შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი რაც მე მინდა (თავი 8)


30-06-2020, 18:55
ავტორი bird of life
ნანახია 1 421

ახლა უკვე შედარებით მშვიდი ჩანდა ცოტნე. მოულოდნელად ჩემკენ გამოიხედა და საოცრად მზრუნველად შემომხედა, მე კი ვანიშნე, რომ მომხდარზე აუცილებლად დავილაპარაკებდით.
მხოლოდ ახლაღა გამახსენდა კატო. კატო სად არის? ან რა დაემართა? მე ხომ კატო უნდა მომეძებნა... როგორ მსინტერესებს რა მოხდა... რადგან არავინ არაფერს არ მეუბნება, მხოლოდ გაბრიელმა იცის ამაზე რაღაც. სხვას ვერავის ვერ ვკითხავ, რადგან აზრი არ აქვს, არც ეცოდინებათ. ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა ბატონი ალექსანდრე... მომკლავს, ცოცხლად დამასაფლავებს, ტელეფონიც სახლში დამრჩა, აუუუუუ...
-კატო.... კატო სად არის?
ამას ცოტნეს უფრო ვეკითხებოდი, ვიდრე დანარჩენებს.
-ძინავს... ჯერ არ გაუღვიძია.
-და რა დამემართა, უფროსწორად რა დაგვემართა.... მე და კატოს.
-შენ კატო იპოვნე... იმ სახლში, რომელიც თქვენთვის სამალავი იყო. გაზი ჟონავდა მილებიდან და გული წაგივიდათ, ამიტომ დაგავიწყდათ ორივეს რაღაც მომენტები, მაგრამ შენ უფრო ადრე გაგეღვიძა.
ცოტნემ ყველა კითხვაზე საკმაოდ დამაჯერებლად გამცა პასუხი, მაგრამ არ მგონია, რომ ეს სიმართლე იყოს.
***
კატოს პალატაში იოანე შევიდა. და რას გრძნობდა ახლა იოანე? ტკიოდა.... თან გაუსაძლისად. ვეღარ შეძლო თავისი პატარა გოგოსგან დამალვა. ლილეც და ნიტაც უსაზღვროდ ენატრებოდა და განსაკუთრებით ის დრო როდესაც ყველაფერი თავის ადგილზე იყო. მის მწვანე თვალებს სიმკაცრის და სიცივის კვალი დატყობოდა. ჯოჯოხეთი იყო იოანესთვის ცხოვრება... ჯოკერის სიტყვებს გამოვიყენებ და ვიტყვი, რომ ,,ყველას თავისი ჯოჯოხეთი აქვს - არ არის აუცილებელი ეს ცეცხლი და გოგირდი იყოს - ეს არის ცხოვრება სიცარიელეში“. ხშირ შემთხვევაში ცუდი პერსონაჟების არ გვჯერა, მაგრამ ამ შემთვევაში ჯოკერი მართალი იყო... ასე იყო იოანეს ფიქრებიც, წლების განმავლობაში იყო საზღვარგარეთ და მხოლოდ ახლა გაბედა, გაბედა და ყველას სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო, მხოლოდ იმის გამო, რომ ენატრებოდა, ენატრებოდა სულის ტკივილამდე... ვინ იცის რამდენი ღამე გათენება თავის ძველ ცხოვრებაზე ფიქრში. ეს მონატრება და შორდან ცქერა შიგნიდან ჭამდა და გულს უშავებდა. ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა... ისეთი რაღაცეები რაც ყველასთვის საშიში იქნებოდა, თავიდანვე არ უნდა გარეულიყო ამ საქმეში, მაგრამ მეგობრობა და სიყვარული რას არ გააკეთებინებ ადამიანს. იმ ადამიანისთვს, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველაფერს გააკეთებ, მაგრამ იოანე ვერ ხვდებოდა, რომ ამ სიშორით უფრო აღვივებდა ნაპერწკალს და მასზე ნავთს ასხამდა... მაგრამ ადრე თუ გვიან ყველაფერი გაირკვეოდა....
იოანე კატოს საწოლთან ახლოს მივიდა და გვერდძე მდებარე სკამზე ჩამოჯდა, ამავდორულად საყვარელი გოგოს ხელი ეჭირა და თვალებით იმდენ რამეს ამბობდა, რამდენსაც სიტყვები ვერ იტყონენ და სიტყვები ვერ გადმოცემდნენ.
-კატო... პატარავ.... როგორ მენატრებოდი არ იცი და ახლასც კი როგორ შორს ხარ ჩემგან. დღითიდღე მაოცებ და მაყვარებ თავს... დღემდე მიუწვდომელი ხარ ჩემთვის... მაპატიე, რომ საკმარისად ძლიერი ვერ ავღმოჩნდი და დაგტოვე....
ეს უთხრა და პალატიდან უკანმოუხედავად გავარდა, თან ისე, რომ წინ ვინც არ უნდა გადაღობებოდა ყველას ჯანდაბაშო მოისვრიდა. ახლა ყველაზე მეტად უჭირდა, მაგრამ არაფრის დიდებით არ შეარჩენდა მტერს იმას, რაც დამართეს.
კატომ თვალები გაახილა....
***
-აბა ბიჭებო აქ საიდან და როგორ აღმოჩნდით?
საკმაოდ მულოდნელი კითხვა დავუსვი, ილიას, გიორგის და თორნიკეს, რაზეც სამივეს ფერები გადაუვიდა სახეზე... ვიცი, რომ ესენიც გარეულები არიან გაბრიელის და ცოტნეს საქმეში, მაგრამ მაინტერესებს რას იტყვიან. ისიც შევამჩნიე ცოტნემ როგორ დაუბრიალა სამივეს თვალები.
-არაფერი ლილიკო, ისე ჩამოვედით ყველას მოგვენატრა აქაურობა და მეგობრები. შენ უნდა გკითხოთ ჩვენ ჩავალთ თუ ჩამოვალთ?
ნერვიულად, მაგრამ მაინც სიცილით მითხრა გიორგიმ.
-კარგი, მეც მომენატრეთ თქვე დამპლებო, აქამდე არ ჩამოხვედით ხოო? გაგებუტეთ.
ახლა უკვე ყველას დაუმშვიდდა სახე, რადგან გონიათ ალბათ, რომ ასე მარტივად შერჩებათ ყველაფერი. არა... დამაცადონ ამათმა გავრკვიო, ჯერ რა ხდება.
-მე წავალ და თვენც მერე მოდით ხო?
ბოლო სიტყვები ბიჭებს უთრა, მაგრამ მე რის ლილე ვარ, რომ არ ჩავეძიო.
-სად მოვიდეთ?
-შენ არა ლილე.
-პატარა აღარ ვარ ცოტნე 24-ის ვარ. ო-ც-დ-ა-ო-თ-ხ-ი-ს. დიდი ხანია, უკვე სრულწლოვანი ვარ.
-ლილე, ნერვებს ნუ მიშლი ახლა, შენ დღეს რაც გევალებ ის არის, რომ ნიტა უნივერსიტეტიდან წამოიყვანო.
-უი ნიტა... რამდენი ხანი მეძინა.
-ორი დღე.
ახლა უკვე ილიამ გამცა პასუხი.
-მერე ნიტა.
-ნიტა უნივერსიტეტში დაიოდა და რამდენჯერაც მოვიდა შენ გეძინა და ისე გელაპარაკებოდა, ახლა უნოდა წამოსვლა, მაგრამ ლექციები არ გავაცდენინეთ.
ამჯერად თორნიკე გამომეპასუხა.
-აუ მე როდის უნდა ავდგე, რომელიღაცა დარჩით თორემ მე მარტო ვერ შევძლებ სიარულის დაწყებას.
-ნუ ამიწუწუნდი ახლა შენ, მაიმუნი მაკაკა ეს. უყურე შენ ამას. კიდევ მოიცდი შენ აქ, თუ საჭირო იქნება.
მხიარულად ,,დამემშვიდობა“ გიორგი და მას დანარჩენებიც მიჰყვნენ, მხოლოდ გასვლის წინ ჩაიცინა ცოტნემ. აუუუ ახლა აქ დამტოვეს ასე? ვანანებ, ყველას სათითაოდ... ცუდებო. ღმერთო რა ბავშურებები მჭირს ამ ბოლო დროს? მგონი მართლა უნდა მივიდე ფსოქოლოგთნ, თან კაკრას სავადმყოფოში ვარ და ბარემ მივალ. ვაიმე ლილე, რეებს როშავ. ახლა იმაზე იფიქრე, როგორ გააღწიო ამ ოთხი კედელიდან. სხვა გზა არ არის მეთვითონ უნდა ვცადო ადგომა, თორემ რატომღც მოგნია, რომ ყველა ერთმანეთთან შეკრულად მუშაობს. თან არც არაფერი არ არის ამ ოთახში, რომ დავეყრდნო. კარგად მოვათვალიერე პალატა და შორეულ კუთეში დავინახე ყავარჯნები. აუუუ აქამდე რა მივა ახლა. მიდი ლილე, თორემ დარჩები აქ და მერე ჩემს ფეხებს გაარკვევ. ეს ჩემი ორი ,,მე“ უკვე მაგრად მღლის, სულ კამათობენ, რა უბედურებაა? ტუჩები უკმაყოფილუდ გამოვწიე და ვცადე, რომ წამოვდგარიყავი, მაგრამ მაინც მეტკინა ზურგი. მიდი ლილე, შენ ამას შეძლებ, ახლა აქ ყოფნა ნამდვილად არ გამოგადგება. რამდენიმე ცდის შემდეგ როგორც იქნა წამოვჯექი, მაგრამ ვაი ამ წამოჯდომას, ყველაფერი მტკიოდა და იმაზეც მადლობა უნდა ვთქვა საერთოდ, რომ ვამოძრავებ კიდურებს. ახლა უკვე საწოლზე დაყრდნობდა და ისე მიბობღება ვცადე ყავაჯნებთან. აი უკვე უნდა ავიღო, რომ საწოლიდან ვვარდები და ძირს ვიშოტები, პირდაპირი მნიშვნელობით. მართლა კოშმარია რააა.... კიდე ეს მინდოდა? ისედაც ყველაფერი მტკივა და ახლა საერთოდ ვეღარ ვგრძნობ სხეულს. აუ ახლა როგორ ავდგე?
უკვე იმედს ვკარგავ, რომ ვინმე შემოვა და მიშველის და ამ დროს კარები იღება და მკაცრი, სერიოზული გამომეყველებით შემოდის გაბრიელი. მაშინვე მხედავს და ჩემკენ იხედება. მე დებილურად ვუღიმი, აი ისე პატარა ბავშვები კანფეტს, რპმ მოიპარავენ და ისე იღიმებიან, რომ გეუბნებიან მე არაფერი დამიშავებიაო.
-მანდ რას აკეთებ ლილე?
-იცი.... მე.....
-ადგომას ცდილობდი ხო?
ეს ბიჭი სულ როგორ იცნობს რისი თქმა მინდა? მოიცადე სულ იცნობს ხოლმე? კიდევ როდის გამოინო? ჩემი და კატოს სამალავი იქ რაღაც მოხდა, გაბრიელიც იყო....
-ლილეეე....
აქამდე ვერც შევამჩნიე, რომ მეძახდა და მხოლოდ ახლა მივაქციე ყურადღება.
-რა.... ხო....
-არ მისმენდი?
-კი...
ურცხვად მოვიტყე.
-აბა რაზე ვლაპარაკობდი?
-შენ.... მე.....
ამ დროს მას გაეცინა, თან ყურებამდე. აუ რა კარგიააააა, ამაზე ათვამი თვალი მომცა და მაყურებინაო რააა. დაგევასა გოგო??? არა რა დამევასა შენ ხო არ ურიკინებ. ისდევ გამოცოცხლდნენ ჩემი მეები.
-ისე, რომ დამეხმარო ადგომაში არ გინდა?
-რატო? ჩემთის ეგ პრობლემას არ წარმოადგენს, თან შეიძლება თავში რაღაცამ დაგარტყას და რამე ნივთი ჩამარტყა თავში.
დადებილებული სახით ვუყურებდი. ამან საიდან იცის ამდენი ჩემზე.
-შენ საიდან იცი?
-რა ვიცი?
უცბად დაიბნა და ამაზე გულში ერთი კარგადაც გადავიხარხარე.
-რა და ამდენი რამ საიდან იცი ჩემზე?
-მომისმინე საყვარელო, მე ზედმეტად კარგად ვიცნობ ადამიანებს და ზედმეტ კითხვებს ნუ სვამ.
ჩამოიხარა და თვლებში ჩამხედა. აუ ასეთი ლამაზი თვალები მეც მინდა. ზღვისფერი, ხან რომ აბობოქრდება და ხანაც წყნარად მიყვება დინებას. რა იდიოტობებს ვროშავ ახლა მე? ალოოოო, ლილეეეეე კონტაქტე იყავი. სულ დამავიწყდა, რომ ძირს ვარ გაწოლილი და ასევე ისიც, რომ გაბრიელი არის გაბრიელი, კანონიერების თავი და თავი და ის არის ყველაფერში დამნაშავე, არა რა მაინც ვერ დავჯერებ, რომ ამ ადამიანმა ვნმე მოკლა, შეუძლებელია. რაღაცნაირად ბავშვური ჩანს...
-წამოდგომა თუ გინდა ახლა გეხმარები, თუ არა და წავალ.
-ხო... ხო, რათქმაუნდა.
მან ხელი ჩამკიდა. ცოტა გამიკვირდა კიდევაც, რადგან ძლიან თბილლი ხელები აქვს, მე კი ახლა ვიგრძენი, რო მციოდა. ჩემდა უნებურად მკლავზე მივეკარი და კანკალი დავიწყე.
-შეგცივდა? მოდი უფრო ახლოს მოიწიე.
ძალიან მზრუვნელად მითხრა და საწოლზე ჩამომაჯინა.
-ერთი წამით მოიცადე და მოვალ.
ბოლოს გამიღიმა. ყავარჯნები მოიტანა და ჩემთან ახლოს ჩამოჯდა.
-ახლოს მოიწიე, ნუ გეშინია არ გიკბენ.
მის ნათქვამზე ორივეს გაგვეცინა და ჩემს მაგივრად თვითონ მოიწია. მისი სხეულიდან გამომავალი სითბო ვიგრძენი და ტანში ჟრუანტელმა დამიარა. გაბრიელმა ეს შეამჩნია და ხმამაღლა ჩაეცინა. მე ნელა ავწიე თავი და თავლებში ჩავხედე.
-ნუ დამცინი, მცივანა ვარ.
-ხოდა მოდი მაშინ.
ჩემთვის მოულოდნელად ჩამიხუტა და ტანზე ამიკრა. როგორ მესიამოვნა თვენ ვერც კი წარმოიდგენთ. საოცრება იყო მისი შეხება და მასთნ ჩახუტება ხო საერთოდ, მარტო ფიზიკურად კი არა შინაგანადაც გავთბი.
-ძალიან თბილი ხარ.
-ხო. მე მზიდან ვარ იცი?
მის ხუმრობაზე მხოლოდ ჩამეცინა. მოვდუნდი და მთლიანად მას მივეყრდენი. უსაზღვროდ მსიამოვნებდა გაბრიელის ასეთი სიახლოვე. ამის შემდეგ მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩამეძინა და კიდევ დიდი ხანი ვიყავით ასე...




ესეც ახალი თავი. ჩემი თხოვნა იქნება, რომ ცოტა იაქტიუროდ, თუ შენიშვნები გაქვთ დიდი სიამოვნებით მივიღებ და შევეცდები, რომ გამოვასწორო.



№1  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან კარგი ისტორია ცოტა დიდი თავი დადე რა არ მყოფნის არ შეგეფერება პატარა თავები :)

 


ლამაზი ისტორიაა, ახალ თავს ვრლი♡♡♡♡♡♡

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა არანაირი შენიშვნა არ მაქვს შესანიშნავი მხოლოდ არ მეყო ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე მადლიბა

 


№4  offline წევრი xutu12

ძალიან მაგარია მალ მალე დადე გეხვერწებიიი

 


№5  offline წევრი bird of life

《Sunshine》
ძალიან კარგი ისტორია ცოტა დიდი თავი დადე რა არ მყოფნის არ შეგეფერება პატარა თავები :)

ვიცი ნიაკო, ვიცი, რომ არ შემეფერება მე ეგ, მაგრამ ვცდილობ, რომ არ დავაგვიანო ხოლმე დადება და რასაც ვასწრებ იმას ვდებ blush
სიყვარული გულს გვტკენს
ლამაზი ისტორიაა, ახალ თავს ვრლი♡♡♡♡♡♡

მადლობააა, მალე დავდებ ახალ თავს <3

სტუმარი ნესტანი
ძალიან მომეწონა არანაირი შენიშვნა არ მაქვს შესანიშნავი მხოლოდ არ მეყო ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე მადლიბა

დიდი მადლობა შენ. ვცდილობ, რომ დიდები დავდო, მაგრამ რასაც ვასწრებ ეს არის, ბოდიში ამისთვის blush
xutu12
ძალიან მაგარია მალ მალე დადე გეხვერწებიიი

მადლობა დიდიი. აუცილებლადდ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent