შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიგიჟის ზღვარზე (19 თავი)


10-07-2020, 17:02
ავტორი ნეაკო
ნანახია 3 257

თიკამ მკვლელი მზერა ესროლა ძმას, თორნიკემ მაშინვე იგრძნო დის ეს საყვედურით სავსე გამოხედვა და ამღვრეული თვალები შეანათა
-ყველაფერი მოუყევი არა?-დამცინავი ტონით კითხა
-მაინც რა უნდა მომეყოლა?-არანაკლებ აგდებული ტონით მიმართა დას-ის რომ ჩემს მეგობარს ძალით ეკიდები კისერზე და ჩემს პონტში ვერ მოგიჩინა შენი ადგილი?
-სიყვარული დანაშაულია?-კითხა მოულოდნელად
-ეგ არაა სიყვარული ეგ აკვიატებაა და მეტი არაფერი
-აბა ის არის სიყვარული ძალით გამოკეტო სახლში ადამიანი?-მიახალა თიკამ და სახლში შევარდა
-არანორმალურო-იაყვირა თორნიკემ და ფეხზე წამოვარდა გაცოფებული, სკამს ფეხი მიარტყა
-რას აკეთებ?-ზურას ხმამ ცოტა დააბნია
-უნდა წავიდე-ზურასთვის გვერდის ავლა სცადა
-დალევას აპირებ?-ზურამ კარგად იცოდა თავისი შვილების ყველა გამოხტომის მიზეზი და შედეგი
-შემეშვი გთხოვ-თორნიკე თვალებში ჩააცქერდა მამას
-მოწევა და დალევა პრობლემას ვერ მოგიგვარებს
-ვიცი და იმიტომაც ვსავ და ვეწევი რომ დამავიწყდეს პრობლემები
-პრობლემა კიარ უნდა დაივიწყო თვალებში უნდა ჩახედო და გადაწყვეტილება მიიღო-ჩააცქერდა ზურა თორნიკეს მღვრიე თვალებში და მხარზე ხელი დაადო -გესმის რას გეუბნები?
-თუ ეს თვალები მხოლოდ ზიზღით გიყურებს და ზუსტად იცი პრობლემის გადაჭრის გზა, მაგრამ ამის გაგონებაც არ გინდა?
-ცხოვრება ზედმეტად სასტიკია, ცხოვრებას უნდა დაუმორჩილო შენი სურვილები, რადგან პირიქით არასოდეს ხდება, გესმის თორნიკე? ცხოვრება შენ არასოდეს დაგემორჩილება, რაც არუნდა სცადო და გააკეთო ვერასოდეს შეძლებ ცხოვრების დამორჩილებას, იმიტომ რომ შენს ცხოვრებაში ჩნდებიან სხვა ადამიანები საკუთარი შეხედულებებით ,სურვილებით, ინტერესებით, აზროვნებით და ამის გამოა რომ უამრავჯერ მოხდება ის რაც არ გინდოდა, რისიც გეშინოდა, რასაც გაურბოდი და მიხვდები რომ ცხოვრებამ დაგიმოეჩილა. არც მე მინდოდა ჩემი შვილი უბედური ყოფილიყო, ყველაფერი გავაკეთე მისთვის, მაგრამ ახლა ჩემს წინ დგას და იტანჯება, იმიტომ რომ მის ცხოვრებაში სხვა ადამიანი შემოიჭრა, და მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია
-ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს დავიკარგე, თითქოს ჩიხში ვარ და გამოსვლას ვერ ვახერხებ...თითქოს სხვა სამყაროში ვარ
-იმიტომ რომ გეშინია-უთხრა ზურამ და გზა დაუთმო შვილს -მაგრამ გახსოვდეს ის რისიც ყველაზე მეტად გეშინია აუცილებლად მოხდება-უთხრა უცნაური ხმით და მოაჯირს მიეყრდნო
-გგონია რომ მიას დავკარგავ მაინც არა?-მამისკენ არ მიუხედია ისე კითხა გასასვლელ კართან მდგომმა
-ადამიანს მაშინ ეშინია როცა დარწმუნებული არაა საკუთარ თავში და შესაძლებლობებში და როცა ეს ხდება ის ყველასთვის აუტანელია, თავად იწვევს ყველა სირთულეს და მერე გვერძე ეძებს დამნაშავეს, როგორც შენ, გგონია ყველაფრის მიზეზი გიორგია, მაგრამრ მიზეზი შენ ხარ ეს გააცნობიერე-ზურას სიტყვებმა თორნიკეს გული ატკინა, გიორგი ის თემა იყო რომელიც უბრალოდ აგიჟებდა
-შენ საიდან იცი?-ბრაზით ხელები მომუშტა
-ქორწილში ტელეფონი რომ მოისროლე ვიპოვე და ჩავრთე
-ესეიგი მთელი ეს დეო ყველაფერი იცოდი
-პრობლემა შენშია და არა გიორგიში, ბექამ იმიტომ გააკეთა ასეთი მარტივი რამ, რომ სული მოგიწამლა ეჭვებით და ეს იმაზე საშიშია ვიდრე მისი ქორწილში მოვარდნა და ჩხუბი იქნებოდა.. მიგშხამა და ეს შხამი ნელნელა თავისას იზავს, ეცოდა ეს...-თორნიკე სახლში შევარდა და გასასვლელ კარს ეცა, კარი გამოაღო და მიას ხმამ შეაჩერა
-სად მიდიხარ?-კითხა ჩავარდნილი ხმით
-რატომ არ გძინავ?-ისე კითხა მისკენ არ მიბრუნებულა
-თათასთან გარბიხარ?-აშკარად მიაც ჩხუბის ხასიათზე იყო
-ის კახპა ჩემთვის არაფერს არ ნიშნავსთქიო-შემოტრიალდა და დაუყვირა-ქეთი მაშინვე გამოვარდა თავის ოთახიდან
-გაგიჟდით? ბავშვი არ შეაშინოთ
-რით ვერ გაიგე რომ შენ მიყვარხარ ეს
დედა მოტყ. -დაუყვირა თორნიკემ
-მაშინ რატომ მიდიხარ ღამის ორ საათზე სახლიდან?-უკივლა მიამ
-იმიტომ რომ დავიღალე შენი ზიზღიანი თვალების ყურებით გესმის?
-რა გააკეთე იმისთვის რომ სხვა თვალებით შემომეხედა შენთვის? რამე გააკეთე ჩემთვის?
-შენ ვერასოდეს დაინახავ ჩემს სიყვარულს იმიტომ რომ სიყვარული არ გესმის-დაუყვირა ისევ გაცეცხლებულმა ბიჭმა
-სამაგიეროდ შენ გესმის-მიახალა მიამ-აი ასე გესმის-უთხრა ცრემლმორეულმა
-რა გინდა? რას ითხოვ ჩემგან? რა გინდა, რა გინდა?-მიას მხრებში ჩაავლო ხელი და ყურში ჩაყვირა -რა გინდა ჩემგან?
-მეზიზღები, გესმის? მეზიზღები!-დაუყვირა მიამ და ცრემლიანი თვალები შეანათა
-ორივემ მომეტეთ-დაიკივლა ქეთიმ-წადი ბავშვს მიხედე-ქეთიმ გააშვებინა თორნიკეს ხელი მიასთვის და გოგონა ბავშვთან გაისტუმრა თავგზაარეული თორნიკეს ცხოვრებაში პირველად ცხვირი აეწვა და ცრემლები მოაწვა, გაცეცხლებულმა ბიჭმა დაიღრიალა და სადარბაზოში გავარდა,კიბეები ჩაირბინა და ქუჩაში გაიჭრა
-რატომ არ ჩაერიე?-ქეთიმ ზურას შეხედა რომელიც მისაღებიდან ადევნებდა თვალს ამ ყველაფერს
-გგონია ჩვენ შევძლებთ მათი ჭრილობების მოშუშებას?
-ვერ ვხვდები ერთმანეთისგან რას მოითხოვენ
-ერთმანეთის არ ესმით, სულ ესაა მათი პრობლემა რადგან არუნდათ გაგება, რადგან ერთმანეთს ადანაშაულებენ, არუნდათ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება
-იქნებ ჯობია დაშორდნენ, ასე რომელიმე არ შეიშალოს...მართლა მეშინია
-მაგის დროც მოვა მაგრამ ჯერ არა-ზურას გაიცებით შეხედა ქეთიმ
-გგონია მართლა გამოსავალი დაშორებაა?-შეიცხადა ქალმა
-მე არა მათ გონიათ
-და ჯერ რატომ არ უნდა დაშორდნენ მაშინ ?
-იმიტომ რომ ჯერ პასუხისმეგებლობა არ უგრძვნიათ შვილის მიმართ, ჯერ ვერ გააცნობიერეს რომ შვილი ყავთ, მითუმეტეს თორნიკემ...
თიკა ბოლო ხმაზე უსმენდა მუსიკას და არცკი გაუგი რა ხდებოდა სახლში, ცრემლებად იღვრებოდა თან, ვერ გაეგო ასე რატომ ეწინააღმდეგებოდა ოჯახი, რატომ არ აძლევდა უფლებას ებრძოლა საყვარელი ადამიანისთვის, ვერ ხვდებოდა ასე რატომ ერეოდნენ მის საქმეში რა უფლება ქონდათ, რატომ იყო ვალდებული მათთან, რატომ უნდა გადაეწყვიტათ მისი ბედი, ვერ ხვდებოდა რომ მშობლების კიარა, მისი ბრალი იყო ყველაფერი, რომ თავად დაანგრია ნიკასთან ურთიერთობა, რომ თავად შეეშალა, რომ ნიკამ მისი საქციელის გამო მიატოვა, პასუხისმგებლობის თავის თავზე აღებას გადაწყვიტა რომ მშობლები უშლიდნენ ხელს ბედნიერებაში, რომ მათმა ჩარევამ აიძულა გაჩერება თორემ ნიკა ახლა მასთან იქნებოდა ამიტომ დილით ბარგი ჩაალაგა და სახლიდან წასვლა გადაწყვიტა
-რას აკეთებ?-თორნიმეს მომლოდინე დივანზე ჩაძინებულ ქათის ხმაურზე გაეღვიძა
-მივდივარ-უთხრა გოგონამ
-სად?-წარბი აწკიპა ქალმა
-დაქალთან
-სამუდამოდ გადადიხარ?-თვალი შეავლო მის ბარგს ქეთიმ
-დიახ-ამაყად უთხრა გოგონამ
-ვერ წახვალ
-წავალ-უყვირა გოგონამ
-ვერსად წახვალ-ქეთი ადგა და შვილს მიუახლოვდა
-წავალთქო-უკივლა გოგონამ
-ვერ წახვალ-ქეთი მის ჩემოდანს ეცა რომ საძინებელში შეეტანა, თიკაც დაეჯაჯგურა და კარგახნის გაწევგამოწევის მერე გაიხსნა ლევა შესაკრავი და ტანსაცმელთან ერთად ფული გადმოცვივდა იატაკზე, ამ სცენას მიაც შეესწრო და ხმის ამოღება ვერ გაბედა, ქეთი ფულს დააცქერდა, კარგახანს გონს ვერ მოდიოდა ვერ იჯერებდა რომ თიკამ სეიფიდან ფული აიღო, თვალები აუჭრელდა
-ეს რა არის?-დაიხარა და ფული აიღო-ეს რა არის?-თვალებთან აუფრიალა შვილს, თიკა ხმას ვერ იღებდა-ეს რა არის?-უყვირა ქალმა ბოლო
ხმაზე-როგორ გაბედე? ასეთი რამ როგორ გაბედე?-სახეში შეაყარა ასლარიანების დასტა, თიკა თვალებამღვრეული უყურებდა დედას რომელმაც ხელი გაარტყა სახეში, გამაყრუებელი სიჩუმე ჩამოწვა-წაეთრიე-ქეთი დაიხარა ფული და ტანსაცმელი ჩაუყარა ჩანთაში-გაეთრიე-კარისაკენ მიუთითა შვილს, რომელმაც ჩანთას დაავლო ხელი და სახლიდან გავარდა, ქეთი აკანკალდა, მია ბავშვის ტირილზე ოთახში დაბრუნდა. რამდენი.ე წამში ზურა თორნიმე და თიკა სახლში შევიდნენ
-შედი შენს ოთახში და გამოსვლა არ გაბედო-ზურამ ხელის კვრით შეაგდო თიკა თავის ოთახში და გარედან კარი ჩაუკეტა შემდეგ კი ატირებულ ქეთის შეხედა -როგორ გაუშვი? წასვლის უფლება რატომ მიეცითქო?-მწყობრიდან გამოვიდა კაცი,ქეთიმ საყვედურით სავსე თვალებით შეხედა და თავის ოთახში შევარდა
-გააღეთ უფლება არ გაქვთ, გიჩივლებთ,ყვიროდა თიკა და კარს ურტყავდა ხელებს, ზურამ კარი შეუღო, თიკა შეშინდა და უკან დაიხია
-მომისმინე ლაწირაკო-ზურამ ფართოდ გააღო კარი და გაიწია- შეგიძლია წაეთრიო თუ გინდა, მაგრამ თან ვერაფერს წაიღებ, ვერც ჩემს ფულს, ვერც ნაყოდ ტანსაცმელს, ვერც ტელეფონს ვერც პლამშეტს და ვერც ბარათს, გესმის?-უღრიალა კაცმა-წაეთრიე და ქუჩაში ეგდე, ყველას გავაფრთხილებ რომ სახლში არ შეგიშვას და თუ გაბედავს ვინმე ცხოვრებას გავუმწარებ-უღრიალა ბოლო ხმაზე-ახლა კი წაეთრიე-ხელით კარისკენ მიუთითა -არავინ გიჭერს წაეთრიე და იყავი თავისუფალი-თიკა ვერცკი გატოკდა, ზურამ მაჯაში სტაცა ხელი და გასასვლელ კართან მიათრი დამფრთხალი გოგონა -წადი არავინ გიჭერს მაგრამ იცოდე თუ წახვალ აქ ფეხს ვეღარ შემოადგავ და იცი რომ ამის გამკეთებელი ვარ-დაუბრიალა თვალები და ზურგი აქცია ატირებულ გოგონას.
თორნიკე არ ჩარეულა მამაშვილის საქმეში, იცოდა რომ ზურა მოარჯულებდა ამ გაკაპასებულ თავგასულ ლაწირაკს, ამიტომ მშვიდად იჯდა დივანზე და უყურებდა მათ, სახე აერია როცა მიამ ბავშვი გამოიყვანა ოთახიდან, თორნიკე მაშინვე წამოვარდა და სამზარეულოში შევარდა, არ უნდოდა მასთან ისევ კამათი. მია ისე იქცეოდა თითქოს ერც არსებობდა თორნიკე, ზედაც არ შეუხედია, მისთვის, ამიტომ თორნიკე და ზურა კაბინეტში შეიკეტნენ და იქ დააღამეს ფაქტიურად, თიკა თავის ოთახში გამოიკეტა, ქეთი თავის საძინებელში
-მისმინე ეხლა წესიერად მოიქეცი-უთხრა ზურამ თორნიკეს-თორემ მოხდება ის რაც არ გინდა ყველაზე მეტად-და ამ თემაზე მაპარაკი აღარ გაუგრძელა შვილს რადგან ქეთისთან და თიკასთან ქონდა საქმე მოსაგვარებელი და ფიქრის თავი აღარ ქონდა კაცს.
დილით ლაშას დაურეკა დათომ და უთხრა რომ თამუნას ქმარი ღამით გარდაიცვალა, რა იგრძნო ლაშამ? თავადაც არ იცოდა, ყველა ემოცია და გრძნობა ერთად მოაწვა, ყველაფერი აერია თავში, გაურკვევლობაში ჩავარდა, მოსვენება დაკარგა იმაზე ფიქრში თუ რა მსგომარეობაში იყო ახლა თამუნა და თავად რა შეეხძლო გაეკეთებინა მისთვის, თუმცა გეგამ როგორცკი გაიგო ეს ამბავი დაურეკა ლაშას და მკაცრად გააფრთხილა
-მისმინე იმ გოგოსთან მიკარება არც გაბედო, აზრადაც არ გაივლო რომ მის სიახლოვეს შწგიძლია ყოფნა
-არც მიფიქრია-იცრუა ლაშამ
-ვიცი ეხლა თავგზა გაქ არეული და მაგიტო გეუბნები
-არ მაქ
-გესმის თუარა რასაც გეუბნები?-აყვირდა გეგა-უბრალოდ დაივიწყე რაც ხდება და შენ საქმეს მიხედე, მის სიახლოვეს რომ დაგინახონ მაგის დარტმულმა ძმებმა ხოიცი რაც მოხდება
-გავიგე-მწტობრიდან გამოვიდა ლაშა
-იცოდე გაკონტროლებ არაფერი შეგეშალოს-დაუღრინა შვილს და გაუთიშა, ლაშა ხვდებოდა რომ გეგა მართალი იყო, ამიტომ სახლიდან ცხვირს არ ყოფდა, იცოდა ბოლოს მაინც თამუნას სახლთან ამოყოფდა თავს და ხალხის სალაპარაკო გახდებოდა თამუნაც და თავადაც, შეიძლება ვინმე აშარებოდა კიდევაც, ამიტომ სახლში იჯდა ჭკვიანად. ცალკე მარინა დაფოფინებდა, ეშინოდა არ დაელია და არ გაგიჟებულიყო, ფხიზელს კიდე ესმოდა რაღაც, მაგრამ მთვრალი საერთოდ ითიშებოდა, ჭკუას კარგავდა. ლაშამ ბევრი ითმინა მაგრამ ბოლოს მაინც ვერ მოითმინა და სახლიდან გავარდა დედა და ბებია გამოუდგნენ მაგრამ გაიქცა და მალე მიეფარა თვალს, გეგამ მანქანის გასაღები და მობილური ჩამოართვა რომ თავი დაეზღვია მაგრამ ლაშასთვის პრობლემა არ იყო არც მობილურის შოვნა და არც მანქანის.
დაკრძალვაზე მისულ ლაშას სული გაეყინა, ძალიან შორიდან ადევნებდა თვალს ამ მძიმე პროცესიას, თამუნას ყურება უჭირდა რომელიც სრულიად შევებში მოსილი იდგა ერთ ადგილას მიყინული და ცრემლებად იღვრებოდა.
-ჯობია წავიდეთ-ლაშასთან მივიდა გუგა და მხარზე ხელი დაადო ბავშვობის მეგობარს
-ჯერ არა-ლაშა კვლავ თამუნას ადევნებდა თვალს
-მისმინე ვინმემ რომ დაგვინახოს ხო ხვდები...
-ვიცი, მალე წავალთ-ლაშა ვერ წყდებოდა ამ ყველაფერს, ეგონა რომ რაღაც სულის ნაწილი დარჩებოდა აქ ახლა თუ წავიდოდა, ეგონა თამუნას თუ დატოვებდა ძალა გამოეცლებოდა გოგონას მის გარეშე. გუგა გაჩუმდა და ლაშას დაელოდა იქვე ახლოს მდგარი და მაშინვე დაფრთხა როცა რამდენიმე კაცმა მათკენ ყურება და შემდეგ კი ხალხს გამოეყვნენ და წამოვიდნენ მათკენ
-წავიდეთ-გუგამ ლაშას ჩაავლო ხელი და წაათრია მანქანისაკენ
-წასვლას არ ვაპირებ-ხელი გააშვებინა მეგობარს და დაელოდა მათკენ წამოსულებს რომლებიც მალევე მიუახლოვდნენ
-აქ რას აკეთებ?-წარბი აწკიპა თამუნას ძმამ
-უბრლოდ მოვედი-უთხრა ლაშამ არაფრისმთქმელი თვალებით
-აქ შენი დაგილი არ არის
-ვიცი და მივდივარ-უთხრა ლაშამ და მობრუნდა, მანქანაში ჩაჯდა და გუგამ წამში ადგილს მოწყვიტა.
-უნდა მეცემა-ინანა ბესომ-ეგრე არ უნდა გამეშვა ეგ თავხედი ნაბიჭ. გაბედა და აქ მოვიდა
-ახლა არაა მაგის დრო მერე მოვუგვაროთ-დაამშვიდა ბექამ ძმა
-თავი ძლივს შევიკავე, ლამის დავარტყი
-მაგის დროც მოვა-მხარზე ხელი დაარტყა ძმას ბექამ. თამუნას შეუმჩნეველი არ დარჩენია მომხდარი და არც მისი ქმრის ოჯახს, მართალია ახლა გაატარეს ეს ყველაფერი თუმცა თამუნამ იცოდა რომ ეს ყველაფერი ასე არ ჩაივლიდა.
დაკრძალვის შემდეგ თამუნას ძმები და მაზლი ლაშას სახლში მიუცვივდნენ, საბედნიეროდ ლაშა შინ არ დაუხვდათ და ქალებს დაემუქრნენ რომ თუ გაბედავდა თამუნასთან მიახლოებაზე ფიქრსაც კი მოკლავდნენ.
-ხედავ ამ კრეტინს? დაკრძალვაზე მისულა-ქოთქოთებდა მარინა
-არაფერი უთხრა-ნანამ გამოუცხადა ქალს-გაგიჟდება და უნდა იჩხუბოს მერე
-გგონია შეეშვებიან? გგონია ამ თავხედობას შეარჩენენ?
-თავხედობა?-უყვირა ნანამ-რა დააშავა ისეთი უბრალოდ მივიდა
-არუნდა მისულიყო და ის დააშავა
-ხო მაგრამ ამისგამო შეიძლება ასე მოქცევა?-შეიცხადა ნანამ და გეგას დაურეკა, რომელიც გაავებული მოვარდა სახლში
-ახლა მაგებინებთ? რომ გაიქცა რატო მაშინ არ დამირეკეთ ჰა? -უღრიალა დედას და ცოლს-თქვენი დედაც ...-იგინებოდა გაცეცხლებული კაცი, სანამ ის ჩხუბობდა ლაშა გადაეყარა ქუჩაში თამუნას ძმებს რომლებიც უსიტყვოდ დაეტაკნენე მას და გუგას, ახსნის უფლენაც არ მისცელს ლაშას ისე გადავიდნენ ჩხუბზე.
ეს ჩხუბი და აყალმაყალი თამუნასთვის ძალიან შეურაცხმყოფელი და გუსატკენი იყო, ამიტომაც გარკვეული დროის შემდეგ ლაშა დაიბარა სასაფლაოზე სალაპარაკოდ, ლაშა ყურებს არ უჯერებდა როცა თამუნამ ტელეფონში უხრა რომ მისი ნახვა სურდა. სასაფლაოზე თამუნა და მისი ბიძაშვილები ელოდებოდნენ ლაშას, რომლებიც იქაურობას გაეცალნენ და მარტო დატოვეს სალაპარაკოდ ისინი
-დაკრძალვაზე არუნდა მოსულიყავი-არ შეუხედია მისთვის ისე უთხრა
-მე არაფერი დამიშავებია-ლაშა თვალს არ აშორებდა მის გაფითრებულ სახეს
-დააშავე-თამუნა მის პირდაპირ იდგა და სადღაც სივრცეში იყურებოდა -უფლება არ გქონდა
-უბრალოდ შენი ნახვა მინდოდა-თავი იმართლა ლაშამ
-აქ ჩემი მეუღლე დავკრძალე ჩემი ბიჭის მამა-ხელი გაიშვირა საფლავისაკენ-ის კარგი ადამიანი იყო, კარგი ქმარი და მამა, არვიცი ცხოვრებამ რატომ გაიმეტა, მაგრამ რადგან გაიმეტა და მე და ანდრია დაგვტოვა ჩვენ მის ხსოვნას და სახელს მუდამ გავუფრთხილდებით, გესმის ეს? უფლება არ გაქვს ჩემს ცხოვრებაში შემოიჭრა
-თამუნა სისულელეებს ლაპარაკობ-წამოენთო
ლაშა -გგონია რომ მეს ის ნაბიჭ. ვარ რომელიც მოვა შენთან ამ ყველაფრის მერე და...
-სანამ მას გავყვებოდი მანამდე არ მოსულხარ ჩემთან, თავი არ შეგიწუხებია და რა მგონია ახლაც მოხვიდე, მაგრამ ამ ყველაფერს იმიტომ გეუბნები რომ დაივიწყო ჩემი არსებობა საერთოდ, არც გაბედო ფიქრი არათუ ჩემთან მოახლოება
-არ გიახლოვდები-გაბრაზდა ლაშა-მესმის ახლა რაც ხდება შენს თავს, მესმის რომ ის კარგი ადამიანი იყო და ისიც მესმის რომ მისი სახელი და ღირსება შენ უნდა დაიცვა, მესმის ისიც რომ შვილი გყავს და ღისრეულად უნდა გაზარდო, ისიც მესმის რომ შენ გეშინია უნებურად მის ან შენს სახელს ჩირქი არ მოეცხოს და მინდა იცოდე, რომ მე ამას არ დავუშვებ იმიტომ რომ მიყვარხარ
-არ გაბედო-დაუყვირა თამუნამ და პირველად შეხედა თვალებში
- შენს გამო გავჩუმდები და დავიცდი, დაგელოდები
-წადი აქედან-დაუყვირა თამუნამ-გაეთრიე
-წავალ მაგრამ შენს ცხოვრებაში ისევ დავბრუნდები.-უთხრა და წავიდა, თამუნა ძალიან გაბრაზდა მის თავხედურ გამოხტომაზე და ინანა რომ დაელაპარაკა საერთოდ. თამუნა ქმრის სახლიდან არ გაუშვეს, მითუმეტეს ძმებმა და მამამ გამოუცხადეს რომ სახლში არ დააბრუნებდნენ და მისი ადგილი ქმრის ოჯახში იყო.
თორნიკე ძველ ადგილს დაუბრუნდა, ისევ დივანზე ეძინა, მია საერთოდ არ ელაპარაკებოდა, ისე ექცეოდა თითქოს არც არსებობდა ამ სამყაროში, ქეთი აწესრიგებდა მის ტანსაცმელს ნივთებს და მიას საერთოდ არ ელაპარაკებოდა მისი და თორნიკეს ურთიერთობაზე, ძალიან დაიღალა მათი ჩხუბის და კინკლაობის მოსმმენით, ამიტო ჩუმად იყო, თორნიკეს ატყობდა რომ უკვე წკიპზე იყო და ერთი პატარა მიზეზი და აფეთქდებოდა, ამიტომ ძალიან დაძაბული იყო, გრძნობდა რომ ყველაფერი მალე აირეოდა, ეს მოჩვენებითი სიმშვიდე დიდხანს არ გასტანდა. ერთ საღამოს ძალიან გვიან დაბრუნდა შინ თორნიკე, მიას რათქმაუნდა არ ეძინა, მაგრამ მისი ოთახში შესვლა სრულიად დააიგნორა და სოც ქსელში განაგრძო ფოტოების თვალიერება, თორნიკე დივანზე წამოწვა, ტელეფონმა დაურეკა მაშინვე წამოვარდა ფეხზე და გავიდა ოთახიდან, მია გაღიზიანდა მაგრამ მაინც ჩვეულ უემოციო მდგომარეობაში განაგრძო სოახლეების თვლიერება და ერთი ფოტოს დანახვაზე წამში აემღვრა სისხლი, სწორედ ამ დროს შევიდა თორნიკე ოთახში და მიას მიაჩერდა
-კარგად გაერთე როგორც ჩანს-კვლავ არ უყურებდა მია ისე უთხრა სახეალეწილ ბიჭს
-კი, ისე შენ რომ ვერცკი წარმოგიდგენია-უთხრა აგრესიული ტონით
-მე შენსავით სულმდაბალი არ ვარ-მიახალა მიამ
-რას ბოდავ-თორნიკე საწოლს მიუახლოვდა, მია დაიძაბა
-შეგეძლო არც მოსულიყავი სახლში
-ვიცი რომ გკიდია-დაუღრიალა მწყობრიდან გამოსულმა ბიჭმა-ვიცი რომ გკიდია მოვალ თუ არა და ისიც გკიდია ალბათ ვინმე სხვასთან ვწევარ თუ არა-იღრიალა ბოლო ხმაზე, მია კი შეხტა მოულოდნელობისგან
-მეტი არ დაგიმსახურებია ჩემგან-ახედა თავზე წამომდგარ ბიჭს, რომელიც სრულიად გამოიყვანა მდგომარეობიდან მიას სიტყვებმა
-რა გინდა რომ გავაკეთო შენთვის? რას მოითხოვ? კიდევ რა გინდა? ჩემი სული და გული შენი საკუთრებაა, ჩემი გონება ფიქრები ყველაფერი შენ გეკუთვნის და კიდევ რა გინდა?
-არაფერი არ მინდა შენი გასაგებია? არ მინდა მე მეკუთვნოდეს არმინდა! არ მინდა-იყვირა მიამ და წამოხტა საწოლიდან
-მიკეტეთ-ქეთი შევარდა-ორივემ მოკეტეთ! საკმარისია ეს კატა თაგვობანა-იკივლა ქალმა-შეწყვიტეთ, დაასრულეთ კმარა!
-ჩემგან რა გინდათ? მე რა დავაშავე?-უყვირა მიამ-მე აქ ვარ მის სახლში, მისი ცოლი, მისი შვილის დედა ის კი ვიღაც კახპასთან ერთად ფოტოებს იღებს
-იცი რაა?-ქეთიმ ღრმად ჩაისუნთქა და დამშვიდება სცადა რომ რამე ისეთი არ ეთქვა გაენაწყენებინა-ის კაცია ცოლი ყავს, ცოლი რომელიც ფიქტიურის მაგივრობასაც არ წევს, გესმის მია? შენ მუდამ ცდილობ რომ... მოკლეთ ეს არაა ცოლ-ქმრობა, გასაგებია? თუ ერად აპირებთ ცხოვრების გაგრძელებას უფლება მიეცი მოგეკაროს, თუ არ გინდა ასეთი ქმარი წადი-მიახალა ქეთიმ, ბავშვი აიყვანა და გაიყვანა, რომ მათი წივილკივილი აღარ მოესმინა. მია უმალ ატირდა, იცოდნენ რომ ვერ წავიდოდა ვერსად და ასე ამიტომ ექცეოდნენ, თორნიკე უარესად გაბრაზდა მის ტირილზე და ოთახიდან გავარდა.
ამ ქარიშხალმა ნელნელა გადაიარა, მია ვერსად წავიდოდა იცოდა ამიტომ გაჩუმდა, თორნიკემ თავი მოთოკა და დაშოშმინდა, ზირას საყვედურების მერე თორნიკემ უკეთ გააცნობიერა რომ მასეთი გიჟური გამოხტომებით მიას კიარ აეჭვიანებდა, თავს შეაზიზღებდა უარესად, ამიტომ მომთაგველი ფოტოების ადრესატი საერთოდ დაბლოკა და გააფრთხილა მგავსი სისულელე აღარ ჩაედინა. მიას და თორნიკეს ურთიერთობა ოდნავ დალაგდა რადგან ორივე გაჩუმდა და თავიაანთინაზრების რეთმანეთზე მიფრქვევა შეწყვიტეს. პატარაც ნელნელა იზრდებოდა და ხალისი შეჰქონდა მათ ცზოვრებაში. მიას დაბადების დღის მოახლოებასთან ერთად თორნიკეს მღელვარება მატულობდა მას გადაწყვეტილი ქონდა გრანდიოზული დაბადებისდღე გადაეხადა მისთვის და შემოერიგებინა, რადგან ვეღარ უძლებდა მიას გვერდით ყოფნას აკრძალვებით, ვეღარ იკავებდა თავს რომარ მიკარებოდა, ის კი ისევ ისე იყო მასზე გაბრაზებული და განრისხებული, ამიტომაც ყოველი თორნიკეს მისკენ გადადგმულ ნაბიჯს მიას უკან დახევის ათი ნაბიჯი მოყვებოდა ხოლმე, ერთხელ გაბედა და დაიჭირა ოთახში და ძალით აკოცა რასაც ჩხუბი, ტირილი და ისტერიკა მოყვა. არადა უკვე ვეღარ იკავებდა თავს რომარ შეხებოდა, უჭირდა თავის კონტროლი, მიაც გრძნობდა ამას და მუდამ გაურბოდა, მუდამ თავს არიდებდა, დაძაბული იყო ყოველ მის მიახლოებაზე გული გამალებით უწყებდა ცემას, რადგან ძალითაც რომ შეხებოდა ვინ დაადანაშაულებდა თორნიკეს? ან ვის ეტყოდა მია? ანვინ მოუსმენდა საერთოდ?ამიტომ ორივე გაღიზიანებული და დაძაბული იყო ...
ზურამ ურჩია გრანდიოზულ დაბადებისდღეს, სადმე წაეყვანა და განსაკუთრებული სუპრიზი გაეკეთებინა მისთვის.
მოვიდა ნანატრი დღეც, თორნიკემ დილით ისევ ისე გაბუსხული სახით უთხრა ჩაიცვი მივდივართო როგორც ყოველდღე, არცკი შეიმჩნია მისი დაბადების დღე
-სად მივდივართ?-გაუკვირდა მიას, რაც ბავშვი ეყოლა მთელი ორი თვე ფაქტიურად ფეხი არ გაუდგია სახლიდან
-საქმეზე-უთხრა იგივე ტონით და გავიდა, მიამ ჩაიცვა
-ბავშვს მე მივხედავ-უთხრა ქეთიმ როცა მიამ მისი მზადებაც დაიწყო -მალე მოხვალთ და...
-ხო ბებოს საჩუქარს ავურჩევთ და მოვალთ-თქვა თორნიკემ და მიას შეხედა -წავიდეთ
-წავიდეთ-მხრები აიჩეჩა გოგონამ.
კარგახანს იარეს და მია მხოლოდ მაშინ გამოერკვია როცა თბილის გასცდნენ
-სად მიდიხარ?-ხმა ამოიღო როგორც იქნა
-სადღაც-უთხრა თორნიკემ
-ამ სადღაცს სახელი არ აქვს?
-ქობულეთში-შეხედა მიას
-რაა?-შეიცხადა გოგონამ
-რაც გაიგე
-გაგიჟდი? ბავშვი?
-დედაჩემი მიხედავს
-ვიცი რომ მიხედავს მაგრამ...
-სულ მისი ხარ ერთი დღე წავართვი შენი თავი არაუშავს
-ნუ სულელობ
-რა ეგრე არაა?
-მას ვჭირდები-მიამ შეხედა თორნიკეს
-და მე არა? ამის თქმა გინდოდა?-ერთმანეთს შეხედეს ამღვრეული თვალებით
-არვიცი-მხრები აიჩეჩა-უჩემოდაც ახერხებ გართობას და ცხოვრებას
-იმიტომ რომ შენ მუდამ თავიდან მიშორებ
-იმიტომ რომ თავს საჭიროდ არ ვგრძნობ არც შენთვის და მითუმეტეს არც შენი ოჯახისთვის
-შენ არასდროს არ მაძლევ უფლებას რომ შეგეხო, მოგეკარო, მეკი ეს მჭირდება
-შენ მარტო ის გჭირდება რომ ვიღაც დაგიწვეს
-მია ასე რატომ ფიქრობ ვერ ვხვდები?!-შეიცხადა თორნიკემ
-იმიტომ რომ თავი არასოდეს მიგვრძვნია შენთვის საჭირო და მნიშვნელოვან ადამიანად, მუდამ იმას განვიცდი რომ ზედმეტი და უსარგებლო ვარ
-სისულელეს ნუ ლაპარაკობ, ასე იმიტომ ამბობ რომ შენთვის ვარ ზედმეტი და გგონია რომ მეც იგივეს ვგრძნობ შენ მიმართ
-ყოველთვის მე ვარ დამნაშავე არა? იცი რა მიკვირს ამას როგორ ახეეხებ-გაბრაზდა მია
-ასე შენ გგონია, იმიტომ რომ შენი თავი სულ მართალი გგონია და გგონია რომ მეც სულ მართალი მგონია თავი
-სიტყვებით ნუ მეთამაშები-გაღიზიანდა მია
-შენ სულ მეთამაშები მაგრამ ვეგუები
-საკმარისია-დაიყვირა მიამ -სახლში დავბრუნდეთ
-არავითარ შემთხვევაში-შეხედა თორნიკემ ღიმილით
-მაშინ მე დავბრუნდები უკან და შენ შეგიძლია წახვიდე, იქ იპოვი ვინმეს არ გაგიჭირდება
-ტყუილად ლაპარაკობ-თორნიკემ სიჩქარეს მოუმატა დ მუსიკა ჩართო, ბოლომდე აუწია, მიამ დაიწია, მან აუწია ისევ და მიას შანათა აციმციმებული თვალები, მიამ შეხედა და მაშინვე აარიდა მზერა, თორნიკემ სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან და მოუკიდა, მიამ მაშინვე ფანჯარა დასწია და ჰაერის ტალღამ მისი ბზინვარე თმა ააფრიალა.
ძალიან დაღლილები ჩავიდნენ ქობულეთში, თორნიკემ მოატყუა მია, ძმაკაცის ბავშვის ნათლობაა არ გამომყვებოდი და მოტყუებით მაგიტო წამოგიყვანეო, სასტუმროში დაბინავდნენ და რომ დაისვენეს მაღაზიაში წაიყვანა ტანსაცმლის საყიდლად, შემდეგ სალონში გამოპრანჭა და საჩუქარიც კი აყიდინა არარსებული ძმაკაცის შვილისთვის რომ ვერაფერს მიმხვდარიყო მია, რომელიც ძალიან ბრაზობდა მასზე, რომ მისი დაბადებისდღე დაავიწყდა და ერთი სიტყვითაც არ მიულოცა. საღამოს დაბრუნდნენ სასტუმროში, უკვე მოწესრიგებულები და მიას გაოცებას საზღვარი არ ქონდა როცა ნომერში შევიდნენ რომელიც წითელი ვარდებით ბუშტებით და სანთლებით იყო მორთული
-დაბადების დღესბგილოცავ უჟმურო-თორნიკემ ტუჩებში აკოცა დაბნეულ გოგონას და პატარა ყუთი გაუწოდა
-ეს რა არის?-გაოცდა მია და გახსნა, მასში ყელსაბამი იყო ძალიან ნაზი და ლამაზი
-შეიძლება გაგიკეთო?-თორნიკე მის წინ დადგა და თვალებში ჩააცქერდა გოგონას, მიამ თავი დაუქნია და ყელსაბამი გაუწოდა, თორნიკე მის უკან დადგა, თმა გვერძე გადაუწია და ყელსაბამი გაუკეთა და მხარზე აკოცა,შემდეგ თავისკენ მიატრიალა თავდახრილი გოგონა და კვლავ მის ტუჩებს წაეტანა, გოგონას წინააღმდეგობა არ გაუწევია და თორნიკეც იქამდე არ შეეშვა სანამ მოზღვავებული ვნენეი ოდნავ არ ჩაცხრა...
თორნიკე სასმელს მიეძალა და არც მია დარჩა ვალში, მანაც დალია რამდენიმე ჭიქა ღვინო
-თურმე რისთვის გამომპრანჭე ასე-იცინოდა მია
-აბა ჩემს გამო თმასაც არ დაივარცხნი შენ და...
-გგონია თმას იმიტომ არ ვივარცხნი რომ შენ გაგაბრაზო?
-იმიტომ არ უვლი თავს დიდად რომ გკიდია მე რას ვფიქრობ შენზე, მაგრამ მე მაინც მიყვარხარ ისეთი როგორიც ხარ
-იმიტომ რომ ბავშვის გამო დრო არ მრჩება, თმა კი ისეთი სწორი მაქვს სავარცხლის გარეშეც ვახერხებ მოწესრიგებას-იცინოდა მია
-სულ რომ გასუქდე მინიმუმ ოცი კილოთი და თმა არ დაივარცხნო არასდროს მე მაინ მეყვარები სიგიჟემდე-უთხრა თვალებამღვრეულმა და წამოდგა, გოგონაც ააყენა და წყნარ მუსიკას აყვნენ რომელიც დიდიხანია ჩაართული ქონდათ, გრძნობა მორეულმა თორნიკემ მიას ყელს მიაწება ცხელი ტუჩები და თითები შეუცურა კაბის ქვეშ, მია დაიბნა და დაფრთხა ცოტა თუმცა თავის დახსნა არ უცდია თორნიკემ თითები ააცურა კაბის ზემოთ და ელვაშესაკრავს მიწვდა, თან მიას ჩააცქერდა ჯიუტად თვალებში



№1  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან გამიხარდა მიას და თორნიკეს.რომ დაულაგდათ ურთიერთობა მემგონი ამ ისტორის დასასრული მოახლოვდა ? მალე დაამატე შემდეგი თავი

 


№2 სტუმარი Sopo

Ese raa miam gamoigvidza tornikec nel nela lagdeba echvebisgan:))

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

გამიხარდა ამ წყვილს რომ დალაგდა ურთიერთობა თორემ ძაან დამღლელები იყვნენ სულ რომ ჩხუბობდნენ მომეწონა

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინი

ეს თავი უკვე მომწონს მიხარია ძალიან მგონი ამით იწყება ორმხრივი სიყვარულის ამბავი

 


№5  offline მოდერი ნეაკო

《Sunshine》
ძალიან გამიხარდა მიას და თორნიკეს.რომ დაულაგდათ ურთიერთობა მემგონი ამ ისტორის დასასრული მოახლოვდა ? მალე დაამატე შემდეგი თავი

სხვა დასარული მქონდა გადაწყვეტილი მაგრამ მგონი შევიცვლი აზრს

Sopo
Ese raa miam gamoigvidza tornikec nel nela lagdeba echvebisgan:))

მიხარია რომ ამ წყვილს ასე გულშემატკივრობთ

სტუმარი ნესტანი
გამიხარდა ამ წყვილს რომ დალაგდა ურთიერთობა თორემ ძაან დამღლელები იყვნენ სულ რომ ჩხუბობდნენ მომეწონა

რადგან ასე გუმშემატკივრობთ მათ შესაძლოა დალაგდეს მართლაც ყველაფერი

სტუმარი ნინი
ეს თავი უკვე მომწონს მიხარია ძალიან მგონი ამით იწყება ორმხრივი სიყვარულის ამბავი

ეს თორნიკეზეა დამოკიდებული მთლიანად ვნახოთ

სხვა დასარული მქონდა გადაწყვეტილი ამ წყვილისთვის მაგრამ შესაძლოა შევცვალო რადგან ასე გულშემატკივრობთ ამ ორ ჩემთვისაც ყველაზე საყვარელ პერსონაჟებს, გადარეულ თორნიკეს და მიას. მადლობა რომ თქვენს აზრს გამოხატავთ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ეს

 


№6 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან წელავ, დააკონკრეტე ბოლოს და ბოლოს

 


№7  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ნანა
ძალიან წელავ, დააკონკრეტე ბოლოს და ბოლოს

აბა ერთ წინადადებაში ხომარ დავიწყებდი და დავსრულებდი, რავიცი

 


№8 სტუმარი სტუმარი ნენე

თორნიკეს იმდენი მინუსი აქვს არაფრად მომწონს ეს წყვილი და რატომ გეტყვი. მია ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია, ჯერ ბავშვი იყო, რომელსაც არავის იმედი უნდა ქონდეს, ჯერ ჩემს თვალში იძულებაა როდესაც მასთან აიძულა დაწოლა , მეორე ის რომ უფლება არ მიცა ესწავლა და კარიერა აეწყო, არაფრის უფლებას აძლევდა და მხოლოდ მის სიყვარულზე ელაპარაკებოდა.
ჯობდა ჯერ თავი შეეყვარებინა მიეცა უფლება უკეთ გაეცნო, ეგრევე დაეჯახა მე მიყვარხარ და შენც უნდა შემიყვარო. მია რათქმაუნდა მისი ასაკისთვის ქონდა გატაცება გიორგის სახით და ეს დანაშული არაა. ან ეს დედამთილის გამოხტომა შენ არ აძლევ და კაცია და გაიგულავებს. ეგეთი გაგულავებით სიმთვრალეშო ვიღაც ნაშისგან შვილი გააკეთა. და თორნიკე არ მომწონს და არც მომეწონება, მია კი უბრალოდ ოჯახის და ყველასგან ძალადობის მსხვერპლია, ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც,და ბოლოს ეს ოჯახი ბედნიერი ვერ იქნება, ეს ყველაფერი მოჩვენებითია და მეტი არაფერი, აქ ერთადერთი დადებითი თორნიკეს მამაა რომელიც ხვდება რა არის კარგი და რა ცუდი.
იმედია არ გეწყინება ჩემი შეფასება.

 


№9  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ნენე
თორნიკეს იმდენი მინუსი აქვს არაფრად მომწონს ეს წყვილი და რატომ გეტყვი. მია ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია, ჯერ ბავშვი იყო, რომელსაც არავის იმედი უნდა ქონდეს, ჯერ ჩემს თვალში იძულებაა როდესაც მასთან აიძულა დაწოლა , მეორე ის რომ უფლება არ მიცა ესწავლა და კარიერა აეწყო, არაფრის უფლებას აძლევდა და მხოლოდ მის სიყვარულზე ელაპარაკებოდა.
ჯობდა ჯერ თავი შეეყვარებინა მიეცა უფლება უკეთ გაეცნო, ეგრევე დაეჯახა მე მიყვარხარ და შენც უნდა შემიყვარო. მია რათქმაუნდა მისი ასაკისთვის ქონდა გატაცება გიორგის სახით და ეს დანაშული არაა. ან ეს დედამთილის გამოხტომა შენ არ აძლევ და კაცია და გაიგულავებს. ეგეთი გაგულავებით სიმთვრალეშო ვიღაც ნაშისგან შვილი გააკეთა. და თორნიკე არ მომწონს და არც მომეწონება, მია კი უბრალოდ ოჯახის და ყველასგან ძალადობის მსხვერპლია, ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც,და ბოლოს ეს ოჯახი ბედნიერი ვერ იქნება, ეს ყველაფერი მოჩვენებითია და მეტი არაფერი, აქ ერთადერთი დადებითი თორნიკეს მამაა რომელიც ხვდება რა არის კარგი და რა ცუდი.
იმედია არ გეწყინება ჩემი შეფასება.

ძალიან ძალიან მიხარია რომ ზუსტად გამოხატე ის, რასაც ეს ისტორია მივუძღვენი. მია ზოგადად იმ გოგოებს განასახიერებს ვისაც არ აქვს განათლება და იძულებულია იცხოვროს იმასთან ვისაც ოჯახი აურჩევს, ან თავად ბიჭი აიძულებს გოგოს რომ მასთან იყოს.გოგონას არ აქვს არსად წასასვლელი და იძულებულია დაემორჩილოს ოჯახის სურვილებს და ქმრის გამოხტომებს... მაგრამ როგორც წესი მკითხველი ასე რთულად არ უყურებს დაწერილ ისტორიას, ისინი სიყვარულისა და ბედნიერების მოლოდინში არიან ამიტომ კომენტარებში მათი ერთად დარჩენის სურვილი გამოხატეს როგორც პერსონაჟების და არა როგორც ცხოვრებისგან განწირული გოგონასი

მადლობა ყველას რომ გამოხატავთ თქვენს აზრს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თვითოეული თქვენგანის აზრი ამ ისტორიაზე. მადლობა ყველას

 


№10 სტუმარი Sopo

Beqa rom ar yopiliyo tornike sworedac rom tavis sheyvarebas apirebda da ara pirdapir mixtomas ubralod sxva gamosavali ar rcheboda an bekastan unda yopiliyo am tavistan daetovebina... tornikec brazobs da mag brazis da danashaulisgamoa rom jer ver ipova swori midgoma tumca am tavidan iwyeba orives mxridan urtiertgageba siyvarulze saubari jer adrea miasmxridan jer bevri ram akvs sakutar tavshi agmosacheni da imedi mak rom tornike da mia im gagebas miagweven ertmanettan rom xelshewyoba da gverdshidgoma tavisit movides ise rom tvitonac ver mixvdnen...<3

 


№11  offline მოდერი ნეაკო

ზოგადად ეს პრობლემაა ბევრ წყვილში, ერთმანეთს არ უსმენენ, არ ელაპარაკებიან გრძნობებზე, ერთმანეთის აზრს არ იზიარებენ და სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობენ, ასე არიან მიაც და თორნიკეც, ორივეს თავის სამყარო აქვს და საერთოდ არ ესმით ერთმანეთის

 


№12 სტუმარი სტუმარი ნინი

ახალ თავს რატომარდებთ

 


№13 სტუმარი სტუმარი ნატა

ახალი თავი აღარ დაიდება უკვე 2 კვირაა ველოდები და აღარ დაიდო :/ იმედია მალე დაიდება და სამთავრდება ( გამახარეთ თუ მირჩევთ რამე ლს ისეთს რაც ბოლომდე დევს და საინტერესოა )

 


№14  offline აქტიური მკითხველი terooo

Ამატ ეშველებოდეს რამე დააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent