ციცინათელები (სრულად)
-იცი,მეშინია! -რისი? -რომ თავსდატეხილი მწუხარება გამაბოროტებს -უბრალოდ ეცადე სიძლიერე ისწავლო მისგან... * -აღარ დაბრუნდები -არის რაღაცეები რისი შეცვლაც არ შეგვიძლია -მართალია მითუმეტეს თუ საერთოდაც არ ცდილობ -ფუჭია მცდელობა გარდაუალის წინაშე -... -ხანდახან ჩვენ ადამიანები არჩევან წართმეულები ვართ -ვისგან და რისგან? -ცხოვრებისგან...ჩვენ გვგონია რომ ძალიან ძლიერები ვართ,თუმცა სამყაროს დარტყმები უამრავ მყარ აგურს აცლის ამ ჩვენს წარმოსახვას -მგონია ასეთი დარტყმებისაგან სილურჯეები არასდროს ღიავდება -ჰო,ეს ჭრილობები სულს,ხასიათს,აზროვნებას ადნება,ერწყმება და ყოველთვის ჩვენთან რჩება. -შენი წასვლით კიდევ ერთ ჭრილობას გადამისერავ გულზე -ამ ყველაფერს შენივე ფიქრები გაგიკეთებს,რეალობას არ უსმენ...მე ხომ ისედაც არავარ შენთან -არ უნდა შეგჩვეოდი? -შეჩვევა ხომ ხშირად ჩვენდა უნებურად ხდება,ამის კონტროლი რთულია -იმდენი რამეა "ჩვენდა უნებურად" რა ხშირად გვინებდება გონება -ის რასთანაც გონება მარცხდება დაბზარული რწმენის ბრალია -საკუთარი თავის რწმენა თუ არ მაქვს როგორღა შევძლებ სხვა რამის ვირწმუნო -თუ შენივე თავს შენვე აქცევ ზურგს დახმარებას სხვა ვერ გაგიწევს... -ზოგჯერ უბრალოდ მინდება რომ გავქრე -არ ხარ პირველი ვინც ამას ამბობს -ეს სულაც არ მამშვიდებს -მაგ მიზნით არც მითქვამს -შენ არ გიოცნებია გაქრობაზე? -ოცნება ერთადერთი მქონდა და მაქვს,ეგ კი ზოგჯერ უბრალოდ ფიქრად მოსული შეგრძნება იყო,საათობით ცოცხლობდა სტუმრად მოსული ჩემს გონებაში,მერე სინათლე სწვავდა.შენს გონებაში წყვდიადია. -ჩვენ არ ვამზადებთ ხოლმე საკუთარ თავს იმისთვის რომ შეიძლება ცუდი მოხდეს და როცა ასე ხდება გალიაში გამომწყვდეული,უსუსური არსების მსგავსად გადავიქცევით,ვპატარავდებით,ვპატარავდებით და რეალობაზე გაბრაზებულებს ახალი სამყარო გვსურს,ადგილი სადაც ჯერ კიდევ წესრიგშია ყველაფერი. -მე მქონია პერიოდი როცა მგონებია რომ ვგიჟდებოდი,ჩემს სხეულში ვიღაც შლეგი დათარეშობდა... -რას ეხებოდა შენი ცხოვრების მაგ მონაკვეთი? -აღარ ვიხსენებ! -თითქოს დაგივიწყებია,არადა ვხედავ ყველაზე მეტად სწორედ რომ ეგ გახსოვს. -ალბათ ასეა,ის რაც დავიწყებული გვგონია ყველაზე მეტი სიცხადით ცოცხლობს ჩვენში. -მე საკუთარი ხასიათის პირისპირ დგომას მიმეორებ,თუმცა თავადაც ზურგი გიქცევია საკუთარისთვის. -...ყველაზე გრძელი რომელი გზა არის? -ყველაზე გრძელი?გზა რომელზედაც საკუთარი თავი უამრავჯერ გაგვიშვია გასაქცევად,თითქოს ყოველთვის ვაწევთ ხმას "მობრუნდი",მაგრამ ვინაიდან გონების დატოტვილი მკლავები ყველა ჩვენს უჯრედზე ბატონობს,შიში გადაულახავ ზღურბლად იმართება ჩვენს წინაშე და არც გზა სრულდება,არც გასაქცევი,ვერც მობრუნება ხდება შესაძლებელი. -რატომ მაქვს შეგრძნება რომ აქ ყველასგან უცხო ვარ -არავის გავხარ!შენი თავი ხარ!ასე რადიკალურად განსხვავებულს მათიანად არ მიგიჩნევენ,თუ რაიმე ერთი სულ მცირე დეტალიც ვერ შენიშნეს შენში თავისნაირი გაგრიყავენ,ხომ გესმის ცოტაა ისეთი ვინც შენი რეალური მხარით მიგიღებს -ამიტომ ისწრაფვიან ადამიანები ერთმანეთის დამსგავსებისკენ? -სამწუხაროდ,ოღონდ შენ შეცვლა არ გაბედო. -თუ დავიღალე სიმარტოვით მაინც? -მაინც!სჯობს მარტოობა გღლიდეს ვიდრე სხვად ყოფნა. -გეფიცები საკუთარი ფიქრები მავიწყდება -თუ მიზნები? -არც კი ვიცი მქონდა ისინი? -დაფიქრებულხარ რატომ ვერ გიგებენ? -მე სულ მინდება იმ სიმძიმეზე ვისაუბრო რომელიც ტყვიების მსგავსად მიმობნეულია ჩემში...როგორ გგონია სხვა საკუთარ თავს გაგიზიარებს ტყვიების მისაღებად?ადამიანები დაეძებენ იმედს,მე კი ერთი დიდი თავსატეხი ვარ,შემომხედავ და იგრძნობ თუ არ გინდა გადმოგედო უნდა გამერიდო. -იმედი იპოვე... *** აუჩქარებლად დგავდა ნაბიჯებს გაყინულ,გამომშრალ თოვლში.ენით გამოუთქმელ სიამოვნებას ანიჭებდა ხმა როდესაც თოვლი მის ნაბიჯებს ნებდებოდა და სკდებოდა,იბზარებოდა.ეგონა საკუთარი ძვლების ფშვნის ხმა ჩაესმოდა,გულის სიღრმეს უკვირდა კიდევაც თუ ამდენი ძვალი დაეფშვნა მაშ როგორღა არ ეფინებოდა სხეულის ქურქივით ტყავი დაბლით...კვლავ როგორ შესწევდა ძალა ევლო. სუსხი ბაგეებზე ჩამოაჯდა,მკლავები ღაწვებზე შემოხვია,ქუთუთუობზეც საკუთარი ცივი ამონასუნთქი შთაბერა და გადაღლილობა ჩააცვა მთელს სხეულზე. ბნელ ქუჩას შეუყვა.წყვდიადი გულთბილად არ დაუხვდა,შიში შეაგება მის სუსტ სხეულს,თავისივე მსგავს,ბნელ ქალის თმებში მოკალათდა და ჟრუანტელი დააყარა კანზე დაფშვნილი შხეფების მსგავსად,მაგრამ ქალი შიშს გაპობილი,დამცინავი ღიმილაკიდებული ბაგეებით გაეპასუხა.ბაგეები კიდევ უფრო გაშალა მუქ სახეზე და სუსხი შეაღვიძა პირიდან გამოდევნილმა ცხელმა ორთქლმა...სიცივე ზოლებად აიკრიბა,პირამიდას დაემსგავსა და ქალის გულის სარკოფაგში დატყვევება განიძრახა,სიცივე შეპარული თითები მარცხენა მხარეს მიიბჟინა,ძლიერად მიირტყა მუშტი,თუმცა მაჯაში საკმარისი ძალა არ გააჩნდა იმისთვის რომ ბროლის საკანი დაემსხვრია. ნაბიჯებს უმატა,არარსებული ლანდები აედევნენ არსებული განვლილი წარსულივით,გრძელ შალის კაბაზე ჩასჭიდეს,დაამძიმეს და ცხადად შეაგრძნობინეს რაოდენ ხმაურიანია ის რაზეც ფიქრობ რომ სადღაც ღრმად ჩაფალი,გადაკარგე. როგორც იქნა დააღწია თავი ალქაჯების ბრბოს.სახლში შესულმა რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა.თვალებს სიცხადე დაუბრუნა,საკუთარი კედლების ცნობამ სულს ფიფქები გადმოფერთხა.ფიცრის იატაკზე მოჰყვა ბოლთის ცემას,მის ჭრიალს უსმენდა ჰაერში გაწვდილი თითების თანხლებით...თითქოს რაღაც უხეშ საკრავზე უკრავდა.გათოშილი თოვლის მსხვრევის ხმას ადარებდა,რაღაც მსგავსებაც იგრძნო ჟღერადობებს შორის,მაგრამ ხე თბილი იყო,ის კიდევ მიწაზე საბნად გაგებული ცივი...თუმცაღა როგორღაც იგრძნო რომ ამ თბილ იატაკს უფრო ეწვოდა წყლულები,ვიდრე იქ თოვლის უდაბნოდ ქცეულ,დაბლით განფენილ გათოშილი ფიფქების გროვას...სარკის წინ შეწყვიტა ნაბიჯების ხლართვა,ისე გაშეშდა უსიცოცხლო ფიტულის საოცარ განსახიერებად გადაიქცა,სიხალისე გამოწრეტილი მკლავები დაუშვა,სუნთქვა შეუმჩნეველი გაუხდა,თვალებით კი სარკის შუაში გამოკეტილ მისივე ანარეკლს ედავებოდა,რა საოცარმა აღშფოთებამ გადაურბინა ხასიათზე,როცა გაიფიქრა რომ გონება აკავშირებდა იქ ჩამწყვდეულთან...მერე რატომღაც ეჭვი აღეძრა რომ თავად არ იყო,საკუთარი თავის დანახვა სარკის გარეშე მოუნდა და როცა მიხვდა თუ როგორ აუჟღარუნდა ტვინში ფიქრების ზანზალაკები,გაერიდა ავად მომზირალ ანარეკლს. გადაწყვიტა ცოტახნით ძილით გარიდებოდა ყოველივეს.ჩაძინებულთან ზმანებამ სხვა სამყაროდან მისთვის,მასთან შემოაღწია,გონების სარკმელი გამოუღო,კადრად გარდაიქმნა,მთელს სხეულში მიმოებნა მისგან წარმოქმნილი გრძნობა...ესიზმრებოდა არა რაღაც კონკრეტული არამედ მხოლოდ ხმა,ძალიან ახლობელი და ამასთანავე ყველაზე შორეული,მონატრებული,გაუცხოვებული.აღიქვამდა იმ სურნელსაც რომელიც სახეზე ფართო ხელებივით აეკრა.ტკივილამდე სურდა ნაბიჯების გადადგმა,გაქცევა უნდოდა მომავალი ხმისკენ,მაგრამ ვერადავერ მოძრაობდა.საკუთარი სისხლის ხმა ნიაღვარივით უჩქეფდა,საკუთარი გულის ხმაური კი ადიდებულ ამ წითელ ნიაღვარში ეხრჩვებოდა.უშედეგო ბორძიკისგან დაეღალა სხეული,სრულ სიბნელეში მხოლოდ გადმოღვრილი შავი საღებავი ღელავდა.სურნელი და ხმა თანდათან მისუსტდა,გაშორდა,გაეცალა...გულმა დაუძახა,ღრმად ჩაისუნთქა-გამოღვიძება. თვალები გაახილა-ყვითელი ჭერი,ჭაღი,ყრუ კედლები,თაროები წიგნებით და მდუმარე იატაკი...წუთით ისევ დაუშვა ქუთუთოები,შემდეგ წამოდგა,სარკმელთან მივიდა.ღრუბელ გადაფარებულ მთავარეს შესცქეროდა და ფიქრობდა თუ რა სიზმარს ხედავდა მთვარე-იქნებ მას ადამიანების სამყარო ესიზმრებოდა.ცას მზერა ჩამოაცურა,ღამეს შეეჯახა,ფიქრებს სიშავე გადაედო.შემობრუნა,ისევ სარკისკენ უბიძგა სხეულმა.აუჩქარებლად ასწია მკლავები ჰაერში,მხრებთან შეიჩერა,თითებით ლავიწებს გაეთამაშა,ფრთხილი მოძრაობით კაბა ბეჭებიდან გადაიგდო,დაიმახსოვრა კაბის ბეჭებზე ჩარბენა.მერე თმებში შეცურა ცითებით,ქარს მიბაძა,სარჭი გამოიძრო,თმების შიშველ ზურგზე დაყრამ რატომღაც ფრჩხილებით ჩხვლეტა მოაგონა,სხეულზე პატარ-პატარა შრამები გადაითვალა,ყველა მათგანის ისტორია ახსოვდა "დანაკარგი" სიტყვა,შინაარსი რომელიც თითოეული მათგანიდან უშვებდა ქსელს და ერთ დიდ გაუალ,მწუხარე აბლაბუდას კრავდა,შიგ გაბმული კი თავად იყო.შეგრძნება რომელიც ხშირად ქანაობდა მისი სხეულის თითოეულ უჯრედზე ამოუხსნელი იყო,უსახელო.უბრალოდ აცნობიერებდა რომ იმ მომენტებში ღიმილი ეზიზღებოდა,ყველაფრისგან და ყველასგან შორს უნდებოდა ყოფნა,ერთ ყრუ ოთახში ჯდომა და ფიქრი არაფერზე,უბრალოდ წამის გაყინვა სირდა.მერე გონებისა და გულის სიღრმე ხრინწიან ხმას აჟღერებდა სიღრმიდან ,მის ცნობიერებამდე მიჰქონდა და ხვდებოდა რომ ისედაც მარტო იყო,ისედაც გააჩნდა ყრუ ოთახი უადამიანებოდ...მაშ რას დაეძებდა-საკუთარი თავისგან გაქცევას! ყველაზე ხშირად განცდილი და ამავ დროს ნაკლებ დაჭერილი შეგრძნება ადამიანებში. იქვე ხის თაროს დაწვდა.მოზრდილი ხის ყუთი ჩამოიღო.ჯერ მტვრის ნაწილაკები გადაფერთხა და შენაბერ სულს ისე გააყოლა თვალი თითქოს მტვრის ნაწილაკების სხვადასხვა ნივთებზე დაბინავებას ელოდებოდა,მერე დამშვიდებულმა თითების ფრთხილი სრიალი დაიწყო მოჩუქურთმებულ ზედაპირზე,ისე ათრთოლებდა თითებს თითქოს არც ეხებოდა და ასე უბრალოდ ჰაერს სერავდა ყუთთან ახლოს. თავი გადახადა,გაღების ხმამ ჩაახველა-გულზე ისეთი ბლაგვი საგანივით მოხვდა რომელიც არასდროს ენახა თავის დღეში,თუმცა ტკივილი ატყობინებდა რაოდენ დაუნდობელი იყო.ღია სივრცეს მოღუშილი მზერით აკვირდებოდა,ვიდრე წვა არ იგრძნო თვალებმა და წამით ქუთუთოები არ დაუშვეს ფარდად "მზერის სცენაზე" -რას გრძნობ როცა მათ ხედავ? -დაბრუნდი? -სულ ცოტახნით...რას გრძნობ როცა მათ ხედავ? -იმედის ნამსხვრევებს -რატომ ნამსხვრევსბს? -შენ მე ერთხელ მითხარი რომ იმედი მეძებნა.ჩემი იმედი სიბნელესთან მებრძოლ ციცინათელებში დავინახე.ეს ღამეები,გამეფებული წყვდიადია ჩემი სხეულის კედლებს მიღმა,ციცინათელების კიაფი კი გამფანტველი მისი.მიგებ?როცა ქუჩაში ვხეტიალებდი და ვხედავდი,ავედევნებოდი მუჭში ვიმწყვდევდი და აქ სკივრში ვაბინავებდი.უამრავია არა? მაგრამ შუქი დაკარგეს.მწუხარე სიბნელე იმედს სძლევს ხოლმე,ჩემშიც ეს გარდაუვლად წარიმართა.დრო მგონი ყველაფერს ერევა ტკივილის გარდა...ციცინათელები ზოგჯერ მთვარის მიმობნეულ ნატეხებს მაგონებს,როცა მოძრაობენ მგონია შეერთებისკენ,ისევ ერთ მთლიან მრგვალ სფეროდ გარდაქმნისკენ მიისწრაფვიან. -შენი სიმშვიდის ცაზე მთვარე ბრწყინვალე სვეტებს აღარ გიგზავნის? -მე ვეღარ ვგრძნობ.აღტაცების უნარიც გამიცალმტვერდა. -თოვლის ჟამს ციცინათელები არ გვენახებიან -სადღაც უნდა იყვნენ,უნდა მეპოვა ხომ გესმის,იმედის ამდენი ხნით ჩაქრობა სევდიანია.ახლა სარკმლიდან თუ გავიხედავთ ყველგან სიშავე არეკლილ ყინულების შუშებს გადავაწყდებით,ადრე ასე არ იყო,ადრე ფანჯრებიდან მზის შუქივით თბილი ფერები იფრქვეოდა.ისინიც ღამის წინააღმდეგ ფეხადგმულ მანათობელ მწერებს მოჰგავდნენ...ჩაქრნენ... -საით მიფრინავენ ციცინათელები? -ვერასდროს ვერავის რომ ვერ ვივიწყებ ალბათ სასჯელია ესეც! -საით მიფრინავენ ციცინათელები,საით მიდის გზა მათი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.