კოპწი ამბავი
> ყველაფერი მაშინ დაიწყო,როცა ჩემს ერთფეროვან ცხოვრებას კიდევ ერთი ადგილი დაემატა.მეტად გაუგებარია რაზე ვსაუბრობ,რას ვგულისხმობ,ამიტომ მოკლედ მოგითხრობთ ყველაფერს: ჩემი ცხოვრება შემოიფარგლებოდა სკოლაში უაზროდ სიარულით ,სკოლიდან სახლში წაბლათუნებით,მეცადინეობაითა და ბოლოს ძილით(შუალედებში მივირთმევდი საკვებსაც,რა თქმა უნდა), ეს ყველაფერი 11წლის განმავლობაში მეორდებოდა და განსხვავება დღეებს შორის მცირედი იყო (მაქსიმუმ ერთ დღეს მარჯვენა ფეხი გადმომედგა საწოლიდან და მეორე დღეს-მარცხენა) არანაირი თავგადასავლები,ადრენალინი ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა,მეგონა ყოველ შემთხვევაში ასე იქნებოდა...იმედი მქონდა,რომ უნივერსიტეტში წასვლის შემდეგ,რაღაცა მაინც შეიცვლებოდა ამ იმედით ,,ვვარსებობდი",ვცდილობდი გამეძლო. 17 წლის ვარ და ჩემდა საბედნიეროდ თუ საუბედუროდ,გადავედი ბოლო საფეხურზე.გადავწყვიტეთ,რომ დაგვეწყო მზადება ეროვნული გამოცდებისთვის,შესაბამისად შემიყვანეს მხოლოდ ინგლისურ ენაზე,ვინაიდან დანარჩენი საგნები არ მიჭირდა,პირიქით, იმაზე მეტი ვიცოდი ვიდრე უნდა მცოდნოდა. ზუსტად ერთი თვის წინ დაიწყო სემესტრი და მე და ჩემმა დაქალმა ერთად გადავწყვიტეთ სიარული,აღმოვჩნდით ორ ბიჭთან ერთად... თავდაპირველად არცერთისთვის არ შემიხედავს,ზოგადად არ ვარ დაინტერესებული მსგავსი რაღაცებით,ბიჭებს არ ვაქცევ ყურადღებას,ვფიქრობ ახლა ისეთი ასაკი მაქვს ნამდვილად ვერ ვიფიქრებ ვერც შეყვარებულზე და ვერც მსგავს სისულელეებზე,გაგიკვირდებათ და ჩემი მოსაწონი ბიჭი არც კი დაიარება,ჩემი კრიტერიუმები მაქვს,რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ბიჭი იმისათვის,რომ დავინტერესდე მაინც... თემიდან გადავუხვევ დამავიწყდა მეთქვა,რომ ერთადერთი ზაფხულია ჩემთვის შვება,არდადეგები და დასვენება. მე და ჩემი დაქალები მუდამ ჩემს სოფელში მივდივართ... რომ გითხრათ საკუთარ თავში ჩაკეტილი ვართქო, მოგატყუებთ,პირიქით სიტუაციების შესაბამისად ვიქცევი,დამოკიდებული ვარ იმაზე თუ სად და ვისთან ერთად ვიმყოფები.ჩემი დაქალები ასე, რომ ვთქვათ ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილები არიან,სწორედ ისინი მეხმარებიან ყველანაირი სირთულის გადალახვაში, ვინაიდან ნამდვილად არ მაქვს სახარბიელო ცხოვრება.წარსული მუდამ დიდ ტკივილთანაა დაკავშირებული, ნუ მოკლედ ნეგატიურ ფიქრებს და არაფრის მომცემ წარსულს არ მოგახვევთ.ზოგადად ისეთი ვარ, რომ ყველასთან ნეიტრალურ ურთიერთობას ვიჭერ და ამასთან ერთად, ნებისმიერი ტიპის ადამიანს შემიძლია გავუგო, ნუ აქამდე ასე მეგონა ყოველ შემთხვევაში. მოკლედ შევედი ინგლისურზე და იმის იმედი მქონდა, რომ იმ ორ ბიჭს დავუმეგობრდებოდით,მხიარულები და კომუნიკაბელურები იქნებოდნენ, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, მოსიარულე გვამები, რომ შეგეხედათ და მოგესმინათ გეგონებოდათ დაპროგრამებულები იყვნენ და მხოლოდ გამარჯობა,ნახვამდის თქმა იცოდნენ, ამასაც მოვალეობის მოხდის მიზნით ამბობდნენ. ახლოს, რომ გამიცნოთ გულწრფელად გეუბნებით ჩემთან ვერ მოიწყენთ,მხიარული ვარ ნამდვილად, სულ ვიცინი,მაგრამ ამ ინგლისურის გაკვეთილებზე თავიდან მეც იმ ორი რობოტის მსგავსად დაღვრემილი ვიყავი, უფრო იმედგაცრუების გამო. ირგვლივ სულ ცანცარა, ლაქლაქა ბიჭები მახვევია,შესაბამისად ასეთი უცნაური ბიჭები გეფიცებით აქამდე არ მყავდა ნანახი.უნდა გენახათ როგორ დავინტერესდი, ყველაფერი მინდოდა გამეგო, თავიდან სახელები არც კი ვიცოდი ნორმალურად და წარმოიდგინეთ რამდენი ვიწვალე, რომ სახელი გვარი გამეგო ორივესი,მაგრამ ხო იცით ბედია ყველაფერი.ერთ-ერთი მათგანი ჩემი ბაღელი აღმოჩნდა, უფრო სწორედ ჩვენი (მე და ჩემი დაქალი ინგლისურზე ვისთან ერთადაც დავდიოდი ისიც ჩემი ბაღელი იყო). იმ დროს ეშმაკურად გამიხარდა, მაშინვე ამოვქექეთ სადაქალომ ჩვენი რობოტები, არც მეტი არც ნაკლები ორივე გაქანებული მეგრელი აღმოჩნდა,მეთქი ამათ, ისეთი ენა ექნებათ ვარიანტი არ არის ბევრს ილაპარაკებენ ცოტახანშითქო, ვერ მოგართვით (თქვენ რა ჩემს თავს ვერ მივართვი).ხმას ზედმეტად არ იღებდნენ,გეგონება ლაპარაკზე გადასახადები მოდიოდა და ესენიც ეკონომიას აკეთებდნენ.გამოვშტერდი ოფიციალურად, თან იცით რა მომენტი იყო, ორივე ძალიან მაინტერესებდა, პიროვნება,ხასიათი,მაგრამ დასკვნები ვერანაირად ვერ გამომქონდა.ძალიან ცნობისმოყვარე ვარ და ვერ ვისვენებდი, პარალელურად ჩემს თავზე მეშლებოდა ნერვები, როგორ ვერ უნდა ავალაპარაკო ესენითქო. საბედნიეროდ, ერთ-ერთი მათგანი ალაპარაკდა, თან ისე, რომ უაზროდ არატრატებდა ენას და უკვე ვფიქრობდი მეთქი ნეტა ისევ ისეთი ჩუმი ყოფილიყოთქო.მასწავლებლის გამო ვიკავებდი უმეტესად თავს, თორემ ვეტყოდი ერთი ორს და მოვიოხებდი გულს.კარგით ამას შევეშვათ მთავარი ობიექტი ბიჭი N2 გახდა. ის ისევ დუმდა,მეც ნელ-ნელა ნერვების ძაფიკოები მიწყდებოდა. N1 მივხვდი ვინ იყო,რა იყო და ამას კიდე ვერ გავუგე,ვერც თავი,ვერც ბოლო. საბოლოოდ, გამოვიდა ისე, რომ ყოველდღე მაგაზე ვფიქრობდი დღე და ღამე, სულ თვალწინ მედგა მისტერ ძაფიკოების მწყვეტელი. თანდათან ყველას, ვისაც ის იცნობდა უკვე მეც ვიცნობდი ოღონდ, რა თქმა უნდა, არაოფიციალურად დედა, მამა,მამიდა,დეიდა,ბიძა,და,ძმა,ბებია,ბაბუა,მამიდაშვილები,დეიდაშვილები,ბიძაშვილები,კლასელები...ყველა ვიცოდი ვინ ვინ იყო(ეს ვხვდები, რომ გოგოების საერთო სენია, FBI-ზე სწრაფად ვადგენთ ნებისიერის ვინაობას).თავიდან ხო ისე უბრალოდ ვუყურებდი,ამ ფიქრების შემდეგ ძალაუნებურად სხვანაირად შემეხედა,იცით რას მივხვდი მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა სხვანაირად შევხედე? იმას, რომ სასწაულად სიმპატიური,მაღალი,ჭკვიანი,დინჯი,სერიოზული,გაწონასწორებული იყო,ანუ ხალხო,ისეთი მე როგორიც მინდოდა საჩემოდ. საჩემო-საკრიტერიუმო ბიჭი აღმოჩნდა. მიზნად დავისახე ყველაფრის გაგება თვითონ ამ ბიჭზე,სხვა გზა არ მქონდა და გაკვეთილებზე ვაწარმოებდი შეუმჩნეველ დაკვირვებებს,მოგიყვებით ჩემი დაკვირვების რამდენიმე შედეგს,მაგალითად, როცა რაღაც კარგად იცოდა ან ეწერა არ გვაცდიდა რამის თქმას, თვითონ ამბობდა, როცა არ ეწერა ხმას არ იღებდა, რაღაცის მოყოლის დროს ლოყები ღია ვარდისფრად ეფაკლებოდა და საჩვენებელ თითს ცხვირსა და ლოყას შორის ისვამდა, ყველაფერთან ერთად ბევრი საინტერესო რამე იცის, ეხერხება წერა, ამბების შეთხზვა, ჩემნაირად თვითნასწავლი ჭკვიანიკოა.თავიდან უეჭველად ვფიქრობდი, უაზრო გატაცებაათქო, რადგან ჩემი დამოკიდებულება მოწონებასთან მიმართებაში სრულიად განსხვავებულია, არ მჯერა მსგავსი რაღაცების და მომკალით. თუმცაღა ერთი წელი გავა რამდენიმე თვეში რაც მასზე ვფიქრობ,მაგის იქით ბიჭი სიმპატიურად აღარ მიმაჩნია და აი იცით როდის მივხვდი, რომ "დამერხა"? ძალიან სიმპატიურ ბიჭზე, რომ ვთქვი რას ჰგავს ჩემი მირჩევნიათქო. როგორი სიმპატიური, ჭკვიანი ბიჭიც არ უნდა მენახა,მაინც N2 მერჩივნა. ყველა პატარა დეტალს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი,ჩემი პოზიციიდან გიამბობთ პატარა დეტალებს, რომელსაც ალბათ მე ვამჩნევდი მხოლოდ: N2 ჩემს პირდაპრ იჯდა და ვინაიდან მაღალი იყო და გრძელი ფეხები ჰქონდა ნახევრად კი არა სულ ჩემკენ ჰქონდა ფეხები, თავიდნ ვიწეწებოდი ეს გიგანტი კიდე ჩაწოლილი იჯდა და მეც იძულებული ვიყავი ეს ფეხები უკან შემომეწია,რადგან რამდენჯერაც წინ მივწიე ფეხები იმდენჯერ დავაბიჯე,დავიტანჯე ისეთი მომენტებით, ვითომ არ ვიმჩნევდი რა ხდებოდა და ჰაერში, რომ იყურები ვითომც არაფერი არ მომხდარაო ეგრე ვიყავი,ერთ მშვენიერ დღეს ნერვებგაბრდღვნილმა მეთქი ერთი ისეთი უნდა ვატაკო ფეხი, რომ დავაკოჭლოთქო, მაგრამ ჩემს კეთილ გულს რა ვუთხარი არ მიქნია არაფერი,მერე ერთი პერიოდი გასწორდა და ისე იჯდა,მერე ისევ დაიწყო და ბედი მაგისი, რომ ძალიან მომთმენი ადამიანი ვარ...თავიდან ეს ვაჟბატონი არ მყავდა დამატებული, ვიცოდი ის პირველი მეგობრობას ნაღდად არ გამომიგზავნიდა და სხვათაშორის არც მე ვაპირებდი,რადგან ინსტაგრამზე ვადევნებდი თვალყურს. ხომ იცით, რაც გიწერია არ აგცდებაო, ერთ ულამაზეს თარსს დღეს, გადასული ვიყავი სხვა "ფეიქ" ფეისბუქზე მესენჯერიდან, ხოდა მეთქი ბარემ აქედან დავიმატებ ლამაზმანსთქო და ფეისბუქზე გადავედი ვგლიჯე დამატებას და უცებ რას ვაცნობიერებ, რომ ფბ-დან არ ვყოფილვარ გადასული იმ "ფეიქ ექაუნთში", ჩემი რეალური ფბ-დან გავუგზავნე მეგობრობა, ეს , რომ გავაცნობიერე რა დამემართა ვერ აღვწერ სიტყვებით, ცისარტყელას შვიდმა ფერმა გადამირბინა სახეზე,წარმოიდგინეთ იმის გამო, რომ ვერ ვეცნე ფოტოები წავშალე სახელი გადავირქვი მოთხოვნაც გავაუქმე , ისე დღემდე არ ვიცი ნახა თუ არა,მაგრამ საბოლოოდ, დამატება მაინც მომიწია სულ ტყუილად ვიწვალე, ისეთი სახელი დავირქვი ხალხი ვერ მცნობდა და თან უკან 2 თვე ვერ ვირქმევდი ჩემს სახელს.მიდი და ნერვები არ მოგეშალოს. ეს, რომ დამემართა შემდეგ გაკვეთილზე ვაკვირდებოდი იქნება რამე შეიმჩნიოსთქო, მაგრამ ისედაც არ მქონდა მაგის იმედი, რომც ენახა არ შეიმჩნევდა არაფერს საერთოდ.ის არ აღმინიშნავს,რომ დიდად ჯელტმენობით არ გამოირჩევა, N1 ლიფტიდან გამოსვლის დროს გვითმობდა და ეს ჩემი პირველი გარბოდა.ყოველი ინგლისურის გაკვეთილი ტანჯვა იყო სულ იმის შიში მქონდა რამე არ შემშლოდა და იმას ცუდი არ ეფიქრა ჩემზე.თან გამოუცდელი მე, აზრზე არ ვიყავი რანაირად, როგორ უნდა მოვქცეულიყავი და სულ შებოჭილი ვიყავი ხოლმე. ზოგადად არასოდეს არ მადარდებს და მადარდებდა სად რა მაცვია და მეცვა, მაგრამ ამ ინგლისურზე წასვლის წინ სარკის წინ ვიყავი ჩამოკონწიალებული.ცალკე ჩემი გასაჭირი მქონდა, ყურება, რომ მინდოდა ისე შეთვალიერებას ვერ ვახერხებდი ხალხო, თვალებში მაქვს იმხელა მინუსი,იძულებული ვიყავი თვალებმოჭუტული შემეხედა, ნორმალურად, რომ დამენახა, თუმცა მივხვდი ასე გიჟივით ყურება ნამდვილად არ იყო მთლად კარგი გამოსავალი, ამიტომ საერთოდ აღარ ვუყურებდი ხოლმე.დიდი წვალების შემდეგ დავადგინე სად ცხოვრობდა, ვაპირებდი რაღაცა საჩუქრის გაკეთებას, მაგრამ უზუსტესი მისამართი,მაინც ვერ გავიგე, მინდოდა გამეხარებინა და უბრალოდ შოკოლადები მეჩუქა. ისე კიდევ კარგი, რომ არ მესაუბრებოდა, თორემ დარწმუნებული ვარ სიტყვებს ვერ გადავაბამდი და შევირცხვენდი თავს, რომ გითხრათ გული მიჩქარდებოდა და პეპლები და ოხრობები დაფრინავდათქო მოგატყუებთ, მაგრამ ბლუყუნიზმი იცოცხლე, ყველაზე კარგი მაგალითი ზემოთხსენებულის:მოთხრობას ვყვებოდი და უცებ მზერა დავუჭირე და მეც გავხედე და ვაი იმ გახედვას ყველაფერი დამავიწყდა რას ვყვებოდი და შევრცხვი ასე კოხტად.ამ ჩემი გრძნობების დასამალად სადაქალოში ცუდს ვლაპარაკობდი,რომ ვერაფერს ვერ მიმხვდარიყვნენ,მაგრამ სულ ტყუილად...გადავწყვიტე რამენაირად თავი მომეწონებინა და რას ვაკეთებდი, მოკლედ, თავდაპირველად მეთქი მოდი ცოტა სერიოზულად მოვიქცევითქო N2-ის მსგავსად, მაგრამ ვერ შევძელი სულ მეცინებოდა,თავისუფლად ვლაპარაკობდი,თავს ვერ ვიკავებდი,სერიოზულად ყოფნა აშკარად ჩემს პიროვნებას ეწინააღმდეგება,ეს გეგმა ჩამეშალა მერე დავაპირე ქოვერზე დამეყენებინა მისი მსგავსი ფოტო(ბუნების) 2-3 საათი ვეძებე მსგავსი ფოტო, ჩემთვის,მაგრამ სულ ტყუილად ვერაფერიც ვერ ვიპოვე, კიდევ ერთხელ გადავედი მაგის გვერდზე და რას ვხედავ აღარაფერი აღარ უდევს მე უბედური შევეშვი და ისევ არაფერი არ დავდე. ვიცი ზედმეტად ბავშვურია, მაგრამ მაგასთან ფიზიკურად სხვას ვერაფერს ვერ ვაკეთებდი,თან იმედნად გამბედავიც არ ვარ, რომ ავდგე და გამოვესაუბრო ან მივწერო,თუ ვიღაცისგან მსგავს ინიციატივას ვერ ვხედავ ვერც მე ვიზამ,მითუმეტეს ამასთან. აქამდე მსგავსი გრძნობები არასოდეს არ გამჩენია,ორი წლის ბავშვივით ვხტუნაობდი ჩემს დეიებს, რომ ნახულობდა. ყველაზე კარგად დამახსოვრდა ორი რამ: პირველი ეს იყო აღდგომა -ვერ მოვითმინე და საერთო ჯგუფში მივულოცე ყველას და საპასუხოდ ერთი გული გაიმეტა ჩემთვის, ისე ვიყავი მულტფილმებში ტაფაშემორტყმულები აზრზე, რომ ვერ მოდიან და ჭიტები თავს ზემოთ დასტრიალებენ, ოღონდ ჩემს შემთხვევაში გულები დაფრინავდნენ; მეორე იყო ღიღინები, ვერ წარმოიდგენთ ხალხო, ორჯერ წაიღიღინა ჩვენი თანდასწრებით ერთხელ გაკვეთილზე და მეორეჯერ ლიფტში, მაშინ ვიფიქრე მეთქი ეს მაგარი დარტყმულიათქო, მაგრამ საყვარლად და თან სასაცილოდ ღიღინებდა(რას ოღონდ აზრზე არ ვარ).ნუ გამახსენებთ გაბრაზებისა და ეჭვიანობის სცენებს, არ არსებულზე, რომ იეჭვიანებ, დალაგებული ხარ?როდის ვიეჭვიანე იცით?!მწყვეტელას გოგო კლასელები ლიფტთან, რომ შეგვხვდნენ და ეს დათმობას აპირებდა, მაგრამ ტვინიკოსა მიხვდა, რომ უნდა გასულიყო კი არ უნდა დაეთმო, გოგოები ლიფტში ისე ვერ შემოვიდოდნენ და ატეხეს სიცილი,არც მეტი არც ნაკლები N2 იცინოდა და მეთქი ვ ა ი მ ე, მაგრამ ეს ამბავი, მაინც გადავიტანე, ამის მერე ბევრჯერ ვნახე მაგის სიცილ-ხარხარი.ყველაფერს თავი დავანებოთ და საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ამ ინგლისურის გაკვეთილებს, როცა მოვრჩებით(შემდეგ წელს) წერილი გავუგზავნო,რომელშიც ყველაფერს ვიტყვი,მერე ვაპირებ,საერთოდ დავბლოკო, მართლა არ შემიძლია პასუხის წაკითხვა,თუ რამე და მიპოვის როგორმე, თუმცა რა დაგიმალოთ და ჯერ ვფიქრობ გავუმხილო თუ არა გრძლობები, შემდეგ წლამდე მილიონჯერ შევიცვლი აზრს.. კიდევ უამრავი რამ მექნებოდა მოსაყოლი თქვენთვის ეს კორონა, რომ არა, მაგრამ რას ვიზამთ ბედია ბედიი. მართალია საკმაოდ პატარა გამომივიდა,თუმცა ეს საცდელია, თუ მოგეწონებათ აუცილებლად გავაგრძელებ ამბის თხრობას. ისე , დიდი სიამოვნებით მივიღებ თქვენგან რჩევებს... P.S. თქვენი გამოუცდელი **BooBoo** |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.