ღამის პაემნები სრულად
დღე პირველი: უჩვეულო სიჩუმეა გარეთ, თუმცაღა რა გასაკვირია, ღამის სამის ნახევარია, მე კი ვერ ვიძინებ. აივანზე გავდივარ და გარეთ ვიხედები, რატომღაც ჩემი სახლის უკან ლამპიონებით განათებულ პატარა პარკზე ვაჩერებ მზერას, თავს უარის ნიშნად ვაქნევ და საკუთარ თავს ვუკრძალავ იქ ჩასვლას. მზერა სხვა რამეზე გადამაქვს, თითქმის არავინ არაა გარეთ, მანქანებიც იშვიათად დადიან, მე კი კვლავ წამის წინ აკრძალული ხილისკენ გამექცა თვალი. -ჯანდაბას -უხეიროდ ჩავიქნიე ხელი და შარვლის ამოცმა დავიწყე, სავსე მთვარეა, ბებიაჩემისგან გამიგია, რომ ეს ყველაზე მისტიური პერიოდია, მე კი ამ შუაღამეს სადღაც პატარა სკვერში დავბოდიალებ, თითქოს დილას ლექციები არ მქონდეს. უცნაურია, მაგრამ ასეთ დროს ყოველთვის სევდა მიპყრობს ხოდა ახლაც უკითხავად წამოვიდნენ ცრემლები ჩემი ღაწვებისკენ ჩემს წინ , სკამზე ლანდს ვხედავ უფრო სწორედ, სილიუეტს შიშისგან ხელები მიკანკალებს და როცა ჩემსკენ წამოსვლა დააპირა ბოლო ხმაზე კივილს ვიწყებ -რა გაყვირებს, გიჟი ხარ ? -შენ ვინ ხარ და აქ რა გინდა ? -შენ უნდა გკითხო სად წავალ ? -უბრალოდ ამ შუაღამეს რას დადიხარ, მოჩვენება ხომარ ხარ -მეც ეგ უნდა მეკითხა იცი ? -მიღიმის და გამომცდელი მზერით მიყურებს -მე უბრალოდ ვსეირნობ-ხელებს ვაჯვარედინებ და მთვარისკენ ვიხედები -შეგაშინე? -ხმა ურბილდება -არა- ისე ვპასუხობ არც ვუყურებ -აბა, რატომ ტირი ? -არ ვტირი-ჯიუტად წამოსულ ცრემლებს მაჯით ვიწმენდ -მიახლოვდება და თვალებში მიყურებს თვალს ვარიდებ -ლამაზი თვალები გაქვს -მადლობა -ამოვიჩურჩულე -არ გინდა დაჯდე? -სკამისკენ მითითებს -ჯობია წავიდე -ვჩურჩულებ და ვტრიალდები -გეშინია... -რა ? -ჩემი გეშინია -გამარჯვებული ტონით ამბობს -არაფრის არ მეშინია -ჯიუტად ვპასუხობ და სკამზე ვჯდები -კარგ გოგოებს ამ დროს უნდა ეძინოთ-თვალს მიკრავს და ცალყბად იღიმის -კარგ ბიჭებსაც უნდა ეძინოთ ამ დროს -იქნებ მე არ ვარ კარგი ბიჭი -მაგას ისედაც მივხვდი-ირონია არ დავაკელი -მყუდროება დამირღვიე, გული გამიხეთქე იმხელა იკივლე და კიდევ მე ვარ დამნაშავე -რომ მციდნოდა აქ ვინმე დამხვდებოდა, არ ჩამოვიდოდი-დამნაშავესავით ჩავიბურტყუნე კარგი ვხუმრობ -კარგი მეგობარივით შეურბილდა ხმა და თვალებში ღიმილიანი სახე შემომანათა-რატომ არ გძინავს ? -არ ვიცი, უბრალოდ არ მეძინება , შენ ? -მეც არ მეძინება, რომც მინდოდეს ვერ დავიძინებ -რატომ ? -ავად ვარ -რა დაავადება ? -მთვარეული ვარ, როცა მძინავს ცუდ რაღაცებს ვაკეთებ, ხალხს ვტკენ-ამოიჩურჩულა და მიწას ჩააცქერდა -მართლა? -ხმა ამიკანკალდა -რა თქმა უნდა, არა- გულიანად გადაიხარხარა- შენს თავს შეხედე სულ გაფითრდი, უკვე მეორედ შეგაშინე -ძალიან სასაცილოა-ირონიულად გავუღიმე -შენი სახე რომ გენახა მართლა გაგეცინებოდა-სიცილს არ წყვეტს მის ნათქვამს ვაიგნორებ და მთვარეს ვუყურებ -ლამაზია არა? -სიჩუმეს კვლავ მისი ხმა არღვევს -კი,ძალიან -მიყვარს მთვარე, კიდევ უფრო მეტად მიყვარს ღამე, მამშვიდებს და ყველაფერს მავიწყებს კიდევ ცა მიყვარს და ცისფერი , ჩემთვის ზეციური ფერია -მე ეს სიჩუმე მიყვარს, თითქოს მისტიურია -გცივა?-მეუბნება და სახეზე მაშტერდება -არა -ვცდილობ მის თვალებს გავექცე -გვიანია, სახლში ადი და დაიძინე -ხმა უჩვეულოდ უთბება ხო, თან ხვალ ლექციები მაქვს -გაგაცილებ-წამოდგა როგორც კი წასვლა დავაპირე -მარტო მინდა წასვლა-მუდარასავით ამოვიჩურჩულე -კიდევ გელოდები პასუხი აღარ გამიცია, ჩქარი ნაბიჯებით წავედი სახლისკენ, თუმცა იმ ღამეს დაძინება ვერა და ვერ მოვახერხე ლექციაზე დავაგვიანე.... დღე მეორე: ხელები მიკანკალებს, სახლში გიჟივით ბოლთას ვცემ და მისტიურ უცნობზე მეფიქრება, არ ვიცი ღირს თუ არა ჩასვლა, რომ ჩავალ რას ვეტყვი, ან ის რას იფიქრებს ? -ათასგვარი კითხვები მიტრიალებდა თავში სიარულისგან დაღლილი სავარძელში ჩავეშვი, თვალები დავხუჭე და ფიქრი გავაგრძელე. -არა , წამოვხტი ელდანაკრავივით, -წავალ და დავიძინებ თვალისდახამხამებაში გავეხვიე საბანში და ვცადე აღარაფერზე მეფიქრა -შეგიმჩნევიათ, რომ მაშინ, როცა ყველაზე მეტად გინდა ძილი, ვერ იძინებ, თითქოს მთელი სხეული გარეთ მექაჩებოდა, და იმ დღეს პირველად გავიფიქრე, იქნებ ხანდახან ბედს უნდა მივენდო-მეთქი ტანსაცმელი კვლავ ჩავიცვი და ფეხაკრეფით გავედი ოთახიდან, თითქოს ვინმეს, ან რამეს ვეპარებოდე სახლიდან. პარკს ვუახლოვდები და ვგრძნობ ჩემს ძარღვებში სისხლი გაცილებით სწრაფად ჩქეფს, ნაცნობი სკამისკენ ვიხედები, ..... არავინაა ..... -რა სულელი ხარ, გეგონა დაგელოდებოდა, იქნებ ვიღაც გიჟი იყო, ან სულაც ქუჩის ბომჟი, ნამდვილი იდიოტი ხარ -საკუთარი თავის ლანძღვას ვიწყებ და წასასვლელად ვემზადები -ბომჟის რა გითხრა, თუმცა იქნებ მანიაკი ვარ -ყურს უკან ჩურჩულივით მესმის ნაცნობი ხმა ვტრიალდები და სახეში ვუყურებ, ლამპიონის შუქი ზედ სახეზე ანათებს და ყველა მის ნაკვთს მკაფიოდ აჩენს, ნახშირივით შავი თმა, და თმაზე უფრო შავი თვალები, სწორი ცხვირი და სქელი ტუჩები, ვუყურებ და მის თვალებში ვიკარგები, -ვიცოდი რომ მოხვიდოდი-მშვიდი ტონით, თითქმის ჩურჩულით მეუბნება -საიდან იცოდი? -ასევე ჩუმად ვეკითხები იღიმის -შენნაირი გოგოები არ იკარგებიან -ხმა უთბება -ყოველ საღამოს აქ ხარ ? - ვეცადე თემა შემეცვალა -გუშინ ვიყავი პირველად -იღიმის და თვალს მარიდებს -ახლა რატომ მოხვედი? -შენ რომ მენახე - მთვარიდან ჩემზე გადმოაქვს მზერა, მერე ისევ მთვარეს უყურებს-შენ და მთვარე რომ მენახეთ- ღიმილით ამატებს ვიღიმი და მეც მთვარეს ვუყურებ -იცი ? აქედან ყველაზე ლამაზად ჩანს მთვარე -როგორ ძალიან გყვარებია მთვარე -ხო, მთვარის ბიჭი ვარ - იცინის და სკამისკენ მიდის -ლექციაზე იყავი? -ჯდება და ინტერესიანი თვალებით მიყურებს -დამაგვიანდა -დარცხვენილი ბავშვივით ჩავიბურტყუნე -მერე, წესით ახლა უნდა გეძინოს -არ მეძინება -დიდი ალბათობით ხვალაც დააგვიანებ -გულიანად იცინის და თვალებში მიყურებს -დიდი ალბათობით კი -ვიცინი და თვალს ვარიდებ -გინდა გაგაღვიძო ? -ხმა უსერიოზულდება -არა, მადლობა -კარგი -ხმა კიდევ უფრო უთბება მზერა მის ხელებზე გადამაქვს, გრძელი ლამაზი თითები აქვს, აქა-იქ ვენები ეტყობა,თუმცა ძალიან ლამაზია დიდხანს ვსაუბრობთ,დროის გასვლას ვერ ვგრძნობ , ტელეფონს ვანთებ და საათს ვუყურებ, -ძალიან გვიანია, - ვჩურჩულებ და წასასვლელად ვემზადები -აქვე ცხოვრობ ? -კი, აი ამ სახლში -ხელს ვიშვერ და ჩემი ოთახისკენ ვუთითებ -ძალიან კარგი, კიდევ გელოდები -კარგი -ამოვიბურტყუნე და მის მზერას თვალი ავარიდე - ხო მართლა, რა გქვია ? -უკვე წამოსულს კითხვას მადევნებს - ლილე- ვუთხარი და უკან არც მიმიხედავს, ვერ გავბედე .. - ლილე.... მზეს ნიშნავს.... მზე ხარ... უკან მომდევენ მისი სიტყვები და მიფორიაქებენ ისედაც არეულ ფიქრებს. დღე მესამე : - არ ვიცი რომელი საათია, უცნაური ხმა მაღვიძრბს, კაკუნის მსგავსი, თუმცა კარზე კაკუნის ხმას არ ჰგავს, შეშინებული ფეხზე ვდგები და აივნისკენ ვიხედები, წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როცა ფანჯარაში ნაცნობ სილუეტს ვხედავ , ნაცნობ შავ თვალებს და უჩეულოდ თბილ ღიმილს - აქ რას აკეთებ? როგორ ამოხვედი? კარგად ხარ ? -კითხვებს ერთდროულად ვაყრი ის კი აივნის ბოძს ჩაბღაუჭებული გიჟივით მიყურებს და მიცინის - შენს გასაღვიძებლად მოვედი - გაგიჟდი ? -ვეცადე რაც შეიძლება ხმადაბლა მეთქვა - არ გავგიჟებულვარ, სულ ასეთი ვიყავი -იცინის და კვლავ თვითკმაყოფილი გიჟის გამომეტყველებით მიყურებს - აქ როგორ ამოძვერი ? - მეორე სართულზე ხარ ცათამბრჯენზე კი არა -მიცინის შემდეგ სახე უსერიოზულდება თვალებს უცნაურად ჭუტავს და მეუბნება-მოემზადე და წადი, ლექციაზე არ დაგაგვიანდეს - მადლობა -ვეუბნები და ძალიან მინდა მის ლოყებზე გაჩენილ პატარა ღრმულებს შევეხო - დიდხანს უნდა მიყურო ? -გამომცდელად მიღიმის - არა - დარცხვენილმა ჩავილაპარაკე - ხო და წადი - მადლობა კიდევ ერთხელ - საღამოს გელოდები -ჩემს ყურთან ჩურჩულებს და უჩინარდება - ამ წუთას მინდა რომ გავიქცე და ჩავეხუტო, მინდა ლოყაზე გაჩენილი მისი ღმულები კიდევ ერთხელ ვნახო, მინდა შევეხო, ძალიან მინდა.. მგონია რომ საოცრად რბილი კანი აქვს, იმდენად რბილი რომ შეხებისას შეიძლება ვატკინო, საოცარი ღიმილი აქვს - ლექციაზე მივდივარ, თუმცა ზუსტად ვიცი რომ ვერაფერს ვისწავლი, ვერც ვერაფერს გავიგებ, ჩემი ფიქრები სახლის უკან მყოფ პატარა სკვერში ტრიალებს და თავბრუს მახვევს.. იქნებ დღეს ადრე წავიდე? -ოთახში საწოლე გულაღმა გაშლართული ვწევარ და არეული ფიქრების დაწყობას ამაოდ ვცდილობ -არა, ადრე არ მოვა-უაზროდ გავაქნიე თავი და გვერდზე გადავბრუნდი -საერთოდ რატომ უნდა შევხვდე, რატომ უნდა მივიდე და ვნახო ? -საკუთარ თავში მეორე მე გაჩნდა, რომელიც წუთის წინ მითებულ ჩემს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა -რატომ ვენდობი, არც კი ვიცი ვინ არის -ისე ამოვიჩურჩულე თავადაც ვერ გავიგე -ჰო, არ ვიცი, მაგრამ, როგორ შეიძლება ასეთი წრფელი ღიმილის უკან რამე ცუდი იმალებოდეს, როგორ შეიძლება ის ტუჩები ტყუილს ამბობდეს ან ის ის თვალები, რომელიც მთელ გალაქტიკას დაატარებენ მოვიდა ნანატრი სამის ნახევარი , მოვიდა და სისხლმა ჩემს ძარღვებში საოცარი სისწრაფით დაიწყო სვლა , სახლიდან ფეხაკრეფით გავდივარ შორიდანვე ვხედავ ნაცნობ სილუეტს სხეული უჩვეულო სითბოთი მევსება და მეღიმება -ორი წუთით დააგვიანე -ფეხზე დგება და ღიმილიანი სახით მეგებება -შენ კი ადრე მოსულხარ -მთელი ერთი საათით -მართლა -კი -რატომ ? -უბრალოდ მოვიწყინე სახლში -მხოლოდ ეგ იყო მიზეზი ? -თვალი ავარიდე -სხვა რა უნდა ყოფილიყო ? -ხო, არაფერი, - ვცდილობ სახე ავარიდო მის მწველ მზერას -ვიხუმრე- ხმა უთბება და მიახლოვდება -გასაგებია -მსუბუქად ვუღიმი -გამიბრაზდი ? -კიდევ უფრო ამცირებს მანძილს ჩვენს შორის-რა თქმა უნდა, შენს სანახავად მოვედი -არ გავბრაზებულვარ -კვლავთვალს ვარიდებ -მართლა ? -მართლა -კარგი მაშინ -ლექციაზე წახვედი ? -კი , ვიყავი, რატომ შეწუხდი არ იყო საჭირო ჩემი გაღვიძება -მე თვითონ გადავწყვეტ რა არის საჭირო და რა არა -თვალს მიკრავს მის სახეს თვალს ვარიდებ რამდენიმეწამიან სიჩუმეს კვლავ თვითონ არღვევს -იცი სანამ შენ მოხვიდოდი ვფიქრობდი , რომ ცხოვრებაში ყველაფერი უბრალოდ არ ხდება , შეუძლებელია რაღაც მიზეზის გარეშე შეგხვედროდი -რას გულიხსმობ -გახსოვს გითხარი შენი სახელი მზეს ნიშნავს-მეთქი -ხო, მზე ხარ, დადიხარ და შენი საკუთარი მზე დაგაქვს, ახლაც ამ სიბნელეში, სიცივეში მე არც მცივა და არც მეშინია, მეხომ მზესთან ასე ახლოს ვარ-მიახლოვდება და ჩემს ხელს თავისაში აქცევს, არც ვცდებოდი, საოცრად ნაზი იყო მისი შეხება, საოცრად თბილი იყო მისი თითები და მე რაღაც უცნაური გრძნობა დამეუფლა, რაღაც ისეთი, რაც აქამდე არასდროს მიგვრძნია, ჩემი სხეული უჩვეულოდ მსუბუქი გახდა, თითქოს ჩემში არსებულმა ყველა ჩანჩქერმა ერთად იფეთქა, მე ვგრძნობდი ჩემში გაზაფხულსა და ყვავილებს, ვგრძნობდი, რომ რაღაც გაზაფხულივით აყვავილებას იწყებდა და მალე სოფლის ქუჩებში ჩამწკრივებული ტყემლის ხეებივით აფეთქდებოდნენ, აყვავდებოდნენ და მალე ჩემი სხეულის ყველა მცირედ კუნჭულს დაეპატრონებოდნენ -მთვარე ძალიან მიყვარს, ბავშვობიდან მიყვარდა-განაგრძობს ისევ - მაგრამ ახლა როცა მზე მიდგას გვერდით მთვარის სრულყოფილებაში ეჭვი შევიტანე -ჩურჩულებს ჩემს ყურთან და მიღიმის -რა რომანტიკული ხარ მისტიურო უცნობო -მისტიურო უცნობო? - ხმამაღლა გადაიხარხარა -არ მოგწონს? -კი, მაგრამ საიდამ მოიგონე -შენი სახელი არ ვიცი, რაღაც ხომ უნდა დაგიძახო -სიცილს აგრძელებს, მისი ხმა ჰაერში იფანტება ალბათ ყველას სძინავს, ყველას ჩვენ გარდა, მე არ მეძინება, ჩემს სულში გაზაფხული დგება -თუ გინდა დემეტრე დამიძახე, მგონი უკეთესი სახელია -მე უკვე გადავწყვიტე-ხელი მობეზრებულად ავიქნიე და თვალებში შევხედე -როგორც შენ გინდა- თანხმობის ნიშნად ხელებს მაღლა წევს -დიახ -კმაყოფილი ვაჯვარედინებ ხელებს და მის თვალებში ვიკარგები -ოდესმე გყვარებია? - სრულიად უეცრად , დასერიოზულებული ხმით მკითხა -თვალებში შევხედე, ისინი კიდევ უფრო ჩაღამებულიყვნენ, ვინ იცის რამდენ საიდუმლოს დაატარებდნენ თან -არა-ამოვიჩურჩულე -საერთოდ არავინ ? -საერთოდ არავინ -საინტერესოა -რატომ ? -შენნაირი გოგოები სიყვარულს იმსახურებენ, სიყვარულს და ბედნიერებას, შენნაირ გოგოებს არაადროს არ უნდა ეცვარებოდეთ ცრემლით თვალები, შენნაირი გოგოები ძალიან ბევრი უნდა იყვნენ -რას ნიშნავს სიტყვა ჩემნაირი ? -ვიმედოვნებ ერთ დღეს აგიხსნი -და შენ გყვარებია ? -კი, მყვარებია, ერთხელ მიყვარდა, ბავშვობაში, მთელ კლასში ყველაზე ლამაზი იყო, ყველაზე ხალისიანი.. -ახლა აღარ გიყვარს ? -ახლაც მიყვარს, მაგრამ განსხვავებულად -როგორც მეგობარი ? -არა, როგორც აქედან წასული ანგელოზები უყვართ ხოლმე - გინახავთ როგორ ეფინება სევდა ადამიანის სახეზე ? მე ვნახეე... სიბნელე მისი შავი თვალებიდან ნელ-ნელა მთელ სახეზე გადაეფინა, მისი თლილი თითები კანკალებდნენ, არ ვიცი სიცივის ბრალი იყო, თუ მასში არსებული ტკივილის გამოძახილი იყო ეს უნებური ქმედება. -მაპატიე, არ ვიცოდი-ჩავიჩურჩულე და მის ხელს ხელი მოვკიდე გაიღიმა.. თუმცა ამ ღიმილმა ვერ შეძლო არსებული სიბნელის გაფანტვა, მისი თვალები საოცარ სევდას მოეცვა, არ ვიცი რატომ, თუმცა ძალიან მომინდა მასთან ერთად მეტირა -თუ გინდა წადი, გვიანია -თუ გინდა დავრჩები-ისე ვუთხარი მისი ხელისთვის ხელი არ გამიშვია -მაშინ დარჩი არ მადარდებდა რომელი საათი იყო, აქ სიბნელესა და სიცივეში მასთან ვიჯექი და არც მციოდა, არც ვნანობდი რომ ძილს გამოვექეცი, დემეტრე უხმოდ იჯდა და მთვარეს უყურებდა, მე კი მას.. ჯიუტად ვსწავლობდი მისი სახის ყოველ ნაკვთს და ვხვდებოდი, ჩემში გაზაფხული დგებოდა დღე მეხუთე: -იცი , ლექსი დავწერე -მისვლისთანავე პატარა ბავშვივით მომახარა -მართლა ? -დიახ, აბა შენ რა გგონია, ნიჭიერი ბიჭი ვარ -ხო , ხო რა თქმა უნდა-ჩავიცინე -ნუ იცინი, გინდა წაგიკითხო ? -რა თქმა უნდა ჩემო გალაქტიონო -ვიღიმი და მის სახეს არ ვაცილებ თვალს -რომ მოისმენ მოგეწონება და შეგრცხვება რომ დამცინე -გაბრაზებულმა წარბები შეკრა -კარგი მიდი, წამიკითხე “ჩვენი შეხვედრა განთიადს პირველ სხივს ჰგავდა შენ კი მზე დაგაქვს მაგ დიდრონი მწვანე თვალებით ვხედავ შენს სახეს რეალობის შეგრძნებას ვკარგავ ალბათ სიზმარში ანგელოზად მომელანდები ჩვენი შეხვედრა მოცულია იდუმალებით და მე ამაში მარწმუნებენ შენი თვალები ღამე პატრონობს ჩვენს შეხვედრებს იდუმალთ მოცულს და მაგიჟებენ ღამისფერი ეგ დალალები“ -ბარემ გულზე ჩემი სახელი დაგეწერა და ისე მოსულიყავი - მის ბავშვურობაზე გულიანად მეცინება - აუ, არადა თავიდან მაგას ვაპირებდი, და მერე ლექი ვამჯობინე - გაბუტული ბავშვივით ტუჩები გამობზიკა - ვიცინი, ისიც იცინის.. ღამეა.. სიჩუმეს მხოლოდ ჩვენი სიცილი არღვევს, ალბათ ყველას სძინავს, მე სულაც არ მეძინება მე რა დამაძინებს.... დღე მეოთხე მოუთმენლად ველოდი ჩემს ღამის პაემანს , ჩემში გაზაფხული ახლა მზის სხივებს ელოდება, რომ კიდევ უფრო გაიფურჩქნოს, აყვავდეს. ეს უცნაური გრძნობა მთელს სხეულში უკვე ისე გაბატონებულიყო, რომ დავდიოდი ჩემში არსებულ ყვავილებსაც ვგრძნობდი, სასაცილოა თუმცა ვგრძნობდი , თითოეული ყვავილის გაზრდას აყვავებასა და გაშლას ვგრძნობდი ჩემს სხეულში... დათქმულ დროზე სახლიდან კვლავ ფეხაკრეფით გავდივარ, ნაცნობ ადგილსა და ნაცნობ სილუეტს ვუახლოვდები, მეუცნაურა, ჩემი მისვლა არც კი შეუმჩნევია , -როგორ ხარ? -მსუბუქად ჩავახველე მისი ყურადღების მისაქცევად, სადღაც სიღრმეში იყურებოდა გაფითრებული სახე და უჩვეულოდ ჩაღამებული თვალები ჰქონდა -კარგად ვარ, შენ ? -მისი გაბზარული ხმა ვერ ვიცანი -რამე მოხდა ? -ნერვიულად დავიწყე ხელების თამაში და გვერდით მივუჯექი -არა -რა დაგემართა ? -არაფერი -გინდა მელაპარაკო ? -არაფერი მომხდარა, სათქმელიც არაფერი მაქვს -თვალი ამარიდა, ვხვდები მატყუებს ... -კარგი-ამოვიჩურჩულე -მაპატიე-ჩემს ხელებს თავისაში იქცევს და ისე მიყურებს, თითქოს პირველად მნახა -საპატიებელი არაფერია-მსუბუქად ვიღიმი -დამპირდი რომ მაპატიებ-ჩემს ხელს ძლიერად უჭერს და თვალებში დაჟინებით მიყურებს -არაფერი მომხდარა, რა უნდა გაპატიო, ყველაფერი რიგზეა -ვუღიმი და ვცდილობ დავამავშვიდო -კარგი უნდა წავიდე, დიდხანს არ მცალია, შენს სანახავად მოვედი, თავს გაუფრთხილდი კარგი ? -კარგი -მის ხელს მსუბუქად ვუჭერ და თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ მსუბუქად იღიმის, ფეხზე დგება, რამდენიმე წამით ყოყმანობს, შემდეგ ჩემსკენ იხრება და შუბლზე მკოცნის -შენ ძალიან კარგი გოგო ხარ -მიღიმის და მიდის... უკან არც იხედება ისე მიდის.... ჩემს პასუხსაც არ ელოდება ისე მიდის... მეწყინა.. ფეხზე ვდგები და სახლისკენ მივდივარ, ცივა,ვცდილობდი არაფერზე მეფიქრა, საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ ყველაფერი რიგზე იყო, თუმცა საბოლოოდ როცა მთვარის შუქმა ჩემს ღაწვებზე ცრემლი ააბრჭყვიალა, ისე როგორ გაზაფხულის სუსხიან დილას ტყემლის ყვავილზე აბრწყინებული ნამი, მივხვდი, რომ ყველაფერი კარგად არ იყო, ყველაფერი უნცაურად იყო მე შემიყვარდა, ჩემში გაზაფხულმა დაისადგურა დღე მეხუთე ყველაფერი ისევ ისეა, დათქმული დრო, სუსხიანი ღამე, მთვარის შუქი და მე მივაბიჯებ საყვარელი ადგილისკენ, თუმცა აღარავინ მხვდება -ალბათ აგვიანებს -ვჩურჩულებ და სკამზე ვჯდები გავიდა ნახევარი საათი, მერე ერთი , მერე საათნახევარი არ მოვიდა... შემეშინდა, ძალიან შემეშინდა, არ ვიცი რისგან იყო ეს შიში გამოწვეული, თუმცა საოცარი შიშის გრძნობა დამეუფლა მეექვსე დღე:არ მოვიდა... მეშვიდე დღე ისევ ველოდები.. მერვე დღე ლოდინს აზრი აღარ აქვს, მაგრამ ველოდები... ჩემში არსებული შიში იმდენად გაიზარდა უკვე ყელში მომებჯინა და მახრჩობდა, ვეღარც ვსუნთქავდი, ვეღარც ვჭამდი, ვეღარ ვსაუბრობდი ჩემი გაზაფხული დაჭკნა, ვგრძნობდი ნაადრევადვე ჩამოცვენილ ყვავილებს, ვგრძნობდი როგორ კვდებოდნენ ისინი, თუმცა კვლავ გაზაფხული იყო, მაინც ყვავილები იყვნენ, ჩამოცვენილი, დამჭკნარი მაგრამ მაინც ყვავილები ჩემი სიყვარული, შელახული სევდიანი, მარტოსული.. მაგრამ მაინც სიყვარული, არ აძლევდა ჩემს გაზაფხულს გაქრობის უფლებას ერთადერთი მინდოდა მცოდნოდა, რომ კარგად იყო, რომ ცოცხალი და ბედნიერი იყო, მერე თუ უნდა წასულიყო ვიცოდი, აღარ მოვიდოდა, ვიცოდი აღარ დაბრუნდებოდა, თუმცა ყოველდღე ჯიუტად მივდიოდი, ოთვალებს ვხუჭავდი და მას ვხედავდი, მეშინოდა რომ ერთ დღეს თვალებს დავხუჭავდი და მას ვეღარ დავინახავდი, დავიწყების მეშინოდა. მე შევეგუე დემეტრეს გაქრობას, შევეგუე ჩემი გაზაფხულის განადგურებას და ვცადე ცხოვრების გაგრძელება ნაწილი მეორე: ახალ სამსახურში მივდივარ და ძალიან ვნერვიულობ, ოცნების სამსახურზე გსმენიათ რამე? აი სწორედ ეს იცნების სამსახური მელოდა წინ და არც ერთი წამის დაკარგვა არ მინდოდა, ვფიქრობდი, რომ ეს ოფისი ჩემი დიდი წარმატების დასაწყისი იყო დიახაც, ეს ყველაფერი ნამდვილად დასაწყისი იყო უცნაურად ნაცნობი შეგრძნება მიჩქარებს გულს და ვცდილობ სუნთქვა დავარეგულირო, შევდივარ, ყველაფერი ნორმალურადაა, სასიამოვნო გარემო, მეგობრული თანამშრომლები და რაც მთავარია, საყვარელი სამუშაო, -შენ ახალი ხარ არა ? -ჟღალთმიანი გოგონა მიახლოვდება და მხარზე ხელს მადებს -კი და ვცდილობ ყველაფერში გავერკვე -ვიცინი და მხრებს ვიჩეჩ -ნუ გეშინია, ყველაფერში გაერკვევი, უფროსიც უსაყვარლესი გვყავს, თანამშრომლებიც კარგები არიან , აი ნახე, მალე დაუახლოვდები ყველას -იმედი მაქვს -მსუბუქად ვიღიმი -ხო მართლა, მე ნათია მქვია -ლილე, სასიამოვნოა ლამაზი სახელი გაქვს, -მადლობა -უფროსი უკვე ნახე ხომ ? -კი , ბატონი ლუკა -აჰ, ანუ ბატონმა ლუკამ აგიყვანა -კიდევ ვინმე არის ? -კი, მისი ძმა,ძალიან სიმპატიურია -ჩაიჩურჩულა და გულიანად გაიცინა -დამაინტერესე ვინაა ასეთი -თვალი ჩავუკარი -მოითმინე და ნახავ აუცილებლად- ღიმილით დავუქნიე თავი იმედი მაქვს აქაურობა ძალიან მოგეწონება, ყველაზე მეტად მე მოგეწონები ოღონდ- თვალი ჩამიკრა და გადაიკისკისა - მაგაში ეჭვიც არ მეპარება - სიცილითვე ვპასუხობ -ახლა უნდა წავიდე, საქმეს დავუბრუნდე, სასიამოვნო იყო შენთან საუბარი- ელდანაკრავივით შემოირტყა თავში ხელი და მოულოდნელად გაუჩინარდა თვალი ღიმილით გავაყოლე, საყვარელი გოგოა, ვცდილობ მაქსიმალურად ვკონცერტრირდე საქმეზე , პირველი დღეა, ყველაფრის ერთ დღეში დამახსოვრება მინდა, ბავშვობიდან ეს ჩვევა მაქვს , მინდა ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო, მალე ვისწავლო ყველაფერი და ერთ-ერთი საუკეთესო ვიყო თუმცა რა თქმა უნდა რაღაცები ვერ გავიგე, დაბნეული თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებ , რომ ვინმეს ვკითხო ბოლოს ნათია გამახსენდა და მის მოსაძებნად მივდივარ, დერეფნებში წინ და უკან დავდივარ, ყველა ოთახში ვიხედები და ვცდილობ გავიგო სად დაიკარგა ეს გოგო -ვინმეს ეძებთ ?- ზურგს უკან ბოხი , ოდნავ ნაცნობი ხმა მესმის -შეშინებული უცებ ვტრიალდები და მუბუქად ვყვირი - რა გაყვირებს გიჟი ხარ ? - საოცრად მშვიდი ხმით მეკითხება და ეს სიმშვიდე მაშინებს თავს ვწევ და მის თვალებს ვუკვირდები, შემდეგ მზერა ტუჩებზე გადამაქვს, შემდეგ მის ხშირ შავ წამწამებზე, გული ჯერ მეკუმშება, შემდეგ საგულედან ამოვარდნას ლამობს, წამით რეალობის აღქმის უნარსაც ვკარგავ , შეუძლებელია ეს ჩემი დემეტრე იყოს.. ფიქრების გასაფანტად თავს ვაქნევ და დაჟინებით ვუყურებ მის სახეს - კარგად ხართ ? - შეშინებული ჩემს მხრებს ეხება - მისი შეხება მაფხიზლებს, რეალობაში მაბრუნებს , ჩემს წინ დემეტრე დგას, არა სიზმრეული, არამედ ნამდვილი დემეტრე და შეშინებული უყურებს ჩემს ფერდაკარგულ სახეს - კი.. კი კარგად ვარ - ამოვილუღლუღე და ვცადე მისი ხელებისგან გავთავისუფლებულიყავი - - მართლა კარგად ხართ ? - თქვენობით მელაპარაკება, ვერმცნობს.. უცნაური შიში მიპყრობს - დემეტრე ? - კიდევ რამის თქვა მინდოდა, თუმცა ხმა ჩამიწყდა - - დიახ, გისმენთ - წარბებს კრავს და ინტერესიან მზერას მაპყრობს ვერ მცნობს.. როგორი საშინელი იყო ამის გაანალიზება , ჩემს წინ იდგა ჩემი გაზაფხული და ვერ მცნობდა ... - მისი ხელები უხეშად მოვიშორე, საშინლად მინდოდა მეყვირა, მეჩხუბა , მეთქვა , რომ ყველაზე ცუდი ადამიანი იყო, მეთქვა, რომ საშინლად მოიქცა, როცა ასე უბრალოდ წავიდა და დამივიწყა , თუმცა ვერ შევძელი , - - კარგად ვარ - ამოვილუღლუღე და ვეცადე რაც შეიძლება სწრაფად მოვშორებოდი მას - დერეფანში თითქმის სირბილით მივდივარ, ფეხები მერევა, მუხლები მეკეცება, თითქოს მთელი სამყარო გაჩერდა, ამ წუთას ის კი არ მტიკოდა, რომ მიმატოვა, არამედ ის, რომ დამივიწყა, ჩემი სახე, ჩემი არსებობა, ყველაფერი დაივიწყა, საშინლად გაბრაზებული ვიყავი , საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ ყველაფერი გამივლიდა და ხვალ სამსახურში ჩვეულებრივად მოვიდოდი. თუმცა საკუთარ თავს ვატყუებდი ... ვხვდებოდი, რომ ვერაფერი იქნებოდა ისე, როგორც ადრე, ნებისმიერი სიახლის მერე, შეუძლებელია ისევ ისე იყოს ყველაფერი. საშინელებაა როცა ადამიანი გატყუებს, კიდევ უფრო რთულია, როცა მიგატოვებენ, მაგრამ მერწმუნეთ, სუნთქვა გაგიძნელდებათ, როდესაც შენს არსებობას ივიწყებენ, ასეთები ვართ ადამიანები, დავიწყების გვეშინია, დავიწყებისა და უკვალოდ გაქრობა გვცემს შიშის ზარს ყველაზე მეტად მეორე დღეს სამსახურში ჩვეულებრივზე ადრე მივდივარ, ვცდილობ არაფერი შევიმჩნიო, გულისცემას ვარეგულერებ და ოფისში რაც შეიძლება მშვიდად შევდივარ, კარში ნათია მეგებება - ყველგან შენ გეძებდი - რახდება ? - დღეს თათბირი გვექნება , უფროსები გაგვესაუბრებიან და ჩვენ სამომავლო გეგმებსა და პროექტებზე ვისაუბრებთ. - ცოტა ვნერვიულობ - ხელი მოვკიდე და გავიღიმე - სან ერვიულო არაფერია , უბრალოდ მოემზადე, კითხვები თუ დაგისვეს არ დაიბნე, სხვა ისეთი არაფერია - კარგი , მადლობა დიდი - თვალებს ვხუჭავ, ღრმად ვსუნთქავ, შემდეგ ისევ ვახელ და ნათიას კიდევ ერთხელ ვუღიმი არაფრის , მთავარია არ ინერვიულო როგორი მარტივია ეს სიტყვა, და როგორი რთულია შესასრულებლად - თათბირი იწყება და გული ამოვარდნას მაქვს, კარში ჯერ ბატონი ლუკა შემოდის, შემდეგ კი.. დემეტრე - უფროსიც ყოფილა ვაჟბატონი -ამოვიჩურჩულე - შემოდი თუ არა მზერა მაშინვე ჩემზე გადმოაქვს, ცოტა ხანს მაკვირდება, შემდეგ ირონიულად იღიმის და ჩემკენ მოდის - თქვენ ალბათ ახალი ხართ - დიახ- ვამბობ და ვცდილობ მის სახეს არ შევხედო - გავიცნოტ ერთმანეთი- დემეტრე - - -ლილე - სასიამოვნოა, იცი რომ მზეს ნიშნავს ? - როგორ მინდოდა, რომ მეთქვა დიახ, ვიცი, ერთმა იდიოტმა თავის დროზე უკვე მითხრა-მეთქი, თუმცა თავი შევიკავე და რაც შემეძლო მშვიდი ხმით ვუთხარი - დიახ, ვიცი, ბატონო დემეტრე - თვალი თვალში გავუყარე და მანამდე ვუყურე სანამ, თავად არ დაარღვია სიჩუმე - იმედია ჩვენთან მოგეწონება - კვლავ ის ირონიული ღიმილი - დარწმუნებული ვარ მომეწონება - არც მე დავაკელი ღიმილი -გუშინ ძალიან შეშინებული ჩანდი -უბრალოდ, ცოტა გადავიღალე - ასე მალე თუ იღლები აქ მუშაობა გაგიჭირდება - კვლავ ის ღიმილი სახეზე - როგორმე თავს გავართმევ, არ ინერვიულოთ - ვთქვი და კვლავ თვალებში შევხედე სსწორედ ამ დროს გავაანალიზე, რომ ყველა ჩვენ გვიყურებდა და საკმაოდ უხერხული სიტუაცია იყო - მგონი დროა დავიწყოთ- უსიამოვნო სიჩუმის გასაფანტად ჩავახველე - ბრძანებებიც ჰყვარებია, - ჯერ იქ მყოფ ხალხს გადაჰხედა, მერე კვლავ მე და დაამატა- თუ კი თქვენ ნებას დაგვრთავთ , დავიწყებთ ქალბატონო ლილე გული საშინლად მტკივა, რომ ჩემი არსებობა ასე მალე დაივიწყა, რომ ვერ მცნობს, ან იქნებ მცნობს და ასე განგებ იქცევა, თუმცა არა... შეუძლებელია ასე იმსახიობო.. ვცდილობ მის ქცევებს ახსნა მოვუძებნო, მაგრამ უშედეგოდ, შეხვედრა მალე დამთავრდა არაფერი მომისმენია, არაფერი მესმოდა, მხოლოდ დემეტრეს ვუყურებდი და დაჟინებით ვცდილობდი ეს პიროვნება ჩემს დემეტრესთან დამეკავშირებინა, რამდენჯერმე მის გამჭოლ მზერასაც წავაწყდი და ყოველ ჯერზე, როცა ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდებოდნენ უცნაურად ეღიმებოდა. ოთახიდან გასვლას ვჩქარობდი, ამიტომ როგორც კი დავასრულეთ კარისკენ გავექანე, დემეტრე ფეხდაფეხ მომყვებოდა , - კარგად ხარ ? - ეღიმებოდა, თუმცა ეს აღარ იყო ის ირონიული ღიმილი - კი, კარგად ვარ, მისთვის არც შემიხედავს, ისე ამოვიბუტბუტე - - სახლში მიდიხარ ? - როგორც ვიცი, დღეისთვის სხვა საქმე აღარ გვაქვს, ამიტომ დიახ - ნაძალადევად გავიღიმე და თავი დავუქნიე - რატომ არ მოგწონვარ - უეცრად ხმა დაუსერიოზულდა - რას გულისხმობთ - დაბნეულმა რაც შემეძლო მშვიდი ხმით ვუთხარი - მოსვლის დღიდან უცნაურად იქცევი, რამე დაგიშავე ? - მომიახლოვდა - არა, უბრალოდ არ მიყვარს უფროსებთან ზედმეტად ახლო ურთიერთობა - უკან დავიხიე და ვეცადე ჩვენს შორის მანძილი კვლავ გამეფართოებინა - გასაგებია - ხასიათგაფუჭებული უეცრად შეტრიალდა და ისე, რომ ჩემთვის აღარაფერი უთქვამს საპირისპირო მიმართულებით მეორე დღეს საზეიმოდ გამოგვიცხადა, რომ ახალ პროექტზე ვიწყებდით მუშაობას - გუნდში რამდენიმე თანამშრომელი დამჭირდება , ყველაფერს ერთად შევათახმებთ , დანარჩენები კი ჩვეულებრივად გააგრძელებთ - იმაში დარწმუნებული, რომ გუნდში არ ამიყვანდა არაფერზე ვდარდობდი - პირველი წევრი ლილე იქნება - მეხივით გაიმა მისი ხმა და მთელი ჩემი იმედები ძირს დასცა - მე რატომ - გაუაზრებლად ისეთი სისულელე წამოვროშე ყველამ გაკვირვებით შემომხედა - იმას ვგულისხმობ, რომ მე ახალი ვარ და ჯერ ყველაფერი კარგად არ ვიცი - რადგან ახალი ხარ სწორედ მაგიტომ, თვალყურს გადევნებ და თან - შეგაფასებ - ცალყბად გამიღიმა და მზერა თანამშრომლებზე გადაიტანა მის სიახლოვეს ყოფნა მიჭირს, მინდა ჩავეხუტო, თუმცა საშინელი ბრაზი მახრჩობს, ბრაზი , რომ დამივიწყა, რომ მიმატოვა, არ ვაპატიებ .. -ლილე, გამომყევი - ბრძანება გასცა და არც დამლოდებია, უკანმოუხედავად გავიდა ოთახიდან - სად მივდივართ ? - სახლში - მოკლედ მომიჭრა - რა ? - თვალები გამიფართოვდა - კომპანიითვის გამოყოფილ სახლში ლილე, დიზაინი უნდა შევცვალოთ , რამხელა ფანტაზია გაქვს - სახე ჩემს სახესთან ახლოს მოიტანა და ფართოდ გაიღიმა - გასაგებია - უხეშად ვუთხარი და მის სახე მოვშორდი -არა, თუ გინდა ჩემს სახლშიც წაგიყვან - ხმაურიანად გაიცინა, ისე რომ ჩემთვის არც შემოუხედავს - საოცარი იუმორის გრძნობა გაქვთ, ხანდახან ვფიქრობ საიდან მოიტანეთ - არ ჩამოვრჩი - არ მოგწონს - კვლავ ის ღიმილი - რომ გითხრათ არა-მეთქი მაგით რა შეიცვლება ? -არაფერი, მოგიწევს აიტანო, ლოყაზე ფრთხილად მიჩქმიტა და გატრიალდა - აბა, რას ფიქრობ ? -მკითხა, როცა სახლის დათვარიელებას მოვრჩი - კედლების ფერად ცისფერს ავარჩევდი, თბილი ფერია, თან თქვენც ძალიან გიყვართ - საიდან იცი ? - მიახლოვდება და თვალებში მაშტერდება - რა ? - რომ ცისფერი მიყვარს - არ ვიცი, -დაბნეულმა ხელები უარყოფის ნიშნად გავასავსავე - როგორ არა, მითხარი შენი საყვარელი ფერიაო - სახე ოდნავ ექუფრება და ჩვენს შორის მანძილს ნელ-ნელა ამცირებს - მე უბრალოდ ასე ვიფიქრე - ისეთმა დარწმუნებულმა მითხარი არ მგონია ეს მხოლოდ ვარაუდი იყოს - აბა საიდან უნდა ვიცოდე თქვენი საყვარელი ფერი, უბრალოდ ამ ოთახს მოუხდება და ჩავთვალე რომ თქვენც მოგეწონებოდათ - კარგი - ხელი აიქცია და გატრიალდა -მივხვდი მისი ცნობისმოყვარეობა ვერ დავაკმაყოფილე - რა თქვი რა გვარი ვარო - უეცრად კვლავ ტრიალდება - ყიფშიძე - რაც შემეძლო ხმადაბლა ვთქვი -ყიფშიძე - ჩურჩულით გაიმეორა, ერთ ხანს უხმოდ იდგა, შემდეგ კვლავ გატრიალდა -საქმეს დაუბრუნდი , აქ მალე უნდა მოვრჩეთ უკანა გზაზე კვლავ მის მანქანაში ჩაჯდომა მიწევს, უჩვეულოდ მაშინებს და ამავდროულად მაბედნიერებს მასთან სიახლოვე, როცა მას ვხედავ ჩემში არსებული ყველა გრძნოობა ერთდროულად იღვიძებს და მეშინია, რომ ერთდღეს ვულკანივით ამოხეთქვას , წყენა, სიყვარული, ბედნიერება , გულისტკივილი და დაუოკებელი სიბრაზე. ხანდახან ვერც კი ვხვდები რას ვგრძნობ - ვფიქრობ, საბოლოოდ კარგი გამოვა -უხერხულ სიჩუმეს კვლავ თვითონ არღვევს - ჰო, მეც ასე ვფიქრობ , თუმცა ცოტა ხმაურიან ადგილასაა- მხრები ავიჩეჩე - არ გიყვარს ხალხმრავლობა ? - თვალებში მაშტერდება - არა, სიმშვიდე და სიწყნარე მირჩევნია - ვიღიმი და თვალს ჯიუტად არ ვაცილებ - მეც მიყვარს სიმშვიდე განსაკუთრებით ღამის სიმშვიდე გული უცნაურად მეკუმშება რატომ დამივიწყა? ... - და მთვარე - ჩურჩულით ვამატებ - ძალიან კააშკაშა და ნათელი - ისიც ჩურჩულებს კიდევ რამის თქმა მინდა თუმცა ძალა არ მყოფნის -იცი, შენთან თავს სხვანაირად ვგრძნობ -ხმა კიდევ უფრო უსერიოზულდება და ღამისფერი თვალები ეჭუტება -როგორ ? - თვალებში არ ვუყურებ ისე ვეკითხები -თითქოს დიდი ხანია გიცნობ -რამდენიმე წუთი სიჩუმე ჩამოწვა , შემდეგ კვლავ თვითონ აგრძელებს - ალბათ დაგაბნიე , მაპატიე , უბრალოდ გრძნობებს ვერაფერს მოუხერხებ ადამიანი - ფართოდ ეღიმება და სახეს უცებ ატრიალებს იქით მეტი არაფერი გვითქვამს , ან კი რა უნდა მეთქვა, სიტყვებს ვერ ვპოულობდი იმ ღამეს არ დამეძინა, არვიცი მას ეძინა თუ არა, თუმცა იმ ღამეს ყველაზე მთავარს მივხვდი: ჩემი გაზაფხული კვლავ იღვიძებდა მიუხედავად ყველაფრისა , მიყვარდა ... -იცი, მთვარეს მაგონებ - მის კაბინეტში იმ წუთას შესულს უცნაურად მიღიმის -ნუთუ მართლა ? ხმაში ირონია შემეპარა -ხო, უცნაურია არა - ბევრად უფრო უცნაური რამეებიც ხდება ჩემს თავს -ვცდილობ ირონია დავფარო -საინტერესოა -სახე ერთბაშად ექუფრება , მერე ფეხზე დგება და მიახლოვდება, ერთხანს ჩუმადაა, ჩემს სახეს დაჟინებით ჩასცქერის, თითქოს მთელი ჩემი გრძნობისა თუ ემოციის წაკითხვას ცდილობს, მერე ეღიმება, საოცრად თბილად და გულღიად, მთელს სახეზე უჩვეულო სინათლე მოჰფენია, სინათლე, რომელიც ჩემი გულის ყველაზე ღრმა კუნჭულებამდეც კი აღწევს . თვალებს ხუჭავს და ჩურჩულებს : - ნაცნობი სურნელი გაქვს .. თვალებს ვხუჭავ და მის სიახლოვეს მთელი არსებით შევიგრძნობ, თვალწინ მიდგება პატარა პარკი, მწვანე ალაგ-ალაგ სახებავაფრცქვნილი ხის სკამი , ბნელი ღამე , ღამისფერი თვალები და კაშკაშა მთვარე. და ამდროს, პარალელურად მახსენდება დავიწყება, სიმარტოვე , მიტოვება .. ჩემს ერთ ნაწილს უნდა ხელები ძლიერ მოხვიოს თავის გაზაფხულს, ხოლო მეორე დავიწყებას ვერ პატიობს. - შესაძლოა, არვიცი, - ხმამაღლა ვამბობ და მისგან რაც შემიძლია შორს ვდგები კვლავ ჩუმადაა და ჩემს სახეს უყურებს , შემდეგ მსუბუქად იღიმის და თავს აქნევს, ვცდილობ მისი ეს ჟესტი გამოვიცნო, თუმცა ამაოდ - უნდა წავიდე - სიჩუმეს კვლავ მე ვარღვევ - გამირბიხარ ? - მის ხმაში ტკივილს ვგრძნობ - არა, უბრალოდ არ მინდა ღრმად შევტოპო, რადგან ვიცი, ოდესმე ისევ გაიქცევი - თავის შეკავება ვცადე, თუმცა არ გამომივიდა - რას გულისხმობ ? - სახე ეცვლება - ვჩუმდები - ლილე, სად უნდა გავიქცე - ხმაში ნერვიულობა ეტყობა - არვიცი -სად გაიქეცი, აბ სად გაიქცევი, არ ვიცი - ვჩურჩულებ და მი სახეს თვალს ვარიდებ - უნდა წავიდე, - ერთხანს ჩუმად ვიდექი, თითქოს მის პასუხს ველოდი, შემდეგ უცებ შევტრიალდი და ოთახიდან გავედი , ჩემი სხეული უჩვეულოდ დამძიმებულიყო, თითქოს ჩვენი, ორივეს სევდა მთლიანად მე მეკიდა მხრებზე . -ლილე, დამელოდე - ის იყო სახლში წასვლა დავაპირე, რომ ნაცნობი ხმა მესმის - დიახ, გისმენთ - სახლში მიდიხარ ? -ხო, საქმეს უკვე მოვრჩი - მეც, დაჯექი, წაგიყვან - არ მინდა, მადლობა -ნუ ჯიუტობ, არ მოგიტაცებ -ნეტავ კი შეგეძლოს - ამოვიჩურჩულე ჩემთვის და შემდეგ დავამატე : -არ მინდა შეგაწუხოთ -არ ვწუხდები-მკაცრი იყო მისი ტონი - არ ხართ ვალდებული ყველა თანამშრომელი სახლში თქვენ ატაროთ- გაღიზიანებულმა ვუთხარი - შენ ყველა არ ხარ, მგონი უნდა ხვდებოდე ამას - მის ხმაში ბრაზი და იმედგაცრუება იგრძნობოდა -აბა ვინ ვარ - ისე ვუთხარი თვალი არ მომიცილებია -ლილე - მუდარასავით გაისმა მისი ხმა, - შენ ჩემთვის ძვირფასი ხარ -ეჭვიც არ მეპარება - ირონიაშეპარული ღიმილით ვეცადე სწრაფად გავცლოდი მას რამდენიმე წუთი იდგა, ალბათ მიყურებდა როგორ მივდიოდი, შემდეგ მანქანა დაძრა და სწრაფად გაეცალა იქაურობას ვიცოდი , რომ ვტკენდი, თუმცა ისიც ვიცოდი , რომ მან მატკინა და არ შემეძლო ამის პატიება , საკუთარ ფიქრებსა და გრძნობებში ისე ჩავიძირე, არსებული რეალობის აღქმის უნარიც კი დავკარგე , საკუთარ სამყაროში გამოკეტილი, ვხვდებოდი, თანდათან სოციალურ უნარებს ვკარგავდი, მარტო ყოფნა აქამდე თუ ასე ძალიან მიყვარდა, ახლა ასმაგად , ათასმაგად შემიყვარდა. სამსახურიდან სახლში ისე მიმეჩქარებოდა, როგორც პატარა ბავშვს, რომელსაც სახლში ახალი სათამაშო ელოდება. მივიჩქაროდი, რათა ჩემს მარტოობაში ჩავმხვჩარიყავი. შუაღამეა არ მძინავს, ტელეფონზე ზარია, უცნობი ნომერი : -გისმენთ -გაგაღვიძე - ნაცნობი ხმა - არ მეძინა , ასეთ დროს რატომ მირეკავთ, რამე მოხდა ? -არაფერი, უბრალოდ შენთან ლაპარაკი მინდოდა, - რის შესახებ ? - რამე დაგიშავე ? მეკითხება კიდეც, უნამუსოდ ბედავს და მეკითხება -რას გულისხმობთ ? - ყოველთვის გამირბიხარ, ხანდახან უცნაურად ლაპარაკობ, დავიბენი - ყურმილს იქით მისი მძიმე სუნთქვა გავიგონე. -ყველაფერი კარგადაა, რომც არ იყოს თქვეენ ამაზე არ უნდა დარდობდეთ -ლილე, ჩემთვის ყოველდღეს უფრო და უფრო ძვირფასი ხდები მისმა სიტყვებმა წამიერად ჩემში არსებული ყველა ყინული გაადნო, მეტყველების უნარი წამართვა და ვერც კი მივხვდი ისე უკითხავად გაიკვლიეს ცრემლებმა გზა ღაწვებისკენ. რა ცოტა კმარა ბედნიერებისთვის, რა პატარა და მარტივ სიტყვებს შეუძლიათ აგატირონ. იმ წუთას დავიჯერე, რომ დემეტრეს არ შეეძლო ჩემთვის ტკივილი მოეყენებინა, იმ წუთას ყველაფერი ვაპატიე . თუმცა, არა დემეტრეს, არამედ ჩემს სიყვარულს. ხმა არც ერთს არ ამოგვიღია, ასე ვისხედით და ყურმილს იქით ერთმანეთის სუნთქვას ვისმენდით, რადგან სიტყვები ზედმეტი იყო, სიტყვები ძალას კარგავენ სიყვარულის წინაშე. მეორე დღეს გადავწყვიტე მისთვის ყველაფერი მეთქვა, პასუხები მჭირდებოდა რათა საბოლოოდ მეპატიებინა - დილამშვიდობისა - კაბინეტის კარს ღიმილით ვაღებ - -ლილე - სახე ერთბაშად უბრწყინდება - მოდი, დაჯექი - მასთან ახლოს ვჯდები, ვცდილობ ძალა მოვიკრიბო და ყველაფერი ვუთხრა, თუმც არა გამომდის - გუშინ გაგაღვიძე ? - სიჩუმეს თვითონ არღვევს - არ მეძინა - რატომ? საკმაოდ გვიანი იყო - არ ვიცი, ბოლო დროს ღამეს ძალიან შევეჩვიე - ვიღიმი - ძალიან მიყვარს ღამე - სახეგაბადრული თვალს არ მაცილებს - მთვარეც გიყვარს - სიცილით ვამატებ - იმიტომ , რომ შენ გგავს - თვალს მიკრავს - შესაძლოა - ეჭვშეპარული თავს ვაქნევ - ღამე, ძალიან ბნელი მთვარე კაშკაშა და ნათელი - იწყებს ლაბარაკს და ტანში ჟრუანტელი მივლის - საოცრად წყნარი და მშვიდი ღამე - პატარა , ძველი პარკი - თვალდახუჭული ამატებს და ჟრუანტელი ელვასავით ედება ჩემს სხეულს და შიგნიდან წვავს - საღებავგადაცლილი ხის სკამი - თვალებში ვუყურებ და ხმა მიკანკალებს ვხედავ როგორ ეცვლება სახე, თვალები უფართოვდება და ინტერესიან მზერას მაპყრობს -შენ .. შენ საიდან იცი ? -რა ? - ვიბნევი -ჩემი სიზმარი - გაფითრებულ ხელებს ჩემს ხელებს ჰკიდებს და ძლიერად უჭერს -სიზმარი ? -ენის ბორძიკით წარმოვთქვამ და სიტყვა მიწყდება - არ ვიცი ავარიამდე თუ მესიზმრებოდა, თუმცა ავარიის შემდეგ თითქმის ყოველ ღამე ვხედავ ერთსა და იმავე სიზმარს , მე , ღამე , მთვარე და პატარა პარკი.. კიდევ ვიღაც გოგონა, რომლის სახეც არასდროს მინახავს, თუმცა ვიცი, რომ ულამაზესია - რა ავარია ? -შეშინებული მის ხელს ძლიერად ვუჭერ , თითქოს მეშინია კიდევ არ დავკარგო -ავტოავარიაში მოვყევი,კომპანიის პრობლემების გამო ვნერვიულობდი და არც მახსოვს როგორ მოხდა, მის მერე ჩემი ცხოვრების გარკვეული მონაკვეთები არ მახსოვ ს - ხელები მიკანკალდება, ყელში უდიდესი ბურთი მებჯინება და სუნთქვას მიშლის -დემეტრე, ჩემი დემეტრე. ვჩურჩულებ და მის ხელებს კიდევ უფრო ძლერად ვუჭერ ხელს, თავს ვერ ვიკავებ , მის სხეულს ვეკრობი და ვცდილობ მთელი ამ წლების განმავლობაში დაგროვებული მონატრება ერთბაშად ავინაზღაურო. - ლილე, კარგად ხარ ? - შეშინებული ჩემს უფერო სახეს დასცქერის -სიზმარი არ არის დემეტრე ეს რეალობაა, მე და შენ ფეხზე ვდგები, სახელოზე გიჟივით ვექაჩები : -გამომყევი -სად მივდივართ - ჯერ კიდევ დაბნეული დემეტრე უცნაურად მიყურებს -გამომყევი - გავიმეორე, თუმცა უფრო ხმადაბლა და მე წავიყვანე დემეტრე ჩვენს ადგილას - მისი გაოცებული თვალები ბედნიერებითაა სავსე. რამდენიმე წუთით უხმოდ დგას გაფითრებული, გაოცებული არეული და ალბათ შეშინებულიც - ეს ადგილი, ჩემი სიზმრები - ხელებაკანკალებულ დემეტრეს ღამისფერი თვალები კიდევ უფრო ჩამუქებოდა არ ვიცი დამდენ ხანს ვიდექით ასე, შეიძლება ათი, ოცი ან ოცდაათი წუთი, შეიძლება ერთი საათიც, იქნებ მთელი უსასრულობაც აქ გავატარეთ მე და დემეტრემ . უეცრად ჩემკენ ტრიალდება , ხელებს სახეზე მისვამს, მისი შეხება საოცრად რბილია და სითბოთი მავსებს , შემდეგ წელზე ხელს მხვევს და თავისკენ მიზიდავს. ახლა როცა მისი გულისცემა ასე ახლოს ისმის ჩემს ყურთან , ჩემი გაზაფხული ისე იტოტება, როგორც არასდროს. სიჩუმეს დემეტრე არღვევს : “ჩვენი შეხვედრა განთიადს პირველ სხივს ჰგავდა შენ კი მზე დაგაქვს მაგ დიდრონი მწვანე თვალებით“ და იმ ლექსის სტრიქონებს ამბობს ერთდროს ძალიან ბანალურად რომ მომეჩვენა და ბევრი ვიცინე გამახსენდა ლილე.. ჩემო ლილე - ბოლო ხმაზე ყვირის და ხელში მიტაცებს ჩვენი შეხვედრა მართლაც რომ მოცულია იდუმალებით . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.