ყველაფერი რაც მე მინდა (თავი 7)
გარეთ გამოვედი სადაც კატო უნდა დამლოდებოდა და ვერც კი წარმოიდგენთ რა დავინახე, რა კი არა ვინ დავიანხე კატო, რომ აკოცა. არა.... ეს, შეუძლებელია.... არავითარ შემთვევაში.... როგორ შეიძლება ეს მომხდარიყო..... არა, არა და არა..... იოანე...... -რა.... როგორ..... სიტყვებს ვერ ვაბამდი ერთმანეთს, მაგრამ იმისთვისაც მადლობა უნდა ვთქვა საერთოდ ასოები, რომ თანმიმდევრობით ვთქვი. აბა წარმოიდგინეთ, რომ თვენი უკვე წლების გარდაცვლილი უფროსი ძმა შენს თვალწინ იდგას. სიზმარში ვარ? აბა სხვა რა დაუსვა საკუთარ თავს? რამე უკეთესი იდეა გაქვს? არა მართა ვერ ვიჯერებ. ახლა ერთ ადგილზე გაშეშებული ვდგავარ და არ ვიცი რა გავაკეთო. გამეხარდეს, თუ მეწყინოს. რა უცნაური გრძნობა მაქვს. ისე მეც მიკვრის რააა. ადამიანი, რომელიც ასე მიყვარდა და რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში ვერ ველაპარაკებოდი, ვერ ვეხებოდი, ჩემზს წინაშე იდგა და მიყურებდა საოცრად სევდიანი, მკაცრი და მოსიყვარულე თვალებით. ვერ ვაზროვნებ.... არ შემძლია ამის გადახარშვა ასე მარტივად.... უამრავი კითხვა მიტრიალებს თავში. სად იყო აქამდე? რატომ არ მოდიოდა ჩვენთან? ან ჩენ ვინ დავმარხეთ საერთოდ? პოლიციელბმა, ომ გვითხრეს, რომ ცოცხალი აღარ იყო? რა ხდება საერთოდ აქ? კატოსკენ გავიხედე, რომელიც ჩემზე ნაკლებ დღეშია არ იყო. ისევ იოანეს გავხედე, ის კი ჩემკენ წამოვიდა. როდესაც მომიახლოვდა ხელები ავუწიე და უკან გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი. -არ მომიახლოვდე. ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი რას ვაკეთებდი. სიმართლე, რომ ვთქვა ახლა საკუთარ სხეულში არ ვარ, საერთოდ სხვა განზომილებაში ვარ გადასული. -ლილე.... დიდი გოგო გაზრდილხარ.... ისეთი სიყვარულის თვალებით შემომხედა. ღმერთო როგორ მომნატრებია მისი ასეთი მზრუნველის ტონით ნათქვამი სიტყვები. როგორ მომნატრებია ჩემი უფოსი ძმა, რომელიც ჩემთვის ძმაზე მეტიც იყო. -არ მომეკარო გაფრთხლებ. -ლილე დამშვიდდი... ვიცი, რომ ძალიან რთულია ამის გააზრება, მაგრამ მე ნამდვილი ვარ, არ მომკვდავარ. -არ მჯერა. სიზმარში ვარ. სიზმარში ვარ.... ბოლო სიტყვები ხმამაღლა და მტკიცედ ვთქვი. უცბად ფეხებში ძალა გამომეცალა, მხოლოდ საშინელი ტკივილი და იოს და კატოს ხმა. *** სიბნელეა.... ამ მომენტში რაღაც ძალიან მტკივნეულს ვგრძნობ, მაგრამ არა ფიზიკურად. თითქოს, თითქოს მკლავენ, მაგრამ ამას, მხოლოდ სულიერად ვგრძნობ. გაბრიელის ხმა, იოანეს ხმა, ცოტნეს ხმა და უცხო ადამიანი. ოთხივე ჩემს წინ დგას. ხმა ჩამესმის, ძალიან ნაცნობი ხმა და მეუბნება, რომ არ გავინძრე და მკვეთრი მოძრაობა არ გავაკეთო. სიცარიელე.... შავი ოთახი.... კაშირი ჩემსს და გაბრიელს შორის.... ვგრძნობ, რომ ორივე ერთდროულად ვეცემით ძირს, ის კვდება მეც ვვდები, მე ვკვდები და ისიც კვდება.... კოშმარია..... *** თავლებს ვახელ და მხოლოდ თეთრ არაფრით გამორჩეულ ჭერს და კედლებს ვხედავ. სავადმყოფოში ვარ, რადგან მეცნობა ეს სუნი და ეს გარემო. წამოდგომას ვცდილობ, მაგრამ მთელი ზურგი ტკივა და კიდევ რაღაც შნური მაკავებს. გვერდძე ვიხედები და გაბრიელი ზის, ძინავს. აქ რა მინდა, ან, ან რა ხდება საერთოდ. ბოლოს ის მახსოვს, რომ კატოს საძებნელად გამოვედი. გრძნობ, რომ კიდევ რაღაც იყო, რაღაცა მაგრამ არ მახსოვს. რა ჯანდაბააა? ან გაბრიელს რა უნდა აქ? ფიქრებიდან შეხებას, ძალიან თბილს შეხებას გამოვყავარ. -კარგად ხარ? -კი.... არა, არ ვიცი.... -არაფერზე არ იფიქრო და თავს ძალა არ დაატანო, რომ რაიმე გაიხსენო, ასე უფრო ცუდად იქნები... ეს მითხრა, ძალიან ცივი და მკაცრი ტონით მეტი არაფერი და პალატიდან გავიდა. რა მჭირს? ან მან საიდან იცოდა, რომ რაღაცის გახსენება მინდა... აქ ყველაფერი თავის ადგილზე ვერ არის.... რაღაც მოხდა.... პალატაში ექთანი შემოდის. -უკაცრავად რა დამემართა? -ლილე... დაისვენე.... -თქვენ მიცნობთ? -მალე გამიხსენებ, ახლა დაისვენე... მხრებზე დამადო ხელი და დამაწვინა. -დაისვენე... -ნემი გამიკეთა და წავიდა. მალევე დაეხუწა თვალები და გადავეშვი სიზმრების სამყაროში სადაც ყველაფერი შენ გეკუთვნის და შენ აკონტროლებ ყველაფერს.... *** -რა ვქნათ გაბრიელ? ასე ვეღარ გაგრძელდება. საფრთხე ექმნება ყველას და მარტო შენს თავზე ფიქრს შეეშვი. -მესმის მარი, მესმის მაგრამ რა ვქნა? -რა უნდა ქნა და ლილეს თავი დაანებე. -შენთვის მარტივი სათქმელია ხო? ყველანაირად მიზიდავს. -იცი, რომ თუ მასთნ ერთად იქნები ვერ დაიცავ, მის სიცოცხლესაც შეექმნება საფრთხე და შენს ადგილსაც კანონიერებს შორის. -ერთი მაგ ადგილის დე*აც.... ფეხებზე ეს ადგილი, ყველა ახ*არი, რომ ამისთვის იბრძვის. თავს ვანებებ და ვახოს გადავცემ ადგილს. მარიმ ბავშვობის მეგობარს თავში წამოარტყა. -შენ სულ გარეკე ბიჭო? შენ რომ წახვიდე იცი, რომ ,,კანონერებს“, ,,შავებს“ და ,,წითლებს“ შორის ბრძოლა დაიწყება, ეს შენც კრგად იცი და თუ ეს მოხდება. ბევრი უდანაშაულო ადამიანიც შეეწირება ამას, მათ შორის ლილე და შენი საყვარელი ადამიანები. -გეყოს. უღრიალა გაბრიელმა მარის. -რა მეყოს გაბრიელ? რა? მე ვიცი რაც მოხდება, შენც იცი, მაგრამ რატომღაც არ გინდა, რომ ეს მიიღო. -ხო, არ მინდა.... ცხოვრებაში ერთადერთი რაც მიოცნებია იყო ის, რომ მამაჩემის საქმეში მე ხელები არ გამესვარა.... მაგრამ არ გამოვიდა..... *** საშინელი თავის ტკივილი მაღვიძებს. რამდენ ხანს მეძინა? ჯანდაბა... იოანე.... რაღაც უნდა მახსოვდეს წესით იოანეზე, მაგრამ ვერ ვიხსენებ. კარგი რა ლილე. მართლა ტყუილად იტკიებ თავს. კატო.... კატო სად არის? არა რა მაინც მინდა მიზეზი იმისა თუ, რატომ ვარ აქ და რატომ მტკივა მთელი სხეული. საშინელებაა, როდესაც იცი, რომ არაფერი შეგიძლია, პირდაპირი მნიშვნელობით. ჩემი საწოლის გვერდით პატარა ღილაკს ვამჩნევ, რომელიც ზარს რეკავს ექთანთან. წესით მან უნდა იცოდეს რა მოხდა. დაჭერიდან რამოდენიმე წამში შემოდის იგივე ექთანი, რომელმაც დამაძინა გაბრიელის წასვლის შემდეგ. -კარგიაა. უკვე გაგიღვიძია. ახლა შეგამოწმებ და მერე ვილაპარაკოთ ხო... ცოტა ხანს.... -ცოტა არ იყოს გაკვრვებული ვარ, რადგან მგონია, რომ არ გიცნობთ. -მართალია არ მიცნობ, მაგრამ რამდენჯერმე შევხვედრილვართ.... -მე მარი ვარ, იოს მეგობარი. -მარი.... მარი..... გახსნებას ვცდილობ, მაგრამ არაფრით გამომდის. -მოიცადე.... პუდელი მარი? ხუჭუჭა? უცბად გამეღიმა, რადგან იოს და ცოტნეს გადმოცემებიდან ვიცი მათი კურსელი მარი, რომელსაც ხშირ შემთხვევაში პუდელით მოიხსენიებდნენ, რადგან საოცრად ხუჭუჭა თმა ჰქონდა. -კი ეგ ვარ. მარით არასდროს არ მომართავდნენ. ცოტნე, იო, ილია, გიორგი, თოკო და.... უცბად შეჩერდა და ისეთი სახე მიიღო თითქოს ამ წამში სამშობლოს ღალატობდა. -და? მეგობრებიდან ყველა ბიჭი ვიცი, მაგრამ ეს და რაღა იყო? კიდე ვიმე ყავდათ სამეგობროში რომელიც არც მე და არც კატომ არ ვიცით? -არაფერი, უბრალოდ წამომცდა. უემოციოდ ამოთქვა მარიმ. -ისე, რომ იცოდე სტუმრები მოგიყვანე. თან ისეთები, რომ უცბად წამოხტები საწოლიდან. უცბად გაეღიმა. მალევე კარი შემაღეს კი არა შემოგლიჯეს ამ მაუგლებმა, კონკრეტულად კი ცოტნემ, ილიამ, გიორგიმ და თოკომ. თან წყანარდ კი არ შემოვიდნენ. ხორხოცით, ხარხარით და აჟიოტაჟით შემოჯლაგუნდნენ. როგორ მომენატრა ამათ გიჟური საქციელი. უმცროს დებთან სულ მკაცრები და დასტოინები არიან და ერთმანეთთან კიდე ისეთები ხდებიან ვფიქრობ ხოლმე საგიჟეთის ნომერს გავიგებ და დავრეკვათო. -აბა დაიკო რავა ხარ?(გიორგი) -ვა ვა ვა დაგვიბერდა ლილიკოოო.(თოკო) -სესტრააააა როგორ გიკითხოთთთთ? (ილია) ერთმანეთს მიყოლებით მომეგებნენ ჩემი გიჟი ბიჭები და კაგადაც გამართეს, მხოლოდ ცოტნეს ვუყურებდი ,,დაგმარხავ“-ს თვალებით. ის კიდე ვითომც არაფერიო ისე იყურებოდა და ისე გადამკოცნა. მაგრამ მას საკამოდ დიდი ხანია ვიცნობ, ასე, რომ თვალებში ერთდროულად სევდასაც და სიხარულსაც ვამჩნევ, მაგრამ როგორც ყოველთვის ზედმეტად დიდ ყურადღებას ვაქცევ ამას. (ბლაჰჰჰჰჰჰჰჰ) ამასობაში სულ გადამავიწყდა მარი, რომელიც აქამდე ჩუმად იდგა და ურბრალოდ გულწრფელად რასაც ჰქვია ყურებამდე იცინოდა. ისიც არ გამომპარვია რა სახით უყურებდა ცოტნე მას. მოიცადე შე მაიმუნო ვირიშვილო, მოგვარო ეს ტატუს საკითხი და გავარკვევ ყველაფერს. ჯანდაბა.... ახლა გამახსენა ბატონი ალექსანდრე.... გაააფრენდა.... კედლებზე გავიდოდა და გამოვიდოდა...... მომკლავს..... მეც და ცოტენსაც, მაგრამ ცოტნე სავარაუდოდ წამოვიდა უკვე სამსახურიდან. -ჩვენი პუდეეელიიიი, როგორ მოგვენატრე შენ არ იცი. -კარგი რა გიო, შემოსასვლელში არ გნახეთ? -მერე რა. მე ახლაც მოგესალმე. გიო გვერდში ამოუდგა და მეგობრულად ჩაეხუტა. არა არ გეგონოთ, რომ მოსწნოს ან რამე ყველასთან ასეთია, ნუ ყველასთან რა სამეგობროსთან. მაგრამ თქვენ არ ციცით რა თვალებით უყურებდა ცოტნე გიორგის. ყოჩაღ ლილე, რომ სიცილის შეკავება შეძელი... იმენა ყოჩაღ. როგორ მინდა ახლა ერთი კარგად გადავიხარხარო, მაგრამ არ შეიძლება, თან ვერც შევძლებ. ყველა სათითაოდ მიდის მარისთა, და ცოტნესაც უფრო და უფრო უცეცხლდება თვალები. აი ახლა უკვე ვეღარ ვიკაებ სიცილს და ისეთ საოცარი ხმა მწყდება პირიდან, რომ ყველა გაფართოებული თვალებით მე მიყურებს. -რა გაცინებს შვილო, კარგად ხარ? კარგად არის მარი ეს? თოკო ახლოს მოვიდა და შუბლზე ხელი მომადო, იმის გასასინჯად სიცხე მქონდა თუ არა. ამაზე კიდევ უფრო გამეცინა. -რა გაცინებს ლილიკოოო? ჩვენც გაგვაცინე. ცოტნე დაბნეული თვალებით ყურებოდა აქეთ-იქით. მარი კიდე სიცილში მყვებოდა. -მე ვიცი რაც აცინებს. თვალებთ ცოტნეზე მაინშნა და მეც ღიმილით თავი დავუქნიე, მერე უკვე ყველა ერთად ვიცინოდით სინქრონში ცოტნე სგარდა. ცოტნე იდგა დაბღვერილი და ,,დაგერხა“-ს სახით და თვალებით გვიყურებდა ყველას. მარი კიდე სადღაც გაგვეპარა. -ბავშვებო მარი სად დაგვეკარგა? გაკვირვებით იკითხა ილიამ. -რავიცი აბა... ეტყობა ყავა უნდა დლიოს.... ბიჭო შენ სულ გამოშტერდი? ექთანია ეტყობა საქმე ჰქონდა. თავში წამოარტყა მხაირულ ნოტაზე მყოფმა გიორგიმ. ამაზე ილია ისე აწითლდა გაბრაზებისგან ლამის მატარეელივით ქშუტუნი დაიწყო. გიორგი ამაზე ხომ სულ ჩააკვდა სიცილით. ილიამ კი კარგად ამოაპანღურა. ამაზე გიორგი გაბრაზდა და მე და თოკო ვხოხავდით ისე ვიყავით. ცოტნეც სადღაც გაპარულა. *** -მარი მოიცადე... გაჩერდი. ცოტნე მარის გრძელ და ცარიელ დერეფანში გაეკიდა. -რა არის ცოტნე? -რატომ გამირბიხარ.... სულ. -ცოტნე ამაზე ლაპარაკი არ მინდა მაგრამ დრო მოვა და მეთვითონ გეტყვი ყველაფერს გპირდები. -გაბრიელის ბრალია ხო? მაგ ა*ვარმა რამე დაგიშავა, ან დაგაშინა? -არა და გაბრიელს ნუ ეხები. -აბა ვის შევეხო მარი? მითხარი ვის? იმის გამო გამირბიხარ, რომ ვახოს კლანში გავწევრიანდი? -ვახოს კლანი არ ყავს, უბრალოდ ის მეთაურია, თვენს კლანს კი ,,შავები“ ქვია. -ამდენი საიდან იცი პატარა მარი? -ეგრე ნუ მეძახი, იმაზე ბევრ ვიცი ვიდრე შენ ცოტნე და სანამ ყველაფერს არ გაარკვევ მანამდე დასკვნებს ნუგამოიტან. უცბად გამწარდა მარი და ხმის ტონსაც აუწია. -თამაში გინდა ხო? კარგი ვითამაშოთ, მაგრამ მოგებული ვინ დარჩება ეგ უკვე საკითხავია. -კარგად ცოტნე. მარი უკანმოუხედევად გაბრუნდა და მის სახეზე არანაირი ემოცია არ იკითებოდა. ცოტნე კი დარჩა გაშეშებული თავის ადგილზე. კარგი.... ვამბობთ, რომ მარიამის სახეზე არანაირი ემოცია არ იკითხებოდა, მაგრამ ის ვიცით რა ხდებოდა მის გულში? რათქმაუნდა არა. მის გულში ქაოსურად და დამანგრევლად ბობოქრობდა ქარიშხალი, რომელიც ყველა კარგ მოგონებას და მასში არსებულ პოზიტივს მთლიანად ისრუტავდა. საშინელებაა, როდესაც საყვარელ მამაკაცს ვერ უახლოვდები, როდესაც ის დარჩენას გთხოვს და შენც მისი 100%-ით გჯერა, საკუთარ თავზე მეტადაც კი ენდობი. ცხოვრება რთულია.... და ზუსტად ამ სირთულის გადალახვა უწევდათ ჩვენს გმირებსაც, მაგრამ რამდენად გაუძლებდნენ და მყარად იდგებოდნენ ეგ უკვე სხვა საკითხია, ყველას სჭირდება ადამიანი, რომელსაც დაეყრდნობა.... და რთულია როდესაც ზუსტად ეს ადამიანი მიდის.... გღალატობს, ან.... ან უბრალოდ სხვანაირი ხდება, განსხვავებული და ისეთი აღარ არის, როგორიც ის თავიდან შეგიყვარდა და შეეჩვიე.... მხოლოდ ეს არის მეტი არაფერი.... და ზუსტად ამიტომ უსველდებოდა მარის ღაჟღაჟა ლოყები. ცოტნე ძალიან ცუდად იყო და ვერ ხვდებოდა რატომ შეიცვალა ასე უცბად მისი საყვარელი, პატარა გოგო... ამ გაურკვეველი სახით და ბრაზიანი, მკაცრი გამომეტყველებით შევიდა ოტნე პალატაში. პალატაში სადაც უკვე ყველა სერიოზული გამხდარიყო. *** პალატაში ცოტნე შემოვიდა და ძალიან უცნაური სახე ჰქონდა, ეჭვი მაქვს რომ მარისთან რაღაც ხდება და აქამდე გვიმალავდა, მაგრამ მიზეზი? უნდა გავარკვიო, ვეჭვობ, რომ ამას რაღაც კავშირი აქვს გაბრიელთან და ამ დამპალ ,,კანონიერებთან“. -რა გჭირს შე*ემა? -არაფერი თოკო და ტ*აკი დააყენე. -რას იღრინები ბიჭო, ცოტა წყანარად. ოდნავ ბრზით გამოეპასუხა გიროგი. -არაფერია. ახლა უკვე შედარებით მშვიდი ჩანდა ცოტნე. მოულოდნელად ჩემკენ გამოიხედა და საოცრად მზრუნველი თვალები მომანათა, მე კი თავ;ებით ვანიშნე, რომ ამაზე აუცილელად დავილაპარაკებდით... მედი მაქვს, რომ მოგეწონათ ახალი თავი. ველოდები შეფასებებს... ძალიან მაინტერესებს როგორ მიდის მოთხრრობა და დიდი სიამოვნებით მივიღებ შენიშვნებსაც. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.