შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლილე (ნაწილი 2)


9-06-2020, 00:25
ავტორი redd
ნანახია 1 231

ბოლო წამამდე ეგონა რომ ერეკლე გამოჩნდება, თუმცა რა თქმა უნდა, ასე არ მომხდარა. თვითონაც არ იცის, რა მეტამორფოზას განიცდიდა მთელი ეს დრო, მაგრამ ფაქტია, ვერ წყვეტს მასზე ფიქრს. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ საშინლად ტკივა გული ერეკლე რომ ასეთ მდგომარეობაში იხილა, თუმცა ამას ეშველება. ლილე სწორედ იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ფიქრობენ რომ რაც არ უნდა ტკივილი გადაიტანო, ეშველება, მაგრამ გარდაცვალებას არ აქვს ალტერნატივა. ათასჯერ, მაინც უკითხავს საკუთარი თავისთვის, მას შემდეგ რაც შეიტყო ლუკას ამბავი, რატომ დაემართა ბავშვს ასეთი რამ.
აეროპორტშია. ცრემლებით ემშვიდობებიან ოჯახის წევრები და გულს უფრო უმძიმებენ. იმაზე მეტად, ვიდრე აქვს. თვითონაც საშინლად განიცდის კიდევ ერთ დამშვიდობებას, რომელიც არ იცის როდის დასრულდება. როდის შეძლებს, საბოლოოდ დამკვიდრდეს თავის ქვეყანაში, ოჯახის წევრებთან ერთად. საოცრად გაუჭირდა მგზავრობა. აეროპორტიდან დიდი ხნის სავალია მოსკოვამდე და მოსკოვიც იმხელაა რომ მაგასაც დიდი ხანი უნდა საკმაოდ.
სახლის კარები რომ შეაღო ნოსტალგია იგრძნო. რაც არ უნდა იყოს, ამ სახლში უკვე 3 წელზე მეტია ცხოვრობს და ასე თუ ისე შეეჩვია. ირგვლივ ყველაფერს მტვერი ჰქონდა მოსდებული და ჰაერშიც ძალიან დახუთულობა ტრიალებდა. საშინელი სიმძიმე იგრძნობოდა. Როგორც კი ჩანთები დააწყო ძირს, მაშინვე წავიდა ფანჯრების გასაღებად. ღრმად შეისუნთქა გრილი ჰაერი და კმაყოფილმა მიმოიხედა ირგვლივ.
მშობლებსაც დაურეკა, ჩავედი, არ ინერვიულოთო. დღეს შეეძლო დაესვენა, აი ხვალიდან კი დაიწყებოდა დილის 7 საათზე ადგომა, ნახევრად მძინარე მდგომარეობაში ტრანსპორტით ჯაყჯაყი. ყველაზე მეტად, ალბათ, ეს ეზარებოდა, მაგრამ რეალუობას გვერდს ვერ უქცევდა. თავისი ხელფასი ყველაფერს ვერ გასწვდებოდა. ჩამოსვლიდან ერთ წელშივე გადაწყვიტა დაეწყო მუშაობა, როგორც კი ფეხზე წამოდგა, გარემოს მეტნაკლებად შეეგუა და თავისი სწავლის და ცხოვრების ფულის გადახდით მაინც დახმარებოდა თავისებს, თუკი ისე ვერ შეძლებდა ხელის გაწვდენას. Რა საკვირველია, აჭარბებს. ასეთი მდგომარეობა ნამდვილად არ უდგას ფილფანებს. უბრალოდ, თვითონ უნდა დახმარება განსაკუთრებული მონდომებით, თორემ ამის საჭიროება ნამდვილად არ არის.
სახლის და საჭმლის მომზადებას იმდენად შეჰყვა, რომ ის მთელი განვლილი ერთი კვირა გარკვეული დროით ამოუვარდა თავიდან და თითქოს ტვინმა შვება იგრძნო. მუდმივად შეკითხვები საკუთარ თავთან, სხვასთან, რომელსაც პასუხი ვერ ან არ გაეცემა, საშინლად მოქმედებს ყველაფერზე. თუმცა, როგორც კი დაღლილი მიწვა აივნის საქანელაზე სიგარეტით ხელში მომარჯვებული, მაშინვე ყველაფერი ამოუტრიალდა თავში. რაღაცნაირი გრძნობა იპყრობდა. აი, ხომ არსებობს მომენტები, როცა გგონია რომ რაღაც გადალახე, მაგრამ როცა პირისპირ ეჩეხები სულ სხვანაირი სურათი იხატება. ის ერთი კვირა მთლიანად ლუკათი იყო დაკავებული. ერთი წუთითაც ვერ მოახერხა ერეკლეზე ფიქრი, უბრალოდ არ შეეძლო ასეთი რამ, მაგრამ ახლა დარჩა მარტო საკუთარ თავთან და ყველაფერი ცხადად დაინახა. საერთოდ ვერ ხვდება, რა ხდება მის თავს. რატომ ვერ იგდებს თავიდან ერეკლეს. რატომ ხდება ეს მისგან დამოუკიდებლად. არც კი დამშვიდობებია. არ ეგოისტობს, მის ადგილას, ალბათ, თვითონ საერთოდ ვერ შეამჩნევდა ვინმეს, მაგრამ რაღაცნაირად, თავისთვის, დაწყდა გული. თვალწინ წარმოადგებოდა, როგორ ეხებოდა ერეკლე წელზე, თმებზე, მკლავებზე, თითებზე და ასეთი შეგრძნება არასდროს ჰქონია, შეუძლია თქვას. მაშინაც უჩქროლდებოდა გული მამაკაცის შეხებაზე, დანახვაზე, მაგრამ მაშინ ძალიან პატარები იყვნენ. შეიძლება ერეკლე სრულად აანალიზებდა იმ დროს განვითარებულ მოვლენებს, მაგრამ ლილესთვის ასე ნამდვილად არ იყო.
მალევე ჩაეძინა. იმდენად იყო ამ ყველაფრით გადაღლილი, შეუძლებელია ასე არ მომხდარიყო. ჯერ მგზავრობა, იქაური სიმძიმე კი ახლაც კი აქვს გამოყოლილი, ეს ყოველივე რომ აეწყო ერთმანეთს ჯაჭვურად, გოგონასთვის ნამდვილად ზედმეტი იყო.

* * *
მაღვიძარას ხმა ყველაზე მეტად სძაგს. ბუნებრივია, წყვეტს იმას, რაც ძალიან, ძალიან უყვარს. სწრაფად მიირთვა ყავა, გაემზადა და წავიდა. დაიწყო ერთი და იგივე, ტრანსპორტი, სამსახური. მისი სამუშაო ადგილი, არ იყო შორს, მაგრამ ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელ მდგომარეობაში ტრანსპორტით მგზავრობა, დიდი სიამოვნება ვერაა. სიტუაცია ზუსტად ისეთი დახვდა, როგორიც დატოვა. ცივი თანამშრომლები, არაფრით გამორჩეული გარემო, უბრალოდ საქმე დაემატა, რამაც მისი გვიანობამდე დარჩენა განაპირობა იქ, სულ ეს იყო.
მაინცდამაინც დიდი სითბოთი არც ლილე გამოირჩეოდა, თუმცა ასეთი გაურკვეველი სიცივე, ცინიზმი, დამღლელი იყო, სხვა თუ არაფერი. ამისდამიუხედავად, კონტროლს არასდროს კარგავს და არასდროს სცდება ადამიანური ურთიერთობების საზღვრებს.
- ეს ვინ გამოჩნდა! - მხიარულად ჩასძახა მარიამმა მობილურში. - ხომ კარგად ხარ?
- კი, კი ! - სიცილით უპასუხა. - შენ როგორ ხარ?
- რა ვიცი, რა გითხრა. ისევ ისე. გამოდი, რა! საჭორაო დამიგროვდა, ბევრი. - სულმოუთქმელად მიაყოლა სიტყვები ერთმანეთს.
- აუ, მარიამ, მე ვერ, არ შემიძლია. დღეს საღამომდე მომიწევს აქ ყოფნა, მაგრამ ჩემთან გამოდი, დარჩი. - შეაპარა, როგორც ზარმაცმა ადამიანმა.
რა ქნას, ვერ იტანს ზედმეტ მოძრაობას. სახლში ურჩევნია ყოფნა თავისთვის და მშვიდად. ამაზე ყოველთვის ეჩხუბებოდნენ თავისი ოჯახის წევრებიც და არც მარიამი აკლებს, მაგრამ ასეთია ლილე.
- კარგი, მაშინ მომწერე ნახევარი საათით ადრე, სანამ გამოსვლას დააპირებ და გამოგივლი, მანქანით მიგაბრძანებ სახლში.
- ოქრო ხარ! - ამოილაპარაკა და კმაყოფილმა გადადო გვერდით მობილური.
არა, მაინც რა ცოტა ყოფნის ადამიანს. ახლა, რომ ახსენდება მარიამი გამოუვლის და წაიყვანს სახლში კომფორტულად, არ მოუწევს მთელი დღის დაღლილს სახლში ტრანსპორტით წასვლა, საშინელ კმაყოფილებას მატებს. რაც შეეხება მარიამს, დაახლოებით წელიწადია იცნობს, სამსახურიდან მოუწია მასთან გადაკვეთა. ძალიან ახლო მეგობრები არ არიან. ეს უფრო ლილეს ბრალია, ვიდრე გოგონასი. მარიამი ძალიან გახსნილი, მეგობრული, კომუნიკაბელურია, აი, რაც შეეხება ფილფანს, მას ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება ადამიანს დაუახლოვდე ასე სწრაფად. ვერც იმას ვიტყვით რომ ცუდი გამოცდილების გამო არის ასე, უბრალოდ ასეთია. ვერ უშვებს მარტივად ადამიანებს ახლოს, მაგრამ მარიამი ნამდვილად მეგობრად მიაჩნია. ერთი წელი, ასე თუ ისე, კმარა რომ მიხვდე ადამიანი როგორია.
საქმე იმაზე მეტი შემართებით დაასრულა, ვიდრე ჩვეულებრივ დღეებში ხდება ხოლმე, რა რუტინითაც უწევს ხელმძღვანელობა. თხელი ქურთუკი მოიცვა და შენობიდან სწრაფად გავიდა. მოსკოვში ზაფხული მაქსიმუმ 1 თვე გაგრძელდეს. ახლა ივნისია და ჯერ კიდევ ქურთუკით დადის ხალხი. ლილესთვის ზედგამოჭრილი ქალაქი და ქვეყანაა ამ მხრივ. ვერ იტანს სიცხეს, ურჩევნია სციოდეს.
- როგორ მომენატრე! - სასაცილოდ გაშალა ხელები მარიამმა.
- მეც მომენატრე. - გულწრფელი იყო ლილე.
გზაში ცოტა ისაუბრეს, სახლშიც აიყოლეს საჭმელ-სასმელი და აივანზე კომფორტულად მოკალათდნენ ლუდით ხელში.
- რა გჭირს? მომიყევი, რა ხდებოდა საქართველოში? როგორ მომენატრა იქაურობა, რამდენი ხანია არ ვყოფილვარ! - დანანებით გააწკლაპუნა ტუჩები და ეჭვის თვალით შეხედა დაღვრემილ ლილეს, რომელიც უკვე იმაზე კარგად გაიცნო, ვიდრე ეს თავად ეგონა.
- არაფერი. - მხრები აიჩეჩა და ღმილით შეხედა. - შენ მომიყევი, რა ხდებოდა აქ? როგორაა შენი ანდრიკო?
- ყოჩაღ, კარგად გადაიტანე თემა, თუმცა ამდენი რომ არ მქონდეს მოსაყოლი, ვერ მოახერხებდი მაგას. არაუშავს, მაინც მოგაყოლებ! - თითი სიცილით დაუქნია ცხვირწინ. - საშინლად აგვერია ურთიერთობა. კარგა ხანია უკვე, ლილე, უბრალოდ მე მეგონა ყველაფერი გამოსწორდებოდა, ყოველშემთხვევაში, ვცდილობდი მაინც, მაგრამ არ გამომდის. ურთიერთობას მხოლოდ ერთი ადამიანი ვერ შეინარჩუნებს.
- რა მოხდა? - ინტერესით შეანათა თაფლისფერი თვალები.
- ასე კონკრეტულად არაფერი, უბრალოდ ყველაფერი ცუდად აეწყო ერთმანეთს. ძალიან გაუხეშებულია ჩემ მიმართ, ვერ ვხვდები, რატომ. ზუსტად ისეთი ვარ, როგორიც გამიცნო. რომ ვეკითხები არ მპასუხობს, ვეჩხუბები, რეაქცია არ აქვს. საერთოდ ვერ ვხვდები რა უნდა ან ჩემგან და ან ზოგადად. მე ძალიან დავიღალე, აღარ მინდა ასეთი ძალით ურთიერთობა, ანდროს კიდევ ეს, დამიჯერე, ოდნავადაც კი არ ადარდებს.
- ვერ დამაჯერებ! - გაოცებულმა დაჭყიტა თვალები. - ჩვენ ერთი და იმავე ბიჭზე ვსაობრობთ? ანდროზე? რომელიც მუდამ ისეთი თბილი, მოსიყვარულე და გამგები იყო, როგორც არავინ?
- ასეა და. - გაუცინა და მხარი მიკრა. - არაუშავს, ყველაფერი ხდება, გადავიტან, ხო იცი! - თვალი მხრიარულად ჩაუკრა, თუმცა ეს ნამდვილად არ იყო ის მხიარულება, რომელსაც მუდამ თან ატარებდა მარიამი. - შენ, შენ მელაპარაკე რა, გთხოვ, არ მინდა ამ თემაზე დიდხანს გავჩერდეთ. ისედაც ტვინში სისხლი მასხავს რომ მახსენდება რაში დავკარგე ჩემი ცხოვრების ორი წელი.
- ასე ნუ ამბობ! სიყვარული ხომ დაგრჩა და ის ურთიერთობა. ან, რატომ გადაწყვიტე რომ ყველაფერი მორჩა? დალაგდება ყველაფერი.
მარიამმა მხოლოდ მხრები აიჩეჩა და ლილეს მოსმენა ინტერესით დაიწყო. გოგონამ ერთი ამოსუნთქვით მოყვა ყველაფერი. საოცარი შვება იგრძნო. ასე გულწრფელად მხოლოდ ქეთას თუ ელაპარაკებოდა. თვითონაც არ იცის, რატომ გადაწყვიტა რომ მარიამისთვის, ცხოვრებაში პირველად, ყველაფერი თავიდან ბოლომდე მოეყოლა. არც ის იცის, ამას აქამდე რატომ აკეთებდა.

* * *
თვეები ერთმანეთს მიყვებოდა, ცხოვრება ისევ იმ ტემპით მიდიოდა. ერთადერთი რაც შეიცვალა, იყო ის რომ მარიამთან იმაზე მეტ დროს ატარებდა, ვიდრე მანამდე. თვითონაც ვერ გაიგო, როდის მოხდა მათი ასე დაახლოება, მაგრამ ეს ნამდვილად კარგი იყო! ალბათ, საუკეთესოც. რთულია, იცხოვრო უცხო ქვეყანაში და ისეთი მეგობარი არ გყავდეს, რომელიც მუდამ შენთან იქნება და ყველაფრის გაზიარება შეგეძლება. ლუკას ამბავმა უფრო განაპირობა ეს, მიუხედავად იმისა რომ ბავშვი ბოლოს 4 წლის იყო რომ ნახა, ამას საერთოდ არ უთამაშია არანაირი როლი. უფრო და უფრო ახსენებდა თავს, უფრო და უფრო ტკენდა გულს, არც კი იცის ასეთი ღრმა სევდა საიდან გაჩნდა ამ ამბისადმი, მართლა, წარმოდგენა არ აქვს, რამ გამოიწვია. მაგრამ იმაზე მეტად ნამდვილად განიცდის, ვიდრე უნდა იყოს. დაახლოებით 8 თვე გავიდა მას შემდეგ, თუმცა თითქოს გუშინ მოხდა. ის შეგრძნებები, რომელიც დღემდე თან მოყვება, არსად წასულა.
ერეკლეზე ფიქრი ოფიციალურად აუკრძალა თავის თავს. ისევ ისე შეეჩვია მასზე ფიქრის გარეშე ყოფნას, როგორც ადრე. ნინა დეიდას, შეპირებისამებრ, ხშირად ურეკავდა. ფაქტობრივად, როცა მაკას უთიშავდა, მეორე ზარი მას ეკუთვნოდა. ქალს ოდნავადაც არ ეტობოდა რომ ამდენი ხანი გავიდა, თუმცა დედისთვის მთელი ცხოვრებაც არ კმარა ამ ყოველივეს გადალახვაში. ნინაც უყვებოდა ყველაფერს, თითოეულ წვრილმანსაც კი, თითქოს პატარა მეგობარი შეიძინა ლილეს სახით, რომელიც სულ მზად იყო მოესმინა მისთვის და ოდნავადაც არ ეგრძნო, რომ საკმარისი იყო. პირიქით, რაც უფრო დრო გადიოდა, უფრო და უფრო ახლოვდებოდნენ ერთმანეთთან, თუმცა ის რიდი, რაც ლილეს ჰქონდა არ შეცვლილა საერთოდ, თუმცა ეს ხელს არცერთ მხარეს უშლიდა. ერეკლე არცერთხელ უხსენებია, მხოლოდ ის თქვა, ისევ ისე არისო და მორჩა. ეს ყველაფერი კარგიც იყო და ასეც უნდა ყოფილიყო, სხვანაირად არ შეიძლებოდა.



№1  offline წევრი ნაამა

აუ რა კარგი იყო❤️ცოტა მეპატარავა ან ისე სწრაფად შემომეკითხა ვერცკი გავიგე❤️მოკლედ ველი შემდეგს

 


№2  offline წევრი redd

ნაამა
აუ რა კარგი იყო❤️ცოტა მეპატარავა ან ისე სწრაფად შემომეკითხა ვერცკი გავიგე❤️მოკლედ ველი შემდეგს

გმადლობ heart_eyes პატარა ნამდვილად იყო, რომ დავხედე შევატყე laughing მაგრამ შევეცები მესამე დიდი დავდო heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent