შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუსრულებლად (თავი 1,2)


18-06-2020, 17:45
ავტორი golden girl
ნანახია 1 418

დაუსრულებლააად..........
თავი 1
ზაფხულის საშინელი სიცხე იდგა თბილისში...ყველაფერს ბუღი ასდიოდა.უნივერსიტეტში ბოლო გამოცდების ციებ-ცხელება ემატებოდა,სტუდენტები დაზაფრულები ელოდებოდნენ ტანჯვის დასრულებას.
ნუცა ავალიშვილიც მათ შორის იყო.მიუხედავად იმისა,რომ ყოველთვის მაღალ ქულებს იღებდა და არასოდეს შეურცხვენია თავი,მაინც შეშინებულს ჩაებღუჯა კონსპექტები და გულში შელოცვასავით ბუტბუტებდა ინგლისური ენის ისტორიის მასალებს.
ყველას გული მისდიოდა ამირან თოიძის ხსენებაზე.სულ რომ გადაბულბულებული გქონოდა მასალა,მაინც ძნელი იყო თოიძის წინაშე პასუხების გაცემა,მთელს უნივერსიტეტს აზანზარებდა მისი ხმა და ავტორიტეტი.
10 სტუდენტი გამოიძახეს სიის მიხედვით,ნუცაც მათ შორის.
-დაბრძანდით!-თოიძემ ისე შეჰკივლა,რომ რამის გულწასულები დაეცნენ ბავშვები.
-ღმერთო როდის უნდა შევწყვიტო ეს უაზრო ნერვიულობა,ხომ ყველაფერი ვისწავლე“-ბუტბუტებდა თავისთვის.საგამოცდო საკითხები აიღეს,ნუცას თვალები გაუნათდა,რათქმა უნდა ყველაფერი იცოდა.მაგრამ მაინც დაჯდა და თვალების ცეცება დაიწყო.თიკო ორჯონიკიძე გამოიძახა თოიძემ,ფუმფულა იყო ორჯონიკიძე,საყვარელი პუტკუნა ლოყებით.
იმდენი შეკითხვა დაუსვა საწყალ გოგოს რაც იცოდა ისიც დაავიწყდა.
„ორჯონიკიძე ! ამდენ ჭამას გერჩივნა გემეცადინა „ისეთი უკივლა თოიძემ,მუჭისხელა ცრემლები გადმოსცვივდა თიკოს.
„მიბრძანდი და სექტებმერში მოდი, ნასწავლი და წონაში დაკლებული ქალბატონო ორჯონოკიძე!“
ნუცას ძალიან შეეცოდა საწყალი გოგო,მუდამ დიეტაზე რომ იყო და შიმშილი ცხოვრების თანამგზავრად ექცია.
თოიძე აგრძლებდა ღრიალს და უცბად თვითონაც რომ ვერ მიხვდა ნუციკო ისე აღმოხდა საკმაოდ ხმამაღლა
„ღმერთო საიდან ამოსდის ეს ზარნაშოს ხმა ამ კაცს,დამუნჯდებოდეს ნეტა“.
უცბად ყველა მისკენ რომ შებრუნდა,მაშინ მიხვდა რომ საშინელება წამოროშა.თოიძე სათვალის ზემოდან უყურებდა გაგიჯებული მზერით.
„ადექი ქალბატონო ავალიშვილო ! გაბრძანდი გარეთ! როცა მოგენატრება ჩემი ხმა გამომიარე!
გაოგნებული ადგა ნუციკო.თვითონაც ვერ მიხვდა რა ხდებოდა.თავისი დიდრონი მწვანე თვალები გაუფარდოვდა,ხმა ვერ ამოიღო.მთლად ლურჯი იყო გარეთ რომ გავიდა.დაესივნენ ბავშვები „რა ხდება ნუცა?რა მოგივიდა?““ჩააიჭერი?
„ხოო,გამომაგდო. რაღაც წამოვროშე და......
იქვე კიბეზე ჩამოჯდა და როცა მიხვდა მთელი ზაფხული თოიძის შიშით უნდა ჩაშხამებულიყო,ისეთი ღრიალი მორთო მთელი IV კორპუსი შეძრა.
ფეხზე წამოხტა და გიჟივით გაიქცა.თავქუდმოგლეჯილმა გადაირბინა ჭავჭავაძე და ის იყო სამშვიდობოს გავიდა,რომ საიდანღაც მოტოციკლი გამოვარდა.....
გაიყინა ერთ ადგლიზე,ნაბიჯი ვეღარ გადადგა,წელამდე თმა ფაფარივით უფრიალებდა.თვალებზე ხელი აიფარა საშინელების მოლოდინში.....
„გოგო შენ ხომ არ აფრენ?“
„თავს იკლავ?“---ხმა ჩაესმა.
ცრემლით სავსე თვალები ააფახულა. კუშტად მომზირალი ლურჯი თვალები დაინახა ჩაფხუტიდან რომ იბღვირებოდნენ.
„მაპატიეთ,ესე გამოვიდა“-ამოიკნავლა და გაიქცა.
იჯდა ბიჭი და უყურებდა ,როგორ გაექცა ეს სილამაზე,ცხოვრებაში პირველად მოუნდა გოგოს გაკიდებოდა,მაგრამ ისე უცბად გაქრა ნუცა თვალსა და ხელს შუა, რომ ვერც კი გაინძრა.
„ფუ,ჩემი რა ს***ი ვარ ,გული გავუხეთქე.“კი გაიფიქრა და მოტოციკლი გიჟივით გააქროლა.
ნუცა გულგახეთქილი მივარდა ლიკოსთან.ვისთვის უნდა გაეზიარებინა თავისი დარდი,თუარა ლიკოსთვის,მისი ბავშვობის მეგობართან.ორივე კახეთიდან იყვნენ.ლიკო თავის ძმასთან ერთად ცხოვრობდა და მაღლივში სწავლობდნენ ბოლო კურსსზე.
„რამ გაგაგიჟა და რას ბოდავდი.ეხლა ხომ მორჩენილი იქნებოდი გამოცდებს.ბოდვები დაგეწყო ხო..“
„არ ვიცი გოგო,ისე ყვიროდა და ამცირებდა ბავშვებს,რამის თავი გავუჩეჩქვე“.
„ყველაფერთან ერთად მოტოციკლმა რამის გამიტანა უნივერსიტეტიდან რომ გამოვრბოდი..“
„რაა? რას ამბობ ნუცა?“
„ხო ლიიკ,ტიპმა კინაღამ მცემა ისეთი მიყურებდა გამწარებული.“
„გიჯუა ხარ რა“.
**************
„რა იყო ბიჭო?რა გიჟის სიფათი გაქვს თოკო?რამე მოხდა კიდე ?“
„არა,გადავრჩი.მარა კინაღამ გოგო გავიტანე ჭავჭავაძეზე.ჩემი ბრალი არ იყო .წინ გადმომიხტა,მოვასწარი დატორმუზება.ტიროდა მაგრად,რავიცი რა ჭირდა.ისეთი ლამაზი იყო რამის გავეკიდე.ულამაზესიიი,გამომაშტერა.“
„გაკიდებოდი მერე,გამიკვირდებოდა რა....“
„უნდა გავყოლოდი,გამო******დი რა“
რა უნდა ექნა ნუცას,მთელი თავისი კონსპექტებიან-წიგნებიანად გაიქცა სიფელში.ენატრებოდა თავისი და-ძმა,მშობლები.წესიერად მაინს შეჭამდა დედის გაკეთებულ გემრიელობებს და ჰაერზე იმეცადინებდა.
ნუცა გარეგნობით დედას გავდა.ნატო ლამაზი ქალი იყო,ნახევრად პოლონელი.ზურა ავალიშვილი ნამდვილი ქართული გარეგნობით და ხასიათით,თბილისში იყო დაბადებულ გაზრდილი.ვერ აიწყო ცხოვრება ბუნებით პატიოსანმა კაცმა ქალაქში,გაუჭირდა სამი შვილის გაზრდა.ადგა და გადაბარგდა მშობლიურ კახეთში,ისტორიის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა,თან პატარა ფერმა ქონდა.ცოლი ინგლისურს ასწავლიდა სოფლის სკოლაში.ასე სიყვარულით და პატიოსნად ზრდიდნენ შვილებს.
უფროსი გიგა იყო,ნუცა შუათანა,სოფო კი გვიან შეეძინათ და მათი ნებიერა იყო.
ზურა ავალიშვილის შიშით ნუცას ვერავინ უბედავდა რამეს სოფელში.ერთი ორმა კი გაბედა ხელის სათხოვნელად მმისვლა,მაგრამ ზურამ ისეთი უარი სტკიცა,მერე აღარავის შეუწუხებია.


დაუსრულებლააად თავი 2
„ლიკუუ...ჩავაბარეეე,გამწურა იმდენი კითხვა დამისვა.როცა მიხვდა რომ ზეპირად ვიცოდი წერტილ-მძიმიანად შემეშვა და დამიწერა ნიშანიიიი.მაგრამ არ შევარჩენ ზაფხულის ჩაშხამებას,შურს ვიძიებ თოიძეზე როცა იქნება.“
„რა გიჟუა ხაარ.ხომ არ დაგავიწყდა ხვალ რომ სანდროს დაბადებისდღეა.რაღაც სერიოზული პრობლემა ქონდა,მერე მოგიყვები და მაგისი კურსელი რომაა თორნიკე ყიფიანი,ეგ და მაგის ძმები დაეხმარნენ.ხოდა პურმარილს კისრულობს.“
„არ ვიცი,ვინ ყიფიანები გოგო,პირველად მესმის“.
„რა პირველად.თორნიკე ყიფიანი როგორ არ გაგგიგია,მაგარი სიმპატიური გიჟია .მაგის ძმები არ არიან ეგეთები,ეგენი მამას ეხმარებიან ბიზნესში.“
„კაი ხო რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება,შენ ძმას რა გაუძლებს რომ არ მოვიდე...“

„ბიჭებო ყველაფერი ჩემი სოფლისაა,ღვინოც მამაჩემის დაწურულია,ნაღდი კახური.უნდა დავთვრეთ მაგრად.ყველაფერი ასე კარგად თუ დამთავრდებოდა არ მეგონა რა.თოკო ძმა ხარ.“
„აბა სანდრო რაშიც ეს ჩაერევა ,რამე რომ არ გამოვიდეს არ შეიძლება“.

თორნიკე ყიფიანი სიამოვნებისგან იღიმოდა,უყვარდა როცა ყველაფერი კარგად მთავრდებოდა მისი წყალობით.ფანჯარასთან იდგა,სიგარეტით ხელში,ხვეული თმა შუბლზე ჩამოყროდა და თვალები დაწვრილებოდა როგორც იცოდა კარ ხასიათზე როცა იყო.
„ზარია ლიკუუ,გააღე!“
„ვაუუ,ნუცა მოვიდა,რა ლამაზი ხარ გოგო,ეგ დალალები როდის უნდა შეიჭრა?გაგეზარდა კოჭებამდე....“
„აბა რა მომიტანე საჩუქრად?“
„იხვის ტოლმა სანდრო..“-კისკისებდა ნუცა.
„ყოველ წელს,რომ გყიდულობ ისევ ის სუნამო,აბა რა მეყიდა.“
„ჯიგარი ხარ,აბა ჩემი და რას მიყიდის,აქეთ თუ არ ვუყიდე“.
ნუცა რომ შევიდა თორნიკე ისევ ფამჯარასთან იდგა.გულმა რეჩხი უყო გრძელთმიანი გოგოს დანახვაზე.სანამ მოტრიალდა ნუცა, გაყინული უყურებდა.
„ის არის,ის გოგოა.თვალები,თმები ...ისააა“-პირველად დაიბნა ასე თორნიკე.
„ნუუც,გაიცანი ძმები ყიფიანები,იკა,ლაშა და თორნიკე.ბიჭებო ეს ჩვენი ბავშვობის მეგობარია ნუცა.“
ნუცამ თავი დაუკრა და მორცხვად დაჯდა მაგიდასთან.თორნიკე თვალს არ აშორებდა.წავიდა და წინ დაუჯდა გოგოს.
„რა გჭირს,ნუ უყურებ გოგოს ეგრე რამის მაგიდის ქვეშ ჩაძვრეს ვერ ხედავ?“-გადაუჩურჩულა იკამ.
„ბიჭო ის გოგოა მე რომ ამ ზაფხულს კინაღამ რომ დავარტყი მოტოციკლი.მთელი ზაფხული ჭავჭავაძის გავლით დავდიოდი ეგ რომ მენახა კიდევ და დამანებე თავი.“
ბიჭები სვავდნენ,თორნიკე ნაკლებად.ნუცა ცოტა გახალისდა,აღარ იყო დაძაბული.
„აბა ჩემო ავალიშვილო,როგორ უნდა იძიო შური თოიძეზე?--სანდრო ხალისობდა.
„თოიძე ვინაა?“-თვალები ჭყიტა თორნიკემ.
სანდრო ისეთი ხალისით ყვებოდა ნუცას ჩაშხამებულ ზაფხულზე,გაბრაზდა ნუციკო და დაემუქრა შენზეც ვიძიებ შურს თუ არ გაჩერდებიო.ბიჭები იგუდებოდნენ.ლიკომ ძლივს დააკავა ნუცა,რომ არ გაქცეულიყო.
როცა მოსაღამოვდა ნუცა წასასვლელად მოემზადა.თორნიკემ სანდროს თვალით ანიშნნა მე წავიყვანო.
„ნუუც,თორნიკე მიდის პლეხანოვზე და გაგიყოლებს. მარტო რომ არ იბოდიალო.“
„კარგი რა სანდრო,სულ ესე არ დავდივარ,მადლობა დიდი“
თორნიკე წამოდგა.ნუცას გააკანკალა ისეთი მომხიბლავი იყო ყიფიანი,მხარბეჭიანი,მაღალი და საოცარი ლურჯი თვალები.
„მე ხვეწნა არ მიყვარს,იქით მივდივარ და გამომყევით,არ შეგჭამ.“
„არა,შეჭმის არ მეშინია“-დაძაბულმა გაიცინა.....
**************
„გინდა დაგეხმარო შენს ლექტორზე შურის ძიებაში?--ეგრევე აჯახა თორნიკემ მანქანაში ჩაჯდომისთანავე და თან თვალები მოჭუტა პასუხის მოლოდინში.
ნუცამ გაოცებულმა შეხედა და სიხარულით დაეთანხმა.
„როგორ უნდა დამეხმარო?“
„გეგმა შევიმუშაოთ.რასაც გადაწყვეტავ მე დაგეხმარები“.
„მართლა? დღესვე მოვიფიქრებ.“
„მომეცი შენი ტელეფონი“. გამოართვა და თავისი ნომერი ჩაუწერა თორნიკემ.
„როცა გადაწყვეტავ დამირეკე და დავგეგმოთ.“
„ვაი,არც კი ვიცი რა გითხრათ,დღეს ალბათ ვერ დავიძინებ.აი მოვედით ამ ეზოსთან გამიჩერეთ,დეიდა უკვე მელოდება ვხედავ.გმადლობთ თორნიკე.“
„მადლობა მერე იყოს თოიძეს რომ შევუსრულებთ“.
ისეთი იყო ნუცა მიფრინავდა თითქოს.არც კი სჯეროდა ,რომ მართლა შეეძლო თოიძეზე შურისძიება,თან ყიფიანის დახმარებით.
„ვინ იყო ნუცი ის სიმპატიური ბიჭი,რომ მოგიყვანა?
„სანდროს მეგობარია ეკუ“,სიმპატიური კი არა აპოლონია ნამდვილი“.
მთელი ღამე გაათენა მართლაც ნუცამ.ხან გეგმებს აწყობდა,ხან თორნიკეზე ფიქრობდა.თვალები ეცნობოდა ძალიან,მაგრამ ვერ იხსენებდა საიდან.
მეორე დღესვე უნდოდა მიეწერა,მაგრამ შერცხვა.და შემდეგ დღეს ხელისკანკალით გაუგზავნა მესიჯი:“გამარჯობა თორნიკე,მოვიფიქრე რაღაც და როცა გეცლება შემეხმიანე.“
10 წუთიც არ იყო გასული თორნიკემ დაურეკა:“აბა რა მოიფიქრე,ჩამოდი,5 წუთში მანდ ვიქნები და მოვილაპარაკოთ.“
გაკნაჭულ ტანზე ჯინსი ამოიცვა და დეიდას გასძახა ქეთისთან ავდივარო.ძალიან კი რცხვენოდა,მაგრამ უკან დახევა აღარ უნდოდა.
„როგორ ხარ?“აბა რა მოიფიქრე?
„იცი მე ვფიქრობ ცოტა გარეგნობას შევიცვლი და ბინასთან დავხვდები თოიძეს,თვალებში წიწაკის სფრეის შევასხავ და წიხლსაც ამოვარტყავ.“
ყიფიანი იგუდებოდა ნუცას გეგმებზე.თან სიგარეტს ეწეოდა თვალებმოჭუტული.
„არ გინდა მე იქვე ახლომახლო ვიყო და ბეისბოლის ბიტით დავანგრიო“?
„იცი რაიმე სერიოზული არ მინდა დავუშავოთ,უბრალოდ შევაშინოთ,მაგრამ ბინის მისამართი არ ვიცი.“
„რა პრობლემაა,მაგას დღესვე გავიგებ ნუცა“.



№1  offline წევრი 《Sunshine》

აუ ჩემი ეს რა იყო წიწაკის სპრეიზე ჩავბჟირდი იმდენი ვიცინე კარგია გააგრძელე

 


სასიამოვნო წასაკითხია, სასაცილოც არის♡♡♡ გაგრძელებას ველი♡♡♡

 


№3  offline მოდერი ენქეი

საინტერესოა,ველი შემდეგს heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent