სიყვარულმა იცის (დასასრული)
ფიქრებში ჩაძირული მიუახლოვდა ბუშტებით გაფორმებულ რესტორანს ლევანი - რით ვერ გაიზარდა ეს ბიჭი _ უკმაყოფილოდ გააქნია თავი და შიგნით შევიდა. რესტორანი დახურული იყო, ჯერ კიდევ მზადება მიმდინარეობდა, ყველგან ბუშტები იყო, შესასვლელში, მაგიდებზე - დათო ეს რაარის _ გაოცებული მიუახლოვდა მაგიდაზე შემომჯდარ მეგობარს და ბუშტი აიღო ხელში - მე რავქნა, ბატონი ანდრიას ბრძანებაა, მე ზედამხედველად ვარ დანიშნული _ მხრები აიჩეჩა და ტელეფონი აიღო - და თვითონ სადაა? - ეგ ხო დიდი ბოსია, ლიმუზინით მობრძანდება საღამოს _ ირონიულად გაეღიმა - რა? - კაი რაიყო ვხუმროობ _ მხარზე ხელი დაჰკრა და მაგიდიდან ჩამოხტა _ წამო რამე დავლიოთ.. მთელი დღე უაზროდ საუბარში გაატარეს, აქეთ-იქით დადიოდა დათო და ყველას მითითებებს აძლევდა. ბოლოს ისე დაიღალა, სავარძელზე მიესვენა და განძრევის თავიც აღარ ჰქონდა. ყველაფერს რომ მორჩნენ საღამოსკენ ნელ-ნელა სტუმრებმაც დაიწყეს მოსვლა, ბოლოს კი ანდრიაც მობრძანდა და უამრავი მილოცვის შემდეგ ბიჭებამდეც მიაღწია - გილოცავ, გილოცავ _ მხიარულად გადაეხვია დათო _ ზოგჯერ კი მაბრაზებ მაგრამ მაინც მიყვარხარ რავქნა - ზოგჯერ შენც მაბრაზებ, მარა მაინც მადლობა დღევანდელი საღამოს ორგანიზებისთვის _ თვალი ჩაუკრა და ლევანისკენ შებრუნდა - გილოცავ ანდრი, ყველაფერს კარგს გისურვებ _ გადაეხვია და თმა აუჩეჩა - კაი რაა, იცი რამდენი ხანი ვიწვალე ამ ვარცხნილობაზე _ უკმაყოფილოდ ამოიბურტყუნა და თმის გასწორება დაიწყო _ და სხვათაშორის ჯერ არ მიპატიებია ის რომ ჩემი დაბადების დღე დაგავიწყდა - ანდრიააა, ისედაც უამრავი პრობლემა მაქვს რის გამო ბავშვობ - ჰოო შენი პრობლემა მალე მოვა _ თვალი ჩაუკრა და დათოს გახედა - მორჩი და გამომართვი ეს _ ვარდისფერი ყუთი ესროლა ლევანმა - უი ხო ესეც _ ახლა დათომ ესროლა წითელი ყუთი - ეს რაარი სპეციალურად შეარჩიეთ ეს ფერები?_ თვალები დაქაჩა და ხელებში მოქცეულ ორ სასაჩუქრე ყუთს დახედა - კაი ძმაო, ჯერ ხომ არ იცი შიგნით რა დევს _ ირონიულად გაუღიმა დათომ და სხვა სტუმრებისკენ წავიდა. საღამო მშვიდად მიმდინარეობდა. უამრავი ხალხის აურზაურში თიკომ და ნინიმ ძლივს გაიკვლიეს გზა. ფერადი ბუშტებით იყო გაფორმებული რესტორანი, რომელიც თითქმის ღამის კლუბად ექციათ, ხმამაღალი მუსიკაც განსხვავებულ მუხტს სძენდა ყველაფერს. ნინიმ და თიკომ ძლივს იპოვეს იუბილარი და თბილად მიულოცეს დაბადების დღე. თუმცა ანდრია ისე იყო ალკოჰოლისგან გათიშული ძლივს იცნო გოგოები. - ანდრიაა! _ სანამ არ დაუყვირა მანამ ვერ გააგონა ლევანმა _ შენ მაინც ნუ სვამ მაგდენს, დათოც ეგეთ დღეშია და სახლში თქვენი მიმტანი არ ვარ - კაი რაა ძმაო, ჩემი დაბადების დღეა ახლა მაინც ნუ მიშლი _ ძლივს ამოიბურტყუნა _ შენი გოგო მოვიდა ცოტა ხნის წინ, მასთან წადი და შემეშვი მეე, ისედაც ძლივს გავაჩერე _ თვალით ფანჯარასთან მდგარ თიკოზე ანიშნა. ლევანს აღარაფერი უთქვამს, პირდაპირ მისკენ აიღო გეზი - აქ მარტო რატომ ხარ _ შეუმჩნევლად მიუახლოვდა და თიკო მოულოდნელობისგან შეხტა - ნინიც იყო მაგრამ წავიდა _ მხრები აიჩეჩა _ მეც მინდოდა წასვლა, მაგრამ ანდრიამ დაიჩემა ცოტა ხანს იყავიო - ხოო? _ ირონიულად გაეღიმა, მერე იქაურობას თვალი მოავლო და ქერათმიანი გოგოსკენ წავიდა - სალი როგორ ხარ _ ისე გადაეხვია თიკოსთვის თვალი არ მოუშორებია. ერთწუთს თვალებგაფართოებული უყურებდა თიკო, მერე შეეცადა გაკვირვება დაემალა და პირდაპირ ბარმენის მიმართულებით წავიდა - რამე მაგარი დამისხი _ უთხრა და ისევ მომღიმარ წყვილს გახედა _ იდიოტი და რომ ჰკითხო ვუყვარვარ თურმე - მე მითხარი რამე? _ ბარმენმა ჭიქა გაუწოდა და ინტერესით დააკვირდა - არა, შენ რატომ უნდა გითხრა _ გაბრაზებულმა ერთი ამოსუნთქვით დალია და სახე დამანჭულმა ცარიელი ჭიქა გაუწოდა - მიდი კიდევ დამისხი - სრულწლოვანი ხომ ხარ შარში არ გავეხვე _ უკმაყოფილო მზერით შეხედა ბარმენმა და ჭიქა გაავსო - ხო ვარ, ვარ _ ხმას აუწია თიკომ _ შენი აზრით პატარა ბავშვს ვგავარ? მომეცი ჭიქა _ ხელიდან გამოსტაცა და ისიც გამოცალა - მიდი კიდევ ასე კიდევ რამდენიმე ჭიქა დალია და მერე თვალებით დაუწყო ძებნა ლევანს და ქერათმიან გოგოს. თავბრუ საშინლად ეხვეოდა თუმცა მაინც ადგა და ხალხში გაერია - ხოარ ვიცეკვოთ? _ უეცრად უცნობის ხელი იგრძნო წელზე, რომელმაც თითქმის ძალით შეათრია მოცეკვავეებს შორის. - რასაკეთებ გამიშვი _ ყვირილი მორთო თიკომ, თუმცა ხმამაღალ მუსიკაში რათქმაუნდა არავის გაუგია _ არ მინდა ცეკვა, დამენებე თავი _ თავის განთავისუფლებას უშედეგოდ ცდილობდა, უცნობის მკლავებიდან - რაშვები, გოგო გეუბნევა არ მინდა ცეკვაო, არგესმის? _ უეცრად მოახლოებული დათო დაინახა და შვებისგან ამოისუნთქა - არა ძმაო მე უბრალოდ გართობა მინდოდა _ მაშინვე მოშორდა და ხალხს შეერია - გართობა უნდოდა თურმე. კარგად ხარ? _ ახლა თიკოს მიუბრუნდა რომელიც ისტერიკულად იცინოდა _ თიკო, კარგად ხარ მეთქი? _ მხრებში წვდა და რამდენჯერმე ძლიერად შეანჯღრია - კარგად ვარ, გამიშვი _ სიცილით უთხრა და მოშორდა. დათომ ცოტა ხანს უყურა და მერე სასწრაფოდ ლევანის ძებნა დაიწყო. გარშემო ყველას ეკითხებოდა ხომ არ გინახავთო. ბოლოს იმედგადაწურულმა აივანზე მდგარს მოჰკრა თვალი, სიგარეტით ხელში ტელეფონზე ლაპარაკობდა - ლევაან, ყველგან შენ გეძებ ტო. _ როგორც კი მიუახლოვდა მაშინვე ჩხუბზე გადავიდა, ტელეფონი ხელიდან გამოსტაცა და გათიშა - რაშვები კლიენტს ველაპარაკებოდი _ მაშინვე შეიცხადა და ტელეფონის წართმევას შეეცადა - ბიჭო რა დროს კლიენტია ამ შუაღამისას. თიკო რატომ მიატოვე - არ მიმიტოვებია, უბრალოდ მინდა თვითონ მოვიდეს, გეგმაა ასეთი _ მხრები აიჩეჩა ლევანმა - მაგ გეგმის... _ აღარ დაასრულა და ბრაზი შეძლებისდაგვარად ჩაიხშო _ მომისმინე წადი იმ გოგოს ყურადღება მიაქციე ნასვამია და რამე სისულელე არ გააკეთოს - ნასვამი? - წადი ტო, შენ კიდე აქ დგახარ? ლევანმა ტელეფონი გამოსტაცა ხელიდან და სასწრაფოდ შიგნით შევიდა, ხალხის აურზაურში ძლივს იპოვა თიკო. ბიჭის გვერდით იდგა, ხელები კისერზე შემოეხვია და იცინოდა. ბრაზი მოაწვა და მაშინვე მათკენ წავიდა. ხელის ერთი მოძრაობით მოაშორა უცნობს, სხეულზე აკრული გოგო - რასაკეთეეებ.._ უკმაყოფილოდ შეუბღვირა თიკომ, ისე იყო გათიშული ფეხზე ძლივს იდგა და ლევანს რომ არ დაეჭირა ალბათ დაეცემოდა კიდეც - მიდი ძმაო წადი აქედან, სხვა იპოვე _ ბრაზმორეულმა ძლივს შეიკავა თავი რომ ბიჭისთვის არ დაერტყა, ისიც უკმაყოფილო მზერით მოშორდა ორივეს - გოგო შენ ნორმალური ხარ? _ ახლა თიკოს მიუბრუნდა _ ჩემი გაგიჟება გინდა? ცოტაც და ლოგინში ჩაუწვებოდი იმ ბიჭს _ ისეთი თვალებით უყურებდა, თიკოს წამიერად შეეშინდა კიდეც - ჯერესერთი მსგავსს არაფერს ვაპირებდი და მასეც რომ იყოს შენ რა? _ უკმაყოფილოდ დაპრუწა ტუჩები და მერე სიცილი ვეღარ შეიკავა - ღმერთო რა დალიე ასეთი, წავედით _ ხელი ჩაავლო და გასასვლელისკენ თითქმის ძალით წაათრია - გამიშვ.._ ის იყო გაპროტესტება დააპირა ლევანმა მაშინვე გააჩუმა - ხმაა! ფეხი გამოადგი. _ გრძნობდა როგორ აგიჟებდა მისი თითოეული საქციელი. წამითაც რომ წარმოიდგენდა როგორ ეხებოდა სხვისი ხელები თიკოს ჭკუაზე იშლებოდა. მანქანამდე ძალით მიათრია და დიდი პროტესტის მიუხედავად მაინც ჩასვა შიგნით. თვითონაც გვერდით მიუჯდა და ისეთი სისწრაფით მოიხურა კარები თიკო ადგილზე შეხტა. წამში მოსწყდნენ ადგილს, თიკო უკვე თვალებს ძლივს ახელდა, საშინლად იყო გაბრუებული. უეცრად ბრაზი თვითონაც მოაწვა და ალკოჰოლისგან გათამამებული პირდაპირ ჩხუბზე გადავიდა - არაადამიანო! ვერ გავიგე რაგინდოდა, მშვენივრად ვერთობოდი. მოხვედი და ყველაფერი გააფუჭე! ახლა კიდე სადღაც მიმათრევ, ვინ გგონია თავი? რაუფლებით? - თიკო გაჩუმდი ნერვებს ნუ მიშლი. _ არც შეუხედავს ისე უთხრა - კიდევ მე გიშლი ნერვებს? აჯობებდა შენი 'სალისთვის' მიგეხედა _ ირონიულად გაეღიმა და საზურგეს მიეყრდნო, ლევანს ხმა აღარ ამოუღია. ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ მერე ისევ თიკომ იფეთქა - ჯანდაბა, ისევ არაფერს მეუბნევი. რატომ? ამჯერად ვინ არის ის გოგო, შეყვარებული? ხო ასეა და მაგიტომ მალავ ლევანმა სიცილი ვეღარ შეიკავა თიკოს სიტყვებზე - რაგაცინებს? რა არის სასაცილო?... _1წუთს გაჩუმდა და მერე გაკვირვებისგან პირი გააღო_ არააა.. მოიცადე, მეორე ცოლია? ღმერთო.. - არა თიკო რა ცოლი საიდან იგონებ მასეთ რაღაცეებს _ ამდენი ხნის დუმილის შემდეგ პირველად ამოიღო ხმა ლევანმა _ უბრალოდ კლასელია და მეგობრულად მივესალმე - კლასელი? უბრალოდ კლასელი.._ თავისთვის ჩაილაპარაკა - როგორ გიხდება ეჭვიანობა _ ღიმილი გახედა სახე აწითლებულ გოგოს - ის მაინც მითხარი სად მივდივართ, ეს თბილისი აღარ არის _ პასუხი დააიგნორა და ფანჯარაში შეშინებულმა გაიხედა - შორს. . _კმაყოფილი მზერით ისევ გზას გახედა - რას ნიშნავს შორს?! _ იმხელა იყვირა თვითონაც შეეშინდა - ნუ ყვირი, მშვიდად. რამდენიმე დღით მოვშორდეთ აქაურობას - რაა? _ მაშინვე თვალები დაქაჩა, _ დედა..დედა გაგიჟდება - ნინი მოაგვარებს მაგაზე არ იდარდო _ თიკომ თვალები აატრიალა, კიდევ უნდოდა შეწინააღმდეგება, თუმცა ძალა აღარ ეყო. დაღლილს მალევე ჩაეძინა. რამდენიმე საათის მგზავრობის შემდეგ კი დანიშნულების ადგილამდეც მიაღწიეს. ლევანს თიკო აღარც გაუღვიძებია, ხელში აყვანილი შეიყვანა სახლში. საწოლზე დააწვინა და თიკომაც კომფორტულად გააგრძელა ძილი. მეორე დღეს გვიან გაეღვიძა, საერთოდ არასოდეს უყვარდა დიდხანს ძილი, თუმცა დაღლილობამ თავისი ქნა. თავი საშინლად სტკიოდა, გაკვირვებულმა მიმოიხედა გარშემო და შეეცადა გონებაში გუშინდელი ღამე აღედგინა. არაფერი ახსოვდა, უცხო სახლში იყო, საწოლში, შეშინებული თვალებით უყურებდა ყველაფერს - გაიღვიძე? _ ოთახში ლევანი შემოვიდა და თიკომაც მაშინვე პირზე ხელი აიფარა რომ არ ეყვირა _ კარგი ნუ გეშინია, შენს მოკვლას არ ვაპირებ _ ღიმილით უთხრა და საწოლზე ჩამოჯდა - აქ რას ვაკეთებ? _ ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ძალდატანებით შეხედა თვალებში - არ გახსოვს? - არა. არმახსოვს და მოვითხოვ რომ მითხრაა! _ უკვე ყვირილზე გადავიდა - მშვიდად. . გუშინ ბევრი დალიე, მერე გაითიშე და აქ მოვედით - და აქ რატომ მოვედით, ან საწოლში რატომ ვარ? _ გაფართოებული თვალებით უყურებდა თიკო - საწოლში იმიტომ ხარ რომ, ფეხზე მდგომი ვერ დაიძინებდი _ ვითომც არაფერიო მხრები აიჩეჩა - დამცინი არა? მშვენივრად ხვდები რასაც გეკითხები - ხო ვხვდები თიკო _ სიცილი ვეღარ შეიკავა ლევანმა _ არაფერი მომხდარა, თან ტანსაცმელიც გაცვია ვერ ხედავ? თიკომ მაშინვე ტანზე დაიხედა და შვებისგან ამოისუნთქა - მიდი გამოიცვალე იქ ჩემი ტანსაცმელია _ კარადაზე ანიშნა _ მერე ვისაუზმოთ - რა? არ მინდა არაფერი სახლში წამიყვანე _ მაშინვე წარბები შეკრა თიკომ - რათქმაუნდა წავალთ, მაგრამ ჯერ უნდა ვისაუბროთ თიკოს კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა მაგრამ ლევანი სწრაფად გავიდა ოთახიდან. დიდხანს იჯდა ფიქრებში ჩაძირული, მერე უცებ წამოხტა, არც გამოუცვლია პირდაპირ დაბლა გაიქცა. გრძელი კაბა ხელს უშლიდა სირბილში თუმცა როგორღაც მაინც ჩააღწია და დივანზე გადაწოლილ ლევანს წინ აესვეტა - არ გამოიცვალე? - არა. ახლავე მითხარი რისი თქმა გინდა და მერე პირდაპირ სახლში წამიყვან, ეს რაუბედურებაა _ ირგვლივ მიმოიხედა _ ტელეფონი წამართვი, ყველა ფანჯარა და კარი ჩაკეტილია, თავი უდაბნოში მგონია - მოდი, დაჯექი - კიდევ რაგინდა? _ ხელები დაიკრიფა და შეუბღვირა - კიდევ ბევრი რამ მინდა, მაგალითად ის რომ მაპატიო _ გამომცდელად შეხედა. თიკოს ხმა არ ამოუღია, ჩაფიქრებული იდგა - თიკო... - თუ გაპატიებ აქედან წავალთ? ლევანმა თავი დაუქნია - მაგრამ ეს უკვე ზეწოლაა _ ხელები გაშალა და უკმაყოფილოდ ამოიოხრა _ მომისმინე _ ოდნავი პაუზის შემდეგ წამოიწყო _ მე მართლა მინდა რომ გაპატიო, ძალიან მინდა, მაგრამ არ შემიძლია _ ხმა ჩაუწყდა და ლევანის მზერას შეეჩეხა _ რაღაცნაირად ასე მგონია თუ გაპატიებ დამნაშავე ვიქნები საკუთარ თავთან _ დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ მის გვერდით მაინც ჩამოჯდა - თიკო.._ თმაზე მოეფერა და თვალებში შეხედა _ შენ ჩემი ცხოვრება გააფერადე,. იცი? არასოდეს მეგონა რომ მხატვრულად საუბარი შემეძლო, მაგრამ შენი წყალობით ესეც შევძელი.. _ თიკო.._ ისე მიუახლოვდა თიკოს სუნთქვა შეეკრა და თვალები დახუჭა _ ერთი შანსი მომეცი..გთხოვ.._ მის ტუჩებთან ლაპარაკობდა და გონებას ურევდა, მის სუნთქვას გრძნობდა, სახეზე, ყელზე.. ყველგან ის იყო _ გაახილე თვალები.. - ვერ შევძლებ.._ თვალები გაახილა და თავისით გადმოსცვივდა ცრემლები - ჩშ..არ იტირო _ ფრთხილად მოწმინდა ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლები - ისევ იგივე რომ მოხდეს? ისევ რომ მიმატოვო? ვერ გავუძლებ.. _ სიტყვებს თავის ძლივს უყრიდა და ცდილობდა არ ეტირა - არა..არასოდეს, შენს გარეშე ვერც მე ვიცოცხლებ მაშინვე ჩაეხუტა თიკო, რამდენი ხანი ოცნებობდა ამ ჩახუტებაზე, მის მკლავებში, მისი სურნელით გაბრუებულმა ისევ ტირილი დაიწყო - თიკო.. კარგი ისევ ტირიხარ? _ თმაზე მოეფერა და ნაზად აკოცა თავზე - მიყვარხარ... _ ისე ჩუმად თქვა ლევანმა ძლივს გაიგო - რა? - მიყვარხარ.. _ მისი მკლავებისგან თავი გაინთავისუფლა და ცრემლმორეულმა შეხედა თვალებში - მეც მიყვარხარ, ჩემო პატარა.. _ და..თვეების ნანატრი კოცნა, ისე დააცხრა ტუჩებზე თიკომ გააზრებაც ვერ მოასწრო, დიდხანს კოცნიდა და ცდილობდა თითოეული მომენტი დაემახსოვრებინა.. ცხოვრება ხომ სულ ერთი წამია, იმ წუთით უნდა დატკბე რომელშიც ახლა ხარ, ის ხომ აღარასდროს განმეორდება. ამის შემდეგ იყო ერთთვიანი შეხვედრები, ყველაფერი სულ თავიდან დაიწყეს.. ვახომ დიდი გაჭირვებით მაინც აპატია ლევანს, თამარმაც ყველაფერზე წინ შვილის ბედნიერება დააყენა და გაგებით მოეკიდა მათ ურთიერთობას.. ერთ დღეს კი სრულიად მოულოდნელად კახეთში გაიპარნენ და ხელი მოაწერეს, არცერთს არ უნდოდა დიდი ქორწილი და ზედმეტი აურზაური.. უბრალოდ ერთად ბედნიერები იყვნენ და ეს მათთვის სრულიად საკმარისი იყო. შეიძლება იფიქროთ, რომ არ უნდა ეპატიებინა, არ უნდა მიეცა მისთვის შანსი.. მაგრამ ეს ხომ სიყვარულია? არაპუნქტუალურია, შეხვედრის დანიშვნაც არ უყვარს, სრულიად მოულოდნელად მოვა, გონებას აგირევს, გაგაჟებს, ჭკუიდან გადაგიყვანს, შენკი ვალდებული ხარ გაუძლო, რადგან ეს გრძნობა სამუდამოდ იდებს შენს სხეულში ბინას. ის გრძნობაა რომლის ფურცელზე გადმოტანა იოლი ნამდვილად არ არის. შენ იცი ეს. . მეც ვიცი. . სიყვარულმა იცის. . . /დასასრული/ პ.ს ჩემო საყვარელო მკითხველნო, პირველ რიგში ყველას მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის რომ ამ ხნის მანძილზე ჩემს გვერდით იყავით. დროს უთმობდით ისტორიას, კითხულობდით, აფასებდით. თქვენი თითოეული კომენტარი უდიდეს მოტივაციას მაძლევდა. შეიძლება იფიქროთ რომ დასასრული ვიჩქარე, თუმცა ზედმეტად გაწელვა აღარ მინდოდა. მაპატიეთ თუ თქვენი იმედები ვერ გავამართლე. ეს ჩემი პირველი ისტორიაა, მინდა აქ იყოს და რომ შევხედავ ყოველთვის გამახსენდეს საიდან დავიწყე.. რაც შეეხება შემდეგ ისტორიას, ვფიქრობ სრულად დავდებ, რადგან ასე თავებად მეც ვწვალობ და თქვენც მუდმივად მოლოდინის რეჟიმში ხართ. გამეხარდება თუ გამიზიარებთ თქვენს შთაბეჭდილებებს, ემოციებს ისტორიასთან დაკავშირებით. მიყვარხართ და გემშვიდობებით შემდეგ ისტორიამდე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.