შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულმა იცის (4 თავი)


24-05-2020, 09:16
ავტორი EllaTriss
ნანახია 3 399

ლევანს მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს. სულ ნინის სიტყვები ახსენდებოდა და ნერვები ეშლებოდა საკუთარ თავზე. მართლაც და რაუნდოდა იმ გოგოსთან? სხვაც ბევრი დაუნახავს ბარში მარტო მჯდომი, თუნდაც ჭიქით ხელში, მაგრამ ასეთი რეაქცია სხვა დროს არ ჰქონია. თავიდან ყველაფერი იმას დააბრალა რომ არ უნდოდა ნინის ასეთებთან ემეგობრა, მაგრამ მალევე მიხვდა რომ ასე თავს იტყუებდა. რაღაც სხვას გრძნობდა იმ გოგოს მიმართ რომელსაც თითქმის არც კი იცნობდა, ეს კი დაძინების საშუალებას არ აძლევდა. დილას ნინიმ პროტესტი გამოთქვა ძმასთან ერთად სკოლაში წასვლაზე და ლევანიც იძულებული იყო მარტო წასულიყო. მანქანა სკოლასთან გააჩერა და თიკოს დაუწყო ლოდინი. ყველაზე მეტად ის ფაქტი აწუხებდა რომ ამ გოგოსთან დამნაშავე იყო. შეამჩნია ნინი როგორ შევიდა სკოლაში. მალე კი თიკოსაც მოჰკრა თვალი
- თიკოო - შორიდან დაუძახა და თიკოც გაჩერდა.
- რა? - უემოციოდ დაუბრუნა გოგონამ პასუხი
- 2 წუთი გაქვს? - მიუახლოვდა თუ არა კვლავ ფიქრები აეშალა
- სამსახურში ისე ვერ მიდიხარ ვინმეს რომ არ მოუშალო ნერვები?
- ჯერჯერობით საქართველოში არ ვმუშაობ, თუმცა ალბათ მალე დავიწყებ - გახუმრება სცადა თუმცა თვითონაც მიხვდა რომ საერთოდ არ გამოუვიდა
- ეგ მე რაში მაინტერესებს? მაგიტომ გამაჩერე?
- მკითხე და გეუბნები
თიკომ თვალები აატრიალა და წასვლა დააპირა როცა ლევანმა ხელი მოკიდა და გააჩერა
- ბოდიშის მოსახდელად მოვედი, ნინიმ ყველაფერი მომიყვა
- არმჭირდება შენი ბოდიში - თითქოს სრული სერიოზულობით უთხრა, თუმცა ლევანმა მაინც შეამჩნია როგორ მოადგა თვალზე ცრემლები
- ვიცი
- კარგია
- ანუ არ მპატიობ? - ოდნავი პაუზის შემდეგ ჰკითხა და თავი დახარა, თიკომ მხოლოდ ახლა შეამჩნია როგორი სხვანაირი იყო ლევანი ახლა და როგორ განსხვავდებოდა იმ ლევანისგან რომელსაც ბარში ეჩხუბა.
- ჯანდაბას გპატიობ. - უთხრა თუ არა მაშინვე ინანა, ანკი რატომ პატიობდა ასე მალე თვითონაც ვერ მიხვდა. ლევანმა თვალი გაუსწორა და ოდნავ გაუღიმა.
- ლამაზი თვალები გაქვს..
თიკო ამ სიტყვებზე მაშინვე გაწითლდა, რაც ლევანს რათქმაუნდა არ გამოპარვია. ყოველთვის ასე ემართებოდა როცა კომპლიმენტს ეუბნებოდნენ. ამ საუბრის გაგრძელება საშინლად აღარ უნდოდა და მაშინვე სკოლაში გაიქცა.
- ჯანდაბა რას ვაკეთებ? - უფრო თავის თავს დაუსვა შეკითხვა და მაშინვე იქაურობას გაეცალა.
ნინის რათქმაუნდა ძალიან გაუხარდა, როგორც კი მათი შერიგების ამბავი გაიგო
- ძალიან კარგი ადამიანი ხარ თიი, ჩემს იდიოტს ძმას რომ აპატიე
- კარგი ნუ აბუქებ ისეთი არაფერი ყოფილა
- როგორ არა მან გული გატკინა - თქვა და დამნაშავესავით დახარა თავი
- დავივიწყოთ აღარ მინდა რა გახსენება
- მაშინ ჩემთან წამო რა დღეს
- რა? რატო? - უცებ გაუკვირდა თიკოს
- რატომ მიდიან ხოლმე მეგობრებთან. მიზეზია ამისთვის საჭირო? მოვიწყინე სახლში სულ მარტო
- რა მარტო მშობლები ხო არიან, ძმაც გყავს უკვე
- მშობლები 1 კვირით წავიდნენ ქუთაისში სამსახურიდან რაღაც ტრენინგზე. ლევანი კიდე მაშინ მოდის სახლში მე რომ მძინავს უკვე და აზრი?
- ჰმმ მაშინ წამოვალ - გაუღიმა და მეგობარს ჩაეხუტა
- საუკეთესო ხაარ
სახლში რომ მივიდნენ სადილის შემდეგ, ყველაფერი იმეცადინეს და დაღლილები ჩამოსხდნენ მისაღებში
- ფიზიკაში ყველაფერი ასე მალე როგორ დავწერეთ? - სიცილით ჰკითხა ნინიმ მეგობარს
- რავიცი
ამ დროს კარის ხმა გაიგეს და ნინიმ შეშინებულმა იყვირა
- ძმაო შენ ხაარ?
- არა, დაქირავებული ქილერი, შენს მოსაკლავად მოვედი - სრული სერიოზულობით თქვა და მისაღებში შევიდა, თიკო რომ დაინახა ძალიან გაუკვირდა მაგრამ არ შეიმჩნია და უბრალოდ მიესალმა
- გამარჯობა თიკო
- გამარჯობა
- ამ დროს სახლში რა გინდა? - ჩაერია საუბარში ნინიც
- სახლში მოსვლას მიკრძალავ? - გაეხუმრა დას ლევანი და თვითონაც ჩამოჯდა - ხო მართლა ლია დეიდა გეძახის, მიდი გახედე
- მე მეძახის? რაუნდა?
- არვიცი მიდი და ნახე
- კარგი, თიკს მალე დავბრუნდები - მეგობარს გახედა და ისე სწრაფად გაიქცა თიკომ ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო
- მე წავალ, ნინის უთხარი რომ მეჩქარებოდა - ლევანისთვის არც კი შეუხედავს ისე წამოდგა და გაქცევა დააპირა მაგრამ ლევანი მაშინვე გადაეღობა
- ისევ გარბიხარ?
- მეჩქარება
- ნუ იგონებ - უთხრა თუ არა მაშინვე გაეღიმა
- რაგინდა?
- რამე უნდა მინდოდეს?
- მაშინ გამატარე
- თვალებში რატომ არ მიყურებ?
- და რატომ უნდა გიყურო?
- რავიცი საუბრის დროს ადამიანები ერთმანეთს თვალებში უყურებენ ხოლმე
- რა სისულელეა
- რა არის სისულელე?
- ახლა აქ რომ ვდგავარ და რაღაც უაზრობაზე მაჩხუბებ
- გაჩხუბებ? ჰმმ ისე შენთან დიალოგი ძალიან საინტერესოა ხოლმე
- ჩემთვის არა - თქვა და ისე სწრაფად გაიქცა ოთახიდან, კართან ნინის კინაღამ შეეჯახა
- ისევ რაღაც აწყენინე ხო ამ გოგოს? - გააფთრებული ეცა ძმას ნინი
- რამდენს მეჩხუბები ამ ბოლოს დროს, მე არაფერი დამიშავებია თვითონ წავიდა
ნინიმ ძმას უკმაყოფილო მზერა ესროლა და მაშინვე გაუჩინარდა ოთახიდან.

პ.ს მადლობა რომ კითხულობთ, ძალიან გამახარებთ თუ ლაიქთან ერთად დამიტოვებთ კომენტარსაც.



№1 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Kargia, magram tavebs tu gazrdi ufro kargi iqneba, azartshi shedixar da wydeba istoria. Warmatebebi

 


№2  offline წევრი lortkia

კარგია ოღOნდ თუ მოახერხებ უფრო დიდი თავები დადე heart_eyes

 


№3  offline წევრი It’s olivia

ძალიან კარგია ოღონდ ცოტაა გაავრცე, მოქმედებები ძალიან მალე ხდება, დიალოგიც უფრო საინტერესო გახადე და რაც მთავარია ეცადე მათი გრძნობები დაგვანო, მაგალითად როცა ლევანმა დაუწყავ ლაპარაკი თქვი რომ თიკო დაიბნა და ენის ბორძიკით უპასუხა ან რამე ამის მსგავსი, იმედია მიმიხვდი რაც იგულისხმე, შინაარსი საინტერესოა და ეცადე თავები გაზარდო, მართალია ყოველ დღე დებ მაგრამ სჯობს ყოველ ორ დღეში დადო და შედარებით დიდი თავი იყოს. წარმატებები❣️❣️❣️

 


№4  offline წევრი EllaTriss

სტუმარი Mariamimari
Kargia, magram tavebs tu gazrdi ufro kargi iqneba, azartshi shedixar da wydeba istoria. Warmatebebi

მადლობა რომ კითხულობ ❤ ვეცდები გავადიდო

lortkia
კარგია ოღOნდ თუ მოახერხებ უფრო დიდი თავები დადე heart_eyes

მადლობა რომ კითხულობ ❤ აუცილებლად

It’s olivia
ძალიან კარგია ოღონდ ცოტაა გაავრცე, მოქმედებები ძალიან მალე ხდება, დიალოგიც უფრო საინტერესო გახადე და რაც მთავარია ეცადე მათი გრძნობები დაგვანო, მაგალითად როცა ლევანმა დაუწყავ ლაპარაკი თქვი რომ თიკო დაიბნა და ენის ბორძიკით უპასუხა ან რამე ამის მსგავსი, იმედია მიმიხვდი რაც იგულისხმე, შინაარსი საინტერესოა და ეცადე თავები გაზარდო, მართალია ყოველ დღე დებ მაგრამ სჯობს ყოველ ორ დღეში დადო და შედარებით დიდი თავი იყოს. წარმატებები❣️❣️❣️

დიდი მადლობა შეფასებისთვის, აუცილებლად გავითვალისწინებ ❤

 


ჰოო:)) კარგია, რომ ასე მალე დებ ხოლმე ახალ თავს, მაგრამ ვფიქრობ, სწორედ მაგის ბრალია, რომ არ არის ბოლომდე გავრცობილი მოქმედებები. სიუჟეტი მართლა კარგი და საინტერესოა, უბრალოდ საუბარი და ემოცია აკლია)) შენ უნდა შეიგრძნო თითოეული პერსონაჟის სულიერი მდგომარეობა და რაც მთავარია, მკითხველამდე, კარგად შეფუთული მოიტანო)) ჯობს კარგად დაფიქრდე ხოლმე და მეტი ემოცია ჩააქსოვო მათი საუბრისას...ვიმედოვნებ, ამ პაწაწინა ხარვეზებს, კარგად ჩაუჯდები და გამოასწორებ)) წარმატებები და გგულშემატკივრობ<3<3

 


№6  offline წევრი EllaTriss

ლიკა ახრახაძე
ჰოო:)) კარგია, რომ ასე მალე დებ ხოლმე ახალ თავს, მაგრამ ვფიქრობ, სწორედ მაგის ბრალია, რომ არ არის ბოლომდე გავრცობილი მოქმედებები. სიუჟეტი მართლა კარგი და საინტერესოა, უბრალოდ საუბარი და ემოცია აკლია)) შენ უნდა შეიგრძნო თითოეული პერსონაჟის სულიერი მდგომარეობა და რაც მთავარია, მკითხველამდე, კარგად შეფუთული მოიტანო)) ჯობს კარგად დაფიქრდე ხოლმე და მეტი ემოცია ჩააქსოვო მათი საუბრისას...ვიმედოვნებ, ამ პაწაწინა ხარვეზებს, კარგად ჩაუჯდები და გამოასწორებ)) წარმატებები და გგულშემატკივრობ<3<3

დიდი მადლობა რჩევისთვის, ვეცდები ყველაფერი გავითვალისწინო და გამოვასწორო. ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent