ყველაფერი რაც მე მინდა (თავი 6)
*** ცხოვრება... ეს არის ყველაზე ამოუცნობი და უცნაური რამ მთელს მსოფლიოში. უცნაურია, რადგან ვერასდროს გათვლი, წინასწარ რა უნდა მოხდეს. როდესაც ცაში დაფრინავ, ფრთები გაქვს შესხმული, ოცნებობ და გგონია, რომ თავისუფალი, ლაღი და ბედნიერი ხარ, ზუსტად მაშინ დაგანარცხებენ მიწაზე, ყველაზე მწარედ და მტკივნეულად... თან ამას ისეთი ადამიანი გააკეთებს ვისგანაც ყველაზე ნალკებად მოელი ის გაგიკეთებს ამას, ის ადამიანი რომელიც შენთვის მნიშვნელოვანია და აფასებ. ცუდია როდესაც უსაზღვორდ ბედნიერად და მხაირულად გრძნობ თავს, რადგან უნდა იცოდე, რომ ზუსტად მაშინ გაქვს შიშის გძნობა, რომ რამე ცუდი მოხდება და ტკბილი სამოთხიდან მწარე ჯოჯოხეთში გადაგიყვანს. რეალობა არ არის ისეთი როგორიც გვინდა, რომ იყოს, ამიტომ ოცენბებით ვცოცხლობთ და ამით ვარსებობთ, ცუდი რაც მოხდება კი ყველაფერს საშინელ კოშმარს, და სიზმრას მივაწერთ, საშინელებ კი ის არის, რომ ამ კოშმარიდან ვეღარ ფხიზლდები და ვეღარ იღვიძებ. გინდა, რომ უკვალოდ გაქრე და ისევ იმ საყვარელ და სითბოთი აღსავსე წარსულში დაბრუნდე. ყველაფერი ისევ ისე იყოს როგორც ადრე და ისევ ბედნიერი იყო. ის ადამიანები გვტოვებენ, რომლებიც ჩვენთვის ცხოვრების მთავარი შემადგენელი ნაწლიები არიან. ცნობილია, რომ რამდენი საყვარელი ადამიანიც გყავს იმდენი სიცოცხლე გაქვსო... სიმართლეა, რადაგან თუ არავინ გყავს, მაშინც არც შენ გაქვს გული, მკვდარი ხარ... აღარ აქვს იმას მნიშვნელობა, რომ სუნთქვა, ან დადიხარ. თვენ რა გგონიათ, რომ სიკვდილი და ჯოჯოხეთი, მართლა კუბუში ჩაწვენა, ცეცხლი და ლუციფერია? არა... მკვდარი ხარ, როდესაც მარტო ხარ, ქვა გიდევს მკერდის მარცხენა ნაწილში და დაპროგრამებულ რობოტად იქცევი. ჯოჯოხეთი კი გარემო ხდება სადაც ოდესღაც ძალიან ბედნიერი და ბავშვური იყავი. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ სულის ტკვილამდე გინდა, რომ ის დრო დაბრუნდეს. მთავარია ცხოვრებაში, რომ მოძრაობა არ შეწვიტო, თუნდაც ნელა, მაგრამ მაინც იმოძრაო. თუ ძლიერი ხარ და მუდამ გექნება იმედი და რწმენა, დარწმინებული იყავი, რომ ბოლოში ბედნიერი იქნები... ისეთი ბედნიერი, თავისუფალი და ლაღი, როგორიც ადრე.... *** -ცოტნე შენ... შენ... მე და კატო შოკირებულები ვიყავით. ხმას ვერცერთი ვერ ვიღებდით. დანახულმა ისეთ დღეში ჩაგვაგდო, როგორც ძილიდან, რომ წლის დასხმით გამოგაღვიძებენ. რეალობა მწარეაო, ნათქვამია. მწარე არ არის, უბრალოდ მოულოდნელია და თან ისეთ დროს იჩენს თავს როდესაც გგონია, რომ პროლემები საკმარისად გაქვს და მეტი ვერც ფიზიკურად და ვერც ფსიქორლოგიურად ვეღარ გექნება. და აი რა დავინახეთ: წელს ზემოთ შიშველი ცოტნე, რომელსაც მხრებზე შვიდქიმიანი ვარსკვლავი ჰქონდა გამოსახული. თითქოს ფეხქვეშ მიწა გამოგვეცალა, საშინელება იყო ამის დანახვა. რა მაგარია არა? კანონიერებს აქეთ დავსდევთ და ამან კიდე ტატუ გაიკეთა, გენიოსი... -ცოტნე ეს რა არის? თითით მის ტატუზე მივანიშნე. -რა არის ლილე? ტატუა. -ყალბია ხო? და რაღაცას გვეღადავები. -არა. -რა სიტყვაძუნწი ხარ ცოტნე. -რა გინდა ლილე? -ეს რატომ გააკეთე? ვინმემ დაგაძალა? -არა ლილე. მინდოდა და გავიკეთე. მინდოდა და შევუერთდი კანონიერებს. -მაგ ხალხს ვერ იტანდი და ახლა რა მოხდა? -მე ვიცი რასაც ვაკეთებ. ცოტნეს თვალებში დიდი ღრმული იყო და არაფერი იკითხებოდა. სახეც თითქოს წაშლილი ჰქონდა. ვერ ვხვდებოდი ეს რის გამო შეიძლებოდა რომ გაეკეთებინა? ხო მართლა დამავიწყდა მეთქვა, რომ ამ დროის განმავლობაში კატო საწოლზე გაუნძრევლდა იჯდა და თალი ერთი ნივთსთვის გაეშტერებინა. -იცი არა? ხოდა ბარემ აქ ხარ და წამოდი ჩაგაყუდებ შენც ციხეში. -ლილე, კატო ამას არავისთან არ იტყვით და მითუმეტეს მაგ სამსახურიდან მოდიხართ ორივე. -შენ სულ გარეკე ხო? -როგორც ვთქვი ისე იქნება. -ოხ, უკვე ბრძანებებიც რომ დაიწყო. -კატო ხმა ამოიღე რა. ცოტნე ახლა კატოს მიუბრუნდა. ჩემმა დაქალმაც ახლა ყურადღება ცოტნესკენ გადაიტანა, ჩუმად და ნელ-ნელა წამოდგა და ცოტნეს წინ დაუდგა. რამდენიმე წამი ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ, შემდეგ კი კატომ ისეთი სილა გააწნა მეც მეტკინა. -მხოლოდ ერთ სიტყვას გეტყვი ბატონო ცოტნე. ყოჩაღ! ბრავო! ეს თქვა და ოთახიდან გავარდა. მე ახლა ცოტნეს შევხედე მამისმკვლელი თვალებით. -ხედავ რა გამოიწვია შენმა საქციელმა? საკუთარი დაც კი ასე მოგექცა. ყველაფერს ანგრევ ცოტნე ყველაფერს საძირკველს აცლი. -ლილე გაჩუმდი. და რასაც ვამბობ და ვაკეთებ უკვე კარგად გააზრებლი მაქვს. სიცოცხლეში პირველად დამიყვირა, არა დამიყვირა რომელია დამიღრიალა. ცოტა შემეშინდა კიდევაც და ადგილზე შევხტი. ახლა მხოლოდ ერთი სიტყვა მემეტებოდა მისთვის, მაგრამ მაგას არ ვაკადრებდი ცოტნეს. -მართლა ყოჩაღ ცოტნე! ყ ო ჩ ა ღ! მომისმინე. ახლა მხოლოდ ერთ რაღაცას გეტყვი. საერთოდ არ იცი სად მოხვდი და რაში გაყავი თავი, ეს ტატუ ბევრად უფრო მეტია ვრე ტატუ და ამას ესე უბრალოდ ვერ ატარებ... ჩემი სათქმელი წყნარად ვუთხარი და მეც წამოვედი. ცოტნემ კი ძალიან, ძალიან ჩუმად დაიჩურჩულა რაღაც სიტყვა, რომელიც მე შესანიშნავად გავიგე. -ვიცი... მის ამ სიტყვაზე უკვე სირბილით გავვარდი გარეთ, კატოს მანქანა ადგილზე იყო. ნეტავ სად წავიდა? დავიწყე ჩემი მეგობრი ძებნა. გავიდა რამდენიმე საათი და მაინც ვერ ვნახე. რა უბედურებაა? სად შეიძლებოდა წასულიყო, არადა ყველა ადგილი ვნახე. ცოტა ფიქრის შემდეგ გამახსენდა ერთი ადგილი... -იქაც ვნახავ სხვა გზა არ მაქვს... მივედი სკოლასთან ახლოს მდებარე ერთ მიტოვებულ სახლში, რომელსაც არავნ არ ანგრევდა, რადგან მეპატრონე ყავდა, რომელიც ყურადღებას არ კი აქეცვდა, ამიტომ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეები ვიყავით, როდესაც ეს ადგილი ჩვენ სამალავად აღიკვეცა. ჭიშკარი გავაღე, სახლში შევედი და კატოს ძებნა დავუწყე, საბედნიეროდ ვიპოვე მეორე სართულზე მოკუტული იჯდა და ფანჯარაში იყურებოდა. -აქ რა გინდა ლილე? არც კი მაცადა მიახლოვება, ისე მკითხა. -შენი აზრით ტვინიკოსო? -თუ ცოტნზე უნდა მელაპარაკო წადი. -არა... ამჯერად არა... -არ მეგონა თუ გახსოვდა ეს ადგილი. -როგორ შეიძლება, რომ მე ეს ადგილი არ მახსოვდეს. -რავიცი... -გახსოვს ერთხელ, ფიზიკის გაკვეთილზე, რომ ავდექით უკითავად და გამოვიქეცით. მერე ასმათ მასწავლებელი მოგვსდევდა, იმას მანდატურიც მიჰყვა და ბოლოს აქ, რომ შევაფარეთ თავი. გახსოვს რა სახეები ჰქონდათ? ყველანაირად ვეცადე, რომ მხიარულად მომეყოლა ეს ისტორია და გამომივიდა კიდევაც, რადგან ამის გახსნებაზე არა მარტო მე კატოსაც გაეცინა... -კიდევ ის გახსოვს, ჩემს დაბადების დღეზე შენ და იო, რომ გამოიპარეთ, ვაიიი, მაშნდელისვის არ დამისჯიხართ და ახლა რომ ჩაგარტყა თავში რამე მოჟნა? -მახსოვს, სამწუხაროდ. თავიდან გაიცინა, მაგრამ შემდეგ ცრემები წამოუვიდა და თავი ჩახარა. მართლა არ მინდოდა იოს გახსენება, უბრალოდ რაც ენაზე მომადგა ის ვთქვი. ჯანდაბა ლილე. საკუთრი ხელით ამოვიძიძგნი ამ ენას. -კატო... კატო.... კარგი რა, შენთვითონ მეუნებოდი წარსული წარსულში დამეტოვებინა და ახლა შენც ტირი? სევდიანად გამეღიმა იოანეს გახსნებაზე. -ლილე... რატომ ის? მე ის მთლიანი გულით მიყვარდა და მიყვარს ახლაც. შეიძლება მე გეუბნებოდი, რომ არ გედარდა და გამშვიდებდი, მაგრამ ამ დროს მე დავდიოდი ყოველ ღამე მის საფლავზე და ვტიროდი, თითქმის ყოველ ღამე ვტიროდი. აღარ შემიძლია ლილე... აღარ... მეც ადამიანი ვარ და გრძნობები მაქვს, გული მაქვს, რომელიც მტკივა, ძალიან მტკივა. ტირილით და თან გაოგნებული ვუყურებდი კატოს. თურმე ამდენი ხანი რატომ ჩანდა ასეთი მხიარული და უდარდელი. -კარგი დაწყნარდი კატო. წარსული, წარსულში დავტოვოთ კარგი? -კარგი... გამიღიმა და ჩემს უკან სივცეში მიაშტერდა რაღაცას. -კატო კარგად ხარ? -ჰა? მხოლოდ ახლა მომაქცსა ყურადღება, მე კი იქ გავიხედე სადაც იხედებოდა, მაგრამ ვერაფერი განსაკუთრებული ვერ დავინახე. -კარგად ხართქო? -აა... კი, კი კარგად ვარ.... -ახლა წამოდი რბოლაზე მომინდა წასვლა და მიყურე როგორც ადრე. -გულის პრანჭვებს დამმართებ შენ ერთ დღეს. გაეცინა. რივე ფეხზე წამოვდექით და გასასვლელისკენ, წავედით როდესაც ვიღაცამ პირზე ხელი ამაფარა და ბნელ კუთხეში შემათრია, დანის ამოღებას ვაპირებდი, როდესაც ორივე ხელი დამიჭირა. -ხელს გაგიშვებ, ოღონდ არ იყვირო. მე თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და მანაც შეასრულა დანაპირები. -ვინ ხარ? -ვერ მცნობ არა? -რანაირად უნდა გიცნო ბნელა აქ და ვერაფერს ვერ ვხედავ ჭკვიანო. ცოტა ხანში ბიჭი უკან გაიწია, რომ სინათლე მოხვედროდა მის სახეს. და დავინახე ის ადამიანი, რომელსაც აქ ყველაზე ნაკლებად ველოდი. -გაბრიელ შენ რა მითვალთვალებ? -ისე ლილე, სახელი თუ არ შეგეშლება და საკუთარ თავს არ გასცემ კარგი იქნება. -ხო... ახლა გავიაზრე რა თქვა და გაკვირვებული თვალები მივანათე. -მოიცადე რა? მას გაეცინა. ღმერთო როგორ უხდება გაცინება. მის თვალებს, რომ დავაკვრიდი უცნაურად უბრჭყვინავდა და უცნაურად ელავდა. -კი ვიცი სადაც მუშაობ და რა საქმე გაქვს. -აბა.... შენ..... ისა, მე..... ვერ ვიგებდი ვერაფერს და სიტყვებსაც ვერ ვუყრიდი თავს. -დამშვიდდი ლილე და ისე მითხარი რა გინდა. -მოიცადე ახლა ორი წამით... თუ იცი შენთან რატომ მოვდიოდი, რატომ მაძლევდი ამის უფლებას? -მე შენთვის არაფერის უფლება არ მომიცია. პრინციპში, რომ დავუფიქრდე მართალიც არის. -ერთი კთხვა მაქვს შენთან.... -კარგი. მინდოდა მეკითხა ადრე ხომ არ ვიცნობდით ერთმანეთსთქო, მაგრამ გადავიქფიქრე. რა ჭკვიანი ხარ ლილე რა, უცბად არ გითხრას ახლა. -აა... აღარეფერი. -არა... ადრე არ გიცნობდი. -შენ რა ჩემს აზრებს კითხულობ? ექსტრასენსი ხარ თუ რამე ეგეთი? გაეცინა. -არა, არაფერი ეგეთი არ ვარ. ისევ გაეცინა. -აქ საიდან გაჩნდი? -მე კი არა ეს შენ უნდა გკითხო. უცბად დასერიოზულდა და თვალებში წამით სევდა ჩაუდგა. -ეს ადგილი ჩემი და კატოს ბავშვობის სამალავია და შენ? -ჩემი სახლია.... იყო.... მისი რა? სახლიო? არა რა მაგას ნაღდად ვერ წარმოვიდგენდი. ჩემი და კატოს სამალავი გაბრიელის სახლი? არააა.... რაღაცას მეღადავება. -მე და ატო აქ ბავშვობიდან დავდივართ და შენ როდის მოასწარი ცხოვრება აქ? -პატარაობაში. ღრმა ბავშვობაში. -გასაგებია. ცოტა არ იყოს გაკვირვებული ვარ. -ახლა წადი, შენი მეგობარი გარეთ გელოდება. -გინდა წავიდე? -ლილე, რამე გაუგებრად ვთქვი? წადი. -კარგი. ცოტა არ იყოს ნაწყენი ვიყავი, რადგან მეგონა მოვწონდი ან რამე მაგის მსგავსი. არა ლილე, რეებზე ფიქრობ? ცუდია და არ აქვს მის ბავშვობას მნიშვნელობა. მომეწონა, შემიყვარდა? არა რათქმაუნდა.უბრალოდ მომეჩვენა, რომ ისეთი არ არის როგორიც ერთი შეხედვით ჩანს, უფრო... უფრო სევდიანია, იმედგაცრუებული და გაბრაზებული... გარეთ გამოვედი სადაც კატო უნდა დამლოდებოდა და ვერც კი წარმოიდენთ რა დავინახე, რა კი არა ვინ დავინახე კატოს, რომ კოცნიდა. არა..... ეს, შეუძლებელია.... არავითარ შემთხვევაში.... როგორ შეძლება ეს მომხდარიყო..... არა, არა და არა......... ესეც შემდეგი თავი. ვიცი, ვიცი რომ ძალიან კი არა უძალიანესად დავაგვიანე, მაგრამ ყველანაირად ვცდილობ დამიჯერეთ, რომ მალე დავდო. დიდი ბოდიში ამისთვის და მადლობა, რომ ბევრი თუ არა ცოტა მაინც კითხულობთ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.