შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზის მოლოდინში (I ნაწილი)


1-07-2020, 13:19
ავტორი Tamarins7
ნანახია 1 033

შესავალი

ცხოვრება ძალიან ბევრ გამოცდას გვიწყობს და დიდი დაბრკოლებების წინაშე გვაყენებს. ფიქრი გვიჩნდება შეურაცხადი. ვიბნევით, გვეშინია, ერთ კუთხეში ვიმალებით , თითქოს თავს ვაღწევთ , მაგრამ მაინც გვპოულობს, გვიყურებს, ბოროტად იღიმის, გვიახლოვდება, ხელს გვახებს და თუ არ შევეწინააღმდეგეთ, გვყლაპავს, გვშთანთქავს, გვაქრობს და სამარადჟამოდ გვტოვებს მასში.
ცხოვრება ისეთ განსაცდელს არ მოგვივლენს, რომელსაც ვერ გადავლახავთ, მაგრამ ვინ უწყის, რამდენად რთულია მასთან გამკლავება. ერთხელ მაინც გვქონია მომენტი, როცა თავს ყველასგან განსხვავებულად წარმოვიდგენდით. გონებას ვაჯერებდით, რომ მხოლოდ ჩვენ გვტკივა გული და ვდარდობთ, ამ რეალობაში მხოლოდ ჩვენ ვირგებთ ნიღაბს და ვაჩვენებთ თავს იმად, რაც არ ვართ. სწორედ ეს ფიქრები გვაქცევს ჩარჩოებში. გვაიძულებს ვიაზროვნოთ ერთფეროვნად და არ ვიფიქროთ მის შეცვლაზე. ველით როდის გვამხელს რომელიმე გამვლელი და გამოგვაფხიზლებს, თითქოს შველას ვეძიებთ. როცა შევხედავთ, რომ ამ ბნელ გარემოში გამოჩნდება ვიღაც, ვინც უბრალოდ კითხვას სვამს ,,რატომ?“, მაშინვე ვეკედლებით, ცრემლს ვღვრით და ვიძირებით მის სამყაროში, რათა დროებით მაინც ვიგრძნოთ თავი მნიშვნელოვნად. ვეჭიდებით, არ ვუშვებთ, რადგან ის არის ვიღაც, ვინც გვავივწყებს რუტინულ გარემოს. გვაღიმებს, ხალისს გვმატებს და ჩვენც აღმოვჩნდებით სრულიად სხვა განზომილებაში.
რაღაც ახლისკენ ვისწრაფვით, ვფიქრობთ წარსული უკან მოვიტოვეთ, არ ვიხსენებთ...არ ვლაპარაკობთ...ვიმალებით, გავურბივართ საკუთარ თავებს. მიგვაჩნია, რომ ამით ავირიდებთ შეცდომებზე პასუხისმგებლობას, მაგრამ მთელი სისწრაფით ვაშენებთ კიბეებს უფსკრულისაკენ მიმავალს. არაფერია წარსულზე ცხადი და რეალური. ეს ორგემაგე სამყაროა, რომელსაც ვერ გაექცევი. ან უნდა იბრძოლო ცხოვრებისთვის ან საბოლოოდ იქცე არარაობად. ყოველთვის გაქვს არჩევანის უფლება, გააჩნია, რომელს დააყენებ პრიორიტეტად.

I თავი

,,ერთი ღირსება ნამდვილად მაქვს. თავად ჩემი სული და გული მუდამ სიყვარულით იყო სავსე და ჩემთვის ეს სრულებით საკმარისი გახლდათ“ ნიკოლას სპარქსი

მელანო

26 დეკემბერი, 2019 წელი.

-მადლობა, რომ დრო გამონახე ჩემთან სასაუბროდ
-მირჩევნია პირდაპირ საქმეზე გადახვიდე ალექსანდრე, ბევრი დრო არ მაქვს,-ღრმად ჩავისუნთქე ქუჩის ჰაერი და თვალი ავარიდე მის ხელში არსებულ უბისწიგნაკს.
-ვიცი, რომ შეამჩნიე, ისიც ვიცი, ხვდები ვის ეკუთვნის და რატომ მაქვს ხელში. გთხოვ, ბოლომდე მომისმინე და შემდეგ შენ გადაწყვიტე, აიღებ თუ არა მას,-აღელვებული ცდილობდა თანხმობა მიეღო ჩემი მზერისგან. რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ ნერვულად დაიწყო მოძრაობა და საუბარი განაგრძო:
-მას შემდეგ, რაც მისი ცხოვრებიდან წახვედი, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, რთულ მდგომარეობაში იყო. ვცდილბდი, რომ წარსული დამევიწყებინა მისთვის. საშინლად ნანობს შეცდომებს. მითხრა, რომ შენთვის ეს გადმომეცა, მაგრამ არ დამეძალებინა. მისი ცხოვრებაა აღწერილი შენი წასვლის შემდეგ.
-იმ დაწყევლილი დღის შემდეგ, რაც მან გამიკეთა, ყოველ წამს ვცდილობ დავივიწყო წარსული, დანიელი და მათ შორის შენ. საერთოდ არ მახარებს ის მოგონებები, რაც თქვენთან მაკავშირებს. არ ეცით პატივი ჩემ გადაწყვეტილებას და ზურგს უკან მოქმედებდით . გგონია, რომ ამ ყველაფრის შემდეგ მე ამას ავიღებ?
-ვიცი, ვხვდები. საზღვარგარეთ უნდა წასვლა. წერაც კი არ აქვს დასრულებული ამ დღიურში. თქვა , რომ ყველაფერი დამთავრდა , რომ არასდროს გამოჩნდება. გთხოვ აიღე, თუ გინდა დახიე, გადააგდე, ოღონდ აიღე...თუ არ აიღებ, ამასაც გავიგებ.
გონებაში ვფიქრობდი, რა იქნებოდა სწორი. ამეღო ეს წიგნაკი თუ უბრალოდ დამევიწყებინა დღევანდელი დღე და ცხოვრება გამეგრძელებინა? ზუსტად ვიცი, სადაც არ უნდა გაიქცე, როგორც არ უნდა მოიქცე, წარსულ ტკივილს თავს ვერ დააღწევ თუ მის პირდაპირ არ აღმოჩნდები და თვალს არ გაუსწორებ. წამით დავფიქრდი, თვალწინ გამიელვა იმ საშინელმა ღამემ და მივხვდი, ეს უბისწიგნაკი იმაზე მეტ რამეს შემატყობინებდა, ვიდრე ახლა მე ვხედავ ჩემ ირგვლივ.
შემეშინდა. ვიცოდი, ისევ სადღაც იქნებოდა ჩემ გარშემო და თვალს უჩუმრად მადევნებდა. ეს ხომ მისი ბუნებრივი მდგომარეობაა. გული შიშით მიცემს იმაზე ფიქრით, თუ რა ეწერება ამ დაწყევლილ დღიურში, თუმცა სახეზე ერთი ემოციაც არ გამომიხატავს. როდის გავხდი ასეთი ძლიერი? როგორ შემეძლო ჩუმად ვყოფილიყავი და ჩემი ძალებით მებრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ? ფიქრებიდან ალექსანდრეს ხმამ გამომარკვია:
-წაიღებ?
-მხოლოდ ერთი პირობით
-რასაც მთხოვ შევასრულებ,- ნაღვლიანი ღიმილით მიპასუხა
- არ ეტყვი, რომ მე მაქვს. ეს დღიური იმდენად მეზიზღება, რამდენადაც ყველა წარსული მოგონება, რაც თქვენთან მაკავშირებს. თუ ამ პირობას არ შეასრულებ, დღიურს აქვე დავხევ და შენც სამუდამოდ დაკარგავ ჩემთან შეხვედრის მინიმალურ შანსსაც კი,-ეჭვისთვალით ვადევნებდი მის სახეზე გამოხატულ ემოციებს. წამიერი დუმილის შემდეგ გადაჭრით მიპასუხა:
-თანახმა ვარ.

მოვდიოდი და ირგვლივ შეშინებული ვაკვირდებოდი ადამიანებს. რას ვცდილობდი? საკუთარი თავის დამშვიდებას თუ მის გამოჭერას? ერთი რამ დაზუსტებით ვიცოდი: ეს დღიური ან მოსვენებას დამაკარგვინებდა ან სამუდამოდ დახურავდა წარსულის ჯერ კიდევ ღიად დარჩენილ კარებს.
ჩქარი ნაბიჯით მივიკვლევდი გზას მეტროსკენ. ხალხი, როგორც ყოველთვის ბუზივით ირეოდა. ყველა სადღაც მიიჩქარის. ჩვეულებრივი მოვლენაა თბილისის ქუჩებში, თუმცა ჩემთვის არა, წარსულში არა. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ამ დიდ ქალაქში რამდენიმე დღის ჩამოსული ვიყავი, შინაგანად ვგრნობდი: ეს ცხოვრების ახალ ეტაპად, დასაწყისად და დასასრულად ერთდროულად მომევლინებოდა.

17 ნოემბერი, 2018 წელი

,,გამარჯობა, მე მელანო ვარ. ერთი პროვინციელი გოგონა, რომელიც თბილისში ჩემი პატარა სამყაროს შესაქმნელად ჩამოვედი. 18 წლის შემდეგ ჩემ ქალაქს მოშორებულმა ახალი გარემოს შეცნობა და მასში გარევა აქტიურად დავიწყე. ვაკვირდებოდი ყოველ წვრილმანს, იმასაც კი, თუ როგორ მოძრაობდა მეტროში მატარებელი ლიანდაგზე და როგორ გადიოდა გვირაბიდან მზის სინათლეზე. ვუყურებდი ქუჩაში სწარაფად მიმავალ მოქუფრულ ადამიანებს, ღამის წყვდიადში მსხდომ გამყიდველ უხეშ ქალებს, რომლებიც პურის ფულის საშოვად მზად იყვნენ, ნებისმიერ ფასად გაეყიდათ კარდონებზე უმისამართოდ დაყრილი ტანსაცმელი. ვხედავდი მეტროში მომღერალ ახალგაზრდებს გიტარაზე მონდომებით რომ უკრავდნენ მელოდიებს და დროებით აფხიზლებდნენ ხალხში გამეფებულ მდუმარებას. ვაკვირდებოდი სოციუმს და ვცდილობდი, მათში დამენახა რაღაც, რაც განასხვავებდა თითოეულ ადამიანს ერთმანეთისგან, მაგრამ ამაოდ. ყველა ერთნაირი და მსგავსია. არანაირი სილაღე და სიფერადე აღარ გააჩნია ადამიანს. იმდენად დათრგუნულა საკუთარ პრობლემებში, დარდსა თუ ტკივილში, რომ დაავიწყდა ხალხს ერთმანეთზე ზრუნვა და სიყვარული. იმდენად დაიკარგა ახალგაზრდა თუ მოხუცი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრში, რომ აღარ აინტერესებს, რა იქნება მის იქეთ, ოღონდ თავად იგრძნოს თავი კომფორტულად და ბედნიერად“.

ფიქრებში მყოფს გამეცინა საკუთარ ბავშვურობაზე. ვიხსენებდი მეამბოხე გოგოს, სამყაროს შეცვლას მონდომებით რომ ცდილობდა. და დღეს? ერთი წლის შემდეგ რა შეიცვალა? ალბათ უფრო სწორი იქნებოდა მეკითხა : ,,რამ შემცვალა?“. ვაგონში მჯდომი ერთ წერტილს ვუცქერდი, ნუთუ იმდენი ძალა მყოფნის, რომ ეს ავადსახსენებელი დღიური გადავშალო? გული და გონება ერთ მხარეს მექაჩებოდნენ, მაიძულებდნენ დაუყოვნებლივ მომეშორებინა თავიდან, მაგრამ მოუთმენლობამ მძლია. დავივიწყე წყენა, საკუთარი თავის წინააღმდეგ წავედი და დღიური გადავშალე:

,,THE SUN WILL RISE AND WE WILL TRY AGAIN”


//////////////////

მოგესალმებით მეგობრებო. ყველას წარმატებულ, ბედნიერ და ხალისიან დღეს გისურვებთ. ვბრუნდები ახალი ექაუნთით ჩემი პირველი ისტორიით ^_^ მინდა აქვე აღვნიშნო, რომ აღნიშნული ისტორია რეალური ამბავია და პარალელურად ვწერ მიმდინარე მოვლენებთან ერთად. ველი თქვენს შეფასებებს, იმედი მაქვს მოგეწონათ და დაგაინტერესებთ, რადგან წინ ძალიან საინტერესო ამბები გელით.



№1  offline წევრი ანა გუგე

ძააალიან მომეწონა დასაწყისი გავაგრძელებ კითხვას აუცილებლად
ხოდა კიდე მაინტერესებს წინა ექაუნთი წაშლილიგაქ??? სხვებსაც სიიამოვნებით წავიკითხავდიი

 


№2  offline წევრი Tamarins7

ანა გუგე
ძააალიან მომეწონა დასაწყისი გავაგრძელებ კითხვას აუცილებლად
ხოდა კიდე მაინტერესებს წინა ექაუნთი წაშლილიგაქ??? სხვებსაც სიიამოვნებით წავიკითხავდიი


ძალიან დიდი მადლობაა ❤️???? ხვალ ავტვირთავ გაგრძელებას . არა წაშლილი არ მაქვს, მაგრამ 2013-14 წლებში ნაწერია. ???????? მოვიძიებ და გაჩვენებ ❤️ მადლობა ყურადღებისთვის

 


№3  offline წევრი ანმეე

უიიი ნამდვილიაოოო...ძალიან კარგიი უფრო მომწონსს

 


№4  offline წევრი Tamarins7

ბამმო
უიიი ნამდვილიაოოო...ძალიან კარგიი უფრო მომწონსს



დიახ დიახ ^_^ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent