შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყოველთვის ვერ გაექცევი გრძნობებს(თავი 5)

7-07-2020, 16:01
ნანახია 1 286

სალამი, მეგობრებო...ცოტა ძალიან კი დამაგვიანდა, მაგრამ გამოცდების ციებ-ცხელება და ჯანდაბები მაქვს, თან ეს მუზაც ორთქლდება ამ სიცხეებში, ჰო დაა მოვედი პატარა თავით...იმედია ნორმალური გამოვიდა))

***
ადამიანები, ისეთი ქმნილებები ვართ, რომ ირგვლივ ყველაფერს ვანადგურებთ ჩვენი დაუფიქრებელი ქმედებებისა თუ სიტყვების გამო. არც კი ვუფიქრდებით ხოლმე იმას, რამდენად დიდი ტკივილი შეიძლება მივაყენოთ საყვარელ ადამიანებს ჩვენი მოქმედებით ან ზოგჯერ უმოქმედობითაც კი. მაგარია, არა?! ყოველივეს რომ დაუფიქრებლად სჩადის ადამიანი და ამაზე შემდგომ მოჰყვება გოდებას. განა შეიძლება რომ გაფუჭებული საქმე მარტივად გამოსწორდეს?! ფიქრი სწორედ რომ სავალალო შედეგებისგან ასაცილებელი საშუალებაა, მაგრამ ეგეც რომ გვეზარება ხოლმე...ალბათ, ფიქრისთვის რომ სასჯელი იყოს, სამუდამოსაც მომისჯიდნენ. ვაკვირდები და ვაანალიზებ, რომ ჩვენ, ადამიანები, შეცდომებს უბრალო მიზეზების გამო ვუშვებთ ხოლმე. ხანდახან თავის კონტროლს ვერ ვახერხებთ და შესაძლოა პატარა „დანაშაული“ იმდენად დიდი რამე აღმოჩნდეს, რომ ამის გამო ცხოვრება სრულიად საპირისპიროდ შემობრუნდეს, მაგრამ ზოგჯერ ეს „დანაშაული“ რაღაც ახლისა და დიდი ათვლის წერტილიც კი შეიძლება გახდეს...

***
ნიკომ და მარიამმა, როგორც იქნა მიაღწიეს დანიშნულების ადგილამდე...
-საქალბატონე მარიამ, გთხოვთ იკადროთ გადმოსვლა და ხელი გაუწოდა.
-როგორი ჯელტმენობაა, ჩემო რაინდო.
-ო, კარგი რა, ეს რაინდი რას აიკვიატე ადამიანო!
-რა იყო? მე მომწონს-ეშმაკურად ჩაიცინა მარიამმა და მანქანიდან გადავიდა.-ნიკუ, რა სილამაზეა, არა?!
-კი, მართლაც რომ ულამაზესი ხარ ვარსკვლავების ფონზე, ჩემო მნათობო.
-უიმე, მე აქაურობაზე გითხარი.
-ჰო, ესეც ლამაზია.
-ესეც?
-ო, მარიამ, ნერვებს მიშლი ხოლმე ხანდახან. სხვა რამის სილამაზეს რომ ვერ ვამჩნევ შენს გვერდით, არ იცი?
-რა ვიცი, ბანკეტზე კარგად უპრაწავდი იმ ყანჩა ქალს თვალებს...
-ვაიმე-გადაიხარხარა ნიკომ-მაშინ თავისუფალი „კაცი“ ვიყავი, თან იმდენად სიმპათიური და მარტოხელა ვიყავი, რომ თავისუფლად ვუჟუჟუნებდი თვალებს „ყანჩა“ გოგოებს. აი, ახლა გამითეთრდა თმა და ჩამოვიღვენთე სანთელივით თორემ...
-მაგით რისი თქმა გინდა?-წარბაწევით მიმართა მარიამმა.
-მე? არც არაფრის.
-ნიკოლოზ, ხომ იცი, არ გაცოცხლებ!
-უჩემოდ შენც ვერ იცოცხლებ, ჩემო ყვავილო.
-ჰო ეგეც მართალია...-მიეხუტა და საყვარლად გაიტრუნა.
-იცი მარო, არ მეგონა თუ ოდესმე ჩემს მკლავებში ისე მოექცეოდი, როგორც საყვარელი ქალი და არა როგორც საუკეთესო მეგობარი. ადრე, როცა მხოლოდ მეგობრად მთვლიდი, არ შემეძლო ჩახუტება, იმიტომ რომ შენს ყოველ შეხებაზე ვკვდებოდი. ვფიქრობდი, დიდ ხანს ვფიქრობდი გამოგტყდომოდი თუ არა გრძნობებში. ვერ ვიტანდი ვიღაცები რომ გეპრანჭებოდნენ და თვალებს გიჟუჟუნებდნენ. სისხლი მიდუღდა.
-ნიკო...
-გახსოვს ერთხელ ვიღაც ბიჭმა რომ ვარდები გაჩუქა და შენც აღტაცებული იყავი მისით? მინდოდა რომ მომეკლა ის ბიჭი. ეგოისტურად, მხოლოდ მე მსურდა, რომ შენი ღიმილის მიზეზი, ყოველთვის, მხოლოდ მე ვყოფილიყავი, მაგრამ მეშინოდა პატარავ, მეშინოდა რომ იმავე გრძნობით არ იწვოდი შენც და ხელს მკრავდი. ამის გამო, ჩვენი მეგობრობის დანგრევა არ მინდოდა, მაგრამ ყოველ დღე, ყოველ წუთს და ყოველ წამს, მკლავდა იმაზე ფიქრი, რომ შენ შესაძლოა სხვის მკლავებში მოხვედრილიყავი და სხვა დამტკბარიყო შენი მშვენიერებით, შენი ღიმილით, რომელიც მე სიგიჟემდე მიყვარს. შენი ერთი ღიმილი და ტკბილი სიტყვაც კი ვერ წარმოიდგენ რამდენს ნიშნავს ჩემთვის. დამპირდი, დამპირდი რომ არასდროს მიმატოვებ. უშენოდ ვერც კი ვისუნთქებ, ჩემო ყვავილო...-ცოტაც და ცრემლები წამოუვიდოდა ნიკოლოზს, იმდენად ემოციური და გულში ჩამწვდომი იყო მისთვის ასეთი საუბრები.
-ნიკო-მისი სახე, ხელებში მოიქცია მარიამმა-შენ ხარ ადამიანი, რომელიც ცხოვრებას მიფერადებს, მავსებს და მაბედნიერებს და როგორ ფიქრობ, ხელიდან ასე მარტივად გაგიშვებ?!
-ჰო, არ გამიშვებ ყვავილო, ვიცი...უბრალოდ, არ დაივიწყო ის, რომ მე შენ მთელ სამყაროს მირჩევნიხარ. შენ ხარ ჩემი წარსული, აწმყო და მომავალი. გამოყრუებული მოხუცები რომ ვიქნებით, მაშინაც კი ჩემი პრინცესა იქნები, ჩემი ყვავილი...შენთვის ვარსებობ და ამ არსებობისთვის ძალას, ისევ შენ მმატებ და გთხოვ, არასოდეს მომაკლო ეს ძალა...
-მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ. მართლა არ ვიცი უშენოდ როგორ შეიძლება რომ ვიარსებო, ვისუნთქო.
-არც მოგიწევს და ნაზად დაეწაფა მარიამის ტუჩებს...

საოცრებაა, როდესაც ორი მონათესავე სული იპოვის ერთმანეთს ამხელა სამყაროში და თან ისე ძლიერ შეიყვარებს მეორე ნახევარს, როგორც ამ ორ ადამიანს უყვარს ერთმანეთი. ამბობენ ხოლმე, რომ სიყვარულის ცნებამ, მნიშვნელობა დაკარგაო, გახუნდაო და ფერი იცვალაო, მაგრამ ზოგჯერ ეს აზრი, სრულიად ეწინააღმდეგება ხოლმე არსებულ რეალობას. წრფელი გრძნობები და სიყვარულის მარადიული ცეცხლი, ყოველთვის იყო, არის და იქნება თითოეული ჩვენგანის გულში, მაგრამ განსხვავება იცით რაშია? ყველა ადამიანის, თავისებური გამოხატვის უნარი აქვს. ზოგი ძალიან რომანტიკულად გადმოსცემს, ზოგი ზედმეტად ბანალურად, მაგრამ ზოგის ერთ ღიმილში და თვალების კიაფში იკითხება არსებული ლტოლვა და ვნება, რომელიც მართლაც მარადიული და წრფელია. ყველას თავისებურად უყვარს და გამოხატავს. მთავარია, შენში არსებული გრძნობები გამოათავისუფლო და ნება მისცე თავისუფლად იარსებოს.

***
მზის სხივებმა, დაუკითხავად გაიკვლიეს გზა ფანჯარაში. ჩიტების ჟღურტულმა ააჟრიამულა მიდამო, ნელი და გრილი სიო, სახეზე ელმუნებოდა მძინარე გოგონას და სახე ღიმილმა მოიცვა. ერთი შეხედვით, ძალიან მშვიდად ეძინა, მაგრამ ფიქრები მოსვენებას არ აძლევდნენ და თავზე დასტრიალებდნენ. ცოტა ხანში, ინება და გაახილა თვალები. ოთახს თვალი მოავლო და გაიაზრა წინა ღამე. გაახსენდა რომ იგი იმყოფებოდა იმ ადამიანთან ერთად, რომელიც თან იზიდავდა, მაგრამ თან განიზიდავდა. ცოტა რთული სიტუაციაა. ადამიანი რომ გიზიდავს, მაგრამ თან რაღაც ძალა უკან გექაჩება და არ გაძლევს ნებას, რომ ერთი ნაბიჯი მაინც გადადგა წინ, რაღაც ახლისკენ და უკეთესისკენ. როგორც წესი, დილის პროცედურები ჩაიატარა ევამ და დაბლა ჩავიდა. სანდრო უკვე გაღვიძებული იყო და სასტუმროში მომუშავე გოგონას, ემასლაათებოდა, თან საკმაოდ კარგად, თბილად და ორჯერ ღიმილიც კი აჩუქა. ამის შემხედვარე ევამ, ძლივს მოთოკა ნერვები რომ ორივე იქვე არ გადაება ერთმანეთზე და არ მოესროლა ჯანდაბაში...
-ევა, დამშვიდდი, ის უბრალოდ ერთი საკუთარ თავზე შეყვარებული იდიოტია, რომელიც მიჩვეულია რომ დედამიწა მის გარშემო ბრუნავს და სწორედ ამიტომაც იქცევა ასე. ღმერთო, ერთი ეს გამაგლეჯინა. არა, ეს გოგოც როგორი უტეხია. ხომ დაგვინახა რომ ერთად მოვედით და რას ეჭუკჭუკება?! ქაჯი! ოხ, ესეც გამაგლეჯინა რა. ურცხვები...-ამ ფიქრებში იყო გართული ევა, როდესაც სანდროს ხმამ მოიყვანა გონზე:
-ვა, გაიღვიძე თქვენო უდიდებულესობავ?!-მკვლელი ღიმილი ესროლა ევას სანდრომ და ევაც ლამის დაადნო ამ ღიმილმა, მაგრამ განა შეიმჩნია ქალბატონმა...
-ვიღაცა დღეს კარგ ხასიათზეა. რა ხდება? რამ გაგახარა, ბატონო სანდრო?-ცალყბად გახედა იმ გოგონას, რომელსაც ორი წუთის წინ ესაუბრებოდა სანდრო.
-ალბათ იმან, რომ დღე შენით დაიწყო ევა და იმედია ყოველდღიურ სახეს მიიღებს.
-ოცნებებში ნუ შეიჭრები, ჩემო კარგო.
-იმაზე არასდროს ვოცნობ, რაც შეიძლება რომ ვერ ახდეს, ჩემო კარგო.
-კარგია, კარგია...შენ მორჩი უკვე საუბარს? დღესაც აქ დაღამება ხომ არ გინდა?
-ჰო, წავალთ. დავემშვიდობები და...
-ოხ, ისე ვერ იზამდა რომ არ დამშიდობებოდა?! ხეპრე! ვიცი რომ ჩემი ნერვების მოსაშლელად აკეთებს ამას. უნამუსო. ერთი ეს გოგო მათრევინა იმ ღიმილა სახით... უუჰ!-მკვლელი მზერით ბურღავდა ევა იმ გოგოს და მალე ისევ სანდროს ხმამ დააბრუნა რეალობაში...
-რას შვრები? რამ ჩაგაფიქრა?
-რა? ჰო, არაფერი ისეთი. წავედით?
-კი, კი, წავედით. მხოლოდ თქვენს შემდეგ და ევა პირველი გაატარა.
-დიდ მადლობა.
ჩასხდნენ მანქანაში და ისევ იმ ადგილს დაუბრუნდნენ, საიდანაც დაიწყეს. სანდრომ ისევ ამოალაგა თავისი ნივთები და ხატვა განაგრძო. ოცდებოდა, თუ როგორი ლამაზი იიყო ევა. მისი თვალები კი როგორი ცვალებადი, მაგრამ უდაოდ საოცარი. ახლა უფრო ღია ფერის ჰქონდა და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს მზის რაღაც ნაწილს, მისი თვალების სიღრმეებში ჰქონოდა ბინა. სანდრო უკვე აღტაცებული იყო თავისი ნაშრომით. მართალია ჯერ ბოლომდე დასრულებული არ ჰქონდა, მაგრამ იცოდა თუ როგორი გამოვიდოდა.
საკმაოდ გაიწელა ხატვის პროცესი. დილიდან დაწყებული, ისევ საღამო ხანი იყო რომ დაასრულად.
-მორჩა.-აღტაცებით და კმაყოფილი ხმით წამოიძახა სანდრომ.-დავასრულე. თუ სურვილი გაქვს, შეგიძლია ნახო.
ევა წამოდგა და სანდროსკენ გრაციოზული და დინჯი ნაბიჯებით მიიწევდა. ფილმებში რომ ხდება ხოლმე, აი, ზუსტად ისე, მაგრამ ჰოი საოცრებავ! ფეხი ცუდად გადადგა და რასა ჰქვია, სანდროს მკლავებში ჩავარდა. როგორი ამაღელვებელია. ასე ახლოს, თან ასე შორს ყოფნა ადამიანებისა, საოცრებაა. სანდრომ ახლა უფრო ახლოდან დაინახა ევას ულამაზესი ბრღვიალა თვალები, მარწყვივით ტუჩები, შეფაკლული ღაწვები, რომელიც როგორც სანდროს ტემპერამენტის, ისე სიცხის ბრალი იყო. წამით ერთმანეთის მზერა შეხვდა ერთმანეთს. სანდროს ცხელი სუნთქვა, სახეზე ედებოდა და მეტად ეკიდებოდა ევას ცეცხლი. ალბათ ყინულებშიც რომ ჩაეგდო ვინმეს, მისი მღელვარება არ დაცხრებოდა. გრძნობდა რომ გონება ებინდებოდა...არც სანდრო იყო კარგ დღეში. ისევ ჰკლავდა სურვილი ევას დაუფლებისა, მაგრამ ეშინოდა, რომ ისევ უარყოფითად დაიმუხტებოდა ევა მისდამი, მაგრამ რა ექნა?! თავს ვეღარ აკონტროლებდა. ოი, როგორი ცეცხლი ტრიალებდა ორი შეყავრებულის გულში. ვერაფერი ვერ გააციებდა ამ ვნებათა ღელვას და საბოლოოდ, მხრურვალე კოცნით დაგვირგვინდა ყოველივე. როგორ უნდოდა ევას რომ შეენარჩუნებინა თავისი სიცივე და შეუვალობა, მაგრამ სიყვარული...ო, სიყვარული ისეთი გრძნობაა, თავს დაგაკარგვინებს, სულს ამოგგლეჯს და მხოლოდ ცარიელ ადგილს დაგიტოვებს ერთი განსაკუთრებული და შეუცვლელი პიროვნებისთვის. მის გარეშე კი უბრალო მარიონეტი იქნები, რომელიც ცხოვრებისეულ რუტინას ფეხს უწყობს და სხვა გრძნობები და განცდები, ფუჭია, მეორეხარისხოვანია...
სანდროს გასაკვირად, ევაც აჰყვა კოცნაში, მაგრამ მალევე გაერკვა არსებულ ვითარებაში და სწრაფად გაშორდა. ეს იყო კოცნა, რომელიც ყველაზე ტკბილი, მაგრამ ამავე დროს ყველაზე რთული ცხოვრების საწყისი იყო...
-ევა, მე...მაპატიე...
-წავიდეთ.-მოკლედ მოუჭრა ევამ და მანქანისკენ პირველმა აიღო გეზი.
გაუყვენენ თბილისისკენ გზას. ისევ ფიქრები აეშალა ორივე მათგანს. ფიქრობდნენ მომხდარზე და იმაზე თუ რა მოხდებოდა მომავალში. რა იქნებოდა. როგორ განვითარდებოდა მათი სიყვარული. იქნებ ეს კოცნა წამიერი უსუსურობის გამოვლინება იყო? იქნებ სულაც არ აკავშირებს მათ სიყვარულის ამამღლებელი გრძნობა და ეს უბრალო სისუსტე იყო? მაგრამ ფაქტი ერთი იყო. ეს ორი ადამიანი იმდენად იყვნენ უწყვეტი და უხილავი ძაფებით დაკავშირებულნი, რომ უერთმანეთოდ ადამიანებს არ ჰგავდნენ, დაპროგრამებულივით იყვნენ და მხოლოდ ერთი რამ სურდა ორივეს, ეს ერთად ყოფნა იყო.
ცხოვრება ისეთი შეუცნობელი ფენომენია, რომ თუ არ მოასწარი მისით დატკბობა, წამში მიწაზე დაგანარცხებს და ყველა ოცნებას, მიზანსა და სურვილებს, დაგიმსხვრევს, როგორც მინას. ერთ სიტყვას, შეუძლია შეცვალოს მთელი ცხოვრება. ერთგვარი სიტყვის მაგიაა ეს. ძალაა, რომელსაც სრულფასოვნად ვერ შეიცნობ...

№1 სტუმარი ყველაზე საყვარელი ფიფქუჩი

ზე-მშვენიალურია და მე მომწონს ოფქორს;)
ცოტა ღრამატიკას მიხედე godმანი:D
ყოჩაღ კუნკულ,მე და დედაშენი შენით ვამაყობთ:)

ყველაზე საყვარელი ფიფქუჩი
ზე-მშვენიალურია და მე მომწონს ოფქორს;)
ცოტა ღრამატიკას მიხედე godმანი:D
ყოჩაღ კუნკულ,მე და დედაშენი შენით ვამაყობთ:)

მამკოო:)))) ვისწავლი ოდესმე გადაკითხვას და ღრამატიკებს ცოტათი მაინც გავასწორებ:)))
ჰოდა ლავი იუთ შენც და დედკოც(ბევრი, ბევრი ყვითელი გული...!)

№3  offline წევრი ანმეე

ესიგი ნუუუუ...ვინღა გაცდის პირველობააას?! joy joy
ეს ყოველი შემტხვევისთვის რომ რო დავამთავრებ კითხვას ვიღაცის დაკომენტარებული არ დამხვდეს და გულზე არ შემომეყაროს

არა რააა...რომანტიკოსი ხარ laughing blush
ახლა იქ კი გეუბნებით ეს სიყვარულობანაში ჩრდ.პოლუსი ვართქო,შენც ჩემს ტყუპსიკიედ ხარ აღიარებული, მარა ამაში რაღაცააა მთლად მსგავსება ვერაა ნუუუ joy joy მაინც ტყუპჩეროკი ხარ რაც არ უნდა იყოს
მიყვარიხარ გოგოოოო heart_eyes heart_eyes
ესენიიიც(ნიკო და მარო უფრო მეტად smile kissing_heart )

ბამმო
ესიგი ნუუუუ...ვინღა გაცდის პირველობააას?! joy joy
ეს ყოველი შემტხვევისთვის რომ რო დავამთავრებ კითხვას ვიღაცის დაკომენტარებული არ დამხვდეს და გულზე არ შემომეყაროს

რაიიოო??:))))))))))))) ისუნთქე ტყუპს:)))) არ აღელდეე...:დდდდ❤️

:დდდდდ შენც გაგეხსნება სულის კუნჭულები...დაიცა წამოიჩიტო ცოტა:დდდდდდ მეც მიყუარხარ ტყუპსიკუნიე❤️❤️❤️❤️❤️

№5  offline წევრი ანმეე

ლიკა ახრახაძე

შენ მამკოს უთხარი ნუ მეცილება რააა joy joyდა წამოვიჩიტო კი არა მე რო ვინმემ მომწონხარო მითხრას(უახლოეს მომავალში..ერთი რვა წელი კი იგულისხმება ისე joy ) ბაღი მოგონება იქნება ისეთ ჩავუტარებ laughing laughing

ბამმო
ლიკა ახრახაძე
ბამმო
ესიგი ნუუუუ...ვინღა გაცდის პირველობააას?! joy joy
ეს ყოველი შემტხვევისთვის რომ რო დავამთავრებ კითხვას ვიღაცის დაკომენტარებული არ დამხვდეს და გულზე არ შემომეყაროს

რაიიოო??:))))))))))))) ისუნთქე ტყუპს:)))) არ აღელდეე...:დდდდ❤️

ბამმო
ესიგი ნუუუუ...ვინღა გაცდის პირველობააას?! joy joy
ეს ყოველი შემტხვევისთვის რომ რო დავამთავრებ კითხვას ვიღაცის დაკომენტარებული არ დამხვდეს და გულზე არ შემომეყაროს

არა რააა...რომანტიკოსი ხარ laughing blush
ახლა იქ კი გეუბნებით ეს სიყვარულობანაში ჩრდ.პოლუსი ვართქო,შენც ჩემს ტყუპსიკიედ ხარ აღიარებული, მარა ამაში რაღაცააა მთლად მსგავსება ვერაა ნუუუ joy joy მაინც ტყუპჩეროკი ხარ რაც არ უნდა იყოს
მიყვარიხარ გოგოოოო heart_eyes heart_eyes
ესენიიიც(ნიკო და მარო უფრო მეტად smile kissing_heart )

:დდდდდ შენც გაგეხსნება სულის კუნჭულები...დაიცა წამოიჩიტო ცოტა:დდდდდდ მეც მიყუარხარ ტყუპსიკუნიე❤️❤️❤️❤️❤️

შენ მამკოს უთხარი ნუ მეცილება რააა joy joy

:დდდდ შვილკოო, ესაო, ისაო და ჰაა:დდდდდდ

ჟოზე
ძალიანჭკვიანი და გულიანი ლიკოკო ❤❤❤

ალოვუ დეკოკო))❤️❤️❤️❤️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent