შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ურეკის მზის ქვეშ ( თავი II)


16-06-2020, 03:49
ავტორი უმადრუკი M
ნანახია 3 163

სამზარეულოში გავდივარ, ჩემს ტელეფონში საყვარელ სიმღერას ვრთავ და ვიწყებ ცივი ყავის მომზადებას. როლებში შევდივარ და ჩემდაუნებურად ცეკვას ვიწყებ. ზურგს უკან ფხუკუნი მესმის და ვხვდები ვისაც ეკუთვნის ეს ხმა.
- ნუ დამცინი, ბოროტოო... - მეც მეცინება მის გამომეტყველებაზე.
- ცოტათი ფრთხილად უნდა იყო ელზა, მენჯიდან არ ამოვარდე. - ამაზე უკვე ხარხარს ვიწყებთ. ირაკლი ახლოს მოდის და ხელს მიწვდის. ვხვდები რასაც მთავაზობს, ცოტა ხნით გაკვირვებული ვუყურებ, მაგრამ ბოლოს მეღიმე და ჩემს ხელს ვუხვედრებ მისას. ერთად ვიწყებთ ცეკვას. ირაკლის ხელში ავყავარ და მაბზრიალებს, ამაზე კისკისს ვიწყებ. ჩვენს სტიქიაში ვართ როცა ამ ბედნიერი წუთებიდან ჩახველების ხმას გამოვყავართ. ირაკლი ძირს მსვამს და მაშინვე ვხედავ გოგოების გაკვირვებულ სახეებს. ამაზე სირცხვილისგან ვწითლდები, მაგრამ ირაკლი სიტუაციას უკეთესობისკენ ცვლის.
- გოგოებო, არ გინდათ ჩვენს, ორ კაციან ფართის შემოუერთდეთ?! ცივი ყავაც გვაქვს... - იკრიჭება და ჯერ კიდევ აუქაფებელ ყავას უყურებს . - ნუ გვექნება რაა... - ამაზე ყველას გვეცინება, ამას ემატება ოთახში შემოსული ლევანის სულელური სახე, რომელსაც ჩემი საზღვაო ქუდი ახურავს და ქალივით აფახუნებს თვალებს. ირაკლი ხარხარებს, თან მუშტს ურტყამს მუცელში.
- ეგრე არ დარჩე , თავი არ მომჭრა. - ლევანს სახე ეცვლება, ქუდს იხდის და მეორე ოთახში ისვრის.
- ლუდი არ დავლიოთ? - სპეციალურად ბოხი ხმით ამბობს, მის მამაკაცურობაზე ხაზის გასასმელად.
- ტუჩსაცხი არ გაგიფუჭდება?
ლევანი ბრაზდება, ირაკლისკენ მირბის ხარივით და იწყებენ მეტლახზე გორვას. ამაზე ჩვენ ვხარხარებთ, თან ლამის ფსონებს ვდებთ, ვინ მოერევა. ბოლოს ხვდებიან, რომ პატარებივით იქცევიან და „ჩხუბს“ წყვეტენ.
- შტერები. -ნინი იკრიჭება და ირაკლისკენ გარბის. ცდილობს მოგვერდი გაუკეთოს. ეს შორიდან უსასაცილოესად ჩანს. ირაკლი დგას და ეს მისი ჭკუით ქალობს. ჩვენ ლამის იატაკზე ვხოხავთ. ირაკლი იღლება ამ „ღიტინით“ და ნინი ერთი ხელის მოსმით აჰყავს ხელში, სამზარეულოს დახლზე სვამს და სიცილით უქნევს თითს.
- მომისმინე პატარავ, შენ აქ იჯდები და რომ დაწყნარდები, მერე ჩამოგსვამ ხომ?!
- დამპალო... - ნინი იცინის და ჩვენც ვყვებით.
ვასრულებ ცივი ყავის მომზადებას. ყველანი მისაღებში გავდივართ და ტელევიზორთან ვსხდებით. ბიჭებს ლუდი მოაქვთ, მიწისთხილთან და მარილიან ჩხირებთან ერთად. მე მიწისთხილზე ალერგია მაქვს, ამიტომ მხოლოდ ჩხირებს ვჭამ.
მთელი საღამო რაღაც სასაცილო ისტორიებს ვყვებით, ბევრს ვიცინით, ლუდიც გვეკიდება უკვე. ვგრძნობ, როგორ ვითენთები, ამიტომ ნუცას ვადებ მხარზე თავს. უკვე ძალიან მეძინება. ამას ყველანი ამჩნევენ.
- დავიძინოთ უკვე ხომ?!
- აუ ხოო რა.. ძალიან დავიღალე. - უმიზეზოდ წუწუნებს ნინი, თან იმხელაზე ამთქნარებს, რომ უკვე ვგრძნობ მიზიდულობას. ამაზე მეცინება და ლოყებს ვუკოცნი.
ვდგებით და საძინებელში გავდივართ. ძალიან დაღლილი ვარ, ამიტომ ბალიშზე თავის დადებისთანავე ვითიშები.
რაღაც ხმაური მაღვიძებს. საათს ვუყურებ, უკვე ღამის პირველი საათია. ვდგები, ხალათს ვიცვამ და შესამოწმებლად პირველ სართულზე ჩავდივარ. ირგვლივ ბნელა, არავინაა. სამზარეულოში გავდივარ, საიდანაც მბჟუტავი, თეთრი ნათება მოჩანს. უცხო სილუეტს ვამჩნევ და იმის შიშით, რომ ჩვენს სახლში ვიღაც ქურდი შემოიჭრა, ბოლო ხმაზე ვიწყებ კივილს. უცხო სხეულიც ყვირის. აშკარად შევაშინე. სხვა სიტუაციაში ალბათ გამეცინებოდა კიდეც, მაგრა, ახლა შიშისგან გული მისკდება.
- ვინ ხართ? რა გინდათ? - ვამბობ ხმის კანკალით, მაგრამ მაინც მტკიცედ. „სიდან ამხელა ამბიცია ბარბარე, სიდან?“
- გული გამისკდა. -ხარხარს იწყევს უცხო და სამზარეულოში შუქს რთავს. ზუსტად ამ მომენტში, ყველა ჩემი მეგობარი ერთდროულად შემოდის ოთხში, გაფართოებული თვალებით და აბურდული თმებით.
- რა ხდება ბარბი? - შეშფოთებული სახით მეკითხება ლევანი.
- რას გავხარ ? - სიცილით კითხულობს უცხო.
- გიგი?! როდის ჩამოხვედი ტო? - მალევე ეცვლება გამომეტყველება ლევანს და მხოლოდ ახლა ამჩნევს, რომ სპანჯბობის საცვლის ამარა დგას ჩვენს წინ. ამაზე წითლდება, უცებ გადის მის ოთახში და იქედან შორტებით ბრუნდება.
- სპანჯბობი უკეთესი იყო. - ხარხარებს ირაკლი, რაზეც ლევანი მუშტს უღერებს, მაგრამ მერე მასაც ეცინება.
- გაიცანით, ეს ჩემი მეგობარი გიგია. - გიგი რაღაც კეთილი ღიმილით იღიმის და მხოლოდ ახლა ვამჩნევ, რომ ძალიან სიმპათიკური „ქურდია“.
- ბარბარე. - ხელს ვუწვდი და რამდენიმე წუთის წინ მომხდრის გახსენებაზე უხერხულად ვიღიმი. მასაც გულიანად ეცინება, ხვდება რაზეც ვფიქრობ. ვამჩნევ, რომ ირაკლის უსიამოვნო სახე აქვს. ალბათ არ მოსწონს ჩვენი სტუმარი. თუმცა ჩვენც ხომ სტუმრები ვართ?! ასერომ , უნდა აიტანოს ამ სიმპათიკურობის აქ ყოფნა. ხელს მაგრად ართმევს და მე მტკივა გიგის ნაცვლად. მხეცი... გოგოები მეგობრულად უღიმიან და ყავას სთავაზობენ. რა დროს ყავაა ღამის პირველ საათზე? თუმცა ყველა ჩვენსავით შეშლილი ჰგონიათ. გიგი თავს აქნევს ღიმილით.
- მადლობა შემოთავაზებისთვის, მაგრამ მხოლოდ გრილი ლოგინი და ძილი მესაჭიროება.
ლევანს მისი ოთახისკენ მიყავს . გიგი ორი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ტრიალდება და ღიმილით ამბობს:
- სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა. იმედია ერთად, კარგად გავატარებთ ამ ზაფხულს.
ჩვენც ვუღიმით და დასაძინებლად გავდივართ.
დილით ოთხში ნინის და ნუცას ჯლიგინი მაღვიძებს.
- ადექი მზეთუნახავო, საბანაოდ გავდივართ. - ამას ამბობს ნუცა და ჩემს გვერდით წვება. როგორც ჩანს მასაც ეძინება, თუმცა ტირანმა ნინიმ აიძულა გაღვიძება.
- აეყარეთ სასწრაფოდ, თორემ დაგტოვებთ.
- ოჰ, ეშინია გოგოს, რომ მისი ბიჭი პოსტზე არ დახვდება. - ნუცას ამ სიყვებზე თვალებს ვ....პ და გველნაკბენივით ვხტები საწოლიდან.
- რაა? - უცოდველი კნუტივით მიყურებს ნინი.
- ვინ ამის ბიჭი?! ახლა არ გამაგიჟოოოთ. მე სად ვარ სერთოდ? ჩქარა ამოთქვით ახლა, სანამ ცოცხლები და ჯანმრთელები ხართ.
- იცი ვინ მოეწონა? - კისკისს იწყებს ნუცა.
- ჰაა, იტყვი თუ გაწამო?!
- „ არ არის საშველი? აგერავარ მაშველი!“ - ნუცა სიცილისგან ოთხად იკეცება. რის გამოც საჩუქრად მუშტს იღებს ნინისგან.
- იდიოტოო... - ამას კი ამბობს, მაგრამ მასაც ეცინება. - აუ ბარბი, იცი რა სიმპათიკურია?! - ოცნებეში გადადის ნინი. ნუცა ბალიშს მართმევს და ნინის ურტყამს თავში, გამოსაფხიზლებლად. ამაზე ნინი თვალებს აბრიალებს გადატვირთული მრიცხველივით, თვითონაც იღებს ბალიშს და აი აქ იწყება ომი. საწოლზე ავდივართ, ვხტუნავთ, ერთმანეთს ბალიშებს ვურტყამთ გამეტებით, ვწივით. ნინი ღნავის რა თქმა უნდა (ქალი სინაზე) . ამ ხმაურზე კარი იღება , რომლიდანაც ჩანს, როგორ ცდილობენ ბიჭები ერთდროულად შემოსვლას. ნეტავ რისი იმედი აქვთ, რომ სამი მუტრუკი ერთად შემოეტევა ამ ვიწრო კარში?! ბოლოს ამათ ირაკლი ზემოდან ფეხს ადგამს და შემოდის. ჩვენ მათი საცოდაობის შემხედვარე ვიცინით.
- რას ჩხავიხართ? გული გაგვისკდა!
- ოჰ რა ჩვილი გული გაქვს იკაკოო... - ნინი ლოგინიდან ჩამოდის, ირაკლის ზედ ახტება და ყელზე ეპორწიალება. ირაკლი ტანს არხევს, რომ როგორმე მოიცილოს ეს მაიმუნი. შორიდან უსასაცილოესად ჩანს ეს ყველაფერი, ამიტომ ყველანი ვხავივართ სიცილისგან.
- სვაროვსკებია? - ყელზე ჩამოკიდებულ ნინიზე სიცილით უთითებს გიგი.
- რა სვაროვსკი? ვერ მხედავ ამხელა ჩახჩახა, ბრილიანტ ქალს?! - ისეთ სახეს იღებს ნინი, თითქოს ეწყინა.
- რაღაც არ მახენდება ბრილიანტს ენა ჰქონდეს, თანაც ამხელა. - ოჰოო, ირაკლიმ ჩაძაბაა...
- მოემზადეთ, მალე გავდივართ. - დინჯად ამბობს ირაკლი და ყელზე დაკიდებული ნინიანად გადის ოთახიდან.
- ჩვენ გავალთ და სწრაფად მოემზადეთ გოგოებო ხომ?! თორემ მთა კაცი რაღაც ვერ არის ხასიათზე. - ლევანი და გიგი სიცილით გადის ოთახიდნ. ნუცაც უკან მიყვება და მე ვიწყებ მომზადებას. ტანზე ცისფერ, კოპლებიან კუპალნიკს ვიცვამ, რომელსაც საკმაოდ ღრმა დეკოლტე აქვს. უნდა ვაღიარო, ძალიან მიხდება. თმას ვიშლი, რასაც უკეთესი ეფექტი აქვს. მოკლე კაბასთან ერთად, მაღალ ლასტებს ვიცვამ და ქვემოთ ჩავდივარ.
ყველანი მზად მხვდებიან, გოგოების ჩათვლით.
- ვაიმეე, რა ხდება? სახლი იწვის, ვკვდებით, ასტეროიდი ჩამოვარდა? გამარჯობა. უკაცრავად ასე მალე როგორ მოემზადეთ? - ჟურნალისტებს ვბაძავ და წარმოსახვით მიკროფონს ვუშვერ ნუცას.
- იცით რა ხდება... - ნუცა მყვება ღლაბუცში, თუმცა ნინი შუაში გვიხტება და გამაყრუებლად ღნავის:
- „გამორთე კამერა! გამორთე მეთქი კამერა!“ - ამაზე ყველანი ვხარხარებთ. ირაკლისაც კი ეცინება.
- მატრაკვეცა. - თვალებს სიცილით ატრიალებს და ნინის „იღებს“ ხელში.
- რაკვეცა? -ფართხალებს ნინი. - დამსვი ნადირო! ვინმე თუ არ გაიდე მხარზე ისე პლაჟზე ვერ გადიხარ?
ხარხარით გავდივართ სნაპიროზე, სადაც ძალიან ბევრი ხალხი გვხვდება. მგონი ჯობს კონტროლიორი დააყენონ და პლაჟი სანტიმეტრობით გააქირაონ. წარმოიდგინეთ: მიდიხარ პლაჟზე, ქირაობ ადგილს, დრო რომ ამოგეწურება, მოდის ვიღაც ტიპი და გეკითხება: კიდევ დავამატოთ? ( დავამატოთ_ რათქმაუნდა მრავლობითში, ეს ხომ საქართველოა.)
სულელური აზრებიდან ნუცას ჩხავილს გამოვყავარ, რომელიც ახლახანს დაატკლიცა ლევანმა წყალზე. ნუცა საჯდომს იზელს. ლევანი ისეთი შეშფოთებული სახით უყურებს, არცაა გამორიცხული, პატიების მიზნით თვითონაც მიეხმაროს დაზელაში.
ქოლგის ქვეშ, ქვიშაში ვჯდები და იქაურობას ვათვალიერებ. რა ტიპის ხალხს არ ნახავ სანაპიროზე. ჩვენს გვერდით ოჯახი ზის, საიდანაც ამგვარი დიალოგი ისმის :
- დეეე, ამას რა საშინელი გემო აქვს...
-დედიკო ქვიშა არ იჭმება. მოიცა, გოჭის მწვადი მაქვს წამოღებული და იმას მოგცემ. - კარგი, ქვიშის ჭამის მცდელობა დავივიწყოთ, მაგრამ შემწვარ გოჭს ვინ დაატარებს ზღვაზე? - ამას ვფიქრობ და ვხედავ, როგორ ამოდის წყლიდან დაკუნთული ტიპი, რომელსაც წითელი საცურაო კოსწიუმი აცვია ადამიანი ობობას პრინტით. ამას მოყვება ბეტმენის ლოგოს პრინტით გაფორმებულ კუპალნიკიანი, პუტკუნა ბიჭი და აი აქ უკვე ვიცდი, როდის გამეჩითება ვინმე ჯოკერის ტრუსით. მაგრამ არაა... მხოლოდ პამპერსიან ბავშვს ვამჩნევ, რომელიც აშკარად ჩემკენ მორბის. მოიცა არაა, მე გამცდა. თავს მარჯვნივ ვატრიალებ და ვხედავ, როგორ აჯდება სახეზე, გასარუჯად წამოწოლილ ნინის. ნინი წივის და ცდილობს სახიდან მოიცილოს უცხო სხეული. მე ვხარხარებ და ბავშვი ამყავს ხელში.
- არ უნდა პატარავ დეიდას ტონალური, ისეც კარგ ფერზეა. - ნინი თავიდან ვერაფერს ხვდება, მარამ ნუცას სიცილზე აანალიზებს, რომ აშკარად დავცინი.
- ფუ, იდიოტო... - თვითონაც ეცინება ჩემს ხუმრობაზე. - ვაი რა საყვარელი ხარ... - ლოყებს ვუწელავთ ბავშვს და ვხედავთ, როგორ მორბის გარუჯული, იდეალურ ტანზე მყოფი მამაკაცი ჩვენკენ.
- აუ მაპატიეთ, ჩემი ბიძაშვილია. გამოგვექცა ეს პატარა თაგვი. - ხელიდან მართმევს ფუმფულა ბავშვს.
- არაუშავს... ძალიან საყვარელია. - ინაზება ნინი.
-მე გივი ვარ. აქ ხშირად მიწევს ყოფნა, ასე რომ თუ რამე თქვენს სამსახურში მიგულეთ.
- სასიამოვნოა... მე ნინი მქვია. ესენი კი ჩემი მეგობრები ნუცა და ბარბარე არიან - ნინი ჩვენზე უთითებს.
- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. ახლაკი უნდა დაგტოვოთ. ჩემპიონო, აბა დაემშვიდეობე გოგოებს.
- პაკაა. - ხელს ერთდროულად გვიქნევს ბუთქუნაც და ტანადიც.
- ვინ იყო ეს შოკოლადი? - ვიცინი მე.
- „აგერ არის მაშველი!“ - აჯავრებს ნუცა.
- მართლა? ვაიმეე,მართლა რა კანფეტივით ბიჭია... ყოჩაღ ნინი... - თვალებს ვუფახუნებ, რაზეც სამივეს გვეცინება.
ირაკლი წყლიდან ამოდის და გვიახლოვდება. ღმერთოოო, კიდევ უფრო ჩამოცხა... რატომ ხარ ბიჭო ასეთი იდეალური? პორკეეე? - ვყვირი გონებაში.
- ვინ იყო ის ბიჭი? ხომ არ შეგაწუხათ?
- ნეტავ შემაწუხოს... - ჩურჩულით ამბობს ნინი, რაზეც ფხუკუნს ვიწყებთ.
- რაა? - სიტყვებს ვერ არჩევს ირაკლი. ჩვენი ფხუკუნი ხარხარში გადადის.
- ჩვენ ვინ შეგვაწუხებს, შენ აქ არ ხარო?! ასე გითხრა. - სიცილით ეუბნება ნუცა. ირაკლი თავს აქნევს და ჩემკენ ტრიალდება.
- არ გინდა ცურვა გასწავლო? -„ ვაიმეე, თუგინდა დამახრჩვე მაგ წყალში. „ვამბობ გონებაში.
- აუ კიი, მინდა.
- ხოდა წამო.
ვდგები, კაბას თავს ზემოთ ვიძრობ და ირაკლის ნერწყვი სასულეში სცდება.
- იხრჩობი? - ზურგზე ხელს უბრახუნებს ნინი, თან კაკანებს.
- რა გჭირს? - მე კი ვიცი რაც სჭირს : ჩემი სამი ზომა მკერდი.
ირაკლი ხმას იწმენდს.
- ნერწყვი გადამცდა. წავედით? - თავს ვუქნევ და მასზე ადრე ჩავდივარ წყალში.
- ცოტა ღრმად შევიდეთ ხომ?! - ახლოს მოდის და ხელს მიჭერს. ვხვდები, რომ უკვე ტერფებით ქვიშას ვეღარ ვგრძნობ. როგორც ჩანს სახეზე მემჩნევა შეშფოთება, რადგან ირაკლი ახლოს მოდის, წელზე ხელს მხვევს და მიჭერს.
- ახლა გული გამისკდება... - შიშისგან ვწივი.
- მე აქ არ ვარ ფისო?! - იღიმის, თუმცა მე უკვე ისტერიკებში ვარ, რადგან ვხედავ როგორ მოდის უზარმაზარი ტალღა ჩვენკენ. შიშისგან ფეხებს წელზე ვხვევ ირაკლის და ქუთუთოებს მაგრად ვაჭერ ერთმანეთს.
- ნუ გეშინია, გიჭერ მაიმუნო. - იცინის ირაკლი.
- ნუ დამცინი... - შიშისგან უკვე ყელზე ვეხვევი, რაზეც სიცილს წყვეტს.
ხუთი წუთის შემდეგ ვაანალიზებ, რომ ზარმაცასავით ვეკრი ირაკლის სხეულს. თავს უკან ვწევ და უხერხულად ვუყურებ თვალებში.
- მაპატიე... - ვცდილობ გავიღიმო. - ნაპირამდე გამიყვანე რა... არ არის ცურვა ჩემი საქმე.
- ნელ-ნელა შეეგუები კნუტო. ახლა გავიდეთ, მაგრამ ხვალ ისევ ვცადოთ.
- კარგიი. - ვუღიმი და ვათავისუფლებ ჩემი „კლანჭებისგან.“
ნაპირზე ასვლისას ვამჩნევ, თუ როგორ მიყურებს გიგი. აშკარად მოხიბლულია ჩემი ფორმებით. მის მზერას ირაკლიც იჭერს და მისი ხელით მხვევს პირსახოცში.
- სადმე არ წავიდეთ დასალევად? - სიტყვით გამოდის ლევანი, რაზეც გოგოები ფხიზლდებიან.
- აუ კიი რააა... - ნინი რათქმაუნდა წუწუნით ამბობს, თითქოს ვინმე უკრძალავდეს წასვლას.
- ხოდა წავიდეთ.
- აქვე კარგი ბარი ვიცი, კარგი სასმელები აქვთ. - სიტყვით გამოდის გიგი.
- ხოდა ძალიან კარგი... წავიდეთ ახლა სახლში, ვჭამოთ, ცოტა დავისვენოთ და გავიდეთ ბარის დასაბყრობათ. - ლევანი ამ სიტყვებს ისე ამბობს, თითქოს ნაპოლეონი იყოს, რაზეც ყველას გვეცინება.
ნივთებს ვკრებთ და სახლში ვბრუნდებიტ სადაც სასიამოვნო სიგრილე გვხვდება.



№1  offline წევრი 《Sunshine》

როგორც ყოველთვის ძალიან მომწონსს !! ველოდები შემდეგ თავს ირაკლის ეჭვიანობებზე ხო საერთოთ ვგიჟდები თვითონ ისტორიაც ისეთი კარგია და კომედიური რო არ ვიცი რა ვთქვა

 


№2  offline წევრი უმადრუკი M

《Sunshine》
როგორც ყოველთვის ძალიან მომწონსს !! ველოდები შემდეგ თავს ირაკლის ეჭვიანობებზე ხო საერთოთ ვგიჟდები თვითონ ისტორიაც ისეთი კარგია და კომედიური რო არ ვიცი რა ვთქვა
ძალიან დიდი მადლობა ^_^ დღეს დავდებ ახალ თავს <3

 


№3  offline წევრი 《Sunshine》

უმადრუკი M
《Sunshine》
როგორც ყოველთვის ძალიან მომწონსს !! ველოდები შემდეგ თავს ირაკლის ეჭვიანობებზე ხო საერთოთ ვგიჟდები თვითონ ისტორიაც ისეთი კარგია და კომედიური რო არ ვიცი რა ვთქვა
ძალიან დიდი მადლობა ^_^ დღეს დავდებ ახალ თავს <3



ვაუ მართლა ძალიან გამიხარდა მისი აბა ველოდები

 


№4  offline წევრი უმადრუკი M

《Sunshine》
უმადრუკი M
《Sunshine》
როგორც ყოველთვის ძალიან მომწონსს !! ველოდები შემდეგ თავს ირაკლის ეჭვიანობებზე ხო საერთოთ ვგიჟდები თვითონ ისტორიაც ისეთი კარგია და კომედიური რო არ ვიცი რა ვთქვა
ძალიან დიდი მადლობა ^_^ დღეს დავდებ ახალ თავს <3



ვაუ მართლა ძალიან გამიხარდა მისი აბა ველოდები

^_^ <3

 


№5 სტუმარი სტუმარი ნუცა

კინაღამ გავიგუდე სიცილით, მაგარი იყო.

 


№6  offline წევრი უმადრუკი M

სტუმარი ნუცა
კინაღამ გავიგუდე სიცილით, მაგარი იყო.

მიხარია თუ მოგწონს ^_^ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent