შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საიდუმლო ღამე( თავი 4)


15-07-2020, 10:04
ავტორი dramalover
ნანახია 1 363

საძინებელ ოთახში-იატაკზე, მუხლებში თავჩარგული ვზივარ და ვირწევი.
ახლა უკვე შემიძლია ვიტირო, რადგან თავზარდამცემ შიშს აღარ ვგრძნობ.
თუმცა, მან ფორმა იცვალა და ახლა, შემაძრწუნებელი შეუმჩნევლობით დაბორიალობს ჩემს სხეულში. ყრუდ, ქურდივით ჩუმად.
რეალობას თვალს ვერ ვუსწორებ, თუმცა ზუსტად ვიცი მაინც მომიწევს.
სხვა გზა არ მაქვს…
სხვაგან ვერ გავიქცევი.
არ არსებობს სხვა სახლი, სხვა სხეული, და სხვა პიროვნება რომელიც შემიფარებს. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ჩემს თავად ყოფნას ჰაერში უკვალოდ გაქრობა მირჩევნია, მაინც მიწევს დავრჩე იმად რაც ვარ, იქ სადაც ვარ და შევეგუო იმას, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, ხდება და მოხდება.
ნეტავ, იმის იმედი მქონდეს რომ მომავალს მაინც შვცვლი ისე, როგორც მსურს.
მაგრამ იმედის ქონა უკვე დიდი ფუფუნება…
ჩემს სხეულში მისი ადგილი სასოწარკვეთილებამ ჩაანაცვლა.

მიშველეთ!
ვინმემ მიშველეთ!
რატომ არავინ მეხმარება?!
რატომ მიწევს ვიდგე მარტო და ველოდო ჩემს განადგურებს?!
რატომ არ მყავს არავინ, ვინც შეეცდებოდა მაინც ჩემს გვერდით ყოფნას რთულ მომენტებში?!
ჩემს ირგვლივ არცერთი რეალური ადამიანი არ არსებობს… ერთადერთი მეგობარი ჩემს უფერულ ცხოვრებაში, ჩემი ფანტაზიის ნაყოფი აღმოჩნდა! …

რატომ ცდილობს ყველა ჩემგან და ჩემი აზრებისგან თავის დაღწევას?
ვინ ვარ ასეთი უფერული… ასეთი უინტერესო… ასეთი უბედური….
და ახლა უკვე…

ახლა უკვე შეშლილიც.
ამის გაფიქრებაზე ქვითინის ახალი ტალღა მაწვება. მე მას კარებს ფართოდ ვუღებ და ვცდილობ აარონის სიტყვები, რომელიც ჩემს თავში ჩნდება თავიდან ამოვიგდო.
დაახლოებით ორი საათია, რაც მისი მოჩვენება ჩემს სახლში გამოჩნდა.
და უკვე ნახევარი საათია მას შემდეგ რაც გაქრა.

-აარონი მე ვარ ლეა.

ეს საშინელი სიტყვები…
ამ სიტყვებმა გონება გამინათა.
მივხვდი, რომ შეშლილი ვარ.
ამას მაშნვე უნდა მივხვედრილიყავი როცა მისი ხმა ჩემს გონებაში პირველად გამოჩნდა. მაშინ მე ის მივიღე. შინაგანი ხმა დავარქვი და ჩავთვალე, რომ ეს ნორმალური იყო.
თუმცა ყველაფერს აქვს საზღაური ხომ ასეა?
მეც მომიწია ჩემი წილი საზღაურის გადახდა.
ახლა არამარტო მისი ხმის მოსმენა,არამედ მისი დანახვა და შეხება მიწევს.
ეს ყველაფერი კი იმის გამო, რომ მინდოდა მყოლოდა ნამდვილი მეგობარი…
საზარელ გარიგებას გავს რომელიც შენგან ნახევარ სიცოცხლეს ითხოვს…
როცა ვფიქრობ, რამდენად საშინლად მექცევა ჩემი გონება, კივილი მინდება.

იმ წამს როცა ხორციელი აარონის ბოლო სიტყვები მოვისმინე, რამდენიმე წუთი იმის გასააზრებლად დამჭირდა, რომ ის ნამდვილი არ იყო, და არც არასდროს ყოფილა…
მაგრამ ჯანდაბა!
მე იმ მომენტში მისგან წამოსულ სხეულის სითბოს ძალიან რეალურად აღვიქვავდი!
კიდევ რამდენიმე წამი დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ მერვე სართულიდან საკუთარი ნებით გადმოვხტი…
მე თვითმკვლელობა ვცადე და ამდენი ხნის მანძილზე ამას სხვას ვაბრალებდი-იმ სხვას, რომელიც არ არსებობს.
ეს კიდევ უარესია!

მე თვითმკვლელობა ვცადე!
ყველაფერი რისიც მჯეროდა…
ყველაფერი რითიც ვცხოვრობდი…
ტყუილი აღმოჩდა!
შინაგანი ხმა ჩემი სიგიჟის- და არა ფანტაზიის ნაყოფია.
მე ვარ საჯუთარი ცხოვრების დანგრევის ერთადერთი მიზეზი!
მე!
მე!
მხოლოდ მე და ჩემი ნაგავი გონება!
ამის გააზრებისას, აარონის ლანდის წინ ისტერიული სიცილი ამიტყდა, რომელიც მალე ტირილში გადამეზარდა.
აარონი რამდენიმე წამი გაკვირვებული მათვალიერებდა, თითქოს ვერ ხვდებოდა ეს აზრი საიდან მოვიტანე.
რათქმაუნდა ის ხომ ჩემი გამოგონილო პიროვნებაა და ჩემი ყველა გრძნობა და ფიქრი ზედმიწევნით იცის!
შემდეგ სახე შეეცვალა და თავი გააქნია.
-არა ლეა… მე ნამდვილი ვარ! არაფერი გამოგიგონია…
ხელი ჩემი სახისკენ წამოიღო, მაგრამ იმ მომენტში, როცა მისი თითები ჩემს ლოყას უნდა შეხებოდა უკან კივილით გადავხტი.
-არა! ნუ მეხები! შენ არ არსებობ! აქ არ უნდა იყო! წადი ისე როგორც გამოჩნდი! - აკანკალებული ხმით ვუყვირე და ჩემი ოთახისკენ ერთი ნაბიჯი უკან გადავდგი .
აარონს სახეზე სიბრაზის შემზარავმა ჩრდილებმა გადაურბინა და ამის დანახვაზე სხეულში ცივად გამცრა-ვინ იცის რის გაკეთებას მაიძულებს…
ვინ იცის რას დავუშავებ საკუთარ თავს…
-ლეა მე ნამდვილი ვარ გესმიის? - მისი ხმა ოთახის სიბნელეს რბილად შეერწყა. მაგრამ არ გამომპარვია მოთმინებას როგორ კარგავდა მისი სხეული.
არა! ნუ უჯერებ! მას უნდა დაგაჯეროს რომ ნამდვილად არსებობს! ვკუკიოდი ჩემს თავს.
მოთმინება დაკარგულმა აარონმა თვალები დახუჭა და გრძელი თითები მუჭად შეკრა. შემდეგ ისევ გაშალა და თვალები გაახილა.
მისი ყველა ქმედება თავზარს მცემდა, მაგრამ მე მტკიცედ გადავწყვიტე-ლანდებს მეორედ ხმას აღარასდროს გავცემ, არც აქ და არც გონებაში! აღარასდროს!
-ლეა ასე ნუ მიყურებ… - ფრთხილად დაიწყო, ოდნავ მიტრიალდა თავზე ხელი გადაისვა და ნერვიულად ჩაიდუდუნა -ჯანდაბა ძალაინ ვიჩქარე…
ამ მომენტით ვისარგებლე მივტრიალდი და ჩემს ოთახში თავქუდმოგლეჯილი შევვარდი, კარები სწრაფად მივხურე, გასაღები გადავატრიალე, უკან გავდექი და დაველოდე…
გული ყელში მომებჯინა. სახეზე მტევნები ჩამოვისვი და ვეცადე დავმშვიდებულიყავი.
ძალიან მალე მისმა ხმამ კარის მეორე მხრიდან დამიძახა.
-ლეა გააღე! - მბრძანებლურმა ტონმა დაკეტილ კარშიც კი მთელი სიცხადით შემოაღწია.
მისი ხმის ჩასახშობად ყურებზე ხელი ავიფარე და სანამ ის ლაპარაკობდა კარის გვერდით კუთხეში ფეხმორთხმით ჩამოვჯექი.
ფეხების კანკალს ყურადღება არ მივაქციე და შევეცადე არ მეფიქრა რომ კარის იქით მოლანდება იდგა.
ის არ არსებობს… აქ არარის….
ვუმეორებდი საკუთარ თავს.
-ხომ იცი რომ დამჭირდეს ამ კარს შემოვანგრევ! -დაიღრიალა ბოლოს და კარებს ხელი ისე დასცხო რომ კანკალი ფეხებიდან მთელს სხეულში გავრცელდა. ხელები ავტომატურად ჩამოვუშვი-მაგრამ არ მინდა ამის გაკეთება გესმის?!

არა, რაც არ უნდა მოხდეს ჩემი ნებით აქ არ შემოვუშვებ! უკვე საკმარისად შემოტოპა ჩემს ცხოვრებაში…
"უბრალოდ გააღე ლეა." - მისი ძალიან მშვიდი ხმა გონებაში როგორც კი ჩნდება ვხვდები, რომ ჩემი გონება ჩემს წინააღმდეგ მოქმედებს!
სასოწარკვეთა მიბყრობს და ქვითინი მიტყდება. ხელებს მუხლებს ვხვევ და თავს ვდებ-ვცდილობ ჩემი ქვითინის ხმა ღამის სიჩუმეში რაც შეიძლება ნაკლებად ისმოდეს.
ვგრძნობ, როგორ იტანს სასოწარკვეთა აარონსაც და რაც არ უნდა საოცარი იყოს, ისეთი შეგრძნება მიჩნდება თითქოს მის ტკივილს მე განვიცდი!
ვერ ვხვდები რატომ, მაგრამ მისი ტკივილი უფრო რეალური მეჩვენება ვიდრე ჩემი.ამის გამო თავს საშინლად ვგრძნობ-როგორ შეიძლება მისი ტკივილი ჩემს სხეულში იყოს! ის ხომ არ არსებობს! ის მე გამოვიგონე!
"ნეტავ შემეძლოს თქმა…ნეტავ შემეძლოს აგიხსნა ლეა… მაგრამ არ შემიძლია...არ შემიძლია რადგან ახლა ძალიან გძულვარ…" -
მისი ხმის დაიგნორებას მთელი ძალით ვცდილობ. მაგრამ ამის მაგივრად უფრო მეტად აღვიქვავ მის არსებობას კარის უკან და ტირილს ჩემი უსუსურობის გამო ვუმატებ… თითქმის ვხედავ, როგორ ეყრდნობა კარს და ამის გამო ტანში მცრის.
" ბოდიში ლეა… ბოდიში რომ შენი ცხოვრება ავურიე" -მისი ტკივილით სავსე ხმას გონებაში ვეღარ ვეწინააღმდეგები-"მაშინ როცა ხელი გკარი… იმ ღამეს… - თავს ვაქნევ რომ იმ ღამის ზმანება მოვიშორო-... ნეტავ იცოდე როგორ ვინანე… როგორ ვინანე რომ ვერ გიცანი… შურისძიების გრძნობით ისე ვიყავი შებყრობილი, რომ ვერ მივხვდი...ვერ დაგინახე"-მისი სიმწრით სავსე სიცილის გამყინავი ხმა გონებაშიც ისმის და კარს უკანაც… ახლა აღარ ვქვითინებ… ახლა ვკანკალებ.-"ნეტავ იცოდე როგორ შემეშინდა… როგორ შემეშინდა რომ სამუდამოდ დაგკარგავდი… "- აარონი გონებაში დადუმდა და ბოლოს, როცა ვიფიქრე რომ გაქრა მისი ხმა კარს უკან გავიგე.
-აქ არ უნდა მოვსულიყავი…
შემდეგ ისევ გონებაში ვიგრძენი მისი არსებობა და ისეთი შეგრძნება გამიჩნდა თითქოს მათვალიერებდა-თითქოს ჩემს გრძნობებს ჩხრეკდა,შეწინააღმდეგება ვცადე, მთელი ძალა მოვიკრიბე და შევეცადე ჩემი გონებიდან გამექრო.
-ნუ მეწინააღმდეგები-კარს უკან დაიჩურჩულა. მისი მშვიდი ხმა სავსე მთვაროს მოვერცხლისფრო სინათლით განათებულ ოთახში იმაზე საზარლად გაისმა ვიდრე რამდენიმე წუთის წინ მისი ყვირილი.
სავსე მთვარით განათებულ ოთახში…
სავსე მთვარე…
მთვარე, რომელიც ჩემს ოთახში დაუბრკოლებლად აღწევს…
ჯანდაბა!
ოღონდ ეს არა!
"მთვარის რომ გეშინია ესეც ჩემი ბრალია…" - ოხრავს გონებაში…
ვცდილობ ლანძღვის კორიანტელი რომელიც ამ წამს თავში მომდის შევაკავო…
ვკანკალებ… მაგრამ ახლა უკვე ბრაზისგან… ვგრძნობ რომ სიმართლეს ამბობს, მიუხედავად იმისა რომ ვიცი ის არ არსებობს..
ვგრძნობ რომ ყველაფერი მისი ბრალია! ეს გრძნობა მაიძულებს ჩემი თავისთვის დადებული პირობა - აღარასდროს დაველაპარაკო გამოგონილ პიროვნებას, დავარღვიო და ხმადაბლა, ტირილოსგან ჩახლეჩილი ხმით ვჩურჩულებ.
… ვიცი რომ ის მაინც გაიგებს:
-წადი… - ვჩერდები და შემდეგ ვამატებ-გთხოვ…
ჩემი ბოლო სიტყვები ძალიან საცოდავად ჟღერს… თითქმის ტკივილისგან გამოწვეულ კვნესას ჰგავს…
ცოტა ხანი დუმს.. ვხვდები ფიქრობს ან გადაწყვეტილებას იღებს.
რა სისულელეა არა?
მოჩვენებები არც ფიქრობენ და არც გადაწყვეტილებას იღებენ…

მისი ყოველი ქმედება ჩემი გონების დაგეგმილია.

-კარგი რადგან ჩემი ასე გეშინია-ვგრძნობ როგორ უჭირს ჩემთვის ამის თქმა-თუ შენ ჩემი არსებობა გაშინებს… გპირდები მე გავქრები… - ჩერდება და ამატებს ისე თითქოს გადაწყვეტილებას ცვლის- მანამ სანამ დაწყნარდები და ყველაფერს გადახარშავ…-ისევ დუმილი. რამდენიმე წამის მერე უფრო ხმამაღლა ამტებს. -
ახლა კი ადექი და ცხოვრება გააგრძელე… ლეა გთხოვ…
არ შემიძლია ასეთს გიყურო…
ხმას გინდა სულ ნუ გამცემ… თუ ეს ძალიან გინდა, აღარასდროს გამოვჩნდები შენს გონებაში…
უბრალოდ…
ძალიან გთხოვ ნუ ტირი ლეა… "

ეს იყო უკანასკნელი წინადადება რომელიც მან იმ ღამეს მითხრა.




ახლა გონებაში მის არსებობას ვეღარ ვგრძნობ…
იატაკზე ვზივარ და მეშინია…
მეშინია იმის რაც ნახევარი საათის წინ მოხდა…
მე მეშინია მისი გამოჩენის ჩემს გონებაში…
რადგან ლანდები პირობებს არასდროს ასრულებენ.




***
-ლეა, დოკუმენტების არქივს დღეს შენ დაალაგებ რადგან დაიგვიანე. - როგროც კი უტას კაბინეტს ვუახლოვდები, მაშინვე მესმის გაღებული კარიდან მისი ხმა-ასე არ შეიძლება ჯერ მეორე დღეა. - თავს აქნევს და კლავიატურაზე კაკუნს აგრძელებს. თან სათვალეებს ისწორებს.
-კარგი…-ვდუდუნებ დაბალ ხმაზე და მუქ ლურჯ ქურთუკს კარებთან დადებულ საკამზე ვაგდებ.
უტამ ზურგს უკან ოდნავ პირგაღებულმა გამომხედა და სათვალეები შეისწორა…
-რა გჭირს? - ისე მითხრა თითქოს კი არ მეკითხებოდა, მიმტკიცებდა რომ რაღაც მჭირდა.
შევცბი, და შეშინებულმა შევხედე. ჯანდაბა! ასეთი აშკარაა რომ ფსიქოლოგიური პრობლემები მაქვს?
-რას გულისხმობ-დავიკნავლე და სკამთან ერათად შემოტრიალებულ უტას მივაჩერდი.
მან ხელი ამიქნია და მომიგო:
-რას და ჩაშავებულ თვალებს,გაფითრებულ ლოყებს, დაუდევრად დავარცხნილ თმებს და საერთოდ რა ფორმაში ხარ დღეს? - უკმაყოფილოდ ათვალიერებს ჩემს დაუწმენდავ შავ ბათინკებს, შავ ჯინსის შარვალს და ამავე ფერის წელთან გადაჭრილ ჰუდს. მზერას ჩემს სახეზე აჩერებს.
ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ და რამდენიმე წამი უსიტყვოდ ვაჩერდები. ბოლოს უტა მოკლე და უცნაურად დაგრეხილ თითებს ჰაერში ჩემს თვალწინ ატკაცუნებს და დგება.
-რა ხდება შეყვარებულს დაშორდი?- ძალიან, ძალიან უშუალოდ მეკითხება. უსიამოვნოდ ვიშმუშნები. ვერ ვიტან, როცა ასეთ უტაქტო კითხვებს სვავენ. იმიტომ რომ ამ დროს გაურკვეველი მიზეზით უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები.
-შეყვარებული არ მყავს-მხრებს ვიჩეჩ და ვტრიალდები რომ ოთხი მანამ დავტოვო ვიდრე უტა მოახერხებს და ჩემს ცხოვრებაში ცხვირს კიდევ ერთხელ ჩაყოფს.
-აბა? გუშინ ღამით ყოფილი გაგახსენდა? - იცინის უტა და კუდში მომდევს .
-არც ყოფილი- გაღიზიანების გადაფარვას დაბალი ხმის ტემბრით ვცდილობ.
-მისმინე… მეგობრები მაინც თუ გყავს? -მეწევა და ჩემს წინ, თეთრ დერეფანში უკუსვლით აგრძელებს სიარულს, თან მრგვალ სათვალეებს ისწორებს და ღიმილით მაკვირდება.
ამ კითხვაზე გული ისე მიჩქარდება თითქოს უფსრკულის კიდეზე აღმოვჩნდი.
ვჩერდები. ერთ ხანს ტუჩებმოკუმული მკაცრად ვუყურებ,მერე გზიდან ხელით ვიშორებ და ნაბიჯს ვუჩქარებ.
-ასეც ვიცოდი. კატა მაინც გყავს ლეა? - მისი დამცინავი ხმა საქმიანი შენობის თეთრ ცარიელ დერეფნებში ექოდ გაისმის და მინდება რომ აქედან რაც შეიძლება შორს გავიქცე…
-არა.. კატაც კი არ მყავს- ჩურჩულით ვპასუხობ მაშინ როცა დერეფნის ბოლოს, მოსახვევში შევდივარ და მისი გამხდარი სილუეტი თვალს ეფარება.იმიტომ რომ ვიცი ვერ გაიგებს.
უტა ქერა, საშუალო სიმაღლის, გამხდარი, სათვალეებიანი "კრემისფერი ოფისის უსაფრთხოების და კომფორტის მენეჯერია" .
საკუთარ თავს ასე უწოდებს, ხოლო აქაურობას კრემისფერ ოფისს.
ამ შენობაში ყველაფერს ის აწესრიგებს და აგვარებს, დღის ბოლოს არეულ დოკუმენტებს თავის ადგილს უჩენს, შემოსულ ზარებს და წერილებს აკონტროლებს და შესაბამის ადამიანთან ამისამართებს,ყველას და ყველაფერს ეხმარება. ერთი სიტყვით უზრუნველყოფს, რომ აქ მომუშავე ხალხმა თავი კომფორტულად იგრძნოს. მე კი მისი სამი დამხმარიდან ერთ-ერთი ვარ.
ამ ყველაფერთან შედარებით ჩემი ძველი სამსახური ნამდვილ სამოთხედ მეჩვენება… ახლაც არ მჯერა, რომ კარიერა ისე იოლად დამენგრა მისთვის ბრძოლის საშუალებაც კი არ მომეცა.
დოკუმენტების საცავ ოთახში შევდივარ. დიდი ნათელი და ძალიან…
ძალიან მოსაწყენი ოთახია. ეს განყოფილება უტამ გუშინ დილით დაგვათვალიერებინა დანარჩენ ხუთ სართულთან ერთად. ირგვლივ სულ თაროები და საქაღალდეებია.
თაროებისგან ორი დერეფანია გაკეთებული, კართან კი პატარა თავისუფალი სივრცეა რომ შემოსული ადამიანი ოდნავ აზრზე მოვიდეს.
საქაღალდეები უწესრიგოდაა მიყრილ-მოყრილი თაროებზე. ერთი შეხედვითაც აშკარა ხდება რამდენი სამუშაო მაქვს.
ვოხრავ და საქაღალდეების დახარისხებას ვიწყებ. აქედან დღის ბოლომდე ვერ გავაღწევ!
არ ვიცი უტას დღეს რა დაემართა, მაგრამ გუშინ სასიამოვნო ადამიანადაც კი მომეჩვენა. მიუხედავად იმისა, რომ სამი ახალი თანამშრომლიდან მხოლოდ მე მომცა დავალება. უტა მხიარული, ენერგიული და ოდნავ პატივმოყვარე ოციდან ოცდახუთ წლამდე ბიჭია. თავის გაკეთებულ საქმეს აფასებს და ყველას იგივეს აიძულებს.
თინათინი, მარიამი და მე ახლები ვართ და მასთან ერთ თვიან სტაჟირებას გავდივართ. დამხმარეების აყვანა მას შემდეგ დასჭირდა რაც მისი ორი თანამშრომელი საზღვარგარეთ წავიდა.
მამაჩემის მეგობარი ნოდო უტას განყოფილების უფროსია. არ ვიცი ნოდომ უტას რა უთხრა, მაგრამ პირველ დღეს აშკარად შევამჩნიე მისი განსხვავებული დამოკიდებულება ჩემსა და იმ "ორ ტუტუცს" შორის როგორც მათ ააარო…
არა…
როგროც მათ მე ვუწოდე.
უტა თინათინს და მარიამს ყველა სიტყვაში დასცინის, თანაც ძალიან სერიოზული ტონით. მე კი როგორც კი დამინახა დაჟინებით მომაჩერდა და ბოლოს ჩემი გვარი ხმამაღლა გაიმეორა. ისიც არ გამომრჩენია რომ მე უფრო მკაცრად მიდგება, ვიდრე თინათინს ან მარიამს. არც "სამუშაო გარემოს შეგუება" გაიმეტა ჩემთვის. გუშინ მაიძულა მთელი ოფისის თანამშრომლებისთვის ყავა პირდაპირ კაბინეტში მიმეტანა.
მითხრა რომ, "ყავის გოგო" ცუდად იყო და ვინმეს უნდა ჩაენაცვლებინა.
მთელი დღე ციბრუტივით პირველი სართულის სასადილოდან, შენობის ხუთ სართულზე მაღლა-დაბლა დავრბოდი და ყავის მუყაოს ჭიქებს დავარბენინებდი. მაშინ როცა თინათინს და მარიამს მხოლოდ მისი კუდში დევნა და ყველაფრისთვის თვალის დევნება დაავალა, თანაც დააყოლა რომ ეს ახალი თანამშრომლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია... ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ჩემს მოთმინებას სცდის.
კიდევ ეს… მინიმუმ ერთი თვის დაულაგებელი არქივის მოჩეჩება…არ ვიცი თავში რა უტრიალებს, მაგრამ ეს უკვე აღარ მომწონს.
როგორც იქნა მაგიდიდან ყველა საქაღალდე თაროებზე შემოვდე. ამ დროს კი კარებში უტა ჩნდება და საქმიანი ნაბიჯები ჩემსკენ მოდის.
-ლეა… ლეა-წაიღიღინა ჩემი სახელი-აბა მითხარი საქაღალდეები რა თანმიმდევრობით შეალაგე?
უკანასკნელ, წითელ საქაღალდეს ვაწვები რომ თაროში შევიდეს და მხრების ჩეჩვით ვპასუხობ.
-სტანდარტულად-ანბანის მიხედვით.
-გასაგებია-ამბობს და საქაღალდეებს თითს ატარებს-ასეც უნდა მოქცეულიყავი… თუმცა საქაღალდეები შინაარსის მიხედვით უნდა გადაგენაწილებინა თაროებზე-თითოეული თარო ერთი სახის დოკუმენტებისთვისაა-თით ყველა თაროზე ცალ - ცალკე მითითებს და უფერულ ცისფერ თვალებს გამკიცხავად მანათებს - ახლა ყველა საქაღალდეს გადმოალაგებ და შინაარსის და ანბანის მიხედვით შეალაგებ-ცივი ხმით ასრულებს, ტრიალდება და გასასვლელისკენ მიდის.
ძალიან დიდი ძალისხმევის გამოჩენა დამჭირდა, რომ ერთ-ერთი საქაღალდე არ გამომეღო და პირდაპირ თავში არ მესროლა.
როგორც კი კარები კმაყოფილი ღიმილით მიიხურა,მაშინვე ხმამაღლა შევუკურთხე და საათს დავხედე. შუადღის ორი საათია!
ახლა კი ნამდვილად ვერ გავაღწევ ამ ოთახიდან!
აგრესიულად ვყრი ყველა თაროდან ახლახანს შელაგებულ საქაღალდეებს. როცა ბოლო საქაღალდეს ძირს ვისვრი, ვჩერდები და ხელებს სახეზე ვისმევ. უსამართლობის შეგრძნებისგან სუნქვა მიჭირს.
ამ მომენტში ძალიან მინდა ვინმეს დაველაპარაკო რომ ჩემი სხეული ბრაზისგან განთავისუფლდეს.
ნეტავ ახლა აქ აარონი…
თავს ვაქნევ რომ ეს ფიქრი მოვიშორო…
აარონი შინაგანი ხმა არა არის ლეა.
...ის მხოლოდ ხმა არ არის შენს გონებაში, რომელთან ლაპარაკიც ნებისმიერ დროს შეგეძლო…
ეს არ უნდა დაგავიწყდეს…

ამის დავიწყება არ შეიძლება…

ამოვიოხრე და პირველ საქაღალდეს ვტაცე ხელი.



***
საღამოს ექვსი საათისთვის საქაღალდეების ნახევარი გადახარისხებული მაქვს.
კედლის ძირში ერთმანეთზე, ერთნაირი შინაარსის საქაღალდეები მიწყვია. როცა მათ დახარისხებას მოვრჩები შემდეგ ანბანის მიხედვით უნდა დავლაგო და თაროებზე შევაწყო.
ჯანდაბა!
სიჩუმეში პარკეტზე ჩემი ნაბიჯების, ფურცლების შარი-შურის და პლასტმასის ზედაპირების ერთმანეთზე შეხებისგან გამოწვეული წკაპანის ხმებს, დრო და დრო კალიდორიდან შემოღწეული ლაპარაკის, სიცილის და სწრაფი ნაბიჯების ხმა ემატება…
როდესაც დერეფნის ბოლოს ნაბიჯების ხმა წყდება, ყოველ ჯერზე ვჩერდები, თვალებს ვხუჭავ და სიჩუმის ექოს იდულალი ხმით ვტკბები. შემდეგ თვალებს ისევ ვახელ და საქაღალდეების გადახარისხებას ოხვრით ვაგრძელებ.
როდესაც წითელ ხასხასა საქაღალდეს კედელთან დალაგებულ საქაღალდეების ფერად სვეტზე ვდებ, კარები იღება და მარიამის მაღალი და ზედმეტად გამხსარი სილუეტი კარის ზღრუბლზე იკვეთება.
შუბლშეკრული მარიამის ზედმეტად მხიარულ სახეზე ვაკვირდები. ოთახში ენერგიულად შემოდის და ისეთი შეგრძნება მიჩნდება რომ ჩემს ისედაც სუსტ პირად სივრცეს მთლიანად შთანთქავს მისი ხმაურიანი აურა.
ყოველთვის ასე ხდება…
როდესაც ჩემს სიჩუმეს სხვისი ენერგიულობა ეჯახება, მე ვინთქმები და ისეთი შეგრძნება მიჩნდება თითქოს არ ვარსებობ და არც არასდროს მიარსებია…
-ლეა,როგორ შეგიძლია ასე ჩუმად იყო? სანამ კარს შემოვაღებდი ვიფიქრე ეს გოგო დატყდათქო- სიცილით ამბობს და ტორსს უკან ღუნავს, ისე თითქოს ძლიერმა ქარმა დაუბერა და უკან გადაწევა აიძულა.
ვცდილობ რაც შეიძლება გულითადად გავუღიმო, მაგრამ მისი აქ გამოჩენა და ჩემი დროებითი პირადი სივრცის წალეკვა ნამდვილად არ მიხარია, საიმისოდ რომ ღიმილი სახეზე დიდი ხნით დამრჩეს.
-ნახე რა მოგიტანე- შავი თვალების ციმციმით მარცხენა ხელს წევს და მუყაოს ყავის მოზრდილ ორ ჭიქას მაჩვენებს რომელზეც გრძელი თითები აქვს შემოჭდობილი, როგორც ჩანს სულაც არ უჭირს ორივე ჭიქის ერთ ხელშ მოქცევა.-და ესეც-ამატებს და მარჯვენა ხელის აწევით დონატების შეკვრაზე მითითებს- ამ ჭუპიდან მთელი დღეა არ გამოსულხარ და ვიფიქრე ყავა არ გაწყენდა. - გმირის სახით მიყურებს და ყველაფერს ჩემს წინ ცარიელ თაროზე აწყობს.
შემდეგ ერთ- ერთ საქაღალდეს იღებს, ათვალიერებს და ამოუსუნთქავად მიყვება რაღაც ისტორიებს თავისი ცხოვრებიდან რომელიც ოთახის დალაგებას უკავშირდება. შემდეგი ისტორია თვისი წინა სამსახურის საშნელ უფროსზეა. ამას მოსდევს მისი და თავისი დის ურთიერთობის, თავისი ოჯახის და მეგობრების ამბები. გზადაგზა ჩერდება თემას უხვევს და ახალ სტორიას იწყებს, შემდეგ ისევ იმ თემაზე აგრძელებს საუბარს როთიც დაიწყო. თხრობის დასასრულს კი რაიმე სიტყვაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც კიდევ ახალი ისტორია მოჰყვება. ეს თემაც იგივე პრინციპით იცვლება შემდეგი ისტორიით. დრო და დრო
საქაღალდეებს იღებს, ხელების სავსავით და მტევნების ტრიალით შლის, თვალს ავლებს, ფრთხილად ხურავს, რონელიმე ცაროელ თაროზე დაუფიქრებლად დებს და ლაქლაქს განაგრძობს.
ერთი სიტყვით მისი ყველა ქმედება ლაპარაკს ემსახურება.
ლაპარაკის დროს სახეში მაშტერდება და საითაც ვტრიალდები იქით მომდევს, კისერს იღერებს რომ უკეთ დამენახოს და მაიძულებს მოვუსმინო.
ათ წუთში სერიოზული ნერვოზი მეწყება და საკუთარი თმების დაგლეჯვის აუტანელ სურვილი მიტანს.
უცებ მარიამი თავის გრაციოზულ მოძრაობებს და გაუჩრებელ ლაპარაკს წყვეტს და ჩურჩულით მეუბნება- ისე თითქოს რაიმე საიდუმოლოს მიმხელს:
-მგონი ყავა გაგვიცივდა… - პირზე ხელს იფარებს, ისევ უკან იზნიქება და იცინის-ვაიმე ლეა რამდენი ვილაპარაკე. არ გინდა შენზე მომიყვე რამე?
მხრებს ვიჩეჩ და ვცდილობ მისი წიკვინა ხმისგან გამოწვეული თავის ტკივილი დავაიგნორო.
საფეთქლებს ვისრეს და იმ საქაღალდეს ვიღებ რომელიც მარიამმა თაროზე ლაპარაკისას შემთხვევით შემოდო.
-ძირითადად ყველა წვრილმანი შენსავით კარგად არ მამახსოვრდება. თანაც ამბების ძალიან ცუდი მთხრობელი ვარ. - ვაცნობიერებ რომ რაც მარიამი ამ ოთახშ შემოვიდა მას შემდეგ ხმა არ ამომიღია.
-კარგი გეყო, ცოტა დაისვენე და თბილი ყავა მაინც დალიე-გამაღიზიანებლად მხიარულად მეუბნება.
-რათქმაუნდა და აქაურობას შენ დაალაგებ,ხომ ასეა? - ვფრუტუნებ და საქაღალდეს ადგილს ერთ-ერთ სვეტზე ვუჩენ. მარიამი ლაპარაკს განაგრძობს, ისე თითქოს ჩემი ნათქვამი არც გაუგია.
ვხვდები რომ დასვენება მჭირდება. კედელთან ფეხმორთხმით ვჯდები, თავს კედელს ვაყრდნობ და ვცდილობ ისეთი სახე მივიღო თითქოს ვუსმენ. მარიამი წინ მიდგება ხელების მტევნების გრაციოზულ მოძრაობას და ლაპარაკს აახლებს. მე მის სახეს სასოწარკვეთილი ვუყურებ და ვცდილობ წარმოვიდგინო რამდენად მშვენიერი იქნება მისი წასვლით გამოწვეული სიჩუმე.
ბოლოს დაღლილობისგან თვალები მეხუჭება. თვალწინ დოკუმენტების ფურცლები, ნაბეჭდი ასოები, საქაღალდის კიდეები მელანდება.
ოჰ, ღმერთო აქედან ვეღარასდროს გავაღწევ.
-ლეა მოკლედ მე წავედი, თორემ უტა ჩემს არ ყოფნას შეამჩნევს.

თვალებს ვახამხამებ და კარების სახელურზე ორივე ხელით ჩაჭიდულ მარიამს თავს ვუქნევ.
ვდგები და როცა კარებიდან გადის ვამჩნევ რომ სავსე ყავის ჭიქები ისევ იქ დგას სადაც დადო.
ყავის დალევაც კი დაავიწყდა იმდენი ილაპარაკა. ძირს დაყრილ საქაღალდეებს თავლს ვავლებ და ვოხრავ. მხოლოდ ერთი მესამედი. შემედეგ ანბანის მიხედვით შევალაგებ და სახლში წავალ…


***
მარიამის მრგვალ, ლოყებიან სახეს ვარჩევ.მისი ლაპარაკისგან და სიცილისგან აწითლებიული ღაწვები და ოდნავ დიდი ცხვირი სიბნელეშიბიკვეთება. ზედმეტად დიდი ქვედა ტუჩი და პატარა ნიკაპი. დაბალი შუბლი და შავი, სწორი და ხშრი წარბები. ისეთივე ფერის შავი მხრებამდე თმები ჰაერში უცნაურად ლივლივებს. მარიამი გიშერივით შავი თვალებით მომშტერებია.
მისი ტუჩები მოძრაობას განაგრძობს.
მარიამის წარმოთქმული სიტყვები ყურში ზმუილივით ჩამესმის.
თაროებიან ოთახში დგას. მე იატაკზე ვზივარ და მის სახეს ქვევიდან ავყურებ. ეს ოთახი დოკუმენტების საცავს ჰგავს, მაგრამ ის არ არის. უფრო ბნელი და ცივია.
-შენი არ მესმის… - ვამბობ ხმამაღლა, მაგრამ ჩემი ხმა ჰაერში უკვალოდ უჩინარდება.
ის კი ლაპარაკს თუ ზუილს განაგრძობს.
ვმუჯნდები და მის თვალებს იქამდე ვუყურებ სანამ მარიამის ბრჭყვიალა თვალები გიშრისფერ უძირო თვალებად არ იქცევა…
აარონის თვალებად.
მარიამი ჩუმდება და როცა მისი თვალებიდან სახეზე გადამაქვს მზერა…
მარიამის მრგავლი ლოყებიანი სახე, გრძელ მკვეთრ ნაკვთებიან სახედ იცვლება.
მისი აწითლებული ღაწვები - გამოკვეთილ ყვრიმალებად, მარიამის მრგავლი, დიდი ტუჩები - თხელ და მტკიცე ბაგედ, გრძელი და ოდნავ განიერი ცხვირი - კაცის სწორ ბერძნულ ცხვირად.
მარიამის სახე აარონის სახედ იცვლება…
მისი მხრებამდე შავი თმები ნელ ნელა მოკლდება…
მზერა სწრაფად გადამაქვს მარიამის გამხდარ და მაღალ სხეულზე.
ის ნელ- ნელა იკუნთება, განივრდება და მამაკაცის ძლიერ სხეულად იქცევა…
ახლა ჩემს წინ აარონი დგას.
მის სახეს მზერას ვუსწორებ და ფრჩხილებს ჰუდის სახელოს ვარჭობ.
ის დაჟინებით დამყურებს ზევიდან. მეც თვალებში მივშტერებივარ.
-წადი- ჩემი ხმა ცარიელ ოთახში ლითონის ლითონზე შეხების ხმასავით ხმამაღლა ისმის. მაგრამ განძრევის უნარი არ მაქვს. მთლოანად მოდუნებული და უუნარო ვარ.
აარონი ბაგეს ხსნის და ავბედითად მიღიმის. მისი კბილები სიბნელეში შემზარავად ელავს.
ვამჩნევ სახეზე შავი ჩრდილი როგორ გადაურბენს. იხრება, სახე ჩემს სახესთან მოაქვს და თვალს თვალში მიყრის.
-იცოდე…თუ შეგეხება მე ისევ გამოვჩნდები! - გამაფთხილებლად ჩურჩულებს . მის ისედაც შავ თვალებში ჩრდილი ისადგურებს.
-არ მესმის-მეც ჩურჩულით ვპასუხობ და იმ ფაქტს რომ ჩემს ხმას ექო აქვს, მისას კი-არა, ვაიგნორებ.
აარონი წელშ სწორდება - ისევ იღიმის,მაგრამ ძალიან ცივად.
-დაიმახსოვრე, თუ მას შენამდე მოუშვებ… მე ჩემს პორობას დავარღვევ! - ტრიალდება და სიბნელეს ერწყმის.

თვალებს ვახელ და ვხვდები რომ არქივის ოთახიის პარკეტის იატაკზე მჯდომიარეს ჩამძინებია. მაჯის საათს ვუყურებ რომლის ციფერბლატი ღამის თერთმეტის ნახევარს აჩვენებს.
"კატა მაინც თუ გყავს ლეა" თავში უტას ირონიული ხმა ჩამესმის, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს სიზმარში ეს სიტყვები სადღაც შორეთიდან გადმოსროლილ ექოდ გაისმოდა და როცა გამოვფხიზლდი ჩემს გონებაში ეს ხმა იმაზე რეალურად გამეორდა, ვიდრე მანამდე სანამ მეძინა.
ჯანდაბა!
სახეზე ხელებს ვისმევ და თვალებს თითებით ვისრეს რომ გამოვფხიზლდე.
ამ დროს კარები იღება და ოთახის ყვითელ განათებაში ბნელი კალიდორიდან შემოსული მაღლი სილუეტი იკვეთება.
ჯანდაბა! ოფისში შუქები ჩაქრეს მე კი ამ ოთახში კიდევ მინიმუმ სამი საათი უნდა გავატარო!
უტას ხმა ნელ - ნელა უფერულდება და შემდეგ ერთიანად ქრება.
მაღალი ფიგურა კარებს ხურავს და ტრიალდება.
კიდევ ერთი ჯანდაბა!
ამ კაცს ვიცნობ.
ფოსფორივით მანათობელი ცისფერი თვალები ისე მათვლაიერებს თითქოს მისი აზრით ზუსტად აქ უნდა ვყოფილიყავი.
მისი გრძელი, ოქროსფერი, ყურებზე გადაწეული თმა. ჩაცვენილი, გრძელი და თხელი ღაწვები. გამოკვეთილი ოთკუთხედი ნიკაპი და ოდნავ კეხიანი, ლამაზი მოყვანილობის ცხვირი. მშვილდივით მორკალული წარბები და ღრმად ჩასმული თვალები.
ეს ის კაცია მამაჩემის კაბინეტში რამდენიმე თვის წინ უკმაყოფილო გამომეტყველებით რომ ისმენდა ჩემს ისტერიკებს.

ხარხარი მინდება, მაგრამ ამის მაგივრად უხერხულად ვდგები და ვესალმები.
-საღამო მშვიდობისა-პასუხს მიბრუნებს და ოთახის სიღრმეში თაროების დერეფანში შედის. თან ირგვლივ ყველაფერს გულდასმით ათვალიერებს.
მეც არ ვრჩები მხედველობის არის მიღმა.
ბოლოს, როცა რწმუნდება რომ არცერთი საქაღლდე თაროზე არ დევს ჩემკენ ტრიალდება.
-აქ რას აკეთებ? - მომთხოვნი ტონით მეკითხება და ჩემს სახეს გულდასმით სწავლობს.
-უტამ აქაურობის დალაგება მთხოვა. - ტუჩის კვნეტით ვპასუხობ.
- მერე უტამ გითხრა აქ თერთმეტ საათამდე დარჩიო? - ისეთი ტონი აქვს თითქოს რაღაცაში მადანაშაულებს.
-არა, მაგრამ იგულისხმა…
-იქნებ უტამ ისიც იგულისხმა რომ აქ უნდა დაგეძინა? - სიტყვას უხეშად მაწყვეტინებს და ხმას უწევს.
-რათქმაუნდა არა! - ხმას მეც ავუწიე- არ ვაპირებ მისი ბრალდებების მოსმენას, მაშინ როცა ამდენი ხანი ამ ოთახში ვარ გამოკეტილი და დოკუმენტებს პატიოსნად ვახარისხებ.
-მაშინ იქნებ მითხრა იატაკზე რატომ გეძინა? - მეკითხება და პირველ თაროზე შემოდგმულ ყავის სავსე ჭიქებიდან ერთს ხელს ავლებს, ათვალიერებს და ისევ დგავს. შემდეგ იმის ნიშნად რომ პასუხს ელოდება მანათობელ თვალებს სახეზე მარჭობს.
-დოკუმენები შინაარსის და ანბანის მიხედვით დავალაგე - ხელით კედლებზე მიყუდებულ საქაღალდეების სვეტებზე ვანიშნებ - შემდეგ დასასვენებლად ჩამოვჯექი და ერთი საათით ჩამვლიმა.
იქნებ ამიხსნათ ამ ტიპს რატომ ვუხსნი რომ უსაქმურად არ ვმჯდარვარ?
ის თვალით მზომავს, თითქოს ამოწმებს რამდენად სიმართლეა ჩემი ნათქვამი. ბოლოს მზერა დონატების შეკვრაზე და ყავის ჭიქებზე გადააქვს.
-მეორე სად არის? - სასხვათაშორისოდ კითხულობს.
-რა მეორე?-დაბნეული ვუბრუნებ კითხვას.
ზაფხულის უღრუფლო ცისფერ თვალებს ისევ მანათებს.
-აქ ორი ყავის ჭიქაა. ორივე სავსე…
-ერთმა გოგომ მოიტანა-მხრებს ვიჩეჩ და საქაღალდეების პირველი სვეტის თაროებზე შელაგებას ვიწყებ.
ჩემს ყველა მოძრაობას გულდასმით სწავლობს.
ბოლოს მისი მზერა ყელში ამომდის და უკან უხეშად ვტრიალდები.
-მისმინე… შეგიძლია აიღო რაც გინდოდა და წახვიდე. -ჩემი მოთმინებადაკარგული ხმა იდიოტურად ჟღერს, თუმცა არ მადარდებს. მთავარია აქედან მალე გავიდე.
მამაჩემის პოტენციური ახალგაზრდა მეგობარი ხმამაღლა იცინის და მპასუხობს.
- ავიღებდი აქაურობა რომ არ აგერია.
-ამერია? - აღშფოთებული ვჩერდები - თუ შეიძლება სხვისი შრომის დაფასება ისწავლე!
კაცი ჩემსკენ ნელა თავის ქნევით მოდის და ღიმილით ამბობს.
-თხოვნას აუცილებლად
გავითვალისწინებ.
აღარ ვპასუხობ და საქაღალდეების თაროებზე შელაგებას ვაგრძლეებ.
ცოტა თავბრუსხვევას ვგრძნობ, რადგან მთელი დღა არაფერი მიჭამია. ხელებიც ოდნავ მიკანკალებს. შემეძლო მარიამის მოტანილი დონატები მეჭამა, მაგრამ სიმართლე გითხრათ მადა არ მაქვს. საქაღალდეების დასტის ასაღებად ვიხრები და როცა ვტრიალდები თაროებზე მიყრდნობილს ვხედავ.
- დალაგებაში დაგეხმარები თუ ჩემს რამდენიმე კითხვას უპასუხებ- ამბობს და მშვიდად იღიმება.
ვჩერდები და მეც ვუღიმი, თუმცა ცივად.
-როგორც ხედავ ნახევარზე მეტი საქმე გაკეთებული მაქვს. არ მგონია შენი დახმარება მხოლოდ ერთი საათის საქმეში დამჭირდეს. ეს ჩემთვის წამგებიანი გარიგებაა- გვერდს ვუვლი და ოდნავ ვცბები როცა გონებაში აარონის ხითხითი მესმის. თავს ვარწმუნებ,რომ მომეჩვენა და საქაღალდეების თაროზე შემოდებას ვიწყებ.
-კალე-მამაკაცი გრძელ მკლავს წევს, მე ხელს სწრაფად ვართმევ და ვპასუხობ.
-ლეა.
-ლამაზი სახელია.
თავალებს ვტრიალებ და უკმაყოფილოდ ვდუდუნებ.
- რათქმაუნდა.
კალე საქაღლდეების მოზრდილ დასტას გრძელ მკლავებში სულ იოლად იქცევს და ჩემსკენ მოაქვს.
ეჭვნარევი მზერით ზედა საქაღალდეს ვაცლი და თაროზე ვდებ.
-მისმინე… აქ რა გინდა? ახლა ყველა თანამშრომელი სახლში არ უნდა იყოს?
-როგროც ჩანს არა. - საკუთარ თავზე მანიშნებს და შემდეგ საქაღალდეს მხრების ჩეჩვით მაწვდის.
ვოხრავ და საქმეს ვაგრძელებ. კალეს საქაღალდსები მოაქვს მე მათ თაროებზე აკურატულად ვანაწილებ. რატომღაც იმაზე სწრაფად ვრჩები ვიდრე ვფიქრობდი.
დრო და დრო კალე კომენტარებს აკეთებს. მე ხმას არ ვცემ რადგან სხვა რამეზე ვფიქრობ.

საქმეს როგორც კი ვამთავრებთ უკან ვიხევ და თაროების ორ პატარა დერეფანს კმაყოფილი ვათვალიერებ.
-მშვენიერია.
კალე ხელების ბერტყვით გვერდით მიდგება და ამბობს:
-თორმეტი დაიწყო, სახლში წასვლის დროა.
დონატების შეკვრას და ყავის სავსე ჭიქებს ხელში ვიღებ და გასასვლელისკენ მივდივარ.
კალე უკან მომდევს.
დერეფანში გასულმა ღრმად ამოვისუნთქე და მარიამის მოტანილი ყავის ჭიქები პირდაპირ სანაგვეში მოვისროლე.
დონტების პაკეტს ვხსნი, პარკიდან ამოვარდნილი შოკოლადის და ვანილის გამაბრუებელი სურნელი პირდაპირ სახეში მეცემა. ერთ-ერთ მათგანს ვიღებ და პაკეტს კალეს ვუწვდი.
-აიღე.
-მადლობა, მაგრამ ვფიქრობ შენ უფრო გჭირდება-წარბის აწევით მითითებს აკანკალებულ მტევანზე რომელშც დონატენი მიჭირვს.
პაკეტს უკანს სწრაფად ვწევ, და ჯიქურ ვაჩერდები.
-ძალიან კარგი.
ვბრუნდები და უტას კაბინეტისკენ სწრაფი ნაბიჯით მივდივარ რომ ქურთუკი ავიღო.
ნაბიჯების ხმით ვხვდები რომ კალე უკან მომდევს.
"კატა მაინც თუ გყავს ლეა? "
ვოხრავ და დონატის მოზრდილ ლუკამას ვკბეჩ.
-ჰეი, ლეა… - ზურგს
უკან მეძახის კალე და ცოტა ხანში ჩემს გვერდით ჩნდება. - მე შენ ადრეც გნახე. - მეუბნება და ფირუზისფერ თვალებს გამომცდელად მავლებს.
-ვიცი - ვპასუხობ და კიდევ ერთ ლუკმას ვკბეჩ.
ჩაბნელებულ და ჩუმ დერეფანში ჩვენი ნაბიჯების ხმა ექოდ ისმის.
კალე ქირქილებს.
-ასეც ვიცოდი რომ გემახსივრებოდი. - სიცილოთ მეუბნება მე კი ხელს მხარში უხეშად ვკრავ და უტას კაბინეტის კარებთან ვჩერდები.
- მამაჩემს საიდან იცნობ? - ვეკითხები და კარების სახელურს ვექაჩები.
ოღონდ ეს არა!
კარები ჩაკეტილია.
-ჯანდაბა! - ვოხრავ და სახელურს რამდენიმეჯერ გაღიზიანებული ვაწვები.
სახლში ქურთუკის გარეშე მომიწევს წასვლა!
მოდი დავაზუსტოთ:
შუა დეკემბერში სახლში ქურთუკის გარეშე უნდა წავიდე.
ეს იგივეა საყინულეში სრულოად შიშველმა რომ დაიძინო!
-რა ხდება? - ფრიად დაინტერესებული ტონით მეკითხება კალე.
-არაფერი. თუ რათქმაუმდა კარებში გასაღების გარეშე შესვლა არ იცი. -
ვოხრავ.
-მოდი გამოვიცნობ, - იდაყვს მეორე ხელზე დებს და გრძელ თითებს ნიკაპზე იკიდებს. - იმ ოთახში შენი ქურთუკი და ჩანთაა, ხომ ასეა? - ბაგეს ხსნის და გულიანად მიღიმის-რა ყოჩაღი ხარ ლეა.
მხარში კიდევ ერთხელ ვკრავ ხელს და გვერდს გაალმასებული ვუვლი.
-მოიცადე… - მკლავს მიჭერს- შემიძლია სახლამდე მიგიყვანო,მანქანით ვარ.
თავლებს ვაწვრილებ და მახსენდება რომ ჩემს კითხვაზე არ უპასუხია.
-მამაჩემს საიდან იცნობ კალე?
კალე მხრებს იჩეჩს და ისე რომ მკლავშ ჩვლებულ თითებს არ მიშვებს, მპასუხობს:
-მამაშენი ამ კომპანიის მთავარი ადვოკატია. - მეუბნება და თვალში თვალს მიყრის.
-რაა? - კალე მაცდის სანამ გაღებულ პირს დავხურავ.
-ეს აქამდე არიცოდი? - ურწმუნოდ მეკითხება და სახეს გულდასმით მითვალიერებს.
ვფხიზლდები და მკლავს უხეშად ვითავისუფულებ.
-რათქმაუნდა ვიცოდი!
გონებაში ჩემს თავს ვაქებ კარგი ტყუილისთვის. ამ დროს კალეს სიცილის ხმა ჩემს ყურებს აყრუებს.
-რათქმაუნდა… წამოდი ჯერ რაღაც ნივთებს ავიღებ და მერე სახლამდე მიგიყვან. - ჯანდაბა! ტყუილს მიმიხვდა და რაც უფრო უარესია - გაატარა.
-არ მინდა. თვითონ მშვენივრად წავალ.
ვტრიალდები რომ სირცხვილისგან აწითლებული სახე დავმალო და ლიფტისკენ მივდივარ.
-შენი ნებაა-ზურგსუკან კალეს ხმა მესმის. პასუხს არ ვაძლევ. დერეფნის ბოლოში მისი სიტყვები მეწევა- შემიძლია პალტო მოგცე.
ვჩერდები და ვტრიალდები.
"კატა მაინც თუ გყავს ლეა?"
-პალტოებს არ ვხმარობ-ხმამაღლა ვეუბნები და ვცდილობ კალეს ადგილას უტას ანარეკლი გავაქრო.
კალე იცინის და ჩემსკენ დგავს ნაბიჯებს.
-მერე ვინ გითხრა რომ გჩუქნი? ხვალ დამიბრუნებ და მადლობას ერთი ცხელი ყავით მეტყვი.
სანამ კალე ჩემსკენ მოდის ვყოყმანობ. დიდი ხანია პალტო არ მცმია. არ მინდა მოგონები უკონტროლოდ ასეთი უმნიშვნელო საგნის გამო ამეშალოს.
კალე ჩემს წინ,ორ ნაბიჯში დგება სახეზე მაკვირდება და სერიოზული ტონით ამბობს.
-გარეთ ისე ცივა როგორც საყინულეში, შენ კი მხოლოდ თხელი ჰუდი გაცვია.
"კატა მაინც თუ გყავს ლეა?"
მეცინება როცა სიტყვა "საყინულეს" ვიგებ, რამდენიმე წუთის წინ მეც იგივე შედარება გავაკეთე.
ვფიქრობ, ამიტომ გადაწყვეტილებას სწრაფად ვიღებ და ღიმილით ვთანხმდები.
-კარგი.
-ეს უკვე მომგებიანი შეთანხმებაა ხომ ასეა. - იცინის კალე და მიბიძგებს რომ მივტრიალდე.
-ფოიეში დამელოდე პალტოს ჩამოგიტან.
მის სახეს ვუყურებ და ვფიქრობ რომ სიცილი უხდება. სახეზე სულელური ღიმილით ვტრიალდები და ლიფტისკენ მივდივარ. როცა ლიფტის ღილაკს თითს ვაჭერ მისკენ ვიხედები. კალე ჯინსის შარვლის ჯიბეში ხელებჩაწყობილი მიყურებს, ერთ ხელს ჯიბიდან იღებს და ხელს მიქნევს.
ლიფტის კარი იღება. კალეს გულითადად ვუღიმი და როცა ლიფტში ფეხს ვდგავ, ვაცნობიერებ რომ დიდი ხანია ასე აღარავისთვის გამიღიმია.
კარები იხურება და ლიფტი ქვევით იწყებს მოძრაობას.
ისევ ვიღიმი…
"კატა მაინც თუ გყავს ლეა?"
ღიმილს ვაფართოვებ და ლიფტის სარკეში ჩემს ანარეკლს ვათვალიერებ.
არა კატა ნამდვილად არ მყავს.
არც ძაღლი.
თუმცა რად მინდა შინაური ცხოველი?
მოკლე თმები უცნაურად ამჩეჩვია. თითქმის დახვეულს გავს. მაგრამ მე ვიცი რომ უბრალოდ დასავარცხნია.
მის გასასწორებლად ძალისხმევას ნამდვილად არ ვიჩენ,რადგან ჩემი თმები ასე უფრო ბუნებრივად გამოიიყურება. შავი თხელი ჰუდის კაპიუშონს ვიფარებ და ჩემს უცნაურად მხიარულ სახეს ვაკვირდები. ყავისფერ, შავგარსიან თვალებში ვარსკვლავები მიკიაფებს.
ის ვარსკვლავები, რომლებიც დიდი ხანია ჩემს თვალებში ჩაქრა.
ფერმკრთალ , მოგრძო ლოყებზე თითებს ვილაგებ და ჩემს ანარეკლს თვალებში ვუყურებ.
მე მეგობრი მყავს.
უტას სიტყვები იმ საღამოს უკანასკნელად გაისმა გონებაში:
"ასეც ვიცოდი".





ვიცი ძალიან დავიგვიანე ამ თავის დადება. თქვენი აზრი მაინტერეაებს ჩემს პერსონაჟებზეძალიამ მომენატრეთ მართლა.
როგორ მინდა გითხრათ სინამდვილეში რა ამბები ტრიალებს... მაგრამ ეგრე ხომ დასპოილერება გამოვა:)
ნეტავ იცოდეთ როგორ მგავს ლეა. ჩემი სულის ნახევარი მისაში ჩავაქსოვე.
სიყვარულით #moonlover



№1  offline მოდერი Mary Drey

1. გოგო არ შემომელახო ახლააა... :დდდ რათქმაუნდა ერთად არ იწერება, არა!-- რა თქმა უნდა. ნეტა იიცოდე, როგორ მირტყავს ასეთები ტვინში. :დდდ
2. არცერთი არა-- არც ერთი
3. გავს არა--ჰგავს
4. მიბყრობს არა-- მიპყრობს
5. შებყრობილი არა-- შეპყრობილი
6. სასვენი წერტილები რამდენჯერმე ისევ გაკლდა

ვიცი, როგორი საშინელი გრძნობაა, როდესაც იცი, რომ ის რაც რეალური გგონია არის ყალბი და შენი გონების საშინელი აჩრდილი... მესმის მთავარი მოქმედი გმირის, რადგან მეც ბევრჯერ ვყოფილვარ მსგავს სიტუაციაში. იმდენად მეგონა მისი ჩემში არსებობა, რომ ხშირად ნამდვილად ერთადერთ მეგობრად ვთვლიდი. სწორედ ამაში ვცდებით. სწორედ ამის გამო გვამწყვდევს ჩიხში. შინაგანი ხმაური და დიალოგი იმდენად გედება მთელს სხეულში, რომ შენთვის რთული ხდება გაარჩიო რეალობა წარმოსახვითისგან. მე მესმის... იმედია ამაში არ ჰგავხარ, ლეას, რადგან არ მინდა ასეთი შინაგანი დაპირისპირებები გქონდეს. ვიცი, ეს საშინელებაა და ამისათვის ნამდვილად არ მიღირხარ.
პირადად მე, როდესაც საკუთარ "მე"-ს ჩავხედე თვალებში შიშის გრძნობა დამებადა. სწორედ მაშინ მეგონა, რომ სწორედაც შეშლილი ვიყავი. ამას თან დაერთო ჰალუცინაციები.. გონების კაიფმა აღარ დააკმაყოფილა და ჩემი ერთადერთი გარდაცვლილი ძმაკაცი მელანდებოდა ხოლმე. შეშლილი მეგონა საკუთარი თავი, თუმცა სულ მალე ჩემი საყვარელი და მონატრებული ადამიანის მირაჟსაც შევეჩვიე... ისე შევეჩვიე, რომ ათმაგად მეტკინა მისი შემდგომ გაუჩინარება. ასე მეგონა მეორეჯერ მოკვდა იგი.
გონების კაიფის გამო მეც ხშირად მოვხვედრილვარ სუიციდური ნაბიჯის გამო მედიკამენტების სურნელით გაჟღენთილ ამაზრზენ პალატებში. მე საკუთარ თავს ჩემივე ნებით ვკლავდი, ისე რომ ამის შესახებ არც კი ვიცოდი... სწორედ ესაა ამაზრზენი...
(როდესაც აარონი ცდილობდა, რომ ლეას შეხებოდა ლოყაზე აი, ზუსტად ისეთი რეაქცია მქონა, როდესაც ჩემი გარდაცვლილი ძმაკაცი გამომეცხადა ერთ დღეს...)

თავიდან, დასაწყისში ცოტა ემოციები დამაკლდა... ალბათ იმიტომ, რომ ზუსტად დეტალები ვიცი ამ დროს ასეთი ადამიანი რას და როგორ გრძნობს.
საბოლოო ჯამში შემდგარი თავი იყო და საკმაოდ საინტერესო! <333
ბათთთ... მე ისევ ჩემს პოზიციაზე ვარ ლეას პიროვნული აშლილობის შესახებ და რა გიყო??! :დდდ <3 ესეც ჯიუტი მე! :დდდ <3

კარგი ხარ! <333
და ბოდიში, რომ დაგიგვიანე. ეს ისტორია ბოლოს სულს ამომიღებს და აარონივით ჩემს გვამს ირონიულად ჩაუქირქილებს.


პ.ს. ანუ, ლეას მდგომარეობა ფაქტობრივად ერთ მოთხრობაში მაქვს აღწერილი. ლინკს ჩაგიგდებ და თუ გსურს წაიკითხე. მაინტერესებს შენი აზრი ამ მოთხრობასა და ლეას ჭრილში. <3 თუ წაიკითხავ ან მომწერე ან დამიკომენტარე და ვნახავ. ( https://4love.ge/istoria/146199-fsiqikuri-ashlilobanoe-18-srulad-.html )

 


№2  offline წევრი Ανάξιος

კარგი და საინტერესო თავი იყო...
ჩემო #moonlover მართლა ძალიან მაინტერესებს რა ხდება , მე კი მიახლოებითი ვერსიაც კი არ მაქვს , არა კი მაქვს რაღაც ვარიანტები მაგრამ რავიცი მაინც გაურკვევლობაში ვარ , ამიტომ იმედია მალე გავიგებ სიმართლეს , პერსონაჟებს რაც შეეხება, უტა გამოგონილი პიროვნება მგონია ლეას თავში და არა მარტო უტა, კალე არც ისეთი კარგი მგონია...
მოკლდ ახალ თავს ველოდები ❤️

 


№3  offline წევრი dramalover

Mary Drey
1. გოგო არ შემომელახო ახლააა... :დდდ რათქმაუნდა ერთად არ იწერება, არა!-- რა თქმა უნდა. ნეტა იიცოდე, როგორ მირტყავს ასეთები ტვინში. :დდდ
2. არცერთი არა-- არც ერთი
3. გავს არა--ჰგავს
4. მიბყრობს არა-- მიპყრობს
5. შებყრობილი არა-- შეპყრობილი
6. სასვენი წერტილები რამდენჯერმე ისევ გაკლდა

ვიცი, როგორი საშინელი გრძნობაა, როდესაც იცი, რომ ის რაც რეალური გგონია არის ყალბი და შენი გონების საშინელი აჩრდილი... მესმის მთავარი მოქმედი გმირის, რადგან მეც ბევრჯერ ვყოფილვარ მსგავს სიტუაციაში. იმდენად მეგონა მისი ჩემში არსებობა, რომ ხშირად ნამდვილად ერთადერთ მეგობრად ვთვლიდი. სწორედ ამაში ვცდებით. სწორედ ამის გამო გვამწყვდევს ჩიხში. შინაგანი ხმაური და დიალოგი იმდენად გედება მთელს სხეულში, რომ შენთვის რთული ხდება გაარჩიო რეალობა წარმოსახვითისგან. მე მესმის... იმედია ამაში არ ჰგავხარ, ლეას, რადგან არ მინდა ასეთი შინაგანი დაპირისპირებები გქონდეს. ვიცი, ეს საშინელებაა და ამისათვის ნამდვილად არ მიღირხარ.
პირადად მე, როდესაც საკუთარ "მე"-ს ჩავხედე თვალებში შიშის გრძნობა დამებადა. სწორედ მაშინ მეგონა, რომ სწორედაც შეშლილი ვიყავი. ამას თან დაერთო ჰალუცინაციები.. გონების კაიფმა აღარ დააკმაყოფილა და ჩემი ერთადერთი გარდაცვლილი ძმაკაცი მელანდებოდა ხოლმე. შეშლილი მეგონა საკუთარი თავი, თუმცა სულ მალე ჩემი საყვარელი და მონატრებული ადამიანის მირაჟსაც შევეჩვიე... ისე შევეჩვიე, რომ ათმაგად მეტკინა მისი შემდგომ გაუჩინარება. ასე მეგონა მეორეჯერ მოკვდა იგი.
გონების კაიფის გამო მეც ხშირად მოვხვედრილვარ სუიციდური ნაბიჯის გამო მედიკამენტების სურნელით გაჟღენთილ ამაზრზენ პალატებში. მე საკუთარ თავს ჩემივე ნებით ვკლავდი, ისე რომ ამის შესახებ არც კი ვიცოდი... სწორედ ესაა ამაზრზენი...
(როდესაც აარონი ცდილობდა, რომ ლეას შეხებოდა ლოყაზე აი, ზუსტად ისეთი რეაქცია მქონა, როდესაც ჩემი გარდაცვლილი ძმაკაცი გამომეცხადა ერთ დღეს...)

თავიდან, დასაწყისში ცოტა ემოციები დამაკლდა... ალბათ იმიტომ, რომ ზუსტად დეტალები ვიცი ამ დროს ასეთი ადამიანი რას და როგორ გრძნობს.
საბოლოო ჯამში შემდგარი თავი იყო და საკმაოდ საინტერესო! <333
ბათთთ... მე ისევ ჩემს პოზიციაზე ვარ ლეას პიროვნული აშლილობის შესახებ და რა გიყო??! :დდდ <3 ესეც ჯიუტი მე! :დდდ <3

კარგი ხარ! <333
და ბოდიში, რომ დაგიგვიანე. ეს ისტორია ბოლოს სულს ამომიღებს და აარონივით ჩემს გვამს ირონიულად ჩაუქირქილებს.


პ.ს. ანუ, ლეას მდგომარეობა ფაქტობრივად ერთ მოთხრობაში მაქვს აღწერილი. ლინკს ჩაგიგდებ და თუ გსურს წაიკითხე. მაინტერესებს შენი აზრი ამ მოთხრობასა და ლეას ჭრილში. <3 თუ წაიკითხავ ან მომწერე ან დამიკომენტარე და ვნახავ. ( https://4love.ge/istoria/146199-fsiqikuri-ashlilobanoe-18-srulad-.html )

აღარასდოროს დავწერ რა თქმა უნდას ერთად:დდდდდდ
ვკითხულობ, ვკითხულობ, ვკითხულობ შენს კომენტარს და ვფიქრობ როგორ ძალიან მინდა გიცნობდე!
ნეტავ შემეძლოს გადმოგცე რახელა გავლნას ახდენ ჩემზე...
მთელი დღე სული დავლიე შენი კომენტარის ლოდინში.
ისეთი შეგრძნება მაქვს რომ შენთან ლაპარაკი დაუსრულებლად შემიძლია,მიუხედავად იმისა რომ ლაპარაკი სულაც არ მიყვარს.
ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ამ ისტორიას მარტო შენთვის ვწერ!
ამიტომ მიჭირს შენი წარმდგენა საავამყოფოს პალატაში.
სერიოზულად, ეს მეორედ აღარ მითხრა!

სიმართლე გითხრა ამ თავის მეშნოდა. ამიტომაც დავაგვიანე დადება. საკმარისად კარგი რომ არცერთი თავი არ არის მეც კარგად ვიცი. მაგრამ ამ თავის არასრულყოფილებას განსაკუთრებით გამვიცდიდი.
არ ვიცი რატომ. ალბათ ერთი ამოსუნთქვით რომ არ ვწერე მაგის ბრალია. იქამდე მივედი რომ ბოლოს წერის შეწყვეტა მომინდა. მეზიზღება როცა ის არ გამომდის რაც ჩავიფიქრე. ამიტომ ემოციების არასრულყოფილებაზე სრულიად... აბსოლიტურად გეთანხმები...
აი საინტერესო რამდენად იყო, თვითონაც არ ვიცი.
მყვარს, ვგიჟები წიგნში ამაღელვებელ მომენტებზე. რაღაც მაგარი რომ ხდება და თაველბდაჭყეტილი რომ კითხულობ, აი ეგეთ წიგნებზე ვგიჟდები. სუნთქვა რომ გეკვრის და აღფრთოვანებულს პირიდან შეძახილები ისე გცდება თავადაც ვერ იაზრებ.
აი, რა მაკლია ჩემს ისტორიაში.
რამდენჯერაც ამ თავს თვალი გადავავლე, იმდენჯერ მეწყინა რომ ამაღელვებლად არ ვწერ.
თავად არ ვწერ ისე ისტორიას როგორის კითხვაც მიყვარს.
ჩემთვის ეს დიდი იმედგაცრუებაა.
არ ვიცი სწორად გადმოვეცი თუ არა რა ჯანდაბას ვგრძნობ ახლა. მაგრამ როცა ვიცი რომ მე ვიცი რით მთავრდება ეს ისტორია და თქვენ არა, ვხვდები ეს უსამართლობაა და იძულებული ვარ წერა განვაგრძო. თუმცა ვინ მოსთვლის რამდენი რვეული დავხარჯე დაუმთავრებელი მოთხრობებით... თავში კი უფრო მეტი განყოფილება მაქვს გამოჭედილი სხვადასხვა სიუჟეტების იდეებით . ალბათ, ესეც ერთ-ერთი მათგანი იქნებოდა გამოქვეყნება რომ არ გამერისკა.
ერთი სიტყვით იმედს ვიტოვებ რომ ერთ დღესაც საინტერესოდ წერას შევძლებ.

შენს პოზიციაზე რა გითხრა... არც ხოს გეტყვი და არც არას. ეს თუ გინდა ჩემი როგროც "მწერლის" სტრატეგიული სვლად ჩათვალე :დდდ
ძალიან მიყვარს საიდუმლოებები.
მაგრამ მხოლოდ ჩემი საიდუმლოებები:დდდ
სხვისებით თავის გამოჭედვა ყოველთვის ძალიან მეზარება.

მოკლედ ძალიან მომენატრე და ასე რომ არ მომნატრებოდი იქნებ სულაც არ დამედო ეს თავი...

ძალიან დამაინტრიგე როცა მეუბნები რომ ლეას მდგომარეობა ერთ მოთხრობაში აღწერე და ლინკს ისე აგდებ რომ გახსნა არ შემიძლია!
წავედი ეხლა შენი პროფილი გადავქექო, როგორმე რომ მივაგნო.
ჩემს აზრს კი დიდი სიამოვნებით დავაფიქსირებ.
პ.ს შეგიძლია მოთხრობის სახელი მითხრა? ერთი სული მაქვს როდის წავიკითხავ!
სიყვარულით #moonlover

korean
კარგი და საინტერესო თავი იყო...
ჩემო #moonlover მართლა ძალიან მაინტერესებს რა ხდება , მე კი მიახლოებითი ვერსიაც კი არ მაქვს , არა კი მაქვს რაღაც ვარიანტები მაგრამ რავიცი მაინც გაურკვევლობაში ვარ , ამიტომ იმედია მალე გავიგებ სიმართლეს , პერსონაჟებს რაც შეეხება, უტა გამოგონილი პიროვნება მგონია ლეას თავში და არა მარტო უტა, კალე არც ისეთი კარგი მგონია...
მოკლდ ახალ თავს ველოდები ❤️


ძალიან გამახარე! ❤️ პირადად მე ნაკლებად მომწონს ეს თავი:(

ვგიჟდები როცა თქვენს ვერსიებს ვკითხულობ! ჩემი სიუჟეტის სხვადასხვანაირი ხედვა ძალიან მომწონს... აი ძალიან. არ ვიცი ალბათ ძალიან ბოროტი ვარ და მიხარია რომ ინტრიგა ისევ ინტრიგად რჩება... ან უნრალოდ ძალიან მიხარია რომ დაგაინტერესეთ.
ენივეის... გააგრძელეთ ვარაუდების გამოთქმა თამამად. თქვენი იდეები მართლა ძალიან მაინტერესებს. ❤️

უტას და კალეს რაც შეეხებაა... ერთ რაღაცაში ჩვენი აზრი აბსოლიტურად ერთნაირია, მაგრამ არ გეტყვი რაში. :)

და ბოლოს ვეცდები რაც შეიძლება საინტერესო იყოს მეხუთე თავი. ❤️
პ.ს მიხარია შენი კომენტარი ისევ რომ მხვდება.
სიყვარულით #moonlover

 


№4  offline მოდერი Mary Drey

ეს სახელია--- ფსიქიკური აშლილობა:ნოე

იმედი მაქვს მოგეწონება. <3333

პ.ს. ეგ მოთხრობა 12 წლისამ დავწრე და დღემდე ყველაზე საყვარელ შემოქმედებაში შედის ჩემში.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent