შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიგიჟის ზღვარზე (17თავი)


4-07-2020, 13:27
ავტორი ნეაკო
ნანახია 2 759

მია იდგა გაოცებული და უყურებდა ბავშვიან გოგონას, რომელიც ჩემოდნით ხელში თვალცრემლიანი იდგა კართან, რაღაც უცნაურად აუჩქარდა გულისცემა მათ დანახვაზე და ხმის ამოღებაც ვერ შეძლო, ქეთის გაუკვირდა კარის გაღების მერე ჩამიჩუმი რომარ ისმოდა და დერეფანში გაიხედა, ადგილზე გაქვავდა, გადაფითრდა, ვერაფერი მოახერხა, თათას სახეზე სიხარული აღებეჭდა როცა მათი წაშლილი სახეები შეამჩნია, კარგახანს იდგა ჩუმად და მოულოდნელად ბავშვით და ჩემოდნით ხელში თათა სახლში შევიდა, მიას ისე ჩაუარა თითქოს იქ არც იდგა საერთოდ, ქეთის მიეჭრა ჩაეხუტა ბავშვით ხელში, ქეთიმ მიას გახედა და სული გაეყინა
-სახლიდან გამოგვყარეს, შეიძლება ღამე აქ გავათიო? წასასვლელი არსად მაქ ხომ იცით, თოკა სანამ რამეს მოიფიქრებს აქ ვიქნებით-ასლუკუნდა თათა და ბავშვი ქეთის შეაჩეჩა ხელში, ქეთიმ შვილიშვილს შეხედა შემდეგ კი მიას რომელიც ღია კართან იდგა და მოძრაობას ვეღარ ახერხებდა, მიას სახე წაშლილი ქონდა, გრძნობდა ვინც იყო და რაც უნდოდა ამ გოგონას -პატარას სიცხე აქ, არვიცი რაუნდა გავაკეთო სანამ თიკა მოვა იქნებ დაუწიოს არმინდა ინერვიულოს-არ წყვეტდა ლაქლაქს თათა-თორნიკე სახლშია? მალე მოვა?-მიას სული შეეხუთა, გარეთ გავიდა და კარი გაიჯახუნა, ქეთი შეხტა და მკვლელი მზერა თათას მიაბჯინა
-ამისთვის მწარეთ დაისჯები-უყვირა თათას და ბავშვი შეაჩეჩა, შემდეგ ტელეფონს დასტაცა ხელი და და თორნიკეს დაურეკა, მან მაშინვე უპასუხა
-რახდება ხო გოთხარი არ მცალიათქო-აბუზღუნდა თორნიკე
-სახლში მოდი ახლავე
-რამოხდა -დაფეთდა თორნიკე დედის ჩავარდნილ ხმაზე
-თათა მოვიდა სახლში
-რააა-ჩაყვირა ტელეფონში
-მოდიიიი-დაუკივლა ქალმა და სახლიდან გავარდა, კიბეები ჩაირბინა და ქუჩაში გავარდა, მია ვერ დაინახა და გული აუჩქარდა შიშისაგან, კორპუს შემოურბინა და მალე დალანდა როგორ გადადიოდა გახედვის გარეშე ტრასაზე, გიჟივით გაქანდა და ადგილზე გაიყინა როცა დაინახა როგორ დაამუხრუჭა მანქანამ, მიასაც შეეშინდა, მძღოლსაც, სმაშინვე გადავიდა მანქანიდან და მიას გამოელაპარაკა, ქეთიც მივარდა, საბედნიეროდ დროულად დაამუხრუჭა და მიას ფეხებთან გაჩერდა საბოლოოდ მანქანა
-მია კარგად ხარ?-ქეთი დაფეთებული იყურებდა სახეალეწილ გოგონას, მიამ არაფრისმთქმელი თვალები შეანათა და გზა განაგრძო -მია უფლება მოგვეცი ყველაფერი აგიხსნათ-მისდევდა უკან ატირებული ქეთი -გთხოვ ასე ნუ იქცევი-მიას წინ დაუდგა -თორნიკემ არაფერი იცოდა, გეფიცები არაფერი იცოდა ამაზე, მხოლოდ მაშინ გაიგო ბავშვი რომ დაიბადა-ქეთის ხმა ჩაუწყდა- მია ვთხოვ ასე ნუ იქცევი, შვილზე იფიქრე, შეიძლება რამე დაგემართოთ ასე ნუ იქცევი-ქეთის ხმა უწყდებოდა, რადგან დანაშაულის მწარე შეგრძნება უფლებას არ ახძლევდა მიასთვის რამე მოეთხოვა, არათუ თავი ემართლა. თორნიკე სახლში შევარდა და თათას დანახვაზე წამში ადგილზე გაიყინა, უბრალოდ სისხლი გაიჩერდა ძარღვებში, იცოდა იქ რომ იყო მაგრამ მაინც შოკი მიიღი, ის და ბავშვი რომ დაინახა, რამდენიმე წამს გონება გაეთიშა, საერთოდ ვეღარ აზროვნებდა, ვეღარ ახერხებდა რომ აზრზე მოსულიყო, იდგა და უყურებდა თავის შეცდომას, ბრაზი ზიზღი სიძულვილი ყველა სულის ამმღვრევი გრძნობა ერთად მოაწვა და აფეთქდა მის გონებაში, ველურივიტ ეცა თათას სავარძლიდან ააყენა ბავშვი ხელში შეაჩეჩა და მკლავში სტაცა ხელი
-გამიშვი-აღშფოთდა თათა მისი უხეშობით
-წამოეთრიე-უღრიალა დ გაათრია სახლიდან
-ბავშვი მიჭირავს
-მაგ ბავშვ უმადლოდე თორემ ფანჯრიდან გისვრიდი-იმხელა ხმაზე დაუღრიალა რომ ბავშვი ატირდა
-ნაგავო არაკაცო, ნაძირალა-ყვიროდა თათა თან კიბეს კისრისხეხვით ჩარბოდა რომარ წაქცეულიყო და თორნიკეს ნაბიჯებს დასწეოდა, სადარბაზოდან ქუჩაში მოისროლა თათა რომელმაც თავი ძლივს შეიკავა რომარ წაქცეულიყო
-რახდება-ზურა მანქანიდან გადმოვიდა დაფეთებული
-ეს კახპა წაიყვანე აქედან და უთხარი ახლოს აღარ გამეკარს თორემ ჩემი ხელით დავახრჩობ-იღრიალა თორნიკემ
-აქ მოსვლა როგორ გაბედე-ახლა ზურამ წაავლო მკლავში ხელი ატირებულ თათას -რატომ მოეთრიე აქ? რის მიხწევას ცდილობ? გგონია მია წავა და თორნიკე შენ დაგიბრუნდება? გგონია შენისთანა კახპის გამო ოჯახი დაენგრევა? გგონია რომ მიას გაუტოლდები? წამოეთრიე -ზურამ მანქანაში შეაგდო და წაიყვანა, თორნიკემ დედამის დაურეკა და კითხა სად იყვნენ, ქეთიმ არ უთხრა, მიხვდა რომ მიას ახლა თორნიკე რომ დაენახა უარესი მოხდებოდა
-დედა მითხარი მითხარი-დაუღრიალა ტელეფონში
-ახლა ამის დრო არაა-ქეთიმ მიას შეხედა რომელიც ცივი ცარიელი თვალებით იყურებდა სამყაროს-მერე მოდი და დაელაპარაკე, მია იჯდა პარკში სკამზე, მარტო და უყურებდა სამყაროს რომელიც მისთვის კიდევუფრო უცხო და საშინელება გახდა, კიდევ ერთხელ დარწმუნდა რომ ზედმეტი და უსარგებლო იყო ამ ცხოვრებისთვის, კიდევ ერთხელ დაარწმუნეს რომ არავისთვის არაფერს არ წარმოადგენს, რომ სრულიად ზედმეტი და ამ საყაროსთვის, რომ მისი ადგილი არსად არარის, რომ ის არავის სჭირდება არსად არასდროს არცერთ ურთიერთობაში, არც მამას არც ძმას არც ქმარს არც დედას, ამ ბავშვისთვისაც იდიოტი დედა იქნება, უკვე იცის იცის... უკვე ყველაფერი წაიშალა, რამდენჯერ წაიშალა მისთვის სამყარო და რამდენჯერ დაწერა ხელახლა, მაგრამ ეს ბოლო იყო, ბოლო წაშლა რომელსაც ვეღარასოდეს დაწერდა ხელახლა, იმიტომ რომ ახლა საბილოოდ გაანადგურეს, წაართვეს ძალა და ბრძოლის უნარი
-მია-მოესმა თორნიკეს ხმა უკნიდან, მია არცკი გატოკებულა
-როგორ გვიპოვე-მოესმა ქეთის ხმა რომელიც მიასგან შორს იჯდა სკამზე
-დაგვტივე-დედასკენ არცკი გაუხედია ისე უთხრა თორნიკემ, ქეთი ადგა და გაეცალა მათ, თუმცა ისეთ ადგილას გაჩერდა საიდანაც შეძლებდა მათ დანახვას, თორნიკე მიუახლოვდა მიას და გაჩერდა მის ზურგს უკან
-მია ზუსტად ვიცი რასაც გრძნობ, მაგრამ არასწორედ ფიქრობ, მია მე შენ მიყვარხარ, ამაში ვერასდროს დაგარწმუნე და ვიცი ვერასოდეს დაგარწმუნებ, იმიტომ რომ შენ არ გიყვარვარ, სულ ოდნავად მაინც რომ გიყვარდე შეძლებდი დანახვას, შეძლებდი იმ გრძნობების დანახვას რასაც შენს მიმართ განვიცდი, მაგრამ არასდროს გიცდია გაგეგო ჩემთვის, მოგესმინა, დაგეჯერებინა, არასოდეს შემოგიხედავს ჩემთვის თვალებში, ყოველთვის ვგრძნობდი როგორ გამირბოდი, ვგრძნობ როგორ ცდილობ ჩემგან გაქცევას, ფიზიკურად ვერ გამექცევი იცი რადგან გამბედაობა არ გყოფნოს მაგრამ შენი თვალები, ტუჩები, გონება, მუდამ ცდილობს თავი ამარიდოს, მუდამ გამირბის, ყოველი კოცნა განმაცდევინებს სიცივეს, მაგრამ მე თავს ვიშტერებ და ამაზი ფიქრს გავურბივარ რომარ შევიშალო...
-იცი რას ნიშნავს როცა გეხება ის ვინც არ გიყვარს?-მიამ ისე კითხა, რომ მისკენ არ მიტრიალებულა, თორნიკეს სიახლი გაეყინა ძარღვებში, ხმა ვერ ამოიღო, მოხდა ის რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა, მიას მოთმინების ძაფი გაუწყდა და შეეხო მისთვის ყველაძე სათუთ საშიშ და მტკივნეულ თემას-კითხვა დაგისვი
-არვიცი-ამოიდუდუნა კარგახნის დუმილის შემდეგ
-არაფერს-მხრები აიჩეჩა მიამ-გესმის? საერთოდ არაფერს
-მია გვიანია ახლა ამაზე ლაპარაკი
-ვიცი, ამიტომაც მძულს ყველა და ყველაფერი
-რატომ არ მაძლევ უფლებას მიყვარდე? რატომ ხარ ასეთი უბედური
-იმიტომ რომ შენ არაფერს აკეთებ ჩემი ბედნიერებისთვის, იმიტომ რომ შენი სიყვარული მხოლოდ შენია, იმიტომ რომ არასდროს გიფიქრია იმაზე მე რა მინდა, იმიტომ რომ შენთვის სამყარო მხოლოდ შენი თავის გარშემო ბრუნავს
-ასე არაა
-ასეა-მია ადგა სკამიდან და თორნიკეს შეანათა მწვანე თვალები
-მია ასე არაა, ჩემთვის შენ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ
-შენთვის მთავარია შენი თავი, შენი მე და მეტი არაფერი
-მია ასე არაა, ასე არაა-აყვირდა თორნიკე
-შემომხედე, ტელეფონი არ მაქ დღემდე, არცკი გიფიქრია იმაზე რომ შეიძლება მინდა ტელეფონი, შეიძლება მსურს მქონდეს ტელეფონი ისევე როგორც სხვა ყველა შვიდ მილიარდ ადამიანს რომელთაც ააქვს, შეიძლება მეც მსურს დარეკვა, მიწერა, მაგრამ შენ თავში აზრად არ მოგსვლია გეკითხა მე მინდოდა თუარა, არათუ შენი სურვილით და მიხედვრილობით გეჩუქებინა, ხედავ?
-ტელეფონია შენთვის პრობლემა?-წამოენთო თორნიკე-ამის გამო ხარ უბედური?
-ხედავ? მხოლოდ ის გაიგე რაც გინდოდა გეგეგო, მაგრამ ის ვერ და არ გაიგე, რომ მე გითხარი შენთვის ჩემს სურვილებს, ოცნებებს მნიშვნელობა არ აქ, არ გაინტერესებს, მე რა მინდა, რომ მეც მჭირდება რაღაც...
- შენ არასდროს გამოხატავ სურვილს, არაფრის სურვილი არ გაქ, მუდამ უბედური ხარ და სამყაროს შენ უხასიათობაზე აწყობ, გგონია რომ სამყარო უბედური და საშინელია
-შენი შვილი და საყვარელი შენი აზრით ჩემთვის სამყაროს უბედურებაა და მეტი არაფერი? გგონია რომ მხოლოდ მე ვხედავ ასე?-მიახალა მიამ კივილით
-ის კახპა ჩემი საყვარელი არაა-იღრიალა თორნიკემ-გგონია რომ შენ მასში გაგცვლიდი? გგონია შენგან მასთან მივდიოდი?გგონია რომ ასეთი ნაბიჭ. რი ვარ? გგონია რომ...ამის დედაც-შეიგინა გაავებულმა -მე არ ვიცოდი, არ ვიცოდი რომ ჩემი შვილი იყო, რომ გააჩინა მერე გავიგე, მერე მითხრეს რომ დეენემით ასე იყო, მე ვერაფერი გითხარი, ვერ გავბედე, ვერ შევძელი მია, შენი დაკარგვის შემეშინდა, აი ამ წამების მეშინოდა, ამ წუთების, ამ თვალების...ჯანდაბა-თოენიკემ შუბლი მოისრისა -მასთან ურთიერთობა სანამ შენ გამოჩნდებოდი ჩემს ცხოვრებაში მანამ შევწყვიტე, გული მერევა როცა მასზე ვფიქრობ, არც გაბედო იმაზე ფიქრრი რომ იმ კახხპასთან მივიდოდი შენგან...
-გგონია შენი ლაპარაკით რამე შეიცვლება?-მიამ მზერა აარიდა და მიტრიალდა
-გერჩია მისი საყვარელი ვყოფილიყავი არა? წასვლის მეტი მიზეზი გექნებოდა, გამბედაობას შეგმატებდა ჩემდამი ზიზღი-უღრიალა თორნიკემ და მია ადგილზე გაიყინა -ჩემი არ იყავი რომ გაქცევა გინდოდა, ჩემი გახდი მაგრამ შენი გული და სული მაინც ვერ მივისაკუთრე, დაგიჩემე მაგრამ მაიც გაქცევა გინდა, ახლა მართლა გაქ წასვლის მიზეზი
-ხო მაქ-მისკენ შეტრიალდა და მიაბჯინა ზიზღიანი მზერა
-ამას ელოდებოდი არა? ჩემს შეცდომას რომ მიგეტოვებინე? ახლა თავს გაიმართლებ! ახლა გამბედაობა გეყოფა
-დამნაშავე მე ვარ? მე ვარ ამაშიც დამნაშავე?-მიამ თვალს არ არიდებდა
-შენ ჩემი მოსმენა არ გინდა შენ გაქცევა გინდა ჩემგან და მიზეზს ეძებ! სულ ესსა შენი პრობლემა
-მიხარია რომ გავუგეთ ერთმანეთს-მიას ცრემლები მოაწვა-ახლაც შეგიძლია მე დამადანაშაულო ყველაფერი მე დამაბრალო, როგორც ყოველთვის-მიამ ხელები გაშალა -ყოველთვის ყველაფერი ხომ ჩემი ბრალია რადგან არ მიყვარხარ-შემდეგ შეტრიალდა და გადადგა რამდენიმე ნაბიჯი
-არ გაიშვებ-დაუყვირა თორნიკემ -არსად გაგიშვებ-მია გაჩერდა მაგრამ მისკენ არ შეტრიალებულა, ცოტახანს გაჩერდა და შემდეგ გზა განაგრძო, მოწოლილ ცრემლებს გასაქანი მისცა და ფეხს აუჩქარა.მაგრამ რაღაც ძალამ შეაჩერა, თორნიკემ ხელები შემოხვია ზურგიდან და კისერში აკოცა-არ გაგიშვებ მია, არ გაგიშვებ-წინ დაუდგა -მაპატიე ყველაფერისთვის პატიებას გთხოვ, მაპატიე რომ ეგოისტი ნაბიჭ. რი ვარ, მაპაატიე რომ შენი არ მესმოდა, მაპატიე რომ ასე შემეშალა და უფლება მივეცი იმ კახპას შენთვის გული ეტკინა, მაპატიე რომ დაგიმალე სიმართლე, გთხოვ მაპატიე-ხელები დაუჭირა-გთხოვ შანსი მომეცი, ვიყო კარგი მამა და ქმარი, გთხოვ-მიამ უხეშად გამოგლიჯა ხელები და გვერდი აუქცია
-შეეშვი-ქეთიმ თორნიკს გზა გადაუღობა, მიეცი დრო გაბრაზდეს, იჩხუბოს, ეწყინოს ,გაპატიოს, იფიქროს
-არ მინდა იფიქროს-დაუყვირა თორნიკემ
-გეყოფ, ის შენი ცოლია და გააცნობიერე ეს, ნუ გეშიანია ასე მისი დაკარგვის, არ დაკარგავ, გაპატიებს, გამბედაობა არ ეყოფა არ გაპატიოს
-რომ ეყოს?
-არ ეყოფა, იმიტომ რომ მალე დედა უნდა გახდეს და ყველაზე უმწეო მდგომარეობაში მაშინაა ქალი, ახლა დრო მიეცი დაწყნარდეს დამშვიდდეს და მერე აუხსენი ყველაფერი, მერე სთხოვე ათსჯერ პატიება.მერე მოგისმენს ახლა ყველა შენი სიტყვა მისთვის შხამია. მია ტაქსიში ჩაჯდა და სახში წავიდა, იმ სახლში სადაც მისი მარტო მისვლა არავის გაუხარდებოდა, არცერთი გაამართლებდა ყველაფრისდა მიუხედავად და არცერთი მისცემდა უფლებას იჯახი დაენგრია, მაგრამ მაინც წავიდა რადგან სხვა არჩევანი არ ქონდა. ტაქსის ფული ლაშამ გადაუხადა და სახლში შევარდა უმალ რომ გაერკვია მია მარტი რატომ მივიდა თან ატირებული
-რახდება?იჩხუბეთ?, ისევ ენა ატლიკინე არა? რა გინდა ჰა? რატო არ ჩუნდები? -ჩხუბზე გადავიდა მარინა
-ბებია აცადე ხმა ამოიღოს
-ვერ ხედავ რა დღეშია?
-ეტობა იჩხუბეს ისევ, რა გიკვირს მერამდენედ მოვარდა უკვე-ყვიროდა მარინა-უკვე ხალხი დაგვცინის , დაბოდიალობს წინ და უკან ამხელა მუცლით-ნეტა რაზე ფიქრობ საერთოდ?-არ ჩუნდებოდა ქალი
-გეყოფა-დაუყვირა ნატამ-შენ ვინ გეკითხება როდის მოვა ყავის სახლში?
-ეს ჩემი სახლია-მიახალა ქალმა-თუ დაგავიწყდა შეგახსნებ
-რა დამავიწყებს-უკივლა ნატამ-ყოველდღე ხომ გვახსენებ რომ სახლი შენია, ქმრისგან შენზე გადმოვიდა, ამიტომ ყველა შენი მონები უნდა ვიყოთ
-შენ ვინ დაგამონებს აფთარო-დაუსისინა ქალმა და გარეთ გავიდა, მია იდგა და უსმენდა მათ ჩხუბს და მიხვდა რომ აქაც ზესმეტი იყო მითუმეტეს თავის შვილიანად
-რა მოხდა ამოიღე ხმა-არც ნანა გამოირჩეოდა გულმოწყალებით რადგან არც მას მოწინდა ყოველ კამათზე მია სახლში რომ მორბოდა გაბუტული
-უბრალოდ მოვედი არ შეიძლება?-ამოთქვა ძლივს ეომარ ეტირა
-არ შეიძლება-უყვირა ლაშამ -უკვე გიჟი გონიხარ ხალხს დაბოდიალებ აქეთ იქით, რისი იმედი გაქ რომ მორბიხარ? გგონია უფლებას მოგცემთ ორსული ქმარს გაეყარო? და მერე ყველას დასაცინი გავხდეთ?
-მართალია ლაშა, ცოტა შენც დათმე და მოითმინე, მე შემომხედე თქვენსგამო რამდენი ავიტანე-ნანას ნათქვამმა მია ააფეთქა
-მერე ვინ გთხოვა იჯექი აქ და მოგვიარეო? ვინ დაგავალა? ვინ გაიძულა? ვინ მოითხოვა? თუ არ გსურდა წასულიყავი, დავიღალეა ამდენი საყვედურებით-ამოხდა მიას-ვალდებული არ უყავი და არც ახლა ხარ შენი ცხოვრების საუკეთესო წლები შემოგეწირა და მერე ყოველდღე ეს შეგეხსენებინა, ყოველდღე ერთიდიგივე გელაპარაკა
-რამდენს ბედავ-ნანა წამოენთო
-საღოლ საღოლ-ნატამ ტაში დაუკრა-თქვენისთანა ოჯახს არავის ვისურვებ, ასეთ უგულოებს-ნატამ ვეღარ შეძლო მათი ატანა და ლაშას მივარდა-გასაღები
-რაა?-ლაშამ დას ახედა
-გასაღები მომეცითქო ყრუ ხარ?
-მჭირდება მანქანა
-შენ ტვინი უფრო გჭირდება მაგრამ
-მიგხვდება
-მომეცითქო გასაღები-ნატა ხელგაწვდილი იდგა, ლაშამ მიაჩეჩა გასაღები
-გაგიჟდი? მართვის მოწმობა გუში აიღო-ნანა სკამოდან წამოვარდა
-დაწყნარდი-ლაშას გაეცინა,ნთამ ხელი ჩაავლო და და გაიყვანა ეზოში ლაშას ნაყიდ ბეემვეში ჩასვა ეზოს კარი გააღო, საჭეს მიუჯდა და მანქანა გაიყვანა ეზოდა შემდეგ კი იქვე მდგარ ლაშას მიაძახა
-არვიცი როდის მოვალთ დაივიწყე დღეს შენი მანქანა-და გაზს მიაჭირა.
-მართვის მოწმობა აიღე?-დას შეხედა მიამ
-ხო ავიღე
-რატომ არ მითხარი?-გაუკვირდა მიას
-აზრი? შენ ხომ უბედური ხარ სულ
-შენც ამას მაუბნები?-გაბრაზდა მია
-ქმარიც გეუბნება ხოლმე?-ნატას და მიას თვალები ერთმანეთს შეხვდა
-ბევრს ლაპარაკობ
-ყველას სწყინს სიმართლე
-შემს საქმეს მიხედო ჯობია უკკვე ას სამოცი აკრიფე
-ჩემი ბიჭი როგორაა?-ნატამ მუცელზე ხელი მიადო
-ალბათ ისიც უბედურია-ჩაიბურტყუნა მიამ
-მისმინე მია ცოტა დამშვიდდი, ცოტა დაიკიდე, ცოტა გაატარე, ასე არ შეიძლება
-ისევ იგივე-წამოენთო მია -ჩწმი რატომ არასდროს არავის არ გესმით?-ცრემლები მოეძლა
-მია შენ თავად დარჩი მასთან და თავად მიიღე ეს გადაწყვეტილება და ახლა რას ითხოვ ჩვენგან ვერ გავიგე-გაუბრაზდა ნატა-რომ წამოსულიყავი ახლა აქ არ იჯდებოდი ასეთი დამჟავებული სახით
-გგონია ასე მღტივი ყველაფერი?
-გგონია წამოსვლას თუ მოინდომებდი თორნიკე ძლით დაგტოვებდა იიქ? ანუ ხელს დაგაკარებდა ძალით?
-მორჩი-მიას აღიზიანებდა ამ ყველაფერზე ლაპარაკი
-კარგი მაშინ აწმყოზე ვილაპარაკოთ
-არმინდა საერთოდ არაფერზე ლაპარაკი, აზრი არ აქვს ჩემი მაინც არავის არ გესმით, მაინც მე დამადანაშაულებთ ყველა
-კარგი მაშინ იქ წავიდეთ სადაც ნამდვილად დამშვიდდები და გადაწყვეტავ საბოლოოდ და რეალურად რა გინდა.
საღამოს თორნიკე მივიდა მიას მშობლების სახლში იმ იმედით რომ მათ აიხსნიდა ყველაფერს და გაუგებდნენ, შემდეგ კი მიას დარწმუნებაში დაეხმარებოდნენ, თუმცა მია რომ არ დახვდა იქ გაბრაზდა
-რახდება?-ლაშა გაეჯგიმა თორნიკეს-ჩემი და რატომ იყო ასე განერვიულებული?
-თითქოს ძალიან გადარდებდეს მისი ბედი-გაბრაზდა თორნიკე
-რას ბოდავ?-ლაშამ ხელი მიკრა მხარზე
-სადაა შენი და? ვინმემ იცით სად წავიდნენ?-შეხედა ჯერ ლაშას შემდეგ სიდედრს და მარინას
-ყოველ შემთხვევაში შენ გამოგექცა-დაუსისსინა მარინამ-და გამოიქცა ჩვენთან-ნიშნის მოგებით უთხრა სიძეს
-კიარ გამომექცა გამოვუშვი რადგან ძალიან იყო გაღიზიანებული
-რამ გააღიზიანა? რა ჩაიდინე? -მარინა მაგრად აწვებოდა -ისეთი რა დამართე რომ ამ მდგომარეობაში მოვიდ სახლში?- თორნიკე მიხვდა რომ არაფერი იცოდნენ და გადაწყვიტა თავადაც არაფერი ეთქვა სანამ სიტუაცია არ დალაგდებოდა
-შეგიძლიათ გაარკვიოთ სად არიან? მე ნატა არ მპასუხობს-სიტყვა ბანზე უგდო მარინას
-არც ჩვენ გვპასუხობდა-ჩაერია ნანა-თუ გაბრაზებულია შეეშვი მაშინ, დამშვიდდება და მოიყვანს
-ასე ვერ დაველოდები -თორნიკე ძალიან ღელავდა, ეშინოდა ნატას ტვინი არ აერია მისი ცოლისთვის
-წადი და მოძებნე-მხრები აიჩეჩა მარინამ და ზურგი აქცია. თორნიკემ ნიკას დაურეკა და სთხოვა მია ნატას მოძებნაში დახმარებოდა, ნიკა მაშინვე თორნიკესთან გაჩნდა
-რით ვერ დამთავრდა ეს შენი ოჯახური დრამები? ეით ვერ დაჭკვიანდი?-ეცინებოდა ნიკას
-თათა მოვიდა ჩემთან სახლში და უთხრა სიმართლე
-ვათ?-ქართულად არ ეყო აღშფოთების გამოხატვა ნიკას
-მია სახლიდან გამომექცა, არცკი ვიცი დაბრუნდება თუ არა
-აბა რას ელოდი იმ ქალისგან? გეგონა გაჩუმდებოდა? ხომ გითხარი არ ენდო მეთქი, ხომ გითხარი მიას რამენაირად აუხსენითქო
-როგორ ამეხსნა რომ ასეთმა ქალმა შვილი გამიჩინა? რომ მე არაფერი ვიცოდი და სულაც არ მინდოდა ეს ბავშვი?
-ახლა როგორ აუხსნი? გგონია დაგიჯერებს?
-მიდი სალომეს სთხოვე რამე გაარკვიოს მათზე.
ნატამ მანქანა გააჩერა და გადავიდა, მიაც გადავიდა და უკან მიყვა დას, ნატამ მოჟანგული ეზოს კარი გააღო და ეზოში შევიდა, სახლის კართან მივიდა და წვალებით გააღი დაჟანგული ბოქლომი, კარი შეაღო და ღრმად ჩაისუნთქა დახუთული ჰაერი
-აქ მაინც ბებოს სურნელი ტრიალებს, მისი ხაჭაპურების სუნი ისევ დგას
-როგორ მომენატრა-მიას ცრემლები მოაწვა
-არუნდა მივეტოვებინეთ ასე მალე-ნატამ ფანჯრები გააღო და დივანზე ჩამოჯდა-თუ გინდა აქ დავრჩეთ ამაღამ
-კარგი-მიას გაუხარდა რომ ასეთი რამ მოიფიქრა მისმა გადარეულმა დამ , აქ ყველასგან დაისვენებდა.
უკვე ბინდდებოდა და ორივეს მოშივდათ ამიტომ ნატამ მაღაზიაში წასვლა გადაწყვიტა
-ფული გააქ? მე არ მაქ-მია შეწუხდა
-არც მე მაქ, სამაგიეროდ ლაშას აქ ჩატენილი საიდუმლო ადგილას ბლომად ფული
-ლაშა დაფული?-გაეცინა მიას
-ხო აგროვებს, თურმე ქირით უნდა გადასვლა
-რატო?
-ყელში ამომიხვედითო
-და გონია რომ თავს მარტო ირჩენს?
-მარტო რატო გეგაც ხელს უწყობს, ლაშა ხო მაგის შვილია და ყველა სურვილს უსრულებს, ჩვენ გერები ვართ-გაეცინა ნატას
-მიკვირს გეგა არ ეწინააღმდეგება
-რაღაც გარიგებას გავს მაგათი საქციელი ,თავიდან აუხტა მარა მერე მოკეტა, მგონი გეგა რაღაც ინფორმაციას ფლობს მამაჩვენზე და მაგით მიასვა
-ნატა იცი რომ მაგარი გიჟი ხარ?-გაეცინა მიას
-რავქნა მამაჩემის შვილი ვარ და მარინას შვილიშვილი-ნატა წავიდა, მიამ ფანჯრები დაკეტა და მიიყუჟა ნატას მოლოდინში დივანზე, სანთლის შუქზე. ნატა მანქანით გავარდა მაღაზიაში რომელიც არცისე შორს იყო, სინათლის ფული გადაიხადა და პროდუქტები იყიდა და უკან აპირებდა დაბრუნებას რომ თვალი კიდა ნიკამ
-გააჩერე-უყვირა თორნიკეს, ნახე ეს ნატაა
-დარწმუნებული ხარ?
-ხო თან ეს ხო ლაშას ახალი მანქანაა
-რავი მე-თორნიკემ ტუჩები დაბრიცა
-მიდი გადააყენე და დაველოდოთ სად წავა-თორნიკემ გზიდან გადააყენა და დაელოდნენ როდის ჩაბარგდებოდა ნატა და წავიდოდა, მათ ბედად ზუსტად მათ ჩაუქროლა გიჟივით და თორნიკეც შორიახლოს მისდევდა, მალევე გააჩერა მანქანა ნატამ და გადავიდა და ადგილზე გაიყინა
-აქ რას აკეთებ?-ნიკას დანახვამ გააკვირვა თან შეაშინა
-შენ რას აკეთებ აქ?-დაინტერესდა ნიკა
-რა შენი საქმეა იდიოტო
-ჩემი საქმე ნამდვილადაა-თავზე წამოადგა თორნიკე
-რა გინდა? შეეშვი ჩემს დას-გაბრაზდა ნატა
-ის ჩემი ცოლია
-ცოლი, ცოლსა და მონას შორის დიდი სხვაობაა მაგრამ მგონი შენ გვერ ხვდები ჯერ ამას
-ნიკა ეს მომაშორე-ნატაზე მიუთითა
-სიამოვნებით-ნიკამ ნატასგენ წადგა ნაბიჯი
-არ გაბედო და არ მომეკარო-ნატამ უკან წადგა ნაბიჯი
-რომ გავბედო რა მოხდება?-მიკას სიტყვა არ ქონდა დამთავრებული რომ ნატას მივარდა და მხარზე გადაიკიდა აკივლებული გოგონა და თორნიკეს ჯიპისაკენ გააქანა, მიას კივილის ხმა რომ შემოესმა გარეთ გავარდა ადგილზე გაიყინა,დიდხანს უყურებდა თორნიკეს რომელიც ეზოში იდგა და უყურებდა თავის მანქანას რომელიც წამში ადგილს მოწყდა, მია მაშინვე სახლში შევარდა და კარი ჩაკეტა შიგნიდან, თორნიკემ კარის ხმაზე სახლისკენ გაიხედა და წამში კართან გაჩნდა, დააკაკუნა მშვიდად
-მია გთხოვ გააღე უბრალოდ დალაპარაკება მინდა
-წასი აქედან, თავი დამანებე
-მია გთხოვ უფლება მომეცი აგიხსნა
-არაფრის მოსმენა არ მინდა გესმის
-მია გეყოფა
-წადითქო
-გააღე თორემ შემოვამტვრევ-უცბათ გამოვიდა მწყობრიდან თორნიკე და კარს ხელი უხეშად დაარტყა, მია შეხტა მოულოდნელი ხმაურიაგან-მია გეფიცები შემოვამტვრებ-კიდევ დაარტყა კარს ხელი-გააღე ეს დედა მოტ. კარი-იყვირა ბოლო
ხმაზე -რა გავაკეთო რომ დამიჯერო? როგორ მოვიქცე რომ მაპატიო? რა გინდა რომ გავაკეთო?
-უბრალოდ წადი
-წასვლა და შენი მიტოვება რომ შემეძლოს დიდიხნოსწინ ვიტყოდი უარს შენზე, დიდიხნისწინ გაგათავისუფლებდი და მიგატოვებდი, დიდიხნისწინ დაგთმობდი, მაგრამ მიყვარხრა და არშემიძლია, რა ვერ გაიგეს ეს დედა მოტ.-ყვიროდა თორნიკე-მიყვარხარ და არ მინდა შენგან წასვლა, არ მინდა შენთან დაშორება, არ მინდა უშენობა, არ შემიძლია უშენოდ სუნთქვა-დაარტყა კიდევ კარს ხელი -როგორ შემიძლია უარი ვთქვა ქალზე ვინც სიგიჟემდე მიყვარს და ვის გარეშეც უბრალოდ არ შემიძლია, როგორ ითხოვ რომ წავიდე მაშინ როცა ასე ძლიერ მიყვარახარ, ვიცი შეცდომა დავუშვი მაგრამ ჩვენს ალექს ვფიცავარ რომ მე მასთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია მას შემდეგ რაც შენ გაგიცანი, ვერც მექნებოდა, შენ ვერავინ შეგცვლის, ვერავინ შეძლებას რომ შენამდე მოვიდეს იმიტომ რომ შენ ყველაზე სუფთა, მართალი და საოცარი ქალი ხარ, მია დამიჯერე რომ მე შენ ვერავისში გაგცვლი, იმიტომ რომ ამას არ იმსახურებ და იმიტომ რომ მიყვარხარ. მია გთხოვ-კღზე ხელი მიარტყა-გააღა თორემ მართლა შემოვამტვრემ-მია არ აპირებდა კარის გაღებას და თორნიკემ იცოდა რა ჯიუტიც იყო ამიტომაც წიხლი დაარტყა და შელეწა კარი, დამფრთხალმა გოგონამ უკან დაიხია, თორნიკე მიუახლოვდა და სწორეთ ამ დროს სინათლე ჩაქრა, თორნიკემ ხელის მოძრაობით იპოვა მიადა მიუახლოვდა მეტად
-რა გინდა?
-შენ მინდიხარ-თორნიკემ დაუჩურჩულა ხმაჩავარნილ გოგონას და ტუჩებში აკოცა.
სანამ თორნიკე მიას შემორიგებას ცდილობდა ნამდვილი ომი იყო გაჩაღებული თორნიკეს მანქანაში, ნიკას საჭეზე დაეკონწიალა ნატა და ძლივს მოახერხა გაეჩერებინა მანქანა უსაფრთხოთ
-ნამდვილი გიჟი ხარ
-უკან წადი
-არა
-მაშინ გადავალ-ნატა კარს დაეკონწიალა და უმალ ნიკამ ჩაავლო მაჯაში ხელი
-ვერ წახვალ
-გამიშვი
-არა
-ერთად წავიდეთ უკანშესთავაზა ნატამ
-არა
-რა ჯანდაბა გინდა-ნატამ ხელის დახსნა სცადა მაგრამ ნიკამ მეტად მოუჭირა
-ინანებ-დაემუქრა ნატა



№1  offline წევრი 《Sunshine》

დღეს დავიწყე ამ ისტორიის წაკითხვა და ძალიან მომეწონა კარგი ისტორია ნეაკო ველოდები შემდეგ თავს ...

და რა მაინტერესებდა" ჩემი სასჯელი ხარ " გაგრძელებას აღარ აპირებ :( ?

 


№2 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომწონს მართლა სათაურიც უხდება მართლა მიყვანა ადამიანს სიგიჟის ზღვარზე როგორ იქცევიან ეს მიას ოჯახი,ასეთი საბრალოა მია ამათ გადამკიდე მადლობა ველი მომდევნო თავს

 


№3 სტუმარი სტუმარი ნენე

არ ვამართლებ თორნიკეს , მიას როგორც ნივთს ისე ეპყრობა, იმის მაგივრად თავი შეეყვარებინა, ფსიქოლოგიურად ძლადობს. მიას დაც და ძმაც და ოჯახიც ერთმანეთზე უარესები არიან, საწყალი მია იმედია თავს არ მოიკლავს ბოლოს.

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინი

მიასთვის რთულია თუმცა თორნიკეს ვერგავამტყუნებ მართლა რომ სიგიჟემდეა შეყვარებული და მისთვის რთულია საყვარელი ადამიანი სხვაზე რო ფიქრობს

რავი იმედია უფრო კარგად წავა ყველაფერი ველი შემდეგ თავს

 


№5  offline მოდერი ნეაკო

《Sunshine》
დღეს დავიწყე ამ ისტორიის წაკითხვა და ძალიან მომეწონა კარგი ისტორია ნეაკო ველოდები შემდეგ თავს ...

და რა მაინტერესებდა" ჩემი სასჯელი ხარ " გაგრძელებას აღარ აპირებ :( ?

მიხარია ძალიან რომ მოგეწონათ, ძველ ისტორიას რაც შეეხება არვიცი შესაძლებელია ამ ისტორიის შემდეგ დავასრულო, რატომღაც მიჭირს მაგ ისტორიასთან დაბრუნება და წერა

სტუმარი ნესტანი
ძალიან მომწონს მართლა სათაურიც უხდება მართლა მიყვანა ადამიანს სიგიჟის ზღვარზე როგორ იქცევიან ეს მიას ოჯახი,ასეთი საბრალოა მია ამათ გადამკიდე მადლობა ველი მომდევნო თავს

მია ზოგადად სახეა იმ ადამიანების ვისაც აიძულებენ, ხალხის აზრის გამო აკეთონ ის რაც არ სურთ, ვისაც ოჯახი უპირისპირდება, მია არის იმ ადამიანების განსახიერება ვისაც არ ქვს ძალა დაუპირისპირდეს ოჯახს და ხალხს

სტუმარი ნენე
არ ვამართლებ თორნიკეს , მიას როგორც ნივთს ისე ეპყრობა, იმის მაგივრად თავი შეეყვარებინა, ფსიქოლოგიურად ძლადობს. მიას დაც და ძმაც და ოჯახიც ერთმანეთზე უარესები არიან, საწყალი მია იმედია თავს არ მოიკლავს ბოლოს.

ასეთი ოჯახები რომ ყავთ გოგონებს იმიტომ ხდებიან ქმრის ძალადობის მსხვერპლნი, ან ზოგადად ქმრის ოჯახისგან დაჩაგრულები არიან, რადგან თავისი ოჯახი ზურგს არ უმაგრებს

სტუმარი ნინი
მიასთვის რთულია თუმცა თორნიკეს ვერგავამტყუნებ მართლა რომ სიგიჟემდეა შეყვარებული და მისთვის რთულია საყვარელი ადამიანი სხვაზე რო ფიქრობს

რავი იმედია უფრო კარგად წავა ყველაფერი ველი შემდეგ თავს

გეთანხმებით, მგონი დამნაშავე მია უფროა, ვიდრე თორნიკე, რადგან ბრძოლას დანებება არჩია და ბედს მიენდო.. დასასრულს რაც შეეხება იმედია რომ მოგეწონებათ და არ იქნება უცნაური

ყველას დიდი მადლობა რომ გამოხატეთ თქვენი აზრი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს, ყოველ ჯერზე მოუთმენლად ველი ხოლმე თქვენს კომენტარებს, მადლობა

 


№6  offline აქტიური მკითხველი terooo

Ახლა კიდევ ამათიწივილ კივილი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent