შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამელია-,,ჩემი საუკუნის შედევრი"


16-06-2020, 21:51
ავტორი Tamarins7
ნანახია 706

ცხოვრება ძალიან ბევრ გამოცდას გვიწყობს და დიდი დაბრკოლებების წინაშე გვაყენებს. ფიქრი გვიჩნდება შეურაცხადი. ვიბნევით, გვეშინია, ერთ კუთხეში ვიმალებით, თითქოს თავს ვაღწევთ, მაგრამ მაინც გვპოულობს. გვიყურებს, ბოროტად იღიმის, გვიახლოვდება, ხელს გვახებს და თუ არ შევეწინააღმდეგეთ, გვყლაპავს, გვშთანთქავს, გვაქრობს და სამარადჟამოდ გვტოვებს მასში.
ცხოვრება ისეთ განსაცდელს არ მოგვივლენს, რომელსაც ვერ გადავლახავთ, მაგრამ ვინ უწყის, რამდენად რთულია მასთან გამკლავება. ერთხელ მაინც გვქონია მომენტი, როცა თავს ყველასგან განსხვავებულად წარმოვიდგენდით. გონებას ვაჯერებდით, რომ მხოლოდ ჩვენ გვტკივა გული და ვდარდობთ. გარემოში მხოლოდ ჩვენ ვირგებთ ნიღაბს და ვაჩვენებთ თავს იმად, რაც არ ვართ. სწორედ ეს ფიქრები გვაქცევს ჩარჩოებში. გვაიძულებს ვიაზროვნოთ ერთფეროვნად და არ ვიფიქროთ მის შეცვლაზე. ველით, როდის გვამხელს რომელიმე გამვლელი და გამოგვაფხიზლებს, თითქოს შველას ვეძიებთ. როცა შევხედავთ, რომ ამ ბნელ გარემოში, გამოჩნდება ვიღაც, ვინც უბრალოდ კითხვას სვამს ,,რატომ?“ , მაშინვე ცრემლს ვღვრით და ვიძირებით მის სამყაროში, რათა დროებით მაინც ვიგრძნოთ თავი მნიშვნელოვნად. ვეკედლებით, ვეჭიდებით, არ ვუშვებთ, რადგან ის არის ვიღაც, ვინც გვავიწყებს რუტინულ გარემოს. გაღიმებს, ხალისს გმატებს და შენც აღმოჩნდები სრულიად სხვა სამყაროში. სიახლე მივიღე - კარგი მეგონა, გავუთამამდი - მწარე მხარე მაჩვენა. შემაჩვია გულდახურვას, სიბნელესა და უემოციობას. ბედნიერება მხოლოდ წარსულში დარჩა. არაფერია წარსულზე ცხადი და რეალური, გართმევს უკანასკნელ ხელჩასაჭიდსაც კი. მიდიხარ დასკვნამდე: ან უნდა იბრძოლო ცხოვრებისთვიის ან საბოლოოდ იქცე არარაობად. ყოველთვის გაქვს არჩევანის უფლება, გააჩნია , რომელს დააყენებ პრიორიტეტად.
დილემის წინაშე ვდგავარ. მოლბერტზე არსებულ ჩემ დაუსრულებელ ნახატს ვაკვირდები და ვფიქრობ, დავასრულო თუ უბრალოდ ჩემი გონების ყველაზე ბნელ კუთხეში მივჩქმალო. ფაქტია, რომ რეალობას სადაც არ უნდა გავექცე, ვერ დავეხსნები. აღელვებულმა აივნისაკენ ავიღე გეზი. დეკემბრის სუსხმა და ყინვამ ერთიანად მომიცვა და გამაჟრჟოლა. მწვავე ფიქრებმა შემახსენა თავი. სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა, თითქოს მთელი სიმძაფრით ჩამავლო ხელი და უხილავ კედელს მიმანარცხა, თანაც ისე ძლიერ, რომ სიმწრის ცრემლები მაყრევინა. რამდენად მარტივად შეიძლება დაეტყოს ადამიანს სევდა? ალბათ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად წრფელი და წმინდაა იგი, ან შეიძლება იმაზეც, თუ რამდენად მძიმეა, რაოდენ სწონის შენს ემოციებს.
,,ზოგჯერ სამყაროს სივრცეში უნდა ჩაიკარგო, საკუთარი თავის საპოვნელად“,- მხოლოდ ადამიანზეა დამოკიდებული, ვინ გახდა და რად იქცევა მომავალში. შიში არ მაძლევს გასაქანს ვიფიქრო, თუ სად მივყავარ გზას. მე დავკარგე საკუთარი საზრისი ცხოვრებისა. მე ჩემ გადადგმულ პირველ ნაბიჯზე ვაგებ პასუხს. ახლა უბრალოდ დინებას მივყვები. ვცდილობ, გავიქარწყლო შეურაცხადი ფიქრები. პრობლემის გადაჭრის გზებზე ვფიქრობ. რაც უფრო ვუღრმავდები აზრებს, ვაცნობიერებ, რომ ან წარსულის მოუშუშებელი ჭრილობები უნდა დავივიწყო ან უბრალოდ ჩემი სიცოცხლე ლეტალურად დავასრულო.
ამელია იყო ყველაზე რეალური, წმინდა და უმანკო რამ ჩემ ცხოვრებაში. ერთადერთი, რომელმაც მაზიარა უზენაეს გრძნობას. ყველგან მხოლოდ მისი ხატება მიდგას თვალწინ : წითური, გრძელი დალალები ფაქიზად ელამუნებოდა ბროლივით თეთრ, ნაზ კანს. მისი შეხება საოცარ, არაამქვეყნიურ გრძნობას მიჩენდა. ღიმილი სუნთქვას მავიწყებდა და თვალები. ოჰ, ეს წმინდა, მოციმციმე თვალები ირეკლავდა მის ბავშვივით წრფელ, უმანკო სულს. საამო ფიქრებში გართულს რეალობამ მალევე შემახსენა თავი. უიმედობამ კიდევ ერთხელ მომგვარა სევდა. ძალა მოვიკრიბე და სახლში შევედი, მოლბერტისაკენ გავაპარე მზერა. მოგონებები ქმნიან ცხოვრებას, წარსული მოგონებებად იქცევა, უკვდავია. უძლებს დროს, მანძილსა და სივრცეს. ვიგრძენი პატარა ბედნიერების სხივი გაფერმკრთალებულ გულში, მე კი თვალს ვერ ვწყვეტდი ნახატს. ზუსტად ვიცი, ცხოვრებაში მარადიული არაფერია, თუ ახლა ცუდადაა ყველაფერი, არ ნიშნავს, რომ ხვალაც ასე იქნება.
შეიძლება სიყვარული ერთ ნახატში ჩაეტიოს? აქამდე სიყვარულზე რას დავხატავდი? ისტორია თავიდან იწერება. მე შევქმნი ნახატს ჩვენ სიყვარულზე, გავლილ დროზე, მოგონებებზე, რომლის გახსენებაც გულს მიჩქარებს. შენს შეხებაზე, თავბრუს რომ მახვევდა, ჩემზე ჩაჭიდებულ ხელზე, შენ სუნთქვაზე, არომატზე, სიცილზე,- ყველაფერზე, რაც ჩემ თავად მაქცევდა. გულში ბედნიერების ჰორმონები ჩამეღვარა. ფუნჯი ავიღე და რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ ხატვა განვაგრძე. უბრალოდ ცხოვრების ტალღებზე უნდა იცეკვო. დაელოდო, როდის გადაივლის ყოველივე ცუდი და მერე ამოხვიდე მაღლა. მე კი ამ წუთებში, ამ ტალღებზე ცეკვა მხიბლავს , ფრთებს მასხამს. მომენტალურად მგონია, რომ მარტო ვარ და ფრთები დატეხილი მაქვს, მაგრამ როცა წარმოვიდგენ ამელიას მოკაშკაშე, ღიმილიან სახეს, ვხვდები, რომ ფრთები, რომელიც დატეხილი მეგონა, სინამდვილეში შემიძლია გავშალო. ვგრძნობ, რომ მარტო არ ვარ.
ზოგჯერ იცი რატომ არის სასარგებლო მდგომარეობა მოწყენილობა? როცა საოცრად მოგეწყინება, აღარაფერი გიხარია. როცა ყველაფრის მიღმა აღმოჩნდები, ძალიან გინდა, რაღაც შეიცვალოს. ამ დროს გამოჩნდება ის, ვინც ყოველთვის შენს გვერდით იყო, ფაქიზად შეგახებს გულზე ხელს და ისეთი უვნებელი აღმოჩნდები, თითქოს არც არაფერი მომხდარა. სადღაა ადამიანი თუ გულს არ ტკივა. ტკივილი კი არაა მთავარი, არამედ ამ ტკივილის ატანის გამძლეობაში, მოთმინებაშია გმირობა. ვიგრძენი, რომ ერთიანად გავთავისუფლდი. თვალცრემლიანმა ბოლომდე შევისწავლე დასრულებული ნახატი. ვუმზერდი პორტრეტს და ვხედავდი ამელიას ღიმილიან სახეს. ის იყო ჩემთვის საუკუნის შედევრი. ახლა კი შემიძლია უბრალოდ გავუშვა.
მშვენიერება ყველაზე მეტად იქაა, სადაც ღირებულისთვის რაიმეს გაღება და ტკივილის ატანა გიწევს. ხანდახან ისეთ ადგილას წააწყდები მშვენიერებას, სადაც არ ელი.

//////////

გამარჯობა მეგობრებო. <3 იმედი მაქვს, ჩემი ნამუშევრით ისიამოვნეთ და მოგეწონათ. დიდხნიანი პაუზის შემდეგ, გადავწყვიტე ამ საიტს დავუბრუნდე და განვაახლო წერა განახლებული ექაუნთით. <3 (მართალია, არც არასდროს შემიწყვიტავს წერა). ვეცდები ვიაქტიურო და მომავალში უკვე ისტორიებით დაგიბრუნდეთ, მხოლოდ ჩანახატებით არ შემოვიფარგლები. <3 ველი თქვენგან გამოხმაურებას. <3 სიყვარულით თამარინს <3



№1  offline წევრი Blue Butterfly

ძალიან ლამაზი ჩანახატია. რამოდენიმეჯერ წავიკითხე და თითოეული წაკითხვისას თითქოს მეც განვიცდიდი ყველაფერს. მომწონს როგორ გაქვს გამოხატული გრძნობები. გამიხარდება, სხვა ჩანახატებს თუ ისტორიებს თუ წავიკითხავ შენგან.

 


№2  offline წევრი Tamarins7

Blue Butterfly
ძალიან ლამაზი ჩანახატია. რამოდენიმეჯერ წავიკითხე და თითოეული წაკითხვისას თითქოს მეც განვიცდიდი ყველაფერს. მომწონს როგორ გაქვს გამოხატული გრძნობები. გამიხარდება, სხვა ჩანახატებს თუ ისტორიებს თუ წავიკითხავ შენგან.


<3 ძალიან დიდი მადლობა დადებითი შეფასებისთვის ^_^ <3 აუცილებლად განვაახლებ წერას. <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent