მაისის ხოჭო (3)
ელენე 15:00 ერთი კვირის შემდეგ ისევ ვბრუნდები საცურაო აუზზე.მანქანას ვაპარკინგებ და ჰოი საოცრებავ. -ეს ერთი კვირა რატომ არ ჩანდი?მეღრიჭება ლუკა და ფეხდაფეხ მომყვება. -არმეცალა.მკვახედ ვპასუხობ და გვერდის ავლას ვცდილობ. -ისე twitter-ზე შენი მიმდევარი გავხდი და facebook-ზეც გამოგიგზავნე მეგობრობის თხოვნა. -არ მინახავს -არაუშავს ახლა უკვე იცი და დღეს საღამოს თანხმობას ველოდები. -იცი რა ? ცურვის სურვილი აღარ მაქვს ნაგლად ვუღიმი და მანქანაში ჩემს კუთვნილ ადგილს ვიკავებ. მათე 17:00 -გამარჯობა ვეუბნები ახალგაზრდა გოგონას და ვუღიმი.გაშტერებული მომჩერებია.აბა რა მათე შენს სილამაზეს ვინ გაუძლებს.კეპს ვიხსნი და ჩემ ქერა კულულებს ავტომატურად ყურს უკან ვუწევ. -მათე?! -მია,როგორ ხარ? -შენი აზრით?მიყურებს და ირონიულად მიღიმის. -საკმაოდ დიდი ხანი გავიდა.წყენამ არ გაგიარა? -წყენამ?ჰაჰ სასაცილოა.შენ ის არ ხარ 5 წლის წინ რომ მიმატოვე?შენ ის არ ხარ არაფრად რომ ჩამაგდე?შენ ის ბიჭი არ ხარ მესიჯით რომ დამშორდა?შენ ის ადამიანი არ ხარ ხელი რომ მკარი?მიპასუხე.ყვირის და ხელებს გაუაზრებლად იქნევს. -დავილაპარაკოთ.მხოლოდ ამას ვბურტყუნებ და მის რეაქციას ველოდები. -რაზე? -ჩვენზე -არავითარი ჩვენ აღარ არსებობს. -როგორ არ გესმის?ცუდად ვიყავი.შენც ხომ კარგად იცი რა სიტუაცია იყო? -ადამიანები ზუსტად მაგისთვის არსებობენ რომ როდესაც გიჭირს მხარში ამოუდგე.შენ კიდევ ხელი მკარი.ახლა კი მოდიხარ და ვითომც არაფერი მომხდარა ისე მეუბნები შევრიგდეთო. -ეგ არ მითქვამს.რა სულელი ხარ მათე ეს რამ გათქმევინა. -აა აბა ბოდიშის მოსახდელად მოხვედი? -არა.ვპასუხობ წყნარად.ორ ნაბიჯს ვდგავ და ახლა ჩვენს შორის მანძილი ისეთი მცირეა ოდნავ რომ გავინძრე ჩვენი ტუჩები ერთმანეთს შეეხება. -რას აკეთებ?მეკითხება დაბნეული და თმას ყურს უკან იწევს. -ისევ მიყვარხარ.ვიცი,ვიცი რომ უკანასკნელი ნაძირალასავით მოვიქეცი მაგრამ ბოდიში.ახლა შენს წინ ვდგავარ და ბოდიშს გიხდი. -მე..მეე..არ..არ..ვიცი...დრო მჭირდება ყველაფრის გასააზრებლად.მეუბნება და გარეთ გადის. ელენე 20:00 -ბიჭებო აქ ხართ? -ხო ელე მეუბნება სანდრო და მეღრიჭება. -ელ კლასიკოა.დაჯექი და ერთად ვუყუროთ.(მათე) -ლუკას დავურეკავ რა.თორე მთელიდღე ტვინი წამიღო.(სანდრო) არ მაქვს ამის თავი.საძინებელში ავდივარ ლეპტობს ვპოულობ და სოციალურ ქსელში შევდივარ.პარალელურად სიმღერას ვრთავ If you went away by Daniel Wilson.ფეისბუქზე ვიძრომიალე ცოტახნით,შემდეგ ლუკას profile დავათვალიერე და მეგობრობის მოთხოვნას დავეთქნხმე.მოიცა რა გავაკეთე?რა სულელი ხარ ელენე. 22:00 "ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი" დავხურე და დაბლა ჩასვლა დავაპირე.რა ხმაურია ნეტა რა მოხდა? ან შენი რა საქმეა ელენე.უცბად არ აგიხსნას მათემაც ყველაფერი რა.ალბათ რეალმა მოიგო და ეგ უხარით.ტელეფონი და ყურსასმენები ავიღე საწოლში შევწექი და დაძინება ვცადე. მათე 21:10 -გოოოოოოოოლ! -არიისსსს!! -მოვიგეთ! -მოიცადე ლუკა რეკავს ამბობს სანდრო და პირველი თვითონ იწყებს ლაპრაკს. -ლუკიი რეალმა მოიგო.ხომ ვამბობდით არა?! -...... -რაა? -..... -მოვდივარ,არაფერს შეეხო. -რამოხდა გაოცებულმა ვკითხე. -სახლში ქურდები შეპარულან და ყველაფერი თავდაყირაა.წავალ და გამოძიების ბოლომდე სასტუმროში ვიქნებით.აბა ჰე ბიჭებო. -მოიცადე,რა სასტუმროში.აქ გადმოდი ცოტახნით.არაფერი დაშავდება.ვეუბნები და მხარზე ხელს ვარტყამ. -არა.რა სისულელეა ასე ვერ შეგაწუხებთ.გაიხარე მათე მეუბნება და მეხვევა. -რა ჯიუტი მაჩვივით იქცევი.მაგრად გამიტყდება აქ თუ არ გადმოხვალთ ხო იცი. -კარგი.კარგი დაახლოვებით 1 საათში სახლში ვართ და ბიჭებს თავის ოთახებს ვანახებ.მე კი ჩემს ოთახში შევდივარ და ტელეფონს ვამოწმებ. არაფერია.ვწვები და სიზმარშიც კი მიას ვხედავ. ელენე 10:00 -გამარჯობა მანანა დეიდა. -გამრჯობა საყვარელო.დაჯექი და მოგიტან საუზმეს. -მადლობა ვეუბნები და ჭიქაში წყალს ვისხამ.სასასილო ოთახში გავდივარ და ჰოი საოცრებავ.წყალს პირიდან ვასხავ და რიტმულად ვახველებ. -აქ რა ? რა ?საიდან?როგორ? -ვაა გაუცინარი ხელმწიფე!მეუბნება ლუკა და იკრიჭება. -მათეეეეე!ვღრიალებ ბოლო ხმაზე.სანდრო და მათე ერთად შემორბიან ოთახში დაფეთებულები. -რა რა მოხდა? მეკითხება მათე. -ეს ვინაა და აქ რაუნდა ? -აა ჩემი ძმაა მეუბნება სანდრო და იკრიჭება. -ეგ როგორ ეს დადეშქელიანია შენ კიდე ონიანი. -ხო სხვადასხვა მამა გვყავს.მოკლედ ნახევარ ძმები ვართ. -აჰა.და აქ რატომ ხართ? -ელენე.მეუბნება გაბრაზებული ხმით მათე და და ხელს ისე მიჭერს რომ რამისაა ვიტირო სიმწრისგან. -რა.უკმეხად ვპასუხობ და ამრეზად ვუყურებ. -წამოდი ერთი წუთი. სასადილო ოთახიდან რასაც ქვია მიმათრევს.კაბინეტში შევყავარ და კარებს კეტავს. -ზრდილობა სად დაკარგე? -..... -სანდროს და ლუკას სახლი გაძარცვეს და იქ ვეღარ დაბრუნდებიან ცოტა ხნით. -კარგი.ვეუბნები და კარისკენ მივდივარ. -ელენე.მიყვირის და ხელს მაგიდაზე ისე არტყამს ბლოკნოტი ზემოთ ხტება. მის ამ ფამოხტომას იოტისოდენა ყურადღებასაც არ ვაქცევ და ოთახში ავდივარ. მათე: 13:00 -მათე. მეუბნება სანდრო -რა -ელენეს ასე რატომ ექცევი? -კარგად იცი რატომაც. -შენც კარგად იცი რომ ნინო დეიდას გარდაცვალება მისი ბრალი არ იყო. -აბა ვისი იყო სანდრო.მაგის სიცანცარე რომ არა ახლა დედა აქ იქნებოდა -ხო მაგრამ.. -არავითარი მაგრამ.დროზე ავიდეთ წყნეთში,მოვაგვაროთ ეს საქმე. ელენე: 13:45 ჩემს ოთახში ვარ და ტელევიზორში რაღაც უაზრობას ვუყურებ,როდესაც კარზე ვიღაც აკაკუნებს. ვდგები და კარს ვაღსბ თუ არა ისევ ეს გაკრეჭილი ჯამბაზი მხვდება. -რა გინდა?ვეკითხები უხეშად ისე უხეშად რომ სულ ერთი წამი მეცოდება კიდევაც ეს ბიჭი. -ლაპარაკი. თვალებს ვატრიალებ და გვერძე ვდგები.ისიც ჩემს მყუდრო ოთახში შემოდის და ერთ-ერთ პუფზე ჯდება. -აბა რახან გარკვეული დრო ერთად ვიცხოვრებთ,ერთმანეთი გავიცნოთ. -უკვე გიცნობ.ვეუბნები და ტელევიზორის პულტს ხელში ვატრიალებ. -ამდენი სინაგლე საიდან? -.... -კარგი რა.ვიმეგობროთ. -დარწმუნებული ხარ?ვეკითხები ეჭვით. -კი.აა იმას თუ გულისხმობ მე გეი ვარ. რაოო?გეი ვარო?გეის არაფერი ეტყობა.გაკვირვებისგან პირს ვაღებ. -ვიხუმრე ღმერთო. კიდევ კარგი. -სად სწავლობ მეკითხება და ინტერესით მიყურებს. -უკვე საქართველოს უნივერსიტეტში. -ვაუ .ალასანია. -შენ?მოიცა მე რა ახლა ამას რამე ვკითხე? -ჯავახიშვილი.მაგრამ საბუთების გადატანა მინდა და ვერ გადავწყვიტე თავისუფალი შავი ზღვა თუ ალასანია. -გააჩნია.სადაც უფრო კარგი ლექტორები ყავთ შენი ლექციებისთვის... -არქიტექტორი.არქიტექტორი მინდა გავხდე.შენ? -მე სამართალმცოდნეობაზე ვსწავლობ. -ოოო.სერიოზული საქმეა მეუბნება და იცინის. სიტყვის უთქმელად ვეთანხმები და ტელევიზორს ვუყურებ.დაახლოვებით ორ წუთში დგება და პულტს მართმევს.პირველ არხზე რთავს და არ არსებობს. -სერიოზულად ამას უნდა ვუყუროთ?ვეუბნები სიცილნარევი ხმით. -თუ რამე მეგაჰიპერგრანდიოზულს მოიფირებ არა. არც კი მჯერა.Big Time Rush. უყურებს და გიჟივით იცინის. -ხელს ხომ არ გიშლი? -არა. -შეყვარებული გყავს?მეკითხება ლუკა და მეც გაშტერებული ვრჩები.არ ვიცი რა ვუპასუხო.აქვს კი მარკს ისევ ჩემი შეყვარებულის სტატუსი?! მინდა ვთქვა,რომ მიას და მათეს ისტორია რაც დაიწერა და რაც დაიწერება ყველაფერი სიმართლე იქნება. პ.ს ვიცი რომ ჯერ დამწყები ვარ და ბევრი მკითხველი არც ყავს ჩემს ისტორიას მაგრამ ვინც კითხულობთ მაინც მადლობა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.