ურეკის მზის ქვეშ ( თავი V)
დილით მონოტონურად გაბმული ხმა მაღვიძებს, რომელიც შორიდან ჩამესმის. - აბა მანდარინი,ლიმონი,კარალოკიიი.... – „კარალოკი“ რამე ახალია? ტელეფონზე საათს ვამოწმებ, რომელიც ჯერ მხოლოდ დილის ცხრა საათს აჩვენებს. ქალის ხმა არ წყდება და უფრო ახლოდან ისმის. კარზე აკაკუნებენ,რაზეც იქვე ჩაძინებულ გიგის ეღვიძება,მხოლოდ ახლა ვამჩნევ,რომ ჩემ გამო დამჯდარს ეძინა,საწყალი. კისერს იზელს და მიღიმის. - დილამშვიდობის. რა ხმაა? - დილა კი მაგრამ მშვიდობის რა მოგახსენო. - ვიკრიჭები მე, როცა ქალის ხმა ისევ მეორდება და კარისკენ ვანიშნებ. გიგი დგება,ცდილობს „ძვლები მის ადგილას ჩასვას“,რაზეც ორივეს გვეცინება და კარისკენ მიდის. - გამარჯობათ. ვინ გნებავთ? - გაგიმარჯოს დედი. კაი ლიმონი,მანდარინი და კარალოკი მაქ,არ გინდებიენ? - ცოტ-ცოტას ყველას ავიღებთ. - გიგის ხმაზე ეტყობა,რომ ღიმილს ვერ იკავებს. ამ დროს ვხედავ,როგორ ჩამორბის კიბეებიდან თმაგაბურძგნული ნინი. - ვაიმე დედა, რა გჭირს ქალო, საქათმეში გეძინა? - გულზე ვიდებ ხელს, თითქოს მართლა მეშინია. ნინი ხვდება,რომ ვაბრაზებ და ენას მიყოფს. - გველაძუა, ვინ არის კართან, სტუმარი გვყავს? - ვიღაც ქალია,“კარალოკს“ ყიდის. - ვიცინი მე. - უი მაყვლია? - ვინო? - მაყვალა გოგო,ყოველ დღე სხვადასხვა რაღაცას დაატარებს. ჩემი ქალია. -ამას ოღონდ საჭმელი უხსენე და... - მთელი ურეკი გაიცანი? - ვინ გგონივარ? -ისეთ სახეს იღებს, თითქოს უდიდესი შეურაცხყოფა მივაყენე. - უიმე მაპატიეეეთ... - თავს ვუკრავ ბოდიშის მოხდის მიზნით და ვხარხარებ. - ხოდა ეგრე „ბრატ“. - ამბობს და კარისკენ მიცუნცულებს „მაყვლი მოვდივარს“ ძახილით. - გიჟი ქალი. - თავს ვიქნევ ღიმილით. გიგი და ნინი პარკებით ხელდამშვენებული ბრუნდებიან. - გაგირეცხო პაწა? - ოჰოოო, კილო აიკიდე გიგი? - დავცინი მე. - მაყვალამ მასწავლა. - აშკარად ამაყობს გიგი. - რა დროს ხილია,ჯერ რამე საჭმელი ვჭამოთ ნორმალურად. -გაკაპასდა ჩემი მშიერი დაქალი. - გამოხტა კაპარჩხანა. დანარჩენებს არ დაველოდოთ ქალბატონო? - უიმე რა პრობლემაა?! ახლაც ვჭამოთ და ისინი რომ ადგებიან მერეც. რა დაგემართა,მარტივი ლოგიკაა. - საფეთქელზე იკაკუნებს საჩვენებელ თითს, რაზეც მე და გიგის სიცილი გვიტყდება. - ეგ ჩვენ,როგორ ვერ მოვიფიქრეთ?! გენია ხარ რაა ნინი... - ვითომ დანანებით თვს იქნევს გიგი. - აბაა, ყველას ჩემნაირი ტვინი რომ ქონდეს ავშენდებოდით. - ვაფშე არაა ნარცისი. ნინი თავს აქნევს და სამზარეულოში გადის გიგისთან ერთად. ტახტიდან წამოდგომას ვაპირებ, როცა ვიღაცის ძლიერი ხელი მაჩერებს. -საით? -იკა? ქვემოთ როდის ჩამოხვედი? - გულზე ხელს ვიდებ და ვამჩნევ მის უხასიათო გამომეტყველებას. კარგად ხარ? - არაფერია, გუშინ ცუდად მეძინა. დაგეხმარები სააბაზანოში გასვლაში. ხელს წელზე მიცურებს და წამოდგომაში მეხმარება. - არაა საჭირო,მართლა კარგად ვარ უკვე. - კნუტივით ვუყურებ ირაკლის. ჩემს სახეზე ეღიმება. როგორ მიყვარს ეს ღიმილი... - საჭიროა კნუტო.- შუბლზე მკოცნის. - წამოდი.... თავს ვიწესრიგებ, უმოკლეს შორტს და თავისუფალ მაისურს ვიცვამ. თმას კოსად ვიკრავ და ოთახიდან გავდივარ. კართან ირაკლი მხვდება და ქვეოთ ჩავყავარ. ყველანი სამზარეულოში არიან და ფუსფუსებენ. - ბარბიი,კარგად ხარ? - გაბრწყინებული სახით მიღიმის ნუცა. - კარგად ვარ ნუუუც. - მეც ვუღიმი. - ჰე ახლა ჭამეთ და გავედით ზღვაზე. - გვკარნახობს როგორც ყოველთვის ენერგიით აღსავსე ლევანი. - კაიიი... - პირგამოტენილი პასუხობს ნინი. - თქვენ წადით,მე ბარბარესთან დავრჩები. - სიტყვით გამოდის ირაკლი. - არ არის საჭირო, კარგად ვარ თქო ხომ ვამბობ... უხერხულად ვარ უკვე... - ვბუზღუნებ მე. - ბარბარე... რომ ვამბობ ესეიგი ასეა საჭირო. - ამბობს მკაცრად, მერე ამჩნევს ჩვენს დაბნეულ სახეებს და ამატებს: - თანაც წუხელ კარგად არ მიძინია და ცოტას წავუძინებ. - ხო კარგი... - ბოლოს ვნებდები. ბავშვები ემზადებიან და პლაჟზე გადიან. - აბა თქვენ იცით, არ იცუღლუტოთ და რამე არ გააფუჭოთ. - თითს ისე გვიქნევს ნინი, თითქოს ბავშვები ვიყოთ, ის კი უფროსი. - გოგოოოო.... - თითქოს მკაცრად,მაგრამ ღიმილით ამბობს ირაკლი. - ოოოო, ხომ არ გაცდიან რააა.... - სიცილით გადის ნინი ოთახიდან. ჩვენ თავს ვაქნევთ ღიმილით. ირაკლი ტელევიზორის წინ,დივანზე მსვამს. თვითონ წვება და თავს კალთაში მიდებს. - დაღლილი ჩანხარ... - სიტყვას ვწელავ მისი მოულოდნელი ქცევისგან გაკვირვებული. - მეძინება. - თვალებს ხუჭავს -აუ თმებზე მომეფერე რააა... - ისეთი დაღლილი ჩანს მეცოდება, თმებში თითებს ვუცურებ და იქეთ-აქეთ დავაბოდიალებ. სახე უმშვიდდება,აშკარად ამშვიდებს ეს. მეღიმება. ათ წუთში ვამჩნევ,როგორ უნელდება გულისცემა,უკვე მშვიდად ფშვინავს და ვხვდები,რომ ჩაეძინა. ისეთი საყვარელია,მინდა მთელი სახე დავუკოცნო... მის მკვეთრ ნაკვთებს ვაკვირდები, სწორ ცხვირს, ლამაზად გამობუშტულ ბაგეებს, გრძელ წამწამებს, რომლის ჩრდილიც ლამაზად ეცემა მის სახეს. თითქოს გრძნობს ჩემს მზერას და ზანტად ახელს თვალს. ჩვენი მზერა ერთმანეთს ხვდება. მშვიდი სახით მიყურებს. მისი ხელი ჩემს სახესთან ახლოს მოაქვს და ცერა თითით ლოყაზე მეფერება. - ლამაზი ხარ... - ჩუმად მეუბნება, ხელს წევს და ისევ თვალებს ხუჭავს. მე გაშეშებული გავყურებ სივრცეს და ვცდილობ ამოვიცნო წუთის წინანდელი მომელანდა თუ სიმართლეა. ვგრძნობ მისი შეხებისგან გახურებულ ლოყას,ვხვდები,რომ სიმართლეა და დებილივით ვიღიმი. მგონი ამ სახით ვზივარ დაახლოებით ნახევარი საათი,რადგან ვერ ვამჩნევ,როგორ შემოდიან ოთახში ბავშვები. - რა გჭირს ქალო,რამე მოწიეთ ეს მოკვდა და შენ „ჩაგტოვა“?! - ნინის ხმა მაფხიზლებს. ირაკლიზე მანიშნებს რომელსაც ჩემს მუხლებზე თავჩამოდებულს ძინავს. - ჰა? მოხვედით? - ვუღიმი მზეზე დამწვარ ბავშვებს. - რა გჭირთ? თქვენც დაგეძინათ? - არაა, ვიფიქრეთ გაზის ეკონომიას გავაკეთებთ და სახლში რომ მივალთ პირდაპირ ტანზე შევწვავთ კვერცხსო. - შტერივით იცინის ლევანი. ნუცა კაკანს იწყებს. - აუ რა დააბრეხვა ჩემიიი. -ოთხად იკეცება გიგი. - აუ ამათმა მზის დარტყმა მიიღეს. - თვალებს ატრიალებს ნინი. - რა იუმორით მოძრაობთ ხა“ლ“ხნო? - რა გაწიკვინებს გოგო? - ნინის ხმამაღალ საუბარზე ირაკლის ეღვიძება და უკმაყოფილოდ უყურებს. - ხომ იცი შტერულ ხუმრობებზე,ეგრევე წნევა მიწევს. - გულზე ხელს იდებს თეატრალურად. -შენ მოკვდავოო.... თუ გინდა შეგინდო ცოდვა,რამე მაჭამე... - ახლახანს არ ჭამე ფენოვანი? ნინი ისე უბრიალებს თვალებს, ლამის ძირს დაუცვივდეს. - მაპატიეთ დიდო ქალბატონო,ახლავე გაჭმევთ რამეს. - თავს მსახურივით უქნევს ნინის. - დამხმარევ, გამომყევი. - ნუცას სიცილით მიათრევს ლევანი სამზარეულოსკენ. - ვერახართ თქვენ. - ირაკლი სიცილით დგება და მეც მეხმარება. - ჩვენც ვჭამოთ. - ძმა ხარ რაა... - ვაჟკაცურად ურტყამს მხარზე ხელს და ეკრიჭება. ირაკლიც იცინის ნინის „ ნაზ“ ქცევაზე. ყველანი მაგიდასთან ვჯდებით და ვჭამთ. შიგადაშიგ ნინის და ლევანის ცანცარზე ვიცინით. ნინის სახე ეცვლება და ფეხზე დგება. - იდეა მაქვს! - დანაყრდი და ტვინი გაგეხსნა? - დასცინის გიგი. ნინი რატომღაც ყურადღებას არ აქცევს მის რეპლიკას და აგრძელებს: - მოკლედ რა ხდება ხალხო.... გადავწყვიტე. ყველამ უნდა ვირბინოთ და ვივარჯიშოთ საღამოობით. - ისეთი სახით ამბობს,თითქოს ახალი კონტინენტი აღმოაჩინა. - ოჰ, გადაწყვიტა გოგომ.... და ჩვენ არ გვეკითხები? - გაკაპასდა ნუცა. - რა თქმა უნდა.... არა. - იკრიჭება ნინი. - ძაან მაგარი იქნება ბავშვებოოო... მიდით რაა. - ბავშვივით ჯუჯღუნებს. - მშვენიერი იდეაა. ყველასთვის კარგი იქნება. -მხარს უბამს ლევანი. - ჰო კარგიიი. -ეთანხმება ნუცა. - გოგოოოო... მე რომ ვთქვი უარზე იყო. - ხელებს მკერდთან იჯვარედინებს ნინი. - ნუ წუწუნებთ. - ამშვიდებს გიგი. - ანუ რომელზე გავდივართ? - რვისკენ. - კარგი. ახლა ბიჭები რაღაც საქმეზე გავალთ და რომ გავბრუნდებით ვივარჯიშოთ. ბიჭები სადღაც გადიან ჩვენ სამზარეულოს ვალაგებთ, ცივ ყავას ვაკეთებთ და იქვე ვსხდებით. - აბა... ჩემი დროც მოვიდა. - ბოროტულად ვიღიმი. რა ხდება შენს და ლევანს შორის? - ისა... - მოკლედ, იმ დღეს შენ რომ ცუდად გახდი ლევანმა უთხრა ნუცას,რომ მოსწონს. - ლაპარაკს არ აცდის ნინი ნუცას და თვითონ ასრულებს სათქმელს. - რაოოო? - თვალები მიფართოვდება. - აუ რა მაგრობააა. - კივილით ვდგები და მათთან ერთა ხტუნვას ვიწყებ, მერე ორივეს ვეხუტები. - შენთვის ხტუნვა არ შეიძლება,ისევ სუსტად ხარ... - ორივე ერთად იწყებს წივილს. - უიმეე კარგად ვარ. - თვალებს ვატრიალებ,მაგრამ ეს ტრიალი არ ჩერდება, აშკარად არც გასართობ პარკში ვარ და არც რომელიმე ატრაქციონზე ვზივარ. ვხვდები,რომ თავბრუ მესხმის და სწრაფად ვჯდები სკამზე. - კარგად ხარ?- ორივე შეშფოთებული სახით მიყურებს. - კი,კარგად ვარ. - ვიღიმი. - აუ მართლა ძალიან გამიხარდა თქვენი ამბავი ნუუუც. ლევანი უსაყვარლესი ვინმეა. - ხოოო, მართლა ძალიან საყვარელია. - ლოყები უვარდისფერდება ნუცას. - აუ ეს რა ბოთეა... - დასცინის ნინი. კიდევ დიდ ხანს ვჭორაობთ,უკვე შვიდი საათია. კარზე ვიღაც აკაკუნებს. ნუცა ისე აღებს,არც ამოწმებს ვინ დგას მის მეორე მხარეს. - უიმე რა ბოთე მყავხააარ... არ უნდა იკითხო ვინ ვარ? იქნებ გიტაცებ?! - ლევანი უღიმის და ცხვირზე კოცნის. - ვიცოდი,რომ შენ იქნებოდი.- ლოყაზე მაგრად კოცნის ნუცა. - არ გვინდა ეს სენტიმენტები რაა... -რათქმაუნდა მომენტს აფუჭებს ნინი, რაზეც ყველა ხარხარს ვიწყებთ. - ველური... - თავს აქნევს ნუცა. ოპააა აქ დაერხააა.... ნუცა გარბის და ნინი უკან მისდევს ბოროტი სიცილით. - ილოცეეეე.... - მიშველეთ ვინმეეეემ... - გეყოფათ ახლა, მიდი მოემზადეთ და გავიდეთ. - დინჯად აჩერებს“ კატას და თაგვს“ ირაკლი. - კარგი ხოო. შენ მერე მოგხედავ თაგუნია. -ნებდება ნინი,ნუცას თვალს უკრავს და ბოროტი ღიმილით ადის მეორე სართულზე.მე ნუცას ვეყრდნობი და მასთან ერთად ვემზადები. ქვემოთ ჩავდივართ, სადაც ბიჭები გველოდებიან. ყველას სპორტულად აცვია ჩემ გარდა. რადგან ვერ ვირბენ, მოკლე, ფრიალა ყვავილებიანი სარაფანი ჩავიცვი. ირაკლის გარეთ გავყავარ, მის მანქანაში მსვამს და რაღაცნაირი მზერით მეუბნება: - ეს კაბა ძალიან გიხდება ელზა. - მადლობა. - ვუღიმი და ლოყაზე ვკოცნი. - ამას აშკარად არ მოელოდა.... რამდენიმე წამი ასე გაშეშებული დგას და მიყურებს,მერე ფხიზლდება და საჭესთან ჯდება. პარკთან ახლოს აჩერებს და გადავყავარ. - აჯობებს, თუ აქ ვივარჯიშებთ,თან ბარბარეც არ მოიწყენს. პარკში შევდივართ. ნინი ბამბის ნაყინის აპარატს ხედავ და თვალები უბრწყინდება. - აუ ირააააა, მიყიდე რა.... - რმერთო შენ მიშველე. - იცინის ირაკლი და ყველასთვის ყიდულობს ბამბის ნაყინებს. ნაყინის ჭამას ვასრულებთ. ბავშვები სარბენად გადიან იქვე. მე და ნუცა ვრჩებით მხოლოდ. ქალბატონმა განაცხადა მე მეზარება დღეს და ხვალიდან შემოგიერთდებითო. შორიდან ვუყურებთ მორბენალ მეგობრებს,მერე უცებ ჰოპ და ნინის სილუეტი უჩინარდება. - რა მოხდა? ნინი სად წავიდა? - ხუთი წამის წინ ირაკლის გვერდით დავინახე. -გაკვირვებული სახით მიყურებს ნუცა. მერე ვამჩნევთ, როგორ მოდის ჩვენკენ ირაკლი,რომელსაც ნინი უჭირავს ხელში,დამანჭული სახით. - რა სჭირს? - ფეხი გადამიბრუნდა.... - პასუხის გაცემას არ აცდის ბიჭებს. - მგონი კუნთი დამეჭიმა.... - გენიოსი ხარ რაა,რანაირად მოახერხე? - ვსაყვედურობ,თან მეცოდება და ლოყაზე ვკოცნი. - ჩემი საწყალი.... - ნიჭი მაქვს. - იფერებს მის მგდომარეობას. სახლში ვბრუნდებით. ოჯახში უკვე ორი „ლოგინად ჩავარდნილი ვართ“, ამიტომ ღამით გვერდიგვერდ გვაწვენენ და ისე გვტოვებენ პირველ სართულზე. მე ძალიან მოთენთილი ვარ ამიტომ მალევე მეძინება. ნინის კივილი და პარალელურად ნჯღრევა მაღვიძებს. დაფეთებული ვჯდები და თვალებს იქეთ-აქეთ ვაცეცებ. - რა ხდება, ქურდები შემოიპარნენ? სახლი იწვის? - უკვე ვბოდავ. - უარესიიიი... - თითქმის ტირილით ამბობს ნინი. ვხვდები,რომ საფრთხე არ გვემუქრება,რადგან ნინი არ გარბის,ამიტომ ვმშვიდდები. - რა მოხდა ქალო? გული გამიხეთქე. - აუ კუნთი ხომ დამეჭიმა? ხოდა ავერსის გვერდს მივწერე რამე გელი თუ არსებობს,რომ მიშველოს თქო... - მერე რაა მაგაში საგანგაშო? - რომ გავაგზავნე მერე წავიკითხე ჩემი წერილი და ნახე რა მიმიწერია. - მის ტელეფონს მაწვდის და მეც ხმამაღლა ვკითხულობ ინგლისური შრიფტით დაწერილ მესიჯს. - „გამარჯობათ. დღეს შემთვევით გადამიბრუნდა ფეხი და შეგიძლიათ რამე „კუტის“ დაჭიმულობის მოსახსნელი გელი რომ მირჩიოთ?! „- ვკითხულობ და ისტერიკული სიცილი მიტყდება. - ღმერთოოო,შენ მიშველეეე.... ცუდად ვააარ.... - აუ ნუ დამცინიიიი. - ცდილობს საწყალი სახე შეინარჩუნოს,მაგრამ ჩემს ხარხარზე მასაც ეცინება. - აუუ ძაან გიჟი ხარ. - რა ჩემი ბრალია,ერთი ასო გამომრჩა. - ხო ასო,გამოგრჩა... -სიცილისგან უკვე ვფართხალებთ. მიხარია,რომ კითხულობთ ჩემს ისტორიას <3 <3 ესეც ახალი თავი. ^_^ იმედი მაქვს მოგეწონებათ ^_^ პ.ს ნინი რეალური (ჩემთვის ძალიან ძვირფასი) პიროვნებაა, ასევე რეალურია კუნთის ამბავიც :დდდ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.