შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავისუფალი სუნთქვა (სრულად)


6-07-2020, 00:35
ავტორი Gossipy girl
ნანახია 39 243

მე,რომ ქმარს გავშორდი 20 წლის ვიყავი.
მე,რომ 20 წლის ვიყავი,მეგონა სამყარო თავზე ჩამომექცა.
მე,რომ მეგონა სამყარო თავზე ჩამომექცა ყველაფერზე დავხუჭე თვალი და დავხარე თავი.
მე,რომ 20 წლის ვიყავი,მეგონა დედამიწა აღარ ბრუნავდა,აღარც რაიმე ვერტიკალური არსებობდა და მითუმეტეს აღარც ბრუნვადი.
მე,რომ 20 წლის ვიყავი საკუთარი თავი დავმარხე ჩამოქცეულ სამყაროში,თავდახრილმა და რწმენა დაკარგულმა.
მაშინ ამბობდნენ,20 წლის გოგო სამოცი წლისას დაემგვანაო.
არსებობს მეცნიერებაში მსგავსი შემთხვევები,როცა ადამიანს მიყენებული სტრესი აბერებს,ანგრევს,შლის და იმდენად ანადგურებს,რომ ბოლოს ისე გააქრობს,როგორც ბაბუაწვერა კარგავს თავის პირვანდელ სახეს,სულის შებერვის შემდეგ.
იდეურად,რომ ვთქვათნ ცხოვრებამ სული შემიბერა და მეც გავქრი.

ფერფლიდან ფენიქსივით აღმადგინა რწმენამ,რომ ოდესმე ესეც გაივლიდა,რომ ოდესმე დამავიწყდებოდა როგორ მიღალატეს.
ყოველთვის ვთვლიდი,რომ ის ქალი უფრო ძლიერია ვისაც პატიება შეუძლია და არა ის ვინც ოჯახს ანგრევს.
სამწუხარო იყო თუ უფრო სასაცილო აღარ ვიცი,ოჯახი მე კიარა ჩემმა ქმარმა რომ დაანგრია.
ჩემი უხასიათობა ვერ აიტანა და გამომიცხადა ასეთს ვერ გიგუებო.
ალბათ ისეთი უფრო ვერ მიგუა,როგორიც მისმა ღალატმა „დამბადა“.
ჩაალაგა ჩემოდნები და წავიდა.

ზუსტად ოცი წლის ვიყავი,როცა პირველად ვიფიქრე რომ ცხოვრება აღარ ღირდა.
ზუსტად ოცი წლისას შემომილაწუნა ამავე ცხოვრებამ სახეში ძალიან მაგრად.
ზუსტად ოცი წლისამ აღმოვაჩინე,რომ ცხოვრება მაინც მშვენიერია!
იმის გამოკლებით,გინდა შენ ამის დანახვა თუ აღარ!

***
-არა,საერთოდ ვინ მისცა ამ ჭკუათხელ,თხისტვინა ქალს ამდენის უფლება?!-არ ცხრებოდა ჩემს კაბინეტში ჩამომჯდარი ნანუკა დოლიძე და ბოლომდე ასწორებდა მიწასთან ჩვენ პიარ მენეჯერს.
-და რა გაკადრა ასეთი,ნანუკა?-სიცილს ძლივს ვიკავებდი მის დაფოთლილ სახეზე.
-სანამ შენ გაიგებდი ვის ნიშნავს გენერალურ დირექტორად სილიკო,მანამ მე ვიცოდიო,არა წარმოგიდგენია?!-ხელებს ჰაერში უაზროდ იქნევდა ნანუკა და მე უფრო მინდებოდა გემრიელად ხარხარი.
-და ბოლოს და ბოლოს ვინ არის უფროსის რჩეული?-თემის გადატანას ვეცადე მე.
-მისი ძმის შვილი,აი,ის თავში რომ აქვს უზომოდ ავარდნილი სილიკოს ძმისწულობა..!-სახე დაებრიცა ნანუკას იმ ბიჭის გახსენებაზე,ვისზეც გვქონდა საუბრი.
-რას ერჩი მე არ მესმის-მხრები ავიჩეჩე და გააფთრებულ ნანუკას რომ წავაწყდი ცოტა კი ვინანე ჩემი სიტყვები-ისე,ხო არ არი მთლად კარგი ბიჭი..-ჰო,ამის მოსმენისას აშკარად დაცხრა ნანუკა და ის იყო ახალი ტალღა უნდა წამოსულიყო სალი მჭედლიძის,ჩვენი პიარ მენეჯერის ლანძღვისა,რომ შეტყობინება მოგვივიდა ორივეს ერთად,უფროსი სილიკო გვიხმობდა სათათბიროში უკლებლივ ყველას,ახალი გენერალური დირექტორის გაცნობისთვის.
სათათბირო ოთახი ჩემი კაბინეტის პირდაპირ მდებარეობდა,გენერალური დირექტორის კაბინეტის გვერდით,რომელიც ჯერ ისევ ცარიელი იყო.
მე და ნანუკა მშვიდი ნაბიჯებით გავემართეთ და გზად გამომხტარ სალი მჭედლიძეს ისეთი სახით ჩავუარეთ თავი ბოევიკური ფილმის გადასაღებ მოედანზე მეგონა,ცოტაც და თეთრ მანდილს თავად სილიკო ჩაგვიგდებდა.
გულწრფელად,რომ ვთქვა დიდად არც მე მომწონდა სალი მჭედლიძე,ვინ იცის რატომ?
ხომ არის,როცა ასე უმიზეზოდ ამოგეკვაიტება ადამიანი,ჰოდა ასე ვიყავით მე და ნანუკა ჩვენი პიარ მენეჯერთან მიმართებით.
-მოგესალმებით!-დაიწყო ბატონმა სილიკომ.
-გამარჯობათ,ბატონო სილიბისტრო..-ბაღის ბავშვებივით ავყევით ყველანი.დაახლოებით იმ მომენტს ჰგავდა,გამგე რომ შემოდის ოთახში და ყველა უნდა წამოიშალოს,ერთ ხმაში მიესალმონ ბაღის გამგეს და ამით მასწავლებელი ასახელონ.
-ყველამ ვიცით რა თემასთან დაკავშირებით იმყოფებით აქ,მე მინდა გაგაცნოთ და ერთგვარი წარდგენა გავუკეთო თქვენს ახალ გენერალურ დირექტორს,რატი ყავლაშვილს..
-სახელზე და გვარზე დავიკერე,რა არის კაცო ეს?!-გადმომირჩურჩულა ნანუკამ,ოთახში მაღალი შავგრემანი მამაკაცი შემოვიდა,მის გარეგნობაში ყველაზე მძაფრად მისი კეხიანი ცხვირი და ტატუები დამამახსოვრდა.
ხელის მტევნებზე რამდენიმე ფიგურა იყო გამოსახული.
თლილი თითებიდან ყურადღება უეცრად მათზე გადაჰქონდა დაკვირვებულ თვალს.
შავი თმა მოკლედ ჰქონდა შეკრეჭილი და შავი პერანგის ორი ზედა ღილი შეხსნილი.
კეხიანი ცხვირი მის გარეგნობას ისე აკვდებოდა,რომ ახლაღა მივხვდი,ლეგენდა კავკასიელ კაცებზე და სლავ ქალებზე მართალი ყოფილა.
აშკარად ჰქონდა კავკასიური ეშხი,თუმცა ამაზე ფიქრის არც დრო იყო და არც ადგილი.
-ცხელა,ძალიან ცხელა..-ლუღლუღებდა ნანუკა და სალი მჭედლიძის მარაოს ჩუმად აფარებდა სახეს.
-მოგესალმებით ყველას,მე რატი ვარ და სასიამოვნოა თქვენი გაცნობა..-მიდი რა,აღმოჩნდი ბანალური მამაკაცი,მუშაობაც და ცხოვრებაც ჩვეულ ტემპში,რომ განვაგრძო..-კომპანიაში შემცირებები ჯერჯერობით არ დაიწყება.ვფიქრობ, ჯერ თითოეული თქვენგანის კარგად გაცნობა მჭირდება იმისთვის,რომ გავიგო ვინ რჩება და ვინ მიდის,თუმცა კი წასვლა ბევრს მოუწევს,მინდა ეს თქვენთვის ერთგვარი სტიმული იყოს,იმ ბრძოლისთვის რასაც აქ დარჩენისთვის გამართავთ.თქვენი შრომა დაფასდება,არ გეგონოთ მხოლოდ შემცირებებზე ვარ ორიენტირებული. ჩემი მთავარი მიზანია შედეგი წლის ბოლოს იყოს საუკეთესო და არა დამაკმაყოფილებელი,გირჩევთ თქვენც ამ პრინციპს მიმართოთ,იყავით საუკეთესოები და არა დამაკმაყოფილებლად კარგები,აქ ადგილი ამ უკანასკნელთათვის უდავოდ არ მოიძებნება..-თავისი სიტყვა რომ დაასრულა ბატონმა რატიმ თანამშრომლებს მოვავლე მზერა წარბებაწეულმა,ვიფიქრე აქ რაღაც ისე ვერ არისთქო,ჰოდა სწორიც ვიყავი,ყველა მდედრობითი სქესი ისეთი სულგანაბული უსმენდა ჩვენი ბუღალტერი მანანაც კი თავს აქნევდა აღფრთოვანებული,მაგას რა ენაღვლება?!ქოქია,ჩვეულებრივი იკითხოს ანა ნაკაიძემ.
მალევე დავიშალეთ.
მთელი კომპანიის თანამშრომლები სასადილოში ჩარბოდნენ განურჩევლად რასისა და სქესისა,ეროვნებისა და რელიგიისა.ყველას ერთი სალაპარაკო თემა ჰქონდა-ახალი გენერალური დირექტორი,რატი ყავლაშვილი.
-არა,ხედავ შენ?-ვერ ჩერდებოდა ნანუკა-ასე,როგორ გამაცუცურაკა ამხელა „კაგებე“ ქალი ამ სილიპისტრომ?
-ნუ უმახინჯებ მაგ კაცს სახელს,ისედაც არ დაინდო ბედმა..-ამოვილაპარაკე და დოდოს მოზრდილი კექსის ნაჭერი გამოვართვი.
-არა,ანა იცი რაზე ვგიჟდები?შე დალოცვილო,შენი მდივანი ვარ მტერი ხომ არა?მითხარი ერთი ორი სიტყვა,მანიშნე..-არ აჩერებდა ხელებს ნანუკა.
-გული იმით დაიმშვიდე,რომ სწორად ვერც სალიმ გამოიცნო.!-ვანუგეშე გასაჭირში ჩავარდნილი მეგობარი.
-ჰო,აი ეგ კარგი გამახსენე,თორე ამ საღამოს სახლში ჩემებსაც დავცოფავდი ისეთი განადგურებული ვარ ეგ მართლა სილიპისტრო!
-რას შვრება თომა?ისევ სიცხე ხომ არ აქვს?-ნანუკას 3 წლის შვილს 1 კვირა უკვე მაღალი ტემპერატურა აწუხებდა და ნანუკაც ამის გამო ვეღარ იყო ფორმაში,თორემ ვის ეცოდინებოდა რატის არსებობა პირველს,თუ არა დოლიძეს?!
-კი,ორი დღეა 36 გრადუსს არ ავმცდარვართ-გაეღიმა-დღეს გამოაცხადა ბაღში არ მინდაო,მამამისს წაჰყვა სამსახურში წარმომიდგენია რა დღეში ჩააგდებს გიორგის..-ამის წარმოდგენაზე ორივეს გაგვეცინა.-ვაიმე!-ნანუკას გაფართოებულ თვალებზე და მსუბუქ შეკივლებაზე ჩემი კექსის ლუკმა გადამცდა და ასე გავიცანი რატი ყავლაშვილი.
ერთი რაც მახსოვს საშინელი შეგრძნება იყო,ვერ ვსუნთქავდი,კექსი მგუდავდა თუ ჩემი ორგანიზმი ეგ ვეღარ დავადგინე,ბოლოს ძლიერი დარტყმა მახსოვს ზურგის არეში და შვება!
-კარგად ხარ?-შეშფოთებული სახე ჰქონდა და თვალებიდან უკითხავად წამოსულ ცრემლებს ხელისგულებით მიმშრალებდა,აღმოვაჩინე,რომ მთელი კაფეტერია ჩვენ გვიყურებდა და ხველების მეორე ტალღა დამეწყო.
-დედა,რა მოუვიდა?!-ლოყახე ხელი იტკიცა მანანა ბუღალტერმა,რატი ყავლაშვილი მომივიდა ქალბატონო მანანა!
-ჩემი ბრალია,ისე შევიცხადე რომ..-ამოიტირა ნანუკამ.
-რა შეიცხადე ასე კი მაგრამ?!-გაკვირვებულმა გადახედა სილიკომ ნანუკას.
თვალები უფრო რომ არ დამექაჩა ეჭვი მაქვს ხმამაღლა იტყოდა ვინც შეიცხადა.ჩემს მუხლებთან დახრილი ბატონი რატი რომ დარწმუნდა ყველაფერი რიგზე მქონდა სწრაფად გაიმართა წელში და ბოლო მაგიდისკენ გაეშურა,სადაც არავინ იჯდა.
უკან აედევნა ბატონი სილიკოც და დავრჩით ისევ მე და ნანუკა.
-ბოდიში რა,ან!..
-ხმას ნუ იღებ!-საჩვენებელი თითი გავუბზიკე მე და მკაცრი მზერაც ვესროლე-არა,რამ გაგაოცა ასე ძალიან მაინტერესებს.
-ქიმიამ!
-რამ?!-თვალები უფრო გამიფართოვდა მე.
-ჰო,აი ქიმიამ!
-შენ სულ გააფრინე,უფროსი შემოვიდა სად ნახე ქიმია,ფიზიკა და ბიოლოგია?
-თვალებში-აგრძელებდა დაჰიპნოზებულის ტონით საუბარს.
-რაო?
-ზუსტად ისე გიყურებდა შემოსვლისას,როგორც შენ უყურებდი მას საუბრისას.!
-გაეთავისუფლე დღეს,ცოტა ვერ ხარ!-კექსი იქვე მდგარ ნაგვის ყუთში ჩავუძახე,დოდოს ფორთოხლის წვენი გამოვართვი და ჩემი კაბინეტისკენ დავიძარი.
იმ დღეს არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა,თუ ჩემი ყოფილი ქმრის გამოჩენას არ გავითვალისწინებთ,რომელმაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
სამსახურიდან გამოვდიოდი,პარკინგზე დაყენებულ მანქანასთან ატუზული ვატო,რომ დამხვდა.
-აქ რას აკეთებ?!-გაოცებისგან ყბა ჩამომივარდა-მეთქი,ვერ ვიტყვი ხშირად ჰქონდა მსგავსი გამონათებები.
-დამიბრუნდი!-ისეთი სერიოზული ტონით თქვა ცოტა ხანი გაოცებული ვუყურებდი მერე სიცილი ამივარდა მის ასეთ კატეგორიულობაზე.
-ვატო ნასვამი ხარ?
-ვარ!
-სახლში დაგტოვებ..-მანქანის კარი გამოვაღე,წამის მეასედში ისეთი სისწრაფით დახურა რომ არ მეყოჩაღა ალბათ თითებს შიგ მომაყოლებდა.
-ვის არ უღალატია?ვინ არ შემცდარა?ხომ იცი რომ მიყვარხარ,იცი ეს ძალიან კარგად იცი!
-მეც მიყვარხარ.-ვუთხარი ძალიან მშვიდი ტონით.
-მაშინ რა გიშლის ხელს?
-შენ ვერ შეიცვლები,აი ეს გვიშლის ხელს,მას შემდეგ მთელი ხუთი წელი გავიდა და შენ ისევ ვერ გაიზარდე,ისევ ისეთი ხარ როგორიც 22 წლის იყავი..
-საიდან დაასკვენი,ეგ ყველაფერი?-ნერვიულად გაეცინა და სიგარეტს მოუკიდა.
-არ მჭირდება მეცნიერული კვლევა იმისთვის,რომ შეგხედო და მივხვდე რა გაწუხებს,რა გჭირს და რა გჭირდება!შენ ახლა შენი მარტოობა გაწუხებს,მომავლის შიში გჭირს და გვერდით ქალი გჭირდება,რომელსაც აუცილებლად აქცევ ზურგს მეორედ,მესამედ და მეასედ!
-თიკას დავშორდი..-ამოიხრიალა და მთელი ტანით აეკრო ჩემს მანქანას.
ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა ამ სიტყვების მოსმენისას.
-ორსულობის მერამდენე წრეზეა?-სიმწრით გამეცინა.
-ან..
-ოჯახი ამის გამო დაანგრიე?ერთი ღამისთვის?ამ ქალისთვის?მეტი რა გელაპარაკო,ფიზიკურად არ მესმის..-ცოტაც და ტირილს დავიწყებდი,ეს ბიჭი მთელ ჩემ თავმოყვარეობას საკუთარი ნებითვე მათელინებდა.
-5 წელი გავიდა,5 დაწყევლილი წელი გავიდა,შენც კარგად იცი,რომ ის მუცელი არ მოშლია,უბრალოდ არ არსებობდა,შენ ეს ჩემზე ადრე იცოდი,რატომ არ მითხარი?
-ღრიალი შეწყვიტე,ჩემგან ეგ სიტყვები იმდენადვე ემგვანებოდა გამწარებული ცოლის ცილისწამებას,როგორც შენი თვალები ჰგავს ჭაობს,რა გინდა?ჩემგან რას ითხოვ?
-მხარდაჭერას..
-ჰო,სულ ამას ითხოვდი,მე შენი ფსიქოლოგი არ ვარ,ვატო დროა ცხოვრება თავიდან დაიწყო,იმ ქალისგან შორს ვინც მოგატყუა და იმისგან შორს ვისაც აღარ უნდა ატყუებდეს თავისი ქმარი,ვისაც აღარ უნდევხარ!
-ამ სიტყვების თავად თუ გჯერა?-ყბის ძვლებზე თითები ძლიერად მომიჭირა და ის იყო ცრემლები უნდა გადმომვარდნოდა ნაცნობი ხმა,რომ გავიგე ზურგს უკან.
-ჩემი მანქანით წავიდეთ თუ შენით?-რატი ყავლაშვილმა ჩვეულებრივად დამამიწა მისი გამოჩენით,მერე მისი სიტყვებით და ბოლოს მხარზე ხელის შეხებით.
ელდანაცემივით გავხტი გვერდით.
-ბატონო?-ძარღვები დაებერა ვატოს.
-ბატონო რატი..
-არ მითხრა,რომ დაგავიწყდა..-ჯერ იმაზე ავღშფოთდი ამდენს რომ ბედავდა მერე იმაზე ვატო მის თავს გაბრაზების უფლებას რომ აძლევდა და ბოლოს ამაზე-ყველა გიჟი მე რატომ უნდა შემხვდეს?!
-ალბათ დამავიწყდა..-ამოვილუღლუღე.
-მაშინ შენი მანქანით მიგყავარ და იქ სადაც მე გეტყვი!-ისე ბუნებრივად მიცინოდა მე გულწრფელად გამიკვირდა რა ხდებოდა ჩემს თავს.
ვატოს აღაფერი უთქვამს.
გაეცინა,როცა რატიმ ძალიან ბუნებრივად გადადო გვერდით მასსა და მანქანის კარს შორის გახიდული ვატო,ჩემს პატარა ავტომობილში ჩაჯდა მთასავით კაცი და მეც ისღა დამრჩენოდა შიგნით ჩავმჯდარიყავი.
ვატო არც დამმშვიდობებია,ფეხით გაუყვა ქუჩას.
მე ადგილიდან ვერ ვიძვროდი.
-რას ნიშნავდა..ეს ყველაფერი?-ამოვილუღლუღე როცა ვატო თვალს მოეფარა,თითქოს მეშინოდა,რომ ამ ტყუილში გამომიჭერდა და ძალიან დამცინებდა.
-ვერ ვიტან უხეშობას ქალის მიმართ,ისე უდიერად ჰყავდი მკლავებში მოქცეული და შუა ქუჩაში ისეთ ხმაზე გელაპარაკებოდა ... თავი ვერ შევიკავე არ ჩავრეულიყავი!-იქვე ჩემს მანქანაში,სკამზე მოვკვდი ამ სიტყვების გაგონებისას.-ძალიან აშკარაა შენი ყოფილია,მაგრამ არ აქვს უფლება ასე გელაპარაკოს ხალხის თანდასწრებით,ამის უფლებას თავად შენც არ უნდა აძლევდე,ბოდიში თუ ძალიან პირადში ჩავერიე,გულის ამრევი იყო..-მანქანის კარი გამოაღო და გადავიდა.
არ მახსოვს რამდენი ხანი ვიყავი საჭეზე თავდადებული.
ვერ ვხდებოდი ამ კაცის სიტყვებმა ასე ძალიან რატომ მატკინა.
ვერც იმას ვერ ვხვდებოდი,რომ მიუხედავად იმისა ამის უფლება არ ჰქონდა როგორ წავიდა,მაშინ როცა შერიგებას მთხოვდა.
ჩემი ძმის ზარმა გამახსენა,რომ ისევ აქ ვიყავი,ისევ ჩემი ვალდებულებები მქონდა და ისევ უნდა მომენახა ძალა ხვალინდელი დღის გასათენებლად.
სახლში ორი ძმის შვილი და რძალი დამხვდა.
კარგი გოგოა თათა,მას შემდეგ რაც მიშკამ გამაცნო ვმეგობრობთ.
-მიშკამ დამირეკა და ვიფიქრე ახლა მარტო დარჩენისთვის მთლად კარგი დრო არ ექნებათქო..-გამიცინა და უკვე დაძინებულ ბავშვებს ოთახის კარი დაუხურა.
-სრული ქაოსი მაქ..-ამოვილუღლუღე და საძინებლისკენ გავემართე.
ძლივს მოვუყევი ყველაფერი.
ლაპარაკის თავი არ მქონდა,მაგრამ რჩევა მჭირდბეოდა,რომელსაც ჩემი ტვინი ახლა არ იძლეოდა.
-რეალურად რომ ვაღიაროთ, რატიმ დღეს ორჯერ გადაგარჩინა და ეგ კაცი მადლობას მაინც იმსახურებს შენგან სხვას თუ არაფერს..-გაეცინა ჩემს საწოლზე წამომჯდარ თათას.
-შენი აზრით ღირს?-ჩავარდნილი ხმით ვკითხე ჩემს რძალს ჩემი გულის მთავარი სატკივარი.
-მოღალატე ქმართან დაბრუნება?-გაეცინა-შვილი არ გყავთ,არაფერზე მიგანიშნებს?
უარის ნიშნად თავი გავაქნიე.
-ან,როცა დედა ხარ თავისთავად ღებულობ ისეთ ვალდებულებებს,როგორიც მამის შენარჩუნებაა შვილის სწორი ფსიქოლოგიისთვის და უბრალოდ ოჯახისთვის.ამორალურად არ მოგეჩვენოს,ის რომ შვილის გამო ღირს ღალატი აპატიო,არა სისტემატური,არა,ამას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები,ვგულისხმობ შენი და ვატოს შემთხვევას,როცა პატარას აჩენ შენ მარტო შენი თავი კიარა შენი შვილიც უნდა გაიტანო,მასზე უნდა იზრუნო და ის რომ პატარას ოჯახი ჰყავდეს შენ ამისთვის შესაძლოა მსხვერპლზე წასვლაც მოგიწიოს,ეს ჩემი სუბიექტური აზრია,ბევჯერ გვიჩხუბია მე და მიშკას,არ უღალატია ჩემთვის,მაგრამ ძალიან ხშირად ყოფილა შემთხვევა,როცა უბრალოდ მეზიზღებოდა,ასეთი რამ ხდება,მაგრამ ხვდები რომ ეს შენი შემთხვევა არ არის?!თქვენი სიყვარული არასტაბილური იყო,მცირე ასაკში შექმნილი ოჯახი იყო,დღეს ოჯახების 90 პროცენტი სწორედ ამ მიზეზის გამო ინგრევა,ის არეულობა რაც გონებაში გაქვს გრძნობებისგან კიარა მოგონებებიდან მოდის.შენ მასთან გატარებული დღეები და ღამეები გენატრება,მასთან ერთად ჩადენილი სიგიჟეები შეიძლება მოგენატროს,მაგრამ არასდროს,გესმის?არასდროს მოგენატრება შეგრძნება,რომ გაგცვალეს,რომ ხუთი წლის განმავლობაში არასრულფასოვნად იბრძოლეს.ხუთი წელია თიკა არსებობს შენთან ერთად ვატოს ცხოვრებაში,მერე რა თუ მას ნეგატიურად აღიქვამს ვატოც,ხომ არსებობს?მორჩა!9 შვილი რომ გაუზარდო მაინც იარსებებს,დროა ვატოს გვერდი გადაფურცლო,ეგ ნაპირი მიატოვო და ღუზა სხვაგან ჩაუშვა.იქ სადაც ქარიშხალი ვერაფერს დაგაკლებს!
-მიშკას ბევრი მადლობა უნდა ვუთხრა,შენ რომ არსებობ ჩემს ცხოვრებაში!-ამოვილაპარკე ჩუმად და თავი მის კალთაში ჩავდე.-როგორ ფიქრობ,დედა რომ ცოცხალი იყოს ენდომებოდა ვატოს შევრიგებოდი?
-შენ და ვატოს ხელმეორედ დაშორების ამხელა პერსპექტივა,რომ ენახა არანაირად,მას მხოლოდ შენი ბედნიერება ენდომებოდა,რასაც იმსახურებ.!
-იმედები გავუცრუე..-ამოვილუღლუღე და ცხელ სითხეს გასაქანი მივეცი-ორივეს გავუცრუე იმედები,რამე მოხდებოდა მეც რომ მყოლოდა მშვიდი და ტკბილი ოჯახი?!
-იმედებს მაშინ გაუცრუებდი,თუ შენი ღირსების საკითხი დადგებოდა ეჭვქვეშ,შენ ეს გამოცდა ყველაზე მაღალი ქულით დახურე,ახლა კი შემდეგი კურსის ჯერია!-თვალი ჩამიკრა და გაეცინა-მე მომწონს რატი ყავლაშვილი,მაგრამ ხმას არ ვიღებ!-ხელები მაღლა ასწია ჩემს გაბრაზებულ სახეზე-თავად მოხვალ და მეტყვი,თათა მიშველე ქაოსი მაქვსო..-მე გამაჯავრა და საწოლიდან წამოფრინდა-მოვიდა ჩემი მიხეილი!-საწოლში შევწექი,თათამ შუქი ჩააქრო და ჩემი ოთახი დატოვა.

და მაინც ნეტავ იმ ქვეყნად წასულ მშობლებს ჩვენი ტკივილები ისე ტკივათ,როგორც ცოცხლად მყოფებს?!
ჩვენი ცრემლების ისე ესმით,როგორც ჩვენ გვინდა რომ ესმოდეთ?!
ღმერთო,ნეტავ რა გამართლება აქვს უპატრონოდ დარჩენილი შვილის ყოფას?
რწმენა,რწმენა!
რწმენა ერთადერთია,რაც ხვალინდელ დღეს ათენებს და რაც ახალი იმედებით გვაფერადებს.
რწმენა,რომ ერთ დღეს შენს ქუჩაზეც მოვა გაზაფხული.!
ჰო,ზედმეტად ძლიერი უნდა იყო,გწამდეს ბედნიერების,ამ შიშით და სიბნელით გაჟღენთილ სამყაროში.
ამ რწმენას კი ჩვენი მშობლები და უფალი გვაძლევს.
ზოგს თავისი ცაში ანგელოზებად ქცეული დედ-მამა,ზოგსაც სახლში მომლოდინენი.
!

მეორე დღეს ნანუკამ გამომაფხიზლა,ორი სტაჟიორი მოგამაგრა შენმა რატიკომ და სწრაფად წამოხტი ფეხზეო.
იმ მომენტში რატიკოც მძულდა,ნანუკაც და ის ორი სტაჟიორიც.
მერე ჩემ თავზე გამეცინა ჩემს უფროსს რატიკო,რომ ვუწოდე გაუაზრებლად და საწოლიდან წამოვხტი.შავი პერანგი მოვირგე,შავი ფერის ცოტა კლასიკური ჯინსი და კისრის ტეხვით დავეშვი კიბეზე,ეზოში სამსახურის მიერ დანიშნული მძღოლი მელოდა.
ვალოდია.
ვალოდია კარგი კაცია,ძირითადად სულ მის ოჯახზე მელაპარაკება.
შუახნის ჭაღარა შერეულ ვალოდიას სამი შვილი,მეუღლე და ძაღლი ჰყავს.
იმ დღესაც პროგრამაში ვალოდიას შვილის,თამუნას დაბადების დღის საჩუქარი იყო.
-ისეთი ასაკი აქვს,ვერაფრით უგებს დედამისს..-გაეცინა და თავი გადააქნია დედა-შვილის ურთიერთობის გახსენებაზე.
-„მამების და შვილების“ ბრძოლას ბოლო არ აქვს,ვალიკო ამიტომ გირჩევ შენ არ ჩაერიო ხოლმე მათ კამათში და მეუღლესაც აუხსენი,დროის გასვლის შემდეგ შვილები იზრდებიან,გარდატეხის ასაკიც სრულდება და ისინი ხდებიან ისეთი ადამიანები,როგორებთან ერთადაც გაიზარდნენ.ის,რომ კონკრეტულ ასაკში დედა-შვილის სურვილები ერთმანეთს არ ემთხვევა ტრაგედია არ არის,ბავშვები ხშირად ეცემიან სიარულის სწავლისას.
-რა მოსწონთ დღევანდელ ახალგაზრდებს?
-ბევრი თავისუფლება,მანამ სანამ ამ თავისუფლების სირთულეებს შეასკდებიან.
-დაბადების დღეზე თავისუფლება ვაჩუქო,ანა?-გაეცინა ვალოდია,ვალიკოს.
-ყველაზე ხშირად რას აკეთებს?
-რავიცი,შვილო ზის ტელევიზორთან და სულ ამ გოგოებს უყურებს პოდიუმზე,რომ დადიან,თვითონ წონით ვერ აკმაყოფილებს მოდელის მონაცემებს და ესეც ამძიმებს საერთო სურათს,რა ქნას?ჭამაც უყვარს და ის შანელიც!-გაეცინა ვალოდიას.
-ჰო,ასეა,გოგოებს გვიყვარს ბრჭყვიალა რამეები,ეცადე ისეთი რამ აჩუქო,რაც წლების შემდეგ გაახსენებს,რომ მამა სულ მის გვერდით იქნება.-ვალოდიას დავემშვიდობე და გულჩამწყდარი გავემართე სამსახურისკენ.
მშობლების თემას ყოველთვის გავურბოდი.
ეს თითქოს ერთი ღილაკი იყო,რომელსაც შეეძლო დავენგრიე,წამებში გამოვეყვანე წყობიდან და სულის ჩახუთვამდე გავეთიშე.
ნანუკამ ჩემს ფეხებთან რომ გააჩერა მანქანა ამან გამომიყვანა ფიქრებიდან და მაიძულა რეალობას დავბრუნებოდი.
-ნანუკა,ნუ აწვალებ ამ მანქანას,ტარების ნერვები,რომ არ მაქვს ვურეკავ მძღოლს და მოდის რა გახდა?!-ამოვიზუზუნე და აქოშინებულ ნანუკას გადავხედე.
-დღეს მე მოვაგვარე შენი სტაჟიორების ამბები დილის 7 საათზე,საერთოდ ხმაც არ ამოიღოთ სამსახურიც მძულს,სტაჟიორებიც,ცაც და დედამიწაც!-კივილამდე ცოტა აკლდა ქალბატონ მდივანს.
-დღეს შენი დღე არ არის,საყვარელო..!-გულით გამეცინებოდა სხვა სიტუაციაში,რომ ვყოფილიყავი,როცა წინ მომავალი სალი მჭედლიძე დავინახე სამ მეტრიან „შპილკებზე“(მაღალქუსლიანები) შემდგარი.ისე მოდიოდა ჩინური სტრიპი გეგონებოდათ „ეშმაკი ატარებს პრადა“-დან.
-აი,მოდის კივილიც მესმის..-თვალები აატრიალა ნანუკამ და სალის ისე შეუბღვირა საცოდავ გოგოს შეაქანა ამის დანახვაზე.
-რაო,ნანა შენ დაგაწინაურეს?-ნანუკას და მე თვალები ისე დაგვექაჩა წინადადების შინაარსზე,სალის ახლა მართლა შეეშინდა ჩვენი სახეების შემყურემ კაკუნით განაგრძნო სიარული და დერეფნის დაპყრობა თავისი „ეშმაკის“ მანერებით,რომელიც სამწუხაროდ „პრადას“ ნამდვილად ვერ ატარებდა.
კაბინეტში შესულს ჩემი უფროსი,რომ დამხვდა ჩემს სკამზე მოკალათებული,მარჯვნივ სიფრიფანა გოგო და მარცხნივ საშუალო სიმაღლის ბიჭი,მივხვდი რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.
სტაჟიორები.
როგორ მძულს ყველა სტაჟიორი,რომელსაც მე მამაგრებენ.
-ქალბატონო,ანა გააცანით ნატას და გიორგის თავიანთი მოვალეობები.თქვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი მისია გაკისრიათ..-ისე მელაპარაკებოდა ვითომ გაყიდვების სექტორის ნაცვლად საგამოძიებოში ვმუშოაბდი და ჩემს ხელში იყო სახელმწიფო საიდუმლოებების მთელი ჩამონათვალი.-წინააღმდეგი ხომ არ იქნებით,რომ დავაკვირდე თქვენს მუშაობას,მიდგომებს და ..-სიტყვა ჰაერში გაუწყდა როცა ჩემს სახეს გადააწყდა(ნუ სავარაუდოდ)
-ბატონო?-მეც არ ვიცი როგორ გავბედე უფროსის წინაშე ამ გამომეტყველებით ამ ერთი ამბიციური სიტყვის წარმოთქმა,უფროსის,რომელიც მალე სამსახურში შემცირებებს დაიწყებდა და მე წარმოდგენაც არ მქონდა რა იმედის საფუძველზე..მოკლედ ცუდად იყო ჩემი საქმე და ამის გასააზრებლად წამის მეასედი დამჭირდა,როცა ჩემმა უფროსმაც იმავე გამომეტყველბით მიპასუხა,როგორც ცოტა ხნის წინ მე.
-წინააღმდეგი ბრძანდებით,ქალბატონო ანა?!-მისმა ირონიულმა ღიმილმა მანიშნა,რომ საერთოდაც არ მქონდა წინააღმდეგობის უფლება და მეც ყალბი ღიმილი ავიკარი სახეზე.
-არა,რას ამბობთ ბატონო რატიკ..-ჰო,აქ აშკარად ცხადი გახდა,რომ ჩემი სახელი იმ შემცირებულთა სიაში უეჭევლად შევიდოდა.ირონიული სიცილი სახეზე შეეყინა და ისეთი სახით ამომხედა მიწა გამსკდომოდა ვინატრე.
-ბატონო?-ბოლოს ასე დაძაბული მაშინ ვიყავი მეზობლის ძაღლს ფეხი შემთხვევით მოვტეხე და მეზობელმა დამინახა.
-მაპატიეთ...
-არაპროფესიონალიზმისგან თავი შეიკავეთ და შეუდექით მუშაობას!-ჩემი კაბინეტი დატოვა და ჰაერმაც დაიწყო მოძრაობა,ამოვისუნთქე.
-მე ანა ნაკაიძე ვარ,ჩემთან 1 თვე იქნებით,მოკლედ რომ აგიხსნათ აკეთებთ ყველაფერს რასაც მე გეტყვით,კითხვების გარეშე,შეწუხების გარეშე,მაქსიმალურად იყავით ორიენტირებული იმ ფაქტზე,რომ აქ სამუშაოდ ხართ და არა რაიმე სხვა მიზნისთვის,არანაირი მეგობრები და სასიყვარულო რომანები,გახსოვდეთ რომ 1 თვეში დიდი ალბათობით ერთ-ერთი აქაურობას დატოვებთ და გული ისევ თქვენ გეტკინებათ,მე თქვენი დედა არ ვარ,არც ძიძა და არც მწყემსი,იმახსოვრებთ ყველა სიტყვას,უმჯობესია სადმე ჩაინიშნოთ,ვერ ვიტან სამჯერ რამის გამეორებას,ორჯერ თავად ავღნიშნავ,რომ ჩანიშვნა მოასწროთ,არ მაწუხებთ სამსახურის გარეთ და მოკლედ რომ გითხრათ,ამ კედლების გარეთ არც ერთს არ გიცნობთ!-მონოლოგი რომ ჩავამთავრე „პინგვინებს“(ასე ვეძახი სტაჟიორებს)გადავხედე და მათ დაძაბულ სახეებზე სიცილი ძლივს შევიკავე.
-ის უთხარი უკვე,რომ ამ კედლებში გაგონილ ყველა სიტყვას,ჭორს,ამბავს და ინფორმაციას,რომელიც თანამშრომლებს ეხება მოდიხართ და მეუბნებით მე?!-ნანუკამ კარი შემოაღო თუ არა მაშინვე დაიწყო ლაპარაკი და აქ სიცილი ვეღარ შევიკავე ჩემი სტაჟიორების გაფართოებულ თვალებზე-თქვენი დირექტორის უსაქმური მდივანი,ნანუკა დოლიძე,მოსისხლე მტერი სალომე მჭედლიძის და ამ ქალბატონის დაქალი,ყველაფერი გასაგებია ხომ?!-წარბები მაღლა აწკიპა ნანუკამ.
ხმა აღარ ამოუღიათ,თავი პინგვინებივით დააქნიეს და ადგილზე დარჩნენ.
-ჩვენი რატიკო კორპორატიულს აწყობს კომპანიის იუბილესთან დაკავშირებით..-ტუჩები აიბზუა ნანუკამ.
-ნუ ეძახი მაგ კაცს რატიკოს,დღეს კაბინეტში გაჭიმული დამხვდა თემურ ლენგივით,მეც ბატონი თემურის ნაცვლად ბატონი თემურიკო დავუძახე და კინაღამ ამიღო ბირთვისის ციხესავით!-ნანუკა ჩემ სიტყვებზე გადალურჯდა,ასეთი სასაცილოც არაფერი მითქვამს,უბრალოდ ამ საზიზღარმა გოგომ სიტუაცია თავის ბინძურ გონებაში წარმოიდგინა და ახლაც ამაზე იცინოდა ასე მთელი გულით.
-ანა-ძლივს სუნთქავდა უკვე გამწვანებული ნანუკა-დაუდებ ლენგს ზავს თუ ნებდები?!-ამის თქმა და გიჟური სიცილის მეორე ტალღა ერთი იყო,ახლა ეს პინგვინებიც აჰყვნენ ფხუკუნით.
-მე არავის ვუზავდები,თვითონ წაბუნძულდება ზუსტად ისე როგორც ლენგი და მორჩი ამ ისტროიულ იუმორინას!
-ჰო,ჰო აი მაგასაც ვნახავთ,გააბუნძულებს თურმე გოგო..-ვერ სუნთქავდა მაიმუნი-არა,საიდან ამხელა ამბიციები?!
-დამტოვე მარტო!
-როგორც ინებებთ !-ჩაიხითხითა და ჩემი კაბინეტის კარი გააღო..
-როგორც ვხვდები ჩემი გაშვება-არ გაშვების ამბავზე ბჭობთ გოგოებო..-მეგონა მინი ინფაქტი მომივიდოდა,როცა კარში გახიდული რატი ყავლაშვილი დავლანდე სერიოზული სახით.
-ბ..ბატონო რატი..-ძლივს ამოილუღლუღა ნანუკამ და სკამზე უღონოდ დაეშვა,ეს ჩემი ბავშვები უფრო დაიძაბნენ და ისეთი სასაცილო დასანახები გახდნენ ამ სიტუაციაში ყველაზე სასაცილო და ცოდო მე რომ არ ვყოფილიყავი კარგად გადავიხარხარებდი.
-სამსახურის დროს მაშინ,როცა წესით ეს სტაჟიორები თქვენგან რამეს უნდა სწავლობდნენ,თქვენ რას აკეთებთ ქალბატონო,ანა?!-ჩემი სახელი ისე გრაციოზულად წარმოთქვა გამაჟრიალა.
-სწორედ ახლა ვუხსნიდი ორივეს რომ თანამშრომლებთან კარგი ურთიერთობა მშვიდი სამუშაო დღის საწინდარია..!-მეც არ ვიცი საიდან მეყო ამდენი ძალა მისთვის პასუხი დამებრუნებია.
-ნუთუ?!-ირონიულად გამიღიმა და ცალი ხელით ჩემი კარის ჩარჩოს მიეყრდნო-ქალბატონო ანა,ჩემს კაბინეტში შემობრძანდით რაღაც საკითხები მაქვს განსახილველი..-ნუ,აი,აქ გავიაზრე რომ ჩემი ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო.გონებაში დავწერე განცხადება, ნანუკას მზერით გამოვემშვიდობე და ბატონ ყავლაშვილს უკან ავედევნე.
კლასიკურ სამოსში ეს კაცი უფრო სიმპათიური ჩანდა ვიდრე ალბათ რეალურად იყო.
კაბინეტის კარი შეაღო ოთახში შევიდა და დაელოდა მე როდის შევყვებოდი,ჩემს უკან კარი დაიხურა და სიტუაციაც უფრო დაიძაბა.
-გისმენ რეზი ..-უეცრად ამღერებულ ტელეფონს დასწვდა და მაშინვე უპასუხა ზარს-არ ვიცი,არ მგონია კანადის ამბავი გამოვიდეს ...-ყურებდაცქვეტილი ვუსნენდი-მაგ კონტრაქტი სხვებს თუ გაუფორმეს ჩათვალე ჩავიძირე ... კარგი რეზი დაგირეკავ.!-ტელეფონი გათიშა და სახე ხელისგულებით მოისრისა.
პირველი რამაც ჯერ ჩემი ყურადღება მიიქცია და ბოლოს გამომაშტერა მისი ქცევები იყო.
საუბრის დაწყებისთანავე შარვალში კოხტად ჩატნეული პერანგი ამოიწია ბოლოები საქამრის ზემოდან გადმოუშვა,ჰალსტუხი,რომლის ტარებაც აშკარად აღიზიანებდა დივანზე მიაგდო და თავის სავარძელში ისე დაეშვა,როგორც მე დაღლილი დღის შემდეგ ჩემ საწოლზე.
ჯერ ისევ გაკვირვებული დავცქეროდი ჰალსტუხს მისმა ხმამ რომ შემაკრთო.
-თქვენი მუშაობით უკმაყოფილო ვარ,გულწრფელად გითხრათ არ ველოდი თუ ასე იმოქმედებდა ახალი უფროსის დანიშნვნა თქვენს სამუშაო ხარისხზე.ვფიქრობ,რომ სხვა რამეებს უფრო დიდ დროს უთმობთ ..
-ბატონო?!-აშკარად არ მოელოდა ჩემგან მსგავს დამოკიდებულებას,მაგრამ მე იმდენად ვიყავი შეურაცხყოფილი მოსმენილით,რომ ამის მოთმენას უკვე ნამდვილად არ ვაპირებდი-ბატონო რატი,რამდენი ხანია რაც ამ ფირმაში მუშაობთ?არ გინდათ პასუხი,კითხვა რიტორიკული იყო!-თვალები შუბლზე აუვიდა,მე კი იმით გულდაჯერებული,რომ ისედაც გამანთავისუფლებდა გადავწყვიტე ბოლომდე მეთქვა სათქმელი-ამ კომპანიაში 3 წელზე მეტია ვმუშაობ და არავის,გესმით?!არავის,არ გამოუთქვამს პრეტენზია ჩემს სამუშაო ხარისხზე,როგორ მოასწარით ორ დღეში ყველაფრის შეფასება,მაშინ როცა ჯერ არც კი მიცნობთ?ანუ უკმაყოფილო ბრძანდებით არა?!კარგით,მომეცით განცხადება მოვაწერ ხელს და ჯანდაბაშიც გიპოვნიათ ჩემზე უკეთესი მენეჯერი!
-დაასრულეთ?-მკითხა მშვიდად,მე იმდენად ვიყავი აფორიაქებული ინსტიქტურად დავუქნიე თავი და იქვე სკამზე ჩამოვჯექი.-მე არ მომწონს თქვენი მუშაობის ხარისხი,ბოლო მონაცემებს გადავხედე და 2 წლის წინ,მაშინ როცა აქ სამსახური ახალი დაწყებული გქონდათ ჩემსავით,როცა თქვენც ორი დღის მოსულად ითვლებოდით გაცილებით მაღალ შედეგებს დებდით ვიდრე ამას წელს ახერხებთ რას მივაწერო ის ფაქტი,რომ თქვენს მიერ მობმულ სტაჟიორებს კომპანია არ იტოვებს და ორივეს ანთავისუფლებს?იქნებ იმას ქალბატონო ანა,რომ მათ კითხვის დასმის საშუალებას ართმევთ და ისე ექცევით,როგორც უსულო საგნებს?იქნებ იმას,რომ ამას მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით აკეთებთ და არა სიყვარულით..
-უკაცრავად ბატონო რატი, მე აქ მენეჯერად ვმუშაობ და არა მასწავლებლად,მე ხელფასს ჩემი საქმის კარგად კეთებაში მიხდიან და არა ბავშვების აღზრდაში,ბატონნმა სილიბისტრომ..-აქ შევატყვე რომ სიცილი ძლივს შეიკავა-ბოლო სამი თვის განმავლობაში მომამაგრა სტაჟიორები მხოლოდ იმიტომ,რომ ვისაც ეს საქმე ეკუთვნოდა სამსახურიდან გაუშვა ასე რომ მე ჩემს საქმეს იდეალურად ვაკეთებ და იმას რაშიც არ ვარ კომპეტენტური და მეტიც,არც მევალება ვერავინ მომთხოვს რომ ბრწყინვალედ შევასრულო,ისე კი დამიჯერეთ სტაჟიორებად აყვანილი ხალხის უმეტესობას სწორედ თქვენი დირექცია არჩევს ცუდად.ადამიანს, რომელიც ვერ მეტყველებს გამართულად მინიმუმ ინგლისურ ენაზე ნუ მომთხოვთ რომ მე ვასწავლო „ფასთ და ფრეზენთ სიმფლი“, მე მხოლოდ კომპიუტერული პროგრამების შესწავლა და მოლაპარაკებებზე დასწრება შემიძლია შევთავაზო ...
-თქვენ ყოველთვის ამდენს ლაპარაკობთ?-ეს კაცი ისე კორექტურად მლანძღავდა ჩემი მოთმინების ფიალა თანდათან ივსებოდა.
-მხოლოდ მაშინ,როცა უსამართლობას გადავეყრები გზად,მაგალითად ახლა სწორედ მას ვუყურებ!-ყოჩაღ,ანა!
-ანუ უსამართლობაში მე მგულისხმობთ?-გაეღიმა მას.
-ამ შემთხვევაში,დიახ.!-ამაყად განვაცხადე მე და თვალებით იმ განცხადების ძებნა დავიწყე,რომელიც მაცნობებდა რომ ამ შენობაში აღარაფერი მესაქმებოდა.
-რა მოგიხერხო,ანა?!..-გაეცინა და თავი გააქნია-მომწონხარ..!
-ჩამოყალიბდით..
-შიშის სინდრომიც არ გაგაჩნია?
-ყველაზე მეტად ეგ სინდრომი არ გამაჩნია.!
-მაშინ რიდის.
-მაგას დამსახურება უნდა..
-შემიძლია გაგაგდო!
-ამაზე ღელვა მხოლოდ თქვენ მოგიწევთ 10 წუთში ვიშოვი სამსახურს იგივე ანაზღაურებით!თქვენ კი ჩემზე უკეთეს კადრს ვერ იპოვნით..-თუ გაგდებული ვიყავი ამაყად მაინც წავიდოდი..
-მოდი შევეჯიბროთ,მოსულა?!-თვალები თავისით დამექაჩა წინადადების შინაარსზე.
-უკაცრავად?!
-მე 10 წუთში ვიშოვი შენზე მაგარ კადრს,შენ დღესვე დააგზავნი სივებს და ხვალ შემოთავაზებები მაგიდაზე დამხვდება.!
-და თქვენი კადრი..?-ძლივს ამოვილუღლუღე ჩემი შეუპოვარი სული სადღაც მიიმალა და დავრჩი ასე სანაძლეოს ანაბარა.
-ხვალ თქვენთან ერთად შეუდგება სამსახურს.!
-ანუ?
-ანუ მე მოვიყვან კადრს,რომელიც თქვენთან ერთად იმუშავებს მომდევნო ერთი თვე,მივაბამ ორ სტაჟიორს ისევე,როგორც თქვენ და ორივეს დაგაკვირდებით თქვენ კი სივებს წინასწარ გაამზადებთ,ვნახოთ რამდენად ხართ საკუთარ თავში დარწმუნებული...
-და თუ მე ვერ ჩამანაცვლებს..?!
-უკვე „თუ“-ზე ჩამოხვედით,ანა?-ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა და მივხვდი,რომ ბრძოლა მოიგო-თუ თქვენ დაამტკიცებთ თქვენი სიტყვების სისწორეს ორჯერ მეტ ხელფასს დაგინიშნავთ და ყველა თანამშრომლის წინაშე მოვიხდი ბოდიშს,რომ თქვენში ეჭვი შევიტანე,მგონი სარფიანი შემოთავაზებაა.?!
-ხვალ ...ხვალამდე ვერ..
-ვიღაც უკან იხევს..-სკამს ზურგით აეკრო და უკან გადაწვა,ისეთი ამაზრზენი ღიმილი დასთამაშებდა გეგონებოდათ უესმისტერის სააბატოში მეფედ კურთხევას გამოჰკრა ხელიო.
-არავითარ შემთხვევში!
-ვნახოთ რამდენად შეუცვლელი და მოთხოვნადი კადრი ხართ..!-თვალი ჩამიკრა სკამზე შესწორდა-ახლა კი თავისუფალი ბრძანდებით,მე თქვენს ადგილზე ეკლესიას მივაშურებდი იქნებ ღმერთმა მაინც გიხსნათ იმ საფრთხისგან რაც თქვენს რეპუტაციას ელის სამსახურში..
-ამასაც ვნახავთ,მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს..
-გულისყურით გისმენთ..-ოხ ეს სარკაზმი მხოლოდ ამ კაცისთვის შეექმნა ეშმაკს.
-რამდენად კომპეტენტური ჟიური იქნებით თქვენ ამ შეჯიბრში?!
-იმდენად რამდენადაც ეს გენერალურ დირექტორს შეეფერება,მგონი ყველაფერი გასაგებია,ხო?-ამით მისი პრივილეგიები მაგრძნობია და ღიმილითაც დამაჯილდოვა.
-რამდენად აზარტული ხართ, ბატონო რატი?-უნებურად გამეცინა მასზე.
-ეს მხოლოდ ორი კითხვაა..
-ვიღაც უკან იხევს..-გავაჯავრე ხმით და მის სერიოზულ გამომეტყველებას ვეცადე არ გავეყინე ადგილზე,საოცრად დამატყვევებლი მიმიკები ჰქონდა,ერთ ღიმილში ატევდა წინადადებათა მთელ მწკრივებს.
წამოდგა,მაგიდის ზედაპირს მიეყრდნო და ჩემთან ზედმეტად ალოხს მდგომმა ხელები გულთან გადაიჯვარედინა.
-მიზანი ამართლებს საშუალებას,ახლა თქვენ გადაწყვიტეთ რამდენად აზარტული ვარ.
-და თქვენი მიზანი რა არის?
-კარგად გაიცნო ვინ არის რატი ყავლაშვილი ახლა თქვენის ნებართვით..
კაბინეტიდან დაპროგრამებულივით გამოვედი.
შესვენების დრო უკვე მოახლოებული იყო ჩემი პინგვინები კაბინეტის კართან მიცდიდნენ ფერდაკარგულები,შუაში ნანუკა ჩამდგარიყო გაფართოებული თვალებით და სამივენი მე შემომცქეროდნენ.
თავით ვანიშნე კაფეტერიაში ჩავიდეთთქო და კიბეებზე დავეშვით.
-მოყევი რა მოხდა!-გიორგი და ნატა აღარ შემიმჩნევია ისე დავიწყე ყველაფრის მოყოლა.
-ანუ რა გამოდის ხვალ ახალი მენეჯერი მოვა?-ჩუმად ამოილაპარაკა გიორგიმ.
-ჯერ ერთიც,მე ვარ მენეჯერი ის უბრალოდ ... უხეშად რომ ვთქვათ შემეჯიბრება თავისი სტაჟიორებით..
-ანუ კონკურენცია გაიზარდა,ახლა ორის ნაცვლად ოთხნი ვიქნებით.!-დააასკვნა ნატამ.
-დიახ,ამ ბრძოლაში მარტო კიარა თქვენთან ერთად ვარ,ასე რომ ტყავიდან უნდა გავძვრეთ სამივენი,გასაგებია?!-ავისმომასწავებელი მზერა მოვავლე ჩემს პინგვინებს.
-ქალბატონო ანა,ამ სამსახურის გამო თვალებსაც დავთხრი ნებისმიერს!-სიცილი ძლივს შევიკავე გიორგის თავდაჯერებულ სახეზე.
-ზუსტად თვალების დათხრა მოგიწევს აქ მხოლოდ ორის ადგილია,ისე ქენით რომ ეს ორი თქვენ იყოთ და არა ისინი!-ჩაერია ნანუკა.
-აბა ერთიო..?!
-ეს მაშინ,როცა ერთი შედარებით სუსტია,მე მჭირდება რომ ორივე საუკეთესოები იყოთ!-შეთქმულებივით გადავხედეთ ერთმანეთს.
-თქვენ ჩვენთან ხართ?-შეპარვით მკითხა ნატამ.
-სხვა გზაა არ მაქვს..-ამოვიოხრე და ყავა მოვსვი.
-მაშინ არც ჩვენ გვაქვს სხვა გზა..-უდარდელად ამოიფრუტუნა გიორგიმ და სკამზე გადაწვა-ყვავი მოდის..!-ჩუმად ამოილაპარაკა და გოგოებს მზერა მოგვავლო.
კაფეტერიაში თვით პრინცი უინძორ-ყავლაშვილი შემოვიდა.
მომენტალურად დავიძაბე მისი დანახვისას.
-სად უნდა იშოვო შენზე გაგიჟებული კომპანიები?-თვალები გააფართოვა ნანუკამ.
-ვინც ეძებს ის პოულობს!-თვალი ჩავუკარი და ჩემებს ვანიშნე წამომყოლოდნენ.
ამაყი მზერა მოვავლე ყავლაშვილის ირგვლივ შეკრებილთ და მტკიცე ნაბიჯებით გავემართე კაბინეტისკენ.
ესეც ასე,ბატონო რატი,ომი გინდათ?!
იყოს ომი.!


სამუშაო დღე ორ საათში დამთავრდა.
არ ვაპირებდი რატისთვის მეჩვენებია რომ ამ სანაძლეოზე გაგიჟებული დღეს და ღამეს გავასწორებდი მუშაობით.
ჩემი პინგვინები 2 საათში დავიბარე კაფეში და მეც სახლისკენ ავიღე გეზი.
სივები სასწრაფოდ დავაგზავნე სხვადასხვა გაყიდვების კომპანიებში.
რამდენიმე მათგანის გენერალურ დირექტორებს პირადად ვიცნობდი სხვადასხვა მოლაპარაკებების საფუძველზე მათთან შეხება მქონდა.
იცოდნენ ვინ ვიყავი და რისი გაკეთება შემეძლო.
ბევრი რომ არ გავწელო და მოკლედ ვთქვა ვიცოდი ჩემი საქმე როგორ მეკეთებინა და ვიღაც ყავლაშვილს არ მივცემდი იმის უფლებას ასე უნებართვოდ ესაუბრა ჩემს სამუშაო ხარისხზე.
მიზანდასახულობა ეს ჩემი პრიორიტეტი იყო ყველა ასაკში,ყველა საქმეში.
მხოლოდ ერთადერთი პრობლემა მქონდა,მე არ ვიყავი კარიერისტი ადამიანი და პროფესიული წინსვლის გამო ვერასდროს ვუღალატებდი საკუთარ პრინციპებს იმ ღირებულებებს რაც ყველა „ადამიანს“ გააჩნია,ასე რომ მზად ვიყავი დამეწყო ბრძოლა,ოღონდ სუფთა ხერხებით.
საღამოს 8 საათზე დაწყებულ საქმეს ღამის 12-ზე მოვრჩით.
ნატას უჭირდა კომპიუტერული პროგრამების ათვისება,გიორგის კი თავდაჭერილობა აკლდა.ეს ის საკითხები იყო რისი დამუშავებაც მე შემეძლო,უფრო იმიტომ რომ ისინი ამ ყველაფერში მხოლოდ სამსახურს კი არა ახლა უკვე პრინციპულ მიზნებს უყურებდნენ.
ეს საქმეს აადვილებდა.ერთია როცა რაღაცას მოვალეობის მოხდის მიზნით სწავლობ და მეორეა როცა ამ „რაღაცის“ სწავლა შენ პირად ინტერესებში შედის.
დღეს სამსახურს ყველგან დაიწყებდა ნატაც და გიორგიც,მითუმეტეს ჩვენი კომპანია მათ ამ ეტაპზე გრანდიოზულ ანაზღაურებას არ ჰპირდებოდა,350 ლარის გამო უნდა შეეთვისებინათ მათთვის უცხო უნარჩვევები.
აი,რა იყო ხშირ შემთხვევაში გამოუსადეგარი თანამშრომლების არსებობის პრობლემა ფირმაში.კარგი კადრი კარგ ანაზღაურებას იმსახურებს,ის კი ვინც ამ ხელფასზე მოდიოდა ავტომატურად ნიშნავდა,იმას რომ სხვა სფეროში ან ხელმოცარული იყო ან უბრალოდ ბედიც არ ჰქონდა ნაცდელი.
ნატა და გიორგი კი აქ მხოლოდ 350 ლარს კი არა თავიანთ პრინციპებს უყურებდნენ,რითიც უნდა დაენახვებინათ ბატონი თემურ ლენგისთვის,რომ მათ მასწავლებელს, ამ შემთხვევაში მე,შეეძლო მათგან კარგი თანამშრომლები აღეზარდა.
აი,რამ მომხიბლა მათთან ურთიერთობაში,გააზრებულად აიკიდეს მათ საჭიროებებთან ერთად ჩემიც და ამაზე პრეტენზიაც არ გამოუთქვამთ.
საღამოს ვალოდიას დავურეკე,იმდენად გათიშული ვიყავი ასე საჭესთან ვერ დავჯდებოდი უეჭველად ჩამომეძინებოდა.
მანაც მომაკითხა კაფესთან.
-რაო,ვალიკო უყიდე თამუნას საჩუქარი?
-ვუყიდე...-გაიჯგიმა ვალიკო-ხის ნერგი ვუყიდე,მართალია არ მოეწონა,მაგრამ გავა დრო და მიხვდება..
-რას უნდა მიხვდეს?ხის ნერგი რამ გაყიდინა ვალიკო?-სიცილი ვერ შევიკავე მე.
-ხე ხომ გაიზრდება,ანა?-დავიბენი.
-რა თქმა უნდა,გაიზრდება.!
-მე რომ აღარ ვიქნები ხე,ხომ დარჩება?
-დარჩება.
-ამ გადაგვარებულ სამყაროში ადამიანს უნდა ახსოვდეს ვინ არის და საიდან არის,ჩემი შვილი ამ ასაკში კარგავს თავის ვინაობას იმით,რომ ყველაფერი უცხოური მოსწონს,იქაური კულტურა უყვარს,ევროპას სად მივედრებითო?აქაო და გაჭირვების მეტი არაფერიაო... მე რომ აღარ ვიქნები,იქნებ მიხვდეს რომ „ ხის სიმაღლე მიზიწის ზევიდან კი არ იზომება,ფესვებიდან...მისი ფესვები კი აქ არის საქართველოში!“თუ ამას მიხვდება ჩემო ანა,მაღლა ცაში გავიხარებ,რომ გონიერი შვილი გამიზრდია,თუ ვერ მიხვდება ხე მაინც დამრჩება დარგული ...-უხალისოდ გაიცინა და გზას დააჩერდა.
მძღოლი იყო ვალოდია.
უბრალო მძღოლი.
ვალოდიაზე მდიდარი კაცი ქვეყანაზე არ დადიოდა.
ვალოდიას შეეძლო ფიქრი.
სახლთან მისულს დალოდება ვთხოვე.
ჩემმა ძმამ ბელგიიდან „გუჩის“ ჩანთა ჩამომიტანა,ჩემ სტილში იმდენად არ ჯდებოდა წლებია უკვე გარდერობში მედო ისე,რომ ერთხელად არ მქონდა ხელში დაჭერილი.თავისი ყუთით ჩავუტანე ვალოდიას,რომელიც დაბლა მიცდიდა.
-ვალიკო,შენ ისეთი საჩუქარი გაუკეთე მშობლების საფლავს გეფიცები მაგის ფასი არაფერია,ეს კი ჩემგან აჩუქე შენს გოგონას..-თვალცრემლიანმა ვალოდიამ მადლობა გადამიხადა და სახლისკენ აიღო გეზი.
იმ მომენტში მეგონა სამყაროს გადავაბრუნებდი მხოლოდ იმის ცოდნით,რომ კვალავაც არსებობდნენ ასეთი ადამიანები,როგორიც ვალოდია იყო.

„ხის სიმაღლე მიზიწის ზევიდან კი არ იზომება,ფესვებიდან...მისი ფესვები კი აქ არის საქართველოში!“(ციტატა მხ.ფილმი „ფესვები“-დან)

***
დილით მეილი შევამოწმე.
ინბოქსი ცარიელი იყო.
გული ისე მიმეწურა ლამის სუიციდის ყველა გეგმა გადავჩიჩქნე თავში ყველაზე უმტკივნეულოს ძებნაში.
ყავლაშვილი პირდაპირი გაგებით ლაფს გადამასხამდა თავზე და მე ეს მორჩილად უნდა ამეტანა.არა,ერთი შემოთავაზება მაინც მიმეღო,მხოლოდ ერთი?!
ან რა ჯანდაბამ მათქმევინა 10 წუთში ვიშოვნი სამსახურს-მეთქი?!
გააჩერე რა ეს ენა!!!
არა,ბატონო მე თუ „ზრდილობად“ არ დავიღვარე რაა მამული?
ჰოდა აიტანე ქალბატონო ანა დამსახურებული სირცხვილი,რომელსაც ასე საქვეყნოდ გაჭმევს დღეს შენი რატიკო!
სრული კოშმარი იყო.
ღვთის იმედად დარჩენილი ისღა დამრჩენოდა საქმეზე,რომელიც აღარ მოგვარდებოდა აღარც მენერვიულა,აბა რა მაზოხისტობაა იმაზე იღელვო,რაც წინასწარ განწირულია?!
ჰოდა მეც დილის საათებში ვალიკოს დავუკავშირდი ჩემი მანქანით წავალ არ შეწუხდეთქო და სადარბაზოს კიბეებზე ჩავკაკუნდი.
სარბაზოსთან გიორგი და ნატა,რომ დამხვდნენ შავ სათვალეებში და შავ ტანისამოსში გამოწყობილები უნებურად შევკივლე და ორივეს გაოცებულმა დავაჩერდი.
-რა ხდება შვილებო?!-შევძახე მე და ჯერ გიორგის გადავხედე მერე ნატას.
თავი „მატრიცაში“მეგონა ისეთი სახეებით მიყურებდნენ.
-ოპერაცია „ყვავი“ დაიწყო..!-ამოიჩურჩულა გიორგიმ და რომ გავაანალიზე დღევანდელი დღის გამო იყვნენ ასე გამოწკეპილები ისეთი სიცილი ამიტყდა მეზობლები შეწუხდნენ.
-ვის ხელში ხარ ანა ნაკაიძე?!-მაღლა ცას ავხედე და ხელები აღვაპყარი-ღმერთო,რამე დაგიშავე?ჯერ დილის ტრაგედია ვერ მომინელებია ახლა ეს პინგვინებიც..
-ჩშშ!-პირზე ხელი ამაფარა ნატამ.-საქმეს სერიოზულად უნდა მივუდგეთ, ქალბატონო ანა.!
-ოჰ,რახდება?-მანქანისკენ დავიძარი,ვეჭვობ ჩემი წასაყვანი იყო ორივე სამსახურში.
-თქვენი მოსისხლე მტერი უკვე სამსახურშია ჩვენს მოსისხლე მტრებთან ერთად,ალბათ გაგონილი გექნებათ რომ „ადამიანებს ისე არაფერი აახლოვებთ,როგორც საერთო მტერი“,ჰოდა გამარჯობა,ამიერიდან პირდაპირი გაგებით დედაჩემი ბრძანდებით!-ჩაარაკრაკა გიორგიმ და უკან ჩაჯდა.
-რა მოსისხლე მტერი,რა ჭირს ამას?-ნატას გადავხედე და საჭესთან ადგილი დავიკავე.
-კომპანიაში თქვენი იდეაში შემცვლელი ნახევარი საათით ადრე მოვიდა კაბინეტი თქვენს გვერდით მისცა ბატონმა რატიმ,ჰოდა მისი სტაჟიორები ჩვენთვის არასასიამოვნო პიროვნებები აღმოჩნდნენ..
-მოყევით!
-დიტო ჯაჭვლიანი,ბაშვობაში ფეხი მომტეხა მაგ ..-აშკარად თავი შეიკავა გიორგიმ ხსენებულის შემკობისგან-მაგ დამპალმა.!
-ცირა არსენიძე..-ორ წამიანი დუმილი ჩამოვარდა მეტი ეფექტისთვის-მესამე კლასში შეყვარებული წამართვა..
-ანუ ბავშვობაში ტრამვირებული პერსპექტიული ქილერები მყავს სტაჟიორებად აყვანილი?ყოჩაღ,ანა გამაოცე!
-ჩვენს ფსიქიკას თქვენც ნუ შეარყევთ,ძალიან გთხოვთ! და საერთოდ,გადავიდეთ რა შენობითზე მომემტვრა ენა..-ამოიბუზღუნა გიორგიმ.
ნანუკას ბინასთან მანქანა გავაჩერე და ისიც შურდულივით შემოვარდა მანქანაში.
-აბა,დაიწყო შამქორი?!-აკივლდა ჩაჯდომისთანავე.
-რა შამქორი,რა ყვავი,რა ბასიანი რა დღეში ხართ?-მოთმინება დამეკარგა მე.
-რომ იცოდე ვინ არის შენი მოწინააღმდეგე შამქორს,ბასიანს და დიდგორს კვადრატში აიყვანდი და იქ ისეთ ამბავს აწევდი მატიანეს გაზვიადებაც არ დაჭირდებოდა..-ამოილაპარაკა ნანუკამ და ამით უფრო გამიცხოველა ინტერესი მოწინააღმდეგის მიმართ.
-ამოღერღავ?
-ეფექტს დაკარგავს..
-ნანუკა,რატომ გინდა შენ გიმსხვერპლოს ჩემმა არამდგრადმა ნერვებმა?
-დამიჯერე შენი თვალით ნახვა სჯობს,პირდაპირ რატის კაბინეტში უნდა ახვიდე..
-შენ რა იცი?
-სილიკოს შვებულების გამო რატის დროებით მდივნად გადამაპორტირეს.
-კაი,კაცო..-გამოეხმაურა გიორგი.
-რაო შვილებო თქვენც შავ დღეში ხართ?-გაეცინა ნანუკას ნატას და გიორგის სახეებზე-რა ფორმებში ხართ მოვიდა არმაგედონი?
-არა,ეს უფრო ოპერაცია „ვალკირიეა“..-დამაჯერებლობისთვის თავი დააქნია ნატამ.
-რა დღეში აქვთ ამ ახალგაზრდებს ნერვები.-სიცილს ძლივს იკავებდა ნანუკა.
-სტრესია,ჩემო კარგო,გიოს ბიჭმა ფეხი მოტეხა ბავშვობაში,ნატას გოგომ შეყვარებული ააცალა,ეგრე სად არი? „აბაროტი“ აქვთ ასაღები..-სიცილისგან ორად ვიკეცებოდი მე.
-შენ?
-რა მე?
-არაფერი,არაფერი გადავედით მანქანიდან წყნარად,დინჯად..
-ამ გოგომ სულ გააფრინა!-ხელი ავიქნიე და მანქანა დავაპარკინგე.
პირდაპირ ყავლაშვილის კაბინეტისკენ დავიძარი,როგორც ნანუკამ გამაფრთხილა.
კაბინეტის კარი შევაღე.

გულის გაჩერების ფასად დამიჯდა ის ფაქტი,რომ იქ მდგარი თიკა მელუა არ შემეჩნია.
ქალი,რომელმაც ცხოვრება დამინგრია.
ქალი,რომელმაც საყვარელი ადამიანი წამართვა.
ქალი,რომლის გამოც ძარღვებში სისხლის გაყინვას ვნატრობდი.
კარში დინჯი ნაბიჯებით შევედი და რატის არც მივსალმებივარ ისე დავიკავე ადგილი თიკას გვერდით,მეორე სავარძელში.
და ჰო,ეს ომი აღარ იყო მხოლოდ სამსახურეობრივი.
რატიმ იქ დამარტყა გაუაზრებლად,სადაც ყველაზე ნაკლებად ველოდი.
წინასწარ ვგრძნობდი რა მელოდა წინ და გამარჯვება უფრო მიმზიდველ იერს იღებდა.
-დილამშვიდობისა ანა..-ჰო,მშვიდობიანი დილა აშკარად მაჩუქე..-გაიცანი შენი პარტნიორი თიკა მელუა..
-მოწინააღმდეგე.!-ჩემი ხმის სიმტკიცემ თავად გამაკვირვა,რატი საბუთებს ჩაჩერებოდა უცებ რომ ამომხედა და თვალი თვალში გამიყარა-პარტნიორი,არა მოწინააღმდეგე!
-თქვენთვის ასე უფრო მოსახერხებელია მისი მოხსენიება?-მკრთალად გამიღიმა.
-ასე უფრო მართებული იქნება.
-როგორც თქვენ გსურთ,ანა.
-რა თქმა უნდა.!-ირონია არ დავიშურე უფროსისთვის.
-სასიამოვნოა ..-ხელი ისე უტეხად გამომიწოდა,მინდოდა ის ხელი მომეტეხა მისთვის.
ამაზრზენი მზერით დავაჩერდი მის მუცელს,რომელსაც ფორმა ეცვალა.
ჰო,ამჯერად ნამდვილად ორსულად იყო.
მეგონა ამ დროის განმავლობაში სული ამომაცალეს და მხოლოდ სხეულად დარჩენილი ანა ნაკაიძე ვიდექი იმ ქალის წინაშე,რომელიც მუცლით ჩემი ქმრის..ჩემი ყოფილი ქმრის შვილს ატარებდა.
-გილოცავ,ამჯერად გამოგსვლია..!-გამოწვდილ ხელს ირონიული ღიმილით დავაჩერდი,ყელში მოწოლილი ბურთი ძლივს გადავაგორე და კარისკენ დავიძარი.
-შემოთავაზებები,ქალბატონო ანა?-მისმა ბედნიერმა ხმამ ჭკუიდან გადამიყვანა,ახლა ჩემი ნება რომ ყოფილიყო აქაურობას ჰაერში ავწევდი.
-დღეს შემოგიტანენ,ბატონო რატი.
-თქვენ.
-უკაცრავად?!
-მხოლოდ თქვენ შემომიტანეთ!
პასუხი აღარ გამიცია იქაურობა დავტოვე.
ჩემი კაბინეტის კართან ატუზულ ნანუკას თავით ვანიშნე ახლა ამის დრო არ არისმეთქი და ჩემს ოთახში შევედი.
ახლა მარტოობა ყველაზე მეტად მჭირდებოდა.
კარი შიგნიდან ჩავკეტე.
მაღალქუსლიანები იქვე გავიხადე და კაბინეტის შუაგულში ფეხმორთხმით დავჯექი.
თავი სკამის ფეხს მივადე და ვეცადე არ მეკივლა.


ვატოს რომ ცოლად გავყევი თავი ყველაზე ბედნიერი ადამიანი მეგონა.
მაშინ 17 წლის ვიყავი და მეგონა სამყარო ჩემს ირგვლივ ტრიალებდა.
დედ-მამა არც მაშინ მყავდა ცოცხალი.
ადრეულ ასაკშივე დავკარგე ორივე.
არ ვიცი,ისინი რომ ცოცხალი ყოფილიყვნენ მომცემდნენ ამ ასაკში ქორწინების ნებას?!
არ ვიცი,დავუჯეებდი კი მათ რჩევას?!
ცხოვრებაში რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა ის მოხდა,როცა ჩვენ ცხოვრებაში თიკა მელუა გამოჩნდა ჯერ არარსებული და ახლა უკვე ნამვდილი ბავშვით.
რთული ხასიათი მქონდა მეც და ვატოსაც.
ალბათ იმიტომ,რომ არც ერთი ვიყავით ოჯახისთვის მზად.
მე მის მექალთანეობას ვერ ვეგუებოდი,ის კონკრეტულად რას ვერ ეგუებოდა აღარ ვიცი.
„ქალებში სიარული“ უკვე ჩვევად,რომ ექცა პირველი სერიოზული ბზარი ჩვენ ურთიერთობას მაშინ გაუჩნდა.
გველის ნაკბენივით მახსოვს,ჩემი ძმის სახლის ფანჯარასთან ვიდექი აცრემლებული და ვუცდიდი ვატო როდის მომაკითხავდა.
უნდა წავეყვანე,შერიგებას ვაპირებდით და უნდა წავეყვანე ჩვენს სახლში.
ვატო იმ დღეს არ მოსულა.
არც ღამით მოსულა.
ტელეფონით შემატყობინა თიკა ორსულად არის და მაპატიეო.
გამეცინა რომელი უნდა მეპატიებინა ვერ ვიგებდი.
მის ცხოვრებაში თიკა უნდა მეპატიებინა თუ მისი ორსულობის ამბავი.
ოჯახის შენარჩუნების მიზნით 1 კვირის განმავლობაში ეცადა სიტუაციის დალაგებას,მერე ჩემი „აუტანელი“ ხასიათი ვეღარ „აიტანა“ ჩაალაგა და თავად დატოვა ჩვენი ბინა.
როგორც ვიცი იქ დღესაც არავინ ცხოვრობს ჩვენი მოგონებების გარდა.
თიკა ორსულად არ აღმოჩნდა.
თავიდანვე მჭამდა ეჭვები მაგრამ ამის თქმას აზრი აქ ჰქონდა,მე ცოლი ვიყავი რომელსაც უღალატეს და ჩემი სიტყვა მაინცდამაინც კომპეტენტური ვერ იყო ამ საკითხში.
გავჩუმდი.
თიკას ტყუილის შესახებ რომ გავიგეთ და ვატოს დედა ხვეწნა-მუდარით მოვიდა ჩემს შვილს შეურიგდიო,მანდაც გავჩუმდი.
არადა უნდა მეთქვა,რომ უპატიებელი შეცდომების მთელი სია ჰქონდა ბატონ ვატოს.
მიყვარდა.
მთელი სიმძაფრითა და გააზრებული ემოციებით მიყვარდა.
ვის ვატყუებ?!
დღემდე მიყვარს,მასში დარჩენილი ჩემი ნაწილი.
დღემდე ვერ ამოვშალე გონებიდან იმ ბინის მისამართი,სადაც ჩვენივე ოჯახი დაასამარა.
დღემდე მახსოვს რა სუნამოს ისხამს სახლიდან გასვლის წინ.
დღემდე ვერ მოვინელე სამსახურში წასვლის წინ მისი კოცნის მონატრება.
ყოველ ჯერზე,როცა რაღაც ლაგდებოდა ისევ თიკას ფაქტორი გამოჩნდებოდა ხოლმე და დალაგებულს ისევ უმოწყალოდ ანგრევდა.
იმ ღამით,როცა შერიგებას ვაპირებდით,ვატო ჩემს ძმას დაელაპარაკა და სუფრასთან ვისხედით თიკას შეტყობინებამ ბოლოჯერ ჩამომამხო ოჯახის აღდგენის იმედი თავზე.
მათი ერთად გადაღებული ფოტოები თვალებს მიჭრელებდა,მათი შეტყობინებების „სქრინები“ პულს მიჩერებდა,აბაზანაში ვიჯექი და ვკითხულობდი.
მაზოხისტივით ვკითხულობდი ჩემი ქმრის გაგზავნილ თითოეულ შეტყობინებას და საკუთარი თავი მძულდა,ვატოს რომ ვერ „ვიძულებდი“..
მაშინ საკუთარ თავს მკაცრად დავუსვი საკითხი,ან ქმარგაშორებული ქალი ვიქნებოდი ან ქალი,რომელსაც გამუდმებით ღალატის შიში შეჭამდა.
მის შემდეგ 4 წელი გავიდა.
მთელი 5 წელი ვებრძოდი ყოფილი ქმრის აჩრდილს,რომელსაც თან ახლდა ქალბატონი თიკა მელუა,ქალი რომელიც ახლა სამსახურის წართმევითაც მემუქრებოდა.
მუხლებზე დაჩოქილმა ღმერთს ძალა ვთხოვე,ძალა რომლითაც თავს ღირსეულად დავიჭერდი ამ ომში,ძალა რომელიც საბოლოოდ არ დამანგრევდა.
უფალს ვთხოვდი არ დავეტოვებინე.
რა შეუძლია ადამიანს,მაშინ როცა მისი შესაძლებლობები მთავრდება და მხოლოდ ღმერთის იმედად დარჩენილა?!ვიტყოდი,რომ მის შესაძლებლობებს ამ მომენტში საზღვარი არ აქვს.
რადგან მას აქვს იმედი.
იმედი,რომ ღმერთი არ გასწირავს.


შემოთავაზებები არსად ჩანდა.
ჩემი ფოსტა სამარესავით დუმდა.
თიკა მელუა კონკურენტად მეჯდა გვერდით კაბინეტში.
ახლა უდავოდ ორსულად იყო და მამა აუცივლებლად ჩემი ყოფილი ქმარი გახლდათ.
ჩემი უფროსი ნამდვილი მონსტრი იყო და თუ ხსენებულ შემოთავაზებას მაგიდაზე არ დავუდებდი ჩემი მიწასთან გასწორება გარდაუვალი გახდებოდა.
ვიჯექი ჩემი კაბინეტის შუაგულში,ფეხმორთხმით და ველოდები ღმერთის სასწაულს,რომელიც ვიცოდი მოხდებოდა.
თუ იმაზე დიდი განსაცდელი რომლის გადატანაც არ შეგვიძლია არ მოგვევლინება,მაშინ ამის გადატანის ძალაც მქონია და არ ვიცოდითქო ვფიქრობდი და სიჩუმეში მჯდარი ველოდებოდი ღმერთს.

ზედმეტად რელიგიური არასდროს ვყოფილვარ.
მხოლოდ იმის მწამდა რასაც ვგრძნობდი.
მე კი ღმერთს ვგრძნობდი.
ვგრძნობდი იმდენად,რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო.
გადიოდა წუთები,წამები წამებს მისდევდა.
საათის ისარი არადა არ ჩერდებოდა.
ჩემი ფოსტა კი დუმდა.
კარზე ჩუმად მომიკაკუნებდნენ ხოლმე ზოგჯერ.
ხმას არ ვიღებდი.
ვიჯექი ჩემი კაბინეტის შუაგულში,ფეხმორთხმით და ველოდი ღმერთს.!

ფანჯარაში მზის სხივები ღრუბლებმა,რომ ჩაანაცვლეს მივხვდი დაღამდა.
დილის 10 საათიდან აქ ვიჯექი,ისრები ახლა ექვს აჩვნებდნენ.
სრული სიგიჟე იყო გეთანხმებით.
ტელეფონზე რამდენიმე შეტყობინება მომივიდა ნანუკასგან.
ხმას ისევ არ ვიღებდი.
ახლა ამ კაბინეტში თითქოს მთელი სამყარო ჩემს წინ ტრიალებდა მე კი ვიჯექი და უბრალოდ ვუცდიდი.

კარზე ძლიერი კაკუნი,რომ ატყდა მობეზრებულმა წამოვდექი,ტელეფონი ხელში მოვიქციე და კარი გავაღე.
ნანუკას ნაცვლად ხელში ბატონი თემურ ლენგი შემრჩა.
გამეცინა.
თემურს აშკარად გაუსწორდებოდა,რომ გაეგო რა სიმპათიურ კაცს ვეძახდი მის სახელს.
-სასაცილოდ გაქვთ საქმე?-მკითხა მკაცრი ტონით,მის ზურკს უკან თიკას სტაჟიორი ატუზულიყო და წარბაწეული მიცქერდა.მისი წარბის გადაპარსვის სურვილი დავაიგნორე და რატის კაბინეტში შესვლისკენ ვანიშნე,ისიც შემოვიდა და მე კარი ცხვირწინ მივუხურე სავარაუდოდ ნატას მოსისხლე მტერს.
ჩემს შიშველ ფეხებს რომ დახედა ღიმილი ტუჩზეკბენით გადაფარა.
მე სავარძელში მოვთავსდი და მის უძირო მზერას დავაკვირდი.
ის აშკარად არ მოელოდა სცენარის ამ განვითარებას.
-იცით,რომ არ უნდა იტრაბახოთ თუ ამის თავი არ გაქვთ?!-დაიწყო მშვიდად და ჩემს მოპირდაპირე სავარძელში ჩამჯდარმა პერანგის ბოლოები ისევ ამოაძვრინა ქამრიდან,მის ამ ჩვევაზე გამეცინა.
-მხოლოდ ამას მეტყვით?
-იმედები გამიცრუე,მეგონა მართლაც,რომ მოთხოვნადი კადრი მყავდა სამსახურში შენი სახით,სილიბისტრომ ისე დაგახასიათა,მეგონა ერთ-ერთი ქვაკუთხედი იყავი ამ კომპანიის..
-რატომ ამომიჩემეთ?
-რატომ ამოგიჩემეთ?-წარბები მაღლა აზიდან რატიმ.
-კითხვაზე კითხვით არ პასუხობენ.
-რატომ თვლით თავს ამოჩემებულად?-ტელეფონზე მოსულ შეტყობინებას დავხედე,უნებურად მოგვრილი ღიმილი დავაიგნორე და ისევ რატის დავაჩერდი.
-მე განსაკუთრებულად მაკვირდებით,თითქოს ის ჩიტი ხართ,ხეზე რომ ზის ხელის აქნევა რომ უნდა და გაფრინდება..!
-არაფერი პირადი,ანა ეს მხოლოდ ბიზნესია..
-არ გინდათ,საერთოდ ვერ გავხართ მაიკლ კორლეონეს და არ გიხდებათ ეს ფრაზა!-ხელი ისე უდარდელად ავიქნიე,ვითომ რატი ყავლაშვილს კიარა ჩემი უბნის ბავშვს ველაპარაკებოდი.
-თქვენი აზრით რა მიხდება?-აზარტში შევიდა ბატონი ლენგი.
-ამოწეული პერანგის ბოლოები,ჩატნეულით ბოტანიკოსს ჰგავხართ.!
-ოჰო..!-ხმით გაეცინა და 32 უთეთრესი კბილიც შემახარბა.-კიდევ?
-კეხიანი ცხვირიც გიხდებათ,რომელიც აშკარად აპრეხილად ჰქონდათ ჩაფიქრებული თქვენს მშობლებს..
-კომპლიმენტად მივიღებ..
-არა,ბატონო რატი მსგავს კომპლიმენტებს არასდროს ვეუბნები მამაკაცს,ეს ერთგვარი ...
-დაცინვაა...-გაღიმებულმა თავის დაქნევით მითხრა ის სიტყვა,რომლის შერბილებულ ვარიანტსაც ვეძებდი.
-დიახ.!
-იცი რა არ მესმის,ანა? რა მაიძულებს ახლავე არ გაგაგდოთ კომპანიიდან..?!
-ალბათ აი ეს..-ტელეფონი წინ დავუდევი,მეილზე მოსული სამი შემოთავაზება სხვადასხვა კომპანიიდან ამაყად იწონებდა თავს რატის წინ..
(დღის 3 საათიდან საათნახევრის ინტერვალებით იყო გამოგზავნილი შეტყობინებები,მე მხოლოდ ფოსტის განახლება დამავიწყდა..)
-თბილისში,ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კადრი ვარ,დიახ,ამას ამაყად ვამბობ იმიტომ,რომ ბევრი ვიშრომე ამისთვის,ღმერთი სამართლიანია,ის არასდროს გვიკარგავს შრომას,არც ჩემთვის დაუკარგავს ... მაშინ,როცა გონებაში 3ჯერ გამომლანძღეთ თქვენთვის დამახასიათებელი ირონიული ღიმილით,4-ჯერ თავზე დამახურეთ კომპანიაში ჩემი სტაჟი და 5-ჯერ ჩამილაგეთ თქვენი ხელით ნივთები,სამი კომპანიის გენერალური დირექტორი ჩემთვის ამ შემოთავაზებებს აგზავნიდა.ჰო, ამ შემთხვევაში ეს ბრძოლა მე მოვიგე,ხედავთ?თავად მობრძანდით ჩემი შემოთავაზებების სანახავდ ... არ ვარ თავხედი,დამერწმუნეთ,ამას მხოლოდ თქვენ მაიძულებთ!
-ჰო,მხოლოდ ღმერთი თუ გადაგარჩენდა...!-ამოილაპარაკა ძარღვებდაბერილმა.
პასუხად მხოლოდ „თავმდაბალი“ ღიმილი მიიღო და ჩემი კაბინეტი დატოვა.
ოთახში ნანუკა,ნატა და გიო შემოვიდნენ.
-რა მოხდა?-თვალები დაექაჩა ნანუკას.
-ყველაზე მაგარი ხარ!-ვიკივლე როგორც შემეძლო და მზერა ჭერზე გავაჩერე.
უნებურად ცეკვის გამაგიჟებელი სურვილი შემომაწვა.
გაოცებულ თვალებს ვაიგნორებდი ყურსასმენებით შეიარაღებული ვცეკვავდი ქანცის გამოცლამდე,ბოლოს რაც მახსოვს ოთხივენი გიჟებივით ვცეკვავდით და ჩვენი სიცილი თანამშრომლებისგან დაცლილ კომპანას იკლებდა.
და ეს იყო ამ დღის ყველაზე მაგარი დასასრული,რაც ცდებოდა ჩვენს შესაძლებლობებს ...

მეორე დღეს სამსახურიდან დათხოვილები ვიყავით,ბატონი რატი კორპორატიულს აწყობდა და ორი დღით ბაზალეთის ტბაზე მივდიოდით.
ვალოდიამ აიღო თავზე ჩემი,ნანუკას და პინგვინების მგზავრობა.
გახარებულა მითხრა ჩემი შვილი გაგიჟდა საჩუქრის ნახვისასო.
პასუხი აღარ დავუბრუნე და მოჩხუბარ ტყუპებს(ნატას და გიორგის) გადავხედე.
-შენი აზრით ეგ თეთრი მანდილის შეურაცხყოფა ლამაზია?-არ ცხრებოდა ნატა.
-ნატო,არც შენ ხარ ფეხშიშველი თამარ მეფე,ნუ დამღალე შენი წიკებით!
-რა ხდება ბავშვებო?-ჩაერია ნანუკა.
-ჩვენი თანამშრომელი,რომ არის სალომე ჭკადუა მაგაზე ჩაეკეტა!-თვალები აატრიალა ნატამ.
-გააჩერე მანქანა,ვალიკო!-შეჰკივლა ნანუკამ და შუა რუსთაველზე ვალოდიამ მოძრაობა გააჩერა.-გადადი მანქანიდან შე უბეში გაზრდილო გველო!-თვალები ისე დაუბრიალა ნანუკამ ბიჭს, გიორგიმ ინსტიქტურად გააღო კარი.
ბოლო ხმაზე რომ არ აგვეტეხა მე და ვალოდიას ხარხარი მართლა გადავიდოდა მანქანიდან.
ვალიკომ მანქანა დაძრა და დათქმული ადგილისკენ განაგრძო სვლა.
-მომისმინე,შენ გვარში თუ ვინმე მოინდომებს ამ კომპანიაში სამსახურის დაწყებას ტყავიდან ამოვძვრები და ყველას დავაბლოკინებ რატიკოს თუ მეორედ მაგ უსახო ჯოჯოზე(მეც არ ვიცი რა არის) კიდევ იტყვი ლამაზიაო..!
-მხოლოდ ამ ერთხელ გაპატიებს,ჯერ დამწყები ხარ და არ იცი..-ამოვიქირქილე და გიორგის გადავხედე.
-იმის გამო გპატიობ,რომ ... არ ვიცი რის გამო,მაგრამ ჯანდაბას ამ ერთხელ ჭინჭრის ციებას გადავიტან შენ გამო მეორედ მე გაგლახავ ჭინჭრით,გაიგე?!
-გასაგებია..-ამოილუღლუღა საწყალმა გიორგიმ და ამის შემხედვარე მე და ვალიკო გალურჯებამდე სიცილის მეორე წრეზე წავედით.
-ნანუკა,მიყვარხარ..!-უჩურჩულა ნატამ ნანუკას და დავინახე როგორ მოეხვია სახედაბრეცილ დოლიძეს.
დათქმულ ადგილზე მალევე მივედით.
დიდი ავტობუსი მზად იყო ჩვენს წასაყვანად ბაზალეთზე.
თვალი მოვკარი სალომე ჭკადუა როგორ ელაპარაკებოდა სპორტულებში გამოწყობილ რატის და თან როგორ ეთამაშებოდა საგანგებოდ დახვეული თმის კულულებს.
მის ამ ჟესტზე გამეცინა.
„კაი რა,სალი აღარ მოძველდა ეგ მეთოდები?..“
ნანუკა დამეტაკა მარჯვენა ხელზე მთელი ძალით ჩამებღაუჭა და დაიწყო ჩურჩული.
-ეს ქვეშქვეშა მუწუკი როგორ დასტრიალებს თავს რატიკოს თუ ხედავს შენი თვალები?
-მერე რა ვიღონო?-სიცილი ვერ შევიკავე ნანუკას აღშფოთებულ სახეზე.
-იქიდან გამომდინარე,რომ პატიოსანი ქალი ვარ და ქმარს ვერ ვუღალატებ დროა დავიწყოთ მეორე ოპერაცია „ყვავი მახეში“..
-რა გოგო დავკარგეთ..-დანანებით გადავაქნიე თავი.
-ვინ გოგო?-შეშფოთებულმა იმ ფაქტით,რომ არ იცოდა ის რაც მე ვიცოდი გადმომხედა.
-ნანა დოლიძე,ამბობენ გაგიჟდაო...-ავტობუსის კიბეზე ავირბინე და სასურველი ადგილი დავიკავე ჩემი პინგვინების უკან.
-აბა,რას ვშვრებით?ვატეხავთ მჭედლიძეს ნისკარტს?-გადმოიხარა ჩემს წინ ნატა.
-რას ერჩით ამ საცოდავ გოგოს შენ და ნანუკა?
-პირადი ანგარიშსწორებაა..!-ამოიდუდღუნა ნანუკამ და ნატას თვალი ჩაუკრა.-რატი უნდა ავაცალოთ,მაგის ხელში ყავლაშვილი სულ გარეკავს და ის მაკლია ახლა მჭედლიძე მეუფროსოს!
-რატომ უნდა გეუფროსოს?-ახლა გიორგიც მობრუნდა ჩვენსკენ.
-აი,რატიკოს თუ გაუჩინა პატარა რატიკოები მერე გვეუფროსება კიარა..-თვალები ავად დააბრიალა ნანუკამ,არა მართლა რა საშინელი წარმოსადგენი იყო ყავლაშვილის შვილი სალის შვილიც,რომ ყოფილიყო,გამაჟრიალა.
-რას ვიფიქრებდი ყვავის დახსნა თუ მომიწევდა აფთარის კლანჭებიდან..!-თავი გადააქნია ნატამ.
-თქვენ ხალხო,მაგრად გაუტიეთ!-ჩემი ფუმფულა კისრის ბალიში(ასე ვეძახი ბალიშს,რომელსაც მგზავრობისას იყენებენ) მოვირგე და ფანჯარაში გავიხედე.
ყავლაშვილს ისევ სალი ელაპარაკებოდა,ისევ კულულებს იხვევდა თითზე.
გონებაში წარმოვიდგინე,როგორ დარბოდა რატი სალომეს ხუშტურებზე ორსულობისას.
არა,მართლა გამაჟრიალა.
ნეტავ რატი,როგორი მამა იქნებოდა?!..
ჰო,აი ამ ფიქრის გაფიქრებისას დავიღუპე.
***
-ახლა ასე უნდა ვიყო პიონერი ბავშვივით გაჯგიმული?ესაა დირექტორის კრეატივი?-არ ცხრებოდა ნანუკა.
-ნანუკა,ამიდუღდა ტვინი შეგიძლია 10 წუთით მაინც დაასვენო პირის აპარატი?-მობეზრებულმა გადავხედე ავტობუსის წინა ნაწილში,სადაც სილიკო და რატიკო ისხდნენ ჩოჩქოლი,რომ ატყდა.
-ყურადღება,ყურადღება!-გაისმა სალის წიკვინა ხმა.-მალე ჩავალთ ბალაზეთის ტბაზე,სადაც კოტეჯები დაგვხვდება და გთხოვთ ყველანი მოემზადეთ.!
-არადა ვიფიქრე,ცხოვრებაში ერთხელ მაინც იტყვის რაიმე საინტერესოსთქო..-თვალები აატრიალა ნანუკამ და თავის ზურგზაკს დასწვდა.
დავინახე,როგორ „გადაუარა“ მუხლებზე რატის მჭედლიძემ და მის ამ ქმედებაზე ისე ავღშფოთდი სახეზე ალმური მომედო.
-ანა,დამელოდე საყვარელო შენთვის რაღაც მაქვს..!-მისი შეუფერებელი კაკუნებით გამოიქცა ჩემკენ და ის იყო მანძილი ბოლომდე უნდა დაეფარა,რომ მომენტალურად ყველა გავქვავდით.
სალი მჭედლიძე სახით იყო გადაწოლილი ჩემს ტერფებთან.
და მე მის სახეს ვგრძნობდი.
ჯანდაბა,პირდაპირ სახით დაეცა,იმ მომენტში ვგრძნობდი,რომ ზემოდან უხდიდნენ სამაგიეროს,ჩემი წყობიდან გამოყვანისთვის და უნებურად გამეღიმა,ხალხს,რომ მოვავლე თვალი სკამზე მუხლებით დამდგარი ყავლაშვილის თვალები არ გამომპარვია,რომელიც თავისი სავარძელს სხეულით აკვროდა და ისე უცქერდა სანახაობას.
არა,გატყუებთ სანახაობას კიარა ჩემს ღიმილს იჭერდა და თავადაც ეღიმებოდა.
-მომკალით ვინმემ ეს თუ ღვთისგან მოვლენილი სასჯელი არაა!-ყურში ჩუმად მიჩურჩულა ნანუაკმ და სალის ისე უმოწყალოდ გადააბიჯა თუ სამართალი მართლა არსებობდა მეორე ის უნდა წაქცეულიყო.
ავტობუსიდან ძლივს ჩავიყვანეთ სახეალეწილი მჭედლიძე,სულ პირველ სავარძელზე მჯდარმა თიკუნამ გამოთქვა სურვილი სალის საქმეს მე შევასრულებ და მევე გადაგანაწილებთ კოტეჯებშიო,უშენოდ თავს დავეკარგებოდით,თიკა შენ რომ არ გვყავდე რა გვეშველებოდა ...
იდგა ეზოში და მშვიდად აცხადებდა ჩვენს გვარებს.
-ნაკაიძე,დოლიძე,არსენიძე და მჭედლიძე 24-ე კოტეჯში..
ნანუკამ მაჯაზე ხელი ისე მომიჭირა მეგონა ძვალი ჩამემსხვრა,ახლა მის ადგილზე ყოფნას მტერს არ ვუსურვებდი.
-აშკარა უპირატესობა გვაქვს სამი ერთზე..-ჩაიქირქილა ნატამ და ჩვენ გადმოგვხედა,ნანუკამ თვალები დააწვრილა და ნატას გადახედა.
-ეს სიკეთის ბუკეტი არ მომცეს უფლებას ორი ღამე გავუმწარო მჭედლიძეს..!
ორივე ისეთი მონდომებით გეგმავდა სალისთვის ორი კოშმარული ღამის მოწყობას,რომ სიცილს ძლივს ვიკავებდი სანამ სიცილი ხველებაში არ გადამივიდა რადგან ვიგრძენი,როგორ მომიახლოვდა ჩემი უფროსი.
-აღელვებული მეჩვენებით, აქ განსატვირთად ჩამოვიყვანე ჩემი თანამშრომლები,თქვენ აშკარად ვერ ისვენებთ..-ყურთან ისეთი უცნაური ხმით მიჩურჩულა უნებურად გამაჟრჟოლა,არც ეს გამოჰპარვია და მისი ცინიკური სიცილიც მალევე მისწვდა ჩემს სმენას.-სასიამოვნოა..
-ვერ ვხვდები,რაზე ლაპარაკობთ..
-სასიამოვნოა,როცა ქალი თავის ყოფილ ქმართან იგივეს ვერ განიცდის,რასაც შენი მიახლოებისას..-ვინატრე მიწა გამსკდომოდა და შიგნით ჩავეყოლე.
-თავხედობაა თქვენი მხრიდან,ბატონო რატი.!
-ადამიანი ინდივიდუალური არსებაა,ყველას ჩვენი შეხედულება გვაქვს ამა თუ იმ საკითხზე,რაც შეეხება თავხედობას,ჰო აქ ჩვენი მოსაზრება ერთმანეთს ემთხვევა,თავხედი ვარ და სიამოვნებისგან ტვინი მეთიშება,როცა ვხვდები,რომ გამდის.!
-აშკარად ტერიტორია შეგეშალათ-სწრაფად შევბრუნდი და ენა გადამეყლაპებოდა მისი სიახლოვისგან,რომ არა მისივე თვალები რომლებიც ურცვხვად მათვალიერებდნენ-რაც ახლა მოხდება თქვენს თავს დააბრალეთ თუ ამის გამო სამსახურიდან დამითხოვთ პირობას გაძლევთ სასამართლოს კარს არ მოგაშორებთ...!-წინადადება დავასრულე თუ არა ფეხი მუხლში მოვხარე და მთელი სიძლიერით დავურღვიე სახეზე მშვიდი გამომეტყველება.ჰო,ეს ჩემმა ძმამ მასწავლა და ფაქტია საოცრად მუშაობდა,როცა ოთხად გაკეცილი ყავლაშვილი დავლანდე და ჩვენკენ წამოსული რამდენიმე მლიქვნელი თანამშრომელი,რომელიც მისი გულის მოგებას ცდილობდა სამსახიობო ნიჭს მივმართე და ხმამაღლა შევკივლე-ბატონო რატი,ისევ კუჭის შეტევა გაქვთ? სასწრაფოს ხომ არ გამოვუძახოთ?ბატონო რატი,როგორი მამაცი ბრძანდებით,მაგრამ იქნებ მაინც...ნუ თუ არ იშლით ...-გვერდით ამომდგარ თანამშრომელს გადავხედე,რომელიც შეწუხებული სახით დაჰყურებდა სიბრაზისგან სახე აწითლებულ ყავლაშვილს-არ გინდათ,კაცს მუცელი ეტკინა ექიმს ხომ არ დავურეკავთ,მთელი კომპანია მის კუჭზე ისაუბრებს...
-ნაკაიძე..!-ამოიხრიალა გამწარებულმა და ისეთი სახით ამომხედა ჩემმა ირონიულმა ღიმილმა კიდევ უფრო დაუბრიცა სახე,გეფიცებით,არ მახსოვს ბოლოს ასეთი ბედნიერი როდის ვიყავი.მხარზე ხელი მეგობრულად მოვუთათუნე და იქაურობას გავეცალე.
როცა იცი,რომ ხელს აუცივლებლად დაგიბრუნებენ,სამაგიეროს გადაგიხდიან,რომ სილის გაწვნას ასე მარტივად არ შეგარჩენენ შენ გრძნობ ადრენალინს..
დიახ,ეს უზარმაზარი ადრენალინია,რომელიც ბოლომდე გიპყრობს თითქოს ეს ერთადერთია,რასაც ახლა მნიშვნელობა აქვს.
მისი შემდეგი ნაბბიჯი.
ამას ისე ელოდები,თითქოს შენთვის სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობის საქმე წყდებოდეს,მაგრამ იცით რა?!არა,ეს გაცილებით უფრო სასიამოვნო პროცესია,რადგან არ იცი რას გიმზადებს ხვალინდელი დღე,სულაც დღევანდელი საღამო,საათის ციფერბლატზე პატარა ისრის მოძრაობა.
და შენ ელოდები.
ელოდები,როდის გადაგიხდიან სამაგიეროს.
და ეს უფრო გამაგიჟებელია.
ბევრად უფრო ამაღლებული მაშინ,როცა საქმე რატი ყავლაშვილს ეხება.

გოგოები მოვძებნე და მათთან ერთად განვმარტოვდი ეზოში.
დიდი მდელო იყო,იგრვლივ ხის კოტეჯები იდგა ერთმანეთისგან 5 მეტრის დაშორებით.
ტბა აქედან 15 წუთის სავალზე იყო,ულამაზესი ბუნებით გამოირჩეოდა ეს ადგილი.
-რა მოუვიდა ყავლაშვილს?-წარბები აწკიპა ნატამ.
-არასწორი ტერიტორია მონიშნა..-უნებურად გამეპარა ტუჩის კუთხეში ღიმილი,რაც რა თქმა უნდა არ გამოჰპარვია ნანუკას.
-შენ გაუჩალიჩე ხო?!-სიცილს ვერ წყვეტდა დოლიძე.
-დაიცა ... აბა კუჭიო?-თვალები გაუფარდოვდა ნატას.
-ცოტა ქვემოთ..-თვალი ჩავუკარი და მეც ნანუკას ავყევი სიცილში,ბოლოს ისეთ ხმაზე ვიცინოდით რამდენიმე თვალიც შევნიშნე,გაკვირვებულები,რომ გვიყურებდნენ.
-ვგრძნობ რომ ეს ორი დღე ბევრის ცხოვრებას შეცვლის..!-თავი დამაჯერებლად დამიქნია ნანუკამ და ნატას გადახედა,რომელმაც სიცილი ვეღარ შეიკავა და მეორე წრეზე წავედით.
-ახლა რაღაცას გკითხავ და გულწრფელად მიპასუხე..-შეპარვით დაიწყო ნატამ-რატი მოგწონს?!
როცა ასეთ კითხვას გისვამენ,პასუხი აშკარაა.
ადამიანი ან მოგწონს ან არა.
მისდამი გულგრილი ან ხარ ან არა.
მეც ვიცოდი პასუხი.
ვიცოდი.
ვიცოდი,რომ მომწონდა.
ვიცოდი,რომ გულგრილი არ ვიყავი.
ვიცოდი არარეალური იყო,მაგრამ მაინც მომწონდა.
10 წუთი,რომ გავიდა სრულ სიჩუმეში თავდახრილმა თავი მაღლა ავწიე და გოგონებს გადავხედე,რომლებიც დაძაბული სახეებით მიყურებდნენ.
-არ უნდა მომწონდეს..-ამოვიხრიალე და მინდოზე გადავწექი-არ უნდა მართობდეს მასთან ომობანას თამაში,არც მისი ახლოს ყოფნა არ უნდა მაფორიაქებდეს ...
-მაგრამ მოგწონს.!-გამარჯვებულის ხმით ჩაილაპარაკა ნანუკამ.
-ანა,ყავლაშვილია ... ხვდები,რომ შარში ხარ?-მგონი,რომ მხოლოდ ნატა იაზრებდა სიტუაციის სიმძაფრეს.
-ვხვდები.
-პირველივე გამოჩენიდან მივხვდი,რომ ის იყო..!-ფეხზე წამოხტა ნანუკა.
-ვინ ის?-მეც წამოვჯექი მინდორზე.
-კუპიდონი.!
-ბატონო?-სიცილი ძლივს შევიკავეთ მე და ნანამ ნანუკას სერიოზულ სახეზე.
-კუპიდონმა გაისროლა,როცა სილიბისტრომ ყვავი საკონფერენციოში შემოიყვანა.!
გიორგის ხმა გავიგეთ,ყველანი ერთად იკრიბებოდნენ და მოსაწყენ პიკნიკს აწყობდნენ.
რატი არსად ჩანდა,თინეიჯერი გოგოს მსგავსად მის თვალებით ძებნას არ ვაპირებდი.
მომწონდა ის რაც ხდებოდა,მასთან ომი მომწონდა და არ ვაპირებდი ეს ყველაფერი გრძნობებსა და ემოციებში ამერია.
ჩემს გოგონებთან ერთად ადგილი დავიკავე და თანამშრომლების გამაყრუებელ საუბარს ყური დავუგდე.
ერთ-ერთ კლიენტზე საუბრობდნენ,ჩემი გონება კი იქ ნამდვილად არ იყო.
საღამო ხანს დაიშალნენ,ჩვენი გენერალური დირექტორი არსად არ ჩანდა.
-რა უქენი იმ კაცს ასეთი?!-სიცილს ძლივს იკავებდა ნატა.
-ან რა გითხრა ასეთი,რომ არ დაინდე?-შუაში ჩაჯდა გიორგი და ნატას ჩაუკრა თვალი-პრივეტ,ნატო!
-ტერიტორიების მონიშვნა მოინდომაო..-ჩემი სიტყვები თუთიყუშივით გაიმეორა ნანუკამ.
-არ მითხრა,რომ გეუზრდელა და ... მოიცა,რას ნიშნავს მონიშვნა მე ერთი ვიცი და არ მითხრა,რომ..
-არა,გიორგი,არა..!-სიცილით ვერ ვსუნთქავდით გოგოები.
კოტეჯებში გადავნაწილდით.
სანამ ნანუკას და სალომეს ხელჩართული ბრძოლა ჰქონდათ საწოლებზე,მანამ გავასწარი გარეთ ჩემი თბილი ქურთუკითა და ყურსასმენებით შეიარაღებული.
ის იყო ჩემი ფლეილისთიდან სასურველი სიმღერა უნდა ჩამერთო და ტბისკენ უნდა წავსულიყავი,როცა ნაცნობი კოტეჯიდან ნაცნობი სხეული გამოვიდა და აზრი არ ჰქონდა მის არ შემჩნევას,მხოლოდ იმიტომ რომ მანაც შემამჩნია.
-თავს როგორ გრძნობთ?!-მოახლოებულს სიტყვის თქმაც არ ვაცადე.
-ხომ იცი,რომ ამას ასე არ დავტოვებ?-ვერც ის იკავებდა ღიმილს.
-ველოდები როდის იფიქრებ,რომ შური იძიე..-გულწრფელად გვეცინებოდა ორივეს და ორივე ვგრძნობდით,რომ ნელ-ნელა ირონია ქრებოდა ამ სიცილში.
-საით?
-ამბობენ ამ ტბის ჩაყოლებაზე ღამით ლამპიონები ინთება და საოცარი სანახავიაო,მეც არ მეძინება და სასეირნოთ გამოვედი.
-ხელს შეგიშლი,მეც რომ გამოგყვე?
-რა თქმა უნდა.-პასუხის მიუხედავად არ მომშორებია და ისიც ნელი ნაბიჯებით დაიძრა ტბისკენ.
-ერთი თამაში არსებობს,რომლის შემქნელსაც თუ დავუჯერებთ,ამ თამაშით შეგვიძლია ადამიანის სულის სიღრმეებს ჩავწვდეთ და მარტივად გავიცნოთ...
-ბლიცი-გამეღიმა მე-არ მითხრათ,რომ ჩემი სულის სიღრმეებში ჩასვლა და კარგად გაცნობა გინდათ.-ხელები გულთან გადავაჯვარედინე და გავუღიმე.
-მოდი ამ ღამით დაივიწყე თქვენობითი ფორმა და უბრალოდ გოგონა იყავი ტბის ნაპირზე მოსეირნე,კაი?-მის ხმაში თხოვნის ელემენტები ისეთი ნათელი იყო მე დავიბენი,არასდროს მინახავს ასეთი რატი ყავლაშვილი.
-მაშინ დაიწყეთ.
რამდენიმე წუთს ჩუმად მივდიოდით,მალევე გავედით ტბაზე და იქაურობის სილამაზით ენაჩავარდნილებმა ერთმანეთს გადავხედეთ.
რთული იყო ლამპიონის შუქზე არ შეგემჩნია რატის დანისლული თაფლისფერი სფეროები,რომელიც სულის გავლით პირდაპირ მთელ ცნობიერსა და ქვეცნობიერს ქაოსის საბურველში ხვევდა.
-ხალხი გაოცდება თუ კი შეიტყობს რომ ...-უეცრად მისმა ხმამ შემაკრთო,ის მე მიყურებდა და იღიმოდა.
-სინამდვილეში სიმშვიდე მინდა.
-რომ არ ყოფილიყავი ის ვინც ხარ ...
-ვიქნებოდი ანა ნაკაიძე.
-ბავშვობაში ოცნებობდი ...
-ფრთები მქონოდა და სამყარო ზემოდან დამენახა.
-შენი კომფორტისთვის აუცილებელია...
-დასახული მიზნების მიღწევა.
-რაც არ უნდა გადაგიხადონ ...
-სხეულს არ გავყიდი.
-ყველაზე საჭირო რჩევა ...
-„იპოვე შენს თავში საკმარისი ძალა,რომ გაიღიმო მაშინ,როცა არ გეღიმება“
-საშინლად გაკომპლექსებს ...
-დაუმსახურებელი შექება.
-ყველაზე სასიამოვნო კომპლიმენტი...
-მე რომ შენი ქმარი ვიყო ...
-ბევრს დავთმობდი ერთხელ მაინც რომ ..
-დამესიზმროს დედა.
-დიდი სიამოვნებით გავატარებდი ერთ დღეს ...
-ჩემი ყოფილის ცოლთან.
-არ მინდა რომ ოდესმე ..
-თვალი გადავავლო წარსულს და ჩემი საქციელის შემრცხვეს.
-საკუთარ თავში მოგწონს ...
-შემიძლია გავიღიმო,იქ სადაც სული მეფლითება.
-საკუთარ თავში გაღიზიანებს ...
-ემოციური ფონი.
-ზუსტად იცი რომ ...
-ერთ დღეს აუცივლებლად განვთავისუფლდები მისგან.
-ერთი დღით სიამოვნებით გადაიქცეოდი ...
-ნოზად
-ყველაზე მეტად გეშინია ...
-მარტოობის.
-სიამოვნებით ითამაშებდი ფილმში ...
-„სახიფათო თამაში“
-დედამიწის არსებობის ბოლო დღე რომ იყოს ...
-პარაშუტით გადმოვხტებოდი.
-ვოცნებობ ...
-სიმშვიდეზე
- სიყვარული,რომ არ არსებობდეს ...
-არ იარსებებდა ღმერთი.
-10 წლის შემდეგ ...
-ვიქნები დედა.
-და მაინც ...
-რა ხიბლი ექნებოდა ცხოვრებას შეცდომების გარეშე.
-ჩვენს შვილს პირველად ეტყვი ...
-რომ მიყვარს ... მოიცა,რაო?-მისმა ღიმილმა რეალობაში დამაბრუნა.
ჩემს უკან იდგა,იღიმოდა.
არც ერთი წამით შემხებია,მხოლოდ უკან იდგა და ტბას უყურებდა.
ტბა იყო მშვიდი და ღრმა.
ღრმა იმდენად,რამდენადაც ადამიანში თავისი არ თქმული სიტყვები.
ღრმა იმდენად რამდენადაც ადამიანის ვერ ახდენილი ოცნენები.
ღრმა იმდენად რამდენადაც ადამიანის გაცრუებული იმედები.
-მიუხედავად იმისა,რომ 20 წლის ასაკში ოჯახი დაგენგრა მაინც შეძელი..-ხმა არაბუნებრივად ჩახლეჩვოდა ყავლაშვილს.
-არ ვიცოდი ასე დეტალური ინფორმაცია თუ გქონდა,არც ის ვიცი შევძელი კი?!-მის სიტყვებზე გამეღიმა მე-სიყვარულს რომ თავი დავანებოთ,იმედგაცრუება რომ გადავყლაპო,ამაზრზენია,შემარცხვენელია ხვდები?
-ვერ ვხვდები,საერთოდ სურვილიც არ მაქვს მივხვდე.შენმა ქმარმა არჩევანი გააკეთა და საერთოდ არ მესმის რატომ უნდა იყო შეურაცხყოფილი შენ?!
-როგორ არ მინდა ვაღიარო,რომ მისი არჩევანი იყო,ამისთვის მზად ვარ საკუთარი თავი დავადანაშაულო ოღონდ მან არა ... ოღონდ მისი გადაწყვეტილება არა..-ხმას ვერ ვიმორჩილებდი.
-როცა ერთხელ ცდები,ყველა მიზეზ გარეშე ეს შეცდომაა,მეორედ უკვე არჩევანი.თუ დღეს ის შენს გვერდით არ არის, ესეიგი მან არჩევანი გააკეთა.კაცები ხშირად ვუშვებთ შეცდომებს,ამათგან საბედისწერო მხოლოდ ერთია,ანა იმ ტიპმა რომ დაგკარგა ეს მისი საბედისწერო შეცდომაა,ადრე თუ გვიან ეგ შეცდომა იქნება ძმრად რომ ამოადენს მთელ მის არსებობას,არ ვიცი როდის,მაგრამ ამას ისე ინანებს ...-გაეღიმა და სიგარეტის ღერი ხელისგულში დაკუჭა-ახლა თავად გადაწყვიტე შეურაცხყოფილი და საბრალო ის კაცია ვინც შენ დაგკარგა თუ შენ?
-ვინ ხარ და რა უქენი რატი ყავლაშვილს?-გულიანად გამეცინა მე.
-გენერალურ დირექტორს რომ მემუქრებოდი რაზე ფიქრობდი?-ხმით გაეცინა რატის,წამით მისი მხარი ჩემსას შეეხო,წამით ვიგრძენი,როგორ დამაყარა სხეულზე ტაომ.-17 წლის რატომ გათხოვდი?-იმდენად მოულოდნელი კითხვა იყო, ორი წამით დავდუმდი.
ღრმად ამოვისუნთქე,ჰაერი არ მყოფნიდა.
-მთელი ჩემი ბავშვობაა ვიცნობდი,მიყვარდა მეგონა,რომ დედამიწაზე მასზე უკეთესი არავინ იყო.არასდროს მიცდია იდეალური ცოლი ვყოფილიყავი,ზუსტად ისეთი ვიყავი როგორიც რეალურად.ვთვლი,რომ თუ ადამიანს უყვარხარ შენი დადებითიც უნდა უყვარდეს და უარყოფითიც... ჩემი უარყოფითი კი ძირითადათ ჩემს ჯიუტ ხასიათს მოიაზრებს... ახლა რომ ვუფიქრდები ალბათ ჩემი ბრალიც იყო ის ღალატი,არაფერს ვუთმობდი,მიყვარდა მთელი ჩემი გააზრებული და გაუაზრებელი გონებით, რატომ არ წავედი ურთიერთობაში კომპრომისებზე დღემდე ვერ ვხვდები,მიყვარდა და ბრძოლა მაშინ დავიწყე,როცა მივხვდი ვკარგავდი ...
-ურთიერთობა კომპრომისები არ არის.-მძიმედ ჩაახველა რატიმ.
-შენ გენდომებოდა ცოლი,რომელიც გამუდმებით გეჩხუბება წვრილმანებზე?
-მისგან სიყვარულს ვგრძნობ?-მეორე ღერს მოუკიდა.
-ყოველ წამს..-მოწოლილი ცრემლები ვეღარ გავაჩერე-ჩემი ხასიათის მიუხედავად ჩხუბის მომენტშიც კი ვაგრძნობინებდი,რომ მიყვარდა..
-საერთოდ არ მესმის აბა ამ კითხვას რატომ მისვამ?!
-ანუ?
-ანა, მე მიყვარს ჩემი ცოლი?-თითქოს ვატოს ტყავში შეძრომას ცდილობდა რატი.
-არ ვიცი,რომ გყვარებოდა ახლა ..-ცრემლები ვერ შევიკავე მე.
-არა,ფაქტია რომ მიყვარს,გამორიცხულია შენნაირი გოგო მყავდეს სახლში და არ მიყვარდეს,მოდი სხვაგვარად შეხედე ... საკმარისად ძლიერი ვარ იმისთვის,რომ შენნაირი ქალის ქმარი ვიყო?
-რატი,არ მესმის..
-ანა, რა არი ამაში გაუგებარი?ჩხუბი ეს ნორმალურია,ხვდები?მითუმეტეს შენს ასაკში,გარდატეხის პერიოდი გქონდა,რას ფიქრობდა 17 წლის ცოლი რომ მოჰყავდა?რას ითხოვდა უფრო ზუსტად შენგან ?შენში რა არ აკმაყოფილებდა?საკუთარი თავის უკმარისობა! ტიპმა იმდენიც ვერ მოახერხა,რომ ოჯახი არ დაენგრია.
-არ იცნობ ვატოს,ყველაფერი ასე არ არის..
-მეჩვენება თუ მის გამართლებას ცდილობ?
-არ მინდა,რომ ჩემგან იდეალური ადამიანის პროტოტიპი შექმნა და ყველაფერში ვატო დაადანაშაულო.
-იდეალური ადამიანი ზუსტად ისაა,ვინც საკუთარ შეცდომას ხედავს.
-ამას ახლა რა მნიშვნელობა აქვს?წავიდა,რატი, წავიდა სხვა ატარებს მუცლით მის შვილს,წავიდა გესმის?!
-ჰოდა გაუშვი!-მის ხმაში საოცარი სიმკაცრე იგრძნობოდა,გამეღიმა..-ხვალინდელი დღე იმ აზრით უნდა გაითენო,რომ ახალი ცხოვრებისთვის ახალი წიგნი გაქვს დასაწერი.მორჩი იმ კაცის გამოტირებას,რომელმაც თქვენ ურთიერთობაში თავის სიმცირეს ვერ მოერია,ამის დედაც...ხვდები,მაინც?იმ კაცთან საერთო მოგონებები და ბავშვობა გაქვს,თქვენი გრძნობები ...-თითქოს ლაპარაკის გაგრძელება უჭირდა-შეიძლება ახლა გგონია,რომ გიყვარს და ასეც არის,რაღაც ნაწილს სულ ეყვარება,მაგრამ ხვალ..
-ხვალ რა შეიცვლება რატი?
-გაიზრდები.
-ეგ როგორ?
-აი,ასე მარტივად. მას რომ გაუშვებ,17 წლის ანა აღარ იქნები,მას რომ გაუშვებ სამყარო შენს ირგვლივ დაიწყებს ტრიალს და თავისუფლად სუნთქვას შეძლებ. ამით ცხოვრება არ მთავრდება.! ჩემმა ცოლმა ჩემი შვილი მოკლა,შვიდი თვის ბავშვი მოკლა...-თვალები თავისით დამექაჩა-მოკლა, გესმის?სახლში მისულს პატარა ბიჭის ბოდე ხელში შემრჩა,როცა ჩემი ცოლის მუცელი აღარ იყო ... აღარ იყო..-ვიგრძენი,რომ ცრემლებს ვერ იკავებდა,ადგილზე გავქვავდი,გავიყინე,ჯანდაბა ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი...-მხოლოდ იმის გამო მოკლა,რომ სამოდელო კარიერა დაუნგრია ბავშვმა,იმის გამო რომ ფორმები დაერღვა,იმის გამო გამწირა,რომ საფრანგეთში ვერ გავუშვი ... დღემდე გული მერევა მის არსებობაზე,იმაზე,რომ ოდესმე მეგონა მიყვარდა,გული მერევა!ახლა რომ მკითხო რაზე ოცნებობო,გეტყვი სუნთქვაზეთქო.ჰო,მინდა რომ ამ ზიზღის გარეშე ვიცხოვო,მე ზიზღი მახრჩობს,შენ სიყვარული და არც ერთი არ გვაძლევს სუნთქვის საშუალებას.
-რატი ... მე ...
-სულ ასეთი არ ვიყავი..-თავი ოდნავ მოაბრუნა და გამიღიმა-სულ მონსტრი უფროსი არ ვიყავი,სულ არც მონსტრი ვიყავი და არც უფროსი,ადრე სიცილი ირონიის გარეშეც შემეძლო,წარმოგიდგენია?!-გაეცინა და მეორე ღერს მოუკიდა.
-წარმოდგენა არ მქონდა ...
-არ გინდა,არ შეგეცოდო.!
-არ შემეცოდები,მხოლოდ სურვილს აგისრულებ.
დაბნეულმა გადმომხედა.
-კარგად გავიცნობ რატი ყავლაშვილს!-ორივეს გაგვეცინა.
კოტეჯებს უკვე ვუახლოვდებოდით.
ხვალ ახალი დღე გათენდებოდა.
და არ ვიცი,მინდოდა თუ არა დღევანდელის დასრულება.
-არ იფიქრო,რომ სამაგიეროს არ გადაგიხდი!-საჩვენელები თითი ცხვირთან დამიქნია მომღიმარმა და ცხვირის წვერზე სასაცილოდ ჩამომკრა.
-დიდი ინტერესით ველი თქვენს შემდეგ ნაბიჯს,ბატონო რატი.!-გამეცინა მეც.
-ხვალ საღამოს კორპორატიულზე ყველა თავის მეწყვილესთან იქნება..
-ჯანდაბა..!-ეს ამბავი არ მესიამოვნა.
-ზედმეტად ბანალური იქნება,რომ გთხოვო ჩემთან ერთად წამოდითქო?!-მასაც გაეცინა და ცერა ხელები ოდნავ წამოზრდილ წვერზე ჩამოისვა.
-დროული შემოთავაზებაა..!-გამეცინა მე-აქედანვე გაფრთხილებთ,თქვენი მხრიდან არანაირი...
-ვგავარ 18 წლის ბიჭს ამ ხერხებით,რომ ცდილობს ქალის შებმას?-გაეცინა მას და ხელები გულთან გადაიჯვარედინა.
ღიმილს სულელივით ვერ ვიკავებდი.
-შემდეგ პაემნამდე.!-ხელი დამიქნია და თავისი კოტეჯისკენ გასწია.
-ბატონო რატი!-აღშფოთებული არ ვიძროდი ადგილიდან-ეს...ჯანდაბა,ეს არ იყო პაემანი,არა.. საიდან მოიტანა?!


ოთახში ჩუმად შევიპარე და საწოლს მივაშურე.
ნანუკამ რომ მიჩქმიტა საწოლთან მისულს სიცილი ძლივს შევიკავე.
თითქოს ასაკი დავკარგე.
თითქოს კოსმოსში ვფრინავდი,ჩემი ჟანგბადით,რომელსაც უწყვეტად მაწვდიდა ახალი გრძნობები,რაღაც უკეთესის მოლოდინები,იმედები.
თვალები დავხუჭე და გაღიმებულმა გულში ჩუმად ღმერთს მადლობა გადავუხადე.
იმდენად ჩუმად,რომ ეს მხოლოდ მე და მას გაგვეგო.
არასოდეს დაგავიწყდეთ ასრულებული ოცნებებისთვის მადლობის გადახდა.

კორპორატიულისთვის ეზო საოცრად მორთეს.
დილით გაღვიძებულს ნანუკა და ნატა ზედ თავზე,რომ მასხდნენ მაშინ შევამჩნიე თანამშრომლების აღტაცება.
კრეატივს ჩვენ დირექტორს ვერავინ დაუწუნებდა.
-მოყევი სად გაძვერი გუშინ ეს პატიოსანი ქალი?!-თვალები ისე დამიქაჩა თავი კოშმარში მეგონა.
-ნანუკა მძიმე ხარ და ადექი გამიბუჟდა ფეხი..-ამოვიკნავლე მე.
-თუ არ გინდა ლოდი დაგადო ზედ ამოღერღე სად იყავი და რატო დაგემშვიდობა ყვავ-ყორანი ასე ქმარულად ...!-არ ხუმრობდა,მართლა დამადებდა მარმარილოს და გაბროს ქვას კი არა,უშუალოდ კლდიდან მოგლეჯილ ლოდს გულზე თუ ყველაფერს არ ვუამბობდი.
-ზედ ყვავილებსაც დაგაწყობთ,შენ არ იჯავრო დედიკო..!-თვალები დააბრიალა ნატამ,არა ეს ვის დაეკარგა საერთოდ?!
-რა ზეწოლაა დილიდან?-თავის დაძვრენა ვცადე მე.
-„ანა ნაკაიძე“ უკვე ვხედავ წარწერას საფლავის ქვაზე ... ამოღერღე!-ისე ხმადაბალი და შემზარავი ტონით მითხრა ერთი წამით მეც ჩავფიქრდი საფლავის ქვაზე გამოსახულ საკუთარ გადიდებულ სურათზე.
-შემთხვევით დავინახეთ ერთმანეთი,არც ერთს გვეძინებოდა და ტბაზე გავისეირნეთ არაფერი სერიოზული და მნიშვნელოვანი არ მომხდარა,მხოლოდ ვისაუბრეთ ისე როგორც ჩვენი თანამდებობებისგან თავისუფალი ადამიანები ისაუბრებდნენ.
-ვის ატყუებს ნეტა ვიცოდე?!-დაწვრილებული თვალებით გადახედა ნანუკამ ნატას.
-მის თავს..!-დაასკვნა,გოგომ.
-გამატარეთ რაა.
-იწექი,მანდ!-შესძახა ავის მომასწავებლად ნანუკამ.
-ხალხო ვისაუბრეთ ცოლობა კიარ უთხოვია,რა დაგემართათ?
-ანუ ცოლობა არ უთხოვია,არა?-გაეცინა ნატას- აბა ვინ არის დღეს შენი მეწყვილე ...
-ჯანდაბა,საიდან გაიგეთ?-თვალები ავატრიალე მე.
-მთელი კომპანია ამაზე საუბრობს,როგორ გაისტუმრა ცივი უარით შენმა რატიკომ სალი მჭედლიძე და მიზეზად შენი მეწყვილეობა დაასახელა,არა არ გრცხვენია? რამდენი წელია შენი დაქალი ვარ რას მიმალავ?-ნანუკა ისეთ ხმაზე გაჰკიოდა ეჭვი მაქვს ვინმეს რომ არ სცოდნოდა ახლა გაიგებდა.
-დაწყნარდი,შემოვიდაა ყავლაშვილი!-არც მე დავაკელი და სამივე გავჩუმდით.
ჰო,აი ასე დავდუმდით.
ჯერ ნატას გაეპარა ღიმილი,მერე მე და ბოლოს ნანუკაც დანებდა.
ბოლოს ისეთ ხმაზე ვიცინოდით საერთოდ ვერ გავიგეთ,როგორ შემოვიდა ოთახში გიორგი და ბატონი გენერალური დირექტორი.
საწოლში ვიწექი უეცრად რომ შევამჩნიე ორი უცხო სხეული და მიუხედავად იმისა,რომ არაფერი გამომწვევი არ მცმია მოკლე შორტისა და 4 ზომით დიდი მაისურის გარდა მაინც ჩავძვერი პლედში
-მინდოდა გამერკვია ... -ჩემს გამოუძინებელ სახეზე გაეღიმა და კარის ჩარჩოს მიეყრდნო -დღევანდელი გეგმები ხომ ძალაშია?!
-დიახ.-ანა,რა დიახ?!რა დიახ,სადაა შენი ირონია?!
-გასაგებია,წავედით გიო.-ჩემს მეორე პინგვინს მხარზე ხელი დაჰკრა და ორივენი გაუჩინარდნენ.
მერე ვიჯექით და ვუსმენდით ნატას რომანტიულ გეგმებს ჩემი ცხოვრების მომავალი 10 წლის განმავლობაში,სადაც ყავლაშვილების 5 მემკვიდრის დედა ვიყავი და ათასი სისულელე.



იმ საღამოს მუხლებამდე ყვავილებიანი კაბა მეცვა,ნანუკამ თმები საგულდაგულოდ დამიხვია,ჩემი ბალერინები ჩავიცვი,აი,ისინი მთელი ხელფასი რომ მივათხლიშე წინა ზაფხულში.საოცრად მომეწონა მაშინ ჩემი თავი,პირველად ვგრძნობდი რომ ზუსტად ის ვიყავი ვინც მინდოდა,რომ ვყოფილიყავი. ანა ნაკაიძე.!

ნახევარ საათში რატიმ შემოაღო კოტეჯის კარები და მომღიმარმა შემავლო თვალი.
კომპლიმენტებით არ ავუვსივარ,მხოლოდ კმაყოფილების ღიმილი ვერ დამალა.
-წავედით?-თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და გვერდით ამოვუდექი.
წარმოიდგინეთ სიტუაცია,უზარმაზარ მდელოზე,რომელიც ლამპიონებით იყო განათებული მიმოფანტული მრგვალი საშუალო ზომის მაგიდები შვედური სუფრით იწონებდა თავს.
უამრავი ადამიანი ირეოდა ერთმანეთში და მე მაინც ნაცნობ თვალებს ვხედავდი,რომელიც ფაქტია აქ არ უნდა დამენახა.
ჩემი კონკურენტის გვერდით მდგარი ვატო მიყურებდა, ჩამქვრალი თვალებით.მარცხენა ხელზე ჩემი ნაჩუქარი ბეჭედი აღარ ეკეთა.ჩემი დანახვისას ვიგრძენი,როგორ აუჩქარდა ძარღვებში სისხლი.
ერთ ადგილზე მოუსვენრად იდგა და თვალებს აქეთ იქით აცეცებდა.
მის მხარზე მოუხველმა თიკას ხელმა რეალობაში დამაბრუნა.

ნატა და გიორგი მოშორებით იდგნენ და ერთმანეთს რაღაცას ეჩურჩულებოდნენ.
ორი ნაბიჯი წინ გადავდგი და ადგილზე გავქვავდი.
-რა შეიძლება იყოს იმ ქალზე საშიში,რომლის კონკურენტიც ყოფილი ქმრის ახალი მეუღლეა?!-მისმა ირონიულმა ხმამ ჭკუიდან გადამიყვანა.
-ამით გადამიხადე სამაგიერო?-სიცილს ვერ ვიკავებდი და ისევ ვატოს ვუყურებდი,რატი ისევ ჩემს ზურგს უკან იდგა.-გეგონა ამით დამამცირებდი?ნუთუ ასეთი სუსტი ქალის ვიდი მაქვს?!
-მე მიყურე,როცა მესაუბრები და არა მას,ჰო მაშინ ნამდვილად დაამტკიცებ,რომ ძლიერი ქალი ხარ!-ღიმილი სახეზე შემეყინა.მისკენ სწრაფად მივბრუნდი,არ ველოდი თუ ასე ახლოს აღმოჩნდებოდა ჩემ სახესთან.მისგან წამოსული გრილი არომატი სასიამოვნოდ მედებოდა მთელს სახეზე.
-როგორ გაბედე ..-მეც არ ვიცი სად მქონდა ძალა,რომ მისთვის რამე მეთქვა-როგორ გაბედე ...
-როგორ იფიქრე,ვის ეჯიბრებოდი?!-არ ვიცი საიდან გააჩინა ერთი ცალი თეთრი ლილია,რაც მახსოვს მხოლოდ ის არის,რომ მარცხენა ყურთან დამიმაგრა და გამიღიმა.-არ მინდა შენთან ომი,გუშინდელის მერე განსაკუთრებით არ მინდა,ნუ მაიძულებ თიკა მელუა ზღვაში წვეთი გახდეს იმასთან,რისი გაკეთებაც შემიძლია თუ ამ ომობანას ისევ გააგრძელებ.!
-ახლა მემუქრები!-წარბები მაღლა ავზიდე და მოწოლილი სიბრაზე დავაიგნორე.
-ახლა შენსკენ ნაბიჯს ვდგამ და მინდა,რომ ეს დაინახო.მინდა,რომ ჩემ გვერდით იბრძოლო და არა ჩემს პირისპირ.!
-და ამის მიღწევას ამ ხერხებით ცდილობ?!
-მიზანი ამართლებს საშუალებას.!
-ჩემთან,არა ... ჯანდაბა,რატი!-გამეცინა და შამპანურის ჭიქა თითებს შორის მოვიქიციე-იყავი ის ვინც ხარ და არ გინდა,ნუ გამეჯიბრები.
-მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისევ იმ ანას დამიბრუნებ,ვინც გუშინ ვნახე ...ამ კაბაში შენი დანახვისას პირველად არ შემშურდა იმ კაცის ... მის ადგილზე ყოფნა პირველად არ მომინდა...-პასუხად დადუმებული ჩემი თავი,რომ მიიღო ისევ მანვე განაგრძო.
-მშურდა,მთელი გულით მშურდა კაცის,რომელიც დღემდე გაღელვებს,რომელიც ოდესღაც შენი ქმარი იყო,მაგრამ ახლა ამ კაბაში გიყურებ და ვხვდები,რომ მეცოდება ... სხვა ქალის გვერდით ვიყო და გიყურო,როგორ მოაბიჯებ შენი დინჯი და გაწონასწორებული ნაბიჯებით...!-წვერზე ხელი ჩამოისვა და გულიანად გადაიხარხარა,სულ გავგიჟდი-საოცრება ხარ ამ კაბაში,ახლა კი ეცადე,ეცადე რომ ის კაცი მაგ პატარა თავიდან ამოიგდო!
-და ბოლოსდაბოლოს ვინ ჯანდაბაა რატი ყავლაშვილი?
-კაცი,რომელიც თავისი მიზნებისთვის იბრძვის.
-მიზანი,რომლისთვისაც იბრძვი ...-ღიმილს ვერ ვიკავებდი მის ვითომ ჩაფიქრებულ სახეზე.
-შეუცვლელი კადრი სამსახურში,მზრუნველი ცოლი და პირველი გოგო!
-ზედმეტი ამბიციები ეგოს ამახინჯებს!
-გავითვალისწინებ..-თვალი ჩამიკრა და მზერა ჩემს უკან მდგარი ხალხისკენ გააპარა.
გიორგი და ერთ-ერთ თანამშრომელი მუსიკის ჩართვას უკვე 15 წუთია ცდილობდნენ,რომ უცებ ჰაერში სტინგის ნაცნობი ხმა გაისმა.
სასიამოვნოდ იღვრებოდა მისი „Desert Rose“ ჰანგები.
-ბანალურად არ გამათრიო საცეკვაოდ!-თითი პროვოკაციულად დავუქნიე რატის ცხვირწინ,სიცილს ძლივს იკავებდა,ხელი წელზე ნაზად მომხვია და ეგზოტიკური სიმღერის ფონზე იმ ღამით ჩვენ ვცეკვავდით უამარავი ადამიანის წინ და ისე,როგორც მხოლოდ ჩვენ ორნი.
ჰო,მაშინ პირველად დამავიწყდა,რომ იქ ჩემი ყოფილი ქმარიც იყო,სანამ მის მწველ მზერას არ გადავწყდი და გულწრფელად ვთქვა?!
მაშინ მივხვდი,რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.
ვატოს თვალებში მთელი სამყარო ბრუნავდა და ამ სამყაროს მთავარი ღერძი ისევ მე ვიყავი.
ამას ყველა ქალი გრძნობს,შეუძლებელია არ იგრძნო.
ვგრძნობდი და სიმღერის ჰანგებისგან მაქსიმალურ სიამოვნებას ვღებულობდი.
იმდენად ამაღლებული მომენტი იყო,მეგონა ზემოდან უხდიდნენ ჩემი ცრემლებისთვის სამაგიეროს ვატოს,ისე რომ მე ამისთვის ხელის განძრევაც კი არ მჭირდებოდა.
გამარჯვება თავად დრო იყო,თავად იმედი და რწმენა ხვალინდელი დღისა.


უკან დაბრუნებულებს თბილისი ისევ ფორმაში დაგხვდა.
ჩვეულ რიტმში განაგრძობდა ქალაქი ადამიანთა ცხოვრებაზე დაკვირვებას.
ვიჯექი ჩემი სახლის აივანზე და იმ ორი დღის გახსენებას ვცდილობდი,რომელიც ვგრძნობდი,როგორ ცვლიდა შინაგან ემოციებს,მისწრაფებებს,შეხედულებებს და საბოლოო ჯამში-მომავალს.
ეზოში ნაცნობი ავტომობილი,რომ შევნიშნე მეგონა გული გამიჩერდა და სულ მალე ნაცნობ გვირაბში გავივლიდი მკრთალი შუქისკენ აღებული გეზით.
ისევ შავი „რენჯროვერით“ დადიოდა და ისევ ისეთი წიკები ჰქონდა,როგორც ადრე.
ვატო არასდროს გადმოვიდოდა მანქანიდან,მანამ სანამ სარკეში საკუთარ თავს არ შეათვალიერებდა და არ დარწმუნდებოდა,რომ ეფექტის მოხდენა უდავოდ შეეძლო.
სანამ მანქანიდან ცნობილი ჰოლივუდური მიხვრა-მოხვრით არ გადმოვიდოდა(გეგონებოდათ იტალიელი განგსტერის როლზე დაამტკიცეს)შეეძლო,ისევ დაბრუნებოდა თავისსავე ადგილს და ხელმეორედ ეცადა „როლში შესვლა“.
კიდევ აუცილებლად გაიხსნიდა თასმებს გადმოსვლის წინ და ხელმეორედ შეიკრავდა,ეს ჩვევა ბავშვობაში შეიძინა,მაშინ როცა თასმის გახსნის შიში ჩამოუყალიბდა,არც კი ვიცი ვინმეს მსგავსი ფობია თუ აწუხებს.
ვატო 7 ან 8 წლისა იქნებოდა,როცა სკოლიდან შინისკენ მიმავალ გზაზე ავი ძაღლი გამოეკიდა,შეშინებული გარბოდა და შემთხვევით ცუდად შეკრული თასმა გაეხსნა,საბოლოო ჯამში ვატოს გოგონების წინ სახით მოუხდა ასფალტზე წამოწოლა „ავი ცუგა“ კი კუდის ქიცინით დასტრიალებდა და თამაშის სურვილით გაგიჟებული უყურებდა ტალახში ამოგანგლულ ვატოს.
მას შემდეგ დასჩემდა ვატოს თასმების გახსნის შიში.
დაველოდე სანამ ყველა ამ რიტუალს ჩაატარებდა(თასმებს სახლიდან გასვლამდეც იმოწმებს და სამსახურიდან გამოსვლის წინაც)ისიც ისეთივე მოძრაობით გადმოვიდა მანქანიდან როგორც აგიღწერეთ და ჩემი ბინისკენ დაიძრა.
გული ისევ ისე მითრთოდა,როგორც პირველად იმის მოსმენისას,გავხდებოდი თუ არა მისი ცოლი და ვოლა!ახლა მე მისი ყოფილი ცოლი ვიყავი და ამ განცდის ქონის არანაირი უფლება არ გამაჩნდა.
კარზე დააკაკუნა და მეც იმ გოგონას დავემგვანე,რომელიც ფაქტის წინაშე დამდგარი ადრენალინით ივსება და მაშინ როცა ყველა მის დაცემას ელოდება ის თავის ძალას აჩვენებს იგრვლივ მყოფთ.
კარი გავაღე და მისი ირონიული ღიმილი წამიერად დავაიგნორე.
-მარტო ხარ თუ ტურფაც აქ გყავს?-პასუხად სახეში ჩემი გაშლილი ხელისგული მიიღო.
-გასაგებია ..-ცინიკურად ჩაეცინა და ხელის ერთი მოსმით გამწია რათა სახლში შესულიყო.
-შენმა ცოლმა იცის რომ აქ ხარ?-როგორც შემეძლო შევინარჩუნე სიმშვიდე.
-ანა,აქ ვარ!-ხელი ცხვირწინ დამიქნია სულელური ღიმილით სახეზე აკრულმა და სავარძელში ჩაეშვა-აი,უკვე იცის.!
-როდის უნდა დასრულდეს ეს უაზრო გამოხტომები?
-ვინ არი რატი ყავლაშვილი და რამდენად ცუდად აქვს საქმე?-წარბები მაღლა აზიდა და ისე ჩამაცქერდა თვალებში უნებურად სახის გვერდით გაწევა მომინდა.
-კაცია,რომელმაც იცის რა უნდა!
-და რა უნდა ბატონ რატის?
-იცი რა,ეს უკვე ჩემი პირადია და შენ ამ ყველაფერზე ხელი 5 წელია აღარ მიგიწვდება,მთელი ხუთი წელი გესმის?-ცივი წყალი ჭიქაში ჩამოვუსხი და წინ დავუდგი-აჰა,დალიე გამიგია გაბრაზებულ გულს შველისო..!
ჯერ ჭიქას დახედა ამრეზით,მერე მე გადმომხედა.
-ანუ დამთავრდა ყველაფერი?
-ვატო,ყველაფერი 5 წლის წინ დამთავრდა და ამის გაგება თუ არ გინდა შენს ო რ ს უ ლ ცოლს დავურეკავ და ის აგიხსნის.
-იქნებ შენ რომ გაგეჩინა ჩემთვის შვილი დღეს სხვა არ ყოფილიყო ჩემგან ორსულად.
-იქნებ საკმარისი კაცობა რომ გქონდეს შენი დანაშაული მე არ გადმომაბრალო დღეს რატი ყავლაშვილთან არ წავსულიყავი პაემანზე.!
-ნუთუ?!-შევამჩნიე როგორ დაებერა სიბრაზისგან ლურჯი კაპილარები სხეულზე.
-აბაა.!-ისეთი სარკაზმით წარმოვთქვი ვითომ აქ ჩემი ყოფილი ცოლის ნაცვლად ჩემი მეზობელი დოდო იყო წამოსკუპული და სამეზობლო ჭორებს განვიხილავდით.-რასაც დასთეს იმას იმკი.
-და რა დავთესე შენი სიყვარულის გარდა?
-დიდი დოზით ღალატი,აი შენი ცნობიერი ქალის საცვლის იქით კიდევ რამეს რომ ხედავდეს აგიხსნიდი ამ პროცესს სოფლის მეურნეობაში,როგორ ხსნიან ... შენ ანუ გლეხურ ენაზე,რომ აგიხსნა შენი ღალატი და ჩემდამი სიყვარულის თესვა იგივეა,ნაყოფი მიწაში ჩააგდო და მის ირგვლივ სარეველა შენი ხელებით დარგო ახლოს,მკის დროს კი იწუწუნო ამ სარეველამ ჩემი მოსავალი რატომ გაანადგურაო.!ალოგიკურია,ის რასაც იძახი ადამიანო,რატომ არ გესმის?!
-აღარ გიყვარვარ?
-ყველა საუბარს ამ უაზრო კითხვით რატომ ასრულებ?-გამეცინა მე.
-პასუხი გამეცი!-მისმა შეუფერებლმა ღრიალმა ადგილზე გამაქვავა.
-მიყვარხარ,მაგრამ არა საკუთარ თავმოყვარეობაზე მეტად,მიყვარხარ როგორც ჩემი პირველი სიყვარული და შემიძლია შენი გაშვება,ჰო,ვატო პირველი სიყვარულის გახსენება უდავოდ მტკივნეულია,მაგრამ არა მომაკვდინებელი.“საკუთარი თავის ამღები კი ქალაქის ამღებს ჯობია“ და მაპატიე,რომ ამ სიამოვნებაში ვერ გაგცვლი!არ ხარ საკმარისი,შენი სარეველა მახრჩობს და ნუ მთხოვ,რომ შენმა სიყვარულმა მასუნთქოს კარგი?
-აღარ გიყვარვარ ...-ამოილუღლუღა და სიმწრის სიცილი მოეფინა სახეზე-ამის დედაც,აღარ გიყვავარ!-შუბლი ხელით მოისრისა და სევდიანი თვალებით ამომხედა-სად წავიდა ჩემი ანა?
-არსად წასულა,აქაა ვატო ... იმის გამოკლებით,რომ შენი აღარაა.!
-გინდა რომ ჭკუიდან შევიშალო?
-ჰო,მინდა.!-ამაყად დავუქნიე თავი-მინდა,რომ ჭკუიდან გადახვიდე,მინდა რომ ყველა ორგანო აგეწვას სხეულში და მინდა რომ სხვა კაცის გვერდით ბედნიერი მნახო,ჰო,მინდა ისე გეტკინოს,როგორც ეს მე მატკინე. ვატო,სახლში გელოდებოდი,მაშინ როცა შენ თიკასთან გეძინა მე სახლში გელოდი და შენ უბრალოდ ყოველ ჯერზე იმედს მიცრუებდი,ახლა რომ კაცობა გყოფნიდეს ჩემი ცხოვრებიდან სამუდამოდ წახვიდოდი.
-არ მაქვს საკმარისი კაცობა,რომ გაგიშვა ...-ჩემ ფეხებთან დახრილმა ამოიხრიალა.
-მაშინ მე მექნება საკმარისი ძალა,რომ ყოველ ჯერზე,როცა ჩემთან მოსვლას გადაწყვეტ იმ ტკივილით გაგიშვა უკან,რა ტკივილითაც შენ მე გელოდი ფანჯარასთან ატირებული ...
-ძალიან გატკინე ...
-ჰო,ვატო,ძალიან მატკინე.
-მინდა იცოდე,რომ მიყვარხარ.
-მე არ მინდა ამის ცოდნა.
-მოგიწევს ამ ფიქრს ებრძოლო.
კარი გაიხურა და წავიდა.
წავიდა და მე ისევ ვერ ვსუნთქავდი თავისუფლად.

მეორე დღეს სამსახურში გამოვცხადდი ჩვეულ ფორმაში.
ლიფტში შევედი და ის იყო ლიფტის კარი იხურებოდა,ბანალურ ფილმებში,როგორც ხდება ვიღაცის ხელმა რომ შეაჩერდა ეს ვიღაც ჩემი გენერალური ნერვების მტერი ბატონი,რატი აღმოჩნდა.
-გამარჯობა ...-ამოვილაპარაკე ისე ვითომ არაფერი ხდებოდა და ტელეფონის მენიუს შესწავლა დავიწყე.
-ქალბატონო ანა,გავიგე დღეს შეხვედრა გაქვთ ჩვენს კონკურეტ ფირმასთან ...
-ჰო,გავიგე ვაკანსიებია დამლაგებლის და კარის კაცის პოზიციებზე,თქვენს და თიკას კანდიდატურას წარმოვადგენ,გპირდებით სიტყვას შეგაწევთ...
-ამ შენობას ჯადო აქვს თუ რა არ გაჩერებს?-ისე გადმომხედა ვითომ ჩემი კლასის დამრიგებელი იყო და მე ერთი ურჩი მოსწავლე ვიყავი.
-ასე იცის შეუცვლელობის სტატუსის მონიჭებამ.
-ვინ მოგანიჭათ ეგ სტატუსი?
-თვით ანა ნაკაიძემ,ჰო მართლა ბატონო რატი-ლიფტიდან გამოსულმა ახლა მე შევაკავე კარი ხელისგულის მიწოლით-ველოდები,როდის მომიხდით თანამშრომლების წინ ბოდიშს და მერე ვინ იცის ...-ეშმაკური ღიმილი თავადაც ვერ შევიკავე კარს ხელი ვუშვი და რატიც ლიფტში გაუჩინარდა.
სინამდვილეში ასეთ კარგ ხასიათზე ,მხოლოდ იმიტომ ვიყავი რომ დილით კონკურენტი ფირმიდან შემოთავაზება მომივიდა.რადგან ფირმის მენეჯერი ჩემი ახლო მეგობარი იყო შემომთავაზა,რომ თავისი ფირმის შესყიდვა ჩვენი ფირმისთვის სწორედ მე შემეთავაზებია,ამით ჩემს საქმესაც წინ წავწევდი და განადგურების ზღვარზე მყოფ კონკურენტ კომპანიასაც გადავარჩენდი. რა თქმა უნდა,ამ შანსს არ გავუშვებდი ხელიდან,ჩემი ორი პინგვინი ავიწებე და საკომფერენციოში შევედი.
ბევრი სჯა-ბაასი არ დასჭირვებია ამ ამბავს,სულ მალე შევატყობინეთ ბატონ სილიკოს შექმნილი ვითარება და ის იყო ხელი უნდა მოეწერა კონტრაქტისთვის სახეგაბადრულ კომპანიის მმართველს,რომ კარი დირექტორმა შემოაღო გამწარებული სახით.
-ბატონო სილიბისტრო,რატომ არაფერი ვიცოდი ამ ამბის შესახებ?-ორი თითით ჰალსტუხის კვანძს ჩაეჭიდა და გაცეცხლებული მზერა ახლა ჩემზე გადმოიტანა.
-დროის დაკარგვა არ ღირდა რატი,ანამ შესანიშნავი წინადადება შემომთავაზა და რომ არა მისი სანდო წყაროები ახლა ამ კომპანიას ჩვენ კიარა მაყაშვილები დაეპატრონებოდნენ... ანა,როგორც ყოველთვის შეუდარებელი ხარ!
პასუხად მხოლოდ გავუღიმე და რატის ისეთი ამაყი სახით ჩავუარე სხვები აქ რომ არ ყოფილიყვნენ აუცილებლად მიმახრჩობდა.
სტუმრები რომ გააცილა ჩემი კაბინეტის კარი დაუკაკუნებლად შემოაღო და ნატას და გიორგის ანიშნა ოთახიდან გასულიყვნენ.
-იცით,ელემენტარული ზრდილობაა კარზე დაკაკუნება ...-ვითომც არაფერი ისე ჩავიფრუტუნე და ჩემს სავარძელში მოხერხებულად მოვთავსდი.
ჩემკენ,რომ დაიძრა და სკამიდან წამომაგდო გაოცებას ვერ ვმალავდი.
-რატომღაც მრჩება შთაბეჭდილება,რომ ვერ გამიცანი..-თვალები დააწვრილა-ანა,ამ კედლებს იქით შეიძლება სხვა რატი ვიყო,მაგრამ არც ერთი ჩემში არსებული რატი არ გაპატიებს უპატივცემულობას როგორ ძალიანაც არ უნდა მაგიჟებდე არ გაქვს უფლება გადამაჭრა,ხვდები?რაც შენ გააკეთე ღიად ომის გამოცხადება ან შურისძიება კიარ იყო,გადამაბიჯე ისე თითქოს მე აქ დირექტორი კიარა კარის კაცი ვიყო და საერთოდ არავინ,გესმის?არავინ იმსახურებს ამას.!
-ნუთუ?ჩემი ყოფილის ახლანდელი ცოლი კონკურენტად რომ დამიჯინე,თან ირიბად დამემუქრე სამსახურიდან გაშვებით და მისთვის ჩემი ადგილის მიცემით გეგონა უსაქმოდ დავჯდებოდი?კბილი კბილის წილ,რატი!არ მოგცემ უფლებას დაჩაგრული ქალის პოზიციაში ჩამსვა და ლამაზი სიტყვებით გამაჩერო,ეს სამსახური ჩემია გესმის?მე აქ შენამდე ვიყავი,მე აქ შენზე მეტი ვიშრომე და არავინ ხარ,საერთოდ არავინ რომ თიკას ამ სკამში დაჯდომით დამემუქრო,თუ ფიქრობ რომ თიკამ წამართვა ქმარი ცდები,მე არ მჭირდებოდა თიკას გვერდით ოდესმე ნებისმიერ პოზაში მდგარი კაცი და დამიჯერე სადაც ჩემი ბავშვობის სიყვარულს დავუხურე ცხვირწინ კარი იმ ქალის გამო შენ მაგ კარს არც გაგიღებ!
ორი წუთით გაოცებული მიყურებდა,არ ვიცი მის ქაოსით მოცულ ტვინში რას ფიქრობდა,მაგრამ ფაქტი იყო ჩემი პასუხის შემდეგ ერთადერთი რაც გააკეთა კოცნა იყო.
ჰო.
ჯანდაბა,ჩემსავე კაბინეტში მთელი არსენალით გამაგრებული ციხე თავზე ჩამომამხო.
პასუხად მანაც ის მიიღო,რაც წინა დღით ვატომ.
მალე ჩემგან კარგი მაკგრეგორი ქალი დადგებოდა ამ ორის ცემით მიღებული გამოცდილებით.
ორი ნაბიჯით უკან დაიხია და გაღიმებულმა შემავლო მზერა.
-წითელი ტუჩსაცხი ნერვებს მიშლის,ანა.!
-ოჰ,მაპატიეთ აღარ წავისვამ,ეს როგორ გავბედე!
-არა,გიხდება უბრალოდ სამსახურში ნუ ატარებ.
-და ვითომ რატომ?
-ლოყასთან ერთად ტუჩებიც ამიწითლდა,ახლა მიდი და დააჯერე შენი ბუღალტერი,მე რომ აქ ერთი უცოდველი კოცნის მეტი რომ არაფერი გამიკეთებია!
-სხვათაშორის ნუ ცდილობ შენი ბრალეულობის შემსუბუქებას!
-მეორედ,როცა ჩემს წინაშე მონოლოგს წარმოთქვამ ამ ტონით და თან ამ მონოლოგში შენი ყოფილი ქმრის გვერდით დამაყენებ მარტო ამას აღარ დაგჯერდები!-თვალი ჩამიკრა და მოპირდაპირე კაბინეტისკენ გასწია.

საღამოს ნანუკასთან,ნატასთან და გიორგისთან ერთად ვიყავი კაფეში.
თბილისის შუაგულში პირდაპირი გაგებით სამოთხე იყო გაშენებული.
სრული სიმწვანე და თავი ტროპიკებში გეგონებოდა.
-ახლა არ დაიხრჩო და არ დაიწყო ხველების ხუთი სართული რატი შემოვიდა აპოლონთან,აქილევსთან და პოსეიდონთან ერთად!-თვალები გააფართოვა ნანუკამ და ისეთი სასაცილო სახე მიიღო მე და გიორგის სიცილის ტალღამ გადაგვიარა.
-ამ კაცს ხომ აქვს ალ კაპონეს ვიდი და ესენი რა ტიპები არიან ნახე ?!-აყვა მალევე ნატაც.
-ალ კაპონე არა,მეფე არტური,მორჩით რა!-ხელი ავიქნიე და გიორგის მივუბრუნდი,რომ უცებ ნაცნობმა არომატმა ცხვირი ამიწვა.ჩემს ზურგს უკან იდგა და ამას ნანუკას,ნატას და გიორგის სახეების გარდა მისი სურნელითაც ვხვდებოდი.
-როგორ ხართ?-ყველა მოგვიკითხა და ის იყო უნდა გაბრუნებულიყო გიორგის რომ წამოსცდა ჩვენთან ერთად დასხედითო.
არა,ადამიანმა ხომ შეიძლება თავი დაიფასო,სულ ოდნავ მაინც?!
პასუხიც არ გაუცია ისე მოსწია სკამი ჩემს გვერდით და მის ოლიმპოელებსაც თავით ანიშნა დამსხდარიყვნენ.
უხერხულობა სულ 5 წუთში გაფანტა აქილევსმა,ანუ ქერა თმიანმა მაღალმა ბიჭმა,ისეთი შესახედი იყო კინაღამ დაუნგრია პატიოსან ნანუკას ძლივს ნალოლიავები ოჯახი.
-ლევან იმნაძე-გაგვეცნო აქილევსი ღიმილიანი სახით,ჩვენც გაღიმებულებმა დავუქნიეთ თავი,რა ვიცი რისი ჟესტი იყო,ყველამ გააკეთა და მეც ავყევი.
-ნიკოლოზ აბაშიძე-ეს პოსეიდონი იყო,როგორც მერე ნანუკამ განმარტა ასე იმიტომ ვუწოდე მაგის თვალებში ზღვა ღელავდაო,ეს გოგო ამ ბოლო დროს კოელიოს მიეძალა ძალიან.
-რეზი ამირეჯიბი-აჰ,ეს აპოლონია თქვენითაც მიხვდებოდით ... ვერ გეტყვით,როგორი იყო ფაქტობრივად ჩემს გვერდით მჯდარ რატის ვუღალატებდი მისი მეგობრის აღწერით,ჯანდბაა,მართლა აპოლონი იყო!
-ჩემი თანამშრომლები,ნანუკა დოლიძე,გიორი,ნატა და ..
-ეს ანა ნაკაიძეა!-გაეცინა აქილევს იმნაძეს.
იცით რა დამემართა?აი დაახლოებით იგივე რაც ტროას მეფეს,როცა აღმოაჩინა რომ ქალაქში ღმერთების საჩუქარი კიარა მტერი შეიყვანა.
ჰო,რა გავიყინე.
ნანუკას სახე ისე დაებრიცა ახლა,რომ არ გაეცინა ეჭვი მაქვს გულის შეტევა გარანტირებული ჰქონდა.
ბევრი ვისაუბრეთ ჯერ ეკონომიკაზე,მერე კრიზისზე და ცოტა,რომ მოვშინაურდით ნანუკამ თავის ქმარს დაურეკა და ისიც შემოგვიერთდა.
ბოლოს ყველა ისე არხეინად ვიცინოდით ვითომ დიდი ხნის ნაცნობები ვიყავით.
ბიჭები რატის ისტორიებს ყვებოდნენ და ისიც როგორც შეეძლო ისე ქაჩავდა თვალებს,რომ შეეწყვიტათ.
-იცით,რომ თქვენ უფროს ნერვიულობის დროს ენა ებმის?-სიცილით სულს ძლივს ითქვამდა აპოლონ ამირეჯიბი.
-დაგამიწებ,რეზო!
-რეზო ბაბუაჩემია,მე რეზი..-ისე სასაცილოდ წარმოთქმა ნატა უკვე კიოდა კიარ იცინოდა.
-მოიცა,ეგ როგორ ენა გებმის?-ისე გადავხედე რატის ეჭვი მაქვს ამ სიტყვების ინსცენირება მოხდებოდა სულ მოკლე დროში.
რატიმ ხმა,რომ არ ამოიღო და ყველა გავისუსეთ მივხვდი,რომ ახლაც იყო ამის საშიშროება და ხმასაც ამიტომ არ იღებდა.
-ჰა,რატი თქვი რამე!-არ ეშვებოდნენ ბიჭები.
ისევ რომ არაფერი უთქვამს ყველა ორად ვიკეცებოდით სიცილისგან.
იჯდა სიწითლე შეპარული და ხელი ტუჩებზე ჰქონდა აფარებული.
-ეჭვი მაქვს,ჩვენ სახლში ცოცხლები ვერ მივალთ ..-ჩაიცინა პოსეიდონმა.
-დ..დიახ!-ძლივს ამოთქვა რატიმ და ჩვენც სიცილის ახალ წრეზე წავედით.

ყოველ დღე მაოცებდა რატი ყავლაშვილი.
ყოველ დღე ახალ რაღაცას ვგებულობდი მასზე და
ყოველ დღე ვრწმუნდებოდი,რომ ჩემს შიგნით რაღაცები იცვლებოდა.
თითქოს სისხლი გადამისხეს და ცხოვრების დაფასება თავიდან ვისწავლე.
ბიჭები თავიანთ გზაზე წავიდნენ.
ნატა გიორგიმ წაიყვანა,ნანუკა თავისმა გიორგიმ.
მარტივი მისახვედრი იყო მე რატის უნდა წავეყვანე და ამის შესახებ დიდი პროტესტიც არ გამომითქვამს.
მანქანის კარი თავად გამიღო და მეც მოვთავსდი რატის „გელენდვაგენში“.
-არ გიკითხავს სად ვცხოვრობ...-ბავშვური სიმორცხით ვთქვი და ღმერთს მადლობა გადავუხადე,რომ ჩემს აწითლებულ ლოყებს ვერ შეამჩნევდა.
-როგორმე გავიგებდი მაგ უმნიშვნელო დეტალს ..
-რატი რაზე ფიქრობ?...
-მაშინ,როცა ამის დრო დადგება ენა არ დამებას ..
-რისი დრო ?-სიცილი ვერ შევიკავე მე.
-ჩვენი.
-ეგ როგორ?
-როცა დადგება გაიგებ.
-და შენ როგორ გაიგებ?
-გიგრძნობ.
-ახლა ვერ მგრძნობ?
-რამეს დავეჯახები..-გაცინება სცადა მან.
-საიდან მოიტანე?
-ჯანდაბა,ანა სიყვარულს საჭესთან მანქანის ტარების დროს ნუ ამახსნევინებ,თორემ ენის დაბმა მინიმალური იქნება რაც შეიძლება დამემართოს!
ორი წუთი და სამარისებული სიჩუმე ჩემმა სიცილმა დაარღვია.
ვიცინოდით ორივე.
გიჟებივით.
მან მანქანა გადააყენა და თავი საჭეს დაადო.
-რა სიგიჟეა,არა?-გადმომხედა მე,რომელიც სიცილისგან სულს ძლივს ვითქვამდი.
-ჩემი გენერალური დირექტორი,რომელიც სამსახურში კატა-თაგვობანას მეთამაშება სახლის გზაზე ირიბად სიყვარულს მიხსნის,კი სიგიჟეა!
-ნუ დამცინი,ანა!
-არა,როგორ გეკადრებათ?
-გინდა,რომ თიკა გავუშვა?
-მინდა,რომ გავიმარჯვო და მინდა რომ ჩემი გამარჯვებით დატკბე.
-ამაში ეჭვი არც ერთი წამით არ შემიტანია,ვიცოდი რომ შეუცვლელი იყავი,ვიცოდი რასაც წარმოადგენდი ფირმისთვის,უბრალოდ ..
-ჩემი გამოწვევა გინდოდა.
-მინდოდა.
-რატომ სხვაგვარად ვერ მეტყოდი,რომ პირველივე დანახვისას მოგეწონე?
-ჰო,ენა მარტივად დამებმეოდა.
-გეყოფა!-სიცილისგან უკვე ვეღარ ვსუნთქავდი.
-შენ დამცინი და კიდე მე მეყოფა?!-მთელი ტანით ჩემკენ შემობრუნდა,მარცხენა ხელით საჭეს დაეყრდნო.
-რატი ...
ღრმად ჩაისუნთქა და უფრო ღრმად ამოისუნთქა.
მერე შეპარვით დაიწყო.
-პირველი..ვე და..ნა..ხვისას მ..მომეწონე..-სიცილს ვერ ვიკავებდი,ის კი ისე ნერვიულობდა,შევამჩნიე როგორ ჩაებღაუჭა საჭეს თითებით.
გაგრძელება აღარ დავაცადე.
ლოყაზე ფრთხილად ვაკოცე და მანქანიდან გადავედი.
ისიც გადმომყვა.
-ან..ნა ...-ისე მომეწონა,ანას ნაცვლად ანნა,მთელ სხეულში სითბომ დამიარა.
-ჩართე რამე სიმღერა და აქ მოდი!-ხელი დავუქნიე და მანქანის წინა ნაწილზე დიდი მონდომების შემდეგ ძლივს დავჯექი.
მწვანე ოთახის „ნაზი მისები“,რომ გაისმა მეგონა სამყარო იღიმოდა ჩემთან ერთად.
თუ ეს სიმღერა ოდესმე მოგისმენიათ,თუ შეგიგრძნიათ ამ ჰანგებთან ერთად ბუნების სიდიადე. გილოცავთ,თქვენ სიცოცხლიდან სიკვილის გარდამავალ წამში ეს მომენტი აუცილებლად გაგაღიმებთ სულით ხორცამდე.
ამ მუსიკას უხდება მზის ამოსვლა,ალიონს კი ეს ჰანგები უფრო ბოჰემურს ხდის და ყველაფერი იდეალურად ერწყმის ერთი-მეორეს.
რატი ჩემს გვერდით მოთავსდა და ჰორიზტონში ჩაიკარგა.
-იქნები ჩემი ნაზი მისი?-გამაჟრიალა ამ სიტყვების გაგონებისას.
მაშინ რაც გავაკეთე ის იყო,რომ თვალები დავხუჭე და თავი მის მხარზე დავდე.

„სანამ გელიან ნაზი მისები აიღე, შენია,
დრო არ დაბრუნდება. სანამ მუზებს არ დაავიწყდები
იმღერე, შენია, სანამ გემღერება.“

დაგვათენდა.
სახლში წამიყვანა და მითხრა შეგიძლია ხვალ არ მოხვიდეო.
მაინც წავედი.
ახლა სამსახური და „სამსახურის რატი“ წყალივით მჭირდებოდა.
ჰოდა წავედი.
ვალიკომ წამიყვანა.
-ვალიკო,ეს ჩამირთე რა..-დისკი გავუწოდე და მალევე მანქანაში ნაცნობი ჰანგები გაჟღერდა.
გაგიჟება შეიძლებოდა.
ვსუნთქავდი.

ჩემს კაბინეტთან მისულმა დავინახე,როგორ შეაღო რატის კაბინეტის კარი თიკამ.
ძალიან გავაბრაზე ჩემი წარმატებით და ტყავიდან ამოძვრა ახალი კლიენტი რომ მოეყვანა.
ვერ ვიტყოდი,რომ უთანასწორო ბრძოლაში ვიყავით მე და თიკა.
თანაბარი ანგარიშებით მივიწევდით წინ.
თუ ჩემი წარმატება გრანდიოზულად აღინიშნებოდა კომპანიაში ნანუკას დახმარებით არც თიკა ჩამომრჩებოდა და თავისი მოციქულების დახმარებით იკეთებდა პიარს.

სიტუაცია დაძაბულობის პიკში მაშინ შევიდა,როცა ერთი და იგივე კლიენტი აღმოჩნდა ჩემი და თიკას ანკესის „მსხვერპლი“,ახლა მთავარი ის იყო ვინ მიიყვანდა ამ თევზს ყავლაშვილთან.
ლევან თაბაგარი ის კაცი იყო,ვისი ხელში ჩაგდებაც პერანგის ერთი ღილის შეხსნითაც შეიძლებოდა,მაგრამ აქ მეორე პრობლემა იყო.
პრინციპები.
არასდროს გამიკეთებია ჩემი კარიერული წინსწვლის გამო მსგავსი რამ თუნდაც მსუბუქ ფლირტზე ყოფილიყო საუბარი.
აქ საქმე არც ფლირტში იყო და არც პერანგში,მთავარი ელემენტი მე ვიყავი და არ მინდოდა იმ ქალების რიგებში მოვხვედრილიყავი,რომლებიც თავიანთ სქესს ირიბად მაინც იყენებდნენ კარიერის გაკეთებაში.
ჰო,ვფიქრობ,რომ ამ დროს საკუთარ თავს აყენებ მორალურ შეურაცხყოფას,როცა იმდენად სუსტი ხარ,რომ წარმატების მისაღწევად პერანგის ღილის შეხსნა გჭირდება.
არ ვიცი თიკამ ეს ღილი შეიხსნა თუ არა,მაგრამ ფაქტი იყო,რომ თაბაგარი ცხვირწინ ამაცალეს.
-დავიღუპეთ!-თაბაგარის საქაღალდე მაგიდაზე მძიმედ დააგდო გიორგიმ-მორჩა,ჯაჭვლიანის ღიმილი ყელში გამეჩხირება და ან მე მოვტეხავ იმ ფეხს ან ეგ დამაწვენს მეორედ ტრამვატოლოგიურში,ეგ ხისთავიანი სვანი!
-ეე,სვანებზე ხუმრობებს არ ვართ!-ცხვირწინ ხელი აუქნია დოლიძემ-ქალდანების რძალი ვარ ვერ გაგიტარებ,რა ვქნა?!-მხრები აიჩეჩა.
-ყველა სვანი „სვანი არაა!-ახალი სიბრძნე შეჰმატა ხალხურ ანდაზებს გიომ.
-ჰო,ეგრე კიდე შეიძლება..-თავის კანტურით დაეთანხმა ნანუკა.
-მაპატიეთ,მაგრამ სვანეთის კულტურისა და თავის ხიანობის ამბავს ვარჩევთ ახლა ჩვენ აქ?!-შესძახა აღშფოთებულმა ნატამ-მაგ უცხვირპირო არსებამ ჩემი მესამე კლასი და ფსიქიკა შეიწირა,მაგის გამო ლამის კაცთა მოდგმაზე ჩავიქნიე ხელი და რა გამოდის ასე უნდა დავუთმოთ გამარჯვება?
-წესით ამ თათბირზე გაირკვევა ყველაფერი ხო?-იკითხა გიომ.
-ჰო,გუშინ მთხოვა რატიმ ორივეს ანგარიში შემომიტანეო,ისე შენ და რატი რას შვრებით..?!-თვალები დააწვრილა ნანუკამ.
-კაი,ნანუკ!-ხელი აიქნა ნატამ-ამან თაბაგრს არ „ჩაუპაჭუნა“ თვალი და რატისთან იზამდა რამეს?-მერე ყველა გაჩუმდა,ბოლოს ეჭვის თვალით გადმომხედა ნატამ-თუ ქენით ...?!
-შენ ცოტა ... ?!-თვალები დავაწვრილე და ისე დავაცქერდი მოკისკისე ნატას.
-მონაზვნის ფიცი აქვს დადებული სამსახურში სქესს კარგავს!-თვალები აატრიალა ნანუკამ.
-საკმარისად კარგი ვარ იმისთვის,რომ ჩემმა შრომამ მომიტანოს წარმატება და არა თვალების ფახურმა და საერთოდ მორჩით რა!
-მიდი და შეეწინააღმდეგე!-ხელი აიქნია ნანუკამ და სავარძელში მძიმედ ჩაეშვა.
-შენ ისეთი აუღელვებელი სახით მოძრაობ მემგონი ჯეკპოტი მოხსენი და სულ ტყუილად ვნერვიულობთ ჩვენ აქ!-დაეჭვდა გიორგი.
ბევრი ლაპარაკის დრო აღარ იყო,ნივთები მოვაგროვეთ და სათათბირო ოთახისკენ დავიძარით.
უნდა გენახათ რა დღეში იყო მელუა,მეგონა შარვლიდან ამოხტებოდა რატიმ,რომ მიულოცა წარმატება.
-თანამშრომლებმა გარკვეულწილად იცით თიკასა და ანას ერთგვარი თანამშრომლობის შესახებ ...
-შეჯიბრის.-ენამ წინ გამისწრო მე.
-ბატონო?-ღიმილი ვერ შეიკავა რატიმ.
-ორიდან ერთი აქაურობას დატოვებს ანუ თანამშრომლობა კიარა შეჯიბრი.-უფრო კონკრეტულად ავუხსენი მე.
-დიახ,ვუწოდოთ ამას შეჯიბრი,თუ თქვენ ასე გსურთ,ქალბატონო ანა.
-რა თქმა უნდა.-მსიამოვნებდა,რომ ჩემ სურვილებს ხაზს ასე უსვამდა.
-ეს შეჯიბრი-მე გადმომხედა გაღიმებულმა-დღეს დასრულდა.
-ყველას მოგესალმებით!-გაისმა სილიკოს ხმა და მე ერთიანად გავიბადრე-მგონი მოგისწარით,ხომ?
-დიახ,ბატონო სილიბისტრო მობრძანდით ..-რატიმ მის გვერდით სავარძელზე ანიშნა.
-ბოდიში დაგვიანებისთვის უმნიშვნელოვანეს მოლაპარაკებაზე ვიყავი,გილოცავთ მეგობრებო კომპანიის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი კონტრაქტი სწორედ დღეს დაიდო,რატი შენი ხელმოწერაც აუცილებელია ..
-რომელი კონტრაქტი ..?-სახეზე ფერები გადაუვიდა რატის.
-კანადის უმსხვილეს ფირმასთან ჩვენმა საოცრად მაგარმა ანამ აწარმოა მოლაპარაკება და მათი პროდუქციის წარმოება ახლა ჩვენს ხელშია!-დიახ,ეს ის კომპანია იყო რამდენიმე ხნის წინ რატის შიშის ზარს,რომ სცემდა.“დიახ,წარმატებას შრომით ვაღწევ და არა პერანგის ღილის შეხსნით,ქალბატონო თიკა.“
ამ მომენტს არც ზედმეტი ირონია სჭირდებოდა არც ცინიზმით გაჯერებული ღიმილები,ამ მომენტით უნდა დამტკბარიყავი და მეც ახლა ამას ვაკეთებდი.
შემდეგში გაირკვა,რომ ბატონი ყავლაშვილი ჩემს გაშვებას აპირებდა,მანამ სანამ სილიკო არ დაემუქრა ეგ არ გაბედო თორემ კარში შენ გაასწრებო,მესმოდა რატის.
ნაწყენი იყო და ამის მიზეზი ჰქონდა.
უკვე მეორედ ვაჩვენე,რომ მასზე პრიორიტეტული სილიბისტრო იყო და ორივეჯერ ამის მიზეზი მისი გადაწყვეტილება იყო.
თითქოს ეს საბოლოო შურისძიება იყო თიკას აქ მოყვანისთვის.
იჯდა სათათბიროში და სარეკომენდაციო წერილს უწერდა მელუას,რომელიც პარტნიორ ფირმაში გადადიოდა თავისი ორი მოციქულით.
ნანუკას,გიორგის და ნატას ძლივს ვამაგრებდი შენობიდან ხელში აყვანილი,რომ არ გამოვეყვანე სამივეს ერთად.
ახლა რატისთან საუბარი ყველაფერს მერჩივნა.
სამივე სახლში გავუშვი და საკომფერენციოსკენ დავიძარი.
კარი დაუკაკუნებლად შევუღე.
-იმხელა წონა გაქვს ამ კომპანიაში რა გენაღვლება,საერთოდ ჩამოხსენი ეგ კარი და გვერდით ააყუდე!-მის ხმაში ისეთი წრფელი წყენა იგრძნობოდა გამეღიმა.
-რატი.
-მინდოდა ამ კედლებს გარეთ ყოფილიყავი ის ქალი ვინც ცხოვრებაში იმედებს არ გამიცრუებდა.
-იმედები გაგიცრუე?-გამეღიმა მე და მის წინ სკამზე მოვთავსდი.
-ორი წუთის წინ ღიად დამემუქრა სილიპისტრო(ასე ეძახდა კომპანიის მეპატრონეს თუ მასზე გაბრაზებული იყო) რომ თუ შენ გაგიშვებდი აქაურობას პირველი მე დავტოვებდი,მე კი შენი გაშვება მხოლოდ იმიტომ მინდოდა..
-რომ ხალხს არ ეთქვა თავისი შეყვარებული იყო და გაამარჯვებინაო ..-მისი წინადადება დავასრულე მე.
-გცოდნია.-ირონიულად ჩაიცინა მან.
-რატი,ერთი წამით შეეშვი მელუას ქება-დიდებას და ამომხედე!
-გისმენთ,თქვენი მონა-მორჩილი.-კალამი ისე გაიქნია 2 მეტრის დისტანციაზე არსებულ კედელს მთელი ძალით შეასკდა.
-ვერ მოგცემ უფლებას პირადის გამო კარიერა,რომელიც 20 წლიდან ვაშენებ თავზე დამამხო,ვერ მოგცემ უფლებას იმ ქალს ჩემთვის ეს ერთადერთიც წაართმევინო!-ვიგრძენი,როგორ დაიბურა რატის გამოსახულება,ჯანდაბა ეს ცრემლები..
-პირადის გამო კარიერას არ დათმობ?
-დავთმობ,მაგრამ თიკას არ დავუთმობ,ამ ორს შორის სხვაობას თუ ვერ ხვდები არც სხვა ურთიერთობის გაგრძელება ღირს.!
ოთახი სწრაფად დავტოვე და იქაურობას გავეცალე.
გარეთ გამოსულმა ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე და ნანუკას გადავურეკე.
-ქალი კატას დაქალი და სიამაყით სავსე ნანუკა დოლიძე გისმენთ!
-რა შვრები,სად ხარ?
-სალი მჭედლიძეს ავახიე სიამაყე სახიდან და სახლში მივდივარ.
-ისევ სამსახურში ხარ?
-ჰო,ახლა გამოვდივარ,ოჰ,ანუშკა გხედავ!-შენობიდან გამოსულმა ხელი დამიქნია.
-შენ აქ რა გინდა,სახლში არ გაგიშვი?
-ჰო,ბავშვები ვალიკოსთან რომ ჩავსვი და მეც უნდა ჩავმჯდარიყავი მჭედლიძე გამოეწუწა შენობიდან,მერე მითხრა გილოცავთ მაგარი სპექტაკლი დადგითო,თიკას უკეთესი ანაზღაურება ექნებაო ჰაიო და ჰუიო,მერე ტრადიციულად როგორც ხდება ..-თვალები აატრიალა ნანუკამ.
-ფუ, რა ეშმაკის მოციქულია ეგ გოგო!-სახე ამრეზით დამებრიცა მე.
-შენ ეგა თქვი,ახლა წევს ტრამვატოლოგიურში მარცხენა წვივის მოტეხილობით.-უდარდელად ჩაიფრუტუნა ნანუკამ მე კი თვალები მომენტალურად დამექაჩა.
-რაო?
-ჰო,ბანანის ქერქი დამივარდა ამანაც ფეხი დაადგა და ციდან ხუთ მეტრზე მყოფი ცუდად დაეცა,რა ვქნათ?ღმერთი რჯული,მე არაფერ შუაში ვარ, ეგ თავისი მაღლებიდან ბანანის ყვითელ ქერქს ვერ ამჩნევდეს იატაკზე დავარდნილს ჩემი რა ბრალია?!-ხელები გულზე გადაიჯვარედინა და სიცილისგან ორად გაკეცილს ყურადღებაც არ მომაქცია.
-მოიცა,მართლა წვივი მოიტეხა?
-ცოტა კი შემეცოდა ისე დაღრიჭა სახე მეგონა ყბაც მოტყდებათქო,მაგრამ სამართლმა მაგდენი პურიც არ მინდაო და ყბა გადაურჩა.
-აუ,მიყვარხარ ნანუკ!-ნანუკას ჩავეხუტე და მანაც გაოცებისგან მომხვია ხელები.
-რა გჭირს,ანა?მე კიარ მომტყდა წვივი სალის,მოტყდა..-დაბნეული ლუღლუღებდა,არ იყო ჩემგან მსგავსი ლაპარაკისთვის შექებას ნაჩვევი.
-იცი ჩვენ რას ვიზამთ?
-გისმენ.
-ამ ზაფხულს სალის ხომ უნდოდა „შერატონში“ დასვენება?
-კი,მთელი წელი მაგას არ წიკვინებდა?-მხრები აიჩეჩა ნანუკამ.
-ჰოდა ჩვენ წავალთ შერატონში!
-რაო?
-ჩაალაგე რაც შეიძლება მეტი საცურაო კოსტუმი ამ წელს იმდენ ფოტოს გადავიღებ,მჭედლიძემ ფეხები თავისით დაიტეხოს.
იმ საღამოსვე ჩავლაგდით,მე ნატა და ნანუკა და ბათუმისკენ ავიღეთ გეზი.
ვალიკომ წაგვიყვანა,ჩვენ ვალიკოს გოგოც წამოვიყვანეთ,თამუნა.
მადლიერება როგორ გამოეხატა კაცს აღარ იცოდა.
არ ვიცი,რა შეიძლება იყოს იმაზე მაგარი,როცა სიკეთისთვის ანთებული თვალების მიზეზი ხარ.
გოგოები ნომერში მოეწყვნენ.
ნანუკა წინასწარ გეგმავდა სასტუმროს რომელი მომსახურებით უნდა გვესარგებლა პირველ ჯერზე.
3 დღე სრული სამოთხე იყო.
საწოლში მწოლიარე სალომეს ნანუკამ სამი ბარათი,რომ გაუგზავნა სადაც თვითონ იყო გამოსახული შერატონის შენობის წინ ჯერ ნანუკაზე ვიცინოდით და მერე სალომეს სახეზე.
ყველაფერი მაშინ დასრულდა,როცა ნანუკას დაურეკეს და შეატყობინეს,რომ რატი ყავლაშვილმა თანამდებობა დატოვა.
წამით გავითიშე.
მეგონა ცივი წყალი გადამასხეს და სუნთქვა შემეკვრა.
ტელეფონი მოვიმარჯვე და ნაცნობ ნომერზე დავრეკე.
-მე ვაპირებდი დარეკვას,ან..-გაისმა მისი ხმა და მეც სხეულზე ეკლებმა დამაყარა.
-რაც გავიგე სიმართლეა?
-ვიცი რომ ძალიან გეწყინა სამსახურში ნერვებს,რომ ვერ მოგიშლი!-გაცინა მას.
-შენ ნორმალური ხარ?შენთვითონ წამოდი თუ სილიბისტრომ ...
-ანა,შეუცვლელი კადრი მარტო შენ არ ხარ!-ისევ გაეცინა-თავად მივიღე წასვლის გადაწყვეტილება.
-რატი,შეუცვლელი რომ არ ყოფილიყავი სილიკო გაშვებით არ დაგემუქრებოდა.
-შვილიშვილად,რომ არ ეკუთვნოდე ვიფიქრებდი,რომ სილიპისტროც ჩემი კონკურენტია-ისევ ეს სიცილი..-არა,ჩემი ნებით წამოვედი.
-და რატო?
-მიზანი ამართლებს საშუალებას.
-რატი ...
-შეუცვლელი კადრი სამსახურში,მზრუნველი ცოლი და პირველი გოგო.!
-ზედმეტი ამბიცია ეგოს ამახინჯებს ..-ღიმილს ვერ ვიკავებდი მუცელში თავმოყრილი ემოციების ფონზე.
-რატი ...
-ანა, გახდი ჩემი ცოლი.-მისი ხმა ზურგს უკან რომ გავიგე, მეგონა მუხლები მომეკვეთებოდა და ადგილზე წავიქცეოდი.
-რატი ...-ამოვილუღლუღე და ტელეფონს თითები მთელი ძალით მოვუჭირე.
იდგა კარის ჩარჩოს მიყრდნობილი,ხელებ გადაჯვარედინებული და მიღიმოდა.
-შენ ... მე ..
-მე და შენ,ანუ ჩვენ-გაეცინა რატის.
-ჯერ,რომ არ ...
-არ მითქვამს ჩემი „მიყვარხარ“.?
-არც მე მითქვამს.
-მზად ვარ მოვისმინო!-ამაყად გაიჭიმა,სიცილი ძლივს შევიკავე მის სახეზე.
-რატი,მეხუმრები ხო?
-რატო,უეჭველად რესტორანში უნდა წამეყვანე და მუხლზე დამგარს ბეჭედი „გამეძრო“?-ისე იცინოდა ამ სიტყვების სერიოზულობაში ვერაფრით ვრწმუნდებოდი.
-და სად არის ბეჭედი?
-შენ ის მითხარი გამომყვები?
-ასე,როგორ დაგთანხმდე,იქნებ მატყუებ?-თამაშში ავყევი მე.
-ჩემს ბეჭედს,რომ დაინახავ იქნებ ქონების გამო წამომყვე ცოლად,პირველ ღამეს მომკლა და დაეპატრონო ყავლაშვილების ავლადიდებას.?!-ნერვიულად ვიცინოდი და რატისაც ვაცინებდი.
-აბა სიტყვაზე გენდო?-სიცილით ორად ვიკეცებოდი მე.
-უნდა მენდო-დასერიოზულდა რატი.
-რატი სანამ მუხლზე დამდგარი არ მთხოვ ცოლობას,ვერ ეღირსები პირველ გოგოს ჩემგან!-ჩემი სიცილი სასტუმროს ადმინისტრაციას ესმოდა პირველ სართულზე.
შევატყვე როგორ გაებადრა სახე.
როგორ გადაუარა ფერებმა.
აშკარად ბავშვის ხსენებაზე აღელდა.
მის ამ ქცევაზეც გამეღიმა.
უეცრად ცალ მუხლზე დამდგარმა ბეჭდის ყუთი რომ გადახსნა გულმა კიარა მთელმა ცხოვრებამ დამაპაუზა.
-პირველი გოგო მინდა,არა სულაც ორი გოგო მინდა,სამიც იყოს მერე სიბერეში ერთ ბიჭსაც მოვაგვარებთ და ...-ეტყობოდა,რომ ცოტაც და ენა დაებმეოდა,მეღიმებოდა,ცრემლებს ვერ ვიკავებდი,ბევრი არაფერი,მაგრამ ამ კაცთან შემეძლო მესუნთქა.-თუ დღეს არ გიყვარვარ,ყველაფერს ვიზამ იმისთვის,რომ შემიყვარო,თუ დღეს არ ხარ ამისთვის მზად ... ან..ნა,გახდი ჩემი ნ..ნაზი მის..სი,ანუ ისუნთქე ჩემთან ერთად.
-მე რომ ჯერ სუნთქვა კარგად არ ვიცი?-მივდვი,რომ რატი მიხვდა,რომ ვატო ჩემი გულიდან ბოლომდე ამოშლილი არ იყო და მისი არსებობა ისევ მართმევდა სუნთქვის დროს წამებს.
-მე გასწავლი.
-სუნთქვას?-გამეღიმა და ცრემლები ხელის გულით შევიწმინდე.
-სუნთქვას-ამოიჩურჩულა და იატაკზე დამჯდარმა დაბლიდან ამომხედა იმედიანი თვალებით.
-ჯერ ადრეა რატი,ჯერ სუნთქვა მასწავლე და მერე გავიკეთებ ამ ბეჭედს თითზე.-ამოვიტირე მე და მის გვერდით დავჯექი თავდახრილი.
ორ წუთიანმა სიჩუმემ ლამის ჭკუიდან გადამიყვანა.
მონოტორულად ვსუნთქავდით და ამის გარდა არაფერი ისმოდა ოთახში.
-მაშინ ვისწავლოთ სუნთქვა.-თქვა ხმამაღლა და მე გადმომხედა,სულ ორი წამი დამჭირდა გონს მოსაგებად,სახეზე ღიმილს ვერ ვიკავებდი ანდაც რატომ უნდა შემეკავებია?თითქოს ცხოვრება მეორე შანს მაძლევდა და მე რა,ღიმილი შემეკავებინა?!არაფერიც.
-შემპირდი,რომ ამ ბეჭედს სულ ატარებ.
-რატო?-გაეღიმა მას.
-როცა ვიგრძნობ,რომ დროა შენ მზად რომ იყო ისევ მუხლზე დასადგომად.
-ჯანდაბა,ანა,კიდევ მუხლზე უნდა დამაყენო?-თვალები აატრიალა რატიმ.
-წუწუნი!!-თვალები დავაბრიალე და სიცილში ავყევი.

რატისთან ერთად ორი გიორგიც ჩამოსულა.
ჭკუაზე არ იყვნენ გოგოები.
ყველანი ცალ-ცალკე და მაინც ერთად ვიყავით.
რატის სეირნობა უყვარდა ფეხით,ეს ქალაქიც ხომ სწორედ ამისთვისაა შექმნილი.
სიყვარულით სავსემ ისეირნო მის ქუჩებში.

-შენი აზრით სიყვარულს როგორი ფერი აქვს?-ვკითხე ერთხელ.
-დილით გაჩვენებ.-მიპასუხა და გზა გააგრძელა.

მეორე დღე თენდებოდა,ხუთი საათს აკლდა წუთები,დამირეკა და გამაღვიძა.
-კარგი რა,რატი ამ დილა უთენია ან რამ გაგაღვიძა,ან რამ მოგაფიქრა ჩემი გაღვიძება?-ვწუწუნებდი მე.
-ფანჯარაში გაიხედე,სიყვარულის ფერს დაინახავ.-ჯერ ცალი თვალი გავახილე,მერე ცალი ფეხი გადავწიე საწოლიდან და ძლივს წამოვდექი ფანჯარასთან მისასვლელად.
-გავიხედე.
-ცას უყურებ?
-კიდევ ზღვასაც.-გამეღიმა მე.
-არა,მაგას შეეშვი,ზღვა უნდა იგრძნო,ცას უყურე.
-ვუყურებ,რატი.
-მოწითალო ფერში შეჭრილ იასამნისფერს უყურებ?
-ლურჯიცაა,ცოტათი.
-ჰო,ლურჯი ბუნებრივობა,წითელი გრძნობა და იასამნისფერი სისუფთავე.
-ეგ როგორ?
-აი ეგრე,პალიტრაზე ღმერთი ამ ფერებს ერთმანეთში ურევს და რასაც ცაზე ხუთიდან ექვსამდე უყურებ ზუსტად მაგ ფერისაა სიყვარული.
-შენ ცოტა გიჟი ხარ ხო?-სიცილი ვერ შევიკავე მე.
-მე შენ მიყვარხარ,ანნა.
გამითიშა.
რა დამაძინებდა?!
ვიჯექი და ვუყურებდი ფერთა გამას,რომელსაც თავად შემოქმედი ქმნიდა ჩვენთვის.
სავარძელი ფანჯარასთან დავდგი,ტელეფონში ნაცნობი მუსიკა ჩავრთე და ცის ჰორიზონს გავხედე.
ნატას და თამუნას ეძინათ.
მათ კიარა მთელ ბათუმს ეძინა.
ჩემი და რატის გარდა
რადგან ვგრძნობდი,რომ ისიც იჯდა და ამ ცას უყურებდა,სიყვარულის ფერებით დახატულს.


ნანუკას შვილი ოფიციალურად იშვილა რატიმ.
კისერზე შემოჯენილი დაჰყავდა ყველგან სადაც პატარა თომა თითს გაიშვერდა.
ჭრელი კოჭებამდე სარაფანი მეცვა.
ჭილის სანდლები და აწითლებული კანით ვმოძრაობდი ბათუმის ქუჩებში რატისთან და თომასთან ერთად.
გიორგი იცინოდა,თუ ასე გააგრძელებთ თომას და ან ძმა ჩამოყვება თბილისშიო.
თომას ისე შეუყვარდა რატი ბოლოს აღარ შორდებოდა.
ან რატომ არ შეუყვარდებოდა?
არც ერთი ატრაქციონი არ გამოატოვებია,რომელზეც თომას დაჯდომა სურდა.
ყველა სანაყინესთან მიჰყავდა,უკვე იცოდა როგორი ნაყინი მოგვწონდა მე და თომას.
ბოლოს ექსპერტები ვიყავით ამ ამბავში,ზუსტად ვიცოდით სად უფრო გემრიელი ნაყინი მზადდებოდა.
დილაობით ბათუმის ცნობილ საკონდიტროში „დონაში“ ვისხედით გოგოები.
-გეფიცები,თუ რატი ყავლაშვილს ხელიდან გაუშვებ მეორე ცხოვრებაში მე მოგპარავ!-თვალები დაქაჩა ნანუკამ.
-შენ გიოს ღალატზე ნუ გაქვს თვალები,თორემ ზარი ახლობელთან!-გამეცინა მე.
-დიდი წვეულება იმართება სილიკოს დაბადების დღე ჰქონია და გრანდიოზულად აღნიშნავს,ყველანი მიწვეულები ვართ.-ამოილაპარაკა ნატამ და ტელეფონი მაგიდაზე დადო.
-ბათუმმა რეჟიმიდან ამომაგდო თორე ეს დამასწრებდა გაგებას?-ნანუკას,რომ გადავხედე მანაც ეგრევე თავის მართლება დაიწყო.
-მჭედლიძე თავზე ფეხებს ირტყამს ალბათ!-სიცილი აუვარდა ნატას.
-აბაა,წელს ვერ „ გაიზაგრა სათანადოდ“(სალი გააჯავრა ნანუკამ)იაროს ახლა კანის სასიმსივნე სოლარიუმში,სადღაც უნახავს 1 წუთი 20 თეთრი,ნუ ეგ გოგო მანიაკია,ან სად მიაგნო ან რა ჯანდაბად უნდა ამდენი რუჯი?
-ნანუკა შენ წინასწარ ნუ გამოუყვანე წირვა!
-ჭამე რა ეგ ტორტი,დაგატკობს იქნებ!-ამრეზით გადმომხედა დოლიძემ და მეც სიცილი ვეღარ შევიკავე.

ბათუმიდან მალევე წამოვედით.


-ხვალ სამზე სალონში წავალ და ექვსისთვის სახლში გამომიარე.-სანამ მანქანიდან გადავიდოდი მანამ ვუთხარი რატის.
-სალონში გაგიყვანო?
-არა,თავად გავალ აქვეა.
მანქანიდან გადმოვედი,რატიც გადმომყვა.
-სახლში არ აგიყვან!-საჩვენებელი თითი დავუქნიე გაფრთხილების ნიშნად და გავუცინე.
-სავარაუდოდ მოგიწევს ...-თქვა და მოკიდებული სიგარეტი მოისროლა,მაღლა ჩემს აივანს ახედა და ისევ მე გადმომხედა.
-ვითომ რატომ?-გამეცინა მე.
-შენი ყოფილი გელოდება კარებთან რა გირჩევნია შენი ნებით ამოვიდე თუ ჩემი ძალით?!-წარბები მაღლა აწკიპა და სადარბაზოსკენ დაიძრა.
დავიძაბე,იცით როგორ დავიძაბე?
მეგონა ფილტვები გამეყინა.
კარის გასწვრივ კიბეზე მჯდარი ვატო,რომ შევნიშნე უგონოდ მთვრალი უკვე გათიშული იყო მეგონა იქვე ჩავიკეცებოდი.
-ვატო ...
-გათიშულია!-თვალები აატრიალა რატიმ.-მისი მეგობრის ნომერი არ გაქვს?მოაკითხონ და წაიყვანონ ...
-მოიცადე დავურეკავ,ოხ ვატო!-ბრაზით ამოვილაპარაკე და მობილურში ვატოს ძმაკაცის მათეს ნომერი ვიპოვე.
მათე მალევე მოვიდა და გათიშული ვატო იქიდან წაიყვანა.
ერთი ორი ფარული ზიზღი რატისაც შეაფრქვია,ვითომ ძმაკაცის ინტერესებს იცავდა.
გაგვეცინა მეც და რატისაც.
ჩანთები სახლში შემატანია,დამემშვიდობა და წავიდა.
ღამის სამი საათი იქნებოდა უცხო ნომრის ზარმა რომ გამაღვიძა.
-გისმენთ ...-ამოვილუღლუღე ნახევრად მძინარემ.
-ანა,გამარჯობა თიკა ვარ.!-თვალები ინსტიქტურად დამექაჩა და საწოლიდან წამოვხტი.
-რა ხდება თიკა?
-გაგაღვიძე?
-კი.
-არ ვიცი ახლა რატომ გირეკავ ან რისი იმედით,მაგრამ მინდა გთხოვო რომ ვატოს დაელაპარაკო ...-ჩავიკეცე,ხალხო,გეფიცებით ჩავიკეცე-იქნებ აუხსნა,რომ მარტო ბავშვს ვერ გავზრდი ...-ტირილის ნოტებზე ტვინში სისხლი ჩამექცა-ვიცი,რომ შენთან არ ვარ მართალი,ვიცი გთხოვ ეს ვატოს შვილისთვის გააკეთე.
-თიკა,მე რა შემიძლია?ჩემთან ლაპარაკი ახლა მისთვის უარესია,გულს უფრო ვატკენ ...
-გთხოვ,ანა ცუდად არის,ღამით ბორგავს და შენ სახელს ყვირის ...-მეგონა სხეულიდან კანი ამათალეს.
-მაპატიე,თიკა ამდენად ძლიერიც არ ვარ,რკინის არ ვარ გესმის?მეც მაქვს ემოციები.-ცრემლებს ვერ მოვერიე მე.
-მაპატიე,გაგაღვიძე.ბოდიში ანა.
გაბმულმა ზარის ხმამ რეალობაში დამაბრუნა.
თითებმა ინსტიქტურად აკრიფეს რატის ნომერი.
მისი დაბოხებული ხმის მოსმენა ახლა ჰაერივით მჭირდებოდა.
-რატი..-ამოვილუღლუღე .
-ანა,კარგად ხარ?პატარა,რა ხმა გაქვს?-წამში გამოფხიზლდა რატი.
-გთხოვ,მოდი ჩემთან და ბინასთან რომ მოხვალ დამირეკე.
-5 წუთში მანდ ვარ,პატარა არ გამითიშო,რა გჭირს მითხარი.-მისი აჩქარებული სუნთქვით მივხვდი,რომ უკვე იცმევდა.
-ცუდად ვარ,ვერ ვსუნთქავ რატი..-ამოვიტირე მე და სხეულზე შემოვიჭდე თხელი ნაქსოვი მატერია.
-ვატოს ამბავია,ხო?
-რატი,ხომ მალე მოხვალ?
-გამოვდივარ,არ გამითიშო ანა,მელაპარაკე ...
-შენთან მინდა,შენთან როცა ვარ ვსუნთქავ,ასე მიჭირს,ვერ ვსუნთქავ რატი,მიჭირს ..-სპაზმები მეწყებოდა და ამას მეც ვხვდებოდი-თიკამ დამირეკა,მთხოვა ვატოს დაელაპარაკეო,არ შემიძლია,რატი რატომ არ ესმით რომ არ შემიძლია?
-მე მესმის,პაატარავ თუ საჭირო გახდება მე დაველაპარაკები შენ არ ინერვიულო,ყველაფერი დალაგდება,შენთან მოვდივარ ანა..
-ხომ მალე მოხვალ?
-მოვალ,აი შენ ჩიხში შემოვუხვიე,ჩამოდი ანა.
ტელეფონი იქვე დავაგდე და სირბილით ჩავიარე ოთხი სართული.
მანქანის ფარები ანთებული იყო.
ჩემს დანახვაზე კარები გააღო და გადმოვიდა.
ისე ჩავეხუტე,როგორც ომიდან დაბრუნებულ ქმარს მონატრებული ცოლი მოეხვეოდა.
მეგონა დაფლეთილი კანი გამიმთელდა,მეგონა ფილტვებში ჰაერი ჩავუშვი.
ხელებს მთელი ძალით ვუჭერდი და ვსლუკუნებდი,არასდროს ვყოფილვარ ასეთი სუსტი.
-ჩშშ,აქ ვარ შენთან ვარ ...
-ჩემთან მინდა,რომ იყო.
-აქ ვარ,ანნა ...-მისმა „ანნამ“ თითქოს მომენტალურად დამამშვიდა.
თმებზე მეფერებოდა და ძლიერად მიკრავდა მკერდზე.
-ავჭალის სასაფლაოზე წამიყვან?-მუდარით ავხედე,გამიღიმა თითქოს მიხვდაო.
კარი გამიღო და მეც მანქანაში ჩავჯექი.
სანამ იქ მივიდოდით არც ერთს ამოგვიღია ხმა.
დანიშნულების ადგილას,რომ მივედით რამდენიმე მეტრი ფეხით გავატარე.
მერე ნაცნობ ადგილს წავაწყდი და ფრთხილად შევაღე სასაფლაოს პატარა კარი.
ვიგრძენი,როგორ გაიყინა ყავლაშვილი,როცა ქვაზე მამაჩემის გვარი წაიკითხა,მის გვერდით კი დედაჩემის სახეს მოჰკრა თვალი.

მაშინ პირველად მინდოდა ეწვიმა.
ცა დაბლა ჩამოსულიყო და თავისი სათქმელი ეთქვა.
მაშინ პირველად მომინდა თითებით ამომეთხარა ის მიწა რაც ჩემს მშობლებს გულზე ჰქონდათ.
მიუხედავად იმისა,რომ ხშირად ვტიროდი
მაშინ პირველად ვიტირე ჩემი მშობლების საფლავზე.
მაშინ პირველად გავბედე „გაზრდა.“
მუჭა მუჭა ვთხრიდი ირგვლივ მიწას და მეგონა ამით იმ ფაქტს ვუშველიდი,რომ ისინი აღარ იყვნენ.
-მითხარი რა ვქნა,მითხარი როგორ მოვიქცე დე.გაიმეტე შენი გოგოსთვის ორი სიტყვა,მითხარი სად უნდა ვიყო და სად ვარ,გამლანძღე რომ არასწორი არჩევანი გავაკეთე,რომ 20 წლისას ოჯახი დამენგრა.თავზე ხელი გადამისვი და მითხარი,რომ ესეც გაივლის,დე ... სად ხარ,დედიკო მჭირდება დედაშვილური რჩევა,რომელიც არასდროს მქონია,ერთხელ მაინც დამესიზმრე,ცუდად ვარ,რატო არ გესმის,რომ ცუდად ვარ,რა ნამუსით დამტოვეთ,მტკივა ... სუნთქვას არ მაცდიან დე ...-ვკიოდი,როგორც შემეძლო და თითოეული დადენილი ცრემლი მალამოდ ედებოდა ჩემს ბორკილებ დადებულ ცხოვრებას.
ბავშვები მშობლების კალთაში იმიტომ ტირიან,რომ ამას თავისებური შვება მოაქვს თურმე.
იმ ღამით ვინანე,რომ აქამდე არც ერთხელ არ მიტირია მათთან.
სახეზე წვიმის წვეთები რომ დამეცა უკან მივიხედე.
რატი იჯდა საფლავის ირგვლივ ამოშენებულ პატარა კედელზე და თვალცრემლიანი მიყურებდა.
დედაჩემის და მამაჩემის საფლავთან ახლოს ლამპიონი უნათებდა რატის აწითლებულ თვალებს.
ერთმანეთს ვუყურებდით და ცა უფრო უხვად აგზავნიდა წვიმის წვეთებს დედამიწაზე.
ვსველდებოდით.
-აქ გაქვს?-ამოვიხრიალე მე,ის დაიბნა აშკარად ვერ მიხვდა რაზე ვეუბნებოდი.-რატი,ბეჭედი აქ გაქვს?
-ხომ მითხარი სულ თან ატარეო?!-მკრთლად გამიღიმა.
-იქ მამაჩემი და დედაჩემია,რატი ...-ამოვიტირე მე.
-გპირდები,რომ იმედებს არც მათ გავუცრუებ და არც შენ ...-ძლიერი მკლავები მომხვია და მეც ჩავიკარგე მისგან წამოსულ სითბოში.
-მუხლებზე დადგომა მაინც მოგიწევს.!-გამეცინა მე და ბედნიერმა მოვხვიე მკლავები.

მანქანაში ვსხდებოდით წვიმამ,რომ გადაიღო.
ისინი გრძნობენ.
ყველაფერს იმ სიმძაფრით გრძნობენ,როგორც ცოცხლები.
ისინი აქ არიან
ჩვენს გულებში.

იმ ღამით რატი ჩემთან დარჩა.
მისაღებში ვისხედით და თავზე გვათენდებოდა.
-ცა სიყვარულის ფერია,გახედე.!-ხელი გავიშვირე აივნისკენ.
სკამები გავიტანეთ და ექვსამდე ვისხედით აივანზე.
ექსვზე რატი გავაცილე და საწოლში შევწექი.
ზუსტად სამის ნახევარზე გამეღვიძა.
მეგონა ცხოვრება სხვა თვალებით დავინახე.
შხაპი მივიღე და სალონში წავედი.
საღამოს ექსვზე რატიმ გამომიარა.
-ისეთ ფორმაში ხარ,შენი საცოლე რომ არ ვიყო აქეთ ვიზრუნებდი რომ გავმხდარიყავი!-გავუცინე და ლოყაზე ძლიერად ვაკოცე.
-დავიწყოთ იქიდან,რომ შენ შემაბი!-წარბები მაღლა აწკიპა და ჩემს ორ საათიან წიკვინს ამ საკითხის რაობაზე სულ ღიმილიანი სახით უსმინა.

დარბაზში შევედით თუ არა მაშინვე დამეტაკა ნანუკა.
-შენი ყოფილი ქმარია აქ!-მიჩურჩულა ყურში და რატის მიესალმა.
-ძალინ კარგი!-კმაყოფილმა ჩავილაპარაკე და რატის ხელკავი გამოვდე.
-მჭედლიძე რა ვიდზეა ნახეთ ... -გაეცინა ნატას,რომელიც გიორგის გვერდით იდგა.
-როგორ აწერია „წნორის უნივერსიტეტ გამოვლილი ვარ და მიფრთხილდით“?!-სახე დაებრიცა ნანუკას.
-შეეშვით მჭედლიძეს,ვთხოვდები ...-ამოვილაპაკე და ნანუკას პირზე ხელი ავაფარე კივილი,რომ არ დაეწყო.

მერე იყო მუხლზე დამდგარი რატი,ბანალურად გაცისკროვნებული დარბაზი და ჩემი ყოფილის ჩამქვრალი თვალები.
თვალები,რომლებიც ოდესღაც ჩემი ცხოვრების ღერძი იყო,თვალებმა რომლებაც დაკარგეს ფერი.

***
გამარჯობა,მე ის ოცი წლის გოგონა ვარ ქმარს რომ გავშორდი
და მეგონა სამყარო თავზე ჩამომექცა.
ყველაფერზე თვალი,რომ დავხუჭე და თავი დავხარე.
ის გოგონა ვარ,რომ მეგონა ცოცხლად დავიმარხე და სიყვარულის ანუ ღმერთის არსებობაში ეჭვი შევიტანე.
ის გოგონა ახლა 25 წლისაა.
ის გოგონა ახლა პატარა ლიზას დედაა.
გამარჯობა,მე ის გოგონა ვარ,რომელიც გაიზარდა და ისწავლა თავისუფალი სუნთქვა.



დ ა ს ა ს რ უ ლ ი



ამ ისტორიის წაკითხვისას მინდა დაგრჩეთ შეგრძნება,
რომ თავისუფალი სუნთქვა ეს სიყვარულია.
მთავარია გაბედოთ გაზრდა.
მთავარია იწამოთ,რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება წინაზე.
მთავარია არ დაგავიწყდეთ,რომ დედამიწას ვერტიკალური და ბრუნვადი სიყვარული ატრიალებს.
ისტორია დაწერილია რეალური ადამიანების რეალურ ისტორიაზე (მწერლის ფანტაზიის ელემენტებით)
სიყვარულით
თქვენი ჭორიკანა
ლიზა კანდელაკი.



№1  offline წევრი Blume

კითხვისას საკუთარი ღირსება შევიგრძენი... მართლა,უცნაურად ჟღერს ,მაგრამ ასეა. ბევრს ვერაფერს გეტყვი ,ძალიან ლამაზი და თბილი ამბავი იყო. ჰო,ძალიან თბილი,მაგრამ არა სევდიანი ბანალური ვიქნები და ათასჯერ გავიმეორებ,რომ ერთხელ გატეხილი ვერ გამთელდება. და ყველაზე მთავარი სწორად მოტანილი ისტორია იყო ! ცოტათი სასაცილოა,ცოტათი სატირალიც,მაგრამ საითაც არ უნდა გავიხედოთ გინდ აქ და გინდ რეალობაში ,სულ საპირისპიროს ჩასძახიან ქალებს.ვერ წარმოიდგენ ამდენი მოძალადე და გაფეტიშებული პერსონაჟის მერე რა სიამოვნებაა ასეთი ამბის ნახვა აქ. მადლობა,მადლობა და მადლობა ასეთი თბილი და სწორად მოტანილი ამბისთვის. ბევრი გოგო წაიკითხავს ამას.
მე მინდა ბევრმა,ძალიან ბევრმა წაიკითხოს და საკუთარი თავის პატივისცემა,თავისუფლად სუნთქვა ისწავლოს. შენ კი უბრალოდ გეტყვი -სულელივით გაღიმებული დამტოვე ამ შუაღამეს.

 


№2  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

Blume
კითხვისას საკუთარი ღირსება შევიგრძენი... მართლა,უცნაურად ჟღერს ,მაგრამ ასეა. ბევრს ვერაფერს გეტყვი ,ძალიან ლამაზი და თბილი ამბავი იყო. ჰო,ძალიან თბილი,მაგრამ არა სევდიანი ბანალური ვიქნები და ათასჯერ გავიმეორებ,რომ ერთხელ გატეხილი ვერ გამთელდება. და ყველაზე მთავარი სწორად მოტანილი ისტორია იყო ! ცოტათი სასაცილოა,ცოტათი სატირალიც,მაგრამ საითაც არ უნდა გავიხედოთ გინდ აქ და გინდ რეალობაში ,სულ საპირისპიროს ჩასძახიან ქალებს.ვერ წარმოიდგენ ამდენი მოძალადე და გაფეტიშებული პერსონაჟის მერე რა სიამოვნებაა ასეთი ამბის ნახვა აქ. მადლობა,მადლობა და მადლობა ასეთი თბილი და სწორად მოტანილი ამბისთვის. ბევრი გოგო წაიკითხავს ამას.
მე მინდა ბევრმა,ძალიან ბევრმა წაიკითხოს და საკუთარი თავის პატივისცემა,თავისუფლად სუნთქვა ისწავლოს. შენ კი უბრალოდ გეტყვი -სულელივით გაღიმებული დამტოვე ამ შუაღამეს.


მადლობა რომ შენი თბილი სიტყვებით მეც გამაღიმე ❤

 


№3 სტუმარი სტუმარი Khatuna

ძალიან მომეწონა. საერთოდ ძალიან მომწონს თქვენი ისტორიები, მოუთმენლად ველოდები.
სიყვარული, სიკეთე, ღალატი და ეს ყველაფერი საოცარი იუმორის ფონზე. განსხვავებული წერის მანერა და სასიამოვნო წასაკითხი. მოკლედ, ძალიან მომწონს და გისურვებთ წარმატებას. მე დაველოდები ახალ ისტორიას, რომელიც გულს ისევ გამითბობს.

 


№4 სტუმარი ნკკ

ღმერთო, ეს რა იყო, ლიზა?! :))) ????

 


№5  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი Khatuna
ძალიან მომეწონა. საერთოდ ძალიან მომწონს თქვენი ისტორიები, მოუთმენლად ველოდები.
სიყვარული, სიკეთე, ღალატი და ეს ყველაფერი საოცარი იუმორის ფონზე. განსხვავებული წერის მანერა და სასიამოვნო წასაკითხი. მოკლედ, ძალიან მომწონს და გისურვებთ წარმატებას. მე დაველოდები ახალ ისტორიას, რომელიც გულს ისევ გამითბობს.

ნკკ
ღმერთო, ეს რა იყო, ლიზა?! :))) ????

მიხარია თუ მოგეწონათ❤

 


№6 სტუმარი Qeti qimucadze

liza saocari istoria iyo. ar gamkvirvwbia. yovel jerze izrdebi rogorc mcerali. imdenad amagelvebeli iyo. gulis simebi shearxia da samudamod iq daido bina.nsaertod es stili miyvars ceris. tevadi. lakonuri da gamartuli. msubuqad eom ikitxeba. leitmotivic saocari iyo. mtavaria sulit ar davecet vircmunot sakuttari tavis da tavmoyvareoba shevinarchunot. scorad motanili da kargad gashiqebuli baqtualuri da zalian mtkivneuli sakitxiaa. madloba am sasiamovno cutebistvis. carmatebebi nichiero gogov

 


№7  offline წევრი ანა გუგე

კიდევ კაი წავიკითხე და არდავიძინე... უავკომენტაროდ ვერ გავატარებ
მოკლეედ ძაალიან ბევრი ვიცინე აი იქ ენა დაბმულ "დ-დიახ" ზე ამოვწყდი მართლაა:დდდდდასასრულიც და დასაწყისიც შესანიშნავი იყო ბევრის სწავლა შეიძლება მართლა ამ პატარა მოთხრობიდან.
კიდევვ... ერთი ნანუკა ყველას უნდაყავდეს გვერდით რაა ისეთი სასაცილო და საყვარელია ვერცერთი უარყოფითი დავიჭირე მაგის ხასიათშიი

 


№8  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

Qeti qimucadze
liza saocari istoria iyo. ar gamkvirvwbia. yovel jerze izrdebi rogorc mcerali. imdenad amagelvebeli iyo. gulis simebi shearxia da samudamod iq daido bina.nsaertod es stili miyvars ceris. tevadi. lakonuri da gamartuli. msubuqad eom ikitxeba. leitmotivic saocari iyo. mtavaria sulit ar davecet vircmunot sakuttari tavis da tavmoyvareoba shevinarchunot. scorad motanili da kargad gashiqebuli baqtualuri da zalian mtkivneuli sakitxiaa. madloba am sasiamovno cutebistvis. carmatebebi nichiero gogov

მადლობა თქვენ ❤
ანა გუგე
კიდევ კაი წავიკითხე და არდავიძინე... უავკომენტაროდ ვერ გავატარებ
მოკლეედ ძაალიან ბევრი ვიცინე აი იქ ენა დაბმულ "დ-დიახ" ზე ამოვწყდი მართლაა:დდდდდასასრულიც და დასაწყისიც შესანიშნავი იყო ბევრის სწავლა შეიძლება მართლა ამ პატარა მოთხრობიდან.
კიდევვ... ერთი ნანუკა ყველას უნდაყავდეს გვერდით რაა ისეთი სასაცილო და საყვარელია ვერცერთი უარყოფითი დავიჭირე მაგის ხასიათშიი

გეთანხმები,ერთი ნანუკა ყველას უნდა ჰყავდეს,მადლობა შეფასებისთვის ❤

 


№9  offline ახალბედა მწერალი belle...

გავათენე ;დდდდდდდდდდდდდ შეთ!!! აი გავათენეეე!!! და მე როგორც წესი თუ სისხლში არ გადამივიდა ტექსტი არ ვათენებ ;დდდდდდდდდ კანდელაკო მეამაყები, რომ შენ ხარ ჩემი მუზა!!! მეამაყები, რომ ეს ლიზა კანდელაკი, რომელიც თავისი ნაზი თითებით ამ ლამაზ ამბავს წერდა (ვიხარხარე, ვიტირე, ვიბღავლე, გავიღიმე, უფრო მეტი ვიხარხარე და ბოლოს ბედნიერი ღიმილით გაკრეჭილი დავრჩი) "ჩიხის" ქუჩებში დააბიჯებს ჩემი მილენას ახლოს და ცხოვრებას უცნაური ფერებით უფერადებს ^_^ <3 <3 <3 <3 ღმერთმანი, როგორ შემიყვარდი კანდელაკო!!! ძალიან ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ და ბედნიერების მწვერვალია შენს ისტორიებთან ერთად გატარებული ყოველი წამი!!! <3 <3 მიყვარხარ პატარავ, ძალიან მიყვარხარ. ვგიჟდები შენს იუმორზე ;დდდდდდდდდდდდ მეზობელს პატარა მჩხავანა ჰყავს და მგონი ორჯერ მარტო მე გავუღვიძე ნანუკას მსგავსი ხარხარით ;დდდდდდდდდდდდდ <3 <3 <3 მადლობა შენ ამ ლამაზი და თბილი ემოციებისთვის ^_^ ^_^ <3 <3 <3 <3 რომ დავიწყე კითხვა არ გადამიხედავს არც ერთი ფეიჯისთვის (მახასიათებს არადა, ჩვევად მაქვს) აი ასე, სანამ ბოლო წერტილამდე არ ჩავედი არ გამოვსულვარ და შენ გაქვს ასეთი ჯადოსნური ძალა!!! <3 <3 <3 მიყვარხარ მეთქი და გელოდები დანარჩენი ორით <3 <3 <3 შეუდარებელო სასწაულო ადამიანო. საშინლად მეამაყები-მეთქი გითხარი და კიდე გეტყვი!!! <3 <3 <3 <3

მოიცა ისტორიაზე დამავიწყდა, რომ მეთქვა... ამრია დამრია გამაშტერა და სიტყვა ვერ ჩავაკვეტე ამ ლამაზ ამბავზე ;დდდდდდდდდდ შენადა გამაგებინე ამ მამრებს რომ ქმნი ხოლმე რომელ ქიმიას ურევ? ;დდდდდდ გინდა არ გინდა გიყვარდებიან. აი რო არ გინდა მთავარი პერსონაჟი შეგიყვარდეს (ეგეც ჩვევად მაქვს, მეორეხარისხოვნები მიზიდავენ ხოლმე როგორც წესი) შენს ისტორიებში მაგას გადამაჩვიე ;დდდდდდდ აი არ ვიცი უამგრესი იყო ოღონდ მართლა!!! ძალიან ლამაზი, საყვარელი, ემოციური და არ ვიცი სიცილს ვერ ასწრებ რომ ტირილში გეზრდება და პირიქით <3 <3 <3 ძალიან მომეწონა ქალის მთავარი პერსონაჟი!!!! მისაბაძი, საყვარელი, ძლიერი და იუმორით სავსე!!! <3 <3 <3 <3 ძალიან კარგი გადასვლები გქონდა. ნანუკა ყველაზე კაი ტიპი მგონია ;დდდდდდდ ვხალისობდი ამ თხა გოგოთი ;დდდდდდდდ <3 <3 ბათ ეს ის პირველი შემთხვევაა როცა ისტორიაში მთავარი ქალი პერსონაჟი მართლა გულით შევიყავარე (ყველა ისტორიაში ჩემი ტკივილია ეს, ქალებს ვერ ვუმუღამებ) მოკლედ ყველა სტერეოტიპს თავზე მალეწავ გოგო და რა გინდა?????? ;დდდდდდდდდდდდ <3 <3 <3 <3 კიდე მინდა ასეთი ისტორიები, რაც შეიძლება ბევრი!!! ემოციური იყო, სახალისო, თბილი და ტკბილი <3 <3 <3 ვატოს მიწა დავაყარე ზედ დამატებული თავისი "ახალი ცოლით" <3 <3 ვაფშე არ მეცოდება!!! კაი, ჰო, ვიტყუები, ბოლოში მის ჩამქრალ თვალებზე ისე სასტიკად გეწერა ტუჩი მაინც ამებურცა ;დდდდდ <3 <3 <3 რატიკო <3 <3 ვერ ვიტანდი ამ სახელს და შემაყვარე ( გოგო, ეს რატი ხალხი ვინ დანიშნა ყველა უფროსის სკამზე??? ;დდდდდდდ ჩემთან, კრისის უფროსსაც რატი ჰქვია და ისიც ეჩალიჩება თანამშრომელს ;დდდდდდდდდდდდდ) სილიბისტროზე ხო ამოვწყდი და აღარ დავრჩი ;დდდდდდდდდდ დედას გაფიცებ "არამზადა, გარეწარი" სახელების კრებული თუ გაქვს გადამალული ჩამიკოპირე ერთს მეც ავარჩევ ;დდდდდდდდდდდდდდდდდ აი ყოველი მისი სახელის ხსენებისას გიჟივით ვხარხარებდი!!! მიმზიდველი იყო შენი იუმორიც ამ მხრივ. დიალოგებზე აღარაფერს ვამბობ. ჰოდა თამამად გაეშვა ეს ისტორიაც რჩეულების სიაში ;დდდდდდდდდ <3 <3 <3 კაროჩე ახლა მაგრად მეძინება რა და ხვალ რომ გავიღვიძებ და თუ მომაგონდა რომ რამე გამომრჩა მესამე კომენტარითაც დაგარბევ და არ დამიწყო რაღაცეები მერე ;დდდდდდდდდდდდ <3 <3 <3 <3 გყვარობ!!!!!!!!!!

 


№10  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

belle...
გავათენე ;დდდდდდდდდდდდდ შეთ!!! აი გავათენეეე!!! და მე როგორც წესი თუ სისხლში არ გადამივიდა ტექსტი არ ვათენებ ;დდდდდდდდდ კანდელაკო მეამაყები, რომ შენ ხარ ჩემი მუზა!!! მეამაყები, რომ ეს ლიზა კანდელაკი, რომელიც თავისი ნაზი თითებით ამ ლამაზ ამბავს წერდა (ვიხარხარე, ვიტირე, ვიბღავლე, გავიღიმე, უფრო მეტი ვიხარხარე და ბოლოს ბედნიერი ღიმილით გაკრეჭილი დავრჩი) "ჩიხის" ქუჩებში დააბიჯებს ჩემი მილენას ახლოს და ცხოვრებას უცნაური ფერებით უფერადებს ^_^ <3 <3 <3 <3 ღმერთმანი, როგორ შემიყვარდი კანდელაკო!!! ძალიან ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ და ბედნიერების მწვერვალია შენს ისტორიებთან ერთად გატარებული ყოველი წამი!!! <3 <3 მიყვარხარ პატარავ, ძალიან მიყვარხარ. ვგიჟდები შენს იუმორზე ;დდდდდდდდდდდდ მეზობელს პატარა მჩხავანა ჰყავს და მგონი ორჯერ მარტო მე გავუღვიძე ნანუკას მსგავსი ხარხარით ;დდდდდდდდდდდდდ <3 <3 <3 მადლობა შენ ამ ლამაზი და თბილი ემოციებისთვის ^_^ ^_^ <3 <3 <3 <3 რომ დავიწყე კითხვა არ გადამიხედავს არც ერთი ფეიჯისთვის (მახასიათებს არადა, ჩვევად მაქვს) აი ასე, სანამ ბოლო წერტილამდე არ ჩავედი არ გამოვსულვარ და შენ გაქვს ასეთი ჯადოსნური ძალა!!! <3 <3 <3 მიყვარხარ მეთქი და გელოდები დანარჩენი ორით <3 <3 <3 შეუდარებელო სასწაულო ადამიანო. საშინლად მეამაყები-მეთქი გითხარი და კიდე გეტყვი!!! <3 <3 <3 <3

მოიცა ისტორიაზე დამავიწყდა, რომ მეთქვა... ამრია დამრია გამაშტერა და სიტყვა ვერ ჩავაკვეტე ამ ლამაზ ამბავზე ;დდდდდდდდდდ შენადა გამაგებინე ამ მამრებს რომ ქმნი ხოლმე რომელ ქიმიას ურევ? ;დდდდდდ გინდა არ გინდა გიყვარდებიან. აი რო არ გინდა მთავარი პერსონაჟი შეგიყვარდეს (ეგეც ჩვევად მაქვს, მეორეხარისხოვნები მიზიდავენ ხოლმე როგორც წესი) შენს ისტორიებში მაგას გადამაჩვიე ;დდდდდდდ აი არ ვიცი უამგრესი იყო ოღონდ მართლა!!! ძალიან ლამაზი, საყვარელი, ემოციური და არ ვიცი სიცილს ვერ ასწრებ რომ ტირილში გეზრდება და პირიქით <3 <3 <3 ძალიან მომეწონა ქალის მთავარი პერსონაჟი!!!! მისაბაძი, საყვარელი, ძლიერი და იუმორით სავსე!!! <3 <3 <3 <3 ძალიან კარგი გადასვლები გქონდა. ნანუკა ყველაზე კაი ტიპი მგონია ;დდდდდდდ ვხალისობდი ამ თხა გოგოთი ;დდდდდდდდ <3 <3 ბათ ეს ის პირველი შემთხვევაა როცა ისტორიაში მთავარი ქალი პერსონაჟი მართლა გულით შევიყავარე (ყველა ისტორიაში ჩემი ტკივილია ეს, ქალებს ვერ ვუმუღამებ) მოკლედ ყველა სტერეოტიპს თავზე მალეწავ გოგო და რა გინდა?????? ;დდდდდდდდდდდდ <3 <3 <3 <3 კიდე მინდა ასეთი ისტორიები, რაც შეიძლება ბევრი!!! ემოციური იყო, სახალისო, თბილი და ტკბილი <3 <3 <3 ვატოს მიწა დავაყარე ზედ დამატებული თავისი "ახალი ცოლით" <3 <3 ვაფშე არ მეცოდება!!! კაი, ჰო, ვიტყუები, ბოლოში მის ჩამქრალ თვალებზე ისე სასტიკად გეწერა ტუჩი მაინც ამებურცა ;დდდდდ <3 <3 <3 რატიკო <3 <3 ვერ ვიტანდი ამ სახელს და შემაყვარე ( გოგო, ეს რატი ხალხი ვინ დანიშნა ყველა უფროსის სკამზე??? ;დდდდდდდ ჩემთან, კრისის უფროსსაც რატი ჰქვია და ისიც ეჩალიჩება თანამშრომელს ;დდდდდდდდდდდდდ) სილიბისტროზე ხო ამოვწყდი და აღარ დავრჩი ;დდდდდდდდდდ დედას გაფიცებ "არამზადა, გარეწარი" სახელების კრებული თუ გაქვს გადამალული ჩამიკოპირე ერთს მეც ავარჩევ ;დდდდდდდდდდდდდდდდდ აი ყოველი მისი სახელის ხსენებისას გიჟივით ვხარხარებდი!!! მიმზიდველი იყო შენი იუმორიც ამ მხრივ. დიალოგებზე აღარაფერს ვამბობ. ჰოდა თამამად გაეშვა ეს ისტორიაც რჩეულების სიაში ;დდდდდდდდდ <3 <3 <3 კაროჩე ახლა მაგრად მეძინება რა და ხვალ რომ გავიღვიძებ და თუ მომაგონდა რომ რამე გამომრჩა მესამე კომენტარითაც დაგარბევ და არ დამიწყო რაღაცეები მერე ;დდდდდდდდდდდდ <3 <3 <3 <3 გყვარობ!!!!!!!!!!


სიგიჟე ხარ მთლიანად აი ყველა ასპექტით ჩამოყალიბებული გიჟები ვართ ორივე და ალბათ სადღაც გადავეკვეთეთ ერთმანეთს.
მე არ ვიცი რა მეშველებოდა ამ საიტიდან ისე წავსულიყავი შენ არ გამეცანი.
ლიზა კანდელაკის პირადი სასწაული ხარ!
ამ კომენტარს ალბათ დავიზეპირებ სანამ გათენდება და ცაზე ღმერთი სიყვარულის ფერებს დახატავს. ვგიჟდები შენ ემოციებზე ალბათ იმიტომ რომ ჩემთვის იგივე ემოციებს ასე სხვა ვერ გამოხატავს,ჩემთვის როგორც ლიზასთვის გულის დიდი ნაწილი ხარ!!!
მადლობა რომ ხარ!
მადლობა რომ ჩემთან ხარ !

 


№11  offline წევრი ვიპნი

ხშირად არ დებ სიახლეებს მაგრამ ერთს დადებ და გასაოცარს,თან ეს საიტი შენს სიახლეებზე მაქვს მონიშნული,შენი სიახლეებიდან გადავდივარ მთავარ გვერდზე,თვალები გამინათდა ახალი მოთხრობა რომ დავინახე :)
რაც შეეხება მოთხრობას,მინდა გითხრა,რომ შენ შეძელი და ისევ მომანდომე რომ თვალებში ვარსკვლავები მიბრჭრყვიალებდეს სიყვარულისგან.მე მგონი ამით ყველაფერი ვთქვი.
ჩემი ოქროსხელება ხარ ❣️

 


№12 სტუმარი ტაისა

უკომენტაროა, რომ ყველაზე საჭირო თემა ყველაზე კარგად გააცოცხლე. მაგრამ აი ამდენი პერსონაჟიდან ვალოდია რომ შემიყვარდა ისე არავინ.
იდეალური გოგო ხარ ❤

 


№13  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

კატალეა
საოცრად მომეწონა ????????

ვიპნი
ხშირად არ დებ სიახლეებს მაგრამ ერთს დადებ და გასაოცარს,თან ეს საიტი შენს სიახლეებზე მაქვს მონიშნული,შენი სიახლეებიდან გადავდივარ მთავარ გვერდზე,თვალები გამინათდა ახალი მოთხრობა რომ დავინახე :)
რაც შეეხება მოთხრობას,მინდა გითხრა,რომ შენ შეძელი და ისევ მომანდომე რომ თვალებში ვარსკვლავები მიბრჭრყვიალებდეს სიყვარულისგან.მე მგონი ამით ყველაფერი ვთქვი.
ჩემი ოქროსხელება ხარ ❣️

მადლობა და მიხარია თუ მოგეწონათ ❤

ენ ბლექი
არ ვიცი ოდესმე მითქვამს თუ არა მაგრამ იქამდე სანამ შენს შემოქმედებას გავიცნობდი ძალიან ბევრჯერ ავუარე შენს სიახლეს გვერდი, მერე ჩემმა ერთმა მეგობარმა, რომელიც საიტის აქტიური მკითქველია, შენს შესახებს ზუსტად ასეთი სიტყვები მითხრა.
"ენ შენ ის უბრალოდ უნდა წაიკითხო"

წაგიკითხე, ეს დიდი ხნის წინ იყო, წაგიკითხე და ახლაც მახსოვს მაშინდელი ჩემი რექცია, მგონი მაშინ შეფასება არ დაგიწერე, უბრალოდ ვიჯექი კარგა ხანს ღიმილმორეული და ვფიქრობდი ეს გოგო ძალიან კარგი მწერალი დადგება-თქო.

ლიზა, ჩემო პატარა მეგობარო და კოლეგავ, ამაყად ვამბობ რომ უზომოდ მიხარია შენი გაცნობა, შენი ისტორიების გაცნობა, შენ ზუსტად ის ერთადერთი მწერალი ხარ ამ საიტზე რომლის ისტორიებსაც წასაკითხად არასდროს ვინიშნავ, მათ უბრალოდ მაშინვე ვკითხულობ როგორც კი დაიდება.

ისტორიაზე გადავალ კარგი? ძალიან არ მინდა რამე გამომრჩეს და შევეცდები ჩემი აზრი ყველაფრის მიმართ დავაფიქსირო.

ისტორია ისე დაიწყე სუნთქვა შემეკრა, რამდენიმე წუთით შევწყვიტე კიდეც იმდენად ემოციური და ამაფორიაქებელი იყო ის ყველაფერი რასაც ანა თავის თავზე ჰყვებოდა, ძალიან ძლიერი ქალი შემოგვთავაზე მისი სახით, ძლიერი ქალი თავისი სისუსტეებით, პრინციპებით და კიდევ უამრავი თვისებით რომელმაც ეს ქალი ჩემთვის კიდევ უფრო აამაღლა ვიდრე ვიფიქრებდი. მისი დამოკიდებულება ყოფილი ქმრის მიმართ, ის სიყვარული და ამავდროულად ტკივილი იმდენად დიდი იყო რომ სუნთქვაშეკრული ვკითხულობდი მათ ეპიზოდებს. ბოლომდე ღირსეული იყო ანა, ბოლომდე, მაშინაც კი არ გატეხილა რატიმ თავის კაბინეტში ცხოვრების ყველაზე დიდი "მტერი" რომ დაახვედრა თიკას სახით. როგორი ამაყი იყო, ჯანდაბა ის მზერა ფორმაშეცვლილ მუცელს რომ დახედა, სისხლი გამეყინა. მხოლოდ მაშინ გატყდა ყველაზე მეტად მისი ყოფილის ცოლმა რომ დაურეკა და დახმარება სთხოვა, როგორ ატირდა, როგორ გულით ატირდა და როგორ დაიხრჩო. ჯანდაბა მეც დავიხრჩვი მაგ დროს, ვერ ვსუნთქავო რატის რომ უთხრა ვერც მე ვსუნთქავდი და ჯანდაბა როგორ ამოისუნთქა როცა მასთან მივარდნილი რატის მკლავებში გაუჩინარდა. ჰო მეც ზუსტად ამ დროს ამოვისუნთქე.

ვატოზე არაფერს ვიტყვი, ძალიან მინდა რომ მისი არ მესმოდეს მაგრამ ბოლომდე ვერც ამ პერსონაჟს ვწირავ, არ ვამართლებ მაგრამ ვერ ვწირავ. აი იქ სახეში რომ მოხვდა ტურფა აქ გყავსო? მანდ მივხვდი რომ ყველაზე დიდი ეგოსტი კაცი იყო მთელს სამყაროში, რეალურად არც კი იცნობდა თავის ყოფილ ცოლს სათანადოდ. იქ კი როდესაც უგონოდ მყოფი იჯდა და ანას ელოდა მივხვდი რომ ის ჩაქრა.

რატი... გინდა რომ მასზე რამე ვთქვა? საოცარი მამაკაცი იყო მთელი თავისი იუმორითა და იდეებით, ამათი სამსახურეობრივი "კინკლაობა" რომ მართობდა ისე თავად ნანუკას და პინგვინებს არ გავურთივარ. აი სამსახურის გარეთ კი საცარი "პიროვნება" რომ იყო ჯერ კიდევ მაშინ დაამტკიცა საოცარი ბლიც-დაკითხვა რომ მოუწყო ტბის პირას მოსეირნე ანას, რა პასუხები იყო :) მართლა სუნთქვა შეკრული ვკითხულობდი.

აუ ვალოდიაზეც უნდა ვთქვა რა... ასეთ ადამიანს ვიცნობ და მადლობა მისი პერსონაჟის შექმნისთვის. ყველაზე დიდ სითბოს ზუსტად მაშინ ვგრძნობდი ეს კაცი რომ ჩნდებოდა ჰორიზონტე.

ერთი ნანუკა ყველას სჭირდება ცხოვრებაში...

პინგვინები... ყველაზე საჭირო დროს საჭირო ადგილზე გაჩენილი ორი ჯერ კიდევ გამოუცდელი ადამიანი რომლებიც ანამ გაუაზრებლად მიიღო მის გვერდით. კარგი ოთხეული იყო, საინტერესო ომის შესანიშნავი გამარჯვებულები.

მაგრამ ლიზა, ბოლო მომენტზე, აი იქ როდესაც ანა მშობლების საფლავს შიშველი ხელებით თხრიდა და ბოლო ხმით ევედერებოდა დედას რომ ერთხელ მაინც დასიზმრებოდა, ჯანდაბა ახლაც ამეტირა, ახლაც სხეული დამეხორკლა და ახლაც ძლივს ვიკავებ თავს რომ ემოციებისგან არ გავსკდე, ეს რა იყო?
ყველა იმ ადამიანისთვის ვისაც სამწუხაროდ მშოლების დანაკლისი გამოუცდია ეს ყველაზე ემოციური რამ იყო რაც კი წამიკითხავს.

იცი როგორ ვეძებდი რამე ისეთს, ხელჩასაჭიდს :) იმისთვის რომ რამე მაინც არ მომწონებოდა :) მაგრამ არა, ვერა, იდეალურად შესრულებული ისტორია გვაჩუქე შენს მკითხველს და მადლობა ამისთის, შენ ის გოგო ხარ მუდამ რომ უნდა წერდეს.
და ჰო... მე შენი იუმორი მიყვარს.

შემდეგ ისტორიამდე ლიზა <3

ამ ისტორიას კიდევ უამრავჯერ რომ მივუბრუნდები ეს ზუსტად ვიცი. დანარჩენს სხვა დროს გეტყვი, მაშინ როდესაც სრულად გამოვალ ემოციებიდან და საღი აზრი დამიბრუნდება <3

იცი როგორც ველოდი შენ კომენტარს.
მადლობა ამ სიტყვებისთვის.
ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს მართლა ❤❤

ტაისა
უკომენტაროა, რომ ყველაზე საჭირო თემა ყველაზე კარგად გააცოცხლე. მაგრამ აი ამდენი პერსონაჟიდან ვალოდია რომ შემიყვარდა ისე არავინ.
იდეალური გოგო ხარ ❤

მადლობა ❤❤❤❤

 


№14 სტუმარი სტუმარი თამო

ძალიან მაგარი გამოვიდა ეს ისტორია ლიზა.აი ხო ყველა შენი ისტორიები მიყვარს თავისი თბილი შეგრძბებებით სიყვარულით თუ მეგიბრებით თავისი ყველაფრით.ხომ კიდევ ბევრჯერ დავუბრინდები და ვუბრუნდები წასაკითხად ყველა შენს ისტორიას.ეს ისტორიაც შეემატა მათ რიცხვს.საოცრად წერ თავისუფლად ლაღად აი არვიცი როგორ აღვწერო როგორ შენც გადმოცემ შენებური სტილი რომაა და მარტო შენ რომ შეგიძლია ისე.ვგიჟდები მე შენზე.ამ ისტორიას რაც შეეხება ახლა გმირებზე გადავალ მომეწონა ანა საოცრად ძლიერი ქალია მომეწონს რომ ამდენი შეძლო და ბოლოს გათავისუფლდა იმ ადამიანისგან.რთულია გიყვარდეს ისევ ის მოღალატე ადამიანი ისევ შენში იყოს ვერ იგდებდე გულიდან ძნელია ერთ დროს საყვარელი ადამიანი რომელთაჯაც მთელი ბავშვობა გაკავშირებს და გენგრევა ამ ყველაფერს გაუძლო.მიხარია რომ ანამ ეს შეძლო მე ალბათ პირველივე შემთხვევაზე გავუშვბედჯ ჩემი ცხვორ3ბიდან ასეთ მამაკაცს არვიცი უბეალოდ ასე ვფიქრობ ახლა.ანამ კი იმდენჯერ მისცა შანსი და ვატომ რა ქნა.ჩამოუყალიბებელი ადამიანი იყო თითონაც არ იცოდა რა უნდოდა ვატოს ასე მგონია.
რატი კი ეს ცალკე გამოვყოფ ყველანაირად ძალიან მაგარი პიროვნება ადამიანი რომელიც იყო სამსახურში დ ამის გარეთაც.ის ბლიციც მაგარი იყო ჩვენი შვილიო რომ უთხრა.არ მომეწონა როცა თიკა დაახვედრა მაგრამ მაინც ძალიან კარგი იყო რატი ანასთვის და ძალიან მართობდ ამათი კინკლაობა სამსახურში.ნანუკა საოცარი მეგობარ ის ბავშვებიც ძლაინ კარგებჯ იყვნენ.ძალიან კარგი იუმორი გაქვს.და კოდევ მინდა შენი ახალიი.

 


№15  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი თამო
ძალიან მაგარი გამოვიდა ეს ისტორია ლიზა.აი ხო ყველა შენი ისტორიები მიყვარს თავისი თბილი შეგრძბებებით სიყვარულით თუ მეგიბრებით თავისი ყველაფრით.ხომ კიდევ ბევრჯერ დავუბრინდები და ვუბრუნდები წასაკითხად ყველა შენს ისტორიას.ეს ისტორიაც შეემატა მათ რიცხვს.საოცრად წერ თავისუფლად ლაღად აი არვიცი როგორ აღვწერო როგორ შენც გადმოცემ შენებური სტილი რომაა და მარტო შენ რომ შეგიძლია ისე.ვგიჟდები მე შენზე.ამ ისტორიას რაც შეეხება ახლა გმირებზე გადავალ მომეწონა ანა საოცრად ძლიერი ქალია მომეწონს რომ ამდენი შეძლო და ბოლოს გათავისუფლდა იმ ადამიანისგან.რთულია გიყვარდეს ისევ ის მოღალატე ადამიანი ისევ შენში იყოს ვერ იგდებდე გულიდან ძნელია ერთ დროს საყვარელი ადამიანი რომელთაჯაც მთელი ბავშვობა გაკავშირებს და გენგრევა ამ ყველაფერს გაუძლო.მიხარია რომ ანამ ეს შეძლო მე ალბათ პირველივე შემთხვევაზე გავუშვბედჯ ჩემი ცხვორ3ბიდან ასეთ მამაკაცს არვიცი უბეალოდ ასე ვფიქრობ ახლა.ანამ კი იმდენჯერ მისცა შანსი და ვატომ რა ქნა.ჩამოუყალიბებელი ადამიანი იყო თითონაც არ იცოდა რა უნდოდა ვატოს ასე მგონია.
რატი კი ეს ცალკე გამოვყოფ ყველანაირად ძალიან მაგარი პიროვნება ადამიანი რომელიც იყო სამსახურში დ ამის გარეთაც.ის ბლიციც მაგარი იყო ჩვენი შვილიო რომ უთხრა.არ მომეწონა როცა თიკა დაახვედრა მაგრამ მაინც ძალიან კარგი იყო რატი ანასთვის და ძალიან მართობდ ამათი კინკლაობა სამსახურში.ნანუკა საოცარი მეგობარ ის ბავშვებიც ძლაინ კარგებჯ იყვნენ.ძალიან კარგი იუმორი გაქვს.და კოდევ მინდა შენი ახალიი.

ძალიან დიდი მადლობა შენ ამ სიტყვებისთვის ❤❤❤

 


№16 სტუმარი სტუმარი გურანდა

შენი ყველა ისტორია მზეა, მთელი ცხოვრებაა, ზღვა ემოციებია, ყველაზე კარგი ხარ <3

 


№17 სტუმარი სტუმარი nancho

მინდა გითხრა ,რომ შენი ისტორიები ძალიან მიყვარს,უმეტესობა რეალურ ამბებზეა და ეს კიდევ მეტ ინტერესს და იდუმალებას სძენს.საოცარი ისტორია იყო,ყველა გრძნობაა და ემოცია ერთად.ვთვლი ნამდვილად,ადამიანი უნდა იყოს ძლიერი,მოტყუებული რჩება ის ვინც იტყუება.ვისაც ღალატობენ ის ძლიერდება,...ძალიან კარგი იყო.

 


№18  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი გურანდა
შენი ყველა ისტორია მზეა, მთელი ცხოვრებაა, ზღვა ემოციებია, ყველაზე კარგი ხარ <3

სტუმარი nancho
მინდა გითხრა ,რომ შენი ისტორიები ძალიან მიყვარს,უმეტესობა რეალურ ამბებზეა და ეს კიდევ მეტ ინტერესს და იდუმალებას სძენს.საოცარი ისტორია იყო,ყველა გრძნობაა და ემოცია ერთად.ვთვლი ნამდვილად,ადამიანი უნდა იყოს ძლიერი,მოტყუებული რჩება ის ვინც იტყუება.ვისაც ღალატობენ ის ძლიერდება,...ძალიან კარგი იყო.

მადლობა თბილი სიტყვებისთვის ❤

 


№19 სტუმარი Mary

კომენტარებზეც ვიტყვი რომ ყოჩაღ რომ არ გაატარეთ და დაწერეთ, რადგან ნამდვილად ესაა მოტივაცია რომ ასეთი მწერალი არ გაჩერდეს და კიდევ გაგვახაროს და ემოციებით აგვავსოს!

 


№20  offline წევრი ნანა73

ლიზა, იცი რა კარგი გოგო ხარ?
შენ სულ კარგი იყავი, მაგრამ დღეს, ახლა და ამ წუთს ამ ისტორიით, ძალიან დიდ, შეხორცებულ, მაგრამ მაინც უზარმაზარ ჭრილობაზე რომ უნებურად შემეხე, იმიტომ.
ახლა, ძალიან ცუდად რომ ვგრძნობ თავს და ძალდატანებით , მაგრამ მაინც ვკითხულობ ამ ისტორიას( საერთოდ არაფერი არ მინდა) შენ ისეთი ფრაზები ამომაკითხინე, მეც მინდოდა მეკითხა-"სად ხარ? ხედავ და გრძნობ ჩემს ტკივილს?" ეს მცირე გადახვევაა, თუმცა ზუსტად ის რასაც მთელი არსებით ვგრძნობ და მე ხომ ის უნდა დავწერო რასაც ვგრძნობ? kissing_closed_eyes
კარგი, ახლა ისტორიას რაც შეეხება...
ძალიან მომეწონა...
რეალურ გმირებსაც შევეხე ფიქრებით და მთელ ამ სიტუაციაში ვეცადე თვითოეული მეგრძნო.
საკუთარი თავის შეცნობა, ყველაფრის გადაფასება ისეთი რთულია და შემდეგ სწორ გზაზე სიარული...
ანას ეს შესანიშნავად გამოუვიდა! heart_eyes
რატი წამალივით მოედო მის არსებას და გადაარჩინა.
ნანუკა ზუსტი ადამიანია ანას ცხოვრებაში და განუყრელი თანამგზავრი. (ბედნიერებაა)
ვალოდია ბრძენკაცი!!!
და ბოლოს იმას ვიტყოდი, რომ მხოლოდ ჩვენ ვართ ყველაფრის მიზეზი, რაც კი ცხოვრებაში გვემართება.
არ აქვს მნიშვნელობა ვინ, რას, როგორ მოიმოქმედებს. არც დაშვებულ შეცდომებს, ყოველი დღე და ყველა საქციელი მხოლოდ გვასწავლის და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული როგორ ვიქნებით.
მგონი ბევრი ვიბოდიალე... არც ის ვიცი ისტორიას გავუკეთე თუ საკუთარ თავს ეს კომენტარი, მაგრამ იყოს...
ვგიჟდები შენს ნაწერებზე! ეს სინამდვილეა!!!

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№21  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

Mary
კომენტარებზეც ვიტყვი რომ ყოჩაღ რომ არ გაატარეთ და დაწერეთ, რადგან ნამდვილად ესაა მოტივაცია რომ ასეთი მწერალი არ გაჩერდეს და კიდევ გაგვახაროს და ემოციებით აგვავსოს!

ყველას უდიდეს მადლობას გიხდით ამ სიტყვებისთვის ❤
ნანა73
ლიზა, იცი რა კარგი გოგო ხარ?
შენ სულ კარგი იყავი, მაგრამ დღეს, ახლა და ამ წუთს ამ ისტორიით, ძალიან დიდ, შეხორცებულ, მაგრამ მაინც უზარმაზარ ჭრილობაზე რომ უნებურად შემეხე, იმიტომ.
ახლა, ძალიან ცუდად რომ ვგრძნობ თავს და ძალდატანებით , მაგრამ მაინც ვკითხულობ ამ ისტორიას( საერთოდ არაფერი არ მინდა) შენ ისეთი ფრაზები ამომაკითხინე, მეც მინდოდა მეკითხა-"სად ხარ? ხედავ და გრძნობ ჩემს ტკივილს?" ეს მცირე გადახვევაა, თუმცა ზუსტად ის რასაც მთელი არსებით ვგრძნობ და მე ხომ ის უნდა დავწერო რასაც ვგრძნობ? kissing_closed_eyes
კარგი, ახლა ისტორიას რაც შეეხება...
ძალიან მომეწონა...
რეალურ გმირებსაც შევეხე ფიქრებით და მთელ ამ სიტუაციაში ვეცადე თვითოეული მეგრძნო.
საკუთარი თავის შეცნობა, ყველაფრის გადაფასება ისეთი რთულია და შემდეგ სწორ გზაზე სიარული...
ანას ეს შესანიშნავად გამოუვიდა! heart_eyes
რატი წამალივით მოედო მის არსებას და გადაარჩინა.
ნანუკა ზუსტი ადამიანია ანას ცხოვრებაში და განუყრელი თანამგზავრი. (ბედნიერებაა)
ვალოდია ბრძენკაცი!!!
და ბოლოს იმას ვიტყოდი, რომ მხოლოდ ჩვენ ვართ ყველაფრის მიზეზი, რაც კი ცხოვრებაში გვემართება.
არ აქვს მნიშვნელობა ვინ, რას, როგორ მოიმოქმედებს. არც დაშვებულ შეცდომებს, ყოველი დღე და ყველა საქციელი მხოლოდ გვასწავლის და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული როგორ ვიქნებით.
მგონი ბევრი ვიბოდიალე... არც ის ვიცი ისტორიას გავუკეთე თუ საკუთარ თავს ეს კომენტარი, მაგრამ იყოს...
ვგიჟდები შენს ნაწერებზე! ეს სინამდვილეა!!!

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

საოცარი გოგო ხარ,მადლობა ამ ემოციებისთვის რაც შენი სიტყვებით მომანიჭე ❤

 


№22 სტუმარი ucnobi

ძალიან მაგარი იყო, დიდი ემოციებით სავსე და საყვარელი ისტორია, წარმატებები შენ და კიდევ უამრავი ისტორიით უნდა გაგვანებივრო! ❤️ ❤️ ❤️

 


№23  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

ucnobi
ძალიან მაგარი იყო, დიდი ემოციებით სავსე და საყვარელი ისტორია, წარმატებები შენ და კიდევ უამრავი ისტორიით უნდა გაგვანებივრო! ❤️ ❤️ ❤️

ვეცდები????❤

 


№24 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა საინტერესო სასიამოვნო წასაკითხი იყო ვიხალისე მადლობა წარმატებები ????????♥️

 


№25  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი ნესტანი
ძალიან მომეწონა საინტერესო სასიამოვნო წასაკითხი იყო ვიხალისე მადლობა წარმატებები ????????♥️

მადლობა ❤

 


№26 სტუმარი სტუმარი თეა

არაჩვეულებრივი და სასიამოვნო.♥️♥️♥️♥️♥️

 


№27  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი თეა
არაჩვეულებრივი და სასიამოვნო.♥️♥️♥️♥️♥️

მადლობა❤

 


№28 სტუმარი სტუმარი sesi

აუ ბევრი ასეთი სიტკბოება და ხშირად დადე რა❤️❤️❤️ გავთბი და გავბედნიეტდი❤️

 


№29  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი sesi
აუ ბევრი ასეთი სიტკბოება და ხშირად დადე რა❤️❤️❤️ გავთბი და გავბედნიეტდი❤️

ვეცდები :დ❤

 


№30 სტუმარი სტუმარი ანნა

მთელ ისტორიას სუნთქვა შეკრული ვკითხულობდი!
რა თავისუფლად სუნთქვა? -გამიჭირდა გეფიცები!
დაძინებას ვაპირებდი, ეს ისტორიაც ძალიან შემთხვევით შევარჩიე, უცებ გადავხედავ და დავიძინებ მეთქი, ხოდა დამათენდა!
ძალიან კარგი იყო, გამართული, სიუჟეტიც მომეწონა, ემოციებიც, პერსონაჟებიც. მოკლედ, ყველა'ფერი ისე იყო, როგორც უნდა ყოფილიყო.
რა გითხრა სხვა? ძალიან მაგარი გოგო ხარ!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent