მწვანე კეტი და ლურჯი ბოტასი (თავი 2)
ორი დღე ოთახიდან აღარ გამოვსულვარ, სასაცილოა და ისიც კი დამავიწყდა მეჭამა ან საპირფარეშოში შვსულიყავი. ვიჯექი და ვფიქრობდი, არ ვიცი რაზე ან რატომ, მაგრამ ვფიქრობდი. ხან დედაჩემი მახსენდებოდა მისი რჩევა-დარიგებები და მეღიმებოდა როცა ვიხსენებდი როგორ მიყვიროდა როცა მის უკითხავად ვიპარავდი რაღაც ჭურჭელს და გარეთ მიწაში და ბალახში ვთამაშობდი. მერე მარიზე ვფიქრობდი მერე ნინაზე და ასე ბოლოს ისევ ნიკაზე გადავდიოდი განა არც მავიწყდებოდა ზოგრჯერ მეგონა რომ გვერდით მეჯდა ამიტომ მრცხვენოდა არ მეტირა და არ დაეცინა სულელო ჩემს გამო როგორ შეიძლება ტირილიო. მეორე ღამე იყო. უკვე უნდა დამეძინა რომ მოვიდა წერილი ვიფიქრე tekno boom-ი, ან რომელიღაც სხვა იყო. მაინც შევამოწმე და ნიკას მოეწერა: -ბოდიში -რა ბოდიში? - ვიფიქრე მეგობრობა, რომ მთხოვა მაგის გამო-მეთქი და მწარედაც შევცდი. -დაგპირდი, რომ მოგწერდი მერე და დამავიწყდა ააა ნუთუ დაგავიწყდა მე დაგავიწყდი კაი მადლობა , გავიფიქრე ისე კი -არაუშავს-მეთქი მივწერე. -ხო კაი კარგად ხომ ხარ?? -კი მშვენივრად კიბოიან გოგოს როგორც შეეფერება ზუსტად ისე. -ნუ ამბობ მასე არშეიძლება ეგეთი წარმოგედგინოს შენი თავი არაფერია მოგვარდება მალე ყველაფერი. თან ხომ იცი ბევრს სჭირდები -და მაგალითად? -შენს დას, ნინას მამშენსა და მეგობრებს -ააა ხო - მე მჭირდებიო არ გითქვამს ეგეც დაგავიწყდა ხომ. არგინდა ნიკა ეგრე ნუ იქცევი, გთხოვ. -კაი ლანა კარგად ახლა წავედი საქმე მაქვს -კარგად- უკვე ლანაო, სახელი რაღაც ახალია. ჰმმ კაი არაუშავს უკვე კაკუო აღარ ამბობ ხომ არა ან არაფერია დაიკიდე ცოტა ხანს ვიჯექი, მერე მივხვდი, რომ სულ ტყუილად და უაზროდ გამყავდა დრო ისეც აღარ მქონდა ბევრი. ავდექი და გავედი მარიმ რომ დამინახა თვალები გაუბრწყინდა, მამაჩემმაც მომეხვია და მივხვდი, რომ მხოლოდ მათი ხათრით უნდა მეცოცხლა იმ ხნის განმავლობაში რაც შესაძლებლობა მქონდა. ჩემმა დამ ვჭამოთო კვერცხი მოეხარშა ცოტა უმი კი იყო მარა მარილთან ერთად მაინც ღირდა ჭამად. ჭამა არ მქონდა დამთავრებული, რომ გულის რევამ შემაწუხა წამოვვარდი და საპირფარეშოში შევვარდი, 15 წუთი ვიჯექი ძირს ადგომის ძალაც არ მქონია. ვიჯექი და ასე უბრალოდ მარტო ვიჯექი. მამაჩემმა წამომაყენა სასწრაფოდ გამოვიცვალე ჩემმა დამ კიდე ექიმს დაურეკა და საღამოს ათზე საავადმყოფოში მივედით -გამარჯობა ექიმო-უთხრა მამაჩემმა -გამარჯობა ბატონო გიო, რით შემიძლია დაგეხმაროთ -უკაცრავად ამ დროს რომ გაწუხებთ მაგრამ ლანა ისევ ცუდად გახდა -კარგი, რა დაემართა? -აი თითქოს არაფერიო უცებ სახლში მაგიდასთან იჯდა და კვერცხს ჭამდა უცებ გული მერევაო და სააბაზანოში გაიქცა -გასაგებია, ლანა, როგორც იცი შენ ძალიან მძიმე დაავადება გჭირს ამიტომ ეს ერთი კვირა მხოლოდ წვნიანი უნდა ჭამო ისიც ყოველგვარი ცხიმის გარეშე არ შეიძლება სწორი კვება გჭირდება -კი მაგრამ ექიმო მაინც ვკვდები და ხომ შეიძლება ის ვჭამო მაინც რაც სიამოვნება ს მომანიჭებს -ჯერ გაქვს შანსი თუ თავს გაუფრთხილდები -კარგი გასაგებია -მადლობა ბატონო სემ ნახვამდის -არაფერს თავს მიხედეთ თუ რამე დაგჭირდებათ ნებისმიერ წუთს აქ ვარ აქედანაც წამოვედი ვიცოდი რამე რომ მეთქვა მამაჩემსაც ეწყინებოდა და მარისაც ამიტომ ჩუმად ვბუზღუნებდი. კი მარა ერთი კვირა, დებილი ხომ არ ვარ რომ მარტო რასაც ქვია ცარიელი წყალი ვჭამო. ჭიქით მაინც დავლევ ვახ ჩემიიი… |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.