შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასდროს თქვა არასდროს თავი მეოთხე


14-06-2020, 12:14
ავტორი მმარიტა
ნანახია 1 119

ყველაფერი ძალიან ჩაიხლართა და საქმეც უარესად გართულდა.
ოთოს ხალხი მკაცრ სამართალს ითხოვდნე , კვლავ იმუქრებოდნენ, დრო არ ითმენდა... ყოველდღე ნახულობდნენ გოგონებს, სამივე გამოფიტულიყო, თვალები ჩავარდნოდათ, სისუსტე ზედმეტად შესამჩნევიც გახდა. ანუგეშებდნენ, იმედს აძლევდნენ, თუმცა როგორ გინდა ოცდაერთი წლის გოგოები ისხდნენ ციხეში და არ ინერვიულონ. ეს ის ასაკია, როდესაც ნამდვილ ცხოვრებას იწყებ, როდესაც ჯერ კიდევ გამოუცდელი ბავშვი ხარ და მაისურს შარვალი თუ ვერ შეუხამე ტრაგედიად გეჩვენება, ასაკია, როდესაც ბევრი კარგი რამ უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში, მაგრამ ვიკას შემთხვევაში ყველაფერს სხვა ადგილი უკავია. მან ბავშვობიდანვე განიცადა უზღვავი ტკივილი სულიერად, ბევრი დაცემა, ბევრი ცხოვრებისეული გამოცდა, რომელიც ზოგჯერ ვერ ჩააბარა, მაგრამ მშობლებმა მაინც არ დაუშვეს ის, რომ თავში რაიმე ტრამვა ჩარჩენოდა და ამ ტრამვით მთელი ცხოვრება ეცხოვრა. არც არაფერს აძალებდნენ , მხოლოდ ისეთი ახსნის და საუბრის მანერა ჰქონდათ შერჩეული, ზოგჯერ საყვედური, ჩხუბი მოფერებად მოგეჩვენებოდათ. ყველაფერს ნორმის ფარგლებში აკეთებდნენ, არც ზედმეტად ბოჭავდნენ და არც ზედმეტ თავისუფლებას აძლევდნენ.
დილით ისევ ადრიანად ადგა , ორი კვირის მანძილე ნორმალურად თვალიც ვერ მოუხუჭავს ამ ამბის გადამკიდე.
ხვალ სასამართლოს დღე იყო და აქედანვე ეტყობოდა აფორიაქება. ეშინოდა რომ ეს იმედიც მოკვდებოდა და რაღაც ისევ შეიცვლებოდა , მაგრამ შემდეგ ეკას იხსენებდა თუ როგორ უჭერდა მხარს, როგორ ედგა გვერდით... ეკაც თავდაუზოგავად იბრძოდა თავს დანებების უფლებას არ აძლევდა, როგორ მელოდება ეს გოგო, რომ მის მეგობრებს დავიხსნი იმედები როგორღა გავუცრუოო.
მოსამართლეს კაბინეტში შეაჭრა ეკამ. ჯერ კიდევ ადრე იყო და შენობაც ნაკლებად შევსებულია.
- ადვოკატო?
ფეხზე წამოდგა შესაგებებლად, ვნებიან მზერას ვერ აშორებდა მოკლე კაბაში შემოსილ ქალს, რომელზეც თავდავიწყებით იყო შეყვარებული.
- ვალერ...
თავშეკავებით იღებს ხმას და მის სხეულს ეკრობა.
- რამე მოხდა?
- დარწმუნებული ხარ , რომ ამ სხდომის შემდეგ თანამდებობას შევინარჩუნებთ?
- რა თქმა უნდა ეკა, ამაში ეჭვიც არ მეპარება , ადვილი საქმეა , განზრახ მკვლელობას არ ეხება, შესაბამისად ადვილია ჩვენთვის ამ საქმის მოგება... ამაზე სასტიკი მკვლელობის საქმე მოგვიგია...
- რაღაც დამნაშავედაც ვგრძნობ თავს...
- როგორი კეთილი ქალი მყავს
- კარგი რა ვალერ... ვიკუნა ძალიან კარგი გოგოა, მოსვენება აქვს დაკარგული ეს დღებია, იმედებს ვერ გავუცრუებ.
- არც მოგიწევს.
- პირველივე სასამართლოზე არ იქნება საეჭვო ეს გადაწყვეტილება?
- საეჭვო მაშინ იქნებოდა შიდაპატიმრობაც , რომ არ მიგვეცა.
- მადლობა ყველაფრისთვის
თქვა ვნებამორევით ქალმა და მის ბაგეებს ნაზად ემთხვია.
-მადლობა დღეს საღამოს გადამიხადე...
თვალი ჩაუკრა და კაბინეტი ორთავემ დატოვა.

დილით მოასწრო და მიირთვა საკვები ამდენ ხნის შემდეგ. თინასთან და თაზოსთანაც მოასწრო ლაპარაკი რითაც ძალიან ნასიამოვნები დარჩა.
დღეს ბილეთი უნდა მიეცა თაზოსთვის და მათთვის შეგროვებული თანხა. ეშინოდა თაზო უარის დიდი ალბათობით მას შესთავაზებდა, რომ თავად წასულიყო.
ჩანთიდან კონვერტი ამოაძვრინა და თაზოს ხელში შეაჩეჩა.
- ეს რა არის?
გაკვირვებულმა ჰკითხა შვილს.
- მა... ოღონდ უარი არ მითხრა , გთხოვ. ეს იტალიის ბილეთია, მინდა, რომ დედასთან წახვიდე ...
თაზო დადუმებული , თვალებგაფართოებული უყურებდა ქალიშვილს. თითქოს არ მოეწონა ის, რა ფაქტის შემსწრეც იყო.
- მამა, შენ არ იცი ეს ბილეთი ჩემთვის რას ნიშნავს. ბევრი ვიშრომე , რომ ეს ბილეთი მეყიდა და რაღაც რაოდენობის თანხა მომეგროვებინა შენთვის და დედასთვის.
მუდარით სავსე თვალებით აკვირდებოდა მამის რეაქციას.
თაზომ ადგა და ქალიშვილს მჭიდროდ მოეხვია , უხაროდა , რომ ასეთი ქალიშვილი გაზარდა.
- ჩემო ფერიავ, შენ იცი ჩემთვის რას ნიშნავ?
- თუ დედასთან გაემგაზვრები მაშინ მივხვდები შენთვის რასაც ვნიშნავ.
- მინდა დედაშენთან წასვლა, მაგრამ შენი თანხით... ჩემი შვილის ნაწვალები ფულით ვერ წავალ და იქ ვერ დავისვენებ.
- მამა, კარგი რა... თქვენ რაც გაქვთ ჩემთვის გაკეთებული ეს იმასთან არაფერია.
კონვერტიდან ფული ამოიღო და ვიკას გაუწოდა, ანიშნა , რომ უარს არ მიიღებდა და იმ ფულით მაინც არ წავიდოდა.
- მეც მაქვს ფული და რომც არ მქონდეს სამსახურიდან ავიღებდი... რადგან ბილეთი უკვე ნაყიდი გაქვს... მაშ, კარგი.
მისდა გასაკვირად ზედმეტი კითხვები არ დაუსვამს .
მიხვდა რამდენად უნდოდა ცოლთან წასვლა, რამდენად ენატრებოდა.
- ჩემი ტკბილი გოგო როგორ გაგვეზარდა თვალსა და ხელსშუა.
ლოყები დაუკოცნა საყვარელ შვილისშვილს .
- ეკასთან უნდა წავიდე, ყველაფერი თავიდან უნდა განვიხილოთ.
სწრაფადვე მოსვა ნელთბილი ყავა და სახლი დატოვა.
საყვარელ მანქანას დანანებით მიშტერებოდა , გული წყდებოდა, რომ ამდენი ხნის მანძილზე გაურეცხავი მანქანით დადიოდა. მაგრამ თავს იმით იმშვიდებდა, რომ როგორც კი ეს სიტუაცია ჩაივლის მაშინვე თავიდან ბოლომდე მოვაწესრიგებო.
ეკასთან მალევე მივიდა, მაშინვე კაბინეტში დაუკაკუნებლად შევიდა.
ამ საქმეებმა იმდენად დაახლოვა ორივე, რომ დიდი ხნის მეგობრები გეგონებოდათ, შეხმატკბილებულნი აკეთებდნენ საქმეს, სტიმულს აძლევდა ეკა ვიკას, რომ თვითონ მასზე წარმატებული ადვოკატი გახდებოდა .
- როგორ მიდის მოსამართლესთან საქმეები?
თვალი ჩაუკრა და გამომცდელად შეხედა ეკას.
- დღეს ვკითხე რაღაცეები გოგონებზე…
თქვა თავჩახრით და ღიმილმორევით.
- ეკა მაგაზე არ გეუბნები?
- ჰო, კარგი… ისეთი ვნებიანი, ისე მიჭირს ხოლმე თავის შეკავება…
ამბობს ისე, რომ აშკარაა როგორ და რა დოზითაც იყო შეპყრობილი.
- რასაჭიროა თავის შეკავება…
სიცილით ეუბნება ვიკა.
- არც ვიკავებ…
ლოყები აწითლებოდა სირცხვილისგან , მაგრამ მაინც გაბედულად აგრძელებდა ლაპარაკს.
- ყველაფერი გასაგებია…
თვალები შორსმჭვრეტელივით გაუხდა და ინტერესით შეყურებდა ეკას.
- კარგი ჰო… ნუ დამცინი…
ისევ ნაზად იღიმის ეკა.
- რა დაგცინი, ძალიან მაგარია. მე როდის ვიპოვი ჩემს სიყვარულს…
თითქოს სინანულით წრმოთქვა, მაგრამ რელურად საერთოდ არ აინტერესებდა მსგავსი საკითხები. ძალიან უნდოდა აღმაფრთომავანებელი , გიჟური სიყვარული, დიდი ვნებითა და ბევრი დაბრკოლებით… დიახ, დაბრკოლებებით რადგან ფიქრობდა , რომ თუ ცხოვრებისეულ დაბრკოლებებს ორივე ერთად უშიშრად გადალახავდნენ და ბოლომდე გაუძლებდნენ დარწმუნდებოდა, თავის სიყვარულში, როგორც მომავალი ქმრის, ასევე თავის გრძნობებში.
განყოფილებაში წასვლა გადაწყიტეს, იმედოვნებდნენ , რომ შეძლებდნენ გოგოების ნახვას და კიდე ვერთხელ იმედის მიცემას, რომ ხვალ დატოვებდნენ საკანს და საბოლოოდ ისწავლიდნენ ამით ჭკუას.
განყოფილებაში მალევე მივიდნენ, თავიდან ყველაფერი გააჭიანურეს , მტკიცე უარი თქვეს სასამართლოს წინა დღეს ვერ მოგცემთ ამის უფლებასო.
ვიკა ხვდებოდა , რომ ეს ოთოს მამის ნამოქმედარი იქნებოდა, ნერვებმა უმტყუნა და ოფიცერს ხმამაღლა მიაძახა
- ვისი ძუ*ნაც ხარ ძალიან კარგად ვიცი.
ნერვიულად მიარტყა იქვე არსებულ სკამს ფეხი და გიჟივით გავარდა გარეთ. ეკა არ გაყოლია ოფიცერთან შევიდა კაბინეტში და მოლაპარაკებას ეცადა.
მანქანას მიყრდნობილი საფეთქლებს ნაზი მოძრაობით იმასაჟებდა.
- ვიკა?
ნაცნობმა ბარიტონმა მოსწყვიტა ყური. მძიმედ ახელს თვალს და წინ მდგარ შავებში ჩაცმულ , მოხატულ მამაკაცს ეჩეხება. გამოიცანით ვინ არის?
შენღა მაკლდიო გაიფიქრა და ნაზად გაიღიმა...
- გამარჯობა ანდრია...
- აქ რას აკეთებ?
- რა შენი საქმეა?
უკმეხად უპასუხა და მანქანაში ჩასაჯდომად გაემართა, მაგრამ მისი ხელის დაჭერა მოასწრო და მუდარით სავსე თვალებით შეაჩერდა.
- იქნებ... სადმე გაგვესეირნა?
- ახლა ამის დრო არ მაქვს...
- ვიკა, ძალიან გთხოვ...
- ერთ საქმეს ვაგვარებ... ყველაფერი დასრულდება და შემდეგ შეიძლება..
მოულოდნელად დათბა, მისი ხელიდან საკუთარი გამოაცურა და მანქანაში ჩაჯდა. მაინც არ მოეშვა და ამჯერად ფანჯარასთან მიადგა.
- ნომერი?
გაკვირვებულმა შეხედა ანდრიას.
- რა ნომერი?
- არ მომცემ?
თვალები გაუფართოვდა ვიკას
- რა მოგცე?
- ნომერი ვიკა...
სიცილმა სძლია და თავი ჩახარა.
- ნომერს მოგცემ, მაგრამ არ შემაწუხო და იმედები არ დაისახო...
- ვინ შეგიქმნა საკუთარ თავზე ამხელა წარმოდგენა ?
ისევ იცინის.
- საპირფარეშოში რომ არ გამეცანი შეიძლება მსგავსი სისულელეები არ მეთქვა.
აღიარა კიდეც, რომ ზედმეტად გამოსდიოდა თავის დაცვა.
- ანუ აღიარებ, რომ სისულელეებს ლაპარაკობ?
- თავს ვიცავ, იდიოტო?
- შეტევაზეც გადმოდიხარ...
- აღელვებული ვარ...
- განვიტვირთოთ..
- რა?
- ცუდი არაფერი მიგულისხმია..
კვლავ იცინის და ვიკასაც იყოლიებს.
მათ დიაგლოგს კი მალევე შეუშალა ეკამ ხელი.
მანქანის კარი გამოაღო და ადგილი დაიკავა. ანდრიამ თვითონვე მიხვდა, რომ უნდა გაცლოდა. თვალი ჩაუკრა და მიმზიდველად მიაძახა დაგირეკავო.
- ეს ძალზედ სიმპატიური ვინ არის?
გამომცდელად გაუღიმა ეკამ .
- კლუბის ამბიდან არის...
- ესეც გარეულია?
- ხომ არ გაგიჟდი... გამოფხიზლებაში მეხმარებოდა კლუბის დღეს... ნაბიჭვ**ბმა , რომ ლამის მომკლეს.
- მიმზიდველია...
- რა ელაპარაკე მას?
- შენმა საქციელმა გაანაწყენა და როგორც კი კაბინეტში შევედი მაშინვე ჭკუის სწავლება დამიწყო.
- დაახვიოს.

<სასამართლო>

ეს დღე მზიანი იყო...
ისე თითქოს უამრავი ადამიანის მღელვარების გადაფარვა უნდოდა, სითბოსა და სხივების მწვავე ცხუნებას...
ხეებიც ლამაზად გატოტილან, ყვავილების სურნელი კი შორიდანაც აფრქვევდა გამაბრუებელი სურნელის ეფექტს.
ყველაფერი ფერადი, ნაზი და ამაფორიაქებლად ლამაზი იყო.

ცხრა საათზე ყველანი შეიკრიბა, საშუალო ზომის დარბაზში მოსულთა გახშირებული მასა იმყოფებოდა.
სამივე ერთად , სხვადასხვა ადამიანმა შემოიყვანა .
ყველაფერს შიშისა და მღელვარე ფიქრების სუნი ასდიოდა. ყველაფერი ბურუსში იყო იმ წამს.

ყველანი ადგილებს უბრუნდება , ხმაურს მოსამართლე აქრობს.

და...

პროცესი იმაზე დიდხანს გრძელდებოდა ვიდრე მოელოდნენ.
რაღაც მომენტში თითქოს ყველაფერი უარესობისკენ მიდიოდა, შემდეგ გამოსწორებისკენ, შემდეგ კი ისევ უარესობისკენ...
გოგონების მოთქმა და ტირილი არ წყდებოდა...
მშობლების შემაძრწუნებელი სახეები... დარბაზში ემოციების ზღვა იდგა... ანას დედას მოსულიერება დაჭირდა... სასწრაფომაც დააპირა მისი წაყვანა , მაგრამ მტკიცე უარი მიიღეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადა გარეთ იმყოფებოდა აუცილებლობის შემთხვევაში, ხვდებით ალბათ რაოდენ მძიმე და ხანგრძლივი იყო დღის ეს მონაკვეთი, თითქმის მთელ დღეს , რომ მთელ საუკუნედ აქცევდა.

ვიკა იმდენად არ ნერვიულებდა რამდენადაც საჭირო იყო. ბოლო საათებში რწმუნდებოდა , რომ საქმე კარგისკენ ბრუნდებოდა.
ერთი მხარე გაიძახოდა ანას თავისუფლების აღკვეთას ათი-თხუთმეტი წლით, მეორე მხარე კი როგორც ეკა ამბობდა შიდაპატიმრობას, რადგან ოთო მოძალადე იყო და მისი შეკავება ვინმეს ან რამეს მიერ უნდა მომხდარიყო, საბოლოო შედეგი კი ფატალური აღმოჩნდა რაც ანას შემთხვევითობით დასრულდა.
შეამოწმეს კიდეც ანას ჯერ კიდევ დასიებული ტუჩები ოთოსმიერ , გარტყმის შედეგად, ჩალურჯებული ლოყა და ხელები.
შემოწმებიდან ნახევარ საათში დადგინდა გოგონების ბედი.
რა თქმა უნდა ჩვენს სასიკეთოდ...
ალბათ იფიქრებთ სიკვდილი ასე როგორ შერჩათო, მაგრამ ყველაფერს რეალისტური მხედველობით შეხედეთ...
დღეის მდგომარეობით ყველაფერი ხდება, მთავრობაში ან თუნდაც უბრალოდ კონკრეტულ პროფესიის შესაბამის სამსახურში თუ ახლო ადამიანი, ნაცნობი ან მეგობარი გყავთ ყველაფერი შესაძლებელია , მკვლელობაც კი შეგრჩებათ, როდესაც ახლო ადამიანს აქვს ხელში თამაშის გეგმა.
ანას გამართლებაც შეუძლება , როგორც ზემოთხსენებული გარემოების მსხვერპლის სახით ...
საბოლოო შედეგი იყო, რომ ანა შიდაპატიმრობის ხუთ წელს იღებდა, ხოლო თეონას და ლილეს ორი წლით შიდაპატიმრობა.
მოხარული არავინ დარჩა, მაგრამ მაინც უხაროდათ, რომ ყოველდღე შეძლებდათ მათ ნახვას .
ერთმანეთს ეხვეოდა ყველა სიხარულით აღსავსენი და ამ ფაქტიდ გახარებულნი. ნაწილიც გაოცებით შეჰყურებდა მომღიმარ და სევდიან ხალხს. ზიზღით ამბობდნენ ღმერთი არ აპატიებთო.
მართლიც არის... ღმერთს ვერავინ გაექცევა, აქ დაიძვრინეს თავი, მაგრამ იქ? ღმერთთან... მის წინაშე... სკუთარი შინაგანი ხმა მოგკლავს მხოლოდ...
ოთხივე ერთმანეთს მოუშორებლად ეხუტებოდნენ და იმეორებდნენ ჩვენ ვერავინ დაგვაშორებსო. ვიკას მადლობას უხდიდნენ , მაგრამ იმასაც ეუბნებოდნენ , რომ იმ დროის მანძილზე რა დროსაც სახლში გატარება მოუწევდათ შეიძლებ ჭკუიდან გადასულიყვნენ ... წუწუნებდნენ გაუთავებლად ... და იმაზე არავინ ფიქრობდა, რომ შეიძლება ამაზე ბევრად უარესი შედეგით დასრულებულიყო პროცესი. ვიკასაც გაკვირვებოდა ამაზე როგორღა წუწუნებენო, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია არცეთისთვის.
- გილოცავ ჩემო გმირო...
გადაეხვია ეკამ , ვიკას.
- გმირი მე კი არა , შენ ხარ ეკუ... უკმაყოფილები არიან...
- რითი?
- ამდენი წლით სახლში ყოფნა ჭკუიდან გადაგვიყვანსო...
- აქ რომ დარჩენილიყვნენ მერე რას იტყოდნენ?
- არვიცი და აღარც მაინტერესებს... მე რაც მაწუხებდა ის გავაკეთე ასე , რომ ახლა ჩემი დროა.
- იცი? ვიქენდზე წვეულება იმართება დიდი ხალხი იქნება იქნებ წაბსულიყავით ჩვენ ორნი.
- მოსამართლეც იქნება?
- მისი წვეულებაა...
- აჰამ... მაშინ მოვდივარ




არვიცი როგორია...
ვიმედოვნებ მოგეწონებათ.
სასამართლოს პროცესი კარგად ვერ ავღწერე , რადგან დიდად არვიცი რახდება ამ დროს და იმედია ძალიან სულელურიც არ არის. იმდენი აზრი მაქვს ამ ისტორიასთან დაკავშირებით , რომ ვერ ვუყრი თავს სად რა მომენტი გამოვიყენო და ასე შემდეგ , მაგრამ ყველანაირად ვეცდები, რომ თქვენამდე ნორმალურად მოვიტანო და ნასიამოვნები დაგტოვოთ . <333



№1  offline წევრი Ανάξιος

კი კი კარგია , მე მომწონს ყოველ შემთხვევაში . ახალ თავს ველოდები <3

 


№2  offline წევრი მმარიტა

korean
კი კი კარგია , მე მომწონს ყოველ შემთხვევაში . ახალ თავს ველოდები <3

მადლობა რომ კითხულობ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent