შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აისბერგი (5,6 თავი)


5-06-2020, 22:58
ავტორი eli 234
ნანახია 1 206

მთელი გზა ნუცას გაუთავებელი საუბარი ისმოდა,რომელიც უკვე ყველას მობეზრდა.აკომ სიმღერებს ბოლომდე აუწია,რასაც ნუცას გაბრაზება მოჰყვა . ბევრი წუწუნის შემდეგ მუსიკა გამოირთო და კვლავ გაუთავებელ ლაპარაკს მოჰყვა.
-ნილა ასეთი უხეში რატომ ხარ?(ნუცა)
-უკაცრავად? და რატომ გგონია რომ გიპასუხებ ?
-რავიცი უბრალოდ გკითხე
-ხოდა უბრალოდ შენი საქმე არ არის, ასე რომ უბრალოდ არ გიპასუხებ,და კიდევ აბეზარ პიროვნებას მირჩევნია უხეში პიროვნება ვიყო(ნიშნისმოგებით გადახედა ნილამ ნუცას)
-შენ ჩემზე ამბობ რომ აბეზარი ვარ?
-რა არხარ?მთელი გზა ენა არ გაგიჩუმებია,უკვე თავიც კი ამტკივდა!
-კარგი გოგოებო ჩვენ გასართობად მივდივართ და არა საჩხუბრად(აკო)
-მადლობა რომ თქვი,არ ვიცოდი(ნილა) ნილას სიტყვებზე ყველას გაეცინა,აოცებდათ ამ გოგოს სიჯიუტე,ბოლოს ნილასაც კი გაეცნია,მოკლედ მთელი 3 საათი გზაში იყვნენ ,უკან მანქანით მოჰყვებოდათ ავთო და ეკა მაგრამ ისინი კარგა მანძილით ჩამორჩნენ,შემდეგ გადაწყვიეს რომ ერთი საათი შეესვენათ და კარგი ბუნება მონახეს და მანქანაც იქ გააჩერეს,შემდეგ ძირს ლეიბები გააფინეს და ახლა საჭმელზე ფიქრს შეუფგნენ,რადგან ყველანი მოშიებულები იყვნენ.
-ისე ცოტა შემცივდა(ნუცა)
-ნუცა რა გეგონა აბა მაგ მოკლე კაბით რომ წამოხვედი დედამ თქვა ისეთი სიცივეა თოვს კიდეცხოლმეო.(მეა)
-არაუშავს მეა წამოღებული მაქვს თბილი ტანსაცმელიც,მაგრამ ახლა ამოღება მეზარევა,იქნებ შენი ქურთუკი მათხოო შეთე?
-ჩემი ქურთუკი რატომ უნდა გათხოვო?(ისე დაბნეული იკითხა შეთემ,ნილამ ხარხარი დაიწყო და მემგონი პირველად დაინახეს ნილა ასე გახალისებული)
-რამოხდა რამე სასაცილო ვიკითე?(შეთე)
-არა უბრალოდ ისეთი რომანტიკული ხარ რომ მეტი არ შეიძლება,გოგომ განზრახ ჩაიცვა მოკლე კაბა იმის გამო რომ ეჭვიანობით კვდებოდა, იმაზე ვისი სახელიც კი არ იცოდა ნორმალურად,ვინც ნანახიც კი არ ყავდა,მოკლე კაბა ჩაიცვა ამ სიცივეში ,იცოდა რომ იქ თოვდა მაგრამ მაინც იმის გამო რომ შემდეგ შენი ქურთუკი გაგეხადა და მისთვის მოგეფარებინა,შემდეგ ალბათ ის გოგო რომლესაც საერთოდ არ იცნობდა ეჭვიანობით უნდა გამსკდარიყო,შენ კიდევ ეს ყველაფერი ჩაუშალე,აი ამის გამო გამეცნია,ზოგადად რომანტიკას თავი დავანებოთ ელემენტარული ზრდილობაა! შენს შეყვარებულს სცივა,იყინება და შენ თბილად შეფუთვნულხარ ვერც კი ხვდები რომ რამე მოაფარო. ნილას სიტყვებმა ყველა გააოგნა
-ნილა შენ შემთხვევით დეტექტივი ხომარხარ?(აკო)
-დეტექტივობა რად უნდა მოძველებული ქალური ხრიკია!
- შენ საერთოდ რამხელა წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე?!გგონია შენზე ვიეჭვიანებდი ოდესმე?ვინ ხარ საერთოდ ან შენ რატომ უნდა მოეწონო შეთეს?(ნუცა)
-მე არ მითქვამს რომ უნდა მოვეწონო,ეგ შენ თქვი და კიდევ მე არავინაც არ მგონია ჩემი თავი,სავარაუდოდ შენ გგონია ჩემი თავი დიდი ვინმე,რადგან ჩემზე იეჭვიანე
-საიდან მოიტანე რომ ეს კაბა მაგის გამო ჩავიცვი?
-უბრალოდ ძალიან დაკვირვებული ადამიანი ვარ.პირველრიგში შეთემ როდესაც შემოგთავაზა წამოსვლა პირველად მაშინ ახსენა ჩემი სახელი,ალბათ იფიქრა რომ ასე ნერვებს მომიშლიდა და აგიხსნა რომ მშობლებმა ახალი პიროვნება მოიყვანეს სახლში,შემდეგ ისიც გაიგე რომ 23 წლის გოგოა ის ვიღაც და ბუნებრივია ეჭვიანობის გრძნობა გაგიჩნდა ახალგაზრდა გოგო სხვის სახლში,შემდეგ გადაწყვიტე რომ ისე ჩაგეცვა ჩემზე შდაბეჭდილება მოგეხდინა და მეფიქრა რომ ჩემზე ლამაზი ხარ,ხო მტკიცებულება ის არის რომ იცოდი იქ ყინავდა და თბილი ტანსაცმელი კი არ ჩაიცვი არამედ წამოიღე და ბარგი ყველაზე დაბლა ჩადე რომ შემდეგ მოგემიზეზებინა ვითომ დაგეზარებოდა მანქანიდან ამოღება,მერე შეთეს უნდა მოეფარებინა შენთვის ქურთუკი,მაგრამ შეთეს რომ ოდნავ მაინც იცნობდე ან აუბრალოდ მეტი დაკვირვებით შეგეხედა მისი პიროვნებისთვის მიხვდები რომ ჯენლტმენი არ არის ,პირიქით უყურადღებო და გონებაგაფანტულია.
-რა ჩაგიტარათ?(აკო)
-გეყოფა ნილა ზედმეტი მოგდის ვერ ხვდები რომ შენი სიუხეშით გულს სტკენ ხალხს?(ნუცა) ნუცა ატირებული გავარდა იმ
ადგილიდან,შეთე არ გაჰყოლია ,რადგან იცოდა რომ ნერიულობის დროს მარტო უნდოდა ხოლმე დარჩენა.ნილამაც თავი ცუდად იგრძნო რადგან იცოდა რომ მაღთლა ზედმეტი მოუვიდა.
-მე არმინდოდა ასე გამოსულიყოო, უბრალოდ...
-რა უბრალოდ?გეკითხები?უბრალოდ სიმართლე თქვი ხომ!უხეში ხარ ნილა არც კი დაფიქრდი რომ შეიძლებოდოა ვინმეს გული სტკენოდა!(შეთე) შეთე გაბრაზებული მანქანაში ჩახტა და ნილაც მას გაეკიდა,წინ გადაუდგა და არ უშვებდა -გოგო სულ გაგიჟდი ხო გაიწიე გვერძე თორემ დაგეჯახები!
-არ გავიწევი დამეჯახე!
-არანორმალურიხარ გადადიმეთქი დროზე
-არმინდა,არ გადავალ
-სამამდე ვითვლი იცოდე ჩემს თავზე პასუხ არ ვაგებ
-დაითვალე მერე
შეთე საკმაოდ დაბნეული ჩანდა და გაოცებული ამ გოგოს შეუპოვრობით,მან სამჯერ დაითვალა მანქანა დაძრა და პირდაპირ მუხლებთან გაუჩერა ნილას,რომ დაინახა მაინც არ განძრეულა ადგილიდან ძრავი გამორთო და გადმოვიდა ,შემდეგ ნილას ხელი მოჰკიდა და მანქანაში უხეშად ჩასვა,შემდეგ ღვედი შეუკრა და თავის ადგილლი დაიკავა,მია და აკო ყვირილით ცდილობდნენ შეთეს შეჩერებს,რადგან იცნოდნენ რომ,როდესაც შეთე ბრაზდებოდა უკონტროლო ხდებოდა.
-არ გეშინია ხომ ჩემი და ექსტრემი მოგწონს!ადრენალინი გინდა?ახლავე გაჩვენებ!(შეთემ მანქანა ადგილიდან მოსწყვიტა და სულ მალე 180 განავითარა,თანდათან უმატებდა სიჩქარეს და არ ჩერდებოდა,ნილას კი ძარღვებში სისხლი ეყინებოდა)
-გააჩერე მანიაკო!მოვკვედბით გააჩერე!
-ამაზე აქამდე უნდა გეფიქრა სანამ წინ გადამეღობებოდი
-გააჩერე გთხოვ,ძალიან მეშინია,გააჩერე
-გვიანია ლამაზო
-გააჩერე იდიოტო მანქანა,დროზე გააჩერე(ნილას ცრემლები ღვარღვარით მოსდიოდა,როდესაც შეთეს ხელზე დაეცა მხოლოდ მაშინ მოეგო გონს და მაშინ გააჩერა მანქანაც ,შეთე მანქანიდან გადმოხტა )
-ამის დედ** შენი ბრალია ყველაფერი შენ მაიძულე ნილა ხმას არ იღებდა შეუჩერებლად ტიროდა,კანკალებდა შიშით,როდესაც შეთემ ეს ყველაფერი დაინახა ძალიან შეეშინა
-რაგჭირს ნილა კარგადხარ? ნილა პასუხს ისევ არ სცემდა,თითქოს სხვაგან სხვა სამყაროში იყო
-პასუხი გამეცი კარგადხარმეთქი?(შეთე მივარდა ნილასთან და ხელების დაზელა დაუწყო,ნილა გულწასული ხელებში ჩაესვენა,შეთემ ხელში აიტაცა და მანქანაში ჩასვა,საბარგულიდან აფთიაქის ყუთი გადმოიღო და სპირტით განაგრძო ხელების ზელვა,ნილაც ცოტახანში გონს მოვიდა,შეთე კი გულში ღმერთს მადლობას უხდიდა რომ არაფერი დაემართა!
-ახლა კარგად ხარ ნილა?ძალიან შემეშინდა რა დაგემართა სულ კანკალებდი
-არანორმალურო რომ მომკვდარიყავით?ტვინი გაქვს თავში?რაზე ფიქრობდი საერთოდ გეკითხები!ვერგიტან,ავადმყოფო! შეთეს სიცილი მოჰგვარა ნილას სიტყვებმა
-რა გაცინებს ,მგონი გაგიჟდი ხო?რა ვთქვი სასაცილო
-არა უბრალოდ მართლა შენხარ,აშკარად უკვე კარგადხარ რადგან ჩვეულ რიტმს დაუბრუნდი,მიხარია (ნილასაც გაეცინა შეთეს სიტყვებზე)
- ეს შეტევა იყო,სიჩქარის მეშინია,ვერ ვიტან როცა მანქანას ჩქარა მართავენ,ძალიან ბევრი ადამიანი იმსხვერპლა მანქანის ჩქარმა ტარებამ
-ჩემთან ნუგეშინია,მე მანქანას საკმაოდ კარგად ვმართავ ბავშობიდან,ამიტომ ჩემთან უსაბრთხოა !
-ეგ გამართლება არაა,ყველა მასე ამბობს ყველას გონია რომ პროფესიონალია,მაგრამ ნებისმიერ წამს შეიძლება გიმტყუნოს გონებამ,ფეხმა,ხელმა,თავად მანქანა შეიძლება გამოვიდეს მწყობრიდან,ყველაზე ხშირ შემთხვევაში კი ვინმე არაპროფესიონალი შეიძლლება გადმოგიხტეს გზაზე ამ სიჩქარით კი შუძლებალია მანქაის სწრაფი მანევრი და თუ მაინც მოახერხე შეიძლება ასევე სწრაფად შეასკდე ხეს,ქვას,კლეს და უარეს შემთხვევაში იმ სხვა მანქანას, შენს თავსაც დაიღუპავ და მათაც დაღუპავ,ამიტომ სიჩქარის წყურვილში კარგი არაფერია,ყველაზე საშიში კი იცი რა არის?როდესაც გგონია რომ მანქანას პროფესიონალურად მართავ!მცურავსაც სწორედ ეგ ღუპავს ზღვაში,როდესაც ფიქრობს რომ იმხელაზე შეუძლია გაცუროს და არ დაიღალოს რომ თვალს ვერავინ მიაწვდენს,ყველაზე ცუდი კი ის არის როდესაც ავიწყდება რომ ისიც ადამიანია და ისიც იღლება,გაცურავს შორს შემდეგ დაეღლება,ხელები,ფეხები და ისე შორს შესცურავს რომ დასახმარებლადაც ვერავის იხმობს,ვერც უკან ბრუნდება ისე არის დაღლილი და ბუმ უეცრად წყალში ეშვება! ამიტომ ზედმეტი თავდაჯერებულობა დამღუპველია!
-გენიოსო ეს ყველაფერი კარგი,მაგრამ ერთი კითხვა მაქვს,რატომ უთხარი ნუცას რომ შენი
გაბრაზება მინდოდა და სწორედ ამიტომ წამოვიყვანე
-იმიტომ რომ ეს ასეა,გინდა რაღაც გითხრა?მაგრამ არა ახლა არ გგეტყვი,როცა დრო მოვა მხოლოდდ მაშინ
-მითხარი რისი დრო,რისი თქმა გინდოდა
-ვიცი რომ ძალიან ცნობისმოყვარე ხარ,მაგრამ ჯერ ადრეა და მართლა აქ რას ვაკეთებთ,რომ იცოდე ტყუილლი არაფერი მითქვამს ძალიან უყურადღებოხარ მე მართლა ზეტმეტი მომივიდა ნუცასთან მიმართებაში,მაგრამ ახლა შენ აქ კიარ უნდა იყო ნუცას უნდა გაკიდებოდი და დაგემშვიდებინდა,სწორედ ამის თქმა მინდოდა რომ გამოვარდი
-მაგის თქმა გინდოდა თუ შეგეშინდა რამე არ მომსვლოდა მანქანაში გაბრაზებული რომ ჩავჯექი
-რაებს ბოდავ შენზე საერთოდ რატომ უნდა შემშინებოდა,მეტი აღარაფერი თქვა დროზე წავიდეათ თორემ კუჭი გამიხმა შიმშილით .
-კარგი იცი რა უნდა გითხრა?მაგრამ იყოს როცა დრო მოვა მერე გეტყვი
-რა უნდა მითხრა მითხარი
-რაო შენც ცნობისმოყვარეყოფილხარ
-არა,რატომ უნდა მაინტერესებდეს ,უბრალოდ ვიკითხე კარგი ჯიუტო,წავედით,თორემ ალბათ ყველა ნერვიულობს. თავი 6
მანქანაში ხმა არცერთ ამოუღია,შეთე იმდენად იყო შეშინებული მგონი 50-ს არ სცდებოდა მანქანის სიჩქარე,ალაბთ ეშინოდა ნილას რამე არ მოსვლოდა, თორემ ალბათ ფიქრობდა რომ მას დაბრალდებოდა,კიარ დაბრალდებოდა ნამდვილად მისი ბრალი იქნებოდა.
-არაა საჭირო მანქანის ასე ნელა მართვა ,შეგიძლია ნორმალურად ატარო,ასეთ სიჩქარეზე
გართულება არ მაქვს
-მაინც თავს ვიზღვევ არცრერთ ხმა აღარ ამოუღია ისე დაუბრუნდნენ საწყის ადგილს,მია და აკო ჩქარი ნაბიჯით წამოვიდნენ მანქანის დანახვისას და შეთე არც იყო გადმოსული მანქანიდან როდესაც მეამ ჩხუბი დაუწყო.
-შენ ვერხარ ხო?რამე რომ მოგსვლოდა?მერე?ნილას რომ რამე დამართვნოდა?მაინდამაინც ყველას უნდა ჩაგვამწარო დასვენება?ყველა უნდა შეგვაშინო?ახლა ავთოს რომ ვუთხრა ხომიცი რაც მოხდება?მოდი მე გეტყვი თუგინდა,პირველრიგში მანქანას ჩამოგართმევს,მერე მეორე ერთთვიან შინაპატიმრობას მოგისჯის,ხომ გახსოვს წინათ რა მოხდა,ზუსტად ასეთ სიტვაციაში?
-ე ე ე შეუნელე ცოტა,გასაგებია ყველაფერი,ავთო ვერაფერსაც ვერ გაიგებს ახლა არ მაქვს მაგის ჩხუბის და პანიკის თავი
-შენ როგორხარ ნილა?ხომ არ შეგეშინდა?!
-არა,არაფერია! ნილას ნათქვამმა ძალიან გააკვირვა შეთე ეგონა წამში დაფქვავდა რაც გადაიტანა.
-ნუცა სადარის?(შეთე)
-ძალიან გაბრაზდა და თქვა რომ მარტო უნდოდა დარჩენა,შენზე ძალიანაა გაბრაზებული ,უნდა დაელაპარაკოთ ორივე
-კაკრგი მია მე დაველაპარაკები ჯერ და ბოდიშს მოვუხდი,მართლა ზედმეტი მომივიდაა,არ მიყვარს ბოდიშის მოხდა,მაგრამ რაც ვუთხარი მართლა გულს ატკენდა ნილამ როგორც იქნა დიდი ხნის ძებნის შემდეგ იპოვა ნუცა და ცადა მასთან დალაპარაკება:
- ნუცა დიდი ბოდიში,დამნაშავე ვარ რაც გითხარი ,შეიძლება მართალი იყო ყველაფერი რაც გითხარი, მაგრამ ეგ შენი საქმეა
- მისმინე გაიძვერავ შენი აზრით ვერვხვდები რომ შეთე მოგწონს?იცი რა თუ გგონია რომ მას დაგითმობ ძალიან ცდები,შენ საერთოდაც არ აინტერესებ და იცი რა ?ვერგიტან!ყველაფერს გავაკეთებ იმისთის რომ მისი ცხოვრებიდან ამოგშალო!
-მეგონა შენთან ცივილური ლაპარაკი შეიძლებოდა,მაგრამ მწარედ შევცდი,ამიტომ მეც გეტყვი რომ შენი შეთე საულაც არ მაუნტერესებს,ჩემს გემოვნებაში ოდნავადაც არ ჯდება და კიდევ იცი რა ?მის ცხოვრებაში საერთოდაც არ შევსულვარ და როგორ უნდა ამომშალო!თანაც არმესმის ჩემი ასე რატომ გეშინია?იცი რა გამოწვევებზე ვგიჟდები,იმიტომ რომ როდესაც გამოწვევას ვიღებ ყოველთვის ვიმარჯვებ,ამას უკვე შევეჩვიე კიდეც,ასე რომ არასდროს,არასდროს და კიდევ არასდროს არ გამომიწვიო თუარგინდა ყველაფერი დაკარგო,მიხვდები ყველაფერში რასაც ან ვისაც ვგულისხმობ! ალბათ იფიქრებთ რომ ნილა ეგოისტი ბავშვია,რომელსაც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს,ან იფიქრებთ რომ ბოროტია,რადგან შეთეს წართმევით ემუქრება ნუცას,მაგრამ ეს ყველაფერი სრული მარაზმი იქნება,რადგან თქვენ არიცით რა გადაიტანა ნილამ,თუნდაც საზღვარგარეთ სწავლის დროს,ყველგან თავის დამკვიდრება უწევდა,საკმაოდ ბევრ გამოწვევას იღებდახოლმე და თავიდან მარცხდებოდა,მაგრამ ყოველთვის იყო ვიღაც ვინც მას ფეხზე წამოდგომაში ეხმარებოდა,მას მართლა ძალიან შეუყვარდა სწორედ ის ბიჭი ვინც ყველაფერში მხარს უჭერდა,მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა რომ ის ადამიანი მას მხოლოდ დასცინოდა და ამასხაარავებდა,ამის მერე ნილამ ყველას და ყველაფრის ნდობა დაკარგა.ამიტომ დაიფიცა რომ ყველა გამოწვევას მიიღებდა და გაიმარჯვებდა უკლებლივ ყველაში,ნილა გაცივდა,გული გაუცივდა ,სიყვარულის საერთოდ აღარ სჯეროდა და იცით შემდეგ რა გააკეთა?სწორდე იმ ბიჭზე ვინც დასცინოდა და მასხრად იგდებდა,ვინც მისი გრძნობებით თამაშობდა სწორედ იმ ბიჭზე შური იძია,სწორედ ისე როგორც მან,ნილამ ისე მოაწყო რომ თავი მართლა შეაყვარა მას ,შემდეგ კი ხალხში დასცინა,თქვა რომ გადაეკიდა და საერთოდ არ იცოდა ვინ იყო!ნილამ იცოდა რომ ცუდად მოიქცა,ძალიან ცუდადაც კი ამიტომ სხვა უნივერსიტეტში მოუხდა გადასვლა,მოკლედ ნილამ რაც უთხრა ნუცას ეს უბრალოდ თავის დაცვის ინსტიქტი იყო,მას შემდეგ არავის აძლევს უფლებას თავი დააჩაგვრინოს!
ნუცას ნილასთვის აღარაფერი უთქვამს უკან დაბრუნდა და შეთეს მთელი ძალით ჩაეხუტა თან ნილას ცინიკკურად გახედა,ნილას ეს ჟესტი სასაცილოდ არ ეყო. ყველამ მიირთვა,შემდეგ ნივთები აალაგეს და კვლავ საბარგულში ჩააწყვეს ,საბოლოოდ კი პირდაპირ სახლისაკენ აიღეს გეზი. სახლში რომ მივიდნენ ყველა გაოცებული დარჩა .იქაურობა მართლაც ულამაზესი იყო,წინ საოცრად ლამაზი ტბა მოჩანდა,კიდევ უზარმაზარი ეზო ყვავილებით ,ჰამაკით.სახლი მართლაც რომ უზარმაზარი იყო ქვით იყო ნაგები,საკმაოდ თანამედროვე და ფეშენებელური. სახლის დანახვისთანავე ყველა ზემოთ აცვივდა ოთახების დასანაწილებლად გარდა ნილასა ,ის უბრალოდ აღფრთოვანებული იყო იმ ადგილის სილამაზით ,როდესაც იქაურობის ცქერით დატკბა მხოლოდ მაშინღა შევიდა სახლში.
-მოკლედ დავნაწილდით ოთახები ყველასთვის არის ცალცალკე (მია)
-ცალკე არ არის საჭირო მე და შეთე ერთად დავიძნებთ,ისედაც მიჩვეული ვართ(ნუცა)
-აქ მაგისთვის არ მოვსულვართ,ყველანი ვიძინებთ ცალცალკე,ასე გადაწყდა და მორჩა,როდესაც დაქორწინდებით ერთად მერე დაიძინებთ(მია)
-ძველმოდური ყოფილხარ(ნუცა)
-ეგ არაფერ შუაშია შენ უნდა იცოდე რომ ჯერ ცოლქმარი არ ხართ,დედა დიდ პატივს სცემს ტრადიციებს და კიდევ აქ ვარ მე მისი და, და კიდევ ნილა ორივე გოგონები ვართ და ჩვენი მაინც მოგერიდოს,ახლა უკვე შეგიძლიათ ოთახები გაინაწილოთ(მეა)
-კარგი მაშინ ყველაზე დიდი ოთახი რომ არის მესამე სართულზე იქ მე ვიძინებ(ნუცა)
-მე პირველს სართულზრ ვიძინებ აუზის წინ რომ ოთახია აი იქ (აკო)
-მე კიდევ აკოს ოთახის გვერდით ,მეც მომწონს აუზის ხედი (მია)
-ხო მართლა ყველა ოთახი დანაწილებულია ზუსტად ორი ოთახი დარჩა მეორე სართულზე,ერთმანეთის გვერდით ასე რომ მოგიწევთ ოთახების გაყოფა შეთე და ნილა.(აკო)
ამის გაგონებაზე ორივე ბავშვივით ავარდა კიბეებზე,ერთმანეთს ისე ასწრებდნენ კიბეზე ვერ ეტეოდნენ ერთად ,შემდეგ ოთახებშიც მალევე შევარდნენ და მოათვალიერეს .აღმოჩნდა რომ პირდაპირი ოთახი რომელიც ტბას გადაჰყურებდა ყველაზე ლამაზი იყო,შეთესაც და ნილასაც ერთი ოთახი მოეწონათ ამიტომ ორივე ერთ ოთახში შევარდნენ.
-ტყუილად ცდილობ შეთე პიველი მე შემოვედი ამ ოთახში
-რა?რეებს ბოდავ მე დაგასწარი,ამიტომ დროზე გადი ამ ოთახიდან!
-არ გავალ ტყულად ლაპარაკობ შანსი არ არის!ეს საწოლიც რამხელააა(დაინახა ნიილამ საწოლი და მაშინვე ზედ გადაევლო,ხლები და ფეხები ორივე განზე გაშალა რომ შეტე ვერ დატეულიყო,აი ისე პატარა ბავშვბს რომ არ უნდათ რაიმე გაუნაწილონ სხვას)
-და რა გგონია რომ ასე წავალ?შენ თუ საწოლს დაიკავებ! შეთემ ნელნელა დაიყო სვლა და
ნილასგან გასაოცრად თავზე გადაემხო
-რას აკეთებ გარყვნილო!ფეხზე ადექი
-ჯერ პირობა მომეცი რომ აქედან გახვალ!
-შეთე გაიწიე ვერ ვდგები!
-ვერც ადგები თუ მე არ მოვინდომებ!
-კარგი იდიოტო გპირდები,კმაყოფილიხარ ახლა? ეს იყო და კარგი გიჟივით გაიღო,მია აღშფოთებული ჩანდა როდესაც ნილა დანახა საწოლზე გართხმული,ხელ-ფეხ გაკავებული,ზემოდან შეთე აწვა და სწორედ ის აკავებდა ნილას,ნილამ იმხელაზე იკივლა,შეთემ უკან შეიხედა,როდესაც თავის და დაინახა არანაირი რეაქცი არ ქონია დაუყვირა კარი დახურე და გადიო და მიასაც ჩაეღიმა კარი მართლაც დახურა და გავიდა
-გაიწიე იდიოტო,ღმერთო რა სირცხვილია რას იფიქრებს მია,გაიწიე დროზე!
-არაფერსაც არ იფიქრებს ჯერ ნორმალურად დამპირდი
-ხომ გითხარი გპირდებითო გამიშვი ახლა!ნუცა რომ შემოვიდეს?
-მერე რა შემოვიდეს,მე ის მენდობა!
-სულელი! ეს თქვა და ძალა მოიკრიბა ნილამ შემდეგ მთელი ძალით კრა ხელი შეთეს და მართლაც გადააგდო ლოგინიდან,იმხელა ხმა იყო დაცემის ყველა ზემოთ ამოვარდა
-რახდება ხომ ყველაფერი კარგადაა!თქვენ რა გინდათ ერთად?ერთ ოთახში(ნუცა)
-არაფერია შეთე ლოგინს ამოწმებდა რომელი უფრო კომფორტული იყო რომ ის ოთახი აერჩია ,ეს აშკარად არ მოეწონდა,გადმოვარდა აქედან,ამიტომ სწორედ ახლა ამბობდა რომ მეორე ოთახში დარჩება (ნილა) მიას ჩაეღიმა ხვდებოდა რაშიც იყო საქმე,შეთესაც გაეღიმა მაგრამ ეს ცინიკურ ღიმილს ჰქგავდა ძალიან და არც შემცდარა ნილა,ყველა რომ გავიდა შეთემ ყურში უჩურჩლა,მაგასაც ვნახავთო
ცოტა არიყოს შიში მოჰქგვარა ნილაშ შეთეს მუქარამ,მაგრამ მალევე გადაავიწყდა,თავის ბარგი ამოალაგა და ლამაზად ჩამოკიდა საკიდებზე,შემდეგ გამოიცვალა,მუქი ლურჯი ჯინსის შარვალი და შავი ნაქსოვი სვიტერი გადაიცვა,ფეხზე შავი კედები მოირგო,თმები მაღლა აიწია და დაბლა ჩავიდა,მართლაც რომ შესანიშნავი ტანი ჰქონდა ნილას,მოხდენილი სავსე ფორმებით,ძალიან უხდებოდა გამოყვანილი ჯინსის შარვალი,დაბლა ჩასულს მაგიდა გაწყობილი დახვდა აკოს და მიას შესანიშნავად გაეწყოთ სუფრა,სანამ სუფრას მიუსხებოდნენ ავთოს და ეკას დაურეკეს და ხვალინდელი დღე ყველამ ერთად დაგეგმა,შემდეგ ივახშმეს და სუფრა მთლიანად ნილამ აალაგა,შემდეგ ჭურჭლებიც დარეცხა და მოხვეტა,ბოლოს კი დაღლილი სავარძელში ჩაესვენა.მიას დანახვა ეუხერხულებოდა და თვალს ვერ უსწორებდა,რამოდენიმეჯერ იფიქრა ხომარ დაესვენა უკვე და საბოლოოდ გადაწყვიტა კიდეც,შემდეგ შეთეს გადახედა რომ დაენახა რას ფიქრობდა,მაგრამ თითქოს არაფერი,შეთე დაღლილი ჩანდა,ამიტომ ნილაც ყველას დაემშვიდობა,განაცხადა რომ ეძინებოდა და თავის ოთახში ავიდა.



№1  offline წევრი Mari Mamniashvili

შემდეგ თავს როდის დადებ ??)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent