შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულმა იცის (14 თავი)


15-06-2020, 20:39
ავტორი EllaTriss
ნანახია 2 779

მეორე დღეს ოთახში უნებართვოდ შემოჭრილმა მზის სხივებმა, თიკოს გაღვიძება აიძულეს. კვირა იყო, დღე როდესაც სამსახურისგან ისვენებდა, თუმცა ახლა ნამდვილად არ უნდოდა დასვენება და რამეზე ფიქრი. საწოლიდან სწრაფად წამოდგა, მოწესრიგდა და ის იყო გასვლას აპირებდა თამარის გაავებულ მზერას შეეჩეხა კართან
- საით ქალბატონო? გუშინაც გვიან დაბრუნდი _ სპორტულებში გამოწყობილი შვილი ინტერესით აათვალიერა და გზა გადაუღობა
- ნინისთან და პაპუნასთან უნდა წავიდე დიდიხანია არ ვყოფილვარ _ უემოციოდ უთხრა და მზერა აარიდა
- ჰოო?
- ჰო
- და გუშინ სად ბრძანდებოდი? _ წარბები შეკრა თამარმა
- ხომ გითხარი ნათიასთან _ კარებში მოხერხებულად გაძვრა, მაგრამ თამარმა თმაში ჩაავლო ხელი და დაიჭირა
- ააა დედა რასაკეთებ მეტკინაა
- აქ მოდი გოგო _ კედელზე ააყუდა და გაავებულმა ჩხუბი დაუწყო _ ვიცი რომ ნათიასთან არ ყოფილხარ, ვინმე გყავს და მალავ? თქვი.
- დედა არავინ არ მყავს საიდან მოიგონე ახლა ეს _ თიკომ უკმაყოფილოდ ამოიოხრა და ძლივს გამოექცა თამარს, კიბეები სწრაფად ჩამოირბინა და ავტობუსსაც მიუსწრო გაჩერებაზე. მთელი გზა უამრავი ხალხის აურზაურში მაინც მოახერხა რეალური სამყაროდან გამოთიშვა და ფიქრებში წავიდა, გონებაში გუშინდელი ღამე ამოუტივტივდა, მერე ის დღეები გაახსენდა ფსიქოლოგთან რომ იჯდა საათობით და მის საუბრის ნახევარიც კი არ ესმოდა. რა უსამართლოა ეს ცხოვრება, არავინ იცის როდის რას დაგმართებს, შენ კი ვალდებული ხარ გაუძლო რადგან ამ სამყაროს შვილი ხარ. მყარად უნდა იდგე, ყველა ქარიშხალსა და უსამართლობას ებრძოლო. იცხოვრო იმისდამიუხედავად რომ ეს არ გინდა. და ხალხი? არავინ იცის რას განიცდი და მაინც გეტყვიან რომ შენი ესმით. ცდილობენ დაგამშვიდონ მიუხედავად იმისა რომ ეს არავის შეუძლია. ძნელია ვინმეს აუხსნა ტკივილი, რომელსაც მთელი სხეულით განიცდი. ეს სულიერი ტკივილია, ის ჭრილობაა, რომელიც ასე მალე არ ხორცდება.. რამდენჯერ უფიქრია ლევანისთვის ეპატიებინა, მაგრამ არა, ვერა. არ არის ადვილი, დავიწყება იმ დღეებისა რომელმაც მთელი ცხოვრება გაუნადგურა.. თვალები დახუჭა და ეულად ჩამოგორებული ცრემლი სწრაფად მოიწმინდა.. ალბათ კიდევ დიდხანს გააგრძელებდა ფიქრს თუმცა ავტობუსს უკვე ბოლო გაჩერებამდე მიეღწია და ხალხისგან იცლებოდა. უკმაყოფილოდ ჩამოვიდა და ირგვლივ ყველაფერს თვალი მოავლო, ქუჩა არ ეცნობოდა..სინამდვილეში თვითონაც არ იცოდა სად მიდიოდა, უბრალოდ ყველაფრისგან შორს ყოფნა უნდოდა. იქ სადაც არავის იცნობდა და არავინ იცნობდა, რაც მეტ-ნაკლებად გამოუვიდა კიდეც
- ოჰ თიკო, მართლა ბავშვი ხარ რა _ ახლა საკუთარ თავს დაუწყო ლანძღვა, _ აქ რა ჯანდაბას ვაკეთებ ღმერთო, _ ის იყო წასვლა დააპირა ტელეფონის ზარმა შეაჩერა, ჩანთაში სწრაფად მოძებნა და მაშინვე უპასუხა
- გისმენ გიორგი
- გცალია თიკო? დღეს კვირაა, ვიფიქრე ერთად ხომარ გვესადილა. თან ვილაპარაკებდით ცოტას
- კარგი, რატომაც არა..სად მოვიდე _ იქვე ტაქსების გაჩერება დაინახა და სასწრაფოდ იქით გაიქცა
- შენ სად ხარ, გამოგივლი
- მე სად ვარ? _ კიდევ ერთხელ მოავლო ქუჩას თვალი _ არა იყოს მისამართი მითხარი და თვითონ მოვალ

***
- ვერ ვხვდები აქ რატომ ვარ, შენ თუ არ დაგიჯერა მე დამიჯერებს? _ ტელეფონზე ეწუწუნებოდა დათოს ანდრია
- მომისმინე, ახლა შეხვალ და ლევანს დაითანხმებ რომ გარეთ ვისადილოთ ერთად.
- და თუ არ დამთანხმდა რა გავაკეთო? _ შესასვლელი კარი ფრთხილად გააღო და ჩუმად შევიდა მისაღებში
- უნდა დაითანხმო. იცოდა მოგკლავ აქ მის გარეშე რომ გნახო.
ტელეფონი როგორც ყოველთვის პასუხის მოსმენის გარეშე გაუთიშა. ანდრიამ გაკვირვებულმა მოავლო მისაღებს თვალი, ასეთი არეული ცხოვრებაში არაფერი ენახა
- ღმერთო ეს რა არის, ადამიანის სამყოფელს საერთოდ არ ჰგავს _ იატაკზე მიმოფანტულ ბოთლებს შორს გზა ძლივს გაიკვლია და დივანზე ჩამოჯდა
- რა იყო რას წუწუნებ _ შეუმჩნევლად მიუახლოვდა ლევანი და თვითონაც მის გვერდით დაიკავა ადგილი
- ძმაო მე მეგონა გეძინა და შენი გაღვიძების გეგმებს ვადგენდი _ ინტერესით აათვალიერა მეგობარი
- არ მეძინა, ვერ მეძინა. წამალი არ დამილევია, მეგონა ისეც შევძლებდი დაძინებას მაგრამ არ გამოვიდა... _ ლევანმა ღრმად ამოიოხრა _ შენ როგორ შემოხვედი აქ?
- მე? დათომ მომცა გასაღები. _ ანდრია დივანზე გადაწვა და ღრმად ჩაისუნთქა _ მისმინე, წამო გარეთ ვისადილოთ რა, 2 თვეა სახლიდან არ გასულხარ, არ მოგწყინდა მაინც? თან..დამლაგებელს მაინც გამოვგზავნიდი აქ
- დაიწყე ხო დათოსავით ლაპარაკი
- დათო რაშუაშია, შენ ვერ ხვდები რო სანაგვეში ცხოვრობ? _ თვალები დაქაჩა ანდრიამ
-...
- წამო რა ძმაო, წავიდეთ
- არ მინდა ანდრია რაგავაკეთო არმინდა და _ წამოდგა და გასვლა დააპირა მაგრამ ანდრიაც ელვის სისწრაფით წამოხტა და წინ გადაეღობა
- ძმაო მომისმინე, ერთხელ მაინც დამეხმარე რომ დათოს დავუმტკიცო რაღაცის გაკეთება მეც შემიძლია, თვითონ ვერ დაგითანხმა და მე გამომიშვა, ახლა თუ იქ ერთად წავალთ მის თვალში ავმაღლდები ხომ გესმის? _ ბოლო სიტყვებზე ეშმაკურად აათამაშა წარბები
- სხვა რამე მოიფიქრე, მე შემეშვი
- ლევან კარგი რაა, ამ პატარა თხოვნაზე უარს მეუბნები? _ გამომცდელად შეხედა და რაც შეეძლო საწყლად შეხედა
-....
- გთხოვ ადამიანო, მაინცდამაინც მუხლებში ჩაგივარდე?... კარგი მაგასაც ვიზამ _ ის იყო დახრა დააპირა ლევანმა მაშინვე შეაჩერა
- კარგი, ჰო კარგი, არ გინდა ეგ. წამოვალ
- არის! _ სიხარულისგან სახე გაუბრწყინდა და მთელი ძალით ჩაეხუტა
- კარგი, მომშორდი, ნუ ბავშვობ. გამოვიცვლი და მოვალ _ უკმაყოფილო მზერით შეხედა და მეორე სართულისკენ აიღო გეზი.

***
30 წუთიანი მგზავრობის შემდეგ, როგორღაც მოახერხეს კაფემდე მისვლა. ლევანს საშინლად არ უნდოდა იქ ყოფნა, შიგნით რომ შევიდნენ წასვლის სურვილი უფრო გაუღრმავდა და ის იყო მიბრუნება დააპირა, ანდრიამ ჩაავლო ხელი
- სად მიდიხარ, დათო იქითაა _ მრგვალი მაგიდისკენ მიუთითა და დათოს ხელი აუწია, ლევანმაც ვეღარაფერი ქნა და ძალით გაჰყვა
- ყოჩაღ ანდრია, ძლივს არ დავინახე შენი გაკეთებული საქმე _ როგორც კი მივიდნენ ორივეს გადაეხვია დათო
- ასეა ძმაო ჩემი ფასი უნდა იცოდე _ მაშინვე შეიფერა ანდრიამ
- გეყოფა, ეგრევე თავში ნუ აგივარდა _ უკმაყოფილოდ შეუბღვირა და ახლა ლევანს მიუბრუნდა _ გამეხარდა რომ მოხვედი, როგორ ხარ აბა?
- რავიცი _ მხრები აიჩეჩა ლევანმა
დათომ ოფიციანტს შეკვეთა მისცა და ის იყო რაღაც უნდა ეთქვა ანდრიამ დაასწრო
- აუ გაფიცებთ ეს ნაკანი თუ არ იყოს იმ მაგიდასთან _ უცებ მოპირდაპირე მაგიდაზე მიუთითა
- ეგაა _ უემოციოდ გააყოლა თვალი მის მზერას ლევანმა
- მარტო რაპონტში ზის, წამო მივიდეთ _ მაშინვე ადგა დათო და მისი მაგიდისკენ პირველი წავიდა, ანდრიაც წამოდგა და ლევანს თვალით ანიშნა წამოდიო, ისიც იძულებით ადგა
- გიორგის სალამიი _ მაშინვე დაადგა თავზე დათო
- ეე დათოო, თქვენ აქ საიდან _ მხიარულად მოავლო ბიჭებს თვალი და სამივეს სათითაოდ გადაეხვია _ გამეხარდა თქვენი ნახვა
- ჩვენც,ჩვენც. მარტო ხარ?
- არაა, მეგობართან ერთად საპირფარეშოშია გასული... აა აი ისიც _ მზერით მაგიდისკენ მომავალ თიკოზე მიუთითა, რომელიც ტელეფონში იყო ჩარგული, მაგიდას რომ მიუახლოვდა უცებ თავი ასწია და ადგილზე გაშეშდა. რამდენიმე წუთი უაზროდ ატრიალებდა თვალებს ხომ არ მეჩვენებაო. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, გიორგი ვერ მიხვდა რა მოხდა და სიტუაციის განმუხტვა სცადა
- მოდი ერთმანეთს გაგაცნობთ. თიკო ესენი ჩემი კლასელები არიან, დათო, ანდრია და ლევანი. _ თიკომ დაბნეული მზერით კიდევ ერთხელ შეხედა სამივეს. ლევანის მზერა რომ დაიჭირა მაშინვე დამნაშავესავით ჩახარა თავი _ ძვირფასო კლასელებო ეს კი ჩემი უახლოესი მეგობარი თიკო _ მისკენ წავიდა და ხელი გადაჰხვია, ლევანს უსიამოვნოდ გააჟრჟოლა და თვალი აარიდა მომღიმარ წყვილს.
- მოდი ერთად დავსხდეთ გინდათ? _ უეცრად წამოიწყო ანდრიამ
- სიამოვნებით დავსხდებოდით თქვენთან ერთად, მაგრამ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს მოსაგვარებელი _ ღიმილით თქვა დათომ და ანდრიას გაბრაზებული მზერით შეხედა
- ხო გიო, წავალთ ჩვენ. _ მხარზე ხელი დაჰკრა ლევანმა და გასასვლელისკენ პირველი წავიდა,
- რადგან ასეა დროებით _ მხრები აიჩეჩა გიორგიმ და თიკოს თვალით ანიშნა დავსხდეთო
თიკომ სახეზე ფერი დაკარგა, ისეთ დღეში ჩავარდა ყოველ წამს ეგონა მიწა გამისკდება და ჩამიტანსო. "არა რა, ამდენ ადამიანში მაინცდამაინც ისინი როგორ აღმოჩნდნენ მისი კლასელები " გაიფიქრა და ძალაგამოცლილი დაეშვა სკამზე.
- რა გჭირს თიკო ფერი არ გადევს _ მაშინვე შენიშნა გიორგიმ
- არაა მოგეჩვენა ალბათ... _ რაც შეეძლო თბილად გაუღიმა _ შენს კლასელებთან კარგი ურთიერთობა გქონია _ ძლივს უთხრა და წყალი მოსვა
- ხოო, მართლა ძაან კარგი ურთიერთობა გვქონდა ადრე მარა, მერე საფრანგეთში რომ წავედი თითქოს დავშორდით, რავიცი
თიკომ ოდნავ დაუქნია თავი და ღრმად ამოისუნთქა.
- სიმართლე გითხრა დღეს რაღაცის თქმას ვაპირებდი შენთვის, თუმცა არ ვიცი როგორ მიიღებ _ ისევ წამოიწყო გიორგიმ
- გისმენ _ მხიარულად გაუღიმა და ინტერესიანი მზერა შეაგება
- ამდენი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ, არ გინდა ურთიერთობის სხვა სტადიაზე გადავიდეთ _ ხელზე ფრთხილად დაადო ხელი, თიკო მაშინვე შეხტა და გამომეტყველება შეეცვალა
- მე..ვერგავიგე
- ანუ არ გინდა შეყვარებულები ვიყოთ? _ გაუღიმა და მის რეაქციებს დაელოდა
- ეს..ისეთი მოულოდნელი იყო _ სიტყვების ბორძიკით ძლივს თქვა თიკომ
- არ მეწყინება გპირდები ან კი მითხარი ან არა
თიკოს მთელ სხეულში უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლა, არ იცოდა რაექნა, რა ეთქვა, როგორ მოქცეულიყო. გაშეშებული იჯდა და თვსლებს უაზროდ ატრიალებდა. რომ დათანხმებოდა, მისადმი მეგობრობის გარდა სხვა არანაირი გრძნობა არ ჰქონდა, ტყუილად იმედის მიცემა არ უნდოდა. მაგრამ ამავდროულად ასე საკუთარ თავს საშუალებას მისცემა ლევანის გარდა სხვაზეც ეფიქრა, იქნებ დროთა განმავლობაში შეჰყვარებოდა კიდეც
- კარგი, თანახმა ვარ _ თავი ასწია და მომღიმარ გიორგის თვალებში შეხედა
- მაგარია, მაშინ შეყვარებულო პარკში ხომ არ გაგვესეირნა? _ გამომცდელად შეხედა და წამოდგა. თიკომაც ოდნავ დაუქნია თავი და უხმოდ გაჰყვა.
მთელი დღე ისეირნეს პარკში, ათას რამეზე ელაპარაკებოდა გიორგი, მაგრამ თიკოს ნახევარიც არ ესმოდა. უკვე ათასჯერ აკრიტიკებდა საკუთარ თავს მიღებული გადაწყვეტილების გამო.
'რა გინდა ამ ბიჭისგან? მასაც ისევე უნდა ატკინო გული როგორც შენ გატკინეს? სადისტო! ' გაისმა მეორე მეს ხმა. თიკო უცებ შეკრთა და ადგილზე გაშეშდა..მართლაც და რას აკეთებდა, ჰო ბედნიერი იყო გიორგი მაგრამ თვითონ? თვითონ არ იყო და ვერც იქნებოდა, ეს ხომ იცოდა და მაინც... უკვე თავი ასტკივდა ამდენი ფიქრისგან.
უკვე ბინდდებოდა პაპუნას სახლს რომ მიუახლოვდნენ.
- დარწმუნებული ხარ რომ წამოსვლა არ გინდა? _ კიდევ ერთხელ ჰკითხა თიკომ
- წამოსვლა მინდა თიკუსი, მაგრამ ხოიცი ბურდული მელოდება რესტორანში. სხვა დროს იყოს... ხოარ გეწყინება არა? _ ოდნავ გაუღიმა და თმაზე მოეფერა.. თიკოს მის შეხებაზე უსიამოვნოდ გააჟრჟოლა, უარის ნიშნად ოდნავ გააქნია თავი და ის იყო შესვლა დააპირა, გიორგიმ დაიჭირა და მოწყვეტით აკოცა ტუჩებში.
- ეს გავიწყდებოდა 'შეყვარებულო' _ თვალი ჩაუკრა და გაშეშებული დატოვა კართან. იდგა და ჯერ კიდევ ვერ გაეაზრებინა მომხდარი. მერე უცებ თავს ძალა დაატანა, კარისკენ შებრუნდა და სანამ ზარი დარეკა ნინიმ მოასწრო გაღება
- გოგო არ გამაგიჟო ახლა _ თვალებგაფართოებული უყურებდა ნინი, მერე ხელი ჩაავლო და სახლში შეყვანა
- ჯერ გამარჯობა მაინც გეთქვა _ უკმაყოფილო მზერით შეხედა და დივანზე მოკალათდა
- რა დროს გამარჯობაა, ვის კოცნიდი გარეთ? _ მაშინვე გვერდით მიუჯდა ნინი
- ჩშ.._ პირზე ხელი ააფარა _პაპუნამ არ გაიგოს დამახრჩობს
- არაა სახლში ვერ გაიგებს _ უხეშად მოიშორა მეგობრის ხელი და წარბები შეკრა
- გიორგიმ შეყვარებულები ვიყოთო და მეც დავთანხმდი _ მხრები აიჩეჩა და თავი ჩახარა
- რააო? _ მაშინვე თვალები დაქაჩა ნინიმ _ და მერე ჩემი ძმა?
- შენი ძმა რა? მასთან საერთო არაფერი არ მაქვს.
- თიკოო
- თუ ამ თემაზე აპირებ ლაპარაკის გაგრძელებას მე წავალ _ თქვა და მაშინვე წამოდგა
- არა არ წახვიდე, ხო კარგიი.. _ მოწყენილმა ამოთქვა და მუდარით სავსე მზერით შეხედა
- კარგი. _ ისევ დაუბრუნდა საკუთარ ადგილს _ დეიდას პატარა როგორ არის? _ უცებ გაუბრწყინდა თვალები და მუცელზე მოეფერა მეგობარს
- კარგადაა, ოღონდ ძალიან ცელქი ბიჭი გვყავს _ გამხიარულდა ნინიც
- სქესი როდის გაიგეთ? არ გამაგიჟო, საყვარელი...
- გუშინ...ყავა გინდა? _ უცებ წამოდგა ნინი
- შენ იყავი, მე გავაკეთებ. თან დედას დავურეკავ რომ არ ინერვიულოს _ სწრაფად წამოხტა თიკო და სანამ ნინი რამეს ეტყოდა სამზარეულოში გაუჩინარდა

***
- ანდრია.. _ უცებ შემოვიდა აივნიდან დათო და მის გვერდით ჩამოჯდა _ ანდრიაა!
- ხო რაიყო _ ისე იყო თამაშში გართული ტელეფონიდან თავი არც აუწევია
- როგორ გგონია გიორგის და თიკოს შორის რამე ხდება?
ანდრიას თითქოს არც კი გაუგია, ისე იყო თამაშში ჩართული. დათოს ნერვები მოეშალა და ტელეფონი ხელიდან გამოგლიჯა
- რას აკეთებ? _ მაშინვე შეიცხადა
- ბიჭო შენ ნორმალური თუ ხარ? მე რაზე გელაპარაკები და საერთოდ არ გაინტერესებს ხო? _ ნერვებმოშლილი უკვე ყვირილზე გადავიდა
- მაინტერესებს მაგრამ მე საიდან უნდა ვიცოდე გიორგი და თიკო ერთმანეთს ხვდებიან თუ არა.
დათომ უკმაყოფილოდ ამოიოხრა და ტელეფონი მიუგდო
- სულ როგორ ჩხუბობთ? _ უეცრად შევიდა მისაღებში ლევანი
- გეფიცები ერთ დღეს შემომაკვდება და მერე არ მითხრა არ გაგიფრთხილებივარო
ანდრიამ უკმაყოფილოდ შეუბღვირა
- ისე დღეს უკეთესად გამოიყურები _ ისევ წამოიწყო დათომ
- რავიცი. კოშმარია ნამდვილი წამლების გარეშე ვერ ვიძინებ, არადა რომ ვსვამ ისე ვითიშები საწოლიდან ადგომაც მიჭირს _ უკმაყოფილოდ ამოიოხრა ლევანმა
- კიმაგრამ ასე როდემდე აპირებ დედაშენის ხარჯზე ცხოვრებას? ჩემი აზრით მუშაობას უნდა დაუბრუნდე და ცხოვრების ჩვეულ კალაპოტში რომ ჩადგები, ძილიც მოვა თავისით... ხო ასეა ანდრია? _ ახლა თამაშში გართულ მეგობარს გახედა
- ხოო _ თავი არც აუწევია ისე თქვა
- ხვალ მაქვს რამდენიმე გასაუბრება _ ვითომც არაფერიო ისე თქვა
- რააო? როდის მოასწარი ტო? _ თვალები დაქაჩა დათომ
- მაგარია, იმედი მაქვს სამუშაოს დაუბრუნდები და ყველაფერი ძველებურად იქნება _ ტელეფონი გადააგდო და ღიმილით შეხედა ანდრიამ _ დათო ექიმს კი ვეუბნევოდი ცოტა ვაცალოთ და ყველაფერი მოგვარდება მეთქი... _
დათომ მაშინვე ბალიში გაუქანა
- იდიოტო!
- კარგი გარეთ წავალ, ფოტოებს გადავიღებ, ინსტაგრამზე პროფილი დიდიხანია არ შემიცვლია _ თვალი ჩაუკრა ელვის სისწრაფით დატოვა მისაღები
- მართლა ბავშვი. ხანდახან ვერ ვხვდები ჩვენთან რას აკეთებს _ თვალები აატრიალა დათომ და დივანზე გადაწვა

***
მზიანი დილა იყო. ირგვლივ ყველაფერს ეტყობოდა გაზაფხულის ეშხი. თბილისის ხმაურიან ქუჩებს, ფიქრებში ჩაძირული მიუყვებოდა თიკო. ძალიან უნდოდა ეფიქრა რომ ყველაფერი ცუდი წარსულში დატოვა და ცხოვრება ახალი, სუფთა ფურცლიდან დაიწყო.
გიორგისთან ერთად უნდა ევახშმა საღამოს, თუმცა ესეც არ უნდოდა. ბედნიერი არც აწმყოთი იყო და ამას შესანიშნავად ხვდებოდა. სამსახურში იმ იმედით მივიდა რომ გულს გადააყოლებდა და ცოტა ხანს მაინც სხვა რამეზე იფიქრებდა. თუმცა იქაც მთელი დღე გათიშული დადიოდა შეკვეთიდან შეკვეთაზე.
არ უნდოდა, ჰო არ უნდოდა გიორგისთან ერთად ყოფნა და მაინც საკუთარ თავს აძალებდა. 'შეგიძლია' 'გამოგივა' მთელი დღე გონებაში იმეორებდა ამ სიტყვებს.
დრო ისე მალე გავიდა ვერც კი შეამჩნია.. ბურდულს ადრე წასვლა სთხოვა და პირდაპირ სალონის მიმართულებით აიღო გეზი. 1საათში უკვე მზად იყო. ძალიან უხდებოდა აწეული თმა და შავი მუხლს ოდნავ აცდენილი კაბა, რომელიც განსაკუთრებულ ეშხს სძენდა. რესტორანში ტაქსით მივიდა. შიგნით შესულმა კი პირდაპირ გიორგის მიმართულებით აიღო გეზი.
- გამარჯობა საყვარელო, დღეს ძალიან ლამაზი ხარ _ ნაზად გადაკოცნა გიორგიმ, სკამი გამოუწია და თვითონაც მის გვერდით ჩამოჯდა
- გმადლობ... კიდევ ვინმეს ველოდებით? _ ინტერესიანი მზერა მოავლო მაგიდაზე განლაგებულ თეფშებს
- აუ ხო. ბიჭებს დავურეკე, შენ ხო უკვე ჩემი შეყვარებული ხარ და მინდა ჩემს მეგობრებს კარგად იცნობდე. ხოარ გაგიტყდა? _ გამომცდელად შეხედა და ოდნავ გაუღიმა
- არა...
თიკომ წყალი მოსვა და ზუსტად ამ დროს დაინახა მაგიდისთან მოახლოებული ლევანი, დათო და ანდრია. კინაღამ დაიხრჩო, ხველება აუტყდა და სახეზე წამოწითლდა. არადა გონებაში ათასჯერ მაინც სთხოვა ღრმერთს ისინი არ ყოფილიყვნენ დღევანდელი საღამოს სტუმრები
- საყვარელო კარგად ხარ? _ წამოდგა და ხმადაბლა ჰკითხა გიორგიმ. თიკომ ოდნავ დაუქნია თავი და ისიც ადგა
- გამეხარდა რომ მოხვედით _ მხიარულად შეეგება გიორგი კლასელებს, ლევანმა თიკო რომ დაინახა მის გვერდით, სახე შეეცვალა და ნაძალადევად გაიღიმა
- კიდევ ერთხელ უნდა გაგაცნოთ თიკო _ როგორც კი დასხდნენ მხიარულად წამოიწყო გიორგიმ _ ოღონდ ამჯერად სხვა ამპულაში, რამდენიმე წამიანი პაუზა გააკეთა და მერე უცებ თქვა _ ჩემი შეყვარებული..
თიკოს მაშინვე ლევანის მიმართულებით გაექცა მზერა. ყველა მისი რეაქცია აინტერესებდა ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ. ლევანს ოდნავ გაეღიმა და მისი მზერა დაიჭირა.
- გილოცავთ _ რაც შეეძლო მხიარულად უთხრა დათომ და ლევანს გახედა, რომელსაც გარეგნულად აშკარად არაფერი ეტყობოდა.
გიორგიმ ოფიციანტს შეკვეთა მისცა და თიკოს ხელი გადაჰხვია. თიკო მაშინვე გაწითლა, ისეთ სიტუაციაში იყო, ყველაფერი ერჩივნა ახლა იქ ჯდომას. ორ ცეცხლს შუა ცოცხლად იწვოდა. კიდევ ცოტაც და ვეღარ გაუძლებდა, არიცოდა რაექნა და როგორ დაეღწია თავი ამ ყველაფრისთვის. გონებაში თვით გადარჩენის ინსტიქტი ამუშავდა. 'გაიქეცი, ხომ ხედავ რომ თამაში არ გამოგდის, გაიქეცი სანამ გამოგიჭირეს' გაისმა მეორე მეს ხმა. თიკომ ცხოვრებაში პირველად დაუჯერა ამ ხმას და ელვისებური სისწრაფით წამოხტა
- საყვარელო რამოხდა ..._ მაშინვე შეიცხადა გიორგიმ
- რამოხდა? არაფერი _ მხრები აიჩეჩა თიკომ _ საპირფარეშოში გავალ და დავბრუნდები _ ეს კი თქვა მაგრამ დაბრუნებას ნამდვილად რომ აღარ აპირებდა ეს იცოდა. საპირფარეშოში რომ შევიდა უკვე ძლივს სუნთქავდა.. სარკეში საკუთარ ანარეკლს წამიერად შეავლო თვალი და ის იყო გასვლა დააპირა, კარებში ლევანს შეეჩეხა
- საით ძვირფასო თიკო? _ ოდნავ გაუღიმა და თითქმის გამოსული ისევ უკან შეაბრუნა.
- ეს ქალების საპირფარეშოა! _ რაც შეეძლო მტკიცედ თქვა და ქვემოდან შეუბღვირა
- ვიცი, მხედველობა არ დამიკარგავს
- ძალიან კარგი _ გასვლა დააპირა, მაგრამ ლევანმა ხელი ჩაავლო და უკან დააბრუნა
- ორივემ ვიცით რომ გიყვარვარ და მაინც...რაგინდა გიორგისთან? _ გამომცდელად შეხედა ფერდაკარგულ გოგოს
- გიორგი მიყვარს _ თვალებში არც შეუხედავს ისე უთხრა
- მაგით მე მატყუებ თუ თავს იტყუებ? _ კედელთან მიიმწყვდია და ისე მიუახლოვდა, თიკომ კინაღამ გონება დაკარგა _ მოდი გიორგის მოვუყვეთ ჩვენზე, არგინდა? _ თითები ნაზად ჩამოუსვა სახეზე,
- ხო რათქმაუნდა მოვუყვეთ _ თვალი გაუსწორა თიკომ _ მოყოლის დროს ისიც არ დაგვავიწყდეს, როგორც მომექეცი _ ლევანს ამის გახსენებაზე უსიამოვნოდ გააჟრჟოლა _ ვუთხრათ როგორ გამომიყენე, მერე მიმაგდე და წახვედი. _ ბოლო სიტყვებზე ცრემლები თავისით გადმოსცვივდა
- თიკო... _ ღრმად ამოიოხრა
- რა თიკო, რა თიკო _ უკვე ყვირილზე გადავიდა და უხეშად გაინთავისუფლა თავი _ შენ ჩემში ყველა გრძნობა მოკალი
- ვიცი და ამას ძალიან ვნანობ. _ისევ მიუახლოვდა _ 1შანსი მომეცი და გპირდები ყველაფერს დაგავიწყებ..
- არ მინდა _ მზერა აარიდა, უკვე საშინლად გრძნობდა თავს, გულისცემა გაუხშირდა და ყოველწამს გაორებულად ჩაესმოდა სიტყვები
- ვიცი რომ გინდა...
თიკოს აღარაფერი უთქვამს, სასწრაფოდ გააღო კარი და გაიქცა.. გასასვლელში კიდევ ერთხელ შეავლო თვალი ბიჭების გვერდით მჯდარ გიორგის, სინანულის გრძნობა მოაწვა და ისევ გაიქცა, გარეთ გასული ღამის სიბნელეში გაუჩინარდა.


პ.ს უკვე დასასრულს ვუახლოვდებით ნელ-ნელა, არ მინდა უაზროდ გავწელო. კიდევ ერთხელ, მადლობა ყველას ვინ კითხულობთ და აფასებთ.



№1 სტუმარი სტუმარი მარი

კიდეკაი გაიქცა..
უფფ ძაან გავბრაზდი გიორგის წინადადებას რომ დათანხმდა

 


№2  offline მოდერი ენქეი

მალე დადე რა❤️

 


№3 სტუმარი მკითხველი

მალე დადე, მაინტერესებს რა მოხდება

 


№4  offline წევრი EllaTriss

სტუმარი მარი
კიდეკაი გაიქცა..
უფფ ძაან გავბრაზდი გიორგის წინადადებას რომ დათანხმდა

დიდხანს არ გაგრძელდება მათი ურთიერთობა ????❤

ენქეი
მალე დადე რა❤️

ვეცდები ❤

მკითხველი
მალე დადე, მაინტერესებს რა მოხდება

ვეცდები ❤

 


№5 სტუმარი Anj

როდის დადებ

 


№6  offline წევრი EllaTriss

Anj
როდის დადებ

ჯერ-ჯერობით არვიცი წერის პროცესში ვარ ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent