შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულმა იცის (11 თავი)


9-06-2020, 08:55
ავტორი EllaTriss
ნანახია 2 744

დეკემბრის შუა რიცხვები იყო, თიკომ მუშაობის დაწყება რომ გადაწყვიტა. თამარმა ბევრი 'უჩიჩინა' არ გინდა, მე ხომ ვმუშაობ, საკმარისი შემოსავალი გვაქვსო, მაგრამ თიკომ მაინც თავისი გაიტანა. სამსახური და ფული დიდად არც აღელვებდა, ამით უფრო ყურადღების გადატანა უნდოდა. წარმატებული გასაუბრების შემდეგ კი ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში მიმტანად დაიწყო მუშაობა. 1 კვირაში ისე შეეჩვია ყველაფერს, უკვე სიხარულით მირბოდა სამსახურისკენ.

- წარმატებული დღე გოგოებო,_ მოულოდნელად ბატონი ბურდული დაადგათ თავზე სამზარეულოში მყოფ თანამშრომლებს
- გმადლობთ, შეფ
- თიკო როგორ შეეჩვიე? _ ახლა თიკოს მიუბრუნდა და მხიარულად გაუღიმა
- კარგად, შეკვეთა არ მქონდა და აქ იმიტომ ჩამოვედი _ თავის მართლება სცადა
- ვიცი, ვიცი ახსნა არაა საჭირო _ ხელებით ანიშნა უფროსმა _ მერე გასასვლელისკენ გაემართა და სანამ გავიდოდა უეცრად ისევ შემობრუნდა - უი ხო მართლა კინაღამ დამავიწყდა დღეს ნაკანი მოდის შემოწმებაზე და არ შემარცხვინოთ _ მერე ისევ კარს მიუბრუნდა და 2წუთში გაუჩინარდა
- ნაკანი ვინაა? _ დაბნეული მზერით შეხედა გოგოებს თიკომ
- უფროსთა უფროსი და შეფთა შეფი _ გაიხუმრა მზარეულმა და თავისი საფირმო კერძი კიდევ ერთხელ ინტერესით შეათვალიერა.
- აქაურობის მფლობელია _ თიკოს თვალი ჩაუკრა მზარეულის დამხმარემ და წინსაფარი გაისწორა.
თიკოს ზედმეტი შეკითხვები აღარც დაუსვია. ისედაც არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი და საქმეს მალევე დაუბრუნდა.
საღამოს რესტორანში ხალხის რაოდენობამ იმატა. უამინდომისაგან შეწუხებული ხალხი თავს ახლო მდებარე კაფე, რესტორნებს აფარებდა. გარეთ გაუჩერებლად თოვდა. თიკოს ძალიან უყვარდა თოვლი და ნებისმიერ შემთხვევაში გარეთ იქნებოდა რომ არა უამრავი შეკვეთა..
- თიკო, სამზარეულოში მზარეული გეძახის, ეს მომეცი მე მივიტან _ ხელიდან გამოსტაცა ლანგარი ჟღალთმიანმა გოგონამ და მაგიდისკენ თავად გაეშურა. სამზარეულოში ჩასულ თიკოს კი მზარეულმა უზარმაზარი ტორტი მიაჩეჩა ხელში
- გამომართვი, გარეთ გელოდება ამის პატრონი, გაიტანე და მიეცი
- თვითონ რომ მოვიდეს და წაიღოს არაა? _ შეწუხებული სახით გამოართვა ტორტი თიკომ.
- ბევრს ნუ ლაპარაკობ მიდი, დრო ფასობს
თიკოს სხვა გზა მაინც არ ჰქონდა, ტორტით ხელში უკმაყოფილოდ გაემართა ადრესატთან. შესასვლელთან კლიენტებს გზა დაუთმო და ის იყო თვითონ უნდა გასულიყო, რომ ვიღაცის სხეულს ძლიერად დაეჯახა და ტორტი ხელიდან გაუვარდა
- ჯანდაბაა! _ პირზე ხელი აიფარა და ის იყო 'კლიენტისთვის' უნდა ეყვირა რომ თვითონ დაასწრო
- წინ არ იყურები? ყველაფერი გააფუჭე? _ საშინლად გაავებული უყურებდა ბიჭი
- შენ თვითონ არ იყურები წინ და სხვათაშორის...
თიკოს კიდევ უნდოდა გაგრძელება მაგრამ მოულოდნელად ბატონი ბურდული დაადგათ თავზე
- თიკო რა გააკეთე _ შეშლილი სახით დაჰყურებდა ბურდული ტორტს, რომელიც ნამდვილად აღარ იყო ტორტი _ ბატონო გიორგი კარგად ხართ? _ ახლა მას მიუბრუნდა
- კარგად არის, კარგად. შეკვეთა გაფუჭდა, მაგას რა ენაღვლება. რა პასუხი გავცე ახლა კლიენტს? _ გიჟს გავდა თიკო
- კარგი ჰო მე მოგვარებ. შენ კიდევ უფრო ყურადღებით_ თითით ანიშნა გიორგიმ და გვერდი აუარა
- შენ თვითონ იყავი ყურადღებით _ შორიდან მიაძახა თიკომ
- შენ სულ გაგიჟდი? _ ახლა ბურდულმა დაიწყო ჩხუბი _ არ გაგაფრთხილეთ ნაკანთან არ შემარცხვინოთ მეთქი?
- რა? ეს იყო ნაკანი? _ თვალები გაუფართოვდა თიკოს
ბურდულმა უკმაყოფილო მზერით შეხედა და გაეცალა. მთელი საღამო მოწყენილი დადიოდა შეკვეთიდან შეკვეთაზე. ბოლოს იმდენად დაიღალა ლანგარი მაგიდაზე მოისროლა და თვითონაც გვერდით მიუჯდა
- რას აკეთებ გააფრინე? _ მაგიდაზე შემომჯდარი თიკო რომ დაინახა მაშინვე იყვირა ჟღალთმიანმა გოგომ
- რა აზრი აქვს ჩემს მუშაობას ნათი? ისედაც გაგდებული ვარ. როგორც მზარეული იტყოდა 'შეფთა შეფს' ისე ვესაუბრე, რომ მახსენდება სირცხვილისგან ვიწვი
- კარგი, დაწყნარდი შენი გაგდება რომ სდომებოდა მაშინვე გაგაგდებდა _ კმაყოფილი მზერით გახედა და ლანგარზე ყავის ჭიქები მოათავსა
- ვინ ვის აგდებს? _ ისე უეცრად შემოვიდა ნაკანი, თიკო ადგილზე შეხტა
- ბატონო გიორგი მობრძანდით _ მაშინვე მიეგება ნათია და თიკოს თვალებით ანიშნა მაგიდიდან ჩამოსულიყო. ისიც სწრაფად ჩამოხტა
- როგორც ვხედავ თავისუფალი დრო გაქვთ
- რას ბრძანებთ ახლა მიმქონდა შეკვეთა _ სასწრაფოდ აიღო ლანგარი ნათიამ _ თიკოს კიდევ ჰგონია რომ..
- ნათია! _ თვალებით ანიშნა გაჩუმებულიყო, ნათიას გაეღიმა და სწრაფად გაემართა მაგიდისკენ
- მაპატიეთ, ცოტა ხნის წინ უხეშად მომივიდა თქვენთან საუბარი _ თვალების ფახურით ახედა მომღიმარ გიორგის
- არაუშავს დავივიწყოთ
- დავივიწყოთ? ანუ არ გამაგდებთ? _ სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა თიკოს
- რავიცი თუ ხვალ სადილზე დამთანხმდები, შეიძლება დავფიქრდე გაპატიო თუ არა
- სადილზე? ჩვენ ხომ ერთმანეთს არც კი ვიცნობთ... _ თიკო უცებ დაიბნა
- ხოდა გავიცნოთ _ თვალი ჩაუკრა გიორგიმ _ 2სთვის გამოვივლი
თიკომ ოდნავ დაუქნია თავი და გიორგიც წავიდა.
სახლში რომ დაბრუნდა უკვე გვიანი იყო. მაშინვე დასაძინებლად დაწვა და ის იყო თვალები უნდა დაეხუჭა, ტელეფონის ზარმა კვლავ ყველაფერი გააფუჭა
- გისმენთ _ არც დაუხედავს ისე უპასუხა
- და-და-დაამ გეპატიჟებით ჩემს ქორწილში _ მხიარულად გადაიკისკისა ნინიმ
ამის გაგონება და თიკოს ლოგინიდან წამოხტომა ერთი იყო
- რაა? გადაწყვიტეთ უკვე?
- კვირის ბოლოსს...ისე ვნერვიულობ ჯერ კაბაც არ ამირჩევია _ მთელი ემოციებით უყვებოდა ნინი
- ძალიან გამეხარდა ნი
- ხვალ ხომ წამომყვები კაბაზე?
- ხვალ? ზეგ რომ იყოს? ხვალ ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს და.._ მოწყენილმა უთხრა თიკომ
- ჰო კაი, მაგ სამსახურის გამო სულ ვეღარ გნახულობ რაა...უსამართლობაა
- კაი, ნუ წუწუნებ ხვალ დაგირეკავ ძაან მეძინება _ თიკო უკვე თვალებს ძლივს ახელდა, ნინის ბოლო სიტყვები აღარც გაუგია. ტელეგონი დადო და მაშინვე ძილის მორევში გადაეშვა.
***
- მადლობა რომ შეხვედრაზე დამთანხმდი _ როგორც კი ჩამოსხდნენ მაშინვე წამოიწყო გიორგიმ
- რასამბობთ _ ოდნავ გაიღიმა თიკომ
- თქვენობით აქ მაინც ნუ ვილაპარაკებთ რა, თითქმის ტოლები ვართ, თავი მოხუცი მგონია მასე რომ მომმართავ
- კარგი როგორც გინდა _ მხრები აიჩეჩა თიკომ _ გუშინ ძალიან გაბრაზდა ტორტის პატრონი?
- შენ როგორ გგონია _ უკმაყოფილოდ გააქნია თავი გიორგიმ
- მაპატიე რა ჩემს გამო საყვედური თქვენ კიარადა შენ რომ გითხრეს,
- კარგი დაივიწყე ეგ. შენზე მომიყევი როდის დაიწყე ჩვენთან მუშაობა _ ინტერესიანი მზერით შეხედა და თან ოფიციანტს შეკვეთა მისცა
- დიდიხანი არ არის 1 კვირის წინ
- მერე როგორ მოგწონს ჩვენთან? _ გაუღიმა და თვალებში შეხედა
- კარგად შევეწყვე...მეხმარება რაღაც რაღაცეების დავიწყებაში _ ცრემლები ისევ მოეძალა და გიორგის რომ არ შეემჩნია თავი დახარა
- მაპატიე ცუდი რამე თუ გაგახსენე
- არაა..არაუშავს..
კიდევ ცოტა ხანს ისაუბრეს, გიორგიმ თავის პროფესიაზე მოუყვა. იმაზე თუ როგორ ჩააბარა რესტორანი მამამ, მიუხედავად იმისა რომ ძალიან არ უნდოდა. თიკო ძალიან გაერთო ამ საუბარში და დრო ისე სწრაფად გავიდა ვერც კი შენიშნა. მერე ბევრი უარის შემდეგ გიორგიმ მაინც მიაცილა რესტორნამდე და ისიც მხიარულად შევიდა შიგნით.


- ნაკანთან სადილმა როგორ ჩაიარა? _ რესტორანში შესულს მაშინვე შემოეხვივნენ გოგოები
- ჩვეულებრივად _ მხრები აიჩეჩა თიკომ და წინსაფარი მოირგო _ თქვენ საიდან გაიგეთ?
- ბურდულმა გვითხრა,.. ეჰჰ უფროსთა უფროსმა ნახევარი დღე გაგანთავისუფლა, რა ბედნიერებაა
- ბედნიერება კი არის მაგრამ, მგონი ეს ვერც აცნობიერებს ვისთან ჰქონდა პაემანი _ სიცილით გადაულაპარაკა გოგოებს ნათიამ
- უბრალოდ ერთად ვისადილეთ. პაემანი და დანარჩენი ისტორია თქვენი შეთხზულია _ უკმაყოფილოდ შეუბღვირა თიკომ გოგოებს და სამუშაოს დაუბრუნდა. მთელი დღე უაზროდ ბოდიალში გაატარა, არც მაინცდამაინც ბევრი კლიენტი იყო და ცოტა ხნით მზარეულსაც ეხმარებოდა. მერე ჩამოსაჯდომი ადგილი იპოვა და ცოტა ხანს ტელეფონისთვისაც მოიცალა. უამრავი კაბის ფოტო გამოეგზავნა ნინის და თან ტექსტიც ახლდა 'რომ მოიცლი გადახედე და გამაგებინე რომელი მოგეწონება' თიკოს ოდნავ გაეღიმა და კაბების თვალიერებას შეუდგა.
***
- ვახო გცალია? _ ყავის ჭიქა მაგიდაზე დადო და გვერდით მიუჯდა მეუღლეს თეა
- რამე მოხდა?
თეამ ღრმად ამოისუნთქა..
- რამდენი ხანი გავიდა...ლევანზე არაფერი გაგვიგია, ძალიან ვნერვიულობ..
- ამაზე ხომ ვილაპარაკეთ? _ უკმაყოფილო მზერით ისევ საბუთებს მიუბრუნდა ვახო
- რაც არუნდა იყოს ისიც ხომ ჩვენი შვილია...
ამ დროს ოთახში ნინი შემოვიდა და მშობლების საუბარსაც უნებურად შეესწრო
- ჩემს ძმაზე ლაპარაკობთ?
თეამ ოდნავ შესამჩნევად დაუქნია თავი.
- მომისმინე თეა _ ისევ წამოიწყო ვახომ_ ლევანმა თავად აირჩია ეს გზა, დამოუკიდებლად უნდოდა ცხოვრება და იცხოვროს.
- დავიჯერო სულ არ გადარდებს მისი ბედი?
- და რომ მადარდებდეს რა. თვითონ უკვე დაგვივიწყა, ალბათ ძალიან ბედნიერად ცხოვრობს თავის ცოლ-შვილთან ერთად _ ირონიულად გაეღიმა ვახოს
- რა იცი რომ დაგვივიწყა..კარგი ვაღიარებ მეც გავბრაზდი თავიდან _ ცრემლებს ვეღარ იკავებდა თეა_მაგრამ რაც არ უნდა იყოს დედა ვარ მისი, ასე ხელს ვერ ვკრავთ შვილს...შეცდომებს ყველა ვუშვებთ ცხოვრებაში, 1 შანსს კი ყველა იმსახურებს...
- მეც ძალიან მომენატრა ჩემი ძმა..._ დედის ცრემლების დანახვისას ვეღარც ნინიმ შეიკავა თავი
- ჰოდა იქნებ..იქნებ გვეთქვა ნინის ქორწილისთვის ჩამოვიდეს _ მუდარით სავსე მზერა შეანათა ვახოს _ თან..იმ გოგოსაც წამოიყვანს, გავიცნობთ..ვინ იცის იქნებ შეგვიყვარდეს კიდეც, ნამდვილი ოჯახი ვიქნებით..
- თეა კარგი რაა, ამას სერიოზულად ამბობ?
- მამა გთხოოვ რა..მეც მინდა რომ ჩემს ქორწილში იყოს, არ ვაპატიებ უბრალოდ მინდა ჩემს გვერდით იყოს _ ახლა ნინი მივარდა ვახოს. თეას ოდნავ გაეღიმა შვილის სიტყვებზე.
- რაც გინდათ ის ქენით! მე ვინ მისმენს საერთოდ?_გაბრაზებული წამოხტა ვახო და მისაღებიდან გაუჩინარდა
- გადაუვლის, ვიცი მასაც ენატრება..._ მზერა გააყოლა თეამ
- დავურეკო ჩემს ძმას? _ ოდნავი პაუზის შემდეგ წამოიწყო ნინიმ
- დაურეკე....

***
ნინიმ ტელეფონი აიღო და ოთახში გაიქცა. თან ძალიან უნდოდა ძმასთან დარეკვა და მისი ხმის გაგონება, მეორე მხრივ რომ ახსენდებოდა რა მდგომარეობაში იყო თიკო მის გამო, სიძულვილს გრძნობდა. ბევრი ფიქრის შემდეგ მაინც დარეკა. დიდხანს ელოდა მაგრამ ლევანი არ პასუხობდა. მერე მეორედ სინჯა, მესამედ და ის იყო უკვე ნერვებმოშლილი აპირებდა გათიშვას, ლევანის ხმა გაიგონა ტელეფონში
- გისმენთ.. _ ისეთი შეცვლილი ხმა ჰქონდა, ნინის წამით ეჭვიც კი შეეპარა რომ ის იყო
- ძმაო...მე ვარ _ სიტყვები ერთმანეთზე ძლივს გადააბა და ცრემლები ვეღარ შეიკავა, რამდენიმე წუთი ორივე ჩუმად იყვნენ. ბოლოს მაინც ლევანმა წამოიწყო
- როგორ ხარ ნინი..
- მე..კარგად, უფროსწორად არ მინდოდა დამერეკა, მაგრამ..არ გეგონოს რომ გაპატიე და მაგიტომ დაგირეკე...უბრალოდ _ თვითონაც ხვდებოდა რომ უაზროდ ლაპარაკობდა _ იცი? დედამ მითხრა რომ დამერეკა...მასაც უნდა რომ ჩემს ქორწილში იყო, ხომ ჩამოხვალ?
ლევანს ხმა არ ამოუღია, უეცრად ნინიმ ტელეფონში ქალის ხმა გაიგონა
- ბატონო ლევან, ქ-ბ ანიკას თქვენი ნახვა უნდა
- კარგი მოვდივარ.._ ნინი უნდა წავიდე, მერე დაგირეკავ კარგი?
- რაა? ვერ გაიგე რა გითხარი? რას ნიშნავს მერე დამირეკავ _ კინაღამ გაგიჟდა ნინი
- კი გავიგე და ჩამოვალ დაო, გპირდები. მაგრამ ახლა მართლა უნდა გავთიშო, არგეწყინოს გთხოვ
ნინის კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა მაგრამ ლევანმა ტელეფონი გათიშა.
- რა სულელი ვარ ღმერთო, მამა მართალია არავინ და არაფერი არ აინტერესებს საკუთარი ცოლის გარდა.
გაბრაზებული დაწვა და მალევე ჩაეძინა.



№1 სტუმარი ანუ

ლევანი არის ყველაზე დეეეებილიიიიიი...
ღმერთო როგორ ვერ ვიტან.

 


№2  offline წევრი EllaTriss

ანუ
ლევანი არის ყველაზე დეეეებილიიიიიი...
ღმერთო როგორ ვერ ვიტან.
მის საქციელსაც აქვს ახსნა რასაც შემდეგ თავებში გაიგებთ ❤

 


№3  offline აქტიური მკითხველი grafo

ამ ლევანის ამბავი ცოტა მაეჭვებს, რაღაცნაირია. ან თავისი დისთვის ერთი სიტყვით მაინც მიელოცა ან რამე, რა ვიცი.
ზოგადად, შენს გმირებს ემოციებს აკლებ, მშრალად და მძაფრად აღწერ ხოლმე, თუ ცოტა მრავალფეროვანს გახდი მგონი უკეთესი იქნება.

 


№4  offline წევრი EllaTriss

grafo
ამ ლევანის ამბავი ცოტა მაეჭვებს, რაღაცნაირია. ან თავისი დისთვის ერთი სიტყვით მაინც მიელოცა ან რამე, რა ვიცი.
ზოგადად, შენს გმირებს ემოციებს აკლებ, მშრალად და მძაფრად აღწერ ხოლმე, თუ ცოტა მრავალფეროვანს გახდი მგონი უკეთესი იქნება.

ვეცდები გავითვალისწინო ❤

 


№5  offline წევრი It’s olivia

ჰმმმ კარგი თავი იყოო, ლევანი უფრო და უფრო მიშლის ნერვებს ახლა რომ დავიფიქრდი ისიც ცუდ სიტყვაციაშია, შეცდომა დაუშვა, რის გამოც მარტო დარჩა, ყველა ვუშვებთ შეცდომებს და მასზე ვსწავლობთ ჭკუას, ლევანსაც ექნება რამე გასამართლებელი საბუთი, მაგრამ იმ მომენტში რა ვქნა და ვერ ვამართლებ თიკას რომ იმედი მიცაა, იმ საღამოს ძალიან ცუდად მოიქცა. ბოლოს ნინასთან ცუდად გამოუვიდა ისე აგდებულად არ უნდა ეპასუხა მაგრამ დარწმუნებული ვარ მშივნელოვანი მიზეზი ქონდა, თორემ თავის დას ასე არ დაელაპარაკებოდა, შემდეგ თავებში ყველაფერს გავიგებთ და მოთმინებით ველოდები, ლევანი რაღაც მხრივ მაინც მეცოდა, მშობლება უნდა აპატიონ და ერთი შანსი მიცენ ყველა იმსახურებს ერთ შანსს. ეჰჰ თიკოო კი ყველაზე ცუდ სიტვაციაშიაა, მართლა ძალიან მწყდება ამ გოგოზე გული, ასე რომ აერია ცხოვრება, მაგრამ მგონი გიორგი კარგი ადამიანი ჩანს და რამე ახალს შეიტანს მის ცხოვრებაში(ვიმედოვნებ), ცოტა მაინც რომ გაუხალისოს ცხოვრება ძალიან კარგი იქნებაა, პაპუნას და ნინია ამბავი კი ძალიან გამიხარდა, ერთი სიტყვით მთლიანობაში ძალიან მომწონს მართალია ცოტა არ იყოს ნერვევზე მოქმედებს :დდ მაგრამ მაინც ძალიან შემიყვარდა ეს ისტორიაა, ველოდებიი ახალ თავს... წარმატებები????❣️

 


№6  offline წევრი EllaTriss

It’s olivia
ჰმმმ კარგი თავი იყოო, ლევანი უფრო და უფრო მიშლის ნერვებს ახლა რომ დავიფიქრდი ისიც ცუდ სიტყვაციაშია, შეცდომა დაუშვა, რის გამოც მარტო დარჩა, ყველა ვუშვებთ შეცდომებს და მასზე ვსწავლობთ ჭკუას, ლევანსაც ექნება რამე გასამართლებელი საბუთი, მაგრამ იმ მომენტში რა ვქნა და ვერ ვამართლებ თიკას რომ იმედი მიცაა, იმ საღამოს ძალიან ცუდად მოიქცა. ბოლოს ნინასთან ცუდად გამოუვიდა ისე აგდებულად არ უნდა ეპასუხა მაგრამ დარწმუნებული ვარ მშივნელოვანი მიზეზი ქონდა, თორემ თავის დას ასე არ დაელაპარაკებოდა, შემდეგ თავებში ყველაფერს გავიგებთ და მოთმინებით ველოდები, ლევანი რაღაც მხრივ მაინც მეცოდა, მშობლება უნდა აპატიონ და ერთი შანსი მიცენ ყველა იმსახურებს ერთ შანსს. ეჰჰ თიკოო კი ყველაზე ცუდ სიტვაციაშიაა, მართლა ძალიან მწყდება ამ გოგოზე გული, ასე რომ აერია ცხოვრება, მაგრამ მგონი გიორგი კარგი ადამიანი ჩანს და რამე ახალს შეიტანს მის ცხოვრებაში(ვიმედოვნებ), ცოტა მაინც რომ გაუხალისოს ცხოვრება ძალიან კარგი იქნებაა, პაპუნას და ნინია ამბავი კი ძალიან გამიხარდა, ერთი სიტყვით მთლიანობაში ძალიან მომწონს მართალია ცოტა არ იყოს ნერვევზე მოქმედებს :დდ მაგრამ მაინც ძალიან შემიყვარდა ეს ისტორიაა, ველოდებიი ახალ თავს... წარმატებები????❣️

მადლობა, ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაციაა მსგავსი კომენტარები ❤ ვეცდები არ გალოდინოთ ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent