი კლოუნია,იმას არ ჩამოვუვარდებოდი იმ მომენტში.
-ასე მალე რატომ? -გაურკვევლობაში იყო გოგონა. -ანდრო,უთხარი რამე. -მისი სახელი საშინელი აქცენტით თქვა,მინდოდა მეთქვა „ანდღუ“ კი არა ანდრო ჰქვია და შენი დებილური ენით სახელს ნუ უმახინჯებ-მეთქი,მაგრამ მხოლოდ ღმუილი აღმომხდა.
-რა თქმა უნდა,ვეტყვი. -გაუღიმა ცხადაძემ და რამდენიმე ნაბიჯი ჩემკენ გადმოდგა. -თუ გგონია ახლა წასვლის საშუალებას მოგცემ,ძალიან ცდები. რადგან ჩამოხვედი,ალბათ მიზეზიც გაქვს. -ისეთი ირონიული ტონი ჰქონდა,ისეთი დამცინავი იყო,მეგონა რომ ჩემი ანდრო კი არა,მისი ყველაზე ცუდი ვერსია მელაპარაკებოდა ახლა,რომელიც ყველაფერს იზამდა ჩემთვის გულის სატკენად.
ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და სანამ რამის თქმას მოვასწრებდი,ანდრომაც არ დააყოვნა.
-ჟულიეტ,გაიცანი დეა,ჩემი ძალიან ახლო მეგობარი. -ამის თქმა და მის სახეზე ირონიული ღიმილის გადაკვრა ერთი იყო. მერე ჩემკენ მოტრიალდა. -დეა,ეს ჟულიეტია.
-ძალიან სასიამოვნოა,ლამაზი სახელი გაქვს. -გულწრფელად გამიღიმა გოგომ და ხელი გამომიწოდა.
როგორ არ მინდოდა ხელის ჩამორთმევა,როგორ მძულდა ის ფაქტი,რომ ახლა ანდრო ჩემი ხელების კანკალს დაინახავდა.
-ჩემთვისაც სასიამოვნოა. -ხელი ჩამოვართვი და ვეცადე ყალბი ღიმილი,არც ისეთი ყალბი ყოფილიყო.
-ალბათ ანდროს სიურპრიზი გაუკეთე არა? -გაილექსა გოგო და ვერც ხვდებოდა როგორ მტკენდა მისი თითოეული სიტყვა გულს,ის მაისური რომ ეცვა, რამდენჯერ მინახავს ანდროს ტანზე და რამდენჯერ მიგრძვნია მისი სურნელი.
-ჰო,მაგრამ ძალიან ცუდ დროს მოვედი,ამიტომ ჯობს,რომ წავიდე. -ანდროს გავხედე,რომელსაც ირონიული ღიმილი არ მოშორებია სახიდან. ჩემს სიტყვებზე გველნაკბენივით გამოფხიზლდა.
-არავითარ შემთხვევაში. -წამოიძახა და ჟულიეტს გვერდით მიუდგა. -ამხელა გზა გამოიარე,სიურპრიზი გამიკეთე და ახლა რა გგონია,ასე გაგიშვებთ მე და ჟულიეტი? -პირდაპირ თვალებში მიყურებდა,გამჭოლად. ვერ ვხვდებოდი რაში სჭირდებოდა ეს სპექტაკლი,რას მოიგებდა ამით.. თუმცა რაღას ვკითხულობ? იდგა და ტკბებოდა ჩემი უმწეოებით,იმით რომ გული გახეთქვას მქონდა. იმით,რომ შეიძლებოდა ნებისმიერ წამს დამეკარგა გონება.
-საჭირო არ არის. -ჩემმა ხმამ მე თვითონაც შემაშინა.
-როგორ არა,ძვირფასო,ახლავე ყავას მოვამზადებ. -აჟიტირდა ჟულიეტი და ოთახიდან წამებში აორთქლდა.
ანდრო ისევ გაუნძრევლად იდგა, ისევ იმ საშინელი სახით.
-ჩამოჯექი,კომფორტულად მოეწყვე. -მითხრა და ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო. -უნდა გაგეფრთხილებინე,დაგხვდებოდით აეროპორტში,მარტოს არ გაგიჭირდა?
-ანდრო,ასე რატომ იქცევი... -ხმა ჩამეხლიჩა და ცრემლები მომაწვა.
-როგორ? გსაყვედურობ,ხომ იცი არ მიყვარს უყურადღებობა. -ჩაიცინა დამცინავად.
-წავალ მე,ჟულიეტს ბოდიში მოუხადე. -ჩემი წამოდგომა და მისი წინ ასვეტება ერთი იყო.
-ადგილზე დაჯექი,აქედან იქამდე არ გაგიშვებ,სანამ მე არ გადავწყვეტ ამას. -მითხრა ღრენით და სავარძლისკენ მიბიძგა. ცოტაც და ვიტირებდი. -როგორ მიდის შენი სამსახურის ამბები?
-ანდრო გეყოს!
-მართლა მაინტერესებს! -ხმა დაუსერიოზულდა. -მინდა გავიგო როგორ მოეწყე,როგორია შენი ახალი ცხოვრება. ცხოვრება,რომლის გამოც ძველი ნაგავივით მოიშორე თავიდან. ახალი მეგობრები შეიძინე? ახალი შეყვარებული ? -ტონს ნელ-ნელა უწევდა. -იმიტომ რომ,როგორც მახსოვს ძველი მიატოვე.
-ანდრო... -პირველი ცრემლი უხეშად მოვიწმინდე.
-დეა,გეკითხები და პასუხები მაინტერესებს. როგორ მოგწონს ახალი ცხოვრება-მეთქი!
-არ მომწონს,საშინელებაა.
ანდროს გაეცინა.
-სინანულის შემოტევები გვაქვს? ასე მალე არ ველოდი,ხომ იცი! -წამოიძახა მხიარულად. -მალე მოგბეზრებია ბოჰემური ცხოვრება.
-წყალი დამალევინე,გთხოვ. -ამაკანკალა.
შეკრთა წამით,ფეხზე წამოდგა და მაგიდაზე მდგარი ბოთლიდან წყალი ჭიქაში დაასხა,გამომიწოდა. სულმოუთქმელად დავლიე,პირის სიმშრალე გამიქრა,მაგრამ ახლა ისეთი შეგრძნება მქონდა,რომ სადაცაა ენა გადამეყლაპებოდა.
-სად გავჩერდით? -გააგრძელა ჩვეულ რიტმში. -ჰო,იმაზე გავჩერდით.. მოკლედ,რა გინდა აქ,დეა?
-ხომ გითხარი,დიდი შეცდომა იყო-მეთქი...
-დიდი შეცდომა რაც იყო, ორივემ ვიცით. -ირონიული მზერა დაიბრუნა,სავარძელში ჩაჯდა და მარჯვენა ფეხი მარცხენაზე მოკეცა,ხელით წვერს ეთამაშებოდა. იმ სიტუაციაშიც კი,ისე მინდოდა რამდენიმე წამით მის სახეზე თამაშის უფლება მქონოდა,როგორც ძველად. -თუმცა არა,ალბათ ყველაფერი ასე უნდა მომხდარიყო,რომ გამეგო,ცხოვრებაში ვისი სიყვარული ღირს. -ამრეზით დაასრულა სათქმელი.
გულში რაღაც ჩამწყდა. მზერა გავუსწორე,თვალებში ურცხვად მიყურებდა,მეგონა ცოტაც და აფეთქდებოდა,თუმცა არა. მიყურებდა ასე მოურიდებლად,თავხედურად,ეგოისტურად.
ამასობაში ოთახში ჟულიეტი შემოვიდა დიდი ლანგრით.
-ბოდიში,ცოტა დავაგვიანე. მოდი,სუფრას მივუსხდეთ. -მერე წამით შეცბა და ანდროს მიუტრიალდა. -ანდრო,ხომ არ სჯობს ვერანდაზე ვისაუზმოთ?
ღმერთო!!! აქ რა ჯანდაბას ვაკეთებ?
-ნამდვილად სჯობს,ძვირფასო. -გაუღიმა ანდრომ და გამომხედა. -დეა,წამოდი,ჩვენი საძინებლის ვერანდიდან საოცარი ხედია.
მომიახლოვდა.
-წამოდგები თუ მოგეხმარო? -ყურთან ახლოს მიჩურჩულა.
-ანდრო,ამას რატომ მიკეთებ? -ხმა გამეყინა.
-წამოდი,ჟულიეტი გველოდება.
როგორც სიკვდილმისჯილები ჯალათს, როგორც ბავშვები მშობელთა კრებიდან ახალმოსულ დედას,როგორც ზაფხულის არდადეგებიდან დაბრუნებული მოზარდები მასწავლებელს,ისე მივყვებოდი ანდროსა და ჟულიეტს ვერანდისკენ.
ანდრო გაჩერდა,ოთახში პირველი მე შემატარა და მერე უკან მომყვა. თვალი საწოლისკენ გამექცა,ჟულიეტს გასწორება მოესწრო. იქაურობას თვალი მოვავლე,კომოდზე მხოლოდ ანდროს ნივთები ეწყო და ღია კარადიდან მხოლოდ მისი არეული თაროები ჩანდა. ამან შვება მომგვარა,თუმცა ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა? არა,გეკითხებით,ჰქონდა ამ ყველაფერს რამე მნიშვნელობა?
არა!
ჟულიეტს პატარა მაგიდა ნამდვილი ფრანგული საუზმით გაევსო.
-დაჯექი,კომფორტულად მოეწყვე. -გამიღიმა გოგომ. -დიდი ხანია შენ და ანდრო მეგობრობთ?
-არც ისე. -ანდრომ ჩემ მაგივრად გასცა ღიმილით პასუხი. -მაგრამ ძალიან,ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით. -ამ დროს მე შემომხედა.
-ალბათ როგორ გაგიხარდა მისი ჩამოსვლა,არა? -ჰკითხა ჟულიეტმა ანდროს.
-ძალიან! დეას უყვარს მოულოდნელი სიურპრიზები და სპონტანური გადაწყვეტილებები. ესეც უცბათ მოიფიქრა და დაგეგმა,არა დეა?
გული ხელით მეჭირა,ცოტაც და ავფეთქდებოდი. ანდროსთან და მის ახალ შეყვარებულთან ერთად ვიჯექი სიყვარულის ქალაქში,მათ სახლში,მათ ვერანდაზე,რომლიდანაც პირდაპირ ჩანდა ეიფელის კოშკი და ვცდილობდი იქვე ცრემლად არ დავღრილიყავი. ანდრო ყველა შესაძლებლობას იყენებდა ჩემი წყობიდან გამოსაყვანად.
მეტი ბედის ირონია რაღა გინდათ?
პარიზში ჩემი შეცდომების გამოსასწორებლად ჩამოვედი,თუმცა ანდრომ დამანახა,როგორ ვეზიზღები. ისე სძულს ჩემი ყველაფერი,რომ ჩემთან ერთად ერთ ოთახში სიძულვილის გარეშე გაჩერებაც არ შეუძლია.
-მერე ძალიანაც კარგია რომ სიურპრიზები უყვარს,ხედავ,ძალიან გაგახარა. -ისევ ის გამაღიზიანებელი ღიმილი! ღმერთო,ჟულიეტ,უბრალოდ მოკეტე!!!
ანდრო დამცინავად მიყურებდა,ტუჩის კუთხე ჩატეხა და ჩემს ფინჯანს დასწვდა.
-ყავა ხო? ერთი კოვზი შაქრით. ხომ ლამაზი ხედია? -აქეთ-იქით მიმოიხედა,მერე თვალი თვალში გამიყარა და მითხრა: -აქამდეც უნდა ჩამოსულიყავი,მაგრამ დაკავებული იყავი,ერთობოდი...
საკმარისია! ეს ბოლო წვეთი იყო. ამდენი ხნის ნაგროვები ცრემლები ერთიანად წამსკდა,ანდრო მოიღუშა,მაგრამ მიმიკა წამებში შეეცვალა და გამარჯვებული სახით მომაწოდა ხელსახოცი. ფეხზე წამოვდექი.
-ღმერთო,რა მოხდა? ანდრო,რამე ისე ხომ არ ვთქვით? -გულწრფელად შეწუხდა ჟულიეტი.
-არა,ძვირფასო,შენ არაფერ შუაში ხარ. -გაუღიმა.
იქვე დადებულ ჩანთას ხელი დავტაცე.
-ჟულიეტ,მადლობა გამანსპინძლებისთვის,უნდა წავიდე. -ძლივს ამოვღერღე ეს სიტყვები და უკანმოუხედავად დავბრუნდი მისაღებში. გასასვლელ კარს ვეცი და ჯაჯგური დავუწყე,მაგრამ არ იღებოდა.
-ფუ,შენი!
-ეგრე მარტივად არ იღება. -მივხვდი ანდრო უკან მედგა.
-გააღე!
-სად გეჩქარება?
-ანდრო,კარი გამიღე. მართლა აღარ შემიძლია.. -ცრემლები არ შემიკავებია.
-ნუ ტირი! -ხმა მოულბა. გაუნძრევლად იდგა,ჯიბეებში ხელებჩაწყობილი.
-ამ ყველაფრის მერე, ნუ ვტირი? -გამიკვირდა მისი სიმშვიდე.
-ახლა იქნებ ისიც მითხრა,ამ ყველაფერს არასდროს გაპატიებო.
-კარს თუ გამიღებ,აღარასდროს შეგაწუხებ. -თვალი გავუსწორე.
ანდრო კარს მიუახლოვდა,საკეტი გადასწია და ფართოდ გამოაღო. მერე შემომხედა და იმ დაწყევლილ დღეს პირველად დავინახე ჩემი ანდრო,ყველანაირი ირონიისა და დამცინავი მზერის გარეშე. იდგა აწურული და თითქოს ნაწყენი. ზღურბლს გადავაბიჯე,თუმცა მოვტრიალდი,ძალიან ახლოს მივედი მასთან და ყურთან ვიჩურჩულე.
-მე კი არა,შენ ვერ აპატიებ ამას საკუთარ თავს ვერასდროს,ზუსტად ისე,როგორც მე ვერ ვპატიობ ჩემსას იმ ყველაფერს,რაც გავაკეთე.
კიბეებზე მოწყვეტით დავეშვი. რამდენიმე წუთის შემდეგ სალომესთან ლაპარაკში გართულმა შვეიცარმა კარი ღიმილით გამიღო,გამრეკელი კი ჩემს დანახვაზე შეცბა და გაოგნებული მომმვარდა.
-დეა,კარგად ხარ? რა მოგივიდა?
-სალომე,აქედან წამიყვანე ძალიან გთხოვ.
ამის თქმაღა მოვახერხე მხოლოდ.სალომემ გზაში დამამშვიდებელი დამალევინა,სასტუმროში მისვლის შემდეგ დეტალები აღარ მახსოვს,გათიშულს ჩამეძინა.

2019 წელი.

დილით რომ გამეღვიძა და თვალი ოთახს მოვავლე,თავიდან ვერ მივხვდი სად ვიყავი. მერე ყველაფერი თვალწინ დამიდგა. საქორწინო სამზადისი,სალომეს მობოდიშება,ანდროს გამოჩენა,დამღლელი გზა,აქ მოსვლა,ჩხუბი,ოთახში შემოპარვა და ბოლოს ანდროს სახეზე დამნაშავესავით ხელების თამაში. გადმოვტრიალდი,ცხადაძე აღარ იწვა საწოლში. კედელზე ჩამოკიდებული საათისკენ გამექცა თვალი,ორის ნახევარი იყო.
-ჯანდაბა,ამ დრომდე რამ დამაძინა? -აღმომხდა გაოცებულს და წამოვხტი.
მისაღებ ოთახში გავედი,ანდრო სავარძელში იჯდა თვალებდახუჭული,მარჯვენა ხელი ნიკაპქვეშ დაედო და მშვიდად სუნთქავდა. მეგონა ეძინა და მის გვერდით დადებული ტელეფონის აღება გადავწყვიტე. ახლოს რომ მივედი,თვალები ჭყიტა და მშვიდად მითხრა.
-ჯერ კიდევ ვერ არჩევ როდის მძინავს და როდის არა?
-კარგი მსახიობი ხარ,ჩემი ბრალი არ არის. -თამაშში ავყევი.
-ტელეფონი რაში გჭირდება? -მკითხა ინტერესით.
-რავი,ვიფიქრე “Candy Crush“-ს ვითამაშებ მეთქი. -ირონიულად გავუღიმე და ხელები გადავაჯვარედინე.
-უი,რომ აღარ მაქვს ეგ თამაში? -შეწუხდა ანდრო. -456-ე ტურს ვერ გავდიოდი,ნერვები მომეშალა და წავშალე. გადმოგიწერ,გინდა?
-ანდრო! -გავბრაზდი.
-ხო,რა იყო? -ისე იქცეოდა,თითქოს არაფერი მომხდარიყოს.
-ჩემებთან მაინც დამარეკინე,ალბათ ძალიან ნერვიულობენ,ავუხსნი ყველაფერს.
ანდროს გაეცინა.
-რას აუხსნი,რომ მოგიტაცე და ქორწილი ჩაგიშალე?
-რამეს მოვიფიქრებ.
ანდრომ ტელეფონი გამომიწოდა,როცა ხელი მისკენ გავწიე,მობილური უკან წაიღო და მითხრა:
-იმედი მაქვს არაფერს იმაიმუნებ.
-აქვე დაველაპარაკები,შენ თვალწინ. -გავუღიმე ირონიულად და დედაჩემის ნომერი ავკრიფე.
დედაჩემმა დაღლილი,უძინარი ხმით აიღო ყურმილი,თითქოს რაღაცის მოლოდინში..
-დეე..
-ალო,დეა. დეა,შენ ხარ? -აკივლა დედაჩემი. -შვილო,სად ხარ? როგორ ხარ,დეა რას ნიშნავს ეს ყველაფერი. -ლია კიოდა,ნერვიულობა,ბრაზი... ყველაფერი ერთად იგრძნობოდა მის ხმაში.
-დედა,კარგად ვარ. -ნერწყვი ძლივს გადავყლაპე. -მინდოდა გამეგებინებინა.
-სად ხარ???
-არ ვიცი,დედა. -დავიბენი. -მინდა გუგას უთხრა,რომ აუცილებლად ავუხსნი ყველაფერს,როცა დავბრუნდები. ძალიან გთხოვ,დაამშვიდე და უთხარი,რომ ვწუხვარ.
-როგორ დავამშვიდო,დეა?! რას მეუბნები საერთოდ? -გაბრაზდა დედაჩემი.
-დედა,ახლა უნდა გავთიშო. მაპატიე,ისე მოიქეცი,როგორც გთხოვე. დანარჩენს აგიხსნი. -საუბარი დავასრულე და ანდროს დავუბრუნე ტელეფონი.
-გუგას რატომ არ დაურეკე? -გავიგონე ანდროს ირონიული ხმა.
-ეგ შენი ირონია ხომ იცი სადაც უნდა წაიღო?
-ტაკოში გავიკეთო? -გაეცინა ანდროს.
-იდიოტი ხარ! -ავენთე მე და იქვე მდგარ სავარძელში ჩავჯექი. -ვერ ვხვდები! დედას გეფიცები თუ ვხვდებოდი რის გაკეთებას აპირებ. რამდენი ხანი უნდა გყავდე დამწყვდეული?
-დამწყვდეული რა სიტყვაა,დედას გაფიცებ. -გაეცინა ცხადაძეს და ფეხზე წამოდგა. -დასასვენებლად ჩამოგიყვანე სუფთა ჰაერზე,ასე მიხდი მადლობას?
-ანდრო,მოთმინების ფიალა მეწურება.
-ფიალაზე გამახსენდა,არ გშია? მე მაგრად,წამომყევი,მომეხმარე.
-არსადაც არ წამოგყვები! -ვიყვირე და ფეხზე წამოვხტი. -არ ხარ შენ ნორმალური!
-რა გაყვირებს,გოგო. -სახე დაუსერიოზულდა ანდროს. -ტყეში კი არ ხარ,ხალხი ცხოვრობს აქ.
-იიიი,რის მილიპირიკები. -სახე დავჯღანე. -ხალხმა იცის პატარძალი ქორწილიდან რომ მოიტაცე?
ანდროს გულიანად გაეცინა,გული რომ იჯერა სამზარეულოში გავიდა და რამდენიმე წამში ლანგრით დაბრუნდა. ერბოკვერცხი,სალათი,შემწვარი სოკო და ორი ცხელი ჩაი იდგა.
-ეს სოკო ამირან ბაბუამ მომაწოდა დილით,შევაცხელე. ძალიან გემრიელია. -მშვიდად ლაპარაკობდა.
მივხვდი მასთან ჩხუბს არანაირი აზრი არ ჰქონდა და მაგიდას მივუჯექი. ცხელმა ჩაიმ სხეული გამითბოდა ცოტა დამამშვიდა კიდეც,ანდრომ ნებართვის გარეშე გადმომიღო სოკო თეფშზე და მასზე მანიშნა.
-ჭამე,გაცივდება.
მორჩილად ავიღე ჩანგალი ხელში,არ ტყუოდა ანდრო,მართლა ძალიან გემრიელი იყო ამირან ბაბუას მომზადებული სოკო. ერთი შეხედვით ძალიან ნორმალური ადამიანების შთაბეჭდილებას ვტოვებდით,უცხო თვალით ალბათ საყვარლობაც კი იყო ერთმანეთის პირისპირ მჯდომი წყვილი.
2018 წელი.
გერმანიაში დაბრუნებიდან მეხუთე დღეს სალომე აეროპორტამდე მივაცილე.
-ძალიან ვნერვიულობ რომ გტოვებ. -შეწუხდა სალომე.
-ნუ ნერვიულობ,მალე დაგეწევი მეც. -ნაძალადევად გავიღიმე.
-როგორც კი საშუალება გექნება,კონტრაქტი გაწყვიტე.
-ერთი თვე დამჭირდება,რომ უფროსები გავაფრთხილო,მერე წამოვალ.
-დარწმუნებული ხარ? -მომეხვია სალომე.
-კი,თქვენთან მინდა. -გამეღიმა მე. -მიდი ახლა,არ დაგაგვიანდეს. -სალომეს ვუბიძგე და მე უკან დავიხიე.
-გკოცნი,ყოველდღე დაგირეკავ ხოლმე. -სალომე მაგრად ჩამეხუტა და რამდენიმე წამში გაუჩინარდა.

* * *

ყველაფერი ისე არ წავიდა,როგორც მეგონა. სამსახურის დატოვება ძალიან გამიჭირდა. პროცედურები გაწელა,გაურთულდათ ახალი თანამშრომლის მოძებნა,ჩემი კონტრაქტს ვადა ჯერაც არ გასვლოდა,ამიტომ მომიხდა დამერღვია,არაფერი მაინტერესებდა ოღონდ მალე დამთავრებულიყო ყველაფერი და სახლში დავბრუნებულიყავი ოჯახთან. გაზაფხულზე,მაისი დასწყისში ყველაფერი დამთავრდა. ჩავალაგე ბარგი და ჩარტერული რეისით გავფრინდი საქართველოში. იმ დაძაბული დღეებისა და ყველა ცუდი ამბის შემდეგ,ოჯახმა და სამეგობრომ ყველაფერი დამავიწყდა.
ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგა,თუმცა,დრო და დრო ისევ ის საშინელი დანაშაულის შეგრძნება მიბოჭავდა მთელ სხეულს. ზოგჯერ ღამეებს ფიქრში მათენებინებდა,იქამდე გრძელდებოდა ასე,სანამ სალომე არ შემიჩნდებოდა და იმდენს მელაპარაკებოდა,რომ იძულებული ვიყავი საშინელი ფიქრები უკუმეგდო.
ანდრო?
ანდრო ისევ ძალიან მიყვარდა. ისევე ძლიერად მინდოდა მისი ნახვა,როგორც რამდენიმე თვის წინ,მაგრამ ალბათ ყველაფერი დროის საკითხია,არა?
მერე ის მოხდა,რასაც ყველაზე ნაკლებად ველოდი. შეუძლებლად მიმაჩნდა ჩემს ცხოვრებაში ახალი ადამიანის შემოშვება. ამას ბანალურად ნუ გაიგებთ,უბრალოდ ვისაც ერთხელ მაინც ჰყვარებია და იმ ადამიანთან ახლა საერთო არაფერი აქვს,რაღაც აბსურდად მიიჩნევს გრძნობების გაუფერულებას. მეც ასე ვიყავი,გონებაშიც კი ვერ ვუშვებდი,რომ შემეძლო ანდრო დამევიწყებინა და ცხოვრება თავიდან დამეწყო.
მართლა ასე იყო. ცხოვრება თავიდან უნდა დამეწყო.
გუგა გამოჩნდა და თითქოს მეც დავიწყე ცხოვრების ახალი ფურცლის წერა. თავიდან ძალიან უწყინარი მეგობრობა,სხვა რაღაცებში გადაიზარდა. ჩვენი გაცნობიდან არც თუ ისე მალე,გუგა გრძნობებში გამომიტყდა და მეც მივხვდი,რომ ის ერთადერთი ბიჭი იყო,ვინც ანდროს შემდეგ ჩემში ზიზღს არ აღძრავდა.
დიდხანს ვებრძოდი თავს,არ მინდოდა ისევ იქ აღმოვჩენილიყავი,სადაც ბოლოს,მაგრამ გუგას ისე ვუყვარდი,შანსი მივეცი.
შანსი მივეცი და მერე ყველაფერი თავისით მოხდა.
არ ვიცი,როგორ მივიდა ყველაფერი შეყვარებულობამდე, გუგას სიყვარულის ახსნამდე, „ვცადოთ“-ამდე.
როგორ შემოეცნო გუგა ჩემს ოჯახს,მეგობრებს. როგორ მოსწონდათ იგი ყველას,ვიმეორებ ყველას,გარდა ბებიაჩემისა და სალომესი.
ძალიან ჯიუტობდა თამილა. ზოგჯერ ისე ეუხეშებოდა ხოლმე გუგას,სირცხვილით სად წავსულიყავი არ ვიცოდი.
ზუსტად ერთი წლის შემდეგ,როცა ჩემი და გუგას ურთიერთობა უკვე სერიოზულ ეტაპამდე მივიდა,გადავწყვიტე ბებიაჩემთან ყველაფერი გამერკვია,მართლა გულწრფელად მაინტერესებდა გუგას ზიზღის მიზეზი.
-ბებო,რატომ ვერ იტან გუგას?
-საიდან მოიტანე ბებია,რომ ვერ ვიტან? -შეცბა თამილა,როგორც ჩანს არ ელოდა ჩემს კითხვას.
-რას აღარ აკეთებს შენი გული რომ მოიგოს,მაგრამ ვერაფრით მოგაწონა თავი. დააშავა რამე?
-არაფერი დაუშავებია ბებო,რა უნდა დაეშავებინა? -თბილად მითხრა ბებიაჩემმა. -მოდი,ბებო,წინ დამიჯექი.
მის წინ სავარძელზე ჩამოვჯექი. ბებიაჩემმა თმა გამიშალა და ნაზად დაიწყო ხელების თამაში.
-ჩემი გაზრდილი ხარ დეაკო,ჩემზე უკეთესად არც დედაშენი გიცნობს,არც მამაშენი და არც არავინ ამ ქვეყანაზე. -ნაღვლიანი ხმით მელაპარაკებოდა ბებიაჩემი.
-ვიცი თამი,ვიცი!
-შეიძლება ძალიანაც არ გესიამოვნოს ახლა რას ვიტყვი,მაგრამ მაინც უნდა გითხრა. მაგ ბიჭს არაფერი დაუშავებია ჩემთვის,მაგრამ შენ დაგიშავებს.
შევცბი და გაოცებულმა გავხედე თამილას,აწყლიანებული თვალებით მიყურებდა,მაგრამ ძალიან მშვიდად.
-რას ამბობ,ბებო? რა უნდა დამიშავოს,ვუყვარვარ.
-საქმეც მაგაშია. იმას უყვარხარ,შენ,ბებო? შენ გიყვარს?
-როგორ არ მიყვარს?!
-ანდროსაც ვიცნობდი მე და დამეფიცება ხატზე,რომ მაგ ბიჭისთვის არც ერთხელ,არც ერთხელ გაგიხედავს ისე,როგორც ანდროს უყურებდი...
-ბებო..
-ჩუ ბებია,დამამთავრებინე! იმას გეუბნები,რომ კაცი ყოველთვის გრძნობს, როდის უყვარს ქალს და როდის-არა. შეიძლება ახლა ჰგონია გუგას რომ გიყვარს,ან იცის რომ მის მიმართ იგივეს არ გრძნობ და თავს იიმედებს,ჩემი გრძნობა ორივეს გვეყოფაო,მაგრამ,როცა დრო გავა და შენი მზერა არ შეიცვლება,ისიც დაკარგავს ხალისს. ნელ-ნელა აგრესიაში გადაუვა სიყვარული და არც შენ გაგახარებს. დამიჯერე ბებია,ასე ხდება ხოლმე...
-ბებო,კარგი რა,რას ამბობ! -ვიწყინე მე.
-ხომ გეუბნება დედაშენი სიყვარული თანაცხოვრებაშიც მოდისო. მოდის,განა არ მოდის! მაგრამ წადი და ჰკითხე, მამაშენის სიყვარულით სხვას რომ გაჰყოლოდა ცოლად,მოერეოდა იმ გრძნობას?
თამილამ გამიღიმა,ორივე ლოყა დამიკოცნა და მერე დაამატა.
-მე შენს ყველა გადაწყვეტილებას დავუჭერ მხარს,ბებო,ყოველთვის მხარში ამოგიდგები,მაგრამ თავს ნუ გაიუბედურებ.
გაოგნებული,დამსხვრეული ვიჯექი სავარძელზე და ბებიაჩემის ყველა სიტყვას ვაანალიზებდი.
გულის სიღრმეში ვიცოდი სწორი იყო,არ მინდოდა უბრალოდ ამის აღიარება.
ყველაზე ცუდი კი ის არის,რომ ბებიაჩემს არ დავუჯერე.
ჩემი და გუგას ურთიერთობის დაწყებიდან ერთი წლის თავზე,ჩემს დაბადების დღეზე მან ხელი მთხოვა,მე კი დავთანხმდი.
* * *

შემოდგომის ერთ ძალიან ცივ დღეს,კოკისპირულად წვიმდა. მაინც და მაინც მაშინ დამრჩა ქოლგა სახლში და სამსახურიდან ახალგამოსული,შენობის კართან ვიდექი. ველოდებოდი,როდის გადაიღებდა წვიმა,რომ როგორმე მანქანამდე მიმეღწია.
როცა მივხვდი ამინდი დამცინოდა,ერთი-ორი ხმამაღლა შევიკურთხე და სირბილით წავედი მანქანისკენ. სულ მთლიანად ვიყავი გალუმპული,ჩემ თავს ვინ დაეძებდა,ფანჯრები დამრჩენოდა ღია და ლამის მანქანის შიდა სალონიც გასაწური იყო.
დავქოქე და ტრასაზე გავედი. კილომეტრიც არ მექნებოდა გავლილი უზარმაზარ საცობში რომ ამოვყავი თავი.
-ესღა მაკლდა რა!
ტრასაზე,უამრავ მანქანას შორის გაჭედილი აქეთ-იქით ვიყურებოდი, წვიმის წვეთები ანცად ეცემოდნენ ფანჯრებზე და საწმენდი,თითქმის ვერ აუდიოდა მათ მოგერიებას. გამართო ამ ყველაფრის ყურებამ,მერე თითქოს მომეჩვენა,რომ ამ თამაშ-თამაშში ნაცნობ სილუეტს მოვკარი თვალი.
ჩემს არაადეკვატურობაზე გამეცინა. „ანდროს აქ რა უნდა-მეთქი გავიცინე“.
უცბათ მანქანის კარი გაჭირვებით გაიღო და წინა სავარძელში ცხადაძე გამოჩნდა,ჩვეული ღიმილით. შევცბი,ძალიან დავიბენი.
-ქავთარაძეზე თუ შეიძლება. ოღონდ ცოტა სწრაფად რომ ვიაროთ,ძალიან მეჩქარება. -ეღიმებოდა ანდროს,წამით არ მოუცილებია ჩემთვის მზერა.
-შენ აქ... აქ საიდან გაჩნდი? -ძლივს ამოვილუღლუღე.
-ტაქსის გაჩერება მინდოდა. -გაიცინა ანდრომ.
და ამდენი ხნის მონატრებული სიცილი რომ დავინახე,დამეფიცება,წამით გული გამიჩერდა.
უკნიდან გაბმული სიგნალი ატყდა.
-ჯობს მანქანა დაქოქო,თორემ გვისიგნალებენ. სადმე დავსხდეთ და ვილაპარაკოთ. -ამჯერად ანდროს ტონი სერიოზული და დინჯი იყო.
აღარაფერი მითქვამს. უახლოეს კაფემდე ავიღე გეზი და სწრაფად გადავუხვიე გზიდან. მთელი გზა დაძაბული ვიჯექი,რამდენჯერმე ანდროს გავხედე,ის კი ფანჯარაში იყურებოდა და არც კი შევუმჩნევივარ.
ათასი ფიქრი მიტრიალებდა ახლა თავში. აქ რა უნდოდა,როდის ჩამოვიდა,რატომ არავინ მითხრა ამის შესახებ,მარტო იყო თუ ჟულიეტთან ერთად,იცოდა თუ არა ჩემი ნიშნობის ამბავი,ჩემგან რა უნდოდა?
მანაქანა გავაჩერე და ცხადაძეს გავხედე. მუქი ხაკისფერი როლინგი და ჯინსის ქურთუკი ეცვა,ასევე ჯინსის შარვალი და All star-ის მაღალყელიანი კედები. ტიპური ანდრო ცხადაძე,ჩვეული სტილით.
-გადავიდეთ? -მკითხა,მერე ქურთუკი გაიხადა და გამომიწოდა. -ეს გადაიფარე,დასველდები.
-არ მინდა,უკვე დავსველდი. -უხეშად მივუგდე.
ანდრომ კი ჯინსის ქურთუკი თავზე ჩამომაფარა,თმები ფრთხილად შემიკეცა შიგნით და ღილი მხოლოდ ერთ ადგილას შეკრა.
-ასე ჯობს,ნუ ჯიუტობ.
აღარაფერი მითქვამს,სწრაფად გადავედით მანქანიდან.
რამდენიმე წამში კაფეში ვისხედით,ერთმანეთის პირისპირ და მე ვერ ვბედავდი მისთვის თვალი გამესწორებინა.
-არ შემომხედავ? -მისმა ხმამ გამომაფხიზლა.
-რა გვინდა აქ,ანდრო?
-ყავა დავლიოთ, მომენატრა აქაური ყავა. -მხიარული იყო,ოდნავადაც არ ეტყობოდა ნერვიულობა ჩემგან განსხვავებით.
ძალიან მიჭირდა,მაგრამ საკუთარი თავის ხელში აყვანა გადავწყვიტე.
-საფრანგეთში ნაცხოვრებ კაცს აქაური ყავა რანაირად მოგენატრა?
-ქართული სული მაქვს,დეა. არ იცოდი? -გამიცინა.
-სისხლმა იყივლა და მაგიტომ დაბრუნდი? -გავუღიმე ირონიულად.
-არა,შენს გამო დავბრუნდი. -სრული სერიოზულობით მითხრა.
-ნუ მაცინებ,ანდრო.
-მართალს გეუბნები. -შეუვალი იყო მისი სერიოზული ტონი.
-და ახლა რატომ? -მეგონა ნამიოკს მიმიხვდებოდა,დარწმუნებული ვიყავი ჩემი ნიშნობის ამბავი იცოდა.
-ვფიქრობ საჭირო დრო გავიდა ყველაფრის თავიდან დასაწყებად. დეა.. -დაიწყო და მზერა გამისწორა. -ბოდიში მინდა მოგიხადო,არაკაცივით მოვიქეცი მაშინ საფრანგეთში. იმის მაგივრად გველაპარაკა,ყველაფერი დაგველაგებინა,მე რა გავაკეთე...
ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე,ის საშინელი დღე გამახსენდა.
-არც მე ვარ მართალი შენთან. -ჩავახველე. -იმ ყველაფრისთვის ბოდიში არ მომიხდია,ვწუხვარ რომ ასე მოვიქეცი ანდრო,ჩემი ბრალი იყო , იქამდე რომ მივედით.
თვალებში რაღაც სხივი გაუკრთა,არ ვიცოდი,რისთვის მიმეწერა მისი ეს მზერა.
-ძალიან უცნაურია რომ აქამდე არ გვილაპარაკია ამ ყველაფერზე. რთული იყო ძალიან ამის გადახარშვა,შენი საქციელის,მერე ჩემის.
-გადახარშვა და პატიება,არა?
-იცი,მე მგონია,რომ თუ გადახარშვას მოახერხებ,პატიება უკვე მარტივია. -მიპასუხა ანდრომ. -თან,როცა გიყვარს.
მაშინ მივხვდი,რომ ანდრომ ჩემს ნიშნობაზე არაფერი იცოდა. გული შემეკუმშა.
-ანდრო...
-ძალიან მიჭირს უშენოდ,დეა. იმდენად,რომ ვერც წარმოიდგენ. ამდენი ხნის განმავლობაში დღე არ გასულა შენზე არ მეფიქრა, ძალიან მტკიოდა გული,მაგრამ მაინც ჯიუტად მინდოდა შენთან.
-ახლა,ანდრო?
-შეძლებ მაპატიო?
-პატიება არაფერ შუაშია,ანდრო. ჩემი საქციელის მერე,შენ საპატიებელი არაფერი გაქვს..
-ეგრე ნუ ამბობ,დეა. ვით მოგექეცი და საკუთარი თავი მეზიზღება ამის გამო. თუ შეძლებ დაივიწყო,რაც მოხდა...
-ანდრო,ამდენი ხნის მერე არ ღირს. -საკუთარმა ხმამ მეც კი შემაკრთო,ანდროს თვალები მაშინ ყველაზე უცოდველად მეჩვენებოდა.
-რატომ არ ღირს? მე შენ მიყვარხარ,დეა და ვიცი,რომ...
-ანდრო,დანიშნული ვარ მე... -ხმა გამიწყდა.
სახე მოერყა ცხადაძეს,თვალებში ის სხივი წამებში გაუქრა და ჩაუქრა. უჩვეულოდ გულგრილი სახე მიიღო,თუმცა ვერაფრით ვამჩნევდი,რეალურად რას გრძნობდა.
-რას მეუბნები?
-მეგონა იცოდი ამის შესახებ.. -ამოვიხავლე.
-ვიცოდი,რომ ვიღაც იყო შენს ცხოვრებაში,მაგრამ არ მეგონა თუ ასე სერიოზულად იყო საქმე. არავის უთქვამს ჩემთვის,სოციალური ქსელი გაუქმებული მაქვს. საიდან უნდა მცოდნოდა. -ჩაფიქრებული,ერთ ადგილზე მიშტერებული ლაპარაკობდა.
-ანდრო,იმდენი რამ მოხდა,იმდენი დავუშავეთ ერთმანეთს..
-ამას ნამდვილად არ ველოდი. -გაოცებული იყო,დამსხვრეული. -ესე იგი,გიყვარს.
არაფერი მითქვამს. ერთხანს მიყურებდა,უცვლელი მზერით,მერე გამიღიმა.
-რა გაეწყობა,ს**ი ვარ,ცოტა დამაგვიანდა,მაგრამ მიხარია,თუ ბედნიერი ხარ.
დამამუნჯა. სიტყვის თქმა ვეღარ გავბედე. სულ ცოტა ხანს ვისხედით ასე,მერე უსიტყვოდ წამოვდექით.
ანდრო სახლში დავტოვე,მე კი გაშტერებული ძლივს ავფორთხდი სალომესთან.
****
-ანუ ასე,უცერემონიოდ დაგადგა? -ვერ იჯერებდა სალომე მოსმენილს. -არც ირაკლიმ იცოდა მისი ჩამოსვლის ამბავი,არც გიორგიმ და დათამ.
-ჰო,ვინმესთვის რომ ეთქვა,ნიშნობის ამბავსაც გაიგებდა.
-იდიოტია ნამდვილი! ერთი წლის მერე მომინდომა დაბრუნება და თავიდან სიყვარულის ახსნა.
იმის მერე რა ჰგონია,რამის შანსი აქვს? -სალომე ბრაზობდა.
-ანუ არც მე მქონდა შანსი საფრანგეთში ხო?
-კარგი რა,დეა. გასაგებია,რომ ორივემ დაუშვით შეცდომა,მაგრამ თუ იცოდა,რომ უყვარდი და შენს გარეშე სიცოცხლე არ შეეძლო,ამდენი ხანი რას ელოდა?
-ასე იყო ალბათ საჭირო,ერთი ის ვიცი,რომ ახლა ყველაფერს აზრი აქვს დაკარგული.
-ეგ რას ნიშნავს?
-ორ თვეში ვთხოვდები,სალომე. -გამეცინა.
-დეა,დარწმუნებული ხარ იმაში,რასაც აკეთებ? რა იგრძენი დღეს ანდრო რომ ნახე?
-რა უნდა მეგრძნო,არ ვიცი. -დავიბენი. -არ ვიცი სალომე,ყველაფერი ამირია.
-არც მანამდე იყავი გუგას მიმართ დალაგებული. -აღნიშნა სალომემ.
-შენც რა თამილასავით მელაპარაკები?
-ანდროზე ძალიან გაბრაზებული ვარ,მაგრამ იცი შენ რას ვფიქრობ ამ ყველაფერზე. -მითხრა სალომემ და ჩამეხუტა. -ძალიან მინდა ბედნიერი იყო,ამიტომ კარგად დაფიქრდი!

* * *
ანდრო იმის მერე აღარ მინახავს. ორი კვირაღა იყო დარჩენილი ქორწილამდე. გონება გავთიშე,არ ვფიქრობდი.
კი,ნამდვილად ასეა.
საღად აზროვნების უფლება წავართვი საკუთარ თავს. არც იმას ვაქცევდი ყურადღებას,რომ
ანდროს ჩამოსვლის მერე ყოველ წამს,ყველგან მას ვეძებდი.
გუგას მიმართ უფრო ცივი გავხდი და ალბათ ეს იყო იმის მიზეზი,თუ რატომ უკუვაგდე ყველა გრძნობა.
არ მინდოდა გუგასთვის გული მეტკინა.
იმ ეგოისტური საქციელის მერე,რამაც მე და ანდრო დაგვაშორა,ვცდილობდი სხვისთვის მაინც აღარ დამენგრია ცხოვრება.
ვხვდებოდი,არასწორი იყო ეს ყველაფერი,საშინლად არასწორი.
მაგრამ ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება.
გადაწყვეტილება,რომლისთისაც ყველას პატივი უნდა ეცა.

* * *
-არ გათხოვდე,დეა. -მანქანიდან ახალგადმოსული,ჩემი სადარბაზოს კიბეებთან მჯდარმა ანდროს ხმამ შემაკრთო.
-ანდრო,აქ რა გინდა.. შემაშინე.
-არ გათხოვდე,რა. -მუდარა გაერია ხმაში.
-ნასვამი ხარ?
-ცოტათი. -ზუსტად იგივე ჟესტით მანიშნა ანდრომ,როგორც მე მაშინ, გურიაში.
გამეცინა მის საქციელზე,მართლა,გულწრფელად, ყველანაირი დაძაბულობის გარეშე.
-სახლში წაგიყვან,ანდრო. გვიანია უკვე.
-არ მინდა სახლში. დეა,არ გაჰყვე,გეხვეწები! - მომიახლოვდა,ცრემლიანი თვალები ჰქონდა და ძალიან მძიმედ სუნთქვდა.ძლივს იკავებდა ტირილს,იმ წამს მოვკვდი მეგონა.
-ანდრო...
მხარზე ჩამომადო თავი,გაიყურსა,მის ცხელ სუნთქვას ვგრძნობდი ყელთან.
-ჩემს შეხებაზე ტაოს გაყრის. -ოდნავ კმაყოფილება შეჰპარვოდა მის ბოხ ხმას.
გავისუსე,ამ მდგომარეობაში საათობით შემეძლო ვმდგარიყავი ტელეფონის ხმა რომ არა.
გუგა მწერდა. გველნაკბენივით შევხტი და ანდროს მოვშორდი,მერე მახსოვს ირაკლის მივწერე.
-ანდრო,შენც ხომ ხვდები რომ არ ღირს?!
-იგივეს აკეთებ! იგივეს აკეთებ ეს დედამოტყნული,მე რატომ არასდროს მეკითხები რა ღირს და რა არა! -აფეთქდა ანდრო,ბანცალით გადგა გვერდზე და მსუბუქად მიარტყა ხელი სადარბაზოს კარს.
-ტონს დაუწიე,სირცხვილია.
-რატომ აკეთებ ამას? -ყინულივით ხმა დაემსხვრა ანდროს.
ვერაფერი ვუპასუხე,შერცხვენილი ვიდექი მის წინ და წარმოდგენა არ გაქვთ,როგორ მინდოდა ახლა უბრალოდ ჩავმჯდარიყავი მასთან ერთად მანქანაში და ძალიან,ძალიან შორს გადავკარგულიყავი.
ამის მაგივრად...
ირაკლის მანქანამ ეზოში შემოუხვია,მანქანიდან გადმოვიდა. ანდრომ თვალი მოჰკრა და ირონიულად შემომხედა.
-კარგი,გასაგებია...
ეს იყო მისი ბოლო სიტყვები იმ დღეს,მანქანაში ჩაჯდა.
ირაკლიმ თანაგრძნობით შემომხედა.
-სახლში მიიყვანე და მიხედე,გთხოვ.

* * *
ესეც ჩვენი ამბავი ქორწილის დღემდე.
მერე კი თქვენც იცით,რაც მოხდა.
ახლა ვისხედით ასე გატრუნულები. ერთმანეთის პირისპირ. ბედნიერების ღიმილი დასთამაშებდა ანდროს სახეზე.
-რა გიხარია? -გამეცინა მეც.
-ახლა ვფიქრობ და ძალიან მეცინება,რომ მახსენდება რა გავაკეთე.
-შენი აზრით ეგ სასაცილოა? -ტონი დავასერიოზულე.
-ნუ მესწერვები შენ გახარებას რა! -სიცილი აუტყდა. -ბევრი ბიჭი გინახავს ქორწილიდან გოგოს იტაცებდეს?
-კარგი. მოდი ახლა სერიოზულად ვილაპარაკოთ. -მასთან ახლოს მივჩოჩდი. -გასაგებია,ქორწილი ჩამიშალე და გუგას ცოლი არ ვარ,ეს გავიგეთ,ახლა რას აპირებ? რისთვის წამოიწყე ეს იდიოტობა?
ანდროს სახე აემღვრა.
-შენ თუ ახლაც ვერ ხვდები რატომ ჩავშალე ქორწილი და რატომ გადავიმტერე გეწაძეების მოდგმა საშვილიშვილოდ,რა გვაქვს სალაპარაკო? -უხეში ტონი ჰქონდა. -რაღაცას გკითხავ დეა და პირდაპირ მიპასუხე,კარგი?
თავი დავუქნიე.
-გიყვარს?
-გუგა ძალიან კარგი ადამ....
-ეგ არ მიკითხავს,მიპასუხე გიყვარს თუ არა? -იფეთქა ანდრომ.
ვერაფერი ვუპასუხე.
ფეხზე წამოდგა,ჩემს წინ დაიხარა და თავი კალთაში ჩამიდო.
რამდენიმე წუთი ვისხედით ასე,გაუნძრევლად. მის თმაში ავრიე ხელები,იმ მომენტში ყველაფერი დამავიწყდა.
ჩემი ხელები თავისაში მოიქცია,ძალიან ნაზად მაკოცა. მზერა გამისწორა და მოულოდნელად დამეწაფა ტუჩებზე.
ნაზად მკოცნიდა,ძალიან ფრთხილად,თითქოს ეშინოდა ხელებში არ შემოვტყდომოდი.
კოცნაში ავყევი,არეულად ავხლართე ხელები მის თმაში და მისი წვერის შეგრძნება ჩემს ლოყებზე,ყველაზე ბედნიერი რამ იყო,ბოლო ერთი წლის მანძილზე ჩემთვის.
ანდრო უფრო მომთხოვნი გახდა,ყელზე გადავიდა ძალიან მშვიდად და ნელა მოაშორა ჩემს სხეულს შემოსაცმელი. ხელები მაისურის ქვეშ შემიცურა. ძალიან ნელა დაასრიალებდა ჩემს წელზე,მუცელზე მის ხელებს და ვერც კი მივხვდი მეც ისე წავეტანე მის როლინგს.
კონტროლს ვკარგავდი ,არ შემეძლო გაჩერება,მაგრამ წამებში თვალწინ გუგას განადგურებული სახე წარმოვიდგინე და სწრაფად წამოვხტი ფეხზე.
აჩქარებული სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობდით ორივე,ანდრო კი აღელვებული მიყურებდა.
-მაპატიე.. თუ ზედმეტი მომივიდა. -მითხრა ჩუმად. -ამას არ ვიზამდი,შენ თავს გეფიცები,რომ ვიცოდი გიყვარს არ ვიზამდი ამას. მისი ცოლი იქნებოდი ახლა.
არეულად ლაპარაკობდა ანდრო. მასში თითქოს დანაშაულის გრძნობას გაეღვიძა.
ჩამოჯდა. თავი ჩარგო ხელებში და მერე დანგრეული სახით ამომხედა.
-ბრძოლით დავიღალე,დეა. ჯერ საკუთარ თავთან,მერე კი-შენთან. რატომ უნდა გვჭირდებოდეს ეს ყველაფერი? მაპატიე,მაგრამ აქამდე ერთხელაც არ შემიხსენებია. შენ იყავი პირველი.. შენ დამანგრიე,ყველა ოცნება წამიშალე,რაც ოდესმე შენთან დამიკავშირებია. შენი არასტაბილურობითა და სილაჩრით. ჰო,არც მე ვყოფილვარ უცოდველი. საფრანგეთში უკანასკნელი ყ**სავით მოგექეცი. გიღალატე და მერე გადაგიარე,გაიძულე ჩემს საყვარელთან ერთად დაგელია ყავა. თავი არარაობა მგონია ამის გამო. საკუთარი თავი მეზიზღება,გესმის? იმ ყველაფრის ნახვა რომ მოგიწია.. რომ შემეძლოს ყველა იმ საზიზღარ წუთს გავაქრობდი,ყველა საშინელ მზერას,რომლის ატანაც მაშინ ჩემგან მოგიწია. ყველაფერს გავაქრობდი,აბსოლუტურად ყველაფერს! ახლაც ცუდად მოვიქეცი,მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა. ერთ შანსს ვითხოვ დეა,ერთადერთს. ყველაფრის თავიდან დაწყების შანსს,იმიტომ რომ შენ გარეშე არაფერი ვარ,არ შემიძლია შენ გარეშე. მაშინაც კი მიყვარდი,როცა უნდა შემზიზღებოდი,მაშინ,იმ დედამოტყნულ დღეს,როცა გამომიცხადე არაფერს აზრი არ აქვს და აბორტს ვიკეთებო. მაშინაც,საფრანგეთში,როცა თავი არარაობად გაგრძნობინე,როცა ჟულიეტი...
-არ თქვა,არ თქვა გეხვეწები. -ცრემლები მახრჩობდა.
-ერთ შანსს არ ვიმსახურებთ,დეა? -ტიროდა ანდრო.
-აუტანელი სიმართლე იცი რა არის,ანდრო? ყველა ჯოხი შენზე გადატყდა,იმიტომ რომ საკუთარ თავს ის აბორტი და შენთვის დამსხვრეული იმედები ვერ ვაპატიე. მართალი ხარ! მე ვიყავი პირველი,მე დაგანგრიე და ახლა ამას ვიმკი. რათ გინდა შანსი,ანდრო? რა გარანტია გაქვს,რომ მომავალში ისევ იგივეს არ გავაკეთებ. ისევ ისე არ გატკენ გულს.
-სხვანაირად არის ახლა ყველაფერი. ორივემ საკმარისი გადავიტანეთ იმისთვის,რომ იგივე შეცდომები არ გავიმეოროთ. მე შენ გენდობი,დეა.
-ამას ახლა ამბობ. ძალიან ბევრჯერ გამახსენებ იმ ამბავს. მე ვერ დავივიწყე,შენ როგორ შეძლებ ამას... არ ღირს.
-შენს წინ ვდგავარ,განადგურებული,გაორებული,შანსს გთხოვ,რომელსაც ორივეს ცხოვრების შეცვლა შეუძლია. -ირონია იგრძნობოდა მის ხმაში. კონტროლს კარგავდა,მივხვდი. -გული გადაგიშალე,ამ წლების განმავლობაში დაგროვილი ყველა ემოცია ამოვიღე და ერთადერთი ეს შემოგრჩა სათქმელი? არ ღირს... -ტონს აუწია. -არ ღირს,დეა?
ყვიროდა უკვე. გაშეშებული ვიდექი,არაფრის ძალა არ შემწევდა იმ მომენტში.
-გასაგებია ყველაფერი! როგორც ჩანს, მართლა არ ღირს.
ანდრო წამოდგა და ოთახში გაუჩინარდა. რამდენიმე წამში ხელში ისევ იმ ჩანთით დაბრუნდა,რითიც მოვედით.
-წავედით.
მხოლოდ ეს თქვა და გარეთ გავიდა.
მორჩილად გავყევი უკან.
ისევ ლაჩრულად.
ბინდდებოდა უკვე.
მანქანაში ვისხედით,მისკენ გახედვას ძლივს ვბედავდი. ყბები ჰქონდა დაჭიმული,მთელი ძალით ჩაჰფრენოდა საჭეს და ასე მეგონა,საცაა აფეთქდება-მეთქი.
ცხოვრებაში პირველად ჩემს ტირილს არ შეუწუხებია,ხელსახოცი მომაწოდა მხოლოდ. დავანგრიე,საბოლოოდ მაინც დავანგრიე. მინდოდა შევხებოდი,დაძაბულ ნაკვთებზე მხოლოდ ერთხელ გადამესვა ხელი,მინდოდა მეთქვა,რომ ახლა,ამ წამს ყველაფერს მერჩივნა მისი ერთი კოცნა,მაგრამ რამდენჯერაც პირი გავაღე,მხოლოდ ხავილი ამომხდა.
როდის ჩამეძინა არ მახსოვს. კარის ხმამ გამომაფხიზლა,დავინახე როგორ გადავიდა მანქანიდან. მალე ჩემ მხარეს გაიღო მანქანის კარი,ხელში აყვანას მიპირებდა.
-მღვიძავს..
-მოვედით,სალომესთან მოგიყვანე,გელოდება. მაპატიე რომ ქორწილი ჩაგიშალე,ყველაფერს გავაკეთებ,რომ გუგასთან პრობლემები არ გქონდეს.
ამ სიტყვების მერე ისე სწრაფად აორთქლდა,ვერაფერი მოვასწარი.
ჰო,ასეა.
ყველაზე უსუსური არსება ვარ ამ ქვეყნად.
კიბეები კი არ ავიარე,ავფოფხდი.
კარი სალომემ გამიღო,შიგნით შემიტანა.
დღესაც წავაგე.

* * *
რამდენიმე დღეში,როცა ყველაფერი ჩაწყნარდა სახლში დავბრუნდი. დედაჩემის და მამაჩემის გარდა,ყველა ნათესავთან სათითაოდ მომიწია ახსნა-განმარტების გაკეთება.
დედაჩემი წყენით მიყურებდა. მხოლოდ მამა და ბებია მედგნენ გვერდით.
თამილა ბედნიერი და გამარჯვებული ღიმილით მიყურებდა.
-ბებო,ისეთი ბედნიერი ხარ,არც მალავ არა? -გამეცინა ერთხელაც.
-ერთს გეტყვი,ბებია,მეტს არა. როცა კაცი ამხელა ამბავზე მიდის შენს გამო,ცხოვრებაში არასდროს,არაფრის არ უნდა შეგეშინდეს.
-ბებო,ჩემსა და ანდრო შორის,ჩემ მიერ გაკეთებული ისეთი სისულელე დგას,ძალიან გაუჭირდება მას ამით ცხოვრება.
-ეს მან თქვა? -ეჭვით მკითხა თამილამ.
-მე ვამბობ.
-ჩერჩეტი ხარ,შვილო,ჩერჩეტი. -გაეცინა ბებიაჩემს . -ბედს მიენდე შვილო,ნუ დატანჯე ეგ ბიჭიც და შენ თავსაც მიეცი ბედნიერების უფლება.

* * *
ძალიან ნელა გავიარე სადარბაზოდან მანქანამდე მისასვლელი გზა. ჩავჯექი და მზერა ვერ გავუსწორე ჩემს გვერდზე მჯდომს.
-არაფერს მეტყვი?
რაღაცნაირი შუშის ხმა ჰქონდა გუგას,წუთი-წუთზე რომ უნდა დაიმსხვრეს,აი ისეთი.
-გუგა,რა უნდა გითხრა...
-დეა,ერთი რამ მაინტერესებს მხოლოდ.. მან წაგიყვანა თუ შენი ნებით? -შესვენებებით ლაპარაკობდა გუგა,ძლიერად იკავებდა თავს,რომ მდგომარეობიდან არ გამოსულიყო.
-ჩემით. -დაუფიქრებლად ვიცრუე.
გაეცინა გუგას,ისეთი ხარხარი აუტყდა,ძალიან შემეშინდა.
-რა .. რა გაცინებს?
-ახლა რომელს დაგიჯეროთ? -სახე მოერყა. -გუშინ ვნახე ის გამო***ული. მითხრა მე წავიყვანე მისი ნებასურვილის და ნებართვის გარეშეო.. აპატიეო...
-გუგა,მისმინე,ვიცი რომ ეს ყველაფე...
უეცრად ჩემკენ მოტრიალდა,თვალებში მიყურებდა გამჭოლად,თითით ნიკაპზე მომკიდა ხელი და თავი მაღლა ამაწევინა, მრცხვენოდა მისთვის თვალებში შეხედვის.
-დეა,თუ მართლა ასეა და შენი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა ყველაფერი,შენს სიცოცხლეს ვფიცავარ არ დავჯერდები იმას,რაც გუშინ მიიღო იმ არაკაცმა და სახეს გავუხევ! ყველაფერს დავივიწყებ და თავიდან დავიწყოთ..
იმის გააზრებაზე,რომ ანდროს რამე სჭირდა,გული მომეკუმშა.
-ანდროს რა სჭირს? -ვიკითხე ხმაწასულმა.
გუგამ ხელი მომაშორა.
-მაშ,შენით გაჰყევი?
რამდენიმე წამი ხმა არ ამომიღია.
-გუგა,ძალიან ვწუხვარ. -ვტიროდი. -ყველაფერს იმიტომ ვაკეთებდი,რომ შენ არ გტკენოდა გული და მაინც ასე გამოვიდა..
-ცოლადაც იმიტომ მომყვებოდი,რომ გული არ მტკენოდა? -ირონია გაერია ხმაში.
-არ შემიძლია,გუგა. ჩემდაუნებურად არის ასე,მის მეტი სხვა არავინ შემიძლია... -ძალიან მწარედ ვიგრძენი ამ სიტყვების შემდეგ გუგას მზერა. -მაპატიე.
-გადადი მანქანიდან. -კატეგორიული ხმა ჰქონდა. -გადადი სანამ უკადრებელი მიკადრებია.
-მაპატიე.. -კიდევ ერთხელ ამოვისლუკუნე და მანქანიდან გადავედი.

* * *
ამ ამბიდან ცოტა გონზე მოსვლის შემდეგ დათამ დამირეკა და მისი და თიკას ნიშნობის ამბავი მახარა. მართლა გულწრფელად გამიხარდა.
მხოლოდ ამიტომ არა.
საკუთარ თავთან ამდენი ბრძოლის შემდეგ ბოლოს და ბოლოს მივხვდი,რომ მე და ანდრო ბედნიერებას ვიმსახურებდით.
უნდა გადამეშალა იმ წყეული წიგნის ის წყეული ფურცელი,სადაც ჩემი წარსულის ცოდვები ეწერა და თავიდან დამეწყო მომავლის წერა.
ძალიან ლამაზად ჩავიცვი.
ამდენი ხნის შემდეგ პირველად ვგრძნობდი თავს თავისუფლად,ბედნიერად და აჟიტირებულად.
წვეულებაზე სულ ცოტა დამაგვიანდა.
დათას და თიკას მივულოცე,საჩუქარი გადავეცი და ლაპარაკ-ლაპარაკში ანდროს ამბავიც ვიკითხე.
-ანდრო მიდის. -ხმა დაუსევდიანდა დათას.
-რაა? სად მიდის,როგორ? გააფრინე?
-რა გაყვირებს,გოგო. -კბილებში გამოსცრა დათამ და ჩვენკენ ყურადღება მობყრობილ სტუმრებს უხერხულად გაუღიმა. -საფრანგეთში ბრუნდება.
-მერე მაგ ცალტვინა თავით აქამდე ვერ მოგაფიქრდა,რომ ჩემთვის უნდა გეთქვა?
-თქვენ რა შე**ით,ტო! იქით იმან კრინტი არ დაგცდესო,აქეთ ამან რატო არ მითხარითო?ჭრელი პეპელა ვარ, ამის დედა მო***ან? -ყვიროდა დათა.
ამჯერად მე მოვუბოდიშე სტუმრებს და დათას მივუბრუნდი.
-ნუ ყვირი,თორე აქვე დაგშორდა თიკა. როდის მიდის?
-ვერ გეტყვი..
-თუ არ გინდა ეს ყვავილები ყველგან რომ გამოგიჭენებიათ,ხვალ გულზე დაგალაგოს თიკამ,ამოღერღე როდის მიდის. -ვთქვი გამწარებულმა და დათას თვალები დავუბრიალე.
-ფუ,რა საზიზღარი ენა გაქვს. ერთ კვირაში აქვს ფრენა.
-დღეს აქ რატომ არ არის?
-იყო და რომ გაიგო მოდიოდი,წავიდა.
-მემალება? -გამეცინა.
-კარგი დეა,რა. გაბრაზების უფლება ცვეტში არ გაქვს! -მისაყვედურა დათამ.
-ვიცი ხო,ვიცი. ნუ გეშინია,შემოვირიგებ შენს ძმაკაცს. -გავუღიმე. -ჰო და მართლა,კიდევ ერთხელ გილოცავ ამ ანგელოზივით გოგოს ხელში ჩაგდებას. ვნახოთ, რამდენ ხანს გაგიძლებს.
-ჰა,ჰა,ჰა! ძაან სასაცილოა. -დამეჯღანა დათა.
როგორც მოგახსენეთ,ჩვენთან ყველაფერი უჩვეულოდ იყო. თქვენითაც მიხვდებოდით ალბათ,მთელი ისტორია ერთი დიდი არეულობაა.
ჰოდა,ჩემი ანდროც უჩვეულოდ შემოვირიგე.


* * *
მეორე დღეს,დილით „ანტრესთან“ ვიმალებოდი. მალე გამოჩნდა,ჩაფიქრებული და ძალიან გაბუსული სახით.
შიგნით ისე შევიდა,არ შევუმჩნევივარ, მალე ყავით ხელში დაბრუნდა და მანქანაში ჩაჯდა.
გამეღიმა.
ორ წუთს მოვიცადე სანამ ყავას ადგილს უპოვიდა,მერე ღვედს შეიკრავდა და მანქანის დასაქოქად მოემზადებოდა. შემდეგ სწრაფად ნაბიჯებით დავიძარი მანქანისკენ და წინა სავარძელი დავიკავე.
გაოცებულმა შემომხედა. სანამ გონზე მოვიდოდა, გავილექსე.
-ქავთარაძის 22. ამჯერად არსად მეჩქარება,პირიქით ,რაც უფრო დიდხანს ვიქნებით გზაში,ჩემთვის უკეთესია.
ვერ ხვდებოდა რას ვეუბნებოდი. მერე ნელ-ნელა მოშორდა დაძაბულობა სახიდან და კუთხეებში ღიმილი შეეპარა.
-საცობებს უნდა მოვერიდო? -მკითხა ღიმილით.
-ნუ მოერიდები,მზად ვარ შენი დებილური ისტორიები მოვისმინო. -ანდროს ჩვენი სულ პირველი დიალოგი გავახსენე.
-ანუ ოცლარიანსაც აღარ მომაკრავ შუბლში?
სიცილი ამიტყდა.
ისეთი გრძნობით ვაკოცე ანდროს,იქამდე რომ არასდროს მიკოცნია.
მანქანა დაქოქა და ღიმილით გავუყევით გზას.
ბედნიერებისგან გაბრუებულებიც კი ვხვდებოდით,რომ გზაში მგზავრები ხელს გვიქნევდნენ. თავიდან მეგონა მომეჩვენა,მაგრამ რომ აღარ დამთავრდა ანდროს გავხედე.
-ხელს რატომ იქნევენ?
-არ ვიცი. -გაეცინა ანდროს. ძრავა ჩააქრო და მანქანიდან გადავიდა. -ახლავე ვნახავ.
ისეთი ხარხარი აუტყდა,მეც მას გავყევი და ანდროს ხელში დანახული ტაქსის ტრაფარეტის შემჩნევისას,სიცილი წამსკდა.
-რომლის ნამოქმედარია? -გაეცინა ანდროს.
-მგონი ერთობლივი ნამუშევარია.
სალომეს დავურეკე. სიტყვის თქმა არ მაცადა.
-მოგეწონათ ჩვენი საჩუქარი,ბანძებო? იმედია თავი დამცირებულად იგრძენით.
-დამცირებულად რატომ? -ირაკლის ხმაც გავიგეთ.
-მაცალე! -შეუღრინა სალომემ. -მოკლედ ეს ჩვენი პატარა საჩუქარი იყოს,დაიწყეთ უკვე მომავალზე ზრუნვა გვრიტებო. ცოტა ფულს იშოვნით,ბუდეს მოიწყობთ და პაწაწინა ანდროებს და დეაკოებს გამოჩეკავთ. ჰოო და კიდე, აღარასდროს დაშორდეთ ერთმანეთს,თორემ მე და ირაკლის ვეღარ გვნახავთ და იპოვეთ მერე ცხოვრების სხვა თანამგზავრები. მიყვარხართ,დებილებო!
სალომემ საუბარი დაამთავრა და ყურმილი დაკიდა.
ვიდექით მე და ანდრო პეკინის რომელიღაც გაჩერებაზე,ტაქსის ტრაფარეტით ხელში და გიჟებივით ვიცინოდით მომხდარზე.
ხომ გითხარით.
ჩვენთან ყველაფერი უჩვეულოდ იყო! <3

დ ა ს ა ს რ უ ლ ი .



№1 სტუმარი სტუმარი დეფნე

იდეალურია ????????????❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი Ανάξιος

ძაან საყვარლობაა <3

 


№3  offline წევრი დარინა

აი რატომ არსებობენ დეასნაირი კარიერისტი ქალები რომლებიც ყველას და ყველაფერს ანადგურებენ, ვერ ვხვდები ქალმა კარიერა და შვილი ერთად როგორ ვერ უნდა შეათავსოს, პირიქით შვილს ბევრი რამის უკეთესობისკენ შეცვლაც შეუძლიაა, მთელი ისტორიის კითხვის დროს არანაირად არ გამიჩნდა რომ აი ქალური სოლიდარობა გამომეცხადებინაა, მერე რა რომ მზადარ იყო შვილისთვის, საყვარელი ადამიანი ყავდა გვერდით რომელსაც სიგიჟემდე გაუხარდა შვილის არსებობა, მაგრამ მეორე წუთში ყველაფერი ჩაუკლააა, ბოლომდე მაიც მიეყვანე გერმანული გასეირნება რის გამოც საყვარელი მამაკაცი დაანგრია და მომავალი გაანადგურაა, ვერ ვუგებ რა დეასნაირ ქალებს შვილის გაჩენისთვის 90% ქალების მზად არ არიან მაგრამ როცა დაბადებისას ხელში აიყვანენ იქ ქრება ყველაფერიი, აი საოცარი ანდრო გუავდაა რა მე გული გამითბოო ასეთი რომ იყოო, აი ყველანაირად იდეალური, აი მართლა მინდოდა რომ ეს გოგო არ დარჩენოდა ანდროს რადგან არანაირად არ იმსახურებდაა, გუგას კი კარგად გამოეკიდა ერთ წელში ცოლადაც მიყვებოდაა, საერთოდ ვერ მესმის როცა ერთი გიყვარს მაგრამ მეორეს ცოლად მიყვები და შეხების უფლებას აძლევ ამას ვერ ვგებულობ, როცა გიყვარს მისი შეხების გარდა სხვას ვერ იტან, ამ ბოლო დროს კი აი სულ დეასნაირი ქალები მხვდებიან მგონი საერთო სენია, აი კიდევ ძალიან გამიხარდა ამდენი ხნის მერე რომ დაგვიბრუნდიი, მიყვარს მე შენი ქურდი იაგუნდისფერი თვალებით რა ვქნა აი გეფიცები მამაკაცი პერსონაჟები გამოგდი ზეეე რააა. ისე ისტორიია კარგი იყოო ანდროსთან ერთად, წარმატებები და ველოდები ახალს.

 


№4  offline წევრი Gone With Dreams

დარინა
აი რატომ არსებობენ დეასნაირი კარიერისტი ქალები რომლებიც ყველას და ყველაფერს ანადგურებენ, ვერ ვხვდები ქალმა კარიერა და შვილი ერთად როგორ ვერ უნდა შეათავსოს, პირიქით შვილს ბევრი რამის უკეთესობისკენ შეცვლაც შეუძლიაა, მთელი ისტორიის კითხვის დროს არანაირად არ გამიჩნდა რომ აი ქალური სოლიდარობა გამომეცხადებინაა, მერე რა რომ მზადარ იყო შვილისთვის, საყვარელი ადამიანი ყავდა გვერდით რომელსაც სიგიჟემდე გაუხარდა შვილის არსებობა, მაგრამ მეორე წუთში ყველაფერი ჩაუკლააა, ბოლომდე მაიც მიეყვანე გერმანული გასეირნება რის გამოც საყვარელი მამაკაცი დაანგრია და მომავალი გაანადგურაა, ვერ ვუგებ რა დეასნაირ ქალებს შვილის გაჩენისთვის 90% ქალების მზად არ არიან მაგრამ როცა დაბადებისას ხელში აიყვანენ იქ ქრება ყველაფერიი, აი საოცარი ანდრო გუავდაა რა მე გული გამითბოო ასეთი რომ იყოო, აი ყველანაირად იდეალური, აი მართლა მინდოდა რომ ეს გოგო არ დარჩენოდა ანდროს რადგან არანაირად არ იმსახურებდაა, გუგას კი კარგად გამოეკიდა ერთ წელში ცოლადაც მიყვებოდაა, საერთოდ ვერ მესმის როცა ერთი გიყვარს მაგრამ მეორეს ცოლად მიყვები და შეხების უფლებას აძლევ ამას ვერ ვგებულობ, როცა გიყვარს მისი შეხების გარდა სხვას ვერ იტან, ამ ბოლო დროს კი აი სულ დეასნაირი ქალები მხვდებიან მგონი საერთო სენია, აი კიდევ ძალიან გამიხარდა ამდენი ხნის მერე რომ დაგვიბრუნდიი, მიყვარს მე შენი ქურდი იაგუნდისფერი თვალებით რა ვქნა აი გეფიცები მამაკაცი პერსონაჟები გამოგდი ზეეე რააა. ისე ისტორიია კარგი იყოო ანდროსთან ერთად, წარმატებები და ველოდები ახალს.



ძალიან დიდი მადლობა შენ ამხელა კომენტარისა და ასეთი გულწრფელობისთვის. დეას კარიერისტობის წარმოჩენა არ ყოფილა ჩემი მიზანი, უფრო მინდოდა მისი სისუსტეები წარმომეჩინა, არის ხოლმე
მომენტები, როცა უბრალოდ ვერ ვხვდებით ცხოვრებაში რა გვინდა, რა არის ჩვენი მიზანი და ვერ ვაფასებთ იმას, რაც გვაქვს. კარიერა კი,ამ შემთხვევაში მხოლოდ მიზეზი იყო. ზოგჯერ სილაჩრე იმაზე მეტს გვაკარგვინებს, ვიდრე ჩვენ გვგონია, ჩემი ისტორიის მიზანიც ეს იყო.
დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის და ძალიან გამიხარდა, რომ გახსოვართ, უღრმესი მადლობა კიდევ ანდროსა და ოდმავ მივიწყებული გაბრიელისგან <3

korean
ძაან საყვარლობაა <3


დიდი მადლობა <3
--------------------
...

 


№5  offline წევრი შამხათი

ძალიან მომეწონა, პრინციპში შენგან ასეთ სისაყვარლეს ველოდი ნამდვილად. ამდენი ხნით აღარ დაიკარგო. მომენატრა შენი ისტორიები.

 


№6  offline წევრი Gone With Dreams

შამხათი
ძალიან მომეწონა, პრინციპში შენგან ასეთ სისაყვარლეს ველოდი ნამდვილად. ამდენი ხნით აღარ დაიკარგო. მომენატრა შენი ისტორიები.



მადლობა თქვენ ასეთი თბილი კომენტარისთბის❤️
--------------------
...

 


№7  offline მოდერი ენქეი

მართლა ძალიან მომეწონა
საყვარელი წასაკითხი იყო heart_eyes

 


№8  offline წევრი Gone With Dreams

ენქეი
მართლა ძალიან მომეწონა
საყვარელი წასაკითხი იყო heart_eyes



დიდი მადლობა ❤️
--------------------
...

 


№9  offline წევრი ნინილენდი

საყვარელი,თბილი და ტკბილი ისტორიაა.❤️

 


№10  offline წევრი Gone With Dreams

ნინილენდი
საყვარელი,თბილი და ტკბილი ისტორიაა.❤️


ძალიან დიდი მადლობა❤️
--------------------
...

 


№11 სტუმარი ანუ

და მაინც ძალიან რთულია ამ გოგოს გამართლება..

 


№12  offline წევრი Gone With Dreams

ანუ
და მაინც ძალიან რთულია ამ გოგოს გამართლება..


გამართლება ნამდვილად რთულია, მაგრამ რაღაც დოზით გაგება შეგვიძლია...❤️
--------------------
...

 


№13 სტუმარი სტუმარი ანი

დარინა
აი რატომ არსებობენ დეასნაირი კარიერისტი ქალები რომლებიც ყველას და ყველაფერს ანადგურებენ, ვერ ვხვდები ქალმა კარიერა და შვილი ერთად როგორ ვერ უნდა შეათავსოს, პირიქით შვილს ბევრი რამის უკეთესობისკენ შეცვლაც შეუძლიაა, მთელი ისტორიის კითხვის დროს არანაირად არ გამიჩნდა რომ აი ქალური სოლიდარობა გამომეცხადებინაა, მერე რა რომ მზადარ იყო შვილისთვის, საყვარელი ადამიანი ყავდა გვერდით რომელსაც სიგიჟემდე გაუხარდა შვილის არსებობა, მაგრამ მეორე წუთში ყველაფერი ჩაუკლააა, ბოლომდე მაიც მიეყვანე გერმანული გასეირნება რის გამოც საყვარელი მამაკაცი დაანგრია და მომავალი გაანადგურაა, ვერ ვუგებ რა დეასნაირ ქალებს შვილის გაჩენისთვის 90% ქალების მზად არ არიან მაგრამ როცა დაბადებისას ხელში აიყვანენ იქ ქრება ყველაფერიი, აი საოცარი ანდრო გუავდაა რა მე გული გამითბოო ასეთი რომ იყოო, აი ყველანაირად იდეალური, აი მართლა მინდოდა რომ ეს გოგო არ დარჩენოდა ანდროს რადგან არანაირად არ იმსახურებდაა, გუგას კი კარგად გამოეკიდა ერთ წელში ცოლადაც მიყვებოდაა, საერთოდ ვერ მესმის როცა ერთი გიყვარს მაგრამ მეორეს ცოლად მიყვები და შეხების უფლებას აძლევ ამას ვერ ვგებულობ, როცა გიყვარს მისი შეხების გარდა სხვას ვერ იტან, ამ ბოლო დროს კი აი სულ დეასნაირი ქალები მხვდებიან მგონი საერთო სენია, აი კიდევ ძალიან გამიხარდა ამდენი ხნის მერე რომ დაგვიბრუნდიი, მიყვარს მე შენი ქურდი იაგუნდისფერი თვალებით რა ვქნა აი გეფიცები მამაკაცი პერსონაჟები გამოგდი ზეეე რააა. ისე ისტორიია კარგი იყოო ანდროსთან ერთად, წარმატებები და ველოდები ახალს.

ჩემი სათქმელი თქვი ახლა შენ ზუსტად <3

 


№14 სტუმარი სტუმარი თამო

საოცარი ისტორია იყო.ძალინ კარგი.აი დეას რაც შეეხება ისე გამაბრაზა მისმა აბორტმა როგორ უნდ ადააყენო კარიერა ბავშვზე წინ ჩემამდე არ მოდის რა რანაირად და როგორ უნდა მოიქცე ასე.გამაცოფა ამ გოგომ.აი ანდრო კი არ ვიცი საოცრად თბილი ადამიანი როგორ უნდოდა შვილი როგორ გვერდში ედგა ემუდარებოდა გადაიფიქრეო და ამან სულ გაანადგურა კაცი.კარგია რომ.ბოლოს ერთად დარჩნენ იმსახურებდნენ ბედნიერებას ნუ გასნაკუთრებით ანდრო.დეას კი ვერანაირად ვერ ვამართლებ და რავქნა.ძალიან კარგად წერ

 


№15  offline წევრი Gone With Dreams

სტუმარი თამო
საოცარი ისტორია იყო.ძალინ კარგი.აი დეას რაც შეეხება ისე გამაბრაზა მისმა აბორტმა როგორ უნდ ადააყენო კარიერა ბავშვზე წინ ჩემამდე არ მოდის რა რანაირად და როგორ უნდა მოიქცე ასე.გამაცოფა ამ გოგომ.აი ანდრო კი არ ვიცი საოცრად თბილი ადამიანი როგორ უნდოდა შვილი როგორ გვერდში ედგა ემუდარებოდა გადაიფიქრეო და ამან სულ გაანადგურა კაცი.კარგია რომ.ბოლოს ერთად დარჩნენ იმსახურებდნენ ბედნიერებას ნუ გასნაკუთრებით ანდრო.დეას კი ვერანაირად ვერ ვამართლებ და რავქნა.ძალიან კარგად წერ



აუ,ძალიან დიდი მადლობა <3 ზოგადად,ძალიან მიხარია ხოლმე ისტორიას თქვენეულად რომ იღებთ, ისე განიცდით,როგორც პერსონაჟები <3 დიდი მადლობა ამ თბილი შეფასებისათვის,ბევრს ნიშნავს ძალიან <3
--------------------
...

 


№16  offline მოდერი abezara98

მოკლედ, წუხელ დავასრულე კითხვა და ვფიქრობდი, დამწერა თუ არა კომენტარი და საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ უნდა მექნა smile სიმართლე გითხრა, შენი შემოქმედებიდან მხოლოდ "ქურდი იაგუნდისფერი თვალებით" ვიცი და რომ წავიკითხე, ძალიანაც მომეწონა. არც ამასთან მაქვს რამე პრობლემა, უბრალოდ დეაზე ჩემი აზრი რომ არ დავაფიქსირო, გავსკდები sweat_smile
თავიდან მართლა ძალიან სახალისოდ დაიწყო.იმდენი ვიცინე, იმდენი ვიხალისე, თავად მივხვდი, რომ რაღაც ისე ვერ უნდა წასულიყო მერე და დეამაც მართლა ყველაფერი გააფუჭა. მხდალი, მშიშარა, ეგოისტი... რა ვიცი, როგორი სიტყვებით არ შევამკე კითხვის დროს, მაგრამ მეორე მხრივ, მისიც გავიგე რაღაცნაირად. არანაირად არ ვამართლებ და ვერ ვიგებ, მისი სიყვარულის ნაყოფი როგორ მოიშორა, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარ, რომ დარჩენილიყო, ბავშვიც დაეტოვებინა და ანროსთან ერთად ეცხოვრა, ოდესმე მაინც ინანებდა და წამოაძახებდა, თქვენ გამო მე კარიერა და სამსახური დავთმეო. არ ვიცი, რომელი ვარიანტი ემჯობინებოდა, მაგრამ დეამ ასე არჩია და ვერაფერს შევცვლით.
რაც შეეხება ანდროს, მიყვარს მე ეს ბიჭი. მართლა მგონია, რომ დეაზე ბევრად უკეთესს იმსახურებდა და რაც მერე თავად გააკეთა პარიზში დეას საქციელთან შედარებით ზღვაში წვეთი იყო sweat_smile მის ადგილას რომ ვყოფილიყავი, ალბათ, მე ვერ ვაპატიებდი, მაგრამ უყვარს ის ბატი და ორივე საკმარისად დაიტანჯა (ნუ, ჩემი ბიჭი უფრო smile ), ასე რომ შევარგებ ბედნიერებას smile

 


№17  offline წევრი თ.მ

მომეწონა ნამდვილად. რაღაც განსხვავებული და ჩემთვის რეალურ ცხოვრებასთან ახლოს იყოო . ის პრობლემები და აშ. ანდროს პერსონაჟი ძალიან მომეწონა, ბოლომდე დაიცვა მათი სიყვარული და დეასგან ეს არ ჩანდა. ნუ ეს ჩემი აზრია ბევრის თქმა შეიძლება და ბევრნაირად გაგება ამ ისტორიას. შენ კი მინდა გითხრა ძალიან კარგი ავტორი ხარ და ჩემი სახით ერთგული მკითხველი გეყოლება ყოველთვის❤

 


№18  offline წევრი Gone With Dreams

abezara98
მოკლედ, წუხელ დავასრულე კითხვა და ვფიქრობდი, დამწერა თუ არა კომენტარი და საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ უნდა მექნა smile სიმართლე გითხრა, შენი შემოქმედებიდან მხოლოდ "ქურდი იაგუნდისფერი თვალებით" ვიცი და რომ წავიკითხე, ძალიანაც მომეწონა. არც ამასთან მაქვს რამე პრობლემა, უბრალოდ დეაზე ჩემი აზრი რომ არ დავაფიქსირო, გავსკდები sweat_smile
თავიდან მართლა ძალიან სახალისოდ დაიწყო.იმდენი ვიცინე, იმდენი ვიხალისე, თავად მივხვდი, რომ რაღაც ისე ვერ უნდა წასულიყო მერე და დეამაც მართლა ყველაფერი გააფუჭა. მხდალი, მშიშარა, ეგოისტი... რა ვიცი, როგორი სიტყვებით არ შევამკე კითხვის დროს, მაგრამ მეორე მხრივ, მისიც გავიგე რაღაცნაირად. არანაირად არ ვამართლებ და ვერ ვიგებ, მისი სიყვარულის ნაყოფი როგორ მოიშორა, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარ, რომ დარჩენილიყო, ბავშვიც დაეტოვებინა და ანროსთან ერთად ეცხოვრა, ოდესმე მაინც ინანებდა და წამოაძახებდა, თქვენ გამო მე კარიერა და სამსახური დავთმეო. არ ვიცი, რომელი ვარიანტი ემჯობინებოდა, მაგრამ დეამ ასე არჩია და ვერაფერს შევცვლით.
რაც შეეხება ანდროს, მიყვარს მე ეს ბიჭი. მართლა მგონია, რომ დეაზე ბევრად უკეთესს იმსახურებდა და რაც მერე თავად გააკეთა პარიზში დეას საქციელთან შედარებით ზღვაში წვეთი იყო sweat_smile მის ადგილას რომ ვყოფილიყავი, ალბათ, მე ვერ ვაპატიებდი, მაგრამ უყვარს ის ბატი და ორივე საკმარისად დაიტანჯა (ნუ, ჩემი ბიჭი უფრო smile ), ასე რომ შევარგებ ბედნიერებას smile


დიდი მადლობა შენი აზრის დაფიქსირებისთვის და მადლობა რომ პერსონაჟსაც გაუგე. ეს იყო კიდეც ჩემი მიზანი, არ მინდოდა ერთი ჩვეულებრივი ლავ სთორი გამომსვლოდა წინააღმდეგობების გარეშე, ის გაუბედავი და მხდალი ნაბიჯები მინდოდა დამენახებინა თქვენთვის, რასაც ზოგჯერ ჩვემ ცხოვრებაში ვდგამთ ან ვერ ვდგამთ და მხიარია რომ გამიგე და პერსონაჟსაც გაიგე ❤️

თ.მ
მომეწონა ნამდვილად. რაღაც განსხვავებული და ჩემთვის რეალურ ცხოვრებასთან ახლოს იყოო . ის პრობლემები და აშ. ანდროს პერსონაჟი ძალიან მომეწონა, ბოლომდე დაიცვა მათი სიყვარული და დეასგან ეს არ ჩანდა. ნუ ეს ჩემი აზრია ბევრის თქმა შეიძლება და ბევრნაირად გაგება ამ ისტორიას. შენ კი მინდა გითხრა ძალიან კარგი ავტორი ხარ და ჩემი სახით ერთგული მკითხველი გეყოლება ყოველთვის❤



ვაიიჰ, ძალიან დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის, ძალიან ბევრს ნიშნავს, უზომოდ მიხარია ❤️
--------------------
...

 


№19  offline წევრი Crazy dreamer

Ar vici axla ramdenad akvs am komentaris daweras azri, magram mainc davwer ikneb ki waikitxos avtorma. mravlad arian dges aseti wkvilebi 4love.ge dziritadad chemtvis aris is adgili sadac realobas umetesad chamoshorebuli istoriebi ideba vgulisxmob ragatkmAunda imas, rom rac me akamde wavikitxe umravlesoba iko 18 wlis fulian uzado garegnobis gogo bichze da ase ... aravis vakritikeb ratkmaunda kvelam ise unda weros rogorc tavs komfortulad igrdznobs. Ak ki realoba davinaxe kalebs kvelas ar sheudzlia sruli mzadkofnis gamoxatva orsulobisatvis es aborts ar amartlebs tumca asea. arian kalebi, romlebic warmatebas agweven bevrad ufro girebulis xarjze. Realurad ramdeni kali ambobs magar karieraze, saxelze shemosavalze uars? Albat dzalian cota tmobs am kvelafers shvilistvis, sakvareli kacistvis. Dea is personajia chemtvis, romelic dzalian ar momwonda abortis shemdeg. tan mindoda sabolood deas sakutari tavi da adgili andros gverdit epova magram isev aborti iko shavi laka!!!! Mixaria rom abortis tema gamoikveta, ase dges mravlad xdeba kvelas tu ara umravlesobas tvalwin chveni axloblebidan tu nacnobebiddan dagvidgeboda tvalwin erti dea. chemtvis dea susti personaji gaxlavt, damnashave, mkvleli ususuri arsebis gamnadgurebeli. Kali romelic dgevandeli sazogadoebis umravlesobis saxea. Istorias rac sheexeba momewona gaartuli iko, avtors ugrmesi madloba am didi siamovnebistvis rac kitxvis procesma momitana. mxolod dea ara androc dzalian damnashavea. Warmatebebi da winsvla tkven rogorc avtors dzalian dzalian didi madloba kidev ertxel rom am temaze saubars ar moeridet da kvelaferi martlac realobastan dzalian axlos iko.

 


№20  offline წევრი Gone With Dreams

Crazy dreamer
Ar vici axla ramdenad akvs am komentaris daweras azri, magram mainc davwer ikneb ki waikitxos avtorma. mravlad arian dges aseti wkvilebi 4love.ge dziritadad chemtvis aris is adgili sadac realobas umetesad chamoshorebuli istoriebi ideba vgulisxmob ragatkmAunda imas, rom rac me akamde wavikitxe umravlesoba iko 18 wlis fulian uzado garegnobis gogo bichze da ase ... aravis vakritikeb ratkmaunda kvelam ise unda weros rogorc tavs komfortulad igrdznobs. Ak ki realoba davinaxe kalebs kvelas ar sheudzlia sruli mzadkofnis gamoxatva orsulobisatvis es aborts ar amartlebs tumca asea. arian kalebi, romlebic warmatebas agweven bevrad ufro girebulis xarjze. Realurad ramdeni kali ambobs magar karieraze, saxelze shemosavalze uars? Albat dzalian cota tmobs am kvelafers shvilistvis, sakvareli kacistvis. Dea is personajia chemtvis, romelic dzalian ar momwonda abortis shemdeg. tan mindoda sabolood deas sakutari tavi da adgili andros gverdit epova magram isev aborti iko shavi laka!!!! Mixaria rom abortis tema gamoikveta, ase dges mravlad xdeba kvelas tu ara umravlesobas tvalwin chveni axloblebidan tu nacnobebiddan dagvidgeboda tvalwin erti dea. chemtvis dea susti personaji gaxlavt, damnashave, mkvleli ususuri arsebis gamnadgurebeli. Kali romelic dgevandeli sazogadoebis umravlesobis saxea. Istorias rac sheexeba momewona gaartuli iko, avtors ugrmesi madloba am didi siamovnebistvis rac kitxvis procesma momitana. mxolod dea ara androc dzalian damnashavea. Warmatebebi da winsvla tkven rogorc avtors dzalian dzalian didi madloba kidev ertxel rom am temaze saubars ar moeridet da kvelaferi martlac realobastan dzalian axlos iko.




ძალიან დიდი მადლობა ამ კომენტარისთვის, ზუსტას ის დაინახეთ, რისი თქმაც მინდოდა. იმ გაუბედავ ნაბიჯებზე მინდოდა გამეგებინებინა თქვენთვის, რომლის გადადგმაც რეალურ ცხოვრებაში ხშირად გვიჭირს ხოლმე <3
დიდი მადლობა ❤️
--------------------
...

 


№21  offline წევრი redd

რამდენჯერ მატირა ვერ გეტყვი!

 


№22  offline წევრი redd

რამდენჯერ მატირა ვერ გეტყვი!

 


№23  offline წევრი Gone With Dreams

redd
რამდენჯერ მატირა ვერ გეტყვი!



ვაი ???? ძალიან, ძალიან დიდი მადლობა, ბევრს ნიშნავს ეს სიტყვები და მიხარია თუ მოგეწონა <3
--------------------
...

 


№24 სტუმარი სტუმარი ნინი

ძალიან მომეწონა, დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი თქვენს სხვა ნაწარმოებს,მადლობა

 


№25  offline წევრი Gone With Dreams

სტუმარი ნინი
ძალიან მომეწონა, დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი თქვენს სხვა ნაწარმოებს,მადლობა


პირიქით, მადლობა თქვენ, რომ წაიკითხეთ და მოგეწონათ <3 სხვა ნაწარმოებებიც იქნება.. ^_^
--------------------
...

 


№26 სტუმარი Stt

საოცრება იყო, მართლა! <333

 


№27  offline წევრი Gone With Dreams

Stt
საოცრება იყო, მართლა! <333


დიდი მადლობა, ძალიან გამახარე ❤️
--------------------
...

 


მეორედ წავიკითხე ეს ისტორია, მეორედ ვიტირე, მეორედ გავბედნიერდი და მეორედ ვერ შევიყვარე დეა :( მაგრამ ანდროა ისეთი პერსონაჟი, ბედნიერებას აუცილებლად რომ იმსახურებს... ❤️ ძალიან ნიჭიერი ხარ, შესანიშნავი ისტორიები გამოგდის ❤️

 


№29  offline წევრი Gone With Dreams

გამოგონილი პერსონაჟი
მეორედ წავიკითხე ეს ისტორია, მეორედ ვიტირე, მეორედ გავბედნიერდი და მეორედ ვერ შევიყვარე დეა :( მაგრამ ანდროა ისეთი პერსონაჟი, ბედნიერებას აუცილებლად რომ იმსახურებს... ❤️ ძალიან ნიჭიერი ხარ, შესანიშნავი ისტორიები გამოგდის ❤️


ამდენი ხნის შემდეგ მეორედ რომ წაიკითხე და მეორედ ასეთი ემოციებით რომ აფასებ ჩემს ისტორიებს, ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის ❤️ ძალიან დიდი მადლობა, ჩემო საყვარელო. იმედია შევძლებ ისევ შენს გაღიმებს ახალი ისტორიით ^_^
--------------------
...

 


№30  offline მოდერი აირ ისი

იმდენად კარგი იყო, სანამ ბოლომდე არ წავიკითხე, ტელეფონი გვერდზე ვერ გადავდე kissing_heart ანდრო საოცარი პერსონაჟია. პატივს ვცემ ასეთ ადამიანებს და პატივს ვცემ ისეთ ავტორებს, ვისაც ასე საინტერესო პერსონაჟებია შექმნა შეუძლიათ ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent