შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულმა იცის (10 თავი)


7-06-2020, 13:20
ავტორი EllaTriss
ნანახია 2 758

თვეზე მეტი გავიდა.
თიკო საბოლოოდ იძულებული იყო თამარისთვის რაღაც მაინც მოეყოლა. უთხრა რომ შეყვარებული ჰყავდა და მერე უბრალოდ დაშორდნენ, რადგან მას სხვა უყვარდა. მეტის გახსენებას, იმ მომენტში ვერც გადაიტანდა. თამარმა რომ გაიგო ადამიანი რომლის გამოც თიკო ღამეებს ტირილში ატარებდა ნინი ძმა იყო, საბრალო გოგოს სახლში მოსვლა აუკრძალა. აღარც ტელეფონით კონტაქტობდნენ და თიკო სრულიად მარტო აღმოჩნდა. გულში სიცარიელეს გრძნობდა, ვერ ყვიროდა, ვერ გამოხატავდა და საბოლოოდ დეპრესიაში ჩავარდა. ბოლოს იმ მდგომარეობამდე მივიდა რომ ლოგინიდანაც ვეღარ დგებოდა. სულ მოკლე დროში 17წლის გოგო, ცხოვრება გამოვლილ დატანჯულ ქალს დაემსგავსა. თამარს გული უკვდებოდა შვილს ასეთ მდგომარეობაში რომ ხედავდა. საბოლოოდ გამოსავლის ძიებაში მეგობარ ფსიქოლოგს დაურეკა და ისიც დახმარებას დაჰპირდა. სეანსი კვირაში 3ჯერ ჰქონდა და თამარს სულ ძალით დაჰყავდა. არ ესაუბრებოდა, არ პასუხობდა უბრალოდ იჯდა და უსმენდა.. თვეები თვეებს მისდევდა, თიკოსთან კი პროგრესი არ იყო. საკუთარი დაბადების დღეც ისე გაატარა ტირილში, როგორც სხვა უძილო ღამეები.
აღარც ნინის დანახვა უნდოდა, არ უნდოდა არაფერი რაც ლევანს ახსენებდა.
შემოდგომა მალე მიიწურა და ქალაქში უკვე საახალწლო სამზადისი იწყებოდა. სეანსიდან ბრუნდებოდა თიკო..გაჩერებაზე მარტო იდგა და გონებაში ათასჯერ ნანობდა რომ თამარს არ დაუჯერა და მარტო წავიდა სეანსზე. მარტო სიარულს გადაჩვეული, უჩვეულო შიშით იყო შეპყრობილი როცა უეცრად საკუთარი სახელი მოესმა, თავიდან ეგონა მომეჩვენაო და ყურადღება არ მიუქცევია, მაგრამ მერე გვერდით მდგარმა მოხუცმა რომ უთხრა 'შვილო მგონი შენ გეძახიან იმ მანქანიდანო' იკადრა შებრუნება და რაღათქმაუნდა დათოს მანქანა მაშინვე იცნო
- თიკოო, მოდი წაგიყვან ცივა _ მინა ჰქონდა ჩაწეული და გაჩერებაზე მდგომს თავისუფლად უყურებდა
- არაა საჭირო, გმადლობ
- კაი რა ტო, მეწყინება მოდი _ არ ეშვებოდა დათო
თიკომ ცოტა ხანს იყოყმანა, მაგრამ ბოლოს მაინც ჩაჯდა მანქანაში. რაღაცნაირად შეცვლილი ეჩვენა დათო, წვერი ჰქონდა მოშვებული და ჩაცმის სტილიც აშკარად სხვა იყო. წამით ლევანზე ფიქრმა გაიტაცა და წარმოიდგინდა როგორი შეცვლილი იქნებოდა ისიც
- აბა როგორ ხარ _ როგორც კი მანქანა დაძრა, უხერხული სიჩუმე დაარღვია დათომ.
- რავიცი, უკეთესადაც ვყოფილვარ_ მხრები აიჩეჩა და მზერა ერთ წერტილს გაუშტერა
- ვაპირებდი შენს სანახავად მოსვლას
- რატომ შენც გეცოდები? _ უნებურად გაეღიმა და დათოს შეხედა
- არა. ეგ რაშუაშია. პირიქით ყველაზე ძლიერი გოგო ხარ ვისაც ვიცნობ
- ძლიერი? იცი ახლა საიდან მოვდივარ? _ ჩამოგორებული ცრემლები სწრაფად შეიმშრალა და თავი ჩახარა
- საიდან? _ უცებ ვერ მიხვდა რას გულისხმობდა და ინტერესით შეხედა
- საავადმყოფოდან. ჯერ ფსიქოლოგთან მქონდა სეანსი, მერე ფსიქიატრმაც გამსინჯა
დათომ წამით მოსწყვიტა გზას თვალი და თიკოს შეხედა.
- რაიყო გაგიკვირდა?
- თიკო მისმინე არ გეგონოს ლევანს ვიცავ მაგრამ ისიც ცუდადაა
- არ გაბედო ჩემთან მისი სახელის ხსენება! _ ხმას აუწია და იგრძნო როგორ დაეჭიმა მთელი სხეული
- თიკო..
- გააჩერე მანქანა!
- კარგი გეფიცები სიტყვას აღარ ვიტყვი მაგ თემაზე
- დათო მანქანა გააჩერე!
- კარგი ჰო.. _ დათომ მანქანა გააჩერა და თიკოც ელვისებური სისწრაფით გადავიდა. სახლამდე დარჩენილი მანძილი სირბილით დაფარა და საშინლად დაიღალა. კორპუსთან მიახლოებული სადარბაზოს შესასვლელთან ჩაიკეცა და ალბათ კიდევ დიდხანს იჯდებოდა ასე, პაპუნას რომ არ დაერღვია მყუდროება
- თიკო?, მანდ რატომ ზიხარ? _ მიუახლოვდა და გაკვირვებული მზერით შეხედა დეიდაშვილს
- ისე უბრალოდ, სწრაფად მოვდიოდი და მგონი ფეხი გადამიბრუნდა _ სწრაფად წამოხტა, პაპუნას დანახვისას
- რაა? ახლა როგორ ხარ, შეგიძლია სიარული?
- კი, კი. ისეთი არაფერი
- რა არაფერი აბა ფეხი გადამიბრუნდაო?
- პაპუნა კარგად ვარ, საკმარისია უაზრო პანიკა _ კედელს მიეყრდნო და ნაძალადევად გაუღიმა
- მაშინ მოემზადე, შენთვის კარგი ამბავი მაქვს_ ოდნავი პაუზის შემდეგ წამოიწყო პაპუნამ
- მართლა? ძალიან მომენატრა კარგი ამბები.._ ნაღვლიანი მზერით შეხედა
- დღეს საღამოს ნიშნობა მაქვს, აუცილებლად მოდიხარ უარი არ მიიღება.
- ნიშნობა? _ თიკოს ოდნავ გაუკვირდა
- ხოო, მე და ნინიმ გადავწყვიტეთ აღარ გადავდოთ
- შენ და ნინიმ გადაწყვიტეთ? _ თვალები გაუფართოვდა თიკოს
- ხო რაიყო ასე რატო გაგიკვირდა _ პაპუნას გულიანად გაეცინა თიკოს რეაქციაზე
- მაპატიე, დროის შეგრძნება საერთოდ აღარ მაქვს..ისევ მგონია რომ გუშინ გაიცანით ერთმანეთი
- ნინის რომ ხვდებოდე გეცოდინებოდა მაგრამ..._
- პაპუნა გთხოვ...შენ მითხარი და ეგეც საკმარისი იქნება _ თიკოს ნინის გახსენებაზე ისევ ფიქრები აეშალა და ჩამოგორებული ცრემლი სწრაფად შეიმშრალა
- მაპატიე დაო ჩემო, მაგრამ ქალივით ჭორაობას ვერ დავიწყებ. და თანაც მე ხომ გითხარი მე და ნინი ერთმანეთს ვხვდებით მეთქი დაგავიწყდა?
- შენ ხუმრობ მანდ და მსგავსი მართლა არაფერი მახსოვს _ თიკომ უკმაყოფილოდ ამოიოხრა
- ეე გამოგირეცხეს ტვინი თუ რაიყო?
- ნეტავ მართლა შეიძლებოდეს...
- თიკო!
- კარგი ჰოო...
- ანუ მოდიხარ?
- პაპუნაა.._ მიუახლოვდა და მზერა გაუსწორა _ მთელი გულით ბედნიერებას გისურვებ, ამას ნამდვილად იმსახურებ. მაგრამ...ვერ წამოვალ, არ შემიძლია ხოიცი
- საკმარისია გადალახე უკვე. რას ნიშნავს არ შეგიძლია? ისეთს რას გთხოვ მინდა ჩემს გვერდით იყო _ საშინლად გაბრაზდა პაპუნა
- ადვილი არარის...
- თიკო..მომისმინე _ შედარებით მშვიდად წამოიწყო _ ის ვის გამოც ღამეები არ გძინავს, ის ვის გამოც ამდენს ტირი, ახლა იქ თავის ცოლთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს. ამას თვალი უნდა გაუსწორო გესმის? გამოგიყენა და გადაგაგდო. ნამდვილი ნაბი*ვარია. შენი ცრემლების ღირსი კიდე არაა.
- საკმარისია! _ ტირილით ამოთქვა თიკომ_ მე ვცდილობ დავივიწყო, შენ კიდევ მოდიხარ და გამოდმებით მახსენებ.
პაპუნას კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა მაგრამ თიკო მაშინვე სახლში შევარდა. მთელი დღე გაუჩერებლად ტიროდა. ბოლოს ნერვები მოეშალა საკუთარ თავზე,
- მართლა და მართლა ვის ვვნებ ამდენი ტირილით? საკუთარ თავს. არაა ჩემი ცრემლების ღირსი, არაა... არაა.._ სწრაფად წამოიჭრა საწოლიდან და კარადასთან მივარდა. 20 წუთში ისე მოემზადა, სარკესთან რომ დადგა საკუთარი თავი ძლივს იცნო. წამიერად ინანა კიდეც, უეცარი გადაწყვეტილება და ის იყო გამოსაცვლელად უნდა შებრუნებულიყო რომ, ოთახში თამარი შემოიჭრა
- თიკო ჩვენ მივდივ.._ სიტყვა გაუწყდა შვილის დანახვისას და თიკოც იძულებული გახდა სიტუაციას მორგებოდა
- მეც მოვდივარ დედა _ ისე მხიარულად გაუღიმა, თამარს თვალები გაუფართოვდა
- მოდიხარ? _ ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა_ რაგინდა იქ, იმ უნამუსო გოგოს ნიშნობაზე თუ არ იყავი მოკვდები?
- კიდევ ერთხელ მოიხსენიებ ნინის ასეთი სიტყვით და გეფიცები საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ! _ მაშინვე გაბრაზდა თიკო
- რა ტყუილია? მათ გამო ხარ ასეთ დღეში. პაპუნას არ ეთხოვა ძალიან არც მე წავიდოდი. _ ნიშის მოგებით გახედა გაავებულ შვილს
- დედა საკმარისია, არაფერ დღეში არ ვარ და არც ნინია დამნაშავე, გაიგე ბოლოსდაბოლოს _ გვერდი აუარა და საძინებელი პირველმა დატოვა.

მთელი გზა ხმა არ ამოუღია, სევდიანი მზერით გაჰყურებდა თბილისის ქუჩებს..
უნდოდა ეფიქრა რომ ყველაფერი გადალახა, მაგრამ სახლთან მიახლოებისას იგივე გრძნობა დაეუფლა, ტკივილი..რომელსაც ვერაფერს უხერხებდა. უკვე მანქანიდან გადმოსვლაც აღარ უნდოდა, მაგრამ მერე უცებ პაპუნა გაახსენდა თავს ძალა დაატანა და მაინც შეძლო
- თიკო? _ ნინი კინაღამ გაგიჟდა როცა დაინახა, მთელი ძალით ჩაეხუტა და ხელს აღარ უშვებდა _ როგორ გამეხარდა, როგორ გამეხარდა არიცი.... _ ბედნიერებისგან ცრემლებს ვეღარ იკავებდა ნინი
- კარგი გეყოფა ახლა მაკიაჟი გაგიფუჭდება _ ძლივს მოიშორა სხეულიდან და ცრემლები მოსწმინდა
- მაგრამ..პაპუნამ მითხრა ვერ მოვაო და _ კიდევ ვერ იჯერებდა
- მაგან რაიცის _ თიკომ როგორც შეეძლო თბილად გაუღიმა მეგობარს, მაგრამ ნინიმ მაინც შეამჩნია როგორ გაუკრთა თვალში ცრემლი
- პაპუნაზე საუბრობდა აქ ვინმე? _ მაშინვე შესასვლელთან გაჩნდა პაპუნა და დეიდაშვილს გადაეხვია _ გამეხარდა რომ მოხვედი
- წამო ჩემს მშობლებს გაგაცნობ _ ნინიმ მაშინვე ხელი ჩაჰკიდა თიკოს, თიკო წამით შეჩერდა მაგრამ ნინის დაბნეულ მზერას რომ შეეჩეხა მაშინვე გაჰყვა..
სახლი ისევ ისეთი იყო როგორც თვეების წინ, თიკოს წამიერად მოგონებები ამოუტივდივდა გონებაში. მისაღებში დივანზე ჩამომსხდარიყო ყველა და მხიარული ბაასი ჰქონდათ, თიკო ყველას მიესალმა, ნინი კი მაშინვე მშობლებთან მივარდა
- დეე, მაა.. გაიცანით თიკო, ჩემი კლასელი, მეგობარი და პაპუნას დეიდაშვილი
თეამ თბილად გაუღიმა და წამოდგა
- სასიამოვნოა შვილო
მის დანახვაზე თიკომ ცრემლები ძლივს შეიკავა. 'ღმერთო როგორ ჰგავს'. წამიერად გაიფიქრა და თვითონაც ნაძალადევად გაიღიმა
- ჩემთვისაც
- მიხარია შენი გაცნობა, ნინი ბევრს საუბრობს ხოლმე შენზე _ ამჯერად ვახომ შეაგება თბილი მზერა.. თიკომ თავი დაუკრა და მათ გვერდით ჩამოჯდა.
უამრავ თემაზე საუბრობდნენ, ძალიან ბედნიერი იყო ნინი. დრო ისე სწრაფად გავიდა ვერც კი შეამჩნიეს
- საუბარი კარგია, მაგრამ არ დავიწყოთ ხალხო? _ საათს დახედა და მაშინვე წამოიწყო ვახომ
- ერთი წუთით ჩვენს გარეშე ვინ რას იწყებს? _ მისაღებში სიცილით შემოვიდნენ ანდრია და დათო
- სად ხართ აქამდე ბავშვებო? _ თეამ უკმაყოფილოდ გადახედა ორივეს
- რაღა ბავშვები თეა კაცები არიან უკვე _ გაეღიმა ვახოს
- რავქნა თეა დეიდა, ამას რომ აიკიდებ კაცი, დაგვიანება გარანტირებულია _ უკმაყოფილოდ ამოიოხრა დათომ და ანდრიაზე მიუთითა _ ქალივით 1საათი ემზადება
- რას ბოდავ, შენ იყავი 1საათი საპირფარეშოში _ არც ანდრიამ დააკლო
- კარგით მაგის დროა ახლა? _ ამჯერად ნინიმ შეუტია _ დაჯექით თუ ჯდებით
ანდრიამ და დათომ სასწრაფოდ დაიკავეს ადგილები და ნიშნობის 'ცერემონიალიც' ნელ-ნელა დაიწყო
- მაპატიე, დედამ დაპატიჟა _ მაშინვე უჩურჩულა ნინიმ თიკოს და ბიჭებზე მიუთითა
- საბოდიშო რა არის, ბავშვობის მეგობრები ხართ _ მხრები აიჩეჩა


ნიშნობამ მშვიდად ჩაიარა, ბეჭდები გაიკეთეს და წითელი ლენტიც გაჭრეს.. თიკოს ძალიან უხაროდა ნინის და პაპუნას ასეთ ბედნიერებს და გახარებულებს რომ ხედავდა. წუთიერად ყველა პრობლემა დაავიწყდა და ღიმილით შესცქეროდა უბედნიერეს წყვილს..

- წამო რა მოვწიოთ _ ტელეფონში თავჩარგულ ანდრიას გადაუჩურჩულა დათომ, ისიც მაშინვე ადგა და მეგობარს გაჰყვა
- აუ რა ცივა გარეეთ _ როგორც კი აივანზე გავიდნენ მაშინვე წუწუნს მოჰყვა ანდრია
- რავქნა ჰაერის გათბობა ჩემს ძალებს აღემატება, თუ გციოდა მოგეცვა რამე_ ირონიულად გაეცინა და სიგარეტს გაუკიდა
- ყველაფერზე როგორ ხუმრობ...ისე ეხლა ლევანი რომ ყოფილიყო დამიცავდა _ უკმაყოფილოდ ამოიოხრა და თვითონაც გაუკიდა სიგარეტს
- აუ ლევანისთვის უნდა დამერეკა და სულ გადამავიწყდა _ მაშინვე ტელეფონი ამოიღო და დარეკა
- მე დილას ველაპარაკე, კარგადაა
- სულელო კარგად რომაა მეც ვიცი თიკოზე უნდა ვუთხრა..
2 უშედეგო მცდელობის შემდეგ როგორც იქნა ლევანმა უპასუხა
- ხოო დათო
- სად გაქ ტოო ტელეფონი, 2საათია გირეკავ
- კლიენტთან მქონდა შეხვედრა და ვერ გიპასუხე _ საშინლად გადაღლილი ხმა ჰქონდა რაც დათოს რათქმაუნდა არ გამოჰპარვია
- ჰოო. რაშვები აბა, როგორ ხარ
- რას უნდა ვშვებოდე. თქვენ რა შვებით მანდ როგორ ჩაიარა ნიშნობამ?
დათომ ტელეფონს ხელი დააფარა და მაშინვე ანდრიას ეცა
- ბიჭო რამ გათქმევინა ნიშნობაზე სულ გამოშტერდი ამხელა კაცი? _
- აბა თავის და თხოვდება არ უნდა სცოდნოდა? _ თავი იმართლა ანდრიამ
დათომ თვალები აატრიალა და ისევ ტელეფონს მიუბრუნდა
- დათო
- ხო აქვარ
- ანდრიას არ ეჩხუბო, ხოიცი ტყუილის თქმა არ გამოსდის
- საიდან გაიგე რო ვეჩხუბებოდი? _ ოდნავ გაეღიმა დათოს
- თქვენ მე რა უნდოდა დამიმალოთ, ყოველ წამს ვიცი რასაკეთებთ.._ ახლა ლევანსაც გაეცინა
- თიკოც აქაა.._ ოდნავი პაუზის შემდეგ უთხრა და რეაქციას დაელოდა. ლევანს ხმა არ ამოუღია.
- ლევაან
- ხო მესმის.. როგორაა? _ უთხრა და პასუხის მოლოდინში ღრმად ამოისუნთქა
- ახლა კარგადაა არაფერი ემჩნევა მარა კარგად თამაშობს. დილას ვნახე განადგურებული იყო, ცოტა ვისაუბრეთ..საავადმყოფოდან მოვდივარო და..
- რააო? _ მაშინვე ეცა ანდრია _ ეგ მე რატო არ მითხარი?
- მაცადე ადამიანო. შენ მერე გეტყვი _ ხელით მოიშორა და ტელეფონს მიუბრუნდა
- იქ რაუნდოდა? _ ამჯერად ლევანმა ჰკითხა
- რავიცი ტო, ფსიქოლოგთან თუ ფსიქიატრთან ვიყავიო
ლევანს ხმა არ ამოუღია და ისევ დათომ გააგრძელა
- ძაან ცუდადაა რა ეს გოგო. არ გინდა ჩამოხვიდე და დაელაპარაკო?
- რაზე უნდა დაველაპარაკო, გოგომ მითხრა ჩემი ცხოვრებიდან გაქრიო და მართალიცაა.._ ლევანმა უკმაყოფილოდ ამოიოხრა _ კაი წავედი რაა ანი მელოდება
- როგორაა მართლა, ეგ სულ დამავიწყდა
- კარგადაა როგორც თავის მდგომარეობას შეეფერება..
- კაი დროებით აბა, მერე ვილაპარაკოთ
- მომეცი ტელეფონი _ ანდრიამ ვეღარ მოითმინა და დათოს ტელეფონი ხელიდან გამოგლიჯა
- ლევაან ძაან მომეწონა თქვენი პროფილის ფოტო ფეისბუქზე, ძაან საყვარლები ხართ
- ბიჭო შენ ხო არ გაკლია? _ ახლა დათომ გამოგლიჯა ტელეფონი და გათიშა
- რა გინდა მართლა ძაან კაი ფოტოა, თუ არ გინახავს ნახე
- ღმერთო ამ ბიჭს ტვინი და მე გაძლებაა! _ ხელები მაღლა აღაპყრო დათომ და სწრაფად დატოვა აივანი.

სახლში რომ დაბრუნდნენ 12ხდებოდა. საშინლად გადაღლილი იყო თიკო..საწოლზე რომ დაჯდა ფეხებს ვეღარ გრძნობდა. დაძინება უნდოდა თუმცა ვერაფრით დაიძინა და სოციალურ ქსელებში შესვლა გადაწყვიტა. ჯერ ინსტაგრამი დასქროლა და საინტერესო ვერაფერი ნახა. მერე ფეისბუქზე გადავიდა, იქაც უაზროდ ატრიალა მთავარი გვერდი და ის იყო გამორთვას აპირებდა, უეცრად ანდრიას გაზიარებულ პოსტს წაააწყდა. AniKa Weber-ის პოსტი იყო ლევანი ჰყავდა მონიშნული.. ძალიან ლამაზ ადგილას ისხდნენ, ლევანს ხელი ჰქონდა გადახვეული გოგონაზე და იღიმოდა. თიკოს ემოციები მოაწვა და ცრემლები ვეღარ შეიკავა, ლეპტოპის გამორთვას აპირებდა მაგრამ უეცრად გაჩერდა და ანიკას პროფილზე გადავიდა. საერთო მეგობრები სულ რაღაც 2 იყო დათო და ანდრია. მერე ფოტოებში შევიდა. ნამდვილად ლამაზი გოგო იყო ანი, ქერა თმა წელამდე სწვდებოდა. განსაკუთრებით მაგისტრის ქუდსა და მანტიაში გამოწყობილი ფოტო მოეწონა. ბოლოს ემოციებმა სძლია ლეპტოპი დახურა და გვერდზე გადადო.. ტირილს კიდევ აპირებდა, თუმცა დაღლილობისგან მალევე ჩაეძინა..



№1 სტუმარი სტუმარი ანი

როდემდე უნდა იდღავლოს ახლა ამან? -_-
ვის მისტირის ნეტაი ერთი..
მშვენივრად არის ლევანი თავის "ანკასთან"..

 


№2  offline წევრი EllaTriss

სტუმარი ანი
როდემდე უნდა იდღავლოს ახლა ამან? -_-
ვის მისტირის ნეტაი ერთი..
მშვენივრად არის ლევანი თავის "ანკასთან"..

დიდხანს აღარ გაგრძელდება გპირდები :დ ❤

 


№3  offline წევრი It’s olivia

ვაიმეე მოვკვდი ამ გოგოს საცოდაობით, იქნებ შემდეგ თავში მაინც იყოს შედარებით ბედნიერი, ლევანი კი სულ უფრო და უფრო მძულდება, საშინელი ადამიანის შთაბეჭდილებას მიტოვებს, თიკოს როგორ მოექცა ესე, ღმერთი მინდა გავპუტო თმისგან ეს ბიჭიი... შემდეგ თავს სულმოუთქმელად ველოდები, ძალიან კარგი თავი იყოო,წარმატებები❣️❣️❣️❣️

 


№4  offline წევრი EllaTriss

It’s olivia
ვაიმეე მოვკვდი ამ გოგოს საცოდაობით, იქნებ შემდეგ თავში მაინც იყოს შედარებით ბედნიერი, ლევანი კი სულ უფრო და უფრო მძულდება, საშინელი ადამიანის შთაბეჭდილებას მიტოვებს, თიკოს როგორ მოექცა ესე, ღმერთი მინდა გავპუტო თმისგან ეს ბიჭიი... შემდეგ თავს სულმოუთქმელად ველოდები, ძალიან კარგი თავი იყოო,წარმატებები❣️❣️❣️❣️

მალე იქნება შემდეგი ❤

 


№5 სტუმარი ატბ

დღეს იქნება?

 


№6  offline წევრი EllaTriss

ატბ
დღეს იქნება?

ხვალ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent