შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საიდუმლო ღამე( თავი 1)


7-07-2020, 03:40
ავტორი dramalover
ნანახია 2 000

*გრანდიოზული სიმშვიდე*
სადარბაზოში ბრაზისგან აკანკალებული შევვარდი და კიბეს ისე ავუყევი ყურადღება არ მიმიქცევია კარებთან მდგარი სილუეტისთვის.
საფეხურებს ვახტები და ერთ წუთში მეხუთე სართულზე საკუთარი შრომით ნაყიდი ბინის კართან ვდგავარ.
აკანკალებულ სიცივისგა გალურჯებულ ხელებს ვუყურებ რომელშიც ახალი მთვაროს ფორმის ბრელოკიანი სახლის გასაღები მიჭირავს. გასაღები ცახცახებს...
როცა ვბრაზობ, ან ვნერვიულობ არანოლმატული კანკალი მიტყდება და ყურები მიგუბდება... ყოველთვის მამაჩემთან კამათის შემდეგ ათი წუთი ფეხების კანკალს და გულისცემის დამშვიდბას ვანდომებ.
ალბათ იმიტომ რომ მამაჩემთან კამათისთვის ზედმეტად მხდალი ვარ.
ან იმიტომ რომ ზედმეტად გაბედული ვარ რომ მას შევეწინააღმდეგო...
გასაღები ხელიდან მივარდება. ღრმად ვსუნთქავ და კარებს შუბლით ვეყრდნობი.
ათი წუთის განმავლობაში ვცდილობ თავს ვაიძულო კარების გაღება და საკუთარ სახლშ შესვლა. მეხომ ასე ძალიაან მიყვარს ჩემი სახლი... ჩემი საკუთარი სახლი რომელიც აბსოლიტურად მგავს. ჭერიდან იატაკამდე ჩემია და მხოლოდ ჩემს გემოვნებას ასხივებს... მხოლოდ ჩემსაას...
თავს ვაქნევ ისე რომ შუბლი ისევ კარე მაქვს მიყრდნობილი.
კიბეზე ნაბიჯების ხმა მესმის.
ერთი ორი სამი, ერთი ორი სამი, ერთი პრი სამი. სწრაფი და მტკიცე ნაბიჯების რიტმი მეორდება და მეორდება.
ვიაზრებ რამდენად საცოდავ მდგომარეობაში ვდგავარ ჩაბნელებული ძველი კორპუსის სადარბაზოში და აკანკალებულ თითებს სახეზე ვისმევ.
ერთი, ორი, სამი...
არა სახლში ვერ შევალ...
ერთი ორი სამი...
ზედმეტად დაძაბული ვარ იმისთვის რომ სახლში ისეთი მშვიდი შევიდე როგორიც ეს სახლი მიმსახურებს.
ერთი ორი სამი, ერთი ორი სამი...
ღმერთო აღარ გაჩერდება?
გადაწყვეტილია. სახლში არ შევალ...
სწრაფად ვტრიალდები და საფეხურების გამოტოვებით მერვე სართულზე სირბილით ავდივარ.
საფეხურებზე ნაბიჯების ხმა არ წყდება. სამაგიეროდ უფრო სწრაფი ხდება.
ერთი ორი სამი ოთიხი. ერთი ორი სამი ოთხი.
სახურავის კარებს რომელიც ტრადიციულად ღიაა ვხსნი და ცივ ჰაერს სწრაფად ღრმად ვისყნთქავ.
ისეთო შეგრძნება მაქვს რომ სასუნთქი სისტემა ყინულად მექცა მაგრამ რამოდენიმე წამში კანკალს ვწყვეტ.
შედეგ თვალებს ვახელ და ირგვლივ გადაშლილ ხედს ხარბად ვავლებ თვალს.
ქალაქი პატარა თანავარსკვლავედად ქცეულა. ყველაფერი უკეთ რომ დავინახო მაშინვე ამოჩემებულ კუთხისკენ მივეშურები და სახურავის კიდეს იდაყვებით ვეყრდნობი.
ვგიჟები ამ ადგილზე.
აქ ძალიან ხშირად ამოვდივარ.
მაგრამ არა შუა ზამთარში.
ჩემს თბილ შავ პალტოში და მსხვილად ნაქსოვ ვარფისფერ შარფსა და ქუდში თებერვლის ცივი ქარი ისე აღწევრ როგორც ჭიისგან გამოჭმულ შუშებჩამტვრეულ დამოფოფხებულ სარკმელში.
ნამდვილად დიდი შეღავათია!
თუმცა ახლა ეს ნამდვილად არ მანაღვლებს.
ქალაქის შთამბეჭდავ და მაგიურ ხედს ანთებული ვუყურებ და ოცნებებში ვიძირები მანამ საბამ მტკიცე ნაბიჯები რომელიც ახლა მხოლოდ ორ თვლაში ეტევა დაუფრო შემზარავად ჟღერს ქარიან მყუდროებას არ დამირღვევს.
ერთი ორი. ერთი ორი. ერთი ორი.
ვტრიალდები.
გრძელ პალტოში გამოწყობილი სილუეტი.
მისი ღიმილი ისეთი... ისეთი ველურია...
კმაყოფილ პანტერას გავს რონელმაც მსხვერპლი გამოიჭირა... მოქნილი და გრციოზული ნაბიჯებით მიახლოვდება და წყვიადისფერ თვალებით მონადირის გამომცდელი მზერით მზომავს.
ერთი... ორი... მისი ნაბიჯების ხმა უფროდაუფრო იშვიათად გაისმის და ყოველგადმკდგმულ ნაბიჯზე კანზე მბურძგლავს.
"სიცივისგან თუ შიშსგან?" - ყვირის შინაგანი ხმა.
"სიცივის გამოც და შიშს გამოც" - შემაძრწუნებელად მშვიდად გაისმის ჩემი ხმა...
ისე თითქოს...
ჩემი კანი კი მის ყოველ ნაბიჯზე აგრძელებს სიცივისთვის და შიშისთვის ხარკის გადახდას რადგან ჩემი გონება უარყობს იმ ფაქტს რომ შავლაპალტოიანი უცნობი სიცივეს და შიშს ასხივებს.
" მეშინია" ყვირის შინაგანი ხმა. სილას მთელი ძალით ვაწნი და ალეწილი სახის დამშვიდებას ვცდილობ.
ხელებს ჩემს ზურგს უკან სახურავის მოაჯირს ნერვიულად ვაწყობ რომელიც წელამდე მწვდება, ახორკლილ კანს და შინაგანი ხმის კივილს ვაიგნორებ, და მშვიდად ვამბობ:
-არ გინდა.-ჩემი ხმა ზედმეტად ხმამაღლა იშლება ჰაერში. ვერ ვხვდები ეს რატომ ვთქვი იმისვმაგივრად რაც დავგეგმე მაგრამ ამის გარკვევაში მისი რეაქცია მიშლის ხელს.
წამით თითქოს შრება,ყოყმანობს მაგრამ გზას მაინც აგრძელებს.
მისი ავი ღიმილი კბილების კრაჭუნად იქცევა რაც უფრო შემზარვია.
თუმცა თვალები...
მის თვალებში მონადირწ ქრება და სასოწარკვეთა და ტკივილი სულ წმაით ისადგურებს. მაგრამ მე ძალიან დაკვირვებით ვუყურებ ეს რკმ ვერ შევნიშნო.
გიშრისფერი თვალები სპილოსძლისფერ კანს ასე რომ უხდება ისევე სწრაფად გარდაისახება და ახლა ბრაზსს ვამჩნევ.
ისე მიყურწბს თითქოს რაღაც დავაშავე და ჩემგან ერთ ნაბიჯში ახლა უკვე ბრაზისგა ანთებული ჩერდება.
"ნუ გეშინია" ვეუბნები საკუთარ თავს გამაყრუენელი სიმშვიდით. ისე თოთქოს...
არა არანაირი თითქოს! ახლა თვალებს დავხუჭავ და ეს შემზარავი იდეალური ნაკვთები რომელელიც ჩემი მოკვლის სურვილით იწვის...
რაო?
"გაქრება! გაქრება! "-კივის შინაგანი ხმა და ვხვდები რომ ჩემს თავს გამხნევებისკენ სულ სხვა მიზნით მოვუწოდე...
ისე თოთქოს ვიცოდე...
-შენც ამ ყველაფრის მონაწილე ხარ?
მისი ჩახლეჩილი ხმა კითხვას კი არა ბრაზს გავს.
ან უბრალოდ ქარმა მისი ტონი დაშალა და ჩემს ყურთან სულ სხვაგვარად ააწყო.
თვალებს ვახელ. და პირდაპირ თვალებში ვუყურებ.
ბრაზისგან იწვის.
მინდა ვიყვირო რომ არ ვიცი რაზე საუბრობს,რაზე ლაპარაკობს, რა უნდა.
მინდა ვუთხრა რომ ვერ ვხვდები რას გულისხმობს. მინდა ვუთხრა რომ სხვაშ შევეშალე და მას არ ვიცნობ.
მაგრამ ჩემი სასოწარკვეთილი მხარე უკვე დადუმდა.
სიმშვიდე გაბატონდა ჩემს სხეულზე.
ბეტონზე მაგრად ჩაჭიდულ თითებს ვადუნებ. ახლა აღარც ძალისხმევა მჭირდება რომ თვალებში ვუყურო.
ვიცი რასაც აპირებს.
ვგრძნობ.
მაგრამ არ მეშინია.
არ მეშინია.
ისე თითქოს ვიცოდე რომ გარდაუვალია...
-მე არ მეშინია-ჩემი ჩურჩული ქარს მიაქვს და არ ვიცი გაიგო თუ არა უცნობმა ჩემი ნათქვამი.თუმცა თვითონაც არ ვიცი რას ვამბიბ.
ისე თითქოს ვიცოდე გარდაუვალია აღსასრული.
ის იღიმის. ლამაზი შემზარავობით.

მე მოვკვდები და ამას მის თვალებში ვხედავ.
ამის გააზრებისთანავე შიში თავიდან მიპყრობს. ან ეს მისი ღიმილის ბრალია.
შეიძლება ორივე... თვალებს ვხუჭავ და...
-გთხოვ... - ჩემს ტუჩებს მუდარა სცდება.
დაგვიანებული მუდარა რადგან მან უკვე ხელი მთელი თავისი ძალით მკერდში მკრა და წყვდადისკენ შურისძიების ღიმილით გამაცილა.


რას იგრძნობ როდესაც ხვდები რომ რაოდენიმე წამში სუნთქვას შეწყვეტ?
ვეღარ იგრძნობ, ვეღარ შეეხები, ვეღარ დაინახავ?
როცა ხვდები რომ ეს შენი უკანასკნელი ჩასუნთქვაა... შენი უკანასკნელი შეგრძნება შიშია და შემდეგ უწონადობის უკიდეგანო სამყაროში თითქოს უსასრულო ვარდნით წამის მეასედში გადაინაცვლებ....
მისი ღიმილი კი შემზარავ, ველურ და ცხოველურ კმაყოფილებას რომ გამოხატავს აბსურდულ კონტრასტს ქმნის სასოწარკვეთილ, ტკივილნარევ და ჭკვიან თვალებთან...
ისეთივე უძირო წყვდიდისფერ თვალებთან როგორიც შენი მომავალია...
შენ ხომ უკვე კვდები არა?

მე კი ისიც არ ვიცი რისთვის ვკვდები. არადა ჯერ არ მიცხოვრია.
ჯერ არ მყვარებია.
ჯერაც არ ვყოფილვარ უსაზღვროდ ბედნიერი.
არც უსაზღვროდ უბედური.
ჯერ არ შემიგვრძნია სამყარო!
უსამართლოდ ვკვდები!

ეს არის უკანასკნელი რაც გავიფიქრე. შემდეგ კი გრანდიოზულ ქალაქის ხედს გრანდიოზული სიმშვიდით შევერწყი.
ზევიდან კი მისი სიბნელისფერი თვალები დამნათოდა. სიკვდილისაკენ გზას მილოცავდა...
მე კი ვუყურებ მის თვალებს და ვგრძნობ ჩემს სახეზე ტკივილს.
ცხოვრების უდროო დასრულების ტკივილს.
განუცდელი შთაბეჭდილებების და გრძნობების ტკივილს.
ვუყურებ იმ თვალებს სადაც ახლა სიცოცხლეს ვასრულებ და ვხვდები რომ ისიც ხედავს და ესმის.
უკანასკნელი რასაც ვახერხებ კვნესაა.
ის კი მისმენს და მიყურებს.
ჩემდეგ ქალაქის ღამეში ვვარდები და ვსრულდები.
შენელებული წამი ორმაგი ძალით იკრებავს ძალას და მე იმაზე მალე ვითიშები ვიდრე დაცემის ძალას ვიგრძნობდე...


გამარჯობა ესაა ჩემი პირველი მოთხრობა რომელსაც სხვებს ვუზიარებ.
პატარა თავია და ბევრს ვერაფერს ამბობს ჩაფიქრებულ სიუჟეტზე თუმცა ჩემი მიზანიც სწორედ ეგ იყო.
იმედია მოგეწონებათ
წინ კი უამრავი ინტრიგა გელით.
ვფიცავ????



№1  offline წევრი 《Sunshine》

არდაგიმალავ და ძალიან მომეწონა გამიხარდება თუ უფრო ბევრი დიალოგები იქნება რადგან შეიძლება ესე მკითხველმა ისტორიის შინაარსი ვერ გაიგოს ეს რჩევა ჩემგან იმედია საწყენად არ მიიღებ

 


№2  offline წევრი dramalover

ძალიან გამახარე თუ მოგეწონაა <3
საწყენად კიარა პირველი კომენტარის ავტორი ხარ ამიტომ არც მე დაგიმალავ და ვხტუნაავ :დდ დიალოგებს რაც შეეხება- ამ თავის მსგავსად წერა მეც გამირთულდება. ეს უბრალოდ პროლოგი იყო. ამიტომ გპორდებით მეორე თავში ყველაფერი მეტად გასაგები იქნება თუმცა კვანძის გახსნას ჯერ არ ვაპირებ.
ამიტომ ვიმედოვნებ მეორე თავი უფრო სასიამოვნო წასაკითხი იქნება თქვენთვის<3

 


№3  offline წევრი Ανάξιος

დასაწყისი ისეთია ჩაგითრევს სულით ხორცამდე , რაღაც სხვაა , განსხვავებული ხედვაა , ვერ ვხსნი რაღაც, უცნაურად კარგი იყო ...
ველოდები ახალ თავს , იმედია ბოლომდე ასეთი საინტერესო იქნება, თუმცა ვგრძნობ, რომ ბოლომდე ძალიან კარგი იქნება და იმედებს არ გაუცრუებ მკითხველს ...
მომწონს შენი წერის სტილი, წარმატებები შენ და ბევრი მკითხველი შენს მოთხრობას <3

 


№4  offline წევრი dramalover

ძალიან დიდი მადლობა ასეთი თბილი შეფასებისთვის<3 უზომოდ ბედნიერი ვარ რომ მოგეწონა. მთელი ძალისხმევით ვეცდები იმედები არ გაგიცრუო.
ჩანაფიქრი კი იმაზე ჩხლართულია ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და ერთი სული მაქვს როდის გაიგებთ რა ამბები ტრიალებს სინამდვილეში.
მე კი ვეცდები ჩემი სტილი არ დავკარგო და თან ყველაფერი ზუსტად გადმოვცე. looovee uuuu!

 


№5  offline მოდერი Mary Drey

გპირდები საღამოს წავიკითხავ და კვლავ კომენტარის სახით დაგიბრუნდები... <3

 


№6  offline წევრი dramalover

veli shens shepasebaas <3

 


№7  offline მოდერი Mary Drey

1. რამოდენიმე არასოდეს არ თქვა. ეს შეცდომა ეგრევე ტვინში მწარედ მირტყავს :დდ--- რამდენიმე არის სწორი.
2. სასვენი ნიშნები ძალიან ბევრგან გაკლდა.
3. დასაწყისში რაღაც ეპიზოდში... აი, გასაღების თემაზე სტილისტურად გაუმართავი წინადადებები შევნიშნე და ამასაც დააკვირდი.
4. როდესაც რამეს დადებ მანამდე კიდევ გადაიკითხე, რომ შეცდომები არ გამოგრჩეს. მაგ: წერის დროს არეული ასოები.
5. გავს არა--- ჰგავს.
6. ქმნის არა--- ჰქმნის
7. "შემდგომ ქალაქის ღამეში ვვარდები და ვსრულდები" ეს სიტყვა- "ვსრულდები" არ ჯდება კარგად კონტექსტში. შეეცადე რაიმეთი შეცვალო, თორემ თვალს ძალიან ცუდად ხვდება. :)
8. "მე იმაზე მალე ვითიშები ვიდრე დაცემის ძალას ვიგრძნობდე."-- ამ შემთხვევაშიც იგივე შემიძლია გითხრა. სტილისტურად დაუხვეწავია. იმედია გესმის რასაც ვამბობ. "ვიდრე დაცემის ძალას ვიგრძნობდე"- აი ამაზე გეუბნები.


ხო, ახლა რაც შეეხება სიუჟეტს. ზოგადად ვფიქრობ, რომ დაწყება ნაწარმოების უნდა იყოს მთავარი "ქეისი", კაუჭი, რომლის მეშვეობითაც მკითხველს მოიზიდავ. სჯობს თუ ცოტა ფილოსოფოსობასაც გაუშვებ. უფრო მეტი ხიბლი შეეძინება შენს ნაწარმოებს. შუა ნაწილში აღმავლობა იგრძნობა და მართლა სასიამოვნო ხდება მისი კითხვა, თუმცა მერე ისევე მიწასთან ენარცხება. შენ უნდა შეძლო, რომ ეს სიმი არ ჩაწყვიტო. არ უნდა დაამახინჭო სიტყვათა ჟღერადობა. მართლა კაი ეპიზოდები დავიჭირე ამ მოთხრობაში, თუმცა ნამდვილად მუშაობა გჭირდება წერის მხრივ. ეცადე უფრო კონკრეტულად აღწერო გარემო, გრძნობები, განცდები, მიზნები და ა.შ. უფრო კარგი გამოგივა... მე ასე მგონია.
ვერ შეგპირდები, რომ კრიტიკული არ ვიქნებითქო. პირიქით... მირჩევნია კრიტიკულად მოგიდგე და ეტაპობრივად განვითარება შევნიშნო შენში, ვიდრე ერთ ხაზზე ურყევად სიარული. მწერალი თუ არ ვითარდება ეს უდიდესი შეცდომაა. ამიტომ შენთან დავრჩები. შემდგომ თავებსაც დაველოდები და როგორც ყოველთვის ჩემს აზრს დაგიფიქსირებ.

შეხვედრამდე! <3

 


№8  offline წევრი dramalover

ძალიან გამახარებ თუ ბოლომდე გამომყვები მართლა <3 იმიტომ რომ კრიტიკის არ მეშინია და ჯანსაღ კროტიკას კიდევ რა სჯობს. სიმართლე გითხრა როგორც კი დავამთავრე წერა ვიფიქრე დიდი ამბავი ახლა შეცდომები თუ იქნება-თქო. შენ კი მიმახვედრე რომ სიზარმაცის დაძლევა მომიწევს და ამის მერე გპირდები აუცილებლად გადავიკითხავ, რომ შეცდომები გავასწორო. მძიმეები ისევდაისევ სიზარმაცის ამბავია:d იმედია უცოდინრობაში არ ჩამითვლით თორემ მეწყინება????????
ერთადერთი რასაც ვერ დაგპიდები 7 და 8 პუნქტია. რადგანაც ესსეს არ ვწერ უფლებას ვიტოვებ სიტყვებს და წინადადებებს ისე მოვექცე როგორც მომწონს. გამოგიტყდები ახლაც მომწონს ეგ ორი წინადადება. იმიტომ რომ ჩემებურად დავწერე და ვიცი ციტა ნარცისი ვარ.
ნაძალადევი ფილოსოფია ჩემთვის მოსაწყენი და სასაცილოა. მირჩევნია ყველაფერი ბუნებრივად ჩაექსოვოს სიუჟეტს. წერის დროს ჩემს გრძნობას, წარმოდგენას და ემოციას ვაქსოვ სიტყვებს. როცა ფილოსოფიურ ხასიათზე დავდგები ვეცდები არ ვწერო თორემ დარწმუნებული ვარ თავს მოგაბეზრებთ.
ამ თავში კი ვთვლი რომ სიუჟეტი მთლიანად მოქმედების განვითარებას უნდა ეთმობოდეს. ეს როგორც ავტორის შეფასება ისე მიიღე და არა თავდაჯერებული ტიპის გამოხტომად.
ძალიან მიხარია რომ ჩემთან ერთად დარჩენას აპირებ. იმიტომ რომ უკვე დარწმუნებული ვარ შენთნ დიალოგი ძალიან საინტერესო და სახალისო იქნება. მე კი პასუხის გაცემას არასდროს დავიზარებ.
შენს რჩევებს აუცილებლად გავითვალისწინებ მაგრამ მხოლოდ მაშინ როდესაც შენი აზრი ჩემსას არ დაუპირისპირდება. ამისთვის ზედმეტად თავნათქვამა ვარ :დდ

მეორე თავი გუშინ ღამე დავდე და არ გაგიკვირდეს შეცდომების კორიანტელს თუ ნახავ.
დღეს აუცილებლად შენი კრიტიკის ქარცეცხლიში გატარებული(ვხუმრობ რათქმაუნდა) მესამე თავის გამოქვეყნებამდე მინიმუმ სამჯერ გადავიკითხავ????????
მოელედ მადლობა რომ არ დაიზარე და შეცდომებზე მიმითითე თორემ დარწმუნებული ვარ კიდევ კარგა ხანი დავიკიდებდი წერის დროს დაშვებულ შეცდომებს.
აბა გელოდები რაც შეიძლება მალე წაიკითხე მეორე თავი. შენი აზრი მართლა ძალიან მაინტერესებს. <3

 


№9  offline მოდერი Mary Drey

ნოვეიიი... გამოქვეყნებული გაქვს უკვე მეორე თავი? მე რა ჯანდაბურად არ მიჩვენებს? -....-

 


№10  offline წევრი dramalover

თავიდან გამოვაქვეყნებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent