შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულმა იცის (15 თავი)


17-06-2020, 18:17
ავტორი EllaTriss
ნანახია 2 809

მთელი ღამე ფიქრობდა საკუთარ საქციელზე. ფიქრები წამითაც არ აძლევდა დაძინების საშუალებას. უყვარდა, ისევ ძალიან უყვარდა ლევანი. მის გარეშე სუნთქვაც კი არ შეეძლო თავისუფლად. მაგრამ პატიება განა ასეთი ადვილი იყო? ახსენდებოდა ცხოვრების ყველა ის საშინელი მომენტი, რომელიც მარტომ გამოიარა და ცრემლებს ვეღარ იკავებდა.
ათასჯერ მაინც დაურეკა გიორგიმ, ის კი არ პასუხობდა, ვერ პასუხობდა..არ შეეძლო.. ადამიანი რომელსაც სულ მალე გულს ატკენდა, არ ემეტებოდა ამ ტკივილისთვის. უყვარდა, თუმცა მხოლოდ მეგობრულად.. სხვანაირად მისი შეყვარება არ შეეძლო და ეს მისთვის უნდა ეთქვა. საბოლოოდ გადაწყვიტა და გადაწყვეტილების შეცვლა აღარც უფიქრია.. ფიქრებით გადაღლილს გამთენიისას ჩაეძინა

***
- თიკოო _ შორიდან დაუძახა, რესტორანთან მიახლოებულს გიორგიმ.. ის კი გაჩერდა, გაიყინა.. გაუნძრევლად იდგა და თითქოს არც კი სუნთქავდა _ როგორ ხარ საყვარელო, გუშინ სად გაქრი _ მხიარულად მიუახლოვდა და როცა მისი კოცნა დააპირა, თიკომ უხეშად მოიშორა. გიორგი დაიბნა და გამომეტყველება უცებ შეეცვალა
- რახდება, რამე გაწყენინე?
- მომისმინე გიორგი _ მთელი ძალა მოიკრიბა და წამოიწყო _ ძალიან კარგი ადამიანი ხარ, ძალიან გაფასებ, შენ მაშინ იყავი ჩემს გვერდით, როცა ყველაზე მეტად მჭირდება _ გაოცებული უსმენდა გიორგი _ მიყვარხარ, მაგრამ..._ ხმაში ბზარი შეეპარა და ცოტა ხანს გაჩერდა _ მაგრამ მხოლოდ მეგობრულად, გამიგე გთცოვ, მაპატიე სხვანაირად შენი შეყვარება არ შემიძლია... ვცადე..მაგრამ არ გამოვიდა..მაპატიე გთხოვ, შენთან ერთად ვერ ვიქნები..
- სხვა გიყვარს არა? _ ოდნავი პაუზის შემდეგ ჰკითხა და დანისლულ თვალებში ჩახედა, თიკომ ოდნავ შესამჩნევად დაუქნია თავი
- ვიცი რომ თავიდანვე უნდა მეთქვა..._ ცრემლმორეულმა ისევ წამოიწყო _ მაპატიე გთხოვ გიორგი... _ უთხრა და მისკენ წავიდა, გიორგიმ უკან დაიხია
- საჭირო არაა, მესმის შენი _ ტვინში სისხლი მოაწვა და ძარღვები დაეჭიმა, ისე გაბრუნდა და წავიდა მეტი არაფერი უთქვამს.
ძალაგამოცლილი უღონოდ დაეშვა მიწაზე თიკო, დიდხანს უხმოდ ტიროდა. მთელი სხეული უთრთოდა და სამყაროში ყველაზე უბედურ ადამიანად გრძნობდა თავს. მერე უეცრად წამოხტა და გაიქცა, მთელი ძალით გარბოდა და თვითონაც არ იცოდა სად. არ აინტერესებდა არავინ, არაფერი, საკუთარი თავისგან შორს ყოფნა უნდოდა. გარბოდა და იმედი ჰქონდა გაექცეოდა, თუმცა ეს იყო მხოლოდ იმედი, მხოლოდ და მხოლოდ იმედი.

***
- გილოცავ ახალ სამსახურს, ანუ ისევ საქმიანი კაცი ხარ _ ტელეფონზე ელაპარაკებოდა დათო ლევანს
- ხო რავი ვცდილობ _ ოდნავ ჩაახველა_ რამდენად გამოვა ვნახოთ
- გამოვა, გამოვა. სადმე შევხვდეთ? ანდრიასაც დავურეკავ _ საათს დახედა დათომ
- აუ ვერა. თიკოს ნახვა მინდა ჯერ, მისი სამსახურის მისამართი ხოიცი
- კი, ჩაგიგდებ ლოკაციას

რესტორანს რომ მიუახლოვდა რაღაც უცნაურმა ტალღამ დაუარა სხეულში. მანქანიდან გადმოვიდა და იქაურობას თვალი მოავლო, გაზაფხულის ეშხით გაჯერებული ჰაერი, კიდევ უფრო მეტ მუხტს სძენდა სიტუაციას. შიგნით შევიდა და ნახევრად ცარიელ რესტორანში, ოფიციანტებს შორის თიკოს დაუწყო ძებნა
- ბატონო, რამე გნებავთ? _ გადაღლილი სახით მიუახლოვდა ბურდული
- დიახ, თიკოს ვეძებ თქვენთან მუშაობს როგორც ვიცი
- თიკოს? მაგას ყველა ვეძებთ _ უკმაყოფილოდ ამოიოხრა ბურდულმა _ დილიდან არ გამოჩენილა, აქ მოვიდეს, ვანახებ როგორ უნდა თავის ნებაზე სიარული _ თავისთვის ბურტყუნებდა და თან ნერვიულად მიმოდიოდა წინ და უკან _ ბატონი ნაკანის შეყვარებულიც აღარ არის ვერაფერი გადაარჩენს..
ლევანი თავიდან ყურადღებას არ აქცევდა მის ლანძღვას თუმცა ბოლო სიტყვები რომ გაიგონა, მყისვე შემოტრიალდა
- აღარ არის? რატომ.. _ სხვათაშორის იკითხა და ბურდულის რეაქციებს დაელოდა, რომელიც ინტერესით ათვალიერებდა მოსაუბრეს
- ძალიან პირადი ინფორმაციაა ბატონო, რაც გაიგეთ ისიც დაივიწყოთ ჯობია, თორემ ნაკანი აქედან პირველს მე გამისვრის _ წარბები მაღლა აზიდა და ის იყო წასვლა დააპირა ლევანი გადაეღობა
- მოიცადეთ, გიორგი ჩემი კლასელი და უახლოესი მეგობარია, შეგიძლიათ მენდოთ, რა მოხდა, რატომ დაშორდნენ? _ კვლავ ჩაეძია და პასუხის მოლოდინში თვალი არ მოუშორებია ბურდულისთვის რომელიც ერთხანს ყოყმანობდა თუმცა ბოლოს ვეღარ მოითმინდა და მაინც თქვა
- დილას დაშორებულან, ერთ-ერთმა ოფიციანტმა გაიგონა მათი საუბარი. თიკოს უთქვამს მეგობრულად მიყვარხარო. მეტი არაფერი ვიცი _ ხელების აწევით ანიშნა ბურდულმა _ თუღმერთი გწამთ ნაკანს არ უთხრათ რომ ჩემგან გაიგეთ
- არა, არა _ ჩაფიქრებული მოშორდა ლევანი და გარეთ კმაყოფილი გავიდა
მანქანასთან გაჩერდა და კიდევ ერთხელ მოავლო რესტორანს თვალი. 'ისევ ვუყვარვარ' გაიფიქრა, მანქანის კარი გააღო და ის იყო ჩაჯდომას აპირებდა, რესტორნისკენ მიმავალ თიკოს მოჰკრა თვალი. დაბნეული გამომეტყველებით ძალიან სწრაფად მიდიოდა და ეტყობოდა გარშემო ვერაფერს ამჩნევდა.
- თიკოო _ შორიდან დაუძახა და მის რეაქციებს დაელოდა, თიკო ელვისებური სისწრაფით შემობრუნდა და პირდაპირ მისკენ აიღო გეზი
- რაგინდა, რა თიკო, რაა თიკო , თავს რატომ არ მანებებ, აქ რა დაკარგე _ მივარდა და გააფთრებული მაშინვე ყვირილზე გადავიდა
- კარგი დაწყნარდი, ბრაზს ჩემზე ნუ ანთხევ _ მშვიდად წამოიწყო ლევანმა
- რატომ არ იმსახურებ? _ ირონიულად გაეცინა და წამში შეცვალა გამომეტყველება _ მომისმინე აქედან გაქრი თორემ..
- თორემ რა? _ უცებ გააწყვეტინა და თვითონაც გაეღიმა_ უნდა ვაღიარო არ მეგონა გიორგის ასე მალე თუ დაშორდებოდი
თიკომ წარბები შეკრა, არ ეგონა ასე მალე თუ გავრცელდებოდა ეს ამბავი და ვეღარაფერი თქვა
- დასაფასებელი საქციელია _ ისევ წამოიწყო ლევანმა _ ტყუილად რომ იმედი არ მიეცი
- შენი წყალობით ვიცი, რა ემართებათ ადამიანებს ვისაც ფუჭ იმედებს აძლევენ
- გამოდმებით ამას რატომ მახსენებ _ უკმაყოფილოდ ამოიოხრა ლევანმა
- იმიტომ რომ არ დაგავიწყდეს, რომ შემომხედავ გაგახსენდეს ხოლმე როგორ დაუნგრიე ცხოვრება 17 წლის გოგოს _ ყელში ბრაზი მოაწვა და პასუხს აღარც დალოდებია სასწრაფოდ გაიქცა რესტორნისკენ. წამით ჩაფიქრდა ლევანი, უყურებდა სანამ თვალს არ მიეფარა
- შენთვის ვიბრძოლებ თიკო...ისევ ისე შემომხედავ როგორც ადრე მიყურებდი...ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის
თავისთვის ლაპარაკობდა, შემდეგ კი მანქანაში ჩაჯდა და წამის მეასედში მოსწყდა ადგილს

- ოჰოო თიკო, კეთილი იყოს შენი მოსვლა, წინსაფარი გაიკეთე და დაიწყე _ ირონიული მზერით მიუახლოვდა ჩაფიქრებულ გოგოს ბურდული
- დიახ, რათქმაუნდა _ წინსაფარს დასწვდა და ის იყო გაკეთებას აპირებდა ბურდულმა ხელიდან გამოსტაცა
- გოგო შენ ნორმალური ხარ? კიდევ წინსაფრის გაკეთებას რომ აპირებდა. თავი აქაურობის ბატონ-პატრონი გგონია? როცა გინდა მოხვალ, როცა გინდა წახვალ, კარგია არა? _ გაცოფებული წინ და უკან დადიოდა ბურდული
- მაპატიეთ მე.. _ მშვიდად წამოიწყო, მაგრამ ისევ გაუწყდა სიტყვა
- რა გაპატიო, რა? ეს მერამდენე გაფრთხილებაა უკვე. ბატონი ნაკანის შეყვარებული აღარ ხარ და მოგიწევს სხვებივით იმუშავო, ამას უნდა შეეჩვიო _ საჩვენებელი თითი მაღლა ასწია და კმაყოფილმა გაიღიმა
- და ადრე სხვებივით არ ვმუშაობდი? _ ახლა თიკომაც აუწია ხმას _ რამდენიმეჯერ ადრე წასვლა გთხოვე და ეგ მანსხვავებს სხვებისგან? არაფერი მჭირდება თქვენი. სამსახურიდან მივდივარ _ ისე გაბრუნდა და წავიდა, ბურდულმა სიტყვის თქმა ვეღარ მოასწრო
- არ გინდა და ნუ გინდა, ჯანდაბამდეც გზა გქონია, ვნახოთ ერთი ასეთ სამსახურს სად ნახავ _ უკნიდან მიაძახა, თუმცა თიკოს აღარც გაუგია

***
- გამეხარდა რომ მოხვედი _ ხმის კანკალით ძლივს წამოიწყო საუბარი ნინიმ. მის წინ იჯდა ლევანი და თითქოს ესიზმრებოდა, ყოველწამს უნდოდა მივარდნოდა და ჩახუტებოდა თუმცა რაღაც უხილავი ისევ აჩერებდა და განძრევის საშუალებას არ აძლევდა
- მე რომ კარგი ძმა ვიყო _ ოდნავ გაეღიმა თავის სიტყვებზე_ აქამდეც უნდა მოვსულიყავი
სიჩუმე ჩამოვარდა, არცერთი არ ჩქარობდა საუბრის გაგრძელებას
- პაპუნა არაა? _ თემის შეცვლა სცადა ლევანმა
- არა, სამსახურშია _ უარის ნიშნად თავი გააქნია და მზერა მაგიდაზე გადაიტანა. დაძაბული იყო, ძლივს სუნთქავდა და ამას ლევანიც შესანიშნავად ამჩნევდა
- გოგოა თუ ბიჭი? _ ცდილობდა ისეთ თემაზე ელაპარაკა რაც მის გამხიარულებას შეძლებდა _ დედამ, მითხრა..წინა კვირას ველაპარაკე. გილოცავ
- ბიჭია
ლევანს ოდნავ გაეღიმა და შეეცადა მის სახეზე რამე ამოეკითხა
- იცი? სულ სხვანაირი ხარ ნი.. ასე მგონია ჩემს დას კი არა უცხო ადამიანს ველაპარაკები _ გრძნობდა როგორ მოქმედებდა მისი სიტყვები ნინიზე, უეცრად შეხედა, თვალი გაუსწორა და კიდევ ერთხელ გაიაზრა რამხელა ადგილი ეკავა მის ცხოვრებაში
- მე.. მე დიდი ხნის წინ გაპატიე.._ ცრემლები თავისით გადმოსცვივდა და სახე ხელებში ჩარგო, ლევანი სასწრაფოდ მოსწყდა ადგილს და დის გვერდით გადაინაცვლა
- ნი.. არ იტირო რაა.._ თმაზე ეფერებოდა და ეხუტებოდა დიდი ხნის მონატრებულ დაიკოს
- ძმაო ხომ აღარასდროს არაფერს დამიმალავ _ საბრალოდ ამოისლუკუნა და ქვემოდან ამოხედა
- არა ჩემო პრინცესა, არასოდეს _ დის შემხედვარეს თვითონაც მოადგა თვალზე ცრემლი
მთელი დღე ერთად გაატარეს, ათას რამეს უყვებოდა ნინი, ყველა უმნიშვნელო დეტალს რაც მის გარეშე გადახდა. ლევანი კი სიამოვნებით უსმენდა, ძალიან უხაროდა დას ასეთ ბედნიერს და გახარებულს რომ ხედავდა. საღამოს წამოვიდა, ნინის ბევრს ეხვეწა დარჩიო თუმცა ძმა ვერაფრით დაითანხმა. მანქანაში ჩაჯდომას აპირებდა, როცა მის წინ ტაქსი გაჩერდა იქიდან კი თიკო გადმოვიდა. ისე იყო ფიქრებში გართული ლევანი არც შეუნიშნავს, ეზოში შესვლას აპირებდა უეცრად მის მანქანას მოჰკრა თვალი და მაშინვე შემობრუნდა
- არარსებობს
- ხედავ როგორ უნდა ღმერთს ჩვენი ერთად ყოფნა, დღეში ათასჯერ გვახვედრებს ერთმანეთს _ კმაყოფილი მზერით მიუახლოვდა თმა ყურს უკან გადაუწია
- რა სისულელეა _ უხეშად მოიშორა მისი ხელი სახიდან და უკან დაიხია
- გარბიხარ? _ ისევ მიუახლოვდა და ოდნავ გაუღიმა _ მაინც დაგიჭერ...
- ჯანდაბაა! _ გაქცევა დააპირა, მაგრამ ლევანმა მაჯაში ჩაავლო ხელი და ისე ახლოს მიიზიდა თიკოს სუნთქვა შეეკრა, მზერა მის ტუჩებზე გადაიტანა და თიკო რომ მიხვდა რის გაკეთებას აპირებდა შეშინებულმა დაიყვირა
- არ გაბედო! არა!
ლევანმა სიცილი ვეღარ შეკავა მის საქციელზე, მის ხელებში მოქცეული პატარა ბავშვივით ფართხალებდა
- რა გაცინებს, რა არის სასაცილო ... ღმერთო რისთვის მსჯი ასე _ მაღლა აიხედა და ისე დაიწყო ლაპარაკი თითქოს ადამიანს ესაუბრებოდა
- შენი ეს ბავშვური საქციელიც ძალიან მიყვარს _ ფრთხილად მოშორდა და თიკომაც მაშინვე უკან დაიხია
- მაგრამ მე ვერგიტან.._ ხმა გაებზარა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა
- თვითონ მაინც თუ გჯერა იმის რასაც ამბობ?
თიკო გაჩუმდა, ვერაფერი თქვა.. ხო არ სჯეროდა. იმიტომ რომ უყვარდა, მაგრამ არც ამის აღიარება უნდოდა
- ასეც ვიცოდი _ ოდნავ გაუღიმა და მანქანისკენ წავიდა.. ადგილიდან არ განძრეულა თიკო, უყურებდა სანამ თვალს არ მიეფარა, მერე უკმაყოფილოდ ამოიოხრა და სახლში შევიდა.

***
მთელი გზა თიკოზე ფიქრობდა ლევანი. უყვარდა და თან როგორ უყვარდა, მის თითოეული ქცევა, მიმიკა, ყველაფერი უყვარდა რაც მას ეკუთვნოდა. ყოველი საუბრის შემდეგ, მისი დაბრუნების სურვილი უფრო უმძაფრდებოდა. სახლამდე ისე მივიდა ვერც გაიგო. მანქანა გააჩერა და სახლში შესულს ისეთი სურათი დახვდა თვალწინ, მაშინვე რეალობაში დაბრუნდა. დივანზე იჯდა ანდრია, გიტარით ხელში. გვერდით დათო ეჯდა, არც ისე კმაყოფილი მზერით უყურებდა მისაღებში შესულ ლევანს
- სად დადიხარ ძმაო ამ ღამე, ან ტელეფონი სად გაქვს, ორმოცდაათჯერ მაინც დაგირეკე _ მაშინვე ჩხუბზე გადავიდა
- კარგი 'მამიკო' უკვე დავბრუნდი სახლში, ნერვიულობა საჭირო არაა _ გახუმრება სცადა ლევანმა და მათ გვერდით ჩამოჯდა
- მომისმინე იუმორის გრძნობას ვაფასებ ადამიანში მაგრამ _ საჩვენებელი თითი მაღლა ასწია დათომ _ ანდრია არ გადაგედოს იცოდე
- რაგინდა ანდრიასთან სულ ჩემს ლანძღვაში რატომ ხარ, შენი მოსაწონი ხომ ვერაფერი გავაკეთე _ ნერვებმოშლილმა ანდრიამ სავარძლის მიმართულებით გაისროლა გიტარა
- ბიჭო დებილი ხომ არ ხარ, გატყდება _ მაშინვე შეუბღვირა დათომ
- კარგით, საკმარისია! _ მოსალოდნელი ჩხუბის შეჩერება სცადა ლევანმა _ ნინიმ საბოლოოდ მაპატია დღეს..
- რაოო? _ ორივემ ერთად შეიცხადა_ გილოცავ ძმაო მაგარია
- ანუ ახლა თიკო დარჩა _ თვალი ჩაუკრა ანდრიამ
- თიკოსთან ეჰჰ.. _ ღრმად ამოიოხრა ლევანმა _ ყველაფერი მასე მარტივად არაა, ვუყვარვარ ეგ აშკარაა. მასე რომ არ იყოს გიორგის ასე მალე არ დაშორდებოდა..მაგრამ..
- ვაა დაშორდა? _ თვალები დაქაჩა დათომ _ ანუ შანსი ჯერ კიდევ გაქვს
- ვნახოთ, დრო გვიჩვენებს
- მისმინე _ ეშმაკურად აათამაშა წარბები ანდრიამ_ ხვალ ჩემს დაბადების დღეში თიკოც დავპატიჟე, ახლახანს მომწერა მოვალო _ ტელეფონისკენ გააპარა მზერა_ დაფიქრდი ჩემი დაბადება კიდევ ერთ შანსს გაძლევს მაგ გოგოსთან
- აუ ხვალაა შენი დაბადების დღე? _ უცებ ჩაფიქრდა ლევანი
- აღარ გახსოვდა? _ მაშინვე შეიცხადა და დათოს გახედა
- კაი ნუ გწყინს მაშინვე. იმის მერე რაც გამოვიარე ცოცხალი რომ ვარ ზოგჯერ ისიც მიკვირს _ მზერა აარიდა და დივანზე გადაწვა
- ადე, ადე ანდრია _ მხარზე ხელი დაჰკრა დათომ _ აქ ვერ გავათენებთ
- დარჩით თუგინდათ _ თავი არც აუწევია ისე თქვა
- არა წავალთ. რამინდა იმ მეგობართან ვისაც ჩემი დაბადების დღე არახსოვს _ უკმაყოფილოდ დაუბღვირა ანდრიამ და გასასვლელისკენ პირველი წავიდა
- წლები ემატება, ტვინი იგივე. ხვალამდე _ თვალი ჩაუკრა დათომ და ანდრიას გაჰყვა



№1 სტუმარი სტუმარი Lola

Kai tavi iyo ❤️ imedia andrias dabadebis dgeze mainc sherigdebian❤️ velodebi shemdeg tavs❤️❤️ rac sheidzleba male

 


№2  offline წევრი EllaTriss

სტუმარი Lola
Kai tavi iyo ❤️ imedia andrias dabadebis dgeze mainc sherigdebian❤️ velodebi shemdeg tavs❤️❤️ rac sheidzleba male

ვეცდები მალე დავდო ❤

 


№3 სტუმარი სტუმარი ანი

აუ პატარა თავი იყო.. მალე დადე შემდეგი

 


№4  offline წევრი EllaTriss

სტუმარი ანი
აუ პატარა თავი იყო.. მალე დადე შემდეგი

ვეცდები ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent