* * * ( 7 თავი)
- აბა ბიჭებო ლუდს ხომ დალევთ?- ხელები ერთმანეთს გაუხახუნა. - აჰამ.- ორივემ ერთად თქვეს. ისაუბრეს და გაუგეს ერთმანეთს. ჩაძმაკაცდნენ. - იცი რა მაინტერესებს?- ნიკამ წამოიწყო საუბარი.- ანუ... ანის შეყვარებული ყავს? ან ვინმე ხომ არ მოსწონს? - რაო ნიკუშ ჩემი და მოგეწონა? - არა... კაი ხო კი. ყავს? - მოწონებით არ ვიცი მარა შეყვარებული არ ყავს, ეს კი დანამდვილებით ვიცი. ამათ ვინ გაუძლებს ისეთი ჯიუტები არიან. რაღაცას რომ დაიჩემებენ გინდა ხეს უთხარი ეგრე არ არისოო და გინდა ამათ.- გაეღიმა ჩვენს გახსენებაზე. - მოვარჯულებ.- ჩაიცინა. - ძმაო ცოტახანია გიცნობთ, მაგრამ ვხვდები რომ ცუდი ტიპები არ უნდა იყოთ და გენდობით. მაგრამ თუ მას აწყენინებ ყველა წმინდანს გეფიცები დაგახრჩობ და შენს გვამს პირქვე დავმარხავ. - ოჰო ძაან საშიში ხარ. მე კიდევ შენ მეგონე ანის შეყვარებული. - მე ვაფშე ტა თებეას შეყვარებული მეგონე... დღეს უნივერსიტეტში ისე იყავით რომ რავი.. - უიმეე, ჩემი შეყვარებული ისაა ვინც იმ ორ ნაგიჟარს გაყვა. ყველას ეგრე გონიათ და სულ ჯუჯღნებენ ბიჭები აღარ გვეკარებიანო.- იცინოდნენ. ამასობაში ჩვენც გამოვედით. მე თეთრი ყელიანი ზედა ჩავიცვი და შავი კომბინიზონი, ფეხზე კი თეთრი კედები. ანიმ კი ისე ის ჰუდი და ღია ლურჩი მოტკეცილი შარვალი. - აი ასე არ ჯობია?- იკითხა ალექსანდრემ. - არც ის იყო ცუდი.- ლიკა გამოგვესარჩლა. ლიკა საბას შეყვარებულია. თურმე რამდენიმე დღეა ერთმანეთს სიყვარულში გამოუტყდნენ. უხდებიან ერთმანეთს. საბა მაღალი, კუნთა ტიპია, რომელიც შავგვრემანია და ღია ყავისფერი თვალები აქვს. ლიკა კი მასზე ორი თავი დაბალია სამით თუარა, ძალიან საყვარელი. ქერა და ნაცრისფერთვალება. - საყვარელო შენც თავიანთ ჭკუაზე გადაგიყვანეს? - რა გინდა მშვენიერი ტანსაცმელი ეცვათ და ტყუილ უბრალოდ გამოაცვლევინეთ. - რა ეცვათ ლიკა კაი ტანსაცმელი? ერთმა პენუარში გაგვიღო კარი და მეორე პირსახოცში გამოწყობილი გამოვიდა. შენი აზრით ეს ნორმალურია?- დაიღრინა ნიკამ. მე და ანიმ კიდევ თვალები ვჭიტეთ, ზედმეტი მოუვიდათ ლაპარაკი საბასთან. ახლა ეს დაიწყებს კიდევ. - რააა?- ფეხზე წამოხტა საბა.- მართალია ეს?- მე და ანი კიდევ ერთმანეთს ვეხუტებოდით. - შენ გვეგონე.- წამოვიკნავლე. - ხო მე გეგონეთ და სხვა დაგხვდათ. რა გინდათ გოგო უნდა შემომაკვდეთ? - ნუ გვიყვირი.- ამოვიკნავლე. - რას ქვია ნუ გიყვირით. თავში ტვინი არ გაქვთ? - საბა სიხარულიძე ტონი აკონტროლე თორე გაჩენის დღეს გაწყევლინებ. მე თებეა არ გეგონო, რომ შენს დაყვირილზე შემეშინდეს. ვის ეშინია შენი ყვირილის? ხო ასე დავხვდით იმიტომ რომ შენ გვეგონე რა არის ახლა ამაში გასაოცარი.- ანისაც ამოასხა და ყვირილი დაიწყო. - გაიხადეთ ბარემ და ცირკთან კაცები აყარეთ.- მხოლოდ მაშინ გაჩუმდა საბა როცა სახე აეწვა, ანის კი ხელი დაუბუჟდა. ეს როგორ გაბედა საერთოდ. ასე თუ ფიქრობს ჩვენზე საერთოდ რატომ მეგობრობდა ჩვენთან. ანი კი ოთახიდან გავიდა. ხმას არავინ არ იღებდა და ოთახი სიჩუმეს გადაეყლაპა. მე კი ცრემლები გადმომცვიბდა. უკვე სუყველანი ფეხზე იდგნენ და მე და საბას მოგვჩერებოდნენ. - მე... ეს... ცუდად გამომივიდა... ასე არ ვფიქრობ....- ბურტყუნი დაიწყო საბამ. - წადი. - თებუშ მე.... - გადითქო.- სიმშვიდეს ძლივს ვინარჩუნებდი. - რა? - გადითქო.- იმხელა ხმაზე დავიყვირე და ისეთი ხმით რომ მეთვითონ შემეშინდა. საბამ ერთი შეიგინდა ოთახიდან გავარდა, ლიკა ჩამეხუტა შუბლზე მაკოცა და უკან გაყვა რამე არ ისულელოსო. - თქვენც გადით. მარტო ყოფნა გვინდა. - იქნებ არ ღირდეს თქვენი მარტო დატოვება?- ნიკამ მხრებზე დამალაგა ხელები. მე კი კარებთან მივედი და გავუხსენი. - ახლა თუ არ წახვალთ, ორ წუთში ავფეთქდები და ტირილს დავიწყებ და მერე ვეღარაფერი დამამშვიდებს, ისედაც თავს ძლივს ვიკავებ და გთხოვთ მარტო დამტოვოთ. - კარგი როგორც გინდათ.- რომ მიხვდნენ რომ ვერაფერს გახდებოდნენ დანებდნენ. ნიკა გადამეხვია. ეჰ სად არ ხარ დაო ჩემო თორე შენც ხომ გადაგეხვეოდა და გაიხსნებოდა შენს მუცელში ზოოპარკი. - თუ რამე დაგჭირდებათ დაგვიკაკუნეთ, არ მოგერიდოთ.-ალექსანდრემ მითხრა მე კი გავუღიმე, მან კი ლოყაზე მაკოცა. როგორც კი კარი დავხურე იქვე მდგარი ლარნაკი კედელს გავუქანე, კივილით. მაშინვე ანი გამოვარდა და კარზე ბრახა-ბრუხი ატყდა. ანი მომვარდა და თმებზე ფერება დამიწყო. ვერაფრით წარმოვიდგენდი რომ საბა ჩვენზე ასე იტყოდა. მე და ანი მას ბავშვობიდან ვიცნობთ და მისგან ოდნავი უხეში სიტყვაც არ ყოფილა, კი იყო ჩხუბები, დაყვირებები და არა მზგავსი რამ. მითუმეტეს ჩემთან. სულ ამბობდა რომ მე ძალიან მიმნდობი და გულღია ადამიანი ვარ და არ უნდა რამე მომსვლოდა, ანი ყოველთვის მკაცრი და მიმწოლი იყო. თავს არავის აჩაგვრინებდა, მე კი იმის ძალაც არ შემწევდა რომ შევპასუხებოდი. ამიტომაც სულ თბილად მექცეოდა. ახლა კი... ახლა კი მან უბრალო ქუჩის ქალად შემრაცხა. კარზე კი კაკუნი არ წყდებოდა. - აუუ ამათი ბრახუნი ტვინში მიკაკუნებს და ახლა გლანდებით გადავაბამ ორივეს.- წამოვიყვირე. - ახლა ამათ თავებს გავუტეხავ.- ფეხზე წამოდგა ანი, კარები გამოაღო და...- რააა???? - რა დალეწეთ? გული გაგვისკდა.- ოთახში შემოვარდნენ. ალექსანდრემ როგორც კი დაბლა მჯდომი შემნიშნა ჩემთან მოვარდა. - თებეა, რა გჭირს? ხმა ამოიღე.- სახეზე ხელებს მისმევდა. - არაფერი, კარგად ვარ.- სახიდან ცრემლები მოვიწმინდე და თვალებში ჩავხედე. ღმერთო რა ნახშირივით თვალები აქვს, მაგრამ მაინც საოცრად ლამაზს აჩენს მის ყოველ ნაკვთს. - აი ახლა სულაც არ მაინტერესებს თვენი სიჯიუტე. წამოხვალთ ჩვენთან რომ ჩემი ორი თვალით გხედავდეთ რომ თავს არაფერს დაუშავებთ.- ნიკამ ლიწინით მიაყარა სიტყვები ერთმანეთს და ჩვენ შემოგვხედა. მე და ანიმ ერთმანეთს ერთი გავხედეთ და სიცილი აგვიტყდა. - აი რა თქვა ახლა სასაცილო.- ალექსანდრეც გაბრაზდა. ჩვენ კიდევ ვეღარ ვსუნთქავდით. ანი მუხლებზე დავარდა და სიცილისგან მუშტებს იატაკზე არტყამდა, მე კი ალექსანდრეს მხაარისთვის მიმედო თავი და სიცილისგან ვიხეოდი. მოიცა... რას ვაკეთებ? თებეა გაიწიე იქით. მაგრამ ვინ გისმენს. ხოდა ძლივს დავმშვიდდით და ამოვისუნთქეთ. - დამშვიდდით, თავს არ მოვიკლავთ.- ძლივს ამოთქვა ანიმ. - არა მაინც წამოხვალთ.- ალექსანდრემ მე ამაფრიალა ხელში, ნიკა კი ანი. პირი გავაღეთ რაღაც უნდა გვეთაქვა მარა არ დაგვაცალეს. P.S ვიცი რო დავაგვიანე უბრალოდ რაღაც პრობლემები მქონდა. თან ახალ ისტორიას ვწერ და როგორც კი დავამთავრებ მაშინვე დავდებ. ველი შეფასებებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.