შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ურეკის მზის ქვეშ (თავი III)


17-06-2020, 22:02
ავტორი უმადრუკი M
ნანახია 3 340

- სიგრილეეე... -ვყვირი ბოლო ხმაზე და დივანზე ვებერტყები.
- მორჩა, დაეწყო ამას შოკები. - იცინის ნუცა.
- ჩამოვიღვენთეეე... -მე ისევ ჩემსას ვაგრძელებ. გიგი გაოცებული თვალებით მიყურებს.
- ცუდად ხარ? - გვერდით მიჯდება და ჩემს ხელს იღებს. მისი ხელი ზედმეტად გახურებულია, რაზეც უარესი ისტერიკა მეწყება.
- აუუ, ჩაიწიე რაა... სიცხეს აფრქვევ. - საწყლად ვეუბნები, რაზეც ეცინება. მე მიმიკას არ ვცვლი,ამიტომ ხვდება, რომ არ ვხუმრობ.
- ცივ წყალს მოგიტან. - წამოდგომას აპირებს გიგი, როცა ირაკლის მკაცრი ხმა ისმის:
- მე თვითონ მოვუტან! - გიგი გაოცებული სახით უბრუნდება საწყის ადგილს.
- დალიე ფისუნია. გინდა კონდინციონერს ავუწიო? - მზრუნველი თვალებით მიყურებს ირაკლი, რაც ძალიან მსიამოვნებს და უფრო მეტად ვიფერებ ჩემს მდგომარეობას.
- აუ კი რაა, იკაა - კნუტის თვალებით ვუყურებ ირაკლის და ვამჩნევ, როგორ უტყდება ტუჩის კუთხე.
- დადნი ნაყინო ქალო? - ცანცარს იწყებს ნინი.
- მაცივარში ხომ არ შეგვესვა?! - რათქმაუნდა ნუცაც ყვება.
- აუ ტოო, საწყობში მაქვს ნაყინის საყინულე და თუ რამე თქვით და ამოვიტანთ მე და გიგი. - სერიოზული სახით ამბობს ლევანი.
- აუ ეს ვერ არის. - ხარხარს იწყებს გიგი. - მზის დარტყმა მიიღე ?
- არა, თანდაყოლილი დეფექტია. - სერიოზულად ამბობს ირაკლი. - აი სადღაც აქ უჭირს - საკუთარ ხელს დაატარებს მთელს თავზე, რაზეც თვითონაც ეცინება.
- ეგ დეფექტიანი იქნება ახლა, გარეთ რომ გაგსვამს და მოგიწევს ქუჩაში ძილი. - ნელნელა ვიწყებთ ფხუკუნს. ბოლოს მოთმენა უკვე გაუსაძლისი ხდება და ხარხარი გვიტყდება.
- დაუნია მე ვიყო... - სიცილით თავს აქნევს ირაკლი.
- ვჭამოთ რაა.... - ჩემს მხეც და ნადირ დაქალს მოშივდა.
- გავარდი,რამე მოინადირე და შეგიწვავს მერე ლევანიკო. - აბრაზებს ირაკლი.
- დამპალო... - ენას უყოფს ნინი. - რამე მაჭამეთ, თორემ „გედემეკეტება“ ახლა და თქვენ შეგჭამთ.
- ეს „გადაუკეტავი“ რაა და რომ „გედაეეკეტება“ ხომ წარმომიდგენია... - სიცილით გარბის სამზარეულოსკენ ლევანი..
- გაიქეცი პატარავ. ასე უფრო სახალისოა ნადირობა... - მტაცებელი იღვიძებს ჩემს დაქალში.
- ვაი მეეე... დააკავეთ, თორემ ლევანის დაკრძალვის ხარჯების დაფარვა ჩვენ მოგვიწევს. - სიცილისგან ხოხავს გიგი.
- უიმეე, რა არასწორად მაფასებ ამხელა აფთარ ქალს - თითქოს ამრეზთ უყურებს ნინი. - რა გინდა მითხრა, რომ მე შემაჩერებს ეს ორი ბაჭია?! – „კუნთებს“ დემონსტრაციულად ჭიმავს.
- ვაიმე, ცოტა მოეშვი რაა.. სახეში მომხვდა შენი მუსკულბი. - კისკისებს ნუცა. ჩვენც ვყვებით.
- აუ რატომ მაცინებთ? გამოვედი როლიდან და ახლა აღარ მწყურია იმ მანძუკის სისხლი.
- შტერი ხარ შვილო... - თავს სიცილით ვაქნევ მე.
- ეეე ნუ ტლიკინებთ რაა. წამო ვჭამოთ. - სერიოზული სახით გადის სამზარეულოში და ჩვენც მიჩმორებულები მივყვებით უკან.
- გადაიფიქრე ჩემი შეჭმა აფთარო?
- მოკეტე, თუ არ გინდა დილით შამფურზე წამოგებულს გაგეღვიზოს, მე თავთან გედგე და კოცონზე გატრიალებდე. - თვალები ბოროტულად ენთება ნინის.
- გიგი, მე დღეს შენთნ ვიძინეებ სიხარულოო... - წამწამების ფახუნით უყურებს ლევანი გიგის და მხარზე ეკიდება.
- მოდი გამათბე გეჟო...
- ღმერთო რა შევცოდე?! - თვალებს ატრიალებს ირაკლი და ერთმანეთის სხეულებიდან ახევს „წყვილს“.
- ეჭვიანობ იკაკო? - მაიმუნობას აგრძელებს ლევანი და ამჯერად ირაკლის ეკვრის.
- მომშორდი . - ეცინება ირაკლისაც. ლევანი ათავისუფლებს ირაკლის და ნუცას ეხვევა.
- მიშველე პრინცესა, თორემ ხომ ხედავ, და-ძმა ჩემს მოკვლას გეგმავს. - ამას ამბობს და ნუცას ლოყაზე ხმაურიანად კოცნის,რაზეც ამ უკანასკნელს ლოყები ეფაკლება.
- მაჭამეეეთ.... - ღნავის ნინი.
- მოდი შვილო და დაეგდე აქ. - სკამზე უთითებს ირაკლი. ნინი ნებდება, ჯდება და ირაკლის მომლოდინე თვალებით უცდის. ირაკლი კარადიდან მთელ პურს იღებს, შუაზე ყოფს, ზედ მაიონეზს ასხამს, ყველს, თხლად დაჭრილ ძეხვს ადებს და ნინის აწვდის.
- გეყოფა? -გამარჯვებულის სახით უყურებს ირაკლი.
- ვნახოთ. - ნინი ბედნიერ წუთებს უშხამებს ირაკლის, რომელსაც სახე წამში ეცვლება.
- ეს რომელიმე ცხოველში ხომ არ შეგვიცვალეს ჩუმად? - სერიოზულად დააფიქრა ირაკლი მისმა ნათქვამმა წინადადებამ. მის მოაზროვნე სახეზე ყველას გვეცინება.
- აუ თქვენ რა ძაან შეშლილი ხალხი ხააათ.. - კაკანებს გიგი.
- აჰა,“ მე ვარ შეშლილი და შენა ხარ შლილი? „ - რაღაცნაირი აქცენტით ამბობს ნინი,რაზეც უკვე ხოხვას ვიწყებთ.
ყველანი ჩვენთვის ვიმზადებთ საჭმელს. ნინი ამ დროის მანძილზე ყველა ჩვენგანის თეფშიდანაც ჭამს. ბოლოს როგორც იქნა ვნაყრდებით, განსაკუთრებით ნინი და მოსამზადებლად გავდივართ.
სარკის წინ ვდგები და ვფიქრობ რა ჩავიცვა. უკვე ბნელა, შესაბამისად გარეთ სასიამვნოდ გრილა. ბოლოს, მაღალ სანდლებს, უმოკლეს ფირუზისფერ, ფრიალა კაბას ვიცვამ, რომელსაც სამკერდეს ნაცვლად ბანტი აქვს. თმას ვიშლი და ბოლოებში ვიხვევ. მზად ვარ. ნინის ოთახში გავდივარ, სადაც ნუცაც მხვდება, რომელიც ცდილობს რამე კაბა აარჩიოს ნინის გარდერობიდან. ნინის ულამაზესი წითელი კომბინეზონი შორტი აცვია, რომელიც საშინლად უხდება მის შავ თმას და ჭრელ თვალებს.
- ვააჰ, ნინიკოო?! რა ზექალი ხარ ნუუუ...
- აუჰ ამას ვინ მეუბნება...
- ძაან გიხდება ეს ფერი ბარბი. - ნუცას აღფრთოვანებისგან თვალები უბრწყინავს. - მე ვერაფერი ავარჩიე.- უეცრად იწყენს.
- ჩემს ვარდისფერ კაბას გათხოვებ გინდა? -ნუცას სახე უნათდება.
- მე რომ მომწონს იმას?! - მე თავს ვუქნევ სიხარულით და ჩემი ოთახიდან გამომაქვს შანელის ულამაზესი კაბა. ნუცა იმ წამსვე იცვამს და ტრიალდაბა.
- აუ დაგხატა ნუციიიი. - ტაშს უკრავს ნინი. სიხარულისგან სამივე ხტუნვას ვიწყებთ. ბოლოს ვსერიოზულდებით და ერთად ჩავდივართ პირველ სართულზე, სადაც ბიჭები გველოდებიან. ვამჩნე როგორ აღებენ ერთდროულად პირს გაოცებისგაან.
- რა ლამაზები ხართ ტოო.. - ლევანი შოკშია.
- დღეს ყურადღებით უნდა ვიყოთ. - ღიმილით მიახლოვდება გიგი და მაბზრიალებს. - ულამაზესი ხარ. თუ შესაძლებელია, დღეს მე გაგიწევ კომპანიონობას. - მე ვიმორცხვები და უხერხულად ვუღიმი. ბოლოს ვამჩნევ ფანჯარასთან მდგომ ირაკლის, რომელიც უცნაურად ჩამუქებული თვალებით მიყურებს. წამით გული მიჩქარდება. ირაკლი თვალს მარიდებს და ნინისთან ახლოს დგება. ლევანი ნუცას ხელს კიდებს და ამბობს.
- მშვენიერია,მზად ვართ. დროა დავიბყროთ ურეკი. იცინის და გარეთ გადის ნუცასთან ერთად. ჩვენც უკან მივყვებით.


ყველანი ირაკლის მანქანაში ვთავსდებით და ღია კლუბში მივდივართ, სადაც ძალიან კარგი სიტუაცია გვხვდება. მრგვალ მაგიდასთან ვიკავებთ ადგილს. ვხედან როგორ აპირებს ლევანი ოფიციანტის ორი თითის ერთმანეთზე შემოკვრით ადგილზე მოხმობას მაგრამ გვიმართლებს და მიმტანი თავისით გვიახლოვდება.
- მოგესალმებით. რას მიირთმევთ? - სასიამოვნოდ გციღიმის მიმტანი გოგონა და მენიუს გვაწვდის. ჩვენ ცოტა ხანს ვთათბირობთ.
- სამი, ორმაგი ვისკი, სამი კოქტეილი და ხილის ასორტი. -ამას ამბობს ირაკლი და მომხიბვლელად უღიმის გოგონას, რომელსაც ეტყობა, რომ სადაცაა ჩამოიღვენთება ირაკლის სიმპათიკურობის შემხედვარე.
- კიდევ რამეს მირთმევთ?
- კიი, ერთ ჭიქა წყალს. - ცოტათი უხეშად გამომდის მე, რაზეც ირაკლი უცნაური გამომეტყველებით მიყურებს, იჭერს ჩემს გაბრაზებულ სახეს და ტუჩის კუთხე უტყდება. დამპალი...
დრო მალე გადის, ჩვენ უკვე „მაგრად“ ვართ. ნინი სლოვაკურ ჰაუსზე შალახოს ცეკვავს. ნუცა და ლევანი კი ვალსს. მე ვბჟირდები მათი შემხედვარე, მაგრამ ვინ გაცდის კარგ ხასიათზე ყოფნას? ვამჩნევ როგორ ეცეკვება ირაკლის ის მიმტანი გოგო. როგორც ჩანს დაასრულა მისი სამუშაო საათები და ახლა უმოკლეს კაბაში გამოტკვარცული ზედ ეკვრის ირაკლის. უხ როგორ მინდა მივიდე და სახით ვახოხო ქვა-ღორღლიან მიწაზე... უკვე აღარ შემიძლია ამის ყურება. ამიტომ ვდგები და გარეთ გავდივარ, ჰაერის ჩასაყლაპად. ასე უკეთესია. თვალებს ვხუჭავ და ღრმად ვსუნთქავ, დასამშვიდებლად. ცოტახნის შემდეგ მხარე ვგრძნობ ვიღაცის შეხებას.
- კარგად ხარ ლამაზო? - შიშისგან უეცრად ვხტები და ვხედავ გიგის, რომელიც აშკარად გააკვირვა ჩემმა რეაქციამ. მეღიმება მის სახეზე.
- კარგად ვარ.
- აქ რა გინდა?
- ხმაურმა დამღალა და გადავწყვიტე ჰაერის ჩასასუნთქად გამოვსულიყავი. - გიგი მიღიმის და პერანგიდან შოკოლადს იღებს.
- ჭამე და ხასიათზე მოგიყვანს. მე მშველის ხოლმე. - საყვარლად მიღიმის და შოკოლადს მაწვდის.
- მადლობა... - შოკოლადს ვართმევ, შუაზე ვტეხ, ნახევარს მე ვჭამ და ნახევარს მას ვაწვდი. - გემრიელია...
- ჩემი საყვარელი შოკოლადია. მიყვარს კარამელი და მიწისთხილი.
- რაა? - შეშფოთებული ხმით ვამბობ და ძალა მერთმევა.
- რა მოხდა? ბარბარე, ცუდად ხარ? - გაკვირვებული და შეშინებული სახით მეკითხება გიგი და ხელს მხვევს, რომ არ დავეცე.
- გოგოებს დაუძახე. - უკვე ხავილით ვამბობ. ზუსტად ამ დროს ირაკლი გამოდის ბარიდან. გვამჩნევს და ჩვენსკენ მორბის.
- რა ხდება? ბარბარე რა გჭირს? რა დაემართა? - უკვე ბღავის ირაკლი. მე თითქმის შორიდან ჩამესმის მისი გამწარებული ხმა.
- ბარბარე გამოფხიზლდი... - სახეზე ვგრნობ მის შეხებას.
- არ ვიცი რა დაემართა. მოწყენილი იყო, მე შოკოლადი ვაჭამე და რომ ვუთხარი კარამელით და მიწის თხი....
- რაა? მიწისთხილზე ალერგია აქვს იდიოტო... - წინადადების დასრულებას არ აცდის ირაკლი და ვგრზნობ, როგორ ავყავარ ხალში. ვითიშები.
რაღაც ხმები ჩამესმის შორიდან. მგონი მოვკვდი. რა ხდება? სად ვარ? ვიღაცის საუბარი ისმის:
-კიდევ კარგი მხოლოდ პატარა დოცით მიიღო, თორემ არ ვიცი რა მოხდებოდა. - აშკარად არ მეცნობა ეს ხმა. თვალებს ვახელ და ვხედავ თეთრ ოთახს, რომლის ყველა კუთხეში ჩემი მეგობრები დგენან. ნუცა ლევანს ეკვრის და ზლუქუნებს, რაზეც მეღიმება.
- ცოცხალი ვარ ხალხნო. - ძვლივს ვამბობ ჩამწყდარი ხმით.



№1  offline წევრი 《Sunshine》

ამდენი დიდი ხანია არ მიცინია ახალი თავის წაკითხვის შემდეგ ისეთი დადებითი ემოციებით ვიმუხტები რომ დღის ბოლომდე კარგ ხასიათზე ვარ მადლობა შენ რომ ესეთ კარგ ისტორიას შენ

[quote=《Sunshine》]ამდენი დიდი ხანია არ მიცინია ახალი თავის წაკითხვის შემდეგ ისეთი დადებითი ემოციებით ვიმუხტები რომ დღის ბოლომდე კარგ ხასიათზე ვარ მადლობა შენ რომ ესეთ კარგ ისტორიას დებ

 


№2  offline წევრი უმადრუკი M

[quote=《Sunshine》]ამდენი დიდი ხანია არ მიცინია ახალი თავის წაკითხვის შემდეგ ისეთი დადებითი ემოციებით ვიმუხტები რომ დღის ბოლომდე კარგ ხასიათზე ვარ მადლობა შენ რომ ესეთ კარგ ისტორიას შენ

[quote=《Sunshine》]ამდენი დიდი ხანია არ მიცინია ახალი თავის წაკითხვის შემდეგ ისეთი დადებითი ემოციებით ვიმუხტები რომ დღის ბოლომდე კარგ ხასიათზე ვარ მადლობა შენ რომ ესეთ კარგ ისტორიას დებ[/quote] ძალიან მიხარია თუ მოგწონს ^_^ ყველა შენი კომენტარი სტიმულს მაძლევს და მადლობა შენ ამისთვის ❤️ ❤️

 


№3  offline წევრი ვიპნი

მეც მინდა დასვენება ზღვაზე მხიარულ კომპანიაში :)

 


№4 სტუმარი სტუმარი ქეთო

სიმპათიკური - არა.
სიმპათიური -- კი
სახალისო ისტორიაა და სასიამოვნო საკითხავი

 


№5  offline წევრი უმადრუკი M

ვიპნი
მეც მინდა დასვენება ზღვაზე მხიარულ კომპანიაში :)

<3 ^_^

სტუმარი ქეთო
სიმპათიკური - არა.
სიმპათიური -- კი
სახალისო ისტორიაა და სასიამოვნო საკითხავი

მადლობა ❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი Nani

Rodis daideba shemdegi tavi?

 


№7  offline წევრი უმადრუკი M

სტუმარი Nani
Rodis daideba shemdegi tavi?

ახლა ავტვირთე და იმედი მაქვს მალე დადებენ <3 <3

 


№8 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მომეწონა ძალიან საინტერესოა მადლობა

 


№9  offline წევრი უმადრუკი M

სტუმარი ნესტანი
მომეწონა ძალიან საინტერესოა მადლობა

^_^ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent