შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეთქმულება 2 (სრულად)


29-06-2020, 11:03
ავტორი Alice76
ნანახია 6 842

1

წვიმის წვეთებით დაფარული ფანჯრის მინიდან უმისამართოდ გაჰყურებდა სივრცეს.
ადრეული დილა იდგა, ზაფხული ნელ-ნელა ამარცხებდა ზამთრის სუსტ ექოს და დილის ნიავშიც ოდნავღა შეიმჩნეოდა სიგრილე. ჩიტები ჭიკჭიკებდნენ, ხეებზე მორიგი საჯარო სხდომა გაემართათ მხოლოდ ჩიტებისთვის ცნობილ თემაზე, წვიმის სურნელს გაეწმინდა ქალქის მექანიკური ჰაერი.
ადრიანი გაზაფხულის ის დილა მშვენიერი იყო. ისეთი, დეტექტივს რომ უყვარდა, ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ დამსახურებულ შვებულებაში იმყოფებოდა.
თუმცა ამირეჯიბი ამ ყველაფერს ვერ გრძნობდა, ვერც წვიმის წვეთებს ხედავდა, ვერც მუქი ღრუბლებიდან აქა-იქ გამოქცეულ მზის სხივებს. არც შვებულებით ტკბობა შეეძლო, იმდენად გაბრაზებული იყო.
-შეუძლებელია- ბოლოს და ბოლოს დუმილი დაარღვია და გვერდით მჯდომს ისეთი სახით გაჰხედა, აბა ერთი გაბედე და შემეკამათეო- ამას არ იზამდა.
მისი კომპანიონი მძღოლის გვერდითა სავარძელზე შეიშმუშნა და პირი დააღო, თუმცა მიხვდა, რომ სიჩუმე აჯობებდა და საჩქაროდ დამუწა.
-სხვა ამბავია, ჯერ დავწყნარდები, შემდეგ გავარკვევ. რამე ჯადო-შმადო არ გაქვს? წამალი, დედის ტ**კი, დროზე მომეცი, რომ დავმშვიდდე.
-ახლა ისე ხარ, ხარის დოზა დაგჭირდება და მაგდენი არ მაქვს...
-უანდერ, დროზე-მეთქი! - გამაფრთხილებლად მშვიდი ხმით გაუმეორა.
ქერა თმიანმა გოგონამ, რომელსაც სახეზე ცრემლების კვალი აჩნდა, უკანა სავარძელზე დაგდებული ჩანთა მოქექა და იქიდან პატარა ფლაკონი ამოაძვრინა.
ამირეჯიბმა ხელი წაატანა, თუმცა გოგონამ არ დაანება.
-ვაიმე, დამაცადე რა, ჯერ უნდა შევულოცო- გაღიზიანებულმა გასწია ხელი და დეტექტივის მზერაზე დაამატა- თუ შეიძლება.
თავი უხმოდ დაუქნია და მოლოდინში საჭეზე თითები აათამაშა.
-აჰა, მორჩა- ფლაკონი გაუწოდა უანდერმა- ოღონდ შეიძლება სლოკინი დაგეწყოს.
-მეღადავები?-ტუჩებთან მიტანილი ფლაკონი უკან გასწია- მესლოკინება ახლა მე?
-თუ არ გესლოკინება, ნუ დალევ და გეხვეწები, თავი მოთოკე ან მობაწრე მაინც, ჩემი მეგობარიც გარდაიცვალა, მხოლოდ შენი არა.
-ნუ ამბობ მაგ სიტყვას.
-მაშინ გავიდა გაღმა.
-დიდი ხნის წინ უნდა გამომეკეტეთ საგიჟეთში შენც და ისიც!
-ბლექის თავი ისედაც მობილური საგიჟეთი იყო, რომელსაც სულ თან დაატარებდა, ასე რომ, ეგ ამბავი ვერ უშველიდა.
-ავადმყოფიც თვითონ იყო, ფსიქიატრიც და ექთანიც-ჩაიცინა დეტექტივმა, ფლაკონს კიდევ ერთხელ შეავლო თვალი და იმ წამსვე მოიყუდა იასამნისფერი სითხე-ჯანდაბა, არ მჯერა, რომ მასზე წარსულში ვსაუბრობთ.
-ისე, მაგის პაციენტები რომ გაიგებენ ამ ამბავს, პანტა-პუნტით არ მიყვნენ-სერიოზულად დაფიქრდა უანდერი.
-მაგაზე მადარდე ახლა-თავი გაიქნია დეტექტივმა და დაასლოკინა-მოკლედ, უნდა გამოვიძიოთ.
უანდერმა დაღლილი თვალებით შეჰხედა ამირეჯიბს, შარვლის ჯიბიდან დაჭმუჭნული ფურცელი ამოიღო, გაშალა, ჩაახველა და კითხვა დაიწყო:
“უანდერ,
სად დაიკარგე? წერილს შენი სახლის მისამართზე ვაგზავნი, მაგრამ მანამდე ათასჯერ ვიყავი მანდ და არ დამხვედრიხარ. იმედია, ოდესმე ნახავ.
გადავწყვიყე, რომ დროა, წავიდე. ვიცი, ორივეს გიჟურად მოგეჩვენებათ ეს იდეა, ამირეჯიბი ალბათ გინებით ამიკლებს და თან იმხელა ხმით, ჯოჯოხეთამდე ჩამოაღწევს (კი, დარწმუნებული ვარ, რომ ან იქ მიმიღებენ, ან არსად), მაგრამ სხვაგვარად აღარ გამოვა. ერთი წამითაც რომ შეიძლებოდეს ჩემი სიცოცხლის გაგრძელება, დაუფიქრებლად ვიბრძოლებდი, თუმცა ახლა ნამდვილად გავიაზრე, რას ნიშნავს სიტყვა “შეუძლებელი” .
შეუძლებელია თქვენთან დარჩენა, ამირეჯიბის ბურტყუნის და შენი შელოცვების მოსმენა, ძალიან მენატრებით, უფრო მეტად მომენატრებით, მაგრამ გთხოვთ, ნუ ეცდებით ნურაფრის გარკვევას, მომანდეთ ჩემი სული, არ დავიკარგები.

სიყვარულით, ბლექი.
P.S ამირეჯიბსაც ვუგზავნი წერილს, ფოსტას არასდროს ამოწმებს, ამიტომ მეილი მივწერე და სპამში შეამოწმოს, მერე რომ არ იბურტყუნოს, მე რატომ არ მომწერაო.”

-ხედავ?-უანდერმა ფურცელი თვალ წინ აუფრიალა, ამირეჯიბმა, რომელიც მზერაგაშტერებული ცდილობდა სლოკინის შეკავებას, იმდენად სწრაფად ჩამოართვა წერილი, რომ გოგონამ წამოიკივლა.
-ჩემი სული მომანდეთო...ჰიყ-ნაკუწებად ჰხევდა ფურცელს დეტექტივი და გამწარებით ასლოკინებდა- ტრა*ში გაიკეთე შენი სული ბლექ...- ნაკუწები ფანჯრიდან გადაყარა და შუბლზე ჩამოყრილი თმები ხელით გაისწორა.
-შენ რა ახლა ჩვენი მეგობრის თვითმკვლელობის სამხილი გაანადგურე?-ისეთი შოკით წარმოთქვა უანდერმა, არა თუ დანახულის, საკუთარი სიტყვებისაც რომ არ სჯეროდა.
-თვითმკვლელობა არ ყოფილა! წამოდი, დანაშაულის ადგილი უნდა დავათვალიეროთ...
-მოიცა, მეც?-თვალები მაქსიმალურ ზომამდე გაუფართოვდა უანდერს.
-შენც, ხო, შენც...-მანქანიდან გადავიდა ამირეჯიბი და იქვე დაყრილი ქაღალდის ნაკუწები ფეხით ტალახში გადაზილა- წამოდი, ბევრი საქმე გვაქვს-დაუძახა მანქანაში გახევებულ გოგონას და იმ სადარბაზოსკენ წავიდა, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში მისი მეგობრის ნავსაყუდელი იყო.
-პირდაპირ... ის იქაა?- უანდერი როგორც იქნა, წამოეწია ლიფტთან შემდგარ დეტექტივს.
-რა იყო, ცოცხალ ბლექს თუ გაუძელი, მკვდარსაც როგორმე აიტან.
ლიფტის კარი გაიღო და იქიდან რამდენიმე პოლიციელი გამოვიდა.
-დეტექტივო - წამოიძახა ერთ-ერთმა-თქვენ აქ რას... - პოლიციელის ხმა ისე ჩაწყდა, თითქოს ამირეჯიბმა მზერით მოახრჩოო, კაცები ლიფტიდან უხმოდ გამოლაგდნენ და გზა ქალბატონებს დაუთმეს.
მტკივნეულად ნაცნობი კარის წინ აიტუზნენ. კარი, რომელიც მეგობრებს არაერთხელ შეუნგრევიათ მხოლოდ იმის გამო, რომ გაღება ეზარებოდათ, ახლა, ათასგზის შეკეთებული, ბოლომდე გაეღოთ, მის წინ პოლიციის ყვითელი ლენტი გაევლოთ, რომელიც უცხო პირებს ამცნობდა, რომ ტერიტორიაზე შესვლა აკრძალული იყო.
ამირეჯიბმა მოუთმენლად ჩამოგლიჯა ლენტი და დაიღრიალა:
-გულუა!
ბლექის სამზარეულოდან მეგობრებს ჭურჭლის მტვრევის ხმა მოესმათ, შემდეგ- ჩქარი ნაბიჯების და ცოტა ხანში ფოიეში დეტექტივის თანაშემწის შეშინებული სახე გამოჩნდა.
-ბოს! აქ რას...
-შენ რომ გამოუცდელი თანაშემწე იყო-წამოიწყო ამირეჯიბმა, წინ წაიწია და თავი ისე წასწია, რომ იმ მისაღებში შეეჭყიტა, სადაც არაერთი მთვრალი ღამე გაეტარებინა-იფიქრებდი, რომ შენი უფროსი უარს იტყოდა საქმის ზედამხედველობაზე იმ მიზეზით, რომ დანაშაულის ობიექტი მისი ახლო მეგობარია-აუღელვებელო მზერით შეჰხედა კაცს და ჩაიღიმა-მაგრამ შენ გამოუცდელი თანაშემწე არ ხარ, გულუა, შეიძლება მეტისმეტაც გამოცდილიც კი იყო ამგვარი კითხვებისთვის...
-გასაგებია, ბოს-წამში გაიჯგიმა თანაშემწე და ცალი თვალით იქვე ატუზული უანდერი შეათვალიერა. გოგონამ საპასუხოდ სრულიად არაფრისმთქმელი მზერა შეახვედრა.
-მითხარი, რომ სამხილები ჯერ არ ამოგიღია-ხელთათმანები მოირგო ამირეჯიბმა და როდესაც მისმა თანაშემწემ უარის ნიშნად გამალებით გააქნია თავი ერთი წყვილი, უანდერსაც გაუწოდა-ბახილებიც ჩაიცვი, შენი თმები აქ ოდითგანვე ეყარა, ბლექი სულ წუწუნებდა, ძალიან სცვივაო-ჩაიღიმა და დაამატა-ქუდი არ გინდა, უბრალოდ არაფერს შეეხო და თუ რაიმეს გაკეთება მოგინდება, პირველ რიგში მე მკითხე, გაიგე?
-როდის მოვაწერე ხელი შენი ფინიობის კონტრაქტს-ცხვირი აიბზუა გოგონამ-შენ საქმეს მიხედე, ამირეჯიბო და ემოციები აკონტროლე, მე არაფერს და...
დეტექტივმა ალქაჯს დამოუკიდებელი ქალის მონოლოგი ხელის აწევით შეაწყვეტინა და საძინებლისაკენ გამავალი დერეფნისაკენ ანიშნა-იქ ბლექი წევს.
-ჰა?-დაიბა უანდერი.
-იქ წევს ჩვენი მეგობარი, რომელიც ისეთი უხეირო ფსიქოლოგი აღმოჩნდა,
რომ თავსაც ვერ უშველა, არადა მთელი ცხოვრებაა მაგას სწავლობს... სწავლობდა. ახლა იქ უნდა შევიდეთ და გავიაზროთ, რომ სამნი აღარ ვართ. ისიც უნდა დავუშვათ, რომ ჩვენი- ჩემი და შენი დამაკავშირებელი რგოლი ბლექი იყო და არის, მან გამაცნი შენი შეშლილი თავი და იმიტომ მ... იმიყომ მ...ნუ როგორც არის...
-ვერაფერი გავიგე-თავი გაიქნია უანდერმა და წამით თვალები დახუჭა-ახლა ფიქრობ, სიტყვა “მიყვარხარ” როგორ ჩაანაცვლო ნაკლებად მგრძნობიარე სიტყვით?-თვალები გახილა და გაოცებული მიაშტერდა გახევებულ დეტექტივს.
-იმიტომ მიყვარხარ, რომ მას ასე ძალიან უყვარდი-გამოსცრა კბილებში-და გითხარი, საკუთარი ხელით მიგახრჩობ-მეთქი, თუ კიდევ შემომიძვრები თავში!
-გასაგებია, რომ ბლექი გვაკავშირებდა-ნაწყენი ტონი არ დაუმალავს უანდერს-მაგრამ გახსოვს, რომ გამოგვიცხადა, დასვენება მინდაო და სამი თვით კამჩატკაზე გაემგზავრა? ვინ ისვენებს შორეულ რუსეთში, გაყინულ ნახევარკუნძულზე? ჩვენ მარტოები დავრჩით, მაგრამ ძალიან მაგარი დრო ვატარეთ... მგონი, ცდილობ საკუთარ თავს გაააზრებინო, რომ ის აღარაა, მაგრამ ამას ვერასდროს შეძლებ, ვერასდროს დავრჩებით ბლექის გარეშე...
უანდერი დადუმდა, თითქოს სასაუბრო ძალა ამოწურაო. დეტქტივმა ჩუმად შეიკურთხა, დაღონებულ გოგონას მხარზე ხელი უხერხეულად მოუთათუნა-თანაგრძნობა არასდროს ყოფილა მისი ძლიერი მხარე და საძინებლისაკენ დაიძრა.
ოთახის კარი, ისევე, როგორც ყველა სხვა კარი მათი მეგობრის ბინაში, ყურთამდე გამოეღოთ. მის მიღმა რამდენიმე ადამიანი მოჩანდა, რომლებსაც სხვადასხვა ხელსაწყო მოემარჯვებინათ და ბლექის ოთახს გულდასმით ამოწმებდნენ. ფოტოაპარატის ჩხაკუნი გამაღიზიანებლად ისმოდა, საწოლის წინ ორი ფოტოგრაფი იდგა და გამალებული იღებდა ფოტოებს.
უანდერს ოხვრა აღმოხდა, როდესაც ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა ადგილი იცვალა, საწოლს გვერდიდან შემოუარა და გამოაჩინა ის, რასაც სურათს უღებდა.
ბლექი.
საწოლზე გულაღმა მიწოლილი ქალი ისე იყო ჩაცმული, თითქოს ახლა წამოდგება და საქმიან შეხვედრაზე გაემართებაო-ატლასის თეთრი პერანგი, კლასიკური სტილის შარვალი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ოქროსფერი სამკაულიც კი არ დავიწყებოდა. თვალები დაეხუჭა, თითქოს ეძინაო, სახეზე უცნაური ღიმილი შემორჩენოდა, ისეთი, მისი მნახველი იფიქრებდა, რომ სიკვდილის წინ ამ ღიმილის პატრონმა რაღაც ირონიული ჭეშმარიტება გაიგოო.
ამირეჯიბმა მეგობარს გადაჰხედა, რომელსაც სახეზე სულ დაეკარგა ფერი და ჩაახველა. უანდერს ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები და ეტყობოდა, აქვითინებას ბევრი არაფერი ეკლდა, თავად კი ყელში უცნაურ სპაზმებს გრძნობდა. უნდოდა, ის, რაც ამ ამბის გაგებასთან ერთად მის სხეულში ჩაბუდდა და ახლა გულ-მუცელს უჭამდა, ყვირილთან და ტირილთან ერთად გამოეშვა, მაგრამ არ შეეძლო. რაღაც აკავებდა, რაღაც, რასაც ვერაფრით ჰკიდებდა გონების ხელს, რომ მიმხვდარიყო, რა სახის გრძნობა უშლიდა ხელს...
-გამომძიებელია ეგ-სლუკუნით ამოთქვა უანდერმა და ცრემლით სავსე თვალები შეანათა-მანამ არ მოგცემს მოსვენებას, სანამ შენი გამომძიებლის ბუნება საკმარის ფაქტებს არ მიიღებს. გინდა, ყველაფერი გაიგო, რომ დარწმუნდე, შურისძიების მოტივი არ გაქვს. თუ ეს ვინმეს ბრალია, გინდა, რომ დასაჯო და თუ არავის ბრალია, შემდეგ შეგეძლება ტირილი.
-მშვენიერია-ამოილაპარაკა დეტექტივმა, რომელსაც აღარ უკვირდა ის ფაქტი, რომ ალქაჯი მის აზრებს კითხულობდა, საკუთარი ხმის სისუსტე ეუცნაურა-მაშინ საქმეს შევუდგეთ და გამოვიძიოთ.
-თ?-გაკვირვებულმა გოგონამ ქვითინი შეწყვიტა-მეც?
-ხო, შენც. ეს ამბავი ძალიან უცნაურია და სწორედ ისეთ უცნაურ ადამიანს საჭიროებს, როგორიც შენ ხარ-საქმიანად ჩაილაპარაკა ამირეჯიბმა, უანდერს თვალი ჩაუკრა და მეგობრის ცხედრისაკენ გაემართა.

***
მოწმენდილი ცის თაღზე ვარსკვლავები ციმციმებდნენ. შუაღამე დიდი ხნის გადასული იყო, უანდერი სახლში ბრუნდებოდა. ცოცხის ტარზე ჩაფრენილი შიშით უგდება ყურს საკუთარ აჩქარებულ გულს. ცუდად იყო, ძალიან ცუდად. მთელი სხეული უკანკალებდა, გრძნობდა, როგორ გადიოდა დარდიმანდას ელექს მოქმედება და მისი სხეული ნორმალურ რეაქციას უბრუნდებოდა, რომელიც მეგობრის სიკვდილით იყო გამოწვეული. თუმცა მხოლოდ ეს არ იყო, რაღაც საშინელი პარაზიტი, რომელიც ბლექის სხეულის დანახვისას შეუძვრა სულში, მოსვენებას არ აძლევდა. ვერაფრით მოეშორებინა თავიდან ფიქრი, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი არ იცოდა.
კრიმინალისტებმა უამრავი ნივთი აიღეს ბლექის ბინიდან. იმ წუთებში, როდესაც უანდერი ვარსკვლავებით მოჭედილი ცის თაღზე მიფრინავდა, ყველა ის მტკიცებულება ამირეჯიბის დაუღალავი მეთვალყურეობით მოწმდებოდა, მაგრამ უანდერმა უკვე იცოდა, რომ ვერაფერს იპოვიდნენ.
ბლექის ბინაში სხვა ადამიანი კვირების განმავლობაში არ ყოფილა, ეს ალქაჯმა მარტივი შელოცვის წარმოთქმით გაიგო. საეჭვო თითქოს არაფერი იყო, მაგრამ იმავდროულად, ყველაფერი.
საკუთარი ბინის აივანზე დაეშვა, ცოცხი იქვე დაუდევრად მიაგდო და ოთახში სწრაფად გადაინაცვლა.
მისი სხეული იმხენად დაუძლურებულიყო, შხაპის მიღებაც გადადო და პირდაპირ ლოგინს მიაშურა. მოწყვეტით დაეცა, საკუთარი ფიქრების დინებას ნაღვლიანი დააკვირდა-ყველგან ბლექის სახე იყო. ეს არ
მოსწონდა, იმიტომ, რომ თუ კი რაიმეს მიხვედრა სჭირდებოდა, ვერაფრით მიხვდებოდა, რადგან მთელი მისი გონება ბლექს დაეფარა.
ნელ-ნელა მეგობრის სახე უფრო გამოიკვეთა, ცნობიერმა კი უკან დაიხია. უანდერი ძილში იძირებოდა, სიზმრად კი აუცილებლად ბლექს ნახავდა, თუმცა მეგობრების სიზმრისეული შეხვედრა ამირეჯიბმა გადადო.
ძილით ავსებული თვალები გაჭირვებით გაახილა და კარზე ატეხილი ბრახუნი უკვე მკაფიოდ ჩაესმა.
-უანდერ, ვიცი, რომ აქ ხარ, ცოცხი გაქვს აივანზე დაპარკინგებული, გამიღე!
გოგონა სწრაფად წამოდგა საწოლიდან და ბარბაცით გავიდა მისაღებში.
კარი გამოაღო და გაოგნებულმა იკითხა.
-შენ რა, აკაკუნებ? -კითხვა იმით იყო გამოწვეული, რომ ჩვეულ სიტუაციაში ამირეჯიბის ჰობი კარების შემტვრევა იყო.
-ჰო... რაღაც ვერ ვარ დღეს-შუბლი მოისრისა ქალმა და უანდერი უბოდიშოდ გასწია გვერდით-მარტო ხარ?
-საყვარლის ამოყვანა ვერ მოვასწარი!-თვალები აატრიალა გოგონამ და კარი მიაჯახუნა.
-იმ შენ ეშმაკის მოციქულ მოლაპარაკე კატას ვგულისხმობ-მიაყარა ამირეჯიბმა, უანდერის დრომოჭმულ დივანზე ჩამოჯდა და ფეხი ხის პატარა მაგიდაზე შემოსდო -დასალევი?
-კელი ჩემი საკუთრება არაა-უპასუხა გოგონამ და დესაუ გამოღო. უანდერის ძველი ბინა, რომელიც თავის დროზე ბებიამისს ეკუთვნოდა, ძველი ავეჯით და ნივთებით იყო სავსე. უანდერი იქ მხოლოდ დასაძინებლად ან რაიმე რიტუალების ჩასატარებლად მიდიოდა, რადგანაც, როგორც თავად ამბობდა, სახლში ჯდომისთვის ზედმეტად დაკავებული იყო. ამიტომაც ბევრი რამ მის ბინაში ბებიამისის შემდეგ არავის გადაუნაცვლებია და რაც მთავარია, არავის დაულაგებია. ახლაც, როდესაც სასმლის მაძებარმა უანდერმა ერთ-ერთი თაროს კარი გამოღო, იქიდან რამდენიმე ჩრჩილი გამოფრინდა და ამირეჯიბის მიმართულებით გაქანდა.
-უი მგონი ეს თარი აქამდე არ იღებოდა-ეჭვით წარმოთქვა უანდერმა, მხრები აიჩეჩა და ძიება განაახლა, სანამ დეტექტივი გინებით ხოცავდა მწერებს-ჰმმ... ლიქიორი?
-არა, რამე უფრო ძლიერი.
-კარგი... მოიცა, უფრო ღრმად შევალ, ფცხიკ!...ფუჰ, რამდენი მტვერია...
-ეტყობა ბინას, როგორი ყოჩაღი პატრონი ჰყავს!-დაასკვნა ამირეჯიბმა.
-აი, მგონი კონიაკია?-ბოთლიანი ხელი აღმართა უანდერმა, მაჯაზე რამდენიმე აბლაბუდა და პატარა ობობა ჩამოეკონწიალა. გოგონამ ხელი აიქნია ხელი დეტექტივისაკენ გაიქნია, თუმცა სახე მოულოდნელად ეცვალა, თითქოს მოულოდნელობისგან შეხტაო.
-დაასხი და დაჯექი რა- ყელში ამოუვიდა ამირეჯიბს და სიგარეტს გულმოსულმა მოუკიდა-მოკლედ, რაღაც ვერაა ისე.
-რას ლაპარაკობ-ვერცხლის ჭიქა გაუწოდა წარბაწეულმა უანდერმა. პარალელურად კი ერთ-ერთი უჯრა გამოაღო და გამალებით დაიწყო ქექვა.
-ახლა მოგინდა „უბორკა“ შე*ემა?- შეღონებით ამოთქვა დეტექტივმა -იმის გარდა, რაც ფაქტებია, მაგალითად, ბლექის ტანსაცმელი, რომელიც მანამდე არასოდეს მინახავს, ან ოქროს სამკაული, რომელიც ეზიზღება და არანაირი ოქროსფერი ნივთი არ მოეპოვება, ჯანდაბა, წერილი არ უნდა დამეხია...
-ეს გამომართვი- უანდერმა ლითონის გულსაკიდი გადაუგდო, დეტექტივმა მარჯვედ დაიჭირა ნასწროლი და ამრეზით შეათვალიერა მასზე დაკიდული სიმბოლო.
-ეს რა ფეხებად მინდა?
-უბრალოდ არ მოიშორო, კარგი? დამიჯერე-პირდაპირ პასუხს თავი აარიდა გოგონამ და განაგრძო- მეც ვფიქრობ, რომ დაეჭვება საჭიროა, მთავარია კითხვის ფორმულირება. იცი...-წამით შედგა და შემდეგ განაგრძო-ვერაფრით ამიხსნია ის გრძნობა, რაც ბლექის სხეულის დანახვის შემდეგ გამიჩნდა. ვიცი, რომ რაღაც უნდა გამოვიკვლიო, რაღაც კითხვები უნდა დავსვა, მაგრამ როგორ, რა?
-მაგას რა უნდა, კითხვებს მე დავსვამ- სწრაფად გადაყლურწა სასმელი ამირეჯიბმა და უანდერს ანიშნა, კარგად მომისმინეო- პასუხები შენ ეძებე.
მეგობრები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. საქმიანობა საკმაოდ რთული და დამღლელი აღმოჩნდა. ამირეჯიბმა დასვა კითხვა- იყო თუ არა წერილი ნამდვიალდ ბლექის დაწერილი?
როდესაც წერილს პირველად კითხულობდნენ. მსგავსი ეჭვი არცრეთს არ გასჩენია, მაგრამ რამდნეიმე ჭიქა კონიაკისა და ერთსაათიანი მსჯელობის შემდეგ ორივემ აღიარა, რომ რაღაც ის უცნაური გრძნობა, რაც მეგობრის ცხედრის დანახვისას დაეუფლათ, იყო გაუცხოება.
-თითქოს ბლექს ვუყურებდი და რამე-ამბობდა ამირეჯიბი, სანამ უანდერი შესაბამისი შელოცვის ტექსტსს ეძებდა- მაგრამ მერე მომეჩვენა, რომ ორად ვიყოფოდი, გეფიცები, მსგავსი რამე არასდროს მიგრძვნია. ჩემ ერთ ნაწილს სჯეროდა, რომ ბლექმა ფეხები გაფშიკა, მეორე ნაწილი კი ფიქრობდა, რომ ის, რასაც ვხედავდი, რეალური არ იყო და ეს მაგიჟებს...
-ეგ სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა- მენტორული ტონით წამოიწყო უანდერმა- გარესამყაროს აღქმა თანამედროვეობაში ზემდეტად გამარტივდა. ზებუნებრივი, ფაქტებით დაუმტკიცებელი მოვლენებისადმი რწმენა დღეს დღეობით სიგიჟის ტოლფასია, ადამიანები ყოველთვის სიმარტივისკენ ისწრაფვიან, ეს ხომ იოლია- დინების მიმართულებით თუ მიცურავ, მინიმალური ძალისხმევა გეხარჯება, ხოლო თუ კი საწინააღმდეგოდ იცურებ ან გვერდით გადანაცვლებას გადაწყვეტ, დაიღლები. ამიტომ დაიფარა თქვენი მოდგმის ერთ-ერთი უმთავრესი შესაძლებლობა - ინტუიცია ამ „რეალიზმის“ ფარდის მიღმა. ინტუიცია ეწოდება იმ შეგრძნებათა ერთობლიობას, რომლებიც სამყაროს შემოქმედმა ან თავად სამყარომ ადამიანისთვის გაიმეტა. ეს გრძნობები ადამიანს ეხმარება, რომ გადაამოწმოს სიმართლე. სიმართლე ყოველთვის ვერ იქნება ის, რასაც ჩვენი ყურით ვისმენთ და საკუთარი თვალებით ვხედავთ. ადამიანები დაარწმუნეს, რომ ამგვარად მიღებული ინფორმაცია უტყუარია, თუმცა ჩვენ ყველას გვავიწყდება, რომ თითოეული ადამიანი თავისებურად ხედავს და თითოეულს სხვაგვარად ესმის. გარდა ამისა, არსებობს მთელი რიგი საგნებისა და მოვლენებისა, რომლებსაც ადამიანები საერთოდ ვერ აღიქვამენ. ამიტომაც გვაქვს ინტუიცია, გრძნობები, რომლებიც გვიბიძგებს, დანახულის და გაგონილისგან განსხვავებულად ვიმოქმედოთ ან მინიმუმ, გადავამოწმოთ. შენ შენი გარეგანი აღქმა გაქვს, მაგრამ შინაგან აღქმას ვერაფრით ჩააქრობ ისეთ მნიშვნელოვან შემთხვევაში, როგორიც უახლოესი მეგობრის სიკვდილია.
ამირეჯიბი მდუმარედ, სიგარეტის ბოლზე დაკვირვებით ისმენდა ალქაჯის მონოლოგს, შემდეგ კი თქვა:
-ადამიანებზე ისე საუბრობ, თითქოს თავად სხვა რამე ხარ...
-ადამიანებზე საუბრისას ვგულისხმობ ერთიან მასას, ორგანიზმს. როგროც მილიონობით ერთუჯრედიანი არსებები ქმნიან ერთ მთლიან, ცოცხალ ორგანიზმს, ასეა ჩემი გაგებით სიტყვა „ადამიანები“ . ეს არ გამორიცხავს იმას, რომ მეც ადამიანი ვიყო, უბრალოდ ჩემ თავს ბრბოსგან გამოვყოფ და რეალურად იმას ვაკეთებ, რასაც ნებისმიერი ადამიანი დანარჩენ „ადამიანებზე“ საუბრისას.
-კარგი, მოვეშვათ ფილოსოფოსობას- თავი გაიქნია ამირეჯიბმა, თითქოს ძილიდან გამოერკვაო- შესანისნავი სიტყვა გამოიყენე, ჰო, ინტუიცია მეუბნება, რომ უნდა გავარკვიო, ნამდვილად ბლექი იქვა იქ თუ სხვა რაიმე ჩემი გონებისთვის ჯერარნახული სი*ობა მოხდა, ამაში კი შენ გარდა ვერავინ დამეხმარება.
-ზუსტად ამას ვაკეთებ ახლა- უანდერმა ბოთლში დარჩენილი კონიაკი ჭიქაში ჩააქცია და დაფიქრებულმა ნიკაპი მოისრისა- ჩვენი ბლექიკოს რამე გვჭირდება. მაგალითად, თმა ან ისეთი რამე, რასაც სულ თან დაატარებდა...
-თმას მარტივად ვიშოვი, მისი სახლიდან...
-არა, არა, იმ სახლში ნანახ მოვლენებს თუ ეჭვის ქვეშ ვაყენებთ, იქიდან ამოღებული მტკიცებულებებიც საეჭვო იქნება, სხვა ვარიანტი?
-მისი ტანსაცმელი არ გაქვს? ადრე ზუტად ასე მიიტანე ბლექის თმა საფლავამდე, არ გახსოვს?
-აა, ხო, შენი თანაშემწე რომ დააშინე- წამოიძახა უანდერმა- ის მოსაცმელი არც დამიბრუნებია... კარგი, მე ტანსაცმელს გადავქექავ, შენ კი ბლექის გვამთან წადი და ცოტაოდენი თქმა ამოაპუტე.
-რა?-იმედიანი სახე მკვეთრად შეეხვალა ამირეჯიბს-ვის?
-ხო, რა? შესადარებელი ნიმუში მჭირდება, განა მარტივი არაა? თუ იქ ბლექი არ იწვა, რაშიც ორივე ასე ვართ დაიმედებლები, მაშინ იქ მისი ორეული იყო. ორეული ზუსტი ფიზიკური ასლია, მაგრამ არა ენერგეტიკული. მე ბლექის თმას და მეორე ბლექის თმას ერთმანეთს შევადარებ და მათი აურის მიხედვით მივხვდები, იდენტურია თუ არა.
-სხვა ვარიანტი არ არსებობს?- დაიჭყანა ამირეჯიბი, რომელსაც თვალწინ დაუდგა მორგი და ის, რაც იქ ელოდა.
-მარტივად შეიძლება გარდაცვლილის სულთან დაკავშირება, თუმცა გარდაცვალებიდან ორმოცი დღის შემდეგ- თავი გაიქნია უანდერმა- ამდენ ხანს ვერ მოვიცდით.
-შენი...
გინებით გული იჯერა თუ არა, ამირეჯიბი საქმის თავისი ნაწილის შესასრულებლად წავიდა, ხოლო უანდერი , კარი მიხურა თუ არა, სწრაფად გავარდა მისაღბში და იმ ადგილას, სადაც ცოტა ხნის წინ მისი მეგობარი იჯდა, მკაცრად მიაჩერდა.
-ფიატე ლუქს, მოდი დროზე გამოდი სინათლეზე, წეღან დაგინახე, როგორ იჯექი ჩემი მეგობრის თავზე, ამიტომაც თუ გინდა, ეგ სითავხედე გაპატიო და აქედან ოდესმე გაგიშვა, თქვი, რა ხარ და აქ რა გინდა!
სავარძელში სიცარიელე ამოძრავდა, ჰაერში ისეთი ათინათები გაჩნდა, როგორიც სიცხეზე ავარვარებულ გზაზე ჩნდება ხოლმე, მალე კი ხმა გაისმა.
-ნიჭიერი ჯადოქარი ხარ, ყურადღებიანი.
-რაც ვიცი, იმას ნუ მიმეორებ, მიპასუხე კითხვაზე- წარბი არ შეუხრია უანდერს.
-მგონი, თავადაც იცი,ვინ ვარ და რა მინდა- ხრინწიანი ხმა, რომელიც შემპარავად ისმოდა მთელ ოთახში, ნებისმიერს ყალყზე დაუყენებდა თმას, მაგრამა არა ალქაჯს.
-ჰო, ეგეც ვიცი. ამირეჯიბს უთვალთვალებ, ლიავრა ხარ, ვიღაცამ დაგიქირავა. ახლა მითხარი, ვინაა ეგ ვიღაცა და რა კავშირი აქვს მაგ ვიღაცას ბლექის სიკვდილთან?
-ო-ო, სამწუხაროდ, უკვე ფასიან კითხვებს სვამ- დაიჩურჩულა ხმამ- იცი, რომ ვერაფერს დამიშავებ, უნდა მოვრიგდეთ.
-შენნაირებთან გარიგების დადებას მირჩევნია, საუთარი ხელით გამოვიჭრა ყელი- ცხვირი აიბზუა უანდერმა- -აქ დარჩები, სანამ არ მოვიფიქრებ, რა მოგიხერხო.
-მე ვიცი, სადაცაა ბლექი-დაიხრიალა ხმამ-ისიც ვიცი, რომ დამნაშავე შენ ხარ.
მე შემიძლია დაგეხმარო, შენი მეგობარი ვერასდროს გაიგებს, რაც დააშავე.
გოგონას თვალები გაუფართოვდა, ნესტოები ბრაზით აუთრთოლდა, მაგრამ დროულად მოერია თავს.
-შენნაირი ეშმაკისფეხები მხოლოდ იმათ ატყუებენ, რომლებიც საკუთარ ქმედებებს ვერ იაზრებენ. მე ყოველთვის მაქვს მიზანი და მიზეზი. ჩემი დანაშაულის გრძნობა იყნოსე, მაგრამ ვერ მიხვდი, რატომ ვარ ასე- როცა ვჭირდებოდი, მასთან არ ვიყავი. აი, რა მაფიქრებს. მაგრამ ამას გამოვასწორებ, რადგან შენი აქ მოსვლით ჩემ მეგობრებთან ზებუნებივი არსებების დაინტერესება გამოააშკარავე. აუცილებლად გავიგებ, ამ ყველაფრის მიღმა რა ხდება და მივაგნებ იმ არამზადას, ვინც ამირეჯიბის კუდს აგკიდა, მაგრამ შენთან საქმეს არასდროს დავიჭერ.

***

ამირეჯიბი გამთენიისას დაბრუნდა უანდერის ბინაში. გოგონა თავით იყო გადაშვებული უზარმაზარ წიგნში. სახე ისე ახლოს მიეტანა წიგნთან, მისი აპრეხილი და წვეტიანი ცხვირი ფურცელს ეხებოდა.
-რით ვერ წაიკითხე შენ კიდე?-უკმაყოფილოდ ამოიბუზღუნა ამირეჯიბმა და უანდერის წინ, წიგნზე დაახეთქა გამჭირვალე პაკეტი, რომელშიც მთელი ბღუჯა თმა იყო მოთავსებული.
-ვაიმე, ეს რა არის?-თვალები გაუფართოვდა გოგონას.
-თმა-მხრები აიჩეჩა დეტექტივმა.
-სკალპი ააძრე-მეთქი, კი არ მითქვამს, ღმერთო ჩემო-თავი გააქნია ალქაჯმა
და პაკეტი ხელში აიღო შესათვალიერებლად.
-ღამის ოთხ საათზე მორგში შევიპარე და ჩემი მიცვალებული მეგობრის სხეული გავპუტე. შენი აზრით, წუწუნის მოსმენის ნერვები შერჩენილი მექნება?
-ხო-ო, არა მგონია...
-ხოდა გააკეთე დედამო*ნული საქმე, უანდერ, თორემ ისედაც ბევრჯერ შევიკავე თავი შენი მოხრჩობისგან!
-მომახრჩობ და მოსახრჩობი აღარავინ გეყოლება-ენა გამოუყო გოგონამ და წიგნს მიუბრუნდა-სანამ დავიწყებდეთ, რაღაც უნდა გითხრა.
ამირეჯიბმა ღრმად ამოიოხრა, სიგარეტი მოჩვენებითი სიმშვიდით ამოიღო ჯიბიდან და სავარძელში ჩაეშვა.
-უკვე სრულიად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ საქმე ზებუნებრივ არსებებთან გვაქვს-მშვიდად თქვა ალქაჯმა-როდესაც აქ მოხვედი, თან ერთი ვერაგი არსება მოგყვა, შენს ენაზე რომ გითხრა, ჯაშუში-სული. ამირეჯიბმა იმ ადამიანის დარად დაიქნია თავი, რომელსაც უკვე აღარაფერი უკვირდა.-საოცრად კარგად იყო შენიღბული, მეც კი ძლივს ამოვიცანი. ეტყობა, რომ ძლიერი მაგი მფარველობს, რაც მაფიქრებინებს, რომ რაღაც სერიოზული შეთქმულება მზადდება.
-გგონია, რომ ეს ბლექს უკავშირდება?
-ყველაფერს ძალიან მალე გავიგებთ-ალქაჯმა მაგიდიდან ფრთხილად აიღო ერთადერთი ღერი, მუქი ქერა თმა.-ესეც ჩვენი ბლექის თმა, შედარებაღა დამრჩა.
-პროცედურა როგორია? -ამირეჯიბმა სიგარეტი სავარძლის სახელურს დაასრისა და ნამწვი ხალიჩაზე ისროლა.
-უკაცრავად?-წარბები აწკიპა უანდერმა
-რა?-უდანაშაულო მზერით შეაჩერდა დეტექტივი.
-არაფერი-თავი გაიქნია ალქაჯმა და ჩაიბუტბუტა-კიდევ მე მეძახის შიზოფრენიკს... პროცედურა მარტივია, საკითხავი ისაა,მეყოფა თუ არა ძალა.
შესადარებელ ნიმუშებს ერთმანეთის გვერდით დავდებთ, მე წარმოვთქვამ შელოცვას და თუ ისინი ერთი და იგივე პიროვნების არ იქნება, ორივე დაიწვება.
-კიდევ კარგი მთლიანი ბღუჯა წამოვიღე- ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა დეტექტივმა და შოუს სანახავად უანდერის საპირისპიროდ ჩამოჯდა.
ალქაჯმა ფრთხილად დაალაგა თმები ხის დაფაზე, რომელზეც უამრავი სიმბოლო იყო ამოკაწერული, გარშემო შემოწყობილი მრგვალი სანთლები გრძელი, მქრქოლავი ჩხირით აანთო,ცალი თვალით გაჰხედა ღიმილაკრულ ამირეჯიბს და კონცენტრირებას ეცადა.
-ნუ ფხუკუნებ, მესმის- თვალდახუჭულმა ამოილაპარაკა უანდერმა.
-ძაან სასაცილო სახე გაქვს ხოლმე მასეთ დროს-მოგუდულად იცინოდა დეტექტივი.
-თუ სიფათზე სიცილი მოგინდა, შეგიძლია, სარკეში ჩაიხედო-ცალი თვალი ოდნავ გაახილა უანდერმა და ჩაიღიმა-ახლა შშ!
სიჩუმე ჩამოვარდა, დეტექტივმა როგორც ადრე, ახლაც იგრძნო უხმო შელოცვით შექმნილი მაგნიტური ველი. ჰაერი დაიმუხტა და საათის წიკწიკი შეწყდა. კარის ჭრიალის ხმა მოისმა, არსაიდან ქარი ამოვარდა. სანთლების ათინათი ჭერზე ლანდებად აცეკვდა, დეტექტივი ცოცხალი თავით არ აღიარებდა, მაგრამ ასეთ დროს ტანზე ჟრუანტელი აყრიდა.
უანდერის სუნთქვა ნელ-ნელა გახშირდა, ალქაჯს აშკარად ეტყობოდა, რომ სულ უფრო ჯიუტად იმეორებდა შელოცვას გულში, სულ უფრო ძვირად უჯდებოდა მისი გამეორება, საბოლოოდ კი დაღლილმა, აწითლებულმა და ისე აქოშინებულმა, თითქოს მარათონი გაირბინაო, თვალები გაახილა და გაშეშებულ ამირეჯიბს მიმართა.
-მგონი ვერ გამოვიდა...
მოულოდნელად ტკაცუნის სუსტი ხმა გაისმა და უანდერის მარცხენა მხარეს განთავსებული თმა იასამნისფერი ცეცხლის ენებში გაეხვია.
მეგობრები გაოგნებულები უყურებდნენ ჯერ თმას, შემდეგ კი ერთმანეთის თვალებს, რომლებიც იასამნისფრად ანთებულიყვნენ.
- დედას შე*ეცი, ეს რა იყო?-წამოიძახა ამირეჯიბმა.
უანდერმა , იმის ნიშნად, რომ არაფერი იცოდა, თავი გაიქნია და დაუმწვარი თმის ღერი,რომელიც ბლექისგან ნათხოვარი მოსაცმელიდან აიღო, თითებში ინტერესით მოიქცია.

2

შავ შარვალსა და კოსტუმში გამოწყობილ ამირეჯიბს შეწუხებული მზერა არ შორდებოდა. წამდაუწუმ საათზე იყურებოდა და ჩუმად ბურტყუნებდა.
ბოლოს და ბოლოს, დაინახა, რასაც ელოდა-მანქანისკენ ნელა, ჰაეროვნად და ნაზად მოფარფატებდა უანდერი

ალქაჯს მუხლებამდე სიგრძის შავი, მაქმანებიანი კაბა ემოსა, მის ფითქინა კანს მუქი ფერი კიდევ უფრო გამოკვეთდა. ამირეჯიბმა ამრეზით შეათვალიერა გოგონას თავზე შავი, პატარა შლაპა, რომელსაც წინ იმავე ფერის ბადე ჰქონდა მიმაგრებული, რაც ნაწილობრივ ფარავდა უანდერის სახეს.
-რა საჭიროა ეს მასკარადი?-თავის ქნევით იკითხა დეტექტივმა და მანქანა დაქოქა.
-ყველა ფორმალობა უნდა დავიცვათ. ჯაშუში უკან არ დაბრუნებულა, ეს იმას ნიშნავს, რომ არ იციან, რამდენი ვიცით-კმაყოფილმა მიუგო გოგონამ და ხელებზე მორგებული აბრეშუმის ხელთათმანები საჭიროების გარეშე შეისწორა.
მეგობრები ერთმანეთის ოპოზიციასავით გამოიყურებოდნენ. მანქანის სარკეში მომზირალ უანდერი წითელ, ხასხასა ტუჩსაცხს ფრთხილად იტანდა ბაგეებზე, ამ დროს კი ამირეჯიბი მეორე სარკეში აბურდულ, მოკლედ შეჭრილ თმებს ხელით ივარცხნიდა და თან შემხვედრ მძღოლებს გულიანად აგინებდა. დეტექტივის სავსე, სისხლისფერი ტუჩები არც საჭიროებდნენ ტუჩსაცხს და კაცმა რომ თქვას, ამირეჯიბი არასდროს მიმართავდა ტყუილებს საკუთარი სილამაზის გამოსავლენად.
დეტექტივის მანქანა საჭიროზდ მეტი სისწრაფით შეიჭრა ადრეული ზაფხულის ნოტიო მიწაზე და ტალახის ნატეხების სროლით გადავიდა თიხანარევ ნიადაგზე და სასაფლაოს ჭიშკართან მოწყვეტით შედგა.
უანდერმა უკმაყოფილო კომენტარებით დატოვა დეტექტივის უზარმაზარი, ვერცხლისფერი “ჯიპი”, რადგანაც მისთვის ყველა ტრანსპორტი მოუხერხებელი იყო ცოცხის გარდა და ამირეჯიბს პატარა ვიდეოკამერა შეაჩეჩა.
-შენ იღებ, ოღონდ, ეცადე, ნაკლებად მოხვდე ხალხს თვალში.
-რას ვიღებ?-გაკვირვებით აედევნა დეტექტივი ალქაჯს, რომელიც გასაოცარი მოხერხებით მიიწევდა სველ, თიხიან ნიადაგზე ათსანტიმეტრიანი, წვრილი ქუსლებით შემკული ფეხსაცმლით.
-როგორ თუ რას?-უანდერმა, მიუხედავად მოღრუბლული ამინდისა, სქელჩარჩოიანი, წაწვეტებული, შავი სათვალე ტრაგიკული მზერით მოირგო და იმ მხარეს გაიხედა, სადაც ხალხის ჯგუფი და უამრავი ყვავილი მოჩანდა-მგონი ერთ რამეზე ვთანხმდებით-ბლექი არ მომკვდარა. მის მაგივრად ჩუჩელა ესვენა იმ წყეულ საწოლზე-უანდერმა დეტექტივს ამ სიტყვებით გასული ორი ღამე გაახსენა, რა დროის განმავლობაში ორივე მეგობარი წიგნებს არ შორდებოდნენ, რათა მეტი ინფორმაცია მიეღოთ იმ ფენომენზე, რაც მიცვალებულის თმის დაწვამ გამოიწვია. დეტექტივისა და ალქაჯის დუეტმა მოახერხა, გაეგო, რომ ეს ფაქტი ნიშნავდა ორ რამეს- პირველი, ბლექი ცოცხალი იყო და მეორე, ვიღაც ძალიან ძლიერი გადაიკიდა.
არც ერთმა კარგად არ იცოდა, რა ხდებოდა ბლექის თავს ბოლო კვირების განმავლობაში, ისინი ზედმეტად იყვნენ დაკავებულნი, ამაზე ფიქრი ორივეს სულს ღრღნიდა- როგორ შეიძლება ბევრი საქმე იმის გასამართლებლად გამოიყენო, რომ მეგობრის გვერდით არ იდექი საჭირო დროს?
დანაშაულის გრძნობა აორმაგებდა მათ მონდომებას და სურვილს, რომ მეგობარი ცოცხალი და ჯანმრთელი დაებრუნებინათ.
-ეგ კარგია, მაგრამ კამერა რად გინდა? ან მე რატომ ვიღებ?-ეჭვნარევი მზერით შეათვალიერა დეტექტივმა ზედმეტად “დაკრძალვის მოდაზე” გამოწყობილი უანდერი.
-წარმოიდგინე, როგოე გაერთობა ბლექი, როდესაც საკუთარ დაკრძალვას ნახავს? ან როგორი სისასტიკე იქნება, ეს ყველაფერი ჩვენ რომ ვნახოთ და მან არა? ამის შემდეგ ყველაფერს ასე გავიხსენებ-ეს ბლექის დაკრძალვამდე მოხდა, ეს კი მისი დაკრძალვის შემდეგ-მეთქი, ცოცხალ ადამიანს რომ ეტყვი, შენ დაკრძალვამდე შაკიკი მაწუხებდა, მერე ექიმთან წავედი და ვიმკურნალეო, ან შენი დაკრძალვიდან ორ თვეში უმშვენიერესი პატარა შემეძინაო? სულ სხვა ხიბლი აქვს-ჩაიღიმა უანდერმა და დეტექტივს ანიშნა, კამერა ჩართეო, შემდეგ კი მომღიმარი სახე წამში მგლოვიარედ შეეცვალა და ბლექის ჭირისუფლებს შეუერთდა.
დეტექტივი უხმოდ, მოღუშული, გვერდით მდგომი უყურებდა უანდერისა და ბლექის ნათესავების მოჩვენებით ვიშ-ვიშს. უანდერმა იცოდა, რომ ეს ყველაფერი ფარსი იყო, ნათესავებმა-არა, თუმცა მათ ალქაჯზე უფრო ყალბი მწუხარება აეკრათ სახეზე.
ამირეჯიბი თითქმის ყველა მათგანს იცნობდა, არც ერთი არ დახმარებია პატარა ბლექს, როდესაც დედა გარდაეცვალა, არც ერთს არ უხსნია პატარა გოგონა ტირანი გამზედელის ხელებიდან, დეტექტივმა იცოდა, რომ თითოეული მათგანი იქ მხოლოდ ერთი მიზნით იმყოფებოდა-ბლექების გვარის უკანასკნელი წარმომადგენელი შთამომავლის გარეშე გარდაიცვალა, ეს კი გამორჩენას ნიშნავდა.
მინიატურული ვიდეოკამერა ერთ-ერთი საფლავის ქვაზე შემოდო და ჭირისუფლებისგან მოშორებით მდგარ ბლექის პაციენტებს გაჰხედა . დაბნეულები, შეცბუნებულნი და დამწუხრებულნი უცნაურად უყურებდნენ თავახდილ სასახლეს, საიდანაც ბლექის მშვენიერი სახე მოჩანდა.
და მაინც, იყო რაღაც შემზარავი ამ სახეში.
ალბათ ასეთი იქნებოდა ნამდვილი ბლექის სახე, თუ კი მათ მეგობრობას ოდესმე რაიმე მოერეოდა. ცივი, უცნობი, შორეული.
მაგრამ ამირეჯიბმა იცოდა, რომ ნამდვილი ბლექი დედამიწაზე საუკეთესო ადამიანი იყო, არასდროს დაუშვებდა, რომ მათ მეგობრობას რაიმე დამუქრებოდა.
დეტექტივი გაღიზიანებით აკვირდებოდა უანდერის ქცევას, რომელიც აშკარად როლში შესულიყო და იქ თავი დაეკარგა. გოგონას ცრემლები ნიაღვარად ჩამოსდიოდა ლოყებზე, თვალები დაწითლებოდა და გაუჩერებლად ოხრავდა, ის იყო, ამირეჯიბს უნდა დაეღრიალა, მორჩი მასკარადსო, რომ უცნაური რაღაც შენიშნა.
იმ ჯგუფიდან, რომელიც ბლექის პაციენტებად მოიაზრა, ახალგაზრდა კაცი გამოეყო და პირდაპირ უანდერისაკენ დაიძრა. კაცმა გოგონას ხავერდის ხელთათმანიანი ხელი მოწიწებით აიღო და ნაზად ეამბორა. წყვილმა საუბარი გააბა და ალქაჯის ღიმილმაც დეტექტივს აცნობა, რომ უანდერი სხვა როლში ინაცვლებდა, მოქმედების დრო მოსულიყო.
ბლექის საფლავის თავთან მდგარი, ლოცვანში თავჩარგული,ჩასუქებული მღვდელი ჯერ შორიდან შეათვალიერა, შემდეგ კი მიუახლოვდა და შეუძახა:
-ეი, მამაო!
კაცი შეხტა და პატარა წიგნი ხელიდან გაუვარდა.
-დ-დიახ, შვილო?-მელოტი თავიდან ოფლი მოიწმინდა მღვდელმა და ამირეჯიბს გამწყრალმა ჩამოართვა ტალახით დასვრილი ლოცვანი,
-მალე მოვრჩებით ლოცვას და რამეს? დაიღალა მკვდარიც და ცოცხალიც! არა მგონია, ბლექს ამდენ ხალხში ყოფნა მოსწონდეს, მოვასვენოთ მალე.
-ნება თქვენია-ისე უპასუხა კაცმა, აშკარად ეტყობოდა, არც თავად ეხალისებოდა ამ უცნაურ ხალხთან გაჩერება.
-კჰ-კჰ-ჩაახველა ამირეჯიბმა და ამოთხრილ მიწასთან ახლოს მივიდა. თვალს არიდებდა ბლექის სახეს, მიუხედავად იმისა, რომ უანდერის სჯეროდა, სულის სიღრმეში ეჭვის ჭია მაინც იკლაკნებოდა, იქნებ და ეს ყველა ვარაუდი უანდერის ფანტაზიისა და საკუთარი სასოწარკვეთის ნაყოფი იყო?-დღეს ჩვენ აქ ძალიან სამწუხარო, მაგრამ კონკრეტული მიზეზის გამო შევიკრიფეთ-ხმა აამაღლა და უანდერს თვალები დაუბრიალა-უკანასკნელ გზაზე უნდა გავაცილოთ ჩემი… ჩვენი უსაყვარლესი მეგობარი.
ვიცი, ბევრი თქვენგანი ფიქრობს, რომ მას კარგად იცნობდა და სწორედ ეს განგვასხვავებს. მე არასდროს მიფიქრია, რომ ვიცნობდი ან მისი მესმოდა. უბრალოდ ყოველთვის ძალიან მინდოდა, რომ ეს მომეხერხებინა. მინდოდა, ამომეკითხა, რა იმალებოდა მისი ღიმილის უკან, ამომეხსნა, რატომ უშტერდებოდა მზერა ასე ხშირად და ფიქრობდა, ფიქრობდა, ფიქრობდა… რაზე? არ ვიცი, ან თავად კი იცოდა? იმდენი მე ჰყავდა შიგნით გამომწყვდეული, ხშირად მქონია განცდა, რომ ზოგიერთ “მეს” არც კი შევხვედრივარ, იმდენად ღრმად ჰყავდა საკუთარ ფსიქიკაში გამოკეტილნი. ამას მნიშვნელობაც არ ჰქონდა, მთავარი ისაა, რომ ვცდილობდი და მეგონა, კარგი მეგობარი ვიყავი, რადგანაც მის ფსიქიკაში გარკვევა მისივე საქმე იყო, ჩემგან მხოლოდ თანადგომა სჭირდებოდა. თანა-დგომა. ზუსტად აღწერს ეს სიტყვა იმას, რაც ჩვენ უსაყვარლეს მეგობარს თითოეულმა ჩვენგანმა მეტ-ნაკლებად დააკლო. ამიტომაც მეზიზღება თითოეული ცრემლი. თქვენი ცრემლებით ბლექს კი არ მისტირით, არამედ საკუთარ უსუსურ ბუნებას-იგრძნო, როგორ ერეოდა სულ უფრო მეტად ბრაზი-სლუკუნი ამის გამკეთებელს სამარეში ვერ ჩაიყვანს-თითი მიცვალებულის სასახლისაკენ გაიშვირა და ხმას კიდევ უფრო აუწია-და თუ ღმერთი გწამთ, დააფარეთ თავსახური ამ წყეულ კუბოს!
თვალებით მომღიმარი უანდერი მოძებნა და აჩქარებული გულის დამშვიდებას ეცდა. სწრაფად ჩამოვიდა მიწაყრილიდან, სიგარეტი მოჩხრიკა და დადუმებულ ხალხს გაეცალა.
ზურგს უკან უანდერის ხმა მოისმა.
-დროა, მამაო!
გოგონას ნაზი ხმა მღვდლის ჩუმმა დუდუნმა ჩაანაცვლა. ამირეჯიბმა ამოიოხრა, მეორე ღერს მოუკიდა და წამით გაიაზრა, რა საშინელება იქნებოდა ეს დღე, რომ არა იმედი. იმედი იმისა, რომ ბლექი სადღაც, როგორღაც, არსებობდა.
-სექსოლოგთან კონსულტაციაზე რა აზრის ხარ?-ჰკითხა ბარის მაგიდაზე იდაყვებით დაყრდნობილ უანდერს, რომელიც ბედნიერი სახით ჩასჩერებოდა დაკრძალვის სცენას მობილურის ეკრანზე.
-რა?-უგულისყუროდ იკითხა ალქაჯმა.
-შენი მეგობრის დაკრძალვაზე ვიღაც სიისტიან როჟას რომ ეფლირტავები, ეგ ჯანსაღი საქციელი გგონია? -ა-ა-უანდერმა როგორც იქნა, გამორთო ვიდეო და მეგობარს სერიოზულის სახით შეხედა-ჯერ ერთი, სიისტიანი არაა, მეორეც, არ ვეფლირტავები, უბრალოდ მისი სამუშაოთი და ნიჭიერებით აღფრთოვანებული ვარ. სხვათა შორის, სწორედ მაგას ველოდებით ახლა.
-და რატომ ველოდებით, ან ვინ ჩემი ფეხებია?-გულითადად ჩაეკითხა ამირეჯიბი.
-რატომ და ბლექის მოძებნაში სწორედ ეგ უნდა დაგვეხმაროს. ვინ შენი ფეხებია და…-მეტი ინტერესის შესაქმნელად უანდერმა მარტინი მოსვა და ტუჩები ააწკლაპუნა-მისტერ სვარტი. ჩემი გულითადი მეგობარი.
-აქამდე რატომ არ ვიცოდი, რომ გულითადი მეგობარი გყავდა?-სიტყვები მკაფიოდ გამოკვეთა ამირეჯიბმა და კიდევ უფრო აღშფოთებული დააკვირდა საეჭვოდ მომღიმარ უანდერს, თუმცა პასუხი ვერ მიიღო, რადგანაც ალქაჯმა მის ზურგს უკან აღფრთოვანებული მზერით გაიხედა და ხელი დაიქნია.
-მისტერ სვარტ, აქეთ, აქეთ!
-მოგი*ან-დაიბურტყუნა ამირეჯიბმა და თავადაც შებრუნდა.
უკვე ნაცნობ ფიგურასთან ერთად, რომელსაც უანდერმა სვარტი უწოდა, მაღალი, შავ მოსასხამსა და მზის სათვალეებში გამოწყობილი მამაკაცი მოიკვლევდა გზას.
მეგობრები “დღემურაში”, ანუ იმ ბარში იმყოფებოდნენ, სადაც წლების განმავლობაში დროის ტარება ტრადიციად ჰქონდათ ქცეული. ბარი ბლექმა აღმოაჩინა და ძალიან მოეწონა, რადგან ბარების უმეტესობა ხმაურიანი და ყურისწამღები მუსიკით მისთვის არაკომფორტული იყო, “დღემურა” კი იმით გამოირჩეოდა, რომ ადამიანები წყნარად საუბრობდნენ და მუსიკაც მხოლოდ ხმადაბლა ისმოდა.
ამირეჯიბმა უკმაყოფილოდ შეჭმუხნა წარბები, როდესაც სვარტმა უანდერის ხელი კიდევ ერთხელ, გულიანად ჩაკოცნა და გაოგნებულმა აღმოაჩინა, რომ უცნობ თანმხლებს იგივე გამომეტყველება აღბეჭდოდა სახეზე, როგორიც თავად მას.
უცნობმა სათვალე მოიხსნა და სანამ უანდერი და სვარტი ერთმანეთს მოეშვებოდნენ, ამირეჯიბს დამოუკიდებლად გაეცნო.
-დავოსი-მიუახლოვდა და ხელი გაუწოდა.
კაცს გამოკვეთილი ნაკვთები ჰქონდა, რასაც მარჯვენა ღაწვზე დამჩნეული ღრმა ნაიარევი კიდევ უფრო ამძაფრებდა. ხმა ბოხი და შეუვალი ჰქონდა, თუმცა ამ შემზარავ იერს თვალები სწრაფად აქარწ....ბდა-ლურჯი, ლამაზი მოყვანილობის თვალები კეთილგანწყობილად ციმციმებდნენ.
ამირეჯიბმა ხელი ჩამოართვა და საკუთარი გვარი უთხრა. კაცმა მტკიცედ, ოდნავი მოჭერით აიღო ქალის ხელი და მალევე შეუშვა.
-როგორც ვხედავ, ჩემი მეგობარი უკვე იცნობს თქვენსას, მის უანდერ, ეს კი აუტანელ შურს მგვრის-სვარტმა, რომელიც მაღალი, მოქნილი ტანის ახალგაზრდა იყო, დეტექტივს ხელი გაუწოდა-უზომო სიამოვნებაა თქვენთან შეხვედრა!
ამირეჯიბმა ფრთხილად ჩამოართვა ხელი და როგორც კი მიხვდა, რომ კაცი მის მარჯვენას ტუჩებისაკენ ექაჩებოდა, დაფეთებულმა გამოსწია.
-უანდერ!-დაუცაცხანა გაღრეჭილ მეგობარს-შემისწორე თუ მეშლება, მაგრამ მგონი აქ საქმეზე შევიკრიფეთ და არა საკოცნაოდ!
მის გვერდით მდგარმა დავოსმა ჩაიცინა, სვარტი კი შემცბარი გადგა უკან.
-ქალბატონი მართალია-ბოხი ხმით თქვა დავოსმა და კომპანიონებს უახლოესი ცარიელი მაგიდისაკენ ანიშნა-ხომ არ დავსხდეთ? სასმელს შევუკვეთავ, რაც უფრო ნაკლებად თვალში საცემები ვიქნებით, მით უკეთესი.
სამეული მაგიდას მიუსხდა და დავოსის მოლოდინში უანდერმა ამირეჯიბს შეხვედრის მიზეზი აუხსნა.
-სვარტი ერთ-ერთი უძლიერესი ეზოთერიკოსია…
-აჰ, მის უანდერ, ზედმეტად კეთილი ბრძანდებით…
-მორჩით ფლირტაობას და ნომერი აიღეთ- შუბლშეკრულმა გასცა რჩევა ამირეჯიბმა და დავოსს ლუდის ჭიქა ჩამოართვა.
-ნუ იგესლები რა-ენა გამოუყო უანდერმა და განაგრძო-იმას ვამბობდი, რომ მისტერ სვარტი ძალიან კარგად ხედავს ვარიანტთა სივრცეებს…
-რაებს?-ჩაეკითხა ამირეჯიბი.
-ვერ გაიგებ-თავი მოუთმენლად გაიქნია ალქაჯმა-მთავარი ისაა, რომ შეიძლება მოახერხოს და დაინახოს, რას აკეთებს ბლექი ახლა ან რა ხდებოდა მაშინ, როდესაც წერილს წერდა. წერილის ნაგლეჯი თან მაქვს, რაც შენ გადაგირჩა-მრავალმნიშვნელოვნად დაქაჩა თვალები-დავოსი კი დაგვეხმარება იმათთან ბრძოლაში, ვინც ბლექის მკვდარი ასლით გულები დაგვიხეთქა.
-რაღაც ყველაფერი ძალიან მარტივად ჩანს-ეჭვი სულ უფრო უღრმავდებოდა ამირეჯიბს და სვარტისადმი უნდობლობა სულ უფრო სწონიდა დავოსისადმი პირველი შთაბეჭდილების კეთილგანწყობას.-ყველაფერი მარტივი კი დამალულ საფრთხეს ნიშნავს.
-საფრთხე დამალული არაა-სერიოზულად მიუგო უანდერმა-რაღაცებში გაგვიმართლა, მაგალითად ის, რომ ცეცხლოვანი რკალი სამ დღეში წარმოიქმნება, არ გაგვიმართლა იმაში, რომ მიუხედავად დიდი და კეთილი გულისა, მისტერ სვარტი და დავოსი უსასყიდლოდ არ გვეხმარებიან.
-ცეცხლოვანი რკალი?
-ეს მზის არასრული დაბნელებაა, როდესაც მთვარის ჩრდილი მზეს ისე ფარავს, რომ მხოლოდ მანათობელი რკალი რჩება. ეს საუკეთესო დროა ასეთი არაზუსტი მაგიური რიტუალისთვის, მაქსიმალურად გვჭირდება ძალის გაძლიერება. სვარტს მეც დავეხმარები, ჩემი ნათელმხილველური ძალები სასაცილოდ მცირეა მასთან შედარებით, თუმცა რაღაცას მაინც მოვახერხებ.
-ჯანდაბას ეს მაგიური აბდაუბდა-თავი გაიქნია დეტექტივმა-სახელი მჭირდება. გასაგებია, პრინცო?-სვარტს მიუბრუნდა და მკაცრი მზერა თვალებშორის სივრცეში ჩაარჭო-სახელი, მეტი არაფერი, მიწიდან ამოვთხრი, მთავარია ვიცოდე, ვის ვეძებ. მითხარი, რამდენი გინდა?
-მე და დავოსს, ორივეს პატარა პრობლემები გაქვს თქვენიანებთან, ანუ სამართლის ხალხთან-დაიწყო ახალგაზრდა კაცმა-რამდენიმე სისხლისსამართლის საქმეა წამოწყებული, თუ კი ვინმე ამ საქმეებს მოგვაშორებს და კვლავ თავისუფლად შევძლებ ქვეყანაში გადაადგილებას, ამ ვინმესთვის ყველაფერს გავაკეთებდით.
-და რა დარწმუნებული ვარ, თავისუფალი ჩიტები არ გაფრინდებიან?-იკითხა დეტექტივმა.
-ვალს ყოველთვის ვაბარებთ-მკაცრად თქვა დავოსმა და ლურჯ თვალებში სითბო წამით გაუქრა.
-მის უანდერს არ შეეშლება კონტრაქტის შედგენა-ტკბილად მიუბრუნდა გოგონას სვარტი და კვლავ მისი ხელი ჩაბღუჯა-ასეთი ნიჭიერი, ახალგაზრდა ალქაჯი დიდი საჩუქარია ჩვენი სამყაროსთვის. მარტივად დაგვადევს იმგვარ წყევლას, რომ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ზაზუნებად ან უარესი, ბაყაყებად ვიქცეთ, არა, მშვენიერო?
-ჰა-ჰა! -გადაიკისკისა ალქაჯმა-რას ამბობ, სვარტ, ასეთ მსუბუქ სასჯელს არ დავჯერდები, სამუდამო ტანჯვა გარანტირებული გექნებათ-წკრიალა, ნაზი ხმით უპასუხა, თუმცა თვალებში იმგვარი სიცივე გაუკრთა, რომ ამირეჯიბმა გონებაში ტაში დაუკრა.
-გადასარევია, რადგანაც ყველაფერი გაირკვა, დროა საქმეს შევუდგეთ-ხელის გულები ერთმანეთს გაუსვა სვარტმა-დროა, ბლექის საფლავი ამოვთხაროთ.
-რა?-თვალები გაუფართოვდა ამირეჯიბს-ახლა არ დავმარხეთ? თუ გჭირდებოდათ, მანამდე ვერ თქვით?
-ასე უფრო მარტივი იქნება-მხრები აიჩეჩა უანდერმა, სვარტმა და დავოსმა კი თავი დაიქნიეს, თანხმობის ნიშნად.
-ჯანდაბა… საფლავი… კიდევ?-უმწეოდ ამოიოხრა ამირეჯიბმა და უკვე შემთბარი ლუდი განწირული სახით მოიყუდა.

3

-ადამიანებს ხომ უამრავი რამ ეზიზღებათ-სვენებ-სვენებით საუბრობდა ამირეჯიბი- თითქმის ყველაფერი…-დაღლილმა შუბლზე ჩამოყრილი თმები ხელით გადაიყარა და შეიგინა, რადგან გაახსენდა, რომ ხელი ტალახიანი ჰქონდა-მაგრამ არავის არაფერი ეზიზღება ისე, როგორც მე ეს წყეული ამოთხრილი საფლავები!

ზიზღით გახედა უანდერს, რომელიც არანაკლებ დაღლილიყო და ფანრიანი ხელი უღონოდ გაეწია წინ-ამას დავუმატოთ ის ფაქტი, რომ ვიღაც მუტრუკების გამო მთელი სანაცნობო შევაწუხე და იმ უტრაკო პროკურორს, რომელიც მაგათ საქმეს აწარმოებდა, ორი საათი ვეღრიჯე, ფუი!-გვერდით გადაიფურთხა და ნიჩაბი მაგრად ჩაასო მიწაში. ყრუ ხმამ მიახვედრა, რომ მიზანს მიაღწია.
-მოდი, ჩამობრძანდი და მომეხმარე-კუშტად მიმართა მეგობარს და მიწის გადაყრა განაგრძო.
მალე გაათავისუფლეს მიწისგან მიცვალებულის სასახლე და ფიცრები გაჭირვებით ჩატეხეს.
-საშინელებაა-ამოიკნავლა უანდერმა, როდესაც მკვდარი მეგობრის სახე კიდევ ერთხელ დაინახა.
-შენ სტაჟი მაინც გაქვს ამ საქმეში-საწყლად უპასუხა ამირეჯიბმა.
-მოდი, ამოვათრიოთ და ეგაა -თავი გაიქნია გოგონამ და მეტი შემართებისთვის მხარზე ხელი დაუტყაპუნა.
ძლივს-ძლივობით მიათრიეს სხეული მანქანამდე, საბარგულში ისე ჩატენეს, რომ რამდენიმეჯერ საეჭვო ტკაცუნიც გაისმა. გადაღლილებმა კანკალით მიაღწიეს უანდერის ბინამდე და ისე, რომ თქმაც არ დასჭირვებია, უანდერმა ვისკის დიდი ბოთლი გადმოდგა მაგიდაზე.
ნახევარი საათის განმავლობაში უხმოდ სვამდნენ. თავ-თავიანთ ფიქრებში ჩაძირულნი ღრმად სუნთქავდნენ და დროდადრო მეგობრის ყალბ სხეულს გაჰხედავდნენ ხოლმე, რომელიც სავარძელში სტუმარივით ჩაესვათ.
-ალბათ მალე მოვლენ, უკვე თენდება-სიჩუმე დაარღვია უანდერმა.
-აჰა-უგულისყუროდ გამოეხმაურა დეტექტივი.
-აუცილებლად გავარკვევთ, რა ხდება, მაგრამ ერთი რამ მაფიქრებს…
-მხოლოდ ერთი?-მწარედ ჩაიცინა ამირეჯიბმა.
-კელი გეხსომება, კატა, რომელიც მე, შენ და ბლექმა ვიპოვეთ…
-რა დამავიწყებს!?
-საკმაოდ დამოუკიდებელი ბუნებისაა, ხშირად იკარგება ხოლმე აუხსნელად და მის პირად სივრცეს პატივს ვცემ, მაგრამ ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ მომეხმოს და არ მოსულიყო. რამდენჯერმე გამოვიძახე შელოცვით, მაგრამ არ ჩანს…
-მერე? შენი კატის მეტი პრობლემა არ გვაქვს ახლა?-უხეშად გააწყვეტინა დეტექტივმა.
-უფ, დამაცდი თუ არა? ან არ იცი, რომ ჩვეულებრივი კატა არაა? საერთოდ არაა კატა, თუ სიმართლე გინდა, უბრალოდ ასეთი ფორმა აქვს. სინამდვილეში ძლიერი მაგიური იარაღია, დამოუკიდებელი ცნობიერებით. იგი საუკუნეების წინ ერთმა უძლიერესმა ჯადოქარმა შექმნა, მთელი თავისი ცოდნა და შესაძლებლობები ჩადო, ეს იგივე იქნებოდა, როგორც ვინმე მაგარმა მეცნიერმა ხელოვნური ინტელექტი შექმნას, ხვდები?
ამირეჯიბმა თავი უხმოდ დაიქნია.
-კელის უმთავრესი მისია, გარდა მისი უამრავი შესაძლებლობებისა, არის სამყაროების მაცხოვრებლების ერთმანეთთან დაკავშირება, ზუსტად ის, რისთვისაც მე მჭირდებოდა-სხვა სამყაროებში მოგზაურობა. თუმცა მას დამოუკიდებლად არაფრის გაკეთება არ შეუძლია, ეს საკმაოდ ჭკვიანური სვლა იყო მისი შემქმნელისაგან, რადგანაც თუ კი ნების თავისუფლებას მისცემ ამხელა ძალის მქონე არსებას, ვერაფრით გეცოდინება, როგორ გამოიყენებს. ვერავისზე იტყვი, კეთილია თუ ბოროტი, როგორც არ უნდა იცნობდე მას. შესაძლოა დიდი ხნის განმავლობაში ერთგვარად ვიქცეოდეთ, შემდეგ კი უბრალოდ შევიცვალოთ.
-ეგ გავიგე, მაგრამ რა შუაშია კატა ჩვენ საქმესთან, მაინც ვერ.
-კელის პატრონი მე ვიყავი, რადგანაც მისი გათავისუფლების შემდეგ ჩვენ შორის კავშირი წარმოიშვა. ეს კავშირი საშუალებას არ მისცემს, არ დაემორჩილოს ჩემ გამოძახებას, თუ კი არ მოკვდა, ან სხვა პატრონი არ აირჩია.
-მოიცა… ასე მარტივად შეუძლია დაგადოს?-ჩაიცინა ამირეჯიბმა.
-მას საერთოდ არ შეუძლია, მაგრამ თუ კი სხვამ იპოვა, მიიმხრო ან შეიპყრო? კელის გაუჩინარებას ამდენი რაღაც მოჰყვა, არ ფიქრობ, რომ დამთხვევა ვერ იქნებოდა?
-დამთხვევას იმას ვეძახით, რისი გაგებაც არ შეგვიძლია ან არ გვინდა-თვქვა ამირეჯიბმა.
-ბლექი-გაიღიმა უანდერმა-ხშირად ამბობდა და მეც ვეთანხმები.
-ესე იგი, თუ შენი კატა იმ ვიღაცას ყავს, ვინც ბლექი ააორთქლა, ეს ნიშნავს იმას, რომ თუ მაგას ვიპოვით, იმ ა/ვარსაც მივაგნებთ?
-კელის ადგილსამყოფელის გაგება გაცილებით რთული საქმეა, თუმცა თუ ჩემი ფისო ვინმე ბოროტს ეხმარება, თანაც ჩემ საწინააღმდეგოდ, ძალიან გავბრაზდები.
-საინტერესოა-ჩაიცინა დეტექტივმა, რადგანაც მიუხედავად დიდ ხნიანი მეგობრობისა, გაბრაზებული ალქაჯი ჯერ არ ენახა. უანდერი მათ სამეულში ყველაზე ნაკლებად გამოხატავდა უარყოფით ემოციებს, რადგანაც ამბობდა, რომ ეს მის აურაზე ცუდად აისახებოდა. კაცმა რომ თქვას, მოწყენილიც არასდროს ენახა, როცა რაიმე არ მოსწონდა, წარმოსახვით მეგობართან-ირისთან აბამდა საუბარს და მალე ჩვეული ხალისით ბრუნდებოდა რეალობაში- უანდერ?-წამოიძახა უცბად.
-ჰმ?
-ირისი სადაა?
-ბლექს ვათხოვე.
-რა?-ამირეჯიბს მოყუდებული სასმელი გადასცდა და საშინელი ხველა აუტყდა-რა ქენი?-ცრემლის წმენდით ამოთქვა ბოლოს.
-ბლექთან გავუშვი, ერთი ისაა, უკან როგორ მოვაბრუნო არ ვიცი, რადგან მაგიის პრაქტიკაში ასეთი რამ ჯერ არავის ჩაუდენია…საქმე ისაა, რომ მარტოობის დროს ირისი ძალიან მეხმარებოდა, ახლა კი, როდესაც არ ვიცი, ბლექი სადაა და როგორაა, ვიფიქრე,იქნებ ჩემი წარმოსახვის ნაწილი მასთან გავუშვა-მეთქი? ვცადე და გამოვიდა, ირისმა ქუდი დაიხურა და წავიდა, თუმცა ცოტა ნაწყენი ჩანდა, თანაც რეალური პიროვნება ხომ არაა? შეიძლება უკან ვეღარ დაბრუნდეს, თანაც იმას ვერ მეტყვის, რაც თავად არ ვიცი, რადგან ჩემი წარმოსახვაა. მხოლოდ ისაა შესაძლებელი, რომ თუ ბლექი მარტოა, ჩემი რაღაც ნაწილი მასთან იქნება და დაეხმარება, თუნდაც მხოლოდ სულიერად.
-ვერაფერი გავიგე-მხრები აიჩეჩა ამირეჯიბმა-მაგრამ ცუდია, რომ წავიდა. კაი ტიპი იყო.
-ვერასდროს იტანდი!-აღშფოთდა უანდერი.
-ახლა, როცა შენ დამჟავებულ სახეს ვუყურებ, ვხვდები, რამდენ საქმეს აკეთებდა ეგ დალოცვილი-დარდით წარმოთქვა დეტექტივმა.
-მოდიან-ფეხზე წამოხტა უანდერი და კარისაკენ გაემართა. ნახევარი გზა ჰქონდა გავლილი, როდესაც კაკუნის ხმაც გაისმა.
მალე უანდერის პატარა პატარა ბინას კიდევ ორი სტუმარი შეუერთდა.
-რა სასიამოვნო კომპანიაა-მხიარულად წარმოთქვა სვარტმა, როდესაც დაბღვერილი ამირეჯიბიდან თავჩაქინდრულ მიცვალებულზე გადაიტანა მზერა-უკეთესს ვერ ინატრებ!
-გამარჯობა, დეტექტივო- ჩაიბურტყუნა მის გვერდით დავოსმა და თავი ოდნავ დაუკრა-მადლობას გიხდით გაწეული სამსახურისთვის, ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ორმაგად გადაგიხდით.
-კარგია, რომ ვინმემ მაინც იცის მადლობის თქმა- ამირეჯიბმა სვარტს ბასრი მზერა ესროლა და დავოსის მიმართულებით ჭიქა ასწია.
-რადგანაც საკამარისი უარყოფითი ენერგია გამოვუშვით, საქმეს ხომ არ შევუდგეთ?- ღიმილით მიმართა უანდერმა სტუმრებს-მზე უკვე ამოსულია, დაბნელება ერთ საათში დაიწყება.
-იდეალურია-წამოიძახა სვარტმა, რომელიც ბლექის ორეულს ამოწმებდა-გამთენიისას ძალები გაცილებით დიდია, თანაც როგორი გამთენიისას? დავიწყოთ შენი მეგობრის წერილით, ძვირფასო-მიუბრუნდა უანდერს- დარწმუნებული ვართ, რომ ეს მისი დაწერილია?
-მისი ხელწერაა-მოკლედ თქვა ამირეჯიბმა.
-ვნახოთ, ვნახოთ…სვარტმა მაგიდიდან უბოდიშოდ მოისროლა იატაკზე ნივთები, ბოთლი ამირეჯიბს მიაჩეჩა და ტყავის დიდი ჩანთიდან საკუთარი ნივთების ამოლაგებას შეუდგა.
კაცს უამრავი უცნაურობა მოეტანა თან-პატარა ხის დაფები, რომლებზეც რუნები ამოეწვათ, სხვადასხვა სახეობის გამხმარი მცენარეები, ფიალები, მრავალფერი ქვები და სანთლები.
სვარტი ამ ყველაფერს მხოლოდ მისთვის ცნობილი კანონზომიერებით ალაგებდა უანდერის მისაღებში, ზოგს მაგიდაზე, ზოგსაც იატაკზე, თან კითხვების სერიას არ წყვეტდა.
-მტრებზე რას მეტყვით? არ გყავთ ვინმე თავზეხელაღებული, ჭკვიანი და ძალაუფლების მქონე მტერი? იქნებ მტერუკა?
-ჯიბუტი!- ერთიანად წამოიძახეს უანდერმა და ამირეჯიბმა.
-მაგრამ თვეებია, საზღვარგარეთაა და შავი ოქროს ბიზნესშია ჩაფლული, თანაც ეს ჯადო-შმადო მისი თემა არაა.
-ჰმ, გეგონოს, აბა ამდენი რამ საიდან იცოდა ჩვენ გეგმებზე?-ეჭვი გამოთქვა უანდერმა.
-გამორიცხული არაა ხო, მაგრამ ბლექის კლონის შექმნა? ან რაში სჭირდება ბლექი, ხომ ეუბნებოდა, წითური არ ხარო?
-თმების შეღებვას რა უნდა?
-ბლექის ზიზღსაც გადაღებავდა?
-კი აბა! ეზიზღებოდა, აბა რა! ამიტომაც ხედავდა ღამ-ღამობით პიკანტურ სცენებს მისი მონაწილეობით!-ჩაიფრუტუნა უანდერმა.
-სიზმრებში რას ხედავდა, არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი, ბლექი თავისი ნებით მაგას არ გაჰყვებოდა.
-მაგას არც ვამბობ, ანდა რა, გაყოლოდა, ვიჭერდით? კარგი კაცია მაინც, სიმპათიური…
-ქალბატონებო-სვარტმა ორივე ხელისგული აღმართა და მეგობრებს შორის ჩადგა-გთხოვთ, მთავარ თემას დავუბრუნდეთ, გვითხარით ეჭვმიტანილის სახელი და შემოწმება პრობლემა არ იქნება.
-რატი ჯიბუტი- უსიამოვნოდ შეიშმუშნა ამირეჯიბი ყოფილი უფროსის ხსენებაზე.
-დავოს, გთხოვ- თავაზიანად დაუკრა თავი კოლეგას სვარტმა და ხელიდან საათის მსგავსი მოწყობილობა მოიხსნა, რომელიც დავოსმა მოირგო.
კაცი უკვე მზადების პროცესში იყო, ფართო, თხელი მოსასხამი, რომელიც მის ტანს მთლიანად ფარავდა, გაიხადა და აკურატულად გადაჰკიდა უანდერის ერთ-ერთ სკამზე.
ალქაჯმა და დეტექტივმა ერთმანეთს გადაჰხედეს და ამირეჯიბმა ღიმილი ვერ შეიკავა უანდერის გაფართოებულ თვალებზე, რომელიც ისე დაექაჩა, აშკარად ცდილობდა მათში მთელი ის სასიამოვნო გაკვირვება გამოეხატა, რაც დავოსის ტანმა მოჰგვარა.
კაცს უზარმაზარი, დაკუნთული სხეული ათასგვარი ნახატით დაეფარა. ყველაზე დიდი(ყოველ შემთხვევაში, ხილული) ტატუ ფრთოსან არსებას გამოსახავდა, რომელსაც უზარმაზარ მკლავზე თავისუფლად გაეშალა ცეცხლოვამი ფრთები.
-რამდენი ხანი დაგჭირდება?-ჰკითხა სვარტმა.
-ორი ან სამი საათი.
-ვერ გაიგეთ? საზღვარგარეთაა, ბოლო ინფორმაციით, უნგრეთში.
-დავოსი გაარკვევს, როგორც ჩანს, ცნობილი პიროვნებაა, საზღვრები კი პრობლემა არ იქნება, თუ რა თქმა უნდა, მის უანდერი თავისი შელოცვის ძალით გაანებივრებს ჩემი მოგზაურის საათს.
-ნუთუ ეს კალანტიკის საათია?-აღტაცებით ამოთქვა უანდერმა და მაშინვე დავოსის მარჯვენას ეტაკა-დაუჯერებელია, სად იშოვეთ?
-ერთმა მოხუცმა, მაგრამ მშვენიერმა ქალბატონმა მისახსოვრა ჩვენი სამუდამო მეგობრობის უკვდავსაყოფად-თეატრალურად განაცხადა სვარტმა.
-როგორც მახსოვს, მან სხვა სიტყვები გამოიყენა, როდესაც ამ ნივთს გჩუქნიდა-ჩაიცინა დავოსმა და უანდერს საშუალება მისცა, საათი შეესწავლა-ძირითადად “მიჯნური”, “ტრფობა” და “გულის ვარდი” ფიგურირებდა.
-დეტალები საჭირო არაა-არხეინად წამოიძახა სვარტმა-აბა, მის უანდერ, დავიწყოთ?
-არ იტყვით, რას ულოცავთ, ან როგორ უნდა იპოვოთ ჯიბუტი? – ხმამაღლა იკითხა ამირეჯიბმა, რომელსაც უკვე ყელში ამოსვლოდა გაურკვეველ სიტუაციაში ყოფნა.
-ეს საათი სივრცეში გადაადგილებას უფრო სწრაფს ხდის-მიუგო სვარტმა-ჩვენ გვყავს წყაროები, რომლებმაც თითქმის ყველაფერი იციან, ვგულისხმობ მოკვდავ, არაფრით გამორჩეულ ხალხს, რომელსაც ასეთივრ ადამიანებზე აქვთ ინფორმაცია. ისინი უბრალოდ ფლობენ ტექნიკურ ცოდნას-კომპიუტერული ქსელები და ასეთი რამეები, ყველაფერი იციან იმათზე, ვინც გადაადგილების ჩვეულებრივ ხერხებს იყენებს. ეს თქვენი ჯიბუტიც, როგორც მივხვდი, ჯადოქარი არაა, შესაბამისად, ისევე დადის, როგორც სხვები-თვითმფრინავით, მანქანით, მატარებლით… ნუ ღელავთ, ასეთ ხალხს მარტივად ვპოულობთ ხოლმე, რაც შეეხება საათს, იგი დავოსს გაუმარტივებს, სწრაფად აღმოჩნდეს ჯერ ჩვენ ინფორმატორებთან, შემდეგ კი ჯიბუტთან.
-და შემდეგ რა იქნება?
-თქვენ ამაზე არ უნდა იღელვოთ-მოუჭრა დავოსმა და ამირეჯიბს უცნაურად, თითქმის მზრუნველური მზერით მიაჩერდა- მეგობარი დაკარგეთ, ისედაც ზედმეტად გადაღლილი ბრძანდებით, მოგვეცით უფლება, რაღაც საზრუნავები ჩამოგაკლოთ.
-ოჰო-ტუჩის კუთხეები ჩამოსწია უანდერმა და თვალებში ჭინკები აუთამაშდა-რა მზრუნველი მამაკაცი ბრძანდებით, ბატონო დავოს, ზუსტად ისეთი, საქმიან ქალს რომ სჭირდება.
-მიგაკლავ-ტუჩის მოძრაობით, უხმოდ მიმართა ამირეჯიბმა მეგობარს.
-საათი უკვრ მზადაა-დავოსის ხელი გაათავისუფლა ალქაჯმა და მეგობრის მუქარაზე არხეინად გაიღიმა.
კაცმა მადლობის ნიშნად თავი დაუქნია, ჩანთიდან შავი, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ამოიღო, სწრაფად მორგო და მოსასხამიც ჩაიცვა.
-წარმატებები – ყველას მიმართა, თუმცა ამირეჯიბს უყურებდა.
-ასევე-უხერხულად უპასუხა საკუთარი თავით გაკვირვებულმა ამირეჯიბმა, რადგანაც უნებურად ეღიმებოდა კაცის გულუბრყვილო, დაუფარავ სიმპათიაზე.

დავოსის წასვლიდან რამდენიმე წუთში სვარტმა მოქმედება დაიწყო.
ამირეჯიბს სთხოვა, როდესაც რომ რიტუალის მიმდინარეობისას არ ესაუბრა, რაც დეტექტივმა შეურაცხყოფად მიიღო და ჰკითხა, დედის გინება თუ შედის საუბარშიო. ეს სვარტმა უპასუხოდ დატოვა და სანთლების დანთება დაიწყო.
ამირეჯიბი, ვერ აიტანა რა სვარტისა და უანდერის მოფლირტავე დუეტი, აივანზე გავიდა და საკუთარი ფილტვების განადგურებას გულმოდგინედ შეუდგა.
ცოტა ხანში დეტექტივმა ახალმოკიდებული ღერი გაკვირვებისგან მოისროლა და მზეს თვალმოჭუტული დააკვირდა.
ახლადამოსული მნათობი ნახევრად ჩრდილით დაფარულიყო, მისი ნაწილი კი ჩრდილის გარშემო ისე კაშკაშებდა, როგორც ცეცხლოვანი რკალი. ამირეჯიბი მიხვდა, რატომ ანიჭებდა მისი მეგობარი ალქაჯი თითქოს ჩვეულებრივ კოსმიურ მოვლენას ამგვარ ჯადოსნურ მნიშვნელობას, რადგანაც თავადაც გრძნობდა უჩვეულო აღტაცებას მის წინ გადაშლილი ხედით. ეს არ იყო მხოლოდ მთვარის ჩრდილი, რომელიც მზის სხივებს დედამიწამდე მოსვლაში უშლიდა ხელს, მის უკან გაცილებით დიდი საიდუმლო იმალებოდა. ეს იყო ამაღელვებელი და იმავდროულად, სიმშვიდის მომგვრელი სასწაული. იმის გააზრება, რომ სამყაროში გაცილებით დიდი ძალები არსებობს და საკმარისია მხოლოდ მათი შემჩნევა, რომ ისინი შენს ვენებში იწყებენ დენას. გაიაზრებ რა სამყაროს ძლევამოსილებას, ქაოსის აზრს და არა შემთხვევითობას, თავად ხდები ქაოტურად მშვიდი.
სრული ცეცხლოვანი ბეჭედი მხოლოდ ორიოდ წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში დეტექტივს გადაავიწყდა კიდეც, რა ხდებიდა მის უკან, ოთახში.
როდესაც მზემ ნელ-ნელა ჩვეულ ფორმაში დაბრუნება იწყო, ამირეჯიბმა ნატკენი თვალები მოისრისა და მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ სახე ცრემლებით დასველებოდა. ტიროდა? არ ახსოვდა, რას აკეთებდა ის რამდენიმე წუთი, ალბათ უბრალოდ თვალების წვის ბრალი იყო. ან იქნებ იმაზე ფიქრობდა, რა უთხრა ბლექმა, როდესაც ბოლოს შეხვდნენ ერთმანეთს?
ბოლოს? რატომ ბოლოს?
ამ კითხვამ აიძულა, რეალობას დაბრუნებოდა. იმ რეალობას, სადაც მისი საუკეთესო მეგობარი, მრჩეველი და როგორც თავად ხშირად უწოდებდა, ტ/აკში ეკალი გამქრალიყო.
ამოიოხრა, ოთახისაკენ შებრუნდა და შეეცადა, მინის მიღმა დაენახა, რა ხდებოდა.
-ბლექ, ბლექ… მხოლოდ შენ თუ მაიძულებდი, დამეჯერებინა კლონების, სხვა სამყაროების, შელოცვების, მაგიის და ამ შერეკილი გოგოსი. ადამიანებს უნდა მკურნალობდე და მე პირადად ჭკუიდან გადამიყვანე…
უანდერის ცოცხი ხელში შეათამაშა. ყოველთვის უარს ამბობდა ალქაჯის შეთავაზებაზე, რომ ამ უცნაური “ტრანსპორტით” ღამის თბილისის ცაზე გაესეირნა. ბლექს ძალიან უყვარდა წყვდიადში ფრენა. პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.
ჩაიფრუტუნა, ცოცხით სიგარეტის ნამწვები აივნიდან გადაფერთხა და ქვემოდან ადრიანად გაღვიძებული რომელიღაც მეზობლის გინება მოესმა.
ჩუმად დაუბრუნა არანაკლები პასუხი და ოთახში შევიდა.

-დავინახე…-თვალდახუჭული სვარტი იატაკზე ფეხმორთხმით იჯდა, სახე დაძაბულობისგან დანაოჭებოდა და გაცილებით უფრო ხნიერი ჩანდა, ვიდრე ჩვეულ სიტუაციებში.
აქეთ-იქიდან, სავარძლებში უანდერი და ამირეჯიბი ისხდნენ და მოუთმენელი მზერით ელოდნენ, რას იტყოდა ნათელმხილველი.
-დავინახე, როგორ წერდა წერილს. ღმერთო ჩემო… მოიცა, რა?
კაცმა უეცრად თვალები ფართოდ გაახილა და შეშლილი მზერით შეხედა ჯერ ამირეჯიბს, შემდეგ კი უანდერს.
-ეს რას ნიშნავს? თქვენ? თქვენ ყველაფერი იცოდით? მაგრამ რატომ?
-მისტერ სვარტ, რას გულისხმობთ?-ჩაეკითხა აღელვებული უანდერი.
-დავინახე, თქვენი მეგობარი როგორ წერდა წერილს. შეშინებული, აკანკალებული, მის წინ აი ის ეგდო-ხელი ბლექის მკვდარი ორეულისკენ გაიშვირა-თავზე კი თქვენ ორნი ედექით!
ამირეჯიბმა გულიანად გადაიხარხარა, უანდერი კი თავზარდაცემული გაშეშდა.
-შენ-დეტეტივს მიმართა სვარტმა-იარაღით ედექი თავზე, შენ კი-უანდერს მიუბრუნდა-კარნახობდი, რა დაეწერა!
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ამირეჯიბმა სიცილი შეწყვიტა და მხოლოდ იმგვარი თანაგრძნობით უყურებდა სვარტს, როგორც სულიერად უიმედოდ დაავადებულებს უმზერენ,
-მაგრამ… ეს გამორიცხულია. იქნებ, უბრალოდ… არ გამოვიდა?
-შეუძლებელია… როგორმე გავარჩევ ნამდვილ ხილვას და ზმანებას, მის უანდერ, ახლა კი მითხარით, რა ხდება?
-ერთი წუთით-ალქაჯმა თითის აწევით გააჩუმა ნათელმხილველი და დაამატა-რაღაც აზრი მომივიდა, დამაცადეთ!
ამირეჯიბმა ვეღარ მოითმინა.
-გინდა გითხრა, რა არის ერთადერთი აზრი, თანაც ძალიან საღი, უანდერ? ეს შენი გულითადი მეგობარი თაღლითია! ათას უაზრობას იგონებს, რომ გაგვაცუროს, ვერაფერს იტყვი, გასამრჯელო ნამდვილად კარგი მიიღო, თანაც წინსწრებით!
-როგორ ბედავთ?!-ახლა სვარტი წამოენთო -სანამ ჩემ არაპატიოსნობაზე ალაპარაკდებით, საკუთარს მიჰხედეთ!
-პატიოსნება ახლა არაფერში მჭირდება, ძალიან მინდა ეგ სიფათი მაგრად გაგილამაზო, ეგ კი ნამდვილად არაპატიოსანი საქციელი იქნება, თუმცა სასიამოვნო!-ფეხზე წამოხტა ამირეჯიბი და სახელოები დაიკაპიწა.
-ჩემთან ასეთ საუბარს არ გირჩევთ!
-მართალია, პირდაპირ საქმეზე გადავალ…
-საკმარისია-მშვიდად წარმოთქვა უანდერმა და ხელი მსუბუქად აიქნია.
დეტექტივმა შეპასუხება დააპირა, თუმცა უეცრად აღმოაჩინა, რომ ყველა სიტყვა დავიწყებოდა. ვერაფრით მოახერხა აზრების ფორმირება ისე, რომ პირით გადმოეცა.
გაოგნებულმა აღმოაჩინა, რომ სვარტიც იგივე მდგომარეობაში იყო-პირს სასაცილოდ აღებდა, თუმცა სიტყვას ვერ ძრავდა.
-სანამ საუბარს გაიხსენებდეთ, ჩემს აზრს მოგახსენეთ-დაიწყო უანდერმა და კმაყოფილმა დასძინა-ეს შელოცვა ძალიან მიყვარს და მიხარია, რომ გამოყენების საშუალება მომეცით. მაშ ასე, სვარტმა დაინახა და ეჭვი არ მეპარება, რომ დაინახა, როგორ ვაიძულებდით ბლექს იმ წერილის დაწერას, რომელიც ჩვენვე გამოგვიგზავნა. ამავდროულად, იქვე მკვდარი იწვა მეორე ბლექი. სრული აფსურდი, არა? ამ ყველაფერს ლოგიკური ახსნა ექნება, თუ ჩემ კატას გავიხსენებთ.
დიახ, მისტერ სვარტ, ჩემს საკუთრებაში არც ისე დიდი ხნის წინ კელი იყო, ძლევამოსილი იარაღი, რომელიც თავის დროზე მის ბოლო მფლობელს წაართვეს და მიწისქვეშეთში გამოკეტეს. თავს აღარ შეგაწყენთ კელიზე საუბრით, თავადაც გეცოდინებათ, რა შეუძლია. ცოტა ხნის წინ კი გაუჩინარდა და ჩემ გამოძახებებს აღარ პასუხობდა. ეს ამბავი მაფიქრებდა და ვერაფრით ვხსნიდი ამ ურჩობას, თუმცა ახლა თქვენ იდეა მომეცით. გასაღები. აი, რას ვფიქრობ-კელი, რომელიც მარტივად მოგზაურობს სამყაროებს შორის, ერთ-ერთი მოგზაურობისას ჩემ ორეულს გადააწყდა. მის უანდერს სხვა სამყაროში, რომელმაც გამოიყენა ის იმაზე სწრაფად, ვიდრე მე, რადგანაც მე სხვა სამყაროებში მოგზაურობას დიდი სიფრთხილით ვეპყრობი და არ ვრისკავდი.
რა იქნება, თუ კი იმ უანდერმა გზად თავისი მეგობრებიც გამოიყოლა და აქ, ჩვენ სამყაროში მოვიდნენ. თუ კი ისინი პირველად ბლექს მიაკითხავდნენ, ჯერ-ჯერობით უცნობი მიზეზის გამო, მოხდებოდა ის, რაც ორეულების ერთმანეთთან შეხვედრისას ხდება-ერთ-ერთი ბლექი მეორეს მოკლავდა.
ვფიქრობ, ჩვენმა ბლექმა ეს ბლექი მოკლა-თითით სავარძელში წამოსკუპებულ გვამზე ანიშნა-ჩემი და დეტექტივის ორეულებმა კი ის წაიყვანეს .
უანდერმა კვლავ გაიქნია ხელი და ამირეჯიმბაც გაიაზრა, რისი თქმაც უნდოდა ამდენი ხანი.
-სრული სი\ობაა! ეს ყველაფერი არის ერთი დიდი &ლეობა!
-მის უანდერ-ამოღერღა სვარტმა-დარწმუნებული ხართ?
-თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ სიმართლე ნახეთ, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი მეგობარი არ გაგვიტაცია, ამიტომაც სრული საფუძველი მაქვს რომ ვთქვა- დიახ, დარწმუნებული ვარ. სხვა ახსნა არ არსებობს, თუმცა ეს ჯერ კიდევ არაა ბოქლომის გასაღები. კითხვა მაინც არის-რატომ? და სად?
კარის შემოგლეჯვის ხმაზე სამივე შეხტა. იმ წამსვე მისაღებში დავოსი გამოჩნდა. კაცს მხარზე რაღაც გრძელი გადაეკიდა და ორივე ხელით მაგრად ეჭირა, მოსასხამი დახეოდა, სახეზე ჩალურჯებები და სისხლი ეტყობოდა, ცალი თვალი იმდენად შესიებოდა, რომ კაკლის მაგივრად იასამნისფერი ბურთი მოუჩანდა. დაღლილი ჩანდა, თუმცა საღ თვალში კმაყოფილება გამოსჭვაოდა.
როდესაც კაცის დათვალიერებას მორჩნენ, დამხვედრებმა აღმოაჩინეს, რომ დავოსს მხარზე რაღაც კი არა, ვიღაც ეკიდა და ამ ვიღაცას მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა.
-მისტერ დავოს!-უანდერი ფეხზე წამოიჭრა და ის ქალი შეათვალიერა, რომელიც სტუმარმა დივანზე დააწვინა-როგორ შეცვლილა რატი ჯიბუტი!
-აჰა-ჩაიცინა დეტექტივმა და დაამატა-ბოლოს რომ ვნახე, რაღაცები ება.
-და რაღაცებიც არ ება-გააგრძელა უანდერმა ქალის დეკოლტეში სავსე მკერდის შეთვალიერებისას.
-ჯიბუტი ამ საქმესთან კავშირში არ იყო-მშვიდად თქვა დავოსმა -მაგრამ იცოდა, ვინც იყო.
-და ასე მარტივად გითხრა?-წარბი ასწია დეტექტივმა.
-რა თქმა უნდა, არა, თუმცა… ისინი უფრო ცუდ დღეში არიან-შესცინა ამირეჯიბს.
-ჯიბუტი ამას ასე არ დატოვებს-თავი გაიქნია დეტექტივმა-პირდაპირ ჯოჯოხეთში მივექანებით.
-და მაინც, ვინაა ეს ქალი? რა საქმე აქვს ბლექთან?-იკითხა უანდერმა.
იგი ქალთან დახრილიყო, თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა, შავი თმები წყვდიადის მდინარესავით ჩამოშლოდა თეთრ კანზე, სავსე, წითელი ტუჩები და უნაკლო ტანი ჰქონდა. გონდაკარგულიც უზომოდ ლამაზი იყო.
-მისი სახელია ანა გრინი.-უპასუხა დავოსმა-არ ვიცი, რა საქმე აქვს, ვერც გავარკვევდი, რადგან ბევრი ვინმე იცავდა, დიდი კაცის ცოლია. ავდექი და წამოვიყვანე-მხრები აიჩეჩა ბოლოს.
-კარგად მოქცეულხარ, დავოს-შეაქო უანდერმა და ამირეჯიბის ცეცხლოვანი მზერა დააიგნორა-ეჭვი მაქვს, დიდი შარი ავიკიდეთ, მაგრამ უკვე იმდენი “შარები” გვაქვს, ერთით მეტი იქნება თუ ნაკლები, ვის აინტერესებს?
ქალმა ამოიკვნესა და უანდერმაც უმალ შეწყვიტა საუბარი. ოთხეული სულგანაბული დააკვირდა, როგორ გაახილა ჭაობისფერი თვალები და დაბინდული მზერით მოათვალიერა გამტაცებლები.
-ვინც არ უნდა იყოთ-სუსტი ხმით ამოთქვა გრინმა-ჩათვალეთ, რომ ცოცხლებში აღარ წერიხართ.

-ვინჩ ალ უნდა იკოთ ცოცქლებჩი აგალ ტელიქალთ-დაიმანჭა უანდერი და ყავა გულმოსულმა მოსვა- რა ამპარტავანი ვინმეა, აქაო და მდიდარი ქმარი მყავსო!
-მგონი უქმროდაც არ აკლებს-ამოიოხრა ამირეჯიბმა და უანდერის შელოცვით დაწყნარებულ ქალს გაჰხედა, რომელიც მშვიდად უყურებდა მის წინ ჩამუხლულ სვარტს.
მეგობრები აივანზე იდგნენ და ყავას მიირთმევდნენ.
მას შემდეგ, რაც ანა გრინმა საუბარზე კატეგორიული უარი განაცხადა და მხოლოდ იმას იმეორებდა, რომ ყველანი მალე მოკვდებოდნენ, უანდერმა შელოცვის ძალას მიმართა და ტყვე დაკითხვისთვის სვარტს გადაულოცა.
-იცნობ თუ არა ბლექს?-გაისმა კითხვა ოთახიდან.
დუმილი.
-თუ რაიმე კავშირი აქვს, აქვე გავაფრთხობინებ სულს და მაგ დაბერილ ძუძუებსაც!-დაიღრინა ამირეჯიბმა,
-ძუძუების გაფრთხობინება საინტერესო იქნება-ჩაიცინა უანდერმა და მწარედ დაამატა-დაბერილი არაა, სამწუხაროდ.
-არა?
-არა.
-იცნობ თუ არა ბლექს?-სვარტი არ ნებდებოდა.
-იქნებ ყოფილი პაციენტია?-ივარაუდა უანდერმა.
-ფსიქოლოგის მკურნალობა აშკარად სჭირდება-მხრები აიჩეჩა დეტექტივმა.
-ბლექს ხომ ვიცნობ, უარესს დამართებდა და ესეც…
-ვიცნობ-გაისმა ანა გრინის ხმა და მეგობრებმი სმენად იქცნენ.
-საიდან?
-ჩემი ქმრის ფსიქოლოგია.-ქალის ხმა უემოციო იყო, თითქოს რობოტი საუბრობდა.
-რა კავშირი გაქვს მის გაუჩინარებასთან?
დუმილი.
-რატომ არ მოგწონს ბლექი?-კითხვა შეცვალა სვარტმა.
-ჩემ ქმარს მოსწონს.
-ა-ა! გასაგებია-თავი დაიქნია უანდერმა- მოსისლე მტერი მეტი კი არაფერია.
-რა უნდოდა ბლექს ამის ქმართან? ცოლიან კაცებს არასდროს ეფლირტავება!
-შენმა მზემ, ფლირტი სჭირდება ახლა მაგას კაცის მისაზიდად? ეტყოდა რამე ჭკვიანობას და…
-ანა, მინდა უფრო დაწვრილებით მოყვე, რა უქენი ბლექს?
გრინის მზერაში წამით მრისხანება გაკრთა, შემდეგ კი მოხდენილად გადაიყარა თმები მხარს უკან და უპასუხა.
-ჩემ ქმარს ვუყვარვარ. მისთვის ისევე მიმზიდველი ვარ როგორც ადრე, როცა პირველად დამინახა. ის სულ მხედავს, ყველაზე აშკარად, ყველაზე ლამაზად მიყურებს. მეუბნება, რომ მშვენიერი ვარ, ამ ქვეყნად ჩემზე მშვენიერი არავინაა… მაგრამ. ფსიქოლოგთან სიარული დაიწყო და მას შემდეგ ამბობდა, რომ ის ქალი ყველაზე ჭკვიანი იყო. ჩემთვის მსგავსი არასდროს არაფერი უთქვამს!
-და ამის გამო რა უქენი ბლექს?
-არ მინდოდა… ეს ჩემი ბრალი არაა. საშინელი ქალი იყო, ყველაზე ჭკვიანი კი არა, ყველაზე ბოროტი! მასთან სეანსზე ჩავეწერე, რომ გამეგო, რამ გადარია ჩემი ქმარი ასე. მივედი და თავს დამესხა!
-რა?
-რა?
ერთხმად წამოიძახეს ამირეჯიბმა და უანდერმა.
-ის და მისი წყეული მეგობრები, ალქაჯი და დეტექტივი. იქ იყვნენ და რაღაც სისულელეებს ამბობდნენ…
უანდერმა ნახევრად ჩამწვარი სიგარეტი სწრაფად მოისროლა და მტკიცე ნაბიჯებით წავიდა გრინისკენ.
სვარტი უბოდიშოდ მისწია გვერდით, მასთან დაიხარა და მწვანე თვალებში საკუთარი თაფლისფერები მიანათა.
-კონცენტრაცია-იჩურჩულა ალქაჯმა -სიმართლე…გამოფხიზლება… შიში…
ანა გრინმა დაბინდული თვალები აახამხამა, რომლებსაც ნელ-ნელა გრძნობები უბრუნდებოდა და ერთიმეორის მიყოლებით მოედინებოდა მზერიდან.
გამოფხიზლდა, თუმცა ადრინდელი ამპარტავნება აღარ ეტყობოდა, მის წინ ასვეტილ ალქაჯს შიშით აჰხედა, დივანზე მიიჩოჩა და ფეხები აკეცა, თითქოს მაქსიმალურად შორს მიდიოდა უანდერისგან.
-მოყევი ყველაფერი თავიდან ბოლომდე-მოკლედ უთხრა უანდერმა ისე, რომ წარბიც არ შეუხრია-თუ გაწყვეტავ, ან მოიტყუები, შენ თავს დააბრალე.
-მის ბინაში გადავწყვიტე მისვლა, კერძო სეანსზე, თუმცა არ გამიფრთხილებია, არ მინდოდა, მომზადებული ყოფილიყო-სწრაფად დაიწყო გრინმა და მშვენიერი მკერდი მძიმედ ასწია ჰაერის ჩასასუნთქად. ხმა უკანკალებდა.- სულელურად ვიქცეოდი, მაგრამ იქ ისე არ მივდიოდი, როგორც ქალები ქმრის საყვარელთან, ვიცი, მათე არ მიღალატებს. უბრალოდ მინდოდა ნახვა, გარკვევა, დამშვიდება.
გაუფრთხილებლად მისულს კარი ბლექმა გამიღო, თუმცა ჩემი დანახვა არ გაჰკვირვებია. უცნაური ღიმილით შემიპატიჟა, ახლა ვხვდები, მანიაკი იყო ეგეც და ყველა მისი მეგობარიც-ძრწოლვით გაჰხედა სავარძელში მიწოლილ ბლექის ყალბ გვამს და დაამატა-შეშლილები.
უანდერმა გამაფრთხილებლად ჩაახველა.
-ბინაში შევედი, იქ იყავით თქვენ ორნი, თუმცა მაშინ სხვანაირი იერი გქონდათ. თვალები იყო სხვანაირი… ალბათ, ნარკოტიკები მიიღეთ. ბლექმა მიმიპატიჟა და გამომკითხა, ვინ ვიყავი. არაადეკვატურად იქცეოდა, უაზროდ იცონდა და თვენ თვალით რაღაცებს განიშნებდათ. ვუთხარი, რომ ფსიქოლოგთან სეანსზე უცხო პირები არ იყო საჭირო და ვთხოვე, მეგობრები სხვა ოთახში გაეშვა, სანამ ვსაუბრობდით.
სიცილი დამაყარეს, მაგრამ მერე შენ და ეს-ამირეჯიბზე ზიზღით ანიშნა-გახვედით და დაუბარეთ, კარგად მიხედეო. მერე, ცოტა ხნიანი საუბრის შემდგომ, ბლექი ადგა და უბრალოდ მეტაკა! ისეთი ძლიერი იყო, ვერც კი წარმოვიდგენდი! თმებში ჩამავლო ხელი და ჩემ მოგუდვას ცდილობდა, თუმცა თავდაცვა ძალიან კარგად ვიცი, ვერ გათვალა დამპალმა!.. ყოველთვის დავატარებ წიწაკის სპრეის, მოვახერხე ამოღება და შევასხი. ისე გაცოფდა, ბოლო ხმაზე წიოდა, მემუქრებოდა, რომ ტყავს გამაძრობდა და ჩემ სისხლს დალევდა… მეც ავიღე მისი ანტიკვარული, დიდი ვაზა- ადრე სტრიპტიზიორი ვიყავი, ძლიერი ხელები მაქვს-თავმომწონედ გაიღიმა გრინმა-და ჩავაფეთე თავში. გონი დაკარგა, მეორე ოთახიდან კი თქვენი ძახილი მომესმა-ბლექს უხმობდით. რა თქმა უნდა, ავდექი და გამოვიქეცი. მერე გავიგე, რომ მოკვდა, თუმცა ერთი წამითაც არ მინანია და შანსი რომ მქონოდა, თქვენ ორსაც ზედ მიგაყოლებდით! ნაბიჭვრები!
-კარგი, ანა, დიდი მადლობა საინტერესო ისტორიისთვის-თქვა უანდერმა მცირე პაუზის შემდგომ და პირდაღებულ ამირეჯიბს ანიშნა, მაცადეო.- დავოს, მის გრინს მეხსიერებას წავუშლი, რამდენიმე საათი აქ იყოს, არაფერი მოუვა, შემდეგ კი დაუბრუნე ფსიქოლოგების მოყვარულ მეუღლეს. ჯიბუტს შევუთვლით, რომ ეს უსიამოვნება ჩვენი ბრალი იყო და პასუხსაც ჩვენ გავცემთ, თუ რაიმეს “გვკითხავს”, ასე არაა, დეტექტივო?-მეგობარს მიუბრუნდა უანდერი.
-მაინც ხელები მექავება ბოლო დროს-გულზე ხელები დაიკრიფა ამირეჯიბმა.
-შესანიშნავია-გაიღიმა სვარტმა.
-დაწყებულ საქმეს თავად მივხედავ-კუშტად თქვა დავოსმა-დაგპირდით, რომ ყველას გიპოვიდით, ვინც დაგჭირდებოდათ და დანარჩენი ჩემი პრობლემაა.
-რაც არ უნდა იყოს, მისტერ დავოს, ჯიბუტი მოიცდის. გაცილებით მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს -მოუთმენლად მიუგო უანდერმა, რომელიც უკვე აქეთ-იქით დადიოდა და თავის ყავისფერ, ტყავის ზურგჩანთაში სხვადასხვა ნივთს ყრიდა-თუ კი ვინმე კვლავ ვერ ხვდება, გავაკეთებ მის გრინის მონაყოლის პერიფრაზს და ჩვენ მიერ მიღებული ინფორმაციის ანალიზს-ბლექი ჩვენმა ბოროტმა ორეულებმა
წაიყვანეს. რატომ?- არ ვიცი, თუმცა ის ვიცი, სადაც უნდა წავიდეთ, ნებისმიერი ზედმეტი წყვილი მუშტი დიდ დახმარებას გაგვიწევს-თბილად გაუღიმა დავოსს და სვარტს კითხვის ნიშნიანი მზერით მიუბრუნდა.
-ხომ იცით, რომ ყველგან თქვენთან ვიქნები, მის უანდერ-აღტაცებული მზერით შეათვალიერა კაცმა ბრძოლის ჟინით აღგზნებული ალქაჯი.
-სად მივდივართ?- ზედმეტი კითხვები გვერდით გადადო ამირეჯიბმა და თავადაც შეუდგა მომზადებას-იარაღი შეამოწმა, საიმედოდ ჩადო კაბურაში და ქამარზე დაიმაგრა.
-მაგას მალე გავიგებთ. მე არ შემიძლია, წავიდე პარალელურ სამყაროში კელის დახმარების გარეშე, თუმცა რადგანაც ვიცი, ჩემი ორეული როგორ გამოიყურება, უფრო სწორად ვიცი ის, ვინც ის დაინახა-გრინზე მიანიშნა, რომელიც კვლავ გონდაკარგული მიეწვინათ-მის გონებაში ჩემი ორეული უკვე დავინახე, ახლა შემიძლია მისი მშობლიური სამყარო ამოვიცნო ყველა შესაძლო ვარიანტთა სივრცეში და იმ სამყაროს მივაგნო, სადაც ბლექი გაიტაცეს.
-ამას რამდენი ხანი დასჭირდება?-იკითხა დავოსმა.
-რამდენიმე წუთი, მხოლოდ
ერთი რამ მჭირდება-უანდერმა კარადა გადმოქექა და უჯრები გადმოყარა-აჰა!-წამოიყვირა და წამში უზარმაზარი წიგნის უკან გაუჩინარდა.
-ბელზებაბის წიგნი?-წამოიძახა სვარტმა-მის უანდერ, არ გინდათ! გემუდარებით?
-ბელზებაბი ცუდი ტიპია?-გვერდით ამომდგარ დავოსს გადაჰხედა ამირეჯიბმა.
-ამბობენ, რომ ხასიათები კარგი აქვს, უბრალოდ ცუდი შელოცვები მოიგონა.-უპასუხა კაცმა მხიარულად.
-შავი მაგია! ამას ნიშნავს ეს წიგნი-ყდის უკან უანდერის თავი გამოჩნდა-ამის გარეშე იმ სამყაროში ვერ შევაღწევთ და არ მსურს, სხვა ვარიანტების განხილვა, რადგანაც ერთადერთი რამ, რომელთანაც ბრძოლა თავიდანვე წაგებულია, დროა!
-ნება შენია, მის ჯადოქარო-აღტაცებული ხმით დაეთანხმა სვარტი.

ქვიშიან სანაპიროზე ერთი ადამიანის ნაფეხურები ზოლად გაწელილიყო. ჩამავალი მზის ოქროსფერი სხივები იისფერი შეფერილობის ოკეანეზე ანცად დათამაშობდნენ.
ფრინველთა მკივანა ხმა ქარისა და ტალღების ერთობლივ შრიალს ერწყმოდა, ეს მელოდია ბლექის ყურებს საამოდ ჩაესმოდა.
ოქროსფერი ქვიშია სანაპიროზე, საღამოს მსუბუქ ბინდში გახვეული ლამაზი ფიგურა ნელა მიიწევდა წინ. საუბარში გართული ვერ ამჩნევდა, რომ ტანზე შემოხვეული თეთრი აბრეშუმის გრძელი ნაჭერი ქარს თითქმის შემოეძარცვა მის ტანზე და იგივე ფერის საცურაო კოსტიუმს უჩენდა.
საუბარში გართული გრძელ, გამხდარ ფეხებს სიამოვნებით აფლობდა ქვიშაში.
-მაინც რა ჭკვიანია უანდერი-ჩაიცინა და გვერდით მიმავალ მაღალ, ქერა გოგონას გაჰხედა-ვაღიარებ, თავიდან რომ დაგინახე, გული გამისკდა, მაგრამ ახლა ვიცი, რაც სურდა ალქაჯს. და გამოუვიდა.
-ბოლოს და ბოლოს გაიხსენე, გენიალური ფსიქოლოგი რომ ხარ?-ჩაიცინა გოგონამ.
-გავიხსენე, რომ მთავარია გაიაზრო, ვინ ხარ, შემდეგ კი ყველაფერი შესაძლებელი გახდება.
-როგორ ფიქრობ, დიდი ხანი დაგჭირდება აქედან გასასვლელის პოვნისთვის?
-გასაქცევ გზას მანამ ვეძებდი, სანამ უანდერის მინიშნება, ანუ შენ მოხვიდოდი-ფიქრიანად უპასუხა ბლექმა-ახლა კი ვიცი, რომ კომფორტულად უნდა მოვეწყო და დავიცადო, სანამ ჩემი გოგონები მოვლენ.
ქერამ ეშმაკურად გაიღიმა, დაიხარა, ოქროსფერი, ბრწყინავი ქვიშა ხელში აიტაცა და გაკვირვებით ანიშნა ბლექს ქვიშის მარცვლებზე, რომლებიც გრავიტაციის ძალას აღარ ემორჩილებოდნენ და ნელ-ნელა ცისაკენ მიიწევდნენ.
-ქარიშხალი იწყება, დროა დავბრუნდეთ, ირის.
ბლექმა გოგონას ხელი ჩასჭიდა, სევდიანი ღიმილით გაჰხედა ნაპირზე აზვირთებულ ქვიშის კედელს, რომელიც ნელ-ნელა მისკენ მოიწევდა და სწრაფი ნაბიჯებით გაუყვა საკუთარ ნაკვალევს.

4

ჯერ კიდევ გაზაფხულის გრილი საღამოს ჰაერში აბოლებდა დეტექტივი სიგარეტს, როდესაც ბლექმა დაურეკა და “დღემურაში” შეხვედრა სთხოვა.
-უანდერი?-ჰკითხა მეგობარს, როდესაც ბარში მისულს, ბლექი მარტო დახვდა.
-ვენესუელაშია.-გაიღიმა ბლექმა. ხშირად უანდერზე ისე საუბრობდა, როგორც გარეულ ფრინველზე, რომლის მოშინაურებაც რთული და დამღლელი, მაგრამ საყვარელი საქმე იყო.
-იქ რა ჯანდაბა უნდა?-ოფიციანტი მოიხმო ამირეჯიბმა და თავი იმ ადამიანივით გააქნია, რომელიც გაკვირვებითაც კი დაღლილიყო.
-მასწავლებელს ეძებს, ხომ იცი, როგორი ცოდნის მოყვარულია. მინერალთა მაგიის შესწავლა სურს.
-იცი რას ვფიქრობ? ცოდნის მოყვარული კი არა, დროა, უანდერი წიგნების გროვიდან ამოვსვათ და ვინმე ჯანიანი, დაუღლელი მამრის კალთაში ჩავსვათ-სერიოზულად თქვა დეტექტივმა.
ბლექს სიცილი წასკდა და ღვინის ჭიქიდან, რონელიც ხელში ეკავა, რამდენიმე სისხლისფერი წვეთი თეთრ პერანგზე დაეცა.
-უი... ამაზე იტყოდა, ცუდის ნიშანიაო-გაიღიმა და ღვინო მოწრუპა- სანამ უანდერს უშოვი “ვინმე ჯანიანს”, საკუთარ თავზე ხომ არ იზრუნებდი?-სასხვათაშორისოდ ჰკითხა სკამზე არხეინად გადაწოლილ დეტექტივს, რომელიც მენიუს დათვალიერებით იყო გართული.
-ჯანი ინდენი მაქვს, ორმოც ხარს ეყოფა, შენ მაგაზე არ იდარდო...
-ხომ იცი, რასაც ვგულისხმობ?
-ვიცი, ხო! - მენიუ მობეზრებით დახურა და მეგობარს გაბრაზებული მიაჩერდა-კვარტალში ერთხელ ლექცია უნდა ჩამიტარო ჩემს მარტოობაზე და ერთადაც უნდა განვიხილოთ ის ვარიანტი, შემთხვევით ქალები ხომ არ მომწონს. ჩემი გამოთვლებით, ზუსტად ამ საღამოს უწევდა შემდეგი სხდომა და როგორ ამომვარდა თავიდან? წინდას გამოვაყოლებდი, რომ პირში ჩამეჩურთა შენთვის და მშვიდად დავლევდი ამ ღვინოს!
გაბრაზებულმა მოაქივლა სასმელი ჭიქაში და გვერდით მაგიდასთან მჯდარ ქალს შეუღრინა, შენ რაღას მიყურებო.
-ისიც გეცოდინება, რომ შენ აფეთქებებს მიჩვეული ვარ და ეფექტი აღარ აქვს-უდარდელად უპასუხა ბლექმა-საუბარი კი საჭიროა, დროდადრო, აბა? ვისხდეთ და ვსვათ, სანამ გონს არ დავკარგავთ?
-ძალიან კარგი იქნებოდა!
-მე კი, როგორც თავისუფალ ადამიანს, მაქვს უფლება, სხვაგვარი გართობა მსურდეს, მაგალითად, მეგობართან დალევა და საუბარი.
-ბლექ-დაღლილი თვალები აატრიალა დეტექტივმა-მომბეზრდა იმის მტკიცება, რომ უბედური არ ვარ, რომ მიყვარს ჩემი საქმე, ძალიან კარგად ვერთობი ყოველ დღე, ნერვებსაც მაშინ ვიშლი, როცა მინდა, თუ მარტოობისგან დავიღლები და მელანქოლიური ფიქრები მიტევს, უანდერს ვურეკავ და ორ წამში მანატრებს მარტოობას, იდეალური ცხოვრება მაქვს და ერთადერთი ნაკლი ისაა, რომ შენ ვერაფრით მოგაწონე.
-პირად ცხოვრებაზე რას მეტყვი? სიკვდილამდე მარტო აპირებ ყოფნას?
-ბლექ, სანამ შვილიშვილების სიტკბოებაზე დამიწყებ საუბარს, გამახსენე, ვის ეძახი შენ ოჯახს?
ფსიქოლოგმა ღიმილით გააქნია თავი.
-შენ და უანდერს, თუმცა თავს უფლებას ვაძლევ, დროდადრო სხვა კომპანიაშიც გავერიო. ნუთუ ვერ გესმის? მე ბებიაშენი არ ვარ, დაოჯახება და შვილების გაჩენა შენ მთავარ მიზნად რომ მიმაჩნდეს, უბრალოდ მინდა, ცხოვრებით დატკბე, ხანდახან კი შენ თავს გვერდიდან შეჰხედო. მესმის, რომ ეგ კედლები, რომლებიც შენ, ჩვენ გარშემოა, ბევრი რამისგან გიცავს, მაგრამ ისინი შესაძლოა კარგ რამესაც აკავებდნენ. მინდა, აღარ გეშინოდეს.
-მეშინია? მე?-ჩაიცინა დეტექტივმა.
-ზედმეტად ბევრი ნაძირალა ნახე ცხოვრებაში, პროფესიაც თითქოს ზუსტად ისეთი გაქვს, რომ ადამიანების არარაობაში უფრო მყარად დარწმუნდე. ადამიანები ვერაფერს დაგიშავებენ, ამირეჯიბო.
-რატომ გაწუხებს შენ ის, რაც მე თვითონ არ მადარდებს?
-იმიტომ, რომ ადამიანი საკუთარ თავს იმაზე მეტ ტყუილს ეუბნება, ვიდრე ნებისმიერი სხვა ეტყვის. და დარწმუნებული ვარ, იმაზე მეტად ვზრუნავ შენზე, ვიდრე შენ-საკუთარ თავზე.
ამირეჯიბი აკვირდებოდა მეგობრის მშვიდ, ალკოჰოლნარევ მზერას და იგრძნო, როგორ ტოვებდა დაძაბულობა, რომელიც უკვე დიდი ხანი იყო, პარაზიტივით აჰკიდებოდა და იმდენად მიჩვეულიყო, რომ საკუთარი ხასიათისგან ვეღარ გაერჩია.
-ნამდვილი მოძალადე ხარ-ჩაიცინა და ჭიქა შეივსო-მთელი ცხოვრებაა ფსიქოლოგიურ სეანსებს ნების საწინააღმდეგოდ მიტარებ, მაგრამ, ჯანდაბას, მართალი ხარ!
-ნუთუ?-წარბები აწკიპა ბლექმა, ეტყობოდა, რომ ვერ იჯერებდა ამირეჯიბის ასეთ მარტივ დანებებას.
-ჰო, შენი ხათრით ჩემი კომფორტის ზონიდან ზოტა ხნით გამოვალ. უბრალოდ, არ მინდა, ჩემზე დარდობდე-დაამატა რბილად.
-დამიმტკიცე, რომ ეს უბრალოდ სიტყვები არაა!
-მაგის დამტკიცება შეუძლებელია, უბრალოდ უნდა დაიცადო და ნახავ...
-რამდენი ხანია, რაც შვებულება არ აგიღია?
-ეგ შეუძლებელია, ბლექ.
-შესაძლებელია, როგორმე შენ გარეშეც მოკვდება ხალხი, ზაფხული იწყევა, დამნაშავეებიც კი კურორტზე გადაინაცვლებენ, აბა რა გინდა დაცარიელებულ ქალაქში?
იმის გამო, რომ ბლექის წყენინება არ უნდოდა, თუ იმის, რომ რაღაც უცნაური წინათგრძნობა ეუბნებოდა, რომ ამ ჯერად მეგობრისთვის ყველაფერი უნდა დაეჯერებინა, ამირეჯიბი დათანხმდა შვებულების იდეას და რამდენიმე კვირის შემდეგ დაგეგმა დასასვენებლად გამგზავრება.
დარჩენილი საღამო ბლექი უჩვეულოდ სევდიანი ჩანდა, თუმცა მისი მზერის მიღმა ყოველთვის იყო რაღაც ამოუცნობი, დამაეჭვებელი, რასაც ამირეჯიბი მუდამ გაურბოდა.
თუ გავურბივართ იმას, რისიც გვეშინია, მას ჩვენ დაუცველ ზურგს ვაჩვენებთ და ჩუმად მოპარვის საშუალებას ვაძლევთ. თვალებში ჩახედვას ვუფრთხით და ვეხმარებით, უფრო შეუცნობელი და საზარელი გახდეს მაშინ, როდესაც შიშის წინააღმდეგ ერთადერთი იარაღი მზერის უტეხად გასწორებაა.

***
-საკმაოდ რეალისტი ადამიანი ჩანხართ, როგორ მოხდა, რომ თქვენ გარემოცვაში ალქაჯი აღმოჩნდა?ან საერთოდ, ამგვარ სიტუაციაში როგორ გაეხვიეთ?-ჰკითხა დეტექტივს გვერდით მჯდომმა კაცმა.
დავოსმა მანამდეც რამდენჯერმე სცადა საუბრის წამოწყება, თუმცა ამირეჯიბი ჯიუტად დუმდა.
დეტექტივმა კუშტად მოავლო მზერა ადგილს, სადაც უანდერმა მოიყვანა.
მიწისქვეშა ღამის კლუბის მსგავსი დაწესებულება არაფრით ჰგავდა იმ ადგილებს, სადაც ადამიანები ღამეული გართობებისთვის დადიოდნენ. უზარმაზარი ოთახი, სადაც გრძელი, დაბურილი დერეფნიდან აღმოჩდნენ, წითელი სანთლებით სუსტად იყო განათებული.
დარბაზი სავსე იყო სტუმრებით, რომლებიც როიალის ხმის ფონზე საუბრობდნენ.
მაგიდები არსად ჩანდა, ხალხი იატაკზე, ნახევრად მწოლიარე პოზაში მოკალათებულიყო, ყველაფერი უცნაური იყო იქ ამირეჯიბისთვის- ხავერდოვანი იატაკი, მკერდმოშიშვლებული და ნიღაბაფარებული ულამაზესი სილუეტის მქონე ქალები, მამაკაცები, რომლებსაც თვალები უცნაურად უბრწყინავდათ, თითქოს იქ იყვნენ და ამავდროულად სადღაც შორს. ვერავინ ამჩნევდა კუთხეში მიმსხდარ დავოსსა და ამირეჯიბს, რომლებიც ურთიერთსაწინააღმდეგო რეაქციით აკვირდებოდნენ მათ თვალწინ გადაშლილ სცენას- კაცს სახეზე სიამოვნება ეწერა, ქალს-ზიზღი.
დარბაზში ერთმანეთში ჩახვეული წყვილებიც მრავლად იყო, მამაკაცები, ქალები და გაურკვეველი სქესის არსებები ყველაზე ბნელ კუთხეებში ერთმანეთში ისე არეულიყვნენ, დეტექტივს გულისრევა მოაწვა.
-სად ჯანდაბაშია უანდერი?!-ამოიოხრა და ეცადა, ახლო მდებარე კუთხიდან მომავალი კვნესის ხმა დაეიგნორებინა.
-კითხვაზე არ გიპასუხიათ.
-პასუხი არ არსებობს.
-ანუ თქვენდაუნებურად მოხდა?
-რამე მეტყობა, რომ ჩემი ნებით გავყოფდი თავს ამ სი*ობაში?
დავოსმა ჩახლეჩილი ხმით ჩაიცინა.
-არა და არ ჰგავხართ ისეთ ქალს, რომელსაც თავგადასავლები არ უყვარს.
-მიყვარს, საქმეც მაგაშია, რომ მიყვარს, იმიტომაც მაქვს მრავლად ეს „თავგადასავლები“ და მეტი აღარ მინდა, მით უმეტეს, ისეთი, რომლებშიც ერთი არაფრისმცოდნე მოკვდავი ვარ.
-აჰ, გასაგებია...
-რა არის გასაგები?-გულხელდაკრეფილი და წარბშეკრული მიუბრუნდა ამირეჯიბი.
-ის, რომ არ მოგწონს, როდესაც მთავარი მოქმედი გმირი შენ არ ხარ. ეს შენი მოედანი არაა, ისე ვერ თამაშობ, როგორც გიყვარს და გამოგდის. მიყვარს დომინანტი ქალები- გაიღიმა კაცმა და ამირეჯიბის გაცეცხლებულ მზერაზე სიცილი აუტყდა- თუმცა ცდები, როცა გგონია, რომ ეს სფერო შენი მოედანი არაა, შეუპოვარი ხარ, ეგ კი ყველგან პირველ ადგილზე გამყოფებს.
-უკვე ოცი წუთია უანდერს და იმ „სვარკას“ ამოუხსნელი არსებების ბორდელში ველოდები, წარმოდგენა არ მაქვს, იმ ფარდის მიღმა სად წავიდნენ-ხელი უზარმაზარი, მეწამული ფარდისაკენ გაიშვირა, რომელშიც მანამდე მისი მეგობარი და სვარტი გაუჩინარდნენ. ფარდით დაფარული თაღის წინ ორი მაღალი, ტანწვრილი, თუმცა დაკუნთული ახალგაზრდა ასვეტილიყო, რომლებსაც ამირეჯიბმა ვერაფერი შეასმინა- ეს გამხდარი გორილები მგონი საერთოდ არცერთ ენაზე არ საუბრობენ და მეც იდიოტივით ვზივარ და ჩემზე უფრო იდიოტ მეგობარს ველოდები. ამასთან, არავინ ინება, ჩემთვის ნორმალურად აეხსნა, რა ხდება და აქ რატომ ვარ. თავი ერთი უნიჭო დეტექტივის საცოდავი პერსონაჟი მგონია, რომელსაც ყველაფერს უმალავენ, რომ შემდეგ მკითხველში ეს დედა“$ნული აღფრთოვანება გამოიწვიონ! ხოდა არა, ჩემო დავოს, არაფრით არ მგონია თავი ჩემ მოედანზე.
-რამდენჯერმე გამოვთქვი მზადყოფნა საუბრისთვის, თუმცა თავად არ ისურვე- ნაწყენი ტონები შეერია დავოსს- და აქაც სწორედ იმიტომ დავრჩი, რომ გაურკვეველ, მიტოვებულ პერსონაჟად არ იგრძნო თავი.
-აჰა, ესე იგი, ჩემზე ზრუნავ, არა?-ჩაიცინა ამირეჯიბმა და კაცის სერიოზული მზერის გააზრებისას უხერხულად გაიწია მოშორებით- მაშინ ამიხსენი, სად ვართ და რას ვაკეთებთ?

დავოსმა ხელი ასწია და ულამაზესი ტანის მქონე, წელს ზემოთ შიშველ გოგონას ხელით უხმო.
-ორი ფიალა ელფური ღვინო და ცოტაოდენი დამარილებული გველთევზა, თუ შეიძლება.
გოგონამ ღიმილით დაუქნია თავი და მშვენიერი უკანალის რხევით გაემართა შეკვეთის მოსატანად.
-აქ არაფრის დალევას არ ვაპირებ-აიმზირა ამირეჯიბი, როდესაც გოგონა ლანგრით დაბრუნდა და მათ წინ, იატაკზე დააწყო ორი ორნამენტებიანი, ოქროს ფიალა.
-ცოტაოდენი განტვირთვა არ გვაწყენდა - მხრები აიჩეჩა დავოსმა და ღვინო მოსვა- საუკეთესო ღვინოა ქვეყანაში, უნდა გასინჯო... და ნუ ღელავ, აქაურებისთვის ამგვარი ქცევა ნორმაა, ღვინით თრობა არაფერ შუაშია.
ამირეჯიბმა ფარდას გაჰხედა და რაც არის, არისო, ჩაიბუტბუტა.
-ჩვენ მომავალ მოგზაურობას გაუმარჯოს-ჭიქა გაუწოდა კაცმა-ღმერთების დახმარება არ მოგვკლებოდეს!
-რას ამბობდი, აქ რა გვინდაო?-იკითხა დეტექტივმა და ღვინო დააგემოვნა. შუშხუნა სითხის ზედაპირზე ჰაერის ოქროსფერი ბურთულები სწრაფად სკდებოდნენ და ისეთ ილუზიას ქმნიდნენ, თითქოს ვარსკვლავები ციმციმებენო. ღვინოს ყვავილების არომატი ჰქონდა, ოდნავი სიტკბო არაჩვეულებრივად სასიამოვნო დასალევს ხდიდა.
-მის უანდერი ძლიერი ალქაჯია, ცოდნის წყურვილმა მაგიის მრავალი ჩახერგილი გზა გაუთავისუფლა, თუმცა მაინც რჩება ისეთი რამეები, რასაც დამოუკიდებლად ან თუნდაც, სხვა მაგების დახმარებით შეძლებდეს. შავი მაგია, ისე, რომ უსაფრთხოდ იქნეს გამოყენებული, იმ ცოდნას მოითხოვს, რომელსაც ადამიანთა მოდგმას არასდროს გაუზიარებენ. უანდერი და სვარტი ელფების ერთ-ერთი უხუცესის, ალესტის სახლში მოვიდნენ, რათა დახმარება სთხოვონ. ახლა სავარაუდოდ ვაჭრობა მიდის იმაზე, რას მიიღებს ალესტი სანაცვლოდ.
-და ეს ვიღაც ალესტა ბლექამდე მიგვიყვანს?
-ბლექამდე მის უანდერი მიგვიყვანს, ელფები, ხატოვნად რომ ვთქვა, მას იმ ჩირაღდანს გადასცემენ, რომლითაც გზა უნდა გავინათოთ.
-მისტერ დავოს, ამირეჯიბო!-წკრიალა ხმამ წყვილს საუბარი შეაწყვეტინა. მეწამული ფერის ხავერდის ფარდიდან უანდერს თავი სასაცილოდ გამოეყო- მზად ხართ?
-რისთვის?- ფეხზე წამოხტა ამირეჯიბი.
-ბლექთან მივდივართ!-გაბრწყინებული სახით დაიყვირა ალქაჯმა-მე ის ვნახე! ზღვის პირას, ქვიშაზე იყო წამოკოტრიალებული და მზეს ეფიცხებოდა, გაგიჟდება კაცი, არა?
-უანდერ, ხუმრობ?
-მალე ყველაფერს თავად ნახავ!.. ბიჭებო, შემოუშვით ჩემი მეგობრები, ალესტის ბრძანებაა, პაროლია „Taur“ - მცველებს თვალი ჩაუკრა და ფარდა გადასწია. მის უკან სიბნელის მეტი არაფერი ჩანდა, თითქოს დარბაზიდან შესული სინათლის სხივებიც უჩვეულოდ ღრმა წყვდიადში იკარგებოდა.
-წარმატებული მოგზაურობა, Muinthel- ჩაილაპარაკა ერთ-ერთმა მცველმა და ლამაზი სახე უანდერისაკენ მიაბრუნა. ამირეჯიბმა, მისდა გასაკვირად შენიშნა, რომ ბიჭი იღიმებოდა.
-გმადლობ, hanno- გულწრფელი ღიმილი დაუბრუნა უანდერმა.
-რაებს ეძახიან ერთმანეთს?-ჰკითხა დეტექტივმა დავოსს, როდესაც ფარდის მიღმა სიბნელეს თვალი შეაჩვია და მიხვდა, რომ უბრალოდ ბნელ, ქვით ნაშენ დერეფანში იმყოფებოდნენ.
-ელფური ენაა-უპასუხა კაცმა-მცველმა მის უანდერს და უწოდა. უცნაურია, ალბათ აქ მას კარგად იცნობენ.
-უცნაური?-სვარტის ხმა ახლოდან გაისმა და მოსაუბრენი მოულოდნელობისგან შეკრთნენ- უფრო დაუჯერებელი! ჯერ არ მინახავს, ელფები ჩვენ მოდგმას ისე მოქცეოდნენ, როგორც თანასწორს, ძირითადად ისე გვიყურებენ, როგორც ნეხვის ტომრებს.
-მეგობრებო, მგონ ადგილზე ვართ!- უანდერი, რომელიც სხვებზე წინ მიდიოდა, შედგა და სანთებელა აანთო.
დეტექტივს დრო დასჭირდა, სანამ სიბნელეს მიჩვეულ თვალებს სინათლის წყაროს გაუსწორებდა.
უანდერი დერეფანში გამოკვეთილი მეტალის კარის წინ იდგა, ხელში უცნაური, დაგრეხილი, შავი ფერის სანთელი ეკავა და რაც ყველაზე უცნაური იყო, სახეზე შეშფოთება და თითქმის შიშიც კი ეწერა.
-ახლა ბელზებაბის ლოცვა უნდა წარმოვთქვა- სუსტი ხმით მიმართა მეგობარს- თუ ელფებს დავუჯერებთ, მათი მაგიის წყალობით ამ ადგილებში სამყაროთა შორისი საზღვრები შესუსტებულია. მაქსიმალური კონცენტრაცია მჭირდება, რომ ზუსტად იქ მოვხვდეთ, სადაც საჭიროა, ამიტომ, რაც არ უნდა მოხდეს, ხელი არ შემიშალოთ, კარგი?
დეტექტივმა ოდნავ დაიქნია თავი.
ალქაჯმა კარის წინ დაიჩოქა და უცნობ ენაზე ბუტბუტს მოჰყვა. ამირეჯიბს სუნთქვა შეეკრა, როდესაც დაინახა, როგორ აალდა შავი სანთლის ფითილი დამოუკიდებლად.
მალე სანთლის შუქი ყველაზე ნაკლები საზრუნავი გახდა, ვინაიდან თუ კი უანდერის ლოცვის დაწყებამდე დერეფანში სრული სიჩუმე იდგა, წამში იქაურობა უამრავი ხმით გაივსო.
თავდაპირველად დეტექტივს გაუჭირდა აღქმა, საიდან მოდიოდა ხმები, რომლებზეც გადაჭრით ვერ იტყოდი, ცხოველებს ეკუთვნოდა თუ ადამიანებს- ყვირილი, ღრიალი, კვნესა, სიცილი, ყველაფერი თითქოს ყველაფრიდან ისმოდა. შეშფოთებულმა გაჰხედა უანდერს, რომელიც ხმაურზე არ რეაგირებდა და კარის წინ დაჩოქილი დაწყებულ საქმეს აგრძელებდა. ამირეჯიბმა იარაღი მოსინჯა, ცივი მეტალისთვის ხელი არ გაუშვია, ისე გაიწია გვერდით, რადგანაც მიხვდა, რაც ხდებოდა- დერეფანში მხოლოდ ერთი კარი არ იყო. უფრო მეტიც, იგი სავსე იყო მასში ოსტატურად დატანებული გასასვლელებით, ზოგიერთი კარი მეტალის იყო, იმის მსგავსი, რომელის წინაც უანდერი დამდგარიყო, ზოგი კი იმავე მასალისგან იყო გამოკვეთილი, რითაც თავად ლაბირინთი. სწორედ სხვადასხვა კარიდან გამოდიოდა ის სულის გამყინავი ხმები, რომლებსაც უშიშარი დეტექტივის კანზე ჭიანჭველები გაეჩინა.
ნუთუ ასეთივე საშიში გზა გაიარა ბლექმა, როდესაც გაიტაცეს?
ინსტიქტურად მოძებნა დავოსის მხარი და ისე ჩაეჭიდა, თითქოს მიწიდან მოწვეტისგან და უსასრულობაში დაკარგვისგან მხოლოდ ეს დააკავებდა.
აუტანელი მოლოდინი იქამდე გაგრძელდა, სანამ უანდერის ხელში სანთელი მთლიანად არ ჩაიღვენთა. გოგონას ხელებზე მისგან მხოლოდ შავი მაგმის მსგავსი ზოლებიღა დარჩენილიყო, ხმაური კი ისევე სწრაფად გაქრა,როგორც დაიწყო.
-ესეც ასე-ალქაჯი ფეხზე წამოდგა და თვალები ახალგაღვიძებულივით ააფახუნა- ამ შელოცვისთვის საუკუნო წყევლა ავიკიდე, თუმცა უმეგობრობა უარესი წყევლა იქნებოდა.
ამირეჯიბმა მხოლოდ მაშინ შეამჩნია, რომ დავოსის შთამბეჭდავი ზომის მკლავს მთელი ტანით იყო აკრული და უხერხულად გადგა გვერდით. გრძნობდა, რომ კაცი იღიმებოდა.
-ახლა რა ხდება?-ჰკითხა მეგობარს.
-კარს გავაღებთ და ვნახავთ-მხრები აიჩეჩა უანდერმა-წესით, უნდა გამოსულიყო... თქვენ მაინც მზად იყავით, რა ვიცი, რამე არ გამოხტეს...
-უანდერ, ნერვებს ნუ მიშლი, ეჭვების დრო აღარაა- თითქოს საკუთარი სისუსტის გამოსყიდვა სცადაო, დეტექტივმა იარაღი კარს დაუმიზნა და დაამატა- გააღე!

***
იდენტურ დერეფანში ცოტა არ იყოს, იმედგაცრუებულნი მიიწევდნენ წინ. სისხლს მოწყურებული ამირეჯიბი დავოსს თავს არიდებდა და ყველასაგან მოშორებით, მოწინავე პოზიციაში მიიწევდა.
-იქნებ, იგივე სამყაროში ვართ?-გასძახა უანდერს- ზუსტად იმ გზას გავდივართ, რითიც მოვედით. ხო არ გადაგაგდეს ელფებმა?
-ისე, კაიფი კი უყვართ მაგათ- გაისმა დავოსის ეჭვნარევი ხმა.
-არა, აქაურობა სხვანაირია, უბრალოდ თქვენ ვერ ამჩნევთ-მოუჭრა უანდერმა-მისმინეთ, წარმოდგენა არ მაქვს, აქედან რომ გავალთ, რა ან ვინ დაგვხვდება. მართალია, დერეფნები გარეგნულად იდენტურია, თუმცა გარემო...
-იგივე მუსიკა ისმის- ყურები ცქვიტა მაქძებარმა- გეუბნები...
-შშ!- უანდერი მეგობარს წამოეწია-აქ შესაძლოა ჩვენი ორეულები იყვნენ, გრინმა სწორედ ისინი ნახა, თუმცა არაფერი უთქვამს დავოსსა და სვარტზე. ერთად არ უნდა გავიდეთ, მაქსიმალურად ჩვეული სანახავები უნდა ვიყოთ, ასე რომ... მგონი, ჯობია გავიყოთ.
-უანდერ, ჯანდაბა, შენ რა, ფილმებს არ უყურებ?-გაოგნდა ამირეჯიბი.
-რა?
-რა და ნებისმიერი გაყოფის გადაწყვეტილება ფილმის პერსონაჟის სიკვდილის წინა პირობაა! ჩვენ საშინელებათა ფილმში ვართ, ეგ მეტი კი არაფერია! ხო და ახლა თუ გავიყოფით, ყველას დედა გვაქვს ნატირები, გპირდები!
-მოეშვი მეზღაპრეობას, მე უკეთ ვიცი, როგორ მუშაობს პარალელური სამყაროები- შეუვალი სახით განუცხადა უანდერმა და დავოსს მიუბრუნდა-მისტერ სვარტმა იცის, როგორ მიპოვოს. ახლა მთავარი აქედან უსაფრთხოდ გასვლაა, თუ ეს სამყარო ჩვენსას ჰგავს, მაშინ შენობის გასასვლელში შეგხვდებით.

დერეფნის ბოლოს მეწამულ ფარდას მიაღწიეს თუ არა, დარწმუნდნენ, რომ უანდერის „თუ“ მართალი იყო- ყველაფერი იდენტურად გამოიყურებოდა.
-მცველებთან გავალთ, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ორეულებს იცნობენ და ჩვენი იქ გამოჩენა არ გაუკვირდებათ...
-საყვარელო! - გაისმა ხმა და უანდერს სიტყვა პირზე შეეყინა. სვარტმა და მისმა კომპანიონმა ძლივს მოასწრეს გადამალვა, რომ ფარდა გადაიწია და იქიდან გამოჩნდა...
-სვარტ!-უჩვეულოდ მაღალი ტონალობით ამოიწრიპინა ალქაჯმა და მის გვერდით მდგარ, პირდაღებულ ამირეჯიბს მუჯლუგუნი ჰკრა-ნუთუ ეს შენ ხარ?
-გვარით მიხმობ ჩემო მტრედო?-წარბები აათამაშა კაცმა- ეს რამე ახალი თამაშია?
-ე-ე...-უანდერმა საშველად მეგობარს გადაჰხედა, რომელიც შეკავებული სიცილისგან აწითლებულიყო- არა, ჩემო მ-მ... მტრედო-ამოღერღა ბოლოს, როდესაც სვარტმა მასთან მიაღწია და წელზე ხელი ვნებიანად მოჰხვია.
-როგორ მომენატრე, ჩემო ყვავილო...-უანდერს ლოყაზე თითი ნაზად ჩამოუსვა და ლოყაზე მსუბუქად ეამბორა.
-რა მულტიფუნქციური ხარ- თავი ვეღარ შეიკავა ამირეჯიბმა და ახარხარდა- მტრედი და პარალელურად ყვავილი...
-ფუნქციებზე ვინ საუბრობს?-ახალი ფიგურა გამოჩნდა ფარდიდან-ჩემი ქალი ერთდროულად პანტერაცაა, ფისოც, ლომიც, არწივიც და ბატკანიც- თვალის დახამხამებაში დავოსის ორეული დეტექტივთან გაჩნდა, ორივე ხელი ჩაავლო ლოყებში და მძლავრად დაეწაფა მის ტუჩებს.
ამირეჯიბმა გონს მოსვლა ვერც მოასწრო, ისე აღმოჩნდა კაცის უზარმაზარ მკლავებში გამომწყვდეული, ხელები უღონოდ გაშალა და მანამდე მოჰყვა აქეთ-იქით ქნევას, სანამ დავოსმა არ გაათავისუფლა.
-ღმერთო ჩემო!- წამოიყვირა ქალმა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა-კინაღამ დამახრჩე!
-თვითონ უარესებს მიშვრება ხოლმე-გაოგნებულ უანდერს თვალი ჩაუკრა დავოსმა და სერიოზული სახე მიიღო-აბა, მშვენიერებო, იპოვეთ ორეულები? თუ კიდევ ახალი სიურპრიზები მოგვიტანეთ?
-ბლექი გვჭირდება- მიუგო გონს მოსულმა ამირეჯიბმა და დავოსის ტორი წელიდან მოიშორა-თქვენთან სასაუბროდ არ გვცალია, ჯელტმენებო, ჩვენმა ორეულებმა საკმაოდ ბევრი რამ იციან. დრო არ ითმენს...
-კი მაგრამ, თქვენ არ თქვით, რომ ბლექი ქვიშის ხაფანგიდან მანამ ვერ გამოვიდოდა, სანამ აქტს არ დათანხმდება?
-რა?-წამოიყვირა უანდერმა და ამირეჯიბის მზერაზე სწრაფად დაამატა- მერე, არ იცით, რომ წესებს სხვებისთვის იგონებენ და არა საკუთარი თავისთვის? ჩვენ მიღებულ კანონს როცა მოგვინდება, მაშინ დავარღვევთ და ამაზე ახსნა-განმარტების მიცემა არ დაგვჭირდება. დროზე, ბლექთან წამიყვანე, მტრედო!- პრეტენზიულად მიეხუტა სვარტს.
-ვგიჟდები, როცა ქალი დომინანტობს- ტუჩზე იკბინა სვარტმა და საფირმო ჟესტი-ლოყაზე თითის ნაზად ჩამოსმა კვლავ გაიმეორა.
-მაშ მე სულ გაგიჟებული უნდა დავდიოდე- გადაიხარხარა დავოსმა, ამირეჯიბი ხარბად შეათვალიერა და უკანალზე ხელის მოთათუნებაც კი სცადა, რაზეც დეტექტივმა დროულად მოახდინა რეაგირება.
-ჯერ საქმე- თვალი ჩაუკრა კაცს და ფარდისაკენ გაემართა- დროზე, ჩვენი ორეულები სადაცაა ყველაფერს გაიგებენ!
-ჰა-ჰა! შესაძლოა უკვე უკანაც მოგვყვებიან- გადაიკისკისა უანდერმა- ასეთ შემთხვევაში ვეტყოდი, რომ დაიცადონ, სანამ მათთან დაბრუნებას შევძლებდეთ და არაფერი მოიმოქმედონ!
***
-უამრავი მამაკაცი ყოფილა ჩემ ცხოვრებაში. ზოგიერთი მათგანი თითქმის სრულყოფილიც კი. სრულყოფილებას ვერ ვიტან, მაგრამ ჩემთვის სრულყოფილება სწორედ ისეთია, როგორსაც ვიტან. მოკლედ, შემხვედრია არასრულყოფილი სრულყოფილებაც, ძალიან ცუდებიც და ძალიან კარგებიც. ისეთებიც, მათ მკლავებში რომ მიფიქრია, ოღონდაც აქ სამუდამოდ დავრჩე-მეთქი, მაგრამ რაოდენაც არ უნდა ჩავეთრიე სრულყოფილებას, ყოველთვის მიკაკუნებდა გარედან რაღაც. როგორც ფსიქოლოგი, ჩემ თავს აუცილებლად ვურჩევდი, რომ ამგვარი დამოკიდებულება, რაც არ უნდა კარგად ჩანდეს, დესტრუქციულია, შენგან აუცილებლად წაიღებს რამეს-მეთქი, მაგრამ სწორედ ესაა მეგობრობის ნამდვილი აზრი-უზიარებ და ეს გაზიარება ბედნიერებას განიჭებს.
ჩემ ცხოვრებას სრულად ვერავის ვერასდროს მივცემ, რადგან მისი განუყოფელი ნაწილია ორი ქალი. ისინი მუდმივად მიცავენ, რომ ჩემი თავი რაიმეში ბოლომდე არ ჩავფლა, თუნდაც ნებაყოფლობით. ხშირად მიფიქრია, ნამდვილი ჯოჯოხეთი ჩემთვის არასდროს იარსებებს, იმიტომ, რომ იქ ჩასულს ამირეჯიბი და უანდერი უეჭველი დამხვდებიან ან უკან დამედევნებიან-მეთქი.
ახლაც, მიუხედავად ამდენი ცდუნებისა, ვერ ვივიწყებ იმ ორ შერეკილს, ანდა როგორ დავივიწყო, როცა ერთმა საკუთარი წარმოსახვა გამომატანა, მეორემ კი თინეიჯერობისას საკუთარი სახელი ამომატვიფრინა მაჯაზე, რათა დარწმუნებულიყო, რომ არასდროს დავივიწყებდი.
აბრეშუმის უთხელეს, შავ ხალათში გამოწყობილი ბლექი მწვანე ხავერდით გაწყობილ დივანზე გადაწოლილიყო, ხელში ღვინით ნახევრად სავსე ჭიქა ეჭირა და მის წინ მჯდომს აციმციმებული თვალებით აკვირდებოდა.
-ბლექ, ხომ იცი, რომ ისინი აქ ვერ გიპოვიან? -ჩაიცინა ჯიბუტმა და ქალისკენ დაიხარა-ისიც იცი, რომ დიდ ხანს ვეღარ გაუძლებ. ვგრძნობ, როგორ გინდივარ, ალბათ, ჩემმა ორეულმა შენი სამყაროდან, გაგაწბილა. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ თქვა ასეთ ქალზე უარი, თუმცა მე ამ შეცდომას არ დავუშვებ.
ქალს ხავერდოვან კანზე თითები გადაუსვა და ნერწყვი ხმაურით გადააგორა.
-მუცლის ქვეშ წვას გრძნობ, სხეულის ტემპერატურამ აგიწია, გული აგიჩქარდა და ერთი სული გაქვს, შარვალი მოვიშორო... თუმცა...-კაცმა უკან დაიხია და საკუთარ ადგილს დაუბრუნდა. ბლექს რამდენიმე წამი დასჭირდა იმის გასააზრებლად, რომ სუნთქვა, რომელიც სახეზე მაცდურად ელამუნებოდა, უკვე შორიდან ისმოდა- რა თქმა უნდა, ვერაფერს დაგაძალებ. ჯობია, კიდევ ერთი საღამო გავიყვანოთ ღვინის სმასა და ბაასში.
-თუ კი ამდენი რამ იცი, ბატონო რატი, ისიც გეცოდინება, რომ ჩემი მეგობრების შეშლილ ორეულებს უნდათ, რომ დავორსულდე. სწორედ ამიტომ მოგიყვანეს აქ შენი დიდი... პერსონით.-დაასრულა ღიმილით.
-შენ ხომ არასდროს გინდოდა ბავშვები? ცხრა თვე მოიცადე, მიეცი რაც უნდათ და დაუბრუნდი შენ ცხოვრებას.-მსუბუქი ღიმილით უთხრა ჯიბუტმა.
-ის ფაქტი, რომ აქაურ ბლექს ახლოს იცნობდი, არ ნიშნავს იმას, რომ მეც მიცნობ-წარბი შეკრა ფსიქოლოგმა-გროშადაც რომ არ მიღირდეს რაიმე, მაინც არ დავუთმობდი ამ საზიზღარ ხალხს, რომლებმაც გამიტაცეს და ჰგონიათ, აქ გამოკეტვით ყველაფერს მაიძულებენ. ასეთ სითავხედეს არავის ვაპატიებ, მით უმეტეს, არ დავუთმობ ჩემ ნაწილს, თუნდაც ეს გადარჩენის ერთადერთი გზა იყოს!
-სასიამოვნოა მუდამ გაწონასწორებული ბლექის სიბრაზის ხილვა-თითები საკუთარ ტუჩებზე გადაატარა ჯიბუტმა-და მე არასდროს დავიღლები შენთან თამაშით.
-დროა, მიხვდე, რომ მარტო თამაშობ, მე უბრალოდ გიყურებ-ღვინო გამოცალა ბლექმა და ფეხზე წამოდგა.
ოთახიდან ფართო, შემინული კარი დიდ აივანზე გადიოდა, საიდანაც ლამაზი, მაგრამ ბლექისთვის საძულველი ხედი იშლებოდა-ზღვა, ფრინველები და ჩამავალი მზე.
ტყვეობაში ყოფნისას ფსიქოლოგმა გაიაზრა, რას ნიშნავს ნამდვილი ერთფეროვნება. სამოთხეც კი ჯოჯოხეთად იქცევა, თუ კი მასში არაფერი შეიცვლება.
სწორედ ამიტომ არსებობს დრო, სიკვდილი-სხვანაირად ცხოვრება გარდაუვალი ტანჯვა იქნებოდა, ხოლო ბედნიერების ერთწამიანი მონაკვეთები, რომლებიც, გამართლების შემთხვევაში ადამიანებს ეძლევათ, უბრალოდ არ იარსებებდა. არჩევანის ილუზიაც კი იმაზე მიმზიდველია, ვიდრე უკვდავება.
ბლექის საპყრობილე ქვიშაში ნაგები ოთხსართულიანი სახლი იყო, რომელიც საკამოდ კომფორტული საცხოვრებელი აღმოჩნდა. იქვე იყო უზარმაზარი შიდა აუზი, კინოთეატრი და ჩოგბურთის სათამაშო მოედანი.
კვირაში ერთხელ ბლექს შეეძლო, სანაპიროზე გაესეირნა. ამას იგი შვებულებას ადარებდა-თავისუფლების ილუზიას, რომელიც არსაით მიდიოდა-რამდენჯერაც გაუყვა ქვიშის სანაპიროს, რათა თავი დაეღწია, იმდენჯერ მიადგა იმავე სახლს, მხოლოდ მეორე მხრიდან.
იქაურობა წრე იყო, ისევე, როგორც ადამიანის მექანიკური ცხოვრება.
იქ ყოფნისას ბლექმა დაიფიცა, რომ ცხოვრების არც ერთ წამს აღარ დახარჯავდა დინების მიმართულებით ცურვაში.
-აქ ყოფნისას უარესი ალკოჰოლიკი გავხდი-თავისთვის ჩაილაპარაკა და და აივნისკენ გაემართა. ჩვეულეი ხმების- ზღვის შრიალის, ქარის წივილისა და ფრინველთა ყივილის მიღმა მის სმენას თითქოს რაღაც ისეთი მისწვდა, რაც აქამდე არ არსებობდა.
აივანზე გასულმა იგრძნო, როგორ ევლებოდა მუცელზე ცხელი ხელები. ჯიბუტს შეეძლო, მისი წელი ორივე ხელში თავისუფლად მოექცია. კისერზე ტუჩები შეეხო, სისუსტე იგრძნო. ამ სამყაროს რატი გაცილებით მაცდური იყო.
უცხო ხმა კიდევ ერთი, ახალი ფრინველის აღმოჩნდა, რომელიც, სავარაუდოდ, ბუჩქებში ჩამალულიყო.
ხმამ ძველი დრო გაახსენა. დრო, როდესაც უანდერს საფლავების გასათხრელად დაჰყვებოდა. სწორედ ასეთ ხმას გამოსცემდნენ ერთმანეთისთვის სიგნალის მისაცემად, თუ რომელიმე სასაფლაოს გუშაგი მიუახლოვდებოდათ.
ჯიბუტის მხრებში ჩარგული თავი სწრაფად წამოსწია და თვალები გაახილა.
-უანდერ?-ჩაილაპარაკა ჩუმად და კაცის ხელებისგან თავი გაითავუსუფლა. აივნის მოაჯირს მიაწყდა და შეეცადა, საღამოს ბინდში გაერჩია, რა ხდებოდა ქვემოთ.
სახლდამდე მისასვლელი ბილიკის აქეთ-იქით ქვიშაში ხელოვნური ბუჩქები და ხეები იდგა.
-მგონი, ზედმეტი დალიე-მოესმა ჯიბუტის ღიმილნარევი ხმა-შენი მეგობრები აქ ვერასდროს გიპოვიან.
პასუხის გასაცემად კაცისაკენ შებრუნდა, თუმცა მოულოდნელი სცენის ხილამ ენა დაუბა.
გულხელდაკრეფილი, გაბღენძილი ჯიბუტის უკან ამირეჯიბი იდგა. ხელში ის ტაფა ეკავა, რომელშიც ბლექი დილაობით ომლეტს იკეთებდა ხოლმე და ჯიბუტს პირდაპირ თავში უმიზნებდა.
-ნურაფერში იქნები დარწმუნებული-ჩაილაპარაკა დეტექტივმა და ტაფა მთელი ძალით მოიქნია.
იმდენად მაღალი ხმა გაისმა, რომ ბლექი შეხტა.
ჯიბუტს სახეზე გაოგნება გამოეხატა, მეორე წამს კი თვალები აატრიალა და იატაკზე სახით გაიშხლართა.
-ყოველთვის მინდოდა ამის გაკეთება-ჩაილაპარაკა ამირეჯიბმა და ბლექს გაუღიმა-გამარჯობა, ენ.
-გაიწიეთ-გაისმა კივილი და ბლექმა, მიასწროა რა მხოლოდ ნახევრად შებრუნება მისკენ გამოქანებული რაღაცისკენ, იმ წამსვე დარტყმა იგრძნო.
წონასწორობა დაკარგა და ჯიბუტის გვერდით პირაღმა დაეცა. აფართხალებული ცდილობდა თავის დაღწევას, როდესაც მიხვდა, რომ ზემოდან უანდერი დაეცა.
გოგონა მის მუცელზე წამოიმართა, ცოცხის ნატეხები მოიშორა და და ჩაილაპარაკა:
-დაშვება ვერაფრით დავამუღამე!
-უანდერ...-გაიღიმა ბლექმა და წამოიწია- მიხარია შენი დაცემა!
-მომენატრე!-თვალებში ცრემლი გაუკრთა ალქაჯს და წამომჯდარი ბლექი ისევ წააქცია, ისეთი სიძლიერით ჩაეხუტა.
ამირეჯიბი აკვირდებოდა, როგორ კისკისებდა ბლექი, რადგანაც უანდერი განუწყვეტლივ კოცნიდა ლოყებზე და უნებურად ეღიმებოდა.
-ხომ არ შეუერთდებოდი?-მოესმა ხმა და წამში სისხლი გაეყინა. ნელა შებრუნდა ოთახის მიმართულებით და ოხვრა აღმოხდა.
საკუთარი თავი იარაღს უმიზნებდა. ზუსტად ისეთს, კაბურაში რომ ედო და ამოღება ვერ მოასწრო.
მის უკან უანდერის სილუეტი მოჩანდა. ალქაჯი ყველაზე ნაკლებად ჰგავდა პარალელური სამყაროს ორეულს. უანდერს თუ მოვერცხლისფრო, ქერა კულულები ამშვენებდა, მას ჭუჭყიანი, ყვითელი, აჩეჩილი თმები ჰქონდა, ჩასისხლიანებული, წითელი თვალებიც არაფრით მიუგავდა უანდერის გულუბრყვილო, თაფლისფერ თვალებს.
-არც კი იფიქრო იარაღის ამოღება-თავი გააქნია ამირეჯიბის ორეულმა და ჯერ კიდევ ბლექის კალთაში მჯდარ, გახევებულ უანდერს გაჰხედა- მადლობა, ალქაჯო, ახლა უკვე სამი ტყვე გვყავს.

-რა ჯანდაბა გინდათ? ვერ დატეულხართ თქვენ სამყაროში?-დაიღრიალა ამირეჯიბმა, როდესაც უანდერის ორეულმა ხელებზე ბორკილები დაადო და ოთახში შეუძღვა.
-ესე იგი ჯერ არ იციან-ორეულის ხმა თითქმის ისევე წკრიალით გაისმა, როგორც თავად უანდერის, თუმცა გაცილებით ცივი და სასტიკი იყო. ალქაჯი ნიშნის მოგებით იცინოდა.
- რა უნდა ვიცოდეთ?-გაიბრძოლა ამირეჯიბის ხელებში მომწყვდეულმა უანდერმა.
-რატომ ეძებდა ბებიაშენი პარალელურ სამყაროში გასასვლელ გზას, არასოდეს უთქვამს?-ჰკითხა ჯიბუტმა, რომელიც თავზე ყინულს იდებდა და ავი მზერით ათვალიერებდა ამირეჯიბს.
-ეს... ალქაჯთა მოდგმის უკვდავსაყოფი გზა იყო, ჩვენი გაძლიერების გზა...-ამოთქვა უანდერმა.
-ხო და ბებიაჩემიც ზუსტად იგივეს აკეთებდა, ოღონდ თავის დროზე ცრუ იდეებით თავი არ გამომიტენა და სიმართლე მითხრა-თქვა უანდერის ორეულმა- სხვა სამყაროს მკვიდრისა და აქაურის ნაშიერი იქნება მაგიის გაძლიერების გზა. ბავშვი, რომელიც ბლექს უნდა გაეჩინა, მაგრამ აქამდე ვერაფრით დავითანხმეთ. ახლა კი მეგობრები აქ ჰყავს და ვნახოთ, როგორ აიტანს მათ წამებას, კიდევ რამდენი ხანი იქნება ჯიუტი თხა!
-ამდენ მოსატაცებელ ქალში რაღა ბლექი ამოარჩიეთ?-გულწრფელი ინტერესით იკითხა უანდერმა-თხები შენკენ მოიკითხე-დაამატა, როცა გაიაზრა, რომ მისი მეგობარი შეურაცხჰყვეს.
-სამყაროთა ბალანსი აუცილებელია, ნუთუ არ იცი? ამდენი ხნით უცხო სამყაროდან უბრალოდ ვერ წამოვიყვანთ ვერავის, ძალები თანაბარი უნდა დარჩეს. ბლექი ყველაზე მარტივი დასაჭერი იყო, მარტო ცხოვრობს და არც იარაღი აქვს. ჩვენ მეგობარ ბლექს უნდა ჩაენაცვლებინა იმდენი ხნით, რამდენიც ბავშვის გაჩენას დასჭირდებოდა, შემდეგ კი დავაბრუნებდით... მაგრამ გეგმები ცოტა შეიცვალა, ახლა მეგობარი აღარ გვყავს და თქვენზეც ცოტა არ იყოს, გაბრაზებულები ვართ!
-მოიცა, მოიცა-წამოიძახა ამირეჯიბმა, რომელიც მთელი ეს დრო პირდაღებული უსმენდა მათ საუბარს და ბლექს თვალს არ აშორებდა-რა მოხდება, თუ ბალანსი დაირღვევა?
-თავდაპირველად არაფერი-ორეულს პასუხი დაასწრო უანდერმა- თუმცა თუ დიდ ხანს გაგრძელდა, სამყაროს ფუნდამენტური კანონები აირევა, რასაც ათასი კატასტროფა მოჰყვება. ზოგადად, შემთხვევითობის წესი მაქსიმალურად კეთილია, იშვიათად ხდება ის, რაც ცუდია, ამიტომ არ გვეჯახება ასტეროიდები, არ ხდება ხშირად მიწისძვრები, არ ფეთქდება ახლო-მახლო ვარსკვლავები... დედამიწის განადგურების უამრავი ვარიანტი არსებობს, შემთხვევით შეიძლება მარსსაც კი შევეჯახოთ. ვიცი, გიჟურად ჟღერს, მაგრამ ამისგან კანონები გვიცავს და თუ ამ კანონებს შეცვლას ვაიძულებთ, შესაძლოა, ყველაფერი აირიოს. თუმცა, კარგი ისაა, რომ არც აქაურები არიან დაზღვეულები -ენერგიის დისბალანსი ორივე სამყაროში დამღუპველია, მეტი იქნება თუ ნაკლები, მნიშვნელობა არ აქვს.
-მართალია-უპასუხა ალქაჯს ორეულმა-მაგრამ თქვენ სამყაროში აღარავინ დარჩა ისეთი, ვინც ამის შესახებ იცის, აქ კი ჩვენ ვართ. ზედმეტ ენერგიას როგორმე გამოვიყენებთ-ავად დააკვესა წითელი თვალები.
-გეყოფა, უანდერ. მიაბი ეგეც და წავედით, სვარტი და დავოსი უნდა ვიპოვოთ-მეორე ამირეჯიბი პირველზე მომთმენი ნამდვილად არ ჩანდა.
ბლექი, როემიც მთელი ეს დრო წარბშეუხრელად აკვირდებოდა მის წინ მიმდინარე სცენას, ხელებშეკრული სავარძელში ჩაეშვა და ჯიბუტს დამცინავი მზერა გააყოლა, როდესაც ეს უკანასკნელი ოთახს ტოვებდა.
-გაქცევა რამდენჯერაც გინდათ, იმდენჯერ სცადეთ-მოისმა ალქაჯის სიცილი- გავერთობი თქვენი ცქერით. იცით, რატომ არ ჰყავს ხაფანგს მცველი? აქ შემოსვლა მარტივია, გასვლა- შეუძლებელი!
-დატკბი მეგობრების გარემოცვით, ბლექ-კბილებში გამოსცრა ამირეჯიბმა-მალე მათი ნაწილების შეკოწიწება მოგიწევს, რომ რომელიმე იცნო. გირჩევნიათ, ერთმანეთს გამოემშვიდობოთ.

კარი გაიხურეს თუ არა, წამიერი დუმილის შემდეგ, ამირეჯიბმა ჯერ უანდერს შეხედა, შემდეგ ბლექს, ერთი ჩაიფხუკუნა და ხმამაღალ ხარხარს მოჰყვა.
-ვაიმე, უკვე გაგიჟდა, უბედური, არა და წამებაც კი არ დაუწყიათ-თავი გაიქნია უანდერმა, ბლექის გვერდით ჩამოჯდა და თავი მხარზე მიადო.
-არ გაგიჟებულა, პატარავ-გვერდულად დაჰხედა ბლექმა მეგობარს და თავადაც გაიცინა-მიზეზი აქვს და ამიტომაც მხიარულობს.
-რა მიზეზი? სადაცაა ფრჩხილებს დაგვაძრობენ! არა და ახალი გაკეთებული მაქვს-გაიბუსხა უანდერი,
-ბლექი შვილს ვერ გააჩენს-ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოთქვა ამირეჯიბმა-ოცი წლის იყო, როცა აუცილებელი ოპერაცია გაუკეთეს. შვილები ვერასდროს ეყოლება, ყოველ შემთხვევაში, ასე-ვერ.
-მოიცა...-თავი წამოყო ალქაჯმა-ანუ მთელი ეს დრო...
-ჯიბუტთან სიამოვნებით დავწვებოდი და ამ მოსაწყენ დღეებს გავილამაზებდი-უდარდელად მიუგო ბლექმა-მაგრამ ასე საკუთარ გამოუსადეგარობას გავამჟღავნებდი, მანამდე მომკლავდნენ, ვიდრე მიპოვიდით. მპირდებოდნენ, რომ თუ მათ დავუჯერებდი, უკან დამაბრუნებდნენ, თუმცა ფსიქოლოგი ვარ, ტყუილის ამოცნობა შემიძლია. ვიცოდი, რომ როგორც კი მიხვდებოდნენ, რაც ხდებოდა, მაშინვე მომკლავდნენ, ჩემი ორეული ხომ უკვე მოკვდა, ამით არაფერი დაშავდებოდა.
-ჭკვიანურია-შეაქო ამირეჯიბმა-მაგრამ ჩვენ იმედზე ყოფნაც არ ყოფილა მთლად გადარჩენის ბილეთი, პირდაპირ ქვიშის ტრა*ში შემოგყევით.
-ნუ ჩქარობ-თავი გაიქნია უანდერმა-ყოველთვის არსებობს გამოსავალი. უბრალოდ ცოტა ხანს გაჩუმდით და ფიქრი მაცადეთ.
-აჰა, იქნებ ბოლო წუთებია, როცა ერთმანეთთან საუბარი შეგვიძლია?-არ მოეშვა ამირეჯიბი-ბლექ, სანამ რამე მოხდება, მინდა იცოდე, რომ შენი წითელი ფეხსაცმელი მე გავაფუჭე და შემდეგ ლეკვიც იმიტომ მოგიყვანე, რომ მას დაბრალებოდა.
-ვიცი-გაიღიმა ბლექმა.
ქალის თვალებში ამირეჯიბმა ის გაგება ამოიკითხა, რომელსაც ბავშვობიდან ხედავდა და ასე უყვარდა. იცოდა, რომ ბლექი ხვდებოდა, რამდენად ბედნიერი იყო ხსენებულ “ქვიშის ტრა*ში” მასთან ერთად ყოფნით და რამდენად უბედური ნებისმიერ სხვა ადგილას, მის გარეშე.
ბლექის მზერაში ისიც ჩანდა, რომ იცოდა, ამირეჯიბს არ შეეძლო ვინმეს, თუნდაც ბლექს, უანდერივით დატაკებოდა და კოცნით დაეხრჩო, მაგრამ მასზე ბედნიერი ადამიანი არ არსებობდა, როცა მეგობარს ცოცხალს და ჯანმრთელს უყურებდა.
სხვა ადამიანი იყო ამირეჯიბი და მის ბუნებას მხოლოდ ბლექისნაირი კარგი ფსიქოლოგი თუ ჩაწვდებოდა.
-ჯანდაბა, არა და მაწუხებდა-თავი გაიქნია დეტექტივმა.
-მე კიდევ შენი ხელმოწერა გავაყალბე და კაბინეტიდან დაბეჭდილი ფურცელი მოგპარე, რომ ფსიქოტროპული წამლის რეცეპტი გამეკეთებინა-თქვა უანდერმა და ბლექის მზერაზე დაამატა-მეგონა იცოდი, თორემ რა მათქმევინებდა!
-მორჩით, კარგით?-თავი გააქნია ბლექმა-ყველაფერი ჯერ კიდევ არ იცით.
-რას გულისხმობ? კიდევ რამდენიმე ჯიბუტი ხომ არ გყავს გადამალული ამ ვნების ბუნაგში?- ღიმილით ჩაეკითხა ამირეჯიბი.
-მე მგულისხმობს- გაისმა ხმა აივნიდან.
უანდერს შეკივლება აღმოხდა, ამირეჯიბმა კი მსუყე გინება გადმოალაგა, როდესაც აივნის ფარდები გადაიწია და იქიდან ქერა, გრძელფეხება ლამაზმანი გამოვიდა, რომელსაც ხელში პატარა, შავი კატა ეჭირა.
-ირის!-დაიჩურჩულა უანდერმა -კელი? როგორ?
-დროთა განმავლობაში ირისი უფრო და უფრო ნამდვილი ხდებოდა-უპასუხა ბლექმა-ამ სამყაროში იმაზე მეტი მაგიაა, ვიდრე ჩვენსაში და რაკიღა მოახერხე, შენი წარმოსახვის შენგან გამოყოფა, აქაურმა ენერგიამ შეძლო და ჩემი რწმენით იგი რეალური გახადა. ირისს ერთი იდეა გაუჩნდა-მიხვდა, რომ კელი აქ იყო, იმასაც მიხვდა, რომ მის პოვნას შეძლება, თუმცა უშენოდ კატას ვერაფრით გამოვიყენებდი, ამიტომ ირისს ვუთხარი, რომ შენი გამოჩენისთანავე ემოქმედა, დამოუკიდებლად.
-ჯანდაბა-ამირეჯიბი, რომელიც მანამდე იატაკზე ჩამომჯდარიყო, ფეხზე წამოდგა-რა ნაშა ყოფილა?!
-ჩემთვისაც სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, დეტექტივო-გაუღიმა ირისმა და უანდერს მიუახლოვდა-კელი შენმა ორეულმა დაატყვევა, თუმცა მე შევძელი მისი გამოთავისუფლება, რადგანაც შენი ნაწილი ვარ, ანუ მისი პატრონი. ამ სამყაროში მას საუბარი არ შეუძლია, თუმცა ყველფერი ესმის და უკან დაგაბრუნებთ, თუმცა უნდა იჩქაროთ.
-ვიჩქაროთ? და შენ?-თვალებგაფართოებულმა იკითხა უანდერმა.
-მე და ირისმა ამაზე უკვე ვისაუბრეთ. მას რეალურად სურს დარჩენა-უპასუხა ბლექმა.
-ასეა-დაეთანხმა ირისი და უანდერს მიეხუტა-მაგრამ ყოველთვის მემახსოვრები, დედა.
-ახლა გავრეკავ-ამოიკვნესა დეტექტივმა.
-მგონი, დროა, წავიდეთ-გაიცინა ბლექმა და ამირეჯიბს ხელი ჩაჰკიდა- ჯანდაბა, როგორ მომენატრეთ! კელი, პირდაპირ “დღემურაში” მიგვიყვანე!
-და შემდეგ სვარტი და დავოსიც დაგვიბრუნე-კატა ხელში აიყვანა უანდერმა და დაბეჯითებით უთხრა-აქ არ დაგვრჩეს, კაი ხალხია.
-ოჰო-გაიღიმა ბლექმა-ჩემს არ ყოფნაში ვიღაცებს არ მოუწყენიათ.
-ისეთი არაფერი-საეჭვოდ გაწითლდა ამირეჯიბი.- და ჩვენი შეშლილი ორეულები?
-ვიზრუნებ იმაზე, რომ აქედან თქვენამდე მოსასვლელი გზა ვეღარ იპოვონ- მტკიცედ უთხრა ირისმა- დედა კი იმაზე იზრუნებს, რომ კელი ცუდ ხელში აღარ აღმოჩნდეს- უანდერს გაუღიმა.
-ნახვამდის, ირის-ნაღვლიანად უთხრა უანდერმა თავის წარმოსახვას-ძალიან მომენატრები.
უანდერმა კატა სარკესთან მიიყვანა და მის წინ დასვა. ცხოველმა ჭკვიანი თვალებით შეჰხედა პატრონს და მას შემდეგ, რაც ალქაჯმა შელოცვა წაილაპარაკა, შავი თათი სარკის ზედაპირს შეახო, შემდეგ კი მასში ისე გავიდა, როგორც ჰაერში.

***
-ბლექ, აქამდე რატომ არ ვიცოდი, რომ შვილის ყოლა არ შეგეძლო?-ჰკითხა უანდერმა მეგობარს, რომელიც “დღემურის” ერთ-ერთ მაგიდაზე ხელით დაყრდნობილი, დაღლილი, მაგრამ მხიარული თვალებით უყურებდა.
-ამას არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. ადრე ეს ფაქტი მაწუხებდა, თუმცა იმ სამყაროში ყოფნისას ბევრი რამ გავიგე. ვიცი, გიჟურად ჟღერს, მაგრამ მიხარია, რომ გამიტაცეს. ახლა ვიცი, რომ შვილი მყავს. სადღაც, რომელიღაც სამყაროში ჩემი ორეული თავის ოქროსფერთმიან ანგელოზს ეფერება. ეს მე ვიცი, ისე ზუსტად, თითქოს საკუთარი ხელებით დამევარცხნოს ის ოქროსფერი კულულები.-ოცნებანარევი ხმით უპასუხა ფსიქოლოგმა-უცნაურ სიზმრებს ვნახულობდი ქვიშის ხაფანგში. ხანდახან მწერალი ვიყავი, რომელიც საკუთარ თავზე წერდა...
-ბლექის შთამომავლობაზე დარდს, საკუთარ ტყავზე ზრუნვა გირჩევნია, უანდერ-ჩაიცინა მათ შორის მჯდარმა ამირეჯიბმა და გემრიელად დაამთქნარა-იმ ვიღაც ბალზამის ლოცვა დაგავიწყდა?
-ბელზებაბის-თვალები აატრიალა უანდერმა და ბლექის შეშფოთებული წამოძახილი დააიგნორა-ეგ არაფერი, რაღაც წყევლა მექნება, მერე მოვიშორებ.
-რა?-ერთდროულად წამოიძახეს ბლექმა და ამირეჯიბმა.
-ადამიანს არ დაასვენებთ თქვენ რა!-ჩაიბურდღუნა და წამოდგა-წამოდით, სანამ რომელიმე წყევლა წამოგვეწევა, გამოძინება მაინც მოვასწროთ.
-მაინც რა წყევლა, ალისა?-არ მოეშვა ბლექი მეგობარს და მხარი გადაჰხვია
-ისეთი არაფერი, ენ-მხარი გაჰკრა უანდერმა-რომელიმე ავი სული ან საუკუნო ჯოჯოხეთი.
-იმედია, ფეფოს ბებია არ იქნება ეგ ავი სული-ჩაიფრუტუნა ბლექმა და დეტექტივს მეორე მხარი მოჰხვია-თორემ წინ დიდი ამბები გველის.
-იქნებ მანამდე დავოსი და სვარტი გაგაცნო? საკუთარ თავებს შეხვედრილან, ჩხუბი მოსვლიათ და კელის პირდაპირ საავადმყოფოში გადააყვანინეს თავი.
-სიამოვნებით-უპასუხა ბლექმა.
-თანაც დავოსს და ამირეჯიბს ერთმანეთი მოსწონთ!-დააბეზღა უანდერმა.
-ნუთუ?-ეშმაკურად აუციმციმდა თვალები ბლექს-კიდევ ერთხელ მოვკვდები,თუ კი ეს რამეს უშველის საკუთარ თავს!
-არაფერი ვიცი-ამოიოხრა დეტექტივმა-გარდა იმისა, რომ თუ კი რაიმე ცუდი შეიძლება მოხდეს, თქვენი წყალობით აუცილებლად მოხდება!

ბლექმა გაიცინა და მეგობრებთან ერთად გასასვლელისაკენ გაემართა. სამეულმა ერთი რამ იცოდა- ბოროტი სული იქნებოდა მათ წინაშე თუ მთელი ჯოჯოხეთი, თუ კი ერთად იყვნენ, ნებისმიერი გასაჭირი თავბრუდამხვევ თავგადასავლად იქცეოდა, რომელშიც მთავარი ამბავი იყო და არა მისი დასასრული.





***

ესეც დაპირებული გაგრძელება. დიდი ხანია, არაფერი გამომიქვეყნებია, მით უმეტეს, ახალი. ველი თქვენ რეაქციას, დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონებათ <3

სიყვარულით, ალისა.



ჩავუჯდები❤❤❤

 


№2  offline ახალბედა მწერალი Alice76

რუსკიმარუსია
ჩავუჯდები❤❤❤

ჰუჰუუ❤️ გელოდები, ჩემო გოგო❤️

 


№3 სტუმარი ტაისა

თვალებიდან ვარსკვლავებს ვუშვებ ????

 


№4  offline ახალბედა მწერალი Alice76

ტაისა
თვალებიდან ვარსკვლავებს ვუშვებ ????

ნუთუ მოგეწონა?<3 ❤️❤️

 


№5 სტუმარი ꨄ︎

umagresia❥︎

 


№6  offline ახალბედა მწერალი Alice76

ꨄ︎
umagresia❥︎

უდიდესი მადლობა❤️❤️❤️

 


№7  offline ახალბედა მწერალი Alice76

ენ ბლექი
აქაც უნდა გითხრა ჩემი სათქმელი.

უანდერ ყველაზე მეტად შენი იუმორი მომწონს.
ყველაზე მეტად შენსმიერ დანახული ეს ტრიო მომწონს.
უბრალოდ უნდა იცნობდე ამ გმირებს რომ ისე განიცადო როგორც ჩვემ განვიცდით მათ.
ეს არის "ისტორია" რომელიც დაუსრულებლად შევიძლია წერი, რომელსაც წლების მერე შეგიძლია მოუბრყნდე და ისევ დაწერო რადგამ გმირები რომლებიც აქ არიან რეალურები არია, გასაქნას გაძლევენ, იდეებს არ გაკლებენ.
მე მინდა დაუსრულებლად ვიკითხო მათი ამბები. ❤
მადლობა უანდერ ამ შესანიშნავი დამეულის ასე გაცოცხლებისთბის ❤


❤️ აბსოლუტურად მართალი ხარ, დარწმუნებული ვარ. ეს პერსონაჟები ჩვენი გადმოსახედიდან სულ სხვანაირნი ჩანან. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ეს უსასრულო ისტორია კიდევ გაგრძელდება. ყველაზე მეტად ამაში ის მომწონს, რომ წერა გამახსენა-რატომ და როგორ.

შენ კიდევ ჩემი სიყვარული ხარ❤️

 


№8 სტუმარი სტუმარი du-da

xmras vambobdi,monwons megobroba da tan aseti.saicari gogoeni rom xart,ushreti fantaziit egec mitqvams,mokled mixatixart,tqveni realuri tu gamogonili ambebit :*

 


№9 სტუმარი სტუმარი ნიკე

მიხარიხარ❤ მაგრამ შაქრის მამიკო, ხახვი და ლუდი სად არის? :(

 


№10 სტუმარი Qeti qimucadze

ratqmaunda aliss. ar gamkvirvebia da naklebs arc velodiii. saocrad amagelvebelibiatoria iyo. tan rogori personajebitt. yvelas xasiati rombgaqvs dacherili. mis uander momenatra sheninistoriebi da madlobabrom dabrundiii. ici rogor visiamovne im cutebit racc kitxvashi davxarjee. girdaaaa. tan bavshvi mechira cal xelahii. magramnvegar davitove xvalistviss

 


№11  offline წევრი რუსკიმარუსია

მგონი პირველად მეწყინა სტუმრის მოსვლა relieved ძლივს მოვაღწიე შენამდე, ალის❤
საოცარი ტრიო შექმენი, საოცარი თავგადასავლით❤ ღმერთო როგორ მომნატრებია შენი საოცარი თავგადასავლები და საოცარი, უცნაური და მხოლოდ შენი ისტორიებისთვის დამახასიათებელი იუმორი❤ რელურ პერსონაჟებზე აგებული ისტორია მგონი პირველად გაქვს დაწერილი და მგონია რომ ასე სხვა ვერცერთი მწერალი ვერ აღწერდა თქვენი სამეულის ბუნებას და ხასიათს❤
ალის, ასე აღარ მოგვანატრო თავი❤ გელოდები ახალი ისტორიით❤
შემდეგამდე, ალის❤

 


№12  offline ახალბედა მწერალი Alice76

სტუმარი du-da
xmras vambobdi,monwons megobroba da tan aseti.saicari gogoeni rom xart,ushreti fantaziit egec mitqvams,mokled mixatixart,tqveni realuri tu gamogonili ambebit :*


უდიდესი მადლობა❤️ ძალიან მიხარია, რომ მოწონება დაიმსახურა, მიუხედავად იმისა,
რომ კონკრეტულ ადამიანებზეა❤️

სტუმარი ნიკე
მიხარიხარ❤ მაგრამ შაქრის მამიკო, ხახვი და ლუდი სად არის? :(

დასარედაქტირებელია <3 ეტაპობრივად ვაბრუნებ ჩემ პირად გვერდზე. პირადში ან ფეისბუქ გვერდზე შემეხმიანე❤️ ლინკი ჩემ ბიოგრაფიაშია.

Qeti qimucadze
ratqmaunda aliss. ar gamkvirvebia da naklebs arc velodiii. saocrad amagelvebelibiatoria iyo. tan rogori personajebitt. yvelas xasiati rombgaqvs dacherili. mis uander momenatra sheninistoriebi da madlobabrom dabrundiii. ici rogor visiamovne im cutebit racc kitxvashi davxarjee. girdaaaa. tan bavshvi mechira cal xelahii. magramnvegar davitove xvalistviss

ქეთო, ძალიან გამახარე, როგორც ყოველთვის❤️
პაწუას აკოცე, მე კი აღარ მოგაკლებ ჩემ ისოტრიებს❤️

რუსკიმარუსია
მგონი პირველად მეწყინა სტუმრის მოსვლა relieved ძლივს მოვაღწიე შენამდე, ალის❤
საოცარი ტრიო შექმენი, საოცარი თავგადასავლით❤ ღმერთო როგორ მომნატრებია შენი საოცარი თავგადასავლები და საოცარი, უცნაური და მხოლოდ შენი ისტორიებისთვის დამახასიათებელი იუმორი❤ რელურ პერსონაჟებზე აგებული ისტორია მგონი პირველად გაქვს დაწერილი და მგონია რომ ასე სხვა ვერცერთი მწერალი ვერ აღწერდა თქვენი სამეულის ბუნებას და ხასიათს❤
ალის, ასე აღარ მოგვანატრო თავი❤ გელოდები ახალი ისტორიით❤
შემდეგამდე, ალის❤

ძალიან რომ მათამამებ, ხომ შეამჩნიე?❤️ ყოველი შენი კომენტარის შემდეგ გაბადრული სახით ვმოძრაობ :დდ უდიდესი მადლობა მარუსი ამისთვის, ვფიქრობ, იცი, რასაც ნიშნავს ჩემთვის ეს და ამიტომ არ იშურებ ტკბილ სიტყვებს❤️

 


№13 სტუმარი სტუმარი თამო

ძალიან კარგი იყო.მომეწონა და ახლა წავალ გაგრძელებას მივხედავ და იმასაც წავიკითავ

 


№14  offline ახალბედა მწერალი Alice76

სტუმარი თამო
ძალიან კარგი იყო.მომეწონა და ახლა წავალ გაგრძელებას მივხედავ და იმასაც წავიკითავ

ძალიან მიხარია <3 დიდი მადლობა <3

 


№15 სტუმარი კიკი

საოცარი ისტორიაა ერთი ამოსუნთქვით რო წაიკითხავ და კიდევ მაქვს სურვილი რო დაუსრულებლად ვიკითხო ამ სამეულის ისტორია ძალიან მომეწონა????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent