ლილე (ნაწილი 4)
თვალები რომ გაახილა, იმ წამსვე იგრძნო ერეკლეს ღონიერი მკალვი მის მუცელზე. ღიმილით დაუსვა საჩვენებელი თითის ბალიში ხელზე. ცოტა ხანი უყურა, ლოყაზე ტუჩები ხანგრძლივად მიაწება და ფეხზე წამოდგა. ცხოვრებაში ასე არასდროს არ მოსდომებია რომ უმუშევარი ყოფილიყო. მთელი დღე შეეძლო ასე, ლოგინზე მიჯაჭვულს ეყურებინა მამაკაცის ნაკვთებზე, დაეკოცნა თითოეული ადგილი, მაგრამ საქმე არ იცდიდა. ღრმად შეისუნთქა მისი სუნი და სახლი დატოვა სასწრაფოდ. იმდენად ფრთაშესხმულად გრძნობდა თავს, არც ტრანსპორტზე დაუწუწუნია და არც თავის ცინიკურ თანამშრომლებზე, რაც მემგონი პირველი შემთხვევა იყო. ლილეს მიმართ, უშუალოდ, არ გამოუჩენია არავის უარყოფითი დამოკიდებულება სამსახურში, მაგრამ მაინც გრძნობს, რომ არაა ყველაფერი ისე, როგორც თანამშრომლებს შორის უნდა იყოს. თუმცა ვის ადარდებს?! მთელი დღე ტელეფონისკენ აპარებდა ცალ თვალს, მაგრამ უშედეგოდ, ერთხელაც კი არ დაურეკავს ერეკლეს მასთან. ძალიან სწყინდა და აბნევდა ეს სიტუაცია. ვერ ხვდებოდა, რატომ არ ურეკავდა?! როგორც ჩვევია ხოლმე, ყელზე ნერვიულად მოისვა ხელი. მოღუშულმა დატოვა შენობა. პიჯაკის ჯიბეებში ხელებჩაწყობილი გაემართა გაჩერებისკენ ერეკლე რომ დაინახა მანქანას მიყრდნობილი. წამსვე შეკრა კოპები და ერეკლეს ჩუმ სიცილს ღრენით შეხვდა. ძალიან უნდოდა არ შეტყობოდა, თუ რამდენად დამოკიდებული გახდა მასზე, მაგრამ არ გამოუვიდა. - გაბრაზებული ხარ, პატარავ? - ღიმილით კითხა ერეკლემ და საჭეს მიუჯდა. - არა. - ფანჯრისკენ ცხვირ აბზუებულმა გაიხედა. - ჰო, არა. - გამოაჯავრა კაცმაც და მანქანა დიდი სისწრაფით მოსწყვიტა ადგილს. სისხლმა ერთიანად დაუარა დიდი სიმძლავრით ძარღვებს. ისე შეეშინდა, ალბათ, ცოტაც და გული გაუსკდებოდა, მაგრამ მაგას როგორ აჩვენებდა. არა ბიჭოს, თავს დააცინინებდა. სავარძლებზე მაგრად მოჭიდებული, კრიჭა შეკრული მანამდე იჯდა, სანამ მანქანის ძრავი არ გაჩერდა. ირგვლივ მიმოიხედა. აშკარად არ იყვნენ ლილეს სახლში. - აქ რა გვინდა? - მიუტრიალდა მამაკაცს. ჯერ კიდევ ეტყობოდა ხმაზე წყენისა და ბრაზის ტონები. - ჩემი ძმაკაცი უნდა გაგაცნო და მისი მეუღლე. შემჭამა, დილიდან არ მომასვენა. ვიფიქრე, გაგაცნობდი, თან მალე წამოვიდოდით. - აუხსნა სიტუაცია და მანქანის კარგი ჯენლტმენურად გაუღო. - ერეკლე, ძალიან დავიღალე. იქნებ, სხვა დროს? - მუდარით გახედა და თვალები კნუტივით აუფახუნა. - არ გამოვა. საქმეც მაქვს. - ცხვირზე საჩვენებელი თითი ნაზად დაჰკრა. - უმმ, - ამოიბუზღუნა და უკან ქუსლიანების ბაკა-ბუკით აედევნა. ახლა, თავის სახლში ყოფნაზე მეტად არაფერი უნდა. თანაც , ფორმაში არ არის. მთელი დღეა მუშაობს, ისეთი გადაქანცულია, ფეხზე ძლივს დგას. თანაც, ამ მაღალქუსლიანებმა ტერფები დაატეხა. უკმაყოფილოდ დახედა შავ, გალანტურ ფეხსაცმელს და სადარბაზოში ლიფს დაასო გამჭოლი მზერა. - ერეკლე, შენ თუ გგონია ფეხით ამოვალ, ცდები. ფიზიკურად არ შემიძლია. - ხელები დანანების ნიშნად გაშალა და წასასვლელად მომზადებულმა კაცს ზურგი აქცია. სიცილით მოატრიალა ერეკლემ და ხელში წამებში ააფრიალა. - ასე უკეთესია? - ბევრად! - ენა გამოუყო და ყელში ცხვირი გაუხახუნა. - მე ხომ გითხარი, ასე აღარ ქნა-მეთქი? - კოპები წამში შეკრა კუშტად და ზემოდან დააცქერდა ეშმაკურად მომზირალ ლილეს. - რაღაც არ მახსენდება დაგთანხმებოდი. - ჰმმ, - ამოიჩურჩლა და ორაზროვნად შეხედა გოგონას. - რა? - მხრები ისე აიჩეჩა, თითქოს ის არაფერ შუაშ ყოფილიყო, ან ვერ მიმხვდარიყო კაცი რას ეუბნებოდა. მთელი შვიდი სართული ისე ლაღად მიაბიჯებდა ერეკლე, თითქოს გოგონა საერთოდ არ ჭეროდა ხელში. ყავისფერ კარებთან ჩამოსვა და ზარის ღილაკს თითი გაბმულად მიაჭირა. - მე მაინც ძალიან გაბრაზებული ვარ შენზე. - უჩურჩულა ყურთან ახლოს ლილემ და სასწრაფოდ დაუბრუნდა თავის პირვანდელ ადგილს. ძალიან თბილად შეხვდნენ გეგა და ნუცა. ისეთი ლაღები იყვნენ, მაშინვე გაახსენდა მარიამი და ძალიან მოუნდა ახლა, აქ ყოფილიყო მათთან ერთად. დაძაბული ჩამოჯდა სავარძელზე. როგორ არ უყვარს ასეთი სიტუაციები. საერთოდ, არ უყვარს ახალი ხალხის გაცნობა, უფრო სწორად, ის უხერხულობის შეგრძნება არ უყვარს, რაც მოსდევს მათ გაცნობას. უყურებდა, როგორი დაძაბულები საუბრობდნენ აივანზე გეგა და ერეკლე და გულში უსიამოვნოდ გაკრა რაღაცამ. შემდეგ, მზერა ცივი ყავის ჭიქებით მომარჯვებულ ნუცაზე გადაიტანა. - ცოტა მოდუნდი. - გაიცინა გოგონამ და ჭიქები გამჭვირვალე მაგიდაზე დააწყო. - ჰო, მიჭირს ახალ გარემოსთან, ხალხთან შეგუება. - აღიარა წამსვე ლილემ. - არაუშავს. გეგა ისეთია, დამიჯერე, საერთოდ ვერ იგრძნობ უხერხულობას. - სიყვარულით სავსე თვალები მიაბჯინა მისაღებში შემოსულ ქმარს. - აბა, რძალო, გავიგე ერეკლე გაბრაზებს, მართალია? მითხარი, იცოდე, არ მოგერიდოს, ყურებს ავახევ. - დაიმუქრა ცერა თითით. გეგა ისე იქცეოდა მთელი საღამო, თითქოს ის საუბარი საერთოდ არ ყოფილიყო, ძარღვებდაბერილი რომ უხსნიდა რაღაცას ძმაკაცს. ერეკლე, ისედაც სულ ასეთი სახით ზის ხოლმე ყველგან და ეს დიდად არ გაკვირვებია. გეგა და ნუცა ხუთ წელზე მეტია მოსკოვში ცხოვრობენ. აქედან, ოთხი თანაცხოვრებაში გაატარეს. ძალიან ბევრი ისაუბრეს იმ საღამოს. დროთა განმავლობაში, ლილეც მოეშვა, მოდუნდა და გეგას ხუმრობებზე გულიანადაც კი ეცინებოდა. ამ დროს იჭერდა ერეკლეს თვალებს, რომლებიც სიყვარულით უყურებდნენ. უნდოდა ბევრი ეკოცნა მაგ დროს, მაგრამ არ დავიწყებია დღევანდელი და თავი ხელში აჰყავდა. მართლა ძალიან კარგი საღამო გაატარეს. მიუხედავად იმისა, რომ ერეკლე მთელი ეს დრო კოპებშეკრული იჯდა და ხმას ძირითადად არ იღებდა, მაგრამ მაინც კარგი გამოვიდა ეს ყოველივე. სამაგიეროდ, მიხვდა, როგორ უყვართ თავისი შეყვარებული მის მეგობრებს. ესეც კმარა. დიდი სიყვარულით გამოაცილეს წყვილი და შეიპირეს, რომ კიდევ გამოეარათ. - გისმენ, მარიამ. - ღიმილით უპასუხა მეგობარს, მას შემდეგ, რაც მანქანაში ჩასხდნენ. - სად ხარ? შენ კარებთან ვარ რამდენი ხანია. სამსახურში ხარ? გამოგივლი თუ არ წამოსულხარ ჯერ. - უცბად მიაყარა ატირებულმა. - რა გჭირს? - გაოცებული წამოჯდა სავარძელზე და დაძაბულმა გახედა ერეკლეს. - მოდი, რა. ძალიან ცუდად ვარ, მჭირდები… - ამოისლუკუნა მწარედ. - ახლავე, მარიამ. არსად წახვიდე, ძალიან მალე ვიქნები მანდ. - აღუთქვა. - ერეკლე, მალე მივიდეთ, რა. ჩემი მეგობარი მელოდება სახლთან. ულაპარაკოდ აუსწრაფა კაცმა სიჩქარეს. ყელზე ხელი ნერვიულად მოისვა და ფანჯარაში დაფიქრებულმა გაიხედა. ღმერთო, როგორ ეტკინა მარიამის მდგომარეობა. პირველად ესმოდა გოგონას ასეთი ხმა და მიზეზის არ ცოდნის მიუხედავად, მიხვდა რომ რაღაც ძალიან სერიოზული მოხდა. სხვა შემთხვევაში, არ არსებობს ფუტკარაძეს ეტირა. Ჰო, ნამდვილად გამორიცხულია. სწრაფად გადახტა მანქანიდან, როგორც კი გაჩერდა მისი კორპუსის წინ და არც დალოდებია ერეკლეს, ისე აირბინა ორი სართული. ვის ახსოვდა მაღალქუსლიანი და დატეხილი ფეხები, ან ის მთელი დღე სამსახურში როგორ დაიღალა. წამსვე მიეჭრა მის კართან ჩაცუცქულ მარიამს და ფეხზე წამოაყენა. - რა ჯანდაბაა! აქ რატომ ზიხარ, გაცივდები. - გაუჯავრდა და გასაღები საკეტს უმალ მოარგო. მარიამს არაფერი უთქვამს ისე დაჰყვა ლილეს ნებას. მოკუნტული წამოწვა სავარძელზე და თვალები ხანგრძლივად დახუჭა. ამღერებულ ტელეფონს უპასუხა ლილემ სასწრაფოდ. - რა ხდება, ერეკლე. რატომ არ ამოდიხარ? - ანერვიულებული ისე სწრაფად ალაპარაკდა, ცხოვრებაში რომ არ ულაპარაკია, მგონი. - იყავით მარტო, ისაუბრეთ. მე ხელს შეგიშლით. - აუხსნა სიტუაცია. - შენ სად წახვალ? - წასასვლელის მეტი, რა მაქვს, ლილე. თუ რაიმე დაგჭირდებათ, მაშინვე დამირეკე და შენთან გავჩნდები. გაოცებულმა შეხედა მარიამს. ასეთი არასდროს უნახავს, ეს კიდევ უფრო მეტ სანერვიულოს უჩენდა. სასწრაფოდ გაუვსო ჭიქა წყლით და წინ დაუდო აქვითინებულს. - დალიე, ცოტას დაგამშვიდებს. - გვერდით მიუჯდა თვითონ და დაელოდა, როდის იქნებოდა მარიამი მოსაყოლად მზად. - ისეთი საშინელება გავაკეთე, ჯობდა მოვმკვდარიყავი იქვე, ლილე. რამ მომაფიქრა ამის გაკეთება საერთოდ? - ბუტბუტებდა თავისთვის და ცრემლი ღვარღვარად ჩამოსდიოდა აწითლებულ ლოყებზე. - რა მოხდა, ასეთი, კი მაგრამ, გამაგებინე. ანდროსთან იჩხუბე? მერე რა მოხდა? პირველია თუ უკანასკნელი? - მკლავები სიყვარულით მოხვია მუცელზე. - უარესი. დავშორდით. არასდროს მაპატიებს, ზუსტად ვიცი… - ჩურჩულს არ წყვეტდა მარიამი. - რა მოხდა, ბოლო-ბოლო, აღარ იტყვი? - აბორტი გავიკეთე, თანაც ჩუმად. ანდროსთვის არაფერი მითქვამს, გესმის? არაფრად არ ჩავაგდე. არც კი გავაგებინე, რომ ორსულად ვიყავი, ხვდები? რატომ გავაკეთე ასეთი რამ, ლილე? რატომ ვარ ასეთი ბოროტი? რატომ მოვკალი ჩვენი შვილი, ამიხსენი? - აქვითინებული მიეკრა გოგონას მკერდზე. გაშრა. საერთოდ ვერ მიხვდა, რა უნდა ეთქვა მარიამისთვის. როგორ დაემშვიდებინა. ძალიან რთულია ასეთ სიტუაციებში სწორი სიტყვები შეარჩიო, მითუმეტეს მაშინ, როცა ასეთ მდგომარეობაშია ადამიანი და ასე განიცდის მომხდარს. თუმცა, სიმართლე რომ ითქვას, ისიც ძალიან გაუკვირდა, ასე რომ მოიქცა. - ანდრომ როგორ გაიგო? - მხოლოდ ამის კითხვა შეძლო. - ექიმთან ვიზიტზე რომ წავედი მაშინ გამომყვა. უნდა გენახა რა სიტყვები მითხრა, ლილე. უკანასკნელი ადამიანივით გამომლანძღა, თუმცა ვიმსახურებდი. გეფიცები, წარმოდგენა არ მაქვს, საიდან მომივიდა ასეთი აზრი, ან რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. მაგრამ ანდრო ისე იქცეოდა ბოლო პერიოდში, თითქოს აღარ ვუყვარდი. სულ ვჩხუბობდით. ბავშვი კი არასდროს უხსენებია მთელი ეს ორი წელიწადი და მე სულელმაც ვიპოვე გამოსავალი. - ცინიკურად გაიღიმა და ფეხზე ძლივს წამოდგა. - მომაწევინე, რაა. - სთხოვა და აივნისკენ არეული ნაბიჯებით წავიდა. - ახლა, რას აპირებ? - ჩაეკითხა ცოტა ხნის შემდეგ და სიგარეტის ღერი ტუჩებშორის მოიქცია თვითონაც. - რას უნდა ვაპირებდე, ლილე? წარმოდგენა არ მაქვს. დროს უკან ვეღარ დავაბრუნებ. გეფიცები, ანდროს დაკარგვას უფრო თუ განვიცდიდე ვიდრე იმას, რომ საკუთარი შვილი, რომელიც ჯერ არც კი შემიგვრძნია მოვკალი, გესმის? რა ადამიანი ვარ მე?! - აჩქარებულ გულზე მწარედ მიიდო გაშლილი ხელის გული. - დამშვიდდი, გთხოვ. ყველაფერი მოგვარდება, აი, ნახავ! - გულში ძლიერად ჩაიკრა. დიდი ხანი ისხდნენ ასე მდუმარედ. მანამ, სანამ მარიამს ძილი არ მოერია. ახლა, ამ დროს, ლაპარაკზე მეტად, მისი ჩუმად, მაგრამ გვერდში ყოფნა უფრო სჭრიდებოდა მარიამს ლილესგან. საძინებელ ოთახში შეიყვანა, გადასაფარებელი მოარგო და ოთახი დატოვა. როგორ გაუჭირდა ასეთი მარიამის ხილვა, წარმოდგენა არ გაქვთ. ნეტავ, თვითონ როგორ მოიქცეოდა მის ადგილას? რთულია, განსაჯო ადამიანი, როცა არ იცი, რა შეგრძნებაა ასეთი მდგომარეობა. რამდენადაც წინააღმდეგი იყო ამ ყოველივესი, იმდენად არ ესმოდა, როგორია მიიღო ეს სიტუაცია, ან რაზე ფიქრობ მაგ დროს. დაბნეულმა მარიამმა, თავის მხრივ, სწორი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ყველამ ვიცით, რომ ეს ვერანაირად ვერ იქნება სწორი, ვერცერთ სიტუაციაში. სავარძელზე მოკუნტული წამოწვა ფიქრებში ჩაძირული. ერეკლეს ელოდებოდა, თუმცა მხოლოდ პირველის წუთებზე გაისმა კარზე ნელი, მონოტორული კაკუნი. ძლივს წამოსწია სხეული და ფრატუნით გაუყვა გზას კარამდე. ერთიანად დაუარა სხეულში ცუდმა შეგრძნებებმა და თვალები ცრემლით აევსო. - არ იტირო! - უბრძანა ერეკლემ და ლილესთან ერთად შევიდა საძინებელში. - მე ხომ გთხოვე… - ამოიჩურჩულა. - მთხოვე. - დაეთანმა ლილეს. - მერე? ნუთუ, ჩემი თხოვნა შენთვის არაფერია? - გულამოსკვნილმა ამოიტირა და ცრემლიანი, დიდი თაფლისფერი თვალები შეანათა. ერეკლესთვის ამაზე რთული არაფერი არ იყო. ეყურებინა საყვარელი ქალისთვის, რომელიც მისი მიზეზით ტიროდა. თან ვერაფერს აკეთებდა. საკუთარ თავს ვერაფრით ერეოდა. საშინელი შეგრძნება იყო, ამაზე ძნელი კი - არაფერი. - ლილე, გთხოვ… - მთელი გული ამოაყოლა ამ ორ სიტყვას და მის წინ ჩაიცუცქა. - ნურაფერს მთხოვ. წადი, ერეკლე. Ასეთს ვერასდროს შეგეგუები, ვერასდროს, გაიგე? - ტონს საგრძნობლად აუწია და მის დიდ მტევნებში მოქცეული თავისი ხელები წამის მეასედში გამოგლიჯა. - წავიდე? - ჰო. ვინ იცის, როგორ გაუჭირდა ამის თქმა, მაგრამ ახლა, არ შეეძლო, უბრალოდ ვერ აიტანდა. ჯობდა აქედანვე გაეშვა. მერე ორივესთვის ბევრად უფრო რთული იქნებოდა. საკუთარ თავს და ფიქრებს დაეთანხმა და კუშტად შეხედა ერეკლეს, რომელსაც ნათლად ეტყობოდა როგორ უჭირდა ეს სიტუაცია. - არ მომიახლოვდე, ისე გაიხურე კარები! - მკაცრად უთხრა მისკენ წამოსულ მამაკაცს და ფანჯისკენ შეტრიალდა. ესმოდა როგორ მოუახლოვდა ერეკლე, მხარზე დიდ ხანს მიაწება ტუჩები, შემდეგ კი სახლი დატოვა. ძალიან კარგად აანალიზებდა ლილე, რომ ერეკლე აღარ დაბრუნდებოდა. მისთვის წარმოუდგნელიც კი იყო მის გარეშე ყოფნა უკვე, მაგრამ ამას აღარანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ცრემლები ხელის ზურგით სწრაფად მოიწმინდა და ლოგინში ათრთოლებული შეწვა. * * * გამარჯობა. ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი. გელით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.