შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზის მოლოდინში (II-III ნაწილი)


6-07-2020, 11:54
ავტორი Tamarins7
ნანახია 1 077

ფიქრებში მყოფს გამეცინა საკუთარ ბავშვურობაზე. ვიხსენებდი მეამბოხე გოგოს, სამყაროს შეცვლას მონდომებით რომ ცდილობდა. და დღეს? ერთი წლის შემდეგ რა შეიცვალა? ალბათ უფრო სწორი იქნებოდა მეკითხა : ,,რამ შემცვალა?“. ვაგონში მჯდომი ერთ წერტილს ვუცქერდი, ნუთუ იმდენი ძალა მყოფნის, რომ ეს ავადსახსენებელი დღიური გადავშალო? გული და გონება ერთ მხარეს მექაჩებოდნენ, მაიძულებდნენ დაუყოვნებლივ მომეშორებინა თავიდან, მაგრამ მოუთმენლობამ მძლია. დავივიწყე წყენა, საკუთარი თავის წინააღმდეგ წავედი და დღიური გადავშალე:

,,THE SUN WILL RISE AND WE WILL TRY AGAIN”

20 სექტემბერი, 2019 წელი

,,გამარჯობა. არ ვიცი, გახსოვს თუ არა, მაგრამ ერთხელ მითხარი, თუ რაიმე გრძნობა მოგაწვება, აუცილებლად დაწერეო და დაიცლებიო. აი, შენგან მივიწყებულმა და შენზე ავადმყოფურად შეყვარებულმა გადავწყვიტე დამეწერა. როგორ მინდა უკან დავბრუნდე და ვიცოდე, რომ ცივ ზამთარში შევხვდები ადამიანს, რომელიც შეცვლის ჩემ ცხოვრებას, მასწავლის ნამდვილ სიყვარულს, ისეთ დაუსრულებელსა და ამოუწურავს, როგორც კოსმოსია. ნეტავ შვიდი წლით უკან დამაბრუნა და ვიცოდე, რომ შენ შეგხვდები, რადიკალურად შევცვლიდი მთელ ჩემ ცხოვრებას. აღარ აღმოვჩნდებოდი გზაჯვარედინთან. როცა გიყვარს ყველაფერი უნდა გარისკოო-ნათქვამია, მაგრამ არა ადამიანის სიცოცხლით...“


წაკითხვა ვეღარ განვაგრძე. სევდა, ბრაზი, წყენა, დაღლილობა ერთიანად დამეუფლა. თვალწინ გადამეშალა ჯერ კიდევ მოუშუშებელი და დაუვიწყარი მტკივნეული თუ ბედნიერი მოგონებები. ბევრი შეცდომა დავუშვით. მეც, დანიელმაც და ალექსანდრემაც, მაგრამ ეს ცხოვრებაა, უბრალოდ არაფერი ხდება. ადამიანები ცხოვრების რაღაც ეტაპზე ჩნდებიან და ქრებიან, თუმცა ერთი საერთო რამ გააჩნიათ: გვასწავლიან როგორ უნდა ვიცხოვროთ, დაბრკოლებები როგორ გადავლახოთ და რა შეცდომა ავირიდოთ თავიდან. ხალხი დროებითია, მოგონებები კი მარადიული. ამიტომაც უნდა დატკბე ყოველი წამით და არ იფიქრო, რა იქნება მომავალში. დღიურში რამდენიმე გვერდი გადავფურცლე და ნაწერს დავაკვირდი. გავშეშდი, თითქოს სამყარო და დანიელი პასუხს მცემს ჩემ ფიქრებზე. არ მინდა კითხვის გაგრძელება, მაგრამ როგორც კი შეწინააღმდეგებას ვცდილობ, უფრო მითრევს და მთლიანად ვიძირები მასში.

,,...არავის მიმართ მიგრძვნია ასეთი მტკივნეული და ამავდროულად სასიამოვნო გრძნობა. ადამიანს უყურებ და გინდა ყველაფერი მას გაუნაწილო, აჩუქო სამყარო და თვით უსასრულობა და შენ ფიქრობ, რომ ეს ერთჯერადია? განა ეს თვეების ხანმოკლე შეხვედრაა? განა ეს იმიტომ მოხდა, რომ იმ მომენტში მჭირდებოდა თანადგომა?
არა, მელანო არა! მე მწამს, რომ ეს დამთხვევა კი არა, მარადიულის დასაწყისია. დამთხვევების არ მჯერა, სისულელეა. შენთან შეხვედრამ დამანახა თუ ვინ არის ჩემი ცხოვრების თანამგზავრი. თავს ვხრი შენ წინაშე, მე გაიძულე წასულიყავი...“


დანიელი

24 დეკემბერი, 2019 წელი

დავიღალე. ვერაფერს ვაკეთებ, არაფერი მახარებს. დღიურის წერას ვწყვეტ. აღარ დამრჩა ემოციები. დავიცალე. ფაიფურის თოჯინად ვიქეცი. არა, ვერასდროს დავივიწყებ, მაგრამ არ შემიძლია. ყოველი მისი დანახვა ჭკუას მაკარგვინებს. ვერ ვიჯერებ, რომ ჩემ გვერდით არ არის. მისი თვალები მჭირდება, რომ ვიცოცხლო. ყველაფერს დავთმობდი ოღონდ იმ მოციმციმე თვალებისთვის მეყურებინა. იმ თაფლისფერი სუფთა, წმინდა თვალებისთვის, რომლებიც არასდროს ტყუიან.
ყოველ ღამით ,,მოდილიანის“ კლასიკურ მელოდიას ვუსმენ და გონებაში ვხატავ ცხოვრებას მასთან ერთად: პატარა ქოხი გვაქვს ქალაქისგან შორს. ყოველ დილით მიმაქვს მასთან ცვრიან ბალახზე დაკრეფილი მინდვრის ყვავილები. ვხედავ მის განათებულ თვალებს, სულის შემხუთავ გამოხედვას, თხელ ტუჩებს, საყვარელი ფორმის ცხვირს, ქათქათა კანს, ნახევრად ჩამოყრილ თმას. გეფიცებით, მელანოს ყველა მიხვრა-მოხვრა მახსოვს და სურნელი...მისი სურნელი, თვით მაისის ვარდსაც კი არ შევადარებდი. ტკბილი, მძაფრი, გამყოლი და წარუშლელი სურნელი. ნეტავ, ჰაერის ნაცვლად ეგ სუნი იყოს ჩემი სუნთქვის საშუალება. მე თანახმა ვარ ბუნების კანონებსაც კი შევეწინააღმდეგო და მელანო იყოს ჩემი ჰაერი. ჩემო თეთრო თოვლის ფიფქო, როგორ მინდა, როგორც ფიფქები ეპარებიან დედამიწას უჩუმრად, ისე მოგეპარო, ხელები მოგხვიო და გულში ჩაგიკრა.
მოლბერტზე არსებულ ჩემ დაუსრულებელ ნახატს ვაკვირდები. საგულდაგულოდ ვხატავ ყველა დეტალს, არ მინდა, რაიმე გამომრჩეს. საოცრად დიდი ხანია მელანოს პორტრეტზე ვმუშაობ. ნახატებს ყოველთვის თვალების ხატვით ვიწყებ. გადმოსცემენ, თუ რა გრძნობითაა თითოეული ნაკვთი მოხაზული. ხორციელად თუ არა, ფურცლებზე მაინც ხარ ჩემთან ჩემო ნავსაყუდელო.


25 სექტემბერი, 2019 წელი.

,,რა ვქნა? როგორ მოვერიო თავს? მე პატივი არ ვეცი შენს გრძნობებს, შენს გადაწყვეტილებებს. იქნებ, მართლა როგორ გიჭირდა, რა პრობლემის წინაშე იდექი. მე კი ჩემი ეგოისტობით გაწყენინე. ერთი მნიშვნელოვანი რამ მასწავლე: ,,არასდროს შეაფასო ადამიანი გარეგნულად“. შენ იმდენად ლაღი, ბედნიერი ჩანდი უჩემოდ, რომ ვერ წარმომედგინა, რა გაწუხებდა. მე კი ამ დროს სიცარიელის შეგრძნება მჭამდა“.


ღამე გახდა ჩემი მეგზური. ჯერ კიდევ მელანოს წასვლის შემდეგ უძილობა დამჩემდა. მე კი ამ უძილობას და უკუნით ღამეს მასზე ფიქრში ვატარებ. მთვარეს ვუამბობ მოგონებებს ჩვენზე, გაცნობის დღიდან ბოლო წამამდე. და მაინც, როგორ ღიმილით მახსენდება ტკბილ-მწარე მოგონებები, რომლებიც გვიკავშირდება. მელანო ის ადამიანია, ვინც ძალას მაძლევდა, გავმკლავებოდი პრობლემებს. ნეტავ კიდევ ერთხელ ცხადად შემეძლოს შეგრძნება იმ დღისა, როცა პირველად დაგინახე.


II თავი

,,არ შეეწინააღმდეგო ცვლილებებს, რომლებიც ცხოვრების გზაზე დაგხვდება. კარს მომდგარ სიახლეს რად უნდა ამჯობინო ის, რასაც შეჩვეული ხარ? განა რა იცი, რა სჯობს სინამდვილეში?“
ელიფ შაფაქი

10 თებერვალი, 2019 წელი

ყოველდღე, როცა ვიღვიძებ, ვგრძნობ, რომ სიცოცხლეს კიდევ ერთი დღე მოაკლდა, თუმცა ჩემ შემთხვევაში გასამმაგებულად ვითარდება სიკვდილთან მიახლოება. ცა ჯერ კიდევ ბნელია. ნისლისფერ ღრუბლებშია შეკაზმული თბილისი. ამ ბოლო დროს განსაკუთრებით დამჩემდა უძილობა. დილის 5 საათია, ჩემი ტელეფონი ჯერ კიდევ არ წყვეტს რეკვას. ღრმად ჩავისუნთქე, ვეცადე, ყურადღება არ მიმექცია, ბოლოს ხომ მაინც დაიღლება რომ არ ვუპასუხებ.
აივანზე გავედი. სუსხმა და ყინვამ ერთიანად მომიცვა და გამაჟრჟოლა. გასათბობად ხელები ძლიერად გავუსვი ერთმანეთს და სახლში შევბრუნდი. მოლბერტთან დავჯექი. ხატვა ყოველთვის მშველოდა...ალექსანდრე ისევ რეკავს...
7 საათი მალე შესრულდა. ვან გოგის ხატვა დასრულებული არ მქონდა, როცა ტელეფონმა კვლავ დაიწყო რეკვა. ალექსანდრეს ბავშვურობით დაღლილმა ბოლოს და ბოლოს ვუპასუხე მის ზარს:
-ახლა ადგები და ბაკურიანში წამობრძანდები, საერთოდ არ მაინტერესებს შენი წუწუნი, მზად დამხვდი , ნახევარ საათში მანდ ვარ . იცოდე, თუ კიდევ შემეწინააღდეგები, ჩვენ ძმობას ვფიცავარ, ხმას აღარასდროს გაგცემ,- დაასრულა თუ არა მონოლოგი, ტელეფონი მაშინვე გათიშა. გამეღიმა, ფანქარი გადავდე და მომზადება დავიწყე. მართალია, ალექსანდრე სულ რაღაც 5 თვეა გავიცანი, მაგრამ რომ არა ის, ბევრ პრობლემას ვერ გადავჭრიდი და თავს ვერ დავაღწევდი ჩემ საშინელ რეალობას. თბილისში გამოქცეულს გამიჭირდებოდა ყველაფერთან შეგუება. ერთი სული მქონდა, დაუყოვნებლივ მომეშორებინა ცხოვრების რუტინა, მაგრამ სადაც არ უნდა წავიდე, რეალობას ვერ გავექცევი. პუფში მოვკალათდი, ძალა მოვიკრიბე, გავიღიმე და ტელეფონზე შეტყობინება გავაგზავნე:

,,დილა მშვიდობისა ჩემო საყვარელო. საბოლოოდ, ალექსიმ დამარწმუნა და ბაკურიანში მივყვები.“

ტელეფონი გვერდით გადავდე, თვალები დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე, თუმცა არ აყოვნებს ტელეფონზე ზარის ხმა. ავღელდი, თავს ვაიძულე ნომრისთვის დამეხედა. მომენტალურად დავმშვიდდი, როცა ალექსანდრეს სახელი დავინახე, გავუთიშე და გასასვლელისკენ ავიღე გეზი.
არასდროს მხიბლავდა უცხო ხალხთან ერთად მგზავრობა. ყოველთვის ჩემ ფიქრებში გართული ვარ, მით უმეტეს ახლა, როცა პრობლემების წინაშე ვდგავარ. ემოციებში ჩავიკეტე, ვერავის ვესაუბრები, ვერც ალექსანდრეს. ვიცი, ყველაფერი რომ მოვუყვე გამიგებს, მაგრამ მეშინია. უსური ვარ, არ მინდა თავს მოვახვიო ჩემი ცხოვრება. აწ უკვე ავტობუსში მსხდარნი სამ ადამიანს ველოდით. ლოდინით გაღიზიანებულმა ყურსასმენები მოვირგე და თვალი მოვავლე წვიმიან ანტურაჟს. დაორთქლილ მინაში დავლანდე ორი სხეული როგორ მორბოდა ტრანსპორტისაკენ მთელი სისწრაფით. რამდენიმე წუთში ადგილიდან დავიძარით. თბილისს ჯერ კიდევ ზამთრის წყვდიადში ეძინა.

/////////////////////////
ესეც ასე, ვტვირთავ ,,მზის მოლოდინის" გაგრძელებას. იმედი მაქვს ისიამოვნეთ, მართალია, ხშირად ვერ ვდებ გამოცდების გამო, მაგრამ ვეცდები მაქსიმალურად ვიაქტიურო. ცოტა რთულია, დიდხნიანი პაუზის მერე ისევ მოხიბლო მკითხველი, მაშინ, როცა დრო გავიდა და ინტერესებიც შეიცვალა ^_^ წარმატებები და ბედნიერი დღე თქვენ #თამარინსისგან



№1  offline წევრი ანმეე

ძალიან კარგიიიიი....ახალ თავს ველოდები,იმედია გაუმკლავდებიან პრობლემებს ჩვენი წყვილი
ალექსი ძაან საყვარელიაა heart_eyes
არ დააგვიანო kissing_heart

 


№2  offline წევრი Tamarins7

ბამმო
ძალიან კარგიიიიი....ახალ თავს ველოდები,იმედია გაუმკლავდებიან პრობლემებს ჩვენი წყვილი
ალექსი ძაან საყვარელიაა heart_eyes
არ დააგვიანო kissing_heart


როგორი საყვარელი ხარ <3 ძალიან დიდი მადლობაა ^_^ ვეცდები დროულად დავდო <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent