შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი ვარსკვლავი ცაზე (თავი 12)


12-06-2020, 10:03
ავტორი მარიამი მ.ბ
ნანახია 1 228

მოგესალმებით ყველას ჩემო ტკბილებო....
საკმაოდ მძიმე პერიოდი გვქონდა და გვაქვს მსოფლიოს.ყველას მოგიწოდებთ დაიცავით წესები.გაუბრთხილდით თავებს.მალე ისევ გაიღიმებს დედამიწა,აი ნახავთ!
ახლა კი ახალი თავი წაიკითხეთ.მალე დავასრულებ წერას.
.მონატრებული გიბრუნდებით ისევ,ძალიან მიყვარხართ ყველა სათითაოდ.ტრადიციულად ველი შეფასებას.
------------------------------------------------------------------------------
12

-საღამომშვიდობის!-გაისმა ხმა და ყველანი კარში შემოსულ რეზის მივაშტერდით.პირველი რა თქმა უნდა იოანეს გავხედე,ისეთი სახე ჰქონდა უკვე მართლა დავიძაბე.ლამარამ გულში ჩაიკრა რეზი
-მობრძანდი ბებო,ახლა ვაპირებდით დაძახებას!როგორ ხარ ბები,როგორ?
-დიდი მადლობა,კარგად..ნორმალურად..თქვენ როგორ გიკითხოთ?
-რა მიშავს ბებია,ესენი მახარებენ მე!დაჯექი გენაცვალე
-არა უნდა წავიდე,ბებიამ რაღაცები გამომატანა,დაიჟინა ახლა წაიღეო,თან თქვენც გინახულეთ.
-არ გადამრიო ახლა არ წახვიდე ბებო..აგერ ბავშვები არიან გაერთობით..
უკვე იოანე ისე მძიმედ სუნთქვდა შემეშინდა არ აფეთქებულიყო.ერეკლე ჩემსკენ გადმოიხარა
-თათ სიტუაცია უაზროდ რო დაიძაბა ხვდები?
-კი მარა რავქნა
ამ დროს იოანემ შემომხედა
-ხოარ წავიდე ისე,რაღაც ძაან ოჯახური სიტუაციაა და
-რა უაზრობაა ახლა ეს
ამ დროს მივიხედეთ და რეზი აღარ იყო
-რაიყო ბები ბიჭი ისე გაიქცა ვერც მიხვდით.უხერხულია ყურადღება მაინც მიგექციათ.
-კაი ლამრო დაჯე ეჩქარებოდა ალბათ-თორნიკე თავისას ეცადა.
ამ დროს უკვე ძალიან მომბეზრდა ეს ყველაფერი
-რაღაც ვერ ვარ ჰაერზე გავალ მეხო ორი წუთი-იოანეს ვანიშნე რომ გამომყოლოდა.
ერე რათქმაუნდა მიხვდა
-თუგინდა მე ავუხსნი
- არამეთვითონ.
-რაარი ბებო?რატო ხარ ცუდად?ვაიმე რავქნა-სულ დამავიწყდა ლამარასთან ეს როარ უნდა მეთქვა
-არაფერი ბე ჩახუთულობაა გავალ და მოვალ
სწრაფად გამოვედი და იოანეც ფეხებში მომყვა.
-მართლა ცუდადხარ?ფერი არგადევს და..
-არა არა..რეზიზე უნდა დაგელაპარაკო
-გისმენ ყურადღებით
-სალაპარაკოც არაფერია თორემ...
-თათია,ამ ტიპს აბოდებს შენზე..კიი შემიძლია თავის შეკავება მაგრამ არც მთლად..
-ადრე იყო ეს,ძალიან ადრე...მოზარდობაში.კიი ვუყვარდი მაგრამ ისიც იცოდა რომ მე ვერასდროს იგივეთი ვერ ვუპასუხებდი..და არასოდეს არასოდეს არ შევუწუხებივარ,არც კი დამლაპარაკებია მას მერე. თან მისი მდგომარეობაც გულს მიკლავდა...
სახე მთლად შეეცვალა და დუმილის შემდეგ მითხრა
-კიბო?
-საიდან მიხვდი
-ექიმი ვარ თათია...ახლაც ეტყობა.უბრალოდ წეღან გონება არ მიმუშავებდა ..
-ჰო...სულ ეს იყო რაც უნდა მეთქვა
- კაი ბოდიშს გიხდი,მაგრამ გაიგე რო არაა მარტივი იმ ადამიანის ყურება,ვისაც ხვდები რო შენი შეყვარებული უყვარს..
-ჰო გითხარი რო ადრე იყო
-მაგაზე ნუ შემეკამათები გთხოვ..უბრალოდ მორჩა.
გამეღიმა.
-კაი
შუბლზე მაკოცა
-შევიდეთ ჰო...
.....
ულამაზესი საღამო იყო,ყველა ბედნიერი და მომცინარი.ბებიაჩემის განცდები უნდა გენახათ გავლა გამოვლაზე იოანეს მიქებდა ჩუმად.მაგრამ ყველას ჩვენი საქმე გვქონდა და დილით თბილისში ვიყავით დასაბრუნებლები.ახლა კი ბებიაჩემზე დავიწყე ფიქრი ისევ მარტო რჩებოდა ამხელა სახლში,ისევ მოწყენილი საღამოობით...
დილაც გათენდა ქვემოთ რომ ჩამოვედი იოანე და ლამარა ისხდნენ ეზოში და ყავას მიირთმევდნენ.
-ესენი ნახე რა?ვიფიქრე გავაღვიძებ მეთქი და...
იოანემ გამიღიმა თბილად როგორც ჩვეოდა.
-ადრე გამეღვიძა
-მოდი ბებო დაჯექი აგერ
იოანეს გვერდით მივუჯექი
-რაღა მომკლავს აწი ბებია,თქვენ რომ გნახეთ ასე ბედნიერები..-ცრემლებს მალავდა ლამარა
-ახლა არ იტირო გეხვეწები!
-კაი ბებო კაი არ ვიტირებ! რაა სატირალი?!
-ჰო და მასე!
ერე და თორნიკეც ჩამოვიდნენ და ყველა დავემშვიდობეთ ლამარას.ცდილობდა ცდილობდა მაგრამ მაინც ვერ დამალა ცრემლები.ალბათ არასოდეს გამომიხატავს მის წინაშე ის თუ რამდენს ნიშნავს ჩემთვის .რავქნა ასეტი ვარ...მაგრამ ვიცი რომ გრძნობს.გრძნობს რომ მის გარეშე არაფერი ვარ.
-----
ნაშუადღევს თბილისში ვიყავით.იოანემ სახლში დამტოვა და თვითონ კლინიკაში წავიდა.ბიჭებიც ერესთან წავიდნენ პირდაპირ.სახლში შემოვედი და ბარგი იქვე მივაგდე.მეთვითონ დივანზე დავეშვი და ასევე ჩამეძინა.რომ გამოვფხიზლდი უკვე ბინდდებოდა.მაცივარში თითქმის არაფერი იყო და მაღაზიაში გადავწყვიტე ჩასვლა.ქვემოთ ჩავედი პროდუქტი ვიყიდე და უკანა გზაზე ვბრუნდებოდი.ოდნავ ციოდა მაგრამ სასიამოვნო ჰაერი იყო.გაზაფხულს მაინც სხვა ელფერი აქვს ყოველთვის.ჰაერში იგრძნობა რომ გარემო იღვიძებს.ამ დროს იოანემ დარეკა
-ჰო
-რაშვები თათია გაიღვიძე?
-კი.გარეთ ვარ.რაღაცები ვიყიდე და..უკან მივდივარ მაგრამ ისეთი ამინდია არ მინდა ასვლა.
უცებ ფეხებთან გამიჩერდა მანქანა.
-ძაან კაი.
-უჩინმაჩინი ხარ?-ტელეფონი გავთიშე
-როცა მინდა ჰო!
-რა ხდება?
-რაუნდა მოხდეს ?რაგინდა რო მოხდეს?!მომენატრე და მოვედი
-ჰოო??
-წამო სადმე.ხოარ გინდოდა სახლში ასვლა.
-მანქანით არა ოღონდ!
-როგორც იტყვი!-ხელები აწია
სახლში პროდუქტი ავიტანეთ და გარეთ გამოვედით.
იმდენი ვიარეთ ბოლოს მივხვდი რომ რამოდენიმე უბანის იქით ვიყავით.
-თათია
-ჰო
-შენი მშობლები...მათ სახლში ცხოვრება არ გირთულდება?
გამეღიმა,ტკივილით გამეღიმა.
-თავიდან ძალიან რთული იყო..ყოველი მისვლა და ცარიელი სახლი..საშინელება იყო.მაგრამ თანდათან ეჩვევი..ამ ტკივილს ეჩვევი და ცხოვრობ მასთან ერთად.არავინ თქვას რომ ტკივილი მცირდება!არა!..უბრალოდ სხვა გზა არაა.მე რომ ერე არ მყოლოდა..აი მაშინ არვიცი როგორ იქნებოდა.სულ ცდილობდა რომ მარტო არ ვყოფილიყავი და არ მეტირა.ახლაც ასეა გონია ვერ ვხვდები მაგრამ,როგორც კი დროაქვს მორბის.იმიტომ რომ ისე ასე ვარ.უბრალოდ აღარ ვტირი იმდენად.უცრემლოდ მტივა.ისე მენატრებიან ხანდახან...
თავ ჩაღუნული მისმენდა.
-იცი რამდენი სიკვდილი მინახავს?ბევრი...მაგრამ ყველაზე რთული მათი ახლობლების ყურებაა ამ დროს.და თქმა რომ მათი პაციენტი აღარ არის ცოცხალი.მაგრამ მაინც ყველაზე რთულია შვილს უთხრა რომ მშობელი აღარ ყავს და პირიქით,მშობელს რომ შვილი დაეღუპა.ამ დროს ისეთ ტკივილს ვგრძნობ,მგონია რომ ეს ყველა მე დავკარგე..
თვალები ამიცრემლიანდა.ვცდილობდი არ ავტირებულიყავი.
-ორივემ რთული გზა გავიარეთ. ამ ყველაფრის მერე ურთიერთობებზე სულ სხვა შეხედულება მქონდა.ვფიქრობდი რომ ამ უსამართლო სამყაროში სიყვარულიც ვერ იარსებებდა რწფელი ესე რომ ვთქვათ-გაიღიმა და მე შემომხედა.-ალბატ ბევრი ამ მომენტს დაგეგმავდა განსაკუთრებულად მაგრამ..ეს ხო ჩვენ ვართ?არ მინდა შოუ და არავინ ამ წამს ჩვენს გარდა!-ჩუმად ვუსმენდ იოანეს და ვფიქრობდი ჩვენ უბრალოდ მარტო ვსეირნობთ და ეს იშვიათია,ამიტომ ამბობს მეთქი.
-თათია-უცებ ხელი გამიშვა გამაჩერა და წინ დამიდგა.ჯიბიდან რაღაც ამოიღო.რათქმაუნდა მივხვდი,არა არა! ყუთი არც ყოფილა,ხელში მაგრად შეკრა.მაგრამ ეს წამებში ხდებოდა და გაოცებისგან გავშეშდი.- მინდა რომ ამ მომენტში მარტო მე და შენ ვარსებობდეტ.არ მჭირდება ტაში და შეძახილები არც შოუ და ვიცი,რომ შენც ასე ფიქრობ...-დიახ მან კიდევ ერთხელ იმ წამს დამიმტკიცა ვინც იყო ჩემთვის- ყველანაირი ახსნის გარეშე გეუბნები რომ იმ დღიდან როცა ხელებში შემთხვევით ჩამივარდი,უბრალოდ ცხოვრება რომელიც თეთრ ხალათს არ ცდებოდა,ამომიყირავე და თავზე დამამხე-გაგვეცინა ორივეს,ვის აინტერესებდა ჩემს სახეზე ნიარვარივით წამოსული ცრემლები?-უბრალოდ მინდა რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ყოველ წუთს ჩემთან მყავდე.მინდა რომ სახლში მოსვლა გამიხარდეს რადგან იქ შენ იქნები.ან იქნებ არც წავიდე ასეთი სახლიდან?-ვიცინოდი ტირილით!დიახ,ასე იყო!
- აბა? თანახმა ხარ?
თვალებში ვუყურებდი.უბრალოდ მაგრად მოვეხვიე.
-სამუდამოდ შენთან ყოფნაზე მეკითხები?რატქმაუნდა თანახმა ვარ..
ხელზე ბეჭედი გამიკეთა.ორივეს ისე გვიკანკალებდა ხელები რომ ძლივს მოხერხდა.
გაგრძელება სულ მალეიქნება..მიყვარხართ



№1 სტუმარი Frlife

ვუიმეეე რასიყვარულობააა ანუ დასასრულისკენ მიდიხარ??აუ მალე დადე რააა გთხოვ..საოცარინხარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent