შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეპოქა რომელმაც გრძნობები შეიწირა /სრულად/


3-06-2020, 18:57
ავტორი Mary Drey
ნანახია 2 413

ამ წიგნს ვუძღვნი ყველა იმ ადამიანს, ვისაც სიყვარულის გრძნობა ოდესმე გამოუცდია.
















პ რ ო ლ ო გ ი

,, სიყვარული- ის ერთადერთია,რაც გონებას ანვითარებს, შემოქმედებით ფანტაზიას აღვიძებს, ის , რაც გვწმენდს და გვანთავისუფლებს“- ამბობს პაულო კოელიო.
ეს ისტორია იმ საშინელ ეპოქაზეა სადაც სიყვარული უძლურია... ეს ის ეპოქაა, სადაც ქალს უსიყვარულოდ ათხოვებენ... ეს ის ეპოქაა, რომელშიც ადამიანი წნეხის ქვეშ ექცევა...
და შენ... 21-ე საუკუნის მკვიდრო... გსურს შეაბიჯო ფეხი წარსულის ღრმა მორევში? მაგრამ გაფრთხილებ, ამ ისტორიას ბედნიერი დასასრული ვერ ექნება... აქ ყველაფერი არც ისე იდეალურად ვითარდება.
მაშ ასე.. მზად ხარ? ... კარგად მოთავსდი... შესაძლებელია, ჩემი მოსმენა დიდხანს მოგიწიოს. ასე,რომ ვიწყებ... !





თავი 1

,, არა ღირს წარსულში დაბრუნება, ის მაინც არ იქნება ისეთი,როგორიც გახსოვს.“

რა დაუნდობელია , არა სამყარო? რამდენი ვარამი გატყდება თავს? რამდენი შიში სუფევს ამ წუთისოფელში...
მე ნამდვილად ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ, რომელსაც სხვებისავით ხმის ამოღება ეკრძალება... ეკრძალება სიმართლის თქმა და გაბედულობის გამოჩენა...
ვვოცნებობ, რომ ვიყო თავისუფალი... თავისუფალი ქვეყნის მოქალაქე, თუმცა?...
ეს დღეც, გუშინდელივით ჩვეულებრივია... ჩვეულებრივი თავისი ომებითა და დაპირისპირებებით... დაპირისპირება მონღოლებსა და საქართველოს, დავით მე-8-ს შორის.
ნამდვილად ვერ ვხვდები, რა საჭიროა ამდენი ბოროტება? რატომ არ ვცდილობთ უკეთესობისკენ წავიდეთ... რატომ არ ვლამობთ ვიყოთ მეგობრულნი და კეთილნი.
კაცნო...ეგებ მოხვიდეთ გონს და გაანალიზოთ, რომ მხოლოდ მტრული დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ, არას გვარგებს. მხოლოდ მეგობრული მზერა თუ მოულბობს გულს ხმალამოღებულ რაინდს... თუმცა რა მიკვირს?... უცხო ქვეყნის ჯარის რა მაქვს დასამდური, როცა ჩვენს ქვეყანაში შიდა ომებიც მკვეთრად ჭარბობს!
ადამიანი სულიერად მკვდარი სწორედ მაშინაა, როდესაც საკუთარ ძმაზე ასწევს ხელს... ღვთისგან ბოძებულ საჩუქარს არარად ჩააგდებს და წარბაუხრელად გამოასალმებს ამ განადგურებული ქვეყნიდან.
მეშინია... ყოველ წამს მეშინია, რადგან ქვეყანაში დაძაბულმა მომენტმა იჩინა თავი... მეშინია დღევანდელი სიტუაციის , რადგან არ მსურს საქართველო დაეცეს! არ მსურს, თავისუფლების მოპოვების მიზნით დაღვრილი, უსაფუძვლო სისხლი... არ მინდა ქვეყანა სრულიად წითლად შეიღებოს... როგორც აღდგომის კვერცხი... !
მაგრამ,ჩემი ფიქრები რას შეცვლის, რო ?! განა მაქვს იმის უფლება, რომ ხმა ამოვიღო ?! მხოლოდ და მხოლოდ წერით შემოვიფარგლები... კიდევ კარგი ამასაც არ გვიშლიან... ოღონდ ვხვდები, ეს ნაწერები უნდა დავმალო! ვხვდები, რადგან არ მსურს თექვსმეტი წლის ასაკშივე სიცოცხლეს გამომასალმონ... ახლა მიდუღს სისხლი... ახლა მსურს ცხოვრება...
ნეტავ, მომავალში რა იქნება? ალბათ ყველაფერი იდეალურად... არანაირი ომი და ათასი გარეწრობა,რაც დღესდღეობით მკვეთრადაა გავრცელებული...
რა მოხდებოდა მე რომ სხვა სამყაროში გავჩენილიყავი... სამყაროში, სადაც ელემენტარული სიტყვის თავისუფლება იქნებოდა... თუმცა?... ეს ყველაფერი ოცნებაა... მხოლოდ და მხოლოდ ძალიან დიდი ფანტაზიის ნაყოფი.









თავი 2

,, ბედნიერი დღის მოლოდინი,ხშირად უფრო უკეთესია, ვიდრე თავად ეს დღე.’’


დედაჩემი რაც თავი მახსოვს მიმეორებს, რომ სიყვარული ეშმაკისეული გრძნობაა, რომელიც სხვა ადამიანურ გრძნობებს მთლიანად, წარბაუხრელად სპობს. ვისაც ეს გრძნობა გამოუცდია, ყველას დიდი იარა დაუტოვებია. შრამი, რომელიც არა და არ ხორცდებაო...
იქნებ ასეთი დამოკიდებულების გამოა, ეს სამყარო ასეთი დაუნდობელი? სამყარო, სადაც ადამიანური გრძნობა-სიყვარული იდევნება!
მე უსიყვარულო ურთიერთობის ნაყოფი გამოვდექი და ზოგადად, ჩვენ მე-14 საუკუნის ახალგაზრდებიც...
მადლობა ღმერთს, რომ არ გამომიცდია სიყვარულის გრძნობის მარწუხები, რომელიც როგორც დედა იტყოდა ადამიანის გონებას მთლიანად სპობს, რადგან ალბათ ამ აკრძალული გრძნობის გამო სიცოცხლესაც გამომასალმებდნენ... და ჩემს პატარა ოჯახს მიეკრობოდა მხოლოდ და მხოლოდ უღირსი სიტყვები...
სიტყვები, რომელიც ჩემ გამო იქნებოდა გამოწვეული...
სიტყვები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ სიყვარული ერთი დიდი დანაშაულია !
ბევრი შემთხვევა მინახავს თუ როგორ უწამებიათ ახალგაზრდა წყვილები, ერთმანეთის სიყვარულის გამო! ამ სცენას კი, თითოეულ ჩვენგანს, სახალხოდ აყურებინებდნენ... თითქოს ამით ჩვენ გვეუბნებოდნენ,ფრთხილად იყავი თორემ შემდეგი შენ იქნებიო...
ყოველ ასეთი შემთხვევის დროს მინდოდა ამ ტანჯვისგან მეხსნა ,,დამნაშავე’’... მაგრამ როგორ? მე ვინ ვიყავი? ან ჩემს ირგვლივ მყოფნი?
ჩვენ არავინ ვართ!
მხოლოდ და მხოლოდ,სხვები განაგებენ ჩვენსა და ქვეყნის ცხოვრებას...
აქ მოქალაქე უუფლებოა...
აქ სიყვარული სიკვდილით ისჯება!...

თავი 3

,, ყველაზე სასტიკი ტირანია ის არის,რომელიც კანონიერების ფესვებიდან და სამართლიანობის დროშით გამოდის“- შარლ მონტესკიე.

ყოველი დილა შიშის შეგრძნებით იწყება... თითქოს მზესაც მოჰკლებია ბედნიერების ნაპერწკლები და შესაბამისად სამყაროსაც აღარ აწვდის, მრავალ ფერად-ფერად სხივებს...
ჩიტებსაც აღარ სძალუძთ დილაადრიან სიმღერის წამოწყება, რადგან ირგვლივ მხოლოდ და მხოლოდ შიშია... შიში, რომელიც პატარა ჩიტსაც იძულებულს ხდის მისთვის მნიშვნელოვანი ჭიკჭიკი შეწყვიტოს... ეშინია ისიც არ გამოიჭირონ სიცხადეში და ისედაც მოკლე სიცოცხლე კიდევ არ შეუმოკლონ.
აი, ესეც ჩემი ყოველი რუტინული, მომაბეზრებელი ცხოვრება...
აი, კიდევ ერთი დღე, რომელიც სიკვდილის სუნითაა შემკული...


- ჭიდან წყალია მოსატანი, თამარ! - გაისმა დედაჩემის ხმა...
როგორ ვერ ვიტანდი სახლიდან ფეხის გადგმას. ასე მგონია-ხოლმე, რომ საშინელი ამბავი დამეცემა თავზე...
ამ სამყაროს, კი რას გაუგებ? თავის ნებაზე მიდის და მის მკვიდრს არ ინდობს...
როგორ მახსოვს უწინდელი ჩვენი ჭის წყლის გემო... როგორი განსხვავებული გემოს მატარებელი იყო... როგორი გემრიელი და უცხო... მაგრამ ამ ბოლო დროინდელმა პოლიტიკურმა ვითარებამ ალბათ მასზეც აღბეჭდა მძიმე კვალი...
როგორც იქნა ჭიდან ძლივძლივობით ამოვიღე წყალი... ეს-ეს იყო სახლის გზას უნდა დავდგომოდი, რომ რაღაცის ხმა მომესმა... თითქოს აქ ვიღაც იყო.. თითქოს ეს იყო წამი, როდესაც უფრო მკვეთრად დავაფასე ეს პაწაწინა, ხანმოკლე ცხოვრება...
მართლაც, ხომ ასეა? როდესაც სიკვდილს ჩახედავ თვალებში და შიშს იგრძნობ, უფრო მეტად დააფასებ განვლილ წუთებსა და წამებს.


თავი 4

,, ყველა ადამიანს აკისრია სიკვდილის ვალი, საკუთარი სიცოცხლის ფასად. “- სტივენ კინგი

ნაბიჯების ხმა თანდათან უფრო და უფრო მკვეთრად ისმოდა...
მეშინოდა... !
შიშმა მოიცვა, ჩემი მთელი მეობა...
ვგრძნობდი, რომ ცალი ფეხი უკაცრიელ უფსკრულში მედგა... უფსკრული, რომლიდანაც ამოსვლა ზე ძალებსაც აღემატებოდა.
თექვსმეტი წლის ვიყავი... და მეჩვიდმეტე წლის დადგომისას მასალმებდნენ სიცოცხლეს...
ჩემი ფიქრები სიკვდილის გარდა ვეღარაფერზე იტევდა... სიკვდილი, რომლის სუნსაც ასე მკვეთრად შევიგრძნობდი.
მამა ყოველთვის მეუბნებოდა, ამ სამყაროდან ღმერთს საუკეთესოები მიჰყავს ადრეო... მაგრამ როგორ? ამ წუთისოფლიდან ხომ მაინც ყველა წავალთ? ადრე თუ გვიან! ესე იგი ყველა საუკეთესოა?...
ფიქრის დრო არ არის, თუმცა არც არაფერი შემიძლია მის გარდა... უნებლიედ თავისით შევყავარ მის მორევში და თითქოს წამებში თვალწინ მირბენს აქამდე განვლილი... ასეთი მწირე ცხოვრება.
და უცბათ ის გამოჩნდა!
ბიჭი, რომელსაც ხელში იარაღი ეჭირა... იარაღი, რომლის სამიზნეც ჩემკენ იყო მომართული!
- გთხოვ არ მომკლა! - უნებლიედ შევყვირე თითქოს გამზადებულ ტყვიას შევაჩერებდი. ტირილი დავიწყე და ვფიქრობდი, თუ რა დღეში ჩავაგდებდი ჩემს ოჯახის წევრებს!

მეშინოდა... მეშინოდა,მთელი ჩემი მეობით... შიში კი უკვე ძვალრბილში მქონდა გამჯდარი.
მეცოდებოდა... მეცოდებოდა დედაჩემი, რომელსაც საბაბს მივცემდი შავი ფერებით შემკობილიყო... მიზეზს მივცემ, რომ ის ტკივილი გამოეცადა, რაც შვილმკვდარი დედის წოდებისგან იქნებოდა გამოწვეული....
- გთხოვ! - ვტიროდი და არც ის ვიცოდი დაზუსტებით აღმოვთქვი თუ არა ეს სიტყვები.

მან ხმა ამოიღო... ხმა, რომელმაც შვება მომგვარა გამოუვალ მდგომარეობის დროს!
- გოგონავ, არსებობს მიზეზი თუ რატომ უნდა გამოვასალმო სიცოცხლეს ასეთი მომხიბვლელი მანდილოსანი?

არ ვიცი მისი სიტყვები რას ნიშნავდა იმ წუთებისთვის ჩემთვის! თითქოს ცა განათდა და სამყარომ გამოიდარა!
გრძნობებს ვეღარ ვაკონტროლებდი და გაუანალიზებლად მას ჩავეხუტე... ბიჭმა, რომელმაც სიკვდილის მარწუხებისგან მიხსნა...
ბიჭმა, რომელმაც უფსკრულის პირას ხელი შემაშველა!











თავი 5

,, ყველა ღირსეული მანდილოსანს,უნდა ჰქონდეს თავშეკავებულობა... ყოველ მანდილოსანს უნდა ჰქონდეს დისტანცია მამრის მიმართ! ამას, იმიტომ გეუბნები, რომ ვიცი კაცები რა სისხლისმსმელი ძაღლებიც ვართ... ვიცი, როგორ უსირცხვილოდ ვუბნევთ მეობას და ვიცი, როგორ ვიყენებთ/ვაცდენთ მათ... ! ამიტომ ფრთხილად იყავი! ფრთხილად იყავი, თორემ დიდ, ღრმა უფსკრულში მოხვდები... ფრთხილად იყავი, არავის უნდო! არავის სიტყვები და დაპირებები დაიჯერო, ახლობლებისაც კი, რადგან არ იცი მათი რეალური სახე... არ იცი, როდის დაგესხმევა მისი მეორე მე, თავს... ნება არ მისცე, მან შენ დაგიმონოს!“- მიტივტივებდა ფირისავით მამაჩემის ხმა, თითქოს მაფრთხილებდა მოვშორებოდი უცნობის მკლავებს და განზე დავმდგარიყავი. თავი ამერიდა წყვდიადისთვის. ჩემი აღშფოთება, არც მას გამოჰპარვია მხედველობის არედან... ვიგრძენი, როგორ შეუმჩნევლად აიჩეჩა მძიმე მხრები.
- ყველაფერი ასე გაშინებს?- მითხრა სიცილით, მაგრამ მისი ალმოკიდებული სახის შემხედვარე უფრო სასაცილო იყო ვიდრე მისი უკბილო ხუმრობა.
- შენი აზრით, როგორ ვიქნებოდი მაშინ, როდესაც ვიღაცა უცნობი ჩემს წინ იარაღით ხელში დგას? თან ამ დაწყევლილ ეპოქაში... ღმერთმანი!- ვთქვი და თვალები მოურიდებლად გადავატრიალე. ცოტა კი შემაშინა, ჩემმა ასეთმა პირდაპირობამ, თუმცა რატომღაც მას სრულიად ვენდობოდი.
- იცი? ეს სამყარო ისეთი ცუდიც არაა შენ რომ გგონია...
- აბა როგორია?- მკვახედ მივუგე.
- მე ვერ გეტყვი... ის თავად უნდა შეიგრძნო. ადამიანში ისევე როგორც ყველაფერში, მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითი მხარე არ უნდა ეძიო... ეძიე ყველაფერში სიკეთე... გაკვლიე გზა ბურუსიდან სწორ , ნათელ ბილიკამდე. მხოლოდ უარყოფით მხარეზე ნუ გაამახვილებ ყურადღებას... ეძიე, ყველაფერში სიკეთე და ბედნიერება... დაინახე, ყოველ ადამიანში დადებითი და არა უარყოფითი... მერწმუნე, ახლა მხოლოდ ესღა თუ გადაგვარჩენს... - თქვა და წარბაწეული ზევიდან მიცქერდა...

გავჩერდი... ვერაფერს ვამბობდი.. იმის მიუხედავად, რომ იხტიბარის გატეხვა არ მსურდა... თუმცა, რატომღაც დავნებდი. დავნებდი და მის სიტყვებს ჩავუღრმავდი...
იქნებ მართალია? იქნებ, სწორედ ჩვენ გამოა სამყარო ასეთი სასტიკი? ჩვენ, რომ მხოლოდ და მხოლოდ სიკეთეს ვხედავდეთ, ვიქნებოდით რო ამხელა უფსკრულში ჩაფლულნი?
დიდხანს ვფიქრობდი მის სიტყვებზე... ამ დროს კი თან ტანზე ღვივდებოდა სითბოსნაირი რაღაც ახალი გრძნობა... გრძნობა, რომელიც უცნობის მზერით იყო გამოწვეული. იგი იყო თავისთვის... ხელს არც კი მიშლიდა. არ მიშლიდა, მისი სიტყვების ამოცნობაში.
თუმცა. ეს რა არის? უცნობი ბიჭი, აქეთ-იქით მარხევდა. თითქოს რეალობაში დაბრუნებას მაიძულებდა. რეალობა, რომელში დაბრუნებაც უბრალოდ არ მინდოდა....
მალე შევუერთდი აწმყოს და ისმონდა, ჩვენს ირგვლივ ტყვიის გასროლის ხმები! შიშმა მომიცვა... ავკანკალდი... ნუთუ ფიქრების მორევში ისე გავეხვიე, რომ აწმყოს კვალი სრულიად დავკარგე?


- დამიანე! უბრალოდ დამიანე მქვია, თამარ! ახლა უნდა წახვიდე! წადი სანამ გვიანი არაა! ....







თავი 6


,, ადამიანთა დიდი ნაწილი უმეტესწილად ემორჩილება საჭიროებას, ვიდრე გონებას და ესეც უმეტესად სასჯელის შიშით, ვიდრე ზნეობრივ სიმშვენიერის დასაკმაყოფილებლად.“- არისტოტელე


მივრბოდი... მივრბოდი რა ძალაც ჩემში ბუდობდა... მივრბოდი და ვგრძნობდი, როგორ ეცლებოდა ძალა, ჩემს უსუსურ ტერფებს... მაგრამ ამის დრო არ იყო... ზოგჯერ სიკვდილ-სიცოცხლისთვის ბრძოლაც გიწევს... გიწევს, როგორც არ უნდა გინდოდეს, მითუმეტეს ამ ეპოქაში.
მივრბოდი... ვცდილობდი მალე მიმეღწია პაწია სახლამდე... მაგრამ მოკლე გზა უსაშველოდ გაწელილიყო, თითქოს ჩემს ჯინაზე, უფრო და უფრო მატებდა მანძილს...
და აი, ჰორიზონტზე გამოჩნდა ისიც... სახლი, რომელიც მრავალჯერ გადაურჩა მძლავრ ტყვიებს. სახლი, რომელიც მრავალი ომის მერეც, ჯერ კიდევ მყარად იდგა, მის მშობლიურ მიწაზე.
გიჟივით შევვარდი შინ... მეშინოდა მორიგი ტყვია, ჩემში არ შემოღწეულიყო... მეშინოდა, ცივ სხეულს ჩემში ურყევი ბინა არ დაედო.
დედაჩემს დასიებული ჰქონდა ტირილისგან ვარდივით სახე... მასზე აღბეჭდილიყო მრავალი განცდა... განცდა ულევი შიშისა...
დედაჩემი- კრავაი, ჩემს დანახვაზე გიჟივით მოვარდა... ისე, რომ ოჯახში ახალშემოსულ ჯარისკაცსაც შეშურდებოდა.
- ამდენი ხანი სად იყავი, თამარ?! ნუთუ ვერ ხედავ, რა სიტუაცია დატრიალებულა? რამე, რომ მოგსვლოდა... ?! - ტიროდა, კრავაი და თან მაპყრობდა სევდიან, ცისფერ თვალებს.
- დედიკო, დამშვიდდი... როგორც ხედავ უვნებელი ვარ... სრულიად ჯანმრთელი. - ვუთხარი და ძლიერ ჩავეხუტე.
- ასე აღარასდროს შემაშინო, გაიგე?
- გავიგე დედა...


ყურებში სისხლი მაწვებოდა, ამხელა ხმაურის გადამკიდე...
ყურებში სისხლის ნაკადი ათმაგად აღწევდა და მკვეთრად მესმოდა, ჩემი გახშირებული გულის ფეთქვაც!
,, დუგ-დუგ-დაგ-დაგ...
დუგ-დუგ-დაგ-დაგ...“



***
საღამოა... თითქოს ყველაფერი მიწყნარდა, მაგრამ ირგვლივ მაინც შემორჩენილა სისხლის სუნი... სუნი, რომელიც ჰაერმაც კი, ვერ გაწმინდა.
ირგვლივ შემაძრწუნებელი აურა ფუსფუსებდა...
შეუძლებელი ხდებოდა, ასეთ დროს შვება გეპოვა!
ძილის წინ ძალიან მიყვარს განვლილ დღეზე ფიქრი... ფაქტობრივად, თვალს გადავავლებ-ხოლმე და აღმოვაჩენ სად დავუშვი შეცდომა...
ვცდილობ... მართლა ვცდილობ ღმერთი არ გავარისხო!
დამიანე... უცნობი ბიჭი, რომელიც დღეს გავიცანი... უცნობი ბიჭი, რომელსაც სავსე, დიდი ტუჩები; შავი , მოკლე თმა; კოპწია ცხვირი და უფსკრულივით შავი თვალები ჰქონდა... რაც უფრო დიდხანს უყურებდი მას, მით უფრო დაიკარგებოდი მის სამყაროში.
დამიანეს დანახვისას თავიდან შიშს იგრძნობდით, მაგრამ თანდათან გაგილღვებოდათ შიგნით არსებული აისბერგიც.
უცბათ გამახსენდა მისი ბოლო სიტყვები... გაფიქრებისთანავე ჩემში მრავალმა კითხვისნიშანმა იჩინა თავი... !
კითხვისნიშანი, რომელიც იმაზე ბურუსითმოხვეული აღმოჩნდა, ვიდრე გარემოში არსებული სიცრუე.
,, დამიანე... უბრალოდ დამიანე. ახლა წადი, თამარ! წადი სანამ გვიანი არაა! ...“

თამარ...
მან ჩემი სახელი ახსენა, მაშინ როცა მე ეს არც მითქვამს...
მან იცოდა, თუმცა ეს ყოველივე ეჭვს მბადებდა... ეჭვი, რომელიც შინაგანად მღრღნიდა...
მან იცის ვინ ვარ, როცა მე მის შესახებ არაფერი ვიცი.
ავფორიაქდი...
გული გამალებით ამიჩქარდა, თითქოს სურდა მკერდიდან ამოხტომა.


შიში; ბრაზი; ინტერესი; ლოდინი... ჩემში ეს ყოველივე გრძნობა, ერთიანად იყრიდა თავს...
,, დამიანე... დამიანე, ვინ ან რა ხარ?“ - ვეჩურჩულებოდი საკუთარ თავს!









თავი 7


,, ცხოვრება არის ტილო, რომელზე დახატვის შანსი ადამიანს მხოლოდ ერთხელ აქვს, ამიტომ ნელა და აუჩქარებლად უნდა ხატო, თორემ რასაც დახატავ, ვეღარასოდეს ვეღარ წაშლი.“


ზაფხულის სურნელს დაესადგურებინა ჩვენი ქვეყანა... თითქოს ცდილობდა მისი სიკაშკაშით წაეშალა წარსულის მძიმე კვალი.
თავი მისკდებოდა... მთელი ძალით ყვირილი მინდოდა... საფეთქლებზე ხელებს ვიდებდი, თითქოს ამით მის ტკივილს შევიმსუბუქებდი.
ვფიქრობ და ამ ფიქრებს მივყავარ სამარადჟამოს... ვფიქრობ და თითქოს ვეშვები ნათელ ფერებში... ვწყდები არსებულ რეალობასა და ვუერთდები ილუზიის ნაყოფს.
ილუზიას, რომელიც რეალობაზე ბევრად ტკბილია.
აი, ნელ-ნელა დაფარფატებს ქუფრივით თეთრი ღრუბელი... ვფიქრობ... და ამ ფიქრებში მე მას ვეხები... ვუერთდები და ჩემში ისადგურებს სულიერი შვება/თავისუფლება.

***

- შენ აქ ხარ! ვგრძნობდი, რომ მოხვიდოდი. - მითხრა, დამიანემ, რომელიც წინა შეხვედრის ადგილას მიცდიდა. თითქოს დილიდანვე გული, ამ ადგილისკენ მექაჩებოდა. - ნუთუ არ გეშინია ჩემი, თამარ?!
- ჩემი სახელი საიდან იცი, დამიანე?!
- მე შენზე იმაზე მეტი ვიცი, ვიდრე შენ გგონია. - მითხრა ისე, თითქოს არც არაფერი ყოფილიყოს, ხოლო სისხლივით წითელ ტუჩებზე კი, ალმაცერად იკიდებდა გრძელ, სწორ თითებს.
- ეს როგორ გავიგო?! ცოტა არ იყოს მაშინებ!
- ზოგჯერ შიშიც საჭიროა, ადამიანის უკეთ შესწავლაში... მოვა დრო და ყველაფერს გაიგებ, თამარ!- მითხრა ღიმილით.

ჩვენს შორის სიჩუმემ დაისადგურა... წამოწვა ნისლი, რომელიც კონტაქტის საშუალებას არ გვაძლევდა. ბოლოს კი ისევ, მან დაარღვია არსებული მდუმარება... და გააპო, მისმა ბოხმა ხმამ უკუნეთი სიწყნარე.
- რა გსმენია, თამარ ამ სამყაროზე?
- ბევრი რამ... თუმცა კარგი არაფერი.
- გითხარი, მაგრამ კიდევ ბევრჯერ გაგიმეორებ... პესიმისტი ნუ იქნები... ყველაფერში ნათელი ფერი იპოვე.- ღრმად ჩაისუნთქა მძიმე ჰაერი და შავი, უძირო თვალები მომაპყრო. - გინდა ვისაუბროთ დღევანდელობაზე?- თავი დავუქნიე. მაინტერესებდა, მისი აზროვნება... მინდოდა მისი შეცნობა. ეგებ რაიმე გამეგო მასზე.
- მე-14 საუკუნე, სხვა საუკუნეებთან განსხვავებით , მეტად დახუნძლულია ომებით... მეტად შემკულია დაპირისპირებებითა და შიდა ბრძოლებით. ეთი მუჭის ოდენა ერი, მონღოლებმა შეგვკრა... რომ არა მათი სისხლოსმღვრელი ხმარი, ჩვენ ასეთი ოჯახივით შეკრებილნი, არ ვიქნებოდით.
მე-14 საუკუნის დასაწყისში, მონღოლებმა გააძლიერებს ბრძოლა... ბრძოლა, ჩვენი მეფის, დავით მერვის დასამორჩილებლად. ალბათ იცი, როგორ უმოწყალოდ დაღვარეს სისხლი და გაანადგურეს, ქართლის დიდი ნაწილი...
ყველა ეპოქაში არსებობს ქვეყნის მოღალატეები... ეს უბრალოდ ცხოვრების კანონზომიერებაა... მხოლოდ სიკეთე ვერ იარსებებს, ჩვენს წუთისოფელში. არც არის გასაკვდირი, რომ როდესაც, მეფე დავითი, არაგვის ხეობაში იმყოფებოდა, მისმა რამდენიმე ფეოდალმა, მეფეს უღალატა და მოლღოლების მხარე დაიჭირა. მათ საკუთარი სიცოცხლე, ქვეყანაში უსირცხვილოდ გაცვალეს... ეს ყოველივე გულს მისერავს,თუმცა ატანაც შესაძლებელი ყოფილა,როცა იცი ამ კანონზომიერებას წინ ვერ აღუდგები.



ვუსმენდი... ვუსმენდი და მინდოდა თხრობა არ შეეწყვიტა.. ეტყობოდა, მას თუ როგორი განათლებული პიროვნება იყო... როგორი ახლო და ამავდროულად მიუწვდომელი.
დრო გადიოდა... მე კიდევ ვკარგავდი, მის სიტყვებში არსებულ დროს... ვუსმენდი და მხოლოდ, მის საუბარზე მქონდა კონცენტრაცია გადატანილი...
ბევრი ვისაუბრეთ... დამიანე კითხვით ჩემთან გადმოვიდა.
- და ახლა გგონია, მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითი ფერებია, ჩვენს სამყაროში?


***

- დამიანე... იცი? რაღაცნაირი სახელი გაქვს... თან სიცივეს იგრძნობ მისი თქმის დროს , ხან სითბოს.
- მაშ, ზუსტად ისეთივე ყოფილა, როგორიც მე... - მითხრა ნაძალადევღიმილიანმა.
- მახსოვს, ადრე სახელების წიგნში ვიპოვე, ეს სახელი... ნუთუ არ იცი, რას ნიშნავს შენი სახელწოდება?- თვალები გამიფართოვდა და ლამის პირდაპირი მნიშვნელობით გადმომივარდა.
- თამარ, ამის ჩასაძიებლად , დრო არც კი მაქვს...
- თუ დრო არ გაქვს,ჩემთან ყოფნაში,რატომ ხარჯავ მას?
- ამის თქმა არ შემიძლია..
- მოვა დრო და ყველაფერს გავიგებ.- მისი სათქმელი მეთვითონვე დავასრულე და ღრმად ჩავისუნთქე.



დამიანეს ყურებისას აღმოაჩენდით წაბებს შორის არსებულ ნაოჭს... საიდანღაც მქონდა გაგონილი, თუ ადამიანს წაბებს შორის ნაოჭი აქვს, იგი ძალიან დიდი ჭკუის პატრონიაო.
წასვლის დრო იყო, თუმცა არ მინდოდა... არ მინდოდა, მასთან განშორება... და ეს ყოველივე, უბრალოდ უმიზეზოდ.
- ნახვამდის, თამარ!... იცი ხვალ, სადაც უნდა მიპოვო!- მითხრა და ლოყაზე ხელი მომითათუნა.













თავი 8


გასაკვირია, რაოდენ იცვლება შენს ირგვლივ მყოფი, მოარული ადამიანები... იცვლებიან და კარგავენ თავიანთ რეალურ სახეს... როცა გეგონა, მას იცნობდი... თექვსმეტი წელი, შენს ცხოვრებას უმზერდა... ლაღი თვალებით შინ მოსულს გეგებებოდა სიხარულით... თუმცა ეს სიხარულიც წარმავალი ყოფილა... წარმავალი, როგორც სხვა გრძნობები...
მე ის მენატრება... ისეთივე თბილი, როგორც უწინ და არა უხეში, რომელიც გაშმაგებული თვალებით ცდილობს, შენს მთლიანად შეპყრობას... ამ უხეში მზერით, თითქოს სხეულში გიძვრება... გტანჯავს და მოსიარულე, დეპრესიულ გვამად გაქცევს.
სამწუხაროა, რომ ვერავინ იზიარებს, შენს რეალურ გულისტკივილს... შეუძლებელი ხდება, ოჯახსაც გული გადაუშალო, რადგან ყოველთვის უარესობისკენ მიჰყავთ საქმე და სურვილსაც გიკარგავენ მათთან ნორმალური კომუნიკაციის დამყარებისა. არადა თვითონვე იღწვიან იმისთვის, რომ მათთან გახსნილნი ვიყოთ, თუმცა რეალობის წინაშე, როგორც კი დგებიან, ეგრევე მწვავე შეტევაზე გადმოდიან.. შენს დამოკიდებულებასა და შეხედულებებს არაფრად აგდებენ... მხოლოდ თავიანთი სიტყვა ჰგონიათ კანონი...
ამ ყოველივემ კი, საშინლად დამღალა... სურვილი გამიქრო ცხოვრების გახანგრძლივებისა...
ბევრჯერ მითქვამს და კიდევ მრავალჯერ ვიტყვი...
ყველაფერი წარმავალია!
წარმავალია, ის სიცოცხლით, სიყვარულით სავსე თვალები, რომელიც თექვსმეტი წლის განმავლობაში უცქერდი.... რომელიც რეალური გეგონა... თუმცა... ეს ყოველივეც დინებას მიჰყვა და მასში, საშინელმა სიცივემ დაისადგურა... სიცივე, რომელიც ყველაზე ცივ ადგილზეც მეტად საშინელია... სიცივე, რომელიც გკლავს და სიცივე, რომელიც გსპობს... !!!
განა იმაზე საშინელი გრძნობა არსებობს, რო?! ... როცა გრძნობ, შენს მიმართ ყველა გაცივდა... გრძნობები გაუხუნათ და აღვირახსნილობის სტიკერს, უსირცხვილოდ გაკრავენ.

ყველაფერი კი ასე დაიწყო:
- თამარ! სად დაფრინავ? ხელში ცხელი ფაფა გიჭირავს?!- მეუბნებოდა გაშმაგებული მამაჩემი- ირაკლი. მზერით მჭამდა ერთი პატარა თეფშის გამო! - ვეღარ გცნობ, თამარ! თითქოს ამ სამყაროში არ ხარ! იმედი მაქვს ვინმემ არ შეგაცდინა, თორემ?!!!!!! თორე,... შენც კარგად იცი რაც მოგელის! სახალხოდ მოიჭრი საკუთარ თავს და ასევე ჩვენც ზედ მიგვაყოლებ! უღირსი შვილის ყოლას, სჯობს არც გვყავდეს!
- არავისაც არ შევუცდენივარ!
- შენთვისვე აჯობებს! თან უკვე მომავალი ქმარიც არჩეული გვყავს! ო, ბედი შენი, რომ არ დაგვემორჩილო! ბედი შენი! იმდენი ქონება აქვთ, სიზმარშიც ვერ დაინახავ! შენი ზედმეტი ხმა აღარ გავიგო!
- საქმრო?... რა დროს საქმროა? ჯერ მხოლოდ თექვსმეტი წლის ვარ! უსამართლობაა!
- დაგვიანებულიც არის უკვე! წესით უკვე შვილიშვილები უნდა მეჭიროს ხელში!



ერთ დღემ შესაძლოა, მთლიანად შეცვალოს შენი ცხოვრება! ერთმა სიტყვამ შეიძლება სრული იდეალები და გეგმები დაგინგრიოს!
მე შემდეგი უსამართლობის მსხვერპლი ვარ!
მე შემდეგი, უსიყვარულოდ გათხოვილი ქალი ვიქნები!


ეს სამყარო, იმაზე სასტიკია ვიდრე ,შენ გგონია!
ბედნიერი ხარ... ბედნიერი ხარ, თუ სიყვარული გამოგიცდია... ხოლო უსამართლობაა ამ გრძნობის გამო, მთელ ცხოვრებას როცა გართმევენ!
,, დამიანე... ნეტავ,ახლა სად ხარ? ... მიშველე... დამკარგე, შენს უძირო თვალებში! წამიყვანე ამ ჯოჯოხეთიდან, გთხოვ! “














თავი 9


მტკივა... მთელი, ჩემი მეობით და ეს ტკივილი დაუსრულებლად ედება ყოველივე ორგანოს.
მტკივა და თითქოს ჩემში არსებულ ცრემლებსაც, აღარ სძალუძთ გარემოში გადმოსვლა...
გარემო, რომელიც ალბათ ჩემსავით შიშს ჰგვრით.
უსიყვარულოდ, როგორ გავთხოვდე? როგორ შევხედო, მას ვისკენაც არ ვილტვი?
დამიანეს რა ვუთხრა?
როგორ მოვიქცე...
ღმერთო... მე შენ არასდროს შემიწუხებიხარ, რადგან ვიცი, როგორი დაკავებული ხარ, სხვა უფრო მნიშვნელოვანი ფაქტებით... თუმცა, გთხოვ... ამ ერთხელ... საბოლოოდ დამეხმარე.... დამეხმარე და ამარიდე, ეს უსიყვარულო ქორწილი.


***
- იმდენად სარკისმაგვარი ადამიანი ხარ, თამარ, რომ ეგრევე ესახება შენს სახეს, შენში არსებული ტკივილი... იმდენად ნათელი ხარ... იმდენად წმინდა... რა გჭირს... რამ დაგამწუხრა? რა გახდა, შენი ცრემლების მიზეზი?! -მეუბნებოდა, დამიანე და თვალებში მიყურებდა... თითქოს ცდილობდა, ჩემი შინაგანი სამყარო ამოეკითხა.
- დამიანე... ამის მერე, როგორ მთხოვ სამყაროს დადებითი თვალით შევხედო? ეს ხომ უსამართლობაა! ეს, ხომ ადამიანის მეობის მოკვლაა... - ავტირდი... ვერ შევძელი თავის შეკავება და უსუსური ბავშვივით, დამიანეს მკერდზე დავიწყე ტირილი...
- არა, თამარ... ოღონდაც შენი ცრემლები არ დამანახო! სუსტი გული მაქვს, ვერ ვეგუები ქალის ცრემლს... ამიხსენი რა ხდება, თამარ... მე შენთან ვარ, გემის? მე შენთან ვარ! დაწყნარდი... მშვიდად... - მსიამოვნებდა მისი მშვიდი ხმა, რომელიც ჩემს სხეულში სითბოს ღვრიდა.
- უსიყვარულოდ მათხოვებენ, დამიანე... უსიყვარულოდ სურთ, ვიღაც პიროვნებასთან სარეცელი გავინაწილო! ... უსირცხვილოდ მთხოვენ მასთან მომავალსა და ცხოვრების დანგრევას... დამიანე, ჯოჯოხეთია, ეს ყოველივე ჩემთვის, გესმის?... ეს ყველაფერი ერთი დიდი ჯოჯოხეთია და მე მის ცეცხლში ვიწვი! წვავს, ჩემს ყოველივე წერტილს... მწვავს... ვიტანჯები... და ჩემი არავის ესმის... რატომ... უბრალოდ, რატომ დამიანე...


***

- ყოველთვის იცოდე... იცოდე, რომ ვალდებული არ ხარ, ის აირჩიო... ვალდებული არ ხარ, მასთან გაიყო სარეცელი და მის შეხებისას ცეცლის წაკიდება იგრძნო. მართალია, ყველა გმობს სიყვარულს, თუმცა უსიყვარულოდ ვერც ვერაფერი ვიქნებით... სწორედ უსიყვარულობის გამოა სამყარო ასეთი სასტიკი. იქნებ ზოგჯერ სჯობს, ვითომ დადგენილ წესებს გვერდი ავუაროთ და ისე მოვიქცეთ რაც რეალურად გვსურს? - დამიანეს ეტყობოდა , როგორ უმძიმდა ჩემთან ამ თემაზე საუბარი... როგორ იტანჯებოდა, ჩემთან ერთად, ერთ დიდ მარადიულ ცეცხლში.
- არ ვიცი, როგორ მოვიქცე, დამიანე... თავგზა ამერია... ცხოვრება შემძულდა... რა აზრი აქვს ჩემს სიცოცხლეს? მასთან ერთად ისედაც მოარული გვამი ვიქნები... მაგას მიჯობს სახალხოდ გამომასალმონ ამ წუთისოფელს... ყველა ისედაც დავტოვებთ ამ ცხოვრებას... და ამ ცხოვრების მწირე წუთებს, უდრო და უფრო გვიმოკლებენ!
- არ იდარდო, თამარ... გულს ნუ გაიტეხ... მე შენთან ვარ! შენს დათმობას არ ვაპირებ... არ ვაპირებ გესმის? - და განაგრძობდა, ჩემს თმებზე ფერებას....


***
ქორწილი იყო... ყველა ჩვენს ირგვლივ შეკრებილა... ყველა ერთიანად ზეიმობდა, ამ წუთებს... მხოლოდ და მხოლოდ მე არ ვიღებდი მათ სიხარულში მონაწილეობას...
მძულდა საკუთარი თავი... მძულდა და განვიცდიდი უცნობი ბიჭის მიმართ არნახულ ზიზღს... მძულდა მთელი ჩემი მეობით და მსურდა სიკვდილი...
როდის კვდება ადამიანი? ალბათ მაშინ, როდესაც უსიყვარულოდ აცმევენ თეთრ კაბას... უსიყვარულოდ ათხოვებენ მამაკაცზე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ თავისი ქონებით ხიბლავს გარშემომყოფებს!
მაგრამ მე არა!
მე არ დავნებდები!
აქვე დასრულდება ყველაფერი!
უცნობს ხმალი ამოვაცალე და გულში ძლიერ ჩავირტყი.. და ნელ-ნელა ვგრძნობდი, როგორ შედიოდა ჩემში რკინის ბასრი სხეული და როგორ პობდა, ჩემს სიცოცხლეშივე გაჩერებულ გულს...

***

ოფლში ვცურავდი...
პირველი კოშმარი, რომელიც მომავლის წამოძახილი იყო..
,, დამიანე... ნეტავ, სად ხარ?! “- ვფიქრობდი მასზე და მსურდა მისი აქ ყოფნა!
უცბათ ხმა გაისმა...
ფანჯარაზე ვიღაც ფაქიზად აკაკუნებდა!
შიშმა ამიტანა...
აღელვებული მივედი...
მივედი და ის იყო!
ის იყო , დამიანე!
ბიჭი უძირო, შავი თვალებით!




თავი 10

- აქ რას აკეთებ ?! სულმთლად გაგიჟდი, ხომ? ვიცნმემ, რომ დაგინახოს თოკი არ აგცდება! - ვუთხარი, დამიანეს ჩუმად, თუმცა ამ სიტყვებშიც იგრძნობოდა, როგორი შეშინებული ვიყავი.
- გამომყევი! ვერავინ დაგვინახავს, გპირდები! - მითხრა და ლოყაზე ნაზად მაკოცა.

რა მექნა? როგორ შეძლებ, ცდუნება უკუაგდო, როცა იწვი საყვარელი პიროვნებისკენ? დაუფიქრებლად ფეხსაცმელი ჩავიცვი და მას გავყევი. გავყევი და არცერთი წამი ვგრძნობდი, მასთან ერთად შიშს. დამიანესთან ახლიდან ვიბადებოდი... სიმართლე, რომ გითხრათ, ისიც არ ვიცი, რა გრძნობას ვატარებ, მის მიმართ...
დამიანე წინ მიდიოდა... ჩემი სუსტი ხელი, მის ძლიერ თითებში იყო შეზრდილი...
გზაში, არცერთი სიტყვა უთქვამსს... მხოლოდ დანიშნულ ადგილზე მისვლისას წამოსცდა სიტყვები, მის წითელ, შევსებულ ბაგეებს. ტანში ელექტროდენივით ჩემში, აქამდე უცნობი, რაღაც ჭიანჭველასმაგვარი დაიარებოდა.
ირგვლივ სრული სიწყნარე ბუდობდა. აქა-იქ ისმოდა მდინარის რაკრაკა ხმაც, რომელიც მსმენლის ყურადღებას მალევე იპყრობდა. არსებული წყვდიადის მიუხედავად ვგრძნობდი, ამ ადგილის შესანიშნავ ბუნებას... ვგრძნობდი, როგორ ჭიკჭიკებდა დილაადრიან შეშინებული ჩიტიც.
- თამარ! მოდი აქ. მომიჯექი გვერდით. - მეც მივედი და მხარზე თავი ჩამოვადე. ჩემი თავის ასეთი გარდასახვა, ძალიან მაკვირვებდა... მაკვირვებდა ახალი ,,მეს“ ჩასახება... დაბადება... თუმცა ეს გრძნობა სასიამოვნო იყო, ამავდროულად შიშის მომცემი!
- თამარ! გათხოვება, მართლა გსურს? მთელი გულით? - მითხრა დამიანემ და გულზე თავისი ხელი დამადო და თან თვალებში სასოწარკვეთილი მიმზერდა... ისე, როგორც საყვარელ ადამიანს უმზერენ, სიკვდილის მოლოდინში. მიმზერდა, დამიანე და სურვილი მიჩნდებოდა, მისი სახის ყოველი ნაწილის სიტკბოება შემეგრძნო.
- მინდა? ეჰ, არა, დამიანე... ის დღე, ჩემი სიკვდილის დღე იქნება... არ მსურს უსიყვარულოდ შევქმნა ოჯახი... არ მსურს, ჩემი შვილებიც უსიყვარულო ნაყოფნი გამოდგნენ... განა ბევრს ვითხოვ? -ცრემლი წამომივიდა... დამიანე კი თავისი თლილი ხელებით, ჩემს თვალებიდან გადმოსულ მარგალიტებს წმენდდა.
- იცი? ბევრ გოგოსთან მქონია ურთიერთობა, თუმცა შენ სხვანაირი ხარ... ყველასგან გამორჩეული... შენ... შენ სხვებისნაირად საკუთარ თავზე არ ფიქრობ... უფრო შორს ჭვრეტს, შენი მრავალნაფიქრი გონება. ვგრძნობ, როგორ გსურს უსამართლობის აღმოფხვრა... მესმის შენი.
- დამიანე... შეიძლება რაღაც გკითხო? ჩემზე,ძალიან ბევრი რამ იცი... თუმცა მე შენზე არც არაფერი. ნება მომეცი, უკეთ შეგიცნო. - და ხელი, ხელზე მჭიდროდ მოვუჭირე.
- გისმენ, თამარ! მზად ვარ, ყველაფერზე გიპასუხო. უკვე ვფიქრობ დროა!
- ვინ ხარ? -ძლივს აღმოვთქვი.
- თამარ... ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვარ... ოცდახუთი წლის... ვიცი, გაგაკვირვებს, ჩემი ასაკი, თუმცა არ შეშინდე! ასაკი წინ ვერაფერს აღუდგება.
ერთი შეძლებული ოჯახიდან ვარ... მაგრამ ამით სულაც არ ვამაყობ. ნერვებს მიშლის, ის ფაქტი,რომ მე ყველაფერი მაქვს, როცა სხვას თუნდაც არაფერი! ეს ყოველივე კი საშინლად მოქმედებს, ჩემს მეობაზე. ეს ყოველივე ზოგჯერ სიცოცხლის ხალისსაც მისპობს და ვეშვები, ძალიან დიდ გაუგებრობის ღრმა მორევში.
ძალიან ბევრი ფიქრობს,რომ შეძლებულ პიროვნებას მთელი ცხოვრება ია-ვარდებით აქვს მოფენილი, თუმცა ვაი... ვაი, როგორ მწარედ ცდებიან... როგორ უსირცხვილოდ ფლანგავენ, ნარნარა სიტყვებს.
მამაჩემი, ჩვენი მეფის დამხმარე პირია... სახლში მოსული, მამაჩემი მიზიარებს მომხდარ პოლიტიკურ სიტუაციას და გულზე ლოდად მედება, როცა ვიცი, მე არაფერი შემიძლია... არაფერი შემიძლია, გარდა ,,მაგარი ბიჭის“ იმიჯის შექმნისა.
და მთავარი... ბავშვობიდანვე მძალუძს, ერთი რაღაცა... ადამიანის შესახებ შემიძლია ყველაფერი გავიგო ერთი შეხედვით. სწორედ ეს იყო მიზეზი, შენი სახელის ცოდნისა. იმედი მაქვს არ შეგაშინებ, რადგან შენთან ყოფნაში ვპოვებ, ერთადერთ შებას.
- ...
- სათქმელი არაფერი გაქვს,თამარ?
- არ ვიცი,რა გითხრა... უბრალოდ, რაღაცნაირი პიროვნება ხარ. შენ მიმართ, რაღაცას ვგრძნობ, მაგრამ ვერ მომიძებმია სათანადო სიტყვა, რა...
- გრძნობა... მიზიდულობა...
- შეიძლება ასეც ითქვას. - და თავი ძირს დავხარე.
- მოდი, მოვლენებს ნუ დავაჩქარებთ. დაჩქარებული არაფერი ვარგა. ნელ-ნელა ვიაროთ და ჩვენი გრძნობები გამოაშკარავდება. იმედია გესმის, ჩემი. ახლა კი მოდი... უბრალოდ მინდა, შენი ვარდის სურნელში წუთები განვლიო. მინდა, შენს სხეულს შევეხო... მაგ ნატიფ თითებს ... როგორი პაწია ხარ და როგორი ნორჩი... თამარ... თვით საოცრება ხარ! გახსოვდეს ასაკი არ შემაშინებს, იმედია არც შენ.




***

ვერ გავიგე, როდის ჩამეძინა... არც ის მახსოვს უკაცრიელ ადგილიდან, ჩემს ოთახში, როგორ აღმოვჩნდი. ყველაფერს არარეალური ელფერი ეტყობოდა, თუმცა მის რეალობის წუთებს, დამიანეს მოსაცმელი ადასტურებდა, რომელსაც მისი სასიამოვნო სურნელი ასიოდა.
,, დამიანე “- გავიფიქრე გულში და სიყვარულის წვეთი მოედო, ჩემს მეობას.
ისე შეეზარდა, ჩემს სხეულს ეს გრძნობა, როგორვ ზღვაში ჩაწვეთილი, პატარა წყლის წვეთი.






თავი 11

გქონიათ, ისეთი შემთხვევა, როდესაც არავის.. არანაირი ადამიანის არსებობა გდომებიათ ამ სამყაროში? ...
არავინ გდომებიათ, რომ ამ წუთისოფელში, შენს გვერდით ვინმე ყოფილიყო... თუნდაც მეგობარი, რომელიც ზოგჯერ სულაც არ გჭირდება, მისი ვითომდა დიდი სანაქებო რჩევა...
სიმართლე ყოველთვის მწარეა და უმეტესწილად, მისი მოსმენაც არ გვსურს... გვირჩევნია ჩვენივე შექმნილ, არარეალურ სამყაროში განვაგრძოთ ყოფა.
მეც ილუზიას ვაფარებ ამ ბოლო დროს თავს... და ახლაღა ვიგრძენი, როგორი საშინელი მომენტი ყოფილა, როდესაც შენს განცდებსა და გულისტკივილს ვერავის უზიარებ... ემოციებისგან ვერ დაიცლები და მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავში ჩაიკლავ, ამ უთქმელ გრძნობას... ეს ნაგატივი, ნეგატივს ედება და წარმოიქმნება, ერთი დიდი ყინულის აისბერგი, რომელიც ვერ დაშლის ეს ყოვლისშემძლე, მზის სხივიც... რომელიც უძრავად ბატონობს შენში და ყოველივე ემოციის არსებობას აქრობს...
ან ვის რა უნდა ვუთხრა... ვის რა უნდა ვითხრა, როდესაც ამ სიტყვების გამო შესაძლოა ცხოვრებას გამომასალმონ...
რა არის სიყვარული? სიყვარული ის საშიში გრძნობაა, რომლის სიტყვებით აღწერაც შეუძლებელია... და თუ აღწერე იგი ჩათვალე არც არასდროს გყვარებია.
ამ ბოლო დღეებამდე, რომ გეკითხათ თუ რა იყო სიყვარული, თამამად გეტყოდით, რომ ეს ის საშინელი გრძნობაა, რომელიც დღესდღეისობით სიკვდილით სჯიან.... ეს ის გრძნობაა, რომელიც ამ ქვეყნიდან მიჰყავხარ...
და იქნებ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე არსებობს? იქნებ ზეცაში იკვეთება, შენსა და შენი მიჯნურის გზები? ან იქნებ... იქნებ, მართლაც მიწა ვართ და მხოლოდ მიწად ვიქცევით... არ არსებობს არანაირი გრძნობა, არანაირი განცდა... უბრალოდ გარდაიცვალე...
თუმცა სიტყვა ,,გარდაიცვალა“-ც რა საინტერესო მცნებისაა... დაკვირვებიხართ და ჩაღრმავებიხართ მას? ...
,, გარდა-იცვალა“ ... მისი არსებობა სრულიად შეიცვალა... იცვალა მისმა წარულის ადგილსამყოფელმა და შეუერთდა ცათა სასუფეველს...
არ ვიცი რისი მწამს... და ზოგადად ისიც არ ვიცი, რა დამოკიდებულება მაქვს ზემოთ აღნიშნულ თემაზე... ზოგჯერ მგონია, წარმოუდგენელი იქნება მხოლოდ ეს წუთიერი სამყარო არსებობდეს... მაგრამ უმეტესად კი თავს იმით ვიმშვიდებ, რომ არც არაფერი მოხდება...
და ვაითუ მოხდა? .... იქნებ არსებობს გამიჯნურნი, სამოთხე და ჯოჯოხეთი? ... ნეტავ, ჩემთვის, რომელი კარიბჭე იქნება ხსნილი? ...


რატომ ვფიქრონ, ასე ძლიერ ამოუცნობ სიკვდილზე? ... პასუხი მარტივია... მასზე ფიქრის გარდა, არც არაფერი დამრჩენია...
მე უსიყვარულოდ გამათხოვენენ... შემკობემ თეთრი ფერით, რომელიც ჩემი სულიერი და ხორციელი სიკვდილის დღე გამოდგება...
და მე მოვკვდები, მაშინ როცა სიცოცხლე მწყუროდა..
და მე მოვკვდები, მაშინ როდესაც გულის შიგნით, დამიანეს მიმართ მქონდა, მწვავე გრძნობები...
ოხ, სიყვარულოვ... რატომ დამესხი თავს უდროო დროს... რატომ მიკარგავ მოსვენების საშუალებას! რატომ არ მაცდი, დამიანეს გარეშე სუნთქვას... რატომ ვუკავშირებ თითოეულ ამოსუნთქვასაც მას...
ოხ, შენ სიყვარულოვ... ერთხელაც იქნება, შენ გამო დავღვრი, სისხლმოწყურებულ მიწაზე ტანჯულ მეობას!
ოხ, შენ შიშისმომგვრელო გრძნობავ... ერთხელაც იქნება, მხოლოდ და მხოლოდ შენ შემიწირავ...
ერთხელაც შემიწირავ და სულიერ სიმშვიდეს მომანიჭებ.
და იქნებ... ეს სამყარო სხვა ცხოვრების ჯოჯოხეთია?!






თავი 12


მეორე დღეა, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს ვესაუბრები... დამიანესთან შეხვედრასაც კი ვერ ვბედავ... ვერ ვბედავ, რომ ისევ ჩავხედო, მის უძირო თვალებში, რომელშიც სამარადჟამოს ვიკარგები... თუმცა რამდენი ხანი უნდა ვიყო ასე? მეორე დღეა ლუკმაც არ ჩამიდევს პირში და ახლაღა ვგრძნობ, როგორ ძლიერ ელოდა, ჩემი მოლაპარაკე კუჭი, ერთ ნამცეც პურსაც კი.
სიმართლე, რომ გითხრათ, ჩემი ოჯახი არ არის მიჩვეული ნაირ-ნაირი კერძების არსებობით. ჩვენთვის ბედნიერების საბაბი, ერთი ნაჭერი პური და ყველიც შესაძლოა ყოფილიყო. წმინდა დღეებში კი, ოდნავ შეიცვლებოდა, ჩვენი რუტინა და მოშიებულ სუფრას შეემატებოდა ნახევრად შემწვარი ხორცი და მაწონი...
მაწონიც, დედაჩემის შრომის ხარჯზე გვაქვს, ათასში ერთხელ.
არადა დამიანე... ალბათ, როგორი დილემის ქვეშ დგება-ხოლმე, თუ პირველი რომელი საკვები დააგემოვნოს...
მუცელი ამიწრიალდა... დედაჩემთან ჩავედი და მივუგე.
- ძალიან მშია... არის რამე?
- თამარ! ცოტა ადრე, რომ ჩამოსულიყავი დაგრჩებოდა, მაგრამ ახლა აღარ არის შენი სამყოფელი... ხომ იცი, როგორ მდგომარეობაში ვართ? - მითხრა აცრემლებულთვალებიანმა.


***

მშია... შიმშილისგან ლამისაა სული დავლიო... შიმშილით, შესაძლებელია ამ მწირე ქვეყანას გამოვემშვიდობო... და მე ვიქნები გოგო... გოგო, რომელიც სიყვარულის მსხვერპლი კი არა, შიმშილის გრძნობის აღმსრულებელი აღმოჩნდა...
სუფთა ჰაერი მჭირდება... ვგრძნობ, როგორ ტრიალებს, ჩემს გარშემო ყველაფერი... ტრიალებს და მეც მის მორევში ვიკარგები...
თუმცა ჰაერმა ოდნავ მიშველა... მიშველა, თუმცა უკვე გვიანი იყო.


***

არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავი უგონო მდგომარეობაში... არც ის ვიცი, როგორ აღმოვჩნდი უდაბური ტყის შუაგულში...
თავი მტკიოდა... ყვირილი მინდოდა, თუმცა ვერაფერს ვამბობდი. თითქოს ყელში, ძალიან დიდი ბურთი მქონდა გაჩხერილი...
ხელების შეხება ვიგრძენი, ჩემს ტანზე და შევკრთდი. ვინც არ უნდა ყოფილიყო, როგორ ბედავდა, ჩემთან ასეთ თამაშს?! ნუთუ ასე მალე მობეზრდა ცხოვრება ?!
თვალები არ გამიხელია ისე მოვამზადე, ჩემი წიხლი და დაუპატიჟებელ სტუმარს შიგ მის ღირსებაში ვუთავაზე!
გვემა გავიგონე!
,, ვაი, დამიანე !!!! “- გავიფიქრე და დაფეთებულმა გავახილე თვალები!
- დამიანე, როგორ შემაშინე!! რა ხდება?! რა დამემართა?! სად ვარ... ძალიან გეტკინა? .... ბოდიში არ მინდოდა.
- გული წაგივიდა, თამარ. ახლაც მკვდრის ფერი გადევს! თუმცა გმადლობ! ვირისებრი წიხლისთვის! - და გაიცინა. - წამოდი... რაღაც მინდა განახო და თან დარწმუნებული ვარ, უკეთეს ხასიათზე დადგები. - მოკუნტული მოდიოდა თან. თავის ღირსების ტკივილისგან შეწუხებული.

***

დიდი ხანი არ გვივლია... თუმცა რამდენჯერმე, ჩემმა მუცლის გვრემამ, ხმა გააპო. ფაქტობრივად გასცა ჩემი ცარიელი კუჭის არსებობის ალიბი.
- წამო! შემოდი, თამარ! -ეშმაკური ღიმილით მიცქერდა და ავტომატურად, მეც ძლიერ გამეღიმა.

ერთ დიდ ოთახში ამოვყავი თავი, სადაც მკვეთრად იგრძნობოდა ტკბილეულობების სუნი.
- დღეს, ჩემი მზარეული იქნები! ერთად გავაკეთებთ საჭმელებს და ბოლოს დავაგემოვნებთ. აქვე ერთი ღვინოც მეგულება... თითო-თითო ჭიქაც დავლიოთ, კარგ ხასიათზე დაგვაყენებს.

და აი, ასე... დავიწყეთ ფუსფუსი. დამიანე საოცრად სხარტად დაიარებოდა მაგიდებს შორის. ხელში სხვადასხვა საკვები ეჭირა და შიგადაშიგ უმწიკვლო ღიმილსაც მჩუქნიდა.
უეცრად რაღაცის შეყრა ვიგრძენი და რამდენიმე წუთში მივხვდი, რომ სახე მთლიანად ფქვილში მქონდა ამოსვრილი და დამიანე, კი სიცილით კვდებოდა.
- ასე, არა? მეფის მოხელის შვილოვ! ნახე რა გიქნა! - მეც შეტევაზე გადავედი და იქვე მყოფ, დიდ ტაფას მოვკიდე ხელი. დამიანესკენ გავიქეცი, ის კი ისევ სხარტად დაიარებოდა მაგიდებს შორის. ისე, როგორც სიცოცხლისმოწყურებული კალია... ისე, როგორც გამტყდარი თერმომეტრიდან, ვერცხლისწყალი.
- არააა, თამააარ! ჩემი ღირსების შელახვაც საკმარისი იყო! გადი , გოგო იქით! სიკვდილისთვის ჯერ საკმაოდ, ჩვილი ვააააარ!
- არა ! მოდი აბა, აქ ტუტუცო ბიჭოვ! შენ, ხომ მთლიანად ამომსვარე თეთრ ფქვილში? მე კი, შენს სახეს საყვარელ ყვითელსა და ლურჯ ფერებს შევმატებ! - და ორივე ვკვდებოდით სიცილით. სულმთლად გადამავიწყდა, ის ფაქტი, რომ შიმშილისგან ვკვდებოდი.












თავი 13

როდესაც ერთმანეთთან მასხრობას მოვრჩით, ისევ ძველ საქმეს დავუბრუნდით.
რამდენიმე საათში კი, სასიამოვნო სურნელი დატრიალდა.
- იმის მიუხედავად, რომ ჩემი ღირსება შელახე, მაინც ჯელტმენობას გამოვიჩენ და სუფრასთან მოგიწვევ. - მიმაცილა მაგიდასთან და სკამი გამომიწია. მე კი მის, ,,ჯელტმენობაზე“ , ძალიან გამეცინა.
- მადლობა, ძალით ჯელტმენო, ახალგაზრდავ! - სიცილითვე მივუგე, მე მას.

მუცელმა ხელახლა გამოსცა დინოზაებრისებრი ღრიალი... დამიანე მიხვდა ორგანიზმის მოთხოვნას და გამზადებული კერძები შემომთავაზა.


***

- ვეღარ გცნობ,თამარ! თითქოს ჩაიკეტე... გარდატეხის ასაკს დავაბრალებდი, თუმცა... -მითხრა, კრავაიმ.
- არ ვარ... -ფაქტობრივად ჩუმად ჩავილაპარაკე.
- თუ ეს ყოველივე ქორწილის გამოა გამოწვეული, ხომ იცი, ვერც ვერაფერი გამოგივა? მომავალში ოჯახის შექმნაზე ლაპარაკიც კი, ზედმეტია.
- აუცილებელია უსიყვარულოდ გავთხოვდე?! იქნებ... - არ დამაცადა სიტყვის დასრულება, ისე მომვარდა ყვირილით.
- გესმის მაინც, რას ლაპარაკობ?! გინდა, შენი ვითომ სიყვარულის გამო, აღვირახსნილობის სტიკერი მოგვაკრან?! მერე რა, რომ არ გეყვარება! თანდათანობით შეეჩვევი!
- აზრი არ აქვს... მძულს ეს სამყარო! - ჩავიჩურჩულე და ოთახში ავედი.


***
- საქართველოს მეფის ხელისუფლების დაქუცმაცება და ქვეყნის მთლიანობის მოშლა, იყო მხოლოდ ერთ-ერთი, იმ უარყოფითი შედეგთაგანი, რაც მონღოლთა ბატონობამ მოგვიტანა, ჩვენ და ჩვენს ქვეყანას. მონღოლები გამიზნულად ასუსტებს მეფეს და აძლიერებს გავლენიანი ფეოდალების უფლებებს. ისინი მეფეს უფლებას არ აძლევენ დასაჯოს არ გადააყენოს ურჩი პირები. თამარ, იშლება სახელმწიფო წყობილება... მგონი ხვდები... თანდათან ეცემა მეფის ხელისუფლების ავტორიტეტიც.
- როგორც ვიცი, ქვეყანას ერთდროულად რამდენიმე მეფე განაგებს. - მივუგე დაინტერესებულმა, დამიანეს.
- კი, თამარ! ქვეყანაში ერთდროულად რამდენიმე მეფეა, დასავლეთ საქართველო ცალკე არის გამოყოფილი და იქ, დავით ნარინის შთამომავლები მეფობენ. სამცხე ცალკეა გამოყოფილი, ბექა ჯაყელის მეთაურობით... კიდევ რაღაც მომიყვა, მამაჩემმა. გავაგრძელო მოყოლა?
- კი, კი... ერთადერთი ადამიანი ხარ, ვინც ამ ინფორმაციას მაწვდის.
- მონღოლებმა, როგორც კი დაგვიპყრეს, ქვეყანაში დაიწყო დამპყრობთან ბრძოლა. რასაც ბევრი რეპრესიები, ხოცვა-ჟლეტა და ქვეყნის აოხრება მოჰყვა. ვითარებას შენც ხედავ... დიდი მსხვერპლი გაიღო ქართველმა ხალხმა, მონღოლთა წინააღმდეგ ბრძოლაში. ქვეყანა ნელ-ნელა ნადგურდებოდა ოქროს ურდოსა და ილხანთა მონღოლთა შორის ბრძოლისას.
- გამიგონია ეპიდემია, ერთვოდა ამ პერიოდში, როგორც ვიცი.
- კი ასეა... ამის გამო ქვეყნის მოსახლეობა მკვეთრად შემცირდა. გავერანგდა სოფლები და ქალაქებში მოიშალა სარწყავი ნაგებობები.
- და განადგურდა კულტურა-სამეურნეო ცხოვრება. - მძიმედ ამოვისუნთქე. - ეჰ,ნეტავ სხვა საუკუნეში დავბადებულიყავი...








თავი 14

ფაქტობრივად, რაც დამიანე გავიცანი, სახლში მოსვენებას ვერ ვპოვებ. ვერ ვჩერდები... თითქოს მასთან ასახული მანძილი ჩემში ყოველგვარ მოსვენების უნარს სპობდა.
შესაძლებელია, ეს ყოველივე ჩემს მშბლებს ეჭვს ბადებდეს, თუმცა იმდენად ვიყავი შეპყრობილი ენითაღუწერელი გრძნობით, რომ ეს შიშიც ვერ შეაჩერებდა, ჩემში ჩასახულ ახალ ადამიანს.
თანდათან ვგრძნობ,რომ მალე, მისდამი გრძნობა ჭკუიდან შემშლიდა...
უნდა ვაღიარო, რომ სიყვარული, ადამიანის მეობას მთლიანად ცვლის. ისიც, უნდა აღვნიშნო, შესაძლებელია მის გამო დიდ უფსკრულშიც აღმოჩნდე. ფაქტობრივად, იმ უფსკრულში, რომელიც სიკვდილის სუნითაა სავსე.
ვისაც ოდესმე გვყვარებიათ, მიხვდებით, თუ როგორ ეფინება , სატრფოს შეხებისას, სხეულში თბილი ფენა. შიგადაშიგ ასევთქვათ გცრის. შესაძლებელია თან სითბო და ამავდროულად სიცივეც იგრძნოთ.
რატომ ვფიქრობ ამდენს, ამ შეუცნობელ, აკრძალულ გრძნობაზე... ალბათ იმიტომაც, რომ აკრძალული ხილი, მართლაც ყველაზე გემრიელია. განსაკუთრებული გემოსა და სურნელის მქონე.
ახლა ვუფიქრდები იმას, რომ ყოველივე მოგონებას თავისებური სურნელი დასდევს... ყოველი მოგონება შენში სახლობს და არასაჭირო მომენტში, არასაჭირო დროს, თავზე გატყდება... სისხლს გიწოვს უნამუსოდ, სისხლდაღვრილი ყინულივით ცივ მიწაზე გვამივით გაგდებს... წამოდგომა კი უბრალოდ, შენს უმწეო ძალებს საკმაოდ აღემატება... წარსული თავს გახსენებს მაშინაც, როცა გეგონა, ამ გრძნობამ შენში სამუდამო კარი მოხურა! მაგრამ გულის პატარა, ბნელ კუნჭულში, იგი სახლობდა... ქვეცნობიერად გრძნობდი, რომ ის აქ იყო! თუმცა ყურადღებას რატომღაც არ აქცევდი.... ვერ აქცევდი, როგორ უხსნიდი გზას, შენში სისხლისმსმელ, დაუნდობელ არსებას! იგი შენში სახლობდა... შენით იკვებებოდა, თუმცა ამის არარა გაგეგებოდა...
მიზეზი ხდება, მისი გამოღვიძებისა სულ მცირე რამ... შესაძლებელია ერთმა სურნელმა, წამში წარსულში გადაგისროლოს.


***

ძალიამ მიყვარს ბუნება... თითქოს მასში ვპოვებ შვებას... თითქოს ახალი გრძნობით ვივსები და ახლიდან ვიბადები.
აივანზე გავდივარ... ხარბად ვისუნთქავ უსამართლობით გაჯერებულ ჰაერს. ვისუნთქავ და თანდათან ვგრძნობ, როგორ ივსება ჟანგბადით , მთელი ჩემი სხეული.
ჰაერი ჩემს ორგანიზმს ეპატრონება და მივყავარ შორს... ძალიან შორს...
თითქოს ჩიტად გადამაქცევს და სამყაროს სილამაზეს თვალწინ ამისახავს.
ზოგჯერ, როგორ მსურს, მეც ცაში მოფარფატე, ლამაზი ფრინველი ვიყო... როგორ მსურს, მეც შევუერთდე ღრუბელთა კრებას.
ხშირად ასეთ ფიქრების მორევში ამოვყოფ თავს და რეალურ წუთისოფელს ვცდილდები. ვცილდები და მივყავარ, სადღაც შორს. ფაქტობრივად ,,ჯანდაბაში“.
ოცნებებიდან მტრედის ფრთების ხმაურმა გამომიყვანა... ძალიან გამიკვირდა, თუ რა უნდოდა ამ თოვლივით თეთრ არსებას, ჩემს კალთებში.
თუმცა რამდენიმე წამში დავინახე, მასზე შემობმული, პატარა წერილი.

,, იქ, სადაც მდინარის ხმა, შენს მეობაში შემოიჭრება... იქ, სადაც ვარსკვლავებს სხვანაირი ელფერი დაჰკრავთ.
მე შენ, ჩვენს სამოთხეში გელოდები.
მე შენ, ძალიან მენატრები!
-დამიანე “







თავი 15

გქონიათ ისეთი შემთხვევა, როდესაც სატრფოს წერილის მიღებისას არნახული გულის ფრიალი დაგმართნიათ?
სწორედ, ასე დამემართა, დამიანეს წერილის კითხვის დროს... ერთიანად შევიმკე კაშკაშა ფერებით...
ისეთ სიკაშკაშეს გამოვცემდი, რომ ყველაზე ბრწყინავ ვარსკვლავსაც შეშურდებოდა, ჩემი.
როცა გიყვარს, შენს გარშემო ვეღარ ამჩნევ არსებულ ჭიდილს... ვერ ამჩნევ, რამხელა წყვდიადი გამეფებულა არემარე... წყვდიადი, რომელიც ადრე შიშის ზარს გცემდა, თუმცა დღესდღეისობით მასაც არ უფრთხი...
როცა გიყვარს, გსურს სამყარო მას მიუძღვნა...
როცა გიყვარს, უბრალოდ ახლიდან იბადები...
და მე ვერ ვხვდები... ვერ ვხვდები, რატომ უნდა იდევნებოდეს, ეს ღვთიური წარმომავლობის გრძნობა...
დამიანე, საშინლად მენატრება...
ეს გრძნობა კი , იმხელაა ,რომ მის, ჩემს და ჩვენს შორის არსებულ მანძილსაც, თავისუფლად იტევს.


ვცდილობ, დღეს საღამოს განსაკუთრებულად გამოვიყურებოდე.... ალბათ, იმიტომ, რომ ვფიქრობ, ჩემს გრძნობებს გავუმხელ. რა თქმა უნდა თუ ამას შევძლებ...
ნეტავ, დამიანეც იგივე გრძნობის მატარებელია?
უარი, რომ მითხრას...

გარეთ მაინც იგრძნობოდა, პატარა სუსხი... სუსხი, რომელიც ნელ-ნელა,შენს მეობას დაეპატრონებოდა და მთლიანად შეგიპყრობდა...
ჩემს, პატარა ტანსაცმლის კარადას მივუახლოვდი და გამოღებისას ისეთი ხმა გამოსცა, შემეშინდა სულმთლად არ ჩამოვარდნილიყო.
დიდი ხანი ვეძებდი, ისეთ კაბას, რომელიც დღევანდელ საღამოს დაამშვენებდა.
დიდი ძებნის შემდგომ, კი ერთ შინდისფერ კაბაზე დავამყარე არჩევანი, რომელიც მუხლამდე ეშვებოდა და საოცრად უხდებოდა, ჩემს კანის ფერს.
თმები მაღლა,კუდად გავიკეთე და ფანჯრიდან ფრთხილად გადავძვერი. ერთიანად ორმაგ შიშს განვიცდიდი... ვაითუ დამინახონ? მერე რა მოხდება?! ან, რომ ჩამოვვარდე?!
როგორც აღვნიშნე სუსხი იყო... სიო კი ჩემს ნაკვთებს ეხებოდა და კანკალს მაწყებინებდა.
ირგვლივ არაფერი ჩანდა გარდა ბილიკისა, რომელიც დამიანემდე გზას მიკვლევდა.


***

როგორც იქნა დანიშნულ ადგილამდე მივედი... დამიანე მდინარის პირას მელოდებოდა და ჩემს დანახვაზე ადგილიდან დაიძრა... მომიახლოვდა... ხელში ამიყვანა...
მისი ჩემამდე მოსვლა, თითქოს საუკუნოდ გაიწელა... ისე მსურდა მთელი სიცოცხლის გატარება, დამიანესთან ,რომ მზად ვიყავი ამისთვის სიცოცხლეც კი გამეწირა... იმდენად ვიყავი, მისით შეპყრობილი,რომ აღარაფერი მაშინებდა. თითქოს ჩემში არსებული ყოველივე ძალა, ერთად შეიკრიბა და მოდუნების საშუალებას არ მაძლევდა.
- როგორ მენატრებოდი, თამარ! - მითხრა დამიანემ ისე, რომ ჩემი თმებიდან ცხვირი არც აუღია.
- ეს მონატრება აღარაა... რასაც შენს მიმართ განვიცდი, ეს მასზე მეტია! - ვუთხარი და ჩემი ხელები მის სახეში მოვიქციე.

ვაკვირდებოდი, დამიანეს თითოეული სახის ნაკვთს და ოჰ... როგორ მინდოდა ამ თვალებს, მხოლოდ და მხოლოდ, ჩემთის ეცქირა... როგორი ახლოა და რა საკმაოდ მიუწვდომელი....
ჩემი თითები, მის სახეს ეფერებოდა, რაზეც მან თვალები დახუჭა და მთლიანად მომენდო... დარწმუნებული ვიყავი, ორივე არნახულ მიზიდულობას განვიცდიდით, ერთმანეთის მიმართ.
ჩემი თითები, მის ტუჩებთან გაჩერდა და ნაზად ვუსვამდი... თითქოს მეშინოდა არ ტკენოდა... თითქოს უბრალოდ მსურდა მასაც იგივე ეგრძნო, რაც მე.
ნამდვილი სიყვარულისთვის ყოველთვის ღირს ბრძოლა და არავინ არ თქვას, რომ ეს ყოველივე ძალზედ ადვილია...
სიყვარული, ომს ჰგავს... როგორც არ უნდა დაშავდე, მაინც მყარად უნდა დადგე ფეხზე... მრავალ დაჩაგვრასა და გულის ტკენასაც უნდა გადაურჩე.
ნამდვილი სიყვარული,იმ მძიმე ეპოქასაც უძლებს, რაც დღესდღეისობითაა დაბატონებული.
ნამდვილ სიყვარულს, ძალიან ბევრი დამპირისპირებელი ჰყავს... განსაკუთრებით, ამ ეპოქაში, სადაც მტერი ახლობელიც შესაძლოა იყოს და ნუ გაგაკვირვებთ, ეს ფაქტი.
ყოველთვის უნდა იბრძოლო საკუთარი სურვილების გამო... ყოველთვის უნდა გქონდეს საკუთარი თავის რწმენა... რადგან შეუძლებელი არაფერია.... არც სიყვარული აღმოჩნდა შეუძლებელი.
დაბადებიდანვე ტვინში მიდებდნენ, იმ აზრს, რომ სიყვარული ეშმაკისეული გრძნობაა...
სიყვარული, მართლაც ეშმაკისეული გრძნობა გამოდგა... იმდენად გითრევს მის ცეცხლის ალში, რომ გამოსვლა ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება... იმდენად ლტოლვას განიცდი, მიჯნურის მიმართ, რომ მზად ხარ, თავით გადაეშვა ჯოჯოხეთში.
დამიანე, ეს ის ადამიანია, ვინც უსამართლო ეპოქას ცისარტყელა გამოუსახა...
დამიანე, ეს ის ადამიანია, რომელიც ჩემში ღვთიურ გრძნობას და ამავდროულად ეშმაკისეულს განიცდის.
სიყვარულისთვის უნდა იბრძოლო... იბრძოლო, თორემ წაგებული დარჩები და ამ ეპოქის მკვიდრნი შეგმკობენ თეთრი ფერებით... თეთრი ფერები, რომელიც შენს რეალურ მიჯნურთან, არანაირი კავშირი ექნება.


- არასდროს მინდა, შენი თლილი ხელები, ჩემს სახეს მოშორდეს... არასდროს მინდა, რომ ჩვენ... წარსულს მივეცეთ... უშენოდ... უშენოდ ყველაფერს ფერი დაეკარგება. - დამიანე თვალებში მიყურებდა და როგორც ყოველთვის მისი უფსკრულიდან თავის დაღწევა, ჩემს ძალებს აღემატებოდა.
- ეს ყოველივე რეალურია? ასე მგონია, რომ ერთ დიდ სიზმარში ვარ გახვეული... სიზმარი, რომელიც არა და არ მთავრდება... სიზმარი, რომელიც მარადიიულად მინდა გაგრძელდეს... მითხარი, რომ შენ აქ ხარ! მითხარი , რომ ეს ყოველივე რეალურია და არა ჩემი ფანტაზიის ნაყოფი.... უბრალოდ არ მჯერა! შეუძლებელია ასეთი ბედნიერი ვიყო! - და ცრემლი გადმომიგორდა... ბედნიერების პირველი ცრემლი, ჩემი ცხოვრების მანძილზე.
- თამარ... ეს ყოველივე რეალურია! მე შენთან ვარ და შენს დათმობას არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ.
იცი, როგორი ადამიანი მიყვარს? ფიქრებშიც, რომ არ ღალატობენ... არ კი არა ვერ! ვერ ღალატობენ,თუ ოდესმე შეგიყვარდება, ვერასდროს გადაიყვარებ. შეუძლებელია ადამიანთან ერთად სიბერე გქონდეს წარმოდგენილი და ხვალ , სხვას ჩახედო თვალებში!
შენ კიდევ ზუსტად ისეთი ადამიანი, ხარ... ადამიანი, რომელიც ვიცი მარადიულად, ჩემს მკლავებში იქნება! ადამიანი, რომელიც მწამს, არასდროს მიმატოვებს!
ვფიცავ! შენს თავს ვფიცავარ! არავის მივცემ საშუალებას, რომ შენ გაგათხოვოს... არავის მივცემ საშუალებას, შენი თავი წამართვას!
- მპირდები? - ლოყაზე ნაზად ვაკოცე.
- კი, თამარ. გპირდები!



- ვინ ვართ, ჩვენ ერთმანეთისთვის? - ვხვდებოდი, მაგრამ ამ ყოველივეს თქმა, მისი ბაგედან წამოსული სიტყვების გაგონება მსურდა.
- მოვა დრო და ამასაც გეტყვი... უბრალოდ გჯეროდეს, იმის რასაც შენ ფიქრობ... ხომ ხვდები,უბრალოდ დროის დაჩქარება არ მინდა...
- მესმის და ველოდები, შენს პასუხს, ჩემს კითხვაზე.








თავი 16

ტყე იდუმალია… იდუმალებით მოსილი... შევდივართ ბუნებაში და წამშივე გვავიწყდება განვლილი, სასტიკი გზა... ისე უეცრად შეიძლება შუა ტყეში შეგვიტყუოს, რომ ამის გაანალიზება ვერც კი მოვახერხოთ!
ტყე, ხომ იდუმალია... რამდენი რამ იმალება, მის სიღრმეში... იქნებ, რომელიმე უსუსური ქმნილება, ზუსტად ამ წამს ლამობდეს მტრის ბასრ კლანჭებისგან განთავისუფლებასა და თავისუფლების მოპოვებას?!
რა ვიცით... ყველაფერი დასაშვებია... ტყე, ხომ საიდუმლოებების ბურუსითაა აღსავსე? ალბათ, რამდენი ტკივილის, წამების, ტირილის, გვემისა და მარტოსულობის მატარებელია? .... ალბათ, როგორ ლამობენ დაკარგულნი, იპოვონ ნათელი წერტილი გამეფებულ წყვდიადში...
და თექვსმეტ აგვისტოს მშვენიერი დილა იდგა... მანამ სანამ ზღვისფერ ცას, კუპრივით შავი ნისლი არ გადაეფარა და მის მორევში არ ჩაითრია... რამდენიმე წამში კი საზარელი კივილი გაისმა, უკაცრიელი ტყიდან...
გავიქეცი....
გავიქეცი... მხოლოდ და მხოლოდ მივდევდი განწირულ ხმას, რომელიც მთხოვდა, რომ გადამერჩინა... გავრბოდი... და თან სახეზე ცრემლივით მედებოდა ტკივილშემკული, გაჯერებული, უიმედო წვიმა... მხოლოდ ის ვიცოდი, რომ არ უნდა გავჩერებულიყავი! უნდა გავყოლოდი ხმას და მე, ის მეპოვა! ... უცნობი ქალი, რომელიც შველას ითხოვდა!
და მე მივედი... მაგრამ, ძალიან გვიანი იყო... მე მას ვერ დავეხმარე და ეს ყოველივე, ჩემი უსუსურობის ბრალი აღმოჩნდა! ...
ქალის უსულო სხეული ეხუტებოდა გამომშრალ მიწას... და თითქოს წვიმის წვეთებიც ლამობდნენ, მის დაბრუნებას... თითქოს მალამოსავით ეფინებოდა მკვდარ გულს. მკვლელი კი ადგილზე არ იყო... ირგვლივ მიმოვიხედე, მაგრამ თითქოს მიწამ ჩაყლაპაო...


საღამო იყო... გაზეთი,უიმოციო სახით მეჭირა, მანამ სანამ ნაცნობი სახე არ გამოჩნდა, ერთ-ერთ გვერდზე...
სახე შემეცვალა... გული გამალებით აძგერდა, თითქოს ამოხტომას ლამობსო...
თვალებში ბინდი გადამეკრა ... გული საგულეში აღარ ჩერდებოდა ...
ის იყო!!
დიახ, ის იყო!!
ქალი უკაცრიელი ტყიდან!!

,, არავინ იცოდა მისი პროფესია... არც არავინ იცნობდა. გუშინ დილით, დაახლოებით 12 საათზე, იქნა ქალის ცხედარი აღმოჩენილი. როგორც ამბობენ, ქალი ორი საათის გარდაცვლილი იყო... “ - მაუწყებდა გაზეთი.

ეს, ჩემი ბრალია! მე ვერ მივასწარი... ვერ ვუშველე უიმედო სიკვდილის მოლოდინში მყოფ უსუსურ ქალს!!! და უეცრად... თვალის კიდეზე ჩამოგორდა, სასოწარკვეთილებით აღსავსე ცრემლი...

ვეღარავინ ვეღარ მცნობდა... ვერავინ ხვდებოდა, ჩემი ასეთი ჩაკეტვის მიზეზს... იმას კი ხვდებოდნენ, რომ რაღაც არ იყო, ჩემს თავს რიგზედ, მაგრამ ჩემთან მოსვლა და დალაპარაკება, მხოლოდ ერთმა სცადა... რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში, ჩემზე ზრუნავდა და უთქმელად იგებდა, ჩემს თვალებში არსებულ, გამეფებულ ტკივილს!
ეს, დამიანე იყო! ბიჭი, რომელიც ჩემი ერთადერთი სიყვარული იყო... ბიჭი, რომელმაც სამი თვის წინ დამტოვა... რომელიც ცივი მიწისთვის არასდროს მემეტებოდა... ბიჭი, რომელიც, იმ ქვეყნად იბრძვის! ...
მაგრამ, როგორ, რანაირად?! ის, ხომ გარდაიცვალა... როგორ მელაპარაკება? ... როგორ ვხედავ, მე მას?! ... როგორ ვეხევი, მის მონატრებულ კანს?!
დამიანე ითხოვს ამბის მოყოლას... მე კი გაშტერებული ვუყურებ! თავი სიზმარში მგონია! ...
მოყოლა დავიწყე, დიდი ძალის მოკრების შემდგომ! ...

ჩემს მონატრებულ სიყვარულს, კი ბევრი რამ აინტერესებდა... ბოლოს კი მითხრა...
,, ნერვიულობას არ უნდა გადაყოლოდი... შენი ბრალი, როდი იყო?! თავს, რატომ იდანაშაულებ?... “ - თქვა და მოვიდა... მოვიდა და ჩამეხუტა!
დამიანე აქ იყო... ჩემთან, მაგრამ სხვა სამყაროში... იქ , საიდანაც უკან აღარ ბრუნდებიან! ...


***

ქოშინით წამოვხტი საწოლიდან...
გული ვერა და ვერ ჰპოვებდა შვებას... პირიქით, იმდენად იმოქმება ნახულმა სიზმარმა ჩემზე, რომ ძლიერად შემაშინა...
იმის გაფიქრებაზე, რომ დამიანე გარდაცვლილი იყო, თუმდაც სიზმარში, საშინელ ხასიათზე მაყენებდა...
მეშინოდა... ერთიანად ვკანკალებდი... ვცდილობდი ჰაერის ნაკადი , ღრმად ჩამესუნთქა და ოდნავ მაინც მეპოვა შვება.
,, დამიანეს გარეშე? ... დამიანეს გარეშე, მეც ვერ ვიცოცხლებ! ...
დაწყნარდი, თამარ... დაწყნარდი... ეს, უბრალოდ სიზმარი იყო...
დაწყნარდი... ყველაფერი კარგადააა... დამიანე ცოცხალია და ის შენთანაა . “ - ვაწყნარებდი, საკუთარ თავს.







თავი 17

,, ოჰ, დიახ, ოქროს ეჟვნების ჟღარუნი ორივეს ესმის, სასწორ მამაკაცსაც და თევზებ ქალებსაც, რომლებიც მყუდროდ მოკალათებულან ცეცხლის წინ ზამთრის იმ ღამეს, როდესაც სუსხი ფანჯარაზე საოცარ გავიურებს ხაზავს. ქუჩაში კი, ლამპიონების ყვითელი ნათების ფონზე, ჩუმად ცვივა ფიფქები. “

სიყვარული... ეს ის გრძნობაა, რომლის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელთაგანია...
ზოგადად, როცა შეყვარებული ხარ, სამყარო შენი გგონია. თავს ვეღარ სცნობ და შენს სხეულში ახალი ,,მე“ იბადება. უყურებ თვალებს და ხედავ... ხედავ, რომ ის გიმზერს, იმ მზერით, რომელიც ერთი შეხედვით, მთელს სხეულში ჩაუქრობელ ცეცხლს გიკიდებდა. სიყვარული მარადიულია... ის ერთხელ მოდის და მარადიულად გრძელდება.
- უშენოდ ყოფნა სიკვდილზე ცივი მგონია... - მითხრა დამიანემ, რომელსაც, ჩემს კალთაში ჰქონდა თავი ჩარგული.
- ვფიცავ... არ გამოცდი, იმ სიცივეს, რომელიც უჩვენოდ ყოფნის დღეებით, განლეული წუთებით იქნება აღსავსე... - ვეფერებოდი, მის თმებს... ვეფერებოდი და სამყარო, ჩემი მეგონა!
- ბევრი პირდება ადამიანს... ბევრი უგებს ერთმანეთს ოცნების კოშკებს... მაგრამ... დროთა განმავლობაში, ისე ვითარდება სიტუაცია, რომ ორივე, მატყუარაც და შეყვარებულიც , ერთ დიდ ნანგრევებში ამოჰყოფენ თავს და მე არ მსურს... არ მინდა, ჩვენი ურთიერთობაც ნანგრევებად იქცეს... არ მინდა ფერფლის სახით იქცეს, ყოველი ჩვენი მოგონება.
- რომ მოვკვდე, რას იზამ? - ვკითხე ერთ დღეს.
- იცი რასაც... და შენ, თამარ?!
- არ ვიცი... - კარგი, დახუჭე თვალები.
- რა?! -შევიცხადე. - რატომ?
- უბრალოდ დახუჭე თვალები და მომისმინე.
- კარგი. - მოვეშვი.
- წარმოიდგინე.... ერთი სუსხიანი დღეა... ყოველი ქარბუქი, შენს მეობაში აღწევს და გსპობს... წარმოიდგინე... წარმოიდგინე, თამარ, რომ შენთვის მნიშვნელოვანი პიროვნება აღარაა... მიწამ შთანთქა და მიწამ შეიერთა... წარმოიდგინე... წარმოიდგინე... მისი არ ყოფნით გამოწვეული ტკივილები, რომლებიც გულს გისერავენ და ისედაც დათუთქულ გულს, კვლავ უსირცხვილოდ მოსავენ ახალი ტკივილით... ჯერ კიდევ ძველ მივიწყებულ განსაცდელს, ახალი ემატება... ემატება და დიდ გამსაცდელის მორევში გაგდებს! საყვარელ პიროვნებასთან გატარებული ადგილი, თუ დღეები ქარს წაუღია, როგორც შემოდგომის ჭრელა-ჭრულა ფოთლები.... აცნობიერებ, რომ ამ სამყაროში გვერდით ნათელი წერტლი აღარ გყავს, რომელიც მზის სხივებით, ყოველი დღე გამკობდა... აღარ გყავს ადამიანი... ადამიანი, რომლის სულშიც გზას იკვლევდი უიმისოდ... ახლა კი გაახილე თვალები, თამარ... და მითხარი, რას გრძნობ...
ყელში თითქოს ბურთი გამჭედვოდა და სუნთქვის დროს ყელს მიწვავდა... სისხლი ინერციით ტვინს სტყორცნიდა და ათმაგად მიმძაფრებდა გრძნობებს... ვგრძნობდი, როგორ ივსებოდა, ჩემი თვალები ტბის წვეთებით... და ვგრძნობდი, რაოდენ მალე მიეცემოდა წარსულს წვიმისაებრი გრძნობები.
- გამოუვალი მდგომარეობაა, როდესაც დგახარ საფლლავთან და ხვდები, რომ ეს სიზმარი არ ყოფილა... არც რაიმე უაზრო რიგითი ხუმრობა, რომელსაც ვეღარასდროს შეცვლი. მიხვდები, რომ ეს არჩევანი უკვე იყო გაკეთებული და მოგიწევს სამყაროს სისასტიკისთვის თვალებში ჩახედვა. გამოუვალი მდგომარეობაა, როდესაც იცი არსებულ სიტუაციას ვერა და ვერ შეცვლი... ერთიღა დაგრჩენია... ან სიცოცხლე გვამივით გააგრძელო, ან შენც მიწის სამყოფელს შეუერთდე. და მე თუ, შენ დაგკარგავ... ამ სამყაროში, ყველაზე განადგურებული არსება ვიქნები და ჩემი სხეულიც, იმ უკაცრიელ სამარეს შეერწყმება.
ყოველ სიტყვაში ცრემლს ვაყოლებდი... ყოველ წამოსულ სიტყვაზე, დამინეს მიმართ, მეტ სიყვარულის მოზღვავებას ვგრძნობდი. როგორ მინდოდა მარადიულად , მისი თვალებში ცქერის მიზეზი ვყოფილიყავი... როგორ მინდოდა, მას მხოლოდ ჩემი რქმოდა!
უეცრად სამყარო ერთიანად დაბზრიალდა და შეემკო ჭრელა-ჭრულა, ბრჭყვიალა ფერები... მის მობზრიალე სამყაროში კი , თავი სიზმრის ნაყოფში წარმომედგინა. ტუჩებზე , ნაზ შეხებას ვგრძნობდი, რომელიც თავისკენ მექაჩებოდა... ტუჩები, რომელსაც ალუბლის გემო დაჰკრავდა... ყოველი ჩემი ამოსუნთქვა, მისისას უტოლდებოდა. ყოველი სუნთქვა, ერთმანეთის არსებობის საწინდრად ითვლებოდა. ყოველი წამი, მარადიული გრძნობის, თვალუწვდენელი ზეცის, აღმაფრენელი ტრფობის მიზეზად იქცეოდა. დამიანეს ბაგეები, ჩემს ტუჩებზე ესვენა და ნელ-ნელა დაიკლაკნებოდა, მის საზღვრებზე.... მუცელში ერთიანად პეპლების მოზღვავებას ვგრძნობდი და მსურდა, ეს ნეტარი წამი დასასრულს არ მისცემოდა... მსურდა, მისი ალუბლისგემოიანი ტუჩები, უსასრულოდ შეხებოდა, ჩემს გამომშრალ ბაგეებს.












თავი 18

წვიმდა... და თითქოს წვიმის წვეთებიც ცდილობდა, დამიანესგან დატოვებული ტუჩებზე ასახული სიტკბოს კვალი წაეშალა.
წვიმდა და ეს წვიმის წვეთები ედებოდა, ჩემს ყოველივე სხეულის ნაწილს...
სხეულში ერთიანად, ძლიერ გრძნობას ვგრნობდი, რომელიც სრულიად მაკარგვინებდა, სამყაროში გამეფებულ, საშინელ სიტუაციის არსებობას.

როდის გიყვარდება ადამიანი?
ეს ის კითხვაა, რომელიც ფაქტობრივად არავის აქვს პასუხი. ისე მოულოდნელად დაგატყდება თავს და მოგიქცევს, მის მარწუხებში, რთულია განსაზღვრო, როდის აღმოცენდა ნაყოფი, მის მიმართ.
დამიანე მიყვარდა! მიყვარდა, ისე თითქოს შემეძლო, ამ გრძნობას უკიდურეს ზღვარამდე მივეყვანე...
მიყვარდა და სრულიად არ მანაღვლებდა, ეპოქის სიცარიელე!
მიყვარდა და რაც მთავარია, მეც დარწმუნებული ვიყავი, მის გრძნობების არსებობაში. მართალია ხმამაღლა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის, სიტყვა „ მიყვარხარ “ , თუმცა არცაა საჭირო, შენს ბაგეებს, ეს ბგერები აღმოხდეს.
სიყვარული, სიტყვების რაოდენობით არ განისაზღვრება... სიყვარული, ქმედებებითა და ურთიერთპატივისცემით ვლინდება!
მთავარია გჯეროდეს... გჯეროდეს, რომ სიყვარულს წინ სიკვდილიც ვერ აღუდგება....
მთავარია გჯეროდეს... გჯეროდეს, შენი თავისა და მიჯნურის მფეთქავი გულისა... გული, რომელიც, შენი არსებობით იღებს სათავეს.

*
ყოველთვის მჯეროდა და ახლაც ამის მწამს, რომ გული, ყველაზე დიდი მომაკვდინებელი ორგანოა, რომელიც ან ბედნიერებისგან რიტმს გაგიხშირებს, ან პირიქით.... სასიკვდილოდ გაგიმეტებს.
და მე ახლა, როგორ ვარ?
რას ვგრძნობ?
ყველაფერს, მაგრამ ამავდროულად, არც არაფერს...
ეს ყოველივე, ისეთი ბურუსითმოხვეულია, როგორც მთიან ადგილში გამეფებული ნისლი, რომელიც სრულიად გშთანთქავს, მის უკუნეთ სიცარიელეში.
მხოლოდ ერთი ვიცი... ვიცი, რომ ამ ახალი გრძნობით, ახლიდან ვიბადები...
ვიცი, რომ ჩემში ახალი არსება იღებს სათავეს.
ვხვდები, რომ მალე სრულიად დავკარგავ ჭკუას და შევუერთდები დამიანეს ცხოვრებას.
ნეტავ, ჩემი და დამიანეს მომავალი, როგორი იქნება? ნუთუ შევძლებთ დავარღვიოთ, ეპოქის სიცრუე და მივენდოთ გულის ძახილს?!
მართალია თექვსმეტი წლის ვარ, მაგრამ მერწმუნეთ, პირველი სიყვარული მარადიულად დაიდებს სათავეს, თქვეს ორგანიზმში...
პირველი სიყვარული, არასდროს კვდება... !
არასდროს ცივდება... !
არასდროს უფერულდება... !
არასდროს ხუნდება.... !
დამიანე, ჩემი პირველი და უკანასკნელი, მარადიული სიყვარულია.... ბიჭი, უძირო, შავი თვალებითა და ამოვსებული ტუჩებით.

*
- თამარ, მოდი ჩემთან. სალაპარაკო გვაქვს, შენთან. - მითხრა დედამ, რომელიც აწ, უკვე დაჭიანებულ, გამომშრალ სკამზე იჯდა და გვერდით, მამაჩემი ეჯდა. შიგადაშიგ თავის ჩიბუხს გააბოლებდა, რომელიც, დიდი პაპისგან ჰქონდა გადმოცემული.
სხვა გზა არ მქონდა... უნდა მივსულიყავი, თუმცა ის წუთები უსაშველოს იწელებოდა და ფეხზე ტყვიასავით მეკონწიალებოდა.... ყოველი ფეხის ნაბიჯი, თითქოს უფსკრუკისკენ მიმავალი ხდებოდა....
გული გამალებით მიცემდა... ვხვდებოდი, მომღიმარი მშობლების სახის უკან, როგორი უსამართლობა იმალებოდა.
- დაჯექი! - მითხრა მამამ. მეც უსიტყვოდ დავემორჩილე და მძიმეს დავეშვი.
- ხვალ საღამოს, დაუთი მოვა, ჩვენთან. ოჯახებმა ერთმანეთი უნდა გავიცნოთ! მომავალში რაიმე უთანხმოებას, რომ არ ჰქონდეს ადგილი და პატარა შვილიშვილებიც დამაჭერინო ხელში! - ეშმაკისეულად იცინოდა, მამაჩემი....

ირგვლივ ყველაფერო დატრიალდა....
ტრიალებდა კედლებდაბზარული სახლიც, რომელიც ეს-ეს იყო, მეგონა ჩამოინგრეოდა და მის ნანგრევებში ამომაყოფინებდა თავს!
თუმცა ამ ვითარებას, ნამდვილად სჯობდა, ჩემი სხეულის ნანგრევებში მოტანებას!
სამყარო, ხომ ასეთია... როდესაც ბედნიერების წუთებს განიცდი, მაშინ შემოტრიალდება შენს საუბედუროდ, ყველა კარები... თითქოს ყოველივე ბედნიერებას თავის საზღაური ჰქონდა, რომელიც ტკივილის მონიჭებით იქნებოდა ანაზღაურებული.















თავი 19

- ყველაფერმა ფერი იცვალა დამიანე... თითქოს ყოველი მოგონება და ოცნება, ერთიანად გაუფასურდა, გაქრა.. ყველა ადამიანმა მრისხანების ნიღაბი შეიმოსა და უმოწყალოდ ფეხქვეშ მთელენ... იცი? დავიღალე, დამიანე.. ზოგჯერ მინდა შეგეხო და შენს სხეულად გადავიქცე. მიმიმწყვდიო სადღაც გულის ნაწილში, რომელშიც იგრძნობდი, ჩემდამ გააფრთებულ გრძნობას.
- დაწყნარდი, ჩემო იმედო... მზის სხივო და თვალო... დაწყნარდი... - მელამუნებოდა ყურზე, მისი ხმა და ტანში მცრიდა. - თამარ... ოცნებები და მოგონებები არ ქრება, ისინი ყოველთვის შენთან იქნება... უფრო სწორად ჩვენთან... ჩვენს გულში და სისხლგაჯერებულ სხეულში. გინდა ერთი იგავი მოგიყვე, ჩემო ნათელო ვარსკვლავო? იგავი, რომელიც წუთიერ სამყოფლიდან გაგაქრობს... შვებასა და ნარ-ნარა ფიქრებს შეგმატებს.

ერთხელ ერთი პატივსაცემი მოქალაქე მივიდა სოლომონთან, რომელიც იმ დროს, ტბაში მოცურავე თევზების ყურებით ტკბებოდა, და უთხრა:
- მეფეო დაბნეული ვარ! ჩემი ყოველი დღე, წინა დღეს გავს. მე ვეღარ ვარჩევ ერთმანეთისგან აისს და დაისს. მე დავკარგე ბედნიერების შეგრძნება.
სოლომონი დაფიქრდა და უთხრა:
- ბევრი ინატრებდა შენს ადგილზე ყოფნას, შენი სახლის ფლობას, შენი ბაღისა და სიმდიდრის ქონას.
და ბრძენმა მეფემ ჰკითხა:
- ნუთუ რაიმე სურვილი არა გაქვს? რამეზე ოცნებობ?
- მე თავიდან, მონობიდან გათავისუფლებაზე ვოცნებობდი. შემდეგ ვოცნებობდი, რომ ჩემს ვაჭრობას შემოსავალი მოეტანა. ახლა კი აღარ ვიცი რაზე ვიოცნებო.
მაშინ სოლომონმა წარმოთქვა:
- ადამიანი, რომელსაც ოცნება არა აქვს, ამ ტბაში მოცურავე თევზებსა ჰგავს, რომლებისთვისაც ყველა დღე ერთნაირია. ისინი ვერ არჩევენ ერთმანეთისგან განთიადს და ბინდს და არასოდეს არიან ბედნიერები.
და მეფემ კიდევ დაუმატა:
- მაგრამ, თევზებისგან განსხვავებით, შენ თავად ჩაკეტე შენი თავი საკუთარ ტბაში. თუ შენს ცხოვრებაში არ არის დიდი და სასიკეთო მიზანი, შენ უმიზნოდ იხეტიალებ საკუთარ სახლში და გარდაცვალების წინ, მიხვდები რომ, სულ ტყუილად გიცხოვრია ამ ქვეყანაზე. თუ მიზანი გაქვს, ყოველთვის, როდესაც ნაბიჯს გადადგავ, გეცოდინება, მიგაახლოვა მან შენს მიზანთან თუ პირიქით, დაგაშორა. და ეს შენს ცხოვრებას აზარტს შემატებს და ვნებას გაგიჩენს ცხოვრებისადმი.
დახმარებისთვის მოსულმა, კოპები შეკრა და წარმოთქვა:
- ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ყოველთვის, როდესაც ერთ მიზანს მივაღწევ, შემდეგი მიზანი უნდა დავისახო და ყოველთვის, როდესაც შესრულდება ჩემი ოცნება, მე უნდა ვიოცნებო კიდევ უფრო დიდ რაღაცაზე და ამ ოცნების ასრულების გზების ძიების დროს, ბედნიერი ვიქნები?
და უპასყხა მეფემ:
- დიახ.


















თავი 20


რამდენიმე დღეა რიტმულად წვიმს...
რამდენიმე დღეა, ჩემში სულდგუმლობს ნეტარი ზეცა...
თითქოს, ისიც აქაა... ჩემშია და გულის ნადებს, მასთან ერთად იზიარებს.
დიახ... ბედნიერი ღიმილი ეფინება, ჩემს მეწამულ სახეს, თუმცა რეალურად... ? რეალურად ვერავინ იზიარებს, შენს გულისტკივილს. ერთიღა დაგრჩენია... ყალბი ნიღაბი მოირგო და სამყაროს სისასტიკეს ფარული მზერით შეეგებო.
ეს ყოველივე კი, საერთოდ არაა რთული.
უფრო მეტად დამღლელი ეტაპი იქნებოდა ის, რომ უგუნურს გრძნობების სიწმინდეზე ესაუბრო.
მათ, ხომ არ ესმით...
აქ ხომ სიყვარული სიკვდილით ისჯება... ? ჰაჰ....


ადამიანებთან ლაპარაკი, ხომ რთულია... რთულია, რადგან თუ გულს გადაუშლი, ისეთ ადამიანად დაგინახავებ, რომელიც მათთვის ნამდვილად უცნობი აღმოჩნდება. არ შეეგუებიან, შენს რეალურ ,,მეს“ და მყისიერად შეეცდებიან, შენს დაჩრდილვას... აღმოცენდება ღრმული... ამოდენ დიდი ნაპრალი... გაიპობა, გაიხლიჩება ყოველი ერთმანეთთან მისასვლელი გზები და გაუვალ ჩიხში აღმოჩნდებიან. განა ბევრს შეუძლია, ახალი და უცხო ინფორმაციის მიღება? (უფრო სწორად, ვაღიაროთ... არც შეგვიძლია.)
სწორედ ამიტომ, გასაკვირი არცაა, რომ ადამიანებთან საუბარს თავს ვარიდებ... ოთახში ძალაგამოცლილი და ემოციით დაღლილი, საწერ მაგიდას მივუჯდები და ვყვები საკუთარ ამბავს უსასრულოდ... მოურიდებლობის, შიშის, ნერვიულობის, სირცხვილისა და ჩამოუყალიბებლობის გარეშე. ვწერ... ვუყვები ამბავს და ვიცი, მხოლოდ ფურცლების გროვა და უსუსური მელნის ნაკადული, თუ შთანთქავს შინაგან ალიაქოთს.
წერა, ხომ ემოციების დაცლისა და თერაპიის ყველაზე დიდი საშუალებაა...
ამიტომ ვწერ... და ამ ნაწერთა ერთობლიობას, ეპოქის სიცარიელე შევარქვი.

ფიქრებში გართული ვიყავი, როდესაც არსებული ილუზიისგან გამათავისუფლა ხმამ, რომელმაც წუთიერ სამყოფელში მყისიერად დამაკავშირა.
- თამარ! გაემზადე რამდენიმე საათში, დაუთი მოვა! - ამომძახა, დედამ ბაღიდან... მე კიდევ მწარე ცრემლი წამსკდა.





თავი 21


როცა სამყაროს მიმართ საშინელი ჭიდილი გიჩნდებათ ჩაკეტვას სჯობს, არსებულ სიტუაციას მოწყდეთ და ბუნების სასთუმალს შეერწყათ!
ჩემი სხეული, იმ უსუსურ ლეშს ემსგავსება, რომელიც მხეცების საჯიჯგნი ხდება... და ალბათ ხვდებით, რაოდენ იმოსება, ჩემი მეობა სიკვდილის ფერით!
ცხოვრება ჯოჯოხეთია... მთავარია ამ ჯოჯოხეთს გაუძლო და შეძლო ფეხზე მყარად წამოდგომა... შეძლო მრავალი ტკივილის მიუხედავად ფეხები არ მოდრიკო!
ცხოვრება, ერთი დიდი ილუზიაა და ნუ გგონიათ, რომ მხოლოდ სიკეთე სუფევს ამ ქვეყანაზე.
რამდენად მიამიტი იქნებით, მით უფრო წაგლეკავთ ცხოვრება. იმ კლდის ნატეხს დაემსგავსებით, რომელიც მეწყრის გამო, მშობლიურ მიწას ემშვიდობება.
ალბათ მე, რომ სხვა სამყაროში დავბადებულიყავი შევძლებდი, თავისუფლად მემოძრავა, შიშის გარეშე... ნებისმიერ ადგილას.
ალბათ შევძლებდი, რომ უსამართლობის ნამცეცები აღმომეფხვრა.
ალბათ შევძლებდი, წარსულის კვალის მოშორებას, რომელიც ასე მტკიცედ გვაწევს ზურგზე.
მე ვიქნები, ერთი ჩვეულებრივი გოგონა, რომელიც ნატრობს მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებასა და თავისუფალ სიყვარულის შესაძლებლობას.
რეალობა მწარეა და მე გეუბნებით, გოგო, რომელიც მეთოთხმეტე საუკუნის, მწვავე შრამის მატარებელი გახდა...
რომელზეც სამყაროს სისასტიკემ უდიდესი კვალი დატოვა...
რომელიც ყოველი სირთულის მიუხედავად, დაუღალავად იბრძვის.
იბრძვის და ეს ბრძოლა იოლი სულაც არაა...
ეს ომი, იმაზე მეტად დაუნდობელია, ვიდრე დღესდღეისობით ქვეყნებს შორის განხეთქილება!


***

ვიკაზმებით... ვიკაზმებით და ვემსგავსები ხელოვნურად აწყობილ გოგონას, რომელსაც ყოველგვარი გრძნობა გულში ჩაუკლეს.
ვიკაზმებით... ვიკაზმებით და ეს ტანისამოსიც ძლიერ მბოჭავდა, თითქოს კაწრავდა, ჩემს სულს. ეხებოდა და დიდი განხეთქილების მიზეზი ხდებოდა.
მწვავს კანი და ოხ, როგორ მინდა მალე შემოვიხიო ცეცხლივით მწველი ნაჭერი!
როგორ ეტყობა, რომ ისიც მორჩილია უსამართლო კანონის და როგორ ცდილობს, ჩემს შენიღბვას თავისი ,, მშვენიერი “ ბაფთებით!
სიკვდილის სუნი მცემს, თუმცა ისიც არ ვიცი, რეალურად რა სუნი აქვს. ალბათ ნაგვის, რომელიც თანდათანობით იხრწნება...
და ნუთუ ცდილობენ, მეც ნაგვისავით გამხრწნან, ამ სისხლისმსმელმა, უსინდისო არსებებმა?!



***
- რას აპირებ, ჩემო მზეო? შენს სახეზე ტანჯვას, რომ ვკითხულობ სულიერად და ხორციელად ვკვდები... ოღონდ, ეს არა... ოღონდ, შენი მარგალიტივით ცრემლები, არა... არ ღვარო ცრემლი... არ სდიოდეს, შენს ვარდივით სახეს მდინარის ალი! - დამიანე სახეზე მეფერებოდა, ხოლო მე მოვთქვამდი და ერთიანად ვცახცახებდი.

ჩემი ყოველი ორგანო თრთიდა....
ტყდებოდა...
უფერულდებოდა...
კვდებოდა...
გული გამალებით ცემდა და ასე მეგონა, ეს-ეს იყო საგულიდან ამოხტებოდა! ეს-ეს იყო მთლიანად ამოხტებოდა და დამტოვებდა მფეთქავი ორგანოს გარეშე, რომელიც ასე ძლიერ ესაჭიროებოდა მომაკვდავ სხეულს!
- ცუდად ვარ... უბრალოდ ცუდად ვარ... სულ მალე დაგკარგავ... ისე დაგკარგავ, რომ ჩემთანაც არ იყავი... მაშინ გაგიშვებ ხელს, როდესაც პირიქით... ახალი ეტაპი უნდა შეგვექმნა.
ვკვდები, დამიანე... ვიფიტები... გესმის?
გული მესერება, როდესაც წარმოვიდგენ, შენს მკლავების მაგივრად სხვას ვეხები.
სხვისი მზერის უკან შენ დამიდგები...
ვკვდები...
ვუფერულდები...
ვიფიტები... !!


- შემომხედე, თამარ! შემომხედე! მე შენს დათმობას არ ვაპირებ! შენ ხარ, ჩემი მამოძრავებელი ძალა! შენ ხარ ადამიანი, რომლის გამოც ძგერს უსუსური გული... შენ ხარ... უბრალოდ, შენ ხარ ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე მეტად შევიყვარე! ვერ დაგთმობ! მაგას სიკვდილი აჯობებს და მოდი აქვე დავასრულოთ ყველაფერი... რთული იქნება... საშიშიც, მაგრამ სიგრამ ამ ნაბიჯის შემდგომ ვერავინ ეცდება, ჩვენს დაშორებასა და ზღვრის აღმართვას! მე ვრისკავ და გავრისკავ, საკუთარი თავის სიცოცხლის ფასად, ჩვენს სიყვარულს! მე მზად ვარ... მზად ვარ შევუერთდე ცათა სასუფეველს და იქ შენთან ერთად შევაბიჯო სამოთხის კარში... ვიქნებით ერთად... არანაირი გვემისა და ტკივილის გარეშე... ვიქნებით ერთმანეთის სიყვარულში გახვეულნი მარადიულად! არ გაქრება... არ დაიკარგება... ჩემი ხარ! იმ დღისითვე, ჩემი გახდი, როდესაც შენს შეცბუნებულ მზერაში ამოვყავი თავი... მზად ვარ... მზად ვარ, ეპოქის სიცხადე დავარღვიო... მზად ვარ საკუთარი თავი სიყვარულის ხარჯზე დავთმო!





***

ციოდა... თითქოს ამინდიც ეწინააღმდეგებოდა, ჩვენს გადადგმულ ზღვარს...
ციოდა... სიცივის მიუხედავად, მაინც ვგრძნობდი სულიერ შვებას.
უკვე სახლთან ვართ... ზუსტად იქ, სადაც ქორწილის სამზადისი მიდიოდა.
ფულის ტომარა, ჩემს დანახვისას შემოტრიალდა. პირისპირ დამიდგა და ეშმაკისეული მზერით გამიღიმა...
სისხლის ნაკადიც კი მწვავდა... ეს საღამო მაინც ბოლო წუთების მატარებელი იქნებოდა, ამ სამყაროში. სიცოცხლის ბოლო წამებში კი, ვაპირებდი, იმ საკუთარი თავის გამომჟღავნებას, რომელიც ამდენი ხანი, ჩემში იდებდა სათავეს.
ფულის ტომარის ხელი სწრაფად და კუშტად მოვიშორე, თითქოს ვაგრძნობინე თუ როგორ მძაგდა, მისი შეხება.
- თავს რატომ არ მანებებ, შეძლებულო ბიჭოვ?! - ვთქვი მკვახედ. სანამ რამეს იტყოდა, ერთი ღრმად ჩავისუნთქე და დინჯად თვალებავრემლებულმა განვაგრძე საუბარი. - ერთი ბიჭი მომწონს, რატომ მაძალებ?! ან იქნებ ასეც უნდა მომხდარიყო. სიმართლისთვის თვალებში უნდა ჩამეხედა... მართალია ვერ გავექეცი... არ გამომივიდა... ვერ გავექეცი, მის უფსკრულივით შავ თვალებსა და სული მასში დავღაფე... მაგრამ ვის ვესაუბრები, ადამიანურ გრძნობა- სიყვარულზე? ადამიანს, რომელსაც ღვარძლის მეტი არაფერი დაუთესავს, ამ ქვეყანაზე!

გრძნობა არეული, ძლივს ვახერხებდი სიტყვების გადაბმას ერთმანეთზე... არადა რამდენი რამის თქმა სურდა, ჩემს უმეტყველო ბაგეებს... ალბათ, ბოლომდე მაინც ვერ ბედავდა თქმას.
როდის უნდა დაიშალოს კაცური ღირსებები? ან თუნდაც გააჩნდა კი, დაუთს ადამიანური მორალი? არამგონია... ყველაზე მეტად მაშინ ეცემი დაბლა, როდესაც ქალზე აიღებ ხელს! შენი არაკაცობა, სწორედ აქ ვლინდება!
დიახ... ჩემი სიტყვების შემდგომ დაუფიქრებლად გამარტყა, თავისი უტიფარი ხელისგული, ჩემს ნაზ კანს... ინერციით მიწაზე დავვარდი და გვემა დავიწყე. იგი, როგორც გაშმაგებული მგელი, ისე განაგრძობდა, ჩემთვის მრავალი უღირსი სიტყვების ძახილს.
- კახპა ხარ!!! ნამდვილი მდაბიო კახპა!! თავი ვინ გგონია? ვის უბედავ ამგვარ საქციელს, მოხელის შვილოვ?! როგორ უდგები წინ კანონს და უღირსად თელავ ჩემს სახელს! ამას არ შეგარჩენ! დღესვე აღსრულდება სამართალი! ახლა კი სანამ დროა, მითხარი იმ მამაძაღლი კაცის სახელი! ერთად უნდა დალიოთ სული!
მე კი ვდუმვარ.. ხმას ვერ ან არ ვიღებ... ეპოქის სიცარიელე მტანჯავს და ჩემი მოტივი მხოლოდ და მხოლოდ სიკვდილიღა იყო... მინდოდა მალე დასრულებულიყო ყოველი წამი და მომნიჭებოდა უკუნითი თავისუფლება, საყვარელ მიჯნურთან ერთად!
არავინ თქვას, რომ სიყვარულისთვის ბრძოლა არ ღირს! რამდენ ჩიხშიც არ უნდა აღმოჩნდეთ, მაინც დაუღალავად უნდა ცდილობდეთ მიჯნურამდე გზის პოვნას!
მე საყვარელი კაცისთვის სიცოცხლე დავთმე...
მე საყვარელი კაცისთვის, ეპოქის მწვავე რიტმს ფეხი ვუცვალე...
მე ვიყავი თექვსმეტი წლის გოგო, რომელსაც მთელი გულით უყვარდა და ამის გამო სიკვდილისაც არ ეშინოდა.
მე ვიყავი გოგო, რომელმაც ეპოქის სტერეოტიპი ალბათ დაარღვია.
- დროზე თქვი, მისი სახელი თორეეემ?!!! ჩემი ხელით გამოგღადრი ყელს!!! - ფეხის მუცელში ჩარტყმას აპირებდა, როდესაც დამიანე გამოჩნდა და დაუთი შეაჩერა.
- რას ერჩი მომაკვდავ გოგონას, დაუთ? იქნებ, ჩემთან გაქვს პრობლემა და სჯობდეს როგორც კაცებმა ერთმანეთთან ვისაუბროთ. თუ უსუსურ ქალებზე შეგწევს ძლიერი ძალა?
- დამიანე?... შენ?... შენ ხარ ამ კახპის ამყოლი ხელი? შენ ხარ, ის კაცი, რომელმაც ქვეყანას უღალატა?! გრცხვენოდეს... გრცხვენოდეს, დამიანე! მეფე, თქვენს ოჯახს ძლიერ ნდობას უცხადებდა, შენ კი... ?!
- ახლა ვისაც უნდა რცხვენოდეს, პირველ რიგში, თქვენ, ბატონო დაუთ! ოცდახუთი წლის ახალგაზრდა, მანდილოსნებთან მოპყობას, არ უნდა გასწავლიდეთ!
დამიანე მომიახლოვდა... გული გამალებით მიცემდა... ამ ყოველივეს ყურებას, უბრალოდ სჯობდა, მიწად ვქცეულიყავი, მაგრამ ყველაფერი საშინლად იწელებოდა! ყოველი გრძნობა იხრწნებოდა, გარდა დამიანესთან არსებული ნიშანი.
- შეიპყარით! - გასცა ბრძანება, დაუთმა და შვებით ამოვისუნთქე.
ჩემი და დამიანეს თითები, ერთმანეთს იყო შეზრდილი და მანამდე აგრძელებნენ მიჯნურები კოცნას, სანამ ორმა მცველმა ისინი არ დააშორეს.
მეტი აღარაფერი მახსოვს... ალბათ იმიტომ, რომ გული წამივიდა და ალაგ-ალაგ მესმოდა დამიანეს მიყრუებული ხმაც.




***

დამიანე და მე ქალაქის შემაღლებულ ადგილზე ვიდექით...
წვიმდა... წვიმდა და სახეში გვტყორცნიდა, მის შვილობილ წვეთებს!
ჩვენს გარშემო, დაზომბირებული ხალხი შეკრებილიყო, რომლებიც უემოციო სახით აკვირდებოდნენ, გარემოში არსებულ წყვდიადს.
სისხლის კვალი შემორჩენილა. ალბათ წინა ახალგაზრისგან იქნა დანატოვარი.
ბრბო სისხლს მწოვდა და ერთიანად მანადგურებდა. ალაგ-ალაგ ვიგებდი წამოძახილებს, რომლებიც სრულიად არ იყო სასიამოვნო...
,, ოჯახის შემარცვენლები... კაი, ეს გოგო ჯანდაბას! ამხელა კაცი რამ გადარია. უღირსები.
შვილო უყურე კარგად და დაიმახსოვრე, თუ ჭკვიანად არ იქნები, შენს ეს ბედი გეწევა! ყველა კახპის ადგილი აქაა, შვილო. ღმერთი არავის ინდობს, ამიტომ არ უნდა განვარისხოთ, იგი!
ამ გოგოს კი შეხედეთ, როგორი ბედნიერი სახით უყურებს, თავის უღირს მიჯნურის!
ვაი, საცოდავო დედავ?! ამისთვის იტანჯე, მთელი თვეები, რომ საბოლოოდ ამნაირი შვილი გაგეჩინა?
ასეთი შვილის ყოლას, სულ რომ არ დაბადებულიყო სჯობდა!
კახპა! “

- ბრალი გედებათ ქვეყნის წესების დარღვევაში! - გაისმა ძლიერი ხმა. - განაჩენი კი თქვენთვის ნაცნობი, სიკვდილით დასჯაა! თავი მოჰკვეთეთ!


არ მეშინოდა... სრულიად არანაირ გრძნობას განვიცდიდი, ალბათ იმიტომ, რომ ყველა ემოციაა ჩემში სახლობდა.
დამიანე ახლოს მედგა... ისე ახლოს, რომ გამერკვია, მისი ბაგეებიდან წამოსული სიტყვა.
- მიყვარხარ... მიყვარხარ და გახსოვდეს, ამ გრძნობას ვერავინ წაგვართმევს!

ავტირდი...
დამიანეს გავხედე და ჩაწითლებულთვალებიანმა მივუგე.
- შეხვედრამდე, დამიანე!

ერთი ყიჟინა გაისმა... თითქოს ხალისობდნენ, მსგავს უტიფარ საქციელის სანახაობაზე.
დამიანეს ვუყურებდი... ამ ცხოვრებაში საბოლოოდ.
ვემზადებოდი, ყოველ წამს სიკვდილისთვის და გარდაქმნისთვის...
ვემზადებოდი, ჩემი გვამიდან ამოსაძრომად და ცათა სასუფეველში ადგილის დასამკვიდრად.
თუმცა ლოდინი მარადიულად გაგრძელდა...
ისეთი ენთუზიაზმით ველოდი სიკვდილს, რომ ჩემი თავი მაშინდებდა...
ხალხის ხმას ვგრძნობდი...
ხარბად ვუსრყტავდი უსამართლობით აღსავსე ჰაერს, რომელიც ფილტვებს მიწვავდა.
რაღაც ხმა გავიგე... გაელვების მსგავსი...
შემდგომ ძლიერი, ბასრი შეხება ვიგრძენი, ჩემს კისერზე.
შემდგომ კი? ... უბრალოდ არაფერი.
სიცარიელე და წითელი ლაქა.

























თავი 2




გამიჯნურნი სამოთხე და ჯოჯოხეთი











თავი 22

დრო გადიოდა... წამს წამი ემატებოდა და წუთს კი წუთი... დღეები ნელდებოდა და ღამე გვიდგებოდა...
ბოლო შეგრძნებისგან რას მახსოვს, ძლიერი ტკივილია კისრის არეში და შემდგომ არაფერი...
ფაქტობრივად, სრული სიცარიელე და უკუნითი სევდა... !
თვალის გახელისას მეგონა, რომ ყველაფერი ახლა იწყებოდა, თუმცა შევცდი... სწორედ, ახლა მთავრდებოდა ყველაფერი.
სიყვარულის ფერები თან დამდევდა...
მოსვენებას მიკარგავდა და თავგზას მიბნევდა...
მეგონა სიკვდილთან ერთად, თან გაქრებოდა ყოველი სულიერი ტვირთი, თუმცა სიცრუე აღმოჩნდა... ახლა უფრო გამიმძაფრდა ყოველგვარი გრძნობა.
ჩემს უსულო სხეულს ზემოდან დავყურებ და ერთიანად მზარავს.
შემზარა, ჩემმა უსუსურმა სხეულმა, რომელსაც ზედ ეპკურებოდა წითელი სისხლი.
თავისუფლებისთვის დაღვრილი სისხლი...


თვალებს გიჟივით ვაცეცებდი... სიმწრის ცრემლები მდიოდა... ერთიანად ვკანკალებდი და დამიანეს ვეძებდი.
დამიანე არსად ჩანდა, თითქოს მიწას ჩაეყლაპა და აქაც ერთად ყოფნის საშუალებას გვიქვეითებდა... აღარ ვიცოდი სად ვეძებო, რომელ მდელოზე ავიდე და ზეცას შევევედრო, რომ მაპოვნინოს ჩემი სატრფო, რომელსაც ხელს ჩავჭიდებდი და ველად გავიქცეოდი.


ტკივილი მიმძაფრდება... თურმე ყველაზე საშიში გრძნობა, მარტოობის შეგრძნება ყოფილა, რიმელიც თავს გატყდება და გამოფიტული სხეულიდან წითელ სისხლს ამომწოვდა.
ჩემი შეხედულება თურმე რეალური ყოფილა, თუმცა მაინც ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე სამოთხის მკვიდრი გავხდებოდი...
ჩემი ბედი ედემის ბაღს დაუკავშირდა და დამიანესი?...
უცბათ თითქოს გონება გამინათდა... ერთიანად ცაზე გამოისახა კაშკაშა მზე, რომელიც ჩემს აღმოჩენას ფაქტობრივად ეთანხმებოდა.
არ ვიცი რა უნდა გამხარებოდა და რა მწუხარების მიზეზი გამხდარიყო ჩემი.
მთელი სამოთხის კარი შემოვიარე თუმცა, დამიანეს კვალი არსად მიპოვია...
იქნებ... იქნებ, მისთვის ჯოჯოხეთის ველი აღმოჩნდა ხსნილი?!
გული დამიმძიმდა... ჩემი შინაგანი მეობა ერთიანად ცახცახებდა და დაუოკებელ მონატრების გრძნობას შეიგრძნობდა.
მთელი ძალით მივრბოდი... მივრბოდი უმისამართოთა და გაუანალიზებლად.
კოჭები წითლად შეიღება... ტკივილი თვალებს მიბნელებს, თუმცა შინაგან მიძინებულ ძალას ვაღვიძებ.
ნისლი ჩამოწვა... უცბათ იქუხა და ჩემს წინ მომწვანო ხეს, ძლიერად დაეცა.
გამცრა... ადგილზე მივეყინე, თითქოს მიწამ ფესვები მეც დამიკავშირა და მოსვენების საშუალებას მიკარგავდა.
მთელი გულით ოხვრა დავიწყე, ჩემი გული ინერციით ვენებს ენარცხებოდა და სიცოცხლის ხალისს მიკლავდა. ( თუმცა მე უკვე მკვდარი ვიყავი, მაგრამ თავს მაინც ცოცხლად ვგრძნობდი. )
- დამიანე... ჩემო ნათელო ვარსკვლავო... მითხარი სად ხარ, გთხოვ გამოჩნდი... გთხოვ მომხვიე ძლიერი მკლავი, მე ხომ ასე ძალიან მჭირდები... ! სიკვდილის დროსაც, რომ არ გვასვენებენ... უშენოდ არცერთი წამი მიღირს, ჩემო ვარსკვლავო!

უცბათ კი, თითქოს სამყარომ ფერი იცვალა... უკაცრიელი ადგილიდან თბილ და ტკბილ ადგილას აღმოვჩნდი... გული... ჩემი და დამიანეს მფეთქავი გული, რომლებიც ერთმანეთს ეჯაჭვებიან.
დამიანე ჩემკენ მორბოდა... მონატრების გრძნობა გასამმაგდა... ( არა, გაათმაგდა. ) და მისკენ მიზიდავდა.
სადაცაა ერთმანეთს შევერწყმებოდით, თუმცა?...
ჩვენს შორის უფერო ზღვარი აღმართულიყო... ზღვარი სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის.

***

- ეს რა არის?! სამყარო, ჩემს წინააღმდეგ ომს აცხადებს, თუ ეს რა ხუმრობაა? რატომ ვერ გეხები, დამიანე! რატომ არ შემიძლია, რომ შენს სხეულს მივეკრო! მითხარი დამიანე! შენ, ხომ ყველაფერზე გაგაჩნია პასუხი. მითხარი... გთხოვ, გაიმეტე რაიმე სიტყვები, დამიანე, თორემ ეს გამეფებული წყვდიადი, ძალიან მაშინებს. - ავქვითინდი.
- არა... არა, ჩემო კარენინა! ოღონდ შენი ცრემლები, არა...
- რატომ ხარ ჯოჯოხეთში და არა სამოთხეში, დამიანე?! რითი განარისხე ყოვლისშემძლე ღმერთი?- ვკითხე თვალებაცრემლებულმა.
- არა... ამაზე საუბარი არ გვინდა, თამარ... თავს როგორ გრძნობ?- თავის არიდება გადაწყვიტა.
- კითხვა კიდევ უნდა გავიმეორო, დამიანე?- თვალებში ჩავხედე.
- ... კაცი მოვკალი.
- რას ნიშნავს კაცი მოკალი?! ამიხსენი, დამიანე!
- ყველაფერი ისე არაა, შენ როგორც გგონია... ეს ძალიან ადრე იყო... ასე თვრამეტი წლის ვიყავი, როდესაც ომში კაცის მოკვლა გახდა საჭირო... ! იმედია გამიგებ... იმედია ამ ყოველივეს გამო არ შემიძულებ.- მითხრამ მან, მაგრამ ვგრძნობდი, რომ აქ სხვა რამეში იყო საქმე.

***

რამდენიმე კვირის შემდგომ...
- დამიანე... დამიანე აქ ხარ?!- აღელვებული ვეძახდი სამოთხის კარიბჭიდან.
- ყველაფერი კარგადაა, თამარ?!- აშკარად შიშს გრძნობდა.
- იცი?...- სიტყვა გამიწყდა.
- ხო, კარენინა. - აღელვებულ თვალებს იგი მაპყრობდა.
- დამიანე... ჩემო ნათელო ვარსკვლავო... იცი? ... ორსულად ვარ! - ძლივს აღმოვჩნდი აღელვებულმა.
- რა?! თამარ... ჩემო კარენინა, ნუთუ ეს ყოველივე რეალურია? ნუთუ მალე მამა გავხდები?- სიხარულის ცრემლები ედებოდა, დამიანეს ულამაზეს სახეს.

დამიანე ჩემკენ წამოიწია. საზღვარი მხოლოდ ჩემმა ხელმა დაარღვია, რომელიც მის სახეს ელამუნებოდა. ერთმანეთს თვალებაცრემლებულნი ვუყურებდით. მე, დამიანე და პატარა მუცლადმყოფი მართა ან მათე.
უეცრად კი დიდი ქარბორბალა დაგვატყდა თავს...
გაუსაძლისი ხდებოდა მიწაზე მყარად დგომა.
ჩემი სხეული აქეთ-იქით ირწეოდა.
ჩემსა და დამიანეს შორის ნისლთა ნაკადი ეფინებოდა.


***

ყველაფერი რამდენიმე საათში დალაგდა.
დამიანე, ჩემს წინ სახეშეცვლილი იდგა... თმები დაგრძელებოდა, ხოლო თავზე ეშმაკის რქები ედგა.
ჩემი სხეული ანგელოზისას ჰგავდა.
ერთმანეთს ისევ ჩავეხუტეთ და თვალებით სიყვარულის მუხტს ერთმანეთს ვუწილადებდით.

სწორედ ასე წარმოიშვა სამოთხის მმართველად თამარი, რომელიც მუცლით სიყვარულის ნაყოფს ატარებდა, ხოლო დამიანე ჯოჯოხეთის მწვავე, ცეცხლოვან ცხოვრებას განაგებდა.

***

მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არ რა გიყვარს... მთავარია მისდამი გრძნობები, ყველაზე წმინდა იყოს, სხვა გრძნობებთან შედარებით.
ეს ისტორია, წმინდა სიყვარულის სიწმინდეზეა დაფუძნებული, რომელმაც ეპოქის მწვავე მარწუხებმაც ვერ მიაყენა ზიანი.
სიყვარული მარადიულია და გჯეროდეს, რომ ამ ცხოვრების შემდგომაც გადაიკვეთება შენი და შენი მიჯნურის სიყვარულის გზები.




დ ა ს ა ს რ უ ლ ი













ს ა მ ა დ ლ ო ბ ე ლ ი


მადლობა უსაყვარლეს გოგოებს, თეა ინასარიძესა და ანაბელ შველიძეს, რომლებმაც საკუთარი თავის წრმენა შემმატეს... დაუღალავად მედგნენ გვერდში.
ასევე ყველაზე ფერად გოგონას, გვანცა გუბელაძეს... რომელმაც საკუთარი თავი მაპოვნინა და რწმენა მომცა, რომ მწერლობის კვალი გამეგრძელებინა.
საბოლოო ჯამში კი უღრმესი მადლობა, ჩემს მკითხველს, რომლებიც ამ დროის განმავლობაში, ჩემი ისტორიის ნაწილნი გახდნენ.



№1  offline მოდერი Mary Drey

უჰ... იმედი მაქვს მოგეწონებათ ეს ნაწარმოები... <3 მადლობა თითოეულ თქვენგანს!

 


№2  offline წევრი Debby Ryan

არ ველოდი ასეთ დასასრულს.
არა, განა ისეთს რომ ასე დამთავრდებოდა, აი ისეთს, სამოთხეო... ჯოჯოხეთიო... ანგელოზიო... ეშმაკიო... ხომ მიხვდი არა?
ეს მოთხრობა დიდი ემოციების, სიყვარულის და პრობლემების მატარებელია. არ არის რიგითი მოთხრობა, რომელშიც მხოლოდ სიტყვებია და არანაირი შინაარსი.
მთელი ამ დროის მანძილზე გაფაციცებით ველოდი თავებს, ზოგჯერ მაგვიანდებოდა და ვწუხდი, რომ პირველი ვერ ვკითხულობდი არ ვიყავი პირველი ვინც ამ საოცრებას წაიკითხავდა.
ჩემთვის ეს მოთხრობა, არა მარტო სიყვარულის მსწავლებელი, არამედ ერთგულების, მეგობრობის, სადღაც შორს საქართველოს ისტორიის.
სიტყვები ზედმეტია, ემოციების ქვეშ ვარ და აზრებს ვერ ვალაგებ.
უბრალოდ მადლობა რომ არსებობ.
მეამაყება ქართველი რომ ხარ.
იმედია შვებულება ხანგრძლივი არ იქნება.
მიყვარხარ, ყვავილო! <333

 


№3  offline მოდერი Mary Drey

Debby Ryan
არ ველოდი ასეთ დასასრულს.
არა, განა ისეთს რომ ასე დამთავრდებოდა, აი ისეთს, სამოთხეო... ჯოჯოხეთიო... ანგელოზიო... ეშმაკიო... ხომ მიხვდი არა?
ეს მოთხრობა დიდი ემოციების, სიყვარულის და პრობლემების მატარებელია. არ არის რიგითი მოთხრობა, რომელშიც მხოლოდ სიტყვებია და არანაირი შინაარსი.
მთელი ამ დროის მანძილზე გაფაციცებით ველოდი თავებს, ზოგჯერ მაგვიანდებოდა და ვწუხდი, რომ პირველი ვერ ვკითხულობდი არ ვიყავი პირველი ვინც ამ საოცრებას წაიკითხავდა.
ჩემთვის ეს მოთხრობა, არა მარტო სიყვარულის მსწავლებელი, არამედ ერთგულების, მეგობრობის, სადღაც შორს საქართველოს ისტორიის.
სიტყვები ზედმეტია, ემოციების ქვეშ ვარ და აზრებს ვერ ვალაგებ.
უბრალოდ მადლობა რომ არსებობ.
მეამაყება ქართველი რომ ხარ.
იმედია შვებულება ხანგრძლივი არ იქნება.
მიყვარხარ, ყვავილო! <333



ვაიმეეე... ყველაზე საყვარელი ადამიანი ხარ!!!
სამოთხე და ჯოჯოხეთის არსებობის არ მწამს, მაგრამ მაგ დროს რა გადამიტრიალდა ნამდვილად არ ვიცი. :დდდ თორმეტი წლის მარიამს ცოტა არ იყოს ვერ გავუგე მაგ მხრივ.

მიხარია თუ მოგეწონა თუ ოდნავი ემოცია მაინც აღძრა შენში!
მეც ვიმედოვენბ თუ შვებულება დიდხანს არ გამიგრძელდება.
მიყვარხარ... მიყვარხარ და შეხვედრამდე!
იმედია კიდევ გადაიკვეთება ჩვენი გზები.

 


№4  offline მოდერი ენქეი

ძალიან კარგია heart_eyes

 


№5  offline მოდერი Mary Drey

ენქეი
ძალიან კარგია heart_eyes


ენქეი... მადლობა დიდი! <3

 


№6  offline წევრი ელენე (ნენე)

მომეწონა. წარმატებები!

 


№7  offline მოდერი Mary Drey

უბრალოდ ნენე
მომეწონა. წარმატებები!


უღრმესი მადლობა, ნენე! <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent