შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხოლოდ სამი დღე ჩემო პეპელა!(7)


3-07-2020, 08:14
ავტორი Butterfly122334455
ნანახია 1 081

7
დარჩენილია 18 საათი:
დილა იყო.. თეთრ ღრეუბლებში კი უკვე მორცხვად ანათებდა მზე. რატომღაც ძაალიან ადრე გამომეღვიძა,ალბათ იმის გამო რომ ვიცი ძილი ამ მომენტისთვის დროის კარგვა და დრო არ არის ამისთვის...ხო ვიცი ,ის ხო მალე წავა,მაგრამ როგორ შევაჩერო?
როგორ ვუთხრა რომ ძილს მირჩევნია ,ღამე გავათიო მასთან ერთად და ამით ჩემი წყურვილი ,მის გვერდით ყოფნის და ყურების დავიკმაყოფილო!
ლევან არ დაიძინო...არ დაიძინო..მალე გაქრები...ალბათ ეს უნდა ვუთხრა პირდაპირ,მაგრამ ამის ძალა არ მეყოფა.
ფანჯრიდან ვუცქერდი მშვენიერ ხედს და დილის საამური სიმშვიდით ვტკბებოდი.
უკნიდან კი მშვიდი ფშვინვა მესმოდა ლევანის და ლიზის,რომელიც ჩახუტებული ჰყავდა ლევანს...ვუყურებდი და უნებურად მეღიმებოდა.
აქ ჯდომით და ფიქრდით რომ მეტად მემატა გულში არასასიამოვნო განცდები ,ფეხზე წამოვდექი და გადავწყვიტე საუზმე მომემზადებინა სანამ გაიღვიძებდნენ. მშვიდად წამოვექი და უკვე სამზარეულოში მდგარმა წინსაფარი ავიფარე,შემდეგ კი საქმეს შევუდექი.

დარჩენილია 15 საათი :
რამოდენიმე საათში მათაც გაეღვიძათ..საბედნიეროდ სანამ ეძინათ,ყველაფერი მოვასწარი და უკვე გაშლილი სუფრა დავახვედრე ,სამზარეულოში გამოსულებს
-დილა მშვიდობის.
ღიმილით შევეგებე,რაზეც შუბლზე კოცნით იგივე მიპასუხა ლევანმა.
-დილა მშვიდობის საყვარელო.
ბოხი ხმით მითხრა და გვერძე ჩამიარა.
-დეე! ეს ჩვენთვის?
სიხარულით ამომხედა ლიზამ,რაზეც თავი დავუქნიე და სკამზე დავსვი...შემდეგ კი გემრიელად მივირთვით დილის საუზმე.
იმის მიუხედავად რომ დრო და დრო ვაშტერდებოდი და ამ სამყაროდან ფიქრები მიტაცებდნენ.

დარჩენილია 14 საათი:
რადიოდან ხმამაღლა და მშვიდად მიმდინარეობს ,რატომღაც ჩემთვის არასასიამოვნო განხილვა..მე კი მშვიდად ვზივარ დაძაბული მის გვერდით და დრო და დრო გვერდით ვიხედები და ვუღიმი.
გზა ცარიელია და გარშემო მწვანე ფერი თვალშესაცემად იცვლება..ხეები დიდ და დაუსრულებელ გზას ქმნიან პარკისკენ,რომელიც ჩვენი საყვარელი ადგილი იყო შეყვარებულობის პერიოდში.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ წამოსვლა.

-პეპელა ჩვენი ბუნების ერთ-ერთი უმშვენიერესი და ჰაეროვანი არსებაა. გავრცელებული შეხედულებით, ძალიან ცოტა ხანს ცოცხლობენ, თუმცა სამყაროს გალამაზებას ამ მოკლე ხანშიც ახერხებენ.

რადიოდან ბოხი ხმით საუბრობდა მამაკაცი,მე კი უსიამოვნო ემოციებით გაბრუებული თავ ჩახრილი დავყურებდი საკუთარ კალთას ,სანამ ლევანის ხმა არ მომესმა.
-გახსოვს სალ როგორ გავიცანით ერთმანეთი?
თავი ავწიე მის ხმაზე და ამ მშვიდი თვალებით რომ მიცქერდა ადგილზე დავდნი..ამდენიხანი გავიდა და მის მიმართ მაინც ისეთ სიყვარულს ვგრძნობ ,რომელიც ცეცხლივით მედება მთელ სხეულზე.
-კი მახსოვს..ეს როგორ დამავიწყდება!
პატარა მხიარული ჩაცინებით ვუპასუხე,შემდეგ კი მძინარე ლიზას გავხედე ,რომელსაც ჩასძინებოდა და მშვიდად გავნაგრძე.
-ისე ცუდი ბიჭი იყავი რომ დავფიქრდეთ... ამ შენი მოტოციკლით რომ არღვევდი მშვიდ ქალაქში გამეფებულ სიმშვიდეს ,მაგრამ რომ არა ეს,ალბათ ვერც შევნიშნავდი მაღალ სუმპატიურ თინეიჯერს,რომელიც თურმე დიდიხნის მანძილზე მაკვირდებოდა.
ეს რომ ვთქვი თვითონაც ჩაეცინა და შემდეგ ისევ აბრწყინებული თვალები მომანათა.
-16 წლის გათამამებული ბიჭი ვიყავი და არც მეტყობოდა პატარა ასაკი,მამაჩემი კი უბნის ოფიცერი იყო..მეტი რა დამრჩენოდა საყვარელი გოგონას მოსახიბლად?
მშვიდად თქვა და თან უცნაური მზერით ჩახარა თავი..ალბათ იმიტომ რომ მხოლოდ ეს წვრილმანები ახსოვდა თავის ოჯახზე.
მე კი გული მიჩქარდებოდა ამ მის მშვიდ ღიმილში ისევ იმ პატარა ბიჭს რომ ვხედავდი.
-წესები ბევრი დაარღვიე ჩემს გამო ბატონო ლევან. მე კი ჩემზე ერთი წლით უფროს კლასში თუ ვინმეს ცალმხრივად ვუყვარდებოდი რას წარმოვიდგენდი.

-კი მართლა უყვარდი..პირველი წამიდან ,როდესაც შეგამჩნია.
ნაზი და მშვიდი მზერით გამოირჩეოდი სხვებისგან...შენი ხმა კი ყოველთვის რაღაც აღუწერელ და ჰარმონიულ სიმშვიდეს იწვევდა ჩემში..ალბათ ამან მიმიზიდა ასე.

-იმ დღეს პარკის ერთ-ერთ კედელზე რომ ვწერდი ჩემთვის ჩემს სახელს და გვარს ,შენ რომ ურცხვად მომიახლოვდი და შენი სახელი მოუწერე ჩემსას გვერდით..თავიდან გიჟი მეგონე, იცი?
საერთოდ არ იცი გოგოსთან მიდგომა.
ეს რომ ვთქვი ბოლო ხმაზე გვინდოდა გვეცინა,მაგრამ ლიზას გამო ძლივს ხმას ვაკავებდით და ჩუმად ვიცინოდით.
-რა გინდა ლამაზად მივაწერე!
ამის გაგონებაზე მეტად მინდოდა სიცილი ,ასეთი ენერგიული და მხიარული იყო ყოველთვის..მის გვერდით ყოფნა არასდროს არ იყო მოსაწყენი,პირიქით!
ყოველი მის გვერდით გატარებული დღე  ახალი თავგადასავალი და გაკვეთილი იყო..მან ბევრი რამ მასწვლა,ყველაზე კარგად კი სიყვარული.
-ვნახოთ ის ადგილი?
ცოტახნის შემდეგ შედარებით მშვიდად ვიკითხე,ისე რომ დამალული სევდა აშკარად ჩანდა ჩემში.
-კი აუცილებლად...ახლაც კი ზეპირად მახსოვს ის ადგილი.
თბილი ღიმილით თქვა და  თვითონაც რაღაც ამოუცნობ და სევდიან ფიქრებს მიეცა.

დარჩენილია  13 საათი:
პარკში არც ისეთი ბევრი ხალხი იყო და მაინც უცნაურ სიმშვიდეს დაემკვიდრა თავი...იმის მიუხედავად, რომ პატარა ბიჭები და გოგონები ხტუნვა ხტუნვით ივლიდნენ ყოველ კუთხეს და თან ბავშვური ბედნიერებით იცინოდნენ.
მათ დანახვაზე ჩემი ბავშვობა გამახსენდა...უდარდელი ბავშვობა,ტკივილის და პრობლემების გარეშე,როდესაც ერთადერთი რის გამოც ვტიროდით გატეხილი სათამაშო ან გაკაწრული მუხლი იყო...მშვენიერი გრძნობაა,როდესაც აცნობიერებ რამხელა გზა გამოიარე და რამდენი ისწავლე,პატარა ნაკაწრის ატანიდან უძლიერეს ტკივილამდე,ჩვენ ყველანაირ ტკივილთან შერკინება ვისწავლეთ.
-მომყევი,არ ჩამომრჩე!
ამ ფიქრებში ლევანის ხმა მომესმა ,შემდეგ კი მომღიმარმა მტაცა ხელი და აბრწყინებული თვალებით გაემართა იმ ადგილისკენ,რომელიც ჩემში ყოველთვის რაღაც არამქვეყნიურს გამოიწვევს.
-დეე! სად მივდივართ დე?
ჩემს გულში ჩაკრული ლიზას ხმაც მომესმა,რაზეც მშვიდად დავხედე.
-ეს დედას და მამას საიდუმლო ადგილია.
ეს რომ ვუთხარი ,უეცრად ისე აუბრწყინდა თვალები როგორც მამამის ცოტახნის უკან,რაზეც ცოტახანს მასში ლევანის ის ნაწილი დავინახე,რომელიც ლიზას ბავშვობიდან სდევს.
-დეე! ჯადოსნური ადგილია?
აღელვებულმა მკითხა,რაზეც გამეცინა და თან ლევანს გავხედე,რომელმაც როგორც ჩანს მისი საუბარი გაიგო.


-ვერც კი წარმოიდგენ როგორი ჯადოსნური.
ღიმილით ვუპასუხე,ისე რომ ლევანისთვის თვალი არ მომიცილებია,რაზეც ლევანმა გააგრძელა.
-ამ ადგილას სიყვარული ვიპოვეთ.
ეს რომ თქვა მთლიანად გადაფარა სითბომ და სიხარულმა ჩემი გული ...თან როგორი სიყვარული!
ესღა გავიფიქრე და ნაბიჯს მეტად ავუჩქარე.

ნაცნობი და თითქოს განძრახ გადავიწყებული კედელი რომ გადაიშალა ჩემს წინ ,ძველი მოგონებები აჩრდილებივით მომესივნენ და ყოველი ის დღე დამიდგა თვალწინ ,რომელიც აქ გამიტარებია და გაგვიტარებია მე და ლევანს.
-ისევ ისეთია როგორიც დავტოვე.
მშვიდად ჩაილაპარაკა ლევანმა,ისე რომ თვალი არ მოუცილებია წარწერისთვის,რომელიც დიდიხნის უკან ჩვენი სიყვარულის სახელით დავტოვეთ .
-კი...ფერიც კი არ უცვლია.
მშვიდად ვუპასუხე და თან გაოცებულ ლიზას შევხედე,რომელიც წარწერას უახლოვდებოდა.
-როგორც ჩანს დროს არა მარტო გრძნობები,არამედ სხვა ბევრი რაღაც ერევა.
მითხრა ლევანმა და ხელი მჭიდროდ მომკიდა ხელზე,შემდეგ კი ლიზას ხმაც მომესმა.
-დედა მამა აქ შეგიყვარდა პირველად?
ეს რომ იკითხა თან თვალი არ მოუცილებია წარწერებისთვის.
-კი...პირველად აქ შემიყვარდა.
,თარიღიც სწორედ ამიტომ დავაწერეთ,რომ არასოდეს დაგვიწყებოდა როდის იგრძნო პირველად ჩვენმა გულებმა სიყვარული.
ეს რომ ვთქვი ბავშვურად აკისკისდა და სიხარულით მოგვიგო.
-დე კიდევ დაწერეთ რომ არ დაგავიწყდეთ.
ეს რომ მოვისმინე გამეცინა და თან ლევანს გავხედე მომღიმარმა.
-რას იტყვი ლევან?
ეს რომ ვიკითხე ლევანმა სასიამოვნოდ გამიღიმა და დამეთანხმა.
-სიამოვნებით .
ამის გაგებაზე ბედნიერები გავემართეთ ორივე კედლისკენ და ძველი წარწერის გვერდით გადავწყვიტეთ მიგვეწერა ჩვენი სახელები,ქვემოთ კი თარიღი...ასეც გავაკეთეთ,მაგრამ ბოლო წამს როდესაც დღევანდელი თარიღი უნდა დამეწერა,გაავაცნობიერე რომ დღევანდელი დღე არ მახსოვდა...დამავიწყდა რა დღეა,ან რა რიცხვი,ამიტომ მხოლოდ ეს მივაწერე...დღე ,როდესაც მტოვებ.
ეს ყველაფერი კი ისე გავაკეთე რომ ვერც შენიშნა ლევანმა..შემდეგ კი დაბნეული მოვცილდი კედელს და მომღიმარი გავემართე მათკენ...ეს უცნაური შემთხვევა კი როგორც ყოველთვის,დავაიგნორე.

დარჩენილია 12 საათი:
ყველაზე მშვენიერი მომენტი იცით რა არის?
როდესაც ორი მშობელი ერთად ბედნიერ შვილს უყურებენ. ამ წამს მე და ლევანიც ამ მშვენიერი და დაუვიწყარი მომენტის მომსწრენი ვართ!
ლიზა ბოლო ხმაზე იცინის და ბედნიერებისგან მისი თვალები ვარსკვლავებივით ბრწყინავენ,ჩვენ კი რა დაგვრჩენია სხვა?
ამ სცენით ვტკბებით და მომღიმრები ვუყურებთ...ჩვენი ხელები კი ერთმანეთშია გადახლართული.

დარჩენილია 10 საათი:
ნელა და მშვიდად მივუყვებოდით მთვარის შუქზე განათებულ გზას და თან ვარსკვლავებით გაჭედილ ცას ვუყურებდით ,ზედ რომ დაგვცქეროდა.
ლიზას მშვიდად ეძინა და მისი მშვიდი ფშვინვა ჭრიჭინების ხმას შერწყმოდა.
აი ისევ მარტო დავრჩით და მეც ისევ არსებულმა რეალობამ გამახსენა რამხელა ტვირთს მივათრევდი ამ მშვიდი და პატარა ნაბიჯებით.
-სალომე არ მინდოდა ამაზე საუბარი,მაგრამ თუ როდესმე ისევ გავქრები -
მე კი ამის მოსმენა არ მინდოდა და უბრალოდ გავაწყვეტინე,რადგან ვეღარ ვუმკლავდებოდი ცრემლებს.
ადგილზე ისე გავშეშდი თითქოს ამ წამში გავიყინე.
-ამ წამს ერთად ვართ და ხვალინდელი დღე ან თუნდაც მომავალი რას გვიმზადებს სულ ერთია ლევან.
თავჩახრილმა სევდით გადაფარული ხმით ძლივს გადავაბი სიტყვები ერთმანეთს,რაზეც მისი დაჟინებითი მზერა ვიგრძენი,შემდეგ კი მისი ხმაც ჩამესმა.
-მართალი ხარ...მაპატიე სალი.
რომ მიხვდა რამდენად ცუდი რეაქცია გამოიწვია ამან ჩემში აღარ გაამიგრძელა და პირდაპირ დახურა ეს თემა. მე კი უნებლიე ემოციებისგან გადაჭედილს კანკალმა
დამიარა მთელ სხეულში,ამით კი მასში მეტი დაბნევა გამოვიწვიე.
-გცივა?
დაბნეულმა ღიმილით მკითხა,რაზეც თავი დავუქნიე ,შემდეგ კი მისი ხელიც ვიგრძენი,რომელმაც მიმიხუტა.
-მე გაგათბობ.

დარჩენილია 8 საათი:
სახლში მისულებმა ლიზა დავაწვინეთ ,შემდეგ კი გადავწყვიტეთ ჩვენს ყვავილებში ჩაფლულ ეზოში მოგვესვენა ცოტახანს.
ერთმანეთის პირისპირ ვიჯექით და ლიზაზე ვსაუბრობდით..მის მომავალზე,როგორი გაიზრდებოდა და რანაირად წარმართავდა თავის ცხოვრებას,ის ხომ ასეთი საოცარი გოგონა იყო....ყველასგან განსხვავვებული!
-მას იმაზე ფერადი ეჩვენება სამყარო ვიდრე არის ...ეს კი ზოგჯერ მაშინებს.
მშვიდად დავიწყე და თან თავი ნაღვლიანად ჩავხარე.
-დამშვიდი..ამაში ცუდი არაფერია. ამით მეტად გაუადვილდება სირთულების გადალახვა,რადგან ყველაფერს გამარჯვების იმედით მიუდგება.
ადრე დედასაც ბევრჯერ დავუმშვიდებივარ,მაგრამ ლევანისგამ ამ სიტყვების მოსმენამ მგონი სააბოლოდ დამამშვიდა ისე, რომ ეველინზე აღარ ვინერვიულო.
-კარგად აღზარდე ჩვენი გოგონა.
სიჩუმეში ისევ მისი მშვიდი და სასიამოვნო ხმა გაისმა,შემდეგ კი ხელზე მისი ხელი ვიგრძენი,რომელიც ათბობდა ჩემს ცივ ხელს.
-ის შენ გგავს.
მეც ღიმილით ვუპასუხე და მეტად მჭიდროდ მოვხვიე თითები .

დარჩენილია 4 საათი:
დღისით როგორი ნიღაბითაც არ უნდა ვმოძრაობდნეთ და რა როლსაც არ უნდა ვირგებდეთ,ღამე ის დროა როდესაც ყველა საიდუმლოებას ფარდა ეხდება!
ყველა რეალური  გრძნობა და განცდა ჩვენს მდგომარეობაზე სწორედ რომ ღამით აისახება.
ლევანს თვალები დაეხუჭა და თვით ამნგელოზად ქცეულიყო. მშვიდად და რიტმულად იწეოდა მისი მკერდი და თან მთვარის შუქზე მარწყვის ფერი ტუჩები უბზინავდა. მე კი მისი ცქერით ვერ ვძღებოდი და აცრემლილი თვალებით დავყურებდი მის ძვირფას სახეს,რომლის ნაქვთებიც მტკიცედ ჩამებეჭდა გონებაში ,რადგან არ მინდოდა როდესმე დამვიწყებოდა რომ აქ იყო და კიდევ ერთხელ ვიხილე!
ლევან იცი 4 საათი დარჩა.

დარჩენილია 2 საათი:
დილით საუზმეზე ისევ უხმოდ ვუყურებდი ლევანს ,როგორ მირთმევდა საკვებს და მგონი ჩემს თეფშზე საჭმელს არც შევხებივარ ...რადგან მისი ყურება მერჩივნა. ამ პროცესში გამახსენდა რომ ლიზად არ მიეცა შანსი ნორმალურად გამოეყენებინა ეს დრო და მამასთან  ის დრო გაეტარებინა,რომლის შანსიც ადრე არ ჰქონია.
-ლიზი პატარა,მინდა რომ მამასთან დაგტოვო ცოტახანს....გაახარე მამა და ის ყველაფერი მოუყევი,რასაც აქამდე ვერ უყვებოდი,კარგი?
მშვიდად ვუთხარი სევდიანი მკრთალი ღიმილით და შუბლზე თბილი კოცნა დავუტოვე ,რაზეც ლევანის დაბნეულ მზერასაც მოვკარი თვალი...იცის რომ აშკარად რაღაც მაწუხებს და არ ვეუბნები.
-მალე დავბრუნდები.
იგივე ღიმილით ვუთხარი და დაბნეულ ლევანსაც ტუჩებზე ამბორი დავუტოვე ,შემდეგ კი ორივეს გავერიდე...ხოლო იქამდე სანამ გავცდებოდი მთელი ძალით ვაკავებდი ცრემლებს რომ თვალებიდან არ წამოსულიყვნენ.

დარჩენილია 10 წუთი:
დრო მგონი ერთადერთია,რომელსაც ვერც ფულით ვერ იყიდი და ვერც შეაჩერებ . თუნდაც მთელი გულით ითხოვო დახმარება ვინმესგან რომ დრო გააჩეროს ,ანაც შენ ევედრო დროს რომ გაჩერდეს,ის არ მოგისმენს.
ასეთია დრო..ის არავისთან მეგობრობს და თავის როლს პინათლად ასრულებს სამყაროში...ვიღაცებს რაღაცას ასწავლის,ვიღაცებს აძლევს,ვიღაცებს კი ართმევს.
არსაიდან ლევანს შევატყე რომ ძაალიან დასუსტდა და ნელ-ნელა ვხვდებოდი რატომაც.
-თავს სუსტად გრძნობ?
მაინც ვკითხე,იმის მიუხედავად რომ ცხადი იყო და ლევანიც ხმას არ იღებდა რომ ცუდად იყო.
-არა..კარგად ვარ..უბრალოდ მცივა.
მშვიდად დაასრულა და აკანკალებულ ხელებს დახედა,რომლებსაც სულ დაეკარგათ ფერი. ლიზასაც რომ შევხედე გაფართოვებული თვალებით უყურებდა  და მივხვდი რომ რაღაცას ხვდებოდა..რაღაცას აცნობიერებდა.
-ლიზა,პატარა...მიდი საქანელაზე გაერთე,მიდი საყვარელო.
ანერვიულებულმა ღიმილით ვუთხარი,რაზეც ცოტახანს მიყურა,შემდეგ კი სევდიანი თვალებით დამიქნია თავი.
-მამიკოს არ აკოცებ?
უკვე ხმა მიკანკალებდა...როგორ მეთქვა რომ ეს გამომშვიდობება იყო?
როგორ მეთქვა რომ სულ რაღაც 9 წუთი დარჩა...ამ დაწყევლილი საათის წიკწიკი პირდაპირ ყოველ წამს თავში მირტყავს და ვხვდები რომ დროს ის უკვე ნელ-ნელა მიყავს.
ლიზი თბილად ჩაეხუტა ლევანს და სახეც დაუკოცნა,რაზეც ლევანმაც იგივეთი უპასუხა. ამის შემდეგ კი მოწყენილი მოსცილდა მის სხეულს და მშვიდად გაემართა საქანელისკენ.
ამ მომენტში კი თითქოს გამიელვა გონებაში იმ აზრმა,რომ შეიძლება მანაც იცოდა ის რასაც გამალებით ვუმალავ.

"რა გჭირს? ჩაფიქრებული ხარ"სუსტი ხმა მომესმა.შემდეგ კი გაფითრებულ ლევანს გავხედე,რომლის თვალებიც ჩემთვის დღემდე უცხო ემოციებით იყო სავსე.
-ხო...ჩვენზე ვფიქრობდი.
ხმის კანკალით ძლივს ვუთხარი და თავს დავაძალე რომ გამეღიმა,შემდეგ კი ცრემლებიც ვიგრძენი ,რომლებიც თვალზე მადგებოდნენ.

დარჩენილია 5 წუთი:
ცოტახანს კიდევ ვიჯექით ასე და ვსაუბრობდით,მაგრამ აშკარად ვამჩნევდი რომ ლევანს უკვე საუბარიც უჭირდა.

მისი კანი მეტად და მეტად უფერული ხდებოდა ,ხოლო სახეზე ნაქვთებიც თავის ფერს კარგავდნენ...პეპელა შევნიშნე,რომელიც ლევანს ახლოს მოფრინდა და ადგილზე გავშეშდი .
-არა...ვერ გაგატანთ!
ჩუმად ჩავილაპარაკე და ლევანს მივუახლოვდი ,რომელსაც უეცრად ხველება აუტყდა .
-ლევან...ლევან,ლევან!!"
ანერვიულებული ვედექი თავს და აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა...ჩემს თვალწინ კვდება..მეორედ.
-სა-ლ-ომე.
სუსტად მიპასუხა ,რაზეც აღარ მოვიცადე და ხელები ჩავჭიდე,შემდეგ კი მისი მინდვრამდე მიყვანა გადავწყვიტე...არ მინდა ლიზამ იხილოს როგორ წავა...არ მინდა.
-მიჭირავს..შენი ხელი მიჭირავს,არ წაიქცევი.
უკვე ხმის კანკალით ვუთხარი ,ისე რომ ცხელი ცრემლები გაუჩერებლად ჩამოედინებოდნენ ლოყებზე.
-სალ..სუნთქვა მიჭირს.
ეს რომ მითხრა გული ნაწილებად დამემსხვრა,მაგრამ მაინც არ ვუშვი ხელი და მთელი ძალით ვეცადე გზის გაგრძელება,ისე რომ მისი სხეულის წონა აღარც მანაღვლებდა...მისი ხელი მეხვია მხარზე და ისე მივათრევდი სიმწვანეში .
-ისუნთქე..ისუნთქე!
უკვე ტირილით ამოვთქვი და მეტად მოვჭიდე ხელები ,რაზეც ლევანმა ცას ააპყრო მზერა და მეტად და მეტად გაუთეთრდა სახეზე ფერი.
-ლევან...არ შეგიძლია ასე მომექცე...არ შეგიძლია.
უკვე მეც ვერ ვხვდებოდი რას ვიძახდი,რადგან ბოლო ხმაზე მონდოდა ყვირილი და ამ დროს ჩუმად ვბუტბუტებდი,ისე რომ ტკივილი ყელში მქონდა გაჩხერილი და მახრჩობდა.
მწვანე მინდორამდე ძლივს მივიყვანე და იქვე დავაწვინე დასუსტებული,შემდეგ კი მის გვერდით ჩავიმუხლე და მშვენიერ სახეზე მოვკიდე ხელები.
-ლევან..მხედავ?
ჩემი გესმის?
ტირილით ვკითხე,რაზეც მკრთალად გამიღიმა და მიპასუხა.
-რა თქმა უნდა...ყველგან და ყოველთვის სალომე..ყველგან და ყოველთვის გავიგონებ შენს ხმას და დაგინახავ.
ეს რომ მითხრა მეტად მომაწვა თვალზე მდუღარე ცრემლი და მის მკერდზე დავემხე,შემდეგ კი ბოლო ხმაზე ავტირდი.
ვტიროდი...ვტიროდი როგორც ჩვილი.
ვერ  ვჩერდებოდი,არ შემეძლო მეტად ამ ტკივილის მოთოკვა,შინაგანად რომ მისერავდა სულს!
-ჩუუ...დამშვიდდი ,აქ ვარ.
ლევანის სუსტი ხმა მომესმა,რომელიც თმაზე მეფერებოდა ნაზად ,მე კი ისევ მის მკერდში სუსტად მფეთქავი გულის ხმა მესმოდა .

1 წუთი დარჩა....1 წუთი.

-ლევან..მიყვარხარ..
ტირილით ამოვთქვი და მეტად მოვეხვიე მის მკერდს,რაზეც სუსტად მიპასუხა.
-მეც ძაალიან  მიყვარხარ..ისე ძლიერ, რომ მგონი ერთი ცხოვრება არ იქნება საკმარისი ჩემთვის რომ შენს გვერდით ვიყო...მინდა ჩემი მეორე ცხოვრებაც შენ მოგიძღვნა,მესამეც და მეოთხეც...ყოველთვის...სანამ მეცოდინება რომ არსებობ.
მისი ხმა მეტად და მეტად წყდებოდა,მისი სიტყვები კი გულში მესობოდა.

დარჩენილია 15 წამი:
იცის რომ ისევ წაიყვანენ...უკვე მიხვდა.
მისი გულის ცემა მეტად და მეტად სუსტდება,სააბოლოდ კი როდესაც 15 წამი იწურება , ჩერდება...ამის შემდეგ წევს სალომე თავს და ხედავს რომ ლევანის გარშემო უამრავი პეპელა ირევა ...არ იცის რა გააკეთოს,ფეხზეც ვერ დგება,რადგან სიარულის შესაძლებლობა აღარ აქვს.
თითქოს დაავიწყდა როგორ დადგეს ფეხზე..ისიც აღარ ახსოვს როგორ ისუნთქოს ან როგორ გაიღიმოს.
-გთხოვთ მას ნუ წამართმევთ..გევედრებით!
თუნდაც კიდევ სამი დღე დამიტოვეთ და შემდეგ მე გამოგყვებით ,გპირდებით!
გთხოვთ არ წაიყვანოთ!!
ბოლო ხმაზე დაიწყო ყვირილი და თან უსულო სხეულს მთელი ძალით ჩაეჭიდა გაყინული ხელებით.
-არ მოგცემთ!!! არააა! არა!
არ გაგატანთ..ის ჩემია!! ჩემია!!
ბოლო ხმაზე ღრიალებდა და თან მთელი ძალით ეკროდა ქმრის სხეულს.
პეპლები კი მეტად და მეტად იმატებდნენ რაოდენობაში და მთლიანად გადაფარებოდნენ ორ სხეულს .
-არა...ლევან...არა...არ გაყვე..გევედრები არ გაყვე.


მთელი ძალით ჩაეხუტა და შეევედრა ვინ იცის რამდენჯერ,მაგრამ ცხადი იყო ვერავინ ვერ გაიგებდა მის ვედრებას და მითუმეტეს ვერ შეუსრულებდა თხოვნას.
-ლევან..
ლევანის მშვენიერი სხეული ცოტახანში პეპლებად დაიშალა და ცაში აიჭრა ,იმის მიუხედავად რომ გოგონა მთელი ძალით ცდილობდა მის დაკავებას მიწაზე..სააბოლოდ მაინც ცამ წაიყვანა იგი.
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
ერთი თავი დარჩა და გირჩევთ ბოლო თავიც წაიკითხოთ,რადგან სწორედ ბოლო თავი გაგარკვევთ ყველაფერში!
დიდი მადლობა ვისაც მოგწონთ ,იმის მიუხედავად ,რომ ვიცი ბევრი შეცდომები მაქვს



№1 სტუმარი სტუმარი ანი

ვიმე ღმერთო.... ეს რა ქენი
სალომესთან ერთად მეც ვკიოდიი :'(
კარგი რაააა :( :( სამსახურში ვარ და აღარ ვიცი სად დავიმალო რო ბოლო ხმაზე ვიბღავლოოოოო...
აუუუუ რატო ქენი ეეეს :'(
დავმძიმდი :(
როგორ შემეცოდაააააა :'(
ჯერ ერთხელ დაკარგვა როგორია და ქხლა მეორეჯერაც რომ გეცლება ხელიდან ღმერთოო ეს გოგო საწრთოდ როგორღა უნდა წამოდგეს იმ მდელოდან მე არ ვიცი..
ბოლო თავი? იქ რა უნდა მოხდეს ისეყი აი ეს რო დამავიწყდეს..
ეს რა იყოო :'( :'( :'(

 


№2  offline წევრი bird of life

აღარ ვიცი უკვე რა ვიფიქრო, სავარაუდოდ მეც ჭკუიდან ვიშლები როგორც სალომე. ამდენი არცერთ მოთხრობაზე არ მიტირია, აი არ ვიცი უბრალოდ, სასწაული ისტორიააა... აუუუუუუუუუ, ოღნდ ლევანი არა რაააა.... რა უნდა ქნას ახლა სალომეემმმ. ძალიან რთულია საყვარელი ადამიანის დაკარგვა, თითქმის იგივე განვიცადე რაც პერსონაჟმააა. მალე დადე, რომ როგორმე გულის შეტევა არ დამემართოს. disappointed_relieved <3

 


№3  offline წევრი Butterfly122334455

სტუმარი ანი
ვიმე ღმერთო.... ეს რა ქენი
სალომესთან ერთად მეც ვკიოდიი :'(
კარგი რაააა :( :( სამსახურში ვარ და აღარ ვიცი სად დავიმალო რო ბოლო ხმაზე ვიბღავლოოოოო...
აუუუუ რატო ქენი ეეეს :'(
დავმძიმდი :(
როგორ შემეცოდაააააა :'(
ჯერ ერთხელ დაკარგვა როგორია და ქხლა მეორეჯერაც რომ გეცლება ხელიდან ღმერთოო ეს გოგო საწრთოდ როგორღა უნდა წამოდგეს იმ მდელოდან მე არ ვიცი..
ბოლო თავი? იქ რა უნდა მოხდეს ისეყი აი ეს რო დამავიწყდეს..
ეს რა იყოო :'( :'( :'(

ბოდიში თუ ამდენი გატირეეე ;(
მაგრამ იცოდე ,რომ ამის შემდეგი თავი(ბოლო თავი) წესით შედარებით დაგამშვიდებს❤️
დიდი მადლობა რომ კითხულობ❤️❤️❤️

bird of life
აღარ ვიცი უკვე რა ვიფიქრო, სავარაუდოდ მეც ჭკუიდან ვიშლები როგორც სალომე. ამდენი არცერთ მოთხრობაზე არ მიტირია, აი არ ვიცი უბრალოდ, სასწაული ისტორიააა... აუუუუუუუუუ, ოღნდ ლევანი არა რაააა.... რა უნდა ქნას ახლა სალომეემმმ. ძალიან რთულია საყვარელი ადამიანის დაკარგვა, თითქმის იგივე განვიცადე რაც პერსონაჟმააა. მალე დადე, რომ როგორმე გულის შეტევა არ დამემართოს. disappointed_relieved <3

დიდი მადლობა თუ ამ მოთხრობაზე ასე ფიქრობ❤️❤️❤️
რაც იტირე ,მაგისთვის ბოდიშს გიხდი ❤️
დიდი მადლობა რომ წაიკითხე❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent