Him and I(თავი 4)
გონს რომ მოვედი ოთახში ლოგინზე ვიწექი, ნამდვილად არ მეცნო გარემო გავიხედე და ფანჯარასთან ის ბიჭი იყო ვინც გადამარჩინა წამოდგომა ვცადე მაგრამ თავბრუ დამეხვა -ჰეი კარგად ხარ- შემოტრიალდა და საწოლთან მოვიდა -კი მადლობა სად ვარ?-წამოვჯექი -ჩემს სახლში აქვე ვცხოვრობდი მობილურიც არ გქონდა და არვიცოდი სად წამეყვანე -რომელი საათია ჯანდაბა მეძებენ ალბათ. -მხოლოდ ნახევარი საათი გავიდა და ჰო აქ ასეთ დროს რას აკეთებდი -მადლობა გადარჩენისთვის მაგრამ ანგრიშის ჩაბარებას იმ ადამიანისთვის ვისი სახელიც კი არ ვიცი არვაპირებ -სანდრო -რა?-ვკითხულობ დაბნეული -სანდრო მქვია, ახლა იცი სახელიც-მეუბნება და თვალს მიკრავს -ის ბიჭი სადაა? -გონს მოვიდა და წავიდოდა, არვიცი ვინიყო -არც მითქვამს რომ გეცოდინებოდა-ცოტა დაიბნა შემდეგ გავაგრძელე-უნდა წავიდე-ვდგები და კარებისკენ მივდივარ ისიც უკან მომყვება -წაგიყვან სადაც მიდიხარ -არმინდა -რატო ხარ ასეთი ჯიუტი? -ჯიუტი? სულაც არა-ვცდილობ გასასვლელი ვიპოვო სახლიდან ქვევით ჩავდივარ და კარებს ვაღებ-მადლობა დახმარებისთვის-ვხურად და იქედან გავდივარ მალევე ბარამდეც ვაღწევ ყველა ძაან მთვრალია ტელეფობს ციღებ და 15 გამოტოვებული ზარი ირაკლისგან 10 ნიკასგან ვურეკავ -ანასტასია სად ჯანდაბაში გაქვს ტელეფონი-ასეთ ხმაურშიც კი კარგად მესმოდა მისი ყვირილი -დამშვიდდი გასული ვიყავი -ფხიზელი ხარ? -კი ვინმე მაინც ხოუნდა ყოფილიყო -ის მეორე რასშვება გამოთვრა ხო?-მესმის ნიკას ხმაც -ისე რა-არადა ძაან მთვრალები იყვნენ-კარგი წამოვალთ მალე გვიანია უკვე -ანდროც მთვრალია საჭესთან ბებიამისი დაჯდება? -მე დავჯდები მოწმობა თან არ წამომიღია მაგრამ მაქვს თურამე გადაამოწმებენ -მოგაკითხავთ -არგვინდა მოვაღწევთ სახლამდე, დიდი ალბათობით ანდრო ჩვენთან რჩება სტუმრების ოთახი გაამზადეთ-ვუთიშავ შემდეგ კი ანდროს და ქეთის ძებნას ვიწყებ -ქეთი ანდრო წამოდით უნდა წავიდეთ -კარგი რაა ცოტა ხანს -არა ზედმეტი გაქვთ დალეული -მე წამოვიყვან-მესმის ზურგს უკან ხმა შემდეგ კი ქეთის ხელში იყვანს ამდროს ვაჩერებ -უკაცრავად ვინ ხარ შენ?-ვეკითხები გაკვირვებული -ეს ჩემი მხსნელია-იძახის ქეთი -იოანე-ვამბობ და ვიღიმი -ჯერ აქედან გავიყვანოთ ორივე და შემდეგ გავიცნოთ ერთმანეთი- მეუბნება და გარეთ გაყავს, ანდროს მოვკიდე ხელი და გამოვიყვანე ქეთიზე მთვრალი არიყო კიდევ კარგი -სუფთა ჰაერი არ გაწყენდა- ვამბობ და მანქანასთან ვსვამ -ჩემო საყვარელო მიყვარხარ ძალიან-მითხრა და ხელი გადამხვია -კარგი ანდრო გასაღები მომეცი მანქანის-გამოვართვი და იოანემ ქეთიც ჩასვა მანქანაში შემდეგ ანდროს ჩასმაშიც დამეხმარა ცოტა ხანს მანქანას მივეყრდენი რომ დამესვენა იოანეც გვერდით დამიდგა -ამ ბიჭის დაბადების დღე იყო? -ჰო ანდროსი -ესეიგი ქეთი ქვიაა და ანდრო ვინაა? -მეგობარია ჩვენი წლებია ვიცნობთ-ვეუბნები შემდეგ კი მშვიდდება -შენი სახელი ისევ არვიცი -ა ჰო ანა, ანასტასია რომელიც გაგიხარდება-ვეუბნები და ვუღიმი ის კი ჩაფიქრდა- რაიყო-ვეუბნები გაკვირვებული -რატომ ხარ მხოლოდ შენ ფხიზელი? -იცი გრძელი ამბავია -გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის-მეუბნება და იცინის -კარგი უნდა წავიდე მელოდებიან სახლში -ორივე შენთან მიგყავს? -უფრო ქეთისთან- ვამბობ და საჭის მხარეს მივდივარ -მე წაგიყვანთ -შენ რითი ხარ აქ? -მეცმანქანით ვარ აქვე ვიყავი და შემოვედი, მიდი საჭესთან მე დავჯდები-მეუბნება შემდეგ კი გასაღებს ვაძლევ და ადგილებს ვიკავებთ -იოოანეე-იძახის ქეთი ამაზე კი ორივეს გვეცინება -შარში ხარ-ვეუბნები და თვალს ვუკრავ -ეგეც გასარკვევია-ამბობს და გასახებს არგებს-სად ცხოვრობთ?-მისამართს ვეუბნები წამით ყოყმანობს -რაიყო-ვწკითხები ისევ არაფერს მპასუხობს შემდეგ კი მივდივართ -კარგი გრძელი ამბის მოსაყოლად 15-20წუთი გაქვს სახლში მისვლამდე თან მომიყევი რამე თქვენზე -ჩემზე უფრო გაინტერესებს თუ ქეთიზე-ვამბობ და წარბს ვწევ -გამოტეხვა გინდა ჩემი? -ასე ვთქვათ -მინდა ახლოს გავიცნო -კარგად ცადე -ჯიუტია -თან როგორი -გრძელი ამბის დროა -არ შემიძლია -რატომ -არც კი გიცნობ და ამაზე საუბარი არ მინდა -მისმინე ვნახე რომ ახლახანს დაბრუნდი იქ არიყავი ამიტომ არ ხარ მთვრალი და თუ რამე მოხდა და დამხამრება გჭირდება არ მოგერიდოს აწი თქვენთან ვიქნები -როგორ გაუმართლა ამ ბატს-ვამბობ და ვიცინი -შენც გაგიმართლებს, როგორც მივხვდი არცერთს არ გყავთ შეყვარებული -არა, ასე ვთქვათ არ გვეცალა აქამდე -სწავლას ვართ გადაყოლილებიო არ თქვა -უნდა ვთქვა არაა მარტივი იურიდიული -რატომ აირჩიეთ იურიდიული რამე მიზეზი იყო თუ ისე მოგწონდათ ეს სფერო გამოიძიება და ამბები -ასე ვთქვათ ორივე -ვინაა ის უიღბლო -დღეისთვის საკმარისია ჯერ ნდობა უნდა დაიმსახურო რომ ეს ყველაფერი მოგიყვეთ -კარგი არაფერს ვამბობ-ამბობს და ხელებს წევს -ნელაა რასშვები? -ნუ გეშინია-როგორც იქნა სახლამდე მივედით -ქეთის ნომერს მომცემ? -ტელეფონი მომეცი-ვართმევ და ნომერს ვუწერ -მადლობა-მეუბნება და მანქანიდან გადავდივართ რომ ესენი გამოვათრიოთ -იოანეე?-ისმის ირაკლის ხმა-როდის ჩამოხვედი?რატომ არ გვითხარი? -ნიკაა ირაკლი?-იძახის და ჩასახუტებლად მიდის -მოიცა ერთმანეთს საიდან იცნობთ-ვკითხულობ გაკვირვებული -პატარაობაში რო ხშირად მოდიოდა ერთი ბიჭი ქეთი რო გაიძახდააა მომწონსო ჩემი ბიჭიაო ესარის ის იოანე-ამბობს ნიკა და იცინის მე და იოანე გაკვირვებული ვუყურებთ ერთამენთს-წელიწადში ერთხელ გნახულობდით მაგრამ 5წელია არ ჩამოსულხარ ახლა არველოდი ვფიქრობდი აგვისტოს ბოლოსთვის მაინც თუ ჩამოხვიდოდი ბოლო საუბრიდან -ვფიქრობ იმედები უნდა გაგიცრუოთ რადგან უფრო დიდ ხანს მოგიწევთ ჩემი ხილვა-ამბობს იოანე -ჩვენ რატომ არვიცოდით?-ვამბობ გაკვირვებული მერე კიმახსობდება მისამართის მიცემისას რატო ჩაფიქრდა იცოდა ეს სახლი -10წლის ასაკში გადავიდნენ საცხოვრებლად საფრანგეთში და წელიწადიში ერთხელ ჩვენ ძლივს ვნახულობდით შენკიარა-ამბობ ირაკლი-ყველაფერი კარგი მაგრამ ამათთან როგორ მოხვდი -იქნებ ჯერ ესენი შევიყვანოთ სახლში და მერე ვისაუბროთ-ვამბობ და მანქანისკენ ვანიშნებ -ჰო ესენი სულ დამავიწყდა ისე გამიხარდა შენი ნახვა-ეუბნება ნიკა და მანქანისკენ მიდის ესენი თავიანთ ოთახებში დავაწვინეთ შემდეგ მისახებში დავჯექით -მომიყევით აბა თქვენ საიდან გაიცანით ერთმანეთი?-იოანემაც ქეთის ამბები მოუყვა -ბედი ყოფილა ქეთის First love-ვამბობ და ყველა ვიცინით -ჩემი და გევასება ბიჭო?-ამბობს სერიოზული სახით ნიკა შემდეგ კი იცინის-ამ ბიჭს გემოვნებაც დაუკარგავს და შარს ეძებს -შარს რატომ?-იკვირვებს იოანე -ეგ ჯიუტი თხა გვყავს, იცი რამდენი ბიჭი მოიშორა?-ვამბობ და ამაზე კი ყველა იცნის -ვნახოთ მე თუ მომიშორებს-ამბობს იოანე შემდეგ სახეს ასეეიოზულება და ნიკას უბრჯნდება-ნიკა შენი მშობლების გამო ვწუხვარ პირადად ვერ მოგისამძიმრე-ამაზე კი ყველა ვდუმდებით -მადლობა -პასუხს აგებს ლევანი ყველაფრისთვის-ამბობს ირაკლი -უკვე მეც აქ ვარ არსად წასვლას არ ვაპირებ თქვენთან ვარ, ანუ ესიყო მიზეზი იურიდიულზე ჩაბარების-უკვე მე მიტრიალდება -ჰო თურმე ჩვენიანი ყოფილხარ და გცოდნია ყველაფერი-ვეუბნები უკვე დამშვიდებული რომ ამ ამბის მოყოლა ხელახლა არ მომიწევდა -რამდენი ხანია ჩამოხვედი?(ნიკა) -რამდენიმე დღეა შენობას ვეძებდი რომ კომპანია აქაც გამეხსნა სულ გადარბენებზე ვიყავი მაგიტომ ვერ დაგიკავშირდით -ჩვენთან მაღლა გვერდით ერთი შენობაა, ქირავდება ან იყიდებაო აწერია რომელიც გაწყობს, თან ახლოს იქნები და კარგი ფართია მოგეწონება -წავიდეთ ხვალ მაშინ და ვნახოთ -ესენი როარ გადაგყროდა როდის არგამოჩნდებოდი ხო კაი ხანს? -ჯერ მოგვარება მინდოდა ყველაფრის მაგრამ კარგია რომ შევხვდი -მე მეძინება ზევით ავალ სასიამოვნო იყო იო შენი მეორედ გაცნობა-ვეუბნები ღიმილით-ტკბილი ძილი -ჩემვისაც ანა ტკბილი ძილი-მეუბნება და ჩემს ოთახში ავდივარ ერთი სული მაქვს როდის გათენდება რომ ქეთის მოვუყვე ყველაფერი. *დილით* თვალებს ვახელ და ყველაფერი მახსენდება ეგრევე ქეთის ოთახში შევდივარ -ქეთიი გაიღვიძე-ლოგინზე ავდივარ და ზედ ვაწვები -რაიყო გოგო რას მახტები-მეუბნება ნამძინარევი ხმით -ბომბა ამბავი მაქვს -ამ დილა უთენია რა ბობმბი დაგვეცა?-ამბობს და თავს წევს -კაი მომისმინე და მაცადე -თუ არ გადახვალ ჩემიდან ვერ მოვისმენ ვეღარ ვსუთქავ უკვე -აა კაი-ვამბობ და ლოგინზე ვჯდები ისიც წამოჯდა და ყურადღებით მისმენს -შენი იოანე იცი ვინ აღმოჩდნა? -რას ქვია ჩემი ან ამ დილა უთენია სად გაგახსენდა -მაცადე-ვუთხარი და ბალიში ვესროლე -მოკლედ გუშინ ბარში იყო -რაა მანდ რაუნდოდა არშემიმჩნევია -რას შეამჩნევდი გათიშული მთვრალი იყავი იოანემ გამოგიყვანა -რაა არარსებობს-ყვირის და პირი ღია რჩება -ეგ არაფერი მოიცა შოკი წინაა-ვეუბნები და ვიცინი -მეტი შოკი რაღა უნდა იყოს -ეს ის იოანეა ბავშვობაში რო გაიძახდი ჩემი ბიჭიაო, შენი First love -არარსებობს, ერთ ღამეში ეს იმფორმაციები საიდან? მოკლედ ყველაფერი მოვუყევი, სულ პირღია მისმენდა ხან იცინოდა ხან ბრაზდებოდა -პირდაპირ თქვა რომ მოწონხარ-ვეუბნები ბოლოს-ბედია ქეთუს ბედი, გვეშველა მალე მოგიშორებ თავიდან-ვეუბნები და ბალიშს უკან მესვრის -გეგონოს ჩემი მოშორება ეგეთი მარტივია? -ეგ არაფერი იოანეს მოშორებაზე იფიქრე შენ აბა ეგეც თქვა რომ ვერ მომიშორებსო -მაგასაც ვნახავთ-მეუბნება და თვალს მიკრავს -წავალ ანდროს დავხედავ-ვეუბნები და ოთახიდან გავდივარ ხალათს ვიცვამ და ქვევით ჩავდივარ ყველას ძინავს ეტყობა, მისაღებში ლუდის ცარიელი ბოთლები ეწყო -აჰა დაულევიათ ნეტა მშვიდობით თუ წავიდა იოანე-ვამბობ ჩემთვის და იოანეს ხმა მესმის ზურგს უკან -მშვიდობოთ დავრჩი-ვტრიალდები და მეცინება -არწასულხარ?-მეც მაგარ კითხვას ვსვამ -კი სხეული დავტოვე აქ-მეუბნება და იცინის სამზარეულოში გავდივართ თან -პახმელიაზე იქნები წვენს დალევ?-თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს -მგონი იმ გრძელი ამბის დროა-მეუბნება და გუშინდელი ღამე მახსენდება ჭიქა ხელიდან მივარდება -ანა კარგად ხარ-მიახლოვდება მე კი ძირს ვიხრები და ნატეხების აღებას ვიწყებ -კარგად ვარ უბრალოდ გამისრიალდა -მაინც მოგაყოლებ ხოიცი ირაკლიზე ნაკლებად არც მე მიყვარხარ და ვღელავ შენზე -არაფერი მომხდარა-ვეუბნები და სწარფად ვცდილობ აღებას და ხელს ვიჭრი-ჯანდაბააა -მოიცა გაანებე თავი ამათ -რა ხდება-უცებ შემოდის ნიკა -ფეთიანია არიცი გაიჭრა ხელი-პირველადი დახმარების ყუთს იღებს ნიკა სკამზე მაჯენს და ხელს მიხვევს იოანე კი ნატეხებს იღებს -შეეშვი ავიღებ მე-ვეუბნები ის კი მაინც არ ანებებს თავს -როგორ აიღე კი ვნახე-მეუბნება მოჭრით შემდეგ კი ნატეხებს ნაგვის ურნაში ყრის -დილამშვიდობისა-შემოდის ირაკლი თვალების სრესვით გვაკვირდება და უცებ ეცვლება სახე -რა მოხდა რა დაგემართა-მომვარდა უცებ -კარგად ვარ იკა გამეკაწრა ხელი ცოტა არიდარდო -ცოტა?-იკვირვებს ნიკა -ნუ აზვიადებთ-ვეუბნები და სკამიდან ვდგები -უნისთვის უნდა მოვემზადო-კარისკენ მივდივარ -დაისვენე დღეს არ წახვიდე თუგინდა-მაჩერებს იკა -კარგად ვარ ამიტო წავალ-ვეუბნები მოჭრით -მე წაგიყვანთ-მეუბნება იოანე -შენი მანქანა ბარშია ანდრო წაგვიყვანს გავაღვიძებ-ვეუბნები თავს მიკრავს და სამზარეულოდან გავდივარ... ანდრო ძლივს გავაღვიძე ქეთიც მზად იყო და უნივერსიტეტში დროულად მივედით ახალი საგანი დაგვემატა. ერთი მისის გრეინჯერი იყო მეორე ლექტორი ნამდვილად არ ვიცოდი ვინიყო ახალიაო ამბობდნენ და ახალგაზრდაა 27წლისო. ვინც გაიგო ყველას უნდოდა მის გამო ლექციაზე დასწრება და მასთან ჩაწერა. ანდრო და ქეთი მეორე განაყოფში მოხვდნენ სიაში ჩაწერისას, მე კიდევ ბიგ-მაკმა დამღუპა დავაგვიანე და მხოლოდ 1 ადგილი იყო ჰარისთან დარჩენილი ან შემდეგ თვემდე ვერ ვისწავლიდი და ახალ ჯგუფს დავლოდებოდი როდის შეიქმნებოდა, რაც ნიშნავდა რომ საკმაოდ ჩამოვრჩებოდი პროგრამას და უნდა ჩამეწერა თავი, ამაზე კიდე ცალკე ნერვები მეშლებოდა დირექტორთანაც ვიყაავი შესული მაგრამ მისის გრეინჯერმა ვერანაირად ვერ ჩაგსვამო. ქეთიმ და ანდრომ გაძლება მისურვეს და ლექციაზე შევედი. ჰარი სტაილსი მართლაც სიმპატიური იყო მაგრამ მისი ყველა მოძრაობა გულს მირევდა და ამაზრზენი იყო საშინლად არ მომწონდა ამ გოგოებმა კიდე რა დაინახეს მასში ასეთი ... ძლივს გავიდა ერთი საათი, ეგრევე ჩანთა ავიღე და კარებისკენ წავედი გასვლისას კი ბატონი სტაილსი მაჩერებს -სად გეჩქარებათ მის?-ამაზე კი ვტრიალდები -არსად ბატონო სტაილს -მაშ დღეს კიდევ ნახევარი საათი მოგიწევს დარჩენა და კიდე დაგვიანებაზე დაისჯებით -ჯანდაბა-ზევით ვიხედები და ადგილს ვუბრუნდები -ჯანდაბა? თუ არ გინდოდათ არ უნდა ჩაწერილიყავით მის-მივხვდი რატომაც გაჩერდა და ვეუბნები -ანასტასია და ჰო ბატონო სტაილს მე არ მინდოდა თქვენთან უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა მის გრეინჯერთან ადგილი არიყო-ამაზე ყველა გაკვირვებული მიყურებს ჰარი სტაილსი კი ნელ-ნელა მიახლოვდება -როგორ ბედავ პატარა გოგო ამდენს რო მეპასუხები? -რაც მართალია იმას ვამბობ ბატონო სტაილს-ვეუბნები და თვალებში ვუყურებ -ყველანი თავისუფლები ხართ დღეს ანასტასია დაისჯება დანარჩენებს კი ზედმეტი ლექცია მოგეხსნებათ-ყველას გაუხარდა ლექციიდან გათავისუფლება და გარეთ გავარდნენ, აი მე კი არვიცოდი რა მელოდა წინ -მხოლოდ იმიტომ უნდა დამსაჯოთ რომ სიმართლე ვთქვი?-ვეუბნები და თვალს არ ვაშორებ ის კი უფრო და უფრო მიახლოვდება ამაზე კი უკან ვიხევ -მხოლოდ იმიტომ უნდა დაგსაჯო რომ შემეპასუხე ახლაც მეპასუხები ამას კი არავის ვაპატიებ განსაკუთრებოთ მშობლების გათამამებულ პატარა ბო*ს რომელიც დედიკო და მამიკოს ტ*აკით ბლატაობს-ვერ მოვითმინე და სახეში დავარტყი უცებ შემატრიალა და კედელზე სახით მიმაყრდნო -ხელი გამიშვი ნაგავო-ვეუბნები და თავის დახსნას ვცდილობ, მას კი თავი ახლოს მოაქვს და ყურში ჩამჩურჩულებს -ძალიან შეცდი მე რომ დამიპირისპირდი ანასტასია ახვლედიან, შარში ხარ-მეუბნება და ხელს მიშვებს შემდეგ კი აუდიტორიას ტოვებს -შენი დედაც-ვამბობ და ძირს ვეცემი თავს ვრგავ მუხლებში და ვცდილობ არ ვიტირო ამდროს ანდრო და ქეთი შემოდის -ანააა-ყვირის ანდრო და ჩემთან მოდის ორივე -რა მოხდა? ბავშვებმა გვითხრეს რომ დაგსაჯეს და აქ იყავი ახლა კი ჰარი გავარდა გაბრაზებული იყო -არაფერი-ვამბობ და ფეხზე ვდგები -როგორ თუ არაფერი ანა-მაჩერებს ანდრო -არაფერითქო თავი დამანებეთ -გაბრაზებულზე არც კივიცი რას ვამბობდო, ჩანთას ვიღებ და კარისკენ მივდივარ ისინიც უკან მომყვებიან ვჩერდები და ვეუბნები-არ გამომყვეთ მარტო მინდა ყოფნა-კარს ვხურავ და ვციდლობ რაც შეიძლეება მალე დავტოვო უნივერსიტეტი. როცა ცუდად ვარ ტბაზე მივდივარ, იქ ბევრი ხალხი არაა იშვიათად თუ იქნება ხალხმრავლობა. ტბასთან დავჯექი და ხეს მივეყრდენი შემდეგ კი რაც დაგროვილი მქონდა ერთიანად ამოვუშვი და ტირილი დავიწყე -ჯანდაბაა რატომ ხდება სულ ასე ეს იდიოტიც საიდან გამოჩნდა. ერთხელ მაინც ნორმალური ადამიანი ხომ შეიძლება გადამეყაროს მაგრამ არა ყველა ფსიქიკურად აშლილია ჩემს გარშემო-ვამბობ და ქვებს ტბაში ვისვრი რომ დავმშვიდდე -რა საინტერესოა ჩემზეც ასე ფიქრობ?-მესმის ნაცნობი ხმა ვტრიალდები და სანდრო, მოდის და გვერდით მიჯდება მე კი ცრემლებს ვიწმენდ -აქ რას აკეთებ?-ვეუბნები გაკვირვებული -რასაც შენ -ცუდად ხარ?რაღაც არ გეტყობა -უბრალოდ უხასიათოდ ასე ვთქვათ-თვალს მიკრავს -როგორ დავიჯერო რომ შენი აქ ნახვა დამთხვევაა -მაშინ ბედისწერად ჩათვალე -ოჰ-ამოვიოხრე და ტბას შევხედე -შეგიძლია ყველაფერში ეჭვი არ შეიტანო? -ესაა ჩემი საქმე ალბათ -ე.ი იურიდიულზე სწავლობ -კარგი ინტუიცია გაქვს -როგორც ჩანს-ამბობს და ისიც ტბას გაჰყურებს შემდეგ აგრძელებს-შენი სახელი არვიცი -ანასტასია-მისკენ ვიხედები-შენ სანდრო ვიცი -კარგია ჩემი სახელი რომ დაგიმახსოვრებია -ძალიან-ვამბობ და ისევ ვიხედები -რაღაც ცუდად დავიწყეთ და მგონი ჯობს თავიდან ვცადო გაცნობა-მეუბნება და მთლიანად ტრიალდება ჩემსკენ-შეგიძლია თვალებში მიყურო? ერთგვარი ზრდილობაა საუბრისას-ამაზე კი მეც ვუტრიალდები და თვალებში ვუყურებ.მწვანე თვალები აქვს აქამდე არც დავკვირვებივარ საოცრად სიმპატიურია ვცდილობ არ შევიმჩნიო და ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ ამაზე კი ტუჩს იკვნეტს და ეღიმება-რა მოხდა რატომ ტიროდი? -გრძელი ამბავია-ეჰ როგორ მიყვარს ეს ფრაზა ვფიქრობ გულში -მომიყევი შეგიძლია მენდო-მეუბნება და იმედს იტოვებს რომ ვეტყვი -იცი რა უბრალოდ ლექტორთან მაქვს გაუგებრობა მეტი არაფერი -ლექტორთან?-იმეორებს და ეცინება -ჰო და არ მინდა ამაზე საუბარი -ქულა დაგაკლო და მაგიტომ ხარ ასეთ ხასიათზე მოხუცი ლექტორის გამო?-ისევ იცინის ამაზე კი ნერვები მეშლება -მოხუცი არარის 27წლის სი*ია და ქულა არაფერ შუაშია-ცოტა ხმამაღლა გამომივიდა და ზედმეტიც წამომცდა ამაზე კი სახე შეეცვალა -რამე ჩაიდინა?-ჩანთა ავიღე წამოვდექი და იქედან წასვლა ვცადე მაგრამ ხელით დამიჭირა და მისკენ მიმიზიდა-ხელებს დავამტვრებ მაგ ნაბი*ვარს მითხარი რა გააკეთა-მეუბნება და თვალს თვალში მიყრის -უნდა წავიდე-ვამბობ და თვალს ვარიდებ -ანა არ მაიძულო უნივერსიტეტში სკანდალი მოვაწყო-ხელს ვაშვებინებ და ინსტიქტურად ჩანთა მივარდება -ვინ ხარ რო ჩემს გამო სკანდალი მოაწყო? ერთხელ გადამარჩინე მადლობელი ვარ მაგრამ მორჩა გაიყო ჩვენი გზები არაა საჭირო ჩემთვის რამე გააკეთო გესმის?-ვუყვირი ის კი ჩემს დამშვიდებას ცდილობს-ჩემგან თავი შორს დაიჭირე არ მინდა შენი ნახვა არავის ნახვა არ მინდა-ვხვდებოდი რომ შეტევა მქონდა ინჰალატორი ჩანთაში მქონდა ვეღარ ვსუნთქავდი -ანა კარგად ხარ?-ისიც ანერვიულდა და ჩემთან მოვიდა -ჩანთაში ინჰალატორი-ვანიშნებ და ნელ-ნელა ვიკეცები ის კი მიჭერს თან კი ჩანთაში ინჰალატორს ეძებს, მალევე პოულობს და მეხმარება ნელ-ნელა მშვიდდები. მას ვეყრდნობი იმდენად ახლოს ვარ რომ მისი გულის ცემა მესმის -კარგად ხარ?მაპატიე არ მინდოდა ასე გამოსულიყო-ამბობს სინანულით -კარგად ვარ და ბოდიში მეც ზედმეტი მომივიდა-თავს ვწევ და თვალებში ვუყურებ -სახლში წაგიყვან -მადლობა-თავს ვუკრავ და მას მივყვები *მანქანაში* -კომპლიმენტებს ხშირად არ ვისვრი მაგრამ არ შემიძლია თავის შეკავება ძალიან ლამაზი ხარ-მეც 15წლის გოგოსავით ვწითლდები -მადლობა რომ მესროლე-ვეუბნები და ვიცინი -შეიძლება სადმე დაგპატიჟო? -არ ვიცი, შეიძლება?- ვუბრუნებ კითხვას -რთული არ იქნება-ჩაილაპარაკა მისთვის -რა თქვი?-ვეკითხები რადგან კარგად ვერ გავიგე -არაფერი-ამბობს და დანიშნულების ადგილასაც ვაღწევთ ტელეფონს მაწვდის და მთხოვს ნომერი მივცე მეც უარის არ მითქვამს ჩემს ნომერს ვუტოვებ -მადლობა-ვეუბნები და მანქანიდან გადავდივარ ის კი თვალს მიკრავს და უჩინარდება სახლში მისულს ზევით ავდივარ ოთახში კი ქეთი მხვდება -ეს ბიჭი ვინ იყო, ჰარისთან რა მოხდა და საერთოდ ამ ბოლო დროს რაღაცეებს მიმალავ-მეუბნება და ჩემსკენ მოდის -შხაპი უნდა მივიღო ქეთუს ცუდად ვარ-ვეუბნები და სააბაზანოსკენ მივდივარ ის კი წინ მიდგება -რომ გამოხვალ ყველაფერს დაფქვავ -კარგი ახლა გამატარე შევდივარ და შხაპის მიღებისას ყველაფერზე ვფიქრობ იმ ღამეზე ჰარიზე დღევანდელ დღეზე, მალევე გამოვდივარ და ლოგინზე ვწვები ძალა გამოცლილი უცებ ქეთი შემოდის -გისმენ ყველაფერი დეტალურად-სხვა გზა არც მაქვს ყველაფერს ვუყვები იმ ღამეზე ლექტორზე სანდროზე და გაოგენვული მიყურებს -ჯანდაბა ჰარი სტაილსს შეხედე ვინ ყოფილა იქედან უნდა გამოხვიდე -არ შემიძლია ადგილი არარის არსად ეს კი ჩემთვის ცუდი იქნება -ანდროს ვთხოვოთ რომ ადგილი გაგიცვალოს -არა არა-ვაწყვეტინებ-მერე იკითხავს რატომო და ყველაფრის მოყოლა მოგვიწევს სკანდალი კი არ მჭირდება -სკანდალი მაინც იქნება თუ სანდრო მანდ მოვა-ამბობს ანი და იცინის -სასაცილოა გოგო?-ვუთხარი და თავზე წამოვარტყი -ის ბიჭი ვინ იყო იმ ღამეს? -არვიცი ბნელოდა თან ბარში რამდენჯერმე შევნიშნე რომ მაშტერდებოდა -და გმირი სანდრო? რა გასაოცარია არა სწორედ იმ დროს იქ რომ აღმოჩნდა-ამბობს და თვალს მიკრავს -გასაოცარი ის იქნება რაღაცას რომ გესვრი ახლა და ტვინის შერყევას მიგაღებინებ -ვეუბნები და ოთახიდან გავდივარ უცებ შეტყობინება მომდის უცხო ნომერია ,,ნახევარ საათში კაფეში გელოდები" მისამართი არიყო უბრალოდ კაფე როგორ გავიგო ვრეკავ ამ ნომერზე ქეთიც შემოდის და ვანიშნებ ჩუმად იყოს -რომელი ხარ?-ვკითხულობ და პასუხს ველი -ქეთი თუ მანდაა არ შეიმჩნიო-მესმის ნაცნობი ხმა. რათქმაუნდა იოანე მეც არვიმჩნევ ქეთისთან -მისამართო არიყო როგორ გავიგო? და რატომ რახდება? -უი ბოდიში ახლავე მოგწერ მოდი და გაიგებ -კარგი- მეუბნება და ვუთიშავ -ვინ იყო რაუნდოდა?-მეკითხება ქეთი მე კი ტყუილის თქმა მიწევს -სანდრო იყო ნახვა უნდა-უკეთესი ტყუილი ვერ მოიფიქრე ანა?ვლანძღავ გულში თავს ის ხომ ახლახანს წავიდა -მოიცადე წეღან არ გნახა? -კი მაგრამ რაღაც საქმე მაქვსო -ოჰოო საინტერესოა მიდი ჩაიცვი და წადი ახლავე მე ანდროსთან მივდივარ რაღაც პროქტი მოგვთხოვა მის გრეინჯერმა-ისიც მარტივად ტყუვდება და მიკვირს შემდეგ კი სახლიდან გადის ანდროს ვურეკავ რომ გავიგო მართალი მითხრა თუ არა რადგან ქეთის მოტყუება მარტივი არაა -ანდრო ქეთი უნდა მოსულიყო? -კი ველოდები წესით მალე უნდა მოვიდეს რატომ? -ისე რომ მოვა მომწერე კარგი?არ შეიმჩნიო -რას ხლართავ სიყვარულო?-იცინის -ჯერ არაფერს -ვეუბნები და ვუთიშავ ___________________________________ მადლობა ვინც კითხულობთ. თქვენი აზრი მაინტერესებს რას ფიქრობთ?¿ სანდრო და ანაზე ან იოანე და ქეთიზე ან თუნდაც ჰარიზე :D |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.