შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხოლოდ სამი დღე ჩემო პეპელა!(3)


27-06-2020, 15:39
ავტორი Butterfly122334455
ნანახია 1 491

ჯერ ახლახანს გაახილა თვალი,არაფერი არ ახსოვს ,მაგრამ უკვე ძაალიან დააბნია სიტუაციამ ,რომელიც მის გარშემო დატრიალდა.
საყვარელ ქალს დახედა,რომელიც ხელში მოექცია და ცრემლები მოსწმინდა დახუჭული თვალებიდან,შემდეგ კი პატარა გოგონას გახედა,რომელმაც ახალახანს მამა დაუძახა. ვერ ხვდებოდა ვერაფერს და მეტად დაბნეული აშტერდებოდა პატარა გოგონას,რომელიც აბრწყინებული თვალებით უყურებდა და ხელები ჰქონდა აღელვებულს პირზე აფარებული!
და აუ უეცრად მისკენ დაიძრა ხელებ გაშლილი ყვირილით
-მამიკოო!
ამის მოსმენა მოასწრო დაბნეულმა ლევანმა და შემდეგ პატარა გოგოს ხელებიც იგრძნო ,რომლებიც მის კისერს ეხვეოდა.
თვითონაც ნაზად მოხვია ხელი და დაბნეულმა ნება მისცა რომ ჩახუტებით გული ეჯერა.
სააბოლოდ კი გოგონამ უშვა ხელი და ბედნიერმა უთხრა დაბნეულ მამაკაცს,რომელსაც მკლავებში ისევ უგონო ცოლი ეწვა.
-ჩემი სურვილი ახდა !
ბედნიერმა წამოიძახა და ხტუნაობა დაიწყო ,მაგრამ ცოტახანში რომ მიხვდა რომ მამამისი სულ არ გამოხატავდა მისი ნახვის სიხარულს ,მოწყენილი გაჩერდა და დაბეული მიუახლოვდა ლევანს.
-მამა რატომ არ გიხარია ჩემი ნახვა? წამოსვლა არ გინდოდა?
თუ ასეა მაპატიე.
მოწყენილმა თქვა და თავი ჩახარა,რაზეც უკვე გაგიჟებამდე დაბნეულმა ლევანმა სააბოლოდ ხმა ამოიღო.
-მამა? იკითხა და ცოლს დახედა.
მილიონი რაღაც იფიქრა,მილიონი!
უღალატა?!! შვილი მალულად ჰყავდა?!
რა მოხდა?! რატომ არაფერი არ ახსოვს??
-ხო მამა ..შენ ჩემი მამიკო ხარ!
ისევ გაიღიმა მოწყენილმა გოგონამ და მხიარულად შემოკრა ტაში,რაზეც ლევანმა თმა მოიქექა და ისევ უსაზღვროდ ბედნიერ გოგონას შეხედა.
-შენ ჩემი შვილი ხარ?
წარბის აწევით ჰკითხა ,შემდეგ კი პირ ღია დაელოდა პასუხს .
-კი ხარ,მაგრამ ალბათ შენ ცაში რომ  იყავი იმიტომ არ იცი ვინ ვარ.
ისევ მოწყენილმა დაასრულა წინადადება და თავი ჩახარა,შემდეგ კი არსაიდან ასწია ისევ და მხიარულად თქვა.
-არაუშავრს მაა! დედა რომ გაიღვიძებს ჩემზე გიამბობს..იცი დედამ მითხრა ,რომ მე თქვენი სიყვარულის ნაყოფი ვარ და ერთადერთი რაც მას შენგან დარჩა ეს მე ვარ..იგივეს მოგიყვება და მიხვდები!
მხიარულად უთხრა და შეშინებულს და მეტად დაბნეულს მიუახლოვდა ,შემდეგ კი დედას დახედა და პატარა თითი დაადო წითელ ლოყაზე.
-დეე..გაიღვიძე,მამა ვერ მცნობს!გაბუტულმა ჩაილაპარაკა,მანამ ლევანი მიშტერებული ცდილობდა მისი სახის ყოველი ნაქვთის შეცნობას...აშკარაა ბავშვი გავს,მაგრამ მისგან რაც მოისმინა რეალობას სცდება...რას ქვია ცაში იყო?
ვერ ხვდება და მეტი და მეტი საფიქრალი უჩნდება,ამიტომ სააბოლოდ გადაწყვეტილებას იღებს ,რომ სჯობს ცოლის გამოფხიზლებას დაელოდოს და მისგან მოისმინოს რა ხდება და ვინაა ეს პატარა გოგონა.
-კარგი..კარგი!
ნერვიულად ჩაილაპარაკა და ფეხზე სალისთან ერთად ადგა,რომელიც ხელებში ეწვინა.
-გვერდიდან არ მომშორდე...დედას სახლში მივიყვანთ და დაველოდებით რომ გაიღვიძოს..შემდეგ გავარკვევთ ყველაფერს !
შეშინებულმა აუხსნა მომღიმარ გოგონას ,რომელმაც მხიარულად დაუქნია თავი და შემდეგ მინდორის ბილიკს გაუყვა,რომელიც სახლამდე მიიყვანდა..რა თქმა უნდა ახსოვს რომ ეს სალის დედის სახლია.


-მე მამა დავაბრუნე ,მე მამა გავაცოცხლე,მე მამა ვნახე!
გზა და გზა ხტუნვა ხტუნვით ღიღინებდა ბედნიერი ლიზა ,რაც მეტად სცემდა თავზარს საწყალ ლევანს.
რას ქვია გააცოცხლა?!
დააბრუნა?!
ვერაფერს ვერ ხვდებოდა,ვერაფერს!
მისვლის თანავე მშვიდად დააწვინა საწოლზე სალის სუსტი სხეული და თვითონ ისევ პატარა გოგონას მიუბრუნდა.
-აბა...მომიყევი აქ რა ხდება?
მშვიდად იკითხა,მაგრამ შინაგანად პანიკას მოეცვა მისი სხეული და გონება!
-კარგი მამა,მაგრამ ამის დრო არაა!
მე მინდა რომ დიდხანს ჩაგეხუტო და ჩვენ სამმა ერთად ვითამაშოთ და აი იმ ადგილას წავიდეთ ცხენები რომ ტრიალებენ!
გაბუტულმა თქვა ყველაფერი და ბოლო წინადადებაზე პატარა ცრემლის კუნწულა ჩამოუვარდა თვალიდან,ამან კი უკვე ეს ყალბი სიმშვიდე წაართვა ლევანს და უკვე პანიკაში მყოფმა გოგონას დამშვიდება ეცადა.
-კარგი,კარგი არ იტირო ,გთხოვ არ იტირო !
შეშინებული და ანერვიულებული მიუახლოვდა გოგონას,რაზეც პატარამ ცრემლიანი თვალებით ახედა და უთხრა.
-მაშინ ჩამეხუტე.
ამაზე ძლიერ დაიბნა ლევანი ,მაგრამ სააბოლოდ დაიხარა და თბილად ჩაეხუტა .
პატარა ლიზაც კმაყოფილი ეხუტებოდა და თან იღიმოდა..ისე აკლდა ყოველთვის ეს სითბო,ისე უნდოდა ეგრძნო და აი ახლა უბედნირესია.


ჩამეძინა და სიზმარში ვნახე რომ ის სულელური ზღაპარი ახდა და ლიზამ ლევანი გააცოცხლა..რა სულელური სიზმარი იყო.
გული შუაზე გამიხლიჩა!
ამაზე ვფიქრობდი და თან ვცდილობდი თავი ამეწია,დროა ლიზა შემოვიყვანო და ვაჭამო,ისევ გარეთ თამაშობს ალბათ და არც ახსოვს რომ ჭამის დრო აქვს!
-მამა მგონი დედას გაეღვიძა.
ამაზე ფიქრში ვიყავი ლიზას სიტყვები რომ გავიგე და გავშეშდი...გავშეშდი და ისევ გული მიმდიოდა მგონი!
არ მითხრათ რომ ეს სიზმარი არ იყო!!
ამაზე ფიქრში ვიყავი ნაბიჯების ხმა რომ მომესმა და აი ზემოდან დამხედა კიდეც იმ მამაკაცმა ,რომლის დანახვისას არ მეგონა თუ როდესმე ასე შევშინდებოდი!
ბოლო ხმაზე დავიწყე ყვირილი და ფეხზე გიჟივით წამოვხტი!
შემდეგ კი საწოლის კუთხეს ავეყუდე და გაუჩერებლად დავიწყე ყვირილი,მანამ შორიდან მიყურებდა ორივე გაკვირვებული და ვერ გაეგოთ რა მჭირდა...ღმერთო..როგორ?!!
როგორ აღმოჩნდა ჩემი 5 წლის მკვდარი ქმარი აქ?!
მართლა ამ სისულელის დავიჯერო ამხელა ქალმა რომ პეპლებმა ჩემს 5 წლის შვილს სურვილი აუსრულეს და მკვდარი გააცოცხლეს!!

-არა!! არა!! არა! შეუძლებელია! გავგიჟდი! გავგიჟდი!
უკვე ყვირილს ბოლო ხმაზე ტირილიც მივაყოლე და თან საწოლზე დავიწყე ხტუნაობა .
ლევანი კი შორიდან მიყურებდა, ისევ გაფითრებული სახით!
ან ლევანია საერთოდ?!
იქნებ მოჩვენება?! ან იქნებ მე მელანდება!
-გაქრი! არ ხარ ნამდვილი!! არ ხარ ნამდვილი!
ტირილით ჩამოვხტი უეცრად საწოლიდან და გაბედულად მივუახლოვდი სხეულს ,რადგან უკვე დაზუსტებით ვიცოდი რომ უბრალოდ მეჩვენებოდა!
მაგრამ ადგილზე გავიყინე ,რომ შევეხე და მისი მკვრივი გულმკერდი რომ ვიგრძენი .
ხელები ჩამოვწიე და დაბნეულ და შეშინებულ ლევანს მივაჩერდი თვალებზე..ცრემლები გაუჩერებლად მდიოდა და ვცდილობდი რამე მეთქვა მისთვის. მართლა მინდოდა ,მაგრამ ვერ ვიღებდი ხმას..მხოლოდ ყბა მიკანკალებდა და გაურკვეველ ბგერებს გამოვცემდი"ლ-.."არ ვიცოდი როგორ უნდა დამეწყო საუბარი 5 წლის გარდაცვლილ ქმართან,რომლის გასაშვებადაც ფაქტობრივად თავიდან ვეცადე საკუთარი მკვდარი სულის გაცოცხლება...ის კი ახლა აქაა..ეს საერთოდ ნორმალურია?
ვერ ვიჯერებ რომ აქაა...მართლა ვხედავ?
-ლევან..
ტირილით ძლივს ამოვთქვი მისი სახელი და ნელა შიშით დავიწყე ხელის მისი სახისკენ წაღება,თან თითქოს ვერ ვბედავდი, რომ შევხებოდი,მაგრამ თან  ამის სურვილი მკლავდა!
-ნამდვილი ხარ?

ტირილით ვკითხე და თვალებში ჩავხედე,რაზეც მან ჩემი ჰაერში გაჩერებული ხელი აიღო და საკუთარ გულზე მიმადებინა ...სწორედ მაშინ ვიგრძენი მისი გულის ცემა.
ვიგრძენი რომ ცოცხალი იყო.
ეს სიზმარია, თუ ოცნებები მართლა ხდება?!
არ ვიცი,არ ვიცი, მაგრამ ამ წამს მგონია რომ არ ვარ ჩემს სამყაროში..მგონია რომ სულ სხვა სამყაროში ვარ,სამყაროში სადაც ჩემი ოცნება რეალობად იქცა.



№1 სტუმარი სტუმარი ანი

ვაიმე ვიტირიიი.. ცოდა უფრო დიდი თავები დადე რააა არ მყოფნიიის..
იმედია კარგი დასასრული ექნება

 


№2  offline წევრი 《Sunshine》

აი რა კარგი თავი იყო მაგრამ არ მყოფნის უფრო დიდი თავები მინდა

 


№3  offline წევრი bird of life

არ მეყოოო.... მალე დადე რაააა... ძალიან კარგია და როგორც წინა თავებზე დავწერე რაღაცნაირად ემოციურად და გულშიჩამწვდომად არის დაწერილი. ცრემლები ვერც კი შევიკავე. heart_eyes disappointed_relieved

 


№4 სტუმარი სტუმარი ანი ანი

"ოღონდ დაიმახსოვრე სურვილი თუ რაიმე ხორციელს შეიცავს,ის მხოლოდ სამი დღით გასტანს,შემდეგ კი როგორც პეპელა სამ დღეში გარდაიცვლება და გაქრება."

ოღოონდ ეს არა, ვაიმე გევედრებით ოღონდ ეს არა რაა :'( ჯაააანდბაააა.. ეს არ ქნათ რაა... ახლა გავსკდები ტირილისგან :'( ვერ გადავიტან..
ჯერ ხო მთელ ისტორიაზე ვტირი და მერე რაც მოხდება იმის წარმოდგენაზე... დავტბორავ საააახლს.. აუ არ ქნაათ ეეს :'(

 


№5  offline წევრი Butterfly122334455

სტუმარი ანი
ვაიმე ვიტირიიი.. ცოდა უფრო დიდი თავები დადე რააა არ მყოფნიიის..
იმედია კარგი დასასრული ექნება

შემდეგი შედარებით დიდი იქნება❤️❤️

《Sunshine》
აი რა კარგი თავი იყო მაგრამ არ მყოფნის უფრო დიდი თავები მინდა

დიდი მადლობაა ❤️ ❤️

bird of life
არ მეყოოო.... მალე დადე რაააა... ძალიან კარგია და როგორც წინა თავებზე დავწერე რაღაცნაირად ემოციურად და გულშიჩამწვდომად არის დაწერილი. ცრემლები ვერც კი შევიკავე. heart_eyes disappointed_relieved

ძაალიან დიდი მადლობა❤️❤️
ვეცდები უკეთესი იყოს შემდეგი თავებიც❤️❤️

სტუმარი ანი ანი
"ოღონდ დაიმახსოვრე სურვილი თუ რაიმე ხორციელს შეიცავს,ის მხოლოდ სამი დღით გასტანს,შემდეგ კი როგორც პეპელა სამ დღეში გარდაიცვლება და გაქრება."

ოღოონდ ეს არა, ვაიმე გევედრებით ოღონდ ეს არა რაა :'( ჯაააანდბაააა.. ეს არ ქნათ რაა... ახლა გავსკდები ტირილისგან :'( ვერ გადავიტან..
ჯერ ხო მთელ ისტორიაზე ვტირი და მერე რაც მოხდება იმის წარმოდგენაზე... დავტბორავ საააახლს.. აუ არ ქნაათ ეეს :'(

არ იტირო ყველაფერი ისე დასრულდება,რომ შეიძლება ვერ ივარაუდო ჯერ ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent