შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლილე (ნაწილი 3)


10-06-2020, 00:38
ავტორი redd
ნანახია 9 892

- მარიამ, არ მცალია, მართლა. შენ წადი, ანდრო მარტო ნახე, მე რა საჭირო ვარ. ახლა გამოვედი სამსახურიდან, თითქმის სახლთან ვარ და თავი არ მაქვს, მეძინება. - დაეწუწუნა და უკმაყოფილოდ ჩამოტორტმანდა ტრანსპორტიდან.
- ასეთი ზარმაცი, რატომ ხარ? წამოდი, გაერთე ცოტა, გწყენს ხოლმე თუ რატომ არ დამყვები არსად? - აშკარად გაბრაზდა გოგონა.
- სახლში მინდა, მარიამ. ცუდ ხასიათზე ვარ, მშვიდად მჭირდება ყოფნა. - დაბღვერილმა აღიარა სიმართლე, რომელიც საერთოდ არ უნდოდა გამჟღავნებულიყო.
- კარგი, მოვდივარ, წამოგიყოლო რამე? - სხარტად დაუსვა შეკითხვა.
- რა? გაგიჟდი? - ხმამაღლა გაიცინა. - აი, უკვე, თითქმის მომიყვანე ხასიათზე! - ენა გამოუყო სივრცეს, თითქოს დაინახავდა გოგონა.
- დამცინი?! - ბრაზი გაერია ხმაში. - ხოდა, იყავი სახლში მარტო, მოწყენილი!
სიცილით გამორთო ტელეფონი. უყვარს, როცა ასე ბავშვურად ეჩხუბება და უბრაზდება მარიამი ლილეს. გზად რამდენიმე ის პროდუქტი აიყოლა, რომელიც სჭირდებოდა, აუცილებელი იყო და სახლში ავიდა. ფეხსაცმელები იქვე მიაწყო და ჩაბნელებული შემოსასვლელი გაანათა, სამზარეულოში დააწყო პროდუქტი და მისაღებში შევიდა. მოულოდნელობისგან ლამის მუხლები მოეკვეთა.
- ერეკლე... - აკანკალებული ხმით წარმოთქვა კაცის სახელი, რომელიც სავარძელში მოკალათებული სიგარეტს მშვიდად ეწეოდა.
- ლილე. - გაიმეორე ღიმილით.
ვერც კი მიხვდა, რა ხდებოდა. Რა უნდოდა ერეკლეს მოსკოვში, მის სახლში, ჩუმად შემოსულს, ან კი როგორ მოახერხა ეს?! თავში უცბად დაარტყა ათასმა კითხვამ, მოულოდნელობამ, გაოცებამ. ყველა ემოციამ ერთად მოიყარა თავი. მონატრებამაც კი. ახლა იგრძნო, რომ საშინლად მოენატრა მისი ყურება და ახლოს ყოფნა. ისევ. როგორც ეს მაშინ დაემართა, როცა რამდენიმე თვის წინ საქართველოში იყო ჩასული. რატომ ხდება ასე? რატომ ემართება ეს? როცა ფიქრობს, რომ მიივიწყა, დამარხა, ისევ წამებში ამოუტივტივდა, თითქოს ეს თვეები საერთოდ არ ყოფილა.
- მოხდა რამე? - შეშინებულმა იკითხა და მის მოპირდაპირე მხარეს ჩამოჯდა.
პირველი, რამაც თავში გაუელვა, სწორედ ეს იყო. სხვანაირად, რა მიზეზი უნდა ჰქონოდა ერეკლეს, მასთან სტუმრობის? აკვირდებოდა, როგორ მოძრაობდა მამაკაცი. ნელი მოძრაობით ჩაუძახა საფერფლეში სიგარეტის ღერი და ისევ ღიმილით ამოხედა ქვემოდან. ღმერთო, როგორ მოსწონს ასე რომ აკეთებს. ამ დროს, მთლიან სხეულში ჰქონია რომ ჭიანჭველები დასდიან, იმდენად სიამოვნებს.
- რა უნდა მომხდარიყო, ლილე. უბრალოდ შენთან ჩამოვედი. - ნელა მიუახლოვდა მას და გოგონას წინ ჩაიცუცქა, რომელსაც ჯერ კიდევ ეტყობოდა სახეზე გაოგნების კვალი. - ლილე, ასე გაოცებული რატომ მიყურებ? - გაიცინა და თმებზე ხელი სულ, სულ ოდნავ ჩამოუსვა.
- ჩემთან ჩამოხვედი? - თითქოს, მხოლოდ ეს სიტყვები დაიჭირა მთელი მისი წინადადებებიდან.
- დიახ. - დინჯად გასცა პასუხი და თავის ადგილს დაუბრუნდა.
- რას ნიშნავს ეგ? - ყელზე ნერვიულად ჩამოისვა ხელები და ფეხზე სწრაფად წამოდგა. - გავახშმებ, ხომ გშია? - კითხა, თუმცა პასუხს არ დალოდებია, ისე გაემართა სამზარეულოსგენ.
- არ მშია, მაგრამ შენ გაკეთებულს შევჭამ! - თვალი ჩაუკრა და უკან აედევნა.
ძლივს შესამჩნევად, ისიც უხერხულობის გამო გაიღიმა და დაბნეული შეუდგა ვახშმის მომზადებას. რა დროს ვახშამი იყო ახლა, ვინ თხოვა, რა შუაშია, მაგრამ ახლა, ეს რომ ასე არ მომხდარიყო, გაგიჟდებოდა. საერთოდ არ უნდოდა, ზედმეტად დაეტვირთა თავი გადაჭარბებული ემოციებით, თუმცა სხვნაიარად როგორ მოეხერხებინა, წარმოდგენა არ ჰქონდა. დაბნეული აკეთებდა ვახშამს, უკნიდან სიცილის ხმა რომ მოესმა.
- დამცინი? - თვითონაც ღიმილით კითხა.
საკუთარ თავზე თავადაც გაეცინა. წარმოიდგინა, როგორი საყურებელი იქნებოდა ბატივით მოსიარულე აქეთ-იქით, თითქოს ჯერ არასდროს მოუმზადებია საჭმელი. საოცრად სასიამოვნო შეგრძნება დაეუფლა მისი სიცილის ჟღერადობის გაგებაზე. უნდოდა სულ ეს ხმა გაეგო. საკუთარ თავს შემოუძახა, როგორც კი ეს ფიქრები ამოუტივტივა გონებაში, რომ არ არის მიზანშეწონილი, მხოლოდ ერთი ქმედებით, თავს უფლება მისცეს ღრმად შეტოპოს თავის ფიქრებშიც კი.
- ნუ დამცინი! - კოპებშეკრულმა უბრძანა და ფინჯანი ყავა წინ დაუდგა.
- არ დაგცინი, ლილე. დიდი ხანია უბრალოდ, ასე არ ვყოფილვართ. - აუხსნა სიტუაცია დინჯად.
- ვერ გცნობ, ერეკლე. - გვერდულად გახედა. - როდიდან ლაპარაკობ ასე გულახდილად? შენ ის ბიჭი არ ხარ, ხმას რომ ვერ ამოაღებინებდი?
- ახლაც ასე ვარ. ხომ აგიხსენი უკვე, რამაც ამიშალა საღერღელი. - თვალი ჩაუკრა და ცხელი, ქაფქაფა ყავა მადიანად მოსვა.
წამიერად გაუსწორა თვალი ლილემ, თუმცა ერეკლე მიხვდა, როგორ გამომცდელად და ეჭვისთვალით შეხედა, მაგრამ მისდა გასაკვირად არაფერი უთქვამს. პრინციპში, არც მაინცდამაინც ძალიან გაკვირვებია გოგონას დუმილი. ადრეც ასე იყო და ახლაც ასეა, არასდროს ებმეოდა კამათში, რომელიც შედეგს არ გამოიღებდა, პირიქით, ცდილობდა გასცლოდა სიტუაციას ყოველთვის. ლილემ მშვიდად დადო თეფშები მაგიდაზე, მაცივრიდან წვენი გამოიღო და ხმის ამოუღებლად დაუსხა. სწრაფად მოკალათდა თავის ადგილას. უგერგილოდ დაიწყო ჭამა.
ეს მხოლოდ გარედან ჩანდა მისი სიმშვიდე, თუმცა შინაგანად ძალიან გულნატკენი იყო, რაღაც საოცარი სიმძლავრით აბობოქრდა მასში, უბრალოდ ამის გამოხატვა საჭიროებას არ წარმოადგენდა. ლუკმა ყელში არ გადასდიოდა. საშინლად მოუნდა ერეკლე აქ არ ყოფილიყო. პირველად გაიფიქრა ასეთი რამ და ოდნავ დააფრთხო კიდეც ასეთმა აზრმა. ამას, რა თქმა უნდა, ჰქონდა თავისი მიზეზი, მაგრამ ამაზე ლაპარაკის დაწყება აშინებდა კიდეც. უხმოდ მიირთვეს. გრძნობდა, როგორ გამომცდელად აკვირდებოდა ერეკლე, ლილეს თოთოეულ მიხვრა-მოხვრას, თუმცა დუმილს არც ის არღვევდა.
ახლა, უნდა უხაროდეს მისი აქ ყოფნა, მაგრამ რაღაცნაირად, თითქოს ერჩივნა არ მოსულიყო, მითუმეტეს ასეთ მდგომარეობაში. არ შეეძლო ასეთი ერეკლეს ყურება, მეტიც, თითქოს აღიზიანებდა, ბრაზობდა ამაზე, თან საოცრად სწყინდა, მისი ამ მხრიდან ყურება. სიგარეტი აკნკალებულ თითებში მოიქცია და სივრცეს ჩაფიქრებულმა გახედა. აი, ზუსტად ისე, როგორც ერეკლემ იცოდა ყურება. ნეტა, ეს გარემოება რომ არა, როგორ განვითარდება დღევანდელი დღე? შეძლებდა ლილე უფრო თბილი ყოფილიყო მის მიმართ? ბავშვი ხომ არაა ვერ მიმხვდარიყო და მშვენივრად ვერ განეანალიზებინა ის, რომ ერეკლე მხოლოდ იმიტომ არ ჩამოსულა აქ, რომ ლილე დააკლდა, ან ვინმესთან ლაპარაკი მოუნდა. ძალიან სიამოვნებდა ეს ფაქტი, იმაზე მეტად ვიდრე თვითონ წარმოედგინდა, მაგრამ იმდენად აწყენინა, ყველა გრძნობდა გადაიფარა.
- ასეთ მდგომარეობაში რომ არ მოსულიყავი, ჩემთან მაინც, არ შეიძლებოდა? - ვეღარ გაუძლო იქ დამკვიდრებულ დუმილს.
არც შეუხედავს ისე დაუსვა შეკითხვა. ალბათ, ძალიან გაუჭირდება თვალებში უყუროს და ისე უსაყვედუროს. უბრალოდ, ამ დროსათ თავს გაუფრთხილდა. შეიძლება თავის შეკავება გაუჭირდეს და იქვე ატირდეს. გული საშინლად ჰქონდა აჩუყებული. ვერც სიგარეტმა უშველა, ვერც გრილმა სიომ, ვერც საკუთარ თავთან თხოვნამ, რომ თავი ხელში აეყვანა.
- შეიძლებოდა.
- მაგრამ?
- რა, მაგრამ? არ ვიცი, ლილე, ძალიან ვარ გატეხილი. მეგონა, შეგეძლო ჩემი ასეთ მდგომარეობაში მიღება. სულ ესაა. - მშვიდად უპასუხა, თუმცა ხმაში აშკარად ეტყობოდა, როგორი დაძაბული იყო.
- ვეღარ გცნობ, სულ სხვანაირი ხარ.
- ბევრი დრო გავიდა.
- როგორ ხარ? - პირველად გახედა მთელი ამ დროის მანძილზე.
კაცს გვერდულად გაეღიმა. ცალი ხელი წელზე წაავლო და ისევ ისე მიიკრა გულზე, როგორც ყოველთვის იცოდა. როგორ უნდოდა ლილეს, ვერ წარმოიდგენთ, რომ გაცლოდა, მაგრამ იმდენად დიდმა ეგოისტურმა განცდამ, სიამოვნებამ შეიპყრო, თვალებდახუჭული გაირინდა. აკანკალებული თითები ამობურცულ მკერდზე მიადო და მისი სუნი ღრმად შეისუნთქა. ზუსტად ისეთი სუნი ჰქონდა, როგორც მაშინ, როცა ერთად იყვნენ.
- შენ რომ ჩემთან ყოფილიყავი, მთელი ეს დრო, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. - ამოილაპარაკა და თითები ოდნავ დაუსვა წელზე.
- მაგრამ არ ვიყავი და ამაშინ შენ გადანაშაულებ! - პატარა ბავშვივით გულაჩუყურებულმა თქვა.
- სხვანაირად არ შეიძლებოდა. შენთვის უკეთესი იყო.
მხოლოდ ეს უთხრა და მისი ფერება განაგრძო. ლილეც იფერებდა, როგორც შეეძლო. გატრუნული ელოდებოდა ერეკლეს ყოველ მოქმედებას. გული ლამის ამოვარდნას ჰქონდა, თუმცა ახლა რომ შეეწყვიტა, ეს კიდევ უარესად იმოქმედებდა მასზე. ცხვირი ყელში ოდნავ გაუხახუნა და ღრმად შეისუნთქა. თითქოს , ისევ იქ, იმ დროში დაბრუნდნენ, სადაც გაჩერდა მათი ურთიერთობა. თითქოს, დაპაუზებული, ისევ განაახლეს. ისევ ის შეგრძნებები ჰქონდა, როგორიც მაშინ, უბრალოდ უფრო გამძაფრებულად აღიქვამდა ამ ყველაფერს, თუმცა უწინდელი, პატარა ლილესავით, ახლაც ჩიტივით გრძნობდა თავს. ეს ყველაფერი ძალიან აკლდა. მხოლოდ ახლა შეძლო ამის გააზრება. Რაღაც დიდი ნაწილი ამოევსო ერთიანად, რომელიც მთელი ეს დრო აკლდა და სიცარიელეს უტოვებდა მთელ მის სულს.
- ასე ნუ შვრები! - გაუცინა ერეკლემ და თითი გამაფრთხილებლად დაუქნია, შემდეგ კი ცხვირის წვერზე თითის ბალიში ოდნავ დაუსვა. - როგორ მომენატრა ეს შეგრძნება, ვერ წარმოიდგენ.
- მეც. - გულწრფელად უთხრა და მორცხვად ჩარგო თავი ისევ მის ყელში. - ყავა მინდა, შენ?
მხოლოდ თავი დაუქნია ერეკლემ. ცოტა ხანი უნდა მოშორებოდა მის სხეულს, თორემ გაგიჟდებოდა სიამოვნებისგან. არეული ნაბიჯებით გაიკვლია სამზარეულოსკენ გზა. მკლავები ცივ დახლზე დააწყო და ღრმად ამოისუნთქა. ახლა რომ მაკა უყურებდეს, შეიძლება გაეფრინა ქალს. იმდენად არ უნდოდა ერეკლეს მის ახლომახლოს ემოძრავა, ყველაფერს გააკეთებდა ამისთვის, დარწმუნებული იყო, მაგრამ ძლივს შეძლო ისევ ისე, ფრთებშესხმული ყოფილიყო და არაფრის დიდებით დაუშვებდა, როგორც ადრე მოექცა მაკა, ისევ გაემეორებინა იგივე. მაშინ, ძალიან პატარა იყო, ვერც ხვდებოდა ბოლომდე, რა დაატყდა თავს, რა პრობლემას შეეჩეხა, მაგრამ როცა უყურებდა ერეკლეს ვენებს, რომელიც სულ წვრილ-წვრილი წერტილებით იყო გადატვირთული, ხვდებოდა რატომაც დაემართა ეს ყველაფერი ლილეს. სველი ხელი გახურებულ ყელზე მოისვა და ყავის ორი ჯინჯანი აივანზე გაიტანა. ახლა, არ შეეძლო არც ერთ პრობლემაზე ფიქრი, პირიქით, უნდოდა ეს დრო მთლიანად დამტკბარიყო. პრობლემები მაინც შეახსენებდნენ თავს, როცა ამის დრო მოვიდოდა. თავისით მაინც არაფერი მოგვარდებოდა, ამას სრულად აანალიზებდა და არც ის სურათი მოსწონდა, რომელსაც ეს პრობლემები უხატავდა.
ღიმილით დაუდგა წინ ყავის ფინჯანი და გვერდით მიუსკუპდა. მამაკაცმა ერთი ხელის მიწევით მიისვა უფრო ახლოს და სიგრილისგან დახორკლილ კანზე ოდნავ მოუჭირა თითები.
- გცივა?
- არა. უფრო მცხელა. - ენა გამოუყო და აბზუებულ ტელეფონს ღიმილით დახედა. - აბა, თუ გამოიცნობ, ვინ არის?
- ნინა? - ეგრევე გასცა სწორად პასუხი.
- საიდან მიხვდი? - გაოცებულმა შეხედა გაფართოებული თვალებით და მანჭვით შეხვდა მამაკაცის ქმედებას, რომელმაც ცხვირზე ორი თითი მოუჭირა სულ ოდნავ.
- ძალიან რთული მისახვედრი კი იყო, მაგრამ გავართვი თავი რაღაცნაირად. - დასცინა და სიგარეტის ღერი ტუჩებს შორის შეათამაშა.
- გისმენთ, ნინა დეიდა. - თბილად უპასუხა და ღიმილით გახედა მასზე მოკრულ ერეკლეს.
- როგორ ხარ, ლილე? - ანალოგიური სითბო მოდიოდა ქალისგან ყოველთვის.
- კარგად, თქვენ? - უხერხულად გასცა პასუხი. ცდილობდა ერეკლე მოეგერიებინა. - გეყოფა! - გაუბრაზდა ჩუმად.
- ერეკლე მანდ არის? - ჩაიცინა ქალმა.
ღმერთო, როგორ შერცხვა. ლოყები სულ აუწითლდა. ან საიდან იცოდა. ან აქამდე ერთხელაც რომ არ უხსენებია, მაინცდამაინც ახლა რატომ? კოპებშეკრულმა გახედა აფხუკუნებულ ერეკლეს, რომელმაც ყველაფერი გაიგო, რა თქმა უნდა. ისე იყო მიკრული ლილეზე, შეუძლებელია ვერ გაეგო.
- დიახ. - ამოიკნავლა უხერხულად. - ერთი საათი იქნება, რაც მოვიდა.
- მაგ გიჟს გადაეცი, გავეფრთხილებინე მაინც. დამირეკოს მერე. როგორ არის? - ჩურჩულით კითხა.
იცოდა, რომ ერეკლე აუცილებლად გაიგებდა მის კითხვას, სხვა შემთხვევაში. ორი თითი ნიკაპქვეშ ამოსდო ლილემ და ხან იქით გაატრიალებინა თავი, ხან - აქეთ. გამომცდელად დააკვირდა და თითები დიდ წვერზე წამოუსვა ნაზად.
- მგონი, კარგად. - ღიმილით გახედა ერეკლეს. - თქვენ როგორ ხართ? ვახო ბიძია?
- რა გვიჭირს ჩვენ, რადგან მაგის სიცილი მესმის, რაღა გამიჭირდება. ლილე, იმდენი მადლობა უნდა გადაგიხადოთ…
- რას ამბობთ, ნინა დეიდა… - უხერხულად შეიშმუშნა.
- სიმართლეს! - გაიცინა ქალმა და სწრაფად მიაყარა. - კარგით, ბავშვო, ჭკვიანად იყავით. დამირეკე, ერეკლე, როცა მოიცლი! - მოჩვენებითი სიმკაცრით ჩასძახა და ხმადაბალი კისკისით გათიშა ყურმილი.
- ძალიან კარგი ქალია! - ღრმად ამოისუნთქა და თითქოს, სიტყვებ მთელი ემოცია ამოაყოლა.
- ჰო. Მაგის საშუალებით ვიგებდი შენს ამბებს. - გამოაჯავრა.
- რა? - დენდარტყმულივით წამოხტა ფეხებს. - გვისმენდი?
- არა, უფრო მიყვებოდა, როცა ვეკითხებოდი. - შეუსწორა და ისევ დააბრუნა თავის ადგილს.
- შენ რომ დაგერეკა, უკეთესი იქნებოდა. - წყენით ამოიჩურჩლა.
თვალწინ გაურბინა იმ თვეებმა, რომელიც სულ ლოდინში გაატარა. ზოგი შეგნებულად გააცნობიერა თავის დროზე, ზოგი - ვერა, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. საერთოდ არ ესიამოვნა იმ დღეების გახსენება და ერეკლეს სახლში სთხოვა შესვლა. ცოტა შესცივდა. თბილი მოსაცმელი მოიხურა ცივ მკლავებზე და ლეპტოპი მუხლებზე დაიდო. ახლა, ეს მომენტი იყო ყველაზე რთული ლილესთვის. თავის ოჯახთან დალაპარაკება, მაგრამ რა ექნა, გაგიჟდებოდნენ, ინერვიულებდნენ, განსაკუთრებით მაკა, თორემ ქეთასთან და დემეტრესთან მიმოწერით შემოიფარგლებოდა უფრო ხშრად. როგორ უნდა მოიქცეს ისე, რომ არ დაეტყოს ის აღფრთოვანება, რომელიც თავბრუს ახვევს? წარმოდგენა არ აქვს.
- მაკას უნდა დავურეკო… და…
- არ გინდა რომ თქვა ჩემი ჩამოსვლის და აქ ყოფნის შესახებ. - თვითონ დაასრულა ლილეს მიერ დაწყებული წინადადება.
- ჰო. - მორცხვად დახარა თავი.
- ახლა, იყოს ისე როგორც შენ ჩათვლი საჭიროდ, მაგრამ, ლილე, მე პატარა ბიჭი არ ვარ და არც დემეტრესთან, არც დავითთან არ ვიქნები მართალი. ასე არც შეიძლება და არც შემიძლია, თუმცა ამჯერად, ჯობს ჯერ ჩვენ გავერკვეთ ვითარებაში და შემდეგ გავაგებინოთ სხვებს. - დინჯად, თუმცა კოპებშეკრულმა გააცნო თავისი აზრი.
რა უნდა ეთქვა ლილეს? ყველაფერში სწორი იყო ერეკლე. იცის, ახლაც როგორ უჭირს ასე მოქცევა და გოგონასთვის მხარის აბმა, მაგრამ ახლა არანაირად არის მზად, მაკას ყველაფერი მოუყვეს, ზუსტად იცის ქალი ვერასდროს გაუგებს ამ საკითხში. ან რა უნდა უთხრას მშობლებს, ჯერ მარტო იმიტომ რომ თვითონაც არ იცის, რა მოხდება, რაზე შეთანხმდებიან, ეს ერთი და მეორეც, ასე შორიდან ამ ამბის შეტყობინება, არანაირად არ იქნება მიზანშეწონილი. ასეთი რაღაცები პირადად უნდა გაირკვეს.
- გმადლობ! - ლოყაზე მიაწება ბაგეები და ღიმილით მიუტრიალდა კომპიუტერს.
ძალიან ცდილობდა ჩვეულებრივი ყოფილიყო, ყოველშემთხვევაში, მგონი დაფარა თუ რამხელა ბედნიერებას განიცდიდა ახლა. უბრალოდ, ეშინოდა ზედმეტ მცდელობას საპირისპირო შედეგები არ გამოეღო. მთელი მათი საუბრის განმავლობაში ცალ თვალს თავისი საძინებლისკენ აპარებდა, სადაც ერეკლე იყო წამოწოლილი. რა დიდი სიამოვნებით დაიძინებდა ასე, თქვენ ვერ წარმოიდგენთ. სამაგიეროდ, ლილეს უკვე კარგად წარმოდგენილიც ჰქონდა და გააზრებულიც ეს სიამოვნება, რომელიც წინ ჰქონდა.
გვერდით მშვიდად მიუწვა და თავი მკერდზე დაადო. ცხადად ესმოდა მისი აჩქარებული გულისცემა და კმაყოფილს ეღიმებოდა. თითებს მკერდზე დაატარებდა, ბოლოს კი ახედა სიამოვნებისგან თვალებდახუჭულს.
- ერეკლე… ახლა რა იქნება?
ეს კითხვა აწუხებდა ყველაზე მეტად. საერთოდ, ბევრი კითხვა ჰქონდა, რომელსაც პასუხები თავისთავად გაეცემოდა, მაგრამ მოსველენების საშუალებას არ ძალევდა გაურვკეველი მომავალი. წამოჯდა და აცრემლებული თვალებით დააკვირდა მის ვენებს.
- არ იტირო! - მკაცრად გააფრთხილა და თვითონაც მიბაძა ლილეს, ლოგინზე წამოჯდა.
- ასე არაფერი გამოვა. Ყველაფრის გადალახვა, გადახარშვა შემიძლია, ყველაფერს გავიგებ, ახლა აქედან უთქმელად რომ ადგე, წახვიდე და აღარასდროს დაბრუნდე იმასაც, ვიდრე ამას. - ვენებზე თითები გადაატარა.
- ვიცი. - დაიბუბუნა ერეკლემ.
- მერე? - იმედიანად შეხედა.
- ლილე, ყველაფერს მოვაგვარებ, დრო მომეცი. ცხრამეტი წლიდან ამ ჭაობში ვარ. ასეთი მარტივი არ არის ეს ყველაფერი, მაგრამ გპირდები რომ ამაზე ნერვიულობა აღარ მოგიწევს.
- მჯერა. - ღიმილით დაადო მკერდზე თავი და გაიტრუნა.
- დაიძინე. - თბილად უჩურჩულა და შუბლზე ტუჩები ხანგრძლივად მიაწება.



№1  offline წევრი ნაამა

ვაუ❤️უბრალოდ სიტყვებიც არ მყოფნის. მაკასიც მესმის უკვე არ უნდა თავის შევილი "ვიღაც ნარკომას" ხვდებოდეს, მაგრამ ეს მათი ცხოვრება, მათის სიყავრეული და ჩემი აზრით დედობის მიუხედავად მას არავინ არაფერს არ ეკითხება❤️❤️

 


№2  offline წევრი redd

ნაამა
ვაუ❤️უბრალოდ სიტყვებიც არ მყოფნის. მაკასიც მესმის უკვე არ უნდა თავის შევილი "ვიღაც ნარკომას" ხვდებოდეს, მაგრამ ეს მათი ცხოვრება, მათის სიყავრეული და ჩემი აზრით დედობის მიუხედავად მას არავინ არაფერს არ ეკითხება❤️❤️

დიდი მადლობაა heart_eyes heart_eyes წინა თავში, აშკარა იყო, რომ მოგაკელით საინტერესო დეტალები და მომენტები, ვცდილობ ავანაზღაურო smile

 


№3  offline წევრი ნაამა

redd
ნაამა
ვაუ❤️უბრალოდ სიტყვებიც არ მყოფნის. მაკასიც მესმის უკვე არ უნდა თავის შევილი "ვიღაც ნარკომას" ხვდებოდეს, მაგრამ ეს მათი ცხოვრება, მათის სიყავრეული და ჩემი აზრით დედობის მიუხედავად მას არავინ არაფერს არ ეკითხება❤️❤️

დიდი მადლობაა heart_eyes heart_eyes წინა თავში, აშკარა იყო, რომ მოგაკელით საინტერესო დეტალები და მომენტები, ვცდილობ ავანაზღაურო smile


მჯერა რომ შეძლებ❤️❤️შენ მაგას და ერეკლე ნარკოტიკების მოშორებას❤️

 


№4  offline წევრი აბლაბუდა

ძალიან მომწონს ეს ისტორია, რა საყვარლები არიან ორივე

 


№5  offline წევრი redd

აბლაბუდა
ძალიან მომწონს ეს ისტორია, რა საყვარლები არიან ორივე

გმადლობ heart_eyes

 


№6 სტუმარი Wero

სააოცარი ხარ და ველი შემდეეგ თავს.

 


№7  offline წევრი redd

Wero
სააოცარი ხარ და ველი შემდეეგ თავს.

გმადლობბბ❤

 


№8  offline მოდერი ენქეი

ძალიან კარგია innocent

 


№9  offline წევრი redd

ენქეი
ძალიან კარგია innocent

გმადლობ.❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent