შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საბედისწერო ქალი (სრულად)


15-06-2020, 03:53
ავტორი tasusuna
ნანახია 12 886

რას გრძნობთ,როცა უღმერთოდ გენატრებათ?!
ტკივილს?!
დანაკლისს?!
უჰაერობას?!
_____
ა გ ვ ი ს ტ ო
7 ასოში ჩატეული მთელი ემოციები,განცდები,გრძნობები,თავგადასავლები და უამრავი ხალხი.
ეს ის თვე იყო,ოთხი კაცი გუდა-ნაბადს რომ ვიკრავდით და ფეხით ჩემი სახლიდან,საქართველოს კუთხეებისკენ გეზს დიდი ზარზეიმით ვიღებდით.
ტომი
ჯერი
გიუშკი და
მე-მაშიკო.
ტომი და ჯექი ჩვენი დათიკო და ლილეა.
იდენტური ტყუპები არაიდენტური ხასიათებით.
უზარმაზარ ჩანთებში ყველაფერი თავის ადგილზე მივამაგრ-მოვამაგრეთ და რიგით პირველ ავტოსტოპზე ჩავემწკრივეთ.
პირველი გაჩერება ზუსტად ის იყო,სადაც ტრანსპორტი გაგვიჩერებდა.
ანუ,იქ,სადაც ჩვენი გზები გაიყოფოდა.
ამის მერე ვიწყებდით გზის დაგეგმვას და,
მთელ აგვისტოს,დღეების გამოკლებით,
სიარულში,ხალხის გაცნობაში,ბუნების შეცნობასა და,თავგადასავლების შეგეოვებაში ვატარებდით.
ჩვენი ეს ტრადიცია სათავეს 4 წლის წინ იღებს.
სულის ჩამდგმელი,იდეის ავტორი,პირველი საერთო ბიუჯეტის შემგრვებელი და,აღმასრულებელი მე ვიყავი.
ამ იდეამ ისეთი შედეგი გამოიღო,წლიდან წლამდე,ყველა აგვისტოსთვის ვცხოვრობდით.
არყოფილა ერთი წვრილმანიცკი გაუთვალისწინებელი.
ალერგიის წამლიდან,გველის ნაკბენის სამკურნალო ანტიდოტამდე ყელამდე შეიარაღებულები,მზად ვიყავით,ეს აგვისტოც ისეთი დაუვიწყარი ყოფილიყო,როგორც დანარჩენი.
ჩვენი პირველი ტრანსპორტი ტოიოტას ყველგანმავალი იყო.
ქალაქის გასასვლელთან,პრიალა,ახალთახალმა ავტომობილმა,სიმპათიური მძღოლით,ფეხებთან რომ გაგვიჩერა,
მე და ჯერის თვალები შუბლზე აგვივიდა.
ჩვენი თვალისთვის განსხვავებული,არაქართული გარეგნობის უცნობი საჭეს ისეთი ოსტატობით მართავდა,
გავიჭედე,მისი ვიზუალით უნდა აღფრთოვანებულიყავი თუ მოხერხებულობით.
მგზავრობის პირველი წესი უცვლელი იყო:
მძღოლს იქამდე მივყავდით,სადაც მისი გზა მთავრდებოდა.
გეზი და მიმართულება არც დასაწყისში ვიცოდით და,
ვერც მაშინ მივხვდით რა გზას ვადექით,
ჩაჯდომიდან სამი საათი რომ გავიდა.
პირველი პუნქტი ასეთ დიდ გზას არასდროს მოიცავდა.
თუმცა,ამაზეყურადღება დიდად არ გაგვიმახვილებია.
უფრო მეტი ადრენალინით ავივსეთ და,ტრაფარეტების კითხვასაც მოვეშვით.
ტომი გაცხარებით გვეკამათებოდა უმნიშვნელო ისტორიულ ფაქტზე,რომ შევჩერდით და ჩვენი ყურადღება როგორც იქნა,გარემოზე გადავიტანეთ.
ჩვენ წინ უზარმაზარი სიმწვანე იშლებოდა და მის თვალუწვდენელ სიღრმეში,ჯებირებში მოქცეული შაორის სილამაზეს უანგაროდ გვიშლიდა.
-რაჭა!-აღფრთოვანებულმა შემოკრა გიუშკიმ ტაში და მანქანიდან პირველი გადავიდა.
საქართველოს კუთხეებიდან,რაჭა ჩვენი პირველი მოგზაურობის ბოლო წერრტილი იყო.
მაშინ,აქ დარჩენა მხოლოდ ერთი დღით შევძელით და,ერთადერთი,რაც მოვასწარით,აივნიდან გადაშლილი ნისლიანი,ხავსისფერი ,ცივი და სუსხიანი დილის ნამი იყო,კარვებში რომ შემოგვიშხაპუნა და,გზის დასასრულისკენ მიგვანიშნა.
მაშინ ძალიან დაგვწყდა გული,რომ მის კუთხე-კუთხე მონახულებას ვერ ვახერხებდით,ახლა კი,ოთხი წლის შემდეგ,ჩვენ ისევ აქ ვიყავით..
მწვანე,სუფთა,კამკამა-რაჭაში.
-რაღაც არსებობს არა?!-ჯერის ღიმილით გავხედე და ბიჭებს მივყევით.
ჩვენი უცნობი თანამგზავრი,მთელი გზა რომ სიჩუმეს ინარჩუნებდა,კვალდაკვალ მოგვყვა და მისი პროფილის გარდა,ანფასის შეთვალიერებითაც ვიჯერე გული.
ჩვენგან მოშორებით,შაორის ქვიან ნაპირზე გავიდა და,სივრცეს იქამდე არაშორებდა თვალს,სანამ ჩვენ ირგვლივ ყველაფრერს არ მოვედეთ.
-აქ დავბანაკდეთ რაა- ეგრევე აწუწუნდა ჯერი,მისი სტიქია იყო წყალი და ყველაფერი,რაც ნაპირს,მზეს,ნამზეურს და,ცურვას უკავშირდებოდა.
-კარგი აზრია.-მხარი მეც ავუბი და კარავისთვის ადგილის არჩევას ოდნავ მოშორებით შევუდექით.
საათის მერე ყველაფერი მოწესრიგებული გვქონდა და ღამისთვის შემზადებულ ცას ღიმილით ავყურებდით.
-უნდა დაგტოვოთ,ბედნიერი მოგზაურობა! რაჭა იმედს არ გაგიცრუებთ!-თანამგზავრი მოგვიახლოვდა,თავის დაკვრით დაგვემშვიდობა და მოშორებით დატოვებული მანქანისკენ ჩქარი ნაბიჯით დაიძრა.
-ძლივს არ ამოიღო ხმა?!-როგორც კი სათანადოდ მოგვშორდა,სიცილით გადავხედე ბიჭებს და სპორრული მოსაცმლის ჯიბეებში უშედეგო ქექვა დავიწყე.
-ჯერი,ჩემი ტელეფონი ხომარ გინახავს?!-ლილეს ეჭვით გავხედე და ამჯერად პატარა ჩანთას გადავწვდი.
იქაც არიყო.
კარავში არ დამიტოვებია,დარწმუნებული ვიყავი,ბიჭებიც გაკვირვებულები იყურებოდნენ.
ოინი არიყო,ტელეფონი ცალსახა იყო,დავკარგე.
-ჩათვალეთ,მოვკვდი.-ამოვიტირე და იქით გავიხედე,საიდანაც ძრავის ხმა მოდიოდა.-ვაიმე,მანქანაში დამრჩა!გააჩერეთ!-ბოლო ხმაზე დავიყვირე,წამოვხტი და მთელი ძალით გავიქეცი.
ავტომობილი საკმაო მანძილზე მისწრებდა,უკან გიო მომყვებოდა და ისე გავკიოდი,ნახევარი რაჭა ალბათ შევყარე.
-გააჩერეთ!-კიდევ ეეთხელ დავიყვირე და როგორც კი დავინახე,ავტომობილმა მოძრაობა შეწყვიტა,სიჩქარე მომენტალურად დავაგდე და,სწორედ აქ ვიგრძენი რას ნიშნავს სხეულისგან სულის განცალკევება.
უცაბედად ქვაზე ფეხი წამოვკარი და ძირს ისეთი ძალით დავენარცხე,ვიგრძენი,როგორ შეიძრა მიწა საგრძნობლად.
ამტკივდა!
სასწაულად ამტკივდა სხეულის ყველა ნაწილი.
გონება ტკივილისგან მებინდებოდა,ვგრძნობდი.
უკანასკნელი
კადრი,რაც თვალებმა დაინახა,ჩემკენ დახრილი ჩვენი უცნობი თანამგზავრი იყო.
თვალებში ოდნავ შესამჩნევი შიში ჰქონდა..
-ნუ გეშინია!აქ ვარ!-ყურს სუსტად მოესმა მისი ხმა და,
გავითიშე!
____
-მაშიკო,გაიღვიძე..-ყურთან ლილეს ჩუმი ხმა მომესმა და დამძიმებული თვალები ძლივსძლივს ავზიდე.
მომცრო თეთრ,ორ საწოლიან პალატაში ვიწექი და ხელი მაჯიდან მკლავამდე გიფსში მქონდა ჩასმული.
სხეული ჯერკიდევ მტეხდა,თუმცა,ვგრძნობდი,დამამშვიდებლების და გამაყუჩებლების ზეგავლენას,დანახულს წესით შოკშიუნდა ჩავეგდე.
ამის მაგივრად,ლილეს ვუღიმოდი და გიფსიან ხელს შეფარული ნაღველით დავცქეროდი.
-ლამის მოვკვდი,სანამ საავადმყოფოში მოვედით,ნოემ
სულ ხელში აყვანილი გატარა და წამითაც არ მოგშორებია.
-ნოე?!-სანამ ფაქტებს დავაკავშირებდი,კითხვით სავსე თვალები მივაბყრე.
-ჩვენი თანამგზავრი!-მომენტალურად განმიმარტა ლილემ და ახმაურებულ ტელეფონს დახედა.
გიო რეკავდა,აინტერესებდა გავიღვიძე თუ არა.
-ოცი წუთის წასულები არიან,აბანაკდებიან და მოვლენ,არ ინერვიულო.-დამამშვიდა და განიერ საწოლზე ჩამოჯდა.
ძალას ნელნელა ვიღდგენდი. ვიღაცას ჩემზე ეზრუნა და ბანანის წვენიც მოუტანია.
ათი წუთიც არიყო გასული,პალატისკარები ბიჭებმა შემოაღეს და ჩემს მზერას არც დერეფანში გაჩერებული ნოე გამოპარვია.
მოკითხვა-მომხდარის განხილვის შემდეგ,გიომ წამოიწყო ისევ.
-ხვალ ექიმი დაგხედავს დილას და მერე წავალთ. ნოემ
მასთან ღამის გათევა შემოგვთავაზა. თუ სუსტად იქნები,გავჩერდეთ კიდევ და მერე დავბრუნდეთ ქალაქში.-მიუხედავად იმისა,რომ გადაწყვეტილებას მტკიცედ გვამცნობდა,ხმაში სინანული მაინც გაუკრთა.
-არარსებობს გიო! ეს წელი რომ ჩავარდეს,საკუთარ თავს არ ვაპატიებ!
მე დავბრუნდები,თქვენ კი აუცილებლად განაგრძობთ გზას.
დღის ბოლოს დამირეკავთ ხოლმე და სიტყვა-სიტყვით ჩამაბარებთ ანგარიშს-აად ხართ!-სუსტი სიცილით გადავხედე და წარბშეხრილ
ლილეს გავუღიმე.-ლი,არ გვინდა ბევრი გაჭიანურება,ყველაფერი მზადაა,რაჭაში ვართ,ხვალიდან თქვენ გზას დაადგებით,მე კიდევ,სანამ თქვენ ტყეში,ტალახში აიზილებით,სახლში,თბილად,ტელევიზორთან მოვკალათდები და "national geography “-ს ჩავრთავ.
-არარის აუცილებელი მაშ..
-წესია და მინდა გამონაკლისების გარეშე ჩაიაროს ამ აგვისომაც. ჩემი ნერვიულობა არ შეიძლება,ნუ მეწინააღმდეგებით.-ხმა გავიმკაცრე და მოჩვენებითი სიბრაზით გავირინდე.
-შენს დაჯახებას კლდეს დაეჯახო ჯობია!-დასკვნა ტომიმ დაგვიდო და,კონსესუსამდეც მივედით!
იმ ღამით ლილე დარჩა ჩემთან,
ბიჭები,როფორც მითხრეს,ნოემ წაიყვანა და,მშვიდად დასვენებაც შევძელი.
გამაყუჩებელს ნელნელა გადიოდა ეფექტი,ხელი საგრძნობლად მტეხდა.
___
-ფოტოები ყოველდღე გადმომიგზავნეთ,მერე მე დავაედითებ და ვითომ თქვენთან ვარ,სულს დავიმშვიდებ-გასასვლელთან აკაზმულ ბავშვებს ვუყურებდი და ტირილამდე ძალიან ცოტა მაკლდა.
-მაშ,დავბრუნდეთ რა..-ჯერი მაინც ჭოჭმანობს,არადა,გულწრფელად,საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ ჩემს გამო გეგმები რომ შეიცვალოს.
-ლი,გეყოს! წადით მალე,სანამ მეც ავიკიდე ჩანთა და მოტეხილი ხელით გავუდექი გზას!-გავუცინე,ჩავეხუტე,დავემშვიდობე და სევდიანი მზერა გავაყოლე გზაზე,მწკრივში მიმავალ მოგზაურებს..
-ხარჯებს გავასწორებ და წავიდეთ,კარგი?-მხოლოდ ახლა გავხედე ჩვენგან მოშორებით მდგომ ნოეს. მისი პირვნება რაჭის ნისლით იყო მოცული.
გუშინს მერე,დილიდან რომ ჩვენთან ისევ დაბრუნდა,გულს მაინც რაღაცნაირად ესიამოვნა,თუმც,დიდად ყურადღება არ გავამახვილე.
თავადვე ითავა ჩემი ქალაქამდე ჩაყვანა,როდესაც საუბარი ჩემს მგზავრობაზე მიდგა.
არ ვიცი,ის ღამე ბიჭებმა რა ისაუბრეს,თუმცა,გიო და დათი რომ უყოყმანოდ დათანხმდნენ,დავრწმუნდი,რომ მისი ნდობა შეიძლებოდა.
რინააღმდეგ შემთხვევაში ის აქ აღარ იქნებოდა.
-ყველაფერი დაფარულია,არ ინერვიულო..-ოდნავ მიახლოვდება.
თვალებში უცნაური სხივიაქ,ზუსტად ვერ ვკითხულობ..
თავს უხერხულად ვგრძნობ,მზერაც ვარიდებ და ტელეფონში ლილეს შეტყობინებას ვხსნი.
"თანხა ნოემ გადაიხადა,არ დაგვანება,ჩემი წვლილიცაა მის მოტეხილობაშიო. ისე,რა სიმპათიურია არა?!"
-არ მესმის რა საჭირო იყო!-ხმაში სიმკაცრე და გაურკვევლობა მიკრთება,იყო ჩემში იმ ზომის თავმოყვარეობა,რომ ეს ფაქტი არ დამეიგნორებინა.
ჯერის შეტყობინებას უპასუხოდ ვტოვებ.-მითხარით რამდენი გადაიხადეთ და გაგისწორდებით.
-შეურაცხყოფას მაყენებთ.-წარბებს კრავს და კუშტად მიყურებს.-ჩემს ნაბიჯს არანაირი მეორე მხარე არ აქვს,თუ ამაზე ნერვიულობთ. ისე მიიღეთ,როგორც მეგობრის გამოწვდილი ხელი. ჩემში მანდილოსნის უპატივცემულობა არ ზის,მითუმეტეს მაშინ,როცა თქვენს დაზარალებაში მეც მიმიძღვის ლომის წილი. ამ საკითხს აღარ მივუბრუნდეთ,ჩემს მეობას ეწინააღმდეგება. -ხმაში სიმკაცრესთან ერთად,მოწიწებასა და პატივისცემასაც ვგრძნობდი,რამაც ჩემი მტკიცე გადაწყვეტილება ოდნავ მოარყია. იყო მის სიტყვებში მცირე სიმართლის მარცვალი. არ სჩანდა ისეთი ადამიანი,მისგან ორაზროვანი ქმედებები ყოფილიყო მოსალოდნელი.
-თუ ასეა,მადლობის მეტი არაფერი მეთქმის!-მიუხედავად ამისა,მაინც ვაგრძნობინე,რომ მისი ამ საქციელით არც თუ ისე კმაყოფილი ვიყავი.
თუმცა,გულის სიღრმეში,ოდნავ,ქალურად,მაინც მესიამოვნა მისი ყურადღება.
ამას გალანტურობაც ემატებოდა და მისი გარეგნული მახასიათებლები,რაც არცერთ სქესს უყურადღებოდ არ დარჩებოდა.
ნახევარი საათის დამდგარი ვიყავით გზაზე,ნოეს განწყობაში ცვლილება რომ ვიგრძენი..
საჭეს ძლიერად ჩაფრენოდა და სიჩქარეც საგრძნობლად გაზარდა.
წუთით მის თვალებს გავხედე სარკიდან.
ჭაობისფერ სფეროებში ნისლი მუქდებოდა და სიბრაზესთან ერთად,მცირე იმედგაცრუება იღვრებოდა.
ვერ ვხვდებოდი,მის ცვლილებას.
იმდენ ხანს ვერ მოვაცილე თვალი,რომ მისთვისაც შესამჩნევი გახდა..
-ერთი თვის წინ,წარმოდგენაც არ მქონდა წინ რა მელოდა..-თითქოს გული ამოაყოლა სიტყვებს,გავინაბე.. -
ორნაგიზებული ადამიანი ვარ,ყველაფერი გათვლილი,დაანგარიშებული,მომზადებული მაქვს და,რამე დაუგეგმავი რომ ხდება,საკუთარ თავზე ვბრაზდები,ეს როგორ ვერ გავთვალე..
6 წელია საზღვარგარეთ ვცხოვრობ,ამდენივე წელია აქ არ ვყოფილვარ და, ისეთმა სიტუაციამ დამაბრუნა,ფიქრში რომ ვერ დავუშვებდი.
6 წლის წინ,საზღვართან ერთი ფარატინა გოგონა დავტოვე,გულში დიდი სიყვარულით და მომავლით სავსე..
არასდროს,არცერთ მნიშვნელოვან თარიღსისე არ ჩაუვლია,ის ჩემს გვერდით რომარ ყოფილიყო..
ვუზრუნველყოფდი ყველაფერს რომ ძლიერი მონატრება არ ეგრძნო და არ წასულიყო...
ექვსი თვის წინ უარი მითხრა და,ვერ ვიფიქრებდი,მიზეზი საკუთარი სისხლი და ხორცი თუ იქნებოდა..
არ ვარ ეგოისტი ადამიანი,თუმცა,არც იმდენად გულუბრყვილო ვარ,ყველაფერი ისე დავტოვო,თითქოს არც არაფერი ყოფილა.
არც შური მამოძრავებს მის მიმართ და არც ბოღმა,
მესმის,რომ ექვსი წელი დიდი დროა და,არც წელიწადში რაოდენიმეჯერ ნახვა,რამდენიმე დღით,არაა ის ცხოვრება,სიყვარულს რომ შესთავაზო..
მაგრამ არასდროს,არასდროს არ ყოფილა მისგან უარყოფა და მეც ეს წლები მჭირდებოდა,რომ ისე დავბრუნებულიყავი,წასვლად ღირებულიყო..
ეხვსი წელი ზუსტად ამ მიზანმა გამაძლებინა..
თუმცა,იქ,ზევით,ღმერთი მწარედ იცინოდა ჩემს გეგმებზე..
ვერავინ,ვერავინ ვერ გამიმხილა..
საკუთარი მშობელიც კი სახეს მარიდებდა და,ბოლოს,მაინც გავიგე..
გინახავს ცოცხალმკვდარი ადამიანი?!
იმ წამს,ზუსტად ეს განვიცადე..
უსაშველო იმედგაცრუება და,სიცრუის მწარე ტკივილი.
ის რომ სხვას გაჰყოლოდა,
მას რომ ვიღაც,ჩემთვის უცხო შეყვარებოდა,ღმერთმა იცის,გავუშვებდი..
მაგრამ,ბიძაშვილი..
ჩემი,საკუთარი,სისხლი და ხორცი..
ზუსტად ერთ კვირაში ქორწინდებიან..
ერთ კვირაში მე ხელმეორედ უნდა მოვკვდე და ეს ყველაზე უსამართლო განაჩენი იქნება..-ხმა სიბრაზიზგან ჩაუწყდა,ხელები დაძაბულობისგან გაუფითრდა და,სახეზეც ფერი ეკარგებოდა..
რისხვას ვერ იკავებდა,თუმცა,მისი თვალებიდან ,ყველაფერი ორმაგადიღვრებოდა..
დადუმებული და შეძრული ერთ ადგილას მიყინულს წარმოდგენაც არ მქონდა რითი მენუგეშებინა..
მითი დამეიამებინა უცხო,სრულიად უცნაური ადამიანისვის ტკივილი,რომელიც საკუთარივით მეტკინა..
-მესმის როგორ გტკივა..-მზერა ვეღარ გავუსწორე,ცარიელ გზას მივაყურადე,ალბათ,ყველაზე შეუფერებელი სიტყვებიც კი ვუთხარი,იქნებ,ნუგეშს სულ არ ელოდა.
ისევ მას გავხედე,ოდნავ მოშვებულიყო,თუმცა,მზერა ისევ უსაშველოდ ცივი და უძირო ჰქონდა..მოულოდელად,მკვეთრად მოვუხვიეთ და გზიდან გადავედით.
ნოეს გაკვირვებულმა გავხედე,თუმცა,მისგან წამოსულმა ენერიამ სიტყვის თქმაც ვერ მაიძულა..
-შემდგარი ადამიანი მინდა დავბრუნდე იქ..არ მინდა ვინმემ ჩემში გატეხილი,ფრთამოტეხილი ადამიანი დაინახოს..ყველაფერი მაქ იმისთის,რომ საკუთარი თავით კმაყოფილი ვიყო,მაგრამ,თუნდაც ეს ეგოისტურად ჟღერდეს,თუნდაც ეს ჩემს პიროვნებას არ შეეფერებოდეს,მიმდა იქ სრული ადამიანი ვიყო და არა ქალისგან მიტოვებული,ნაღალატები კაცი..
მინდა ზუსტად გამიგო და თუ სწორად ვერ აგიხსნი,მაშინ შენგან ყველაფრის ღირსი ვიქნები..-თუ დამთანხმდები,ერთი კვირით,მინდა ჩემი ადამიანი იყო..
ვიცი ეს როგორც ჟღერს,ვიცი ერთი შეხედვით შურისმაძიებელ,ამპარტავან ადამიანად მოგევენები,
მაგრამ,ერთადერთი რაც მინდა,ეს საკუთარი თავის დარწმუნებაა იმაში,რომ მან არ გამტეხა.თუ ამას დავიჯერებ,არც სხვას გაუჩნდება სიბრალულის გრძნობა და,არ გავნადგურდები..-მისი თვალების რადიკალურმა ცვლილებამ უფრო დამამუნჯა,ვიდრე,თხოვნამ..
ხავსისფერ ირისებში წამლეკავად მიმოდიოდა უდიდესი ტკივილი და ნამსხვრევებად ქცეული სული.
მ მომენტში,არ ვიცი სხვა როგორ და რანაირად მოიქეოდა..
მე რომ იქ მისი თვალები არ დამენახა,ნოეს მიმართ ზიზღი გამიჩნდებოდა ,თუმცა,
თვალები,რომელიც შველას ითხოვდა,იმაზე მეტი იყო ვიდრე სიტყვად თქმული...
ბგერაც არ მითქვამს..
მხოლოდ მზერით დაიჭირა ის გარდამტეხი წერტილი,რამაც შიში,სიბრაზე,კითხვები დამავიწყა და უცნობი ადამიანის დასახმარებლად,დიდი ენთუზიაზმით ამავსო..
______
მწვანედ მობიბინე მინდვრების შუაში ორსართულიან, ლამაზ სახლს მდიდრულად დაედო ბინა.
ხასხასა სიმწვანეში ფერადად მოცქირალი ყვავილები ისეთ სილამაზეს ქმნიდა,იშვიათად რომ მინახავს.
ისეთი იდილია სუფევდა,ჰაერშიც გაბნეულიყო და,რომარა შექმნილი სიტუაცია,მთელი სიდიადთ შევიგრძნობდი გარემოს.
ის მცირე ინფორმაცია,რაც გზაში ნოემ მომაწოდა მასზე,სრულებით საკმარისი იყო,პირველ ეტაპზე მის ოჯახს გავცნობოდი.
მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ რომ ნოეს თანმხლებიც მოჰყვებოდა,ამიტომ,სრულიად ბუნებრივად მივიღე მათ გაოცებულ სახეებთან ერთად ინტერესიანი თვალები.
ორმა დროშეპარებულმა მოხუცმა თვალზე ცრემლი ვერ შეიშრეს,ექვსი წლის უნახავმა შვილმა ეზო რომ გადაჭრა და მათ მკლავებს მოეხვია.
მოშორებით მდგომი ღიმილით ვუყურებდი სიყვარულის და მონატრების უდიდეს გამოვლინებას.
მათი გულწრფელი ჩახუტება ჩემთვისაც ემოციური გამოდგა და,ჩემდაუნებურად,სრულიად ბუნებრივად მივიღე მათი თბილი ხელები ჩემს მხრებზე.
-მიხარია,რომ მასთან ხართ..-მრავლმნიშვნელოვნად გამიღიმა მოხუცმა და კეთილმოწყობილ სახლში შეგვიძღვა.
ნოეს სახეს სულ სხვა გრძნობები ფარავდა.
თითქოს ტკივილი შესამჩნევად გადაყროდა და მცირე ბედნიერებას მოეცვა.
იგრძნობოდა უმნიშვნელო დაძაბულობაც,თუმცა,ჩემი იქ ყოფნა თითქოს ფანტავდა მას.
მათი მზრუნველობა ჩვენს მიმართ განუზომლად დიდი იყო და სულ მალე თავს კომფორტულადაც ვგრძნობდი მათ გარემოცვაში.
საღამო კარგა ხნის შემოსული იყო,მეორე სართულზე რომ ამიძღვა ნოე.
დიდ აივანს ხის მაგიდასა და სკამებთან ერთად ორი სარწეველა სავარძელი ამშვენებდა,რამოდენიმე ოთახის ყვავილთან ერთად.
-მადლობა ყველაფრისთვის..-ერთერთზე ჩამოჯდა და წამით გამომხედა,მზერა ისევ აივნიდან გადაშლილ ჰორიზონტს მიაბყრო .
-ჯერ ყველაფერი წინაა,ნოე..-სქელ,მასიურ ხის ბოძს მივეყრდენი.ატმოსფერო მისი ენერგიით თითქოს მძიმდებოდა. ჰაერში მძვინვარება და სიბრაზე იფანტებოდა.
-თუ აპატიებ,ემოციებისგან განთავისუფლდები,გული დაგიმშვიდდება და თავს უკეთ იგრძნობ..-მალულად გავხედე და მისი სახის ნაკვთები მთვარის შუქზე უკეთ შევათვალიერე.
გამოკვეთილ,მამაკაცურ ყვრიმალებს
სქელი ტუჩები და გრძელი,ნუშისებრი თვალის ჭრილი უცხო იერს სძენდა..
სხვა სიტუაციაში რომ გადავყროდი,მისი გარეგნობით აუცილებლად მოვიხიბლებოდი როგორც პირველ ჯერზე,თუმცა ახლა,მასში,გულნატკენ ადამიანს ვხედავდი,რომლის თვალშიდაც მხოლოდ გამოსავლად ვჩანდი.
-სანამ მას ,ჯერ საკუთარ თავს უნდა ვაპატიო. ეს კი ასე ადვილი არარის,მაშო.
მეც ვგრძნობ ამ ყელაფერში ჩემ წილ დანაშაულს,მიუხედავად იმისა,რომ სულ ვთავაზობდი დარჩენას და, ყველანაირ კომფორტს ვუქმნიდიიმისთვის,რომ ცხოვრება ჩემთან ერთად დაეწყო.თუმცა..-მრავლიმთქმელი მზერა ჩემზე გადმოიტანა.
მის გაყინულ თვალებს დიდხანს ვერ გავუძელი..
მის გვერდით,სარწეველა სკამზე ჩამოვჯექი და გადაშლილ ხედს გავუღიმე...
-რომარა ეს ყველაფერი,რაჭას ფეხდაფეხ მოვივლიდი,ყოველ კუთხე-კუნჭულს მოვინახულებდი და მის სილამაზეს მთლიანად ვშთანთქავდი.
-ნაღვლიანად ამოვილაპარაკე,ნოეს მზერა მთების იქით,უსასრულობაში ჩარჩენილიყო..
თითქოს ღამესთან შეზრდას ლამობდა..
-გპირდები,როგორც კი ჩაივლის ეს მარაზმი,ყველაფერს ჩემი თვალით დაგანახებ.
რაჭიდან ისე არ წაგიყვან,მისი იდუმალი,ნისლიანი,ლეგენდებად ქცეული ადგილები არ განახო.
____
პირველად არიყო,უცხო გარემოში რომ ვიღვიძებდი,თუმცა,ეს ყველასგან განსხვავდებოდა.
მომცრო ოთახში,სრულიად მარტოს,უამრავი ფიქრები ერთდროულად დამატყდა თავს და სრულ აურზაურში მოვხვდი.
აფექტის მდგომარეობაში ტვინი გუშინ ბევრ ფიქრებს მიბლოკავდა,თუმცა ახლა,როცა ახალმა დილამ სულ ახლახანს შემოდგა ფეხი,ტვინმა განგაშის ზარები შემოჰკრა.
უცხო ხალხში,უცხო გარემოში,არარეალურ თავგადასავალში ისე გავეხლართე,თავი და ბოლო საქმის ვეღარ გავიგე.
ჩემი პომპეზური,დაუფიქრებელი გადაწყვეტილელები ყოველთვის კრიტიკის საგანი იყო ახლობლებისთვის.
მოგზაურობისასაც კი უამრავ შეცდომას ვუშვებდი,რომელთა აგმოსწორებაც შემდეგ ბიჭებს უხდებოდათ.
ახლა აქ არავინ მყავდა,რომ დავეცავი,რომ ჩემი გაფუჭებული გამოესწორებინათ და,მართებულ გადაწყვეტილებამდე მივეყვანე.
მიუხედავად აფეთქებული ფიქრებისა,გულში მაინც ანდამანტივით მიზიდავდა ეს თამაში.
მაინც მივილტვოდი მისი დასასრულისკენ,თუმცა კი ვგრძნობდი,რომ დავზარალდებოდი.
რომ
მეტკინებოდა რაღაც ძალიან და,ვინანებდი ყველაფერს..
მაგრამცშემდეგ ვხედავდი მის თვალებს,მის სიღრმეში მოცურავე უამრავ ნამსხვრევს და,თითქოს საბრძოლო განწყობაზე ვდგებოდი.
_
ტუმბოზე დადებულმა ტელეფონმა ფიქრები ერთიანად გამიფანტა.
ლილეს უამრავ შეტყობინებას კიდევ ერთი მიმატებოდა და საკმაოდ მუქარის შემცველი.
წამოვდექი,ჩემს ჩანთაში ტანსაცმელი ამოვძებნე და ,ოთახიდან გასვლამდე,ლილეს შეტყობინება გავუგზავნე:
"ნოესთან ვარ,რაჭაში. ბოჭებს ჯერ არაფერი უთხრა,საღამოს დაგირეკავ!"
გაგზავნის ღილაკს დავაჭირე და,კარებიც გავაღე..
ჩემს პირისპირ,აივნის მოაჯირზე,ნოე მიყრდნობილიყო და ჩაფიქრებული მზერა იატაკზე გაყინვოდა.
ხელში ორი ფინჯანი ყავა ეკავა,ხმაურზე ამომხედა და მსუბუქად გამიღიმა.
-დილამავიდობისა,მაშო!-ყავა გამომიწოდა და მსუბუქად გამიღიმა.
ოხშივარ ადენილ ყავას შაქარი ზუსტად ისე ჰქონდა,მე რომ მიყვარდა..
დილის სუსხთან ერთად,ცხელი სითხე იდეალურად მოედო მთელ ორგანიზმს და მასში თბილად გამხვია.
-დღეს საღამოს ნიშნობის ცერემონიაა..-არ შემოუხედავს,ისე მითხრა.
გამაკანკალა.
მთელ სხეულზე ეკლებმა დამაყარა..
-რომ არ წავიდე,ცუდად გამოჩნდება.-ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა და მკლავებზე ხელები ნაზად მომიჭირა.-ეს დღე მშვიდობით უნდა გადავაგორო როგორმე მაშო..-ხმა დაუსევდიანდა და მომეშვა.
-ორი საათით გავდივარ,შენთვის გამაყუჩებელს და ფიქსატორს ვიყიდი,უფრო კომფორტულად რომ იყო. სხვას რამეს ხომარ დამაბარებ?-გამომხედა დაპარალელურად კიბეებისკენ დაიძრა.-წაყოლას შემოგთავაზებდი,მაგრამ დღესისედაც დიდი გზა გვაქვს გასავლელი და არ მინდა ხელი დაგეტვირთოს.-თვალს მიკრავს და ჩქარი ნაბიჯით უახლოვდება ავტომობილს,ძრავს და ეზოდან გადის.
სანამ ნოე ბრუნდება,ოთახში შევდივარ და ჯერის ერთი საათი მაინც ვესაუბრები.
მოკლედ ვუყვები მომხდარს და მის აღფრთოვანებულ ტემბს ვაიგნორებ.
გაგიჟდა,თავგადასავალს მემეგონა მოწყდი და თურმე ყველაფერი წინ გქონიაო.
დიდი რჩევა-დარიგებების შემდეგ,სანამ გამითიშავდა,ჩემი ხასიათის კიდევ უფრო დამძიმება მაინც მოახერხა.
-მაშკა,ეს ისეთი ბიჭია,გოგოებს მარტივად რომ უყვარდებათ. ისე არ მოხდეს,ვიღაც ქალის ჩრდილად იქცე! -ისე გამითიშა,საპასუხოდ ვერც ვერაფერი ვუთხარი.
ოდნავ დავმშვიდდი თუარა,ქვევით ჩასვლა გადავწყვიტე,თუმცა,გაკვირვებული დავრჩი.
სახლში არავინ იყო.
სამზარწულოში მორიდებით შევედი და დიდი წვალების შემდეგ,ყავასა და შაქარს მივაგენი.
მეორე ფინჯან ყავას აივანზე,სავარძელში მოკალათებულმა შევექეცი და უკვე ჩემთვის ძალიან ახლო ხედს გავხედე..
მიუხედავად აგვისტოსა,გარეთ საგრძნობლად გრილოდა.
ხედის თვალიერებაში იმდენმა დრომ გასტანა,შუადღის მოახლოება ვერც ვიგრძენი.
ღრმა ფიქრებიდან ავტომიბილის ხმამ გამომიყვანა.
ნოემ მანქანა ეზოს გარეთ დააყენა და პარკებით დატვირთულმა გეზი პირდაპირ აივნისკენ აიღო.
ჩემი ფიქრები უნდა გაგიმხილოთ-მაღალ სხეულს თავი ძალიან თავდაჯერებლად ეჭირა გამუდმებით და ისეთ კონტრასტს სძენდა გარესამყაროს მისი ხასიათი და გარეგნობა,თითქოს ერთნი იყვნენ..
-ბოდიში შემაგვიანდა,ხომ არ მოიწყინე?!-ღიმილით გამომხედა და პარკები მაგიდაზე დადგა.-რაღაცები გიყიდე,ნახევარ საათში გასვლა გვიწევს,ფიქსატორის მორგებაში მე დაგეხმარები,უბრალოდ მანამდე ჩაიცვი.-რამდენიმე პარკს იღებს და მისი ოთახისკენ მიიწევს.
პარკებს ცნობისმოყვარედ დავცქეროდი და მათში აღმოჩენილმა ნივთებმა ჩემი გაოცება გამოიწვია.
ბალოტისფერ,შიფონის გრძელ,სიფრიფანა,ვინტაჟურ კაბას პირდაღებული მანამ ვუყურებდი,სანამ გონებამ სიჩქარისკენ არ მომიწოდა.
ამ
კაბის ვერც დანიშნულებას მივხვდი,და ვერც იმას,თავი დავალდებულად მეგრძნო თუ არა.
აშკარა იყო,მან ჩემზე უკეთ განსაზღვრა რომ ნიშნობაზე კამუფლაჟიანი კანაფის შარვლითა და ტიმბერლანდებით ჩემი წასვლა იმაზე დიდ ეჭვს დაბადებდა,ვიდრე ველოდი.
გაჭირვებით მივიღე გრილი შხაპი და ნამიან კანზე ნაზი ნაჭერი ფრთხილად გადავიცვი.
იდეალურად მადგა ტანზე.
ჩემი თაბაშირიანი ხელიც კი იჩრდილებოდა მის სინაზეში და თავი საკმაოდ თავდაჯერებულად მაგრძნობინა.
თმებს ცალი ხელით რომ ვერაფერი მოვუხერხე,უბრალოდ გავიშალე და დატალღულ თმებს თავისუფლება მივეცი.
ჩემი ზურგჩანთიდან მსუბუქი მაკიაჟისთვის საჭირო ნივთები ამოვალაგე და საბოლოოდ,ლილეს ნაჩუქარი,ნარცისოს სამგზავრო შეფუთვიდან სუნამო დავისხი.
საკუთარმა ანარეკლმა თვითკმაყოფილება მომგვარა.
სულ რომ არაფერი,ბალოტისფერ კაბას მუქი სისხლისფერი ტუჩსაცხი სასწაულად უხდებოდა..
ანარეკლს მალევე მოვწყდი,მობილურს დავავლე ხელი და ,ოთახიდან გავედი.
აივანზე მასიურ ბოძზე მიყრდნობილ ნოეზე წამით თვალი გამეყინა,თუმცა,მალევე გამოვფხიზლდი.
თეთრ პერანგს საოცარ კონტრასტს სძენდა დაბალზე დაყენებული მუქი წვერი და მოზრდილი,ხვეული თმა.
როგორც კი დამინახა-ჩაეღიმა.მის მზერაში გამკრთალი სხივი მიდასტურებდა ყველაფერს.
-არ შევმცდარვარ,უცხოდ,ლამაზად და,ამავდროულად,სადად გამოიყურები!-თვალი ალმაცერად ჩამიკრა და დანახულით კმაყოფილმა,გამიღიმა.
დაახლოებით საათნახევარი ვიმგზავრეთ და,მაღალ ჭიშკარს მივადექით.
ეზოში საკმაო რაოდენობის ხალხს მოეყარა თავი.
თანამედროვედ გადაწყვეტილმა ინტერიერმა ჩემში ოდნავი გაოცება გამოიწვია.
ეზო ლამაზად მოეწყოთ.
მანქანაშივე თავი დაძაბულად ვიგრძენი და ღრმად ამოვისუნთქე.
-მოდუნდი!-ნოემ შემფასებლურად გადმომხედა და მკრთალად გამიღიმა.-თუ მზად არ ხარ,დავბრუნდეთ.-ორჭოფობა გაერია ხმაშიცთუმცა,ვიგრძენი,თუ დავთანხმდებოდით,გავბრუნდებოდით.
მიუხედავად ღელვისა,უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე და სარკეში საკუთარი თავო კიდევ ერთხელ შევათვალიერე.
-მაშო,ძალიან ლამაზი ხარ!-გულწრფელობა იმდენად იგრძნობოდა მის ხმაში,მხნეობა შემემატა.
სანამ ტელეფონში ლილეს შწტყობინებას ვუპასუხებდი,ნოემ მეორე მხრიდან მოუარა და ჩემი მხრიდან კარი გამიღო.
ხელი გალანტურად გამომიწოდა და გადმოსვლაში დამეხმარა.
როგორც კი მიწას ფეხი დავადგი,ჰაერი დაძაბულობისგან ისე დაიმუხტა,სუნთქვა გამიჭირდა.
-მაშ,ისუნთქე!-ნოემ კიდევ ერთხელ გამიღიმა და შუბლზე ისე ფრთხილად მაკოცა,მთელ ორგანიზმში ეკლებმადამაყარა.-დღეს შეიძლება ისეთი რამის გაკეთებ მომიწიოს,რამაც გაგაბრაზოს.ამიტომ,წინასწარ ბოდიში.-თვალი ჩამიკრა და დიდი,მასიური კარები მასთან ერთად შევაღე..
ასმა თალმა ერთროულად შემოგვხედა და თავი გალიაში გამომწყვდეულ,იშვიად,ფრთამოტეხილ ჩიტად ვიგრძენი.
ნოედან წამოსული ენერგია ზუსტად ისეთივე მუხტებით მოდიოდა,როგორიც ჩემი და,ზუსტად ამან შემმატა საგრძნობლად მხნეობა.
მის წელზე მოხვეულ ხელს ფრთხილად შევეხე და ღიმილით გავხედე,თვალები იმდენად ნისლიანი ჰქონდა,მასში ვერაფერი ამოვიკითხე.
-მე შენთან ვარ,ნოე!-უხმოდ ვუთხარი და ხალხში მხრებგაშლილი შევერიეთ.
ნაცნობ-მეგობრების მოკითხვის შემდეგ,თავსუფრო თავისუფლადვვფრძნობდი.
დამუხტული გარემოს მიუხედავად,ნოეს იქ ხილვა ყველას გაუხარდა დაისეთი აჟიოტაჟი გამოიწვია,დღის მთავარი გმირების ყურადღებაც მივიქციეთ.
ერთ სართულიანი ბელეტაჟიდან მომავალი წყვილის ნაბიჯები იმდენად მტკიცე აღარ იყო,როგორც კი ახალმოსულში ნოე ამოიცნეს.
თავისუფლად ჩაცმული მამაკაცისთვის ყურადღება არ გამიმახვილებია,ჩემი მთელი კონცენტრაცია ,წითელ კაბაში გამოწყობილმა,ლამაზმა ქალმა სრულიად მიიბყრო და ადგილზე გამყინა.
იშვიათად მინახავს ასეთი სილამაზის ქალი.
კუპრივით შავი თმები გვერდზე ერთ კონად გადმოეყარა და ცისფერ,თითქმის ნაცრისფერ თვალებს შემფასებლურად დაატარებდა ჩემს ტანზე.
გარემო თითქოს გაიყინა.
ირგვლივ ათობით წყვილი თვალი ორ წყვილს გვიყურებდა და თითოეულ ჩასუნთქვას გვიკონტროლებდა.
ნოეს თავი ამაყად,წარმოსადეგად ეჭირა.
თვალებში ირონია უკვესოდა და ლარივით მოჭიმულ ტანზე ცინიზმი შემოეხვია.
მის გვერდით ჩიტივით მობუზულმა თავიუხერხულად ვიგრძენი და თავს ვაიძულე,მისი სილამაზით მოხიბლულმა,სიამაყე დამებრუნებინა და,თავი ისე წარმომეჩინა,როგორც ამის უფლებას საკუთარი თავი მაძლევდა.
-ნოე!-მამაკაცმა,რომელიც თითქოს ჩამოგავდაკიდეც მას,ხელი მისი მიმართულებით გაიწვდინა ჭოჭმანით.
მეგონა ნოესგან საპასუხოს ვერ მიუღებდა,თუმცა,შევცდი,მისმა სიამაყემ გამაოცა.
ხელი მტკიცედ ჩამოართვა და მის უკან მდგომ ქალს მხოლოდ თავის დაკვრრით მიესალმა.
-მაშო ჩეტკინა-ჩემი თავი რომ
წარუდგინა,ტანში უამრავმა ეკალმა
ერთდროულად დამაყარა.. რატომღაც არ მეგონა,თუ ოფიციალურად წარმადგენდა მათთან,მიუხედავად იმისა,რომ მისი სანაცნობო უკვე გამაცო.
ნატოს თავი ამაყად ეჭირა,თუმცა მის თვალებში გაელვებულ რისხვას თვალი მაინც შევასწარი.
მალევე გავშორდით მათ და ცერემონიას ამჯერად შორიახლოს ვადევნებდით თვალს.
-არ მეგონა თუ ასეთი ლამაზი იყო.-მალულად ისევ გავაყოლე მის სუსტ ტანს თვალი და ნოეს გავხედე.
სიმართლე ითქვას,რაღაცნაირად მაინცმქონდა იმედი,რომ მას რამე ნაკლს მოვუძებნიდი,თუმცა,ერთი შეხედვით,იმედი გამიცრუვდა.
ნოეს მზერაში თანხმობაც იგრძნობოდა და,არც.
მიუხედავად მისი ვიზუალური თავდაჭერილობისა,მაინც ვგრძნობდი როგორი დაძაბული იყო..
როგორ აღიქვამდა მის ტანზე მოხვეულ საკუთარი ბიძაშვილის ხელებს.
-უდაოდ იდეალური გარეგნობააქვს,მაგრამ,როცა მას სულიერებაც არ ახლავს თან,ჩემთვის მის სილამაზეს უკვე ჩალის ფასი აქვს.-მკრთალად გამიღიმა და სასმელი ბოლომდე ჩაცალა.
უკვე შესამჩნევად აგრილებულიყო და სუსხიანი სიო მამცივნებდა.
-გცივა?!-როგორც კი აბუზული მხრები შეამჩნია,თხელი ნაქსოვი პულოვერი ბეჭებიდან მოიხსნა და მხრებზე მომაფარა.
გრილი ტუჩების მკრთალი შეხებაისევ ვიგრძენი შუბლზე და ამჯერად,მთელ ტანზე ამახურა..
სულ რამდენიმე წამით გაგრძელდა ჩვენი შეხება,მოახლოებულმა ნოეს მეგობარმა მისი თავი წამართვა რამდენიმე წუთით და სითბოს მცირედი წყაროს ამარა დამტოვა.
ნოე შორიახლოს იდგა და დროდადრო ღიმილით გამომხედავდა. ხელით რაღაცებს მანიშნებდა და,გაღიმებულს მტოვებდა.
-შენი სტილის გოგონები არასდროს მოსწონდა.-გვერდით შეუმჩნევლად ამომიდგა წითელკაბიანი სხეული და თან ზამთრისსუსხი მოიყილა.
მძაფრი,აუტანელი სუნამოს სუნმა თავბრუ მომენტალუტად დამახვია.
-ალბათ მას შემდეგ მოეწონა,რაც შენნაირებისგან საკმაო გამოცდილება მიიღო.-მის გესლს ვალში არ დავრჩი და ცივი მზერა გავუსწორე.
ჩემ
პასუხს აშკარად არ ელოდა,სახეზე წამოწითლდა და ტუჩები მოკუმა.
-კარგად ვიცი როგორია შეყვარებული ნოეს თვალები,რამდენადაც სამწუხარო არუნდა იყოს,შენ ამ
მზერით არ გიყურებს.-მალევე დაიბრუნა ფორმა და ირონიულად ამათვალიერა.
-მართლა? მე კი მგონია,რომ ზუსტად იმას ეძებდი სხვაში,რაც ნოეში ვერ ნახე-თუნდაც,შეყვარებული თვალები.-იმავე მზერით ვუპასუხე და მოახლოებულ ნოეს ხელკავი გამოვდე.
-ნოე,იქნებ წავიდეთ?!თავს არაკომფორტულად ვგრძნობ არაჯანსაღ გარემოში.-ფართო ღიმილით შევეგებე და მისი კითხვით სავსე თვალები თავდაჯერებული მზერით დავამშვიდე.
ნატო მოგვშორდა,თუმცა,მის მზერას მხრებზე მაინც ვგრძნობდი.
-რამე ცუდად ხომარ გითხრა?-დაბალი ხმიით ყურთან დაიხარა და იქვე საფეთქელთან მსუბუქი კოცნა დამიტოვა.
-მხოლოდ ქალურ საკითხებზე ვისაუბრეთ.-მის ტონს ავყევი და ჩემკენ დახრილ,სქელ ტუჩებს წამიერად შევეხე.
მის თვალებში ანთებულმა სხივებმა ჩემი საქციელის მართებულობაში დამარწმუნა.
თუმცა,გული ისე ამიჩქარდა,ამას ჩემ თავზე ვერ ვიტყოდი.
სხეულზე ჯერკიდევ დადიოდნენ ჭიანჭველები და გულის რიტმს მათ ჭკუაზე ათამაშებდა.
ეზო ისე დავტოვეთ,ზურგზე მოგიზგიზე ათობით მზერა მწვავდა.
ნოემ მანქანა როგორცკი დაძრა,თითქოს დიდი ტვირთი მომეხსნა,ღრმად ამოვისუნთქე,გადაცემათა კოლოფთან ჩაგდებულ თამბაქოს პაჩკიდან ერთი ღერი ამოვიღე და ღრმად მოვქაჩე.
ნიკოტინმა თითქოს მომადუნა,თუმცა,მის ტუჩებს ვერანაირი კარდი ვერ ცვლიდა.
თამბაქოს მოუკიდა ნოემაც.
ჩემგან განსხვავებით,მას ალბათ სხვა საფიქრალი აწუხებდა და არა უცნობის ტუჩები.
-შვიდი წელია არ მომიწევია! დღეს პირველი კოლოფი ვიყიდე ამდენი ხნის მერე და,ამის გამო თავს დამნაშავედ ვგრძნობ! -ატმოსფეროს განმუხტვა სცადა,თუმცა,საპასუხოდ ხმაც ვერ დავძარი.
რატომ აღვიქვი ასე მძიმედ საკუთარი ნაბიჯი,ვერ გეტყვით.
ორი დღის გაცნობილის ამბორს ასე არუნდა ავეღელვებინე,საკუთარ თავი გავკიცხე.
მთელი საათი გზაში სიჩუმეს ვუსმენდით და,როგორც კი მივედით,რომარა ნოეს მშობლები,ოთახში გამოვიკეტებოდი.
მათთან საუბარმა ოდნავ დამამშვიდა და,ემოციებისგან დაღლილმა,ღამისპირველი იწყებოდაა,ოთახში ასვლარომ გადავწყვიტე.
ნოეც ფეხდაფეხ მომყვა.
ჩემგან განსვავებით მან სავარძელს მიაშურა,მე კი დღევანდელ განცდებს როდის ჩამოვიბანდი ერთი სული
მქონდა.
ათ წუთამდე დავყავი სააბაზანოში,იქიდან გამოსულმა თხელი სააღამურები გადავიცვი და სარკესთან ჩამოვჯექი.
მიუხედავად წყლის ჭავლისა,თმაზე ჯერკიდევ ნოეს სურნელი მქონდა.
წამით დავიწყებული მომხდარი ისევ თავდაყირა დადგა და,
უკვე უკონტროლო თვითგვემა
მეწყებოდა,ოთახისკარები ნოემ რომ შემოაღო და გააზრებაც არ მაცალა,ისე დამეწაფა ნამიან ტუჩებზე.
კოცნა იმდენად მომთხოვნი,მტკიცე და ვნებიანი იყო, წინააღმდეგობის სურვილიც კი გამიქრა.
მისი სუნამოს სუნი თავბრუს მახვევდა და მთელ ორგანიზმში ქაოსს იწვევდა.
წუთის შემდეგ,როცა უკვე მლიანად მისით ვიყავი მოცული,ერთბაშად მომწყდა და ღრმად ამოისუნთქა.
მთელი სხეულით ვკანკალებდი.
მის თვალებში სულ სხვა ემოციებს ვკითხულობდი,ამოუცნობს,იდუმალს და,ბევრის მთქმელს.
-საბედისწერო ქალი ხარ მაშიკო!-ალმაცერად ამათვალიერა და მზერა ისევ ტუჩებს დაასო-დაწყებული უნდა დამესრულებინა! -თითქოს ქმედება გაამართლა,წამიერი ამბორი დამიტოვა გასვლამდე და ოთახში მარტო დამტოვა..
____
ვერ დავიძინე.
დაჭიმული სხეული წუთითაც ვერ მოვადუნე რომ გონება გამეთავისუფლებინა და დამესვენა.
მთელ სხეულში ისევ ჭიანჭველები დადიოდნენ და მუცელთან რიგებად დგებოდნენ.
ღამის სამი ხდებოდა,მოუსვენრობისგან დაღლილმა რომ წამოვდექი და აივანზე გასვლა გადავწყვიტე.
ნოე ჯერკიდევ იქ იყო და სიგარეტის ჩაუმქვრალ ღერს თვალს არ აცილებდა.
უკან გაბრუნებას ვაპირებდი,რომ შემაჩერა.
-ჩვენში ერთი ძველი თქმულება არსებობს:თუ მზის ამოსვლას შეხვდები,მისი ყოველი სხივი შენგან თითო ტკივილს წაიღებს და,როგორც კი ირაოს შენს თავზე შეკრავს,სულს გითავისუფლებს-მზერა თამბაქოდან ჩემზე გადმოიტანა და სუსტი განათების ფონზე,მის მოელვარე თვალებში აკიაფებული სხივები გადმოაფინა.-მაშ,წამოხვალ ცხრა ჯვარზე?!-მკრთალად გამიღიმა და ჩამწვარი სიგარეტი ჩააფერფლა.
თავი უხმოდ დავუკარი და 15 წუთში,სრულიად გამოფხიზლებული, სრული ეკიპირებით ნოეს ავტომობილთან ვიდექი და ველოდი.
-გიფსს დაგიფიქსირებ,ფეხით ბევრი სავლელი გვაქვს და დაგეღლება კისერი.-ჩემკენ იხრება და მის მორგებაში მეხმარება.
მისი მსუბუქი შეხებაც კი გულს საგრძნობლად მიჩქარებს და წეღანდელი ის მოულოდნელი კოცნა მახსენდება..
სალონში შესამჩნევი უხერხულობაა,თუმცა,მუსიკა თითქოს მის გაფანტვაში გვეხმარება.
ჯერ კიდევ მუქი ღამეა,საფეხმავლო გზას რომმივადექით და ჩამოვქვეითდით.
ნოეს ჩემს პატარა სამგზავრო ჩანთასთან ერთად პროფესიონალიკამერა მოაქვს და აღმართს ვადგებით.
ხელი დისკომფორტს მიქმნის და დროდა დრო შესვენება მიწევს.
ამას ნოეცამჩნევს მალევე და გზის ბოლომდე,
აღმართის ბოლო წერტილამდე,ხელს მკიდებს და სიარულში მეხმარება.
მისი ხელიდან წამოსული მუხტი მთელ სხეულში ინაცვლებს და ენერგიას მმატებს.
საოცარი ის იყო,რომ კენწეროს მაშინ მოვექეცით,როცა მზე ფეხს იკიდებდა და ღამის ბინდს არღვევდა.
არასდროს,ოთხ წლიანი მოგზაურობის განმავლობაში არ მინახავს ამაზე მეტად ამაღელვებელი წამი ჩემს ცხოვრებაში.
ვუყურებდი ხელჩართულ სისხლიან ბრძოლას.
ვუყურებდი როგორ ეურჩებოდა ნისლი მზის კაშკაშა სხივებს.
ვუყურებდი როგორ იბადებოდა ახალი დღე და,
თვალსაჩინოდ განვიცდიდი,რამხელა ბრძოლა უხდებოდა დღეს ღამის ადგილის ჩასანაცვლებლად.
ვუყურებდი ხელებგაშლილ ნოეს.
ვუყურებდი მსუბუქად აშრიალებულ მის გრძელ ხვეულებს.
ამაზე ესთეტიური სიამოვნება დიდი ხანია არ განმიცდია.
საოცრად ჩანდა ნარინჯისფერ ფონზე მის სახეზე მიმდინარე ცვლილებელი.
ხედი იმდენად მიღმიური იყო,
ტელეფონში მალულად მოვპარე კადრი მას და,
ბრძოლის ველს ოდნავ განვერიდე.
მოშორებით ვუყურებდი როგორ ირეკლავდა ნოეს სულს მზის მოკაშკაშე სხივები.
-მაშო,მოდი აქ,ესუნდა ნახო!-ნოეს ჩუმ ხმას გავყევი და მის გვერდით,მთის სულ მწვერვალზე,ისეთ სანახაობას წავაწყდი,განვლილი მთლიანად დამავიწყდა.
-ჩვენში ზუსტად ამას ეძახიან ირაოს!-ხელი შვიდფერი,მთიდან მთამდე გადაჭიმული რკალისკენ გაიშვირა და ხედით ტკბობის საშუალება მომცა.
-ახლა შენი ცხოვრების ყველაზე რთულ დღეებზე იფიქრე და მალევე იგრძნობ,როგორ შეგიმსუბუქდება ტკივილი.-სადღაც შორიდან მისმა ხმამ მიმართულება მომცა და,ჩემი წილი თავისუფლების მოსაპოვებლად ასპარეზი დამითმო.
გამახსენდა..
გულის სიღრმეში გამოკეტილი ტკივილები ერთი მეორის მიყოლებით განმიახლდა და სრული სიცხადით აღვიდგინე განვლილი..
სული ისე მომეწურა,სუნთქვა გამიჭირდა.
ვგრძნობდი ღაწვებზე ნიაღვარად როგორ მოედინებოდა ცრემლები და მათი შეჩერებაც არ შემეძლო.
წუთების ინტერვალით,ვგრძნობდი,როგორ იცვლიდა სხეული ტემპერატურებს და ნელნელა მასში სიგრილეს ბუდებდა.
ვგრძნობდი,როგორ იკავებდა სიმშვიდეს ფაფარაშლილი მოგონებები.
ბევრი წუთის მერე,ისიც ვიგრძენი,როგორ შემეცვალა სახეზე მიმიკა და ,
ტკივილმა მსუბუქი ბედნიერების განცდა დამიტოვა.
თვალები ფრთხილად გავახილე..
არ ვიცი ბრძოლაში რამდენი ხანი გავატარე,
მზე ამოსულიყო და ჩემს თავზე ირაოს ფრთებიც გაეშალა.
ირგვლივ ნისლიც გაფანტულიყო და სიცხეც ფეხს იკიდებდა.
გადაშლილი პეიზაჟი სულის შემკვრელი იყო.
მცხუნვარი მზის ქვეშ ახასხასებული რელიეფები გულს გიშლიდა მის თავზე მოქცეულს და სილამაზის აღქმას გიორმაგებდა.
რომ გამოვბრუნდი,ერთ ნაბიჯში მოღიმარ ნოეს გადავეყარე.
განვლილმა მისი იქ ყოფნა წუთით გადამავიწყა და,მისმა ხელაახლა ხილვამ,გული ისევ ამიჩქარა.
საოცრად იღიმოდა.
ტუჩებს თვალებიდან წამოსული სითბო ემატებოდა და დაუჯერებელ სხივებს ქმნიდა.
ჩვენი ხანმოკლე ნაცნობობის განმავლობაში არასდროს მინახავს მისი თვალები ასეთი კამკამა,ასეთი სუფთა და სანდომიანი.
-მაშო!-ფრთხილად,ჩუმად წარმოთქვა ჩემი სახელი,თითქოს გარემოს უფრთხილდებოდა..
ზუსტად ნახევარი ნაბიჯით მომიახლოვდა..
მისი სახის თითოეულ ნაკვთს სრულყოფილად აღიქვამდა გონება.
ნუშისებრ თვალის ჭრილის ბოლოში,საფეთქელთან,ძალიან მკრთალი ხალი ისე ჰქონდა,შორი თვალისვის შეუმჩნეველი იყო.
გამეღიმა,ხელი ფრთხილად წავიღე მისკენ და,შუბლზე ჩამოშლილი ხვეულები ნაზად გადავუწიე..
თვალებში სხივები უფრო ემატებოდა..
-მაშო,ბედისწერას ეთამაშები.-თვალებიდან ღიმილები გადმოეღვარა და რაც იმ წამს გულში მქონდა,ქმედებაში გადმოიტანა..
მისი ტუჩების გრილი შეხება ჰარმონიულად მოედო მთელ სხეულს.
ისეთი ნაზი და ჰაეროვანი ამბორი იყო,გული მის ინტერვალებს აყვა და , მზის სხივებს ცის კამარამდე შეუერთდა.
იმ წამს,მინდოდა უსასრულოდ მეგრძნო მისი ძლიერი ხელი წელზე და ნაზი ამბორი ტუჩზე.
ასეთი მიზიდულობა ადამიანის მიმართს არასდროს განმიცდია...
-რანაირი ნაზი ხარ მაშიკო..-ტუჩებს რომ მოწყდა,ყვრიმალთან მაკოცა და თვალებში ღრმად ჩამხედა..
არ ვიცი იქ ზუსტად რას კითხულობდა,თუმცა ღიმილი არ მოშორებია სახეზე..
მერე უბრალოდ,უხმოდ,ხელჩაკიდებულებმა განვლილი გზა ისევ დავფარეთ და,შუადღემდე უკვე სახლში ვიყავით..
_____
ძალიან გვიან გამეღვიძა..
ფეხით სიარულისგან ენერგია გამოცლილი მქონდა და ხხელიც ოდნავ მტეხდა.
გარეთ რომ გავედი,მთვარეს ადგილი ზუსტად ჩვენი აივნის წინ დაეკავებინა და სუსტად ანათებდა.
ირგვლივ იდეალური სიჩუმე იყო.
მაგიდაზე დატოვებულ კოლოფს ერთი ღერი მოვაკელი და სუფთა ჰაერს თამბაქო გავურიე.
როცა არეული ვარ,განსაკუთრებულად ვგრძნობ ნიკოტინის თრობას.
მისით ოდნავ ვდუნდები და არეულ
ფიქრებს რიგებად მიწყობს.
ლილეს გადავსებული ჰქონდა ტელეფონი,
პასუხს რომ აღარ ჰქონდა აზრი,საათის მიუხედავად დავურეკე და მის ახალგაღვიძებულ ლანძღვას ამაყად გავუძელი.
-ლი,შენი აზრით,ყველა მცირე დრო რამდენი სჭირდება ადამიანს,მეორეს მიმართ გრძნობები რომ გაუჩნდეს?! თეორიულად გეკითხები-რაც იმ
წამს ყველაზე მეტად მაწუხებდა ის ვკითხე.
-თეორიულად მაშ ერთი შეხედვაც საკმარისია თუ ის შენი ცხოვრების თანამგზავრია.-ხმაში სევდა ერევა და ზუსტად ვიცი,ტუჩებს იწვალებდა ნერვიულობით.
-და თუ მეორე თანამგზავრი არაა,სხვა უყვარს და,შენ უბრალოდ გამოსავალი ხარ მის ცხოვრებაში,ამ შემთხვევაში თეორიები რასგვეუბნება ლი?!-მოწოლილი ემოციები კვამლს გავატანე და ღამის ბურში მოგუგუნე მთებს ყური დავუგდე.
-თეორიულად,ორი ვარიანტია,ან ის უნდა დაავიწყოს,ან მან უნდა დაივიწყოს სამუდამოდ.ასეც და ისეც,ტკივილი ერთია და გარდაუვალი. მაგრამ,მაშ,პრაქტიკაში ეს რომ ადამიანმა გაიაროს,ძალიან მყარი ფსიქიკა და დიდი გრძნობა სჭირდება..
უნდა გაუძლოს მის უარყოფასაც და,უარყოფის მერე,დაბრუნებულიც უნდა შეიფაროს..
ეს რომ პრაქტიკაში გააკეთოს გოგომ,იმ ბიჭის გონებიდან სამუდამოდ უნდა ამორეცხოს მოპაექრე და მასთან ერთად მეორედ უნდა დაიწყოს ცხოვრება,იმიტომ,რომ ბრძოლის დროს,ერთ ცხოვრებას აიცილებლად გაამთავრებენ ერთად.
თეორიულად თუ ეს გოგო არსებობს,მაშო,შენი აზრით,მას ექნება ამდენი ძალა და გამბედაობა,რომ პრაქტიკაში გაიმარჯვოს უკვე დიდ გრძნობაზე?-მეკითხება და ირინდება..
მოცემულ სიტუაციას მთელი სიმძაფრით ვიაზრებ და წარმოდგენაც არ მაქ,რა ვქნა..
აქ,რაჭის მთებით გარშემორტყმულს,ისეთი ამბიციები მიბყრობს,მზად ვარ ჩემს გულში ჩასახულგრძნობებს გასაქანი მივცე..
მაგრამ,მახსენდება ის და,ვიაზრებ იმას,რომ მისთვის შეიძლებასულაც არაა ასეთი დატვირთვის ის ამბორები..
გული მეწურება..
საკუთარ თავზე და მოუთმენლობაზე ვბრაზდები.
ვბრაზდები იმაზეც,რომ შექმნილი სიტუაციის გამო აქ ვარ და,იმ ყველა დაუფიქრებელ ნაბიჯებზეც,რაც აქამდე გადავდგი.
გონებაში საღმა აზრმა თითქოს ფრთები შეისხა..
ისე,რომ მისთვის არ მიპასუხია,
თეორიაც და პრაქტიკაც უკანა პლანზე გადავწიე და გონებოდან ამოვიგდე...
არ მივცემდი თავს უფლებას დამეწყო ომი,რომელშიც,დარწმუნებული ვიყავი,წავაგებდი..
ასეც და ისეც,ნოე შეყვარებული იყო მასზე..
როგორც არუნდა შემოეხედა,
როგორც არ უნდა მელაპარაკოს,
მის თვალებში ჯერ კიდევ ნატოს სახემაქ..
ჩემს ტუჩებს ჯერკიდევ მისი გემოაქ და,
ამას მე ვერ შევცვლიდი..
შემეძლო მეცადა,მაგრამ,
თავდაჯერებულობა მაკლდა..
მიუხედავად იმისა,რომ ის ქალი თავის ოჯახს ქმნიდა,
მისი სუნთქვაც კი დიდ კვალს ტოვებდა ნოეზე.
იმ წამს,როცა ლილე ჯერ კიდევ ლაპარაკობდა,
აივნის უკვე ჩემს საყვარელ ადილას,
აზლო ხედით,გადავწყვიტე მხოლოდ ერთი რამ:
მარტო იმიტომ,რომ პასუხისმგებლობას ვგრძნოვდი-მივიყვანდი ჩვენ გეგმას ბოლომდე,მერე კი,
ყველაფერი იქ დაბრუნდებოდა სადაც დაიწყო..
____
-მაშიკო,გაცივდები..-სისხამ დილით თბილი თითების შეხება მაღვიძებს..
ნოეს დედა ღიმილით დამცქეროდა და რბილ ნაქსოვ პლედს მხრებზე მხვევდა.
მორიდებით ვეხვევი სითბოში და სუსხს მოყოლილ ყავის სუნს ღრმად ვისუნთქავ.
ქალი ფინჯანს მაწვდის და ჩემს გვერდით სავარძელზე ჯდება,ნოეს ადგილზე.
მსუბუქად ვსაუბრობთ,
გარეშე თემებზე მეკითხება და,დაძაბულ გონებას ოდნავ მითავისუფლებს.
ნისლი ისე იცრიცება,ვერ ვგებულობ.
დაახლოებით ნახევარ საათში ქალი დგება და მასთან ერთად დღის გატარებას მთავაზობს.
ეჭვით და ,უფრო ინტერესით ვთანხმდები.
დილა ჯერ კიდევ ახალი შემოსულია,ამიტომ თბილად ვიცმევ და,მხრებზე ნოეს მოცემულ ნაქსოვ ჯემპს ვიდებ,იმ დღიდან რომ შემომრჩა.
ეზოში დაყენებულ მეორე ავტომობილში ვთავსდებით და ჩემთვის უცნობი მიმართულებით მივდივართ.
მგზავრობა არცთუ ისე მალე სრულდება.
დანიშნულების ადგილს როგორც კი მივუახლოვდით,გაოცების,სიხარულის და,განცვიფრების ისეთი ტალღები მივლის,სახეს დიდხანს თავს ვერ ვუყრი.
ჩემ თვალწინ გლემპინგ კოტეჯები თავს ისე იწონებდნენ,მათ მიმართ გულგრილიი ვერავინ დარჩებოდა.
-ნოეს ძალისხმევის შედეგია ეს ყველაფერი!-სიამაყით მეუბნება ქალი და,მოკისრწყლულ ბილიკზწ მიმიძღვება.
ხეებში ჩაფლული , გაბნეული კოტეჯების წინ ისეთი ხედი იშლება,მამუნჯებს.
ირგვლივ ყველერი ისეთი მწვანე,ფერადი,მშვიდი და სუფთაა,ჰარმონიის განცდას მიტოვებს.
ბუნებასთან უფრო ახლოს ყოფნა მალამოსავით ედება გულს და ისეთ სიმშვიდეს ვგრძნობ,სუნთქვაც კი საგრძნობლად მიადვილდება.
სამოთხეში ვარ.
ამას მათთანაც გულღიად ვაღიარებ და მთელ დღეს ყოველი კუთხე-კუნჭულის მოვლა-შესწავლაში ვატარებ.
დრო ისეთი სისწრაფით გადის,საერთოდ ვერ ვგრძნობ.
სამოთხიდან დედამიწაზე მაშინ ვეშვები,
სახეარეული ნოე ჩქარინაბიჯით ბილიკზე რომ მოდის.
მისი ცვლილებების მიზეზს ვერ ვხვდები.
საღამოხანია და,კოტეჯში რბილ სავარძელში ცხელ შოკოლადს ვსვამდი,გაცეცხლებული სახით რომ
შემოვარდა და ოთახის შუაგულში გაშეშდა.
რომ დამინახა,ფერები გადაუვიდა..
მის რეაქციაზე წამოვდექი და გაკვირვებულმა ხმაც ვერ დავძარი.
ბრაზმა ფაზები ნელნელა გაიარადა ,მის სახეზე მცირესიმშვიდემ დაისადგურა.
დაჭიმული სხეული თითქოს მოუდუნდა და მხრები ჩამოუშვა.
ხვეული თმა არეოდა და ქაოტურად ეყარა შუბლზე.
გული ლამის მომეწურა,ისე მინდოდა მათ შევხებოდი..
-ჭკუიდან გადავედი მაშო ლამის.-ოთახის შუაგულში ჩაიმუხლა და თავი ხელებში ჩარგო წამით.
ჩამოყრილი თმები თითებით უკან გადაიწია და ამომხედა.
თვალებში ჯერკიდევ ეტყობოდა ღელვა,წყენა,ბრაზი და შიში.
ხმას ისევ ვერ ვიღებდი,არც ის ვიცოდი რა მეთქვა..
-მეგონა წახვედი.. ის ვერ ვიფიქრე,აქ თუ დამხვდებოდი.-ხმაშიც უბრუნდებოდა ნელნელა სიმშვიდე.
-ასე რატომ მაღელვებ მაშო?!-კითხვებით სავსე თვალები მომაბყრო..-რატომ დამაკლდი დღეს დილით?! -ჩემკენ წამოვიდა და ერთი ნაბიჯის დაშორებით ისე დამიდგა,მისი ყოველიემოცია კარგად რომწამეკითხა..-ადრე ხომარაა,შენზე ვნერვიულობდე და გააფთრებული დაგეძებდე?!-ხელი სახეს ჩამოაყოლა და ისეთი ხანძარი დამიტოვა,მთელსხეულს მოედო.
გამაჟრიალა..
თვალებიდან იმდენი გულწრფელობა იკითხებოდა,მის შესაჩერებლად ვერაფერი მოვიმოქმედე.
-მაშო,რატომ ამრიე ?! -ისე მიყურებდა,მთელ სულს მიშიშვლებდა.
თითქოს დღევანდელ ფიქრებს ზედმიწევნით კითხულობდა.სახე წამით ეღრუბლებოდა და გამკიცხავად მიყურებდა.
-განა ჩვენ გეგმაში ეს პუნქტიც შედიოდა?!
განა სამდე ვახსენეთ,რომ უცნობ,ოთხი დღის გაცნობილ გოგოს ჭკუიდან გადავეყვანე?!
განა ვთქვით,რომ მთელი ღამე შენს კოცნაზე მეფიქრა?!
რა მიქენი ეს მაშო?!
რატომ დამიყენე ყველაფერი თავდაყირა?!
-მის თვალებს ვერსად გავექეცი,ვერც მის ტუჩებს და, ვერც იმ ხვეულ თმას,ასე რომ მიწვევდნენ.
ღამით დაწყობილი გეგმები ჰაერში ლანდებად დაეკიდა და ახლა მხოლოდ ის მინდოდა,ის ნაბიჯიც გადმოედგა და მის ნაწილად ვქცეოდი.
მაგრამ,ისე გამშორდა,ჩემი სურვილები სურვილებად დამიტოვა.
-ეგრე ნუ მიყურებ მაშიკო,ისედაც მოგეთხოვება იმ
კოცნისთვის.-მის ღიმილს გასვლამდე მიტოვებს და აღელვებულს კოტეჯში,ერთ ადგილზე მიყინულს მტოვებს.
____
მეორე სრულ დღესაც კოტეჯში ვატარებ.
მთელი დღე ფანჯრიდან გადაშლილ ხედს თვალს არ ვაცილებ და მხოლოდ იმაზე ვფიქრობ,
რა იქნება შემდეგ..
ლილეს სიტყვები გონებიდან არ ამომდიოდა..
მეშინოდა,
მთელი სხეული შიშისგან ისე მტეხდა,ვერ ვუძლებდი,თუმცა,ვერც ის შემეძლო,საკუთარ თავს სათანადოდ შევბრძოლებოდი.
ფიქრებისგან უკვე ვგიჟდებოდი,
ყურადღება ვერსად გადამქონდა.
გადაწყვეტილებისკენ ერთი სანტიმეტრითაც კი ვერ წავიწიე.
გამუდმებით მისი სახე მიდგებოდა თვალწინ და ყველაფერს მიუფერულებდა.
რომ ვერაფერი მოვიფიქრე,
დინებას და ბედის წერას მივენდო,გადავწყვიტე.
თუ რამეში ღმერთის სამართალი ერეოდა,ჩვენ იქ უნდა გამოგვსლოდა..
ისეთი არეული ვბრუნდები სახლში,ვერც იმას ვამჩნევ,მალევე ისევ მარტო რომ ვრჩები.
აივანზე,მოძრავ სავარძელში იქამდე ვზივარ,სანამ მწვანე ეზოს მანქანის ფარები არ ანათებს.
მანქანიდან რომ გადმოდის და იქ მამჩნევს,მკრთალ შუქზეც კი ვხედავ,როგორ ებადრება სახე.
ხასხასა ბალახების შუაში დგება და ღიმილით მიყურებს.
-მაშიკო!-თბილად,დაბალ ხმაზე მეძახის და ხელებს შლის.
მეღიმება.
მაჟრიალებს.
მთელ სხეულში ეკლებს მაყრის მისი "მაშიკო".
ნელი ნაბიჯით ჩავდივარ და ხელებგაშლილ ნოეს წინ ვუდგები.
სახეზე სხივები უნათებს და თვალებში ვარსკვლავები უციმციმებს.
-თურმე მონატრებაც გცოდნია,მაშ.-მიღიმის და გაშლილ ხელებს მხრებზე ისეთი სიფრთხილით მხვევს,თითქოს,ეშინია კიდეც შეხების.
მყარ, ამაყ მკერდს მთელი სხეულით ვეყრდნობი.
გულიისეთი გამალებით მიცემს,მგონია,მთელ რაჭას მისი ხმაური ესმის.
მის პულსს ძალიან ახლოს ვგრძნობ და,მიხარია,რომ იდენტურია..
ისიც იმავეს განიცდიდა,რასაც მე..
საერთო გრძნობებმა ისე მოგვიცვა,დიდხანს ვერ გავშორდი მის სითბოს.
-ძალიან დიდ შარში ვართ მაშიკო...-თვალებში ღიმილით ჩამხედა და ყვრიმალის ძვალზე ფრთხილად მაკოცა.-ხვალ ქორწილია..
____
გადავათენეთ..
ისე შემოვიდა ალიონი,ვერ გავიგეთ.
მის ყოველდღიურობას დიდი ინტერესით ვეცნობოდი,
ათას კითხვას მოთმინებით პასუხობდა და ახალ დღეს მისი თვალით ვეცნობოდი.
დაღლა რომ ვიგრძენი,დილა უკვე გადადიოდა.
ნოეს თამბაქო თითებშორის მოექცია და ხედს თვალს არ აცილებდა.
-ერთ საათში ცენტრში გავდივარ,წამომყვები?-კითხვით გამომხედა და პირველი სართულისკენ დაიძრა.თავი უხმოდ დავუკარი.-ჩაიცვი,მანამდე ყავას გავამზადებ.-თვალს მიკრავს და სანამ ვემზადები,შეგრილებული ყავით აივანზე მიცდის.
ვსვამთ თუ არა,ვსხდებით და შეწყვეტილ საუბარს უკვე მანქანაში ვაგრძელებთ.
ამჯერად კითხვები უფრო მსუბუქი და სახალისოა.
-სამი რამ,რის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმოგიდგენია.-მხიარულად გადმომხედა და გზადკეცილზე გავიდა.
-მეგობრები,სახლი და,სიმშვიდე.-ვუღიმი და საქარე მინაზე გადამაქ მზერა.თამბაქოს ერთ ღერს ვუკიდებ და ღრმად ვისუნთქავ ნიკოტინს.-თუ მშვიდად არ ვარ,ძალიან ბევრი ფიქრები მოდის გონებაში და ისეთ ქაოსში ვვარდები,დიდი ხანი მჭირდება მერე რომ გამოვიდე.
ყველაზე კარგად თავს საკუთარ სახლში და მეგობრების გარემოცვაში ვგრძნობ.ჩემს სამეულში რამე განსაკუთრებული,უცხო და საინტერესო არარის.-მეღიმება და მისკენ ვინაცვლებ.-შენთვის?!
-სიმშვიდე გვაერთიანებს,ჰარმონიას მხოლოდ მაშინ ვგრძნობ,როცა აქ ვარ. აქ ყველაზე მშვიდი ატმოსფეროა.ეგეც მეორე და,მშობლები.ძალიან ბევრი გააკეთეს რომ აქამდე მოვსულიყავი,მიუხედავად ჩემი მიზანდასახულობისა,იყო ძალიან ბევრი და რთული წინაღობები,თუმცა,დღეს რომ პიროვნება ვარ,მხოლოდ მათი დამსახურებაა..-თვალებში სითბო ეღვრება და სახეზე ღიმილი დათამაშებს.
არ მინდა მოწოლილმა ფიქრებმა გუნება გამიფუჭოს.
ემოციებს ვბლოკავ და ვცდილობ კარგი ენერგიით დავიმუხტო,რაც,მის გვერდით,არცისე რთულია.
წვრილმან რაღაცებს ვყიდულობთ და ტურისტულ,მყუდრო კაფეში დასასვენებლად ვსხდებით.
ცივი ყავა ოდნავ გვაგრილებს და ფიქრებს გვიხალისებს.
არ ვიმჩნევ,თუმცა დღევანდელი დღე ისეთ შიშის გრძობას მიტოვებს,ვერ აღვწერ.
დაძაბულობა ნოესაც ემჩნევა,თუმცა,ცდილობს ოსტატურად დამალოს.
ეგოისტურად მინდა,დღეს ძალიან ლამაზად ვიყო და ამისთვის რა ვიღონო,შუაგულ რაჭაში,არ ვიცი..
მერე ნოეს კაბა მახსენდება და,გული თითქოს მიმშვიდდება.
კაფეშივე შევუთანხმდი,რომ მოსამზადებლად დრო მჭირდებოდა და,მალევე დავიშალეთ.
უახლოესი მაღაზიები ფეხით მოვიარე.
მიუხეავად იმისა,რომ მეგონა,ვერადერს ავარჩევდი,გაკვირვებული დავრჩი,როცა ერთერთ პატარა,მყუდრო მაღაზიაში ის ვნახე,რაც დღევანდელი დღისთვის მჭირდებოდა.
გამყიდველიც კი შეფარული ღიმილით და კმაყოფილებით აფასებდა კაბას,რომელიციდეალურად მადგა ტანზე.
შავ ატლასს,გული პროვოკაციულად ჰქონდა ამოჭრილი და ჯაჭვის ბრეტელებით უცხო სტილს ჰქმნიდა.
კაბა მთლიანად გაშვებული,გრძელი და მოშიშვლებული იყო.
სარკეშიც კი თმაარეული,თავს თავდაჯერებულად და,ძალიან ლამაზად ვგრძნობდი.
იქვე,ჩემი გიფსის შესაფერისად,თეთრი ფეხსაცმელიც ვიყიდე და,კმაყოფილმა დავტოვე მაღაზია.
საათს რომ დავხედე,დრო ჯერკიდევ მქონდა,ამიტომ,რაჭული იუმორისა და,ჭორების გაცვლის თანხლებით,თმებსაც მივხედე და სალონთან ომლოდინე ნოეს კმაყოფილ გამოხედვასაც თავაწეული შევხვდი.
-ლამაზი ხარ,მაშიკო.-თვალს მიკრავს და სახლში ჩქარი სვლით მივდივართ.
ჩემს მოწესრიგებასა და,მსუბუქი მაკიაჟის გაკეთებას კიდევ ერთ საათს ვანდომებ და,
ექვსის დაწყებამდე,ჩემს ანარეკლს კიდევ ერთხელ ვავლებ თვალს.
იდეალურობას მხოლოდ გიფსი უშლის ხელს,თუმცა,ამასაც ისე მივეჩვიე,დიდად დისკომფორტს არ მიქმნიდა.
ოთახიდან როვორც კი გავდივარ,ნოეს გაბრწყინებულ თვალებს ვაწყდები.
თვალებში ვარსკვლავები უციმციმებს და სახეზე ისეთი ღიმილიაქ,მისი განწყობა მეც მედება.
-მაშო,ეს რა გიქნია?!-მიახლოვდება და შემფასებლურად მათვალიერებს.-გინდა დღეს ყველამ
მხოლოდ შენ გიყუროს?!-წარბებს ალმაცერად ათამაშებს და ლოყაზე ფრთხილად მკოცნის.-საოცრად გამოიყურები.-მის ღიმილს მჩუქნის და გზას,ქორწილისკენ,ვადგებით.
იგივე გზას რომ ვადგებით,მიკვირს.
განცდებით იგივეა,ოდნაც უფრო მძაფრი.
კანკალს როგორღაც ვიკავებ,არ მინდა ნოემ იგრძნოს ჩემი სისუსტე და თავდაჯერებულობა მოაკლდეს.
ისედაც აშკარა შევამჩნევი მისი ხასიათის ცვლილებები.
იგივე ეზო ამჯერად უფრო პომპეზურად იყო მოწყობლი.
მრგვალ მაგიდებს მთელი ეზო დაეკვებიდნ და სიმწვანეში ნამდვილად ესთეტიურ სიამოვნებას ტოვებდა.
რომარა შექმნილი სიტუაცია,გარემოთი ნამდვილად ვისიამოვნებდი.
თუმცა,ამას ხელი არ შეუშლია,ნოესთან ერთად ჩვენი გარემო მოგვეწყო.
მიუხედავად ამისა,გული მაინც ცუდს მიგრძნობდა და ამ განცდას ვერ ვბლოკავდი.
ნოეს მეგობრებს ბუნებრივად მალევე შევერიეთ და ჩვენი ხუთი თუ ექვსკაციანი თავყრილობა სასიამოვნო ნოტებში გადაიზარდა.
ამ ყველაფერს, ნოეს წელზე მსუბუქად შემოხვეული ხელიც მიმძაფრებდა.
-ყველასგან გამოირჩევი!-წუთებში კომპლიმენტებით მიბრუნდებოდა და ღიმილს მჩუქნიდა.
მისი თვალებიდან წამოსული სითბო მთელ სხეულზე მედებოდა და გრილ გარემოში მათბობდა.
ჩვენი მისვლიდან,რამოდენიმე წუთში,ნოეს განწყობის ცვლილება მატივად ვიგრძენი..
წელზე შწმოხვეული ხელი საგრძნობლად დაეძაბა და სუნთქვაც გაუხშირდა.
მის მზერას რომ გავაყოლე თვალი, ხელში ირონიულად მოღიმარი ნატო შემრჩა,თეთრ სადა კაბაში გამოწყობილი.
ამაყი სახით სტუმრებს ესალმებოდა და მედიდური მიმოხვრით ყველას ყურადღებას იბყრობდა.
გამაცივა.
უსიამოდ გამაკანკალა და თვალი მწარედ ავარიდე.
ისე ცუდად მოქმედებდა მისი გამოხედვა,გულის რევის შეგრძნება მიჩნდებოდა.
ნოეს რომ გავხედე,სახეზე ფერი თითქმის დაკარგოდა.
ძარღვები დაბერვოდა და ყელში მომდგარ სიტყვებს სიმწრით აკავებდა.
მიუხედავად იმისა, რომ მისი თითქმის მესმოდა,გული უღმერთოდ ჩამწყდა.
რაცარუნდა ყოფილიყო,როფორი აღფრთოვანებულიც არუნდა ყოფილიყო ნოე ჩემით,მის თვალში ნატოს სულ სხვა ეშხი ჰქონდა და ამას ვერსად გავექცეოდი.
იმედგაცრუების შესაკავებლად ჩვენს მაგიდას მოვშორდი და,შედარებით მყუდრო,ბნელ კუთხეს შევაფარე თავი..
მთლიანად მაკანკალებდა და ემოციებს ვერ ვიკავებდი.
თავი ასე დამსხვრეულად დიდი ხანია არ მიგრძვნია და ეს ყველაფერი ერთადერთი მზერის გამო..
მზერის,რომელშიც ყველაფერი ჩანდა..
იქ ვეღარ გავჩერდებოდი,ეზო რომ გავიარე,ნოე ისევ იქ იდგა და იგივე მზერით ადევნებდა თვალს მის ყოველ მიმიკას.
არც კი შეუმჩნევია ჩემი წასვლა და,მარტოობა.
როგორ მოვითმინე არ ვიცი,მანქანაში როგორც კი ჩავჯექი,ცრემლები ნიაღვარივით წამოვიდა და,მთელი გზა ვერც შევაჩერე.
ვერ აღვწერ როფორ ვმართავდი ერთი ხელით საჭეს,რისხვას ისე მოვეცვი, გზასაც ძლივს მივიკვლევდი.
როგორც კი მივედი,
ეზოსთან ავტომობილი დაუდევრად გავაჩერე და სირბილით ავიარე კიბე.
სიმწრისგან ყველაფერს ერთად მოვუყარე თავი და ტანზე შემოხვეული კაბა ერთიანად გადავიძვრე.
გაჭირვებით ჩავიცვი სპორტული ფეხსაცმელი და სამოგზაურო ჩანთა ძლივს ავზიდე.
-მაშო!-ზუსტად იმ წამს გავიგონე მისი ხმა,ოთახიდან რომ გავდიოდი.
სხვა ფორმაში რომ დამინახა,ღამის მკრთალ შუქზეც კი შევამჩნიე,როგორ შეეცვალა სახე.
-როდის შეამჩნიე ჩემი წასვლა ნოე,ნატო რომ მოშორდა შენი ხედვის არეს?!-მწარედ ჩამეცინა და წინ ასვეტილს მხარი ავუქციე.
სანამ გავცილდებოდი,მარჯვენა მკლავით დამიჭირა და შემაჩერა.
-რას ითხოვ მაშო ჩემგან?! -ხმაში იმდენი რამე დავიჭირე,კონკრეტულზე ვერ გავამახვილე ყურადღება.
მისმა კითხვამ გონება საბოლოოდ მომისპო და გაკვირვებისგან მის თვალებსაც ავარიდე მზერა.
-როგორც ჩანს,არასწორად შევაფასე მოვლენები ნოე,რას უნდა ვითხოვდე შენგან?!-იმდენი ირონია დაეკიდა ჰაერს,სუნთქვა გამიჭირდა.
-მაშო,არმესმის..-ტემბრი შეეცვალა და მკლავზე მოჭერილი ხელი შემიშვა.თითქოს,გატყდა..წინააღმდეგობაც კი ვერ გამიწია.
ამან უფრო გამაცოფა.
-ელემენტარული პატივისცემაც კი არ გამოიჩინე ნოე ჩემს მიმართ,რა არ გესმის?!
როგორ არ გესმის რომ მის თვალში ჩალის ფასად მაქციე?!
როგორ ვერ ხვდები,რომ შენმა თვალებმა ყველაფერი თქვა?!
ყველამ კარგად დაინახა ნოე ყველაფერი.
შემდგარი პიროვნება გინდოდა?!
ვერ გამოდექი-შანსი გქონდა,იქ ვიყავი,მაგრამ,ზუსტად ერთ წამში გაყიდე ყველაფერი.
ზუატად ერთმა მისმა გამიხედვამ და ნაბიჯმა დაგავიწყა ჩემი იქყოფნა ნოე.
რა არ გესმის?!
ნუთუ შენი გულის ცემა არ გესმოდა ?!
-იმედგაცრუებისგან ვერცერთ მიმიკას ვეღარ ვაკონტროლებდი.
მისი ჩახრილი თავი ყველაფერს მიორმაგებდა და გულს საშინლად მტკენდა.
-მაშო, არ ხარ სწორი..-ხმაში სიმკაცრე გაუკრთა.ჩემკენ წამოვიდა და უკანსვლით ხის მოაჯირს ავეყუდე.
მის არეალში ისე მომაქცია,გასაქცევი მომიჭრა.
-რა,ახლა მაკოცებ და შენი აზრით მორჩა?! მერეისევ მას დაინახავ და მაშიკოც წამებში გაქრება.-ირონია დავიბრუნე,თუმცა მისი ორგანიზმიდან წამოსული სიმხურვალე უკვე მრევდა.
-ახლა მხოლოდ იმიტომ გაკოცებ,რომ სხვანაირად არ ჩუმდები. მერე წყნარად დავსხდებით და დღევანდელ მომხდარს ისტერიკების გარეშე გავარჩევთ,კარგი მაშიკო?!-მისი ღიმილით მიღიმის და ისე მეწაფება,სუნთქვას მიკრავს.
წინააღმდეგობას ვუწევ,მაგრამ, მისი ძლიერი მკლავები ადგილზე მაკავებს და წინააღმდეგობას მიხშობს.
-არ ხარ სწორი ნოე!-როგორც კი მცილდება,ამღვრეულ თვალებს ვაბყრობ და ვცდილობ,გული დავიმშვიდო..
-როგორცსჩანს დღეს არცერთი არ ვართ სწორი!-თვალს მიკრავს,ერთი ნაბიჯით მცილდება და მოაჯირზე ისე ჯდება,მეშინია.
-ყველაფერი ზუსტად რომ აგიხსნა,მინდა მომისმინო და , გული არ გეტკინოს..
ეს არარის უკონტროლო თავის მართლება..-მიყურებს და,თვალებიდან ზუსტად ის სჩანს,რააც სიტყვიერად ამბობს.-მაშო,ჩემთვის შენ უცხო რომ იყო,არც წამოვიდოდი..
შენი აზრით,იმ დღეს,აქ რომ ამოგიყვანე,შენს მიმართ რამე მქონდა დაგეგმილი?!
როგორ ფიქრობ,მზად ვიყავი,რომ სრულიად უცხო ადამიანი გულამდე მიმეშვა და ყველაფერი დაენახა?!
რა გგონია,ადვილი იყო ექვსი წლის მერე,გრძნობით მეკოცნა გოგოსთვის,რომელიც დღეებია ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა?!
-კითხვებით სავსე მზერას მაბყრობდა და,ღერს ღერზე ისე ეწეოდა,არ ისვენებდა.
დადუმებული ხმოლოდ მას ვუყურებდი და გონება უამრავი ფიქრებისგან მეწვოდა.
თითქმის ვხვდებოდი,რასაც ლაპარაკობდა მისი გადმოსახედიდან სწორი იყო,მაგრამ,გული მაინც ნატკენი მქონდა..
-შენ ვერც წარმოიდგენ ეს დღე რა რთული იყო და ამაზე ლაპარაკი,მითუმეტეს ახლა,შენთან ნამდვილად არ მინდა.
ამას ღიად განვიხილავდი მაშინ,აქ რომ არაფერი ყოფილიყო.-გულზე ხელს იდებს და თვალს არ მაცილებს.-მაგრამ,არის რაღაცები და,ამიტომ არ დავიწყებ იმის განხილვას,თეთრკაბაში ჩაცმული,ჩემი მთელი ცხოვრების სიყვარული როგორი დასანახი იყო.
უნდა გესმოდეს,რომ იმ წამს,იმ რამოდენიმე წუთის უფლება მქონდა.
დრო რომ მოგეცა,რომ არ წამოსულიყავი,ახლა გული ნაკლებად ნატკენი გექნებოდა და იმის შეხსენებაც არ მომიწევდა შენთვის,რომ ის ქალი მიყვარდა.
მიყვარდაა მაშო,და გეფიცები,ამ და-ს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის..-წუთით ჩერდებ,ა ახალ ღერს უკიდებს ,ანთებულ თამბაქოს მაძლევს და ღრმად მიყურებს ამღვრეულ თვალებში.-იმ წუთების უფლება უნდა მომცე მაშიკო და მაპატიო,სხვანაირად,რაც აქ ისახება,ვერ გაგრძლდება...-მრავალმნიშვნელოვნად მიყირებს და ჩემგან პასუხს ელის.
არ ვიცი რა ვუპასუხო..
საკუთარ თავში დარწმუნებული ვერ ვარ და , კრიტიკულ სიტუაციებში გადაწყვეტილებების მიღება ყოველთვის მიჭირს ხოლმე.
ისედაც უსაშველოდ მერყევი ვარ, ისედაც ვერასდროს ვიღებ ისეთ გადაწყვეტილებებს,მერე რომ ამართლებდეს.
მეშინია..
მთელ სხეულში ისე შემოიჭრა შიში,ყველა კუთხე მოიცვა და ყველა ფიქრი თავდაყირა დამიყენა.
ნოე დიდხანს მიყურებდა ჩუმად მდგომს.
ძალიან დიდხანს უყურებდა თვალებს,რომელშიც ვერაფერს კითხულობდა.
არც მინდა ვიფიქრო,ჩემი ჭოჭმანი როგორ ტკენდა გულს..
არ ვიცი,ზუსტად რამდენი წუთი თუ საათი ვიდექი გაუძრევლად,
რამდენი ხანი ვებრძოდი გულში ძალიან ბევრ გრძნობას..
მერე,ნოემ,ზუსტად ის გააკეთა,რასაც ჩემში უყურებდა...
იცოდა,ეს მე რომ გამეკეთებინა,საკუთარ თავს არ ვაპატიებდი და,თვითგვემა ამარიდა.
მომიახლოვდა,ჩახრილი თავი ამაწევინა და ღიმილით ჩამაცქერდა,სევდიანი თვალებით.
-დრო გვჭირდება მაშიკო,ყველაფერი ისე მოულოდნელად,ისე ადრიანად,ისე არარეალურად მოხდა,ამის გასააზრებლად,დასაჯერებლად და,სწორ აზრამდე მისასვლელად დრო გვჭირდება მე და შენ.ხომ სწორია?!-იმედიანად მიყურებს და იმდენ სითბოს მინაწილებს მზერიდან,ცრემლებად ვიღვრები.
მეთმობა და თან ვერც,
ღაწვებს ხელის ზურგით მიშრობს და ნამიათ თვალებს მიკოცნის..მთელ ტანში სიცივის და სითბოს ტალღები მივლის..
-ჩვენ ყველა ეტაპს გადავახტით მაშიკო და ამიტომ ვერ ვდგებით ერთ გზაზე...- ფრთხილად მხვევს ხელებს მხრებზე და მკერდზე მიკრავს..
მინდა მთლიანად შევისრუტო მისი სუნამოს არომატი,რომ არასდროს გამომელიოს..
მინდა იმდენად ძლიერი ვიყო,რომ ყველაფერი დავიწყოთ და ეს დასამშიდობებელი სიტყვები სამუდამოდ გავაქრო.
მინდა ვინმე მყავდეს გვერდით,რომ მითხრას,არასწორი ვარ..
მინდა,მაგრამ,ვერ...
-ხომ გამიშვებ ნოე?!-ძლივს ამოვიღე ხმა..
არ მეთმობოდა..
მთელი სხეულით არ მეთმობოდა,თუმცა,რაღაც წამებში,მაინც ვგრძნობდი ჩემი ქმედების სიმართლეს.
-მხოლოდ იმ პირობით მაშიკო,რომ დამიბრუნდები!
მძიმედ,ძალიან მძიმედ ეკიდება რაჭის სუფთა ჰაერს მისი სევდიანი სიტყვები..
გონებაში ისე მწარედ ვიბეჭდავ მის ხაავსისფერ თვალებს,რომ ვიცი,არასდროს დამავიწყდება..
გარემო თითქოს ჩვენს ენერგიას ერგება,
მოქუფრულ,ნაცრისფერ ცაზე უსწორმასწორო ელვა მობუბუნე მთებს წამიერად ანათებს..
თვალისმომჭრელ შუქზე თითქოს მთის წვერზე წამოწყებულ ირაოს ვამჩნევ,მაგრამ,
ვზვდები,რომ სასოწარკვეთილი ზმანება უფროა,ვიდრე,უფლის სასწაული.
ღამის დღესთან ჭიდილში,ისე გავიფანტეთ,
დიდხანს,ძალიან დიდხანს ვეღარ შევიკარით..
მერე,აისი შემოიჭრა,თუმცა,ჩვენ უკვე ძალიან შორს,
უსასრულიბაში,
ელვასა და,კუნაპეტ შავში ვიყავით ჩაკარგული..
____
შავი,გრძელი,ტალღოვანი თმა..
მუქი ჭაობისფერი ირისები..
საფეთქელთან მკრთალი ხალი..
ღიმილი..
ჩახუტება..
საუბრები..
კოცნა...
შავი,გრძელი...
ერთ წრეზე,
შეუჩერებლად,
ნულოვანი სხვაობით,
ყოველდღე ერთიდა იგივე და,ეს იმაზე გაუსაძლისი აღმოჩნდა,ვიდრე ველოდი..
წარმოუდგენლად მტკივა მთელ სხეულში ყოველი ნაწილი,
აბსოლუტურად ყველა წუთი და ის მცირე რაოდენობის დღე,რაც მის დასამახსოვრებლად მეყო..
გული სუსტად,თითქოს ვერც ფეთქავს..
ისეთ მონატრებას განვიცდი,რომ ვერ მეგონა,თუ არსებობდა ამაზე მეტი.
სამყაროს ერთი დასალიერიდან გამოწოვილ ტკივილებს მთელ სულზე ნაკაწრებად ვგრძნობდი და სისხლად მომდინარე მოგონებები ძალიან ღრმა,
მტკივნეულ ნაკვალებებს მიტოვებდა.
არარსებობს არცერთ რეალიბაში იმაზე ტრაგიკული განცდასულისთვის-ვიდრე მონატრება და დანაკლისის განცდა.
მთელ სხეულში მისი ყოველი შეხება ლავასავით მოდიოდა და გულთან დიდ,ღრმა,მწველ ლაქას ტოვებდა.
მენატრებოდა..
მთელი არსებით განვიცდიდი უსაზღვრო მიჯაჭვულობას,მაგრამ,ვერც საკუთარ თავს ვადანაშაულებდი..
ვერ ვაჯერებდი თავს,რომ არასწორად გადავდგით ნაბიჯები და,
ვერც იმ კვირას ვნანობ,თავისი არარეალური მოვლენებით.
ის რაც რაჭაში მოხდა,პატარა ზღაპარის უმნიშვნელო თავი იყო..
თუმცა,გულში,ძალიან ღრმად,მაინც მინდოდა,რომმასაც იგივე ეგრძნო...
მიუხედავად იმისა,რომ სხვა უყვარდა.
მიუხედავად იმისა,შეიძლება ყველაფერი ნეიტრალურად აღექვა მას..
მაინც,მთელი არსებით მინდოდა,ეგოისტურად,რომ
მასაც მოვნატრებოდი.
მასაც დავკლებოდი,
თუნდაც,ფიქრში,ძალიან ბევრჯერ შეხებოდა ჩემს ტუჩებს...
____
-არ მომწონხარ მაშ.-სამი თვე იყო ყველაფრიდან გასული.
არცერთი წამით არ მისაუბრია არავისთან მომხდარზე....
ეს იმდენადპირადული,ჩემი და მხოლოდ ნოესი იყო,ლილესაც კი ვერაფერი ვუთხარი,სექტემბრის პირველში რომ დაბრუნდნენ.
მოკლედ მოვუჭეერი,რომ ყველაფერმა ჩვეულებრივად ჩაიარა და,
ალბათ,ხვდებოდა,ამაზე საერთოდ საუბარიც რომარ მინდოდა..
ახლაც,ნოემბერი იწურებოდა..
გარეთ საშინლად წვიმდა და,
მე ჯერკიდევ წვიმიანი რაჭის მიწის სუნი მეგონა ირგვლივ.
აივანზე ვისხედით,ცხელი ყავით და,ღამის პირველი იწყებოდა.
არც ახლა შემეძლო საუბარი და ალბათ,ვერც ვერასდროს მოვნახავდი საკუთარ თავში ძალას...
ჩემს განწყობას ლილეც ადვილად კითხულობდა და,საუბარიც აღარ გაუგრძელებია..
ისეგადავათენეთ,ის ფინჯანი,ცივი ყავით,გათენებამდე ხელში მეკავა..
აივნიდან გადაშლილ წვიმიან ხედს,რაჭის ნისლიანი პეიზაჟები ცვლიდა და ისეთ განცდას მიტოვებდა,თითქოს რაღაც მშობლიური მაკლდა..
ალიონი იცრიცებოდა,წვიმამ სახე რომ იცვალა და,ნამები შემოგვიშხეფა აივანზე.
გულშიისე მწარედ მინდოდა,იგივე განმეცადა,რაც მაშინ,სულის გაწმენდისას,რომ თვალები ძლიერად დავხუჭე და ჯებირებს გადმომცდარი ცრემლები მუჭით მივიმშრალე.
-მაშო..-ლილეს ხმა შორიდან მეძახდა,ვგრძნობდი მის ჩახუტებასაც და მხრებზე ძლიერად მიხვეულ მკლავებს..
-გთხოვ,ნოე!-ჩახლეჩილი ხმით ვიღაც გამალებით ყვიროდა ჩემთან ახლოს და ვერ გამეგო,რას ითხოვდა ან,რატომ ნოეს...
გული ამოსკდომას მქონდა..
მთელი ნაგროვები ცრემლები ერთიანადმოდიოდა და გულთან დიდ,ღრმა,მორაკრაკე წყაროს ქმნიდა.
მტკიოდა..
ჩემი სისუსე დაის,რომ გამბედაობა,თვითკონტროლი,თავდაჯერებულობა არასდროს მქონია..
მტკიოდა ის ჩემი სათქმელი სიტყვებიც ნოემ რომ თქვა..
მტკიოდა,რომ შემეძლო იქ ,მაშინ,მასთან დარჩენილიყავი და ისე არაორდინალურად გაგვეგრძელებინა,როგორც დავიწყეთ..
უსაშველოდ,
უღმერთოდ,
ყველაზე ღრმად მტკიოდა ის,რომ იმის გამბედაობაც არ მქონდა,მასთან ახლა მივსულიყავი.
-მაშ,ცისარტყელა!-ლილეს ხმამ ისე მოულოდნელად ამომიყვანა ფსკერიდან,წამით ვერ გავიაზრე რეალობა...
გაოგნებულმა თავი ხელებიდან ამოვწიე და ,
ციდან ცამდე,
ლაჟვარდებში ამოსულ კამკამა სიფერადეს თვალი ვერ მოვაცილე.
-ეს ცისარტყელა არარის ლი,ეს ირაოა! -ძლის ამოვთქვი..
მთელ სხეულში ისე შემოიჭრა უამრავი ფერი,სულის ყველა ნაწილაკი გამიერთიანა.
აღარც კი დავყოვნებულვარ,
გაოცებულ,სევდიან ლილეს მხოლოდ ერთხე გავხედე მადლიერი თვალებით და წამოვედი...
დეკემბრის პირველში..
სამი თვის მერე..
წრიული მოძრაობით..
გზას დავადექი,ისე,რომ არც არაფერი მქონდა თან ნახევრამდე დამჯდარიტელეფონის და,ერთი სიყვარულის გარდა...
მთელი დღე,ნაწყვეტ-ნაწყვეტ,
ნაწილ-ნაწილ,
სევდა-სევდით,
სიტყვა-სიტყვით ძლივს დავფარე მანძილი რაჭამდე...
ვერ გეტყვით რატომ მაინცდამაინც იქ..
ვერც იმას გეტყვით,გონებაში რა მიტრიალებდა..
საერთოდ არ ვფიქრობდი,
არც იმაზე მიფიქრია,რომ შეიძლებოდა იქ საერთოდ არ ყოფილიყო,
არც იმაზე,რომ შეიძლება მას გაეგრძელებინა ...
რატომღაც მხოლოდის მინდოდა,
იქამდე მივსულიყავი...
___
შუაღამე შემოდიოდა,
ნაცნობ სახლს ფეხით რომ მივადექი...
ირგვლივ ისეთი სიჩუმე იყო,მხოლოდ საკუთარი გულის ცემა მესმოდა..
სახლს სულიერის არანაირი კვაი არ ჰქონდა...
გული ჩამწყდა..
სადღაც იმედი მაინც მქონდა,რომ აქ,აივანზე დამხვდებოდა..
მაგრამ,არა...
ირონიამისე დამცინა,გავმწარდი.
მეტკინა..
იმდენად მეტკინა,რომ რამოდენიმე საფეხურიც ვერ ავიარე დიდი ხანი...
ჩვენს სარწეველა,ხის სავარძელს რომ მივაღწიე,უკვე უკუნითს მოეცვა ყველაფერი.
ირგვლივ ისეთი სიშავე იყო,საკუთარ ხლსაც კი ვეე ვხედავდი..
არადა მენატრებოდა,
არადა უღმერთოდ მინდოდა წინ მთები დამენახა.
ველოდე..
მთელი საათები უძრავად ვიჯექი და მხოლოდიმას ველოდებოდი,
როდის გაიმარჯვებდა დღე ღამეზე,რომ
გულის სიმშვიდე მომეპოვებინა..
-იწყება...-სუსტად ჩამეღიმა,დღემ
რომ შიშით შემოდგა მაცოცზლებელი ფეხი...
თვალი წამითაც არ მმიშორებია გარდამტეხი წამებისთვის.
მზერა ისე მქონდა გაყინული ერთი წერტილისთვის,რომ ვერც იმას ვხედავდი,როგორ აღარ ვიყავი აივანზე მარტო..
მთელ სხეულში ისეთი ქაოსი ტრიალებდა,
წამითაც ვერ მოვწყდი,რომ გვერდიდან წამოსული ენერგიის წყარო მეპოვნა...
მანამ ვერ გამოვედი ტრანსიდან,სანამ ჯეროვნად არ ინათა და,სასურველ ხედს არ შევეზარდე...
მერე..
დავინახე!
შავი,ტალღოვანი,გრძელი,ჩემი ხვეულები.
ხასხასა მობიბინე მინდვრის ფერი უძირო,თბილად მომზირალი სფეროები..
პატარა,შეუმჩნეველი ხალი საფეთქელზე და,
პიროვნება-ჩემი..
ჩემი ნოე..
მიყურებდა..
სევდიანად და,ამავდროულად,მთელი სიტკბო ეღვრებოდა მზერიდან..
სახეს ღიმილი ისე უფარავდა,თვალი წამითაც ვერ მოვწყვიტე..
-გამარჯობა,მე -ნოე,თქვენ ალბათ-მაშო უნდა იყოთ,საბედიაწერო ქალი ჩემი ონებებიდან.-მისმა ხმამ ისე გაიჟღერა,სიმსუბუქე მომედო და ,შვებით ამოვისუნთქე.
მეცნობოდა..
სულ თავიდან,იქ,სადაც,არ დაგვიწყია,
ახალ საწყისს ქმნიდა ..
გამეღიმა...
სხეულში ძალიან დიდი,მძიმე და,მასიური ლოდი მომწყდა..
-სახელი გცოდნიათ,სხვა რა დავამატო?!
ნუში მიყვარს ყველაზე მეტად და,ცხოვრებაში იმდენი რამ მაქვს გამოვლილი,კარგი მწეერალი კარგ წიგნს დაწეერს.-მსუბუქად მეცინება და აწყლიანებულ თვალებს მის ხავსისფერ ირისებს ვაბყრობ.
თვალებში ღიმილებიაქ.
მასთან ერთად ბედნიერება და,უსაზღვრო მონატრება.
-ძალიან ახლოს რომ გიცნობდეთ,გაკოცებდით,
მაგრამ,რადგან პირველად შევხვდით ერთმანეთს,მხოლოდ იმის თქმა შემიძლია,რომ ძალიან,ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა!
______
მომენატრეთ..
გელით..
კრიტიკით და შეფასებებით..
შეიძლება არაა იაეთი,როგორიც უნდაიყოსმაგრან ნოე ძალიან შეიყვარდა,
რაღაცნაირად,ჩემი ადამიანია,ასე მგონია...
ბევრი დეტალის დამატება შეიძლებოდა,მაგრამ,ამათ,ასე მოუხდათ,ვფიქროვ...
მარიამ,ესეც შენია!
ამის მომდევნოც შენიიქნება!
თქვენი:ანასტასია



№1 სტუმარი ტაისა

შენ ყოველთვის ასეთი კარგი ხარ?
heart_eyes

 


№2  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ტაისა
შენ ყოველთვის ასეთი კარგი ხარ?
heart_eyes

ისე რა,ხანდახან :დ
მადლობა ❤️

 


№3  offline წევრი ნანა73

როგორი ემოციური იყო...
ეს დილა! სულ რამოდენიმე წუთი იმდენი განმაცდევინე, ისე ამაფორიაქე...
მაშოდ ვიქეცი.
სამყაროს ხედვა გამიმძაფრე ირაოს ყურებისას.
ის ორჭოფობა, დამცირება და უსუსურობა მაგრძნობინე ქორწილში როგორიც მაშოს.
ნოეს ტკივილი და იმ წუთების უფლება, რომელიც ქონდა.
სურვილი და დაბრუნების იმედი.
გაჩერებული დრო თვეების განმავლობაში,
დამახსოვრებული სურნელის და შეხების თავიდან და თავიდან განცდა.
გადაწყვეტილების მიღება და დაბრუნება.
დასაწყისის შეგრძნება, ბედნიერი მომავალი...
არ მეყო, მაგრამ გადამავსე ემოციებით!
მადლობა!!!
❤️❤️❤️

 


№4  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ნანა73
როგორი ემოციური იყო...
ეს დილა! სულ რამოდენიმე წუთი იმდენი განმაცდევინე, ისე ამაფორიაქე...
მაშოდ ვიქეცი.
სამყაროს ხედვა გამიმძაფრე ირაოს ყურებისას.
ის ორჭოფობა, დამცირება და უსუსურობა მაგრძნობინე ქორწილში როგორიც მაშოს.
ნოეს ტკივილი და იმ წუთების უფლება, რომელიც ქონდა.
სურვილი და დაბრუნების იმედი.
გაჩერებული დრო თვეების განმავლობაში,
დამახსოვრებული სურნელის და შეხების თავიდან და თავიდან განცდა.
გადაწყვეტილების მიღება და დაბრუნება.
დასაწყისის შეგრძნება, ბედნიერი მომავალი...
არ მეყო, მაგრამ გადამავსე ემოციებით!
მადლობა!!!
❤️❤️❤️

ყველაზე დიდი კომპლიმენტი ჩემთვის ზუსტად ესაა,რომ ემოცია,რასაც წეერისას მე განვიცდი,თქვენამდე მოდის და გესმით ❤️❤️❤️
უზომოდ მიხარია,მადლობა ❤️❤️❤️
გაიხარეთ ❤️❤️

 


№5  offline წევრი ნანა73

tasusuna
ნანა73
როგორი ემოციური იყო...
ეს დილა! სულ რამოდენიმე წუთი იმდენი განმაცდევინე, ისე ამაფორიაქე...
მაშოდ ვიქეცი.
სამყაროს ხედვა გამიმძაფრე ირაოს ყურებისას.
ის ორჭოფობა, დამცირება და უსუსურობა მაგრძნობინე ქორწილში როგორიც მაშოს.
ნოეს ტკივილი და იმ წუთების უფლება, რომელიც ქონდა.
სურვილი და დაბრუნების იმედი.
გაჩერებული დრო თვეების განმავლობაში,
დამახსოვრებული სურნელის და შეხების თავიდან და თავიდან განცდა.
გადაწყვეტილების მიღება და დაბრუნება.
დასაწყისის შეგრძნება, ბედნიერი მომავალი...
არ მეყო, მაგრამ გადამავსე ემოციებით!
მადლობა!!!
❤️❤️❤️

ყველაზე დიდი კომპლიმენტი ჩემთვის ზუსტად ესაა,რომ ემოცია,რასაც წეერისას მე განვიცდი,თქვენამდე მოდის და გესმით ❤️❤️❤️
უზომოდ მიხარია,მადლობა ❤️❤️❤️
გაიხარეთ ❤️❤️

მინდა ბევრი შენნაირი იყოს! ❤️
❤️❤️❤️
დიდი ხნით ნუ უჩინარდები...
❤️❤️❤️

 


№6  offline წევრი ვიპნი

აუ რაღაცნაირი იყო ,თბილი და გულშიჩამწვდომი.ცოტა შემეცოდა ბატონი ნოე ,მაშო რომ გამოიქცა და იქ სალაპარაკოდ რო დატოვა ეს თემა.თუმცა მაინც მიხარია რომ ბოლოს ყველაფერი ასე დაგვირგვინდა.
რაჭაში წასვლა ოცნებად მაქვს და კიდევ უფრო მომანდომე .
წარმატებებიი ❣️❣️❣️

 


№7  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ვიპნი
აუ რაღაცნაირი იყო ,თბილი და გულშიჩამწვდომი.ცოტა შემეცოდა ბატონი ნოე ,მაშო რომ გამოიქცა და იქ სალაპარაკოდ რო დატოვა ეს თემა.თუმცა მაინც მიხარია რომ ბოლოს ყველაფერი ასე დაგვირგვინდა.
რაჭაში წასვლა ოცნებად მაქვს და კიდევ უფრო მომანდომე .
წარმატებებიი ❣️❣️❣️

ის საუბარი ნოემ აიღო მის თავზე,მე მაგიტომ მომწონს ❤️❤️
რაჭაში აუცილებლად წახვალ!
საოცრებაა,გულწრფელად ❤️❤️მადლობა,გამახარე ????

 


№8  offline მოდერი ენქეი

ძალიააან კარგი იყოო heart_eyes

 


№9  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ენქეი
ძალიააან კარგი იყოო heart_eyes

ძალიან დიდი მადლობა ❤️❤️

 


№10  offline წევრი Tskrialashvili Mariami

არავინ ,არავინ არ არის ხოლმე და ზუსტად მაშინ გამოჩნდები შენი ისტორიით ,
ზუსტად მაშინ ანათებ ირგვლივ ყველაფერს, როდესაც
სიბნელეა.
თითქოსდა არ გამოჩნდება არავინ და არაფერი , რომელსაც შეუძლია ეს სიბნელე გააქროს ,
მაგრამ
არა მასე არ არის, რადგან არ აძლევ ამ სიბნელეს დიდხანს იყოს ჩემთან ,
ისე გააქრება თითქოს არც ყოფილა.
ნუ როგორ თუ არ გაქრება მაშინ როდესაც შენ გამოჩნდები ^_^ ♡

როგორ ძალიან მიყვარს შენი გადმოცემული სიყვარული იცი??!
"ძალიან, უსაშველოდ უღმერთოდ ანასტასია!!" :*
ხო ასე სიყვარულზე შეყვარებულს უფრო მეტად მაყვარებ ამ დიდებულ გრძნობას ^_^
შენი პერსონაჟების ასეთი მოულოდნელი ემოციებით, გრძნობებით მთელი სიყვარულით სავსე სიყვარული, რომელიც ყველფრის მთქმელია!!
:*

ბოლო მინაწერმა რაღაც სხვა განზომილების ბედნიერება მომანიჭა ^_^ :*

ანასტასია
დიდი სიამოვნებით ვიხილავდი შენს ისტორიებს წიგნად!
და რა თქმა უნდა ვიქონიებდი,
პირველ გვერძე შენი ავტოგრაფითურთ! ^_^
♡♡♡♡♡

 


№11  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Tskrialashvili Mariami
არავინ ,არავინ არ არის ხოლმე და ზუსტად მაშინ გამოჩნდები შენი ისტორიით ,
ზუსტად მაშინ ანათებ ირგვლივ ყველაფერს, როდესაც
სიბნელეა.
თითქოსდა არ გამოჩნდება არავინ და არაფერი , რომელსაც შეუძლია ეს სიბნელე გააქროს ,
მაგრამ
არა მასე არ არის, რადგან არ აძლევ ამ სიბნელეს დიდხანს იყოს ჩემთან ,
ისე გააქრება თითქოს არც ყოფილა.
ნუ როგორ თუ არ გაქრება მაშინ როდესაც შენ გამოჩნდები ^_^ ♡

როგორ ძალიან მიყვარს შენი გადმოცემული სიყვარული იცი??!
"ძალიან, უსაშველოდ უღმერთოდ ანასტასია!!" :*
ხო ასე სიყვარულზე შეყვარებულს უფრო მეტად მაყვარებ ამ დიდებულ გრძნობას ^_^
შენი პერსონაჟების ასეთი მოულოდნელი ემოციებით, გრძნობებით მთელი სიყვარულით სავსე სიყვარული, რომელიც ყველფრის მთქმელია!!
:*

ბოლო მინაწერმა რაღაც სხვა განზომილების ბედნიერება მომანიჭა ^_^ :*

ანასტასია
დიდი სიამოვნებით ვიხილავდი შენს ისტორიებს წიგნად!
და რა თქმა უნდა ვიქონიებდი,
პირველ გვერძე შენი ავტოგრაფითურთ! ^_^
♡♡♡♡♡

შენ რომ დამაწყებინე ისევ წერა,ამიტომ იქნება ბოლოში ასეთი მინაწერები,მარიამ..
მცირე მადლობაა ცემგან,რომელაც იმსახურებ ❤️❤️❤️❤️მადლბ,რო არსებობ❤️❤️❤️შენ ის გოგო ხარ,ძალიან დიდი,წრფელი,აღმართოვანებელი სიყვარული რომ უნდა გამოცადოს და,სიცოცზლის ბოლო წამამდე ამით იცხოვროს ❤️❤️❤️

 


№12 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან თბილი და განსხვავებული ისტორია იყო,არაჩვეულებრივი ხარ,

 


№13  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი nancho
ძალიან თბილი და განსხვავებული ისტორია იყო,არაჩვეულებრივი ხარ,

არაჩვეუკებრივი მადლობა თქვენ ❤️❤️მახარებთ

 


№14 სტუმარი სტუმარი მარიამი

როგორი ეიოციური იყო. ძალიან ლამაზად წერთ მადლობა ამისთვის თქვენ❤️

 


№15  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი მარიამი
როგორი ეიოციური იყო. ძალიან ლამაზად წერთ მადლობა ამისთვის თქვენ❤️

პირიქით,მადლობა,რომ მოგეწონათ ❤️❤️❤️

 


№16 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან კარგი იყო მომეწონა ძალიან საინტერესოა წასაკითხი იყო განსხვავებული აზრით დაწერილი უსასრულოდ Dემეძლი წამეკითხა მადლობა წარმატებები ????????????????

ძალიან კარგი იყო მომეწონა ძალიან საინტერესოა წასაკითხი იყო კარგად განსხვავებული აზრით დაწერილი და უსასრულოდ შემეძლო წამეკითხა კარგი დასასრული ქონდა მადლობა წარმატებები????????????

 


№17  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი ნესტანი
ძალიან კარგი იყო მომეწონა ძალიან საინტერესოა წასაკითხი იყო განსხვავებული აზრით დაწერილი უსასრულოდ Dემეძლი წამეკითხა მადლობა წარმატებები ????????????????

ძალიან კარგი იყო მომეწონა ძალიან საინტერესოა წასაკითხი იყო კარგად განსხვავებული აზრით დაწერილი და უსასრულოდ შემეძლო წამეკითხა კარგი დასასრული ქონდა მადლობა წარმატებები????????????

გაიხარეთ ❤️❤️❤️ უდიდესი მადლობა თქვენ,შეფასებისთვის

 


№18  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ჟოზე
რავქნა,პირველივე აბზაცი უკვე მათბობს შენი ისტორიების ❤❤❤ არვიცი რატომ,მაგრამ უდიდესი სასიამოვნო მუხტით მავსებს.....
რათქმაუნდა ძალიან კარგი იყო,როგორც ყოველთვის ♥️♥️♥️

როგორ მიხარია რომ თქვენამდე მოდის, ვერ გადმოვცემ ❤️❤️❤️
როგორც ყველთვის,დიდი მადლობა შენ,რომ კითხუკობ ❤️❤️❤️❤️

 


№19  offline წევრი utsnobi

უსაყვარლესი, ემოციებით დახუნძლული, ამაღელვებელი, კიდევ რა ვთქვა რომ გამოვხატო ის რაც ამ ისტორიამ მაგრძნობინა, მოკლედ უმაგარესია.

 


№20  offline ახალბედა მწერალი tasusuna

utsnobi
უსაყვარლესი, ემოციებით დახუნძლული, ამაღელვებელი, კიდევ რა ვთქვა რომ გამოვხატო ის რაც ამ ისტორიამ მაგრძნობინა, მოკლედ უმაგარესია.

როგორ მიხარია ❤️❤️❤️
უდიდესი მადლობა ❤️❤️❤️❤️❤️

 


№21 სტუმარი ნა ნა

ძალიან მომეწონაააა,მადლობა❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent