შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მათანელ 18+ /თავი 2/


18-06-2020, 21:38
ავტორი Mary Drey
ნანახია 2 050


- მე იასამანი მქვია...- თქვა მათანელმა.
- მე დეპრესიული ყვავილი!- სიცილით მივუგე მას, რომელსაც ზემოდან ვყავდი მოქცეული.
- ეგ დეპრესიული ფიქრები მაინც ვერ მოგაშორე არა?!- თვალებმოჭუტვით მომიგო მან და მთელი ძალით ღუტუნი დამიწყო, რაზეც მეც გაუჩერებლივ ვიცინოდი.- მიყვარხარ დეპრესიულო ყვავილო. ვიცი, რომ ჩემი ხმა უთქმელადაც გესმის. გინდა ჩვენ მხოლოდ ერთნი გვერქვას?
- ჩვენ ისედაც მხოლოდ ერთნი გვქვია და ამ სიყვარულში სხვა არც კი მონაწილეობს, გაზაფხულო!
- მე გაზაფხული ვარ, დეპრესიულო ყვავილო და აუცილებლად მოგცემ შენთვის საჭირო ფერებს!
- რომ დაგიჭკნე? რომ გავქრე შენი ცხოვრებიდან სწორედ ისე, როგორც ფოთოლი ეთხოვება თავის გამიჯნურებულ ხის ტოტს?
- არასოდეს მოგცემ უფლებას ოდესმე გაუფერულდე.
- მპირდები?
- გპირდები, ყველაზე დეპრესიულო ყვავილო!
- ძალიან მეჩემები.
- სიტყვების ქურდი ხარ, ევა!
- ეს როგორ?!
- მათანელს სიტყვებს პარავ!
- მათანელი ერთი გაიძვერა ბიჭია, რომელიც ამჯერად ცრუობს.
- მათანელს ტყუილი არ უყვარს.
- თვალთმაქცო!- მუჯლუგუნი ვკარი მას და მთელი გულით ორივე ვხარხარებდით. ჩვენი ჟრიამული ალბათ არც მოხუცებულ ბებია ბაბუებსაც გამოჰპარვიათ. ალბათ როგორი თავის ქიცინით აკრიტიკებენ ჩვენს ასეთ „უდიერ“ ქმედებას.
- დაბერებამდე ერთად, ევა.
- სიბერის მეშინია, მათა.- სახე მომექუფრა მე.
- ეს როგორ?- მათანელს კვლავ ეგონა, რომ ვხუმრობდი მანამ სანამ ცრემლები არ წამსკდა.
- არ მინდა ოდესმე დავბერდე. მეშინია სიბერის. მაშინებს ის ფაქრი, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად მოვკვდები. რა აზრი ჰქონდა ამ სიცოცხლეს თუ ისედაც მეორე წუთს აღარ იქნებოდი?
- შენ იმისათვის შეიქმენი, რომ ჩემი ყოფილიყავი, დეპრესიულო ყვავილო!
- მართლა გეუბნები, მათა... როდესაც ძილის წინ ვწვები ვფუქრობ იმაზე, რომ შესაძლოა ხვალ ვერ გავიღვიძო. მათა... რაღაც რომ გთხოვო ხომ აუცილებლად შემისრულებ?
- გისმენ, დეპრესიულო...
- თუ შენზე ადრე გარდავიცვალე დამპირდი, რომ არ დამასაფლავებთ!
- სულ გაგიჟდი არა, ევა? აბა რა უნდა გიყოთ?!- აღშფოთება ვერ დამალა მან.
- ოღონდაც მიწაში არ ჩამაწვინოთ. გულს მიწვრილებს ამაზე ფიქრიც კი. არ მინდა ჩემი სხეული დედამიწის ზედაპირზე გაიხრწნას. კრემაცია გამიკეთეთ, მათა...
- კრემაცია?
- ხო, კრემაცია. მე მეშინია მიწის, მაგრამ ცეცხლი ყოველთვის მამშვიდებდა. მინდა ჩემი ფერფლი ჩემს საყვარელ ადგილას გაუშვათ. ჩემს სოფელში. იქ სადაც ერთხელაც აუცილებლად აგიყვან.
- რატომ ერთხელაც? ახლაც შეგიძლია იქ წამიყვანო.
- ეს როგორ?
- ზოგჯერ არ არის აუცილებელი ფიზიკურად ვიმყოფებოდეთ ამა თუ იმ ადგილას. ზოგჯერ ამაში წარმოსახვაც გვეხმარება, დეპრესიულო ყვავილო.
- იასამანო, ზოგჯერ გიჟი მგონიხარ.
- სიყვარულით თავბრუდახვეული ადამიანი შეუძლებელია გიჟი არ იყოს! მაშ ასე წამიყვან არა?
- წავიდეთ...- ვუთხარი მას და მის წითელ, წავსე ბაგეებს დავეწაფე. თითქოს ეს ყოფილიყოს სამყაროში ერთადერთი მამოძრავებელი მარადიული ძალა.
- ჩვენ ერთად ვართ... ჩვენი ხელები ერთმანეთის თითებში არის შერწყმული. ერთმანეთს თვალებს არ ვაშორებდით და ერთი სული მქონდა, როდის მივაღწევდით იმ ადგილამდე, რომელიც ჩემი მარტოსულობის თანაზიარი ყოფილიყო ბავშვობის დროიდანვე. იცი? ის ადგილი მხოლოდ ჩემი იყო. არავის ვაძლევდი უფლებას მასთან მისულიყო. მათანელ... იცი, რომ საშინლად მესაკუთრე ვარ. შენ ახლა იცინი. ალბათ გეცინება ჩემს დაძაბულობაზე. გეცინება, არადა შენ სულაც ვერ ხვდები როგორ მიჭირს ჩემს სამყაროში სხვისი შეშვება. რამდენიმე წუთში ხელი გაგიშვი. შენს თვალწინ გამოისახა სამოთხის მსგავსი ბუნება, რომელზედაც ყოველთვის ოცნებობდი. არასოდეს არ გეგონა რამე თუ ასე ძალიან აღგაშფოთებდა, თუმცა მწარედ შეცდი. ჩვენს წინ ჩანჩქერი ჩამოდიოდა, რომლის წინაც ერთი დიდი ქვა იდგა, რომელზედაც ბავშვობაში ხშირად წამოვწვებოდი ხოლმე და ვფიქრობდი იმ დღეზე, როდესაც ჩემს ერთადერთ სიყვარულს ამ ადგილამდე მოვიყვანდი. შენც აქ ხარ, მათანელ. ჩემს წაბლისფერ თმებს თითებზე იხვევ და შიგადაშიგ შენს საოცარ ნაცრისფერ თვალებში მიქცევ. სწორედ ამ წამს მინდა გითხრა, რომ ძალიან მიყვარხარ.... თუმცა შენი თვალების შემხედვარე სიტყვები ქრება. ფოტოაპარატი თან რომ მქონოდა აუცილებლად დავაფიქსირებდი შენს საოცარ სახეს. მას მართლაც იასამნისმაგვარი სიდიადე დასდევდა. დიდი ხნის განმავლობაში უყურებდი ჩანჩქერს, რომელიც უფრო და უფრო გიმრავალკეცებდა ჩემ მიმართ გრძნობებს. უსმენ ჩიტების საამურ ჭიკჭიკს, რომლებიც თავს ზემოთ დაგვფარფატებენ. თავი ქორწილში გვგონია. ზოგადად ორივეს ხომ არასოდეს არ გვინდოდა გრანდიოზული ქორწილი? რამდენიმე წუთში მუცელზე თავს მადებ. ყურს უგდებ ჩემს გახშირებულ სუნთქვას. გინდა შენი ხელები მაღლა ასწიო. იქ... ძალიან შორს... თითქოს გალაქტიკის ნაპრალებს გსურს მიუახლოვდე. ვარსკვლავები ხომ ასე ახლოდან დაგვნათიან ზემოდან.
- ჩემი გონება მხოლოდ და მხოლოდ იმაზე ფიქრობს თუ როგორი ბედნიერი ადამიანი ვარ იმის გამო, რომ გაზაფხულმა შენი თავი მაპოვნინა.- გამაწყვეტინა საუბარი მათანელმა და თვითონ გააგრძელა წარმოსახვითი ლაშქრობის სიტყვებით გადმოცემა.- ალბათ ბეჭედი თან რომ მქონოდა ხელსაც კი გთხოვდი. შენ ხომ სწორედ უბრალოებაში ხედავ უდიდეს სიდიადეს. სწორედ ამ დროს შენც ჩემკენ იხრები. მინდა კოცნით აგივსო ეს მეტყველი თვალები, რომელიც ზოგადად არც ისე ძალიან მოგწონდა. მინდა ჩუმი სიტყვები ვაჩუქო ქუფრივით თეთრ კანს, რომელზედაც ჩემი თითები ნელ-ნელა მიცურავენ... მიცურავენ ზუსტად ისე, როგორც ეს ზღვაში მყოფ თევზებს შეეძლოთ. შენც თვალებს ლულავ, ჩემო დეპრესიულო ყვავილო. მინდა შენში ფერები გავავრცელო და სიკვდილის ბოლო წვეთამდე შენი არსებობით გავითქვა სახელი. იცი, ევა? რომ შემეძლოს სამყაროს გავაგებინებდი იმის შესახებ, თუ როგორ მაბედნიერებ! შენ ხარ ქალი. დეპრესიული ვარსკვლავი, რომელიც ჩემი სულის ნათელი ქმნილებაა. არასდროს ჩაქრვრე, ევა. ჩვენ ჩანჩქერის წინ მყოფ დიდ ქვაზე ვწევართ. შენ შიგადაშიც გულში ძლიერ მიხუტებ ხოლმე და სწორედ იმ წამს მგონია, რომ ცა დიდდება და მისი ნაპრალები უმისამართოთ მყლაპავს. ჩემო დეპრესიულო ყვავილო. ბედნიერება ეს თავად შენშია.- თქვა მათანელმა და დახუჭებული თვალები პირველმა მან გაახილა. შემდგომ კი კოცნით ამივსო აელვებული თვალები.
შემდეგ?!
შემდეგ მეტი სიყვარული...
მეტი გაზაფხული
და მეტი დეპრესიულობა.


- შენ იმედი ხარ, რომელიც არასოდეს არ უნდა ჩაქვრეს.- თქვა ქშენით მათანელმა ისე, რომ თან არ წყვეტდა ჩემს თვალებში ყურებას. ალბათ სწორედ ეს იყო, ის ერთადერთი სიყვარული, რომელსაც ორივე დიდხანს ვეძებდით.



№1  offline მოდერი Mary Drey

მაინტერესებს ყველაზე მეტად ახლა თქვენი აზრი.
ეს ისტორია ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ცოტა გული მწყდება სათანადო დაფასება, რომ არ აქვს. :)

 


№2 სტუმარი სტუმარი lortkia

ბევრი რამ ჰვაქვს საერთო მე და ამ ორს...გააგრძელე საინტერესო ისტორიაა ❤❤????????

 


№3  offline მოდერი ენქეი

მალე დადე, მოუთმენლად ველოდები❤️

 


№4  offline მოდერი Mary Drey

სტუმარი lortkia
ბევრი რამ ჰვაქვს საერთო მე და ამ ორს...გააგრძელე საინტერესო ისტორიაა ❤❤????????



უღრმესი მადლობა... ჩემთვის ეს სიტყვები ბევრს ნიშნავს!

ენქეი
მალე დადე, მოუთმენლად ველოდები❤️


შევეცდები მალე დავდო, საყვარელო. <3333

 


უბრალოდ ყველა გრძნობაა აფრთქებული, სხვა რა ვთქვა არ ვიცი♡♡♡ და ჰო მართლა, როდესაც იატორიას წერ, ჩემი აზრით არ უნდა გადარდებდეს სხვა კითხულობს თუ არა, მთავარია დაწერო და შემდეგ შენ წაიკითხო, წარმატებები♡♡

 


№6  offline მოდერი Mary Drey

სიყვარული გულს გვტკენს
უბრალოდ ყველა გრძნობაა აფრთქებული, სხვა რა ვთქვა არ ვიცი♡♡♡ და ჰო მართლა, როდესაც იატორიას წერ, ჩემი აზრით არ უნდა გადარდებდეს სხვა კითხულობს თუ არა, მთავარია დაწერო და შემდეგ შენ წაიკითხო, წარმატებები♡♡



ძალიან გამიხარდა შენი კომენტარი, რომ ვიხილე! <33 მიხარია თუ მოგეწონა. ალბათ ეს ნაწერი ჩემი სხვა წიგნებისგან იმით განსხვავდება, რომ აქ მყოფი თითოეული სიტყვა არის რეალური და არა გამოგონილი. თითოეული დიალოგიც კი დღევანდელობისგან მაქვს გადმოტანილი. <33 ალბათ სწორედ ამიტომაცაა ასეთი ძვირფასი ჩემთვის "მათანელ"- ი. <33
და რაც შეეხება დაფასებას. ძალიან მიჭირს იმის გაანალიზება ხოლმე, რომ რაშიც გულსა და სულს ვაქსოვ დაფასება არ ხვდება ხოლმე წილად. არადა ვფიქრობ ცუდი არაა. :დდდ

მადლობა ასეთი თბილი კომენტარისთვის და იმედია კვლავ შეგხვდები.
ამიტომ შემდეგამდე! <333

 


№7  offline წევრი Debby Ryan

ინტერესი მკლავს.
ძალიან ჭორიკანა ვარ, მაგრამ აი მათანელი რეალურ ცხოვრებაში ისე მაინტერესებს, რომ არ ვიცი...
ზოგადად თქვენი ურთიერთობა მაინტერესებს.
მართლა ასე ლაპარაკობს?
არაა, გამორიცხულია.
აუუ, მომისმინე, რაც გსიამოვნებს ის უნდა გააკეთო და არ აქვს მნიშვნელობა ამას სხვა ნახავს თუ არა, მთავარია რომ აკეთებ იმას რაც გიყვარს.
ვიცი ძნელია დაუფასებლობა, მაგრამ ესეც გადაივლის. ცოტა დრო უნდა.
მიყვარხარ, ყვავილო! (თურმე დეპრესიულიც ყოფილხარ :დ) <333

 


№8  offline მოდერი Mary Drey

Debby Ryan
ინტერესი მკლავს.
ძალიან ჭორიკანა ვარ, მაგრამ აი მათანელი რეალურ ცხოვრებაში ისე მაინტერესებს, რომ არ ვიცი...
ზოგადად თქვენი ურთიერთობა მაინტერესებს.
მართლა ასე ლაპარაკობს?
არაა, გამორიცხულია.
აუუ, მომისმინე, რაც გსიამოვნებს ის უნდა გააკეთო და არ აქვს მნიშვნელობა ამას სხვა ნახავს თუ არა, მთავარია რომ აკეთებ იმას რაც გიყვარს.
ვიცი ძნელია დაუფასებლობა, მაგრამ ესეც გადაივლის. ცოტა დრო უნდა.
მიყვარხარ, ყვავილო! (თურმე დეპრესიულიც ყოფილხარ :დ) <333



ვაიმეე. <3333
კი,კი შენ წარმოიდგინე მართლა ასე სასწაულად ლაპარაკობს. ზოგჯერ ისე მაგიჟებს მაგის გამო! :დდდდ
რაც შეეხება დეპრესიულობას. ადვილი ცხოვრება არასოდეს არ მქონია, სოუ... დეპრესიულობა მეპატიება ზოგჯერ. :დდდ

მიყვარხარ მეც, მეც და მეც!!! <333
მიხარია შენი თითოეული კომენტარი!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent