საიდუმლოს ფარდა მალავს.თავი 2.
-დემეტრე დემეტრაძე უნდა მოკვდეს,ის უნდა მოიშოროთ. -უფროსო,ნებას გვაძლევთ რომ ვესროლოთ? -ესროლეთ,მაგრამ ეს იარაღი ესროლეთ შემდეგ კი გადააგდეთ ან სადმე დამარხეთ რომ არავინ ნახოს. -გასაგებია უფროსო.უცნობის ზარიდან რამდენიმე დღე დემეტრე ჩაფიქრებული დადიოდა და თავისივე კომპანიის წინ ორჯერ ესროლეს,მაგრამ არცერთი ტყვია მას არ მოხვდერია.მკვლელმა შეშინებულმა მიმოიხედა იარაღი შეინახა და წავიდა, გზიდან კი დამკვეთს დაურეკა. -უფროსო ბრძანება შესრულებულია,მაგრამ არ ვიცი ტყვია მოხვდა თუ არა. -დარწმუნებული ხარ რომ ვერავინ დაგინახა? -დარწმუნებული ვარ უფროსო. -კარგია,ახლა კი იზრუნე ეს საიდუმლო შეინახო,წინააღმდეგ შემთხვევაში შენ გამოხვალ დაზარალებული და სანამ პირს გააღებ მანამდე წახვალ სხვა სამყაროში სამოგზაუროდ.გასაგებია? -გასაგებია უფროსო. -გაქრი ქვეყნიდან,თუ დამჭირდები თავად მოგძებნი. დემეტრე გაოგნებული იყო და ვერ გაიგო ვინ იყო მისი მტერი,ამიტომ გადაწყვეტილება მიიღო რომ დაჩის და სანდროს გამოძიება დაეწყო, დაჩიმ განყოფილება თავდაყირა დააყენა,მაგრამ მვლელი კარგად მიიმალა მისი კვალი ვერ იპოვეს. დემეტრესთან ერთად ბიჭებსაც უკვირდა ვინ უნდა ყოფილიყო ეს უხილავი მტერი,ან რატომ მტრობდა დემეტრეს.ბრაზი ახრჩობდა,გახშირებული სუნთქვა ჰქონდა დემეტრეს და გონებაში გადაქექა მისი ყველა გადადგმული ნაბიჯი,მაგრამ უკანონოდ არაფერი არ ჰქონდა გაკეთებული,ამიტომ ვერ ხვდება და ვერც გაიხსენა შეცდომა სად და ვისთან დაუშვა. -რაც გაიზარდე და ბავშვობის ასაკიდან გამოდი საშიში ადამიანი გახდი,ზოგჯერ ვფიქრობ ახალი წლის სათამაშოებით მოგრთო იქნებ გახალისდე და ცოტა მაინც გაიღიმო. -რა გინდა იზო რა ყვავივით დამჩხავი.შეუღრინა იზოს და სახლში შემოსული ბუბუ აათვალიერა. -დღეს ძალიან ლამაზი საპატარძლო კაბები ვნახე,იზო.................. -რად გინდა საპატარძლო კაბა,გინდა ამ ასაკში პატარძალი გახდე? -უზრდელო,27 წლის ხარ და როდის გინდა რომ დაქორწინდე. -ჯერ დრო მაქვს,15 წელი არ ვჩქარობ დაქორწინებას,შემდეგ კი ვიზედაც მინდა იმაზე დავქორწინდები და არა იმაზე ვიზედაც შენ მიმითითებ. -კიდევ 15 წელი? შვილო შენ სრულ ჭკუაზე ხარ თუ განგებ მიკეთებ ამ ყველაფერს, რომ შვილიშვილებს ვერ მოვესწრო. დემეტრემ ფეხზე გაიხადა და ცივ მეტლახზე შიშველი ფეხით გაიარა,ბუბუს გვერდი აუარა და თავის საძინებელში შევიდა. -სად მიდიხარ,მე გამირბიხარ? -აბაზანა უნდა მივიღო,წამოდი ზურგი გამიხეხე.კარზე ზარი იყო და გაბრაზებულმა იზოს შეხედა,იზომაც უქმელად გააღო კარი და სახლში მარინას ღიმილმა შემოანათა. -იზოლდა როგორ ხარ ძვირფასო. -კარგად ვიყავი სანამ შენ მოხვიდოდი,ახლა კი წნევამ ამიწია. -დემეტრე აქ არის? -აბანოშია,მანამდე კი ქორწილზე ვსაუბრობდით. -ვის ქორწილზე,ვინმე დაგვიქორწინდა? -დემეტრე უნდა დაქორწინდეს,უკვე დრიო არის ძვირფასო. -ვინ არის? -მე ვარ ძვირფასო,მოხმარება ხომ არ გინდა? -არა,დამელოდე და მალე მოვრჩები.ბუბუ შენ უკვე მიდიოდი,იზო შენ ვახშამს მიხედე. -დღეს ძალიან სიცხეა და სანამ არ აგრილდება არსად არ მივდივარ,აქ ვრჩები. -ბუბუ........................... -კარგს იზამთ,თქვენს ასაკში ასეთ სიცხეში სიარული საშიშია,უნდა მოერიდოთ სიცხეებს და ჯამრთელობას გაუფრთხილდეთ. -ბუბუ მეც ეს მინდოდა მეთქვა, დაიცადე შვილის სახლში ხარ განა უცხოსთან ხარ? -კარგი ჩემო იზოლდა დღეს აქ გავჩერდები,გინდა მოგეხმარო საყვარელო? -არა,თქვენ დაისვენეთ მე ვახშამს მივხედავ,ჩემს სამზარეულოს არ სიამოვნებს უცხო ხელის შეხება,თათია წამოდი შვილო. დემეტრე და მარინა თავიანთ საძინებელში შევიდნენ და იზო ისევ აბუზღუნდა ბუბუსთან ერთად. -სხვა ვერავინ ვერ იპოვა ამ ქალის გარდა. -არც მე მომწონს ეს გოგო,ვხედავ და ვგრძნობ თვალები სხვისკენ გაურბის თითქოს ელამი იყოს,დემეტრე კი გულჩათხრობილი გახდა და გრძნობებს აღარავის უზიარებს. -იზოლდა რამე მოგვიმზადე და ოთახში ავიტან.იზო დემეტრეს მიუბრუნდა და შეწუხებული ხმით უთხრა. -რა გჭირს შვილო შენს თვალებში დარდს ვხედავ,რატომ გინდა ყველა დარდი თავად ზიდო და უთქმელობამ გამოგაშროს.შენში სიცარიელეა, ემოცია დამარხე და მარტოობას მიუძღვენი თავი,ვხედავ არც თავად მოგწონს ეს გოგო და რატომ იტანჯავ თავს. -მართალი ხარ იზოლდა მარინა არ მიყვარს,მაგრამ არც მიტოვება შემიძლია. -რატომ,ხომ შეიძლება აუხსნა და გაგიგოს როგორ შეძლებ იცხოვრო ქალთან უსიყვარულოდ. -ის ავადაა,რამდენიმე წლის სიცოცხლე უთხრა ექიმმა და მეც ეს რამდენიმე წელი მის გვერდით უნდა ვიყო. -შეუძლებელია,შენ თავად ნახე ექიმი და დაელაპარაკე? ნახე ექიმის ჩანაწერი ამ საკითხზე თუ მის სიტყვას დაუჯერე და თავი ბრიყვად ჩაათვლევინე.არც მარინასი დაიჯერო და არც არავისი თუ ექიმს არ ნახავ,მპირდები? -გპირდები ჩემო იზოლდა. -მე ერთი სათხოვარი მაქვს შენთან. -რა მოხდა,რამე გაწუხებს? -არა,არა მე კარგად ვარ. -გისმენ, რაც გინდა მთხოვე. -დემეტრე გოგონა ვიზედაც დახმარება მინდა გთხოვო ჩემი ახლობლის შვილია,ის ხვალ 18 წლის ხდება და ბავშვთა სახლიდან უშვებენ,წასვლელი კი არსად არ აქვს. -ანუ..................... -თუ დამთანხმდები მინდა აქ მოვიყვანო და მე ვუპატრონო. -საერთოდ არავინ არ ჰყავს? -ჰყავს მამა მაგრამ მასთან დაბრუნება არ უნდა,რადგან ახსოვს როგორ მოკლა მთვრალმა შეუბრალებლად დედა და მისი პატარა ძმა. -ღმერთო ჩემო,ადამიანები ასეთი შეუბრალებლები რატომ ხდებიან იზოლდა. -არ ვიცი შვილო,ვიცი რომ ელენეს დახმარება ჭირდება და მინდა დავეხმარო. -აქ მოიყვანე,აქ იყოს თუ სწავლის გაგრძელება უნდა მე წინააღმდეგი არ ვარ,ისე შენც გადაიღალე და დაგეხმარება სახლის საქმეებში. -მადლობა შვილო,ხვალ საბოლოოდ ნახავს მამას და შემდეგ აქ წამოვიყვან.იზო დილით ადრე გავიდა სახლიდან და ქვაფენილით მოკირწლულ ქუჩას დაუყვა ფრთხილი ნაბიჯებით,რამდენიმე საათის შემდეგ კი ულამაზეს გოგონას მოყვებოდა გვერდით და ორივე ერთ ბინასთან შეჩერდა. -მე ავალ,ვნახავ და მალე დავბრუნდები. -კარგი შვილო მე აქ დაგელოდები.ელენემ კართან შეჩერდა გასაღები კარს მოარგო და ფრთხილად შევიდა ბინაში. -ვიცოდი რომ დაბრუნდებოდი,მე გელოდებოდი.გაიგონა მამის ხმა და თვალები ცრემლით აევსო,უხმოდ ტიროდა და ცახცახით დადგა მამის წინ. -არ დამელაპარაკები? ვიცი რომ დამნაშავე ვარ,მე ჩავკალი შენში შენი ოცნებები,ბავშვობა წაგართვი.ვნანობ,შვილო ძალიან ვნანობ ჩემს შეცდომას. -შენი სინანულით გგონია შენს დანაშაულს გამოასწორებ? მე უკვე 18 წლის ვარ და ბავშვი აღარ ვარ ტყუილში ვიცხოვრო. -შენ მე არასოდეს მაპატიებ. -შეიძლება დადგეს დღე და გითხრა,გაპატიე მამა,მაგრამ არ ვიცი ეს დღე როდის გათენდება იმ კადრებს კი ჩემში ვერც შენ და ვერც სხვა ვინმე ვერ წაშლის.ის დღე არასოდეს დამავიწყდება და არც ჩემი ძმის განწირული ყვირილის ხმა საშველად რომ მიხმობდა და ვერ შევძელი მისი შველა,ვერ მოგისწარით. -მიეცი დრო შენს თავს შვილო. -მე მივდივარ,ამ სახლში ცხოვრება არ შემიძლია.ვერ შევძლებ აქ ცხოვრებას ისე თითქოს არაფერი არ მომხდარა,ჩემზე არ ინერვიულო როცა დრო მექნება გინახულებ,მაგრამ მონახულებაც ხშირი არ იქნება ნუ შემეჩვევი და თავს მიხედე.ელენე ფეხაკრებით გაშორდა მამას და ასევე ფრთხილად დაკეტა კარი. -დაგაგვიანდა შვილო,ვინერვიულე. -კარგად ვარ,უნდა დავლაპარაკებოდი. -გითხრა დარჩიო? -არა,მაგრამ მითხრა რომ მის დანაშაულს ნანობს. -კარგია რომ დანაშაული გააცნობიერა და აღიარა,წავიდეთ შვილო. -იზო ბებო დემეტრემ იცის იქ რომ ვიქნები შენთან ერთად? -არ ინერვიულო დემეტრემ ყველაფერი იცის,დილით ვესაუბრე შენზე. -როგორ გგონია შევეწყობით ერთმანეთს? -არ მკითხო თავად ნახავ,მაგრამ ვერც მისი შეყვარებულით ვერ მოიხიბლები,ძალიან აუტანელია. -ესე იგი უხეშია,მაგრამ დრო გვიჩვენებს ყველაფერს. დრო სწრაფად გავიდა და მზემ ჰორიზონტს ალმაცერად გადახედა,იზო და ელენეც მიუახლოვდა სახლს,დემეტრე კი ნერვიულად დააბიჯებდა სახლში მათ ლოდინში.იზომ გასაღები მოარგო კარს და უნდა გაეღო კარი რომ კარი თავად გაიღო და დემეტრეს გაბრაზებულ თვალებს წააწყდა. -შვილო შენ სახლში ხარ? -ხომ გითხარი დამირეკეთქო,რომ დაგაგვიანდა შემეშინდა. -მოვედით,ელენემ ბინაში გაიარა და მამა ნახა,ჭამე დღეს რამე? -სამსახურში წავიხემსე, -თათია? -თათია მეცადინეობს და არ გავაცდინე. -კარგი,კარგ ვახშამს გავაკეთებ.ელენე უცქერდა დენმეტრეს და მიხვდა რომ ძალიან რთული ადამიანის გვერდით მოუწევდა ცხოვრება.დემეტრეს ყოველი პირის გაღებაზე თითქოს გრძნობდა გიგანტური ცუნამის მოვარდნას და იზოსთან ერთად მასაც წალეკავდა ეს ცუნამი,მაგრამ თავს ძალა დაატანა ხელები დაიბანა წინსაფარი გაიკეთა და ერთ საათში ულამაზესი სუფრა გაშალა.დემეტრემ უხმოდ ივახშმა და ბოდიშის მოხდით თავის იოთახში შევიდა,ელენემ იზოს შეხედა და ჩუმად თქვა. -ის ასეთი უხეშია ყოველთვის? -ჩემი გაზრდილია,მაგრამ ჩემი სისხლი დემეტრემ გააშრო შვილო. -მართლა? იზომ გაოცებულმა შეხედა ელენეს და უთხრა. -ჩუმად რატომ ლაპარაკობ,გეშინია? -არა,არ მეშინია,მაგრამ რთულია სულ დაძაბული ყოფნა. -შეეჩვევი, ცუდი ადამიანი არ არის. -იმედია. -შეეჩვევი,ყველას ჰგონია დემეტრე მკაცრი და რთულია,მაგრამ დამიჯერე რომ შეეჩვევი მიხვდები როგორი კარგი გული აქვს.ახლა წამოდი და შენს ოთახს გაჩვენებ და დაისვენე,ჯერ აქაურობას მიეჩვიე და შემდეგ ვიფიქროთ რას გააკეთებ.იზომ მეორე სართულზე აიყვანა ელენე და ოთახი აჩვენა,უზარმაზარი საძინებელი ჰქონდა თავისივე აბაზანათი და მოწყობილობით. -ეს ჩემი ოთახია? -აქ დაისვენე,დღეიდან ეს ოთახი შენია და კარგად გამოიძინე.ელენე თავისი ტანისამოსი ამოალაგა ჩანთიდან და შემდეგ შხაპი მიიღო,საღამურები ჩაიცვა და დაწვა,მაგრამ დაძინება ვერ შეძლო.უნდოდა ყველაფერი დაევიწყებინა,მოგონებები რომლებიც წლებია თავს ახსენებს უნდა შეძლოს და ნელა ნელა დაივიწყოს,მაგრამ ადვილი არაა დაივიწყო ის რაც ძალიან გტკივა. მთელი ცხოვრება ცდილობ და იბრძვი იმ საშინელი კადრების დავიწყებას რომლებიც ძილშიც კი გახსენდება და წყლიდან ამოსული თევზივით გაფართხალებს.გონებაში დაწვა ყველა ძველი მოგონება და თითქოს კვამლმა თვალები აუწვა,ცრემლები წამოუვიდა და ემოციებისაგან ატირდა,ის ტიროდა იმ დაღლილ წუთებს რომელიც ცხოვრებამ უსახსოვრა,ასევე ტიროდა მის უბედობას.დაწვა,თავზე პლედი გადაიფარა და ტირილი პლერში თავჩარგულმა გააგრძელა,უეცრად იგრძნო რომ საწოლს ვიღაც მიუახლოვდა,გაჩუმდა და გაიყუსა თითქოს ეძინა და თავადაც ვერ მიხვდა როდის ჩაეძინა თვალი რომ გაახილა უკვე დილა იყო და ადგა,თავი მოიწესრიგა ლამაზი გულამოჭრილი კაბა ჩაიცვა და იზოსთან დააპირა წასვლა,კარი გააღო და თითქოს მას ელოდა დემეტრეც მისი ოთახის კარიც გაიღო,მაგრამ ელენემ კაბის ფრიალით ჩაიარა კიბე,დემეტრე კი ღიმილით უცქერდა ღიღინით მიმავალს. -დილა მშვიდობის იზო ბებო,მოვედი რაში მოგეხმარო? -მალე დემეტრე ჩამოვა და მაგიდა გაშალე,ისაუზმებს და შენ თათა გაიცანი.ელენე მაგიდას მიუბრუნდა და დემეტრეს ხმაც გაიგონა. -დილა მშვიდობის ყველას. -დილა მშვიდობის ბატონო დემეტრე მობრძანდით. -მგონი ელენე გქვია ხომ? -კი,ელენე ვარ. -მომისმინე ყავა გააკეთე შენთვის და ჩემთვის და ტერასაზე დავსხდეთ,მოდი მე და შენ ცოტა ვისაუბროთ. -კარგით,როგორც გენებოთ. დემეტრე ტერასაზე გავიდა და ყავას ელოდებოდა,რომ იზო მიუახლოვდა. -გინდა ელენეს ესაუბრო? -არ შეიძლება? -როგორ არა შვილო,მეც მინდა გავიგო რა გეგმები აქვს და რას ფიქრობს. -თათიასაც დაუძახე და ისიც მოვიდეს,მინდა ისიც აქ იყოს.იზომ თათიას დაუძახა და ლამაზად გააწყო სუფრა.ელენე დაიბნა და იზოს თვალებში უცქერდა,მაგრამ მის სახეზე ღიმილი რომ შენიშნა დამშვიდდა და ოთხივესთვის გემრიელი ყავა მოამზადა. -აბა დავსხდეთ,თათია ელენე ჩვენი ოჯახის ახალი წევრია,იმედი მაქვს იმეგობრებთ. -ვიმეგობრებთ,მიხარია რომ აქ ხარ და უნდა გითხრა ძალიან გაგიმართლა აქ მოსვლით. -აბა, ელენე მითხარი რას ფიქრობ და რა მიზნები გაქვს. -მე......................... -მხოლოდ ერთი რამ მინდა გთხოვო,რაც გინდა მთხოვე,რა პროფესიაც გინდა აირჩიე მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები,მხოლოდ ჟურნალისტიკა არ გამაგონო. -ჟურნალისტიკა? არა,არც კი მიფიქრია ამ პროფესიაზე,მე არქიტექტორი მინდა გავხდე,მიზიდავს ქანდაკებები და მეც მინდა რაღაც შევქმნა,რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი. -ოოოო,ეს კარგი დარგია და თავადაც არქიტექტორი ვარ,მე შემიძლია დაგეხმარო.ელენემ შეამჩნია დემეტრეს ღრმა და ჭკვიანი თვალები,დემეტრემ კი ელენეს სახის ნაკვთები შეათვალიერა და მისი პატარა ცხვირი მოეწონა.მისი ხასიათით ის ფერიას მიამსგავსა და ჩაეცინა,მაგრამ თავი შეიკავა და იზოს შეხედა. -იზოლდა მე გავდივარ,სადილისთვის დავბრუნდები. -რა მოვამზადო შვილო,დღეს რას შეჭამ. -რაც გინდა იზოლდა ის მოამზადე,მიკვირს ყოველ დღე ეს პრობლემა რატომ გაქვს.ხო მართლა ბაზარში როდის მიდიხარ,ამ კვირაში როგორც მახსოვს არაფერი გიყიდია დღეს კი კვირაა. -უნდა წავიდეთ,ყველაფერი უნდა ვიყიდო და ამდენ რამეს ხელით ვერ მოვიტან შვილო,ტაქსით წამოვალ ბაზრიდან. -მაშინ მოდი ასე გავაკეთოთ,მე წაგიყვან ბაზარში. -მერე სამსახური? -დღეს კვირაა,არც მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს და არც ლექციები მაქვს უნივერსიტეტში,დამშვიდდი.დემეტრე მხიარულ ხასიათზე იყო და ეს იზოს გაუკვირდა,დემეტრეს გვერდით ელენე დასვა და თავად უკან სავარძელზე მოკალათდა.არ ეგონა და არც უფიქრია დემეტრეს ბაზარში წასვლა ასეთი რთული პროცედურა თუ იქნებოდა და როცა უამრავი ჩანთებით მკლავები დაუგრძელდა იზოს შეხედა. -კიდევ რა უნდა იყიდო,სახლში წასვლა დაგავიწყდა? -დემეტრე შენი ხმა ნუ მესმის,მე არ მითხოვია შენთვის ბაზარში გამიყვანეთქო თავად შემომთავაზე და კეთილი ინებე მოთმინება იქონიე. -შენ მართალი ხარ,ჩემი ბრალია და უნდა გავჩუმდე რადგან დღეს როგორმე აგიტან იზოლდა. -ნუ ბუზღუნებ,წამოდი კიტრიც ვიყიდოთ. -წავიდეთ კიტრი ვიყიდოთ გააგრძელე ჩემი წამება,სახლში კი ჩემი იქნება დრო. -როგორ შემაშინე,ეს ჩანთები ჩაალაგე მანქანაში და ისევ დაბრუნდი.დემეტრემ ღრმად ამოიოხრა და წავიდა,ხელები გაინთავისუფლა თუ არა ლაშას დაურეკა. -გისმენ დემეტრე. -მომისმინე,ძალიან კარგი ვარდების თაიგული გააკეთე და ჩემთან გააგზავნე -შენთან? ვის უგზავნი ვარდების ბუკეტს იზოს? -ეს მე ვიცი,ერთ საათში გელოდები.დემეტრე ბაზარში შებრუნდა,იზოლდაც გამოსულიყო ბაზრიდან და დემეტრემაც შვებით ამოისუნთქა. -როგორც ვხედავ დაასრულე ბაზარში ყოფნა,მეგონა დღეს აქ დარჩებოდი. -დავასრულე,წავიდეთ სახლში. -კარგად დაფიქრდი იქნებ რამე გავიწყდება. -არა,არაფერი მავიწყდება ყველაფერი ვიყიდე. -არც იოცნებო მეორედ ბაზარში ჩემი წამოყვანა. -რატომ მეჩხუბები და რატომ იღლი თავს ბუზღუნით,მე გთხოვე დღეს ბაზარში გამიყვანეთქო? -კარგი დასრულდა, ეს ჩემი შეცდომა იყო და აღარ განმეორდება.ელენე ჩუმად იცინოდა და თან ცდილობდა დემეტრეს არ შეემჩნია,მაგრამ ვერ შეძლო მის მზერას გაქცეოდა და მაინც მიიღო მსუბუქი საყვედური. -როგორც ვხედავ მხიარულად დაიწყო შენთვის პირველი სამუშაო დღე დღეს,იმხიარულეთ სანამ დრო არის უნივერსიტეტში ჩემს ხელში იქნები. -რატომ? -რა რატომ,მეკითხები რატომ უნდა ისწავლო? -არა უნდა ვისწავლო,მაგრამ რატომ უნდა მეშინოდეს უნივერსიტეტში მისვლა. -არქიტექტურის ლექციას მე ვკითხულობ. -აააა,ამიტომ ამბობ? -ამიტომ ვამბობ და იმასაც ვამბობ რომ მე სადაც მიგითითებ იმ სასწავლებელში შეიტან საბუთებს. -ვითომ რატომ,რატომ უნდა ავირჩიო სასწავლებელი თქვენი მითითებით. -იმიტომ რომ მე მინდა ასე და ასეც იქნება. -მაპატიეთ,მაგრამ აქ სცდებით. -ვცდები? დარწმუნებული ხარ,რომ ვცდები? -დარწმუნებული ვარ,რადგან ყველაფერს ისე ვერ გავაკეთებ რომ ეს თქვენ გინდათ და თქვენ ასე გსიამოვნებთ. -მომისმინე................... -ეს თქვენ მომისმინეთ,მე მაქვს არჩევანის უფლება და ამ უფლებას ვერ წამართმევს ისე როგორც ვერ წამართმევთ ჩეს სურვილებს.კამათში სახლშიც მივიდნენ და მათი ხმა მხოლოდ კარზე ზარის ხმამ ჩაახშო,დემეტრემ დაუფიქრებლად გასწია კარის გასაღებად,კარი გააღო და მის წინ კურიერი იდგა ულამაზესი თაიგულით.დემეტრეს ჩაეცინა,მაგრამ სერიოზული სახე მიიღო თაიგულიდან ბარათი ამოიღო და მთელი ხმით დაიყვირა. -იზოლდა.................... -რა მოხდა შვილო.იზომ დემეტრეს შეხედა და შემდეგ კართან მდგარ კურიერს შეხედა და გაოცებულმა თქვა. -ეს თაიგული ელენეს მოუტანეს თუ თათიას,გემოვნება კარგი ჰქონია ვინც გამოაგზავნა. -არც ერთს და არც მეორეს,ეს თაიგული შენია ქალბატონო. -ჩემი? შეუძლებელია,შვილო ჩემთვის ვის უნდა გამოეგზავნა წითელი ვარდები. -ბარათი ასე ამბობს რომ შენი თვალების ციმციმმა დააბრმავა ვიღაც და შეხვედრას გთხოვს. -ნუ მაცინებ დემეტრე.თქვა იზომ და დემეტრეს უცვლელი სახით მიხვდა რომ ის არ ხუმრობდა,ხელში კი ბარათი შეამჩნია,აკანკალებული ხელით გამოართვა ბარათი შეშინებულმა და თავად წაიკითხა. - ,,წლებია ვერ დაგივიწყე,მინდა შეგხვდე და ჩემს გრძნობებზე გესაუბრო''. დემეტრემ კურიერს ფული გადაუხადა და კარი მიხურა,შემდეგ შეხედა იზოს და თქვა. -ეს ვარდები გაგაახალგაზრდავებს. -იცინე,იცინე ან ეს საცოდავი ახლა რომ მოვიდა,ვერ ხვდება რომ ძალიან დააგვინდა 30 წლით მაინც?50 წლის ასაკში მომინდომა შეხვედრები ან საინტერესოა ვინ უნდა იყოს.ელენი მიხვდა ეს დემეტრეს შურისძიება იყო იზოს მიმართ და უთხრა. -იზო ბებო იქნებ შენი რომელიმე თაყვანისმცემელია,გვიან არასდროს არის ბედის ცდა,რადგან ბედი არავის ივიწყებს და ადრე თუ გვიან პოულობს მის ცალს.დემეტრეს ჩაეცინა,სათვალე მოირგო და სახლიდან გავიდა, ის ღიღინით მიუყვებოდა გზას,რომ სანდრომ დაურეკა. -გისმენ სანდრიკ მოიძიე რამე ინფორმაცია ვინ მესროლა? -მოვიძიეთ და მოდი. -მოდი,რადგან ამ თემაზე ტელეფონით არ საუბრობენ.დემეტრეს რა სიჩქარით შეეძლო სიარული ქალაქში იმ სიჩქარით განყოფილებაში მივიდა და სანდროს წინ დაჯდა. -გისმენ,ვინ არის. -მივაგენით ერთ-ერთ დაჯგუფებას რომლის დამფუძნებელი ვინმე რობერტი არის,გეცნობა ეს სახელი? -არა,არავის არ ვიცნობ ასეთს. -ძალიან ბევრი ვეძებე ამ პიროვნებაზე თუ რატომ აგირჩია შენ მსხვერპლად და რას მივაგენი? -რა იპოვე სანდრო. -ამ ადამიანს აცრილი აქვს ჟურნალისტებზე და ვფიქრობ მას პირადი ანგარიში აქვს ბუბუსთან. -ვინ ბუბუ,დედაჩემთან? რაღაც საძაგლობა აქვს ალბად დაწერილი მასზე და კიდევ მეტყვი თუ რატომ ვერ ვიტან მის პროფესიას.დემეტრე გაბრაზებული გამოვიდა განყოფილებიდან და მას გოგონა მიუახლოვდა. -გამარჯობა ბატონო დემეტრე. -გამარჯობა,ვიცნობთ ერთმანეთს? -მე გიცნობთ,შეიძლება თქვენთან ფოტო გადავიღო? დემეტრეს გაეცინა და გოგონას უთხრა. -მახეს მიგებ? -არა,არა როგორ გეკადრებათ,მე დარინა ვარ. -ააააა,გიცანით ბუბუს საყვარელი ჟურნალისტი,მაგრამ ბუბუს გადაეცით რომ მე უკვე არჩევანი გავაკეთე და ჩემი გული სხვას ეკუთნის.დარინა გაბრაზდა და ღიმილით მიმავალ დემეტრეს თვალი გააყოლა,შემდეგ კი ბუბუსთან წავიდა.ბუბუ გაოცებული უცქერდა კარში მდგარ თვალცრემლიან დარინას და დაიბნა. -დარინა? მოდი შვილო რატომ ტირი,რამე შეგემთხვა? -დემეტრეს შევხვდი,მაგრამ პირდაპირ მითხრა რომ მისი გული უკვე სხვამ დაისაკუთრა და ის სხვისი საკუთრებაა. -შეუძლებელია,მაგრამ მივყვეთ ისე როგორც მას სურს.დარინა შენ უნდა შეაღწიო მის სამყაროში,სხვაგვარად ვერ მივაღწევთ იმას რაც ჩვენ გვინდა. -კიდევ რა გავაკეთო, ქალბატონო ბუბუ. -მას საუბარი უყვარს,უყვარს სხვადასხვა თემებზე მსჯელობა ამიტომ წიგნები უნდა წაიკითხო,რომ შეძლო მას საუბარში აყვე. -წავიკითხე,უამრავი წიგნი წავიკითხე მაგრამ ასე ახლოს რომ რამე თემაზე ვისაუბროთ არ მომხდარა ვყოფილიყავით,ის წავიდა და უკან ხომ არ გავეკიდებოდი. -ადამი და ევა არ გაურბოდა ერთმანეთს შვილო.დემეტრე მხიარულ ხასიათზე დაბრუნდა,მაგრამ ხალისი დაკარგა როცა სახლში მისულს მარინა დახვდა. -აქ ხარ? -აქ ვარ და უკვე წასვლას ვაპირებდი,დაგაგვიანდა. სად იყავი? -საქმეები მქონდა. -ახალი მოსამსახურე აგიყვანია ახალგაზრდა გოგონა,არც ეს ვიცოდი. -ელენე მოსამსახურე არ არის,მას წესიერად მოექეცი და როდის მერე გითანხმდები ჩემი ოჯახის საქმეებზე,ვფიქრობ ჯერ-ჯერობით კარგად ვუმკლავდები ყველაფერს. -კარგი ნუ ბრაზდები,მაგრამ კარგი იყო ცოტა ასაკოვანი ქალბატონი აგეყვანა, იზოლდა თუ დაიღალა და სახლის საქმეებს ვერ უმკლავდება. -გითხარი და დაიმახსოვრე,რომ ელენე და თათია ამ სახლში მოსამსახურეები არ არიან,ასე რთულია ეს გაიგო და დამახსოვრო? მაგრამ არა,არ გინდა ეს გაიგო. დაიქუხა დემეტრეს ხმამ და მარინაც გაჩუმდა,კარის ხმაზე შებრუნდა და დაინახა ელენე როგორ გავიდა ატირებული სახლიდან,გარეთ წვიმდა და სახე წვიმის წვეთებს შეუშვირა,სახეზე ეცემოდა წვიმა,მაგრამ მაინც სითბო იყო,მიწიდან კი მიწის სასიამოვნო სურნელს გრძნობდა,მიწის თბილი სურნელი. -ელენე.მოესმა თავის სახელი და სახლისაკენ მთელი ტანით შებრუნდა. -გისმენთ. -სახლში შემოდი,გაცივდები. -მოვდივარ.ელენე ნელა ნელა მიუახლოვდა დემეტრეს და პირდაპირ თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს,მაგრამ დემეტრეს არც სახეზე სიმკაცრე და არც ხმის ტონი არ შეუცვლია. -გამოცდები კარს მოგადგა,იმეცადინე დღეს? -ვიმეცადინე და მზად ვარ გამოცდებისთვის. -კარგია,.................................. -ძვირფასო წავიდეთ სადმე მე და შენ. -უნდა ვიმუშაო,კაბინეტში ვიქნები ბევრი საქმე მაქვს. -მაშინ რამე შევჭამოთ გარეთ მე და შენ. -გარეთ ვიყავი აქამდე და როგორც ხედავ ახლა დავბრუნდი სახლში,ცივი ამინდია და არც მგონია იზოზე უკეთ ამზადებდეს კერძებს რომელიმე რესტორანი. -კარგი,გასაგებია. -რა არის გასაგები მარინა. -მიირვით იზოლდას მომზადებული კერძები და დაღლილობაც მოგეხსნება. -თუ ასე ძალიან გშურს ჩვენი შეგიძლია დარჩე და შენც დააგემოვნო დღევანდელი ვახშამი.მარინა გაბრაზებული წავიდა და ის ღამე მეგობნრებთან ერთად გაატარა,დემეტრეზე გაბრაზებული ჭიქას-ჭიქაზე ცლიდა და დილით უცნობი მამაკაცის გვერდით გაიღვიძა,დილით კი დემეტრე მხიარულ ხასიათზე მეგობრებთან ერთად სოფლისკენ წასასვლელად ემზადებოდა,ელენეც და თათიაც მოემზადა და ელენემ სულ სხვანაირი დემეტრე გაიცნო იმ დღეს. -სოფელში კარგია,მუხლს გავმართავ შვილო. -აქ რა გიშლის ხელს მუხლი გამართო,აქ დარჩი და სახლს მიხედე.იზო გაბრაზდა და სახლის ტელეფონს გაბრაზებულმა უპასუხა. -გისმენთ,დემეტრე სახლში არ არის მე კი არ გჭირდებით.დემეტრე გაბრაზდა და იზოს გაბრაზებულმა შეხედა. -როგორ პასუხობ ტელეფონს, სულ გაგიჟდი რაც ასაკში შედი? -გავგიჟდი,რადგან არ ვიცი დღეში რამდენ ბოზს უნდა ვუპასუხო და ძალით ვიღიმო.კარგია რომ არ გავთხოვდი და შენისთანა ქმარი რომ მყოლოდა საწამლავს დავალევინებდი და მოვწამლავდი. -კარგია რომ არ გათხოვდი და ახლა აქ ხარ,შემ თუ შემომაცლი ამ აღვირახსნილ ქალებს.ისევ დარეკა ტელეფონმა და ამჯერად დემეტრემ უპასუხა. -გისმენთ და გაფრთხილებთ,გავიგებ ვინ ხარ და პასუხს მოგთხოვ ამ უაზრო ზარებისთვის. -8 საათზე გელოდებით იმ მისამართზე რომელსაც თქვენს ემაილზე მიიღებთ. -მე თქვენ არ გიცნობთ და არც შეხვედრას ვაპირებ თქვენთან,არც დრო მაქვს ტყუილად დასაკარგი. დემეტრე გაბრაზდა ამ რამდენიმე ზარზე,მაგრამ იზოლდას გაღიმებულმა შეხედა და იზოც გააბრაზა დემეტრეს უადგილო ღიმილმა. -იცინის,კარგი არ მინდა ნერვები მოვიშალო და შენს ტანისამოსს მივხედავ.იზო დემეტრეს ტანისამოს ალაგებდა დიდ ჩანთაში რომ ერთ-ერთ პიჯაკის ჯიბეში რაღაც ფურცელი ნახა. -ეს რა არის ,,თუ ოდესმე შემხედავ როგორც ქალს,მე დაუვიწყარ ღამეებს გაჩუქებ ძვირფასო''. -ეს რა არის,წერილებს ჯიბით ატარებს ეს არა ადამიანი? -იზოლდა უკვე დროა,უნდა გავიდეთ. -არსად არ გახვალ,გოგოები სახლში დარჩებიან. -ვითომ რატომ? გაუკვირდა დემეტრეს იზოს უცაბედი უარი. -იმიტომ რომ იქ დრო არ გექნება მათ შეხედო. -იზო ეს ორი გოგო ჩემს სახლში ცხოვრობს და ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ არიან,როგორ გგონია ვინმეს მივცემ უფლებას მათ ცუდად მოექცეს? -არ ვიცი,ეს რა არის. -მოიცადე,ეს რა არის რა ქაღალდია. -მე რა ვიცი რა ქაღალია და ვისია,ან ვინ ჩადო შენს ჯიბეში და რატომ,მე არ დამიწერია.დემეტრემ წაიკითხა და იზოს შეხედა. -რომელ პიჯაკის ჯიბეში ნახე. -კაკაოს ფერი პიჯაკი რომ გაქვს,ის ძალიან რომ გიხდება. -ვიცი ვინც ჩადო და გპირდები პასუხს პირადად მოვთხოვ. -უამრავ დან ერთ-ერთმა გამოგიწვია,ეს ხომ სკანდალია და დიდი სკანდალი.რას ჰგავს შენი საქციელი,რამდენი ქალი გყავს მხოლოდ სექსზე ფიქრობ შვილო? დემეტრეს გაეცინა და იზოს გამოჯავრება გადაწყვიტა გოგოებს კი თვალი ჩაუკრა. -სხვა რამე მასზე უკეთესი არსებობს რომ ვიფიქრო? თუმცა შენ რას გიხსნი,შენ ხომ სიტყვიერად იცი სექსი რას ნიშნავს. -უზრდელო,ასეთი ხისთავიანი ვის გავხარ. -შენი გაზრდილი ვარ იზოლდა,ჩემთან ბუბუსაც კი არ უშვებდი.დემეტრე გულიანად ხარხარებდა და რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა,მოილოდნელად ფეხი დაუცდა და სარდაფის კიბეზე ჩავარდა. -ნელა შვილო,დემეტრეეეეე. -დემეტრე.იკივლა ელენემ და მასთან მივიდა,ფეხზე წამოაყენა,მაგრამ დემეტრემ ტკივილისგან საშინელი ხმით იღრიალა. -ფეხი,ფეხი გადამიბრუნდა მგონი მოტეხილია. -შვილო დემეტრე რა გავაკეთო,რა ვქნა. -დამშვიდდი კარგად ვარ,მაგრამ სამწუხარო ფაქტია რომ სექსზე გოგოები აღარ შემაწუხებენ. -ბინძურო,ისევ ამ სიბინძურეზე რომ ფიქრობს ეს ავადმყოფი. -თავზე მადგახარ და ქოთქოთებ,სასწრაფოს დაურეკე ადამიანო ფეხი მაქვს მოტეხილი. -ეს მთასავით კაცი როგორ წაიქეცი,შენივე სიმძიმემ მოგტეხა ფეხი და ვფიქრობ ენა რომ მოგეტეხა უკეთესი იყო,მაგრამ რას ვიზამთ ფეხიც ხომ შენი სხეულის ნაწილია. -იზო ენას მოგაჭრიდი,მაგრამ შენი იუმორიც რომ მომენატრება. დემეტრე წუხდა,თათიაც შეწუხდა მისი ამ მდგომარეობით მაგრამ გულიანად იცინოდა და როგორც იყო სასწრაფოს დაურეკა,მეგობრებიც მოვიდნენ და დემეტრე საავადმყოფოში გადაიყვანეს. -ეს რა დღე დამიდგა, შვილო როგორ ხარ.დემეტრეს საწოლთან ბუბუ იდგა და შვილს ეფერებოდა. -ბუბუ მომშორდი შენი თავი არ მაქვს,აქ რატომ შემოგიშვეს. -დედა ვარ და აქ არის ჩემი ადგილი შვილო. -ბუბუ ვერ გწვდები თორემ დაგახრჩობდი. -კარგია რომ ვერ მწვდები. -რა გინდა ჩემგან,ასე რატომ მტანჯავ შენი არსებობით. -მე გაგაჩინე უმადურო,სიცოცხლე მოგეცი. -სად არის გოგოები,სად არის იზოლდა არ მესმის მისი ხმა. -ისინი სახლში გავუშვი,აქ ინდირა არის და ის მოგხედავს. -ვინ არის ინდირა,შენ მგონი სულ გააფრინე. -არა კარგად ვარ და გონებაც საღი მაქვს მე ძალიან მომწონს ინდირა და არც სარძლოდ ვიწუნებ. -შენთვის მოგყავს? -არა,შენთვის. -მე არ მეკითხები? -ჯერ მოგეწონოს და კითხვას მერე დაგისვამ. -ბუბუ წადი,ძალიან გთხოვ წადი რადგან ვხედავ მოგწონს ჩემს ნერვებზე თამაში. -პაციენტის ნერვიულობა არ შეიძლება,მან უნდა დაისვენოს და გთხოვთ დატოვეთ პალატა. -სად ხარ აქამდე ექთანო,ეს ქალი აქ აღარ შემოუშვათ. -დემეტრე მე დედაშენი ვარ. -ქალბატონო გარეთ დაელოდეთ,გთხოვთ. დემეტრე მარტო დარჩა და ჩაფიქრდა,შეხვეულ ფეხს დააჩერდა და ჩაეცინა,შემდეგ კი ჩაეძინა და ძილში გაიგონა ფრთხილი ნაბიჯების ხმა,შუბლზე ხელის შეხებამ კი მთელ სხეულში სითბოდ გაიარა და თვალიც არ გაუხელია ისე თქვა. -ელენე ისევ მოდი? -აქ ვარ,ქათმის სუპი მოგიმზადე და უნდა ჭამო. -არაფერი არ მინდა,მხოლოდ შენ და სიმშვიდე მინდა იყოთ ჩემთან ერთად.მოულოდნელად თვალი გაახილა და ელენეს შეხედა. -სად არიან. -ვინ,ვის გულისხმობ. -იზო და ბუბუ არ მინდა ისინი აქ მოვიდნენ. -დამშვიდდი იზო არ მოვა და ბუბუ არ ვიცი,მეგობრები კი გარეთ არიან. -უთხარი მათ რომ წავიდნენ.ელენე გავიდა და სანდროს გადასცა დემეტრეს დანაბარები. -კარგი წავალთ და ხვალ მოვალთ,ელენე თუ რამე დაგჭირდეთ ეს ჩემი ნომერია და დამირეკე.ყველა წავიდა,ემეტრესთან მხოლოდ ელენე იყო და ისინი სხვადასხვა თემებზე საუბრობდნენ,რომ უეცრად გარედან ხმაურის ხმა გაიგონეს და დემეტრემ ამოიოხრა. -ეს მარინას ხმაა,მოვიდა. -გამატარე,უნდა ვნახო ის ჩემი საქმროა და რატომ არ მიშვებნთ მასთან. -ქალბატონო ვერ შეგიშვებთ,მას სიმშვიდე სჭირდებათ. -მხოლოდ მე ვიქნები მასთან,რომ რამე დასჭირდეს მივაწოდებ. -არის ერთი შიგნით და მეორე თქვენ ვერ შეხვალთ.მარინა ცდილობდა დემეტრესთან შესვლას,მაგრამ ვერ შეძლო და ექთანს ხელი კრა,კარი შეაღო და დემეტრესთან ელენეს ყოფნამ ძალიან გააბრაზა. -მე არ შემიძლია აქ შემოსვლა და შენთან ვიყო ასეთ დროს,ეს კახპა კი თავთან უნდა გიჯდეს? -სიტყვებს დაუკვირდი მარინა. -სიმართლე არ მოგწონს? რაც ეს გოგონა გამოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში ვერც კი ხვდები როგორ შეიცვალე,ვერც იმას მიხვდი როგორ ჩადგა ის ჩვენს შორის. -ეს შენი ფანტაზიებია და აღიარე რომ სცდები. -მაშინ დავქორწინდეთ. -დავქორწინდებით არა მაშინ როცა შენ იტყვი,არამედ როცა მე მივიღებ გადაწყვეტილებას.მოეშვი ისტერიკას და მომეცი სიმშვიდის უფლება. -როგორ გგონია ისტერიკა გამივლის,რომ წავიდე და ეს კახპა აქ დავტოვო? მისი არსებობაც კი ნერვებს მიშლის,მაგრამ შენ ვერც ამას ვერ ხვდები.ელენე ჩუმად იდგა და თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე,დემეტრეს გულზე მოხვდა მისი ცრემლიანი თვალების ნახვა და მარინას გაბრაზებულმა შეხედა,მარინამ კი მოულოდნელად გაიქცა და ელენეს თმებში წვდა. -მარინა გონს მოდი.დემეტრეს ხმამ ყველა იქ მყოფი შეაშფოთა,ელენემ კი არც დემეტრეს შეხედა არც იქვე გაოცებულ ბუბუს და ყველამ დაინახა მარინას მარცხენა ლოყაზე ელენეს ხუთი თითი,შემდეგ მიუახლოვდა მარინას თვალებში ჩახედა და უთხრა. -სანამ სხვას დაუძახებ კახპას იქნებ შენს ცხოვრებას გადახედო,შენ შეიძლება ყველას ჩაუწვე საწოლში რადგან ეს შენთვის ადვილია და ჩემთვის კი ეს მიუღებელია,ამიტომ სანამ პირს გააღებ და შენს გვერდით მდგომს შენი პირის სიმყრალით ააქოთებ,უკეთესია დაფიქრდე რას ამბობ.მაპატიეთ ბატონო დემეტრე მე დაგტოვებთ და ხვალ მოგაკითხავთ.დემეტრემ თვალი გააყოლა ელენეს და პალატის კარი დაიკეტა თუ არა მარინას მიუბრუნდა. -მომწყინდა შენი ისტერიკები,ეს რაც ჩაიდინე სამარცხვინოა.მე შენს ადგილზე იმ დარტყმაზე მეტად მისი სიტყვები მეტკინებოდა,მაგრამ შენთვის ვხედავ სულერთია. რას მიაღწიე,ელენე თუ წავიდა დღეს აქედან ახლა გგონია ჩავიწევი და აქ შენ დაწვები? რა გგონია,ასე მალ მალე ვიცვლი აზრს ქალების შესახებ? ყველა ქალს ერთი შეხედვით ვიცნობ მარინა და ვფიქრობ ისიც იცი თუ როგორ კარგად გიცნობ შენც და ვიცნობ ელენესაც.დემეტრე რამდენიმე დღეში სახლში იყო,იზო ნაირ ნაირ კერძებს უკეთებდა მისი გემოვნებით და დემეტრეც იფერებდა,მარინა კი იმ დღის შემდეგ არცერთს არ უნახია.ერთ დილით დემეტრემ მუსიკები მაღალ ხმაზე ჩართო და იზო ოთახში შეუვარდა და დემეტრეს თავზე დაადგა. -სულ გასულელლდი? -რა მოხდა,შენი ძველი პოზიცია დაიბრუნე და მახარე თუ ასე რამ გაგაცოფა. -ეს რა მუსიკაა,ვიღაც იფიქრებს სახლში მიცვალებული ყავთო.დემეტრეს გაეცინა და იზოს უხრა. -გამიმართლა რომ კიბეზე არ ვდგევარ იზოლდა თორემ მეორე ფეხს მოვიტეხავდი. -შვილო არ შემიძლია ამ მუსიკის მოსმენა, გულს მიღონებს ეს მუსიკა. -კარგი,კარგი ამ ერთხელ იყოს შენს ხასიათზე.იზო მოულოდნელად შებრუნდა და დემეტრეს გაოცებულმა კითხა. -დემეტრე მარინა რატომ არ მოვიდა და არ გინახულა,დიდად არ მომწონს მაგრამ თქვა მალე დავქორწინდებით მე და დემეტრეო. -ელენე დაამცირა და ამის გამო ვერ აიტანა რომ გავუბრაზდი,ამიტომ არც ვურეკავ და არც ვკითხულობ.წავიდეს იზოლდა, მინდა რომ წავიდეს და დავიწყებას მიეცეს.მარინას იმ დღის შემდეგ არც ტელეფონით მოუკითხია დემეტრე ის იმ ბარში მიდიოდა ყოველ საღამოს და სვამდა,უცხო მამაკაცმა მტკიცე ნაბიჯებით გაიარა ხალხის ნაკადი და მარინას უკან დადგა,დაიხარა და ყურში უჩურჩულა. -ის ღამე ვერ დავივიწყე. -ჩემთვის კი არაფერს ნიშნავს ის ღამე. -მინდა ისევ შევხვდეთ. -მოთმინება უნდა ისწავლოთ და ვინ იცის იქნებ შესაძლებელიც არის შეხვედრის განმეორება. -მე გელოდები,მაგრამ უნდა გაგაფრთხილო დიდი მოთმინებით არ გამოვირჩევი.დემეტრეს ტელევიზორის ყურების დროს ჩაეძინა,ელენე ფეხაკრებით მიუახლოვდა და პლედი გადააფარა შემდეგ კი მძინარეს უცქერდა,იზომ ხელი მოკიდა და უთხრა. -მძინარე მშვიდია,არ მოგატყუოს მისმა მშვიდმა სუნთქვამ ის ცივსისხლიანია,უხეში და მექალთანეა. -რა კარგად დამახასიათე იზოლდა და შენ მეტყვი რომ გიყვარვარ? შენი არცერთი სიტყვის არ მჯერა. იზოს გაეცინა და დემეტრეს მოეფერა. -მიყვარხარ ჩემო უტაქტო და უხეშო,ვახშამს არ მიირთმევ? -უარი რომ ვთქვა არ გამოვა? -არა,დღეს გოგოებმა მოგიმზადეს ვახშამი მე არ ჩავრეულვარ,ნუ აწყენინებ მათ. -კარგი მაშინ მომეხმარე რომ ავდგე და სამზარეულოში გავიდეთ,ნუ დაუწუნებთ გოგოებს შრომას.დემეტრეს მეგობრები ეწვია და ყველამ ერთად მხიარულად მიირთვა ვახშამი და მარინამ კი კიდევ ერთი ვნებიანი ღამე გაატარა უცნობთან. -დამადნე ამ ღამეს,მარინა საუცხოო ქალი ხარ. -შენც არა გიშავს,ვერ ვიტყვი რომ ცუდი ხარ,მაგრამ რა გაქვს გულში ეს არ ვიცი. -ჩემი გული მხოლოდ შენს სახელს ინახავს. -და მე რომ არ ვიცი თქვენი სახელი? -რობერტი. -რობერტი, და რა გსურს ჩემგან რობერტი. -ნუ ვიჩქარებთ ქალბატონო მარინა და სულ მალე გაიგებთ ჩემს სურვილსაც. -საინტერესო ადამიანი ხართ. -შეიძლება ასეც არის რადგან შენ ასე ამბობ,ვნახოთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.