შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულმა იცის (2 თავი)


21-05-2020, 19:33
ავტორი EllaTriss
ნანახია 3 200

შუადღე გადასულიყო თიკო მაღალი კორპუსის წინ რომ გაჩერდა ყველაფერი ერჩივნა ახლა იმ სახლში შესვლას სადაც 17 წლის განმავლობაში სიხარულით მიილტვოდა. თითქოს ყველაფერი ძველებურად იყო, დედა ისევ თბილი ღიმილით ხვდებოდა სახლის კართან. თუმცა არა, არაფერი არ იყო ისე როგორც ადრე. ყველაფერი მაშინ დაიწყო როცა თამარ ახვლედიანი მეორედ გათხოვდა, მამის დაკარგვით გამოწვეული ჯერ კიდევ მოუნელებელი ტკივილი თიკომ გულში ჩაიმარხა და დედის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. იცოდა, როგორ არ იცოდა ბედნიერი ცხოვრება აღარასდროს ექნებოდა, მამას ვეღარასდროს ვერავის დაუძახებდა, მაგრამ უნდოდა დედა მაინც ყოფილიყო ბედნიერი. ასეც მოხდა, თამარმა ბედნიერად გააგრძელა ცხოვრება თიკო კი ყოველ ღამით ტიროდა. ადამიანი, რომელიც თამარმა ქმრად მიიღო ერთი საშინელი კაცი იყო, რომელიც თიკოს სიცოცხლეს უმწარებდა..როდესაც მარტო რჩებოდნენ მუდმივად იმას უმეორებდა "მამამ ვერ გაგზარდაო" ათასი საშინელი სიტყვით ლანძღავდა თამარის ყოფილ ქმარს, "მე რომ არ შემეფარებინეთ ვინ იცის ახლა სად იცხოვრებდითო" გამუდმებით სვამდა და სახლში სულ ჩხუბობდა, თიკოს კი ყველაზე მეტად გულს ის უკლავდა რომ თამარი ამ ყველაფერზე თვლას ხუჭავდა.
სახლის კართან დიდხანს იდგა ბოლოს თავს ძალა დაატანა ცრემლები მოიწმინდა და კარზე ზარი დარეკა, ამჯერად მაინც გაუმართლა კარი თამარმა გააღო
- თიკო, ზარი რატომ დარეკე გასაღები არ გქონდა?
- დილას აღება დამავიწყდა - უემოციოდ უთხრა და მისაღებში შევიდა, იქ კი ირონიით მომზირალ კახას მოჰკრა თვალი, უკან გამოსვლა დააპირა მაგრამ მისმა ხმამ შეაჩერა
- თიკოო მოდი შვილო სად გარბიხარ - თქვა და სავარძლიდან წამოდგა
- თქვენ ისაუბრეთ, მე სამზარეულოში გავალ - ღიმილით თქვა თამარმა
- რაგინდა - თამარის გასვლისთანავე წამოიწყო საუბარი თიკომ
- შენი კარგად ყოფნა სხვა რა უნდა მინდოდეს შვილო - ჩვეული ირონიით გააგრძელა საუბარი
თიკომ თვალები აატრიალა და გასვლა დააპირა, როდესაც მკლავზე ძლიერი შეხება იგრძნო
- მოდი აქ, ამ დრომდე სად დადიოდი, ვინმე გყავს და გვიმალავ?
- ხელი გამიშვი, შენ უნდა ჩაგაბარო ანგარიში, ვინ გკითხავს - ხმას აუწია თიკომაც
- როგორ მელაპარაკები გაუზრდელო! - დაიქუხა კახას ხმამ და თიკოს სახეში გაარტყა. მანაც წონასწორობა ვეღარ შეიკავა და ძირს დაეცა.
ხმაურზე სამზარეულოდან თამარიც გამოვიდა.
- რახდება აქ, ჩემს შვილს როგორ შეეხე! - თიკოს დანახვისთანავე იყვირა თამარმა
- არ იცის ვის როგორ ელაპარაკოს, რაც დაიმსახურა ის მიიღო!
- უფლება არ გაქვს ჩემს შვილს დაარტყა! - არ ცხრებოდა თამარიც
თიკო სწრაფად წამოდგა და კარისკენ გაიქცა, თამარიც მაშინვე გაჰყვა
- თიკო, შვილო სად მიდიხარ?
- აქედან შორს დედა - ცრემლნარევი ხმით უთხდა თიკომ
- ნუ სულელობ, ღამდება, სად უნდა წახვიდე?
- ნინისთან დავრჩები, არ დამელოდო
თამარს გაკიდება აღარც უცდია, კარი მიხურა და ატირებული შვილი სულ მარტო დატოვა.. დაბინდებამდე ქუჩაში იარა, შემდეგ კი პირველივე ბარში შევიდა და მიმტანს ორმაგი ვისკი შეუკვეთა. მისი მაგიდიდან მოშორებით ლევანი ბიჭებთან ერთად სვამდა, რომელიც თიკოს რათქმაუნდა არ შეუმჩნევია.
- რატო არ გვითხარი ჩამოსვლას რო აპირებდი ტო?
- ხოიცი ჩემი სტილი არაა ეს წინასწარ გაფრთხილებები, ნინისაც დილას ვუთხარი, არ მომეშვა
- კაი ჯანდაბას... ისე იმ გოგოს გახედე რამდენიხანია იქ მარტო ზის და სვამს - თქვა ანდრიამ და თიკოზე მიუთითა, ლევანმაც მის მზერას გააყოლა თვალი და მაშინვე იცნო გოგონა, რომელიც დილას გაიცნო
- ამას აქ რაუნდა - უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა
- ეხლა არ მითხრა ვიცნობო - სიცილით უთხრა ამჯერად დათომ
- ვიცნობ, ჩემი დის კლასელია დილას გამაცნო სკოლაში
- კლასელი? ღადაობ ტო? ნინის უთხარი ამასთან არ იმეგობროს, წესიერი გოგო არ იქნება
- მართალია, ამ დროს აქ რო ზის და სვამს არაა ნორმალური - მხარი აუბა ანდრიას დათომ
- მალე მოვალ - თქვა ლევანმა და თიკოს მაგიდისკენ გაემართა
- გამარჯობაა - ვითომც არაფერიო ისე ჩამოჯდა მაგიდასთან
- დაჯდომის უფლება არ მომიცია
- ხოო? მე კიდე მეგონა საჭირო არ იყო
- საჭირო არ იყო? დამცინი? რა გინდა, წადი აქედან.
- მემგონი ჯერ კლიენტი არ გამოჩენილა, დრო გვაქვს ვილაპარაკოთ
- რა კლიენტი რას ბოდავ
- შენი კლიენტი
თიკო უცებ მიხვდა ლევანი რასაც გულისხმობდა და კინაღამ გაგიჟდა, ალკოჰოლმაც თავისი ქნა, ფეხზე წამოხტა და ყვირილი დაუწყო
- იდიოტო, საშინელი ადამიანი ხარ, შენ ვინ მოგცა უფლება ასე რომ მელაპარაკები!!
- დაწყნარდი, რა გაყვირებს
- არ დავწყნარდები! შენნაირები არ უნდა არსებობდნენ! ვერ გიტან!
- მე ხომ ვგიჟდები შენზე რას ამბობ, მომისმინე ნინისთან მიახლოებული აღარ გნახო
- ვისაც მინდა იმას მივუახლოვდები, შენ ვინ ხარ რომ რამეს მიკრძალავ
- ის ჩემი დაა! არდავუშვებ შენნაირებთან მეგობრობდეს
- ჩემნაირებთან? და მე როგორი ვარ?
- იცი როგორიც ხარ
- არა არ ვიცი, მითხარი როგორი ვარ
- როგორი და.. -
- ძმაო საკმარისია - გონს ანდრიას ხმამ მოიყვანა და მაშინვე გაჩერდა, გოგოა რაც არ უნდა იყოს არ გინდა
- ნუ აჩერებ მითხრას! -
- ქალბატონო ბარი დატოვეთ გთხოვთ - ამჯერად ოფიციანტი მიუახლოვდა თიკოს, თიკომაც მაშინვე ჩანთას დაავლო ხელი და გაიქცა.

პ.ს მეგობრებო ეს ჩემი პირველი ისტორიაა, ძალიან გამეხარდება თუ შემიფასებთ კომენტარებში.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent