შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საიდუმლო ღამე( თავი 2 )


8-07-2020, 03:18
ავტორი dramalover
ნანახია 1 318

8 თვის შემდეგ:
კრემისფერ დაბალ დივანზე ვზივარ ჩემი სახლის სასტუმრო ოთახში და ჩართულ ტელევიზორს ვაშტერდები.შემდეგ კრემისფრად შეღებილი აგურის კედელზე გადამაქვს მზერა.
მე ისევ აქ ვარ. ვგრძნობ ჩემი სახლის ნაცნობ აურას. თვალდახუჭულსაც კი შემიძლია ყოველგვარი დაეჭვების გარეშე გითხრათ რომ ჩემს უკან კედელი მწვანე პასტელისფერ ფერშია გადაწყვეტილი. ადგილ-ადგილ კი ღრიჭოებია და წითელი აგური მოჩანს. მარცხნივ ჩემი ოთახის ისეთივე მწვანე პასტელისფერი კარია, რომელიც ღია კაკოსფერ კედელშია ამოჭრილი. კართან ორივე მხარეს ყვითელ და წითელ პასტელური ფერის ქოთანში ჩარგული მწვანე დიდფოთლიანი ოთახის მცენარეები დგას. კედლის შუაში მაღალი და ვიწრო წაბლის ხის მაგიდაზე CD გრამაფონი დგას. ასევე წაბლის ხისაა ჩემს წინ მდგარი დაბალი მაგიდა და საკმაოდ განიერი შავი ტელევიზორის დაბალი და გრძელი სადგამი. გრამაფინის მარცხნივ კედელში თეთრი კარია დატანებული რომელიც პატარა სააბაზანოში გადის. ჩემგან მარცხნივ კედელი იმავე ფერისაა, მხოლოდ ოდნავ მუქი კაკაოსფერი. ამ კედელს მთლიანად სურათები და ღია ხის წიგნების თაროები იკავებს, რომლებიც დიაგონალურადაა განლაგებული კედელზე.
ჩემს უკან მწვანე კედელში კი ასევე თეთრი კარია რომელსაც დერეფანში გავყავარ.
გრძელ დერეფანში ღია იისფრად გადაღებილი აგურები და გრძელი შავი ნათურები ერთადერთ გაფორმებას წარმოადგენს . მარცხნივ დერეფანს სადარბაზოსკენ მივყავარ. მარჯვნივ კი სამზარეულოს კრემისფერი კარია.
როდესაც ამ სახლის დიზაინს ვქმნიდი მაქსიმალურად ვცადე მისი სიძველე და ოდნავ დანგრეული იერი შემენარჩუნებინა. ამიტომ ახლა სამზარეულოს- სამი, კალიდორის - ოთხი და სასტუმრო ოთახის ორი მოპირდაპირე კედელი გადაღებილ აგურებს წარმოადგენს. განათება? სახლის მხოლოდ ორ ოთახს აქვს თითო ფანჯარა-სამზარეულოს და საძინებელს. თუმცა ეს ჩემთვის იმედგაცრუება სულაც არაა...პირიქით მომწონს რადგან ნაკლები სინათლე სახლს მყუდროებას მატებს. იმედგაცრუება არა?
ეს გრძნობა...
იმედგაცრუება ვიგრძენი როცა...
როცა აღმოვაჩინე რომ ცხოვრებაში ორჯერ მომიწევდა სიკვდილი.
რადგან მივხვდი რომ სულაც არ მოვმკვდარვარ...
ეს მაშინ იყო როცა...

საშინელი იმედგაცრუება ვიგრძენი საავადმყოფოს ფლუორესცენტული განათების ქვეშ თვალები რომ გავახილე და სუპერთეთრ ოთახში აღმოვჩნდი.
ალბათ იმიტომ რომ რამდენიმე საათი არაფერი მახსოვდა. თითქმის ცარიელ ოთახში კი მხოლოდ ჩემი სასუნთქი აპარატის გუგუნი და პულსის გულისგამაწვრილებელი ხმა ისმოდა.
არ ვიცი ასე რამდენი ხანი ვიწექი გაურკვევლად და პანიკის შეტევებს ვებრძოდი.

არა! არა! მოგონებები თვიდან უნდა ამოვიგდო...

ნახევარი საათი? ერთი საათი? ორი საათი? ოთხი თუ ექვსი... შეიძლება მთლი საუკუნე...
თუმცა, რამნიშვნელობა აქვს? ბოლოსდაბოლოს ექთანს გავახსენდი და როგორც კი ჩემს ყავისფერ თვალებს მოჰკრა თვალი მაშინვე გიჟივით გავარდა პალატიდან.
მისმა საქციელმა შემაძრწუნა და ჩემი გონების რაღაც ნაწილს ამ გრძნობის გამო გამოეღვიძა. იმ წამს ყველაფერი ვიდეოფირივით დატრიალდა ჩემს გონებაში და მე გამახსენდა ის კოშმარული ღამე: მამაჩემთან კამათი,კანკალი,ძირს დავარდნილი გასაღები...

მთვარის ბრელოკიანი გასაღები იმ ღამის შემდეგ აღარ მინახავს. ოთხ თვიანი კომის, და ორი თვე საავამთყოფოში გატარებული ძნელად მოსაგონარი დღეების შემდეგ მთელი ეს დრო ექიმების გამოდმებული დაკვირვების ქვეშ რომ ვიმყოფებოდი და ღრმა დეპრესიას ვებრძოდი, ჩემი სახლის კარი როგორც კი შევაღე მაშინვე ვიგრძენი რომ აქ ვიღაც იყო. ვიღაც ჩემს ნივთებს ეხებოდა... ამას ისევე ვგრძნობდი როგორც სახლში დაბრუნების სიხარულს.
ციტა ხანში ნამდვილი პარანოიკი გავხდი. შუაღამისას მეღვიძებოდა და იმ შეგრძნებისგან რომ ვიღაც მაკვირდებოდა, კანკალი მიტანდა და პირი შიშისგან მიშრებოდა. ხანდახან ნაბიჯების, კარების გაღების და დახურვის, სუნთქვის ხმაც კი მესმოდა.
როგორც კი ვცადე ამეხსნა რა მჭირდა გავიაზრე, რომ გასაღები პირდაპირ სადარბაზოში მივატოვე და ნებისმიერს შეეძლო წაეღო. მაშინვე სახლის საკეტი გამოვცვალე.შიშები და შეგრძნებები კი გაქრა...
ან თავს დავაჯერე რომ გაქრა.
მთელი ორი კვირის განმავლობაში ჩემი ცნობიერება ამას მაფრთხილებდა.
ყოველ შემთხვევაში იმდროინდელ ხმებს, შეგრძნებებს და შიშებს ჩემს დეპრესიას ვაბრალებ...
ფიქრები ისევ მიქრის იმ ღამისკენ... შეწინააღმდეგებას ვცდილობ მაგრამ...

... სუსხიანი ქარი, ქალაქის გასაოცარი ხედი, ბეტონს ჩაჭიდებული გათეთრებული თითები...იდეალური თუმცა უხეში, სპილოსძვლისფერი ნაკვთები... ძლიერი დარტყმა მკერდში და შეგრძნება თითქოს მის შავ თვალებში უსასრულოდ ვვარდები ...
შემდეგ ისევ თეთრი ოთახი და ეწთანი რომელიც თვალებში მაშტერდება ტრიალდება და გარბის.
პანიკაატანილმა ყვირილი დავიწყე...
ამდენი ხნის დუმილის შემდეგ ველურივით ვღრიალებდი.
მკვლელი... ჩემი მკვლელი..
მაშინვე ზუსტად აღიდგა მისი ნაკვთები და მისი ველური ღიმილი...
ის ჩემი მკვლელია...
მაგრამ მე ისევ ცოცხალი ვარ!
ზუსტად არ მახსოვს რას ვამბობდი იმ მომენტში- საავადმყოფოს საწოლზე მოფართხალე. მგონი რაღაცას სიკვდილზე და კიდევ შიშზე.
შემდეგ თვალი მოვკარი შპრიცს, რომელიც მარცხენა ხელის ვენაში ჩამესო და ჩემდაუნებურადყვირილი ბურტყუნით შევცვალე.
ახლაც ნათლად ჩამესმის საკუთარი ხმა...
-რატომ ვარ აქ? მე მკვდარი ვარ.აქ არ უნდა ვიყო. არა... არ უნდა ვიყო...
აღარ მინდა... მეორედ აღარ მოვკვდები... ერთხელ ხომ უკვე მოვკვდი!.. გამიშვით... გამიშვით...
ჩემი ბოლო სიტყვები ჩურჩულით გაისმა ცარიელ თეთრ ოთახში ოთახში. თუმცა მე მომეჩვენა რომ ამ ერთმა სიტყვამ მთელი ოთახი გაავსო.

სახეზე ხელებს ვისმევ მოგონებების მოსაშორებლად და გაჭირვებით ვდგები დივნიდან. საძინებელი ოთახისკენ ნელა მივდივარ. გზაში გრამაფონის ხემს CD player-ზე ვდებ და დელ რეის საყვარელი ალბომის პირველ ნოტებს ველოდები...
საძინებელში შევდივარ და კარს ღიას ვტოვებ, რათა მუსიკის ხმა ოქტომბრის გაცხოველებულმა წვიმის წვეთების მინაზე რაკარუკის ხმამ არ გადაფაროს.

სამი თვეა მას შემდეგ რაც მამაჩემმა ფიზიოთერაპევტი მომიჩინა, რადგან უარი ვუთხარი მის სახლში გადასვლაზე და იქ მკურნალობაზე.
ამის გამო ერთი ამბავი დამაღწია, მაგრამ მე არ ვაპორებდი მასთან ერთდ ცხოვრებას. მითუმეტეს, როდესაც ასეთი მყუდრო სახლი მაქვს. მკურნალობის თანხის გადახდა კი ვერაფრით გადავაფიქრებინე.
მკურნალობა ორი კვირის წინ დავასრულე და ახლა უკვე ასე თუ ისე ნორმალურად დავდივარ ექიმმა მითხრა თანდათან სრულიად გამოჯანმრთელდებიო, ბოლოს კი უხერხულად დამატა- ძალიან გაგიმართლა რომ არ დაინვალიდდიო.
მაგრამ მას არ უთქვამს რომ დავიწყებას შევძლებ...
ჩემი ოთახის კედლების თაგვისფერი ახლა ზუსტად გამოხატავს ჩემს სულიერ მდგომარეობას.
დაბალ და განიერ საწოლზე ვწვები და ყავისფერ ღუნღულა პლედში ვეხვევი. თავს თეთრ ბალიშზე ვდებ. პლედს თითებს ძლიერად ვაჭდობ. ფანჯარაში წვიმის თქეშს ვუყურებ დ ემოციებს გასაქანს ვაძლევ.

ბოლოს უკვე ბალიშში თავჩარგული ვქვითინებ და ერთ სიტყვას ყოველ ამოსუნთქვას ვაყოლებ.

-გაზღვევინებ...

***
ერთი თვის შემდეგ:

გასაუბრების მოლოდინში რიგში ვზივარ და ჩემს გარშემო დაძაბულ სახეებს ვაკვიდები.
გასაუბრება...
მერვე სართულიდან გადმოვარდნა რაც უფრო სუიციდს გავს ვიდრე უბედურ შემთხვევას ბევრ რამეს ცვლის ცხოვრებაში...მე კი ძალა არ მეყო მეთქვა რომ ჩემი მოკვლა სცადეს. ყველაფერი შემთხვევითობას და ძლიერ ქარს დავაბრალე. ექიმის ეჭვიანი მზერა დავაიგნორე და კითხვაზე რა მინდოდა სახურავზე თებერვლის ყინვაში, თანაც ღამით, მოკლედ და მტკიცედ ვუპასუხე.
-სახურავზე ხშირად დავდივარ.
ასე და ამგვარად უცნობმა კაცმა, რომელმაც უყოყმანოდ ყოვმოველგვარი მიზეზის გარეშე მერვე სართულიდან კმაყოფილი ღმილით გადამიძახა მთელი ჩემი ცხივრება შეცვალა.
რათქმაუნდა უარესობისკენ.
საყვარელი სამსახური დავკარგე. როდესაც სამშენებლო კომპანიის მთავარი ცოცხალ-მკვდარი ინტერიერის დიზაინერი ხარ, შენს ჰეფი ენდს არავინ ელოდება და შემცვლელსაც მაშინვე გიძებნიან, როგორც კი აცნობიერებენ რომ ახლო მომავალში საავადმყოფოს ოთხ კედელს ვერ გასცდები. რათქმაუნდა ამ თანამდებობაზე შემოსასკუპებლად "ტკბილი"კოლეგები ჩემს კომაში ყოფნისას ერთმანეთს გადაუვლიდნენ.
არა უშავრს. ჩემი წარმატებისთვის სამი წელი ვიბრძოდი, მათთვის კი ერთი- ორი ყალბი ურთიერთობის გამოააშკარავება
დიდად მტკივნეული არ უნდა იყოს.
აი, სიმაღლიდან ჩამოვარდნა კი ნამდვილად მტკივნეულია.
მე კი მგონი ამ ბოლო დროს ამ ილეთს ხშირად ვიმეორებ. ხან პირდაპირი მნიშვნელობით და ხანაც გადატანითი. გააჩნია რომელი მანიაკი ამეკიდება სადარბაზოში.
-ლეა შენგელია- მოსაცდელში გამოსული ქერა მრგვალ სათვალეებიანი შავ კაბაში და თეთრ ბლუზში გამოწყობილი ქალი მოსაცდელს მოჩვენებითი ინტერესით ავლებს თვალს. ხელში შავი საქაღალდე დაფა უჭირავს. როგორც კი ამჩნევს რომ ვდგები, შემფასებლური მზერით მათვალიერებს, შემდეგ ქუსლებზე ქედმაღურად ტრიალდება და გასაუბრების ოთახისკენ შავი ტყავის დახვეწილი მაღალქუსლიანების კაკუნით მიმიძღვება.
ჩემს თეთრ მაისურს შავ დახეულ თვლებიან ჯინსებს, გრძელ, შავ კოსტუმს და თეთრ ბოტასებს თვალს ვავლებ და ქვედა ტუჩს კბილებს შორის ვიქცევ.
ჯანდაბა! არადა სახლიდან რომ გამოვდიოდი ვფიქრობდი რომ ნორმალურად- კლასიკურად მეცვა. ახლა რაღა დაემართა ჩემს ტანსაცმელს?
"არაფერი ძვირფასო უბრალოდ ის შენთან შედარებით ზედმეტად დახვეწილია" მთქნარებით ამბობს შინაგანი ხმა.
"ან ზედმეტად აკურატული" - ვამატებ გონებაში და ქალის მიერ გაღებულ ოთახის კარში ვძვრები. ის დამცინავი ღიმილით მაყოლებს თვალს სანამ შიგნით შევალ და კარებს გარედან იხურავს.
ვტრიალდები და სამუშაო მაგიდაზე საქმიანად ხელებშემოწყობილ შუახნის ჩაფსკვნილ და დაბალ კაცს ვაკვირდები.
ოჰ, ოღონდ ეს არა. თვალებს ვატრიალებ და ვხვდები ჩემს გაგზავნილ სივს გამოხმაურება ასე მალე რატომ მოჰყვა.
ეს კაცი ხომ მამაჩემის მეგობარია.
კაცი თბილად მიღიმის და სავარძელზე მითითებს.
-ლეა შენგელაია. - თავს ისე მიკრავს თითქოს დიდი წარმოსადეგი ვინმე ვიყო.
თავს ვაიძულებ რომ სავარძელზე მშვიდად დავჯდე და ბრაზისგან ატკრეცილ სახეს ვიმშვიდებ. მე ეს სამსახური მჭირდება. დანაზოგი ისედაც გამომელია და მალე სამსახურს თუ არ ვიშოვი მამაჩემის ხარჯზე მომიწევს ცხოვრება. ეს კი ჩემი კოშმარების სიუჟეტიდან ერთ-ერთია.
"ჯანდაბას! რაც არის, არის" - ვამბობ გონებაში და შინაგანი ხმის ხარხარს ყურადღებას არ ვაქცევ.
-კარგი იქნება სივს მაინც თუ წაიკითხავდით-ზედემტად დამცინავად ვეუბნები და ტუჩებს ვბრეცავ. ვცდილობ გავიღიმო რომ ჩემი სიტყვების ტონი შევარბილო, მაგრამ ეს უფრო დაჭყანვას გავს.
-რათქმაუნდა, რათქმაუნდა-დაფაცურდა და კოტიტა ხელებით ფურცლების დასტიდან საჩქაროდ ამოიღო ჩემი სივი.
არა. მოგატუეთ. ეს მამაჩემის მეგობარი კი არა-ლაქიაა რომელიც ზურას კუდში დასდევს და ისეთ შთაბეჭდილებას მიქმნის, რომ მისი მსოფლიო-კუმირი მამაჩემია.
ვოხრავ და ვცდილობ ოფიციალურობა მაინც დავიცვა.
-ლეა შენგელაია. 23 წლის...

მე საკუთარი ძლიერი მხარეების ჩამოთვლას ვიწყებ. ჩენი შინაგანი ხმა კი ისე ქირქირებს აშკარად სეირის ყურებით ტკბება.

არადა მე ჩემს თავს დავპირდი, რომ მამაჩემისგან არანაირ დახმარებას არ მივიღებდი.
არ მივიღებდი კაცისგან, რომელმაც ადამიანის მკვლელობის ბრძანება საკუთარი სახლის კაბინეტიდან ტელეფონით გასცა. მე არ ვიცი რას საქმიანობს და ვინ არის ადვოკატის ნიღბის უკან. არ ვიცი, და არც მაინტერესებს.
იმიტომ რომ ვხვდები თუ გავიგებ ეს ძალიან მატკენს..

ასე ვიქცეოდი ხუთი წელი.
ასეც მოვიქცეოდი დარჩენილო ჩემი ცხოვრება.
მაგრამ ცხოვრება ხშირად დაგვცინის.
ჩემს ცხივრებას რამდენიმე წამში ერთი ხელის კვრით გადაუსვეს ხაზი.
ამან კი დამაეჭვა...
დამაეჭვა ჩემს სიძლიერეში.
მე დავკარგე თვითრწმენა.
მე ყოველ ჯერზე მეკარგება თვითრწმენა რამდენჯერაც მისი ღიმილს ღამის სიბნელეში მეჩვენება.



ცოტა მუქ ფერებში გამონივიდა თუმცა უნდა მონიტევოთ, ეს თავი სიუჟეტის სწორად წარმათვაში დამეხმარება.
იმედია არ მოიწყინეთ.
იმიტომ რომ ყველაფერი ახლა იწყება.
სიყვარულით moonlover



№1  offline მოდერი Mary Drey

1. ვისმევ არა-- ვისვამ.

ჩემი დელ რეი... როგორ ძალიან მიყვარს. გამიხარდა, რომ ჩაურთე :დ
2. რათქმაუნდა არა-- რა თქმა უნდა.
3. არა უშავრს არა-- არა უშავს.
4. სასვენი წერტილები რამდენჯერმე გაკლდა.

წინა თავთან შედარებით გამართული ნაწერია. უფრო სრულყოფილად არის აღწერილი დეტალები და ეს ძალიან მესიამოვნა.
შეგიძლია მართლა კარგად წერა და ეს ნიჭი დააფასე!
ზოგადად ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური მომენტები დავიჭირე და უშუალოდ ამ თემას და ჩემს დამოკიდებულებას მერე განვავრცობ. ფსიქოლოგიასთან ახლოს ვარ :დდ <3 სოუ... გუდ ლაქ! მართლაც, იმედები არ გაგიცრუებია ჩემთვის! კარგი ხარ!
ველოდები ახალ ცხელ თავს და ისევ დაგიბრუნდები, საყვარელო! <33 ^^

 


№2  offline წევრი Ανάξιος

ჰმ ამ გოგოს ხასიათივით მუქი ფერერები ნამდვილა იყო, კოშმარები მართლაც აუტანელია , რაც შეეხება დიუჟეტს კარგია , თუმცა დიალოგი ფაქტობრივად არც იყო , რაც სულ ოდნავ მოსაწყენს ხდის , მაგრამ მაინც საოცრად მომწონს , განსაკუთრებით ფსიქოლოგიის ამბავში , წარმატებები , ველოდები ახალ თავს <3

 


№3  offline წევრი dramalover

Mary Drey
1. ვისმევ არა-- ვისვამ.

ჩემი დელ რეი... როგორ ძალიან მიყვარს. გამიხარდა, რომ ჩაურთე :დ
2. რათქმაუნდა არა-- რა თქმა უნდა.
3. არა უშავრს არა-- არა უშავს.
4. სასვენი წერტილები რამდენჯერმე გაკლდა.

წინა თავთან შედარებით გამართული ნაწერია. უფრო სრულყოფილად არის აღწერილი დეტალები და ეს ძალიან მესიამოვნა.
შეგიძლია მართლა კარგად წერა და ეს ნიჭი დააფასე!
ზოგადად ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური მომენტები დავიჭირე და უშუალოდ ამ თემას და ჩემს დამოკიდებულებას მერე განვავრცობ. ფსიქოლოგიასთან ახლოს ვარ :დდ <3 სოუ... გუდ ლაქ! მართლაც, იმედები არ გაგიცრუებია ჩემთვის! კარგი ხარ!
ველოდები ახალ ცხელ თავს და ისევ დაგიბრუნდები, საყვარელო! <33 ^^


ფსიქოლოგიას ისე შევეხე, რომ ვერც გავიაზრე? უბრალოდ ვცდილობ გრძნობები რეალური იყოს და არა ნაძალადევი და გამოგონილი. მესამე თავს უკვე ვწერ და იმედი მაქვს ჩემს და შენს მოლოდინს გაამართლებს <3 p.s მიხარია რომ ისევ დამხვდა შენი კომენტარი

korean
ჰმ ამ გოგოს ხასიათივით მუქი ფერერები ნამდვილა იყო, კოშმარები მართლაც აუტანელია , რაც შეეხება დიუჟეტს კარგია , თუმცა დიალოგი ფაქტობრივად არც იყო , რაც სულ ოდნავ მოსაწყენს ხდის , მაგრამ მაინც საოცრად მომწონს , განსაკუთრებით ფსიქოლოგიის ამბავში , წარმატებები , ველოდები ახალ თავს <3

დიალოგები... დიალოგები... როგორც ჩანს წერაშიც ისევე არ მომწონს როგორც ცხოვრებაში:)
რადგან ასე დაჟინებით მთხოვ მესამე თავში მხოლოდ და მხოლოდ შენთვის გამოვქნი დიალოგებს :დდ
მიხარია რომ მოგეწონა <3

 


№4  offline მოდერი Mary Drey

აუ ძაან ბევრი დიალოგები არ გინდა. არ უხდება წიგნს. მეც შენნაირად ვფიქრობ. დიდად გულზე არ მეხატება ეს თქვენი დიალოგები. :დდდ

 


№5  offline წევრი dramalover

Mary Drey
აუ ძაან ბევრი დიალოგები არ გინდა. არ უხდება წიგნს. მეც შენნაირად ვფიქრობ. დიდად გულზე არ მეხატება ეს თქვენი დიალოგები. :დდდ

მიყვარხარ:)
რაც არ უნდა ძალიან ვეცადო მაინც არ გამომივა ამიტომ ქიფ ქალმ.უბრალოდ ჩემი წერის სტილში არ ზის. მესამე თავში დარწმუმდები:დდ

 


№6 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან კარგია მომეწონა საინტერესო წასაკითხია მადლობა წარმატებები ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent