შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა ეშმაკის გულამდე ( თავი 1 )


20-06-2020, 20:40
ავტორი დარადალი
ნანახია 1 151

- გეყოფა ნათია , ტყუილად მიშლი ნერვებს ! აი, რა შუაშია ჩემთან გაბუნია და მისი ლიკვიდაციის მცდელობა? - ვცდილობ ჩემი ნებისყოფის უკანასკნელი მისხალიც კი გამოვიყენო , რათა დედაჩემს ავუხსნა , რომ გროზნოში , ჩემი მეგობრის ქორწილში წასვლა კადიროვს მტრად არ გადამკიდებს .
- რა მეყოფა , რა ? ასე წყნარად როგორ შეგიძლია ყოფნა და სადღაც გადაკარგულ ჩეჩნეთში წასვლა, ელმირა კარგი გოგოა , გაგიგებს როცა აუხსნი , რატომ იკავებ თავს . - თავისას არ იშლიდა ნათია .
- დედა, ბოლოჯერ გეუბნები . არანაირი კავშირი არ მაქვს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და გიორგი გაბუნიას პრობლემებთან , ჩემს გარდა უამრავი ადამიანი კვეთს საზღვარს ყოველდღიურად , ელმირას ყველაზე მეტად ჩემი იქ ყოფნა სჭირდება და იცი,რომ უარს ვერ ვეტყვი - ვცდილობ დედობრივ მღელვარებას მედგარი წინააღმდეგობა გავუწიო ,მაგრამ როგორც ყოველთვის , არაფერი არ გამომდის .
- ჩემი თუ არ გესმის , მამაშენს დაელაპარაკე ...

ნათია კვლავ თავისას აგრძელებდა,მისი მოსმენისთვის ნერვები აღარ მყოფნიდა და ამიტომ ჩემს ოთახს შევაფარე თავი .მომენტებში მის მსგავს ქცევებზე მეცინებოდა , თუმცა ზღვარს როცა ვერ იგებდა , უკვე სერიოზული კონფლიქტის მიზეზად იქცეოდა მისი დედური არაადეკვატურობა,რომლის მიზეზიც შემდეგი გახლდათ - ახლახანს დავასრულე უნივერსიტეტი , კავკავსიის სამართლის სკოლაში ვსწავლობდი , სადაც 4 წლის წინ ჩემი უსაყვარლესი მეგობარი - ელმირა ალიევა გავიცანი . ტანად პატარა,შავგვრემანი გოგონა წარმოშობით ჩეჩენი გახლდათ .თუმცა , დედა ქართველი ჰყავს - ანია ნავერიანი . ელმირა სწორედ ანიას ძმასთან ცხოვრობდა მთელი ეს წლები თბილისში . წელს, სანამ კარანტინი გამოცხადდებოდა ზამთრის არდადეგებზე ჩეჩნეთში გაემგზავრა უკან დაბრუნების პერსპექტივით , სიმართლე გითხრათ , მეც არ ვიცი დაზუსტებით დეტალები - ელმირამ მხოლოდ იმის თქმა მოახერხა ინტერნეტის საშუალებით , რომ ქორწინდება და ცოლად ვინმე ალიბექ ტერლოევს მიჰყვება . არც მე და არც ჩემებს არ გვხიბლავდა ჩემი გროზნოში გამგზავრდება , თუმცა ვხვდებოდი , რომ ყველაფერი რიგზე არ იყო - გაფიქრებაც მზარავდა , რომ ელმირას მისი ნების საწინააღმდეგოდ აქორწინებდნენ. ეს კი სავსებით შესაძლებელი იყო - ის ხომ ჩეჩენი მუსლიმანების ტრადიციულ ოჯახში გაიზრდა . ღამეც კი ვერ ვიძინებ ნორმალურად, იმაზე ფიქრში თუ რა ტრიალებს ჩემი საუკთესო მეგობრის თავს . ნათია თავიდანვე ცუდად შეხვდა ჩემი წასვლის ამბავს - ღელავდა რომ ჩეჩნეთში მარტო წასულ ქართველ გოგოს რაიმე დამემართებოდა . ამას დაემატა ბოლო დღეებში აგორებული ნიუსი - ჩეჩნეთის პრეზიდენტის - რამზან კადიროვის დაკვეთით , ქართველი ჟურნალისტის - გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია იგეგმებოდაო . ამან სულ მთლად გააგიჟა დედაჩემი , თუმცა მის აფეთქებას ოჯახში სერიოზულად არავინ შევხვედრილვართ . კახა , მამაჩემი , ადეკვატური კაცია - არც მას ეპიტნავებოდა ჩემი გაშვება , თუმცა თვლიდა რომ ნათიას მღელვარება აზრს იყო მოკლებული და ასე თუ ისე, ჩემს მხარეს იდგა . თან , შიგადაშიგ , ჩეჩნეთის ისტორიას მიყვებოდა - ისტორიის მკლევარ-პროფესორიგსან სხვას არც არაფერს ველოდი. თვითონ კი სიცილით მეუბნებოდა , უცხო ქვეყანაში თავი არ შეირცხვინო ისტორიის უცოდინრობითო .

კვლავ ჩემს ოთახში ვიყავი გამაგრებული და ბარგის ჩალაგებას განვაგრძობდი .ელმირა თავის ოჯახთან ერთად ჩეჩნეთის დედაქალაქში - გროზნოში ცხოვრობდა და ქორწილის გადახდასაც იქვე აპირებდა . სავარაუდოდ , მასთან 1 კვირას გავატარებდი , ასე მქონდა განსაზღვრული და ბარგსაც შესაბამისად ვტვირთავდი.

საღამოს ნათიას დაჟინებული მოთხოვნით ჩემსა და მამას შორის კიდევ ერთი დიალოგი შედგა ჩემს გამზავრებასთან დაკავშირებით . კახა უბრალოდ დარიგებებითა და გაფრთხილებებით შემოიფარგლა,რამაც ნათია სრულიან გადაიყვანა ჭკუიდან.

მაგრამ აზრი არ ჰქონდა არაფერს.

მომდევნო დღეს,ჩემი მეგობრის მანქანით პირაქეთა ხევსურეთის საზღარი გადავკვეთე :
- თავს გაუფრთხილდე იცოდე , ჩეჩენი კაცი არ ჩამომითრიო - სიცილნარევი ხმით მეუბნებოდა საბა , ჩემი ბავშობის უსაყვარლესი მეგობარი და კისერზე მომეხვია .
- სიძის ყოლის იმედი რომ შეგრჩა , ამას ვაფასებ - ერთმანეთს გამოვემშვიდობეთ შემდეგ კი საბა თავისი მანქანით იმ გზას დაადგა,რომლითაც აქამდე მომიყვანა .
მე კი დაახლოებით სამი კილომეტრის გავლა მომიწია ფეხით პირიქითა ხევსურეთი რომ გადამელახა .
და აი , დაახლოებით 1 საათში ოფიციალურად დავტოვე საქართველო და ჩეჩნეთის რესპუბლიკის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოვჩნდი .

მოგესალმებით , წლებია ამ საიტის აქტიური მკითხველი ვარ . ეს ჩემი პირველი ისტორიაა,პირველი თავი საკმაოდ პატარა და გაუმართავუა ,რასაც აუცილებლად გამოვასწორებ . ახლა გამოცდების პერიოდია და არ ვგეგმავდი ამ იდეის განხორციელებას , თუმცა იმდენად მომინდა თქვენთან მწერლის ამპლუაში შეხვედრა , თავი ვეღარ შევიკავე .
ალბათ,ხვდებით რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თქვენი კრიტიკა და აზრი - ღირს თუ არა ამ სიუჟეტის გაგრძელება .

მადლობა წინსაწარ <3
[thumb][/thumb]
[thumb][/thumb]



№1 სტუმარი Tata

კარგად წერ აუცილებლად გააგრძელე.

 


№2  offline წევრი დარადალი

Tata
კარგად წერ აუცილებლად გააგრძელე.

დიდი მადლობა <3 აუცილებლად გავაგრძელებ

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

saintereso siujetiaa. gaagrzele da tavebic gazarde raa

 


№4  offline წევრი დარადალი

მე თვითონ ,როგორც მკითხველს არ მიყვარს უყურადღებო და უპასუხისმგებლო ავტორები . ამიტომაც მინდა იცოდეთ, რომ ამჟამად გამოცდების ციებ-ცხელებაში ვარ და როგორც კი მოვრჩები,მთელ ენერგიას თქვენ და ამ ისტორიას მოგიძღვნით ! მაქსიმალურად რეალური მინდა იყოს ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent