მხოლოდ ერთი დღე ჩემო პეპელა!(8)
ცა ისეთი მშვიდად დაჰყურებდა საბრალო მომტირალ სალომეს,თითქოს და კმაყოფილია რაც მიიღოვო. სალომეს კი არეოდა თავგზა და ვეღარ იგებდა ამ წამს ცოცხლად ითვლებოდა თუ მკვდარად. რადგან სუნთქვა უჭირდა,ვერ საუბრობდა,ვერ ყვიროდა ისე როგორც უნდოდა,გულიც ისე დამძიმებოდა თითქოს და ლოდი ედო მკერდში და არა გული. გრძნობდა ყოველ დანაკარგს,რომელიც მისი სახით გაუშვა ცაში...ბედნიერებას და სიყვარულს,რომელიც მხოლოდ მას შეუძლია მის ცხოვრებაში შემოიტანოს. ვინმეს რომ ამ წამს სალომე დაენახა,ვერც იცნობდა,რადგან თავის თავს არ გავდა,არა...საერთოდ ამ წამს ადამიანსაც აღარ გავდა. თვალები ყველაზე მტკივნეული სევდით ჰქონდა ამოვსებული,თითქოს და მთელი სამყაროს ტკივილი მასში აისახაო,მაგრამ არა..მან მხოლოდ საყვარელი მამაკაცი დაკარგა მეორედ. მამაკაცი,რომელიც სწორედ რომ სამყარო იყო მისთვის. -გთხოვთ დამიბრუნეთ..ყველაფერს მოგცემთ რაც გამაჩნია. გულგატეხილი ევედრებოდა ცას და თან თვალს არ აცილებდა ცისფრად მოელვარეს. ცრემლები კი ნაკადულივით ჩამოედინებოდა მის თეთრ კანზე და არა და არ წყდებოდა. -გევედრებით...გევედრებით. განა რამხელა ტკივილის დატევა შეუძლია ერთ ადამიანს? ნუთუ შესაძლებელია ორჯერ გადაიტანო ,საშინელი და ყველაზე შემაძრწუნებელი ტკივილი! სწორედ ეს კითხვა უტრიალებდა თავში სალომეს და ვერ ხვდებოდა შეძლებდა თუ არა მეორედ ამ ყველაფრის გადატანას. ცის ფერი კი მეტად და მეტად იცვლებოდა,თეთრ ღრუბლებს შავი ღრუბლები ენაცვლებოდნენ და ცასაც მეტად და მეტად ერეოდა მუქი ფერები. სააბოლოდ კი ცრემლებთან ერთად წვიმის წვეთებიც იგრძნო სახეზე და შემდეგ გააცნობიერა რომ წვიმდა...ცაც ტიროდა მასთან ერთად,ცაც განიცდიდა და უსამძიმრებდა თითქოს საბრალოს. -ლევან...გთხოვ დამიბრუნდი... ჩუმად ბუტბუტებდა და უკვე მიწაზე იწვა მოკუნტული ,ყველაზე დაუცველ ფორმაში,ისეთ ფორმაში ,როდესაც გგონია რომ შენს გარშემო სამყარო ვიწროვდება და მთელ სხეულზე გეკვრის,ისე რომ სუნთქვის საშუალებაც აღარ გეძლევა ნორმალურად! მისი ხელები მიწის ნაწილი ხდებოდა თითქოს და სველი მიწაც ათასგვარი ფორმით გამოსახულიყო მის სხეულზე..ის კი მხოლოდ ჩურჩულებდა,ჩურჩულებდა და ევედრებოდა..ვინმეს..ვინმეს ვისაც მისი დახმარება შეეძლო. გრძნობა კი რომ ადრეც უგრძვნია თავი ასე,მეტად და მეტად იმატებდა მასში..როგორი ნაცნობი გრძნობა იყო ეს. სევდაში ჩაფლული გოგონას თვალები წვიმით გადაფარულს გარემოში ერთ ადგილას გაშეშდა..ადგილას სადაც ბევრი ხალხი შეკრებილიყო და უცნაურად გამოიყურებოდნენ ამ შავ ტანსაცმელში. სალომეს გაუკვირდა აქ რას აკეთებდა ამდენი ადამიანი,რადგან აქამდე არასოდეს შეუნიშნავს ამ მინდორზე სხვა . ფეხზე სუსტად წამოდგა და ხალხს გადახედა,რომლებიც თავდახრილები წვიმაში ნელი ნაბიჯით მიწეევდნენ. არ უჩანდათ სახეები ,მაგრამ ცხადი იყო რაღაც სევდა მიუძღვოდათ წინ,იმ გზისკენ ,რომლისაც მიუყვებოდნენ. რამოდენიმეს ქოლგის ქვეშ შეეფარებინა თავი,დანარჩენს კი დაუნანებლად თავი შეეშვირა წვიმისთვის. სალომე დიდხანს აკვირდებოდა ამ ხალხს და დაბნეული ვერ ხვდებოდა ამდენი ადამიანი საით მიდიოდა ამ მიტოვებულ ადგილას არასდროს არავინ დადის,მითუმეტეს ამდენი ერთად. სწორედ ამიტომ წამოდგა სააბოლოდ და დაბნეული აედევნა უკან ,ისე რომ ფეხზე დგომა ჯერ კიდევ უჭირდა და სიარულის დროსაც ფეხები ერთმანეთში ებლანდებოდა..ამ წამს ხომ ასეთი სუსტი იყო,ბედისგან მიტოვებული და განწირული. ნელა მიუყვებოდა მათან ერთად ტალახიან გზას და თან ეს აუტსნელი დუმილი ბოლოს უღებდა..ასე მშვიდად და უხმოთ რატომ მიდიოდნენ? ხმას რატომ არც ერთი არ იღებდა? ამ ფიქრებში დიდი მანძილი გაიარა მათან ერთად ,სააბოლოდ კი აღმოაჩინა რომ სრულიად სხვა ადგილას იყო ამ წამს! ადგილი ,რომელიც საერთოდ არ უნახავს,მაგრამ რატომღაც მაინც ეცნობოდა. ეს ადგილი მეცნობოდა თითქოს,მაგრამ ზუსტად ვიცოდი ,რომ აქ ადრე არასდროს არ ვყოფილვარ. -ვინაა ეს ხალხი ,სად ვარ? მშვიდად ჩავილაპარაკე ჩემთვის და გადავწყვიტე ,აქაურობას ჩამოვშორებოდი! საერთოდ ვერ გამეგო რატო გამოვყები უკან,რამ მაიძულა ეს?! რა უცნაური სურვილი იყო,რომელმაც ბრმად გამომაყოლა მათ კვალს. ამ ფიქრებში ზურგი ვაქციე მათ,მაგრამ მობრუნებულმა გავაცნობიერე ,რომ რადგან ამ ადგილას აქამდე არ ვყოფილვარ , არც ვიცოდი უკან როგორ დავბრუნებულიყავი. ამის შედეგად უკან მივტრიალდი და გადავწყვიტე ამ უცნაურად დადუმებული ხალხისათვის მეთხოვა დახმარება. ერთ-ერთს მივუახლოვდი,რომელისთვისაც უნდა მეკითხა გზა,მაგრამ ადგილზე გავშეშდი,ქვითინი რომ დაიწყო უეცრად! დავიბენი და უხმოდ გაოცებულმა დავიხიე უკან..რა ხდება აქ? ეს ხალხი ერთ ადგილას მიჩერებია კონკრეტულად და არც ერთი არ იძახის რამეს,მხოლოდ ქვითინებენ და მოსთქვამენ! ამ სცენამ მეტად ამანერვიულა და სააბოლოდ გადავწყვიტე შევჭრილიყავი მათ ბრბოში და თუ საჭირო გახდებოდა ყველასთვის მეკითხა თუ იცოდნენ გზა და შეეძლოთ ჩემი დახმარება. ასეც ვქენი და ერთ-ერთს მშვიდად და მორიდებით მივუახლოვდი,შემდეგ კი ტკივილით განადგურებულმა თავს დავაძალე და მკრთალად გავუღიმე..ქალს ,რომელიც ზედ არც კი მიყურებდა. -უკაცრავად,გამარჯობა...მაპატიეთ რომ ასეთ დროს გეჭრებით,მაგრამ გზა ამებნა და არ ვიცი უკან როგორ დავბრუნდე..შეგიძლიათ დამეხმაროთ? მშვიდად და ზრდილობიანად ვიკითხე,მაგრამ რატომღაც ქალს რეაქციაც არ ჰქონია,თითქოს და ვერ გაიგოვო! -უკაცრავად..ჩემი გესმით? კიდევ ერთხელ გავიმეორე,მაგრამ ისევ არაფერი. დავიბენი..ძაალიან დამაბნია ამ ყველაფერმა,რადგან ეს ხალხი ისე იქცეოდა,თითქოს და ვერც მამჩნევდნენ ,რომ ამ წამს მხოლოდ მე ვსაუბრობდი და თანაც დახმარებას ვითხოვდი..ნუთუ ჩემი არავის არ ესმის?! აქ ხომ მხოლოდ მე ვსაუბრობ..ისინი კი ისევ მშვიდად მოთქვამენ! ამის გააზრებაზე გადავწყვიტე ხელი აღარ შემეშალა და გზა ჩემით გამერკვია რამენაირად,რადგან ჩემი გოგო ახლა სახლში მარტოა და შეეშინდება ასე რომ გავქრი! ამას კი ვერ დავუშვებ..ამ წამს ისედაც რთული დრო დგება ჩვენს ცხოვრებაში,რადგან ლევანი გაქრა ისევ,ამიტომ მე უნდა ვეცადო და შევუმსუბუქო მას ტკივილი..ამ წამსაც მგონი ამიტომ ვარ ცოცხალი და ფეხზეც ამის გამო ვდგავარ. ამის გაზრებაზე პირდაპირ გადავწყვიტე წასვლა და გზის გაგნება,მაგრამ ერთი ნაბიჯიც არ მქონდა ნორმალურად გადადგმული რაღაც უცნაური გრძნობა რომ გამიჩნდა..ამ გრძნობამ თითქოს მთელი სხეული შემირხია და თავბრუ დამახვია,თვალთ დამიბნელდა და რაღაც უცნაური მოგონებები ამომიტივტივდა. შემდეგ კი ამ გრძნობის ფონზე ცრემლიანი თვალების წინ ის სურათები დამიდგა ,რომელიც დიდიხნის უკან დამავიწყდა...დამავიწყდა ის თუ როგორ მოვედი აქამდე..დრომ ეს მოგონება განძრახ წამართვა,რაღაც მიზეზის გამო,მეც ვერ ვხვდები რატო ! იქნებ ეს მე მინდოდა? მეშინია..ძაალიან მეშინია,რადგან ვერ ვაცნობიერებ ამ წამს რა ხდება და ვინ არიან ეს შავებში ჩაცმული ხალხი საფლავს რომ ზედ დასტრიალებენ. უეცრად ამ დუმლიში ჩამხრჩვალი ადგილი ხმაურიანი გახდა და ყვირილით და მოთქმით გადაიფარა,მე კი ყურებზე ვიფარებდი ხელებს და ვცდილობდი ჩამეხშო ეს ხმები ,პირდაპირ რომ გონებაში მიყვიროდა,მაგრამ ვერ ვახერხებდი! ჩემს გარშემო ყველაფერი ტრიალებდა და უფრო ნელა აღიქვამდა ჩემი თვალებიც ამ ყოველივეს. თვალწინ უცნაური სცენები დამიდგა ,სულ რაღაც რამოდენიმე წამში! დავინახე ჩემი თავი,როგორ იწცა შუა ქუჩაში და როგორ დააწვიმდა თავზე,მის გარშემო კი ბევრი ხალხი მოგროვილიყო..წვიმის წყალს წითლად მოელვარე სითხეც შერეოდა..ეს სისხლი იყო,მაგრამ ვისი სისხლი? ამ სცენიდან უეცრად სულ სხვა სცენაზე გადავინაცვლე და წინ თეთრი პალატა შემეჩეხა ,რომელშიც ზურგით იდგა გოგონა და მის წინ კი თეთრებში გამოწყობილი ექიმი იდგა და მშვიდად საუბრობდა..ამ წამს მხოლოდ დაბნეული კი არა შეშინებულიც ვიყავი,რადგან ვერ გამეგო რა ხდებოდა ჩემს თავს! -მაპატიეთ ,მაგრამ საშვილოსნოსგარე ორსულობის დიაგნოზი ერთგვარი განაჩენია . ბავშვი აღარ დაიბადება! ის უადგილო ადგილას ლამობს განვითარებას. ეს კი დიდ საფრთხეს გიქმნით საკუთარ ჯანმრთელობაზე...ასე რომ, განაჩენი ერთადერთია ქალბატონო სალომე...ორსულობა უნდა შეწყდეს. მამაკაცის ხმაც მომესმა და მან ჩემი სახელი თქვა...ჩემი სახელი...ვერ ვხვდები მე რატო ვარ აქ ,ან რატომ ვერ მხედავენ ვერავინ?!! რაზე საუბრობს ეს მამაკაცი? -ნუთი არანაირი შანსი არ მაქვს? ვიმკურნალებ...ვიმკურნალებ ექიმო! ასე ვერ გადავარჩენ ჩემს შვილს? და აი მომესმა გოგონას ხმაც,რომელიც ზურგით იდგა და ეს ხმა აშკარად ნაცნობი იყო...გაფითრებულმა გადავწყვიტე მენახა ეს გოგონა და წინ ნელი ნაბიჯით წავიწიე,სააბოლოდ კი მის წინ გაჩერებულმა შოკი მივიღე!! ეს მე ვიყავი..მე ვიყავი..ამას როგორ ვხედავ? ან რატომ ვხედავ?! შეშინებული უკან გადავარდი და ძლიერად დავეცი ძირს,შემდეგ კი კიდევ გაისმა ოთახში მამაკაცის ბოხი ხმა. -პირდაპირ გეტყვით ქალბატონო...ასე თქვენს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება. თუ ახლავე არ მოხდება ქირურგიული ჩარევით ნაყოფის ამოკვეთა,შეიძლება ეს ყველაფერი ფატალური შედეგების მომტანი იყოს თქვენთვის. -კი ,მაგრამ...ის ერთადერთია რაც მისგან დამრჩა. ეს იყო ბოლო რაც გავიგე და შემდეგ ეს სცენაც გაქრა...ახლა კი რაღაცებს ვაცნობიერებდი,მაგრამ ბოლომდე მაინც ვერა. ის მე ვიყავი,მაგრამ ეს მომენტი საერთოდ არ მახსოვს! და რომ დავფიქრდი საერთოდ არ მახსოვს არაფერი..იმის გარდა რომ დედასთან სოფელში ვარ დიდიხანია და ჩემს გოგონას მშვიდად ვზრდი. ეს დამაბნეველი და თან საშიში ფაქტი უკვე თავზარს მცემდა!!! ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა!! კანკალი ამიტყდა და სულ გაფითრებულ სახეზე ცრემლებმა ისევ გამოიკვლიეს გზა. ნუთუ ვგიჟდები?!! ნუთი ვგიჟდები?!! ამ სიგიჟის ზღვარზე ,როდესაც უკვე ბოლო ხმაზე მინდოდა ყვირილი და ტირილი,ძლივს ვიღაც სულიერის ხმა გავიგონე..თანაც იმ სულიერის,რომელიც ჩემთვის ძვირფასია. -ჩემო გოგო ..სალომე. თავი ნელა ავწიე და ცრემლებით დაბრმავებულმა ძლივს აღვიქვი ეს სახე. ეს დედა იყო...დედა..მაგრამ აქ რა უნდოდა? -დე-და აქ რა გინდ-ა? ხმის კანკალით გაკვირვებულმა და მეტად შეშინებულმა ვიკითხე,რადგან ამ დრო მე მეგონა რომ ეს რეალობა არ იყო და რაღაც საშინელ კოშმარს ვხედავდი! -სწორედ რომ აქაა ჩვენი ადგილი ჩემო პატარა..ზღვარი სიმართლეს და სიცრუეს შორის აქ სრულდება. აქაა ყველაფერის პასუხი,აქ არის ის სიმართლე ,რომელიც აღარ გახსოვს. ამ სიტყვებმა მეტად დამაბნია და თავზარი დამცა,მაგრამ მაინც თავს ვიმაგრებდი და ადგილზე უშიშრად ვიდექი ..ერთი დღისთვის ეს უკვე ზედმეტი იყო!! ნუთუ მართლა გავგიჟდი! -გაიხსენე სალომე...კარგად გაიხსენე. დედას მშვიდმა ხმამ უეცრად თითქოს დამაჰიპნოზა და პატარა თავბრუს ხვევის შემდეგ ერთი დეტალი ამომიტივტივდა თავში..დეტალი,რომელიც რაღაც დროს მახსენებდა. ამის გახსენება კი მეტად და მეტად მაშინებდა..რადგან ვაცნობიერებდი რომ სიცრუეს დიდი ხნის მანძილზე ვატერებდი გულით . -19** წელს ჩემი დაბადებიდან 4 წელიწადში გარდაიცვალა....წვიმიან ამინდში დააყარეს მიწა მის გაცივებულ სხეულს . ტირილით წარმოვთქვი და წინ მდგარ მომღიმარ დედას ავხედე,რომელიც ასევე სევდიანი მიყურებდა...ის მკვდარია...ის მოკვდა..მოკვდა..როდესაც ოთხი წლის ვიყავი! მაგრამ ახლა რატომა აქ,ან მე რატომ ვარ აქ? ამ წლების მანძილზე მასთან ერთად ვზრდიდი ჩემს გოგონას...ანუ..ანუ..ეს რას ნიშნავს?! -კარგად დაფიქრდი ჩემო გოგო და პასუხს იპოვი..გარშემო მიმოიხედე. ეს სილამაზე ,ეს ბუნება და სიმშვიდე, ნუთუ ზედმეტად არარეალური არა შენთვის? აქ ყოველთვის მშვიდად წვიმს და სულ თბილა ,გინდაც თოვდეს . დედამ ისევ მშვიდად მომიგო და თან ჩემსკენ ერთი ნაბიჯი გადმოდგა,რაზეც მეტად დაბნეულმა ტირილით ამოვთქვი. -ვერ ვხვდები...ნუთუ... მოგონება: -ამას რატომ აკეთებ სალომე? ხომ იცი რომ ეს მოგკლავს?! ნაყოფი მოიცილე სანამ დროა,სანამ არ დაგვიანებულა,გევედრები ნაყოფი მოიცილე! -არა! ის ერთადერთია რაც ლევანისგან დამრჩა! მე მას არ მოვკლავ..არ მოვკლავ ,თუნდაც მასთან ერთად მეც მოვკვდე..ასე მირჩევნია! ასე უფრო სამართლიანია! -სასწრაფოს გამოუძახეთ!! -რა დაემართა?!! ვინაა? -შუა ქუჩაში უეცრად წაიქცა..სისხლს უყურე..ძაალიან ბევრი სისხლი დაკარგა,სავარაუდოდ ვერ გადარჩება..საბრალო გოგონა. -გოგონას პულსი სუსტდება! ბევრი სისხლი დაკარგა!!! შანსები ნაკლებია რომ შევძლოთ მისი გადარჩენა! -ვიზიარებ...სამწუხაროდ ვერ გადავარჩინეთ. ისევ ამ საშინელმა ხმებმა ამატკიეს თავი და სააბოლოდ თვალი რომ გავახილე ,უკვე ყველაფერი ცხადი იყო. -გავიხსენე...გავიხსენე. შეშინებულმა და თან ამვდროულად სიმართლით განადგურებულმა ქვითინით ამოვთქვი,რაზეც დედამ ისევ სევდიანი ღიმილით მომიგო. -შენ არ ხარ ცოცხალი სალომე..არც შენ და არც ჩვენი პატარა ანგელოზი ლიზა. ეს კი ის ადგილია ,რომელზეც ბავშვობაში გიყვებოდი. -ადგილი სამოთხეს და დედამიწას შორის. ზღვარი ცოცხალთა და მკვდარართა შორის. -აქამდე ვერ მიხვდი და ვერ გააცნობიერე ,რომ ცოცხალი აღარ იყავი,რომ სხვა სამყაროში იყავი. აქ ისე ცხოვრობდი როგორც ცოცხალი ადამიანი და ყველაფერი რეალობა გეგონა..მაგრამ შენი გონენის სიღრმეში ის პასუხები და ის რეალობა იმალებოდა,რომელიც დააგავიწყდა. ორივე ვტიროდით და მაინც ბოლომდე ვეძიებოდი გონებით იმ რეალობას,რომელმაც ამ წამს თვალი ამიხილა. -მე...მე.... -აქ დრო გაჩეერებულია,შენ კი იმ დღეს ცხოვრობ ყოველდღე,როდესაც მოკვდი..გაზაფხულის მშვენიერი დრო მეორდება ყოველდღე. ამიტომ არ გახსოვს არასდროს რა დღეა,ნუთუ ეს უცნაური დეტალი ვერ შენიშნე ჩემო გოგო? -რა თქმა უნდა,ამ ფაქტს ყოველთვის ვაიგნორებდი. -მართალია ჩემო გოგო..მართალია. -მე მოვკვდი. -შენ მოკვდი. ცრემლები სდიოდა უკვე თვალებიდან და ხელები გაშლილი ჰქონდა ,რაზეც აღარ მოვიცადე და ძლიერ ჩავეხუტე,შემდეგ კი ცრემლები წამსკდა და ურცხვად ბოლო ხმაზე ავტირდი . რა განსხვავება სიცოცხლეს და სიკვდილის შორის? ან რას ვკარგავთ ,როდესაც ამქვეყნად მოვდივართ? ალბათ მხოლოდ შანსს ,რომ სრულად შევიცნოთ ჩვენი თავი და პიროვნებად ჩამოვყალიბდეთ,მაგრამ თუ ყველაფერს კარგავ , სევდისგან ბოროტდები და სამყაროზე განაწყენებული ყველას და მათ შორის საკუთარ თავსაც ზურგს აქცევ. არ ვიცი რატომ ,მაგრამ ერთი წამითაც არ ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას. პირიქით! მე ვამაყობ საკუთარი თავით,რადგან სიკვდილს არ შევუშინდი და ამიტომ მაჩუქა ზეცამ ჩემი ანგელოზი,ჩემი შვილი. მაგრამ მაინც ვფიქრობდი ამ წამს..ლევანიც თუ მკვდარია ,გამოდის ისევ მაქვს საშუალება რომ კიდევ ვნახო? შევძლებ ისევ მის გვერდით ყოფნას? ამის გაფიქრებაზე ჯერ კიდევ მოქვითინემ დედას ვკითხე. -მას ვეღარ ვნახავ დედა? ის სადაა? ამაზე მან ღიმილით გადამიწია თმა სახიდან და ცრემლებიც ნაზად მომწმინდა. -ისიც აქაა ჩემო გოგო..ისიც აქაა..მაგრამ ვერ იპოვოდი,რადგან არ იცოდი სად იყო და შენ სად იყავი ...შენ შუაში იყავი გაჭედილი...არც იქ იყავი და არც აქ. ახლა კი მთავარია გააცნობიერე...ამგვარად შეგიძლია ისევ მოძებნო და გვერდით გყავდეს. ამის გაგებაზე თითქოს გულში რაღაც თავისუფლება ვიგრძენი..ვიგრძენი როგორ გამინათდა გულის ყოველი ჩაბნელებული კუნჭული...აი ეს იქნება ჩემი სამოთხე,ადგილი სადაც მის გვერდით ვიქნები. ლევან როგორც ჩანს ერთადერთი არ ყოფილხარ ვისაც მიწა დააყარეს..ერთადერთი არ ყოფილხარ,ვისი სულიც პეპლებმა წაიყვანეს. თურმე ამ ცის ნაწილი ვყოფილვარ მეც..თურმე ჩემი სხეულიც გაციებულა..აღარც გული ფეთქს ალბათ. მაგრამ როგორც ჩანს რამდენჯერაც არ უნდა დაგკარგო, იმდენჯერ გიპოვი და ახლიდან შეგიყვარებ..თუნდაც სიკვდილის შემდეგ..ჩვენც ხომ ეს პირობა დავდეთ საკურთხევლის წინ ლევან ? სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს. მან დაგვაშორა,მაგრამ არაუშავრს..თავიდან გიპოვი,გიპოვი სადაც არ უნდა იყო,გიპოვი როგორი შორსაც არ უნდა იყო ჩემგამ...ყველგან გიპოვი! სამოთხეშიც, დედამიწაზეც და ჯოჯოხეთშიც...გიპოვი და თავიდან შეგიყვარებ. -ყვავილმა ხო ყოველთვის იცის ,რომ მისი პეპელა დაბრუნდება. ჩუმად ჩავილაპარაკე და რაღაც არამქვეყნიური სიმშვიდე ვიგრძენი შინაგანად...რა გრძნობა იყო ეს? თითქოს და ყოველი იარა მიშუშდება,ყველაფერი რაც გულს მიტეხდა ქრება და მხოლოდ სიმშვიდე რჩება. ეს სიმშვიდე კი ნელ-ნელა მთლიანად ეხვევა სხეულს,შემდეგ კი თვალებს ვხუჭავ და რომ ვახელ დედას ხელს ვხედავ,რომელსაც ჩემი ხელი უჭირავს და მიღიმის. -დროა საყვარელო. ეს ,რომ გავიგონე დავიბენი და დაბნეულმა ხელის გაშვება მომიწია,მაგრამ მალევე გავშეშდი ადგილზე მეორე მხარეს ,რომ ვიგრძენი შეხება. -ლიზა. ეს ჩემი გოგონა იყო..ჩემი პატარა,ჩემი ანგელოზი! მას თავისი პატარა ხელი ნაზად ეკიდა ჩემს ხელზე და მომღიმარი მიყურებდა. -დედა დროა წავიდეთ,იქ სადაც ჩვენი ადგილია. -ლიზა ..შენ... დავიწყე,მაგრამ ვეღარ დავასრულე და აცრემლილი თვალებით მხოლოდ ღიმილიღა შევძელი. -ლევამ...დამელოდე...მალე გნახავ...სულ რაღაც სამ დღეში . ჰაერში ლამაზად გაიფანტა ფერად ფერადი პეპლები და სამი პიროვნება ადგილიდან გაქრა...მხოლოდ პეპლები დარჩნენ,რომლებიც ცისკენ მიწევდნენ,უფრო მაღლა და მაღლა,ცისფერში იძირებოდნენ. ამ გაზაფხულის ჩვეულ მზიან დღეს ,მისმა სულმა შეიცნო ჭეშმარიტება და წავიდა იქ,შორს...სამოთხეში,სადაც იცოდა ,რომ ელოდებოდნენ. ♡♡♡♡♡ ♡♡♡♡♡ ♡♡♡♡♡ ♡♡♡♡♡ იმედი მაქვს მიხვდით რაც მოხდა ,თუ არა და შეგიძლიათ მკითხოთ და აგიხსნით!^^ ასევე გამიხარდება თუ გავიგებ ,რომ ისიამოვნეთ და მოგეწონათ! ყველას დიდი მადლობა ვინც წაიკითხეთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.