შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

......


1-07-2020, 13:03
ავტორი ნივთი (
ნანახია 825

მესამე დილაც რა თქმა უნდა მარტივი მისალმებით; დილამშვიდობით დაიწყო გიორგიმ,
ნინომაც არ დააყოვნა და სულ ორიოდრ წუთში პასუხი დაუბრუნა..
საუბარი უფრო და უფრო თავისუფალი და უშუალო ხდებოდა,
პირადი ინტერესის სფეროს გაგებას ცდილობდა ორივე მხარე, ცდილობდნენ თითქოს ერთმანეთის უკეთ შეცნობა სურდათ და მორცხვად ეკითხებოდნენ ერთმანეთს თუ რა უყვარდათ რა აინტერესებდათ, რას ფიქრობდნენ ზოგად საკითხებზე..
ეს კი რა თქმა უნდა საუბარს მეტად საინტერესოს ხდიდად.
და თან რაც ორივესთვის მთავარი იყო ახანგძლივებდა ურთიერთობის დროს..

ნინომ, საუბრის თემიდან ამოვარდნილი კითხვა დასვა, რაც შეეხებოდა სოც, ქსელის "მესენჯერიდან" პირად "მესენჯერში" გადასვლას..
გიორგი არც დაფიქრებულა ისე განუცხადა თანხმობა ნინოს..
გიორგი მიხვდა რომ საქმე მეტად
მნიშვნელოვან საკითხებს შეხებოდა,რადგან სასაუბრო არხის შეცვლა ითხოვა ნინომ..
და აი გამართლდა გიორგის ვარაუდი,
ნინომ "მესენჯერის" შეცვლის თანავე, პირველივე სმს-ში პირდაპირ და დაუფარავად გაუმხილა გიორგის რომ, მისი თვალები ძალიან მოსწონდა და ყოველთვის უნდოდა ამის თქმა, მაგრამ რიგი მიზეზების გამო ვერ უმხელდა,
( მიზეზებს ბოლოს გავამხელთ რადგან ასეა საჭირო )
ოდნავ დაბნეული და ამავ დროულად რაღაცის მოლოდინში მყოფმა, მადლობა გადაუხადა და თვითონაც შეეცადა რაიმე კომპლომენტი ეთქვა, ისეთი რომ არც საწყენი და არც ძალიან გამოხატული ყოფილიყო, და ხაზი ნინოს უმშვენიერეს ღიმილს გაუსვა..
უთხრა თუ რაოდენ ლამაზი, ბავშური და ძალიან თბილი და სასიამოვნო იყო მისთვის მისი ღიმილის დანახვა...
უნდა აღვმიშნოთ ის ფაქტიც რომ 5-6 წლიანი ნაცნობობის მიუხედავად ერთმანეთი სულ 6-7 ჯერ ეყოლებოდათ ნანახი...

ეს ურთიერთ გაცვლილი უკვე პირდაპირი კომპლიმენტები ორივესთვის რა თქმა უნდა ძალზედ სასიამოვნო აღმოჩნდა...
რაც კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, საუბარს უფრო პირდაპირს ხდიდა და შესაძლებელს ერთმანეთის მიმართ მცირედი საიდუმლოების გამჟღავნების...

გიორგი დაჟინებით სთხოვდა ეთქვა, თუ როდის და რატომ დაინტერესდა მისი თვალებით,
რატომ გახდა მისი თვალების ნინოსთვის ასეთი შესამჩნევი და მოსაწონი...
ნინოს კი ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა უჭირდა, უჭირდა არა იმიტომ რომ არ იცოდა რა ეპასუხა , არამედ იმიტომ რომ ერიდებოდა ამ თემის ფართოდ განვრცობა და სთხოვა რომ , თუ როდისმე გადაწყვეტდა რამის თქმას, თვითონ ეტყოდა და მსგავსი კითხვა აღარ დაესვა...
ასე მცირედი კომპლიმენტების გამხელით და სხვა საკითხებზე საუბრით მიიწურა მესამე დღის საღამოც.
უკვე გვიანი იყო, მათ კი 2-3 საათის დამთავრებული ქონდათ მიმოწერა, რა დროსაც კიდევ ერთი სმს მოუვიდა ნინოს, ისევ რა თქმა უნდა გიორგი იყო,
აინტერესებდა ეძინა უკვე თუ არა ნინოს,
ნინოც ალბათ ელოდა მის სმს-ს და სწრაფადვე დაუბრუნა პასუხი რომ ჯერ არ ეძინა და კიდევ არ აპირებდა დაძინებას, ამით ალბათ იმის მინიშნებას ცდილობდა რომ 2-3 საათის უკან დამთავრებული საუბარი ისევ გაეგრძელებინათ იქამდე სანამ ძილი არ მოერეოდა რომელიმეს..
მათმა საუბარმა ისევ როგორც წინა ღამეა საკმაოდ გვიანობამდე გასტანა, საუბრობდნენ ყველაფერზე, უკვე მნიშვნელობა აღარ ქონდა მათთვის რაზე იყო ეს საუბარი, მთავარი იყო ოღონდ ესაუბრათ და რომელიმეს არ ჩასძინებოდა...
ნინომ 5-6 შეტყობინება გაუგზავნა 3-4 წუთიანი ინტერვალებით და პასუხი ვერ მიიღო, იმ ღამეს ბოლო შეტყობინება რაც ნინომ გაუგზავნა იყო შემდეგი სახის..

ნინო:
ძილინებისა, დილით კი როცა ნახავ სმს-ს მომწერე...
იცოდე არ მიყვარს როცა დაუმშვიდობებლად მიდიან, ხომ შეგეძლო მოგეწერა რომ იძინებდი და მეც არ დაგელოდებოდი ამდენს..
ძილინებისა, ხვალამდე..

ეს კიდევ ერთი დადასტურება იყო იმის რომ ნინო ნამდვილად დამოკიდებული გახდა ამ არაფრისგან დაწყებულ მიმოწერაზე... და გიორგის ღამის სამ საათზე რომ ჩაეძინა, ამან გული დაწყვიტა....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent