ელენა {სრულად}
......... ეს ისტორია სიყვარულითაა სავსე , სხვადასხვა სახის და ფერის სიყვარულით ,არა'ჩვეულებრივი გრძნობებითა და ურთიერთობებით. ბევრი შეცდომით, ცოდვებით, არასწორი ნაბიჯებითა და გზებით ცხოვრობენ გმირები დიდხანს , ალბათ ისე როგორც მილიარდობით ადამიანი . იდეალური სამყაროში არაფერია და მათ შორის გმირებიც ,რომლებიც ამ პატარა ისტორიაში "გამოვამწყვდიე". წერის დროს ბევრი ემოცია მივიღე ,რამდენჯერმე ტირილის ზღვარზეც მივედი რაც შესაძლოა მკითხველმა ვერც განიცადოს ამ დოზით რადგან შეუძლებელია ის დავწერო რასაც ვგრძნობ წერის პროცესში. სევდიანია, ალბათ დასასრულიც არ გამოვიდა ისეთი როგორსაც ბევრი ელოდა,მაგრამ სხვანაირად ვერ შევძელი. მინდოდა ბევრი რამ დამეწერა, აღმეწერა კიდევ უამრავი ურთიერთობა და ვერ ველეოდი ელენას ცხოვრებას, მაგრამ გაჩერება ვარჩიე . დიდხანს ვცდილობდი, ელენას ტყავში მყოფი ვცდილობდი სხვანაირად გამეგრძელებინა ცხოვრება, მაგრამ არ გამომივიდა . იმედი მაქვს თქვენთანაც დატოვებს ეს ისტორია ემოციებს ცოტა ხნით მაინც ... ელენა ძლიერი ქალია საკუთარი სისუსტეებით ! 04.06.2020 ......... მანქანას სწრაფად მართავდა, ნაწვიმარ გზაზე მზის სხივები ეცემოდნენ. თენდებოდა, საფლავებს შორის რომ გამოჩნდა ქალის სხეული. სწრაფად მიაბიჯებდა, ზეპირად იცოდა გზა და მალევე მიაღწია დანიშნულების ადგილას. არც ყვავილები ჰქონდა თან , არც შავებით იყო შემოსილი. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ტანზე გამოყვანილი კაბა და პიჯაკი ეცვა , თმა მაღლა ჰქონდა შეკრული მისი სახის ნაკვთები ისე კარგად ჩანდა ერთი შეხედვაც კი საკმარისი იქნებოდა მის დასამახსოვრებლად. ღრმად ჩაისუნთქა და ქვაზე გამოსახულ კაცს გაუღიმა -სად წახვედი მერამდენე ღამე არ მესიზმრები და არ გრცხვენია? იმედია მანდ ვინმე არ იპოვნე და არ გადამიყვარე . ხო ვიცი რომ ერთგულებით არ გამოვირჩევი ,მაგრამ მე და შენ ხომ შეთანხმება გვქონდა? ჩემი ქმარი შენს გარდა არავინ იქნება , არავის მივცემ უფლებას გრძნობები გამიჩინოს . სად წახვედი , გინდა ავფორიაქდე და მომენატრო ხომ? მანდ ზიხარ იწვი ჯოჯოხეთის ალში და კიდევ მაწვალებ , სირცხვილია ერეკლე . არ გეკადრება ასე მოქცევა - ტუჩები დაბრიცა და სიარული დაიწყო . შორიდან ვინმეს რომ დაენახა იფიქრებდით გაგიჟდაო,მაგრამ მისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო . ასე მარტო მოდიოდა , ელაპარაკებოდა უფრო ხშირად ეჩხუბებოდა და მერე მიდიოდა - როგორ ტყუილად გელაპარაკები ცოცხალი რომ იყავი მაშინაც ირონიული ღიმილით მიყურებდი და ელოდი სანამ ენერგია გამომეცლებოდა ახლა რას ველოდები , სულ გავგიჟდი . შენი ბრალია ყველაფერი იდიოტი იყავი იდიოტად მოკვდი დამიტოვე თავზესაყრელად საქმეები, შურისძიება, ბრაზი, შენ რა გენაღვლება წახვედი და დაისვენე. მეტი არ მინდა მანდ ვინმესთან ერთად დამხვდე გაგაქრობ სამუდამოდ ! - ცოტა ხანს გაჩერდა ,მერე თითები ჩამოუსვა ქვაზე გამოსახულ სახეს და შუბლით მიეყრდნო- როგორ მენატრები შენ აზრზე არ ხარ- წლები იყო გასული, თითქოს მშვიდად იყო ,მაგრამ ყოველ ჯერზე როცა ცივ ქვას ეხებოდა სული ეყინებოდა. არაფერი აქრობს ტკივილს, უბრალოდ ებრძვი , დრო გადის , ცხოვრებას აგრძელებ და რაც უფრო ძლიერი ხარ უფრო მყარად დგამ ნაბიჯებს წინ . ისიც ასეთი იყო ამაყი, თავქარიანი, საშიში და მაინც პატარა გოგო ხდებოდა როცა ერეკლეს იხსენებდა. მანქანასთან დაბრუნდა .ფეხსაცმელი დაესვარა , კაბაც დაუსველდა და ასე ვერ წავიდოდა კომპანიაში ამიტომ სახლში გავლა გადაწყვიტა. იმ დღეს დაბრუნდა მივლინებიდან, დროზე ადრე მოაგვარა ყველაფერი, სასწრაფოდ თათბირი ჰქონდა დანიშნული . მანქანა ეზოში გააჩერა და სწრაფად დაიძრა სახლისკენ. კარის გაღებისთანავე საშინელი სუნი დაეტაკა, სუნთქვაც შეუკრა გრილი წვიმის შემდეგ იმ მძიმე ჰაერმა . სასმელის, მოსაწევისა და კიდევ ათასი უბედურების სურნელმა რომელიც ერთმანეთში ისე იყო შერეული საოცარ ნაზავს ქმნიდა. ირგვლივ მიმოიხედა, კიბის საფეხურზე რომ ასულიყო ლუდის ქილას გადააბიჯა, იმდენი რამ ეყარა იატაკზე დანახვაც აღარ უნდოდა. რამდენიმე წამში საძინებლის კარში იდგა , რომელიც ღია დახვდა და უბრალოდ გვერდს ვერ აუვლიდა ისეთი სანახაობა იყო . ორი შიშველი ლამაზმანი და ერთ -ერთის მკერდზე დამხობილი ახალგაზრდა ბიჭი , გადაპარსული თავით , ოდნავ მოზრდილი წვერით, სხეულზე ტატუებით და დამახასიათებელი ნაკვთებით, რომლითაც ზედმეტად ჰგავდა ქალს , მაგრამ მისი თვალები ერეკლეს ფერი იყო -იოანე - ერთადერთხელ დაიძახა , არც ყვირილი იყო არც ჩურჩული ,მაგრამ სრულიად საკმარისი აღმოჩნდა სამეულის გამოსაფხიზლებლად. ბიჭმა ზანტად გაახილა თვალები დამფრთხალი გოგონებისგან განსხვავებით , მზერა გააყოლა საწოლიდან წამოვარდნილებს ტანსაცმელს რომ ეძებდნენ და მშვიდად წამოჯდა -ვაა დეე ასე მალე დაბრუნდი? - პრიალა მატერია მხოლოდ ფეხებსშორის ჰქონდა მიფარებული, თავზე ხელი გადაისვა მერე სახეზე ჩამოისვა და გოგონებს გახედა . ხელი დაუქნია, კოცნის იმიტაცია გააკეთა და ისევ ქალს მიაპყრო მზერა- არ მეგონა დღეს თუ დაბრუნდებოდი ... - ტუმბოსკენ დაიხარა სიგარეტის ღერი აიღო და ტუჩებსშორის მოიქცია- მოაგვარე ყველაფერი?- კვამლს სიტყვები მიაყოლა და თვალები დააწვრილა -მომენატრე, გაკოცებდი , მაგრამ სურვილი არ მაქვს სანამ არ იბანავებ ... გავდივარ, იმედია ჩემს დაბრუნებამდე ყველაფერს მოაწესრიგებ, დამხმარეებს დააბრუნებ და რომ მოვალ ყველაფერი ისე იქნება როგორც დავტოვე - ფანჯარა გააღო ,სქელი ფარდა გადასწია და შემდეგ ისევ დატოვა ოთახი -მეც მომენატრე ელე- გასვლამდე უთხრა ბიჭმა და სულ ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა არ იყო მკაცრი დედა, არც შეზღუდვები ჰქონდა მისთვის დაწესებული,მაგრამ ჰქონდათ რაღაც დაუწერელი კანონები რომლის დარღვევასაც არ აპატიებდა. დედის ამპლუაში ვერასდროს გრძNობდა თავს კომფორტულად ალბათ იმიტომ რომ თავადაც ბავშვი იყო საკუთარი ოცნებებით, გეგმებით, დატვირთული ცხოვრებით , ფუფუნებაში მყოფი გოგონა რომელსაც რამდენიმე ძიძა ეხმარებოდა ბავშვის აღზრდაში . რაც უფრო დიდი დრო გადიოდა ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ მით უფრო მეტად შორდებოდა დედის სტატუსი, ზოგჯერ მეგობარი იყო ,ზოგჯერ უბრალოდ ნაცნობად გრძნობდა თავს ბოლო დროს კი საერთოდ გაუცხოვდნენ . იაზრებდა რომ 20 წლის ბიჭს ბავშვივით ვერ მოექცეოდა, საკუთარ ნებაზე ვერ აცხოვრებდა და დედიკოს როლს არ ირგებდა, მაგრამ პატარა თაბაგართან მეგობრობაც რთული იყო. ერეკლეს გარეშე დარჩენილს მისი ანალოგის გაზრდა ფაქტობრივად წარმოუდგენლად მიაჩნდა და ცდილობდა როგორმე არ გადაემეტებინა არც მზრუნველობა,არც ნერვიულობა, არც სიყვარული ყველაფერში ცდილობდა ზღვარის დაცვას, მაგრამ იმდენი პრობლემა გაჩნდა , უამრავი საქმე და იმდენად პატარა იყო ამ ყველაფრისთვის რომ თავიდანვე გაექცა სადავეები . ალბათ ყველაზე ცუდად დედობა გამოსდიოდა. თუმცა დედობა ყველაზე რთული საქმე იყო მათ შორის რისი შესრულებაც უწევდა . სანამ გამოიცვალა მანამ დაურეკა მდივანს , საქმეზეც საუბრობდა და თან მოწესრიგებასაც ასწრებდა. საუბრით გართული იყო იოანე რომ შევიდა და მხრით მიეყრდნო გარდერობის კედელს . დაჯდა, ფეხსაცმელი მოირგო და კაბის ელვა შეიკრა . სარკის წინ დადგა, თმა შეისწორა , შემდგე ახალ ჩანთაში გადააწყო ყველაფერი და მოსაცმელიც აიღო -გისმენ - მობილური ჩანთაში ჩააგდო და ყურსასმენებიც მოიშორა -მიხარია რომ სახლში ხარ - ხელი მოხვია ლოყაზე აკოცა და ისიც წამსვე მოდუნდა. ამ დროს სულ უნდებოდა მისთვის ლოყები დაეკოცნა, თმა აერია რომელიც უკვე აღარ ჰქონდა და დიდხანს ყოფილიყო მასთან . ადრე საყვარელი ბავშვი იყო, მოზრდილი თმით , მუდამ მოდურად გამოწყობილი პატარა კაცივით დადიოდა . ადრე თავად აჰყავდა ხელში ან წელში იხრებოდა რომ ჩახუტებოდა , ახლა კი თავისზე მაღალს ეხვეოდა და თავად გრძნობდა თავს დაცულად . ეს აღარ იყო ის შეგრძნება , ახლა თითქოს როლებს ცვლიდნენ და სულ მალე იოანე იზრუნებდა მასზე . -გინდა წამოხვიდე ? თათბირს დაესწრო - ლოყაზე აკოცა და ქვემოდან ახედა -დღეს გამოცდა მაქვს -წუხელ იმიტომ გადაათენე მეცადინეოდი? -ხო , აბა შენ რა გეგონა... ისინი ჩემი კურსელები იყვნენ - მოშორდა და უკანსვლით წავიდა- გოგოებს დავურეკავ , მოვლენ და სანამ დავბრუნდებით მანამ დაალაგებენ ყველაფერს . წარმატებულ დღეს გისურვებ -შენც წარმატებულ დღეს გისურვებ, იმედია გამოცდას ჩააბარებ -ვიმეცადინე-თქო ხომ გითხარი არაა? -არანორმალური- გაეცინა და ისე განაგრძო გზა, გზა უთვალავი საქმისაკენ. არასდროს უნდოდა ბიზნესლედობა, საერთოდ წარმოდგენაც არ ჰქონდა ამ ტიპის ადამიანებზე. არც ოცნებაში ჰქონია თავაწეული, მუდამ სერიოზული სახით მოასიარულე რაღაც მანქანას დამსგავსებოდა და ათასობით ადამიანის მმართველი ყოფილიყო . ახლა კი საკუთარი სურვილებისგან დამოუკიდებლად გახლდათ ქალბატონი ელენა თაბაგარი , არაერთი მაღაზიათა ქსელის მმართველი. პირველად რომ გაიგო ერეკლე რასაც აკეთებდა მოკლედ შეაფასა „ანუ კოსტუმიანი ვაჭარი ხარ?“ პირდაპირი იყო რამაც თაბაგარს განწყობა აუმაღლა ახლაც ახსოვდა მისი სიცილის ხმა ეს რომ უთხრა . რეალურად ასეც იყო ყველა რაღაცას ყიდდა , ვაჭრები იყვნენ ოღონდ საუკუნეების განმავლობაში დახვეწილ , ვარიაცია გავლილ სახეობას წარმოადგენდნენ. უამრავ ბიზმესმენთან ჰქონდა კავშირი , მაღაზიების ქსელში სხვადასხვა პროდუქტი შეჰქონდა და შესაბამისად გამუდმებით უწევდა ახალ მომწოდებლებთან ურთიერთობა, ეს კი იმდენად ცვალებადი პროცესი იყო, იმდენ ენერგიას საჭიროებდა სულ ტონუსში უნდა ყოფილიყო. უამრავი ბინძური თამაშის მომსწრე გახდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში და მაინც მყარად ინარჩუნებდა ერეკლეს მიერ გადაბარებულ საქმეს . იოანეს ასაკის იყო ყველაფერში რომ გაარკვია ერეკლემ , მაგრამ უმცროსი თაბაგარი ინტერესს სრულებითაც არ იჩენდა ოჯახის ბიზნესის მიმართ, ჯერ კიდევ არ აპირებდა გაზრდასა და ცხოვრებით ტკბობის შენელებას არათუ შეწყვეტად. ყელში ჰქონდა ამოსული ადამიანები რომლებიც ფეხქვეშ ეგებოდნენ, რომლებსაც ეგონათ რომ მოატყუებდნენ თუ გაუღიმებდნენ, შეაქებდნენ და ადიდებდნენ. გული ერეოდა ასეთ მლიქვნელ თანამშრომლებზე , მაგრამ ესმოდა რომ ადამიანის ბუნება იყო ასეთი ხშირად სჭირდებოდათ საკუთარი შეხედულებებისა და ემოციების დაფარვა ამიტომ ყალიბდებოდნენ მატყუარებად, აფერისტებად და ფარისევლებად. ყველას ერთმანეთის შურდა, ყველას რაღაც მეტი უნდოდა ,მაგრამ ამისთვის არაფერს აკეთებდა .რასაც ვერასდროს იტანდა სიზარმაცე იყო და ასეთ ადამიანს სიახლოვეს არც ტოვებდა. ძნელი იყო ყველას კონტროლი იმდენ თანამშრომელს უხდიდა ხელფასს,მაგრამ ვისაც წააწყდებოდა არავის ანებებდა . არც დესპოტი იყო და არც რკინის ლედის იმიჯს ირგებდა. ერეკლე სულ ეუბნებოდა პატივს უნდა გცემდნენ , არ უნდა ეშინოდეთ,მაგრამ იცოდნენ რომ საშიში ხარო . განა ცდილობდა რომ მისი ყველა დარიგება დაემახსოვრებინა, მაშინ როცა უსმენდა არც კი წარმოედგინა რომ ერთ დღეს ეს ყველაფერი თავად გამოადგებოდა . მარტო რომ დარჩა შემდეგ გაახსენდა თაბაგარის თითოეული სიტყვა, გაახსენდა და ეცადა კიდეც საქმეში გამოყენებას. ისიც იცოდა რომ ერეკლე ვერასდროს გახდებოდა, თავისი ნიშა ჰქონდა, თავისი სტილი და მაინც არ ღალატობდა მის ზოგ პრინციპს. დერეფანში მიაბიჯებდა , უამრავი ვინმე ხვდებოდა , ყველა იწყებდა მუშაობას, ჯერ კიდევ დილის 10 საათი იყო . მისი დანახვისას არავინ იძაბებოდა , არც გარბოდა, მაგრამ ყველა ესალმებოდა, აკვირდებოდნენ უფრო როგორც ქალს ვიდრე უფროსს. კაბინეტის კართან მისულს შეეგება მდივანი გოგონა 25 წლამდე . ახალგაზრდა, ლამაზი და საყვარელი ნატალია, რომელიც მესამე წელს ითვლიდა ელენას გვერდით. უსიტყვოდ უგებდა ხოლმე და მდივანზე მეტიც იყო რეალურად -კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ქალბატონო ელენა -ნუ იცი ხოლმე ეს ფორმალობები ნატალი ... ყველაფერი მზად არის ? -დიახ , ყველანი გელოდებიან -წავედით- ჩანთა დადო, მოსაცმელი დაკიდა და მოხდენილი მიხვრა-მოხვრით დაიძრა სათათბირო ოთახისკენ. რამდენიმე კომპანიის წარმომადგენელი ელოდა , უმრავლესობა კაცები იყვნენ რომლებსაც ქალბატონთან თანამშრომლობა ღირსებას ულახავდათ, მაგრამ ვერაფერს გააწყობდნენ ვინც ეცადა ყველას მშვიდად მოუგო ვერაგ თამაშში. ქალებისგან კი უფრო მეტ შურს გრძნობდა ვიდრე მამაკაცებისგან , ესეც ნაკლებად ადარდებდა , თავიდან უკვირდა კიდეც იმდენად ვერ იაზრებდა საკუთარ მდგომარეობას დროთა განმავლობაში კი ყველაფერს შეეჩვია . თათბირმა როგორც ყოველთვის მოსაწყენად ჩაიარა, ენერგია გამოცლილებს გადახედა და ამჯერად თათბირის ბოლოს გააოცა ყველა -მინდა გითხრათ რომ ახლახანს გავაფორმე კონტრაქტი ცნობილ ფირმასთან ,რომელიც უფრო ხარისხიან პროდუქტს მთავაზობს იგივე ფასად როგორსაც თქვენ ბატონო მახო - მაგიდის მეორე მხარეს ,სავარძელში მოთავსებულ შუახნის კაცს გაუსწორა მზერა ,რომელიც აქამდე არხეინად იყო ფიქრობდა ელენას მაღაზიების ხარჯზე გაზრდიდა მოგებას ,მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა- ჩემი და თქვენი კონტრაქტი კი აღარ განახლდება ამით დასრულდა ჩვენი თანამშრომლობა. იმედია მალე იპოვნით ახალ ქსელს ან თავად გახსენით ფილიალები თუ გეყოფათ ბიუჯეტი... ამით დავასრულეთ, გმადლობთ ასე ადრიანად რომ მობრძანდით -აფუსფუსებულ მამაკაცებს გადახედა , მახო კი ჰალსტუხს აწვალებდა, ოფლით დაცვარულ შუბლზე ხელისგული გადაისვა . ცდილობდა ყელში მოწოლილი ბრაზი გაეკონტროლებინა,მაგრამ არ გამოუვიდა. კოტრდებოდა, წამის წინ ბედნიერი იყო შემდეგ კი თავზე ჩამოექცა წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ბიზნესი. -კრიზისია , შენ ხომ კარგად ზრდი ფასებს ... ელენა კარგად დაფიქრდი არ ღირს -ბატონო მახო ,თქვენ წინა თათბირზე განმიცხადეთ ყველას თვალწინ კონტრაქტის განახლებამდე რამდენიმე დღით ადრე რომ ფასებს ყველა პროდუქტზე ზრდიდით მეც გითხარით რომ დავფიქრდებოდი მოცემულ თარიღამდე მიღირდა თუ არა თქვენთან თანამშრომლობის გაგრძელება და როგორც მოგახსენეთ გადაწყვეტილება მივიღე ... ნახვამდის, წარმატებებს გისურვებთ - წავიდა . წუხდა , ნამდვილად არ უხაროდა ვინმეს ჩაძირვა , მისთვის არაფერს ცვლიდა მახოს გაკოტრება, მაგრამ მის ამბიციებზე თვალს ვერ დახუჭავდა ასე რომ მოქცეულიყო შემდეგ ყველა იგივეს გაიეორებდა და ისე ჩაყლაპავდნენ როგორც პაწაწინა თევზს. კაბინეტში შევიდა , ნატალიმ ყავის ფინჯანი დაუდო მაგიდაზე . დაღლილი იყო, ღამენათევი , ემოციურად გამოფიტული და თავის საშინლად სტკიოდა . კიდევ ერთი პოტენციური მტერი გაიჩინა. ყველა განრისხებული ადამიანი სხვადასხვაგვარად მოქმედებს ზოგჯერ რაც უფრო სუსტია მით უფრო საშიში ხდება , უკონტროლო და მის მიმართ სიფრთხილის გამოჩენაც საჭირო იყო. ელოდა, ზუსტად იცოდა რომ მივიდოდა და არც შემცდარა. ყავის ფინჯანი ეჭირა კაბინეტის კარი რომ შეაღო . საშუალო სიმაღლის კაცი იყო მახო , გამელოტებული , წვერგაპარსული , საუკუნეს ჩამორჩენილი თავისი აზროვნებით , ყოველ საღამოს რომ სვამდა და დილას ხაშით იწყებდა , თუმცა თავისი ღირსებებიც ჰქონდა -ელენა ... ხომ იცი რომ მანქანები სავსე მაქვს , სად წავიღო ზღვაში გადავყარო? -მე ხომ გაგაფრთხილე მახო , გითხარი რომ ჩემთან მეგობრობა სჯობდა შენ კი რა გააკეთე ? დადექი და ყველას თვალწინ გამომიცხადე ვაძვირებ პროდუქციასო თითქოს სხვას ვერავის ვიპოვნიდი და შენზე უკეთესი არავინ იყო . პირველმა შენ მიღალატე მე უბრალოდ ის გავაკეთე რაც საჭირო იყო -მართალი ხარ, კარგი ვაღიარებ რომ მართალი ხარ, მაგრამ -მაგრამ რა ბიჭის ქორწილი გაქვს და ბევრი ფული გჭირდება? თან მისი წაგებული ჯერ არ გაგისტუმრებია და გადაწყვიტე ელენა თაბაგარს მოვატყუებ მის ხარჯზე მოვაგვარებ ჩემი შვილის ჩასვრილ საქმეებსო?- სავარძელში გასწორდა შემდეგ წამოდგა და მაგიდას დაეყრდნო . კაცს თვალები ჩაუწითლდა თითქოს დაპატარავდა, აშკარად რცხვენოდა შვილის საქმეების და ვერ წარმოიდგენდა ელენამდე თუ მიაღწევდა ეს ამბავი . გამოიჭირეს და უკან დასახევი გზა საერთოდ აღარ ჰქონდა -მოსულიყავი გეთქვა მასესხეო და უარს გეტყოდი ? ახლა რა გინდა, მუქარისთვის მოხვედი ? ღირს ჩემთან დაირისპირება მაშინ როდესაც შენ ხარ დამნაშავე? -ამ ბიჭმა ბოლო მომიღო , ვერაფერს ვუხერხებ შენც ხომ გყავს შვილი წარმოიდგინე იოანე რომ -არ გინდა იოანესთან პარალელს ნუ ავლებ -წამსვე აუწია ხმას , სავარძელში დაბრუნდა და იდაყვებით დაეყრდნო მაგიდას . ღრმად ჩაისუნთქა და ცოტა ხნით გაჩუმდა -დაურეკე , გთხოვ ელენა ჩემი და ერეკლეს მეგობრობის ხათრით . დაურეკე იმ ყოლბაიას და უთხარი რომ ...უთხარი გითმობ მახოს-თქო , მე აღარ მჭირდება უკვე შემოტანილი აქვს საქონელი და შენთან გამოვუშვებ ძველ ფასში-თქო . იმას ახლა სჭირდება ჩემი პროდუქტი , მეც მიშველი და ისიც მადლობელი დარჩება -ერეკლეს სახელით მანიპულირება არ გბეზრდებათ არასდროს - გაიცინა და ყავის ფინჯანი ისევ აიღო- დავურეკე უკვე , შენგან განსხვავებით წინასწარ ვთვლი ნაბიჯებს და არც პირდაპირ უფსკრულში ვისვრი ძველ ნაცნობებს - მწვანე თვალები უბრჭყვიალებდა კმაყოფილებისგან. ტყვიით. რომელსაც თავად უმიზნებდნენ ახლა ორ კურდღელს კლავდა. მახო მისი მტრების სიაში აღარ იქნებოდა, მეტიც ახლა სამუდამოდ ვალში იქნებოდა თანაც ამის შესახებ ყველას ეცოდინებოდა . ყოლბაია, ახალი მოთამაშე რომელიც სულ მალე ელენას კონკურენტი გახდებოდა მადლიერებით დაიწყებდა თანამშრომლობას. ყოველთვის იხსენებენ მისნაირი კაცები ადამიანებს რომლებმაც დასაწყისში ხელი გაუწოდეს. მადლიერი ადამიანების შეგროვება უფრო მოსწონდა ვიდრე მტრების ასე რომ კოლექციას კიდევ ორი მათგანი შეჰმატა და კმაყოფილების მიზეზიც ჰქონდა. საღამო იყო ყველა საქაღალდე რომ გადადო, მონიტორიც გათიშა და სავარძელში მჯდომ ძალაგამოცლილ მდივანს შეხედა -თავისუფალი ხარ ... შეგიძლია დაუბრუნდე ოჯახს ისე რომ შენმა ქმარმა არ მაგინოს- გაიცინა და ნივთების ალაგება დაიწყო -მე მივხედავ -სახლში წადი ნატალია ... ხვალ შევხვდებით გოგონა გაუშვა, თავად მოაწესრიგა კაბინეტი და გვიან დატოვა შენობა . მანქანაში ჩაჯდომის დროს ,ყოველ საღამოს ჰქონდა რამდენიმე წუთიანი სიცარიელის შეგრძნება . ვერ ხვდებოდა სად უნდა წასულიყო , სახლში არავინ ელოდა იოანეს სულ რამდენიმე წუთით თუ დაინახავდა , მეგობრებთან წავიდოდა რომლებსაც ოჯახი ჰყავდათ, საკუთარი პრობლემები და როგორ მხიარულადაც არ უნდა გაეტარებინა დრო იქაც არ იყო მისი ადგილი. ბოლოს მაინც იმ სახლში მიაბიჯებდა , ერეკლეს სახლში რომელიც უყვარდა , მაგრამ არა მის გარეშე. იმ წამიდან უხუთავდა სულს პირველად რომ შევიდა ერეკლეს გარეშე, პირველად რომ გაათენა ტირილში მის ბალიშზე მოხვეულმა და საბოლოოდ დარწმუნდა,რომ თაბაგარი აღარასდროს დაბრუნდებოდა. მანქანის ძრავი აამუშავა და გაიგო კიდეც მობილურის ხმა. გაეღიმა მისი ნომერი რომ დაინახა და მცირეხნიანი პაუზის შემდეგ უპასუხა -გისმენ -დაბრუნებულხარ -დღეს დილით -მესტუმრები? -ვახშმად რა გაქვს? -შენი გემოვნების დასაკმაყოფილებლად ექსპრონტად მოვიფიქრებ რამეს - ბოხი ხმა სასიამოვნოდ ჩაესმოდა. სიჩქარეს უმატა და მალევე აღმოჩნდა კორპუსის წინ . მერამდენე ვიზიტი იყო არ იცოდა, დათვლა არც უცდია საერთოდ ვერ იფიქრებდა თუ რამდენჯერმე განმეორდებოდა შემდეგ კი გონებას უკრძალავდა ამ ურთიერთობის გაანალიზებას. კარი ღია იყო და დაკაკუნებაზე არც უფიქრია. სახელური ჩამოსწია და აღმოჩნდა ერთ უბრალო , კომფორტულ პატარა ბინაში სადაც ცხოვრებას ალბათ ვერასდროს შესძლებდა, სული შეეხუთებოდა იმ შენობაში, ოთახნახევრიან ბინაში რომელიც ერთი კაცისთვის იყო ზედგამოჭრილი. ბინის მფლობელი მალევე გამოჩნდა , ღია ლურჯი პერანგი ეცვა, მისი თვალები კიდევ უფრო კარგად იკვეთებოდა. მისკენ მიდიოდა, მალევე შემოეხვია წვრილ წელზე მისი დაკუნთული მკლავი და ტუჩებზე სიმხურვალე იგრძნო. გაეღიმა და თითქოს მთელი სხეული აჰყვა მის ღიმილს , თითები თმაში შეუცურა და კოცნა რომ შეწყვიტა ქვემოდან ახედა -ვახშამზე მომატყუე? -დროზე ადრე დაბრუნებულხარ - ლურჯი თვალები ისე უბრჭყვიალებდა მზერას ვერ მოსწყვეტდდი- ვახშამი მზად არის - თითები ყელზე აასრიალა , იქვე აკოცა და მხრებზე დაფენილი თმის სურნელიც შეიგრძნო. ელენა მშვიდად მოშორდა , ემოციებთან გამკლავება შესანიშნავად შეეძლო თანაც ბიჭის მდგომარეობა ართობდა . -აბა როგორ ხარ ...როგორ მიდის შენი საქმეები ? იყავი გამოცდაზე?- მისაღებში შევიდა და დივანზე დაჯდა -ისე მეკითხები თითქოს გაინტერესებდეს- ჩაიცინა და უკან მიჰყვა. მაცივრიდან შავი ღვინით სავსე გრაფინი გამოიღო და მინის მაგიდაზე დადო - შენ მოაგვარე ყველაფერი? -ისე მეკითხები თითქოს გაინტერესებდეს- სავსე ჭიქა გამოართვა და მაღლა ასწია -სომელიე უნდა იყო ... - თითებს შორის მოქცეული ჭიქა მსუბუქად შეარხია და შემდეგ გრილი სითხე თვალებდახუჭულმა დააგემოვნა - ეს ღვინო უნდა შევიძინო ... არ მეტყვი ვისი მარნიდანაა ? -არ გეტყვი ... ეს ღვინო არ იყიდება -მგონი სოფელი გაქვს სადღაც კახეთში და იქნებ საკუთარ ღვინოს მთავაზობ ამდენი ხანია-ტუჩზე შერჩენილი ღვინის წვეთი ენის წვერით შეუმჩნევლად მოიშორა და შემდეგ მზერა გაუსწორა -პატარავ, ბიზნეს იდეას გთავაზობ ... ამ ღვინოს თუ სახელს დაარქმევ , მარანს გააკეთებ და თან ექსკლუზიურად ჩემი მაღაზიებისთვის- წინადედების გაგრძელება ვეღარ მოახერხა ისე აღმოჩნდა ბიჭის ფეხებზე და ტუჩებზე სიმხურვალის გარდა ვეღარაფერს გრძნობდა . კაბის შიგნით შეცურებული თითები მოშიშვლებული ფეხები და ჟრუანტელი რომელიც ხერხემალს მუყვებოდა და მთელს სხეულში ვრცელდებოდა -ელენა არც შენს თამაშში შემოსვლას ვაპირებ , არც პატარა ვარ და -არც ეს სიმკაცრე გიხდება ... - გაიცინა, კაბა მარტივად მოიშორა სხეულიდან . ბიჭის პერანგის ღილებს ნელა ხსნიდა, უყურებდა და ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან - საშინელი ქალი ხარ, ელენა -თითები კეფაზე შეუცურა , მთელი სხეულით აეკრო ტუჩებს ვნებიანად უკოცნიდა. აგიჟებდა , ეს ქალი კონტროლს აკარგვინებდა ... ერთადერთი რამ იყო რაც ახლოს ჰყავდა, მისი იყო ,მაგრამ მაინც არ ეკუთვნოდა. უნდოდა მკლავებში ჰყოლოდა, არასდროს გაეშვა ხელი, არ მიეცა წასვლის უფლება . ყოველთვის ყველაფერს მართავდა, უკან დახევა არ შეეძლო შემდეგ ელენა გამოჩნდა და ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ყველაფერი ჰქონდა რაზეც ოდესმე უფიქრია, მიზანს ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებოდა ,მაგრამ ქალი მის ცხოვრებაში ეს სრულიად ამოუცნობი, უკონტროლო და დაუგეგმავი რამ იყო. ტყავის განიერ დივანზე იწვნენ, ელენას მის მკერდზე ედო თავი შავად შეღებილი თმა მხრებზე ჰქონდა დაყრილი, თითებს ხერხემალზე დაატარებდა , ნეკნებზე მიყოლებით განლაგებულ ხალებს ეხებოდა და შიგადაშიგ თითებს უკოცნიდა... დიდხანს არ დარჩენილა ამ პოზაში, მალევე მოშორდა მაგიდიდან ღვინის ჭიქა აიღო , დივანს მიეყრდნო და რამდენიმე ყლუპი მოსვა . თავი უკან გადასწია, ცოტა ხნით მშვიდად იჯდა შემდეგ ისევ გასწორდა და მისკენ დაიხარა -მიდიხარ -შენც დასვენება გჭირდება და მეც ... - ჭიქა დააბრუნა , თითები წვერიან ლოყაზე ჩამოუსვა და შემდეგ აკოცა- ნუ ააგებ ოცნების კოშკებს - მის ტუჩებთან საუბრობდა , ისევ აკოცა და მოშორდა. -შენ მე არ მიცნობ ... ღმერთმა არ ქნას რომ მთლიანად მომინდე - მის წინ იდგა, ხელი წელზე შეუცურა, ლურჯი თვალები ისე გაუმუქდა ოკეანის ღელვას მოგაგონებდათ- თორემ ვერავინ და ვერაფერი შემიშლის ხელს - კაბის ელვა თავად შეუკრა, თმები ზურგზე გადაუყარა , თითები ნიკაპზე მოუჭირა და მის მსხვილ ტუჩებზე შეაჩერა მზერა -ღმერთმა არ ქნას , თორემ მერე დაიტანჯები - ისევ აკოცა და შემდეგ ისე დატოვა უკან აღარ მიუხედავს. არ ადარდებდა მისი სიტყვები, არც ის თუ რას გრძნობდა ამ ყველაფერზე რომ ეფიქრა გაგიჟდებოდა. კარგ განწყობაზე იყო, მშვიდად დაბრუნდა სახლში ვეღარც მისი სიცარიელე შეამჩნია ისე აირბინა კიბე , მოიშორა კაბა და გაუჩინარდა სააბაზანოში. ჯერ კიდევ ჯაკუზში იწვა მანქანის ხმა რომ გაიგო, წყალი გადაივლო, ხალათი მოიცვა, თმა შეიკრა და ოთახიდან გავიდა. -ფრთხილად ... გთხოვ ასე ნუ იქცევი. მძიმე ხარ და მე ვერ მოგერევი . იოანეე - გოგოს ხმა ესმოდა. წკრიალა ხმა რომელიც აშკარად შეწუხებული იყო-ხომ მოგიყვანე ... დამიბრუნე -ნწ...საძინებლამდე -კიდევ რა გინდა- ხელი გაუშვა და შემდეგ ხმაურიც გაისმა - ღმერთო ჩემო ასე როგორ დათვერი რა არის რა უბედურებაა , მეგონა საერთოდ არ სვამდი და როდის მოასწარი - ნუ მიყვირი , თორემ არ დაგიბრუნებ იმ ყელსაბამს - ისე საუბრბდა როგორც გათიშული მთვრალი კაცები საუბრობენ, თუმცა აშკარად სიმულაცია იყო. კიბეზე მშვიდად მიაბიჯებდა ,მალევე შენიშნა გოგონამ და თვალები გაუფართოვდა -საღამომშვიდობისა -შენ ...ჯანდაბა მე იცით ის კლუბში იყო დალია, როგორ დათვრა არ ვიცი . მისამართი მითხრა და მოვიყვანე. ახლა წავალ , შენი ცოლი იზრუნებს შენზე -ცოლი? ვინ ცოლი ...სად მყავს ცოლი- ისე უცებ წამოფრინდა და გოგოს გადაეღობა ელენამ სიცილი ვერ შეიკავა - ის დედაჩემია -დამცინი ? ხო რა თქმა უნდა რაღაც მასკარადი მოაწყვე ... საერთოდ მთვრალიც არ ხარ. დამიბრუნე ჩემი ყელსაბამი და წავალ , არ გრცხვენია მაინც? რა უბედურებაა -კარგი ხო , მოვიტყუე ეგეთი მთვრალი მე არასდროს ვიქნები შენ რომ დამჭირდე , მაგრამ ისე არ მელაპარაკებოდი და რა გამეკეთებინა? მოიცადე -მეთქი- წინ გადაეღობა და მკლავში წვდა- ჯანდაბა რა ჩემი ბრალია თუ ლამაზი და სექსუალური დედა მყავს ? -ხელი გამიშვი თორემ გეფიცები მოგამტვრევ -შვილო იქნებ შეეშვა გოგონას, რა წესია? სტუმარია და შემოსასვლელში დააყუდე... მისაღებში შეიყვანე ყავა მოუმზადე და ისე ისაუბრეთ... მიხარია რომ ასე კარგად გამოვიყურები, მაგრამ დიდი ხანია ოცის აღარ ვარ ძვირფასო- გოგონას გაუღიმა და შემდეგ ისევ უკან შებრუნდა. გრძნობდა მზერას, მაგრამ არ გაუხედავს, ზემოდან კიდევ ერთხელ შეავლო მზერა გოგოს და საბოლოოდ დატოვა მარტო წყვილი. შემდეგ ნამდვილად დედად იქცა. ყურადღება ვერაფერზე გადაიტანა სანამ გოგონა წაიყვანა და უკან დაბრუნდა დარაჯი გახდა. ისე გამოეცხადა ბიჭს დერეფანში თითქოს მოჩვენება იყო -დედაა ... ჯანდაბა გული გამისკდა -ასე იტყუებ სახლში გოგონებს? კარგი რაა -თუ წვეულება არ მაქვს სახლში არავინ მომყავს და შენ ეს კარგად იცი ელენე ... -ჩააბარე გამოცდა?- უკან მიჰყვა -ჩავაბარე -ის გოგო დაამშვიდე? -დავამშვიდე -მოგწონს? -მომწონს -ძალიან? -არცისე -იოანეეე ნორმალურად მელაპარაკე -დედა არ დაიღალე დღეეს? მე საშინლად მეძინება ... ბანაობაც კი მეზარება იმდენად დაღლილი ვარ - იქვე , იატაკზე დაყარა ყველაფერი და საწოლზე დაეცა. ზუსტად ისე იძინებდა როგორც ერეკლე -დედა გესმის? -შუქი ჩავაქრო თუ ჯერ არ - ხმა ჩაუწყდა, შებრუნდა და გასვლამდე ჰკითხა -ჩააქრე და კარი დახურე -მშვიდი ძილი - კარი ზურგს უკან მიხურა და ნელა გაიარა დერეფანი . სიცარიელე იყო ირგვლივ რომელიც მთლიანად შთანთქავდა ყველაფერს ,რთული იყო ამასთან გამკლავება. სიბნელეში მიაბიჯებდა , შემდეგ სავარძელში დაჯდა და თვალები დახუჭა. ამ დროს არავინ მოდიოდა სხვა ერეკლეს გარდა , თუმცა მის გარდა არც არსებობდა ვინმე ვისაც შეეძლო ყველაფერი დაეთმო ელენას გამო. ღმერთს რომ ნება მიეცა ახლაც მის გვერდით იქნებოდა, მხოლოდ მასთან და არავინ სხვასთან, იმიტომ რომ ერეკლე იყო ერთადერთი ვისაც საკუთარ თავზე მეტად უყვარდა, უბრალოდ კი არ უყვარდა თაყვანს სცემდა. 16 წლისაც არ იყო პირველად რომ შეხვდა , არც გულისცემა აჩქარებია , არც გაგიჟებულა მისი დანახვისას , მაგრამ თაბაგარი შეიშალა მისმა მწვანეებმა ბოლო ამოსუნთქვამდე დაატყვევეს . არაფერი გაუკეთებია , სულ არაფერი , ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს ერეკლესკენ ,მაგრამ მაინც იმ დღის შემდეგ არასდროს ყოფილა მარტო. ერეკლემდე და ერეკლეს შემდეგ სულ მეფობდა მარტოობა რომელსაც ვერ და არ იშორებდა. სახლი რომელიც ბოლო 15 წლის განმავლობაში მრავალჯერ შეცვალა მაინც ინახავდა ყველა ამბავს ერეკლესა და ელენეს ცოლ-ქმრობიდან. ცვლიდა ყველაფერს, ავეჯს, კედლებს, იატაკს, ჭერს, ოთახებს ფუნქციებსაც კი უცვლიდა ,მაგრამ საძინებელს ხელშეუხებელს ტოვებდა. ერეკლეს უშვებდა,მაგრამ მაინც თავისთან იტოვებდა. რომ მიხვდა დაღლილობა ერეოდა გონებას იოანეს ოთახში შევიდა, ღია ფანჯრიდან გრილი სიო შედიოდა, ფარდა ფრთხილად ჩამოაფარა შემდეგ თხელი საბანი გაუსწორა და ტუჩები წამით შეახო ლოყაზე. ისევ ისე ჩუმად დატოვა ვაჟის საძინებელი , დერეფანი გაიარა და ცარიელ საწოლში თითქმის გათიშული მოთავსდდა. ერეკლე ისევ არ უნახავს სიზმარში , უკვე ვინ იცის მერამდენე ღამე იყო ის კი ისევ არ ჩანდა. ................... ყოველი დღე თითქოს განსხვავებული იყო , ცდილობდა რომ ასე ყოფილიყო ,მაგრამ მაინც ძალიან ჰგავდა ერთმანეთს . ბევრი ემოცია ეუფლებოდა , უამრავი ქალი ცხოვრობდა მასში და ყველას თავისი განსაზღვრული ადგილი ჰქონდა , ყველას საკუთარი გრძნობა ახლდა თან. დილით ადრე გაიღვიძა მოწესრიგდა და შემდეგ ოთახიდან გამოსულ შვილს მიესალმა . დილით მხოლოდ ყავას მიირთმევდა , მაგრამ ამჯერად ესეც არ ინება . ელენა მაგიდასთან იჯდა რომ მივიდა და კარადას მიეყრდნო -მანქანა მინდა -ძველი სად არის? -ახალი მინდა დედა -მერე ? -ანგარიშზე საკმარისი ფული არ მაქვს -ე.ი ზედმეტი დახარჯე ან ჯერ არ გასვლია ძველ მანქანას დრო -ორი წელია მყავს -ბევრია? -ელენა რატო ატრ.კებ? უნდა დავლეწო ახალი რომ მიყიდო? -იმ რამდენიმე ათასიანი მანქანით ვეღარ მარიაჟობ? რა იყო შენს ნაშებს უკეთესით ასეირნებს ვინმე თუ უკანა სავარძელი არ მოსწონთ ... მანქანა გინდა? იმუშავე და იყიდე ! - თავადაც არ გეგმავდა ამ დროს გაჭედვას ,მაგრამ ასე გამოვიდა და უკან დახევასაც არ აპირებდა. -სერიოზულად? სად ვიმუშაო მიმტანად თუ მოლარედ რომელიმე შენს მაღაზიაში ? ან იქნებ კონსულტანტად და ოცი წლის შემდეგ ვიყიდი მოსკვიჩს...ხო არ ღადაობ , ტო . კრიზისი გვაქ თუ რატო გახდი ასეთი ძუნწი? -ჯერ არ გვაქვს,მაგრამ მე რომ მომბეზრდება ან უბრალოდ დავბერდები და ძალა აღარ მექნება მერე კი ნამდვილად არ ვიცი რა იქნება. შენ ვერც მოლარედ იმუშავებ, ვერც კონსულტანტად გამოდგები ამ ცხოვრების სტილითა და შრომისუნარიანობით. გამოცდის შედეგებს ვნახავ და გავიგებ აუცილებლად რას აკეთებ იმ უნივერსიტეტში საკმაოდ დიდ თანხას რომ ვიხდი . თუ არ სწავლობ შეეშვი, ფულს მოგცემ რაც იქ უნდა გადაიხადო და იყიდე მანქანა -დღეს რა ხასიათზე ხარ? როგორ მელაპარაკები საერთოდ . დამცინი, მეიაზვები, მეღადავები და -და რა ? 22 წლის რომ ვიყავი ხელში 4 წლის ბავშვი მეჭირა ... ქვრივი ვიყავი და ყველა ჩემ წინააღმდეგ იყო. ერეკლე აღარ იყო , არავინ იყო შენ კი ყველაფერი გაქვს, ხელს არაფერი გიშლის , მხოლოდ გეხმარება და მაინც აგრძელებ უაზროდ ცხოვრებას იმის ნაცვლად რომ კომპანიაში მოხვიდე, გაიგო რა ჯანდაბას ვაკეთებთ ასე მშვიდად რომ გაცხოვრებს . რამე ისწვალო, გაიგო , დამეხმარო და გქონდეს იმის პრეტენზია რომ კიდევ უფრო მაღლა ავიდეთ ვიდრე ახლა ვართ. შენ კი მხოლოდ ის იცი რომ მაღაზიები გვაქვს...ახლა რომ გკითხო რომელ უბნებში გვაქვს, იქ რა იყიდება და საერთოდ ვისთან ვთანამშრომლობთ ვერაფერს მიპასუხებ - ხმას აუწია, ჩანთას ხელი დაავლო და მაგიდაზე ბარათი ისროლა- აჰა და რაც გინდა ის გააკეთე წავიდა, მანქანაში ჩაჯდა და მშვიდად გაემართა კიდევ ერთი სამუშაო დღის დასაწყებად. საკმაოდ ბევრი გეგმა ჰქონდა , მიუხედავად იმისა რომ ზოგჯერ უაზროდ თვლიდა საკუთარ შრომას მაინც არასდროს გაჩერებულა და ახლაც ელოდა მის გამოჩენას. მთელი დღე ისე გავიდა რომ მხოლოდ შეტყობინება მიიღო ბანკიდან ანგარიში რამდენიმე ათასი დოლარით დაცარიელდა ეს იყო და ეს. იოანეზე არც ჩხუბი მოქმედებდა, არც წარსულის შეხსენება, არც სენტიმენტები გააჩნდა თითქოს ისევ ბავშვი იყო რომელსაც მხოლოდ საკუთარი სურვილები ადარდებდა და აღქმის უნარი არ ჰქონდა. ასე თუ გაგრძელდებოდა საბოლოო ჯამში ელენას შრომაც უშედეგო იქნებოდა, რაში სჭირდებოდა ეს ყველაფერი თუ იოანე ერთი ხელის მოსმით გაანადგურებდა. ხომ შეეძლო მშვიდად გაეტარებინა დარჩენილი ცხოვრება ამისთვის საკმარისი თანხა ჰქონდა ანგარიშზე . ერთ-ერთ შეხვედრაზე იყო , პრობლემა ჰქონდა და უკვე თავი უსკდებოდა . რესტორანში შევიდა ვახშმისთვის , მშვიდად დაჯდა და ტკივილგამაყუჩებელი აბი დალია -ქალბატონო ელენა, რა სიურპრიზია თქვენი აქ ხილვა - საიდანღაც ნაცნობი ხმა გაიგო და უკან შებრუნებაც არ დასჭირდა შუახნის მამაკაცი რომ გამოჩნდა , სახეზე ღიმილითა და თვალებში ჭინკებით. წამსვე შეათვალიერა ქალი და ხელზე ეამბორა- როგორ ხართ? -შესანიშნავად ბატონო არჩილ, თავად როგორ ბრძანდებით? - ხელი მალევე გამოაცალა და წყლის ჭიქა გაასწორა -თქვენ რომ გხედავთ როგორ შეიძლება ცუდად ვიყო -დაბრძანდით , გთხოვთ -იქნებ ვინმეს ელოდით არ მინდა ხელი შეგიშალოთ -მარტო ვაპირებდი ვახშმობას თითქოს იცოდით და დროულად მოხვედით . მარტოობას განდევნით და თან მომიყვებით თქვენს ამბებს , მეუღლე როგორ გყავთ?- იღიმოდა თითქოს ძალიან ადარდებდა მისი ამბები. მეუღლე რომ უხსენა კაცს გეგონებოდათ მასაც იმ წამს გაახსენდა ცოლის არსებობა - რა ხანია არ მინახავს , ხომ კარგად გრძნობს თავს ბოლო მშობიარობის შემდეგ? -გმადლობთ, კარგადაა... ბავშვებზე ზრუნავს და ვერ ახერხებს თავისუფალი დროის პოვნას -ალბათ ძალიან ეხმარებით . მიკვირს აქ ყოფნისთვის რომ გაქვთ დრო სამი შვილის მამას ... მე მიწევთ კომპანიას როდესაც სახლში დაღლილი მეუღლე და ბავშვები გელიან- ისე გაუშვა მიმტანი და დაიწყო ვახშმობა სიმშვიდე არ დაუკარგავს კაცს კი გაუფუჭა განწყობა და ჩაუშალა გეგმები -თქვენ ხომ იცით რომ მე და ლენას აღარ გვაქვს კარგი ურთიერთობა , მალე განვქორწინდებით ...თავისუფალი კაცი ვიქნები -არ ვიცოდი, ვწუხვარ თქვენს გამო ... ლენას გარეშე არ ვიცი როგორ შეძლებთ ცხოვრებასთან გამკლავებას- ისევ ისე მშვიდად ანთხევდა შხამს. კაცი სახეზე წამოწითლდა , დაიბნა აღარ იცოდა როგორ გაეგრძელებინა საუბარი -მე კი მგონია რომ ლენასგან გათავისუფლება მჭირდება ... ამდენი ბავშვები , ეს დამღლელი ცხოვრება ჩემს ბიზნესზეც მოქმედებს . შემდეგ უფრო უკეთ მივხედავ ყველაფერს -ლენაც გათავისუფლდება , მშვიდად შეძლებს ცხოვრებას შენნაირი კაცისგან შორს ... -ელენა ასე რატომ მექცევი -ღრმად ჩაისუნთქა და მზერა გაუსწორა- ხომ იცი რომ -მე იმდენი რამ ვიცი შენ რომ ვერ წარმოიდგენ ძვირფასო არჩილ ... მიირთვი გთხოვ და მოდუნდი, თორემ მგონია რომ მთლად კარგად ვერ გრძნობ თავს- ოდნავ გადაიხარა და გაუღიმა გონებაარეულ კაცს. ვინ იცის მის ტვინში რამდენი გარყვნილი აზრი ტრიალებდა ელენას ყოველი დანახვისას. მისი მზერაც კი გულისამრევი იყო , მაგრამ მშიდად ხვდებოდა ამ ყველაფერს, მსუბუქი ირონიით , ღიმილითა და მოციმციმე თვალებით . იმ საღამოს საჭირო ინფორმაციაც მიიღო საქმეზეც და ახალი ჭორებიც გაიგო. ტვინარეულ კაცს ყველაფერზე საუბარი შეუძლია , ერთი ღიმილი რამდენიმე ჟესტი და მზად არის სასაუბროდ. ბოლოს მაინც სახლში დაბრუნდა , მისაღებიდან ხმაური ისმოდა და იქეთ დაიძრა. იოანეს სამი მეგობარი სხვადასხვა ადგილას იყვნენ მოთავსებულები ლუდის ბოთლებით ხელში და რაღაც თემაზე გაცხარებულები საუბრობდნენ -საღამომშვიდობისა ბიჭებო -როგორ ხართ - წამსვე წამოიშალნენ , იოანე დარჩა დივანზე მიწოლილი . ყველა მოიკითხა და იოანეს შეხედა -ალბათ იოს ახალ მანქანას აღნიშნავთ ... ეზოში ვერ დავინახე -ხვალ წამოვიყვან ... რამეს გვაჭმევ თუ გამოვიძახოთ -გამოვიძახოთ ტო , ელენა ალბათ დაღლილია და თან როდის მომზადდება ... მე დავრეკავ -შენთვის არ მიკითხავს რატი და დააყენე ტრ.კი - ბიჭს გახედა და ფეხები მაგიდიდან ჩამოსწია - გამომყევი საქმე მაქვს - ელენასთან მივიდა , ზემოდან დახედა და ოთახიდან გავიდა -რა ხდება? - ოთახში როგორც კი შევიდა ჩანთა მაშინვე დადო და ფეხსაცმელიც მოიშორა- ასე რატომ მიყურებ რით ხარ უკმაყოფილო უფლისწულო -რამდენჯერ გითხარი როცა ბიჭებთან ერთად ვარ იქ ნუ მოდიხარ-თქო? საერთოდ ამ დროს არ ბრუნდები დღეს რა ხდება საქმე არ გამოგიჩნდა? -რა გინდა რომ ჩემ სახლში არ მოვიდე? შენ სრულ ჭკუაზე არ ხარ მგონი...რაღაც გჭირს და ვერ ვიგებ რა -შენ არა და მე ნამდვილად დროა რომ წავიდე ამ სახლიდან თორემ მშვიდად სუნთქვაც აღარ შემიძლია უკვე ...საერთოდ აქამდეც რატომ დავრჩი არ მესმის -და აქ რას ვერ აკეთებ ... მე რაში გიშლი ხელს -დედასთან ერთად ცხოვრება არ მინდა , გაუგებარია რამე ? ბინას ვიყიდი სადმე ნორმალურ ადგილას და მალე გადავალ -ჩემს აზრს მნიშვნელობა მაინც არ აქვს, ფული გჭირდება მხოლოდ და შეგიძლია აიღო . ჩემი არჩეული ბინა და ავეჯი მაინც არ მოგეწონება, ამიტომ თავად მოაგვარე ყველაფერი -მე რა ვიცი ფარდები და უბედურება ... -იპოვნე ისეთი სამშენებლო კომპანია გარემონტებულ , მოწყობილ ბინას რომ აბარებენ მყიდველს ...მე რა ვიცი შვილო, შენ ხომ დიდი ბიჭი ხარ უკვე ხოდა მიხედე შენს ცხოვრებას ჩემი ფულით -შენი ფულით? ეგ ფული ერეკლესია და შესაბამისად ჩემი ...გეყოს, დღეს უკვე მეორედ ძუნწობ ადრე არ იცოდი ასე ფულზე ჩაციკვლა -შენი? შენ წარმოდგენაც არ გაქვს ერეკლე რას გიზავდა ახლა ასე საუბრისთვის -არ მაქვს იმიტომ რომ არც კი მახსოვს როგორი იყო ...არც არის ჩვენთან და შენც არ იცი რას გააკეთებდა . მორჩი ჩემთან სწერვობას, ჩემს გარდა არავინ გყავს და სჯობს ის გააკეთო რასაც გეტყვი და მოიქცე ჩვეულებრივი დედასავით რომელიც შვილზე ზრუნავს და არა ნაშასავით რომელიც ჩემს ძმაკაცებსაც კი აგიჟებს -რას ბოდავ ... -ვბოდავ? საკუთარ თავს შეხედე ...თუმცა შესანიშნავად იცი ვის რა ემართება შენი დანახვისას, ორი წუთით რომ შემოგხედავენ შტერდებიან ამის დედაც არც იცვლები წლები გადის და შენ უფრო და უფრო მეტად ემსგავსები მაგარ ნაშას რომლის დანახვისას ყველას უდგ.ბა ვინც კი ჩემს ირგვლივაა - სულ ოდნავ აუწია ხმას , მაგრამ მაინც თავისი გაყინული გამომეტყველებით იდგა და ისე ამბობდა ამ ყველაფერს მანამ სანამ ელენას გაშლილი ხელისგული არ მოხვდა -ასე ჩემთან ლაპარაკი აღარ გაბედო თორემ გეფიცები ჭკუას გასწავლი - ჩანთას ხელი დაავლო , სწრაფად ჩაიცვა ფეხსაცმელიც და ოთახიდან გავარდა. მანქანას სწრაფად მართავდა, საჭეს ხელები დაუშინა და ხმამაღალა დაიყვირა -ღმერთმა დასწყევლოს - ძრავი ისევ აამუშავა, მანქანა მოაბრუნა და კლუბში წავიდა. ბართან მდგომ მაღალ სკამზე დაჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და რამდენიმე ჭიქა მანამ დაცალა სანამ სიმსუბუქე არ იგრძნო. შემდეგ იქაურობაც დატოვა , სახლში მისვლა არ უნდოდა , მაგრამ ზუსტად იცოდა ვინც სჭირდებოდა. კარი ჩაკეტილი დახვდა, დააკაკუნა და მალევე გაიგო გასაღების ხმა. წამის შემდეგ უკვე ბინაში იყო , კაცს სხეულზე ეკვროდა და ტუჩებს უკოცნიდა -ელენა - მითქვამს რომ ეს ლურჯი ფორმა საშინლად გიხდება? - მაისური მოაშორა და შემდეგ ნაჭრის ლურჯი შარვლის თასმაც გახსნა - მიდიხარ თუ -ამ წამს მოვედი - მაღლა ასწია, მუცელზე შეისვა და ისე განაგრძო გზა საძინებლისკენ - ასე ვინ გაგაბრაზა- კოცნიდა და თან მის სხეულს ათავისუფლებდა -ერთადერთმა ვისთანაც უძლური ვარ - ზემოდან მოექცა და ხმამაღალი კვნესით შეხვდა მის სხეულთან შეერთებას- ჯანდაბა - თვალები დახუჭა და თავი უკან გადასწია, ნელა მოძრაობდა . მისი თითების შეხებას გრძნობდა მკერდზე, წელზე, საჯდომზე და სიამოვნების წერტილები ვრცელდებოდნენ მთელს სხეულში. მისი ხმაც ესმოდა, ღრმა სუნთქვა, ოხვრა და შემდეგ სხეულზე ეკვროდა . მისი სურნელი ნესტოებში დაუკითხავად უძვრებოდა , ტვინს უთიშავდა საშინლად მოსწონდა კულმინაციის შემდეგ მისი ლურჯების დანახვა. ახლაც უყურებდა თითები მის მხრებზე ეწყო წელზე შემოხვეული ფეხები მოაშორა საწოლზე გადავიდა და ბალიშებზე დაეცა მან კი სიგარეტის ღერი ამოაძვრინა კოლოფიდან . ჯერ თითებსშორის დაატრიალა და შემდეგ მოუკიდა . მის ზურგს დააკვირდა, მოხრილი იყო და მალები ემჩნეოდა , პირველად არ შეუხედავს, მაგრამ შეამჩნია რომ ახალი ნაწილი ჰქონდა მის ტატუს -ახალია ? - თითები შეახო და მერე მხარზე აკოცა - ვერ ვხვდები რა ფიგურაა , სულ იზრდება და ახლაც ვხედავ სიწითლეს -კიდევ ერთი დაკარგული სიცოცხლე ... კიდევ ერთი რგოლი -სიგარეტი თითებსშრის მოიქცია, კვამლი მაღლა ,ჭერისკენ გაუშვა და შემდეგ მისკენ გაიხედა - ერთ დღეს, აქ ვეღარ დაეტევა და მერე არ ვიცი რას გავაკეთებ - თითები ლოყაზე ჩამოუსვა და შემდეგ ყელზე გადავიდა -რატომ მაინცადამაინც ბავშვები ... წარმოდგენაც არ მინდა როგორი რთულია უყურო რეანიმაციაში მყოფ პატარებს -ყველა თავს არიდებს და ვინმემ ხომ უნდა იზრუნოს მათ სიცოცხლეზეც... რეანიმაციიდან რომ ვუშვებ , რომ მიღიმიან რაღაც იცვლება მთელს ჩემს ცხოვრებაში -პატარები ყოველთვის საყვარლები არიან, უცოდველები და მეამიტები. ბავშვებს უბრალოდ უყვარხარ , მერე იზრდებიან და ყველაფერი იცვლება ... -აშკარად შენმა შვილმა გაგაბრაზა - ისვე მოწევა განაგრძო და თან იღიმოდა -საერთოდ არ არის სასაცილო ... აბა დედაშენს ჰკითხე რომ აგიჟებ მერე თუ ეცინება -არ მახსენდება გამებრაზებინოს, ისიც არ ჭედავს მარტივად -იდეალური შვილი ხარ ? -არ ვიცი, უბრალოდ არასდროს გვიჩხუბია და შესაძლოა უბრალოდ ის იკავებს თავს -ან უბრალოდ ის არის კარგი დედა და ისე გაგზარდა რომ მშვიდი სიბერე აქვს გარანტირებული მე კი ალბათ მარტო მომიხდება სიცოცხლის ბოლო წუთების გატარება - გაიცინა და სიგარეტის ღერი გამოართვა -ურთიერთობების გამოსწორება ყოველთვის შეიძლება მითუმეტეს თქვენს შემთხვევაში და ნუ ადრამატიზებ -ხვალაც ხარ მორიგე ?- სიგარეტი საფერფლეში ჩააგდო და ზემოდან მოექცა-თუ შეგიძლია გამოიძინო-ყელზე მიაწება ტუჩები და შემდეგ ლავიწებზე გადავიდა , უკბინა -აჰ , თუმცა შენ ხომ შეგიძლია 24 საათი გაძლო ძილის გარეშე -კოცნიდა და ქვემოდან უყურებდა -ელენა ლაპარაკი არ -ჩშშ , უბრალოდ მოდუნდი - თვალებში უყურებდა , ქვედა ტუჩზე იკბინა და მისი ემოციებით თამაში განაგრძო. ეს იყო გაქცევის ყველაზე სასიამოვნო გზა, მაგრამ უკან დაბრუნება ყოველთვის საჭიროა. დილით ჩვეულებისამებრ ადრე გაეღვიძა , მგარამ საკუთარ საძინებელში არა და ეს უკვე დისკომფორტს უქმნიდა. სიმძიმე იგრძნო წელზე , მაქსიმალურად ეცადა ფრთხილად დაეხსნა თავი,მაგრამ არ გამოუვიდა -ყოველ ჯერზე გაპარვა არ გბეზრდება? იქნებ როგორ საუზმეს ვამზადებ- დილით ჩვეულებრივზე მეტად ბოხი ხმა ჰქონდა, არეული თმები , შეშუპებული თვალები და ისეთი საყვარელი იყო ინსტიქტურად გაეღიმა -საუზმეს რომ არ მივირთმევ? -ცუდია -ჯანმრთელობას ვნეებს?- კოცნაზე კოცნით უპასუხა და გაიღიმა - არ გინდა - მკერდზე ხელისგული მიაბჯინა , მაგრამ გვიანი იყო- ასე არ -სცადე ერთხელ იქნებ დილის განწყობამ მთელი დღე შეცვალოს- ყელზე უტოვებდა კოცნის კვალს -და ყავას რომ ვერ მოვასწრებთ? -მოვასწრებთ... ერთი საათის შემდეგ უკვე მოწესრიგებული იჯდა სამზარეულოს დახლთან ყავის ფინჯნით ხელში და უყურებდა ბატონ ექიმს როგორ იმზადებდა თავისთვის საუზმეს -ჯანსაღი ცხოვრების წესი -მეც ვსაუზმობდი დიდი ხნის წინათ- გაეღიმა და ყავის ფინჯანი ნიჟარაში ჩადო- ახლა კი ნამდვილად წასვლის დროა -ეცადე შეურიგდე და გაუგო - რომ აკოცა შემდეგ უთხრა და ამჯერად ლოყაზე გადავიდა- ყველაფერი კარგად იქნება -ნახვამდის პატარავ -ელენ-მიმავალს უყურებდა და ღიმილს ვერ იკავებდა . იმდენად კარგ განწყობაზე იყო რომ სახლშიც არ უნდოდა მისვლა,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. ისე შევიდა საძინებელში, გამოიცვალა და წავიდა რომ იოანე არ უნახავს , მომდვენო რამდენიმე დღე ისე გაატარა რომ არც უსაუბრია ბატონთან . უკვე კვირის ბოლო დღე იყო ძილის წინ რომ გამოეცხადა ,ტუჩებსშორის სიგარეტით იდგა და უყურებდა -იოანე -ბინა ვიპოვნე ... დასრულებულია , ძვირია , მაგრამ -როდის გადადიხარ -ორ ან სამ დღეში -რომ გადაბარგდები გესტუმრები , გილოცავ -დე -ასე ნუ მიყურებ და ასეც ნუ მეძახი , შენ მე ისე არ მექცევი როგორც დედას . მე ბანკომატი ვარ რომელსაც ეჩხუბები როდესაც ფულს არ გაძლევს -ხომ იცი რომ ეგრე არ არის ... გავიზარდე და შენ ვერ იაზრებ რომ აღარ ვარ პატარა ბავშვი- მიუახლოვდა და თავზე გადაუსვა ხელი - დე , გთხოვ მაპატიე რა ...ხომ იცი როგორი ვარ -რა გაპატიო სერიოზულად რომ არ ფიქრობ ცხოვრებაზე თუ ის რომ გაღიზიანებ ... ვერ ვხვდები რა გავაკეთო . შენთან ახლოს ვერ მოვდივარ , თითქოს ყველა კაცზე ეჭვიანობ ვინც კი სადმე მხვდება -არ გინდა ახლა ამ თემაზე ლაპარაკი არ გვინდა თორემ -თორემ ვერ შევრიგდებით? რა გავაკეთო , გინდა რომ დავბერდე,დროზე ადრე გავხდე ნაოჭიანი, ჭაღარა მოხუცი შეცვლილი ფორმებით .... გინდა ბებიას დავემსგავსო რომელიც ცხელ კერძებს შესთავაზებს შენს მეგობრებს? ვერ გავექცევი სიბერეს,მაგრამ არ ვიცი ახლა როგორ უნდა დავიმახინჯო თავი ... იქნებ მე ვაკეთებ რაღაც ისეთს რასაც ვერ ვამჩნევ და შენ ეს გაგიჟებს -ვერაფერს შევცვლით და უბრალოდ უნდა მოერიდო იმათ ვისთანაც არ შეიძლება შენი ყოფნა ... ყელში ამომივიდა , ყველას ხომ ვერ ვეჩხუბები არა? ასე გიჟივით მოვიქცევი , რაც უარესად გაღიზიანებს . ძნელია როდესაც გყავს დედა რომელიც ზოგს შენი ცოლი ან მეგობარი გოგონა ჰგონია -მალე ჩემთან ერთად გამოჩენაც აღარ გენდომება თითქოს სირცხვილია რომ ჯერ კიდევ ლამაზი ვარ -დედა -მაშინვე წავალ როგორც კი გადაიბარებ ბიზნესს , რომ მივხვდები ერეკლეს შრომის ნაყოფი არ განადგურდება წავალ ... -სად წახვალ ხო არ ღადაობ ტო -იქ წავალ სადაც მშვიდად ვიცხოვრებ მანამ სანამ ერეკლესთან არ გამიშვებს ღმერთი -როგორ იცი ხოლმე ასი წლის ქალივით ლაპარაკი ... არ მინდა რომ წახვიდე, არ მინდა რომ ვიჩხუბოთ , უბრალოდ მიხედე შენს საქმეებს და მე ვისწავლი შენზე გაგიჟებული კაცების დაიგნორებას , მოვრჩები ამ უცნაურ ეჭვიანობას თუ რაც არის - ჩაეხუტა და ლოყაზე აკოცა- დეე ნუ მაწვები , მოვა დრო და ყველაფერს მივხედავ -საშინელი ხარ , ასე რომ მოდიხარ მთაფლავ და მერე ისევ მტკენ მამაშენს ემსგავსები -კარგიი? მამა გტკენდა ხოლმე? ვერ დავიჯერებ -არა, მაგრამ გაბუტული რომ ვიყავი ხოლმე ასე მირიგდებოდა და მერე მაინც იმას აკეთებდა რაც უნდოდა _მეც მინდა რომ მახსოვდეს ... მინდა ისე მიყვარდეს როგორც სხვებს უყვართ . უბრალოდ მინდა მახსოვდეს მისი სახე, ხმაა , რაღაც ამბავი მაინც რომელსაც სულ გავიხსენებდი და არასდროს დავივიწყებდი _ოთხი წლის იყავი .... შეუძლებელია გახსოვდეს . წარმოუდგენლად უყვარდი . ზოგჯერ მეგონა რომ ჩემზე მეტადაც კი უყვარდი . თავისუფალი დროის მთელ ნაწილს გითმობდა , ბოლო დროს განსაკუთრებით . ოთახიდანაც კი არ გიშვებდა სანამ არ დაიძინებდი . ღმერთო როგორ გიყურებდა ... მაშინაც ძალიან ჰგავდი, მაგრამ ასეთსაც ვერ წარმოგიდგენდა _ახლა არ იტირო თორემ გავგიჟდები იცოდე _არ ვიტირებ ... მხოლოდ ბედნიერებისგან მართლა რომ დაემსგავსები მერე ვიტირებ და იმედია დადგება ეგ დღე _ნუ ელოდები მაგ დღეს, ერეკლეს ვერავინ გააცოცხლებს ვერც მე და ვერც სხვა. მისნაირი ვერ ვიქნები გაიაზრე ეს 15 წელი გავიდა ელენე და შენ კიდევ თაყვანს სცემ როგორც კერპს . ღმერთი იყო? მითუმეტეს ვერავინ იქნება მისი ანალოგი ... უზომოდ მიყვარხარ ხომ იცი არა? მაგრამ უნდა წავიდე , ცოტა ხნით მაინც მარტო მინდა ვიცხოვრო და ამ სახლს მოვშორდე - მკლავები მხრებზე მოხვია და ისიც ჩაეხუტა -წადი იოანე , რამდენ ხანსაც გინდა უბრალოდ კარგად იყავი გთხოვ ... შენ რომ რაღაც დაგემართოს მოვკვდები იცოდე! იოანეს არაფერი უთქვამს , მის ამ სიტყვებს არასდროს პასუხობდა . მაქსიმალურად ცდილობდა დროის მასთან გატარებას, სახლში იყო ყოველ საღამოს , მაგრამ იოანეს ღელვა ისევ არ ემჩნეოდა. არასდროს არაფერზე დარდობდა ხოლმე მხოლოდ ბრაზს ვერ აკონტროლებდა თორემ სხვა ემოცია თითქოს არც გააჩნდა. .......... კიდევ ერთი დღე დაიწყო და დასრულდა .დღე როდესაც სრულიად მარტო დარჩა სახლში რომელიც კარის მიხურვისთანავე ცივ, პირქუშ სამარეს დაემსგავსა. იოანეს აღარ ელოდა, იცოდა არ მივიდოდა და მაინც დადიოდა ოთახებს შორის. სუნთქვა შეეკრა , სიბნელეში მარტო იდგა და უშედეგოდ ეძებდა მხსნელს. თვალები ებინდებოდა,უშედეგოდ ცდილობდა სუნთქვას, მკერდზე ხელი მიიდო და კედელს მიეყრდნო . დიდხანს იჯდა მოკეცილი ,სიჩუმის უცნაურ ხმაურს უსმენდა მობილურის ხმა რომ გაიგო და წამსვე გაიქცა , ფიქრობდა რომ იოანე ურეკავდა , ძლივს იპოვნა ჩანთაში , მაგრამ ის არ იყო . პასუხის გაცემას საერთოდ არ აპირებდა, ხმა გაუთიშა და იქვე დაჯდა ,ის კი ვინ იცის უკვე მერამდენედ ურეკავდა -გისმენ - მაქსიმალურად ეცადა ხმის გაკონტროლებას ,მაგრამ არ გამოუვიდა ბიჭის მოტყუება -მადლობა ღმერთს მიპასუხე თორემ არ ვიცი ... ჯანდბაა ამდენ ხანს რატომ -რა ხდება ანდრო ? იქნებ დაკავებული ვარ და არ ვაქცევ ყურადღებას მობილურს ან საერთოდ -ელენა მოხვალ თუ გინდა რომ მოვიდე -ახლა არ შემიძლია ... ნახვამდის -ელენა ,გთხოვ უბრალოდ უფლება მომეცი რომ მარტო არ დაგტოვო -მარტო ისედაც არ ვარ ... -წითელი ღვინო მაქვს მაცივარში და გელოდები გათიშულ მობილურს უყურებდა , მერე ცარიელ ოთახს და ბოლოს სწრაფად მიაბიჯებდა, გარბოდა იმ სახლიდან, მარტოობისგან შორს . კარი გაიღო თუ არა მაშინვე გადააწყდა ანდროს ლურჯებს და შემდეგ მთელი სხეულით იგრძნო საყრდენი. ძალაგამოცლილს, ათრთოლებულს მკლავებს ხვევდა და ვინ იცის ბოლოს რამდენი ხნის წინ განიცადა მსგავსი სიმშვიდე. არცერთი კითხვა, არცერთი სიტყვა არაფერი რაც შეაწუხებდა, მხოლოდ ემოციები . ისეთი პატარა იყო იმ დროს , იმდენად სუსტი და დაუცველი ის კი ძალას მატებდა. სიტყვებით აუხსნელ ცვლილებებს ახდენდა და ეს არ იყო ნორმალური. უშფოთველი ძილის გარანტია იყო ანდრო და სულ უფრო უჭირდა მისგან შორს ყოფნა. გეგმაში არ ჰქონდა ეს ვიზიტები, არც კი ფიქრობდა ადრე რომ ამდენჯერ შეხვდებოდა და საერთოდ მასთან საუბარს დაიწყებდა ახლა კი წელიწადზე მეტი იყო რაც ხვდებოდნენ. იმაზე მეტად ახლობელი აღმოჩნდა ვიდრე წარმოიდგენდა , არავის ჰგავდა და ეს იყო მისი მთავარი ღირსება. არ უყვარდა ზედმეტი კითხვების დასმა, არც უაზრო მოთხოვნები ჰქონდა თითქოს ზუსტად იცოდა რა სჭირდებოდა ელენას. საწოლში მარტოს გაეღვიძა , ირგვლივ რომ მიმოიხედა არავინ იყო. თავი უსკდებოდა , ტანზე ანდროს მაისური მოირგო და ისე გავიდა გარეთ. აივანზე იდგა , ეწეოდა და თან ვიღაცას ესაუბრებოდა სერიოზული სახით. შიგადაშიგ თავზე ხელს ისვამდა და წვერიანი ნიკაპიც არ ავიწყდებოდა. უყურებდა და ხვდებოდა რომ ეს წიკები ჰქონდა მაშინ როდესაც რაღაცაზე ფიქრობდა , რაღაც ამბავზე რაც აღელვებდა. თორნიკემ შენიშნა , გაუღიმა და მალევე დაასრულა საუბარი. მხოლოდ შემდეგ მივიდა , მოეხვია , ყელში აკოცა და ქვემოდან ახედა -როგორ გეძინა? -შესანიშნავად ... იმ შენს საწოლს მაგიური უნარები აქვს ხომ? -ამ ღამით დივანზე ვიძინებთ -არ მეგონა ამ ღამესაც თუ აქ გავატარებდი -წარბები მაღლა აზიდა და მერე გაეღიმა- ასე თუ გავაგრძელებთ ჩიხამდე მივალთ- ბიჭის ტუჩებს უკვე თავისაზე გრძნობდა და ისევ ეფანტებოდა ფიქრები - ანდრო -დღეს კვირაა ... ვიცი შეხვედრა არ გაქვს -მაგრამ მაინც საქმეები -ბოლოს როდის დაისვენე - თითები მაისურის ქვეშ შეუცურა ,ბიკინის ზოლს მიუყვებოდა და შემდეგ ისიც გადალახა. კოცნის კვალს ყელზე უტოვებდა და თითების მოძრაობას გასაგიჟებლად ნელა აგრძელებდა-გახსოვს? -ანდრო- კვნესა წასკდა და უფრო მეტად მიეკრო სხეულზე,შიშველ მხარზე აკოცა შემდეგ კი კბილები ჩაასო- ჯანდაბა - განცდილი სიამოვნებისგან სხეული უთრთოდა, თვალები დახუჭა და მუხლებში ძალა რომ გამოეცალა მთლიანად ბიჭს დაეყრდნო -არ მიპასუხებ?- ყურთან აკოცა და ნიჟარაზე მსუბუქად უკბინა- არ გახსოვს ? -არა ... ჯანდაბა წარმოდგენა არ მაქვს ბოლოს როდის დავისვენე - სუნთქვააჩქარებულმა ლამის წამოიკივლა და იგრძნო როგორ დაიშალა სხეულში წარმოქმნილი ემოციათა დიდი მთა პაწაწინა ნაწილაკებად. ახურებულ სხეულზე ისევ მიუყვებოდნენ მისი თითები თავად კი საერთოდ არ შეეძლო მოძრაობა . თავი მის მხარზე ედო, მის გულისცემას უსმენდა და შემდეგ ქვემოდან უყურებდა. ხელში აიყვანა და მასთან ერთად ჩაეშვა სავარძელში -დღეს მეც თავისუფალი ვარ და სადმე წავალთ . ერთად - ქვემოდან უყურებდა , სახეზე ჩამოყრილი თმა გადაუწია , ტუჩები დაუკოცნა და გაეღიმა ელანამ მისი შორტი დაბლა რომ ჩააცურა-ელენა -თითები შიშველ საჯდომზე მოუჭირა და შემდეგ თეძოებზე გადავიდა. უყურებდა სხეულზე აკრულ ქალს, მის მოციმციმე მწვანეებს და ცდილობდა ისევ არ გაფანტვოდა გონება - ხომ წამოხვალ- ღრმა ამოსუნთქვას ამოაყოლა სიტყვები, თითები უფრო მოუჭირა და ქვედა ტუჩზე უკბინა -მიპასუხე ! -წამოვალ ... ყველგან ჯოჯოხეთის გარდა- სიტყვები ძლივს გადააბა ერთმანეთს და თითები თმის ბოლოებზე მოუჭირა, თავი უკან გადააწევინა ვნებიანად დაუკოცნა ტუჩები ისე რომ მოძრაობის ტემპს უმატა . ფინიშის ხაზი თითქმის ერთდროულად გადაკვეთეს ,სავარძელს მიყრდნობილ ბიჭს თავი მხარზე დაადო ისე რომ ოდნავადაც არ გაზრდილა მათ შორის მანძილი- იქ სხვა მელოდება - ჩუმად თქვა შემდეგ კი მოშორდა, ფეხზე წამოდგა და მაგიდაზე დადებული კოლოფიდან სიგარეტის ღერი ამოაძვრინა. ათრთოლებულ თითებში მოიქცია ტუჩები მოუჭირა და სწრაფად მოუკიდა . მაგიდაზე დაჯდა , ერთი ფეხი მოკეცა და ხედს გახედა -ანუ ყველგან წამომყვები ? -ხვალ დილამდე -24 საათი საკმარისზე მეტიც კი არის ... ზოგჯერ ერთ წუთსაც კი აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა -ნეტავ ჩემი სიცოცხლის გადარჩენაც შეგეძლოს -და ვინ თქვა რომ არ შემიძლია ? -უფლებას არ მოგცემ! -შენს ადგილას ასეთი თავდაჯერებული არ ვიქნებოდი - გაიცინა და ფეხზე წამოდგა- შხაპი მივიღოთ და წავიდეთ- ისე აიყვანა ხელში და გაიდო მხარზე თითქოს პატარა ბავშვი მიჰყავდა. ელენას მოულოდნელობისგან ხმა ჩაუვარდა შემდეგ ხელი მიარტყა საჯდომზე და ფეხები ააფართხალა -რა ჯანდაბაა შენ მე შენი პატარა გოგო ხომ არ გგონივარ ... -ასე უფრო მომეწონა შენი საჯდომი- ანდროც არ ჩამორჩა და ხელისგული მსუბუქად წამოარტყა - ჯანდბაა , ძალიან მომწონს -რა დამთხვევაა ... მეც მომწონს . ბევრ ქალს შეშურდება შენი , პატარავ იმდენად სწრაფად აღმოჩნდა ცივი წყლის ქვეშ რომ გონზეც ვერ მოვიდა. მოულოდნელი შეგრძნებისგან წამოიკივლა , მაისური სხეულზე მიეკრო, კანზე ცივი წყლის წვეთები ნელა მოძრაობდნენ უყურებდა კაცის ლურჯ თვალებს და ხმამაღლა იცინოდა. პატარა სივრცეში მასთან ერთად გამოკეტვა ორმაგად სასიამოვნო გახდა, დიდხანს იღიმოდა და თვალებიც უბრწყინავდა შემდეგ მისი თითები თმაში, ქაფი სხეულზე რომელსაც წყლის წვეთები და გრძელი ფალანგები ერთდროულად ფანტავდნენ . თვალები რომ დახუჭა წამსვე გაახსენდა ერეკლეს შეხება, როგორ ბანდა თმას შემდეგ უმშრალებდა, დასცინოდა აწეწილ სველ ხვეულებს რომ ხედავდა დავარცხნისთანავე ტალღებად რომ იქცეოდნენ . შემდეგ სარკეში ხედავდა მის ანარეკლს მაშინ თმას რომ უვარცხნიდა ისეთი სახე ჰქონდა თითქოს რაღაც უსაზღვროდ სასიამოვნოს აკეთებდა. მოგონებები ბიჭის ტუჩებმა გაუფანტა , რეალობაში დაბრუნდა, გაიხსენა სად და ვისთან ერთად იყო, იმდენად სწრაფად მოშორდა წონასწორობა ძლივს დაიცვა. -ელენა ... - პირსახოცი მჭიდროდ რომ მოიხვია სხეულზე ისიც უკან მიჰყვა- შემომხედე - პირსაწმენდი წელზე შემოიხვია და წინ გადაეღობა - ელენა - თავი ააწევინა და მზერა გაუსწორა მის ამღვრეულ სფეროებში -უნდა წავიდე... დასვენებისთვის დრო არ მაქვს , არც არის საჭირო -არ დაიღალე?- კაბას იცვამდა მისი ხმა რომ გაიგო-არ დაიღალე საკუთარი თავის ტანჯვით?არ მესმის რატომ არ აგრძელებ ცხოვრებას, რატომ არ ცდილობ მოიშორო ყველა ტვირთი და იცხოვრო ისე როგორც გინდა -არ მეგონა თუ შენც დაიწყებდი თავის მომაბეზრებელ საუბარს, მითუმეტეს დამრიგებლურს ... შეგახსენებ რომ მე შენზე თითქმის ათი წლით დიდი ვარ და როგორმე მეტი გამეგება ცხოვრების შესახებ - კაბის ელვა შეიკრა, ფეხსაცმელი მოირგო და მზერა გაუსწორა -არ გინდა , ნუ ირგებ ამ წყეულ ნიღაბს ...ნუ მაჩვენებ თითქოს არაფერი მომხდარა -და რა მოხდა ? რა გინდა რომ მთელი დღეები შენთან ვიყო მანამ სანამ არ მოგწყინდება? გესტუმრები ახლო მომავალში - ერეკლე გაგახსენდა და იმიტომ ცდილობ ჩემგან გაქცევას -საკმარისია ! -ასეთი ძნელია რომ აღიარო და გათავისუფლდე? მე ხომ ისედაც ვიცი -რა იცი რომ შენთან ყოფნისას სხვაზე ვფიქრობ და მაინც გინდა რომ დავრჩე? ისიც საკითხავია ჩემი გაქცევაა უფრო ნორმალური თუ შენი დარჩენა... გინდა რომ აქ ვიყო, შენს გვერდით და სხვას წარმოვიდგენდე ? -შენ არ ცდილობ მის დავიწყებას , არ გინდა რომ გათავისუფლდე ... მე კი შენგან განსხვავებით ზუსტად ვიცი რაც მინდა და ისიც რასაც ვიღებ . შენ როდესაც ახლოს რჩები წამსვე გერთვება სინდისის ქენჯნა , იხსენებ რომ ბედნიერების უფლება არ გაქვს და ცდილობ გაიქცე - სრულიად დარწმუნებული იყო საკუთარ სიტყვებში, მზერას არ აშორებდა , წამითაც კი არ შეცვლია ტემბრი -ყველანი ერთმანეთს რატომ ემსგავსებით...რატომ გიყვარდებით ასე მარტივად, ვერ ვხვდები იცი? წარმოდგენაც არ მაქვს რას ხედავთ ასეთს ჩემში ხომ შეიძლება უბრალოდ იმ დროით ისიამოვნოთ რასაც ჩემთან ატარებთ და მორჩეს. -ვინ თქვა რომ მიყვარხარ ... სიყვარული რა გგონია . მე უბრალოდ იმაზე ვგიჟდები რომ თავს იწამებ რაც მეეჭვება ერეკლეს სდომოდა თუ რა თქმა უნდა ნამდვილად გაღმერთებდა -ძალიან კარგი,დარდიც არ არის საჭირო . ერეკლეზე შენთან საუბარს კი არ ვაპირებ ... ისიც ზედმეტია რაც იცი თუმცა ერთი რამ ვერ გაიაზრე მის დავიწყებას არ ვაპირებ , არც არსებობს ვინმე ვინც შეძლებს იმაზე მეტი გახდეს ვიდრე ის იყო! ................. ერეკლეს მშობლები შვილის გარდაცვალების შემდეგ მალევე გადასახლდნენ აგარაკზე. ქალაქში დარჩენის სურვილი არ ჰქონდათ, განმარტოებით ცხოვრობდნენ და იშვიათად თუ ესტუმრებოდნენ ელენას. ძირითადად თავად მიდიოდა მათთან მაშინ როდესაც რაიმე მნიშვნელოვანი თარიღი იყო ან ისე უბრალოდ იღებდა მიმართულებას მათი სახლისაკენ. უცნაურად ღელავდა, ყოველ ჯერზე ეშინოდა რომ იმაზე მეტ ტკივილს დაინახავდა მათ თვალებში ვიდრე მანამდე. არაფერი იცვლებოდა, მათთვის არასდროს ქრებოდა სევდა რომელიც ერეკლემ დატოვა. ეზოს დიდი გალავანი ერტყა , უზარმაზარი შავი ჭშკარი ხმაურით გაიღო და წამსვე გამოჩნდნენ ძაღლებიც. ყეფით მორბოდნენ სანამ ელენა არ დაინახეს ორივეს მოეფერა და შემდეგ სახლისკენ გაიხედა. შავებში გამოწყობილი ქალის დანახვისას გაიღიმა და მისკენ დაიძრა -ელე , შვილო როგორ ხარ - თბილად გაუღიმა და ლოყაზე აკოცა -კარგად , თქვენ როგორ ხართ - ქალის სურნელი რომ შეიგრძნო გულში ჩხვლეტა იგრძნო. დანაოჭებული ხელები დაუკოცნა და მერე სახლიდან გამოსულ კაცს გახედა. მაღალი, ოდნავ მხრებში მოხრილი , სულ მთლად გაჭაღარავებული მოხუცი ღიმილით მოდიოდა მისკენ -ჩვენც კარგად ვართ შვილო რა გვიჭირს... -ცოტა ხნის წინ არ დაგვირეკე? რატომ არ თქვი თუ ამოსვლას აპირებდი- კაცმა თავზე ხელი გადაუსვა და შუბლზე აკოცა-რამე ხომ არ მოხდა ჩემო გოგო -არაფერი ... საქმეებს მოვრჩი და ამოვედი . დღეს თქვენთან დავრჩები -ძალიან კარგია ... ცოტა უნდა დაისვენო თორემ უკვე ზედმეტი მოგდის. ის ბიჭი რას მიკეთებს , სულ არ მოდის ჩვენთან ერთი უნდა ჩავიდე ქალაქში და დაველაპარაკო -შეეშვი , ჯერ ბავშვია მოვა დრო და ყველაფერს გააკეთებს - ქალმა წამსვე დაიცვა შვილიშვილი. ელენა კი ჩუმად დაჯდა კაცის გვერდით თავი მხარზე დაადო, ჩაეხუტა და ისე უყურებდა როგორ ფუსფუსებდა დიანა . მამა არ ჰყავდა, დედა მაშინ მიატოვა როცა გაიგო რომ ფეხმძიმედ იყო. ბოლოს დედაც გათხოვდა და ასე აღმოჩნდა ბებიასთან . ძველისძველ ბინაში ცხოვრობდა და მოხუც ბებოსაც თავად უვლიდა , ყველაფერი ყოველთვის რთული იყო ელენას ცხოვრებაში ერეკლეს გამოჩენამდე საერთოდ არც კი იცოდა რას ნიშნავდა კომფორტი, სიმშვიდე, ბედნიერება და უზრუნველყოფილი ცხოვრება. დიანა და ნოდარი რომ გაიცნო იმ წამიდან შეიყვარა ორივე. ზოგადად არც ისეთი მარტივი ადამიანები იყვნენ, მგრამ ერეკლეს გამო სრულიად უცხო გოგონა საკუთარი შვილივით მიიღეს. მართალია მათთან არ ცხოვრობდა,მაგრამ ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს და ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს მშობლები შეიძინა. ყოველთვის უყვარდა მათთან ყოფნა, ხედავდა როგორი იყო ნამდვილი ოჯახი, სიყვარული რომელიც თავად არასდროს უგრძვნია . ერეკლე ორივეს ისე ექცეოდა ,რომ შეუძლებელი იყო მისი გარდაცვალების შემდეგ ასე მარტო დაეტოვებინა მოხუცები. თითქოს მის ნაცვლადაც ზრუნავდა ორივეზე,მაგრამ ყველაფერი უბრალო ფარი იყო . -ნახე მისი ბინა? ახლა სულ წავა ხელიდან ... რა გვეშველება არ ვიცი -დიანა ძალიან ღელავდა იოანეზე -კარგადაა უჩემოდ , მშვიდადაა და თავს შესანიშნავად გრძნობს -მარტო დაგტოვა და წავიდა ისე რომ სულ არ შერცხვა... არა ეგ ბიჭი საერთოდ არ ჰგავს ჩემს ერეკლეს- ნოდარმა წყენით თქვა და თავზე აკოცა- შვილო შენ არ ინერვიულო თავიდან ერეკლესაც უქროდა, მაგრამ მერე ხომ იცი როგორ დაჭკვიანდა -ის ყოველთვის ფიქრობდა თქვენზე ... ყველაფერი ერთად იყო მასში,მის დიდ გულში ... იოანე კი აშკარად მე დამემსგავსა . მე და ჩემებს , ჩვენს მსგავსად მხოლოდ საკუთარზე დარდობს -შენ ასეთი არ ხარ და ტყუილად ნუ ამბობ ამ სისულელეს - დიანა გაუნაწყენდა -იოანეს რომ ვუყურებ მგონია ერეკლეს იმედები გავუცრუე , ვერ შევძელი სწორად ჩვენი შვილის აღზრდა ... ის რომ იყოს მასთან ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა მე კი ზედმეტად ცუდი აღმოვჩნდი , სუსტი და უძლური. მართლა აღარ ვიცი რა უნდა გავაკეთო ახლა უბრალოდ ველოდები და იმედი მაქვს რომ ცუდი არაფერი შეემთხვევა -აბა რას ამბობ ... შენ რომ პირველად დაგინახე შემეშინდა , ვიფიქრე ამ სიფრიფანა საყვარელმა გოგომ როგორ უნდა გაუძლოს ერეკლეს-თქო. ცოტათი მეშინოდა შენ გამო , მაგრამ ერეკლესაც უმკლავდებოდი და შემდეგ ... ახლა მის გარეშეც ისე ართმევ ყველაფერს თავს ბევრი ძლიერი კაციც ვერ შეძლებდა. ყველაფერზე ზრუნავ რაც ერეკლეს უყვარდა საკუთარი თავის გარდა და უკვე მერამდენედ უნდა ვისაუბროთ ამ თემაზე აღარც კი ვიცი -კარგი რა დიანა, მე შესანიშნავად ვარ ... ვერ ხედავ? ქვრივს საერთოდ არ ვგავარ , ზოგს იოანეს შეყვარებულიც კი ვგონივარ -ეგ გარეგნულად თორემ შინაგანად ხომ ვიცით როგორც ხარ ... - თვალები ცრემლებით აევსო და მერე სახეზე ჩამოისვა თითები - ჩვენ ერთმანეთი გვყავს, ირაკლიც ჩამოვა ალბათ ოდესმე შენ კი , შენ სულ მარტო ხარ მის გარეშე -არ არის ასე ... ჩემი მდგომარეობა არ შეედრება თქვენს ტკივილს დედა ისევ ამაზე რატომ ვსაუბრობთ -ისევ არავინ გამოჩნდა ? ხომ იცი რომ ჩვენ ... ამდენი წელია მარტო ხარ . ასეთი ლამაზი და სასურველი -ბოლო დროს რამდენჯერაც მოვედი იმდენჯერ ამ წინადადებით მეგებები დედა და უკვე მართლა აღარ შემიძლია ამის გამეორება. ვინც არ უნდა გამოჩნდეს ჩემს ცხოვრებაში ყველა მოვა და წავა ისე რომ ერეკლეს ადგილს ოდნავადაც ვერ შეეხება . არაფერს ვმალავ და თუ საოცრება მოხდება , ტვინი თუ გადამიტრიალდება აუცილებლად გაიგებთ , მაგრამ მეეჭვება ეს ოდესმე მოხდეს-ფეხზე წამოდგა და ისე მოუკიდა სიგარეტს ვერც კი გაიაზრა. თითები უკანკალებდა, იქაურობას მოშორდა , ჩანთა მაღლა აიტანა და საძინებელის კარს მიეყრდნო - ღმერთო ასე რატომ მექცევი , რატომ აღმოვჩნდი ამ ჭაობში , რატომ. არავის ესმის ,ჩემი არავის ესმის შენ გესმოდა და დამტოვე. როგორ მეზიზღები ღმერთო შენი უსამართლობა როგორ მეზიზღება რა ჯანდაბად გჭირდებოდა ერეკლე, მე მჭირდებოდა ...მხოლოდ მე მჭირდებოდა - უყურებდა საწოლს რომელიც ისევ ხელშეუხებლად იდგა და ოთახს რომელშიც არაფერი შეცვლილა. სიგარეტის ღერიც მოიშორა, დამშვიდდა და ისე დაბრუნდა თითქოს არაფერი მომხდარა. ოჯახში იყო, ჩვეულებრივი ქალი ხდებოდა მათთან დიანას ეხმარებოდა , თავად ამზადებდა კერძებს დაუდევრად შეკრული თმით , სახეზე გულწრფელი ღიმილით და სითბოთი რომელიც თავისთავად ჩნდებოდა მათი ყოველი დანახვისას. არ იყო ხელოვნური, ნამდვილად უყვარდა ორივე , ისინი და მათში ერეკლეს არსებობა უყვარდა. დიანასთან ერთად ყვავილების მოვლა, ტელევიზორის ყურება და ნოდარის სახელოსნოში ყავის ფინჯნით ჯდომა . იმ სახლში არ იყო ერეკლეს კვალი , იქ არასდროს ყოფილა , მაგრამ მაინც ყველგან გრძნობდა მის არსებობას. ქალაქში დაბრუნების შემდეგ თან მიჰყვებოდა სიმშვიდე, განსხვავებულად მოტივირებული უბრუნდებოდა სამუშაოს და ისევ თავიდან იწყებდა ყველაფერს. ……… კაბინეტში იჯდა, დატვირთული დღე ჰქონდა. დოკუმენტებს ამოწმებდა, რამდენიმე ადგილას ჰქონდა ვიზიტი დაგეგმილი და წინასწარ აგვარებდა ყველაფერს. ყავის ფინჯანი ცარიელი რომ დახვდა კიდევ ერთის მოსატანად წამოდგა. ნატალიას საქმეები ჰქონდა და გადაწყვიტა თავად მოემზადებინა. ტანზე გამოყვანილი კაბა გაისწორა და კაბინეტი დატოვა დერეფანში მიაბიჯებდა ნაცნობი სახე რომ დაინახა , გაუკვირდა იქ ნამდვილად არ ელოდა იოანეს მეგობრის ხილვას. ბიჭმაც შეამჩნია , შორიდანვე გაუღიმა და მისკენ დაირა -რატი როგორ ხარ? აქ რას აკეთებ ძვირფასო?- ფართოდ გაუღიმა და თბილად მოეხვია- ხომ ყველაფერი რიგზეა- გულწრფელი იყო , ბიჭს უყურებდა და პასუხს ელოდა -როგორ ბრძანდებით ? - მე კარგად ვარ შენ ხომ ყველაფერი რიგზე გაქვს -კი , კი უბრალოდ - აშკარად დაბნეული იყო, თავზე ხელი გადაისვა და ქალს სახეზე დააშტერდა - მე -მოდი კაბინეტში შევიდეთ ... ყავას ხომ დალევ? ნაატ გთხოვ ორი ყავა მოგვიტანე რაა - უკან შებრუნდა, ბიჭს ზურგზე მიადო ხელი და კარიც თავად გააღო - მოდი დავსხდეთ და მომიყევი რა ხდება - დივნისკენ დაიძრა და ბიჭის გვერდით დაჯდა -არაფერი ისეთი... გავიგე რომ ახალ ფილიალს ხსნით და გასაუბრებაზე მინდოდა მოსვლა. შენს ნახვას არ ვგეგმავდი , უკვე უნდა წავსულიყავი რომ გამოხვედი - დაბნეული იყო, თვალს არიდებდა და სახეზე ფერიც ეცვლებოდა -შეიძლება?- ნატალიაც გამოჩნდა. ყავის ფინჯნები დადო და გავიდა - რატომ პირდაპირ ჩემტან არ მოხვედი რატი? არ ვიცოდი მუშაობის დაწყებას თუ აპირებდი ... მენეჯერის თანამდებობა რომ შემოგთავაზო? ორი კვირა დასჭირდება გახსნას კიდევ მანამდე მოგამზადებენ და დარწმუნებული ვარ შეძლებ -მე არ შემიძლია ... მოლარის ვაკანსიაზე ვიყავი და მენეჯერად როგორ. არა რა ასე არ შემიძლია... არ უნდა მოვსულიყავი , თქვენთან უბრალოდ ყველაზე მაღალი ხელფასებია თორემ -დალიე ყავა , უგემრიელესს ამზადებს ნატალი ... შესანიშნავად ვიცი შენი შესაძლებლობები და დარწმუნებული ვარ შეძლებ. თუ არ გამოგივა გაგათავისუფლებ - გაუღიმა და თავად მიაწოდა ფინჯანი - ნუ გერიდება რა , უცხო ხომ არ ხარ ამდენი წელია გიცნობ ოჯახისწევრვით ხარ ... ნეტავ იოანესაც სურდეს რაიმეს კეთება -არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა, უხერხულად ვგრძNობ თავს -ხოდა ნუ გრძნობ ... ნატას ვეტყვი და დღესვე გაგიშვებს ერთ ძალიან მაგარ გოგოსთან რომელიც ყველაფერს გასწავლის -ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ -დარწმუნებული ვარ გამოგივა... მომიყევი სხვა რა ხდება შენთან ახალი ? დედა როგორ არის ღმერთო რამდენი ხანია არ მინახავს -კარგად არის... რამდენიმე თვეა სოფელში წავიდა . -აღარ მუშაობს? -აღარ ... გამოცდები ჩააბარა და ალბათ სოფელის სკოლაში დაიწყებს მუშაობას -ანუ შენც მარტო ცხოვრებ ბატონი იოანეს მსგავსად... -მასთან არ ყოფილხართ ხომ? - როგორც იქნა მოდუნდა , ქალს თვალს არ აშორებდა და ყავის ფინჯანს თითებს უჭერდა -ერთხელ ვიყავი მხოლოდ ... დიდი ხანია არც დაურეკავს . როგორც სჩანს ანგარიშზე ჯერ კიდევ აქვს ფული -მე ვნახე გუშინ ... კარგად არის და არ ინერვიულოთ. უბრალოდ საკუთარი სივრცე სჭირდებოდა ხომ იცით როგორია -ხო შესანიშნავად ვიცი როგორები ხართ 19 წლის ასაკში -მე უკვე 22 წლის ვარ და არის რაღაც ეტაპი , ისიც დამშვიდდება -თითქოს განაწყენდა , მზერა შეეცვალა . სახეზე წამოწითლდა , მაგრამ თავის გაკონტროლებას ცდილობდა -შენც ჯერ კიდევ ძალიან პატარა ხარ რატი , კარგად ვერ ხვდებით ცხოვრებაში დროის დაკარგვა რომ არ ღირს -თბილად უღიმოდა ბიჭს, ბავშვობიდან იცნობდა იოანეს ძველი მეგობარი იყო და მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებდათ . ხშირად გრძნობდა მის დაჟინებულ მზერას, ყოველი შეხვედრის დროს უცნაური შეგრძნება რჩებოდა, მაგრამ თავს არ აძლევდა უფლებაც რაიმე ცუდზე ეფიქრა. ახლაც ბიჭის ქცევა მის წინ იმდენად თვალშისაცემი იყო ,რომ არა მისი ასაკი მასაც რიგით თაყვანისმცემლად ჩათვლიდა -ზოგჯერ უბრალოდ უნდა დაელოდო შესაფერის დროს ... იოანეზე ნუ იდარდებთ , გთხოვთ -როგორ ახლოსაც არ უნდა გყავდეს შვილი, რამდენად დაცულადაც არ უნდა მიგაჩნდეს მაინც დარდობ მასზე ... მამა რომ გახდები დარწმუნებული ვარ შენც მიხვდები . მგონი გყავს კიდეც შეყვარებული , მიშკას საცოლე გავიცანი ცოტა ხნის წინ ქორწილს გეგმავენ ხომ ? -მიშკა მალე გეგმავს ქორწილს... მე კი არავინ მყავს -შესანიშნავი ასაკი გაქვთ , დარწმუნებული ვარ წინ ბედნიერი წლები გელით ყველას -მეეჭვება ვინე სხვასთან ვიყო ბედნიერი იმ ერთის გარდა, ის ერთი კი ზედმეტად მიუწვდომელია - თვალებში უყურებდა, ელენა შორიდანაც გრძნობდა მის აჩქარებულ გულისცემას. თითები მუხლებზე ჰქონდა მოჭერილი და მთლიანად დაჭიმული იყო -ის თუ შენი მეორე ნახევარია ,მასაც ეყვარები და თუ არაფერს გრძნობს მაშინ უნდა ეძებო შენი გულის სწორი მანამ სანამ სიყვარული ორმხრივი არ გახდება ... მე მართალია არ განმიცდია , მაგრამ დარწმუნებული ვარ ცალმხრივი გრძნობა დამღუპველია -მგონი უკვე ჩემი წასვლის დროა... თქვენთან საუბარი სასიამოვნო იყო. ძალიან მინდა ,რომ წარმატებული თანამშრომელი აღმოვჩნდე, ძალებს არ დავზოგავ - ფეხზე წამოდგა, ხელისგული თითქოს შეუმჩნევლად გაუსვა პერანგს და შემდეგ ნერვიულად გადაისვა ხელი თავზე . ღელავდა, ზედმეტად აფორიაქებული იყო ამ უბრალო დიალოგთან შეუსაბამოდ იქცეოდა. ელენას ლოყაზე რომ აკოცა თითქოს დრო გააჭიანურა, მისი სურნელი შეიგრძნო და შემდეგ სწრაფად დატოვა ოთახი -ნახვამდის რატი, წარმატებებს გისურვებ და მაინც რა იზიდავთ კაცებს ასე ძალიან თუ არა მოხდენილი სხეულის ფორმები . ყველაზე ხშირად სწორედ ლტოლვა აგიჟებთ , გონებას ურევთ სურვილი დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება სულს უხუთავთ, მოსვენებას უკარგავთ და ბოლოს დამოკიდებულები ხდებიან მანამ სანამ საწადელს არ მიაღწევენ. სულ ესაა , სურვილით შეშლილი გონება რომელიც აზროვნების უნარს კარგავს იჯერებს საკუთარ ტყუილს და მისი მსხვერპლი ხდება. ელენას ასეთი უამრავი უნახავს, ერეკლემდეც ბევრნი იყვნენ და მის შემდეგაც. თავიდან უბრალოდ ვერ ამჩნევდა, ვერ ხვდებოდა შემდეგ კი ერეკლემ ისე შეასწავლა კაცის ფსიქოლოგია რომ ნებისმიერის მზერის წაკითხვა შეეძლო, მათი ჟესტებითა და მიმიკებით საქმეშიც წარმატებას აღწევდა. ზოგჯერ სიცილს ვერ იკავებდა ერეკლე რომ მშიდი ,საქმიანი ტონით იწყებდა რომელიმე ახლოს მყოფი მისი თაყვანისმცემლის აღწერას. ხშირად უხეშად, უტაქტოდ აღწერდა მათ სურვილებსა და ემოციებს , მაგრამ ყოველთვის მშვიდი იყო მისი ტემბრი. იშვიათად ყვიროდა , მაგრამ კონტროლს თუ კარგავდა მისი ღრიალის ხმა ირგვლივ ყველას ესმოდა. ვერ მიხვდებოდით როდის გაბრაზდებოდა, შესაძლო იყო ერთი თავხედისთვის ზედაც არ შეეხედა მეორე კი მზერის გამო დაელურჯებინა . ელენა მისგან შეჩვეული იყო უკონტროლო ქცევას, ყველას ამოცნობას ასწავლიდა მხოლოდ საკუთარი თავი დაუტოვა გამოცანად რომლის ამოხსნაც ვერასდროს შეძლო ქალმა. ეზიზღებოდა მსგავსი სიტუაციები, ზოგი ამით სიამოვნებას იღებდა, თვითკმაყოფილების გრძნობა ეუფლებოდა , თავდაჯერებულობა ემატებოდა ასე რწმუნდბეოდა რომ ისევ სასურველი იყო ელენასთვის კი მნიშნელობა არ ჰქონდა. ყელში ჰქონდა ყურადღება, მათი მლიქვნელობა, ეს აუტანელი მზერა , გული ერეოდა ყველაზე და ყველაფერზე რაც კი მის ირგვლივ იყო. ეზიზღებოდა ის საქმე რომელსაც აკეთებდა, გარემო რომელშიც მუშაობდა, ზოგჯერ ისე უნდოდა ყველა კოპანიონი კაცი ყელგამოჭრილი ენახა და გათავისუფლებულიყო მათი უხამსი რეპლიკებისგან, მზერისგან რომელიც საკუთარ თავსაც კი აძულებდა. ხო ზოგჯერ სძულდა საკუთარი თავი, ვერ იტანდა იმ სხეულს რომელშიც იყო გამომწყვდეული მისი სული . იქნებ უფრო მშვიდი და მარტივი ცხოვრება ჰქონოდა ნაკლებ ლამაზი რომ ყოფილიყო, უფრო დაბალი, უფრო განიერი, სხვანაირი სახითა და სხვა ფერის თვალებით. ერეკლე ამბობდა რომ იმით უნდა ყოფილიყავი კმაყოფილი რაც ღმერთმა გიბოძა, ყოველთვის ყველას საკუთარი პრობლემა უნდა ერჩივნოს სხვის დამალულ გასაჭირსო . არიან ისეთები ჩვენს ცხოვრებას რომ ნატრობენ ,არ იციან როგორი რთულია იმის შენარჩუნება რაც გაქვსო. ალბათ მართალიც იყო სხვის შეუცნობელ ცხოვრებას საკუთარი შესწავლილი უნდა გერჩიოს , სჯობს იბრძოლო დაბრკოლების წინააღმდეგ ვიდრე გაექცე რეალობას. თავისმოკატუნება ზედმეტად კარგად გამოსდიოდა ელენა თაბაგარს, იოანესთან არასდროს აღიარებდა საკუთარი თვალით დანახულს . ბიჭს ეჭვებს არ დაუდასტურებდა კიდევ უფრო არ გააღიზიანებდა, მაგრამ კარგად იცნოდა სინამდვილეს. ...... სახლში მარტო ყოფნა აგიჟებდა, საქმეებიც მოილია, ყველაფერი გააკეთა რაც კი შეეძლო , მაგრამ მოსვენება მაინც დაკარგა. იმდენად ცარიელი იყო ყველაფერი, იმდენად დიდი ეჩვენებოდა გარემო ირგვლივ თითქოს მალე შთანთქავდა ეს კდელები, ბნელ უფსკრულად გადაიქცეოდა და იქედან გასვლას ვეღარ შეძლებდა. სწრაფად მოიცვა ქურთუკი და სახლი დატოვა. ჯერ მანქანით მიდიოდა ნახევრად დაცარიელებულ ქუჩებში ,შემდეგ იოანეს კორპუსთან გაჩერდა და პირველად გადაწყვიტა მასთან სტუმრობა. გვიანი იყო, წესით ამ დროს სახლში უნდა ყოფილიყო . ლიფტის კარი რომ გაიღო მიხვდა როგორ ღელავდა, სასაცილო იყო საკუთარ შვილთან სახლში მისვლა რომ ადარდებდა. იოანესთან ახლოს ყოფნა უნდოდა ყოველთვის ის კი ისე შორს იყო მისგან. ზარის ღილაკს რამდენჯერმე დააჭირა და დაელოდა. ბინიდან სიმღერის ხმა ისმოდა, არც ისე მაღალ ხმაზე იყო , მაგრამ მაინც აშკარად სახლში იყო. ისევ დააჭირა ღილაკს და ამჯერად კარიც გაიღო. პერანგის ღილები დაუდევრად ჰქონდა შეკრული, არეული გამომეტყველება ჰქონდა და ელენას დანახვას საერთოდ არ ელოდა -დედა ამ დროს აქ რა გინდა -როგორც სჩანს ხელი შეგიშალე -პირველი სტუმრობისთვის უკეთესი დრო ვერ იპოვნე?- ჩუმად ელაპარაკებოდა და კარს ხელს არ უშვებდა -ასეთი ვინ გყავს რომ ვერ გაუშვებ და ვერ მიმიღებ -როგორი ქალი ხარ რა... წამოვედი და მაინც მაგიჟებ - კარი ფართოდ გააღო და შესვლის საშუალება მისცა. ბინა ნამდვილად კომფორტულად ჰქონდა მოწყობილი, დიდი თავისუფალი სივრცე იყო , ნათელი ფერები და ახალგაზრდა კაცისთვის სასურველი გარემო. მისაღებში კი სუფრა ჰქონდა გაწყობილი, ტელევიზორში რაღაც ფილმი იყო დაპაუზებული , სიმღერის ხმა აღარ ისმოდა დივანზე კი ელენასთვის ნაცნობი გოგონა იჯდა აწითლებული ღაწვებით და დაბნეული მზერით -საღამომშვიდობისა ... მგონი ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ . ჩემთან სახლში იყავით ერთხელ , მაგრამ თქვენი სახელი არ მახსოვს -დიახ, ის უხერხული შემთხვევა სამწუხაროდ მეც მახსოვს- წამოდგა და ელენას გაუღიმა- ლიზა მქვია -სასიამოვნოა ლიზა -ლიზა უკვე მიდის...გვიანია . ხვალ კი დილის ცხრაზე გვაქვს ლექცია და სტიპენდიანტ გოგოს არ გეკადრება გაცდენა - იმდენად უხეშად ჟღერდა მისი ტონი რომ ელენაც კი გაბრაზდა. -ნახვამდის ქალბატონო ელენე . ჩემთვისაც სასიამოვნო იყო გაცნობა- გოგო ჯერ თვალებში უყურებდა მერე დაიხარა , ჩანთა აიღო , ლენას დაემშვიდობ და გასასვლელისკენ დაიძრა . -არ გაიყვან? გვიანია -არა , ტაქსით წავა -გააცილე მაინც , როგორ იქცევი -შენი საქმე არ არის რას გავაკეთებ ჩემ ნაშასთან ელენა ...საერთოდ ვერ ვხვდები აქ მოსვლა რამ გადაგაწყვეტინა. ვიცი მანამ ნახე ბინა სანამ მე გადმოვიდოდი თუ ჩემი შემოწმება გინდოდა- გოგო ჯერ კიდევ კართან იყო ხმამაღლა რომ დაიწყო საუბარი იოანემ, ყველაფერი გაიგო და თითქმის სირბილით დატოვა შენობა. შეურაცხყოფილი, აცრემლებული მიუყვებოდა გზას იოანე კი ფანჯარასთან იდგა და ზემოდან უყურებდა -ასეთი როგორ ხარ ვერ ვხვდები ... როგორ შეიძლება ამდენად უხეში, უზრდელი, უტაქტო და უგულო იყო -მაპატიე სითბო და სინატფე რომ არ მაქვს ელენიკო - ფანჯარას შუბლი მიეყრდნო და ეცადა გოგო ისევ დაენახა, მაგრამ აღარ ჩანდა -ის გოგო მოგწონს ხომ ასეა -ჩვეულებრივი გოგოა დედა და რომ არ მოსულიყავი ახლა უკვე გაჟ.მული მეყოლებოდა- ხელი მიარტყა კედელს და მისკენ შებრუნდა- სხვა დროს მოსვლას რომ გადაწყვეტ დამირეკე ხოლმე -რატომ იქცევი ასე...აშკარად მოგწონს და რატომ არ აღიარებ . სიყვარული როდის გახდა დანაშაული , თანაც ძალიან ლამაზი გოგოა -რა გინდა დედა? რძალი და შვილიშვილები ? ბავშვები თუ მოგენატრა შეგიძლია გაყვე ცოლად რომელიმე შენზე შეყვარებულ კაცს და საკუთარი გეყოლოს ...ჯერ სულ რაღაც 37 წლის ხარ ...თუ არც -სხვა შვილი არ მჭირდება -რატომ? მხოლოდ გაჩენა მოგიწევს მერე სხვა გაგიზრდის ისე როგორც მე ..რა პრობლემაა , ზოგჯერ მიხვალ მოეფერები, გაერთობი როგორც ჩემით ერთობოდი და გაიზრდება ბოლოს და ბოლოს . მეც შემეშვები და შევძლებ მშვიდად ცხოვრებას -მე რომ გაგაჩინე ჯერ კიდევ არ ვიყავი 18 წლის და შენი გაზრდის უნარი არ მქონდა. სჯობდა ძიძა გყოლოდა , დიანაც ზრუნავდა . მე არ შემეძლო მერე კი მამაშენი აღარ იყო და ყველაფერი ჩემს მზრებზე გადმოვიდა... რა უნდა გამეკეთებინა შენთან მეთამაშა, გამოვკეტილიყავი სახლში თუ ფული მეშვნა რომელსაც ასე დიდი სიხარულით იყენებ -ფული რომელიც მამაჩემის დაწყებული საქმით გვაქვს ... -მე რომ არაფერი გამეკეთებინა ერთი თეთრიც აღარ გვექნებოდა ახლა იმ ფულიდან ... მე სიმშვიდეს გირღვევ... მხოლოდ მე ვარ პრობლემა შენს ცხოვრება ში ხომ ასეა . ამიტომ წავალ და ვწუხვარ რომ ჩაგიშალე ერთი კარგი გოგოს საწოლში შეთრევის მცდელობა. მე მართლა ვწუხვარ ერეკლეს შვილს ასეთი დამოკიდებულება რომ გაქვს ქალებთან -ყელში მაქვს უკვე ერეკლეს შვილობა ... თითქოს იმ შენს ერეკლეს ქალები არ ჰყავდა და არავის კერავდა, თითქოს არ კაიფობდა, ავარიებში არ ხვდებოდა და ბოლოს იმ დედანატირებ მანქანას არ შეეწირა და არ გადაიჩეხა სადღაც ხრამში საიდანაც ძლივს ამოათრიეს -არ ვიცი ასეთი როდის გახდი ... -იმიტომ რომ არასდროს გიცდია გაგეგო როგორი ვიყავი ან როგორ ვიყავი. აქედან წადი , ნამმდვილად არ ვარ მოხარული შენი სტუმრობით ელენე წავიდა, დატოვა და მარტო დარჩა თავადაც. თითქოს ურჩხული გაზარდა რომელიც ვერ იტანდა. ადამიანი რომელიც სამყაროს ერჩივნა, რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარდა არაფრად აგდებდა. ზოგჯერ ფიქრობდა ,რომ საკუთარ შვილს სძულდა, მაგრამ ამის დაჯერებას ვერ ახერხებდა. სულ გარბოდა,მიდიოდა შორს და ცდილობდა კიდევ ერთხელ დაევიწყებინა შვილთან არსებული უთანხმოება. ..................... რესტორანში იყო საქმიან შეხვედრაზე . საუბარი დასასრულს უახლოვდებოდა, მაგრამ მთავარი შეთანხმება ჯერ კიდევ წინ იყო. მუსიკის ხმაც ისმოდა ჩვეული ქაოსი იყო გამეფებული ირგვლივ. თავის შეკავებას ცდილობდა, იღიმოდა თავისი მაცდური ღიმილით და თავბრუსახვევდა კომპანიონებს. შესანიშნავად გამოსდიოდა კაცების გონების არევა, ისეთი სუსტი ეჩვენებოდა ყველა მათგანი ზოგჯერ სიცილს ვერ იკავებდა. თითოეული მათგანი ცდილობდა ელენასთან მიახლოებას და ამისთვის ყველაზე სულელურ ნაბიჯზეც თანახმა იყვნენ, ის არასდროს ითხოვდა საჩუქრებს, არც ძვირადღირებული ნივთები აინტერესებდა სხვა ქალებისგან განსხვავებით მხოლოდ საქმესთან დაკავშირებით ყოველგვარ შეთანხმებას აღწევდა სულ ცოტა მოთმინების სანაცვლოდ იღებდა ყველაფერს რაც კი სჭირდებოდა. რისკი არ უყვარდა დიდად , მაგრამ როდესაც ნაბიჯს დგამდა ზუსტად იცოდა ყველა მოსალოდნელი შედეგის შესახებ -ნებას მომცემთ?- ბატონი გიგა წამოდგა , ხელი გაუწოდა და საცეკვაო მოედნისკენ გაუძღვა. ისიც მშვიდად მიჰყვებოდა გვერდით აფორიაქებულ მამაკაცს, რომელსაც სხეული ეყინებოდა შეხების მოლოდინში, წამებს ითვლიდა როდის მოავლებდა ხელს წვრილ წელზე და ახლოს შეიგრძნობდა მისი სხეულის სითბოს. საშუალო ასაკის,სიმპათიური კაცი იყო ბატონი გიგა. წარმატებული ბიზნესმენი, გონიერი კაცი დიდი მიზნებითა და გეგმებით. ბევრისთვის სასურველი კაცი ელენასთან რამდენიმე წუთის გასატარებლად ყველაფერს დათმობდა , ვინ იცის რამდენი წელი გავიდა , მაგრამ მისი ყოველი მცდელობა უშედეგოდ სრულდებოდა,თითქოს ერთ ადგილას ტრიალებდა ელენასთან მარტო დარჩენასაც კი ვერ ახერხებდა. ახლა კი ,როგორც იქნა მასთან ხშირად შეხვედრის მიზეზი იპოვნა და ბედნიერებას ასხივებდა- დარწმუნებული ვარ ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული იქნება -ეჭვიც არ მეპარება- მზერას უსწორებდა და ერთობოდა კაცის რეაქციებით. გრძნობდა მის აჩქარებულ გულისცემას, პატარა ბიჭს ემსგავსებოდა ხოლმე - კარგად ცეკვავთ - თითები ყელზე შეახო ,თითქოს შემთხვევით და შემდეგ მხარზე გადაიტანა - პროფესიონალს ჰგავხართ -თქვენს გვერდით ხეც კი ამოძრავდება ძვირფასო ელენა- ხმა შეეცვალა , ისე უყურებდა თითქოს მალე დაიხრებოდა და ღვინისფერ ტუჩებს დაუკოცნიდა. ღრმად სუნთქავდა, მელოდიის ტემპიც იმატებდა, ელენა ისევ ისე მშიდად გამოიყურებოდა ის კი სულ უფრო და უფრო იძაბებოდა- საოცრება ხართ ნამდვილი -აჭარბებთ , მაგრამ სასიამოვნო მოსასმენია -თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ როგორი სასიამოვნოა თქვენთან გატარებული ყოველი წამი -გიგა , არ გინდათ -იქნებ ხვალ საღამოს გამონახოთ დრო ჩემთვის -არ ვიცი , ვფიქრობ დაკავებული ვიქნები - სიმღერა დასრულდა და ისე მოშორდა კაცს თითქოს არც შეხებია. ზურგი აქცია და მაგიდისკენ დაიძრა. ისიც უკან მიჰყვებოდა, თვალს არ აშორებდა მის სხეულს და თითები ეყინებოდა შეხების სურვილით შეშლილს -ყოველთვის თავს მარიდებთ... მე მხოლოდ რამდენიმე საათს გთხოვთ . ნუთუ არ შეგიძლიათ- გვერდით ამოუდგა და მაგიდასთან მისვლამდე შეაჩერა -ვნახოთ, იქნებ შევძლო კიდეც...იქნებ ვერ- მის მტევანს თითები ნაზად შეახო და მოიშორა. მაგიდასთან დაბრუნების შემდეგ საუბარში ჩაერთო, გვიან შეამჩნია ამღერებული მობილური ჯერ გათიშა არ უნდოდა ეპასუხა, მაგრამ შემდეგ აფორიაქდა. რამდენიმე ზარი თანაც ასეთ დროს არ იყო ანდროსთვის ჩვეული . სწრაფად დატოვა მაგიდა და შედარებით მყუდრო ადგილისკენ დაიძრა -გისმენ -მჭირდები - ხრინწიანი, ჩუმი ხმა გაიგო და გული შეეკუმშა. ნათლად დაინახა ანდროს ლურჯებში ჩამდგარი ტკივილი და უცნაური მღელვარება მოედო მთელს სხეულში -ანდრო სად ხარ ... -ჩემთან , მოხვალ? -ანდრო -კარგი , გასაგებია ...დაივიწყე - გონს მოსვლაც ვერ მოასწრო ისე გაუთიშა და დარჩა გახევებული შუა დარბაზში. კიბეზე ცასვლაც ვერ მოასწრო ისევ ისმოდა სიმღერის ხმა , ხმაური და ისევ ისეთი ქაოსი იყო. რამდენიმე წამს უყურებდა მაგიდასთან მსხდომთ შემდეგ მოჩვენებითი სიმშვიდით დაემშვიდობა ყველას , გიგას გაცილებაზე უარი უთხრა და იქაურობას გაეცალა. მანქანაში მჯდომი ფიქრობდა მისულიყო თუ არა, არ უნდოდა მასთან სიახლოვე, არ უნდოდა დამოკიდებული გამხდარიყვნენ ერთმანეთზე. არ შეეძლო მისი დატოვება, კართან მისვლამდე გულისცემა გაუორმაგდა, სახლის კარი ისევ ღია იყო. დერეფანი გაიარა, მისაღებში არავინ იყო ამიტომ საძინებლისკენ დაიძრა და დაინახა კიდეც საწოლზე მოთავსებული მისი სხეული. თვალები დახუჭული ჰქონდა, მაგრამ იცოდა რომ არ ეძინა. მის გვერდით მოთავსდდა და თითები ლოყაზე შეახო -რა მოხდა ანდრო? -დავიღალე -უბრალოდ დაიღალე ? -არ იყო მოსვლა აუცილებელი ... მნიშვნელოვანი არაფერია - ნუ იქცევი ხოლმე პატარა ბავშვივით ... -ტუჩები ყბაზე მიაწება და კიდევ უფრო მეტად მიეკრო სხეულზე- რაც არ უნდა მომხდარიყო გაივლის -უძლურება გიგრძვნია ელენა? როდესაც გგონია რომ ყველაფერი გაქვს, იცი, შეგიძლია , მაგრამ აზრი არ აქვს იმიტომ რომ ღმერთის წინააღმდეგ ხარ ის ამოძრავებს შენს ხელებს ... ჯანდაბა როგორი უსამართლოა , როგორი უსამართლოა -თვალებს არ ახელდა, მის ლურჯებს ვერ ხედავდა ,მაგრამ ზუსტად იცოდა რომ სითხით იქნებოდა სავსე. მკლავები მოხვია ქალის სხეულს და ისე გაირინდა თითქოს მასთან ყოფნა ყველაფერს ავიწყებდა -ერეკლეს უსულო სხეული რომ ვნახე და ვერაფერი ვიღონე მის დასაბრუნებლად მაშინ მივხვდი რომ ჩვენ უბრალოდ მარიონეტები ვართ , როგორც არ უნდა ვიცხოვროთ თუ მას მოუნდება წამში შეწყვეტს მთელს ჩვენს ბრძოლას ... იფიქრე იმ ბავშვებზე ვისი გადარჩენისთვის შენი ხელებია საჭირო- ისევ ლოყაზე ეფერებოდა ბიჭმა მზერა რომ გაუსწორა .თვალები სულ სისხლისფერი ჰქონდა , სითხით სავსე და წითელი. ცარიელი იყო მისი ლურჯები -ჯანდაბა ... პატარა ბავშვივით ვქვითინებ შენს მკლავებში. რა გამიკეთე , რატომ დაგირეკე - თითქოს გონს მოვიდა , დაჯდა , სახეზე ხელები ჩამოისვა ღრმად ჩაისუნთქა და შემდეგ შეხედა თაბაგარს- გებრალები ? ფიქრობ როგორი სუსტია ემოციები ვერ მოუთოკავს როგორი ექიმიაო? -შენ დალიე ხომ?- ახლაღა შეამჩნია რომ ფხიზელი არ იყო -დავლიე ... თანაც ბევრი - ისევ საწოლზე დაეშვა და თავქვეშ ამოიდოხელები-თვეში ერთხელ მოსულა არა? -ანდრო რაში გჭირდება პროფესია რომელიც შენს ჯანმრთელობას ვნებს, რატომ მაინცადამაინც ბავშვები ... რატომ არ შეეშვები ამ საქმეს სანამ თავად არ გახდები სამკურნალო . იმდენი საქმეა, შენ ისეთი შესაძლებლობები გაქვს ყველაფერს შეძლებ -შენთან ხომ არ დამაწყებინებ მუშაობას ქალბატონო ელენა? მეც თქვენს დაქვემდებარებაში ვიქნები , ბედნიერი და მშვიდი . განა რაა საქმე რომელიც ცუდად მოქმედებს ,რომელიც მოითხოვს მთელს ენერგიას და რომელიც ჯიბის გასქელებით არ სრულდება -საოცარი ნიჭი გაქვს , სულ ერთი წამი გჭირდება განწყობის შესაცვლელად . ჯერ თითქოს ქვავდები და მერე ასმაგი ენერგიით იწყებ - ყურადღება არ მიუქცევია ბიჭის სიტყვებისთვის წამოიწია და საწოლიდან წამოდგომა დააპირა-სხვა დროს ეცადე არ მანერვიულო . ვიფიქრე რომ რაღაც შეგემთხვა -არ წახვიდე- მუცელზე მოხვია ხელი და თავისკენ მიიზიდა-ტუჩები ყელზე მიაწება და კოცნით გადავიდა ყბაზე-შენ სხვისი სუნი გაქვს... კაცის მძაფრი სუნამოს სურნელი აგდის - რამდენიმე წამის შემდეგ მოშორდა და გაიცინა- იმედია ხელი არ შეგიშალე -მთვრაალი პათოლოგიურად ეჭვიანი ხდები? -მეტად სენსიტიური ვხდები და იმაზე მეტს აღვიქვამ ვიდრე ფხიზელი გონებით ... შეგიძლია წახვიდე , ან დარჩე როგორც დედოფალ ელენას მოესურვება- გაიცინა , ხელები გაშალა და შემდეგ ერთი ხელის მოსმით მოიშორა მაისური -თუ დარჩენას გადაწყვეტთ მოიშორეთ ეს ძვირადღირებული სუნამოს სურნელი თუ შეიძლება -შენი ცინიზმი -ჩემი საფირმოა -ჩემი სურნელი არ მოგწონს- ზურგით იდგა , ფეხსაცმელი მოიშორა , კაბის ელვა გახსნა და გაშიშვლდა . თმაში თითები შეიცურა , ზურგზე გადაიყარა და ანდროსკენ შებრუნდა - ელოდები როდის მოვიშორებ და არაფრის გაკეთებას აპირებ -მთვრალი ვარ, ემოციურად გადაღლილი შენ კი ჩემს შეცდენას ცდილობ - ბიზნესის სამყაროს წამყვან ფიგურას რამდენიმე ნულიანი ანგარიში გავახსნევინე , ახალი საქმე წამოვიწყე კაცთან რომელიც ჩემითაა შეპყრობილი ... ცეცხლს ვეთამაშები . საშინლად ვარ დაძაბული და გადაღლილი შენ კი ჩემი სურნელი გაღიზიანებს- ზემოდან მოექცა და ტუჩებზე ფრთხილად შეეხო- ხვალ თავისუფალი ვარ... სრულიად თავისუფალი - ტანსაცმელს აშორებდა და თან კოცნიდა -ახლა მე უნდა შემოგთავაზო ჩემთან დარჩენა, შენ რაღაც გადაგიტრიალდება გონებაში და მარტოს დამტოვებ - თითებით ხერხემალს მიუყვებოდა და ქვემოდან უყურებდა ვნებააშლილ ქალს -არ წავალ - თვალებში უყურებდა და გონებას ურევდა. აღარ არსებობდა ტკივილი, სევდა, პრობლემებიც ქრებოდნენ და იყო მხოლოდ ელენა. სამყაროსგან შორს მასთან ერთად აღწევდა სიამოვნების მწვერვალს და მანამ ინარჩუნებდა თავს დამტყდარ ემოციებს სანამ გვერდით ჰყავდა. ქალის სხეულს ეხვეოდა და ძილიც მისი ცქერისას მოვიდა. დილით გაღვიძებულს ისევ ახლოს ჰყავდა, მის მშვიდ გამომეტყველებას ხედავდა რაც უსაზღვრო ბედნიერება იყო. თითები სახეზე ჩამოყრილ თმას შეახო და ფრთხილად გადაუწია, არ უნდოდა მისი ძილის დაფრთხობა, მაგრამ არ გამოუვიდა. ელენას მობილური ამღერდა და ქალს გაღვიძება აიძულა... -გისმენ- მობილური ყურზე მიიდო და საწოლში წამოჯდა. გამშრალი ტუჩები ეოსწვერით დაისველა და არეულ თმაში შეიცურა თითები -სად ხარ დედა? -რომელი საათია , მშვიდობაა? ამ დროს რატომ გღვიძავს -სად ხარ-მეთქი გკითხე - იოანემ ხმას რომ აუწია საბოლოოდ გამოფხიზლდა. მის წინაშე თავს დამნაშავედ ნამდვილად არ გრძნობდა, არც ანგარიშის ჩაბარებას გეგმავდა -შენ სად ხარ და რა პრობლემა გაქვს ასეთი ჩემი არსებობა რომ გაგახსენდა ძვირფასო შვილო? -შენს სანახავად მოვედი ვიფიქრე მოგენატრებოდი და ერთად ვიქნებოდით დღეს შენ კი არ ხარ და ეჭვი მაქვს არც ყოფილხარ. სახლში გელოდები იმედია მალე მოხვალ -ვერა, ვერ მოვალ მალე -მოხვალ დედა თორემ გეფიცები გიპოვნი და შენს თვალწინ გამოვჭრი ყელს იმას ვისთანაც ხარ - ხმამაღლა დაიყვირა და ზარიც დაასრულა. ჯერ თითებსშორის მოქცეულ ტელეფონს დაჰყურებდა, შემდეგ საწოლში მყოფ ბიჭს შეხედა -ყველაფერი შენს წინააღმდეგაა... ბედისწერაა ხომ ხედავ - მშვიდად დაიხარა, აკოცა და საწოლიდან წამოდგა. თითქოს არ ჩქარობდა,მაგრამ მაინც ემჩნეოდა რომ ღელავდა . ანდრო ჩუმად ადევნებდა თვალს , ზედმეტი საუბარი არ უნდოდა გასვლამდე მოხვია მკლავები და ახლოს მიიზიდა -ხომ იცი,რომ შენ თავისუფალი ქალი ხარ და არავისთან ხარ ვალდებული . ჩემი და შენი ურთიერთობა არავის ეხება , წამითაც კი არ შეგეპაროს ეჭვი ამაში - ტუჩებზე შეეხო და ხარბად დაუკოცნა სავსე ბაგეები - დამირეკე ხო? -ისე ნუ იქცევი თითქოს მშობლებმა გამომიჭირეს და ახლა უნდა დამტუქსონ... შესანიშნავად ვიცი რასაც ვაკეთებ რა არის დანაშაული და რა არა. თავს გაუფრთხილდი და ეცადე არ გატყდე...ღვთის ნების წინააღმდეგ ვერავინ წავა. გარდაცვალება კი მისი ნებაა და შენ ვერაფერს გახდები წავიდა . ანდრო დატოვა და სახლში დაბრუნდა სადაც იოანე დაჭრილი მხეცივით ყრიდა ცოფებს. მშვიდად მიაბიჯებდა , ჩანთა დივანზე დადო და შვილს მზერა გაუსწორა -სად დადიხარ ელენა? -როგორ ხარ იო? მე კარგად , მართალია ეს სახლი მაგიჟებს , მაგრამ ჯერ ჯერობით შეურაცხადი არ ვარ. გმადლობ ხშირად რომ მირეკავ, ან ჩემს ზარს ორ სიტყვიანი წინადადებებით რომ პასუხობ , გმადლობ რომ გაგახსენდი -დამნაშავეები თავად რომ გადადიან შეტევაზე ყველაზე მაგარი თემაა ტო -კარგად გამოცდილი გაქვს ხომ? ის რასაც სულ აკეთებ, მაგრამ მე დამნაშავე არ ვარ -არ ხარ ? დამნაშავე არ ხარ - გაიცინა და თავზე გადაისვა ხელი- სად იყავი ? -იქ სადაც მშვიდად ვგრძნობდი თავს, იქ სადაც მარტო არ ვიყავი -საყვარელი გყავს ტო ? - გაიცინა და ისე შეხედა როგორც მოსისხლე მტერს. უცნაურად გრძNობდა თავს ელენა, ამ კითხვასაც არ აუღელვებია. სავარძელში ჩაჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და თანვე უპასუხა -მყავს , ყოველთვის მყავდა ვიღაც და შენ ეს შესანიშნავად იცი . ახლა რა ხდება რატომ არის ჩემი პირადი ცხოვრება შენი ფიქრების ობიექტი ? -მეღადავები ხო? ფხიზელი არ ხარ თუ რა დედისტყვ... გინდა გადავირიო ხო? -არ მესმის რა გინდა იოანე ... საშინლად ვარ დაღლილი შვილო და თუ რაიმე კონკრეტული საქმე არ გაქვს წავალ , დავისვენებ -ასწორებს მამას საწოლში ძილი ვიღაც ს.რთან ჟ.მაობის მერე? -არცისე , მაგრამ უსექსობა სტრესულია - ისევ აიღო ჩანთა და კიბისკენ დაიძრა. წარმოდგენა არ ჰქონდა რატომ იწვევდა იოანეს, რატომ აგიჟებდა უფრო მეტად, მაგრამ მოსწონდა. -სად მიდიხარ მე ლაპარაკი არ დამისრულებია - გაგიჟებული იყო, ქვემოდან უყურებდა ხმას უწევდა -ბანაობა მინდა, ვერ მოვასწარი . შეგიძლია დამელოდო და მერე ვისაუბროთ . კითხვები მოამზადე მანამდე -ელენა ! -ნუ ღრიალებ , გთხოვ -ამის დედაც...ამის დედაც - რაღაც მოიფრიალა , მსხვრევის ხმა გაიგო მაგრამ ისევ არ გაჩერებულა -ნუ იგინები , ნუ ლეწავ ნივთებს , ნუ ყვირი და დამშვიდდი თუ შეიძლება -ვინ არის -ვინ ვინ არის -ის ვისთანაც დადიხარ... ცნობილია ვინმე? რომელიმე შენმა თაყვანისმცემელმა დაგკერა? -სერიოზულად? ამდენი ხნის შემდეგ მოდიხარ მხოლოდ იმიტომ რომ გაიგო მე ვისთან ვახდენ რამდენიმე წუთიან განტვირთვას? კარგი რა იოანე ეს უკვე სასაცილოც აღარ არის... მე ვკითხულობ შენ ვისთან იკლავ ხორციელ სიამოვნებას? არა ხო? არასდროს შემიწუხებიხარ ზედმეტი კითხვებით. ჩვეი ბოლო შეხვედრის საუბრის შემდეგ ალბათ არაღასდროს გკითხავ იმიტომ რომ პასუხები მაწუხებენ ყველაზე მეტად...დაველოდები როდის გამაცნობ ვნმეს ვინც შენთვის მნიშვნელოვანი იქნება ... შენ კი ესეც არ გჭირდება იმიტომ რომ ჩემთვის სერიოზული ურთიერთობები არ არსებობს, მხოლოდ ერთი იყო და აღარასდროს განმეორდება იმიტომ რომ მამაშენი 15 წელია რაც აღარ არის -ვერ დამარწმუნებ ... რაღაც სხვა ხდება - მის წინ იდგა , არეული გამომეტყველებით სისხლისფერი თვალებით და დასკდომამდე მისული ძარღვებით -გაბრაზებული საშინლად ჰგავხარ მამაშენს... მხოლოდ ამ მომენტში ემსგავსები -გულისამრევია მასზე საუბარი ამ დროს -მე ნებისმიერ დროს შემიძლია მასზე ფიქრი და თუ იარსებებს კაცი,რომელიც მას გააქრობს ჩემი ტვინიდან - უცებ გაჩერდა და ზურგი აქცია- შხაპი უნდა მივიღო,თუ ნამდვილად მოგენატრე დამელოდე თუ ფული ან სხვა რამე გინდა წადი ,გთხოვ - კარს ზურგით მიეყრდნო და ყელში გაჩხერილმა ბურთმაც სძლია, ცრემლები წამოუვიდა. არ შეეძლო თავისუფლად საუბარი , საკუთარ შვილთანაც კი ვერ ახერხებდა მოდუნებას. ყველაფერი ყალბი იყო მის ირგვლივ , საკუთარი თავი ეჯავდებოდა ყველაზე მეტად ამ ფარსის შექმნისთვის. საძინებელში არავინ დახვდა, მაგრამ ბიჭი მისაღებში ელოდა. მაგიდაზე ორი ჭიქა იდო, ერთ-ერთი აავსო და მანამ დაცალა სანამ ელენა მიუახლოვდა. გული სწრაფად უცემდა, ბავშვივით უხაროდა მისი დანახვა , არ წავიდა და ეს უკვე ბევრს ნიშნავდა . -ქალები ცოცხალ ქმრებს ღალატობენ ... მშობლები შორდებიან , ოჯახდებიან ან უბრალოდ საყვარლები ჰყავთ მამაშენი კი 15 წლის წინ გარდაიცვალა. 22 წლის ვიყავი ,რომ დავქვრივდი -ხო, მე გაბრაზების მიზეზი არ მაქვს , მაგრამ მე ხომ ლოგიკას ვერ მივყვები დედა და ჩემი დამოკიდებულება შენს მიმართ არ ეფუძნება სწორ აზროვნებას -ეს ჩემი პირადია ,რომელიც არასდროს შეგეხება - საშინლად უნდოდა ჩახუტებოდა, მოფერებოდა და შვილის მონატრებული სურნელი ეგრძნო. რამდენი დღე გავიდა მას შემდეგ რაც ნორმალურად არ უსაუბრიათ, ისე იყვნენ როგორც უბრალო ნაცნობები -რაღაც სხვა ხდება ... რამდენი წელია ვიღაცებთან წევხარ , მაგრამ ახლა რაღაც ისე არ არის ხომ ასეა -არაფერი შეცვლილა -შეიცვალა და იმიტომ ვსაუბრობთ ამაზე,თორემ აქამდე ბრმის როლს ვირგებდი ელენა ! -ნუ ყვირი და ელენას ნუ მეძახი მე დადაშენი ვარ - თვალები აემღვრა, მისი სიცივე ანადგურებდა -არა , შენ ელენა ხარ ... 37 წლის ახალგაზრდა, სექსუალური, სასურველი, მიმზიდველი, მაცდური და გასაგიჟებელი ქალი რომელსაც არ ჰყავს 19 წლის, ჩემნაირი შვილი -გეყოფა, ბოლოს და ბოლოს მორჩი ჩემ გარეგნობაზე საუბარს -საქმე შენს გარეგნობაში არაა , შენშია ...შენს ხასიათში ,შენს მზერაში -რა უნდა გავაკეთო რომ დამშვიდდე , მითხარი -არ ვიცი, ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია ... ძაძების ჩაცმა ან სახლში გამოკეტვა არ დამამშვიდებს. ვერც შეგეჩვევი ასეთს, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ერეკლეს ნაცვლად უნდა ვიეჭვიანო ყველა კაცზე ვინც შენი დასაკუთრების სურვილით იწვის -მე არავის ვეკუთვნი და ერეკლემ ეს კარგად იცოდა -ისიც გითხრა ,რომ მოვკვდები ჟ.მა.ბა არ შეწყვიტო , პროსტა არავინ შეიყვარო და აღარ გათხოვდეო?- ირონიულად გაიცინა და სავარძელს მიეყრდნო -შენ და ერეკლეს დიალოგები -მითხრა რომელიმე თუ დავქვრივდებით ჩვეულებრივ გავაგრძელებთ ცხოვრებასო , თუ შეგვიყვარდება იმაზე ძლიერად ვიდრე ერთმანეთი გვიყვარდა შემდეგ ურთიერთობას გავასერიოზულებთო -მეცოდები , გეფიცები დე - ჭიქა მაგიდაზე დადგა, ქალისკენ დაიხარა და თითები ლოყაზე ჩამოუსვა - მებრალები ისევ მისი კარნახით რომ ცხოვრობ , ის მანიპულატორი იყო და შენ ისევ მის მითითებებს ასრულებ . გული გერევა შენს დამპალ ცხოვრებაზე და მაინც , ზუსტად გახსოვს ყველაფერი რასაც გეუბნებოდა - თვალები აემღვრა, ალკოჰოლი და ემოციები ჭარბად დაუგროვდა,თითქოს პირველად ეუბნებოდა იმას რასაც ნამდვილად ფიქრობდა -იოანე ის ჩემთვის ყველაფერი იყო -შენ არ ცხოვრობ დედა , შენ რობოტივით აკეთებ შენთვის არასასურველ საქმეებს . წვები ვიღაც კაცებთან რამდენიმე წუთიანი ,ან საათიანი განტვირთვისთვის ... არ გიყვარს, არ ტკბები, არ გიხარია ... ლპები შენი ლამაზი სხეულით და დაფლეთილი სულით - ქალის სახე ხელებში მოიქცია, თვალებში უყურებდა მერე შუბლზე აკოცა და ისე მოხვია მკლავები როგორც პატარა ბავშვს -გინდა ,რომ დავივიწყო ? -შუბლით მის მკერდს ეყრდნობოდა , ხელები ზურგზე მოხვია და უცნაური დაცულობის შეგრძნება გაუჩნდა -მინდა თავისუფალი და ბედნიერი იყო ... საკუთარი თავისთვის ელენა თაბაგარი უნდა მოკლა, ერეკლესთან ერთად დამარხო -როდის გაიზარდე დე - ჩუმად,თითქმის ჩურჩულით უთხრა ისე რომ არც შეტოკებულა. მისი მკლავების დათმობა არ უნდოდა, ეშინოდა ისევ მომშორდებაო -მე ბავშვობა არ მქონია ელენა . ერეკლე მოკვდა და მერე მხოლოდ გლოვა იყო უნდოდა კიდევ ესაუბრა, ბევრი რამ ჰქონდა სათქმელი ,მაგრამ იოანე წავიდა. მარტო დატოვა უზარმაზარ სახლში და თან გაიყოლა საკუთარი სიცარიელე .... ................... მშვიდი ღამე , რომელსაც მოაქვს სიბნელე და სულის ქაოსი . სიზმრები და მოჩვენებები რომლებიც გონების გამოძახილია . საკუთარ თავს ხედავდა , ანდროს გვერდით იწვა და მშვიდად ეძინა მის სხეულში ახლართულს. ერეკლე ფანჯრის რაფაზე იჯდა სიგარეტით ხელში , ისე უყურებდა როგორც ჩვეოდა ხოლმე. დიდხანს უყურებდა შემდეგ კი ხელები გაშალა და თავით გადაეშვა სიბნელეში ... თვალები სწრაფად გაახილა, მუცელზე შემოხვეული ხელი მოიშორა და საწოლიდან წამოდგა. ორიენტაციადაკარგული მიაბიჯებდა, შემდეგ შეჩერდა და ბიჭს დააკვირდა. არ წავიდა, უკან დაბრუნდა სიგარეტის ღერი ტუჩებსშორის მოიქცია და იქ დაჯდა სადაც წამის წინ ერეკლეს მოჩვენებას ხედავდა. ფანჯრიდან შემოსული გრილი სიო თმებს ურევდა, კანზე სასიამოვნოდ ედებოდა ,მაგრამ მაინც ვერ აფხიზლებდა. კვამლს მთვარისკენ უშვებდა, ერთი ფეხი ხის ზედაპირზე ედო და იდაყვით ეყრდნობოდა. ანდრომ მისი მზერა იგრძნო და სიცარიელით შეწუხებულმა გაიღვიძა. უხმოდ წამოიწია და ისე უყურებდა ფანჯარაზე მჯდომს -ელენა დიდი ხანია გაიღვიძე? -დაიძინე , ხვალ მუშაობ -შენც მუშაობ - ფეხზე წამოდგა , თავზე ხელი გადაისვა და ქალისკენ დაიძრა- საწოლში რატომ არ ხარ- ახლოს იდგა და თვალებში უყურებდა .თითები ჯერ ფეხებზე აასრიალა შემდეგ კი წელამდე მიაღწია -შენ მალე უჩემოდ ვეღარ დაიძინებ- გაიცინა და ტუჩებზე შეეხო . ისეთი უხეში ტუჩები ჰქონდა წესით სასიამოვნო არ უნდა ყოფილიყო მათი შეხება ,მაგრამ ელენას მთელს სხეულში უვლიდა ჟრუანტელი . ემოციების არსებობაზე ძნელი მათი გააზრებით გამოწვეული ტკივილია რომელიც ჭკუიდან გშლის. უეცრად მოშორდა , უკან გადაიწია და რომ არა ანდროს დაჭიმული მკლავები ალბათ გადავარდებოდა კიდეც -ელენა - შეშინებულს აღმოხდა ქალის სახელი და კიდევ უფრო ძლიერად მოუჭირა თითები თეძოებზე . ქალს ხელები ჰქონდა გაშლილი, სიმაღლიდან გადაკიდებული უყურებდა ვარსკვლავებს, ფეხებშორის მოქცეული კაცის ღელვას არც კი აქცევდა ყურადღებას . ხმამაღლა გაიცინა და შემდეგ გასწორდა- ჯანდაბა , შენ აფრენ -შენ კი გიყვარვარ- დაცვარულ სახეზე თითები ჩამოუსვა, ერთი ხელი ყელზე მოხვია და სხეულზე მიეკრო- გიყვარვარ , ანუ მორჩა ! -მთელი ვნებით უკოცნიდა ტუჩებს, ადრენალინის მოზღვავებას გრძNობდა და ბიჭიც არ შორდებოდა. უცებ ასწია ჰაერში ,საწოლისკენ დაიძრა და სრულიად შიშველს ზემოდან მოექცა -როცა გიყვარდება მაშინ იწყება ... მე თუ დავიწყებ სხვა ვერავინ დაასრულებს - თითები ყბაზე მოუჭირა და ძლიერი ბიძგით შეერწყა ქალის სხეულს . მთვარე ისევ ფანჯრიდან უყურებდა ქალს ... ვნებისგან შეშლილს, უკონტროლო, გზაარეულ ქალს რომელიც გაუგებარი მიმართულებით მიჰყვებოდა ცხოვრების გზას. .............. -ყოველთვის მეშინოდა რომ მიღალატებდა, ვიღაც სხვა გამოჩნდებოდა მის ცხოვრებაში და მოვბეზრდებოდი, გადაუვლიდა, გადამიყვარებდა. არ შემეძლო დაჯერება გრძნობების ... მას არ უღალატია მე კი ... ჯანდაბა მე ათი წელია ვღალატობ -ღვინით სავსე ჭიქა აიღო და ნახევრამდე დაცალა -როგორ გგონია მის ადგილას შენ რომ იყო რას გააკეთებდა -თავად მითხრა სიცოცხლის ბოლომდე არ გიღალატებ შემდეგ კი შენს გარდა არავის შევიყვარებო ... ალბათ ასეც იქნებოდა . ის რომ ჩემს ადგილას იყოს უამრავი ქალი ეყოლებოდა, ჩემგან განსხვავებით უარს არავის ეტყოდა და მე თუ ამას როგორმე დავინახავდი არ ვაპატიებდი . ისიც არ მაპატიებს ვიცი, ტყუილად სუაბრობდა ცივილიზებული კაცივით. მესაკუთრე იყო , ეჭვიანი, გიჟი და ეგოისტი ... -თვალები დახუჭა, თავი უკან გადასწია და ყელში გაჩხერილი ბურთი გადააგორა. ღვინის ჭიქა ცარიელი იყო ამიტომ ისევ აავსო და ანდროს ქვემოდან ახედა- შენ გყვარებია პატარავ? - ღვინით დანამული ტუჩები ენისწვერით გაილოკა და გაიღიმა -სიყვარული დამოკიდებულებაა ადამიანზე ვის გარეშეც ლომკა გაქვს ... ყველაფერი რაც დამოკიდებულებას იწვევს მომაკვდინებელია -ყველანი მოვკვდებით ერთ მშვენიერ დღეს -ამ დღემდე რაც შეიძლება ბევრი რამ უნდა მოვასწროთ ... სიყვარული კი ამას გამორიცხავს შემდეგ მხოლოდ იმ ერთის ირგვლივ ტრიალებ -საინტერესო ვინმე ხარ...თავს ისე იტყუებ რომ დაჯერება მინდება -ზოგჯერ სიმართლე ის არის რასაც ირწმუნებ ... შენი სიმართლე როგორც სჩანს მხოლოდ ერეკლეს მოწოდებული აზრებით შემოიფარგლება მართლაც ასე იყო ?! ხო , ერეკლე მაშინ გაჩნდა მის ცხოვრებაში როდესაც არაფერი არსებობდა, როდესაც ერთი პატარა სულელი 16 წლის ბავშვი იყო. უკვე მამისგან მიტოვებული, დედისგან შორს მოხუც ბებოს მიკედლებული ლამაზი გოგო რომელიც ბევრს მოსწონდა, მაგრამ თავად გრNძობები არ ჰქონდა. არასდროს , არავის მიმართ ჰქონია გრძნობები. მუდამ ეგოისტი იყო, მუდამ მარტოსული და საკუთარ თავზე შეყვარებული ერეკლემ მასში უამრავი ქალი გააცოცხლა , კეთილი, ბოროტი, წმინდანი და ცოდვილი . მის გვერდით გატარებულ რამდენიმე წელში ცხოვრება შეიცნო , ისე იქცეოდა თაბაგარი მუდამ თითქოს ბოლო წამი ჰქონდა , სულ ერთი წამი ცხოვრების დასრულებამდე და ელენასაც ასე ამყოფებდა. ცხოვრება ერეკლემდე და ერეკლეს შემდეგ თითქოს განსხვავდებოდა, მაგრამ მაინც ერთნაირი იყო .ცხოვრება ერეკლესთან კი საერთოდ არაფერს ჰგავდა და ამის სრულად გადმოცემაც კი შეუძლებელი იყო . ანდრო ვინ იყო , რა ადგილი ჰქონდა ქალბატონი ელენას ცხოვრებაში, ერეკლეს ქვრივი ელენას ცხოვრებაში ... თავადაც არ ჰქონდა პასუხი , არ იცოდა და არც ცდილობდა პასუხის პოვნას . ანდრო არავის ჰგავდა, არც ერეკლეს და არც სხვა ვინმეს ვინც ელენას ცხოვრებაში ყოფილა. უცნაური იყო თავის ასაკთან შედარებით ბევრი იცოდა, ბევრს გრძნობდა და აკეთებდა. მისი ცხოვრება არ იყო დრამატული , ის ბედნიერი ოჯახის წევრი იყო , მშვიდი ბავშვობის წლებითა და ფერადი ცხოვრებით. მას მხოლოდ პროფესია ჰქოდნდა რთული, თითქოს საკუთარ თავს გამოწვევა მოუწყო, არაერთფეროვანი, დაბრკოლებებით სავსე ყოველდღიურობის შესაქმნელად, მას ჰქონდა მისია მომავალი თაობის გადასარჩენად. ის საოცარი კაცი იყო და ელენასთვის ვერასდროს გახდებოდა უფერული ... და მაინც ელენა ტოვებდა, ყოველ ჯერზე მიდიოდა მისგან გაურკვეველი დროითა შორდებოდა . ზოგჯერ უსიტყვოდ, დაუმშვიდობებლად ტოვებდა და არავინ იცოდა კიდევ შეხვდებოდნენ თუ არა. მიდიოდა მისგან შორს, სხვა სამყაროში , იქ სადაც მარტო იყო. იქ სადაც ყველას უნდოდა მასთან ყოფნა, მაგრამ მას არა ვისთანაც თავად სურდა დროის გატარება. მიდიოდა სახლში რომელიც ბედნიერების ბუდე უნდა ყოფილიყო და ღრმა უფსკრულად გადაექცა, მიდიოდა და ანდროც უშვებდა , ვინ იცის როდემდე ... ვინ იცის რამდენ ხანს გაუშვებდა კიდევ ........... მარტოობა განა რაა თუ არა სულის ტკვილი, რომელიც მუდამ ჩვენს გვერდითაა. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ბევრი ადამიანია შენს გვერდით, როგორი აქტიურია შენი ცხოვრება, რამდენად მაღალია შენი ბედნიერების ხარისხი სულიერი სიმარტოვე შენთანაა . ადამიანებს არ გვაქვს უნარი წავიკითხოთ ერთმანეთის ფიქრები, ვერ ვხედავთ ღიმილის მიღმა დაფარულ ემოციებს, აზრებს რომლებიც სულიდან მოდიან , გონებამდე არწევენ და იშვიათად ხორციელდებიან. მარტოობა სასჯელია ან იქნებ განსაცდელია მხოლოდ , გამოცდა რომელიც სიცოცხლისთვის უნდა ჩააბარო. მარტოობა რომელსაც ნათლად ხედავ შეუმსუბუქებელი ტკივილია, ტკივილი სულის .... ელენა მთვარეულივით მიაბიჯებდა ცარიელი სახლის, უმეტყველო ოთახებში. კედელს ეხებოდა გრძელი თითებით და შიშველი ტერფებით შეიგრძნობდა სიგრილეს, რომელიც მთელს სხეულში ვრცელდებოდა. გული ზოგჯერ ძალიან სწრაფად უცემდა ,ზოგჯერ ჩერდებოდა და ამ დროს სუნთქვაც უჭირდა . საკუთარ თავს დაეძებდა , ერეკლემდე და ერეკლეს შემდეგ უკვე უსასრულო ჩანდა მისი მარტოობა. ერეკლემ ხუთი წლის განმავლობაში აჩუქა მთელი ცხოვრება, თითქოს მხოლოდ იმ დროს ცხოვრობდა შემდეგ კი არსებობდა როგორც ხიდან ჩამოვარდნილი ფოთოლი, უგზო-უკვლოდ მოფარფატე ქარის გაყოლილი ფოთოლი რომელიც ელოდა მიწასთან შეხებას, რომელსაც უკან დაბრუნების შანსი აღარ ჰქონდა. -მე შენ მიყვარხარ ერეკლე - თვალებში უყურებდა, საკუთარი აღმოჩენით აღტაცებული იღიმოდა და კაცის საპასუხო რეაქციას ელოდა -ლენ , ჩემო მშვენიერო ნეტავ ვიცოდე ოდესმე იგრძნობ თუ არა სიყვარულს - თითები ლოყაზე შეახო, თმაში შეუცურა და ტუჩები ფრთხილად შეახო ქალის სურნელს სუნთქავდა , გულისცემა შენელებული ჰქონდა ელენა კი ტირილის ზღვარზე იყო -რატომ არ გჯერა ... ვერ ვხვდები შენ როგორ აფასებ ჩემს გრძNობას ის ხომ ჩემშია და მე ვიცი რომ მიყვარხარ . შენზე მეტად არავინ მიყვარს , მე უფრო ძლიერი სიყვარული არ შემიძლია და მე შენ ყველაზე მეტად მიყვარხარ - როგორი გულუბრტყვილო იყო, როგორი პატარა და როგორი მარტივი იყო მაშინ ყველაფერი. ვერ ხვდებოდა როგორი ბედნიერი იყო, ვერ ხვდებოდა რომ ამაზე დიდი ბედნიერება არ ელოდა . ცრემლები სდიოდა, გრძელ წამწამებს ხშირად ახამხამებდა და ისე უყურებდა კაცს -ვიცი, მჯერა რომ ყველაზე მეტად გიყვარვარ , მაგრამ არავინ იცის რა იქნება მერე... შემდეგ ,როცა მე საკმარისი აღარ ვიქნები ... აღარ ვიქნები - ისე მშვიდი იყო , თითქოს განსაკუთრებულს არაფერს ამბობდა . საკუთარ სიმშვიდეს უზიარებდა ელენას , ცრემლიან სახეს ფრთხილად უკოცნიდა და მისი თითოეული შეხება წამალს ჰგავდა, წამალს რომელსაც უკუჩვენება არ ჰქონდა . -ეჭვიანი ხარ და ეგოისტი, მშიშარა ხარ შენ ერეკლე ! გეშინია რომ სხვას შევიყვარებ და არ გჯერა , ვერ ხედავ რამდენად დიდი ხარ ჩემს გულში - გაბრაზდა, როგორ ძალიან გაბრაზდა მაშინ ერეკლე კი იცინოდა -ლენ , ჩემო მშვენიერო ლენ ნეტავ როგორ იქნები უჩემოდ - სავსე ტუჩებზე შეეხო და ქალს სრულიად აურია გონება -უშენოდ ... უშენოდ არაფერი იქნება - კოცნიდა და თან ჩურჩულებდა- შენ რა სადმე წასვლას აპირებ? ისევ საქმეები ? - უცებ მოშორდა და წარბები შეკრა -საქმე, რომელსაც ვერ გადავდებ ... უნდა წავიდე , თორემ სხვა შანსი აღარ მექნება ლენ ერეკლე თაბაგარის ბოლო საქმე , საქმე რომელსაც ელენას მარტოობა მოჰყვა შედეგად ........ ერეკლეს გარდაცვალების დღეს საქველმოქმედო წვეულებას მართავდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტრადიციად აქცია და ამჯერადაც მისი მდივანი ნატალია აგვარებდა ყველაფერს. ელენა ყველაფერს აკონტროლებდა, თავად უკავშირდებოდა სხვადასხვა პირებს და მუდმივი სტუმრებიც ჰყავდა. ამ დღეს ერეკლეს ყველა მეგობარი იქ იყო ხოლმე მიუხედავად სტატუსისა და ეკონომიური მდგომარეობისა. იქ იყვნენ ადამიანები რომლებიც ერეკლეს საერთოდ არ იცნობდნენ ,მაგრამ ყველამ იცოდა მის შესახებ. -ნატალი როგორ მიდის საქმეები? -ყველაფერი მზად არის... საღამო ჩვეულებისამებრ გრანდიოზული იქნება -გთხოვ რა დეტალების განხილვის დრო აღარ მაქვს და შენი იმედი მაქვს ... პრემია და ზაფხულის ერთ თვიანი დასვენება კუნძულზე გაწეული საქმისთვის იქნება ხომ იცი -ქალბატონო ელენე არ არის საჭირო ხომ იცით მე -ნუ ხარ გოგო ასეთი თავმდაბალი...აიღე რასაც გაძლევენ და გააკეთე ყველაფერი რაც გინდა- თვალი ჩაუკრა და სავარძლიდან წამოდგა- ის პიანისტიც მოვა ხომ? -დიახ...ყველანი იქნებიან. კიდევ რამდენიმემ გამოთქვა სურვილი და ისინიც იმღერებენ. თქვენი მეგობარი პოლიტიკოსებიც მოვლენ, ყველამ გამონახა დრო -კომპანიონები და ჩემი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად მლიქვნელობისთვის მზადყოფნაში მყოფი ხალხი რომ მოვლენ ეგ ვიცი ... -კლინიკიდანაც მოვლენ ... მგონი დირექტორი საზღვარგარეთ იმყოფება და ჩამოსვლას ვერ ახერხებს , მაგრამ მის ნაცვლად სხვები მოვლენ -მოკლედ მე წავედი... შენი იმედი მაქვს. კაბას ხო მოგიტანენ შენც -კი , თქვენი კაბა უკვე სახლშია . სტილისტი და ვიზაჟისტიც მოვლენ -საოცრება მყავხარ ნატალიკო...- ლოყაზე ხმაურით აკოცა და ბოლოს ოთახში დატოვა გაოგნებული გოგო. ელენეს მისი გაოცება მუდამ გამოსდიოდა ისეთი დამოკიდებულება ჰქონდა საერთოდ არ ჰგავდა უფროსს. წვეულებაზე არ დარდობდა, თავის გამოცენისთვის და რეკლამის გაკეთებისთვის ბევრი იღებდა ქველმოქმედებაში მონაწილეობას. ისეთი სტუმრები იქნებოდნენ არცერთი მომღერალი და მუსიკოსი ამბობდა უარს მისვლაზე ასე რომ არასდროს შექმნია პრობლემა. ყველაფერს აკეთებდა სინადვილეს რომ გაქცეოდა. ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ ათას რამეს იგონებდა წარსულს რომ ვერ შეებოჭა მისი გონება, უამრავ საქმეს აკეთებდა, მხიარული ქალის ნიღაბს ირგებდა, უჩვეულოდ ბევრს საუბრობდა და ერთ წამსაც არ ატარებდა უქმად ფიქრები რომ არ მოსძალებოდნენ. ბოლო რამდენიმე კვირა სრულიად მარტომ გაატარა სამსახურსა და სახლს შორის დადიოდა და დრო ასე გადიოდა. იოანე ისევ არ ჩანდა, მაგრამ ამ დღეს ყოველთვის ელენეს გვერდით ატარებდა და ამჯერადაც ჰქონდა მისი გამოჩენის იმედი. -რამდენი ხანია რაც აქ ხარ იო?- ერეკლეს ქვაზე გამოსახული სახის წინ იჯდა ბიჭი . მუხლები მკერდთან ჰქონდა მიტანილი, ნიკაპით ეყრდნობოდა და ფოტოს უყურებდა -სად გინდა ,რომ ვიყო დედა?- რამდენი ხანი იყო ასე არ მიმართავდა და თავი უცნაურად იგრძნო -დე -მის გვერდით დაჯდა და თავზე მოეფერა -იმის ნაცვლად ,რომ აქ მოვიდეთ შენ ყოველ წელს წვეულებას მართავ . გარდაცვლილის სულისთვის ლოცულობენ ელენე შენ კი საკუთარ და სხვის ფულს არიგებ -შენ ხომ მოგწონდა ეს იდეა - ფრთხილად ეფერებოდა, ყოველ წამს ეშინოდა ,რომ მოიშორებდა ,მაგრამ უძრავად იყო ისევ - მომწონს, მაგრამ ძალას მართმევს იქ ყოფნა ადამიანებთან რომელთა უმრავლესობას არ ადარდებს ერეკლეს არყოფნა... ვიღლები ფარისევლობით. ზრდილობიანი ბიჭის როლის თამაშით იმ ელიტურ საზოგადოებასთან რომელსაც იქ პატიჟებ . მამას მეგობრებთან მინდა ვიყო ჩვეულებრივ , ადამიანურ გარემოში -იქ ხომ ისინიც არიან იო -არიან, მაგრამ ისინიც ვერ იტანენ ადამიანებს რომელთა გარემოცვაში უწევთ ყოფნა დედა ... პეროიანი საზოგადოება , რომელთაც ძალაუფლება აქვთ , მაგრამ ყელში მყავს ყველა . ახლა არ მითხრა რომ როცა მჭირდება ვიყენებ მათ ნაცნობობას... ხო ვიყენებ, მაგრამ დღეს არ მინდა -იცი რამდენ ვინმეს ვერ ვიტან ვისთანაც ურთიერთობა მიწევს? გულს მირევენ , მაგრამ მჭირდება და ვიყენებ მათთან კავშირს -ასე გითხრა ერეკლემ? ყველაფერი გააკეთე მიზნის მისაღწევადო? -იოანე , გთხოვ -იქ არის დედა ... იქაა მისი სხეული . მხოლოდ ძვლებია და მისი გონება სადღაა კაცმა არ იცის შენ კი ისევ იქ ხარ და მის გზას მონური ერთგულებით აგრძელებ -რა გინდა რომ გავაკეთო -მე არაფერი დედა... შენ რა გინდა რომ გააკეთო -და შენ იმას აკეთებ რაც გსურს? ესაა შენი სურვილი? ჩემგან შორს, მარტო ცხოვრება ყოველ დღე დალევა, მოწევა, უცნობ გოგონებთან დაწოლა და ყოველი დილის გათიშული გონებით დაწყება? ესაა ის ცხოვრება რაც შენ გინდა, რომ გქონდეს? -მე არ ვიცი რა მინდა , მაგრამ ვიცი რა არ მინდა - წამოდგა და წავიდა- წვეულებაზე მოვალ , არ იდარდო ელენე კიდევ დიდხანს იჯდა გაუნძრევლად. არაფერს ამბობდა, არც ფიქრობდა უბრალოდ უყურებდა და დროც გადიოდა. შებინდებისას დაბრუნდა სახლში ვიზაჟისტმა და სტილისტმა იზრუნა მის გარეგნობაზე , კაბა მოირგო , ფეხსაცმელი ჩაიცვა ,ხელჩანთა აიღო და ისე წავიდა სარკეშიც არ ჩაუხედავს. იქ არავინ იქნებოდა ისეთი ვისი აზრიც აინტერესებდა, მათთვის საინტერესოდ იქნებოდა ერეკლეს სიკვდილის შემდეგ კი აღარ ღელავდა შეხვედრის წინ. თავისუფლად გრძნობდა თავს , დიდებულად... მისი მზერა იყო მთავარი და არა ჩაცმულობა. სტუმრების მისვლამდე მივიდა, ნატალი უკვე იქ იყო და დარბაზიც ნელ-ნელა ივსებოდა. ყველას ღიმილით ხვდებოდა, ესალმებოდა ქვეყნის წამყვან პირებს ადამიანებს რომელთაც იყენებდა საკუთარი მიზნებისთვის . ნამდვილი ემოციები ერეკლეს მეგობრების ნახვისას ჰქონდა, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდნიოდნენ, ზოგიც ქვეყნის მასშტაბით იყვნენ მიმოფანტულები და ამ დღეს ყველას ერთად ხვდებოდა. მათი დანახვისას ქალბატონი ელენა ქრებოდა და ჩნდებოდა უბრალოდ ელენე თავისი წრფელი ღიმილითა და თბილი ჩახუტებით. -იოანე არ ჩანს ხომ?- მაგიდებთან მსხდომებს გადახედა და ნატალიმაც ამოიხვნეშა -არა ქალბატონო , ვერც ვუკავშირდები -რომ მოვა სიტყვითაც შემდეგ გამოვალ ...ჩემ გვერდით უნდა იდგეს. ჟურნალისტი და ფოტოგრაფი მოვიდნენ? -დიახ უკვე სტუმრებთან წერს ინტერვიუს და თქვენთან შემდგომ მოვა...კითხვები აქ არის -ხელში პლანშეტი ეჭირა და კითხულობდა- კლინიკიდან ჯერ არ მოსულან -წავალ ჩემებთან ვისაუბრებ და რომ მოვლენ შემატყობინე დიდ, მრგვალ მაგიდასთან მსხდომ მეგობრებს მიუახლოვდა და მათ გვერდით ჩამოჯდა. იქ მშვიდად ყოფნას შეძლებდა, მათ ამბებს უსმენდა აკვირდებოდა ცვლილებებს წლების შემდეგ ყველას ეტყობოდა ასაკი . ზოგი ერეკლეზე ბევრად უფროსი იყო, ზოგიც პატარა . იცვლებოდა მათი სამუშაო, ოჯახური მდგომარეობა, შვილები, შვილიშვილები ჰყავდათ და ცხოვრობდნენ თავიანთი ყოველდღიურობით. ელენე ვეღარ ახერხებდა მათთან ხშირ კონტაქტს, ერეკლე იყო ყველას მაკავშირებელი რგოლი . იოანეც გამოჩნდა , კლასიკურ სამოსს მხოლოდ ამ დღეს ატარებდა და განსხვავებულად გამოიყურებოდა. სერიოზული იყო, სევდიანი და მშვიდი. ელენეს გვერდით იდგა როდესაც ის სიტყვით გამოვიდა. ქალბატნი ელენე არც ამ სიტყვაზე დარდობდა, იცოდა რაც უნდა ეთქვა როგორ უნდა მიეპყრო ყურადღება და გადაეხადა მადლობა მისული სტუმრებისთვის. საუბრობდა სანამ სიტყვით კლინიკის წარმომადგენელს არ მიმართა. წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ უნდა ყოფილიყო , დარბაზს მზერა მოავლო და ანდრო რომ დაინახა თვალებს ვერ დაუჯერა. ის კი მიკროფონისკენ მიდიოდა, უყურებდა უცვლელი მზერით და შემდეგ უკვე საუბრობდა ბავშვებზე რომელთაც სჭირდებოდათ იმ დღეს შეგროვებული ფული. ისეთი განსხვავებული იყო იმ ამპლუაში, თითქოს ცნობილი ორატორი იდგა მის გვერდით და არა ექიმი რეზიდენტი . ბოლოს ელენასაც მადლობა მოუხადა და მხოლოდ ამ დროს გაუსწორა მზერა. -ბიჭებთან ვიქნები და იმედი მაქვს არ მომთხოვ ყველა სტუმარს მივესალმო-იოანეს სიტყვები შორიდან ესმოდა, ისევ ანდროს აკვირდებოდა რომელიც სხვა თავის კოლეგებთან ერთად მაგიდასთან დაჯდა -მე მივესალმები ყველას ... - ჩუმად უთხრა და შემდეგ მომღერალმა დაიკავა ადგილი როალთან. ყველაფერი ჩვეულებისამებრ მშვიდად გაგრძელდა. სასიამოვნო საღამო შედგა , შეგროვებული თანხაც საკმაოდ დიდი იყო ,ჟურნალისტთან ინტერვიუმაც კარგად ჩაიარა. უამრავი ფოტო გადაიღო სტუმრებთან ერთად და ბოლოს მაინც ანდროსთან მივიდა -რა საოცარი დამთხვევაა არა? -შენ ჩემი ყველა თანამდებობის შესახებ არ იცი... კლინიკაში რეზიდენტობის გარდა მრავალ საქმეს ვაკეთებ -თანაც შესანიშნავად -თქვენ ვინ შეგედრებათ ქალბატონო ელენა- ჭიქა მაღლა ასწია და დალევა განაგრძო- ყელსაბამი რომელიც აუქციონს შესწირეთ ერეკლეს ნაჩუქარი იყო? -არა , მოვიტყუე. მის ნაჩუქარ ნივთებს არასდროს ვყიდი-ჩუმად თქვა და სასმელის დაგემოვნება განაგრძო. ანდროს არ უყურებდა, მზერა მუსიკოსზე გადაიტანა რომელიც საოცრად უკრავდა ვიოლინოზე -ცეკვა რომ შემოგთავაზო როგორი ტონი იქნება ქალბატონო ელენე -ცეკვავთ კიდეც? -ექიმები მრავალმხრივ ნიჭიერი ხალხი ვართ ... -ცეკვა უნდა შემომთავაზოთ ,რომ ვიცეკვოთ- გაუღიმა , ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა და მოცეკვავე წყვილებს გახედა -გთხოვთ ნება მიბოძოთ- თავი დახარა, ხელი გაუწოდა და ელენეც გაჰყვა. ყოველთვის ცეკვავდა , ყოველი მისი ვიზიტი სხვადასხვა რესტორანში სრულდებოდა ვალსის ცეკვით მომავალ პარტნიორთან, კომპანიონთან თუ უბრალოდ ნაცნობთან , მაგრამ ანდროსთან პირველად ცეკვავდა. მისი შეხებაც კი სხვანაირი იყო, სხვაგვარი სურვილით სავსე იყო მისი მზერა. თავისუფლებას გრძნობდა მის მკლავებში, არ იტყუებოდა, არცერთი ემოცია იყო ყალბი , ნამდვილი სიამოვნება იგრძნო . მელოდიაზე აყოლებული სხეულებით მიღებული დადებითუ მუხტი ,რომელიც ყველა უჯრედს აცოცხლებდა. მზერას არ აშორებდა მის ლურჯ , გამჭვირვალე სფეროებს , ტრიალებდა და მელოდიაც არ სრულდებოდა. საოცარი სურვილი ჰქონდა მოხვეოდა, მანძილი შეემცირებინა, მკლავები ყელზე მოეხვია და მისი ტუჩები დაეგემოვნებინა. ტემპერატურამ იმატა, ცეკვის დასასრულს უკვე შიგნიდან იწვოდა და მაინც არაფერს ამბობდა, უყურებდა და ამ მზერაში აქსოვდა ყველა ემოციას -დიდი სიამოვნებაა თქვენთან ყოველი შეხება ქალბატონო ელენა- დაიხარა, ხელზე ეამბორა და მელოდიაც დასრულდა. მრავალ მზერას გრძნობდა, მაგრამ ყურადღება არავისთვის მიუქცევია. მაგიდასთან დაბრუნდა, ანდროსგან შორს წავიდა და გზად უამრავი კომპლიმენტი მიიღო. როგორც კი დაჯდა მაშინვე აიღო ჭიქა და რამდენიმე ყლუპი სულმოუთქმელად დალია , შინაგან სიმხურვალე მაინც ვერ გაანეიტრალა. ტვინში მხოლოდ მოგონებები ტრიალებდნენ, ყველან ერეკლე გაჩნდა, სულ უფრო და უფრო ეწვოდა სხეული, თითქოს მალე კანი აალდებოდა და დაიფერფლებოდა. სუნთქვა გაუჭირდა, ჭიქა მთლიანად დაცალა , მაგრამ არ იმოქმედა. მუშტები შეკრა, თვალები დახუჭა და მოდუნებას შეეცადა, მაგრამ არ გამოუვიდა -შარშან მინისტრს ეცეკვე და წელს უბრალო ექიმს დასთანხმდით ქალბატონო ელენა?- იოანეს ხმამ გამოაფხიზლა -თქვენს ქცევას არ ჰგავს -დროთა განმავლობაში ყველაფერი იცვლება -ისე დატოვა დიალოგის გაგრძელების საშუალება არ მისცა. ანდროსთან ახლოს აღარ მისულა ცეკვის შემდეგ. ყველაფერი ზედმეტად დამღლელი აღმოჩნდა, ფიქრებიც გაიფანტნენ, დროც გავიდა. კიდევ ერთი წელი დაიწყო ერეკლეს შემდეგ და იმ დღეს თითქოს ნაკლებად სტკიოდა . რაღაც შეიცვალა, ისე აღარ იყო როგორც წლების წინ. ცვლილებებს კი წინ ვერავინ აღუდგება, ისინი იმდენად მალულად , უხმაუროდ მოქმედებენ მხოლოდ შედეგს ხედავ . როგორც ყოველთვის იმ საღამოსაც ბევრი სხვა საქმე მოაგვარა, უამრავ ადამიანს ესაუბრა და მრავალი გეგმა განახორციელა. ანდრო ყველაფერს ხედავდა, პირველად აკვირდებოდა ელენას საკუთარ ტერიტორიაზე ისეთს როგორიც ყოველთვის იყო და თვალებს ვერ უჯერებდა იმდენად განსხვავდებოდა იმ ქალისგან რომელსაც თავად იცნობდა. მისი ღიმილიც კი არ იყო ისეთი როგორიც თავად ჰქონდა ნანახი, არც მზერა, არც საუბრის მანერა, მისი ჟესტები, მიმიკები ურთიერთობა ადამიანებთან ყველაფერი სხვა ელენას ნაწილი იყო . რამდენჯერმე იცეკვა კიდევ სხვადასხვა პარტნიორთან და ანდროს ამ სანახაობის ცქერა საოცრად აღიზიანებდა. მუდამ იკავებდა თავს ფიქრებისგან , არასდროს წარმოიდგენდა ელენას სხვა კაცის გვერდით ახლა კი საკუთარი თვალებით ხედავდა როგორ ეხვეოდა, უღიმოდა, ეფლირტავებოდა, გონებას ურევდა და თავბრუსახვევდა სხვადასხვა წოდების ადამიანებს. ყველაფერი სულს უხუთავდა, მაგრამ საღამოს დასრულებამდე წასვლა არ შეეძლო , მოთმინება ეწურებოდა უნდოდა მისულიყო და მათი მკლავებიდან დაეხსნა, მაგრამ თავს იკავებდა. საღამოს დასასრული უდიდესი შვების მომგვრელი იყო. თავისუფლება იგრძნეს შენობის დატოვების შემდეგ. მარტო დარჩნენ სახლისაკენ მიმავალ გზაზე. ყველა სხვადასხვა მიმართულებით მიდიოდა, საკუთარ ცხოვრებას უბრუნდებოდა ყალბი ურთიერთობებისგან შორს რამდენიმე საათს მაინც გაატარებდნენ. -ამ ღამით შენი სტუმრობის იმედი არ უნდა მქონდეს ხომ ასეა- მობილური აიღო და სახლის აივანს მიაშურა -ვინ იცის იქნებ ჩვენი ცეკვა ურთიერთობის დასასრული იყო -ამდენად არ მოგეწონა ? -იმდენად მომეწონა , რომ ვფიქრობ რაღაც ზღვარს ვუახლოვდებით -შენ და შენი ჩარჩოები ,კედლები, ზღვარი და ბარიერები -ხვდებით ბატონო ექიმო რამდენად რთული ვარ ? -შენ ზედმეტად ბევრი ხარ ... მათ შორის ჩემი ლენა ყველაზე მარტივად არაჩვეულებრივია -შენი ლენა ... ასეთიც არსებობს ? -ჩვენ ვიცით ,რომ არსებობს და თუ ის ოდესმე მოისურვებს მას ყველა ნახავს -პატარავ დღევანდელმა საღამომ ცუდად იმოქმედა შენზე ...სჯობს დაიძინო და საკუთარ ცხოვრებას მიხედო , საქმეებს რომლებიც უხვად გაქვს -ერთ დღეს გათავისუფლდები ყველა საქმისგან და შემდეგ ვისაუბრებთ -შენთან საუბარი ნამდვილად დიდი შვებაა ბატონო ექიმო ფიქრები მოიშორა, მაგრამ სიზმრიდან ვერ გააქრო . ისევ გვერდით იყო, როგორც ყოველთვის დილით კოცნით გააღვიძა, ეფერებოდა, უღიმოდა ელენე კი არ პასუხობდა. არ უნდოდა, მისი შეხებისას ცუდად ხდებოდა და ყოველ ჯერზე იშორებდა. ბოლოს იმდენად ძლიერად ჰკრა ხელი,რომ შორს გადააგდო . ერეკლეს მზერა შეიცვალა, თვალები გაუქრა , შემდეგ მთელი სახე გაიდღაბნა, გამოსახულება აირია, ნელ -ნელა ქრებოდა , უჩინარდებოდა უნდოდა მისულიყო, დაეჭირა, არ გაეშვა, მაგრამ ხელის შეხებისას იფერფლებოდა. მივიდა, მაინც მიუახლოვდა, მოეხვია და ვერაფერი იგრძნო , ერეკლე ისევ გაქრა ბოლოს სულ მარტო დარჩა ოთახში ,რომელიც ციხის საკანს დაემსგავსა წამსვე... კოშმარიდან გამოფხიზლების შემდეგ აგარაკზე წავიდა. დიანას და ნოდარის გვერდით გაატარა მთელი დღე, არც ტელეფონს შეხებია,არც ინფორმაცია შეუმოწმებია. მათთან ერთად საუბრობდა, საქმეებს აკეთებდა, ეზოს უვლიდა და ნოდარის სახელოსნოში უყურებდა ხის ფიგურების გამოთლის პროცესს. -როგორ ჩაიარა გუშინდელმა საღამომ- ვახშმობისთვის ემზადებოდნენ დიანამ რომ ჰკითხა -კარგად...ბავშვებისთვის საკმარისი თანხა შეგროვდა. რამდენიმეს ოპერაციას მე დავაფინანსებ -დაღლილი ხარ...სადმე არ აპირებ წასვლას დასასვენებლად? უცნაურად გამოფიტული მეჩვენები შვილო -კარგად ვარ, უბრალოდ არ მიძინია და ხომ იცი სახეზე მეტყობა -ნუ მატყუებ... ცუდად ხარ და რატომ არ შორდები ყველაფერს. ცოტა ხნით წადი , თითქოს საქმეები აღარ გაქვს -და ვინ მიხედავს საქმეებს ,რომლებიც მაქვს? -იოანე ხომ მოვიდა გუშინ -მოვიდა, ისიც იმიტომ რომ ბიჭები ენახა. მახო, ვატო, უჩა, ცოლებთან ერთად იყვნენ ... სალომე და გაბროც დაბრუნებულან, თქვეს ამოვალთ დიანას და ნოდარის სანახავადო. შესაძლოა ხვალვე მოვიდნენ. ირაკლი ისევ არ ჩანს -თემას ნუ ცვლი -დედა მე დასვენება არ შემიძლია, სადღაც მარტოს უფრო მეტი ფიქრი შემაწუხებს ვიდრე აქ მყოფს საქმეებით დაკავებულს და გადარბენაზე მყოფს -ხოდა მარტო ნუ წახვალ... იოანე იყო ორი დღის წინ , ღამით მოვიდა და დარჩა. უცნაურად იქცევა ისიც...ისევ იჩხუბეთ ალბათ ხომ? -შენ ნუ ნერვიულობ დედა ჩვენზე... არც გვიჩხუბია . ის მშვიდად ცხოვრობს , მეც -ვერაფერს გშველი შვილო...აღარ ვიცი რა გავაკეთო,რით დაგეხმარო ჩემო დახატულო გოგო- დანაოჭებული თითები სახეზე ჩამოუსვა და შუბლზე აკოცა- რა გიყო ჰა? -როგორ მიყვარხარ ნეტავ იცოდე... - თავისზე დაბალ ქალს მკლავები შემოხვია, თავი მხარზე დაადო და რამდენჯერმე აკოცა ლოყაზე. -ჩემო გოგო, ჩემო დატანჯულო შვილო ... როგორ უყვარდი, როგორ ვერ გაიხარეთ . როგორ დამეტანჯეთ ელენეს საკუთარი საიდუმლო ახრჩობდა. ამბავი ,რომელიც მის გარდა არავინ იცოდა, ვერავის ეტყოდა და სამუდამოდ დაუმძიმებდა სულს. ამბავი რომელმაც მისი ცხოვრება ამქვეყნიურ ჯოჯოხეთად აქცია. ერეკლეს დატოვებული კიდევ ერთი ტვირთი, რომლის ზიდვაც მარტოდ მარტო უხდებოდა. ................. _შენამდე ყველა მას ჰგავდა..._წითელი სითხე გამჭვირვალე ჭიქაში შეირხა . ელენა თავდახრილი იჯდა და თვალის მოუშორებლად უყურებდა ბოკალს _ საშინლად ვგრძნობდი თავს ... მისი არყოფნა შხამს ჰგავს , რომელიც ნელ_ნელა გკლავს _თვალები აემღვრა , ყელში გაჩხერილი ბურთი სასმელის დამსახურებით გააქრო _პირველარ რონ ვუღალატე ბევრი წელი იყო გასული ერეკლეს გარდაცვალებიდან. ის ისე ჰგავდა ... იქნებ მომეჩვენა და უბრალოდ მის სახეს ვეძებდი. გული მერეოდა დიდხანს ვნანობდი , საშინელი დანაშაულის გრძნობა დამრჩა , რომელიც მახრჩობდა, მაგრამ იმდენად მძიმე გახდა ჩემი ყოფა განტვორთვისთვის დახარჯული რამდენიმე წუთიც კი მნიშვნელოვანი იყო . არ ვიცი რამდენი კაცი მყავდა ერეკლეს შემდეგ არავისთან მქონია რაიმე სახის ურთიერთობა , არც კი მისაუბრია _რატომ ეძებ მიზეზს ს.ქსის გასამართლებლად . ახალგაზრდა, სრულყოფულ ქალს არ შეიძლება უბრალოდ სურვილი ჰქონოდა? ელენა შენი დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ ერეკლეს დაწესებული ჩარჩოებით ისაზღვრება _ასე არ არის... ისიც თითქმის შენსავით ფიქრობდა და ამბობდა , რომ _უცებ გაჩუმდა და თავი უკან გადასწია_ღმერთმა დასწყევლოს მან თითქოს ყველაფერი წინასწარ იცოდა და მელაპარაკებოდა , მაფრთხილებდა , მარიგებდა , მეუბნებოდა იმას რისი ცოდნაც შემდეგ დამჭირდებოდა . ღალატზე მესაუბრებოდა მაშინ როდესაც ჩემ გვერდით იყო და მე სულელს მეგონა თვითონ მღალატობდა. ერთხელ ისე გავბრაზდი , ისე გავბრაზდი ორი დღე არ ველაოარაკებიდი. ისეთი ბედნიერი მიყურებდა , ეჭვიანობო მეუბნებოდა და ამით ბედნიერდებოდა_ჭიქა იატაკზე დადგა და ათრთოლებული თითები სახეზე აიფარა _და შენ ამბობ რომ არ გიყვარდა _მასზე მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაში არავინ ყოფილა , მაგრამ ისე არ მიყვარდა როგორც მას ვუყვარდი. მე დამოკიდებულუ ვიყავი და ვარ _მასზე თუ ხარ დამოკიდებული ჩემთან რატომ ხარ, მე ხომ არ ვგავარ. ჩემთან ვერ ხედავ მის სახეს, თუ ვცდები _არა , არ ცდები ... მის სახეს არ ვხედავ , მაგრამ ვერც ვივიწყებ. მე მას ვაღმერთებ და ამას ვერაფერი შეცვლის _რატომ აგრძელებ ჩემთან შეხვედრებს ელენა _მომწონს ... _თვალებში უყურებდა . მშვიდი და დარწმუნებული ჩანდა _აუხსნელად მოქმედებ ჩემზე _ თავი მხარზე დაადო და თვალები დახუჭა _ დრო გადის მე კი ვერ გშორდები _მე და შენ არ დავშორდებით ... მანამ სანამ ერთად ყოფნა სიამოვნებას მოგვანიჭებს_თითებს უკოცნიდა და საუბარს განაგრძობდა _დიდი დრო გავა ... შენ თავისუფალი კაცი ხარ და ჩემგან შენთან ყოფნა ეგოისტური ქცევაა -შენი აზრები ზოგჯერ ძალიან მამხიარულებენ- გაიცინა და ღვინის ნახევრად დაცლილი ჭიქა აიღო _ ოჯახური ცხოვრების მოტრფიალე არასდროს ვყოფილვარ... მართალია ბავშვები ძალიან მიყვარს და წესით უნდა მინდოდეს ცოლი რამდენიმე ბავშვი , მაგრამ ასე არ არის და მეეჭვება დიდხანს შეიცვალოს ჩემი აზრები . ქორწინება ჩემთვის შემაბრკოლებელი ურთიერთობაა _პატარავ , შენ ჯერ კიდევ ვერ ხვდები რა მძიმეა მარტოსულობა რომელსაც უპირობოდ გიქრობს ოჯახი _შენ გყავს შვილი , მაგრამ მაინც მარტოსული ხარ და სასოწარკვეთილი ცდილობ იპოვნო განტვირთვის საშუალება _ჩემი მაგალითი ნამდვილად არ გამოგადგება ... მე თავიდანვე არანორმალური ცხოვრება მქონდა და ყოველთვის ვეძებდი შვებას ერეკლეს გამოჩენამდე მუდამ არეული ვიყავი . არასდროს მქონდა იდეალური ოჯახი _შეწყვიტე ჩემს ცხოვრებაზე ფიქრი ... ყველაფერი მაინც ისე იქნება , როგორც მე გადავწყვეტ _ ხელი მოხვია ,თავისკენ მიიზიდა ... საკუთარი გულისცემა ესმოდა მხოლოდ, ანდროს თვალებს უყურებდა და სიამოვნება მწვერვალამდე აღწევდა . დედამიწაზე მობილურის ხმამ დააბრუნა , ზარი არ სრულდებოდა და პასუხს აიძულებდა. გამშრალი ტუჩები ენისწვერით დაისველა, ღრმად ჩაისუნთქა და შემდეგ უპასუხა _გისმენთ -ელენა თაბაგარი, ქედმაღალი, თავმომწონე ქალი ,რომელიც თავისზე პატარა ბიჭებს ჟ.მავს. რა იქნება ახლა , მაგ პოზაში მჯდომს რომ გადაგიღო და ხვალ ყველა ჟურნალ-გაზეთში, მთელ ინტერნეტ სივრცეში რომ გიხილონ- ბოხი ხმა ესმოდა, უცნობი ხმა რომელიც აშკარად არ ჩანდა ნორმალური. ირგვლივ მიმოიხედა , ფანჯარას დააკვირდა თხელ ფარდა ფარავდა მხოლოდ . სწრაფად გადაიცვა ზედა და ფანჯარასთან მივიდა -ახლა ალბათ უკეთ ვჩანვარ- გულისცემა გაუორმაგდა, ბრაზისგან მალე ვენები დაუსკდებოდა და მაინც არ იხევდა უკან- გადამიღე , შემდეგ ფოტოები გაადიდე და ჩამ.კარი როცა მოგინდები , საცოდაო -ყველა რომ ნახავს -და რომ მნახავს რა? შენ რას მიიღებ , ვერაფერს ! მე კი არაფერს დავკარგავ , ისევ ის ქალი ვიქნები ვინც დღეს ვარ შენ კი გაგანადგურებ იცოდე - მობილური გათიშა, ფანჯარა სქელი ფარდით დაფარა და ანდროს მიუბრუნდა რომელიც გაკვირვებული უსმენდა- ვიღაც მითვალთვალებს -ამას ასე მშვიდად მეუბნები? -უნდა ვიპოვნო ... ამაღამვე - ჩაცმა დაიწყო. ყველაფერი სწრაფად იპოვნა, თმა შეიკრა და მობილური ისევ აიღო - თუ ვერ შევაჩერე იცოდე ,რომ მალე პოპულარული გახდები და მაპატიე თუ ეს შენთვის უხერხული იქნება- მისკენ დაიხარა, თითები ნიკაპზე მოუჭირა და ტუჩები დაუკოცნა- იმედი მაქვს მოვაგვარებ -ვიღაც მანიაკი გადაიკიდე ? - მკლავზე წაავლო ხელი და წასვლის უფლება არ მისცა- იქნებ რამე დაგიშაოს,სად მიდიხარ -მაქსიმუმ ჩემზე გიჟდებოდეს და უარყოფილი შურისძიებას ცდილობდეს ... მე ვერავინ ვერაფერს დამიშავებს ერთი უცნაური ჩვევა ჰქონდა, არაფრის ეშინოდა, ერეკლეს შემდეგ განსაკუთრებით დაკარგა ყველაფრის მიმართ შიში. მისი დაშანტაჟება ბევრჯერ უცდიათ, სხვადასხვა ხერხს იყენებდნენ ,მაგრამ მსგავსი არასდროს არავის ჩაუდენია. ახლა თითქოს ჩიხში იყო, მაგრამ მაინც არ ჩერდებოდა არაფერი გამოუვიდა, რამდენიმე საათში ვიდეოს ათასობით ნახვა და გაზიარება ჰქონდა. ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა კადრები ,რომელშიც ბუნდოვნად, მაგრამ მაინც ჩანდა ქალის სახე. შემდეგ ზარები არ წყდებოდა, კომენტარების კითხვა არც უფიქრია. თითქოს ერთ ადგილას გაშეშდა. სავარძელში ჩაეშვა სიგარეტით ხელში და ერთ წერტილს არ აშორებდა მზერას -მაპატიე ... იმედი მაქვს შენზე არაფერს იტყვიან -ელენა შენ ამ მდგომარეობაში ჩემზე ფიქრობ? გგონია მაღელვებს მიცნობენ თუ არა? შენ რა უნდა გააკეთო -ვიპოვნი ამ ყველაფრის ავტორს და გავანადგურებ ! -არც კი ვიცი რა უნდა გითხრა ... მე მსგავსი რამ ვერ წარმომედგინა . არ მეგონა ამდენად პოპულარული თუ იყავი და საერთოდ -თუ გიპოვნიან არაფერი თქვა, არც უარყო არც დაადასტურო სხვა არაფერი მჭირდება შენგან... თუ შესაძლებელი იქნება დაივიწყე- გამოფიტული იყო, ძალა აღრა ჰქონდა. თითები ლოყაზე შეახო და ფრთხილად აკოცა. გამოსამშვიდობებელ შეხებას ჰგავდა მისი კოცნა -ელენა -უნდა წავიდე სად უნდა მისულიყო , ვიზი აზრი ადარდებდა ყველაზე მეტად... მივიდოდა ,მაგრამ რა რეაქცია ექნებოდათ არ იცოდა, მათ სიყვარულში ეჭვი არ ეპარებოდა, მაგრამ ყველაფერი იმდენად რთული იყო ცოტაც და თავად დაეწყებოდა პანიკა. არაფერი ადარდებდა , ისევ შეძლებდა საკუთარ სიმაღლეზე დგომას , მაგრამ მათთვის ეს ამბავი მძიმე ტრამვა იქნებოდა. ბრბო , რომელიც არასდროს დაავიწყებდათ ამ ამბავს აგარაკზე იყო, მანქანა ეზოში გააჩერა და სახლს მზერა გაუსწორა. მათი ნახვა პირველად უძნელდებოდა, წარმოდგენა არ ჰქონდა რა უნდა ეთქვა, არც ის იცოდა მათთან მშვიდად მისვლას როგორ შეძლებდა. უბრალოდ ეს უნდა გაეკეთებინა, აუცილებლად უნდა ესაუბრა ორივესთან -ელენა , შვილო - დიანამ რომ დაინახა თავად დაიძრა მისკენ. ელენა ჯერ კიდევ დუმდა, ქალი მოეხვია და შემდეგ სახეზე მოეფერა- როგორ ხარ -დედა მე , კარგად -როდის აპირებდი ჩვენთვის თქმას- კაცის ხმამ რეალობაში დააბრუნა. სავარძელში იჯდა და ქვემოდან უყურებდა -მამა , სათქმელი არაფერი იყო -ის კადრები , შეუჩერებლად ტრიალებს ... არც კი ვიცი რა უნდა გითხრა -ნოდარ , გთხოვ გეყოფა ... მე და შენ ხომ ვიცოდით ,რომ ელენა მარტო არ იქნებოდა -ერთია რაღაც იცოდე და მეორე ნახო მილიონობით ნაცნობ და უცნობ ადამიანთან ერთად. ვინ გადაიკიდე ასეთი რამ რომ გაგიკეთა... -არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად ვიპოვნი . მე მხოლოდ თქვენი აზრი მადარდებს სხვა ყველაფერი უმნიშვნელოა, არ მადარდებს ვინ რას იტყვის ან იფიქრებს . დრო გავა და ყველაფერი წარსულს გაჰყვება -საყვარელი გყავს რომელსაც გვიმალავ, თითქოს ჩვენ სულელები ვართ და არ ვიცით რომ 15 წლის განმავლობაში დაქვრივებულ ახალგაზრდა ქალს ისევ მოუნდებოდა კაცთან ურთიერთობა. წლები გავიდა უკვე, თავიდან რომ გამოჩენილიყო ვიღაც ალბათ არც გაპატიებდი, მაგრამ ახლა -არავინ მყავს, უფრო სწორად ... ჩემ გვერდით არავინაა ისეთი ვინც შეიძლება რომ გაგაცნოთ და მე - სული ეხუთებოდა, სუნთქვა უჭირდა. ყელში ბურთი გაეჩხირა ,ცოტაც და პატარა ბავშვივით ატირდებოდა. რთული იყო ამ ამბავთან გამკლავება, მათ წინ დგომა და საკუთარ ურთიერთობაზე საუბარი. -როგორ აპირებ ამ ამბიდან თავის დაღწევას... ახლაც მშვიდად ხარ , ისევ რკინის ლედის გამომეტყველება გაქვს და გვითხარი ბარემ როგორ შეიძლება მსგავსი ამბის დავიწყება... კარგი ჩვენ ვიდეო არ გვინახავს, ყველა არხზე ამაზე საუბრობენ... როგორ გაუვრცელეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ცნობილ ბიზნესლედის...ერეკლე თაბაგარის ქვრივს -ნოდარ , გთხოვ -მე რას მთხოვ ... რას მითხარი. მთელი ქვეყანა შენზე ილაპარაკებს , უკვე რამდენმა ადამიანმა დაგვირეკა იცი? მობილურს აღარ ვეხებით, არც გარეთ გასვლა გამოგვივა . აი რა უნდა ვქნათ -ვიპოვნი დამნაშავეს და შემდეგ მოვიფიქრებ რა უნდა გავაკეთოთ - თავს საშინლად გრძნობდა, ახლა მათ წინ რომ დადგა ყველაფერი გაიაზრა. დასჯილი ბავშვივით გრძნობდა თავს, ისევ ყველას ნაცვლად უნდა ეფიქრა, ისევ უნდა დაევიწყებინა საკუთარი თავი . მხედველობა დაებინდა,წონასწორობას ვერ იცავდა და სავარძელზე ჩამოჯდა -გამოსავალს ვიპოვნი ... აუცილებლად მობილური ისევ ამღერდა და იოანეც გამოჩნდა -რა ჯანდაბაა ელენა - მაშინვე იღრიალა - ეს რა ჯანდაბაა... კოშმარია ? მონტაჟია , ვიღაც ჰაკერმა იჩალიჩა ხომ? - იმ წამს ყველაფერი საბოლოოდ დასრულდა, იოანეზე ვერც კი იფიქრა და ახლა მისი შეშლილი ხმა ესმოდა. გულისცემა გაუჩერდა, თვალები დახუჭა და ჩუმად უთხრა ერთი წინადადება -დიანასთან ვარ , აქ მოდი -მაგათაც ნახეს? შეიძება გავგიჟდე ... ამის დედაც რამდენიმე წუთი ჩუმად იჯდა . სახე ხელებში ჰქონდა ჩამალული და არეული ფიქრების დაწყობას ცდილობდა, დიანა და ნოდარი დუმდნენ , ეს სიჩუმე კი უარესად მოქმედებდა. კარგად იცოდა რასაც გრძნობდნენ, იცოდა რა საშინელი იქნებოდა მათი ნაცნობების, მეგობრბეის,ნათესავების რეაქციები. იცოდა რა რთული გადასატანი იქნებოდა ეს ამბავი მათთვის. ერჩივნა ეჩხუბათ, რაღაც ეთქვათ, დაედანაშაულებინათ ეს დუმილი დანაშაულს ამძაფრებდა -ქალბატონო ელენა მეტყვით როგორ უნდა გადავხარშო შენი პო=რნო კადრების ცქერით გამოწვეული შოკი ... მეტყვით როგორ დავუბრუნდე საზოგადოებას რომლის უმრავლესობას ჰყავხარ ნანახი ვიღაც კაცზე შემომჯდარი როგორ ათ.ვებ? მითხარიი ... მითხარი ქალბატონო ელენა სად ჯანდაბაში წავიდე ,რა გავაკეთო - უეცრად გამოჩნდა, მხრებში წვდა , თვალებში უყურებდა და ღრიალებდა- მითხარი -მე ვერაფერს შევცვლი -თვალებამღვრეული უყურებდა და გრძნობდა როგორ კარგავდა ძალას -მხოლოდ ამის თქმა შეგიძლია ? ასე დაიცავ შენს შვილს გაგიჟებისგან? შენ აქ საერთოდ როგორ მოხვედი... ამათთან როგორ მოხვედი -იოანე გეყოფა -კარგი რა ბებო , კარგი რაა მესმის ლოიალურები ხართ, მაგრამ ამდენად? შენ არაფერს იტყვი ნოდარ? -რა გინდა რომ ვთქვა, რა გამოსავალია იმის გარდა რომ დაელოდო როდის დაავიწყდება ყველას ყველაფერი -რა გგონია ,რომ ჩემი რომელიმე მეგობარი დაივიწყებს როგორ ჟ.მაობდა დედაჩემი ? არ გამახსენებენ ნებისმიერ დროს და საერთოდ ჯანდაბაშიც წასულა მაგათი აზრი... მე , მე მერევა გული -ყველაფერი გაივლის ... გაივლის ბებო - მის დამშვიდებას ცდილობდა, აწყლიანებული თვალებით უყურებდა და სახეზე ეფერებოდა -რატომ აკეთებ ყველაფერს რომ შემზიზღდე...რა გინდა ჩემგან ელენე. რა დაგიშავე ასეთი რა გინდაა -იცი რა? მე ასეთი ვარ , მამაშენმა მაქცია ასეთად ლამაზ, ძლიერ, სექსუალურ, ვნებიან და სასურველ ქალად. მე ვარ ახალგაზრდა ქალი რომელსაც აქვს უფლება ჰქონდეს ს.ქსი კაცთან რომელიც მოსწონს და ვიღაც ნაბიჭვარმა ჩემი შერცხვენა გადაწყვიტა . მალე ვიპოვნი და პასუხსაც ვაგებინებ, ესეც მამაშენმა მასწავლა შენ კი იმის ნაცვლად რომ ჩემს დაცვას ცდილობდე საკუთარ თავზე დარდობ. როგორ გგონია მე მშვიდად ვიქნები როდესაც შევალ თათბირზე, როდესაც ვიღაცებს კისერს მოვუგრეხ და მეცოდინება რომ ის ვიდეო აქვთ ნანახი? მე ვიყავი იქ, მე და არა შენ ... ამ ჯოჯოხეთშიც არ უნდა ვყოფილიყავი . ერთი ჩვეულებრივი გოგო ვიყავი, ერთი ჩვეულებრივი მოკვდავი შემდეგ კი ცხოვრების ნახევარი სხვის ტყავში გავატარე . მე ეს არ ვარ ... არც კი ვიცი ვინ ვარ . შენ თუ არ გინდა რომ დედაშენი ვიყო , თუ გეზიზღები , თუ ვერ მიტან შეგიძლია უარი თქვა ჩემზეც და ყველაფერზე რაც ჩემთანაა კავშირში - წლები იყო გასული მას შემდეგ რაც საკუთარი სურვილის მიხედვით თქვა სათქმელი. ზღვარზე იდგა, ერთი ნაბიჯიც და ყველაფერს დაასრულებდა. საკუთარ შვილსაც კი ზურგი აქცია, ყელში ჰქონდა მისი ქცევა, ზღვარიც გადალახა და დაასრულა. თავად იყო მოქმედების მთავარი გმირი, ის იყო მსხვერპლიც და დამნაშავეც. ყველა ქვას მისი მიმართულებით ისროდნენ და არ იყო დრო როდესაც სხვაზე უნდა ედარდა, საკუთარ თავზე უნდა ეფიქრა . შურისძიებაზე და გამოსავალზე,რომელიც არ არსებობდა -ელენა ... მთელი დღეა გირეკავ -მანქანაში იჯდა ანდროს ზარი კიდევ ერთხელ რომ დაფიქსირდა მობილურზე -ანდრო უნდა ვიპოვნო ,ის ვინც -ჩემთან მოხვალ და შემდეგ წავიდა, სახლთან გაჩერდა და ეზოში შესულმა ანდროც დაინახა. მანძილი მალევე გადალახა და შვება იგრძნო მის მკლავებში . თავი მკერდზე მიადო და თვალებდახუჭული გაირინდა. ანდრო არაფერს ამბობდა, თმაზე ეფერებოდა და შიგადაშიგ თავზე კოცნიდა -ეს რა ადგილია -მეგობრის სახლია... იცით ქალბატონო ელენა მიუხედავად იმისა რომ ერთი უბრალო ექიმი ვარ მყავს ნაცნობები, მეგობრები , ადამიანები ,რომლებიც ვალში არიან ჩემთან და რომლებიც მეხმარებიან ხოლმე საჭიროების შემთხვევაში- ქალის სახე ხელებში მოიქცია და მშვიდად დაიწყო საუბარი- ვიცი ვერ იტან როდესაც შენს საქმეში ერევიან , მაგრამ იმ კადრებში მეც ვიყავი და საერთოდ , ნაბიჭვრები უნდა ისჯებოდნენ -რა გააკეთე -შეეშინდა. იმის წარმოდგენა რომ ანდრო ვინმეს რამეს დაუშავებდა და შარში გაეხვეოდა, აგიჟებდა -არაფერი...უბრალოდ ვიდეოს ავტორი ვიპოვნე რომელიც იტყვის დამკვეთის ვინაობას -როგორ იპოვნე -ამას ვერ გეტყვი... არ შემიძლია იმ ადამიანის ვინაობის გამჟღავნება. ვიდეო გამქრალია -ანდროო- ხმა გაუტყდა, ცრემლებმა ჯებირები გადალახეს და სახე დაუსველეს. ამდენი ხნის შემდეგ ნაგროვებ ემოციებს ვეღარ იტევდა, ბიჭის მკერდზე მიკრული ტიროდა . მოენატრა ეს შეგრძნება , როდესაც ვიღაც სხვა აგვარებდა პრობლემას , როდესაც არ სჭირდებოდა ბრძოლა -დამშვიდდი , გთხოვ -ასე მშვიდად წლებია არ ვყოფილვარ- ტუჩები ყბაზე მიაწება და ქვემოდან ახედა. ცრემლები ანდრომ შეუმშრალა, ლოყაზე აკოცა და შემდეგ მასთან ერთად შევიდა სახლში. რამდენიმე წუთში მოახერხა ენერგიის დაბრუნება, ისევ ის ძლიერი ქალი იყო . ახალგაზრდა ბიჭი ცარიელ ოთახში შეშინებული დააბიჯებდა, კარი რომ გაიღო ისიც გაჩერდა და ელენას მზერაც ვერ გაუსწორა -შენ გადაიღე ? -მე არ მინდოდა... უბრალოდ -კარგი დამშვიდდი ... მოკლედ მას ფული სჭირდებოდა, ნიჭი აქვს აშკარად გადაღების და გამოიყენეს . მგონი არ ღირს პოლიციაში მისი ჩაშვება -მე მხოლოდ დამკვეთი მაინტერესებს ... მითხარი ვინ არის და მერე თავისუფალი იქნები -გრძნობდა როგორ ჩქარა დაიწყო სისხლმა ძარღვებში მოძრაობა -პირადად არ მოსულა, მაგრამ ... მომკლავს -არავინ მოგკლავს , უბრალოდ მითხარი ვინ გადაგიხადა -ლეო ქაჯაიამ სხვა არაფერი სჭირდებოდა, ანდრო არც კი გახსენებია სახლი დატოვა და მარტო წავიდა სტუმრად ბატონ ლევანთან. გზაში არც კი იცოდა რას გააკეთებდა, გეგმა არ სჭირდებოდა დარწმუნებული იყო ლევანს გაანადგურებდა . წამით სარკეში ჩაიხედა, სახეზე ფერი დაუბრუნდა, თვალები ისევ დაწითლებული ჰქონდა მისი მზერა ეშმაკის გამოღვიძებას ასახავდა. კარზე ზარი დარეკა და დაელოდა , მშვიდად შევიდა ისე თითქოს ყველაფერი რიგზე იყო. ლევანის ცოლის გაკვირვებულ მზერას ყურადღება არ მიაქცია , მეგობრულად გადაკოცნა და ღიმილიანი სახით დაელოდა მის მიწვევას -ელენა, რა სიურპიზია -საქმიანი ვიზიტით ვარ ძვირფასო... ლევანი სახლშია ალბათ ხომ? -კაბინეტშია ... რა საქმე გაქვს მასთან? -პირადი ... თუმცა თუ გადაწყვეტს შემდეგ მოგიყვება . ჩემ გამო არ მოცდე მნიშვნელოვან საქმეებს ვიცი კაბინეტი სადაც არის- კიბისკენ დაიძრა და დაუკაკუნებლად შეაღო ოთახის კარი. კაცი მაგიდასთან იჯდა და ეწეოდა , ელენას დანახვისას ფერი დაკარგა-ლევაან ,როგორ მიხარია რომ აქ ხარ- კარი დაკეტა და მისკენ დაიძრა. კაცი სავარძელს მიეყრდნო და გაფართოებული თვალები მიაპყრო -მეჩვენები? -არა , ნამდვილად აქ ვარ ... შენთან - მაგიდას მიეყრდნო და მისკენ დაიხარა- რა ამაღელვებელია არა? შენს სახლში ვართ , შენი ცოლი ქვემოთ დგას და ღელავს ...აინტერესებს ის კაცი შენ ხომ არ ხარ ვისთანაც ვიწექი -ხელი თავზე გადაუსვა , უცებ მოუჭირა ყელზე - რომ გაიგებს როგორ ანძ.ევდი ჩემი ვიდეოს ნახვისას ნეტავ რა რეაქცია ექნება ... ქონებას ხომ არ წაგართმევს რომელიც მამამისმა დაუტოვა და მათხოვრად ხომ არ გაქცევს -რას ბოდავ ... მე რა შუაში ვარ. შენმა განაწყენებულმა საყვარელმა გადაგიღო ალბათ -არ ხარ დამაჯერებელი... ისე კანკალებ ცოტაც და ჩაისვრი -არ დაგიჯერებს...მტკიცებულება გაქვს ? რა იცი რომ მე გადავაღებინე-მღელვარებისგან სახე დაეცვარა, ოფლის წვეთები მიუყვებოდა შუბლს და დამფრთხალი მზერით უყურებდა ელენას -რომ დამირეკე და დამუქრება სცადე რა გინდოდა - მის სიტყვებს ყურადღებას არ აქცევდა. თავი მაღლა ააწევინა და თითები ამჯერად ლოყაზე ჩამოუსვა- მითხარი ლევან , რა გინდა ჩემგან -შენ ... შენ მინდიხარ . ჯანდაბა , წყეული იყოს ის დღე რომ გაგიცანი - დატყვევებული უყურებდა, თითების შეხება სცადა ,მაგრამ ელენამ უფლება არ მისცა- ყველაფერს დავთმობ შენთვის ... იმ ვიღაც მათხოვრის ადგილას რომ ვყოფილიყავი სამუდამოდ შენი მონა ვიქნებოდი -და ახლა არ ხარ ჩემი მონა? -გაიცინა და კიდევ უფრო ახლოს მიიწია- მატკინე, ყველა ჩემზე ჭორაობს ... რაღაც უნდა იღონო ლევან თორემ გული საშინლად მტკივა . უნდა გამოასწორო შენი დანაშაული და სამუდამოდ დაივიწყო ჩემთან თამაში- მისი მტევანი მკერდზე მიიდო და მის ტუჩებთან საუბარი განაგრძო- ხომ მოიფიქრებ რამეს ლევან? -მაპატიებ ? -რა საბრალო ხარ ლევან - ხმამაღლა გაიცინა და უცებ მოშორდა - გგონია ამ საშინელ ქცევას გაპატიებ? -ვერაფერს გააკეთებ... -საშინელი ხარ ლევან ... საცოდავი და ამაზრზენი -მე შენით ვარ შეპყრობილი- ელენა ნახევრად გაღებულ კართან იყო რომ მივიდა და მკლავში წვდა- სხვასთან ვერ იქნები ...ვეღარ იქნები -შენ ხომ ცოლი გყავს ლევან ... -რა დამრჩენია იმ საცოდავთან ...შენ თუ ჩემი იქნები , უბრალოდ ჩემთან იყავი ელენა -რას გააკეთებ ჩემთვის ...რაში მჭირდები ლევან-ისევ დატკბა, მისი მზერაც კი მაცდური იყო -ყველაფერს - გონებაარეული იყო, ელენამ შეხების საშუალება მისცა და მანაც სურვილს ვეღარ გაუძლო. ქალის მსხვილ ტუჩებს წაეტანა, თითებს ძლიერად უჭერდა, ეშინოდა მისი დაკარგვის. კოცნიდა , ლენა კი გაშეშებული იდგა სანამ ქალის კივილის ხმა არ გაიგო. -გინდა სიმართლე გითხრა? როგორც ქალმა ქალს , რომელიც მებრალება და არ მემეტება ასეთი ნაბიჭვრის ქმრობისთვის- კივილი შეაწყვეტინა ქალს , ისევ ისე იდგა თითქოს საერთოდ არ იყო გაერული ამ ამბავში -რა უნდა მითხრა , ყველაფერი დავინახე და გავიგონე -რა დაინახე, როგორ გიჟდება შენი ქმარი ჩემზე? და რა გგონია მე ამ ნ.ხვის გროვას ოდესმე შეხების უფლებას მივცემდი? უარი ვუთხარი , სხვათაშორის შენ ქონებას, კომპანიის წილს მთავაზობდა, მაგრამ მოვიშორე და იცი რა გააკეთა? ის ვიდეო გადააღებინა შენ და მთელმა შენმა სადაქალომ რომ ნახეთ . უნდოდა დავეშანტაჟებინე, გავაბრაზე, არ წამოვეგე ანკესზე შენთან და შენნაირ რქებიან ქალებთან შემარცხვინა ... თუმცა მე სულაც არ მრცხვენია იმის რომ ცხოვრებისგან ყველაზე დიდ სიამოვნებას ვიღებ . ძალიან დიდი იმედი მაქვს ამ არარაობას შენი ცხოვრებიდან გააქრობ და იპოვნი ისეთ ვინმეს ,რომელიც გაგაბედნიერებს -ელენე...ელენე გთხოვ ისე გაქრა როგორც მოჩვენება. გული ერეოდა, მაგრამ არ ადარდებდა. ასეთი იყო, მუქარისა და ჩხუბის გარეშე ანადგურებდა ყველაფერს. ეზიზღებოდა ის ქალი რომელიც მტრებთან ხდებოდა, ყოველთვის სხვადასხვა გზას ირჩევდა დანაშაულის ჩადენაც კი შეეძლო ზოგ შემთხვევაში, მაგრამ ახლა არ სჭირდებოდა. ანდროს ვერ გახვევდა ამ ამბავში და ყველაფერი ლეო ქაჯაიას პიროვნების განადგურებით დაასრულა. მალე ყველამ გაიგო ვინც იყო ვიდეოს ავტორი და ქვებიც მისი მიმართულებით ისროლეს. ბრბო დამნაშავეს ესხმის თავს და დროებით ივიწყებს დანაშაულს. მას ადანაშაულებს ვინც წინა ხაზზე გაიჭრება თავისი დანაშაულის სიმძაფრით. სულ რამდენიმე წამში ელენე დაცვის ობიექტი გახდა. ბრბოს მართვა ყოველთვის მარტივი ხდება , როდესაც მათ აზრი არ გადარდებს, არაფერს ნიშნავს გამარჯვებულიც შენ ხარ. ...... არ უნდოდა ოჯახის წევრების ნახვა. მათი ეგოისტობა აგიჟებდა და საერთოდ ყველაფრისგან შორს უნდა გაქცეულიყო, იქ სადაც დავიწყებას შეძლებდა, მოდუნებას და სიამოვნების მიღებას. მისამართი ერთი იყო, კარი გააღო და დერეფანშივე მოიშორა ფეხსაცმელი -რა გააკეთე ელენა? -სხეულზე აკრულ ქალს ზემოდან დახედა და ისევ სახეზე ჩამოშლილი თმა უკან გადაუწია-მასთან იყავი? -ვიყავი ... - გაუღიმა და თითები სახეზე ჩამოუშვა- ცხოვრება დავუნგრიე და შენთან მოვედი -როგორ ...ელენა რა ჩაიდინე? -შენ ამის ცოდნა არ გჭირდება ... შენ წარმოდგენა არ გაქვს როგორ გაგიმართლა ,რომ ჩემი მტრების სიაში არ ხარ-აკოცა და ტანსაცმლს მოშორება დაიწყო. ანდროს გვერდით გაატარა კიდევ ერთი ღამე ახალი დღის მოლოდინში , წარსულის დავიწყების იმედით. დილით არ წასულა, პირველმა გაიღვიძა და ფარდებიც გადასწია. სინათლემ ოთახი გაანათა და ანდროც მალევე გამოფხიზლდა. უყურებდა ნახევრად შიშველ ქალს და წამსვე ღიმილი უფარავდა სახეს. საუზმე თავად მოუმზადა, ანდრო ჩუმად ადევნებდა თვალს და ტკბებოდა სანახაობით. -რაღაც დიდი გარდამტეხი სხივი ჩანს თქვენს ქცევაში ქალბატონო ელენა - მუცელზე შემოხვია ხელები და მოშიშვლებულ მხარზე აკოცა-ძალიან მომწონს -რაც შეიძლება ცოტა საუბარი და მეტი მოქმედება - მისკენ შებრუნდა ,ტუჩები დაუკოცნა და მაგიდასთან დაჯდა. თმები დაუდევრად ჰქონდა შეკრული, პერანგი ცალ მხარს უფარავდა მხოლოდ. საცვლები არ ეცვა და მადიანად მიირთმევდა უბრალო საუზმეს ,რომელიც ერბოკვერცხისა და ტოსტისგან შედგებოდა -მაინც როგორი ქალი ხარ -ჩვეულებრივი -არა... მძაფრად არა’ჩვეულებრივი ხარ -როგორ გეტყობა რომ საერთოდ არ მიცნობ ,პატარავ -არ მჭირდება შენი ჩადენილი ცოდვები ვიცოდე იმისთვის რომ გიცნობდე ... არც ფაქტები მადარდებს, არც წარსული...მე ვიცი რას შეიძლება შენგან ველოდე . ვიცი რა შეგიძლია გააკეთო ჩემს გვერდით და ეს სრულიად საკმარისია -არ უნდა იყოს საკმარისი -ვინ გითხრა , ერეკლემ? -გეყოფა- თითები ყბაზე მოუჭირა და მისკენ მთელი ტანით გადაიხარა- შენ საკმარისი არ ხარ -და მაინც აქ ხარ... მიდიხარ და მოდიხარ . არ გინდა, მაგრამ მაინც აქ ხარ იმიტომ ,რომ მე საკმარისზე მეტი ვარ -შენ განტვირთვის საშუალება ხარ, ისე როგორც მე შენთვის... შენ საოცარი ბიჭი ხარ, ვგიჟდები შენთან საუბარზე. შენთან მშვიდად ვარ, ვიცი არასდროს არაფერს გააკეთებ ჩემ საწინააღმდეგოდ... შენ ბევრი ღირსება გაქვს პატარავ , მაგრამ საკმარისი არ წინააღმდეგობა არ გაუწევია, მანძილი გადალახა, სურვილმა კიდევ ერთხელ დაიმორჩილა და სრულიად შიშველი აღმოჩნდა მაგიდის ზედაპირზე. რამდენიმე წუთი ვერაფერზე ფიქრობდა, არ ადარდება არც საკუთარი გრძNობები არც მისი და საერთოდ ყველაფერი უმნიშვნელო იყო. შემდეგ ვნებაც ჩაქრა, დამშვიდდა და გონებამაც დაიწყო განგაშის ზარის გამოცემა. მშვიდად ყოფნის საშუალებას არ აძლევდნენ აბობოქრებული აზრები, მისი სიტყვები ტრიალებდა მთელს გონებაში და ჭკუიდან გადაჰყავდა . ანდროს უყვარდა? არა ეს არ იყო სიყვარული და არაფრით ჰგავდა იმ გრძNობას რასაც ერეკლე განიცდიდა მის მიმართ. არც ანდროს მზერა იყო მსგავსი... ვერაფერს ხვდებოდა, ანდროს ამოხსნა ზოგჯერ საოცრად უჭირდა და ეს ის შემთხვევა იყო როდესაც სრულიად აერია გონება. ანდროსგან რომ წავიდოდა სად უნდა გაქცეულიყო, სად იპოვნიდა თავშესაფარს , როგორ მოერეოდა საკუთარ გონებაში გაჩენილ ქაოსს. მარტო ყოფნა ვერ იხსნიდა, მარტო ყველაფერს შელძებდა ,მაგრამ სჭირდებოდა დამამშვიდებელი ,რომელიც არასდროს უღალატებდა -ხვალ ახალი დღე დაიწყება, შენ სამსახურში წახვალ...მეც დავუბრუნდები ჩემ ცხოვრებას და რა იქნება ზეგ? -არავინ იცის რა იქნება ხვალ და მითუმეტე ზეგ ... რომ დაიწყება დღე შემდეგ ვნახოთ სადამდე მიგვიყვანს გზა -ასე ცხოვრებას აპირებ ? -დაბრკოლების შეხვედრამდე ვერ გავიგებ როგორ უნდა მოვაგვარო ის...იმიტომ რომ არ მეცოდინება როგორია -ღმერთო როგორი პატარა ხარ...ჯერ კიდევ ვერ ხვდები რა საშინელი რამეა ცხოვრება -ცხოვრება ისეთია როგორსაც დაინახავ და თუ ცოცხალი ხარ , უნდა იბრძოლო ყოველი წამისთვის... იცი ბავშვები როგორ იქცევიან ? ბავშვები რომლებიც იქ, ჩემს თვალწინ სიკვდილს ებრძვიან , იღიმიან მანამ სანამ ღიმილი შეუძლიათ. მანამ უნდა დატკბე ცხოვრებით სანამ შეგიძლია ... გამოიყენო ის რაც ხელთ გაქვს და არ გაუშვა უკეთესის მოლოდინში -ამ პრინციპით აპირებ ჩემთან ურთიერთობის გაგრძელებას ? -მე და შენ ურთიერთობა გვაქვს? როგორც მახსოვს შენ მოდიხარ და მიდიხარ განუსაზღვრელ დრომდე- გაიცინა და სიგარეტის ღერი ტუჩებსშორის მოიქცია -ერთი წამი გჭირდება განწყობის შესაცვლელად...წეხან ფილოსოფოსს ჰგავდი ახლა ერთი ცანცარა ბიჭი ხარ- თითები თმებში შეუცურა და თვალები დახუჭა. შესაძლოა მართალი იყო ანდრო ... მართლაც ღირდა ყოველი წამის გამოყენება. ცხოვრებით ტკბობა ბოლო შესაძლებლობამდე. მის ცხოვრებაში არაფერი იყო უკეთესი, უფრო ფერადი და მეტი გრძნობის გამომწვევი ... სხვა ვერავინ ახერხებდა ელენას მართვას, მის დარწმუნებას, მის გონებაზე ზემოქმედებას . მოსწონდა კიდეც როდესაც კარგავდ მართვის სადავეებს და ჰყვებოდა მის ნებას, იჯერებდა მის სიტყვებს, ნათელი მომავლის იმედს ... შემდეგ იოანე ჩნდებოდა, მისი ერთადერთი განუყოფელი ნაწილი ,რომელსაც ყველაზე ცუდად მოექცა. მაინც როგორი ეგოისტი იყო... რა იქნებოდა შემდეგ, როდესაც თავის მოტყუებას შეწყვეტდდა , როდესაც რეალობას გაიაზრებდა , როგორ დაიბრუნებდა იოანეს , ან დაიბრუნებდა კი? .......... ყოველი ახალი დღე იმედია უკეთესობის, ცვლილებების , სინათლის მოლოდინის. ელენას ცხოვრება ბევრ ასეთ დღეს მოიცავდა, ბნელ და ნათელ დღეებს . ყოველი მათგანი დროის გასვლის, ჯოჯოხეთთან მიახლოების და სიცარიელის მომტანი ხდებოდა. ყველას კარგავდა , მშობლებით დაიწყო , ერეკლე და მეგობრებიც დაკარგა , იოანე თავად გაუშვა ახლა კი ვინ იცის ვისი ჯერი დადგებოდა. ანდროს დაკარგვა არ სურდა , ერთადერთი იყო მათ შორის ვინც თავად აირჩია , ვისთანაც საკუთარი სურვილით იყო . ყოველ დღე უფრო ძლიერდებოდა მასთან კავშირი, მასთან სიახლოვის სურვილი, სულ უფრო მეტად სურდა დარჩენა მის გვერდით, მის მკლავებში ყველაფრისგან შორს . ეს არ იყო სიყვარული, მაგრამ იყო სიმშვიდე , უცნაური უსიყვარულო ბედნიერების ნაპერწკალი, მაგრამ იყო საკმარისი? ელენესთვის საკმარისი -დღეს არ მუშაობ?- ყავის ფინჯნით მდგომს შეხედა და საწოლს მიეყრდნო -არა ...შენ რას აპირებ - მის გვერდით ჩამოჯდა და რამდენჯერმე აკოცა -საქმეები მაქვს, რამდენიმე შეხვედრა ქალაქგარეთ ... შენ რას აპირებ? -დღეს კესოს დაბადების დღეა და საჩუქარი უნდა ვუყიდო ,როგორც წარმატებულ სტუდენტს -რამდენი წლის გახდა კესარია?საჩუქარი შერჩეული გაქვს? - ღიმილის მომგვრელი იყო მისთვის კესოს და ანდროს ურთიერთობა -24 წლის ხდება -ღმერთო რა პატარები ხართ ... - საწოლიდან წამოდგა და ჩაცმა დაიწყო-სჯობს დროულად წავიდე. კარგად გაერთე - ლოყაზე აკოცა და წასვლას აპირებდა ანდრო რომ წვდა მკლავში -გეყოფა ეჭვიანობა... მე და კესო მეგობრები ვართ - თითები თმაში შეუცურა და ტუჩებზე წაეტანა- დაიმახსოვრე და ამოიგდე თავიდან ეგ ფიქრები -იმ გოგოს უყვარხარ, უბრალოდ პატარაა და თქმას ვერ ბედავს -ხო, შეიძლება უბრალოდ მის გემოვნებაში ვჯდები ელენა... -რა დამთხვევაა, მეც ყველას მოვწონვარ ... -მაგრამ მე და შენ ვართ ერთად და არა მათთან - ისევ არ გაუშვა და ამჯერად ნიკაპზე მოუჭირა თითები -ისე მიყურებ თითქოს უნდა მკითხო შენს გარდა ვინმესთან ვწევარ თუ არა - გაიცინა და თითებზე აკოცა- თუმცა არ მკითხარ, იმიტომ რომ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ხარ...მეც არ გკითხავ ,პასუხი ვიცი -ამჯერად თავი გაითავისუფლა -ელენა რატომ იქცევი ხოლმე პატარა ბავშივით -იქნებ იმიტომ რომ ისევ იქ მინდა დაბრუნება დროში როდესაც ყველაფერი მარტივი იყო, როცა არაფერი მქონდა მაგრამ საკუთარი თავი მყავდა უბრალო , არაფრით განსხვავებული ვიყავი და არავის ვეზიზღებოდი... ღმერთო შენ წარმოდგენა არ გაქვს როგორ ფუჭად კარგავ დროს , ის გოგო ძალიან .. ძალიან კარგი ვინმეა . ზოგჯერ საერთოდ არ არის საჭირო სიგიჟემდე გიყვარდეს, უბრალოდ უნდა იცნობდე, ენდობოდე, მშვიდად იყო , უნდა გესმოდეს და მერე ყველაფერი ბედნიერებით სრულდება -შენ ისევ იმ ამბავზე ხარ ჩაციკლული... დრო გადის , ხალხი სხვა ამბავზე საუბრობს უკვე შენ კი ისევ იქ ხარ . რაზეც არ საუბრობ ის ყველაზე მეტად გაწუხებს -ახლა არ მაქვს ფსიქოლოგთან სიანსის დრო თორემ დავრჩებოდი... კესოს რაიმე საინტერესო აჩუქე , თუნდაც საკუთარი თავი - მზერა შეეცვალა, სახიდან ღიმილი გაუქრა და ანდროც ყველაფერს მიხვდა -შენ რომელ დაბადებისდღეზე გაჩუქა საკუთარი თავი ერეკლემ -16 წლის რომ გავხდი მაშინ მითხრა მიყვარხარო და მაკოცა ... დაუვიწყარი მოგონება იყო- უცებ შეცვალა გამომეტყველება და ისევ გაუღიმა -მე და კესო არ ვართ ერეკლე და ელენე -ხო ერეკლე ჩემამდე თავისზე უფროს ქალებთან არ იწვა ... გონს მოდი პატარავ ჩვენი საუბრები უფრო ემოციურია, მეტად ეხებას სულს ვიდრე ს.ქსი -ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ბოლოჯერ გხედავ ამ სახლში -ვინ იცის რა გველის წინ.. დღეს რაღაც უცნაურად ვგრძნობ თავს. შესაძლოა დასასრულს ვუახლოვდები კიდეც- ჩუმად თქვა , ანდროს კიდევ ერთხელ გაუღიმა თავისი სევდანარევი ღიმილით და ამჯერად უკანმოუხედავად დატოვა .......... რესტორანში იყო და საქმის წარმატებით დასრულებას აღნიშნავდა რამდენიმე მამაკაცის გარემოცვაში. ჩვეულ ამპლუაში იყო, მხიარული, თავდაჯერებული, მომხიბვლელი ყველას თავბრუს ახვევდა , ღვინოს მიირთმევდა თვალები უციმციმებდა და ისინიც ყველაფერზე წამსვლელები ხდებოდნენ. ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა. ყურადღების გასაფანტად მეზობელ მაგიდებს მოავლო მზერა, ისე უბრალოდ აკვირდებოდა ყველაფერს მოულოდნელად ნაცნობი სახე რომ დაინახა . მიმტანის ფორმა ეცვა, მოშორებით მდგომ მაგიდასთან მსხდომ სტუმრებს ემსახურებოდა . თვალებს ვერ უჯერებდა , მზერა მოაშორა, ღვინის ჭიქა ისევ აიღო და მაინც გამოსახულება არ იცვლებოდა. დაღლილობისგან გამოწვეული მოჩვენება ეგონა, გაეღიმა , თვალები დახუჭა და ათრთოლებული სხეულის დამორჩილება სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ყურადღება გაეფანტა, დარბაზში მყოფ ბიჭს უყურებდა და ცდილობდა საღი აზრი შეენარჩუნებინა -რამდენიმე წუთით დაგტოვებთ- მათთვის არც შეუხედავს ისე წამოდგა და იმ მიმართულებით წავიდა საითაც ბიჭი მიდიოდა. თანდათან უფრო სწრაფად მიაბიჯებდა და ბიჭთან უფრო ახლოს მიდიოდა. სხვანაირი ვარცხნილობა ჰქონდა, სიმაღლეც თითქოს განსხვავებული იყო , მაგრამ მისი სახე იმდენად ჰგავდა მისგან შორს ყოფნა ვერ შეძლო -ერთი წუთით - წინ გადაეღობა და კიდევ უფრო დაიბნა მისი სახის ახლოდან დანახვის შემდეგ საუბრის უნარიც კი დაკარგა. გულისცემა გაუორმაგდა, გაიყინა და დროც გაჩერდა ირგვლივ. უყურებდა ახალგაზრდა ერეკლე თაბაგარს და თავი სიზმარში ეგონა. აკვირდებოდა მის ნაკვთებს, ყველა წერტილს რომელსაც საოცრად ამსგავსებდა ბიჭს რომელიც წლების წინ გაიცნო - შეუძლებელია ... -ქალბატონო რით შემიძლია დაგეხმაროთ?- სხვანაირი ხმა ჰქონდა, მისი თვალებიც სხვა ფერი იყო , არც მზერა ჰქონდა სიყვარულით სავსე , მაგრამ ერეკლე იყო -შენ ... შეგიძლიათ მითხრათ საპირფარეშო საით არის? მგონი ზედმეტი დავლიე და ამერია მიმართულება- ბიჭს ხელზე დაეყრდნო , ახლოს მიიწია და მისი სურნელიც იგრძნო. ის არ იყო ერეკლე, ვერ იქნებოდა , მაგრამ საოცრად ჰგავდა -დაგეხმარებით ...- გაუღიმა და ხელი ფრთხილად მოხვია წელზე. გვერდით მიჰყვებოდა ცარიელ , ვიწრო დერეფანში სანამ საპირფარეშოს კარი არ გამოჩნდა. ჩუმად იყო, ისევ უყურებდა, აკვირდებოდა და გონებაში დატრიალებულ ქაოსს ებრძოდა. -აი აქ არის... კარგად ხართ? -გმადლობ მოშორდა. ვერ დარჩებოდა, ვერაფერს ეტყოდა , არეული გონება და გრძნობები სწორად მოქმედების საშუალებას არ მისცემდნენ. ოთახის კარი მიხურა, სწრაფად შეისხა პირზე გრილი წყალი და ნიჟარას ხელისგულებით დაეყრდნო. საკუთარ გამოსახულებას სარკეში უყურებდა და ჭკუიდან იშლებოდა. -რა ჯანდაბას აკეთებ... რა იქნებოდა ის რომ ერეკლე ყოფილიყო? ღმერთო ის რომ ცოცხალი იყოს ახლა რომ ჩემთან იყოს ...როგორი სხვანაირი იქნებოდა ყველაფერი- თავი ვეღარ შეიკავა, ცრემლები შეერია წყლის წვეთებს . მთელი სხეული უთრთოდა და ქვითინებდა. დიდი დრო დასჭირდა დასამშვიდებლად, მაჯაზე მორგებულ საათს დახედა , მოწესრიგება სცადა და შემდეგ დაბრუნდა დარბაზში. ბიჭი ისევ მაგიდებს შორის იყო, ლანგრით ხელში მიემართებოდა ერთ-ერთი სუფრისაკენ. -კარგად ხარ ელენა? -უნდა დაგტოვოთ, თავს შეუძლოდ ვგრძნობ. მიხარია ,რომ ყველაფერი გამოვიდა ... სასიამოვნო იყო თქვენთან თანამშრომლობა- ყველას ხელი ჩამოართვა, ჩანთა აიღო და სასწრაფოდ დატოვა რესტორანი. გვიანი იყო, მანქანაში ჩაჯდა და ქალაქისკენ დაიძრა. სწრაფად ატარებდა, მაგრამ წასვლა ვერ შეძლო. მოულოდნელად მოაბრუნა მანქანა და უკან დაბრუნდა. სასტუმროს ნომერში დაბინავდა, კარი მიხურა და ფიქრების დალაგებას შეეცადა. ყველაფერი იმაზე ნათელი იყო ვიდრე წარმოედგინა. ხმა ესმოდა რომელიც ეუბნებოდა, რომ ბიჭი ერეკლეს შვილი იყო.ათასი გრძნობა გაჩნდა წამსვე, როგორც კი ეს აზრი დაიბადა მის გონებაში მაშინვე განგაშის ზარები გაისმა. როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო, ვერ იჯერებდა და თან ასეთი მსგავსების არსებობა არ სჯეროდა -ელენე ... ქალაქში დაბრუნდი?- მობილურს ისე უპასუხა არც კი გაუაზრებია რომ ურეკავდნენ. ანდროს ხმის მოსმენა სასიამოვნო მუხტად გადაიქცა და წამით მოდუნდა კიდეც -დავრჩი ... ალბათ ხვალ დავბრუნდები -საქმე გართულდა? -მოეწონა კესოს საჩუქარი? -მოეწონა... -მთვრალი ხარ ექიმო? - მის ხმის ტემბრს რომ დააკვირდა გაეღიმა . საწოლზე დაეშვა და ჭერს მიაპყრო მზერა- სახლში მიხვედი ? -ნწ , ისევ რესტორანში ვარ ... მეგონა მესტუმრებოდი -მანდ დარჩები ? -ხო, კესოს მივაცილებ რახან ვერ მესტუმრებით ... თანაც ერთი ორი მისი სტუმარი ზედმეტად არ მომწონს -გაცილება მისი პირველი კოცნით დასრულდება? -ღმერთო ჩემოო ასეთ ეჭვიანს ერეკლე როგორ გიტანდა? -ერეკლე ახლა აქაა...სულ ახლოს და მე შეიძლება საშინელება ჩავიდინო იმდენად მომენატრა -რას ამბობ - თითქოს იმ წამს გამოფხიზლდა, სიცილი შეწყვიტა და სერიოზული ხმით განაგრძო საუბარი- რას ნიშნავს მანდაა... ელენა ფხიზელი ხარ? -მომენატრა ის დრო ორივე ახალგაზრდები რომ ვიყავით... მომენატრა ის დრო , დრო როდესაც არაფერი მადარდებდა , დრო რომელიც ბედნიერი იყო -ელენა ... მაბნევ -კესოსთან მიდი, იცეკვეთ, გაერთეთ, დატკბით ახალგაზრდობის წლებით და იმ ქალით რომელიც ყველაფერს მოგცემს ... გამოიყენე თითოეული წამი ანდრო - სიტყვის თქმა არ ადროვა ისე გათიშა მობილური და გვერდით გადადო. თეთრი ჭერი დაინისლა, ცრემლებმა მხედველობა დაუბინდა ... ცრემლები ისევ იქცნენ სულის ნუგეშად , მაგრამ ეს საკმარისი არ იყო . ყველაფერი უნდა გაერკვია, სიმართლე სჭირდებოდა საკუთარი თავისთვის, ერეკლესთვის და იოანესთვის. .......... ბიჭის სახელის გარკვევა არ გასჭირვებია, მეორე დღესაც ესტუმრა რესტორანს და მალევე შენიშნა ნაცნობი სახე. მაგიდასთან მისულმა იცნო და გაუღიმა კიდეც, მისგან უცნაური დადებითი მუხტი მოდიოდა -გამარჯობა -გამარჯობა ... გისმენთ, რას ინებებთ -დუდა, კარგი სახელია - მენიუს დაგიტოვებთ თუ ვერ შეარჩიეთ-მზერა შეეცვალა აშკარად დაკარგა კეთილგანწყობა რამაც ელენა გაახალისა -წუხელ ზედმეტი დავლიე და იქნებ თავად შემირჩიო საუზმე -იცით მე არ მაქვს თქვენთან ამდენ ხანს საუბრის უფლება და არც კერძების არჩევის ... ასე რომ როცა მოიფიქრებთ რა გსურთ შემდეგ მოგემსახურებით -ამ ხასიათით აქ დიდხანს ვერ იმუშავებ- ისევ განაგრძო მისი გაბრაზება ისე საოცრად ჰგავდა იმ წამს ერეკლეს, რომ თავი ვერ შეიკავა- ყავა და შოკოლადის ნამცხვარი იყოს , გმადლობ წასვლამდე აკვირდებოდა , საუბარი აღარ უცდია შემდეგ კი იქაურობა დატოვა და ქალაქში დაბრუნდა. უკვე ზუსტად იცოდა რაც უნდა გაეკეთებინა და როგორც კი გამოიცვალა მაშინვე წავიდა ერეკლეს ბავშვობის მეგობართან . კვირა იყო ამიტომ პირდაპირ სახლში ესტუმრა და კაცის გაოცებაც გამოიწვია -როგორ ხარ გიორგი ? -ელენა ? ვერ ვიჯერებ , რა პატივია შენი ხილვა -არ შემომიშვებ? -მობრძანდით ქალბატონო... მშვიდობა გაქვს ? რამ გაგახსენა ჩემი თავი -საქმე მაქვს ...ისევ ისეთი ფეთხუმი ხარ როგორც ადრე . შენზე თანამდებობა და სტატუსი არ მოქმედებს- არეულ სახლს მზერა მოავლო და დივანის ცარიელ ნაწილზე ჩამოჯდა -უკაცრავად სახელმწიფო ხელფასი მოსამსახურის დაქირავების საშუალებას არ იძლევა -გთავაზობდი მე შენ კარგ თანამდებობას , მაგრამ არ ისურვე და ახლა ნუ მეწუწუნები შემოსავლებზე -ქალბატონო ელენკა , რა ხდება არ მეტყვით? ავნერვიულდი ... -დუდა ნიჟარაძე ... გეცნობა ეს სახელი და გვარი ? -არა? საიდან უნდა მეცნობოდეს? -დარწმუნებული ხარ? -რა თქმა უნდა -კარგი , მაშინ უნდა გამირკვიო ვინ არის რას წარმოადგენს ... ყველაფერი რასაც შეძლებ -შენ მე ვინ გგონივარ... თუ დამნაშავე არ არის მე საიდან ვიპოვნო -ვიცი მოიფიქრებ რამეს - მობილური აიღო და მისი ფოტო აჩვენა -კარგად დააკვირდი -მეღადავები? ფოტოშოპია?- მობილური ხელიდან გამოსტაცა და დააკვირდა- შანსი არ არის -ხომ გაარკვევ გიორგი თუ სხვა ვინმე ვიპოვნო ... ბევრი დრო არ მაქვს , მინდა რაც შეიძლება მალე გავიგო ვინ არის -შენც ის გგონია რასაც მე ვფიქრობ? -ასეთი მსგავსებები უბრალოდ არ არსებობს... -ყველაფერს გავარკვევ ... დღესვე დავრეკავ ბიჭებთან და ჯანდაბა , როგორ გავს -თავზე გადაისვა ხელი და ღრმად ჩაისუნთქა -ჩემი ნომერი გაქვს... დამირეკე როგორც კი გაარკვევ ან ჩემთან მოდი. სახლში ვიქნები -კარგი... ელენე შენ ხომ დარწმუნებული ხარ ,რომ არ გღალატობდა -მთავარია მისი შვილი არის თუ არა...უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს მიღალატა თუ არა -ის შენ არ გღალატობდა... არასდროს არანაირად -გიორგი ,გთხოვ უბრალოდ გაარკვიე ყველაფერი ამ ბიჭზე სახლში დაბრუნება სურდა და საუბარი აღარ გაუგრძელებია. ეჭვი ეპარებოდა ერეკლეს ერთგულებაში? არა , არც უფიქრია რომ მათი ქორწინების შემდეგ შეიძლებოდა სხვა ქალისგან ჰყოლოდა შვილი , მაგრამ ერეკლეს ჰქონდა საიდუმლოები რომელთა შესახებაც ისევ არ იცოდა არაფერი. ჯერ კიდევ აფორიაქებული იყო ეზოში ანდრო რომ დახვდა. გაკვირვებული უყურებდა და არ იცოდა უხაროდა თუ ბრაზობდა -აქ რას აკეთებ ანდრო? -მობილური სად გაქვს ელენა? -ჩანთაში -გათიშულია და ვერ გპოულობ...სხვათაშორის მთელი ღამე გირეკავდი -მე კი მეგონა ,რომ მთელ ღამეს კესოსთან გაატარებდი შენ კი როგორც სჩანს ჩემი რჩევა არ გაითვალისწინე -კარგად არ ხარ -მეგონა პედიატრი იყავი...ასე ერთი შეხედვით სვამ დიაგნოზს პატარავ? -ელენა წუხელ რა მოხდა? -ერეკლესთან მქონდა ს.ქსი ...- თვალებში უყურებდა და იღიმოდა- შესანიშნავი სიზმარი იყო ... ისევ 18 წლის ვიყავი , ბევრად ლამაზი და -იცი რა ? ერთ დღეს მასთან ს.ქსი სიზმარშიც აღარ გექნება და აღარასდროს , არცერთი ფორმით არაღ მიღალატებ - მისი გაცოფება უნდოდა, მაგრამ თავად გახდა ანდროს კლანჭებში მოქცეული. -ამის თავადაც არ გჯერა ანდრიკო -ელენე - უყურებდა და ხვდებოდა რომ დასასრულთან იყვნენ. ელენე თავისებური სევდიანი ღიმილით უღიმოდა, ისევ ისე უყურებდა როგორც ჩვევია, მაგრამ ეს არაფერი იყო . -ნახვამდის ანდრო... კიდევ გესტუმრები ვიცი, მაგრამ არ ვიცი როდის - მოეხვია , ლოყაზე აკოცა და თავად დაიძრა სახლისაკენ. ანდრო ერთხანს უყურებდა , ადგილს სადაც ელენას ციხესიმაგრე იყო, ყველაფერი ნამდვილად ჰგავდა ციხეს.. ირგვლივ ყველაფერი იყო, მაგრამ მაინც დიდი სიცარიელე ჩანდა. ეზო დატოვა, სახლსაც მალევე მოშორდა და დაუბრუნდა საკუთარ ცხოვრებას... ...... მოთმინებადაკარგული ელოდა გიორგის გამოჩენას, ცდილობდა საქმეზე გადაეტანა ყურადღება , მაგრამ არ გამოუვიდა. სახლში დადიოდა და მოწოლილ ფიქრებს ვერ აჩერებდა, რა იქნებოდა მართლა ერეკლეს შვილი რომ აღმოჩენილიყო, რა რეაქცია ექნებოდა იოანეს...იოანეს რომელიც საკუთარ დედას თვეების განმავლობაში არ ესაუბრებოდა. ბიჭს რომელიც ყველაფრის გარეშე დატოვა და ისიც ჯიუტად არ მიდიოდა დათმობაზე. იოანე საერთოდ არ ჰგავდა ერეკლეს ხასიათით და მასთან ურთიერთობა შეუძლებელი იყო ელენესთვის. დიანა და ნოდარი როგორი სიხარულით შეხვდებოდნენ გარდაცვლილი შვილის შვილს ... მათ ემოციებს წარმოიდგენდა და თავადაც ბედნიერდებოდა. თავად როგორ მოიქცეოდა ? გარდაცვლილი ქმრის უკანონო შვილთან როგორი ურთიერთობა ექნებოდა, ან ბიჭი როგორ მიიღებდა უცნობი მამის ოჯახს რომელთანაც საერთო არაფერი ჰქონდა. იქნებ უბრალოდ მსგავსება იყო, ყოველგვარი ნათესაური კავშირის გარეშე, იქნებ უბრალოდ ორეული ჰყავდა ერეკლეს ... -ელენე - გიორგის ხმა რომ გაიგო კიბე სირბილით ჩაიარა და მისი სახის შესწავლა დაიწყო -რა ხდება... რა გაარკვიე -დავჯდეთ -გიორგი- ხმა ჩაუწყდა , მყარად იდგა , მაგრამ თავს ვეღარ ერეოდა -დედამისს ვიცნობდი ... მამა ,ვისი გვარიც აქვს ...მოკლედ ქორწილი ბიჭის დაბადების შემდეგ იყო -გამოდის ერეკლე დედამისს ხვდებოდა და შესაბამისად -ბიჭი 23 წლისაა ... შენს გამოჩენამდე დაიბადა და საერთოდ ლიკას სულ რამდენიმე თვე ხვდებოდა . შენ რომ დაგინახა მას მერე არავინ და არაფერი აინტერესებდა -გიორგი ეს ბიჭი ერეკლეს შვილია ... - სუნთქვა შეეკრა, ღრმად ჩაისუნთქა და სახეზე აიფარა ხელები -ტესტის გაკეთებაა საჭირო ასე არ ვიცი , მაგრამ ხო დიდი ალბათობით...ელენე კარგად ხარ?- ქალს უყურებდა და არ იცოდა რა ეთქვა -წარმოგიდგენია? შვილი ჰყავდა ,თავისი ასლი და არ იცოდა... თითქოს ის არ იყო საკმარისი სულ ახალგაზრდა რომ წავიდა ამ ქვეყნიდან , ვერ მოახერხა ჩვენთან დიდი დროის გატარება და ახლა თურმე კიდევ ერთი შვილი ჰყავდა ... როგორ შეიძლება ამდენად უიღბლო ყოფილიყო...რა უნდოდა ღმერთს მისგან, რატომ გიორგი -არ ვიცი ელენე ... არ ვიცი , მაგრამ ის ბიჭი მარტოა . სწავლას შეეშვა, რამდენიმე ადგილას მუშაობდა. აქ არც სახლი აქვს, არაფერი გააჩნია. ლიკა როგორც სჩანს სოფელში გათხოვდა და შესაბამისად იქ გაიზარდა იმ კაცთან... შეიძლება არც იცის ,რომ მისი შვილი არაა -მე ყველაფერს მოვაგვარებ... ყველაფერს ისე გავაკეთებ როგორც საჭიროა. ტესტის შემდეგ ... მე ახლა უნდა წავიდე კარგი? -დაგიკავშირდები ხო? მეც მინდა მისი გაცნობა -რა თქმა უნდა... .......... ისე მიდიოდა ბიჭთან შესახვედრად თითქოს საკუთარ დაკარგულ შვილს ხვდებოდა. ემოციები ჭარბობდნენ ,მაგრამ მაინც გონება აქტიურად მუშაობდა. ხვდებოდა ,რომ წინ რთული საუბარი ელოდა,იცოდა მარტივი არ იქნებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ დროის დაკარგვას არ აპირებდა. გვიანი იყო რესტორანთან რომ გააჩერა მანქანა. თანამშრომლები შენობას ტოვებდნენ, დაღლილები იყვნენ, ტანს ძლივს მიითრევდნენ გოგონები. ბიჭები უფრო მხნედ გამოიყურებოდნენ, მაგრამ მათ შორის დუდას დანახვამ გული ატკინა. ვერ გაიმეტებდა ამ მძიმე საქმისთვის დიდხანს . გადაწყვეტილება მიიღო და მანქანიდან გადავიდა, ლამპიონებით განათებულ ეზოში იდგნენ. ბიჭი გაკვირვებული უყურებდა, არ ელოდა ისევ მის ნახვას და თან იმ დროს -დუდა...ერთი წუთი შეგიძლია დამითმო? -ქალბატონო ვერ ვხვდები რა გინდათ ჩემგან ... ორი დღის განმავლობაში სამჯერ შევხვდით და უკვე უარყოფითად განწყობილი ვხდები -მესმის, უცნაურია... ნამდვილად გიკვირს რას გადაგეკიდა ვიღაც უცნობი ქალი , მაგრამ დამიჯერე უმნიშვნელოვანესი საქმე მაქვს -ჩვენ ერთმანეთს არც კი ვიცნობთ რა საქმეზე მესაუბრებით -არ ვიცნობთ, მაგრამ უნდა გავიცნოთ აუცილებლად ... აქ ვერ ვისაუბრებთ სასტუმროში გადავინაცვლოთ და ყველაფერს აგიხსნი , გპირდები -დამცინით?- ხმამაღლა გაიცინა და შემდეგ ზემოდან დახედა- სასტუმროში რა მინდა ...ან რა საქმე -ღმერთო ჩემი გარეგნობა ამდენად გაბნევს ? თითქმის 40 წლის ვარ და დამიჯერე სექსუალური მოძალადე არ ვარ რომელიც შვილის ასაკის ბიჭებს უთვალთვალებს და სასტუმროს ნომერში კლავს -რა გინდათ , ხომ შეიძლება მითხრათ ან უბრალოდ წავალ -კარგი... სიჯიუტითაც მას ჰგავხარ როგორც სჩანს -ვინ მას -მამას ...- მზერა გაუსწორა და ბიჭსაც მაშინვე შეეცვალა გამომეტყველება -როგორ ? -ძალიან დავიღალე შენი დარწმუნებით და მოდი პირდაპირ გეტყვი რომ ჩვენი საუბარი მამაშენს შეეხება -რომელ მამას -წამომყვები თუ აქ გინდა ვისაუბროთ ნებისმიერმა გამვლელმა რომ გაიგოს -დუდაა ,არ მოდიხარ ? - შორიდან გოგონას ხმა რომ გაიგო შემდეგ დაინახა მოშორებით მდგომი როგორ ელოდა . სიცივეში გაყინული იდგა და შორიდან უყურებდა ბიჭს -მოვდივარ ... -მიდიხარ? -რომელ ნომერში იქნებით...სავარაუდოდ დამელოდებით კიდევ ნახევარი საათით რადგან გზა გამოიარეთ ისევ ჩემს სანახავად -მისაღებში იკითხე ელენა თაბაგარი და მოგაცილებენ - არც გაჰკვირვებია მისი საქციელი. ნამდვილად ერეკლეს ჰგავდა, გოგონას შუაღამით მარტოს არ დატოვებდა. მიაცილებდა და შემდეგ გაარკვევდა ყველაფერს. ერთხანს უყურებდა მიმავალ წყვილს შემდეგ კი სასტუმროში შევიდა, ისევ იქირავა ნომერი და ისევ ლოდინის რეჟიმში გადავიდა. სასაცილო იყო უკვე მისი მდგომარეობა, თითქმის ერთი საათი იყო გასული კარზე კაკუნის ხმა რომ გაისმა და გამოჩნდა ბატონი დუდა -როგორც იქნა ... მეგონა აღარ მოხვიდოდი -საკმაოდ დაღლილი ვარ, დიდი დრო არ მაქვს აქედან ჩემ სახლამდე შორია და ვინაიდან ფეხით მომიხდება წასვლა გთხოვთ რაც შეიძლება მოკლედ მითხარით -ჯერ უნდა მითხრა რა იცი მამაშენზე -მე მისვამთ კითხვებს? -შვილო , მე მეტად დელიკატურ ამბავზე უნდა გესაუბრო და არ მინდა ცუდად იმოქმედოს -მამაჩემს არ ვიცნობ, არასდროს გამოჩენილა და საერთოდ დედაჩემი მასზე არაფერს ამბობს... უნდოდა მამინაცვალი შემეყვარებინა, მაგრამ „მამინაცვალი“ იმიტომ ეწოდება რომ შემცვლელია და არა ნამდვილი. კიდევ გაინტერესებთ რაიმე ? -ალბათ მასზე გაბრაზებული ხარ და გგონია მიგატოვა... ალბათ გეზიზღება კიდეც- გული შეეკუმშა, იმის წარმოდგენა რომ ერეკლე საკუთარ შვილს არ უყვარდა ანადგურებდა. ისე უნდოდა ბიჭს მოხვეოდა და ეთქვა მამაშენი საოცარი კაცი იყოო -არაფერს ვგრძნობ ...უბრალოდ მაინტერესებს -შენ საოცრად ჰგავხარ მას და მართალია ჯერ გენეტიკური ტესტი არ გაგვიკეთებია, მაგრამ ვიცი შენ ერეკლე თაბაგარის შვილი ხარ ... ის , იცი მან არაფერი იცოდა შენზე. ალბათ დედაშენი იტყვის სიმართლეს ბოლოს და ბოლოს , მაგრამ მე დარწმუნებული ვარ არ იცოდა. რომ სცოდნოდა დამიჯერე ბავშვობის რამდენიმე წელს მამის გვერდით გაატარებდი -წარსულში საუბრობთ ანუ ცოცხალი აღარ არის ... - უცნაურად სევდიანი გახდა. სხვანაირი ბიჭი იყო, თითქოს არავის ჰგავდა იმ წამს ერეკლესაც კი ვერ ამსგავსებდა -15 წლის წინ გარდაიცვალა -და თქვენ ვინ ხართ ... მისი და ? ნათესავი? -არა მე ერეკლეს ცოლი ვარ -ცოლი? და გარდაცვლილი ქმრის უკანონო შვილს დაეძებთ ? -არ ვიცოდი შენი არსებობის შესახებ...შენ თითქოს მისი ახალგაზრდობა ხარ , გაცოცხლებული -გუშიმ ამიტომ გქონდათ ასეთი არეული გამომეტყველება? ამიტომ მაკვირდებოდით? -მეგონა გავგიჟდი და მეჩვენებოდა... -უცნაურია...ყველაფერი თითქოს სიზმარია- გაიცინა და სახეზე ხელები აიფარა- არც კი ვიცი რა რეაქცია უნდა მქონდეს- მოზრდილი თმა უკან გადაიწია და კეფაზე გააჩერა ხელი -მეც არ ვიცი ... უცნაური ორი დღე მაქვს , განსხვავებული და არეული . თუ წინააღმდეგი არ ხარ მინდა ტესტიც გავაკეთოთ რომ დავრწმუნდე -და თუ ის გარდაიცვალა ? -გყავს ძმა , ასევე ბებია და ბაბუა ... ამიტომ პრობლემა არ იქნება -კიდევ ერთი ძმა ... ბებია , ბაბუა და დედინაცვალი . აი ამას ჰქვია ერთ ღამეში შეცვლილი ცხოვრება - გაიცინა და ისევ მოარიდა მზერა ქალს -მესმის ახლა როგორც გრძნობ თავს, მაგრამ დამიჯერე რაც მალე დავრწმუნდებით მით უკეთესი -უკეთესი ვისთვის... -როგორ თუ ვისთვის... რა თქმა უნდა შენთვის. მამის ოჯახს გაიცნობ ... იცი რა კარგი ბებია და ბაბუა გყავს? საოცარი ადამიანები არიან და მე არ ვიცი შენი ბავშვობის მეხსიერებაში ვინ არის ,მაგრამ დამიჯერე მათი გაცნობა ცხოვრებას სხვა ფერებს შესძენს. ბიძაც გყავს , რომელიც საქართველოში არ არის, მაგრამ აუცილებლად ჩამოვა რომ გაიგებს შენი არსებობის შესახებ . ძმა , რომელიც არაფრით გგავს , მაგრამ იმედი მაქვს შენთან კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდება -და თქვენ რას მიიღებთ ამით ქალბატონო ელენე -მე? ერეკლეს გავახარებ რომ ვნახავ ... შენი გამოჩენა დიანას და ნოდარის ცხოვრებას შეცვლის მე კი ისინი საკუთარი მშობლებივით მიყვარს. ხომ თანახმა ხარ ტესტის გაკეთებაზე -ალბათ უგუნურება იქნება უარის თქმა ...არ ვიცი -ქალაქში როდის ბრუნდები... -სწავლის გაგრძელების შემდეგ დავბრუნდები...მანამდე იძულებული ვარ სოფელში დავრჩე -კარგი, მგონი ზედმეტი ინფორმაცია იყო ამ დღისთვის ...დაღლილი ხარ. ფეხით ნუ წახვალ , სოფლამდე შორია ალბათ . სასტუმროში ცარიელი ნომერი იქნება , აქ დარჩი -საჭირო არ არის ... -გთხოვ ისევ ნუ გაჯიუტდდები, ვხედავ როგორი გამოფიტული ხარ გზაში რაღაც ხიფათს გადაეყრები... ახლავე ჩავიდეთ , ნომრის გასაღებს მოგცემენ და დაისვენე . დანარჩენზე ხვალ ვისაუბროთ , ვეჭვობ კიდევ დიდი დრო გვექნება ურთიერთობისთვის ჩემო ბიჭო -თქვენ დედას არ გავხართ ... ერეკლე ბევრად უფროსი იყო თქვენზე? -შვიდი წლით ... იცი ზუსტად შენი ასაკის იყო რომ გავიცანით ერთმანეთი -მე არ მინდა პასუხამდე ვინმემ გაიგოს ჩემ შესახებ ... შესაძლოა მე არ ვარ ის ვინც გგონივარ. -მეც ასე ვფიქრობ -უნდა წავიდე...აქ დარჩენა არ შემიძლია ელენე მარტო დატოვა . ის კი უცნაურ კმაყოფილებას გრძნობდა იმით რასაც აკეთებდა, სიგიჟე იყო , ნამდვილი სიგიჟე, მაგრამ ერეკლეს კიდევ ერთ ნაწილს ხედავდა და უნდოდა მისი ცხოვრება შეეცვალა. საოცარ მუხტს გრძნობდა, ბიჭი არ ჰგავდა მის არცერთ ნაცნობს ისიც სხვანაირი იყო, ერეკლეს მსგავსად განსხვავდებოდა ყველა დანარჩენისგან ....... იოანესთან მივიდა ზღურბლზე მდგომი გამოუძინებელი, მოუწესრიგებელი ბიჭი რომ დაინახა სუნთქვა შეეკრა. მთელი სახლი თავდაყირა იყო , წვეულების კვალი ეტყობოდა ბიჭი კი ისევ არ ჩანდა გამოფხიზლებული -აქ რას აკეთებ ელენე? შენ ხომ გამაძევე ცხოვრებიდან ... შვილი რომელმაც შენი მონაწილეობით პორნოს ვერ უყურა -ყოველ დღე ასეთ მდგომარეობაში ხარ? სვამ , ერთობი და -გართობა გიკვირს დედიკო? -საშინლად იქცევი - მის თვალებს აკვირდებოდა, სხეულს, მაჯებს და ვენებს უცებ საკუთარმა ფიქრებმა გონება დაუბინდა. თავი საშინლად იგრძნო , იმ მდგომარეობაში იყო რომ უკვე ყველაფერს ფიქრობდა -როგორც მინდა ისე მოვიქცევი უკვე სრულწლოვანი ვარ და შენ უფლებები არ გაქვს -რა თქმა უნდა ... -უყურებდა და ვერ იჯერებდა რომ ამ ზომამდე მივიდა. გათიშული დაბანცალებდა ლუდის ქილებს ფეხს ჰკრავდა და სიგარეტს ეძებდა . როგორც იქნა იპოვნა და მაშინვე მოუკიდა -რისთვის მოხვედი? ამჯერად როგორ აპირებ ჩემს გაგიჟებას -როგორც ვხედავ ისევ ისე ხალხმრავლია შენი წვეულებები და არ დაგიკარგავს მეგობრები იმ ვიდეოს გამო -ეშინიათ და ვერაფერს მეუბნებიან , მაგრამ მე ხომ ვიცი დედაჩემი არ ჰგავს არცერთი მათგანის დედას . დედაჩემის შემყურე ყველა დორბლებს ყრის, მათ დედებს კი ჩვეულებრივი ცხოვრება აქვთ... დედების და ცოლების -რა საშინელია , როგორი საწყალი ხარ რომ დედაშენი სახლში ჩაკეტილი, სამზარეულოში გამომწყვდეული , საქმესა და სახლს შორის გაჭრილი, ქმრის მოსამსახურე, შვილების მომვლელი დედა არ არის... როგორი საშინელებაა ,რომ დაქვრივებული და მარტო დარჩენილი იმდენს ვაკეთებ რამდენიც შენი მეგობრების ყველა მშობელმა ვერ შეძლო ერთად. მათ შორის იმ მეგობრებისაც თავი მდიდრებად რომ მოაქვთ , თუ მოვინდომებ ერთი ხელის მოსმით ჩავძირავ ყველას -რა გულისამრევია იმით რომ კაიფობ რასაც შენი სტატუსით აკეთებ...მაგარი ხარ არა? ამ დროს ისეთი სუსტი ხარ საკუთარ შვილსაც კი ვერ ეხუტები შეხვედრისას - თითქოს ელენეს ტვინში შეძვრა , დაინახა როგორ ფიქრობდა იოანესთან მიახლოებაზე. თითებს უმისამართოდ ამოძრავებდა , ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა,თვალს არ აშორებდა და ყველა დეტალს აკვირდებოდა- კარგად დამაკვირდი , იქნებ რამე შეიცვალა ჩემში რასაც შენ ყველაზე ბოლოს გაიგებ -შვილო , გთხოვ - წამში დაიმსხვრა, ისევ ვერ შეძლო. მის წინაშე უსუსური იყო. ყველას და ყველაფერს ერეოდა რაც კი გზად შეხვდა და მის წინ ისეთი უძლური იყო- ასეთი რა დავაშავე,ღმერთო ჩემო- მისკენ ნაბიჯი რომ გადადგა და იოანემ შეხების საშუალებაც არ მისცა წამსვე აემღვრა თვალები -აქედან წადი ელენა ... იქნებ ოდესმე მართლა დამავიწყდეს ყველაფერი და გაპატიო ყველაფერი რაც ჩაგიდენია. იქნებ ვაჯობო საკუთარ თავს - საძინებელისკენ დაიძრა ელენამ შორიდან გაიგო გოგოს ხმა და წამით ისიც კი იფიქრა რომ მასთან ლიზა იყო -ლიზასთან ხარ? -იმ ღამის შემდეგ არც მიყურებს ... შენი საქმე არ არის ელენა- თითქოს საუბრის დაწყებას აპირებდა უცებ რომ გაჩერდა, ოთახის კარი გააღო შევიდა და ხმაურით დახურა. რამდენიმე წამს დეზორიენტირებული იდგა, ძალა აღარ ჰქონდა, ისიც კი დაავიწყდა რაც სჭირდებოდა. სააბაზანომდე ძლივს მიაღწია , ჯერ წყალი შეისხა გამოსაფხიზლებლად, შემდეგ იოანეს კბილის ჯაგრისი აიღო და ბინა დატოვა. იქ მისვლამდე ისიც კი იფიქრა რომ ეტყოდა დუდას შესახებ, მაგრამ რაც უფრო მეტს ხედავდა მით უფრო რწმუნდებოდა პასუხის გაგებამდე დუმილის შენარჩუნება სჯობდა. უკვე ჰქონდა ტესტისთვის მასალა და დუდასაც შეხვდა. დუდასთან უცნაურად იყო, მომენტალური გაორება ეწყებოდა მისი ყოველი დანახვისას. ბიჭი ბევრს არ ლაპარაკობდა, მშვიდი იყო , სერიოზული და გონიერი. ჰქონდა საკუთარი გეგმები , მიზნები და მიზნებამდე მისაღწევი გზაც . ისეთი იყო როგორზეც ერეკლე იოცნებებდა , მისგან შორს სიღარიბეში გაიზარდა მამის მსგავსი. იოანე კი როგორ ძლიერ განსხვავდებოდა მამისგან , რამდენად ჰგავდა დედა და მაინც როგორ ვერ იტანდა ქალს რომელთანაც ამდენი საერთო ჰქონდა. .......... კონვერტით ხელში დუდასთან ერთად მიაბიჯებდა კლინიკის დერეფანში . გული სწრაფად უცემდა, მოლოდინი აგიჟებდა ორივეს. შეჩერდა და იქვე კლინიკის ჰოლში დაიწყო კითხვა . პასუხი დადებითი იყო, თითქოს თავიდან მიიღო შოკი ამჯერად თეორია აღარ ჰქონდა, ხელში მტკიცებულება ეჭირა . დუდაც გაოგნებული უყურებდა ფურცელს , არაფერი უთქვამს თითები სახეზე ჩამოისვა, იქვე სკამზე ჩამოჯდა და თავი დახარა -გამოდის მამა მაინც არ მყავს ... -მაგრამ მაინც მას შენ არ მიუტოვებიხარ -ეგ ჯერ კიდევ არ ვიცით...დედაჩემი არაფერს მეუბნება -უნდა წამომყვე დუდა -სად -დიანასთან და ნოდართან, გთხოვ ... იცი ერეკლე ნოდარს ჰგავდა ანუ თქვენს შორისაც იქნება მსგავსება. მათი ნახვა დადებითად იმოქმედებს , გეფიცები არ ინანებ -არ ვიცი... მე ჯერ აზრები უნდა დავალაგო -არაფრის დალაგება არ არის საჭირო... შენ დუდა თაბაგარი ხარ . გვარსაც მიიღებ , ოჯახის ახალი წევრებიც მიგიღებენ და ერეკლეს ქონების ნახევარი შენი იქნება . შენ თუ ჩვენთან ურთიერთობა არ გინდა ეგ უკვე სხვა საკითხია , მაგრამ მაინც შენ ყველაფერს მიიღებ -ყველაფერს მამის გარდა ... მე არ მჭირდება თქვენი მემკვიდრეობა, თანაც ვინ იცის იქნებ ის რომ ცოცხალი იყოს -ის რომ ცოცხალი იყოს ჩვენი, ყველას ცხოვრება უკეთესი იქნებოდა ... არ წამომყვები?- უკვე მანქანასთან იდგნენ ბიჭი ყოყმანობდა ,მაგრამ ბოლოს მაინც დაჯდა. ნერვიულობდა, მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია. ელენაც ღელავდა, მათი რეაქცია ნათელი იქნებოდა ,მაგრამ ეს ემოციები როგორ იმოქმედებდა არ იცოდა. არც ის იცოდა იოანესთვის როდის და როგორ უნდა ეთქვა ყველაფერი. ბოლოს გადაწყვიტა ისიც იქ დაებარებინა და ყველაფერი დუდას სახისთვის მიენდო. მისი დანახვისას ყველა ყველაფერს მიხვებოდა, ზედმეტი სიტყვებისა და შესავლების გარეშე. მანქანას შეგნებულად მართავდა ნელა, ეზოში რომ შევიდა იოანეც დაინახა დიანას გვერდით იჯდა და რაღაც კერძს მიირთმევდა. დუდა შეყოვნდა, შემდეგ ისიც გადავიდა და ყველამ მასზე გადაიტანა ყურადრება. რაც უფრო ახლოს მიდიოდა მით უფრო რთულდებოდა ყველაფერი. დიანამ თითქმის გონება დაკარგა, ბიჭს გაფითრებული სახით დაუდგა წინ და სახეზე მოფერება დაუწყო. ნოდარი სკამზე დაჯდა და ცრემლიანი თვალებით უყურებდა ბიჭს. იოანე კი ისევ იქ, იმ ადგილას იყო გაუნძრევლად, იჯდა და თითქოს თვალსაც არ ახამხამებდა. -რა ჯანდაბაა ... -როგორ გავხარ ... შვილო შენ მისი ასლი ხარ, ჩემი ერეკლეს -ელენე , შვილო არ გვეტყვი რა ხდება ჩვენს თავს? ვინ არის ეს ბიჭი -შენი უფროსი შვილიშვილია მამა- ფურცელი მაგიდაზე დადო და იოანეც წამსვე გამოფხიზლდა -რა სისულელეა... მე ვარ მისი ერთადერთი შვილიშვილი . საიდან მოიყვანე ეს ბიჭი...სულ შეიშალე და ახლა ერეკლეს ორეულების ძიება დაიწყე? მოკვდა რით ვერ გაიგე , ვიღაცებთან რომ წევხარ მაშინ ხომ არ გახსოვს მამაჩემი ახლა რაღა ჯანდაბა გინდა გამაგებინე-ღრიალებდა , მაგიდას ურტყამდა ხელებს და ელენეს უტევდა -პასუხი აქ არის იოანე -საიდან მოიტანე ეს ტესტი...ვის გაუკეთე საერთოდ რა ჯანდაბაა ელენე გინდა ჭკუიდან გადავიდე ხომ? რა გინდა ჩემგან , რა - მხრებში წვდა ისე უჭერდა თავადაც ვერ იაზრებდა როგორ კენდა,შეშლილი მზერა ჰქონდა არავის ხმა ესმოდა, უყვიროდა და ხელს არ უშვებდა სანამ დუდამ არ აიძულა. ელენა მის წინ იდგა ,თითქოს ისევ ფოტოს უყურებდა სადაც მამა და დედა ერთად იდგნენ -ხელი გაუშვი ,ხომ არ გაგიჟდი ...ტკენ ვერ ხედავ? -ჯანდაბა...ამის დედაც . იპოვნე , გამოსავალი შენ ცარიელ ცხოვრებაში არა? ერეკლე დაგიბრუნდა , ხასიათითაც ჰგავს მის მსგავსად წმინდანია ალბათ და მე წავალ ხო?გილოცავთ ოჯახის ახალ წევრს ,რომელიც ერეკლეს ჩაგინაცვლებთ მე კი არ მჭირდება მამის შემცვლელი ისედაც შესანიშნავად ვარ - გვერდი აუარა და მანქანისკენ თითქმის სირბილით წავიდა -არ ღირდა აქ მოსვლა- ბიჭს უყურებდა და ჩუმად საუბრობდა. ისევ ელენეს ზურგს უკან იდგა და ხელი მის მკლავზე ჰქონდა მოხვეული -ის ასეთია... ჩემი დამსახურებით, მაგრამ შენ ვიცი შეგეჩვევა. დრო სჭირდება -იქნებ გავაჩერო ასე მანქანით არ უნდა წავიდეს- დიანა მანქაისკენ გაიქცა, ეძახდა მაგრამ არ უსმენდა. კიდვე უფრო ჩქარა წავიდა და მალე საერთოდ აღარ ჩანდა ჰორიზონტზე- რა გავაკეთო...როგორ ჩქარა წავიდა, რამე რომ მოუვიდეს ? ელენე -დედა , გთხოვ ნუ ნერვიულობ არაფერი დაემართება. წავა სადმე დალევს, ვიღაც გოგოს იპოვნის და დამშვიდდება . ხომ იცი თქვენთან ისევ მოვა, არასდროს გეჩხუბებათ მე კი ისედაც არ ვაინტერესებ - სავარძელში ჩაჯდა და თავი უკან გადასწია- დაჯექი დუდა - მე არ მინდა თქვენს შორის დაპირისპირების მიზეზი გავხდე... ელენე -შენ არაფერ შუაში ხარ ... იოანეს და მე არასდროს გვქონია კარგი ურთიერთობა ასე რომ არ იდარდო -არც კი ვიცი რა უნდა გავაკეთო... გიყურებ და ვერ ვიჯერებ-ნოდარი დუდას წინ იჯდა და თვალებს ვერ უჯერებდა -დიდი დრო დაგვჭირდება შესაჩვევად , მაგრამ აუცილებლად გამოვა ... მე დაგტოვებთ -ელენე , შვილო სად მიდიხარ -თქვენ უნდა ისაუბროთ, ერთმანეთზე გაიგოთ... ერეკლეზე უამბოთ . დარწმუნებული ვარ ბევრი გაქვთ სათქმელი მე კი წავალ , მარტო ყოფნა მირჩევნია თავს უცნაურად გრძნობდა, დუდა მხოლოდ ერეკლეს სისხლის გამო შეიყვარა და მაინც მის გვერდით ყოფნა იოანეს გარეშე საშინლად მოქმედებდა. თავს აჩვენებდა თითქოს კარგად იყო, არაფერს გრძობდა და ისე ელოდა იოანეს შემორიგებას, მაგრამ ზუსტად იცოდა ბიჭი ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს არასდროს აპატიებდა. ყველაფერში თავად იყო დამნაშავე, იცოდა და მაინც ვერ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა. არადა როგორი მარტივი იყო ყველა საქმის მოგვარება, მუდამ პოულობდა გამოსავალს არ არსებობდა მეთოდი რომელსაც ვერ მოიგონებდა მიზნის მისაღწევად იოანესთან კი არაფერი გამოსდიოდა. ყოველთვის ყველაფერს აუარესებდა , შვილი საბოლოოდ დაკარგა , მაგრამ მაინც იმ დღეს ვერ დატოვებდა. ერეკლესთან წავიდა, მასთან მისვლა სწირდებოდა და ხვდებოდა იოანეც იქ იქნებოდა . სხვა წასასვლელი არ ჰქონდათ და მართალიც აღმოჩნდა. თავდახრილი იჯდა ელენას მის მსგავსად ჩუმად იყო , ელოდა როდის დაიწყებდა თავად საუბარს -ესაა შენი გამოსავალი? -შემთხვევით შევხვდი, ვერ დავტოვე ბიჭი ,რომელიც ერეკლეს ჰგავდა. ეჭვი გამიჩნდა და დადასტურდა კიდეც... როგორ უნდა მოვიქცე , ისე მოვიშორო თითქოს არაფერი აკავშირებს შენთან? -არ თქვა რომ ჩემზე იფიქრე ... არ დავიჯერებ ელენე -მე შენზე ყოველთვის ვფიქრობ იმ წამიდან რაც გავიგე რომ არსებობდი ... ათას რამეს წარმოვიდგენდი ჯერ კიდევ 17 წლის, უეცრად გამოჩენილი ბედნიერება იყავი და ყველა ოცნება შენ გიკავშირდებოდა მე -ელენა მაინტერესებს რა გინდა, ახლა უცნობ ძმას უნდა დავუმეგობრდე? -მე მარტო ვარ, არ მყავს არც მშობლები, არც ძმები და დები ... დუდა კარგი ბიჭია და შენს გვერდით იქნება დარწმუნებული ვარ . თუ ეცდები , თუ შანსს მისცემ საკუთარ თავს -მარტოობის გასაქრობად არ მჭირდება საიდანღაც გამოჩენილი ძმა რომელიც ვინ იცის იქნებ საერთოდ არ უნდოდა ერეკლეს -ასე ნუ ამბობ...ერეკლე არასდროს იტყოდა უარს საკუთარ შვილზე ! -შენი გაცოფება მხოლოდ ერეკლეს ღირსებაზე შეხებით შეიძლება...ნეტავ იცოდი ასე რომ იქნებოდა?- ამჯერად კაცის ფოტოს შეხედა და მერე ისევ დახუჭა თვალები -იოანე მე შენზე ვდარდობ მხოლოდ... ამ ქვეყნად არავინ მყავს შენზე ღირებული და გთხოვ , გემუდარები ეცადე მის გაცნობას. ის ერეკლეს ნაწილია -შენ ერეკლე გიყვარდა ყველაზე მეტად, ერეკლე გტკიოდა, ერეკლე იქნება ახლა ის დუდა და მე აღარავინ ვიქნები... - წავიდა , ელენეს ისევ არ მისცა საუბრის საშუალება. ერეკლესთან დატოვა ისიც დაღამებამდე იჯდა და ელაპარაკებოდა.შემდეგ ტიროდა , დიდხანს ქვითინებდა -გეფიცები შენს ნაცვლად იცოცხლებს ორივე შენი შვილი ... ყველაფერს გავაკეთებ მათი ერთად ყოფნისთვის , მათი კეთილდღეობისთვის და ყველაფერს მიიღებენ რაც შენ ვერ მოასწარი ... სანამ ვსუნთქავ მე შენ ხომ იცი შენ იცი ყველაფერი რაც ჩემს გონებაშია, შენ ჩემი სულიც იცი . ღმერთო ,როგორ მაკლიხარ ... როგორი ვერავინ გცვლის, როგორი ცარიელი ვარ უშენოდ. როგორ მეზიზღება სიცოცხლე უშენოს, თავის მოტყუება და თამაში . მეზიზღება ყველაფერი რაც ჩემი შენი იყო და აღარაა , საკუთარი თავი მძულს შენ კი ისე ძლიერ გიყვარდი ... რატომ არჩიე წასვლა, რატომ არ დარჩი მე მაინც დავიტანჯე ხომ ხედავ იქნებ დარჩენით ნაკლებად გვტკენოდა პასუხს ვერ მიიღებდა, ისევ უამრავი კითხვა ჰქონდა, რომელზე პასუხიც არ არსებობდა. ისევ დატოვა, დაბრუნდა ცარიელ სახლში სულის სიცარიელით ... ერეკლე მივიდა , ისევ ესტუმრა სიზმრად და ამჯერად სული დაუმშვიდა. არსად მიდიოდა, დიდხანს იწვა მის გვერდით, ისე უყურებდა როგორც ჩვეოდა, ისევ მარტონი იყვნენ , ისევ მხოლოდ მისად გრძნობდა თავს. ერეკლეს კოცნას გრძნობდა, მთელი არსება იხსენებდა მისი სიახლოვით განცდილ ბედნიერებას. მისი თითები თმაზე რომ ეფერებოდნენ თითქოს ყველა უჯრედი ნათდდებოდა, ეს არაფერს ჰგავდა, მასზე ძლიერი სამყაროში არაფერი იყო. დილა კი ისევ ახალი ძალით დაიწყებოდა, ერეკლესგან მიტოვებული და მაინც მისით. სხვანაირი დილა, რომელიც კიდევ ერთ ახალ ფერს აჩვენებდა... ........... სოფელში, ერთ უბრალო სახლში შევიდა და ლიკას წინ ჩვეული სიმშვიდით დადგა. უყურებდა ერეკლეს ყოფილ ქალს , სილამაზის კვალი რომ ეტყობოდა . დაბერებული ჩანდა, მოუვლელი, გადაღლილი და მაინც ნაოჭებითაც კი ჩანდა როგორი იქნებოდა წლების წინ , მაშინ როცა ერეკლეს ხვდებოდა. ისევ ეჭვიანობდა, იდგა უყურებდა ქალს რომელსაც თითქოს არაფერი ჰქონდა ერეკლესთან საერთოდ , მაგრამ მაინც გიჟდებოდა . ყოველთვის უნდოდა ერეკლეს პირველი და უკანასკნელი ქალი თავად ყოფილიყო , მაგრამ თავადაც ვერ შეძლო ერთგული დარჩენილიყო -რატომ არ უყვები საკუთარ შვილს მამაზე , კაცზე რომელსაც შვილი დაუმალე - შესავლების გაკეთებას არ აპირებდა პირდაპირ საქმეზე გადავიდა -შენ ერეკლეს ცოლი ხარ? ფუფუნება ყველას უხდება არა? მე კი ცოლად არასდროს შემირთავდა, ბავშვსაც წამართმევდა და რას მივიღებდი -შვილი მაინც დაკარგე... გგონია ბედნიერი იყო იმ აზრით რომ მამამ მიატოვა? სრულიად უცხო კაცი ზრდიდა კახეთის რომელიღაც მიყრუებულ სოფელში მაშინ როდესაც სრულიად უზრუნველყოფილი ცხოვრება ექნებოდა, ბედნიერი ბავშვობა და ახალგაზრდობა. ის კი რას აკეთებს, შენი გერების რჩენაც კი მას უწევს . გინახავს იქ როგორი დაღლილია? რამდენის მოთმენა უხდება -შენ არ გაქვს უფლება ჩემ შვილზე მესაუბრო...მისთვის არავინ ხარ . მას მშვიდი და ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა, ამ პირობებში მილიარდობით ბავშვი იზრდება...ყველა ფუფუნებაში არ ცხოვრობს, გათამამებული, განებივრებული არაა. საერთოდ არ ვნანობ ჩემ გადაწყვეტილებას. ერეკლეს ჩვენ არ ვჭირდებოდით... შენ ჰყავდი , შვილიც ჰყავდა და ბედნიერი იყო ალბათ იმ უბედურ შემთხვევამდე. ნამდვილად კარგი ადამიანი იყო, დუდა ძალიან ჰგავს და ვწუხვარ ცოცხალი რომ აღარ არის -გამოდის უბრალოდ დაშორდი - ერეკლეს გარდაცვალებაზე საუბარი ყოველთვის ცუდად მოქმედებდა და ამჯერადაც შეეცვალა ხმის ტემბრი -ერეკლეს შენ შეუყვარდი... მე ის კაცი შემიყვარდა ვისი ცოლიც ვარ უკვე წლებია და მასაც ვუყვარდი, ფეხმძიმეც კი . ასე რომ საერთო აღარაფერი გვქონდა ... ვინ იცის რომ მეთქვა შეიძლება ჩემი ცოლად შერთვა მოენდომებინა, შენ კი გეცოდინება ის გადაწყვეტილებებს არ ცვლიდა და ბოლოს მაინც მის ნებას დავყვებოდი. მე კი ეს ღარიბი, უბრალო და მშვიდი ცხოვრება მიჯობს იმ მდგომარეობას რაშიც შენ ხარ ახლა გამომწყვდეული. ჩვენამდეც მოდის ამბები, ჭორები, ჩვენც გვაქვს ინტერნეტთან წვდომა ქალბატონო ელენა -დუდა იმსახურებს სიმართლეს ... ერეკლე არ გიყვარდა, მაგრამ შეუძლებელია არ გქონდეს მასთან დაკავშირებული ბედნიერი მოგონებები -ქალის მინიშნებას ყურადღება არ მიაქცია, ისევ ისე ამაყად იდგა და ბრაზობდა , ვერ იგებდა როგორ შეეძლო ერეკლეზე ასე უბრალოდ საუბარი ვერ იჯერებდა ,რომ ვიღაც უბრალო კაცი შეიყვარა თაბაგარზე მეტად -ლიკაა მგელივით მშია და რამე გამიკეთე რაა- სახლში სპორტულებში გამოწყობილი ბიჭი შევიდა, აშკარად დაღლილი იყო, მაისური თითქმის სველი ჰქონდა -გამარჯობა -ელენა ურცხვად შეათვალიერა და ხელი გაუწოდა- მე ლადო ვარ ... ლიკას შვილობილი და თქვენ ალბათ დუდიკას დედინაცვალი არა? -სადილი მზადაა... ქვაბი გაზქურაზეა და შეგიძლია მიირთვა. ქალბატონი ელენე კი უკვე მიდის -დუდას თუ ეძებთ სახლში არ არის ... ბიჭისთვის არაფერი უთქვამს, წამით შეხედა ლიკას და იქაურობა დატოვა. სული ეხუთებოდა, ყველაფერი იმაზე მეტად მოქმედებდა ვიდრე წარმოიდგენდა. იქნებ ლიკა მართალი იყო, მისი ღარიბული, უბრალო ცხოვრება სჯობდა ელენას მდიდრულ ყველაფრით უზრუნველყოფილ და მაინც ცარიელ არსებობას. ორივე იბრძოდა, ორივე მუშაობდა და ორივეს სხვადასხვა ცხოვრება ჰქონდა. ერეკლეს ორი ქალი, სხვადასხვა ცხოვრებით. ერკლესთან ყოფნა და მისგან წასვლა სხვადასხვა შედეგების მომტანი იყო. იქნებ თავადაც ასეთი ბედი ელოდა მაშინ ერეკლესთან რომ არ დარჩენილიყო. მოტაცებული გოგოს როლი დაეთმო და მისგან თავი დაეღწია... ამაზე ფიქრს ერიდებოდა, არ უნდოდა ერეკლესგან შორს მყოფს უკეთესი ცხოვრება დაენახა . თავს არ აძლევდა არარსებულ მომავალზე ოცნების უფლებას და მაინც შესაძლოა ერეკლესგან შორს ყოფნა ყოფილიყო მისი ცხოვრების დახსნის ერთადერთი საშუალება... არავინ იცის რა იქნებოდა წარსულის შეცვლა რომ შესძლებოდა, იქნებ უარესი მომავალი შეექმნა და ყველაფერი ისე დაესრულებინა,რომ ვერ ეგრძნო თავი ქალღმერთად. ერეკლესთან კი ეს შეგრძნება არასდროს ტოვებდა, თავდაჯერებულობას მატებდა მის გვერდით გატარებული ყოველი წამი. ხუთი წლის განმავლობაში თითქოს მიწაზეც არ დაშვებულა, სულ მაღლა დაფრინავდა უხილავ ტახტზე მჯდომი ახლა კი პატარა დაბნეულ ბავშვს ჰგავდა, რომელსაც გამოსავლის პოვნა არ შეეძლო. იოანეს და დუდას დაახლოებას ვერ ახერხებდა, მაგრამ მისი მთავარი მიზანი სხვა არაფერი იქნებოდა თუ არა ძმების დაკავშირება. ........ ყველაფრის გარკვევის, დალაგების, დასრულების და დაწყების დრო იყო ელენას ცხოვრებაში. ანდროს დრო დადგა, მისი ადგილი ელენას ცხოვრებაში ნამდვილად განსხვავებული იყო, ბოლო დროს გაჩენილ ნაცნობებს შორის ერთადერთი იყო ვის მიმართაც ყველა დადებითი ემოცია აკავშირებდა, არ ახსენდებოდა არავითარი ბნელი ფერი. უყვარდა ანდრო, თავისებურად უცნაურად, არა ისე როგორც ქალებს კაცები უყვარდებათ, არა გამეტებით, მაგრამ ეს გრძნობა ალბათ დიდხანს გაყვებოდა. ანდრო ელენა თაბაგარის ცხოვრებაში დარჩებოდა კაცად ,რომელსაც ღიმილით მოიგონებდა წლების გასვლის შემდეგ. მასთან საუბრები , მის გვერდით არსებული სიმშვიდე, ანდროს წმინდა სული, მისი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ... თავად ანდრო ექიმი და ყველა’ფერი ანდროსთან ერთად, მაგრამ დასრულების დრო იყო. აღარ უნდოდა საკუთარ თავთან თამაში, თავის მოტყუება და არარსებულის გაგრძელება -ელენე აქ რას აკეთებ…- ბინის კართან მდგომი ქალის დანახვისას სიტყვები ვერ იპოვნა...ამ დროს არ ელოდა . ამ გამომეტყველებით ვერ ცნობდა, უცნაური მზერა ჰქონდა თან მშვიდი და თან მღელვარე -პატარავ - გაუღიმა და ლოყაზე აკოცა - სამსახურიდან დაბრუნებული როგორი სხვანაირი ყოფილხარ- სახლში შევიდნენ, ბიჭი ისევ აკვირდებოდა, დიდი დრო იყო გასული ბოლო შეხვედრიდან. მათ მობილურით საუბარიც კი არ ჰქონიათ რაც უცნაურიც კი იყო -რა მოხდა ელენა? რაღაც უცნაური ხარ -მოწესრიგდი, მე დაგელოდები დავლიოთ და ვისაუბროთ ისე როგორც გვჩვევია ხოლმე - ბიჭი ნამდვილად დაღლილი იყო, რამდენიმე წუთი განმარტოვდა, მოწესრიგდა და ელენასთან დაბრუნდა. უკვე წინ ედგა ღვინით სავსე ბოთლი და ჭიქები -ამდენად მძიმე თემაა რომ ღვინო გვჭირდება? -მძიმე? არა...ალბათ არა - გაუღიმა და ჭიქა ასწია- მე და შენ გაგვიმარჯოს პატარავ, იმ ურთიერთობას რომელიც მგონი ერთი წელია გაგვიგრძელდა ,შესაძლოა ცოტა მეტიც -არ ვიცი, ჩვენ შეხვედრებს შორის ზოგჯერ ისეთი პაუზებია დროც ისე სწრაფად გადის იქნებ მეტიც გავიდა გაცნობიდან- ჭიქა აიღო, თითქოს იცოდა რაც ხდებოდა. დალევა დაიწყო და თან ელენას არ აშორებდა მზერას -ვიცი ჩვენი ბოლო საუბარი შენთვის დამაბნეველი იყო...ჩემთვისაც უცნაური დრო დადგა, განსხვავებული... -პაუზა გააკეთა და შემდეგ პირდაპირ გადაწყვიდა ამბის მოყოლა-ერეკლეს უკანონო შვილი ვიპოვნე, შემთხვევით...ის იმდენად ჰგავს, დიანას გვერდით რომ ვხედავ მგონია გაცოცხლდა. მოხუცები ბედნიერები არიან , იოანე ისევ არ ჩანს და მე თავს უცნაურად ვგრძნობ -რას ამბობ ... ვერ ვხვდები როგორ იპოვნე თუ არ იცოდი მის შესახებ -დავინახე და მივხვდი ვინც იყო...ცოცხალი ერეკლე ვნახე, რომელიც ჩემი არ არის . იცი მე ის სიგიჟემდე მიყვარს, რომ მოკვდა მერე შევიყვარე... უცნაურია ხო? მე საერთოდ არ ვარ ნორმალური, დღემდე ვერ ვიაზრებ რომ არ არის, არ ვიჯერებ , არ ვაღიარებ თავს ვატყუებ...ყველაფერს ვატყუებ ყველას ვეთამაშები, კაცი არაა ჩემს ირგვლივ ვინც ყურადღებას არ მაქცევს და მეც ამით ვერთობი. გულს მირევს, მეზიზღება, მაგრამ ყველას ვეთამაშები, საკუთარ თავს ვატყუებ რომ ერეკლეს დავიწყებას შევძლებ... -და დღეს რა შეიცვალა -დღეიდან ყველაფერი შეიცვლება... ასე უბრალოდ და ბრალიანად გადავატრიალებ საკუთარ ცხოვრებას. ისე ამოვატრიალებ როგორც ერეკლემ გააკეთა ეს ორჯერ, ახლა მესამეც თავად გავუმკლავდები საკუთარ თავს -დავსრულდით- არ გაუჭირდა მისი გეგმის გამოცნობა. ალბათ ცოცხალ ადამიანებს შორის ანდრო ყველაზე კარგად იცნობდა ელენას და მაინც ეს საკმარისი არ იყო. ელენე თაბაგარს იმდენი ფერი ჰქონდა, იმდენ ქალს ქმნიდა მის ბოლომდე შესწავლას ვეღარავინ შეძლებდა -ანდრო, პატარავ... მე შენ მიყვარხარ იცი?- გაიცინა და მისკენ დაიხარა. თითები თმაში შეუცურა და ტუჩები დაუკოცნა- შენ ამქვეყნად მცხოვრებ კაცებს შორის ყველაზე განსხვავებული ხარ და მე შენ ვერასდროს დაგკარგავ . შენ რომ შეიყვარებ, გაგიჟებით რომ შეიყვარებ ვინმეს და დაიწყებ ბედნიერ , ოჯახურ ცხოვრებას მე მაშინაც ვიქნები შენს ცხოვრებაში. შენ საუკეთესო ადამიანი ხარ და მე მჯერა , ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენ - მის ტუჩებთან საუბრობდა, ისე ახლოს იყო ბიჭის აჩქარებულ სუნთქვას გრძნობდა -მომენატრები ... - ცხვირის წვერი კანზე შეახო და მისი სურნელი შეისუნთქა- ვწუხვარ რომ ჩემთვის არ ხარ გაჩენილი ... ვწუხვარ რომ მე არ ვარ შენი ნაწილი -პატარავ - თბილად გაუღიმა, დანისლული თვალებით უყურებდა და ეფერებოდა- მეც მომენატრება შენთან საუბარი, შენგან მიღებული სიმშვიდე -იქნებ ჯერ არ არის დრო დასრულების -არის , არის და შენ ეს შესანიშნავად იცი- ისევ უღიმოდა და ბიჭმა მზერა მოაშორა- გაიხსენე რამდენჯერ გაგახსენდი ამ დროის განმავლობაში, რამდენჯერ მოგენატრე, რამდენად უფერული იყო შენი ცხოვრება ჩემ გარეშე და მიხვდები ,რომ მე არავარ შენი ყოველდღიურობის ნაწილი -მაგრამ ,მაინც შენთან კარგად ვარ -შეეშვი მარტივს და მიიღე ის რაც რთულია! -მე და კესოს არ გამოგვივა -აი ხომ ხედავ, არც კი მიხსენებია ,მაგრამ ის შენს გონებაშია - უცნაურად ბედნიერად იგრძნო იმ წამს თავი , ბიჭსაც მზერა შეეცვალა ისე თითქოს დანაშაულში გამოიჭირეს- როგორი ჭკვიანი ხარ და როგორი სულელი ... იმოქმედე, მალე 30 წლის გახდები , შენც აღარ იქნები ბავშვი და მერე უფრო რთული გახდება -ხომ იცი,რომ არ მინდა გრძნობების გარეშე დავიწყო ურთიერთობა. არ მინდა გართულდეს , დავკარგო მეგობარი და საერთოდ შენ ერთადაც კი არ გინახივართ -მესაუბრე ნუ ხარ ასეთი სიტყვაძუნწი, მე ხომ მუდამ რაღაცას გიყვებოდი...იყოს ეს საღამო გამორჩეული -სალაპარაკო არაფერია , უსიყვარულოდაც რთულია ჩემი ცხოვრება -უსიყვარულოდ რომ ხარ იმიტომაცაა რთული... -სისულელეა...შენ ცხოვრების ბოლომდე ასე აპირებ იყო? -მე მიყვარს, უსიყვარულოდ 15 წლიდან არ ვყოფილვარ ... ჩემი ცხოვრების სირთულეს სხვა რამ წარმოადგენს -ელენა -მე ვიცი, თუ ვეცდები და დავფიქრდები წინასწარ ვხვდები რა იქნება მომავალში. მე და შენ დღეს დავსრულდებით, მაგრამ ჩვენი ყოველი დაუგეგმავი , შემთხვევითი შეხვედრა ღიმილით დაიწყება. ჩვენ ერთმანეთის დანახვა გაგვახარებს, გვეცოდინება რომ გვყავს ადამიანი,რომელსაც ვენდობით... შენ ნებისმიერ დროს შეძლებ ჩემთან დაკავშირებას, ჩვენ ვისაუბრებთ თუ რომელიმე ჩვენგან ამის სურვილი გაუჩნდება ... მე შენთვის როგორც ელენა თაბაგარი არ ვსრულდები -მაგრამ ჩემი ელენე სრულდება - სახეზე მოეფერა, ისევ ახლოს იყო მასთან თავს უცნაურად გრძნობდა- მინდა ბედნიერი იყო -მხოლოდ ერთი რამ მჭირდება , იოანე ...ის რომ ისევ დამიძახებს დედას იმ წამიდან შეუცლელი ბედნიერებით გაგრძელდება ჩემი ცხოვრება. სხვა ყველაფერს მივიღებ რაც მინდა, ერეკლე კი იქ , მაღლა დამელოდება -ვიცი იპოვნი გზას, ბედნიერებისკენ იმიტომ რომ შენ ელენა ხარ , არა’ჩვეულებრივი ქალი დიდხანს ეხვეოდა, მდუმარედ , უსიტყვოდ გრძნობდნენ დასასრულს . ანდრო დატოვა , უცნაურად თავისუფალმა განაგრძო გზა სახლისაკენ. იმ ადგილისკენ რომელიც მალე ცვლილებებს განიცდიდა. ცვლილებებს ,რომლებიც გარდაუვალი იყო ,რომელსაც ელენე დაიწყება ....... დუდასთან მორიგი საუბარი ჰქონდა, დიანა და ნოდარიც ახლოს იყვნენ . ელენა მათ უყურებდა და კიდევ უფრო მეტად უმძაფრდებოდა კმაყოფილების შეგრძნება დუდას მათთან მიყვანის გამო. -როგორი ბედნიერები არიან ... ასეთი ენერგიულები წლებია არ ყოფილან -ვგრძნობ მათ უპირობო სიყვარულს და მეც მიკვირს ასე მცირე დროში როგორ მივეჯაჭვე... საოცარი ადამიანები არიან - იმდენად გულწრფელი იყო მის ერთ სიტყვაშიც ვერ შიტანდით ეჭვს -ნამდვილად განსხვავდებიან ყველა მათი თაობის ადამიანისგან ... იმდენად კარგები არიან მეც კი შვილივით შემიყვარეს -შენს გარდა არავინ ჰყავდათ...ირაკლი წასულია, ერეკლემ კი შენი თავი დაუტოვა. შენც მათზე ზრუნავ , როდესაც წრფელად გიყვარს იგივეს იღებ სანაცვლოდ ...შენ რომ ცუდი იყო ასეთი დამოკიდებულება არ ექნებოდათ -მართალია... -იოანე არ მოსულა, მე როცა აქ ვარ არ ჩნდება. დიანას ურეკავს , მობილურით ელაპარაკება მხოლოდ. ღელავენ და მე თავს დამნაშავედ ვგრძნობ -იოს იმდენად უყვარს ორივე ,რომ მათ შორის ვერავინ ჩადგება... არ იდარდო -მადლობა მინდა გითხრა ...ყველაფერი ზემდეტად მალე მოგვარდა -დუდა თაბაგარი ხარ და დოკუენტებშიც ასე უნდა იყოს. ყველაფერი მოგვარებულია, უნივერსიტეტში სექტემბრიდან დაბრუნდები -ხომ იცი არ მინდა თქვენგან არაფერი , მაგრამ სწავლის გაგრძელება იმდენად მაცდური წინადადებაა უარს ვერ ვამბობ -სწავლას რომ გააგრძელებ სად აპირებ ცხოვრებას... ისევ რაღაც სორო უნდა იქირაო? იმ უჟანგბადო გარემოში როგორ იმეცადინებ წარმოდგენაც არ მინდა -რაზე საუბრობთ შვილო?- დიანა ჩამოჯდა და ელენს გაუღიმა -რა კარგი ხარ ყველაფერი რომ მოაგვარე -სწავლასთან დაკავშირებით ვსაუბრობთ დედა... ვაპირებ ბინა ვიყიდო სადაც იცხოვრებს -არა , გთხოვ არ გინდა იმიტომ რომ არ შემიძლია-ისე გააპროტესტა თითქოს რაღაც საშინელებას სთავაზობდნენ. დიდხანს ცდილობდნენ დიანა და ელენე მის დარწმუნებას ბოლოს კი გონებაარეული სხვა წინადადებას დასთანხმდა -ჩემი სახლი ცარიელია, სტუმრის სტატუსი მოირგე მაშინ მამაშენის სახლში და იქ გადმოდი...სწავლა ორ კვირაში იწყება -შესანიშნავი აზრია- ამჯერად ნოდარიც ჩაერთო საუბარში და ბოლოს შედეგიც დადგა. დუდა ერეკლეს სახლში გადაცხოვრდა. სწავლაც დაიწყო და ცარიელი სახლის ერთი ნაწლი შეავსო. ახალი ისტორიის წერა დაიწყეს კედლებმა ,რომელიც ერეკლემ დიდი სიყვარულით შექმნა. ელენეც კმაყოფილი იყო, ნაწილი საქმისა შესრულებული ჰქონდა, საქმეები დიდ დროს ართმევდნენ. შემოდგომაც დაიწყო და ყველაფერი აქტიურ ფაზაში გადავიდა ზაფხულის დასვენების შემდეგ. საღამოს ვახშმის შემდეგ მისაღებ ოთახში ისხდნენ, იშვიათად ახერხებდნენ საუბარს დუდა სწავლობდა, მეგობრებთან ატარებდა დროს უბრუნდებოდა სტუდენტურ ცხოვრებას , ელენას ჩვეულებისამებრ არასდროს ჰქონდა თავისუფალი დრო და შაბათ საღამოს ძლივს მოახერხეს ერთად ყოფნა. დიდხანს საუბრობდნენ, ჩაის თანხლებით ატარებდნენ წვიმიან საღამოს. საუბარი რა თქმა უნდა ერეკლეს ირგვლივ ტრიალებდა მუდამ და დუდაც სულ უფრო მეტ კითხვას სვამდა . ელენა თავს იმდენად მშვიდად და კოფორტულად გრძნობდა საუბარს არ წყვედდა სანამ ყველაზე მძიმე თემასთან არ მივიდა -გასაკვირია თქვენი ურთიერთობის მქონე წყვილს ოთხი წლის განმავლობაში როგორ არ გყავდათ კიდევ ერთი შვილი ... თანაც ერეკლეს ბავშვები უყვარდაო ამბობ -ფეხმძიმედ ვიყავი, ერეკლე რომ გარდაიცვალა ხუთი კვირის იყო ნაყოფი ... არ იცოდა , არც მე ვიცოდი და ისე დავკარგე ვერც კი გავიგე მისი არსებობის შესახებ. მე ვერც იოანეს აღზრდა მოვახერხე... მის დანატოვარს ვერ გავუფრთხილდი და გთხოვ მიიღე ყველაფერი რაც შენია . მომეცი საშუალება გავაკეთო ყველაფერი ერეკლეს ნაცვლად - ეს იყო ამბავი რომელიც არავინ იცოდა დიანას და ნოდარის გარდა . ამბავი რომელსაც მხოლოდ მარტო ყოფნისას იხსენებდა . მზერა მოაშორა, თვალები აემღვრა და რამდენიმე წამიანი დუმილი გამეფდა, მხოლოდ წვიმისა და ქარის ხმა ისმოდა. ციოდა, იმ დროს ყველაზე მეტად ციოდა ელენას, გაიყინა თითქოს ისე გაულურჯდა თითები. შემდეგ ბიჭი მოეხვია , მოულოდნელად ჩაეხუტა და თავზე აკოცა . ემოციებმა იმძლავრეს, ყველა ზღვარი დაარღვიეს და ცრემლებმაც გადალახეს ჯებირები -ვწუხვარ შენ გამო ... ყველაფრის გამო რაც დაკარგე ერეკლესთან ერთად -დუდა -ცხოვრებას აქვს სასწორი და ერთ დღეს ყველა ტკივილის გამო სიმშვიდეს მოგიტანს...ამის მჯერა და შენც დაიჯერე -იმდენად რთულია ჩემი სიმშვიდის დაბრუნება მეეჭვება სასწორი ოდესმე გათანაბრდეს... ზოგჯერ ეჭვი მეპარება იმაში ,რომ იოანე ოდესმე დამიბრუნდება . ზედმეტად ბევრი ცოდვა დავაგროვე - ცრემლები შეიმშრალა, სავარძელს მიეყრდნო და დუდას მზერა მოაშორა -ვერ დავიჯერებ,რომ ქალი რომელსაც შეუძლია გარდაცვლილი ქმრის უკანონო შვილი მიიღოს ამდენ ცოდვას ჩაიდენდა -ჩემზე ამბობენ საბედისწერო ქალიაო ... -იცი რა? მნიშვნელობა არ აქვს სხვები რას ამბობენ შენზე, მთავარია თავად რას ფიქრობ საკუთარ თავზე -მე? არც კი ვიცი რას ვფიქრობ ან ვგრძნობ საკუთარი თავის მიმართ... ასე დაასრულა საუბარი , ცარიელმა სხვის შვილთან ახლოს საკუთარისგან შორს გაატარა კიდევ ერთი ღამე. ….. დილით ადრე გაიგო კარზე ზარის ხმა, სახლში გავრცელებული სიჩუმე უეცრად დაირღვა . ნახევრად მძინარე მიაბიჯებდა კიბეზე და თან ხალათს იცვამდა დუდა რომ გამოჩნდა -ვინ უნდა იყოს? -დაიძინე ალბათ ჩემთანაა ვინმე -ექვსი საათია ელენე -ბოლო დროს არავინ გამიბრაზებია - გაიცინა და კარი გააღო - ირაკლი ? -რა ბიჭი , რის ბიჭი იპოვნე .. რა მოიგონე იოანე გაგიჟებულია ყველამ გააფრინეთ ტო?- ჩემოდანი ხმაურით დადო და გვიან შენიშნა მოშორებით მდგომი ბიჭი- ამის დედაც -გაიცანი დუდა თაბაგარი ... ეს კი ირაკლია , ბიძაშენი რომელსაც იმდენად ჰგავს იოანე ხასითით ნერვები მეშლება- თვალები აატრიალა და ირაკლის გახედა- ტესტის პასუხიც გვაქვს. არ ვიცი შენმა საყვარელმა ძმისშვილმა რა გითხრა, მაგრამ დუდა ნამდვილად ერეკლეს შვილია ... გვარიც მივეცით უკვე და გთხოვ ახლა სისულელეები არ დაიწყო -გაგიჟება შეიძლება ... როგორ გავს ტო . აქ ცხოვრობ? -ხო ... ელენემ მაიძულა -ხო მაგას და მაგის ქმარს იძულება კარგად გამოსდით ... - უცებ მოხვია ხელი და ჩაიხუტა . თავზე აკოცა და მერე ისევ სახეზე დააკვირდა-ნეტავ ერეკლესაც ენახე -რჩები? -ხო, აქ ...შენთან - ელენეს გახედა და თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა- შენ რა ჯანდაბას აკეთებ ასეთს სულ უფრო და უფრო ლამაზდები -შენ კი სულ უფრო და უფრო მეტად ბერდები ... ისევ ვერავინ შეაცდინე ცოლად რომ გამოგყვეს და შვილი გაგიჩინოს?ხომ ხედავ ერეკლეს ორი ბიჭი ჰყავს -რას ვიზამთ ისეთი გიპოვნა მისი სიკვდილის მერეც კი უმრავლებ გვარს...ისე რას შვები არ თხოვდები? -ქორწილში აუცილებლად დაგპატიჟებ... შენი ოთახი იცი სადაცაა. დუდა ჩუმად იდგა და უყურებდა მათ უცნაურ დიალოგს. ელენე წავიდა ,ირაკლიმ ჩემოდანი აიღო და ამჯერად სახლი შეათვალიერა.ელენეს ყველაფერი შეცვლილი ჰქონდა. თავად ირაკლი თითქმის არაფრით ჰგავდა ერეკლეს, ხასიათით კი განსაკუთრებით განსხვავდებოდნენ, ელენესთანაც არ ჰქონდა კარგი დამოკიდებულება და მართალია ერთმანეთს არ მტრობდნენ ,მაგრამ არც მეგობრობდნენ. ირაკლი გართობისა და ცხოვრებისგან სიამოვნების მიღების გარდა არაფრისთვის ცხოვრობდა. მუდამ მოგზაურობდა, სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობდა , კაცმა არ იცის ფულს როგორ შოულობდა. ხატავდა, უკრავდა, მღეროდა ხელოვნება მისი გატაცება იყო და ერეკლეს გარდაცვალების შემდეგაც მალევე დატოვა ქვეყანა . თავს საშინლად გრძნობდა, განტვირთვისთვის საქართველოს უნდა მოშორებოდა, არაფერი გაუკეთებია ერეკლეს ბიზნესისთვის, არც ელენეს და იოანეს დახმარებია. მშობლებიც დატოვა და თავის გადასარჩენად გაიქცა ელენე კი არ პატიობდა ამ ნაბიჯს. -ლენკას ნუ მოუსმენ... მაგრად არ ვევასები იმიტომ რომ მისგან განსხვავებით ცხოვრება გავაგრძელე ერეკლეს სიკვდილის შემდეგ. უნდოდა მეც აქ დავრჩენილიყავი და თავი ცოცხლად დამემარხა ყველასთან ერთად... მე ერეკლეს კარგად ვიცნობდი და მას არასდროს ენდომებოდა ის რასაც ელენე აკეთებს. მიხარია რომ გიპოვნა, კარგია აქ რომ ხარ ... ეს სახლი დიდი ხანია ცარიელია - დუდას მხარზე მოხვია ხელი და მასთან ერთად აუყვა გრძელ კიბეს -დიანას და ნოდარს გაუხარდება თქვენი დაბრუნება ... ენატრებით -მაგათ ლენკა უფრო უყვართ ვიდრე მე ... აღმერთებენ რძალს , რომელმაც საკუთარ ცხოვრებაზე უარი თქვა და მათ გარდაცვლილ შვილს შესწირა თავი -ასე არ არის ... თქვენ დიდი ხანია აქ არ ყოფილხართ ალბათ -სამაგიეროდ დიდი ხნით დავრჩები ... სამშობლოს ნოსტალგიაც მაწუხებდა და შენი გამოჩენა საბაბად გამოვიყენე -დაისვენეთ ... საუბრისთვის დრო გვექნება -მე ბიძა ვარ თუ რა ხდება...რა თქვენობით მელაპარაკები ,ტო -კარგი ,როგორც გინდა- გაიცინა და საკუთარ ოთახთან გაჩერდა -ესაა შენი ოთახი?- გაიცინა და დერეფანს გახედა- მანდ მეორე ბავშვისთვის ოთახი უნდოდათ ... კარგი დავიძინებ ცოტას და შემდეგ შევხვდებით- დერეფნის ბოლოსკენ დაიძრა და ერთ-ერთ ოთახში მიიმალა. მობილური აიღო და იოანეს დაურეკა. დიდხანს ელოდა როდის უპასუხებდა, მაგრამ ბატონმა გაღვიძება და ტელეფონის პოვნა ძლივს მოახერხა -ალო - ბოხი ხმა ჰქონდა , ძლივს გამოფხიზლებული -ჩამოვედი ... დედაშენთან ვარ. ახლა დავიძინებ და გაღვიძებამდე აქ მოსული დამხვდი ,შენი ბარგით -ირაკლი კარგი რაა...მე რა გითხარი და შენ რას მთხოვ -რასაც გეუბნები ის გააკეთე მეორედ არ გაგიმეორებ ხომ იცი - მობილური საწოლზე დააგდო , არც გაუხდია ისე დაწვა და რამდენიმე წამში მართლაც გაითიშა. ....... დუდასთან ერთად საუზმობდა იოანე რომ შევიდა ოთახში და მაგიდასთან დაჯდა. მზარეულს თეფშის მოტანა სთხოვა და დუდას ჭიქაში წვენი დაისხა. გამოუძინებელი იყო, მაისური და შორტი ეცვა , არეულ თავზე ხელი შემოიდო და ელენას გახედა. არც კი იცოდა ამდენ ხანს სად იყო გადაკარგული, ვერსად იპოვნა და ახლა უეცრად გამოჩენილს რომ შეხედა ცოტაც და ბედნიერებისგან ხტუნვას დაიწყებდა რომ არა იოანეს სიტყვები რომელმაც დედამიწაზე ძლიერად დაანარცხა -იმედია ისე არ გადავარდი ნოსტალგიებში რომ ამასთან ჟ.მაობას არ დაიწყებ ერეკლეს მონატრებით გაგიჟებული -რას ბოდავ - ელენეს არაფერი უთქვამს , დუდა კი წამსვე აინთო -ახლა წიოკობ თორემ ამან რომ მოინდომოს მამაჩემზე მეტად გაგაგიჟებს...შენნაირები დაუშტერებია? - გაიცინა და თავი გვერდით გადახარა -წარმოდგენაც არ გაქვს რას ამბობ... სულელი ბავშვი ხარ -მე კი არა შენ არ ხარ არაფრის აზრზე...გგონია კეთილი ელენა დეიდა მკვდარი ქმრის შვილს ყველაფერს აძლევს. სოფლელი ბიჭი სასახლეში დაგსვა, ყველაფერს მოგცემს -გეყოფა - მაგიდაზე ხელი დაარტყა და წამოდგა -დილამშვიდობისაა...რა კარგია ყველა აქ ხართ - ირაკლი შევიდა, მშვენიერ განწყობაზე იყო, იოანეს თავზე დაადგა, მხრებზე ხელი მოხვია, თავზე აკოცა და თმები აურია- როგორ ხარ ლომოო -როგორ უნდა ვიყო , ვიღაც კ.ხპის გაგდებული ნაბიჭვრის ოჯახში მიღების და ჩემი გაძევების შემდეგ-საუბრის გაგრძელება ვერ შეძლო, სახეზე ასახული ირონიული ღიმილიც მოეშალა დუდამ ისე დაარტყა სკამიანად აყირავდა -დედაჩემი კიდევ რომ ახსენო ძვლებს დაგამტვრევ- ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა ელენა,რომ ვერ წარმოიდგენდა. დუდას ფიცხი ხასიათის გათვალისწინება ვერ მოახერხა. ირაკლიც კი უმოქმედოდ უყურებდა იატაკზე გაშხლართულს ტუჩიდან სისხლი რომ სდიოდა და თავზე შეშლილი გამომეტყველებით ადგა დუდა -რა სიმართლე მტკივნეულია? ერეკლეს სულ კარგი ქალები ჰყავდა...მარტო დედაჩემი კი არა მანამდეც უბრალო ქალთან არც ზას.ბდა - იცინოდა , ტუჩიდან ხელით მოიწმინდა სისხლი და ფეხზე წამოდგა- დედაშენი მისი რიგითი ნაშა იყო , რომელთანაც ერთობოდა და მერე ისე მიატოვა როგორც ყველა დანარჩენი ... დედაჩემის სილამაზემ დააბრმავა თორემ შესაძლოა შენც ეღიარებინე შვილად. ალბათ აბორტის გაკეთებაც სთხოვა საწყალ დედაშენს, მაგრამ მან ვერ გაგიმეტა ... ერთი ჩვეულებრივი ხარ ,რომელიც დედამ სასიკვდილოდ ვერ გაიმეტა და იმის ნაცვლად დედაშენს მადლობას ეუბნებოდე აქ ვიღაც უცხო ქალთან ერთად გადმოცხოვრდი -გიჟდები ხომ? ცოფდები მე რომ ასე ძალიან ვგავარ - დუდას სიტყვებმა უარესად გააცოფა ამჯერად თავად დაარტყა და კედელთან მიიმყვდია. ყელზე უჭერდა თითებს დაახრჩობდა ირაკლის რომ არ მოეშორებინა - ... მაგ სახეს აგათლი შენი დედაც ... შენ არავინ ხარ ხარ შენ არაფერი გაკავშირებს ერეკლესთან ელენა ოთახის მეორე ბოლოში იდგა და ყველაფერს უყურებდა. ყელში ბურთი გაეჩხირა , სუნთქვა შეეკრა სანახაობამ იმდენად შეძრა. საკუთარი შვილი აკეთებდა ამ ყველაფერს, შვილი რომელიც ვერ აღზარდა, რომლისთვისაც ვერაფერი ღირებული გააკეთა . ყველაფერი თავდაყირა იდგა...საკუთარი შვილი იყო დამნაშავე , ბიჭი რომლის გარდაც არავინ ჰყავდა და ისიც არაფრად მიიჩნევდა დედის არსებობას თავის ცხოვრებაში. რა უნდა ეთქვა, რა უნდა გაეკეთებინა უნდა დაეტუქსა ორივე? უნდა ეჩხუბა და მერე რა? მათთვის სიტყვებს მნიშვნელობა ჰქონდა? იოანესთვის ელენეს არცერთ სიტყვას ჰქონდა ფასი. ეს დასასრული იყო, კიდევ ერთი ზრვარი რომელმაც ყველაზე დიდ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა ...ყველას ზურგი აქცია, ბიჭები ირაკლის დაუტოვა და სახლსაც გაეცალა. ........... ერთ დღეს ჩერდები და ხვდები, რომ უფუნქციო ხარ ... ვერ იხსენებ როდის დაიწყო ეს პროცესი , მაგრამ ხვდები _დაიგვიანე. გონს მოსვლა დაგაგვიანდა... დრო გავიდა , გაფრინდა ისე თითქოს არც ყოფილა . ისევ აგრძელებ გზას, იმ იმედით რომ რაღაც შეიცვლება. გზად შეგხვდება მიზეზი ცხოვრებისთვის, საქმე რომელიც გამოგივა. მიდიხარ , მიდიხარ და დრო ისევ ქრება , უჩინარდება ისე როგორც ხელისგულზე დაცემული ქათქათა ფიფქი. ისევ ჩერდები , ყველაფრისგან შორს ხარ დაკარგული დროითა და არარსებული შესაძლებლობებით. დამარცხდი, საკუთარ თავთან წააგე და დასრულდა ... ელოდები როდის დასრულდები, მაგრამ დრო მტანჯველად ნელა იწყებს სვლას ელოდები, ოცნებობ, ნატრობ , რომ მორჩე , დასრულდე სამუდამოდ შეწყვიტო ცხოვრება სხვისი დაგეგმილი გზით და დაიბრუნო საკუთარი თავი, ადამიანი რომელიც უკვე დაივიწყე, ცოცხლად დამარხე ... სად უნდა წასულიყო არ იცოდა , სხვა ადგილი არ ჰქონდა . ერეკლეს საფლავთან გაჩერდა და ამღვრეული მზერა მიაპყრო მის სახეს -რა გინდოდა ჩემგან ... ასეთი რა დაინახე რომ ამომიჩემე . რატომ დამიტოვე ეს ტვირთი...ხომ ყველაფერი გავაკეთე. შენი შვილიც კი ვიპოვნე, ყველაფერს მივცემ , ყველაფერს რასაც შენ გააკეთებდი , მაგრამ მაინც ვერ გამოვისყიდი? როდის გავთავისუფლდები იმ 5 წლის ვალიდან. ხო , შენ ვალი დამიტოვე იმ ხუთ წლიანი ბედნიერების გადასახადი... წახვედი, შენი ნებით დამტოვე , გაიქეცი, შეგეშინდა და მიმატოვე . ვეღარ გადავიხადე? შენი სიყვარულის საფასური რამდენია რატომ არ მითხარი ... ჯოჯოხეთში ვიწვი და შენ არაფერს აკეთებ...დავიღალე , დავიღალე გესმის? დავიღალე ... დავიღალე და მეც თავი მოვიკლა? მითხარი მეც ისე მოვიქცე როგორც შენ? არაფერს მეუბნები... დავიღალე ,ვეღარ ვუძლებ უშენობა მშლის, შენი დატოვებული ტვირთის ტარება აღარ შემიძლია გესმის? ვნებდები ... საკუთარი ჯოჯოხეთი დამიტოვე და მე ჩემი წილი ცეცხლი დავუმატე ახლა ისე ვიწვი, სულიც მალე დაიფერფლება ....... სახიდან სისხლის მოწმენდაც არ უფიქრია, ფიზიკურ ტკივილს ვერ გრძნობდა, სულის ტკივილი ანადგურებდა და სუნთქვაც უჭირდა უკვე. ზედმეტად რთული იყო მისი ცხოვრება, ყველაფერი სულ უფრო და უფრო უარესდებოდა . უნდოდა ყველაფერს მოშორებოდა, ეს მიაჩნდა ხსნად ,მაგრამ მაინც არ გამოვიდა. არც თავის მოტყუება, გამოთრობა, გაბრუება და ხალხმრავლობაში ყოფნა შველოდა. ბოლოს მაინც ყველა მიდიოდა, ალკოჰოლიც წყვეტდდა მოქმედებას, სიამოვნების ყველა წყარო კარგავდა ეფექტს და რჩებოდა მარტო საკუთარ ცხოვრებასთან, ფიქრებთა, წარსულთან , ჯოჯოხეთში რომლის ცეცხლსაც ვერ აქრობდა. ბარბაცით აუყვა კიბეს, არყის ბოთლი იქვე დატოვა და წითელ კარს იმედიანი მზერა მიაპყრო. უყურებდა და დიდხანს ვერ ბედავდა დაკაკუნებას. ზარის ღილაკს შეეხო, გულის სიღმრეში არ უნდოდა კარი რომ გაეღოთ. მალევე გაისმა გოგონას წკრიალა ხმა ,უკან გაბრუნება ვერ შეძლო , კარიც გაიღო და გამოჩნდა ლიზა თავისი მრგვალი თვალებით, ცხვირზე დაკოსილი სათვალით და მოკლედ შეჭრილი ხვეული თმით ,რამდენიმე კულული მუდამ შუბლზე ეყარა -აქედან წადი- კარი ცხვირ წინ მიუხურა. ამღვრეული მზერის დამალვა მაინც ვერ მოახერხა. ზურგით მიეყრდნო კარს და ღრმად ჩაისუნთქა . იოანე რკინის მასიურ ზედაპირს შუბლით ხეეხო, ხელისგულები მიაბჯინა და ლაპარაკი დაიწყო -ხუჭუჭა...ნუ გამიშვებ გთხოვ .ლიზ ,პატარავ -რა ხდება , რატომ მოხვედი რიგით ნ;შასთან ... გზად არავინ შეგხვდა შენი კ.ხპებიდან? იქნებ რომელიმეს გამო გაგალამაზეს ასე- ისევ გააღო კარი, ცდილობდა ბრაზი გადმოენთხია ,მკაცრი ყოფილიყო და ყველაფერი ეთქვა, მაგრამ ვერ შეძლო - ვინ დაგმართა ეს - ისეთი თხელი , პატარა თითები ჰქონდა და მაინც როგორი ძალა ჰქონდა მის ერთ შეხებასაც კი. ლოყაზე ფრთხილად შეეხო და თვალები კიდევ უფრო დაებინდა. ზღურბლზე იდგნენ ისევ, იოანემ უცებ რომ შეამცირა ზღვარი, ხელები მოხვია თავისზე დაბალს, დაიხარა, თავი მის ყელში ჩამალა და ისე წამოუვიდა ცრემლები თავის შეკავებზაე აღარც უფიქრია. უბრალოდ ვერც იაზრებდა საკუთარ ქცევას, თითქოს დინებამ ჩაითრია და დანებებული მიჰყვებოდა-იოო , ნუ მაშინებ გთხოვ- თითები გადაპარსულ თავზე შეახო და ყელისკენ გადაინაცვლა- გემუდარები -ბიჭის ყურთან საუბრობდა , ტუჩები გაუაზრებლად შეახო ყბის კუთხეში და თავადაც მოხვია მკლავები ყელზე. სახლში შეიყვანა, რკინის კარი მიხურა და თვალი არ მოუშორებია ბიჭისთვის ისე შევიდა მისაღებში . ბოლოს დივანზე იჯდა ,იოანეს მის კალთაში ედო თავი ,ხელზე ეფერებოდა თავისი გადაყვლეფილი მტევნებით და ემბრიონის ფორმაში მყოფი ადგილიდან არ იძვროდა. არც საუბრობდა, თითქოს არც სუნთქვდა, ზოგჯერ ისე ღრმად ამოისუნთქავდა ტკივილიან კვნესას ჰგავდა . -ცოტა ხანიც და მალე წავალ ხუჭუჭა-თვალები არ გაუხელია ისე უთხრა და მისი თითები ტუჩებთან მიიტანა -იო რა დაგემართა - თავი დახარა და ლოყაზე აკოცა -ასე ვინ გაგიმეტა- ფრთხილი, ნაზი კოცნებით მიუყვებოდა იოს სახეს ,ცრემლებს ძლივს იკავებდა და მაინც არ ტიროდა -ვინ და ღმერთმა , ერეკლე რომ წაიყვანა მაშინ გამიმეტა ...იქნებ საერთოდ რომ გავჩნდი ამით გამიმეტა ჯოჯოხეთისთვის-ხმაც კი შეცვლილი ჰქონდა, სუსტი და უძლური ჩანდა -ასე ნუ ამბობ...ყველაფერი შეგვიძლია შევცვალოთ იმ მოცემულობაში რომელიც გვაქვს -რა უნდა შევცვალო არ არსებული ბავშვობა, არ არსებული მშობლები, არ არსებული სიყვარული, არ არსებული ადამიანობა ? საერთოდ ვინ ვარ მე ლიზ? -გზაარეული, მიზანდაკარგული, სულელი ბიჭი ხარ რომელსაც შეუძლია ყველაფერი შეცვალოს და დაიჯერა ,რომ არაფერი გამოუვა ...შენ , შენ ყველაზე ცუდი და კარგი ხარ მათ შორის ვინც კი მინახავს...ყველაზე ნათელი და ბნელია შენი სული -საკუთარი სიტყვებით თვალების გახელა აიძულა ბიჭს . მის დანისლულ მწვანეებს უყურებდა და სუნთქვა ეკვროდა- შენ ხარ ბიჭი რომელიც მეზიზღება და უზომოდ მიყვარს -არ უნდა გიყვარდე ლიზ... მე იმდენად ბნელი ვარ შენც ჩაგითრევ. არ უნდა გიყვარდე ლიზ, სიყვარულის დაკარგვა ანადგურებს , ნაწილებად შლის ყველაფერს ლიზ - გოგოს სახე თითებში მოიქცია, ცხვირის წვერზე ეხებოდა ,შუბლი შუბლზე მიაბჯინა მერე ვერ გაუძლო სურვილს და მის რბილ ტუჩებს თავისი უხეში, მსხვილი ტუჩები შეახო. სიყვარული ჯოჯოხეთსა და სამოთხეს შორის არსებული ერთადერთი ხიდია . მას შეუძლია გაგხადოს უბედური და ბედნიერი. როცა გიყვარს საკუთარ თავს კარგავ გულთან ერთად და ის თუ მიდის ვინც გაგიჟებით შეიყვარე სამუდამოდ უფერულდები. იოანეს ჰქონდა შანსი, რომლის გამოყენებაც აშინებდა. წარსული ახრჩობდა, მარწუხებს უჭერდა და უკან დახევას აიძულებდა, მაგრამ მაინც ჰქონდა გზა ბედნიერებისკენ... ... სახლის კართან შეხვდნენ ერთმანეთს, თითქმის ერთროულად გააჩერეს მანქანები . ორივემ საყვარელ ადამიანთან ყოფნით შეძლო სულის დროებით დამშვიდება, ერთი სასაფლაოდან მოდიოდა მეორემ დილაადრიან დატოვა ლიზას ბინა და უკან დაბრუნდა, ჯოჯოხეთის კართან . იოანემ ისე აუარა გვერდი არაფერი უთქვამს, თავდახრილი მიაბიჯებდა ელენე კი თვალს არ აშორებდა. ორივე გამოფიტული იყო, გზაარეული და უმიზამართო. ისევ ის სახლი იყო უკანასკნელი თავშესაფარი , სახლი რომელიც ერეკლესთან აკავშირებდათ. დუდა ირაკლისთან ერთად იყო მისაღებში, ისიც არაფერს ამბობდა .ელენე რომ დაინახა შემდეგ წამოდგა და მისკენ დაიძრა. იოანემ ისევ ცინიკურად ჩაიცინა და კიბეს ჩუმად აუყვა. ეზიზღებოდა ყველაფერი და მაინც არ მიდიოდა, წასვლის შემდეგ სრულიად ცარიელი გახდა , იმ სახლისგან შორს ყოფნა უმართავს ხდიდა. -მე მივდივარ- დერეფანში მიმავალ იოანეს ახედა და ისიც წამსვე შეჩერდა- ყველაფერი გავაკეთე რაც ერეკლემ მთხოვა .... უფლებამოსილებას კომპანიაზე ორივეს ექნება და როგორც უნდათ ისე მოიქცნენ -სად მიდიხარ ტო ... რა დროს წასვლაა -ირაკლი დამფრთხალი უყურებდა -უჩემოდ მშვიდად იქნება , სამუდამოდ არ მივდივარ ... დიკოს და ნოდარს ვერ ვნახავ . ინერვიულებენ და გადამაფიქრებინებენ - ჩუმად ლაპარაკობდა. შემდეგ ისე შებრუნდა ერთი ნივთიც არ აუღია . იოანე მეორე სართულის დერეფანში იდგა, მოაჯირს ეყრდნობოდა და ზემოდან უყურებდა მიმავალს. სუნთქვა შეეკრა, მისი უძლური სხეულის დანახვისას ყველაფერი ჩამოინგრა ირგვლივ. ელენა მსგავსი არასდროს უნახავს, არ ახსოვდა მისი ასეთი განადგურებული სახე . უნდოდა გაქცეულიყო, მოხვეოდა დარჩენა ეთხოვა, მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა. საჭესთან გონებაარეული იჯდა ...არ იყო ელენა ის ქალი თვითმკვლელობაზე რომ იფიქრებდა, მაგრამ ამჯერად დიდი სიჩქარით მიდიოდა. ქალაქი დატოვა, იმ გზას დაადგა სადაც ერეკლემ დაასრულა სიცოცხლე. ადგილს რომელიც ეზიზღებოდა ელენას, გზა რომელსაც არასდროს გადიოდა. შუაღამე იყო ხევთან რომ მივიდა, სიჩქარეს უმატა, თითქოს მიფრინავდა თავისუფლება იგრძნო , დასასრულის მოახლოება. სიბნელე უახლოვდებოდა ,რომელიც მალე შთანთქავდა, მაგრამ საკუთარ თავს დანებების უფლება ბოლოჯერ მოუკლა. მუხრუჭს წრაფად დააჭირა, მანქანა უფსკრულის თავზე გააჩერა და სუნთქვააჩქარებულმა სეხედა ცარიელ სივრცეს ...იგრძნო ერეკლეს განცდები და კიდევ უფრო ეტკინა -ასე მალე არ მოვალ ... დიდხანს გალოდინებ, ცხოვრებით დავტკბები და შემდეგ ჯოჯოხეთის ცეცხლს მოგანატრებ რომ გნახავ- ცივი ქარი ქროდა, მთელი სხეული გაყინული ჰქონდა. მოჭარბებული ემოციები მართავდნენ, სიგიჟის ზღვარზე იყო და სიცარიელეს ესაუბრებოდა-დავიბრუნებ ძალას და დავბრუნდები, შენთან წამოსვლა მარტივია იოანეს კიდევ ერთხელ ვერ დავტოვებ - მანქანასთან მიწაზე იჯდა , გზა ცარიელი იყო მთვარე ძლივს ანათებდა ჩაბნელებულ სივრცეს ის კი პირველად მიდიოდა , გარბოდა , ტოვებდა ყველას და ყველაფერს საკუთარი თავის დასაბრუნებლად. ........... სახლში უცნაური სიცარიელე იყო, ისეთი როგორიც არასდროს შეუნიშნავთ. სამნი იყვნენ , მაგრამ მაინც არაფერი იცვლებოდა. დუდა თავს ზედმეტად გრძნობდა სახლში საერთოდ არ ატარებდა დროს, შუაღამით ბრუნდებოდა და ისე შედიოდა ოთახში როგორც ქურდი. ირაკლი დიანას და ნოდარის დამშვიდებას ცდილობდა ისევ, ხვდებოდა რამდენად რთული იყო მოხუცებთან გამკლავება. ორივეს გული აწუხებდა, მათი ექიმთან ვიზიტი, წამლები, მკურნალობა, ანალიზები. აგარაკის ამბები,რომლებსაც ელენე აგვარებდა უკვე მისი საქმე გახდა. ნათესავები,რომლებიც ათას რამეს თხოვდნენ, ზოგი პატიჟებდა, ზოგიც სამსხურის დაწყებას თხოვდა,ზოგიც ფულის სესხებას. ზოგს საერთოდ არ იცნობდა, ელენე კი აშკარად ყველაფერში იყო გარკვეული, ყველაფერს აკონტროლებდა და არაფერს ტოვებდა უყურადღებოდ. ბიჭებთან საუბარიც ვერ მოახერხა, ხან დუდას გამოიჭედა ხან იოანეს, ერთად არსად ჩნდებოდნენ. კომპანიაში სრული ქაოსი შეიქმნა, ნატალი ყოველდღე ურეკავდა სამივეს მორიგეობით ატყობინებდა ამბებს. შეხვედრების გადადებას ვერარ ახერებდა, უკვე მუქარები ისმოდა და ელენას ყველა დაეძებდა. ისევ გვიან დაბრუნდა, ჩაბნელებულ სახლს რამდენიმე სანათი ანათებდა . ჩუმად მიაბიჯებდა უეცრად რომ გაიგო იოანეს ხმა და მაშინვე მისკენ გაიხედა -ასე ჭიანჭველას ნაბიჯებით სიარული არ გღლის? შენს ადგილას -მე შენ არ გგავარ -დარწმუნებული ხარ? მე რამდენიმე მსგავსება ამ წამსვე შემიძლია გითხრა- ღვინის ბოთლი ეჭირა, აშკარად ნასვამი იყო კედელს მიეყრდნო და ფეხები გადააჯვარედინა -მაგალითად რა ? საერთო სისხლი? გენეტიკა და მამა? -ეგეც ...კიდევ ის რომ აზრზე არ ვართ როგორია როცა მამა გყავს, როცა თავს დაცულად გრძნობ ის რომ შენთანაა, როცა რაღაც გაინტერესებდა და ჰკითხავდი... თუმცა შენ მამინაცვალი გყავდა...ალბათ ბავშვობაში ყველაფერს ეკითხებოდი -არა ! მისი აზრი არ მაინტერესებდა... მე მარტო ვიყავი , დიდ ოჯახში სრულიად მარტო -ახლა არ მითხრა დედაჩემი საუზმეს არ მიმზადებდა, ტანსაცმელს არ მაცმევდა, არ მაბანავებდა, არ მივლიდა, არ მირეკავდა რომ ვაგვიანებდი და არ მსაყვედურობდაო თორემ ტირილს დავიწყებ -არა , მაგ ყველაფერს ვიღებდი ... თუმცა დედაჩემი დიასახლისია ტრადიციულ ოჯახში სადაც ერთად თუ არ დასხდებიან სუფრასთან ომი დაიწყება . ყველაფრის მომზადება ევალებოდა და დედამთილი სანამ ცოცხალი ჰყავდა ყველაფერს უმოწმებდა. მისი ნება რომ ყოფილიყო დარწმუნებული ვარ არაფერს მოამზადებდა სანამ შიმშილისგან გონებას არ დავკარგავდით... სკოლაში მხოლოდ ორჯერ იყო . ძირითადად მამინაცვლის შვილების ამბებზე დადიოდა, მათ სკოლიდან გაგდებას რომ აპირებდნენ. ჩემი და რომ გააჩინა საერთოდ ისეთი გადაღლილი იყო არავინ ვადარდებდით , მაგრამ მაინც მასთან არ ვჩხუბობ , არ ვლანძღავ და მისი მესმის იმიტომ რომ რობოტი არაა და ყველა ფუნქციის შესრულება არ შეუძლია- მიუახლოვდა, ბოთლი გამოართვა და რამდენიმე ყლუპი დალია -შენ ყველას მდგომარეობას ითვალისწინებ...როგორი კეთილი ხარ, გამგები და ადამიანური -მხოლოდ იმათ გაგებას ვცდილობ ვინც მიყვარს ... არც ისეთი გულმოწყალე ვარ -ხო , იარები დიდხანს ვერ მოვიშუშე - ყბაზე ჩამოისვა თითები და გაიცინა- ჩხუბის გამოცდილება აშკარად გაქვს -ჩემი ძმები სულ სპორტით იყვნენ დაკავებულები და ვარჯიშის დროს მიყენებდნენ ... -ანუ გცემდნენ -უბრალოდ ჩემპიონები არიან ,თორემ გამოცდილება ნამდვილად მომცეს და ისეც არ მაკლდა კონფლიქტები -არ მჯერა...მე შენ წმინდანი მგონიხარ ნუთუ ჩხუბობ ხოლმე -როცა მაბრაზებენ და მიწვევენ მაშინ -შენთან მეორედ ჩხუბს ნამდვილად არ ვაპირებ... ვერ ვიტან ხორცივით რომ მკეპავენ- თვალები აატრიალა და დივნისკენ დაიძრა . ფეხები მაგიდაზე შემოაწყო და სიგარეტის ღერი ტუჩებსშორის მოიქცია- ხო და კიდევ ... შენს დაზე რაც გითხარი არ უნდა მეთქვა, ვწუხვარ. ეგეთი საზიზღარიც არ ვარ . ისე მართლა კარგი გოგო ჩანს... მეც სიამოვნებით მეყოლებოდა მისი მსგავსი და -რატომ აკეთებ იმას რაც თავადაც არ მოგწონს... საკუთარი თავი რომ გძულს მოგწონს? -მაზოხიტს ვგავარ? -ძალიან- ფანჯარასთან დადგა და თავადაც მოუკიდა სიგარეტს- ეს სახლი რატომაა ასეთი -როგორია ... არ მითხრა კომფორტული არააო? -ცივია...ცარიელი... ცუდ შეგრძნებას მიჩენს არ ვიცი რატომ ყველაფერია და თან არაფერი -ერეკლეს სული ბუდობს აქ , ელენამ გამოამწყვდია და აღარ უშვებს- ხმამაღლა გაიცინა და თავი უკან გადასწია- აქაურობა მეზიზღება და მაინც ვერ წავედი. იმ ბინაში ყოფნა მაგიჟებდა შენ როდის გადახვალ ახალ ბინაში -ბინის ყიდვას ვერ მოვახერხებ მე -სერიოზულად? შენ აზრზე თუ ხარ რომ მილიონერი ხარ -ასეთი დაუჯერებელია,რომ დედაშენის მილიონები არ მინდა? -აბა რა გინდა -მამა მინდოდა , არ მინდოდა ვყოფილიყავი რომლის მოშორებაც საკუთარმა მამამ სცადა. გავიგე ,რომ არაფერი იცოდა, მაგრამ არ ვიცი რომ სცოდნოდა რას გააკეთებდა. იქნებ მხოლოდ საყვარელი ქალისგან გაჩენილი შვილი უყვარდი და მე სულ ფეხებზე დავეკიდებინე... არ ვიცი დედაშენი ბევრს მიყვებოდა და ამ დროს მეგონა ნამდვილ ერეკლეს ვიცნობდი -მე არ მიყვებოდა... მე მხოლოდ მეუბნებოდნენ „ერეკლე რომ გხედავდეს გაგიჟდებოდა“ „ერეკლეს სულ არ გავხარ“ „ერეკლე რომ იყოს გასწავლიდა“ „ერეკლე რომ ყოფილიყო ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა“ კიდევ ათასი მსგავსი რამ და საბოლოო ჯამში გამოდის,რომ ერეკლეზე სულ მცირე ინფორმაცია მაქვს იმას თუ არ ჩავთვლით რომ მასთან გადაღებული ფოტოები მაქვს -იქნებ ზედმეტად გვიან მიხვდა როგორი დედა უნდა ყოფილიყო და შენ გამოსწორების უფლება აღარ მიეცი -შეუძლია კიდევ გააჩინოს და გამოასწოროს სიტუაცია- ჩაიცინა და კიდევ ერთხელ მოსვა მათრობელა სითხე -კარგი რაა... არ მჯერა ,რომ ელენეს გათხოვებას და მის შვილებს მშვიდად შეეგუები -ელენე არასდროს გათხოვდება , ჩემ გარდა შვილიც არ ეყოლება და სამწუხაროდ ჩემშიც არ გაუმართლა - დასერიოზულდა, იორნიული ღიმილი სახიდან გაუქრა და მზერაც გაუშეშდა -ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ -შეუძლებელია ერეკლეზე მეტად ვინმე შეუყვარდეს... რომც ეცადოს ვერავინ აიტანს გვერდით ქალს ყოფილი ქმრის აჩრდილით. ყველას ერეკლეს ადარებს, ყველგან ერეკლეს ეძებს... მამაჩვენმა ზედმეტად მაღალი თამასა დადო -მამაჩვენმა- ჩუმად გაიმეორა და ამჯერად მის წინ დაჯდა- როგორ ფიქრობ მამაჩვენი რომ აქ იყოს როგორ იქნებოდა ჩვენი ცხოვრება -რამდენჯერააც მეტყოდნენ იმდენჯერ ვიწყებდი ფიქრს ...ყოველ ჯერზე სხვადასხვა რამეს წარმოვიდგენდი, ცუდი არასდროს იყო მის გვერდით ცხოვრების გაგრძელება ...ოცნებებიდან უკან დაბრუნება ყოველთვის უფრო რთული ხდებოდა... ზოგჯერ მგონია,რომ ერეკლე და ელენე ერთმანეთს დახოცავდნენ -არც ეგაა გამორიცხული...მთავარი ისაა ,რომ შენ და ელენე ერთმანეთისგან შორს არ იქნებოდით -ლექციების წაკითხვას ნუ დაიწყებ პირველივე ადამიანური საუბრის დროს თორემ მეორედ სასმელი აღარ ამიმაღლებს განწყობას -საუბარი ყოველთვის არ შველის, ზოგჯერ უბრალოდ მოქმედებაა საჭირო , მაგრამ არის მდგომარეობები ,როცა სიტყვების გარეშე ვერ მოაგვარებ -მგონი მეჩვენება ... ორივე ერთად ხართ და ერთმანეთს არ ხოცავთ? - ირაკლი შემთხვევით ჩავიდა პირველ სართულზე და ძმები რომ დაინახა ერთ ტერიტორიაზე თვალებს ვერ დაუჯერა. მათთან დაჯდა და ორივეს უყურებდა- რა ბედნიერებაა -დალევ ირუშ? -ახალი ბოთლი გვჭირდება- დუდა წამოდგა და უკან ბოთლითა და ჭიქებით დაბრუნდა რამდენიმე ჭიქა რომ დალიეს ირაკლიმ მათ შერიგებაზე საუბარი შეწყვიტა და მნიშვნელოვანი თემა შეაპარა -ნატალიამ კიდევ დამირეკა... ძალიან ანერვიულებულია ის გოგო და მეც მანერვიულებს. ისე ნუ იზამთ გაკოტრდეთ ელენეს დაბრუნებამდე -მე რა უნდა ვქნა 19 წლის ვარ -ნუ იცი ხოლმე შენი ასაკით თავის მართლება...რა დროს ეგაა . მამაშენი ამბობდა საქმის მართვას გამჭრიახი გონება სჭირდება მეტი არაფერიო და თუ იდიოტი არ ხარ იქნებ იკადრო და მიხედო იმას რაც შენია -შენი წილი არაა და გკიდია ხო? -მე თავის დროზე დამიტოვა მამაშენმა იმდენი ქონება რომ ახლაც მყოფნის, შენსავით არ მინიავებია სხვათაშორის ამდენი წლის შემდეგაც მაქვს ... -რატო გაფლანგავდი , არაფერი გევალებოდა საკუთარ ტკივილს დამონდი მალევე გაქრი და დაუტოვე მგლოვიარე მშობლებს დაქვრივებულ რძალს რომელსაც საკუთარი შვილი ჰყავდა ყელზე ჩამოკიდებული, რომელსაც ამ შვილისგან შორს დგომა მოუხდა იმდენი საქმე დაუტოვე... მარტივი იყო ცხოვრება არა ? ერეკლეს ფულით გართობა ,დროსტარება ძმის დაკარგვით გამოწვეული ტკივილის განელება და ყოველი ახალი დღით ტკბობა...იმიტომ არ კიცხავ ელენას არასდროს ყველას მიქარული გაქვთ მასთან, მთელ ოჯახს -იოანე მამაშენი კარგად მიცნობდა და იცოდა, მე არ მქონდა მისი მსგავსი ხასიათი და არ შემეძლო ყველაფერი შემეწირა გლოვისთვის. თუ ვინმე მიყვარდა ერეკლეზე მეტად არავინ,არასდროს , მაგრამ ვერ დავრჩებოდი ... არ მეგონა ელენა თუ ყველაფრის მართვას მოინდომებდა ერეკლეს ჰყავდა მეგობრები, მათ შეეძლოთ წილის თქვენთვის მოცემა და უზრუნველად იცხოვრებდით -მაგრამ ელენამ შენგან განსხვავებით რთული გზა აირჩია, იმდენად რთული რომ მეც კი დავავიწყდი -არ დავიწყებიხარ ! შენ გამო აკეთებდა ყველაფერს და შენც შესანიშნავად იცი ეს... მორჩი მისთვის გულის ტკენას . ხო , ჩვენ ყველანი ვართ დამნაშავეები -და მაინც მე მხოლოდ მისი ნაწილი ვარ , მისი სულის და ხორცის ნახევარი კიდევ იმ კაცის რომელიც გაგიჟებით უყვარს ... ის კი ჩემთანაც ისეთი იყო როგორიც სხვებთან -წავიდა , აქ აღარ არის და ალბათ ასეც იყო საჭირო ყველანი რომ მიხვდეთ მის ადგილს თქვენს ცხოვრებაში- დუდა ერთხანს ჩუმად იყო, შემდეგ ბოლომდე დაცლილი ჭიქები ისევ აავსო და ერთ -ერთი მაღლა ასწია- თქვენი ცხოვრების მთავარ ქალს , ელენა თაბაგარს გაუმარჯოს -იოანემ ღიმილით უპასუხა, ბოლო ჭიქა დალია და შემდეგ საქმეზე საუბარი განაგრძო -ბოლოს და ბოლოს ხდები დუდა თაბაგარი დავიწყო უფროსი ძმის ჩემ ცხოვრებაში შემოშვება თუ ხელსაყრელ დროს ელოდები როდის გაიქცევი შენს სოფელში უზარმაზარ ოჯახთან და დაგვიკიდებ ყველას -მე არ მგონია არჩევანის წინაშე ვიდგე. თქვენი სიყვარული სისხლში მაქვს გამჯდარი და მიუხედავად იმისა ,რომ საერთოდ არ მომწონხარ იმაზე მეტად მიყვარხარ ვიდრე მინდა. თავიდან ვერ მომიშორებ , პატარავ - თვალი ჩაუკრა და იოანეს გაღიზიანებაც გამოიწვია -მართლა ჩემი ძმა ხარ რაა...აუტანელი ! ახლა მე მივდივარ, გამოიძინეთ შენ მშობლებთან დაბრუნდი მათ სჭირდები შენ კი ჩემთან ერთად დაიწყებ მუშაობას- ისე წამოდგა თითქოს წვეთიც არ ჰქონდა დალეული . ქურთუკი აიღო და კარისკენ დაიძრა -სად მიდიხარ...რა მუშაობა იოანე -ხვალ გეტყვი ახლა მეზარება...ზემდეტი გელაპარაკე ისედაც- თვალები აატრიალა, ხელი უდარდელად აიქნია და სახლი დატოვა. გარეთ წვიმდა, მაგრამ მაინც უცნაური მშვიდი ღამე იყო. ერეკლეს საფლავთან გაჩერდა და ჩვეული მდუმარებით უმზერდა რამდენიმე წუთს. ზღვარზე იყო, პირველ ნაბიჯებს დგამდა ცვლილებებს წინ ვეღარ აღუდგებოდა , არ იყო სხვა გზა -თითქოს ბედი არ გქონდა, ასე ადრე დატოვე ყველაფერი და მაინც როგორი იღბლიანი ხარ ჰა? შენმა ცოლმა ყველაფერი შეძლო, ახლა შენი შვილები გააგრძელებენ შენ დაწყებულ საქმეს...მოკლედ შენ სახელს არასდროს დაივიწყებენ სანამ ჩვენი გვარი იარსებებს. მინდა მჯეროდეს ,რომ კარგი მამა იქნებოდი და მხოლოდ ბედისწერი ბრალია ყველაფერი. იქნებ არც იმსახურებთ, მაგრამ მაინც მე ყველაფერს გავაკეთებ. არაფერმა გაჭრა, არაფერმა მამა დროა ის იოანე ვაჩვენო ყველას ვინც სინამდვილეში ვარ . აღარ შემიძლია მასთან ომი , დაბრუნდება და ვეტყვი ყველაფერს რაც მინდა... არ ვიცი , მართლა არ ვიცი ვერ ვუგებ მაგ ქალს ვერც ის აღწევს ჩემ ფიქრებში . რთულები ვართ არა? წავალ , მასთან ვისი ყველა უჯრედიც უნდა დავიჩემო ... რაც უფრო მეტად მიყვარდება მით უფრო მეტად მესმის თქვენი თითქმის გამოფხიზლებული იყო ნაცნობ წითელ კართან რომ გაჩერდა და მაქსიმალურად ჩუმად დააკაკუნა. ისეთი სიჩუმე იყო ეს ხმაც კი მთელ სადარბაზოში გავრცელდა. რამდენიმე წუთი ელოდა ნაბიჯების ხმას, მისი ნამძინარევი სახისა და არეული თმების ხილვას. გასაღებიც გადატრიალდა და გამოჩნდა კიდეც . ძილისგან აწითლებული სახით, დაბუშტული ტუჩებით და დაბნეული მზერით . არაფერი უთქვამს ისევ მოეხვია და მის ხვეულებში შეაცურა თითები , ახურებულ ლოყაზე ტუჩები მიაწება და სიჩუმეში მისი აჩქარებული გულისცემა რომ გაიგო გაეღიმა -იოანეე -ხუჭუჭა- მისი სახე ხელებში მოიქცია და ტუჩებზე შეეხო- პატარა ბავშვივით ხარ, ძილიც კი მოწესრიგებული გაქვს- გაიღიმა და ისევ ლოყაზე აკოცა- როგორ წითლდები და იბნევი -სხვანაირი ხარ ... -მაინც როგორი - თვალებში უყურებდა და ვერ ხვდებოდა რას გულისხმობდა -ისეთი სევდიანი აღარ როგორც წინა ვიზიტისას -იმიტომ ,რომ მომენატრა ...საშინლად მომენატრდა და მინდა მის ტყავში შევძვრე -ვერ ვხვდები როგორ შეიძლება ერთთან მიხვდე და მეორე გენატრებოდეს - თავი გაითავისუფლა , ტონი ისევ არ შეუცვლია თავზე ხელები გადაისვა, სახეზე ჩამოშლილი თმა უკან გადაიწია და ემოციების დაფარვას შეეცადა - ფსიქოლოგი ვარ და არ ვიცი? -როგორი კარგია შენთან , როგორი ხარ საერთოდ -ისევ მიუახლოვდა, ისევ შეამცირა ზღვარი, ისევ აკოცა- შენ საერთოდ არ მენატრები, შენ რომ დაგინახე იმ წამსვე გონებაში ჩამისახლდი და ახლა ყველგან ხარ -იო - მწვანეებს თვალს ვერ აშორებდა. ისეთი ლამაზი იყო და მაინც როგორი მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა, სევდიანი მზერა ,რომელიც მის მწვანეებს გაბრწყინების საშუალებას არ აძლევდა -რომ მითხარი მეზიზღები და თან მიყვარხარო- ლოყაზე აკოცა, ყბაზე გადავიდა და ძალიან ნელა, ფრთხილად მიუყვებოდა კოცნის ბილიკებს -გახსოვს? -არ მავიწყდება ხოლმე სიტყვები რომლებსაც ვამბობ - თავი ოდნავ გასწია და კოცნის გაგრძელების საშუალება აღარ მისცა. უნდოდა ისევ მისი თვალები დაენახა და ამოეცნო მისი ფიქრები -მე მიყვარხარ და არ დავუშვებ ოდესმე სიყვარულის გარდა სხვა გრძნობა გვაკავშირებდეს... არ გამოვა ჩემი ცხოვრება უშენოდ - დაბნეულ გოგოს სიტყვების გააზრების საშუალებაც არ მისცა ისე წაეტანა მის სავსე ტუჩებს და ვნებიან კოცნაში შეიტყუა. უბედურების შემდეგ ბედნიერებას ყველაზე ნათელი ფერი აქვს... ................. უცნაურად გრძნობდა თავს , კომპანია რომელშიც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში მიდიოდა. ახსოვდა ბავშვობაში როგორ დაჰყავდა ელენას მაშინ ,როცა ძიძას გაუშვებდა და ახალის პოვნის მოლოდინში უხდებოდა იოენს თავისთან წაყვანა. ეს იმდენად ღრმა წარსული იყო კარგად არაფერი ახსოვდა, მხოლოდ შეგრძნება დარჩა სასიამოვნო მოლოდინის. ელენას ხმა ესმოდა ისევ,რომელიც ეუბნებოდა რომ ყველაფერი მისი გახდებოდა ერთ დღეს. მისი ცრემლიანი თვალებიც ახსოვდა , უყვებოდა ერეკლემ როგორ დაიწყო საქმე და შემდეგ საუბარს ვეღარ აგრძელებდა. არ უყვარდა იოანეს წინ ტირილი და სულ უფრო ნაკლებს საუბრობდა ერეკლეზე. -მაინც მოახერხა ... მეზიზღება ეს ადგილი . სხვები დებზე და ძმებზე ეჭვიანობდნენ , ისინი ართმევდნენ მშობლების სიყვარულს მე კი აქარუობა მძულდა . იმდენად დიდი მანიპულატორია ახლა აქ ვარ და ეშმაკი მეუბნება გავიქცე -ისე დაიწყო საუბარი არც კი დაფიქრებულა. პირველად ამბობდა ამ სიტყვებს ხმამაღლა -საქმე ყოველთვის ქმნის პრობლემას, არ გაქვს პრობლემაა . გაქვს და ყველაფერს აკეთებ მის შესანარჩუნებლად -შენი პოზიციიდან მარტივია...ვისთვის სიღარიბეა პრობლემა ვისთვის სიმდიდრე -დამიჯერე ელენას რომ არ გაეგრძელებინა საქმე ახლა უსაყვედურებდი სიღარიბისთვის, მუშაობა რომ მოგიხდებოდა რაღაც კაპიკების გამო და ათასი პრობლემა გექნებოდა -გგონია არ მესმის? სულელი ხომ არ ვარ დუდა...უბრალოდ შეეძლო ზოგჯერ სკოლაში მოსულიყო, იცი რა კარგად ვსწვალობდი? ოქროს მედალი ავიღე...მანქანა მიყიდა მე კი უბრალოდ მოლოცვა მინდოდა . მისი იქ ყოფნა ის კი სულ საქმეზე იყო...იმ ნაბიჭვრებთაგან ერთ -ერთს ხვდებოდა და შეთანხმების დადებას აიძულებდა. ახლა იქ, იმ ოთახში ვინც ზის ყველა გამოჭერილი ჰყავს, წავლენ და გაკოტრდებიან -რატომ მგონია, რომ ყველაფერი იცი -ვიცი ... მარტო შენ კი არ გავხარ ერეკლეს - გაიცინა და მათკენ დაძრულ ნატალიას მოეხვია= დამშვიდდი ნატალი, მოვედით და გიშველით -იოოო რა კარგიაა ...როგორ მიხარია. ელენა ხომ კარგადაა ? იცი როგორ შემეშინდა? -კარგადაა , ისვენებს და დღეიდან შენი ბოსი მე ვარ -მართლა? -იდეაში ჩვენ ორნი , მაგრამ ჩემი ძმა აშკარად არ არის აჟიტირებული აქ ყოფნის გამო- ნატალიმ დუდას შეხედა და თვალები გაუფართოვდა -ერეკლე? ვაიმეე როგორ რანაირად - უცებ ლოყებზე მიადო ხელები და წამსვე მოშორდა- ნამდვილია? -ღმერთო ჩემო...ეს ხალხი ამიტომ მიყურებს ასე? ყველას ერეკლე ვგონივარ? -ხო , ელენას მამას ფოტოები აქვს კაბინეტში და ყველამ იცის ერეკლეს სახე იოანეს ღელვა ოდნავადაც არ ეტყობოდა, აშკარად მშვიდად გრძნობდა თავს. იცოდა ვინ იყო და თანდაყოლილი თავდაჯერებულობით მიიწევდა წინ. დუდა კი თავს უცნაურად გრძნობდა, ასე ზედმეტად თავი არსად უგრძვნია არადა ბევრი საქმე ჰქონდა გამოცდილი, მუდამ უბრალო თანამშრომელი იყო ახლა კი ბოსის როლი უნდა მოერგო რაც წარმოდგენაშიც არ ჰქონია ახლო მომავალში მითუმეტეს. ყველა ერეკლეს ამსგავსებდა , მართლა ჰგავდა მაგრამ ბევრი დეტალით განსხვავდებოდა პირველი დანახვისას ყველას უკვირდა და ეს უკვე აგიჟებდა. ახლა უამრავი ადამიანი უყურებდა, კლასიკურ ფორმაში გამოწყობილი, სერიოზული გამომეტყველებით მყოფი ხალხი თავად კი ჯინსითა და ცისფერი პერანგით იდგა მალე იტყოდა მე თქვენი უფროსი ვარ აქციების 50 % ჩემია ...სასაცილო იყო ეს მდგომარეობა -ელენას რომ ჰკითხო საოცრად ჰგავხარ და სულ იმას ჩამჩიჩინებდნენ ერეკლეს არაფერი ანერვიულებდაო შენ კი ცოტაც და ხელში ჩამაკვდები -შენ მოგწონს სტატუსი რომელიც გაქვს... მე კი არ შემიძლია ამ ყველაფრის ასე ერთბაშად მიღება . არასდროს არავისთვის მიმიცია მითითება -არაა საჭირო დესპოტი უფროსი იყო...ასეთი ელენეც არაა უბრალოდ უნდა აკონტროლო ყველა რათა არ მოგპარონ ის რაც შენია, ესაა და ეს -რა მარტივად უყურებ ყველაფერს- კაბინეტში შესვლისთანავე მოხვდა თვალში დიდი სივრცე, უზარმაზარი ფანჯრები, მაგიდა და რამდენიმე ფოტო სადაც ელენა ერეკლესთან ერთად იყო. დივანზე ჩამოჯდა და მაგიდაზე დადგმული გრაფინიდან ჭიქაში წყალი დაისხა -ფულის ხარჯვა უნდა დაიწყო იმისთვის რომ მიხვდე რამდენი გაქვს... -ისევ ის ვარ ვინც ვიყავი ... უბრალოდ ახლა არ ვიფიქრებ იმაზე თუ როგორ გამოვცვალო გაცვეთილი ფეხსაცმელი ისე რომ მამინაცვალს არ გამოვართვა ფული... სასაცილოა ჯერ მამინაცვალი მზრდიდა ახლა დედინაცვალის შრომით დაგროვილი ქონება უნდა გამოვიყენო... იმ ქალის რომელმაც საკუთარ შვილსაც ვერ გაუწია ნორმალური დედობა ეს ფული რომ დაეგროვებინა . ასეთი მარტივია ჩემი მდგომარეობა? -გთხოვ ნუ ართულებ ისედაც ვცდილობ თავი ვაკონტროლო, აქედან არ გავიქცე და ელენას დაბრუნება ვაიძულო -იცი სად წავიდა? -ელენას ზღვა უყვარს ... ჩვენს სახლში იქნება . ერეკლემ აუშენა , ქორწილამდე და ელენას თუ დავუჯერებ იმ სახლში ჩავისახე - უჯრებში ბლოკნოტს დაეძებდა . დუდა თავდახრილი იჯდა, საკუთარ თითებს დაჰყურებდა, ფეხს ნერვიულად ათამაშებდა და იქედან წასვლაზე ფიქრობდა ისევ. -ამბობდი არაფერი ვიციო... გამოდის საუბრობდით -არა იმდენს რამდენიც საჭირო იყო..ეს მხოლოდ მას შემდეგ მითხრა რაც იმ სახლში ერთ ზაფხულს წვეულება მოვაწყვე. გაცოფდა და ჩხუბის დროს თქვა ის ადგილი რამდენად მნიშვნელოვანი იყო -შენ ყველას იცნობ, მე კი წარმოდგენა არ მაქვს ვისთან რა ხელშეკრულება აქვს ან საერთოდ ფილიალები სად გვაქვს...არაფერი ვიცი -დეტალები მეც არ ვიცი, არც ვაპირებ ამ ყველაფრის შემოწმებას ... ვიცი ყველაფერი გაკონტროლებული ექნებოდა და რაც მახსოვს ერთი ეკონომისტი ჰყავს , ქალბატონი ნანა რომელსაც თვალდახუჭული ენდობა ის კი გენიოსია და რაღაც ისე რომ არ იყოს შეატყობინებდა. შეხვედრებზე გაგაცნობ ყველას, მანამდე თათბირსაც მოვაწყობ და საქმეების გაცნობა თუ გინდა ნატალის სთხოვე , ყველაფერი ჩემზე უკეთ იცის -გგონია რაიმეს ახსნას შეძლებს? როგორ მიყურებს საფლავიდან წამომდგარ ერეკლეს ვგავარ? -მართლა ასეთი იდიოტი ხარ თუ თამაშობ- ლეპტოპს მზერა მოაშორა და დუდას შეხედა - გოგოს მოეწონე და შენ რეებს ბოდავ საერთოდ -გამოდის მამაშენი მოსწონდა - თვალები აატრიალა და ამჯერად სიგარეტის ღერს მოუკიდა- აუცილებლად გავეცნობი ყველაფერს და ყველას ...ისე არ შემიძლია. ან საერთოდ წავალ , მარტოც მიხედავ ყველაფერს -გგონია ამ ტვირთს მარტო ავიკიდებ? მისი შვილი ხარ შენც ხოდა ცოტა გაწვალდი თანაც მჭირდები თუ გახსოვს მე ჯერ კიდევ სტუდენტი ვარ... შენ კი დაასრულებ მალე და მე რა ვქნა უდიპლომოდ დავრჩე? -საერთოდ რამეს სწავლობ? -სკოლისა და უნივერსიტეტების სწავლის პროგრამები არასდროს მომწონდა... სკოლის დროსაც კი ლექტორები მამზადებდნენ... ქალბატონი ელენას დამსახურებით. მისი ყურადღების მისაქცევად ყველაფერი ვისწავლე რაც კი მჭირდებოდა და არ მჭირდებოდა - ისევ სერიოზული სახით საუბრობდა , მერე რაღაცის წერა დაიწყო თან ლეპტოპს უყურებდა და საქმიანი გამომეტყველება ჰქონდა -ერეკლე ხატავდა?- უეცრად გაახსენდა საკუთარი ნიჭი -არა, ირაკლი ხატავს ... დიანას მამა ხატავდა და როგორც სჩანს ჩვენზეც გადმოვიდა ეგ ნიჭი მთელი დღე კომპანიაში გაატარეს. კაბინეტიდან თითქმის არ გასულან საქმიან და პირად საუბრებს ანაცვლებდნენ . უცნაური დღე იყო , ნატალი ყველა საჭირო საქმეში გარკვეული აღმოჩნდა და დუდას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა მისგან უნდა გაეგო ყველაფერი. იოანემ დუდასთან რომ დატოვა დაბნეული იყურებოდა შემდეგ გაიგო რაც იყო საჭირო და დოკუმენტების კოშკი ააგო . დივნის წინ მდგომ პატარა მაგიდის ორ სხვადასხვა მხარეს ისხდნენ შუაღამემდე უხსნიდა ყველა საქმეს და დუდაც გაერკვა ყველაფერში. ისიც კი უთხრა ელენას ვისთან როგორი დამოკიდებულება ჰქონდა, ვისზე რას ამბობდა და რა ხერხებს იყენებდა მათთან ურთიერთობისას. იოანე კი მაშინვე გაიქცა ,როგორც კი შესაძლებლობა გაოუჩნდა. იქაურობა სულს უხუთავდა ,მაგრამ ცხოვრებაში პირველად საკუთარ თავს ებრძოდა. მასში ორი ადამიანი ებრძოდა ერთმანეთს ერთი ბიჭის ოცნება იყო ერეკლეს ადგილის დაკავება და მისი გზის გაგრძელება , ამისთვის სწავლობდა, ყველაფერს არკვევდა . მეორე კი ის ბავშვი იყო დედის სითბო რომ არ ახსოვდა ამ საქმის გამო , სძულდა ყველაფერი და იქაურობას მიწასთანაც გაასწორებდა რომ არა პირველი მხარე. მუდამ შინაგანი ომი ჰქონდა , ყველაფერზე ფიქრობდა , ყველა ვარიანტს განიხილავდა და მაინც იქ ყოფნა არ იყო მარტივი . -ასეთი დაღლილი სახე რატომ გაქვს უფლისწულო? - ლიზამ როგორც კი დაინახა მაშინვე ცინიზმზე გადავიდა -გეყოფა ხუჭუჭა, რაც უფრო მეტ ცუდს მეტყვი უფრო ცუდად გახდები...სული დაგიმძიმდება მოფერების ნაცვლად რომ მომიშორებ- მისი სახე ხელებში მოიქცია და ტუჩები დაუკოცნა- ნამდვილი სამოთხე ხარ ჩემს ჯოჯოხეთში - მკლავები მოხვია და მისი პატარა სხეული მთლიანად დაფარა -თითქოს საკუთარ თავს ესაუბრები...შენ ამბობ ყოველთვის საშინელებებს - წარბებშეკრული უყურებდა და ლოყები კიდევ უფრო უწითლდებოდა -ვეცდები აღარ ვთქვა ის რაც თავად გამანადგურებს... -ყველაფერი კარგადაა იო? - ამჯერად თავად მოეფერა, თავი ააწევინა და მზერა გაუსწორა -სხვა გზა აღარ არის... ყველაფერი ვცადე უკვე , მაგრამ ვერ გავექეცი ამ არჩევანს -მაბნევ...ყოველთვის უცნაურად საუბობ და ვერ ვხვდები ვინერვიულო თუ დავმშვიდდე -მიყვარს ჩემზე რომ ღელავ - ხელებს არ აშორებდა, სახეს უკოცნიდა . ფრთხილად და ნაზად ეხებოდა ტუჩებით და თან იღიმოდა - ეს ბროწეულისფერი ლოყებიც მიყვარს ,იცი? -ცუდად ხარ ხო? რაღაც მოხდა და იმიტომ მელაპარაკები ასე -მინდა ყველაფერს მოვშორდე, გავირიყო შენთან ერთად ...ცუდია? -იოო- ტუჩები დაბრიცა და გრძელი წამწამების ფახუნი დაიწყო . თაბაგარმა ისევ მკერდზე მიიკრა და მანამ ეხვეოდა სანამ წასვლის დრო არ მოვიდა. სახლში დაბრუნება არ უნდოდა. ელენას მონატრება ჭკუიდან შლიდა, აღიარებას ვერასდროს ბედავდა, საკუთარ ნაწილს არ უტყდებოდა . მისი ყოველი გამოჩენისას პატარა ბავშვი ხდებოდა,გათენებას რომ ცდილობდა მის დაბრუნებამდე. მისი ნაბიჯების ხმას რომ ელოდა და მერე გარინდული ელოდა როდის შევიდოდა საბანს გაუსწორებდა, აკოცებდა და მის საწოლთან დაჯდებოდა. მერე ტირილს იწყებდა , ოთახიდან გადიოდა , საძინებელში იკეტებოდა და მანამ ტიროდა სანამ არ ჩაეძინებოდა. სულ ენატრებოდა, მასთან მშვიდი საუბარი, მისი ღიმილიანი სახე, ბედნიერება ... არაფერი ახსოვდა რაც თავად ეკუთნოდა არც ღიმილი, არც დრო, არც სიტყვები. ერთადერთი მზერა ჰქონდა ერეკლეს მსგავსი, მწვანე თვალები და ელენე ამასაც ვერ უძლებდა ,დიდხანს ძალიან დიდხანს გრძნობდა როგორ ერიდებოდა ,თითქოს გარბოდა იოანე კი აღარ მიჰყვებოდა. ყველაფერი შეცვალა , ყველაფერი სცადა და ბოლოს მისგან შორს წასვლა სცადა. ესეც არ გამოსდიოდა, საშინლად გრძნობდა თავს ისე რომ ტოვებდა როგორც ერთ დროს თავად ელენა იქცეოდა. ჯოჯოხეთი იყო და გრძელდებოდა ახლაც , ამჯერად ზედმეტად შორს იყო თაბაგრის ქალი . იოანე კი ელენეს გარეშე აპირებდა იმ საქმის გაგრძელებას რაც სჭირდებოდა საკუთარი თავის პოვნისთვის. ......... „ლენ, ჩემო ერთადერთო მაპატიე უჩემობა . ნეტავ როგორ ხარ ახლა ,როცა ამ წერილს კითხულობ და მე შენს გვერდით აღარ ვარ. შენი ლამაზი თვალები ალბათ დაბინდულია, ბევრი არ იტირო, ყველაფერი დასრულდა ამქვეყნად ვეღარ შევხვდებით ,ლენ. შენი ცრემლები არ დამიმსახურებია , ცხოვრება აგირიე . ყველაფერი გავაკეთე და დაგისაკუთრე. ნეტავ დრო მქონდეს, რომ დავწერო ყველაფერი რასაც ვგრძნობდი, ყველა დღე აღვწერო ჩემი შენთან გატარებული ...ხომ არ დაივიწყებ ლენ ჩვენი დღეები ხომ გემახსოვრება, ის შეგრძნებები და მე ? მე ხომ არ დამივიწყებ ლენ ... ნეტავ იცოდე როგორ მეზიზღება საკუთარი თავი ახლა ამ სიტყვებს რომ ვწერ, გონებაში ათასი სიტყვა მიტრიალებს არც კი ვიცი რა უნდა გითხრა... შემიძულებ ? დამივიწყებ? გადამიყვარებ? ყველაფერს დატოვებ და წახვალ? ვერასდროს გავიგებ რას გააკეთებ რომ გაიღვიძებ და მე აღარ ვიქნები. შენ ხომ გეზიზღება მოვალეობები, ვერ იტან ჩარჩოებს ,შენ ისეთი თავისუფალი იყავი და მე ფრთები მოგაშორე ... ფრენის საშუალება წაგართვი . მინდოდა , გეფიცები მინდოდა ბევრი ათეული წელი გამეტარებინა შენს გვერდით და ყველაფერი მომეცა რასაც ინატრებდი, ჩვენი ცხოვრება მრავალი ფერით იქნებოდა სავსე ... მეგონა ერთადერთი ხარ ვისთვის მიცემულ პირობასაც ვერ ვასრულებ ,ლენ ... შენ ამქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარდი , როგორი სახითაც არ უნდა ვიარსებო ეს გრნობა სულ ჩემთან იქნება ხომ გჯერა ჩემი პატარავ ... გეფიცები ყველაფერი ვცადე შენთან დასარჩენად, ყველაფერი ჩემთვის, შენთვის და ჩვენი იოსთვის... ჩვენი იო , ჩემი და შენი ნაწილი ... როგორ ძალიან გგავს, როგორ მიყვარს , მაგრამ მასაც ვტოვებ. ვერ ვნახავ იმ ყველაფერს რაზეც ერთად ვოცნებობდით, ვერაფერს გავაკეთებ მისთვის , მისი ბედნიერებისთვის , მისი კეთილდღეობისთვის ...ყველაფერი შენ უნდა შეძლო ლენ . ძალა უნდა მოიკრიბო, გაიხსენო ყველაფერი რასაც გეუბნებოდი, რასაც გასწავლიდი და ფეხზე მყარად დადგე. ვერ წახვალ ხომ იცი, შენ გარდა არავინ ჰყავთ დიანა მოკვდება ბავშვს თუ წაიყვან . ირაკლი გაუშვი, მანდ თუ დარჩება უჩემოდ შეიშლება ვიცი. გემუდარები , არ დატოვო ნოდარი და დიანა , თუ გიყვარვარ ლენ გადაატანინე უჩემობა . მე შენი მჯერა, მინდა მჯეროდეს , ვიცი ! ვიცი შენ ყველაფერს შეძლებ , შენ საუკეთესო ხარ , შენ შეუდარებელი ხარ ელენა . ჩემო ლენ შენ ხომ იცი მისი დამარცხება რომ შემძლებოდა არ მოვკვდებოდი, მანამ დავრჩებოდი სანამ ღმერთი არ წამიყვანდა, მაგრამ ღმერთს ჩემი წამება უნდა ლენ. ჩემი, შენი და ყველა იმ ადამიანის ვისაც ვუყვარვარ. არ შემიძლია ელენა, არ შემიძლია ხვდები? ვერ დავრჩებოდი, ვერ გავშეშდებოდი, ვერ გიყურებდი უძრავად საწოლში მყოფი . ვერ გავხდებოდი შენზე დამოკიდებული, ცხოვრებას ვერ დაგინგრევდი ლენ ... შენ არ ხარ საწოლს მიჯაჭვული ფიტულის მოვლისთვის გაჩენილი. შენ ბედნიერი უნდა იყო ელენა... სუსტი ვარ და გტოვებ შენ და ყველას შენს იმედზე . მაპატიე ლენ, ყველაფრისთვის მაპატიე გთხოვ ... მე შენთან ვიქნები ყველა გზით რაც კი შემეძლება და თუ არსებობს იმქვეყნად რამე დაგელოდები ,სამუდამოდ ლენ !“ ფურცელი გახუნებული იყო. რამდენიმე ადგილას ასოები გადღაბნილი იყო, ცრემლების კვალი ემჩნეოდა და თითოეულ სიტყვაში მისი მძიმე, სევდიანი ამოსუნთქვა ჩანდა. ჩაიკეცა, დაბინდული მზერა ძლივს გადაიტანა სხვა ფურცლებზე სადაც ინგლისურად ეწერა გამოკვლევების პასუხები. უამრავი ანალიზის პასუხი იყო, სხვადასხვა კლინიკიდან და ყველა ერთს ამბობდა . არ შეეძლო აზრის გამოტანა, ვერ იგებდა რა ხდებოდა იქ გაჩერება აღარ შეეძლო. სეიფის მალულ ნაწილში , საგულდაგულოდ დამალული ყუთი ისვე უკან დააბრუნა კარიც დახურა და სირბილით დაიძრა გასასვლელისკენ. გზად დუდას ლამის გადაუარა, ბიჭმა მისი შეჩერება ვერ შეძლო , ფუცლებით ხელში მანქანისკენ გარბოდა შემდეგ კი დაადგა გზას სიმართლის გასარკვევად. ვერ აზროვნებდა, რამდენჯერმე ავარიას გადაურჩა და შუაღამეს მიაღწია ნაცნობ სახლამდე. მთელი ეზო განათებული იყო, ტალღების ხმა ისმოდა მხოლოდ . ციოდა, ყველაფერი იყინებოდა და იოანეს გულისცემაც სუსტდდებოდა. ფეხები უკანკალებდა, თითოეული ნაბიჯი აახლოებდა მონატრებულ ქალთან და მაინც ეს არ იყო ის შეხვედრა რომელზეც ფიქრობდა. ისევ ვერ მოეხვეოდა, ისევ ვერ აკოცებდა და ვერ ეტყოდა როგორ ძლიერ მოენატრა. ბუხართან იჯდა , სათვალე მოერგო და წიგნს კითხულობდა . ისეთი მშვიდი ჩანდა, თითქოს ის ელენა საერთოდ სხვა ადამიანი იყო. გამომეტყველება რამდენჯერმე შეეცვალა, გაიღიმა, ტუჩები დაბრიცა და შემდეგ მაგიდიდან ფინჯანიც ისე აიღო წიგნისთვის თვალი არ მოუშორებია. იოანეს მისვლაც ვერ გაიგო, ისიც ქურდივით ჩუმად მიაბიჯებდა და შორიდანვე აკვირდებოდა სავარძელში მოკალათებულს -დაიბრუნე ფრთები ერეკლეს შემდეგ ? - საკუთარი ხმა ვერ იცნო, ელენა კი წამსვე წამოდგა ბიჭის დანახვისას თვალები გაუბრწყინდა და ისე სწრაფად დაიძრა მისკენ რეაგირებაც ვერ მოასწრო. ეხვეოდა , ლოყაზე რამდენჯერმე აკოცა, თავზე ხელი გადაუსვა და შემდეგ ქვემოდან ახედა -დეე , მოხვედი ? -დამტოვე და წახვედი, რა იცოდი რომ ყველაფერს არ დავანგრევდი -იო , ასე რატომ მიყურებ ... -დრო გავიდა მე კი არ გამიარა დედა - ჯერ კიდვე მის სურნელს გრძნობდა, პარფიუმის გარეშე მის ნამდვილს სუნს ,რომელიც არავისში აერეოდა. ისევ ახლოს იყო , ისევ უყურებდა მის განათებულ თვალებს -მარტო ხარ ?- ფანჯრიდან გაიხედა , წვიმდა -ასეთ ამინდში რატომ წამოხვედი იო ... რა გაცვია - ბიჭს მხოლოდ პერანგი ეცვა და არც კი უფიქრია ამაზე ისევ უყურებდა და თვალს არ აშორებდა-ამიხსენი რა მოხდა, ყველანი კარგად არიან? -მეგონა გიყვარდა ისინი დედა, მეგონა მოგწონდა ქალბატონი ელენას ტყავში ყოფნა, ყველას მართვა და შენს სიმაღლეზე დგომა... ყველაფერი მის გამო გააკეთე? - ახლაღა შეხედა მის ხელში ფურცლებს და ნაცნობი სიძველის დანახვისას ფერი დაკარგა- გეცნო არა? -როგორ იპოვნე - ხმა დაკარგა. უკან დაიხია და წამსვე გაუქრა თვალებიდან ნაპერწკლები -შენ ? შენ როდის იპოვნე დედა ... რომ იპოვნე რა იგრძენი , როგორ შეინახე ამდენი წელი ეს საიდუმლო -დაჯექი გთხოვ, მოდი ... გაყინული ხარ- შეხება ვეღარ გაბედა, ისე უყურებდა იოანე ისევ უკან დაიხია და თითები ნერვიულად გადაისვა თავზე- იოო გთხოვ -უნდა ვილაპარაკოთ...ყველაფერს მეტყვი და დავასრულებთ ან გეფიცები ვეღარასდროს მნახავ -ნუ მეუბნები ასე , გთხოვ -ჩემი გეშინია დედა? - მის ხელებს დააკვირდა ,დისტანციას რომელიც სულ უფრო იზრდებოდა-რატომ აღარ მიახლოვდები -ადრე მითხარი არ შემეხო როცა გაბრაზებული ვარ მეზიზღება შენი შეხებაო- ცოტაც და იტირებდა ისევ ქაღალდზე გადაიტანა მზერა და ძლივს მოახერხა ჩასუნთქვა -როდის იყო ეგ , როდის გითხარი აღარც კი მახსოვს და შენ ეს ერთადერთი რამე დამიჯერე ელენა? -შენს ერთ-ერთ თამაშზე დამაგვიანდა... რომ მოვედი უკვე გამარჯვებული იყავი და მაშინ პირველად მითხარი ვერ გიტანო -რა უცნაურია არა? შენ გახსოვს მე კი არა... ყველას გვახსოვს როგორ გვტკენენ და არა ის თუ როგორ ვტკენთ - დაჯდა , ფურცლები ფრთხილად დაალაგა მაგიდაზე და თავი დახარა- დაივიწყე ყველაფერი რაც მითქვამს... მეც დავივიწყებ ყველაფერს რაც არ გააკეთე და მომიყევი -რა , რა მოგიყვე როგორ ჩაიდინა მამაშენმა თავის ცხოვრებაში ერთადერთი სისულელე და როგორ მოიკლა თავი? ხო , სწორად მიხვდი ავარია შემთხვევითი არ ყოფილა თავად დაგეგმა და განახორციელა ... სულ ამბობდა ჩემი მანქანით გავფრინდებიო, სიჩქარეს რომ ვუმატებ ვგრძნობ როგორ ვთავსუფლდებიო და ასეც მოიქცა. ესეც ისე გააკეთა, რომ ეჭვი არასდროს არავის შეუტანია. მხოლოდ მე , მე დამიტოვა ეს წერილი და მთელი ტვირთი რომლისგანაც თავად სიჩქარის მაქსიმალურამდე გაზრდით მოიშორა. გადაეშვა უფსკრულში და მეც თან გამიყოლა...ჯანდაბა , როგორ ვერ ვიტან რომ იცოდე მეზიზღება რომ ვერ ვივიწყებ, სულ უფრო მიყვარს და შიგნიდან მჭამს ყოველი ბრძოლა მის წინააღმდეგ. მის დავიწყებაზე, მის ჩანაცვლებაზე ფიქრიც კი სულს მიხუთავს. ვერ ხვდებოდა როგორ მიყვარდა ისე დამტოვა და არც ვეტყვი არასდროს , არასდროს - სახე ხელებში მოიქცია და ცრემლებმაც დაიწყეს სვლა- ჯერ კიდევ არ იყო დაკრძალული. მის ნივთებს ვეფერებოდი შეშლილივით წერილს რომ წავაწყდი მეგონა მისი ძველი მონაწერი იყო , მოტაცებამდე რომ მწერდა...მერეც ხშირად მიტოვებდა წერილებს და გული სიხარულით მიცემდა მისი სიტყვების კიდევ წაკითხვას რომ შევძლებდი . რა უნდა გამეკეთებინა, რომ მეთქვა თავი მოიკლათქო მღვდელიც არ აზიარებდა , ყველასთვის უფრო დიდი ტრამვა იქნებოდა ერეკლეს კერპიც დაიმსხვრეოდა და მე ვერ ავიტანდი ამას -მისი დაწყებული ტყუილი განაგრძე ... -რა მნიშვნელობა აქვს შენთვის ამას...ერეკლე მაინც განწირული იყო. ხომ წაიკითხე ეს ანალიზები, ხელების მოძრაობა უჭირდა, ზოგჯერ რაღაცები უვარდებოდა მომატყუა ვარჯიშის დროს დავიზიანე ექიმთან ვიყავი და მალე გამივლისო...ნელ -ნელა შეწყვეტდდა მისი კუნთები მუშაობას , იქნებ რამდენიმე წელს ეცოცხლა და შემდეგ როგორ დაასრულებდა, გაწამებული, გაგიჟებული საკუთარი მდგომარეობით განადგურებული . არ მესმოდა, ვერ ვიაზრებდი მე ხომ არ ვიტყოდი უარს, შემეძლო ყველაფერი გამეკეთებინა მისთვის ... შენ არ იცი ის როგორ მიყურებდა უბრალოდ რომ შემოეხედა ესეც მეყოფოდა. მე ჩავეხუტებოდი,მე ვაკოცებდი, მე დაველაპარაკებოდი, მე ვაჭმევდი ყველაფერს მე გავაკეთებდი ოღონდ შემოეხედა , მაგრამ ესეც წამართვა -არც კი ვიცი მისი მესმის თუ არა -წარმოიდგინე მის ადგილას თავი და მიხვდები ,რომ შენც იგივეს გააკეთებდი -ყველანი დაგვტოვა , კიდევ შეძლებდა რამდენიმე თვე სიარულს , ლაპარაკს. ჩვენთან იქნებოდა არ ვიცი...ჯანდაბა ყველაფერი ისევ აირია დედა- სახეზე ხელები ჩამოისვა მერე თავზე გადაისვა და კეფაზე მიიბჯინა ხელისგულები - ჯოჯოხეთია ჩვენს ირგვლივ დედა -დედა , როგორ მიყვარს ასე რომ მეძახი - საერთოდ მოწყდა ყველაფერს , ისევ გაჩნდა სხივი მის თვალებში - შენ ხო წარმოდგენა არ გაქვს როგორ მიყვარხარ დე- ბიჭის მაჯას შეახო თითები შემდეგ მის მტევანს საკუთარი დაადო , ეფერებოდა, თითებზე უყურებდა- სულ პაწაწინა იყავი , პატარა ბუთქუნა თითები გქონდა პირველად დედა რომ დამიძახე და ისე გამიღიმე , ისეთი ლამაზი იყავი ისეთი საოცარი მაშინ ჩემი იყავი , დედას იო -მერე ? მერე რატომ აღარ მელაპარაკებოდი, რატომ აღარ მკოცნიდი , რატომ აღარ მეხუტებოდი რატომ მექცეოდი ისე როგორც დავალებას ... გეგმას რომელიც უნდა შეგესრულებინა -ერეკლეს ამბავი ვერ გადავიტანე... ფეხმძიმედ ვიყავი , სისხლდენა დამეწყო დაკრძალვის შემდეგ სახლში შებიჯების მომენტში . არავინ იყო ჩემთან, მოსამსახურე ქალმა შემთხვევით მიპოვნა რამდენიმე კვირა საავადმყოფოდან არ გამომიშვეს. სტრესს , სტრესი დაემატა შევიშალე არ ვიყავი სრულ ჭკუაზე ... გაორება დამეწყო ერთ ნაწილს ერეკლე ეზიზღებოდა და ყველაფერი რაც მასთან მაკავშირებდა მეორე კი წასვლის უფლებას არ მაძლევდა, მისი დაკარგული ნაწილის გამო ჭკუიდან მშლიდა, მისი მშობლების ტკივილსაც კი მტკენდა , მისი გონებით მაფიქრებდა და შენ , შეეწირე ჩემს სისუსტეს. მე ისე შევიცვალე ,სრულიად სხვა ქალი მიყურებდა სარკიდან . შენთან რომ მოვდიოდი ტიროდი, შავებში ჩაცმული, ფერმკრთალი, სისხლისფერი თვალებით ქალი აღარ იყო შენი 22 წლის ხალისიანი დედა -მერე ? მერე ხომ აღარ ვტიროდი დედა ... მე სულ იმაზე ვფიქრობდი შენი ყურადღება როგორ მიმექცია, როგორ გამეხარებინე, როგორ მესიამოვნებინა როგორ დავმსგავსებოდი ერეკლეს რომელსაც ვერ ვიხსენებდი. როგორ ვყოფილიყავი მშვიდად , როდესაც დიანა ჩემი დანახვისას ტირილს იწყებდა . შენ მიდიოდი, სულ მიდიოდი მარტო მტოვებდი და სიცარიელე ორივეს გვჭამდა -იმიტომ რომ ვერ ვუძლებდი ... -ჩემი დანახვისას იხსენებდი ერეკლეს და დაკარგულ შვილს ბოლოს კი მეც მკარგავდი ...ყველა ადამიანის გონებაში აღწევ მხოლოდ ჩემ ფიქრებს და სურვილებს ვერ იგებდი ვერასდროს დედა- ისევ შეეხო ფურცელს და თითი გადაუსვა ნაწერს- მგონია,რომ თქვენ ერთმანეთი უფრო გიყვარდათ ვიდრე მე . ეგოისტები ვართ ყველანი , ვფიქრობთ გზებზე, საკუთარ სიამოვნებაზე, გაქცევაზე, გაქრობაზე, თავის დაღწევაზე და მარტო ვრჩებით -ვერაფერი გავაკეთე, შენგან შორს ერთი ნაბიჯი რომ გადავდგი მას შემდეგ სულ უფრო მეტად გშორდები და თუ არაფერი გამოვა უჩემობა ხომ მოგიტანს სიმშვიდეს -ისევ იგივეს აგრძელებ... გგონია კარგად ვარ უშენოდ? -თავს შესანიშნავად ართმევ, სრულიად განსხვავებული მართვის სტილი გაქვს და დარწმუნებული ვარ ყველაფერი გამოგივა უჩემოდ ... შენ მუდამ დამოუკიდებელი იყავი, სიმარტოვეს ეს პლიუსი აქვს და მე კარგად ვიცი რასაც გრძნობდი . დედაჩემი გათხოვდა და მარტო დამტოვა, მამაჩემს საერთოდ არ ვაინტერესებდი ... არაფერი გამაჩნდა, ყველაფერი მინდოდა და არ მქონდა. მე არ წავსულვარ, მე თითქოს ყველაფერს ვაკეთებდი ... შენთვის. გვიან მივხვდი რომ არასწორად ვფიქრობდი -მე რომ არ მოვსულიყავი როდის დაბრუნდებოდი -ახალ წელს სახლში ვიქნებოდი , ერთი კვირით დამასწარი . ვერ წარმოვიდგენდი თუ ამ წერილს იპოვნიდი -ჩემი სიგელები, მედლები და დიპლომებიც ვნახე. ყველაფერი რაც კი ოდესმე მიმიღია სეიფში გქონდა შენახული ისე როგორც მნიშვნელოვანი დოკუმენტი... -ვერ მოვდიოდი, მაგრამ სულ ვამაყობდი... არაფერი გამომრჩენია სკოლაში გატარებული 11 წლიდან... ბოლოს შეიცვალე -მინდოდა გენახა ,რომ ყველაფრის გაკეთება შეუძლია ადამიანს სწავლას, ჩხუბიც, დალევაც, მოწევაც, გართობაც და შრომაც. ახლაც ისე ვცხოვრობ როგორც ადრე , ვსწვალობ, ვმუშაობ, ღამით კლუბში ვერთობი ... მიყვარს . ჯანდაბა, მთელი გააზრებული ცხოვრება შენთვის რაღაცის დამტკიცებას, ჯიბრს, წინააღმდეგობას დავუთმე. მაგიჟებდი ელენა...ჭკუიდან გადაგყავდი შენი ქცევით -ორი ერთნაირი ადამიანი იშვიათად ქმნის იდეალურ წყვილს... -ისევ შეეცვალა მზერა. ისე მოსწონდა მასთან საუბარი იმდენად სხვანაირი იყო იოანე, არ ჰგავდა იმ ბიჭს ბოლო ორი წლის განმავლობაში რომ ხედავდა და ისევ ძალიან უნდოდა მისი ჩახუტება -ვერ ვიტან ასე რომ მიყურებ , თითებს ერთმანეთში რომ ხლართავ ვიცი გინდა ჩამეხუტო და არ მეხუტები...მეზიზღება ეს მომენტი ,როცა ვიაზრებ შენ სურვილებს და შენ ვერ ხვდები,რომ მეც იგივე მინდა რაც შენ. ორივეს გვინდოდა ერთად ყოფნა და მაინც სულ ხდებოდა რაღაც რაც გვაშორებდა -შენთან ვკარგავ თავდაჯერებულობას...მგონია ,რომ გაღიზიანებს ჩემი შეხება . არ მოგეწონება პატარა ბიჭივით რომ მოგეფერები - თითები სახეზე შეახო, თავზე გადავიდა თვალებში უყურებდა და იღიმოდა- შენზე კარგი არასდროს არაფერი შემიქმნია - თავი მკერდზე მიადო, პატარა ბავშვივით მოექცა მის მკლავებში . გრძნობდა როგორ თავისუფლდებოდა მძიმე ტვირთისგან. იბრუნებდა ფრთებს ,რომელიც წლების წინ დაკარგა. ელენას ამქვეყნიური ბედნიერება ათვლის წერტილს იბრუნებდა . საკუთარ თავთან ,ერეკლეს გარეშე მის სულის ნაწილებთან ერთად . საიდუმლოს გარეშე, თავისუფალი სულითა და ხორცით განაგრძობდა გზას ამქვეყნად იმქვეყნიურ ცხოვრებამდე... ........ ელენას ცხოვრებამ მრავალი ფერი იხილა. დაბადებამდე მიტოვებული ბავშვი იყო, მამისთვის არასასურველი შვილი. შემდეგ კი დედიგან დავიწყებული, მოხუცი ბებოს კალთას ამოფარებული მშვენიერი , ფერადი სულის მქონე უცოდველი ბავშვი . პატარა გოგონა,რომელსაც სტკიოდა მარტოობა . იზრდებოდა და მისი ფერებიც მუქდებოდა, იაზრებდა საკუთარ მდგომარეობას და სტკიოდა ობლობა, დაუკითხავად სულში შემძრალი მარტოსულობა. ფერები გაქრობის ზღვარზე იყვნენ ერეკლე თაბაგარი რომ გამოჩნდა და მისი სული ისევ გაფერადდა. მოიტაცა, არასტანდარტულად, უჩვეულოდ ძალადობისა და მუქარების გარეშე საკუთარი მწვანეებით დაატყვევა . დაითანხმა და ელენა თაბაგარი შეიქმნა იმ დღეს. ყველაფერი შეიცვალა , ცხოვრებამ სხვა რიტმით დაიწყო სვლა პატარა ელენა ქალი გახდა, ცოლი და დედა . ხუთმა წელმა სრულ ბედნიერებაში განვლო , ბრწყინავდა და მის მშვენიერ სხეულში გამომწყვდეული სულიც ფრთებშესხმული თავისუფლად დაფარფატებდა . შემდეგ სრულმა სიბნელემ დაისადგურა დაკარგა ერეკლე, მასთან ერთად ჯერ არდაბადებული ბავშვი და ბედნიერების ყველა სხივი იოანეს გარდა. დაიკარგა , ელენე თაბაგარი სამყაროს მოწყდა და სხვა ქალი შეიქმნა ერეკლესგან მიტოვებული ჩამქრალი, ცარიელი ქალი ,რომელიც ბევრს მართავდა, აკონტროლებდა, მარიონეტად აქცევდა, მაგრამ საკუთარ ცხოვრებას ვერაფერს უხერხებდა. გზააბნეული, აგრძელებდა სვლას ,არსებობას ტვირთით დამძიმებული სულით . ელენა იყო სუსტი და ძლიერი, ელენა იბრძოდა და ნებდებოდა, ბოლომდე რჩებოდა ბრძოლის ველზე შემდეგ კი გაქცევა არჩია, ყველას და ყველაფრის დატოვება ... ყველა გრძნობა საწყის წერტილს დაუბრუნა, დაალაგა , გადააფასა და მიიღო კიდეც პასუხი სახელად იოანე. განა არსებობს შვილზე მშვენიერი ფერთა გამა ქალისთვის ? ხდები დედა , გრძნობ საკუთარი სხეულის ნაწილს და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე რჩება შენს სულში სინათლის სხივი. როგორ შორსაც არ უნდა წახვიდე, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ბარიერების გადალახვა ბოლოს მაინც იპოვნი გზას ,რომელიც შანსია ცხოვრებისთვის, არსებობის დასასრულისთვის . ელენა თაბაგარი იყო ერეკლეს სიყვარულით სავსე ქალი, გრძნობით რომელსაც ვერასდროს ვერაფერმა მიაყენა ჩრდილი. სხეულს შეიძლება შეეხო, მაგრამ სულ ვერა მას ერთხელ კითხულობენ და სამუდამოდ ტოვებენ საკუთარ ფერებს. ელენამ ნახევარი ცხოვრება ბნელი და ნათელი ფერების მონაცვლეობით განვლო შემდეგ კი იპოვა სიმშვიდის ზღვარი , წერტილი რომელმაც გარდატეხა მოახდინა. ისევ შეძლო დიდი ოჯახის ნაწილი გამხდარიყო, მარტოსულობაც გაქრა როდესაც კვლავ იგრძნო შვილის სიყვარული . ბევრს უნაწილებდა საკუთარ გრძნობებს, ადამიანებს ,რომლებიც ერეკლესთან იყვნენ დაკავშირებული და რომლებიც ქმნიდნენ ელენას ყოველდღიურობას. უყურებდა იოანეს ბედნიერ, წარმატებულ, მშვიდ ცხოვრებას საყვარელ ქალთან და შვილებთან ერთად ... ბოლოს ელენა მაინც მშვენიერ სხეულში გამომწყვდეული ფრთებშესხმული სულით ასრულებდა , იმქვეყნიური ცხოვრების ზღვარზე, ერეკლესთან შეხვედრამდე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.