შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწვანე კეტი და ლურჯი ბოტასი (თავი 3)


12-07-2020, 15:26
ავტორი ჯილდა
ნანახია 930

საღამოს გამეღვიძა, ცოტა ხანს ვიწექი და მიხაროდა, რომ შანსი მქონდა მეცოცხლა და თავს ვუფრთხილდებოდი. ჩუმად ავდექი, გარეთ გავედი არ ვიცი ჩუმად, რატომ მაგრამ მაინც ასე ვამჯობინე, და ცოტა გავიარე ჩემი დის ოთახიდან ჩხუბის ხმა მომესმა.
-მასე არ შეიძლება ნიკა მას ახლა სჭირდები-უთხრა ჩემმა დამ
-არ მაინტერესებს-თქვა ნიკამ
-რას ქვია არ გაინტერესებს ბიჭო კარგად თუ ხარ შენ-უთხრა ლუკამ
-ძალიან კარგად ვარ. რატომ დამიმალა სიმართლე დროზე რატომ არ მითხრა განა შეიძლება მასე?
-ხო ვიცი ნიკა ჩემმა დამ არაფერი გითხრა მაგრამ, აასე უბრალოდ ვერ მიატოვებ.
-თვითონაც აპირებდა ჩემს მიტოვებას მე უბრალოდ დავასწარი
-ძმაო მომისმინე ხომ იცი მაგას მხოლოდ შენი გულისთვის აკეთებდა არ უნდოდა ხომ იცი
-მაგრამ მაინც არ უნდა ეთქვა ეგრე, თან სულაც არ მინდა ვიღაც ავადმყოფის შეყვარებული მერქვას. თუ გამოჯანმრთელდება შევურიგდები
-ყველაზე მეტად ახლა სჭირდები. კარგად, რომ იქნება მერე შეიძლება თავად დაგიკიდოს-უთხრა ნინამ- მე კიდე დამიჯერე საშინლად გამიხარდება
-ხო კარგი როგორც გინდათ ისე იფიქრეთ მე არ მჭირდება ავადმყოფი შეყვარებული, მითუმეტეს, რომ საძმაკაცოში რას იტყვიან. ამ საცოდავს მოსავლელი ჰყავს შეყვარებულიო. თუ გამოჯანმრთელდება ბოდიშს მოვუხდი და შევურიგდები არა და რა ჩემი ბრალია თუ მკვდარი დედის გამო კვდება ახლა
ამის თქმა იყო და ლუკამ მრცხვენია შენნაირი მეგობარი რომ მყავსო და დაარტყა. ერთ წუთს შესვლა გადავწყვიტე მაგრამ მერე გადავიფიქრე და ოთახში დავბრუნდი საშინლად ვგრძნობდი თავს. გული მტკიოდა, რადგან მივხვდი, რომ ნიკას არც იმდენად ვუყვარდი, რამდენადაც წარმომედგინა. ოთახის კარი გაიღო ნინა შემოვიდა, ტკბილად მაკოცა შუბლზე და გავიდა. წამოვდექი ოთახის კარი ჩავკეტე და ლოგინზე დავემხე და ტირილი დავიწყე. ყველამ და ყველაფერმა დაკარგა იმ წამს მნიშვნელობა. გადავწყვიტე, რომ აღარ მჭირდებოდა სიცოცხლე და არც ჰქონდა აზრი ვიცოცხლებბდი თუ არა. ბოლოს მობილური ავიღე და ნიკას დავურეკე და ვუთხარი:
-ნიკა შენ ხარ ?
-კი ლანა რა იყო კაკუ
-კაკუ?? ნიკა მომისმინე ყველაფერს დავთმობდი შენს გამო ხომ იცი?
-კი მერე -მითხრა ცოტა უაზროდ
-ხომ იცი, რომ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანი იყავი და მიყვარდი.
-ხო მერე რა, იტყვი რა ხდება ლანა მომაბეზრე თავი უკვე
-კი ვიტყვი ხახახა ეგ ყველაფერი ერთი დიდი ტყუილი იყო. გესმის ძვირფასო სიდებილე, რომელიც დაიჯერე და გეგონა სიმართლე იყო. საშინლად მძულხარ და მეზიზღები. დაახვიე ჩემი ცხოვრებიდან, მოშორდი - და გავუთიშე
ვნახე რეკავდა გავუთიშე, კიდევ ორჯერ დარეკა. საერთოდ ტელეფონი გამოვრთე. ავიღე წიგნი და კითხვა დავიწყე გადაწყვეტილი მქონდა სიკვდილამდე დამესრულებინა . მერე ჩამეძინა და მგონი ამ დღეების განმავლობაში ყველაზე უფრო კარგად მეძინა.


***
დილას 11 საათზე გავიღვიძე და გარეთ გავედი ნინას სახლთან გავჩერდი დავურეკე, ჩამოსვლა ვთხოვე, ორი წუთიც არ გასულა ეზოში გაჩნდა, წავედით და პიცა ვჭამეთ ,რათქმაუნდა ნინასთვის არ გამიმხელია, რომ ჩემზე ეგეთებიც არ შეიძლებოდა. მერე ცოტა ხნით, რაღაც ფილმს ვუყურეთ. მალევე ჩამოღამდა. ტელეფონი ჩართული მქონდა. გვერდზე მედო მაგრამ ნიკას ზარი აღარ შემოსულა. არა და ველოდი, მინდოდა დაერეკა, რომ მეფიქრა ოდნავ მაინც ვაინტერესებ მეთქი. ისევ წავედი სახლში. კვლავ წიგნი, კვლავ პიცა და ბუმი , კვლავ ძილი და ასე გავიდა ხუთი დღე.
სულ რაღაც ორ დღეში ოპერაცია უნდა გამეკეთებინა. ყველაფერი რაც აკრძალულიმქონდა ჩუმად ვიყრიდი და ვიტენიდი პირში მერე კიდე სააბაზანოშ ვიკეტებოდი ნახევარი საათით, გულის რევა მკლავდა, მაგრამ მაინც ჩემი გამქონდა. მალევე მოსაწევი ვიპოვე ნერვებს მიმშვიდებდა. ნინას არ ვეუბნებოდი, მაგრამ ერთ დღეს, როცა სახლში მარტო ვიყავი და ვეწეოდი, ჩუმად მოვიდა. კარი შემოაღო და ხელში სიგარეტით, რომ დამინახა საშინლად გაბრაზდა. ვთხოვე არავისთვის ეთქვა, ყვირილი დაიწყო მეც ვეღარ მოვითმინე და პირში მივახალე:
-გეყოფა ნინა, ნუ მექცევი ბავშვივით გავიზარდე უკვე, ეს ჩემი ცხოვრებაა. გთხოვ რა, მიყვარხარ და პატივს გცემ. ხომ დაგიჯერე და ავაწყვე ნიკასთან ურთიერთობა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ხედავ ხომ რა გააკეთა არაფრად ჩამთვალა ასე უბრალოდ… აი არვიცი რავთქვა, უბრალოდ გამანადგურა. მე კიდე მინდა ბოლო დღეები ისე გავავტარო რომ ამ ცხოვრებისაგან სიამოვნება მივიღო და ნუთუ გინდა რომ ეგეც წამართვა
ნინას ხელები აუკანკალდა საწოლზე დაეცა და ტირილი დაიწყო. დამნაშავე ვიყავი იგი უბრალოდ ცდილობდა, რომ ყურადღება გადამეტანა სხვა რამეზე ნიკაც ამიტომ გამაცნო. ახლაც უნდოდა, რომ კარგად ვყოფილიყავი და მაგიტომ მიყვირა მაგრამ, მართლა საშინლად ვგრძნობდი თავს, მთელი სიბრაზე ნინაზე გადმოვანთხიე. მან კიდე იმის მაგივრად, რომ გაველანძღე, კარი მოეხურა და წასულიყო იჯდა და ტიროდა. მივედი მოვეხვიე
-ნინა ბოდიში. გთხოვ ნუ ტირი კაი, მაპატიე არ მინდოდა
-ლანა შენ მართალი ხარ, ყველაფერი ჩემი ბრალია ნიკა მე გაგაცანი,მიყვარხარ მეთქი შენი მობილურით მე მივწერე. მაგრამ მეგონა ლუკასავით კარგი იყო.
-ხო ვიცი, რომ ჩემთვის კარგი გინდოდა, არაუშავს
-ბოდიში კაი, ვიცი შენს ცხოვრებაში არ უნდა ჩავრეულიყავი
-ეგ მეორედ აღარ მითხრა. სულელო, შენ, რომ არა, არც კი ვიცი რა მეშველებოდა . უბრალოდ თუ გინდა არ მოწიო მარა ჩემთან იყავი ჩემს გვერდზე გთხოვ.
-კარგი ლანა მაგის დედაც. იმის დედაც, ვინც შენ რამე აგიკრძალოს. იმის დედაც ვინც შენი მის ჭკუაზე სიარული მოგანდომებინოს. წამო მოვწიოთ არ მოვწევთ და რა მარადიულად ვიცოცხლებთ?
-ხოხ აი მაგიტომ მიყვარხარ ასე ძალიან
-მეც მიყვარხარ. ჩემთვის ყველაფერი ხარ
ცოტა მოვწიეთ სიცილი და ღადავი დავიწყეთ მერე ნინამ სახლში წავიდა. ჩემებიც დაბრუნდნენ. უკვე ღამე იყო. ვნახე ნიკასაც მოეწერა „დავაი“ ეხა მეთქი მივწერე არ მინდოდა. ვინეს ან რამეს ხასიათი გაეფუჭებინა ჩემთვის. ისევ წიგნი ავიღე, ბოლო 100 გვერდიღა იყო დარჩენილი. 40 გვერდი წავიკითხე. 40 ხვალ 20-ი ზეგ ოპერაციამდე და ვსო.



№1  offline წევრი ანმეე

ზედაპირულია ძალიან

 


№2  offline წევრი ჯილდა

ბამმო
ზედაპირულია ძალიან

ცუდია მაგრამ გთხოვთ რა უბრალოდ მე არ ვარ მწერალი არ ვიცი ბევრი უბრალოდ ვწერ რადგან ეგ მანიჭებს სიამოვნებას იმისთვის არ ვწერ რომ. ვიღაცას მოეწონოს მადლობა აზრი რომ გამოხატე მაგრამ უბრალოდ დაელოდე რა მოვლენების განვითარებას თუ არ გინდა და ნუ რაც გინდა ის ქენი .
--------------------
ჯ.პაპიძე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent